ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

სიტყვის ძალა შეფასების დროს

0

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ეს ალბათ ყველამ საკუთარ მაგალითზეც გამოვცადეთ. ამ სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ ჩემთვის უკვე ტრადიციად ქცეული მიდგომა, რომელსაც სასიკეთო შედეგი მოაქვს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს უკანასკნელი კი ჩვენი მთავარი დასაყრდენია ახლა, როგორც არასდროს, როცა პანდემია ისევ გვიტევს და ხელს გვიშლის სასწავლო პროცესის სკოლის კედლებში განხორციელებაში.

სასწავლო პროცესში ნიშნით შეფასების არსებობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ჯანსაღ სხეულში უცხო ნამსხვრევი, რომელიც ნელ-ნელა თავის არასახარბიელო კვალს ტოვებს მასში. „თუ სასწავლო პროცესში ნიშნით შეფასებას შევწყვეტთ, მაშინ სწავლას აღზრდის სახე მიეცემა” – გვირჩევს ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი. როცა არსებობს „ნიშანი“, სასწავლო პროცესიც თითქოს ჩარჩოებში იკეტება და ბავშვის მთავარი მიზანი სწორედ კარგი ნიშნის მიღება ხდება. ამ დროს კი გვერდით გვრჩება აღზრდის ფასეულობანი. თუნდაც ის, რომ მოსწავლემ გაცნობიერებულად ისწავლოს საგანი; შეგნებულად და სიამოვნებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში; ყოველდღიურად განვითარდეს და არ იბრძოლოს მხოლოდ ნიშნის მოსაპოვებლად.

მასწავლებლები უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოთ სწორი დამოკიდებულება ცოდნისადმი, სასწავლო პროცესისადმი; ვასწავლოთ, რა მეთოდები გამოიყენონ, რომ ცოდნის მიღების პროცესი სასიამოვნო გახდეს; დავაფიქროთ და დავეხმაროთ, პასუხი გასცენ შეკითხვებს, რომლებსაც ხშირად სვამენ: რატომ არის საჭირო ცოდნის მიღება? რაში გამოადგებათ ის? როგორ გამოიყენებენ მას? რა სარგებელი მოაქვს? რა სასიკეთო ამბების დატრიალება შეუძლიათ მიღებული ცოდნით? და ა.შ. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერზე დაიწყებენ ფიქრს, აღარ იქნება ასე მნიშვნელოვანი მაღალი ნიშანი. მათი ცნობიერება მიმართული იქნება უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ.

ამას მე, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ჩემებურად ვცდილობ. მუდამ იმის ფიქრსა და მცდელობაში ვარ, რომ ყველა ჩემი გაკვეთილი პრაქტიკული, ყოველდღიურ ცხოვრებასთან შერწყმული ფაქტებით იყოს დატვირთული ყველა საგანში, რომ მოსწავლემ ადვილად მოახდინოს ცოდნის ყოველდღიურობაში გამოყენება (ტრანსფერი). გარდა ამისა, ვცდილობ, ჩემი გაცემული უკუკავშირი ამ პატარა ადამიანისთვის გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი და დაეხმაროს მას იმის გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია ცოდნის მიღება და არა მაღალ ნიშანზე ფიქრი. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვანია ოჯახის სწორი მიმართულებით ჩართულობა და დახმარება შვილის სასკოლო ცხოვრებაში. აუცილებლად მიმაჩნია, ოჯახების გამხნევება, მათი ყურადღების გამახვილება, რომ სკოლამ და ოჯახმა საჭირო თანადგომა აღმოუჩინოს მოსწავლეს. გიზიარებთ ჩემ მიერ დამზადებულ გამამხნევებელ ბარათებს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეხმარებათ დიდებსაც და პატარებსაც, გაიგონ – რას, როგორ, რატომ, რისთვის აკეთებენ.

ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ძალა და ენერგია, რომ მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გულის გამხარებელ ადამიანად იქცეს!

პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა კონკურსი

0

2018 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა „პროფესიული განათლების შესახებ“, სამართლებრივი საფუძველი შექმნა პროფესიული განათლების სივრცეში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირებისთვის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესიული განათლების ახალი კანონი და 2019 წლის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება (No170/ნ) ითვალისწინებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში (კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონე) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის (10-12 კლასი) სწავლის შედეგების ინტეგრირებას, რაც ხელს უწყობს ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხის“ აღმოფხვრასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას. ამ ტიპის პროგრამის გავლა დასრულდება დიპლომის გაცემით, რომელიც გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიმართულებით ფასდაუდებელი დახმარება გასწია გაეროს განვითარების პროგრამამ. პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2“ ფარგლებში.

პროფესიული უნარების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების – „საზოგადოებრივი მეცნიერებები“ და  „მათემატიკური წიგნიერება“ – პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით.

ინტეგრირებული მოდულის აზოგადოებრივი მეცნიერებებისახელმძღვანელოს ავტორთა შერჩევისთვის კონკურსი ცხადდება სამი საგნობრივი მიმართულებით:

  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია

 

სახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • ისტორიის/სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

ინტეგრირებული მოდულის მათემატიკური წიგნიერებასახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკაში ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • მათემატიკის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

განაცხადის მისაღებად, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. რეზიუმე – კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური ჩამონათვალით.
  2. თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით რამდენიმე გვერდიანი ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე (არაუმეტეს 500 სიტყვისა).

სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ეტაპებია:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა რეზიუმე და არაუმეტეს 500 სიტყვისა ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე – HR@geoskills.ge 2022 წლის 15 თებერვის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ, რომელი მოდულის სახელმძღვანელოს საგნობრივი მიმართულების ავტორთა კონკურსში გსურთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად კონკურსის ვადის ამოწურვამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მათ ეცნობებათ კონკურსის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.

 

გთხოვთ, გაცნობის მიზნით იხილოთ  თანდართული ფაილი!

თანდართული დოკუმენტაცია

ესტონური სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმატების ფორმულა

0

სკოლებში დემოკრატიული კულტურის რეალურად დასანერგად და სამეურვეო საბჭოს მექანიზმის სრულფასოვნად ასამოქმედებლად სკოლას  ავტონომიურობა და მხარდაჭერა სჭირდება.

ესტონეთში, სადაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავ­ტო­ნო­მია აქვთ, სამეურვეო საბჭო გაცილებით უფრო ქმედითუნარიანი ორგანოა და სასკოლო თემი სკოლის მართვაშიც რეალურად მონაწილეობს. საბჭოს წარმომადგენლები არიან როგორც სკოლის მფლობელი მუნიციპალიტეტი, ასევე, დირექტორი, პედაგოგები, მშობლები (ყოველი კლასიდან თითოეული მშობელი მაინც), მოსწავლეები, სკოლადამთავრებულები და ის ორგანიზაციები, რომლებიც სკოლას ეხმარებიან. ამასთანავე, სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების ნახევარზე მეტი მშობელია. სკოლა იყენებს მათ ცოდნასა და კომპეტენციას.

საბჭოს სხვადასხვა მოვალეობა აკისრია, მათ შორის: მისცეს რეკომენდაციები სკოლის მფლობელს, რათა უკეთესად წარმართოს სკოლასთან დაკავშირებული საქმეები, გასცეს უკუკავშირი ბიუჯეტსა და სკოლის სასწავლო გეგმაზე.  საბჭო მონაწილეობს სკოლის განვითარების გეგმის მომზადების პროცესშიც. ნებისმიერ მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვს, მიმართოს სამეურვეო საბჭოს სწავლა-­სწავლებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განსახილველად.

მაგალითისთვის, საარემაას გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს წევრები თვეში ერთხელ ან ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს, წამოჭრილ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი სკოლის დირექტორთან ერთად. კურესაარეს გიმნაზიის შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წელიწადში ოთხჯერ მართავს შეხვედრას ყველა კლასში, მშობლებს წინასწარ უგზავნიან მოსაწვევს. შეხვედრას აუცილებლად ესწრება საბჭოს წევრი მშობლები, დანარჩენების დასწრება ნებაყოფლობითია. აქ განიხილავენ სასკოლო საკითხებს, სვამენ შეკითხვებს და რაიმე საკითხს კენჭისყრით გადაჭრიან. საბჭო სკოლის ვებგვერდზე ტვირთავს შეხვედრის წერილობით ჩანაწერებს. მაგალითად, ერ­თ­-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევრებ­მა გა­ნიხი­ლეს, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ სკო­ლა ორი წლის შემ­დ­გომ, რას შეცვლიდ­ნენ და რას და­ტო­ვებ­დ­ნენ. მშობ­ლე­ბი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბად იყ­ვ­ნენ და­ყო­ფილ­ი და ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დ­ნენ იდე­ებ­ზე.

სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ უკუ­კავ­ში­რის თუ ნე­ბის­მი­ერი სა­ხის კომენტარის მი­სა­ღებად, სა­მე­ურ­ვეო საბჭო Google Forms-ის მეშ­ვე­ო­ბით მშო­ბელ­თა პერსო­ნა­ლურ ელ. ფოსტაზე აგ­ზავ­ნის ანო­ნი­მურ კითხ­ვა­რს. ეს ხდე­ბა ნოემ­ბ­რის თვე­ში. კითხ­ვა­რის თე­მე­ბი დრო­დად­რო იც­ვ­ლე­ბა. ის ეხე­ბა ცხრილს, კვე­ბას, სას­წავ­ლო გარემოს, ინ­ფ­რას­ტ­რუქტუ­რას, ბუ­ლინ­გის თე­მა­ტი­კას და სხვ. კითხ­ვა­რი და­ახ­ლო­ებით 10 ღია ტი­პის შე­კითხ­ვას მო­ი­ცავს. ყო­ველ გა­ზაფხულ­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო მოს­წავ­ლე­ებს უგ­ზავ­ნის კითხ­ვარს, რათა გა­არ­კ­ვი­ონ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლეი არი­ან სწავ­ლით, მასწავლებ­ლე­ბით. პე­და­გო­გე­ბი პი­რა­დად იღე­ბენ უკუ­კავშირს. კითხვარებიდან მიღებუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი კითხ­ვარში რო­მე­ლი­მე სა­კითხ­ზე ჩანს უარ­ყო­ფი­თი უკუ­კავ­ში­რი, ინფორ­მა­ცი­ის მიწოდე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ხდე­ბა დი­რექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო სთხოვს გა­და­მოწ­მე­ბას. უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გე­ბი სკო­ლის გა­ზეთ­შიც იბეჭ­დე­ბა, აზიარებენ სკო­ლის ფე­ის­ბუქგვერ­დ­ზე, ვებ­სა­იტ­სა და მშო­ბელ­თა პერ­სო­ნა­ლურ ელ. ფოსტაზე.

