შემდეგი ორმოცდახუთი წელი
ჰარმონიის ძიება
მარათონი როგორც ბრძოლის ველი
რამდენიმე დღის წინ 26 წლის კირან განდიმ, რომელიც მთელი წელი აქტიურად ემზადებოდა ლონდონის მარათონისთვის, 26,2 მილი გაირბინა, მაგრამ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში არა დაფარული მანძილის, არამედ თავისი პერიოდის წყალობით მოხვდა, რომელიც მარათონს დაემთხვა. ჰარვარდის ბიზნესსკოლის მაგისტრმა და Thievery Corporation-ის დრამერმა იცოდა, რომ შესაძლოა მენსტრუაცია ჰქონოდა, მაგრამ ტამპონი არ გამოუყენებია. დასვრილმა შარვალმა, ცხადია, შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.
„შარშან მარათონში ჩემი მეგობარიც მონაწილეობდა. მასაც კრიტიკული დღეების წინა პერიოდი ჰქონდა და ბიუსტჰალტერში პატარა ტამპონი შეინახა, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინა. ამის გამო მკერდთან პატარა ნაიარევი გაუჩნდა. მისი გამოცდილების გათვალისწინებით, უარი ვთქვი ტამპონზე. როდესაც სისხლდენა დამეწყო, ვიფიქრე, რაც არის, არის-მეთქი, და ვიგრძენი, რომ გავძლიერდი.
2014 წლის ივლისში 800–მეტრიანი დისტანცია გაირბინა ორსულობის მერვე თვეში მყოფმა ალისია მონტანომ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხუთგზის ჩემპიონის სარბენ ბილიკზე გამოსვლას ნაკლებად შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა და საზოგადოებისთვისაც სხვაგვარ გზავნილს წარმოადგენდა, ვიდრე კირანისა, ამ ორ ამბავს შორის პარალელის გავლება ადვილია.
ქალებმა ისე უნდა მოახერხონ თავიანთ ბუნებასთან, სხეულთან, ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, რომ არ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მიერ მათთვის დაკისრებულ როლს, მათ შესახებ არსებულ რწმენა-წარმოდგენებს, რაც სულაც არ არის ადვილი. როცა დავფიქრდი, მივხვდი: იმის გაცნობიერებიდან, რომ გოგო ხარ, საკუთარ სხეულთან ჰარმონიის მისაღწევად უმეტესობას მრავალი წელი სჭირდება; არიან ისეთებიც, ვინც ფიზიოლოგიასთან ბოლომდე გაუცხოებული რჩება.
თანამედროვე გამოწვევები კიდევ უფრო ამძაფრებს დისკომფორტს საკუთარი სხეულის გამო: რეკლამები, რომლებიც გაიძულებენ, იყო უნაკლო – არ გქონდეს არც ერთი ზედმეტი ღერი თმა, გრამი, ნაოჭი; მოდის ინდუსტრია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო; გარშემო მყოფები, რომლებსაც სიამოვნებას ჰგვრის სხვის პირად სივრცეში შეჭრა და პერსონალური დეტალების განხილვა, ცხადია, ქალსა თუ გოგონაზე მძიმედ მოქმედებს. როცა, ამასთან ერთად, ბუნებრივი მოვლენები – მაგალითად, ისეთი, როგორიც არის მენსტრუაცია, სექსი, მკერდის გაზრდა, თმის ამოსვლა – ტაბუდადებულია და მათზე გულახდილად საუბარს მოზარდი ვერავისთან ახერხებს (ან მხოლოდ თანატოლებს ესაუბრება ჩუმად), შესაძლოა, პრობლემების მთელი კასკადი წარმოიშვას.
