პირიქით
ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა
ისტორიაში რამდენიმე ფაქტია, რომელიც განსაკუთრებით მაშინებს. მაშინებს იმიტომ, რომ არ მესმის, ადვილია, გეშინოდეს იმის, რაც ვერ გაიგე.
ღალატს, ომებს, შინააშლილობებს, მკვლელობებს, ისტორიის ყველაზე საშინელ ფურცლებს, წარმოსახვას რომ მიფორიაქებდნენ და ღამ-ღამობით მშვიდი ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთ-ერთი მეშვიდე კლასში დაემატა, როდესაც 5-ე ჯვაროსნული ლაშქრობის, იგივე – ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ წავიკითხე.
იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მაშინებს იმის წარმოდგენა, რომ აღტკინებული, შეიარაღებული, სიტყვას თუ მოწოდებას ბრმად მინდობილი, ნახევრად მშიერი 12-13 წლის ბავშვები შორეულ ქვეყანაში გასამგზავრებლად მოემზადნენ, არც მეტი, არც ნაკლები ქრისტეს საფლავის ურჯულოებისაგან გამოსახსნელად.
ყველაფერი კი 1212 წელს დაიწყო საფრანგეთში, ერთ-ერთ სააბატოში, როცა გამოჩნდა 12 წლის ბიჭუნა, ეტიენი, რომელიც აცხადებდა რომ უფლის მიერ მიენიჭა უზარმაზარი მისია – ქრისტეს საფლავი გაეთავისუფლებინა. მას ათასობით ბავშვი და მოზარდი აჰყვა. ბავშვი ჯვაროსნების მეორე არმია გერმანიაში შეიქმნა, გერმანიიდან იტალიისკენ წამოსულმა ბავშვებმა ალპები დიდი წვალებით გადაიარეს.
დღეს ცოტა გიჟურად და წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ „დიდური” იდეებით შთაგონებულ ბავშვებს უფროსებმაც დაუჭირეს მხარი, ერთ-ერთი ვერსიით თვით პაპმაც კი.
ზღვასთან მისულ ბავშვებს ორმა ვაჭარმა შესთავაზა გემები, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ისინი მონებით მოვაჭრეებთან იყვნენ შეკრულები. მოტყუებული ბავშვების ნაწილი ზღვაში დაიღუპა, ნაწილი კი ალჟირში მონებად გაყიდეს.
მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რამდენიმე მთავრობა გამოვიცვალეთ. ზოგი ნებით, ზოგი ძალით, ზოგი ავირჩიეთ, ზოგი გადავაგდეთ… იყო სამოქალაქო ომები, დაპირისპირებები, გაუგებრობები, დაბნეულობები…
ამ ხნის მანძილზე, ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აუცილებლად მხვდებიან თვალთ სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა პარტიის ლოგოიან მაისურებში ჩაცმული ბავშვები. ბავშვები რომელიმე ლიდერის სარეკლამო კლიპში, ლენინს უყვარდა ბავშვები, სტალინსაც ჰყვარებია, ედუარდ შევარდნაძესაც, მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენს ამჟამინდელ მთავრობასაც ძალიან უყვარს – მათი სხვადასხვა აქციაში გამოყენება, პიარისა და რეკლამისთვის, ამომრჩევლის კეთილგანწყობისთვის – ჩვეულზე ჩვეული გახდა.
ალბათ, ყველას გახსოვთ რამდენიმე ვიდეო, სადაც ბავშვები პოლიტიკაზე კამათობენ, ამა თუ იმ პარტიის ინტერესებს იცავენ და თანატოლებს პოლიტიკის გამო ეჩხუბებიან.
რომ გადახედოთ სხვადასხვა პარტიის პიარ აქციებს თუ წინასაარჩევნო კამპანიებს, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში აქტივისტი ბავშვები, ზოგი დროშას აფრიალებს, ზოგი საარჩევნო პლაკატს, პარტიის სახელს თუ დევიზს იძახის და არც „გაუმარჯოოს”-ში ჩამორჩება უფროსებს.