კურესაარეს გიმნაზიის მაგალითი აჩვენებს, რომ სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე ყველა მშობელს შეუძლია მონაწილეობა და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრების დაფიქსირება. მათ შეუძლიათ იპოვონ საკუთარი როლი და ინტერესის მიხედვით აირჩიონ საქმიანობა, რომელშიც ჩაერთვებიან. საბჭოს წევრები მოხალისეობრივად ადგენენ ყოველ ჯერზე ახალ კითხვარს, აგროვებენ, ამუშავებენ სკოლის მართვისთვის აუცილებელ ინფორმაციას და ამისთვის ნოემბრის თვეს ირჩევენ, რათა მომდევნო სემესტრის განმავლობაში ცვლილებების გატარება მოასწრონ. დირექტორი სრულ ნდობას უცხადებს საბჭოს, უსმენს პედაგოგებსა და მშობლებს, არ ეშინია ექსპერიმენტებისა და მუდმივად ცდილობს სკოლის სისტემის გაუმჯობესებას.

იმისთვის, რომ მშობელთა ინიციატივების გამოვლენას შეუწყონ ხელი და მოხალისეობის პრაქტიკა შექმნან, სკოლის მასწავლებლები (ზოგჯერ დირექტორიც) ურეკავენ, ესაუბრებიან მოსწავლეთა მშობლებს; საუბრისას გამოხატავენ პატივისცემას და ცდილობენ, წაახალისონ სკოლის აქტივობებში ჩართულობისკენ. ცხადია, არ ხდება ძალდატანება. მშობელთა მხრიდან ინიციატივების გამოჩენას და მოხალისეობას ხელს უწყობს ნდობის ფაქტორი: გამორჩეული სკოლების დირექტორები ცდილობენ მყარი, ნდობით სავსე ურთიერთობა ჰქონდეთ მოსწავლეთა მშობლებთან. ისინი ახერხებენ დელეგირებასა და მშობელთათვის გადაწყვეტილების მიღების ბერკეტის მიცემას. ეს დირექტორები და პედაგოგები მზად არიან, მიიღონ წინადადებები მშობლებისგან, პირდაპირ აცხადებენ ღიაობას და დაინტერესებას სხვების მოსაზრებებისადმი, ითვალისწინებენ მშობელთა აზრებს და ეს ყველაფერი გამოიხატება ქმედებებში.

ესტონეთში მოქმედებს საერთაშორისო პროექტებიც, რომლებიც მიმართულია სკოლის სამეურვეო საბჭოების გაძლიერებაზე. რაც შეეხება კანონმდებლობას, მშობლების ფორმალურ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს, მას არეგულირებს „კანონი საბაზო და საშუალო სკოლების შესახებ“. ამ კანონის მიხედვით:

1) მშობელმა სახლსა და სკოლაში უნდა შექმნას სწავლის პროცესში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები;

2) მიაწოდოს სკოლას თავისი საკონტაქტო დეტალები და შეატყობინოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

3) წაიკითხოს სასკოლო ცხოვრების მარეგულირებელი დოკუმენტაცია;

4) ითანამშრომლოს სკოლასთან მოცემული კანონისა და ზოგადი კანონმდებლობის მიხედვით;

5) გაატაროს სკოლის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული ზომები;

6) მიმართოს საკონსულტაციო საბჭოს სკოლის შემოთავაზების საფუძველზე;

7) საჭიროების მიხედვით, მოითხოვოს სკოლისგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობისგან შესაბამისი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს დაესწროს სკოლის გაკვეთილებს.

როგორც ხედავთ, ესტონეთში რეალურ სასკოლო დემოკრატიას სკოლების ავტონომიურობითა და მხარდაჭერის სისტემებით ინარჩუნებენ. ასევე, გამართული და მკაფიო კანონმდებლობით და სკოლის დირექტორის პროფესიული კომპეტენციით, რომელიც თავის თავში გაზიარებული ლიდერობის (Shared Leadership) უნარებს მოიცავს. ეს სტრატეგია განსხვავდება სკოლის ტრადიციული მართვის პრინციპისგან, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და უკუკავშირს, რჩევას ან სკოლის საზოგადოების წევრებისგან რაიმე სახის ჩართულობას არ მოელის. გაზიარებული ლიდერობა გულისხმობს კომუნიკაციას, ურთიერთშეთანხმებებს სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის და პასუხისმგებლობის განაწილებას მათი ფუნქციებისა და ცოდნის მიხედვით (NEPC, 2018).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2021/03/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf

კომპლექსური დავალება „გააგრძელე ლექსი“

0

როგორი დავალებები მოსწონთ ბავშვებს?

ძირითადად ისეთი, რომელიც სახალისოა. განსაკუთრებით კი ის მოსწონთ, როცა თვითონ აღმოჩნდებიან მწერლების, პოეტების, მხატვრების, დიზაინერების როლში.

სწორედ ამგვარი კომპლექსური დავალების ნიმუშს გთავაზობთ, რომელიც შექმნილია ბავშვების უსაყვარლესი პოეტის მარიამ წიკლაურის ლექს „მეგობრობის“ საფუძველზე და მოსწავლეებს სთავაზობს, თავად გახდნენ პოეტები და გააგრძელონ ლექსი.

ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, III-IV კლასის მოსწავლეებმა თავი გაართვან ამ ტიპის დავალებას, მაგრამ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევისა და კურიკულუმის ნიმუშის დახმარებით (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების თამარ ჯაყელისა და თინათინ ცერაძის მიერ) მასწავლებელს შეუძლია, სწორად გაწეროს კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები, ნაბიჯები, დაგეგმოს ატივობები, შეარჩიოს რესურსები.

 

მარიამ წიკლაური

მეგობრობა

 

უსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს!

კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს!

მაგიდა რომ მაგიდაა, ვინ იპოვა? – სკამი!

ზღვასაც მეგობრები უყვარს – დელფინი და ქარი!

აი, თეფშის მეგობარი – ჩანგალი და დანა!

აი, მიწის მეგობარი – ბაღი, სახლი, ყანა!

აი, ღრუბლის მეგობარი – მზე, ვარსკვლავი, მთვარე,

ძილის მეგობარი არის – ვინც მილულავს თვალებს!

აი, ტახტის მეგობარი – ბალიში და პლედი,

მულტფილმების მეგობარი? ჰო, დისნეილენდი!

ესეც ჩანთის მეგობარი – რვეული და წიგნი,

ეს ჯამბაზის მეგობარი – სიცილი და ცირკი!

და ტრანსპორტის მეგობარი? – ბენზინი და მგზავრი.

მუზეუმის მეგობარი? – ჩონჩხი დინოზავრის!

აი, პურის მეგობარი – კარაქი და თაფლი,

შემოდგომის მეგობარი? – ყურძენი და წაბლი!

აი, პალტოს მეგობარი – ღილი, კაშნე, ქუდი.

საჩუქარის მეგობარი – მოხატული ყუთი.

სათამაშოს მეგობარი – ყველა ბავშვი ერთად,

ბალახები მეგობრობენ სოკოსთან და ტყესთან.

ეს მდინარის მეგობრები – ხეები და მთები,

და ამ ლექსს რომ ბოლო არ აქვს,

მგონი უკვე ვხვდებით.

რამდენი რამ ჩამოვთვალე და რამდენიც არ ვთქვი,

დაგიტოვებთ მე ამ ლექსში თავისუფალ ადგილს.

 

გადაავლეთ თვალი ირგვლივ ყველაფერს და იტყვით,

უმეგობროდ არაფერი „რსებობს“, ერთი სიტყვით!

 

თემა: მეგობრობა

ძირითადი რესურსი: მარიამ წიკლაურის „მეგობრობა“

სამიზნე ცნება: ტექსტი/ლექსი

ქვეცნება: სტროფი, სალექსო სტრიქონი, სარითმო სიტყვა

საკითხი: ოთხსტრიქონიანი სტროფის შეთხზვა მეგობრობის თემაზე, მ. წიკლაურის ლექს „მეგობრობის“ საფუძველზე

 

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შევთხზა სტროფი მეგობრობის თემაზე?
  • როგორ გამოვიყენო სტროფში სარითმო სიტყვები?
  • რა სტრატეგიები გამოიყენე ლექსის გასაგებად?
  • რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას?

 

დავალების პირობა

პოეტმა მარიამ წიკლაურმა ლექსში „მეგობრობა“ თავისუფალიდაგიტოვა ადგილი მის გასაგრძელებლად. მოიფიქრე მეგობრული წყვილები და შექმენი მათ შესახებ ოთხსტრიქონიანი სტროფი. გააფორმე ნახატებით.

 

ეს არის დავალების ქუდი, სადაც ჩანს, რა პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ.

სტროფში:

  • წარმოაჩინე მეგობრული წყვილები;
  • გამოიყენე ორი სარითმო სიტყვა მაინც.

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

 

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა (ლექ.1, 2, 3);
  • რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს (ტ. 1);
  • რა მინიშნებები გამოიყენე ლექსის გასაგრძელებლად (ტ. 2).

 

დავალების 1-ლი კომპონენტია დავალების პირობა .