გარდა იმისა, რომ არ გამოუვა საკუთარი სხეულის შეყვარება, მისი მოსმენა, მარტივად და ჯანსაღად ცხოვრება, გოგონას არ ეცოდინება, რა ნორმალურია და რა – არა, ამიტომ შესაძლოა, ძლიერ ტკივილს ან ხანგრძლივ ციკლს ითმენდეს და იღებდეს ისე, როგორც ნორმალურს, დაემართოს გადამდები დაავადება დამცავი საშუალებების გამოყენების არცოდნის გამო, მიმართოს „ხალხურ” მეთოდებს „სილამაზისთვის” (ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლო წლებში ლეღვის ნახარშით დამწვრობის გახშირება), შეცდომით მიიღოს მედიკამენტი ან სწორად ვერ აარჩიოს ჰიგიენური საშუალება, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მენსტრუაციის სახელიც კი გვაშინებს და „იმად” მოვიხსენიებთ, სექსი, ოჯახურ ურთიერთობაშიც კი, სირცხვილად არის მიჩნეული, ტაბუდადებულ თემებზე ერთმანეთთან საუბარს გაურბიან დედები და შვილები, წყვილები, ექიმები და პაციენტები, მასწავლებლები და მოსწავლეები. ერთი ბოლოდროინდელი რეკლამა მახსენდება: ნო–შპა ამბობს, რომ ის ყველა ქალის ჩანთაში უნდა იდოს. არა, ბატონო, ნო–შპა არ უნდა იდოს ყველა ქალის ჩანთაში, ზოგს სრულიად უმტივნეულო მენსტრუაცია აქვს, მან კი, ვისაც სტკივა, სანამ ჩანთაში რეკლამით შთაგონებულ ნოშპას ჩაიდებდეს, ექიმთან უნდა მივიდეს – შესაძლოა, ტკივილს საკმაოდ სერიოზული მიზეზიც ჰქონდეს, მაგრამ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ, თუ კითხვები არ დავსვით, თუ სერვისი არ მოვითხოვეთ, თუ შეგვრცხვა, შესაძლოა, მართლაც ნო–შპას ამარა აღმოვჩნდეთ.
აგვისტო. დაბრუნება
პოეზია და კვანტური ეფექტები
ციკლიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს

მე იმას, რასაც გინდა, ვხედავდე….
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა. …………………………………..
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა. (სეკვენცია)
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო, ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი…
უფალო მე კი არა – შენ იყავი. (ღმერთო, მაპატიე, აპათია)
რაზეც იმედით მე “უსიერ ტყეში” ვმღეროდი.
ასე დაფასდა გაუმაძღარ პოეტის ღვაწლი,
მთელს ჩემ უბადლო პოეზიას “ერთ ცხენში გავცვლი”. (გაქცევა)
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან –
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ! (გათავისუფლებ )
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს…
სადაც ხმიანებს –
ადამიანი არის იდეა;
სხვა სიდიდეა ადამიანი.
განსხვავებულთა და თანასწორთა შესახებ
თავისუფალი წერის (free writing) ტექნიკა
- თავისუფალი წერა აუცილებლად უნდა იყოს დროში ლიმიტირებული
- შესაძლებელია რაოდენობრივი ლიმიტირებაც ( დაწერთ ორ გვერდს – არც მეტი, არც ნაკლები…)
- არ ღირს მეთოდის გამოყენება ხშირად. შეგიძლიათ მოაწყოთ „ განტვირთვის დღეები” თქვენ მიერვე შემუშავებული პერიოდულობით და კლასშივე დააწერინოთ მოსწავლეებს
- ნამუშევარი არ ფასდება ნიშნით და არ სწორდება მასწავლებლის მიერ ( გაცნობა სავსებით საკმარისია)
- მოსწავლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ ნამუშევრის წარდგენა კლასის წინაშე, თუ ეს მისი სურვილი არაა
- პირველად მეთოდის გამოყენებამდე შესაძლებელია ზოგადი მიმართულების მიცემაც – წერეთ იმაზე, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, დაიწყეთ ოთახის აღწერით, გაიხედეთ ფანჯარაში, დაიწყეთ კითხვითი წინადადებების მოფიქრება და მათზე პასუხების გაცემა, გაიხსენეთ წინა დღე…ამასთან, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ლოგიკური კავშირები აბზაცებს შორის აუცილებელი არ არის, ისევე, როგორც, ზოგადად, ტექსტის აბზაცებად დაყოფა
- ყველაზე მარტივი გამოსავალია ერთი კონკრეტული, თუნდაც, უმნიშვნელო საგნის აღწერა. თუკი ესეც სირთულეს წარმოადგენს, შესალებელია „დამხმარე კითხვების” გამოყენება – რა მიშლის ხელს? რატომ ვერ ვიწყებ წერას? რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი გვერდი დავწერო? და ა.შ.
- აუცილებელია შეუჩერებლად წერა. წინა ნაწილების გადაკითხვა დაუშვებელია
ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“
მარტოობის 7 კადრი
1. მარგარეტ ტეტჩერის შესახებ გადაღებულ ფილმში „რკინის ლედი” (მთავარ როლში მერილ სტრიპი) ქმარი ეუბნება გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, – მთელი ცხოვრება მაინც მარტო იყავიო. 2009 წლის ივლისში, გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე ვიყავი ხილიანზე სტუმრად და ოთარ ჭილაძემ მითხრა, – როგორც არ უნდა მოინდომოს, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ადამიანი ბოლოს მაინც მარტო რჩებაო.