სკოლაში? არასოდეს შესწრებიხართ დასვენებაზე განხილულ პოლიტიკურ თემებს? სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლებიც მონაწილეობენ ამგვარ განხილვებში.
ბავშვებს აქვთ უფლება ისწავლონ, ითამაშონ, იკითხონ, მულტფილმებს უყურონ, საინტერესო თემებით დაინტერესდნენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკითაც – თუ ეს ინტერესი ნებაყოფლობითია, თუ უფროსები ან გარემო არ მოითხოვს ან განაპირობებს მათ ამ ინტერესს.
მათ აქვთ უფლება არ ჩაიცვან არცერთი პარტიის მაისური, არ იყვნენ არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესის გამტარებელნი, არ დაიზეპირონ არცერთი პარტიის სლოგანი, არ გადაემტერონ თანატოლებს პოლიტიკურ ნიადაგზე, არ იყვნენ ვიღაცის გულის აჩუყების თუ ნდობის ამაღლებისათვის საჭირო მასალა.
დიახ, დიახ, სწორედ მასალა.
ბავშვებს აქვთ უფლება არ მიიღონ მონაწილეობა არცერთ ჯვაროსნულ ლაშქრობაში.
რატომ განსხვავდებიან ერთი დედ-მამის შვილები ერთმანეთისაგან
- მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს;
- მივცეთ ბავშვს საშუალება დაკავდეს ისეთი საქმით, აკეთოს ის, რითაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს და არა ისეთი რამ, რაც ჩვენ მოგვწონს. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით პირველ შვილთან დაკავშირებით, როცა მშობლები ბავშვის დაბადებამდე ადგენენ ერთგვარ პროგრამას – როგორ უნდა აღზარდონ ის, რა უნდა ასწავლონ, სპორტის რომელ სახეობაზე უნდა ატარონ, რომელი უცხო ენები უნდა შეასწავლონ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბარებინონ სკოლის დამთავრების შემდეგ, რა პროფესია უნდა აარჩევინონ. ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი ცდილობენ ზედმიწევნით განახორციელონ მისთვის შემუშავებული პროგრამა და არ ითვალისწინებენ იმას, მოსწონს თუ არა ბავშვს ის, რის გაკეთებასაც მისგან მოითხოვენ;
- მოვერიდოთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას და მათ დახასიათებას ერთმანეთის თანდასწრებით. მით უმეტეს არ არის სასურველი ბავშვისთვის მისაბაძად ვაქციოთ მისი ძმა და მუდმივად მის ღირსებებზე ვილაპარაკოთ. ყველა ბავშვშია რაღაც ისეთი, რის გამოც ის ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს;
- არ არის სასურველი, რომ ერთი დედ-მამის შვილებს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ, მაშინაც კი, თუ ისინი ტყუპები არიან. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ეს ინდივიდუალურობა მათი სამოსითაც უნდა ფიქსირდებოდეს;
- მივცეთ ბავშვს გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების და არჩევნის გაკეთების საშუალება. ხშირად ბავშვები, განსაკუთრებით კი პირველი შვილები, ოჯახის წევრთა მხრიდან მოჭარბებული მზრუნველობისა და უზომო მეურვეობის წყალობით, მშობლებზე ზედმეტად დამოკიდებულები ხდებიან, რაც მათ მომავალში სერიოზულ პრობლემებს უქმნის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰიპერმზრუნველობა ხშირად არანაკლებ საშიში ხდება, ვიდრე უყურადღებობა და მზრუნველობის გარეშე დატოვება;