მე-2 კომპონენტი არის კონკრეტული ინსტრუქცია, „სტროფში…“

დავალების მე-3 კომპონენტია კრიტერიუმები, „დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე…“

დავალების კრიტერიუმები წარმოადგენს შუალედურ მიზნებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია გრძელვადიან მიზნებთან, ამ შემთხვევაში – სამიზნე ცნება ტექსტის მკვიდრ წარმოდგენებთან. მკვიდრი წარმოდგენები არის ის განზოგადებული ცოდნა, რომელიც უნდა გააცნობიეროს მოსწავლემ დაწყებითი საფეხურის ბოლოს.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები, აქტივობები, რესურსები:

 

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა,

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

  • რაზე მიგვანიშნებს ლექსის სათაური, რაზე იქნება ეს ლექსი?
  • თქვენი აზრით, ყველას ჰყავს მეგობარი? რატომ ფიქრობთ ასე?
  • გყავთ ან გყოლიათ თუ არა „უსულო მეგობარი“? მაგალითად, რაიმე სათამაშო, ნივთი, წიგნი?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2. დავალების შესრულება

 

თითოეული ნაბიჯის განხორციელებამდე მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული შეკითხვები, რათა მოსწავლის ცოდნა მხოლოდ ფაქტებისა და თეორიული მასალის დასწავლით არ შემოიფარგლოს. ამის შემდეგ ის დაგეგმავს აქტივობებს და შეარჩევს საჭირო რესურსებს.

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფავად? რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს (ტ. 1);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები.

პირველი სტროფის წაკითხვის შემდეგ პაუზა:

  • თქვენ შეგიძლიათ უმეგობროდ გაძლება? (აქტ, 1)
  • რა აღმოჩნდება, ლექსის მიხედვით, თეფშის მეგობარი?
  • რა შეიძლება იყოს მიწის/ღრუბლის/ძილის მეგობარი?
  • გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები?

 

მე-3 და მე-4 სტროფების წაკითხვის შემდეგ პაუზა:

  • რა აღმოჩნდება პალტოს მეგობარი?
  • საჩუქრის/სათამაშოს/ბალახების მეგობარი?
  • გამართლდა თქვენი მოლოდინი?
  • ეთანხმებით თუ არა ავტორს, რომ უმეგობროდ ვერავინ და ვერაფერი ძლებს?(აქტ. 2)
  • რის საფუძველზე დაამეგობრა ავტორმა ერთმანეთთან:
    • ზღვა, დელფინი და ქარი?
    • მიწა, ბაღი, სახლი და ყანა?
    • თეფში, ჩანგალიდადანა?
    • ღრუბელი, მზე, ვარსკვლავი და მთვარე?
    • ბავშვები და სათამაშოები?
    • პალტო, ღილი, კაშნე და ქუდი?
    • ბალახი, სოკო და ტყე?
    • მდინარე, ხეები და მთები?
  • ვის მიმართავს ავტორი სიტყვებით: „დაგიტოვებთმეამლექსშითავისუფალადგილს“?
  • როგორ გესმით „მილულავს თვალებს“? რომელ სიტყვას უკავშირდება? სხვანაირად როგორ იტყოდით „მილულავს თვალებს“? სხვანაირად როგორ იტყოდით: „ფეხაკრეფით“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  • შეადგინეთ ამ შესიტყვებით წინადადებები. (აქტ. 3)
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რისი თქმა უნდა მას ამ ლექსით?
  • რით უკავშირდება ლექსის მთავარი სათქმელი შენს ცხოვრებას? (აქტ. 6)
  • რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ პირადი ცხოვრებიდან/წიგნიდან/მულტფილმიდან?
  • რატომ გვინდა მეგობრების ყოლა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი მეგობრები ვიყოთ?
  • რა გვსიამოვნებს მეგობრისაგან, რა გვწყინს?

 

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. მ. წიკლაური ლექსი „მეგობრობა“

აქტივობა 1. პაუზებით კითხვა (კითხულობს მასწავლებელი), ვარაუდების გამოთქმა

აქტივობა 2. ლექსზე ინტერაქცია

აქტივობა 3. ლექსიკაზე მუშაობა

აქტივობა 4. ლექსის წაკითხვა ექოდ – ჯერ მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები; გუნდურად – პირველი ჯგუფი კითხულობს ტაეპის პირველ ნაწილს, მეორე ჯგუფი – მეორე ნაწილს, რიტმისა და ინტონაციის დაცვით;

აქტივობა 5. ლექსის დაზეპირება

აქტივობა 6. მსჯელობა ლექსის მთავარ სათქმელზე

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა (ლექ. 1, 2, 3)? რა მინიშნებები გამოიყენე ლექსის გასაგრძელებლად (ტ. 2)?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: სტროფი, სტრიქონი, სარითმო სიტყვა.

  • ვინ მოიფიქრებს, ვინ შეიძლება იყვნენ „ეზოს“ მეგობრები? (აქტ. 1)
  • ვინ მოიფიქრებს, ვინ შეიძლება იყვნენ ზაფხულის მეგობრები? ზამთრის მეგობრები? ფანჯრის მეგობრები? წიგნის მეგობრები? ბურთის მეგობრები? ნაყინის მეგობრები? ტორტის მეგობრები? ხის მეგობრები? ბუხრის მეგობრები? – და ა.შ.
  • რამდენი სტროფისგან შედგება ეს ლექსი? რომელია პირველი სტროფი? სად იწყება? სად მთავრდება? (აქტ.3)
  • რამდენი სალექსო სტრიქონისგან შედგება მეორე სტროფი? სად იწყება და სად მთავრდება მეორე სტროფის პირველი/ბოლო სტრიქონი? პირველი სტროფის მესამე სტრიქონი? ბოლო სტროფის მეოთხე სტრიქონი?
  • რომელია სარითმო სიტყვები პირველ სტრიქონში? მეორეში? მესამეში?
  • თქვენ რამდენი სტროფი უნდა დაწეროთ? რამდენი სტრიქონი იქნება თქვენ მიერ შექმნილ სტროფში? როგორ მოიფიქრებთ სარითმო სიტყვებს?

 

 

რესურსები და აქტივობები

 

რესურსი 1. მოსწავლეთა მიერ მოფიქრებული ახალი სამეგობრო წრეები (დაწერილი გამოკრულ თაბახის ფურცელზე)

აქტივობა 1. მეგობრობის ჯაჭვი – მეგობრების ახალი ჯგუფების/ახალი სამეგობრო წრეების შექმნა (ყველა იდეა გამოკრულ თაბახის ფურცელზე იწერება)

აქტივობა 2. „კაფიაობა“- ერთი გუნდი ლექსის სტილში ასახელებს მეგობარს, მოწინააღმდეგე გუნდმა ყოყმანის გარეშე უნდა მოაყოლოს დასახელებულის „წყვილი მეგობარი“.

ქტივობა 3. სტროფის, სალექსო სტრიქონის, სარითმო სიტყვების პოვნა და მითითება/შემოხაზვა დაფაზე გამოკრულ ლექსში.

აქტივობა 4. რითმობანა – სიტყვების ჩამონათვალში სარითმო სიტყვების აღმოჩენა, ახლის მოფიქრება.

აქტივობა 5. სტროფის შექმნა და ნახატებით გაფორმება.

აქტივობა 6. ნამუშევრების გამოფენა და წარდგენა.

 

დავალების შესრულების პროცესში, მისი წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი შეკითხვების ბანკი (საჭიროებისამებრ შეირჩევა):

  • რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება ლექსის მთავარ სათქმელს ?
  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ლექსის გაგრძელებაა?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობისას? როგორ გადალახე? რატომ ვერ გადალახე? როგორ მოიქცევი მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი და კურიკულუმის ნიმუში (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების თამარ ჯაყელისა და თინათინ ცერაძის მიერ)

პანდემიის გაკვეთილი

0

ოჯახში ყოფნა ბავშვებს აბედნიერებს!

პანდემიის ჩაკეტვებმა ბავშვებსა და მშობლებს დროის ერთად გატარების საშუალება მისცა, რაც ორთავეს მოეწონა.

ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ფსიქოლოგი, პიტერ გრეი (Peter Grey, Ph.D.): 2020 წელს, პანდემიური ჩაკეტვის („ლოქდაუნის“) პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „Let Grow“-მ აშშ-ის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის სამიზნე აუდიტორია 8-დან 13 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები იყო. გამოკვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ „ლოქდაუნის“ დღეებში, საყოველთაო „ჩაკეტილობისას“ ბავშვებს ბევრად უფრო ნაკლები ფსიქოლოგიური თუ ემოციური პრობლემები ჰქონდათ, ვიდრე „ჩაკეტვამდე“ – მათ მეტი საინტერესო საქმიანობა აღმოაჩინეს, უფრო ხანგრძლივად ეძინათ, უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ მეგობრებთან და მეტი შექება და სითბო მიიღეს მშობლებისგან. ბავშვებისა და მშობლების შეფასებებით, ისინი უფრო მეტად „ბედნიერები და ხალისიანები“ იყვნენ. ზოგადად ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვების მშობლებთან ერთად დიდხანს ყოფნა, გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორივე მხარისათვის, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ერთ-ერთი ღია ტიპის შეკითხვა, რომელსაც დაახლოებით რვაასმა ბავშვმა უპასუხა, ასე ჟღერდა: „რა მოგეწონათ „ჩაკეტილობის“ დროს?“.

მიღებული პასუხები შინაარსის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიად დავალაგეთ. ანალიზის ჩატარებამდე ველოდებოდით, რომ ყველაზე დომინანტური შესაძლოა ყოფილიყო შემდეგი ტიპის პასუხები: „მომეწონა ის, რომ შემეძლო ეს დრო საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად დამეხარჯა“ (რადგან მეტი თავისუფალი დრო მქონდა), ან „შემეძლო მეტი დრო დამეთმო ძილისათვის“ (რადგან სკოლაში ადრე წასვლის საჭიროება არ არსებობდა). მაგრამ კითხვარების ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზემოთ ხსენებული პასუხები მხოლოდ მეორე და მესამე ადგილებზე „გავიდნენ“: პასუხების 30% დაჯგუფდა ჯგუფში „საკუთარი ინტერესების გასატარებლად“ და 16% – „მეტი ძილის“ კლასტერში, ხოლო ყველაზე ხშირი პასუხი (პასუხების 47%) დაჯგუფდა შემდეგი პასუხის გარშემო: „მეტი დროის გატარება ოჯახთან ერთად“ (ხშირი იყო შემდეგი ტიპის პასუხები: „მეტი დრო დედასთან ან მამასთან“, „მეტი დრო ორივე მშობელთან“, ან „სასიამოვნო დროსტარება მშობლებთან ერთად“).

გარდა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევისა, გავეცანით სხვა კვლევას, რომელიც ჟან ტვენგემ და კოლეგებმა 2020 წლის გაზაფხულზე (ასევე „ლოქდაუნის“ დროს) ჩაატარეს. მათ ათას ხუთასი მოზარდი გამოჰკითხეს. ტვენგემ და კოლეგებმა, კვლევის შედეგად (ჩვენ მსგავსად) დაადგინეს, რომ მოზარდების უმეტესობა, „ლოქდაუნის“ დროს ფსიქოლოგიურად თავს უკეთ გრძნობდა, ვიდრე პანდემიამდე. ყველაზე საყურადღებო იყო ის, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ მონიშნა „ნაკლებად დეპრესიული მდგომარეობა“, გამოკვლევის მიერ შემოთავაზებული „დეპრესიულობის“ კრიტერიუმის მიხედვით.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მოზარდებს მეტი ეძინათ, მეტად თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, აღნიშნეს, რომ ოჯახებთან მეტი სიახლოვე იგრძნეს – უფრო ხშირად სადილობდნენ ერთად, ვიდრე პანდემიამდე. მოზარდებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მათ გაუნელდათ მარტოობის შეგრძნება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოჯახთან უფრო ხშირმა ურთიერთობამ, მათში სიმარტოვის შეგრძნება საგრძნობლად გაამკრთალა.

შეიძლება ვთქვათ, რომ პანდემიამ რამდენიმე გაკვეთილი გვასწავლა, რომლებსაც იმედია, მომავალში გავითვალისწინებთ: პანდემიამდე, ერთი მხრივ, ბავშვები და მოზარდები იმდენად დატვირთული იყვნენ სკოლით, სასკოლო დავალებებითა და აქტივობებით და, მეორე მხრივ, მშობლები – სამსახურის საქმეებითა და ბავშვების ერთი აქტივობიდან მეორეზე ტარებით, რომ ბავშვებსა და მშობლებს თითქმის არ ჰქონიათ საშუალება ერთმანეთის გასაცნობად.

პანდემიამდე ყველა იმდენად გართული იყო რაღაცის გაკეთებით, მოსწრებითა და მოგვარებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან შეზღუდული დრო გვქონდა იმისთვის, რომ უბრალოდ ვყოფილიყავით, გაგვეცნო ერთმანეთი და რეალურად გაგვერკვია – ვინ ვინ არის, და არა მხოლოდ გაგვეგო –  ვინ რას აკეთებს. ჩაკეტილობამ მშობლებს საშუალება მისცა, დაენახათ, ვინ არიან მათი ბავშვები და ახალი თვალით შეეხედათ მათთვის; გაეგოთ, ვის რა მოსწონს. ბავშვებს მიეცათ შანსი, დაენახათ, რომ მშობლები მართლაც ზრუნავენ მათზე, როგორც ადამიანები და არა მხოლოდ სკოლიდან „მოტანილი“ ნიშნების „შემფასებლები“.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გამოვიყენებთ  და დავისწავლით ამ გაკვეთილს და პანდემიის შემდეგ რაღაცას შევცვლით. მოდით, ყველამ ერთად შემდეგიც ვცადოთ: შევუმციროთ ბავშვებს სასკოლო დავალებების მოცულობა, შევამციროთ სკოლის შემდგომი ფორმალური აქტივობები ბავშვებისთვის, ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სკოლიდან მოტანილ შეფასებებს, არ ვიდარდოთ ბავშვების არასასკოლო ინტერესებზე, მეტი დრო გავატაროთ ერთად და უბრალოდ ვისიამოვნოთ ერთმანეთთან ყოფნით. ამ ყველაფრის განსახორციელებლად, კარგი იქნება, გვქონდეს მეტი სადილი ერთად და რეგულარულად; კეთილი, სახალისო და სიცოცხლით სავსე შეკრებები, რომელთა მიზანიც ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის უკეთ გაცნობა იქნება. ასევე, შესაძლოა ოჯახური თამაშებიც, რომელთა მიზანი მოგება და გამარჯვება კი არა, არამედ მეტი გართობა იქნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი ბავშვის პასუხი ღია ტიპის შეკითხვებზე საკმაოდ მწარე და სევდიანი იყო. ქვემოთ გთავაზობთ ცხრა წლის ბავშვის პასუხს, რომელმაც ცრემლი მომგვარა:  „ჩემს ცხოვრებაში პირველად სახლში ყველა ერთად ვართ და მე ბედნიერი ვარ. სკოლაში ხშირად მაშინებდნენ, აქ კი ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს და ყველა ბედნიერია. დედაჩემი ახლა მეტად იღიმება, ჩვენ აღარ ვუყვირით ერთმანეთს. დედა დამეხმარა ხოჭოების პროექტის მომზადებაში და ყველა გახარებულია ჩემი ხოჭოების „გაცნობით“. აღმოვაჩინე, რომ დედაჩემს ბევრად მეტი სცოდნია ხოჭოებზე, ვიდრე მეგონა. დავინახე, რომ დედა ბევრად უფრო გონიერი ყოფილა და მიხარია, რომ ახლა ყველა ერთად ვხალისობთ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ყველა იმედგაცრუება და გაწბილება სკოლიდან სახლში „მომქონდა“ და შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებზე „გადამქონდა“. როდესაც დედას მოვუყევი, რაც სკოლაში გადამხდენია, მას გაუკვირდა – რატომ აქამდე არ ვუთხარი ეს ყველაფერი. მე მოვუბოდიშე და მან ცოტა წაუტირა კიდეც. მითხრა, როგორ ვუყვარვარ და ამაზე მეც ავტირდი. შემდეგ ჩემმა უმცროსმა დამ დაინახა, რომ ვტიროდით და მანაც იტირა, რის შემდეგ ყველას სიცილი აგვიტყდა. მინდა, იცოდეთ, რამდენად უკეთ ვგრძნობ თავს ახლა!“.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/202102/pandemic-lesson-family-togetherness-makes-children-happy

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

როდის უფრო განვითარებული იყო ენა – რუსთაველის ეპოქაში თუ დღეს?

0

ქართული ენა ქართველი ერის ნიშანთა შორის ყველაზე ძველი ნიშანია. ის მრავალი საუკუნით ადრე არსებობდა, ვიდრე ერთიანი ტერიტორია, ეკონომიკა და ფსიქოლოგიური წყობა ქართველი ერის ერთიანობას განსაზღვრავდა”.

არნოლდ ჩიქობავა

მშობლიური ენა, წარმოადგენს რა ეროვნული თვითშეგნების საშუალებას . . . პრაქტიკულად უსაზღვროდ აფართოებს დროში და სივრცეში ჩემს შემოსაზღვრულ არსებობას, უსასრულობას მაზიარებს[1].

ნიკო ჭავჭავაძე

„ენა ყოფიერების სახლია“.

ჰაიდეგერი

 

როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ენის განვითარება ან მომავალი? – იმ ეპოქით, ტენდენციებით და კონტექსტით, რომელშიც ის დღეს ფუნქციონირებს; ფუნქცია – ეს არის ის, რაც სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს ენას, ერს, კულტურას, ადამიანს; შესაბამისად, ენის მრავალფუნქციურობა ავითარებს ენას და ფუნქციების დაკარგვა – აღარიბებს. თუმცა  „ენის განვითარებას“ მეცნიერები განსხვავებულად განმარტავენ. ენათმეცნიერი გუჩა კვარაცხელია წერს: „ეს ცნება ერთგვაროვნად არ არის გაგებული. ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ არ ცნობს ასეთ ცნებას. ისინი არ ფიქრობენ, რომ, მაგალითად, ჰომეროსის ენა ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე თანამედროვე ბერძნულია. რა უნდა მივიჩნიოთ ენის განვითარებად – მისი გრამატიკული წყობის თუ ლექსიკური ფონდის შემადგენლობის ცვლა? პირველი იმდენად ნელა იცვლება, რომ ამის შესამჩნევად საუკუნეებია საჭირო. შედარებით სწრაფად იცვლება ლექსიკური ერთეულები. თუ სიტყვათა ფონდი ივსება ახალ ცნებათა სახელებით, ახალ ცოდნათა აღმნიშვნელი სიტყვებითა და გამოთქმებით, ვამბობთ, რომ ამ ენის ლექსიკა მდიდრდება“[2].

როდის უფრო განვითარებული იყო ენა რუსთაველის ეპოქაში თუ დღეს? იქნებ ენის ენერგია იმთავითვე მოცემულია და დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად ვიყენებთ, რამდენად „ვხარჯავთ“ ამ ენერგიას, რამდენად შემოქმედებითი ვართ? ამ შემთხვევაში „ხარჯვა“ ის უნიკალური შემთხვევაა, როცა დახარჯვით უფრო მეტს იღებ, ვიდრე „შენახვითა“ და „დაკონსერვებით“; ეს ნიშნავს ენის სიღრმეებში ჩასვლას და სულ უფრო მეტი ენერგიის ათვისებას ენის მეშვეობით. რუსთაველის ენა ნამდვილად არის განძთსაცავში შესვლა; სხვა შემთხვევაში, როგორი მრავალფეროვანი ლექსიკითაც არ უნდა იყოს გამოთქმული პრიმიტიული აზრები, ის ვერ შეედრება მარტივი სიტყვებით გამოხატულ ღრმა აზრებს. ასე რომ, მნიშვნელოვანია: რას, როგორ და რატომ გამოვთქვამთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართებაზეც – „ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივ მოძრაობაშია, მაგრამ ენა მოძრაობაში აზროვნებას მოჰყავს. ის თავისთავად ვერ განვითარდება“ (გუჩა კვარაცხელია).