- სასურველია, რომ შვილებს შორის არსებობდეს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი. ყველაზე ოპტიმალურად ითვლება ასაკობრივი სხვაობა 3,5-5 წელი, ვინაიდან ამ პერიოდიდან ბავშვს დედაზე მიჯაჭვულობა ეხსნება და შედარებით უფრო დამოუკიდებელი ხდება. მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ა.შ. უჩნდება ახალი ინტერესები, რომლებიც ჩვილის ინტერესებისაგან განსხვავდება. ამიტომ მასთან მეტოქეობისათვის ნაკლები მიზეზი ექნება. ამ ასაკის ბავშვს უფროსების ახსნა-განმარტებების და საუბრების მოსმენაც უკეთ შეუძლია;
- მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ნუ მოვაკლებთ ყურადღებას პირველს. სასურველია, რომ სამშობიაროდან დაბრუნებული დედა ჩვილით ხელში არ შევიდეს სახლში. მას ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს, რომ გულში ჩაიხუტოს სახლში მომლოდინე პატარა. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი შვილი სამშობიაროდან დედას ელოდება და არა ახალშობილს. ნუ იჩქარებთ დედის მომლოდინე ბავშვისთვის ჩვილის ჩვენებას. გააკეთეთ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ მოგთხოვთ ამას. მოგვიანებით კი შეუქმენით მას ისეთი შეგრძნება, რომ ისიც უვლის მას. შეეცადეთ მეგობრებისა და ნათესავების ყურადღება უფროს შვილზე მიაპყროთ. ხშირად ისინი იწყებენ დაუსრულებელ საუბარს ახალშობილზე და სრულიად ავიწყდებათ უფროსი. სტუმრების მოსვლისას ნუ მოიცილებთ მას გვერდიდან. არ დაგავიწყდეთ ისაუბროთ მის წარმატებებზე. უფროსი შვილი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ახალშობილი, 5-6 თვის განმავლობაში მაინც. ნუ უსაყვედურებთ მას იმის გამო, რომ ეჭვიანობს.
საქართველოს მტრებს…
წეღან, აი, იმ, სულ ზედა თაროს დალაგება გადავწყვიტე. დალაგება კი არა, გადათვალიერება უფრო. ჯერ სავარძელზე შევდექი, იქიდან კი კარადის თავზე ავძვერი. ასე მოკალათებული, უფრო კომფორტულად გავიხსენებ თაროს შემადგენლობას.
ერთი ღამის პარტიზანები
2008-ში ცხრამეტი წლის ვიყავი, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წელი მქონდა დარჩენილი და დამღლელი მესამე კურსის მერე თავგადასავლებით სავსე ზაფხულს ვატარებდი. თუმცა თავგადასავალს, თანაც ყველაზე სასტიკს და დაუნდობელს, ყოველთვის ჩრდილოეთიდან უნდა მოელოდე, როცა საქართველოში ცხოვრობ და შენი მეზობელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პოლიტიკის მქონე დამყრობელი, იმპერიალისტი ქვეყანაა. თბილისში ნუნისური ლაშქრობიდან სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული ვიყავი, როცა ომი დაიწყო. არადა, დედაქალაქში იმისთვის დავბრუნდი, რომ ე.წ. რეზერვისთვის მოვმზადებულიყავი, რომელიც 3-4 დღეში მიწევდა, მაგრამ ვიღას ეცალა რეზერვისთვის – თქვენც კარგად გემახსოვრებათ, როგორ განვითარდა მოვლენები… 7 აგვისტოს უკვე მწვავე ომი მიმდინარეობდა, 8-ში თითქოს ჯერ კიდევ იყო იმედი, ის კი არა, ყველაზე ოპტიმისტი თუ ჭორიკანა მეზობლები გაიძახოდნენ, ეგაა, დაიძრა ტალღა, თვის ბოლოს ცხინვალიც ჩვენი იქნება და სოხუმშიც შევალთო. ცხრა აგვისტოს დაიწყო სასოწარკვეთა, რიგები წითელ ხიდთან, მაღაზიებში – გამქრალი პროდუქტები, ფითრი დედაჩემის სახეზე ჩემი ყოველი შინიდან გასვლისას და ისტერიული ქეიფი რესტორნებში. 10 აგვისტოს კი, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გავიგეთ, რომ მტრისთვის წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია ყველა შესაძლო საშუალებით, თუკი ის თბილისში შემოაღწევდა. უნდა გვებრძოლა ყველაფრით, რაც ხელში მოგვხვდებოდა. ჩემი ამბავიც აქედან იწყება, ათი აგვისტოს ღამეს.