ენა ჩვენი აზრის მატერიალური ნიშანია, აღმნიშვნელია, მაგრამ აღმნიშვნელების აქტუალიზაცია ახალ აზრსაც ბადებს და უკვე არსებული აზრის გამოსათქმელადაც გამოიყენება. ამის შესახებ თამაზ გამყრელიძე წერს: „ენასა და აზროვნებას შორის სავარაუდო ონტოლოგიური მიმართებების კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა შემდეგი დასკვნის გამოტანა: ენა წარმოიშვა არა როგორც მზა აზრების გამოხატვის იარაღი, არამედ როგორც თვით აზროვნების საშუალება. ამდენად, ადამიანის გონება განვითარდა მეტყველების უნართან ერთად“[3].  მაშასადამე, კომუნიკაცია ცნობიერების ევოლუციასაც განაპირობებს.

ენა (მეტყველება)  – ზოგისთვის თავშესაფარია და ზოგისთვის – სახლი! ჰაიდეგერი მას „ყოფიერების სახლად“ მოიხსენიებს. წესით, ჩვენს სიტყვებს და შინაგან სათქმელს შორის განსხვავება არ უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება…? თუ იმთავითვე ენა გაჩნდა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება, დღეს ის აზრის შენიღბვის, გადამალვის და მოტყუების საშუალებაა, ის იქცა ნამდვილ სიმულაკრად. სიტყვამ დაკარგა აზრთან და არსთან კავშირი. ენობრივი ადამიანი დაშორდა შინაგან ადამიანს და ცალ-ცალკე დაეხეტებიან ყოფიერების მინდორში. ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო გაამძაფრა სიმულაციები. ნიშნები ცალკე წავიდნენ და აზრი  – სხვაგან დარჩა!

როგორია ციფრულ სამყროში ენების ფუნქციონირების კონტექსტი და მომავალი?

სამყარო, რომელშიც დღეს ენები (მათ შორის, ქართული ენა) ფუნქციონირებენ, რთული და მრავალგანზომილებიანია. ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც დაემატა სამყაროს, როგორც „დამატებითი ორგანო“ (იქნებ მთავარიც), ეს არის ციფრული ეპოქა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები; ენები და კულტურები სრულიად ახალი და რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ: ციფრულ სამყაროში შეიძლება უფრო მეტად განვითარდნენ  ან დროზე ადრე „მოკვდნენ“.

ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები იმდენად შეცვლილ კონტექსტს გვთავაზობს, რომ სამყარო ფენტეზის ჟანრში წარმოგვიდგება.

ილონ მასკმა 2020 წლის 7 მაისის ინტერვიუში თავდაჯერებით განაცხადა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, 5-10 წლის შემდეგ ადამიანებს კომუნიკაციისთვის ენა აღარ დასჭირდებათო![4]

მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რაზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, – ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ. „მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით უსინათლოების განკურნებაც კი შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა მასკმა.

თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც უბრალოდ, გარკვეული პროგრამების ერთობლიობას, რომელსაც მხოლოდ ტვინი არეგულირებს, მაშინ საკითხავია, რა/ვინ ამოქმედებს ამ ყველაფერს? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ არის ბრძანების „გამცემი“? მაგალითად, მე ჩადგმული მაქვს ნეიროლინკი, რომლის მეშვეობით მინდა შევინარჩუნო გარკვეული განწყობა, მაგალითად, ეიფორიის? ამას „ვინ ფიქრობს“? ტვინი არის შემსრულებელი…. ის ემორჩილება ბრძანებას…  ჰოდა, ვინ დგას „ფარდის უკან“?

ენას, როგორც სისტემას, 3 ძირითადი ფუნქცია აქვს: აზრის გადაცემის (საკომუნიკაციო), ექსპრესიული (გამოხატვის) და დანაწევრების. რაც შეეხება მეტყველების ფუნქციებს, გაცილებით მეტია.

კარგი… ვთქვათ, გავყევით მასკს ამ ფენტეზში და ხელოვნურმა ინტელექტმა ენის საკომუნიკაციო ფუნქცია აღასრულა სიტყვებით გამოხატვის გარეშე! რას ვუშვრებით ენის ექსპრესიულ ფუნქციას…? ენა ხომ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის…? ის არის განცდათა, გრძნობათა, ემოციათა გამოხატვის საშუალებაც…   იქნებ არც არის…? მასკის მიხედვით, ყველაფერი ტვინია და იქ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსები… ჩამოტვირთე პროგრამა, რომელიც კომუნიკაციის განსხვავებულ პარამეტრებს გულისხმობს და ეგ არის!

თქვენ იტყვით, რომ კომუნიკაციის შემოთავაზებული ფორმატი  ადამიანური არ არის… და ამაში ილონ მასკი არც შეგედავებათ… ეს ნამდვილად არ არის ადამიანური… ეს არის კიბორგული. შეგიძლიათ უწოდოთ ზეადამიანურიც, განუსაზღვრელი შესაძლებლობების არსება, სხვა რასა და ასე შემდეგ.

სიტყვა – ეს არის ფიზიკური ადამიანის თვისება. დიახ, მას ამოძრავებს ცნობიერება, მაგრამ თუ ამ მოძრაობას გამოვტოვებთ (ფიზიკურ სიტყვას), მაშინ მართლა ვინ დავრჩებით ან სხეული რაღაში გვჭირდება…?

 

ენის მომავლის დიაგნოსტირების ინსტრუმენტები

 

ენების ლინგვისტური (და არა მხოლოდ) ფუნქციონირების პერსპექტივა შეგვიძლია განვსაზღვროთ ამ ენის ისტორიული კონტექსტიდანაც. მაგალითად, როგორი სისტემური ცვლილებები განხორციელდა ენის სისტემაში გასული ერთი საუკუნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება ქართული ენის მომავალი. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ის საკომუნიკაციო გარემოც, რომელიც იცვლება ეპოქის შესაბამისად.

მეცნიერებაში შემუშავებული სქემის მიხედვით, ენათა მომავალი (მათ შორის, ქართული ენის) განისაზღვრება ამ ენის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებებით და აგრეთვე მსოფლიო ენების სისტემათა ცვლილებით.

 

სტრუქტურის ცვლილება გულისხმობს ენის ფონეტიკური, მორფოლოგიურ-სინტაქსური, სტილისტიკური თუ სემანტიკური დონეების ცვლილებას, ხოლო ფუნქციურ ცვლილებას განაპირობებს ამ ენაზე წერისა და მეტყველების განვითარება (ლიტერატურის ენა, სამეცნიერო მეტყველება, ინდივიდუალური კომუნიკაცია, მედია, ციფრული მედია და ასე შემდეგ).

თანამედროვე ეპოქაში ენათა ლინგვისტური დიაგნოსტირების სქემა უნდა განვიხილოთ ციფრული ეპოქის კონტექსტში. ეს კი ახალი მოცემულობაა.

 

[1] Чавчавадзе Н. З. Культура и ценности. Тб., 1984.

[2] გუჩა კვარაცხელია, დიალოგი – https://bit.ly/3qdzDdP

[3] თამაზ გამყრელიძე, „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“, 2008 წ.; გვ.482

[4] https://www.youtube.com/watch?v=RcYjXbSJBN8

„საღამოს სინათლე სხვის ფანჯრებში“

0

(აკა მორჩილაძის «obole”)

სულ რამდენიმე დღის წინ მეგობარს ლიტერატურულ კრიტიკაზე ვესაუბრებოდი. აქაც გავიმეორებ: ჩვენთან ეს მოცემულობა ასეთია – ან „მიწას მიაყრიან“ მავანს, ან „ცაში ააფრენენ“. შუალედურობა ანუ ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკა გამორიცხულია. ალბათ იმიტომ, რომ ამას არსად ასწავლიან – გინდა სამწერლო ხელოვნება იყოს (თუნდაც ჟანრებისა და ლიტერატურული ენის ნორმებისა, ნებისმიერი ტიპის მწერლობის სავალდებულო აკადემიურობის განმსაზღვრელი რომაა), გინდა კრიტიკოსობის ოსტატობა და სტანდარტი. კიდევ იმიტომაც, რომ საბჭოთა დროინდელი მონური სული თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას ემუქრება მიწის პირიდან აღგვით. ასე რომ, უკიდურესობების ხალხი კი ვართ, მაგრამ მთლად ქართველობასაც ნუ დავაბრალებთ ამ ტენდენციას  – მთელი სპექტრია მიზეზებისა  – ეპოქალურიც, სოციალურიც და პიროვნულიც… ეს უკანასკნელები, უფრო სწორად, მათგან გათავისუფლების სურვილი, განაპირობებს მოდერნული თუ პოსტმოდერნული ლიტერატურის თავისებურებებსაც, ინტერდისციპლინარულობა იქნება ეს (ჟანრთა სინთეზი თუ აღრევა), ექსპერიმენტულობა (ტრადიციულის უკუგდება), მაგიური რეალიზმი (რაც რეალურია დომინანტია მასზე, რაც სუბიექტურია) და კრიზისის (უფრო სულიერი, ვიდრე სოციალური ან ერთი მეორისგან გამომდინარე) ასე უკეთ წარმოჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი: პოსტმოდერნიზმი შლის ზღვარს „მაღალ“ და „დაბალ“ ლიტერატურას შორის, ელიტურის, ფილოსოფიურისა და გასართობის, პოპულარულის, მოჩვენებითად ზედაპირულის (თითქოს საზრისისაგან დაცლილის) სინთეზით, ის მაინც სიღრმეებისკენ გიბიძგებს, ტექსტის „არქეოლოგიისკენ” მისი უკეთ წვდომისათვის. ანუ ამ თხრობაში მწერალი გვიწვევს სწორედ ძველში, მტანჯველად მობეზრებულში ახლის აღმოჩენისკენ.

ასეა აკა მორჩილაძესთანაც. თუმცა თავიდანვე როდი „დავუმეგობრდი” მწერალს. „ობოლეს” მთავარი გმირი, ირაკლი, აშკარად, ავტორის პროტოტიპია. ამიტომ დამაბნია თხრობისას სამწერლობო ენაში ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის, სკაბრეზის არა მიზანმიმართულად, კონკრეტული გმირის პორტრეტის შესაქმნელად გამოყენებამ, არამედ დიფერენციაციის უქონლობამ ამ მხრივ – შეიძლება, აგერიოს, სად მთავრდება, ვთქვათ, რომელიმე კუთხურად მოსაუბრე გლეხის მეტყველება და იწყება ავტორისა, რომელიც მწერალია („ჩემი პიესა ედინბურგში წარმოადგინეს”). ვფიქრობდი, ენის ეს „გაპრიმიტიულება”, სასაუბრო ენის ლაფსუსები ლიტერატურაში, ენობრივი ნორმების უარყოფა (თუმცა ეს მაინც დაუშვებლად მიმაჩნია), თხრობის მარგინალურობის მაჩვენებელი ხომ არაა?; ან იქნებ, რადგან მთავარი გმირი გათბილისელებული, მაგრამ მურის ციხისთავების შთამომავალია, მწერალს თანამედროვეობაში, ცხოვრების, სოციუმის ქარტეხილებში ამ ერთ დროს დიდგვაროვანი წოდების ერთგვარი დეკადანსის ჩვენება ხომ არ სურდა, პაროდირება ცხოვრების თანდაყოლილი მითოსისა?…ამაზე, მოდით, ერთად ვიფიქროთ, მანამდე კი მოგიყვებით, რატომ „შევურიგდი” „ობოლეს”…

საქართველო ნაწარმოებში ქალაქად, დაბადაა მოხსენიებული (მური, დაბა  – ქალაქად. უცნაური ფარდობითობაა, არა? მიკრო- თუ მაკროსივრცეების საინტერესო ურთიერთმიმართებისთვის)  – ეს ჩვენი სიმცირისა და ერთმანეთის „ოჯახური” პრინციპით ხედვის გამოა ალბათ, რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში (სამშობლო  – დედის სახლი (სულხან-საბა)). ნაწარმოების დასაწყისშივე ვეცნობით ვარლამიეს, რომელსაც „ეცვა კალოშები ვარდისფერი სარჩულით შიშველ ფეხზე, სექენდჰენდის მოულოდნელი შარვალი და შავი მაისური, რომელიღაც ფარმაცევტული ფირმის ლოგოთი” (36) და ამ პორტრეტში გადმოცემულია სოციუმის მთელი ნაღვლიანი კომიზმი. აქვე ჩნდება ობოლეც, ძველ ტილოში გამოხვეული ტიმოთე ბაბუას თოფი  – აღქმის ცენტრი ავტორისთვის სამყაროსი, რომელიც ასე უყვარს და ეს სიყვარული აერთიანებს ყველაფერს: ყოფიერებას, ქვეყანას, ადამიანს. „მე მიყვარს ვარლამიე და ნათელიკე, მუშამბის ძველი გადასაფარებელი ვარლამიეს აივანზე, კუთხეში მიდგმულ გრძელ მაგიდაზე და ზედ ნათელიკეს საკერავი მანქანა. თეფშები და ჭიქები, ის ძველი ახალგალესილი დანა, სალესი ქვით მოჩხაპნილი პირით და ნათელიკეს ჭადები და მსხვილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი, მიყვარს, რომ ჩამოღამდება და წელიწადის ის დრო რომაა, როცა ღამის პეპლებს შეუძლიათ აივნის დიდი და შიშველი ნათურის გარშემო ტრიალი. ისიც მიყვარს, რომ ჩვენ გარშემო ეგ საშიში, ჩამუქებული და უკვე უხილავი მთებია და რომ ვერ გაიგებ, სად მთავრდება მთა და სად იწყება ცა და კიდევ მიყვარს მური, რომელსაც პროჟექტორი ანათებს და ამიტომ ცაში გადმოკიდებული ციხე გგონია…”(41)  – ციხე პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ „მოსჯილი” გვაქვს ეს „დაბინდულქლიავისფერი” სევდა, რომლისგანაც ვერსად, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ კუთხეშიც ვერ გავთავისუფლდებით…

რატომ გვიყვარს ზაფხულის საღამოს შუქი უცხო ფანჯრებში? ეს დიდი მყუდროების შეგრძნების გარდა, როგორც მწერალი გვიხატავს, თითქოს ყოველთვის მიუწვდომელი ადამიანური ბედნიერების აღქმაა, რომელიც ან წარსულშია, უკვე განცდილში, ან მომავალში, მის მოლოდინში. აწმყოში ნაკლებად, ალბათ მისი ეფემერულობის გამო. ასე ჩვენი თუ ჩვენი ქვეყნის ბედნიერების ძიებაში მიედინება ცხოვრება. ის კი, ბედნიერება, თითქოს სულ სხვის ფანჯრებშია.

საქართველოს სიმბოლოა არა მარტო 200 წლის თოფი („რა უცნაურია, თოფად არც ჩამითვლია, ოდესმე. რაღაცა იყო”), ობოლი რომ უწოდებია ირაკლის ბიძას, თითოეული გმირიც (თუნდაც ბაბუცა, თავისი უჭკნობი პატიოსნებით), თვით კოწიას დაწურული ღვინოცა („ორმოში ჩაყო და ფრთხილად ამოიღო ღვინო. ისე ფრთხილად, რომ არ ვიცი, მძინარე შვილს არ გადააფარებ ეგრე საბანს”.) და მარნის შიშველი ნათურებიც, ბაბუცა მამიდას დანთებული სანთლებივით რომ ანათებენ (იქნებ საგნების ზედაპირულობაშიც იმალება სიღრმე?). ჩვენი ქვეყანა კია ჩვენი მშობელი, მაგრამ მოდის ხოლმე დრო, როცა ჩვენც უნდა ვემშობლოთ მას, რაც ვერ შევძელით. ამიტომაა ის ობოლი.

ნაწარმოები პოსტმოდერნისტულად აღიარეს, მისი ავტორი კი, ჩემი აზრით, იდეალისტია, მძიმე, ჩვენი წინაპრებისეული ეროვნულობით. ამ იდეალიზმის „პირმშოა” ტიმოთე, რომელიც ამდენ პაროდირებულ პერსონაჟთან, ცოტა არ იყოს, ირეალურია, არამიწიერიც, გმირი-იდეა, როცა მარხვის დროს მაღაზიაში ნაყიდ პურს არ ჭამს, სახლში აცხობინებს ჯვარდასმულს და თითქოს, მიწიდან ამოზრდილიც თავისი საუკუნეებგამოვილილი სიბრძნით. ძნელია მისი გაგება, რადგან ქართველია: „საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირ და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც” (48). ესეც სიძველის სიშორეა… უკიდურესობების ხალხიც ვართ ჩვენ, ქართველები, როგორც ზემოთაც აღვნიშნე და ეს კარგად ჩანს „ობოლეში”  – რაც კნინობითი და გადაგვარებული არ არის, იდეალურია. ჩვენს თანამედროვე, მომხმარებლურ, პრაგმატიკოსთა რეალობაში არც ძმაკაცის მიჯნურის თითით შეხებისთვის მოიჭრის ვინმე თითს, მაგრამ არც მეორე უკიდურესობა  – მთლად სულიერი „ჩამოლაბორანტება” ვარგა  – ორივე საბედისწეროა და იმიტომ. თავზეხელაღებულობა კი „ერთი ასად დაფასდება რაინდულ დროების წესთა სურათში”, მაგრამ მკაცრი რეალობა ასეთებით „იკვებება”, წუთისოფლის სასაკლაოზე გზავნის მათ.

თუმცა, ვერ დავეთანხმები ავტორის სკეპტიციზმს, თითქოს დღევანდელობაში უმეტესობა ქართველებისა მრისხანე და ვერაგ თავად დადიანს ჰგავს (იქნებ მის გმირებში სასწაულად შემონახული სულის სიწრფელეა ყველაზე ნამდვილი?!). ვერც იმაში დავეთანხმები, რომ ქართველს წარსულის არ ეშინია. სწორედ წარსულის ეშინიათ, რადგან ან თვალს ვეღარ უსწორებენ, ან მიჩქმალვას ცდილობენ… დიახ, „ეგა ვართ, ჩვენი ძველი კაჟიანი თოფები ვართ” (56), უმოქმედოდ დარჩენილნი. მაგრამ არ უნდა შეგვჭამოს „ჟანგმა”. პროზის ერთგვარი დაკნინება შეიძლება მოხერხდეს, როგორც თუნდაც არსებული სოციუმისადმი პროტესტი, მაგრამ სინამდვილის მარგინალიზება არ შეიძლება, დამღუპველია, როგორც ღირებულებების ფსევდოღირებულებებად ქცევა. იქნებ ობოლემ აუცილებლად უნდა გაისროლოს, როგორც ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაშია? აი, ისე, გურამ რჩეულიშვილმა რომ ესროლა ლენინის ძეგლს, ბოროტების სიმბოლოს. ჩეხოვი ვახსენე იმის საილუსტრაციოდ, რომ საკუთარის სიყვარული საუკეთესო გზაა ზოგადსაკაცობრიომდე ასამაღლებლად.

რატომ ვკარგავთ თუ გვეკარგება ჩვენი „ხეიბარი” თავისუფლება? იქნებ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გვეტკბილება, როგორც ნუგბარი და გვგონია, ლანგრით უნდა მოგვართვან? და გვიმწარდება, როცა თითქოს მივაღწევთ, გავიგებთ, მოვიპოვებთ; თუ „თვალს მოვუხუჭავთ”, მიდის ან გვპარავენ „აუთვისებელი ბიუჯეტივით, მეორე წელიწადს რომ ჩამოგაჭრიან, მაინც არ იყენებო”(82). იქნებ „მკვდარ კაცობასა” და დროზე რომ ვერ ვმაღლდებით, იმიტომ? რადგან „ცხოვრება სხვაა, წამები  – სხვა”.

წიგნი დავამთავრე, მაგრამ მისი ხსენებისას ყოველთვის თვალწინ დამიდგება მძინარე მთავარი გმირი, გასულიერებულ, „ტანწერწეტა” თოფთან ჩახუტებული, რომელსაც სულ ეძებ, გინდ გვერდზე გქონდეს. და გახსენდება: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?” თუ „ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის”. ჩვენში ცრემლისმომგვრელია ეს ლხენაც და ეს მოლოდინიც: „მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?”…

მწერალი რის მწერალია, ლხინზეც რომ არ თქვას და ჭირზეც. აი, რას ამბობს აკა მორჩილაძე „ყბადაღებულ” ქართულ სუფრაზე: „შენ რომ იმას აქ მოიხსენიებ, იმას იქ მოემატება. მკვდარს თუ ცოცხალს, არა აქვს მნიშვნელობა. ხსენება ძალაა, კაი ხსენება  – კაი ძალა, გულწრფელი ხსენება, გულწრფელი საჩუქარი. ლოცვასავით არი და მგონი მაქედანაც მოდის” (133). ეს ფიზიკური თუ მეტაფიზიკური, ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთმონაცვლე სამყაროების ერთმანეთში გარდამავალი ენერგეტიკაა, ყოფიერების მასულდგმულებელი ხილული თუ უხილავი დინამიკა. აი, ამაზე ლაპარაკს არაფერი სჯობს ქართულ „ღვინონაკრაობაში”. ქართული სასაფლაო უფრო ცოცხალიაო ყველა ერთად აღებულ სასაფლაოზე დედამიწის ზურგზე, ამბობს ჩემიანი მწერალი, რადგან „ერთი მხრივ, სასაფლაო არაფერი არ არის. მეორე მხრივ, იქ ყველაფერია”(140).

ქალების სახეებით ძნელია გააკვირვო ქართველი მკითხველი, რომელსაც ჰყავს აღაზა ან თუნდაც თავსაფრიანი დედაკაცი, მაგრამ ამ მხრივ გულნაკლულს არც „ობოლე” დაგტოვებთ. აქ ორი „დიდოსტატური კალმის მოსმა” სახეა, შეიძლება ითქვას. ესაა ბაბუცა მამიდა, თავისი „მთელი მსოფლიოსთვის მიუწვდომელი” ხაჭაპურით, ერთ დროს პატარა ირაკლისთვის თეატრის რეკვიზიტებივით შემონახული მინიატურული ნივთებით („ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია…”), თავისი ქალური ბუნების შეურყვნელობითა და „უფლის მხედრობით”, მისი, როგორც ზემოხსენებული ერის სიძველის, ნაღველი  – „თვალები ძველი, ყველაფერი ძველი” და ერთ ფრაზაში გამოხატული წუთისოფლის ფილოსოფია: „ყველა დღე ბოლოა”. „წელზე ხელები შემოვხვიე ბაბუცა მამიდას და თავი მივადე გულზე, თონიდან ამოვარდნილ კვამლის სუნით გაჯერებული იმისი შავი კაბების სუნი ყოველთვის თან მქონდა. ბაბუცამ თავზე დამადო ხელები და ასე ვიყავით გატრუნულები” (186). ამ პატარა, მჩატე ბებიების ჩახუტებას არაფერი სცხია პათეტიკის („დრო იყო, წინსაფრებსაც ღებავდნენ შავად”). თითქოს, ეს ისაა, რაც ყველაზე კარგი გქონია ცხოვრებაში, როგორც ზაფხული ბავშვობის დროინდელ მოგონებებში, რომლებიც თითქოს არასდროს დაგჭირდება და მათ გარეშეც არ შეგიძლია. და რაოდენ ტკბილია და მიუწვდომელიც ეს ყველაფერი პანდემიით შეშლილი დღევანდელობისათვის…

აი, დადგა მადონეს დროც, აქაც ბოლოსკენ, როგორც წიგნშია. მადონები ვიცით რენესანსულ ტილოებზე, უმშვენიერესნი, ხელში ყრმებით. აკა მორჩილაძის მადონე, ძებნილი ქალი-ყაჩაღი, იესოსთან ერთად ჯვარზე გაკრულ ბიბლიურ ავაზაკს რომ გვახსენებს, პაროდიაცაა ყოველგვარი ქალურობისა და მწერლის ცრემლიც ჩაკლული ადამიანური ბუნების გამო. მადონეს არ ახსოვს, ბოლოს როდის იყო ქალი, თუმცა არც დედაკაცობისა სცხია რამე, ობოლესა და ტიმოთეს სადღეგრძელოს ფეხზე მდგარი სვამს. არის მასშიც უცნაური სისუფთავე, გულწრფელობა, ბაბუცესთვის რომ მიამსგავსებინა ავტორს. ოღონდ ეგ არის  – ზოგჯერ უსიამოვნოდ იღიმება და თვალებიც უცარიელდება. „არ მიყვარს წესიერი ხალხის წყენინება”, ამბობს მადონე და იქნებ მხოლოდ ესეცაა მისი ზნეობრივი „კოდექსი”. მაგრამ ეს როდია ცოტა და ადვილად მიგახვედრებს, რატომ მოხვდა ის ჯვარზე გაკრული ავაზაკი უფლის „უბეში”  – სასუფეველში. „ყველა ძაან საწყალია”,  – ამბობს მადონე და სრულიად იკარგება მწერლის არაჩვეულებრივი, კოხტად მოკვარახჭინენული, ქართული ღვინოსავით უცებ „შემოპარული” იუმორი. ამით თითქოს ყოფის ტრაგიზმის სიღრმეშიც გვახედებს ავტორი და ამაოების გამჭვირვალე ფარდასაც გვიფრიალებს თვალწინ.

პოლიციის დევნას ირაკლის ძველ, მამაპაპისეულ სახლში შეფარებული მადონეს მძევალი როდია ავტორი, თვითონ მადონეა წუთისოფლის მძევალი. ეს მშვენივრად ესმის ირაკლის, ამიტომ მასში სწორედ ის ტიმოთე ცოცხლდება, რომლის სურათის მისამართითაც ამბობს, ეუბნება ქალს: „სტუმარი ხარ, ვაა… ამ კაცს რა პასუხი გავცე? (243). დიახ, არავითარი პაროდია ამ შემთხვევაში, არც გროტესკი, არც ირონია. ესაა „დღეს სტუმარია ეგ ჩემი…”. თხრობა კია მარგინალური, სულისკვეთება – ნაღდია, ვაჟასეული, რაინდული, ობოლი საქართველოს გადამრჩენი. ამიტომაა ამ ნაწარმოებში ძნელად გასარჩევი, გმირი მითოლოგიზებულია თუ პაროდირებული.

ჩემს ბავშვობაში იყო ერთი სიმღერა, რომელიც ძალიან მასევდიანებდა, ასაკის მიუხედავად,  – „პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა…”. მერე მივხვდი: ეს სიმღერა ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას, სულ იდეალურის, მოუხელთებელი ბედნიერების ძიებაში რომ განილევა ხოლმე.

…„გოგო” პატარაა, საპატრონო, მაგრამ პოეზიაში დაბერებულიც. პერანგიც წითელი, სისხლისფერი. გზა უნაპირო, როგორც გალაკტიონთანაა…

იქნებ თქვენც დაკარგეთ საქართველო?

მას „ობოლეში” იპოვით. მე ის მომწონს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს… გამოგონილი როდია…

 

 

ისტორიული ლორეს საზღვრების კორელაცია და სინამდვილის რეპრეზენტაცია ისტორიის გაკვეთილზე

0

მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. რადგან  მედიალანდშაფტი ძლიერ არის შეცვლილი და ინფორმაცია ახალგაზრდამდე ათასობით წყაროდან მოდის, მედიაუნარების, მედიაწიგნიერების კომპეტენციის გარეშე მოსწავლეები ვერ შეძლებენ ინფორმაციის ზღვაში „ნამდვილისა“ და „გამოგონილის“ გარჩევას. ისტორიის საგანი  ის სასწავლო დისციპლინაა, რომელიც არა მარტო ხელს უწყობს მოსწავლეებს კომპეტენციების ჩამოყალიბებაში, არამედ ეხმარება მათ ისტორიული მეხსიერების, წარსულის ისტორიული სურათების აღდგენა-დანახვაში, კვლევითი, ღირებულებითი და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში.

 

მოსწავლეები ისტორიის გაკვეთილებზე მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე: ისტორიულ დოკუმენტებზე, ვიდეორგოლებზე, ფილმებზე, სურათებზე, პლაკატებზე, რუკებზე, ვიზუალიზაციის საშუალებებზე და ა.შ.  მოსწავლემ მათში უნდა იპოვოს   მთავარი აზრი, კრიტიკულად შეაფასოს, შეადაროს, გააკეთოს დასკვნები. ტრადიციული ისტორიის გაკვეთილი ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენებას მაინც შეაქვს მასში ცვლილება ინფორმაციასთან მუშაობის თვალსაზრისით.

 

რაში გამოიხატება ეს ცვლილება?

 

უპირველეს ყოვლისა, ესაა მედიატექსტების სისტემატურად გამოყენება სასწავლო პროცესში. ისტორიის გაკვეთილზე მოთხოვნადი მედიატექსტები საკმაოდ მრავალფეროვანია:  სახელმძღვანელოს ილუსტრაციები, საარქივო დოკუმენტები, ფოტოგრაფიები, ფილმები (მხატვრული, დოკუმენტური), რუკები, ვიდეოფილმები, კარიკატურები, პლაკატები და სხვ.  მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია,  მივაღწიოთ  სინამდვილის სწორად აღქმას,  რაც მათ დაეხმარება  შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, სათანადო სტრატეგიისა და ქცევის განხორციელებაში. შესაბამისად, მთავარი მედიაწიგნიერებაში დაკავშირებულია ისეთი უნარების განვითარებასთან, როგორიცაა:

  • ინფორმაციის წვდომის უნარი;
  • ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარი;
  • ინფორმაციის შეფასების, მისი მთავარი გზავნილის პოვნის უნარი  (მათ შორის ღირებულებითი კუთხითაც);
  • ეთიკის ნორმების დაცვა მედიასივრცის გამოყენებისა და  მედიაპროდუქტის შექმნის დროსაც.