სად იყო მაშინ ფეისბუქი… მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ არ გამხდარიყო მილიარდერი, თბილისელი ახალგაზრდობა კი უმთავრესად Yahoo Messenger-ით ვურთიერთობით, შევქმნიდით ხოლმე ერთ დიდ საკონფერენციო ფანჯარას და მიდიოდა მთელი ღამის განმავლობაში გრიალი. ინტერფეისიც სურვილისამებრ ეცვლებოდა, გინდ ფოთოლცვენას დააყენებდი, გინდ ზამთარს… მოკლედ, პრივილეგირებული თაობა ვიყავით მაინც, მაგალითად, მირკს იგივე არ შეეძლო. მომიტევეთ ლირიკული გადახვევები, ვცდილობ, ამ მძიმე თემას მსუბუქი ქვედა დინებებიც მოვუძებნო და თხრობა უფრო ლაღად მივიყვანო მთავარ სათქმელამდე.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მეგრელა სწორედ ასეთ იაჰუმესენჯერისეულ საკონფერენციო ფანჯარაში მამატებს, ოღონდ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც მანამდე; არც ფოთლები ცვივა, არც ზამთარია, არც გაზაფხული, – დაძაბულობა იგრძნობა, რომლის განმუხტვასაც უკბილო ხუმრობით ვცდილობ და გამარჯობის ნაცვლად ეგრევე ჩემი იუმორის დემონსტრირებას ვახდენ: „ჰა, ბიჭებო, რა ხდება, დავამატო მედვედევი თუ თქვენ დაამატებთ?” ჩემს ხუმრობაზე მაინცდამაინც არავის ეცინება, ცოტა ხანში კი ვხვდები, რატომ: სავსებით სერიოზულად ვემზადებით რუსული ჯარის დასახვედრად და პარტიზანულ ჯგუფებს ვკრავთ. მეგრელა მწერს, რომ მის უბანში, დიღმის მასივში, 10-15-კაციან ჯგუფს ის შეკრავს, შეეცდებიან, შეძლებისდაგვარად შეაგროვონ სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი, ასევე – სანადირო თოფები, პნევმატური პისტოლეტებიც კი და ა.შ. იმასაც მეუბნება, რომ მესენჯერში დაგვამატა 2-3 უახლოესი მეგობარი, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენს სამეგობროებში ანალოგიური ჯგუფების შექმნა, რომლებიც ასევე შეიარაღდებიან და პარტიზანული პრინციპებით იმოქმედებენ. პლუსი ისაა, რომ ეს 3-4 დაჯგუფება, რომლებიც სხვადასხვა უბანში ყალიბდება, კოორდინირებულად იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩინოს რუსებს, ვიდრე დაქსაქსულად მოქმედებისას. ასევე შესაძლებელია გადაიარაღება, მაგალითად, მეგრელას მეგობრის მამას რამდენიმე სანადირო თოფი აქვს, შეუძლია გაგვინაწილოს. მამამ არა, რა თქმა უნდა, მამამ ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ პარტიზანული დაჯგუფება თუ შეიქმნა, მერე მამას ვიღა ეკითხება… ჩვენც თუ მოვახერხებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას, კოორდინირებული მოქმედებაღა იქნება საჭირო, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს…
მთელი ის ღამე ერთად გავათენეთ, იმავე საკონფერენციო ფანჯარაში. რას აღარ ვუზიარებდით ერთმანეთს. გადმოვიღე და გადმოვალაგე, რაც კი რამ ვიცოდი პარტიზანული ომის შესახებ, ერნესტო ჩე გევარას „პარტიზანული ომით” დაწყებული და სხვადასხვა ინტერნეტრესურსით დამთავრებული. ზოგმა იარაღის ხმარების წესები დადო, ზოგმა მოლოტოვის კოქტეილის დამზადება გვასწავლა, ზოგმა – ეს, ზოგმა – ის… დილისკენ კი ერთ რამეზე ჩავფიქრდი: იქნებ ისინიც ასე იწყებდნენ, აი, ისინი, 90-იანებში, მერე ერთმანეთს რომ ესროდნენ, საძმოები – ამის საძმოები, იმის საძმოები, ასეთები, ისეთები, რა ვიცი, როგორი კოორდინაცია და როგორი კეთილშობილი მიზნები ჰქონდათ დასაწყისში და როგორ გაირყვნა მერე სიტუაცია, როგორ გარყვნა ომმა თითოეული მათგანი და ყველა ერთად. მერე დავფიქრდი, დილისკენ, როცა ღამის პარტიზანული სამზადისით დაღლილებს ჩვენ-ჩვენს ფუმფულა ლოგინებში ტკბილად ჩაგვეძინა – ვინ იცის, რომ დაგვცლოდა ეს პარტიზანობანა, სადამდე მივიდოდით, რაში გადაიზრდებოდა ჩვენი სასოწარკვეთილი ისტერია, თან ომიც თუ გაგრძელდებოდა, თან ჩვენც თუ უფრო მეტად შევიდოდით ეშხში, არადა ჩვენ მხოლოდ სამშობლოს დაცვა გვინდოდა, თუნდაც შიშველი ხელებით, ისე, როგორც ვიცოდით, ისე, როგორც შეგვეძლო..
ინტერპრეტაციის წინააღმდეგ?
ბანკეტის გვერდის ავლით „ნამდვილ ცხოვრებაში“
_ იცოდე, საცეკვაოდ არ გამომიწვიო, არ მინდა თქვან, რომ, ძმის გარდა, მასთან ცეკვა არავის უნდა, _ აფრთხილებს თავის პირველ მეჯლისზე მიმავალი ნატაშა როსტოვა ძმას, ნიკოლაის.
დადგება ხვალე…?
პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”.
მუსიკალური ვიზუალური ატრაქციონი (II ნაწილი)
ძალადობის ძალა
ეს ამბები განსაკუთრებით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ. უნდა იცოდნენ, თუნდაც იმიტომ რომ ნებისმიერ ძალდატანებას მერე სხვა პასუხი მოსდევს. და ამ პასუხის პასუხში მივიდვართ და ქვეყანას დგას.
ახლა ბოლკშევიკებზე მოგახსენებთ: ადგნენ და მოვიდნენ. როგორც ერთ ამერიკულ რომანშია. აქაოდა, პროგრესის ძალაო, განათლებაო, ოპიუმიო, დარვინიო, „ღმერთი მოკვდაო”. სიცოცხლისას რაც იყო, იმაზე მარქსს კითხეთო. მაგრამ უღმერთოდ მაინც ვერ გაძლეს. ისე არ გამოდიოდა.
ჰოდა, ახლის შენება დაიწყეს. მრავალღმერთიანობას მიაწვნენ. ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინი, ხრუშოვი და ა.შ. – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა. თუმცა მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი”. ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტში დაძებნოთ – იქ, ათიოდ წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, თუ როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორეთი. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.
ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.
სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს „უფრო დიდ” კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები ისე, როგორც სხვა მასალები დაკავშირებული უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი”. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას – სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული” 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში, „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა”, მთელი ანგარიში მიდის იმ ზარალის, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქი, ქარხანამ „წითელმა პროფინტერმა” დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო: ფულზე რომ გადავიტანოთ – 22.754 მანეთი, მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი”. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. ფოლადის ლოგიკა – უფრო საბჭოურად რომ ვთქვათ. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. ლამის იყო, იესო ქრისტე და მუჰამედი პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.