 

ზოგადად, თითოეული მედიატექსტი შეიცავს კონკრეტულ  გზავნილს – მედიაინფორმაციის მთავარ მესიჯს, რომელიც ხშირად დაშიფრულია მედიატექსტში და მისი პოვნისთვის საჭიროა დეკონსტრუქცია, ანუ მედიატექსტის დეკოდირება. მედიატექსტის  (ისტორიული დოკუმენტი, სასწავლო მასალა, ფილმები, რუკები, პლაკატები და სხვ.) დეკოდირება ხდება სპეციალური შეკითხვების საშუალებით. მოსწავლეები განსაზღვრავენ მთავარ იდეას, კრიტიკულად შეაფასებენ, შეადარებენ, გააკეთებენ დასკვნებს, ანუ გამოავლენენ მედიაუნარებს.

 

შეკითხვები მედიატექსტის  გაანალიზებისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუდიტორია

 

 

 

 

 

 

 

და

ავტორი ვინ არის ავტორი? ვინ შექმნა?
მიზანი  რისთვის შეიქმნა? რა უნდოდა ავტორს? ვისთვისაა ის განკუთვნილი? რატომ ფიქრობთ ასე?
ვის ეკუთვნის/კუთვნილება  ვინ არის გამომცემელი?
ზემოქმედება ვინ შეიძლება დარჩეს ამ გზავნილით  მოგებული? ვინ დაზარალდება? სასარგებლოა თუ არა ის ჩემთვის და ჩემნაირი  ადამიანებისთვის?

რა უნდოდა ავტორს, რომ აქედან დამემახსოვრებინა?

პასუხი რისი გაკეთება შემიძლია ამასთან დაკავშირებით?
შეტყობინება და შინაარსი რაზეა ეს ინფორმაცია? რა მაიძულებს, ვიფიქრო ასე? როგორი დასკვნის გაკეთებას ელოდნენ ჩემგან? რა იყო ის მნიშვნელოვანი, რაც დარჩა სათქმელი?
მეთოდები ინფორმაციის გადმოცემის რა ტექნიკებია გამოყენებული და რატომ? როგორ შეესაბამება ეს ტექნიკა თემას?
ინტერპრეტაცია  შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანებმა სხვადასხვაგვარად გაიგონ ეს ინფორმაცია და რატომ?

როგორ   გავიგე  მე  ეს არის ინფორმაცია და  ჩემი რეაქციიდან გამომდინარე, რა გავიგე მე ჩემზეც და მოცემულ ინფორმაციაზეც?

 

რეპრეზენტაციულობა და სინამდვილე

კონტექსტი როდის მომზადდა ინფორმაცია? როგორ გარემოებაში? სად და როდის გავრცელდა?
ნდობა ეს ფაქტია, რაიმე აზრია თუ რაიმეს ინტერპრეტაციაა? რამდენად ახლოსაა სიმართლესთან? რატომ ფიქრობთ ასე?

რომელი საინფორმაციო წყაროთი შეიძლება ამის დამტკიცება? შეიძლება თუ არა ვენდოთ ამ ინფორმაციას?

 

 

 

ვიზუალური მასალის დეკოდირების   სქემა:

 

  1. რას ხედავთ ?
  2. რა მოვლენა/ამბავია აღწერილი?
  3. რის მიხედვით, რის საფუძველზე ფიქრობთ ასე?
  4. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მოცემულ მოვლენაზე?
  5. გაგიჩნდათ თუ არა დამატებითი შეკითხვები?
  6. რომელი მომენტები გეჩვენებათ ურთიერთსაწინააღმდეგოდ?
  7. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი სათქმელი?
  8. ჩამოაყალიბეთ შეკითხვები მასალასთან დაკავშირებით.

 

 

ფილმის / ფილმის ფრაგმენტის დეკოდირების სქემა:

 

  • რა არის ფრაგმენტის მთავარი თემა? დაასათაურეთ ფრაგმენტი;
  • სად ხდება მოქმედება? აღწერეთ სცენა, პერსონაჟები. დაასახელეთ ისინი და შეაფასეთ მონათხრობი სანდოობის თვალსაზრისით;
  • შეაფასეთ, ფრაგმენტის შექმნისას გამოყენებულია თუ არა მონტაჟი, კომპილაცია?
  • როგორ შესაბამისობაშია ფრაგმენტი ისტორიულ სინამდვილესთან?
  • „მჯერა-არ მჯერა“;
  • რას აცხადებს პერსონაჟი – „ამბობს თუ არა იმას, რასაც მე ვფიქრობდი, თუ მალავს სიმართლეს?“

 

მოვიყვანოთ მაგალითი:

 

გაკვეთილის სათაური „ისტორიული  წყაროები და ლორეს  პოლიტიკური საზღვრების კორელაცია“

 

კლასი XII

საგანი – ისტორია (ორი საგაკვეთილო საათი)

სასწავლო მიზნები – მოსწავლემ შეძლოს, გააანალიზოს ისტორიული წყაროები, მონიშნოს ისტორიული ლორეს საზღვრები, თვალი გაადევნოს ლორეს საზღვრების  კორელაციას, იმსჯელოს ისტორიული საზღვრების ცვლილებებზე, რუკებისა და ვიდეოფილმების გაანალიზების შემდეგ შეადაროს და დააკავშიროს ტექსტებში მოცემული ინფორმაცია ვიდეოფილმებსა და რუკებზე ასახულ ინფორმაციასთან, გააკეთოს დასკვნა ლორეს საზღვრების ტრანსფორმაციისა და  საქართველოს სამხრეთის საზღვრის პრობლემების  შესახებ; დაინახოს, რომ თანამედროვე საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები (პოლიტიკური,   სოციალური და სხვ.) მეტწილად განპირობებულია საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მომხდარი ცვლილებებით  (ისტ. XII.4.).

მედიაწიგნიერების მიზნები – მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.

ლექსიკონი: ნარატივი – წერილობითი წყარო.

საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი: ნარატივი – ისტორია, XII კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2012.; მასწავლებლის მიერ მიერ წყაროების გამოყენებით შედგენილი ტექსტები (ტექსტი 1,2,3);  ცხრილი – „ლორეს საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 1,2,3,4).

საქართველოს რუკები / Georgian Maps (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

ვიდეოფილმები – „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07)

„ჩვენი ფონდი- ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22).

 

რუკები:  რუკა 1.  საქართველო ძვ.წ. II-I საუკუნეებში;

რუკა 2.  საქართველო    II-X საუკუნეებში

რუკა 3.  საქართველოს XII-XVIII  საუკუნეებში   https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/somxet-saqartvelos-omi-1/

რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში https://burusi.wordpress.com/2009/07/12/maps-of-georgia/www-nukri-org_hist2_georgia_xv/

რუკა 5. საქართველო 1762  წელს

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:Georgia_in_1762.svg

რუკა 6. ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (კონკრეტული პერიოდი 1801-1813წწ. ). „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“ –   საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian-2792.pdf

რუკა 7.  ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915წ.; რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელი. https://ivane.ge/wp-content/uploads/pdf/almanakhi.pdf

რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.

რუკა 10.  საქართველო  მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920 https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი

რუკა 11. საქართველოს  სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის  რუკა. XI.   შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1930 წ.

 

 

გაკვეთილის აღწერილობა:

აქტივობა N1 – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით (მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს):

 

კითხვები სავარაუდო პასუხები
საისტორიო წყაროების  რომელ ჯგუფებს ვიცნობთ? ნარატიულ, ნივთიერ და ე.წ. აბსტრაქტულ  წყაროებს.
როგორ უნდა დაგვეხმაროს  ისტორიული წყაროები პრობლემების გადაწყვეტაში? ისტორიული წყაროების შესწავლა და ფაქტებისა და მოვლენების ნამდვილობის   დადგენა გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში.
კიდევ რა ტიპის მასალები შეიძლება დავიხმაროთ ისტორიული პრობლემატიკის განხილვისას? სპეციალური ისტორიული ხასიათის  ლიტერატურა.
როგორ უნდა დაგვეხმაროს  ისტორიული წყაროები პოლიტიკური  ხასიათის  პრობლემების გარკვევაში? ისტორიული  წყაროების „სწორი წაკითხვით“ შესაძლებელია  პოლიტიკური  ხასიათის პრობლემების გაანალიზება,  არსებული  ცვლილებების მიზეზების დანახვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

 

 

აქტივობა N2 – მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ნარატიულ ისტორიულ წყაროებზე (ტექსტი 1 – „ნარატიული ისტორიული წყაროები“) და სთხოვს, უპასუხონ შეკითხვებს:

 

მასწავლებელი: „ისტორიული წყაროებიდან უმნიშვნელოვანესია ნარატიული ხასიათის წყაროები  (როგორიცაა  ქრონიკები, დოკუმენტები, სამეცნიერო და ლიტერატურული ხასიათის ნაწარმოებები, პუბლიცისტური ნარკვევები, საგაზეთო სტატიები, დღიურები და ა.შ.). მათი გამოყენება წარსულის რეკონსტრუქციისათვის აუცილებელია. ისინი გვეხმარება წყაროს „ნამდვილობის“ განსაზღვრაში და  ისტორიული „სიმართლის დადგენაში“.

 

მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს  და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ                                  შეკითხვებს:

 

 

კითხვა სავარაუდო პასუხი
როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ნარატიული წყაროები საქართველოს სახელმწიფო საზღვრების  ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში?

რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პრობლემებით გამოწვეული ცვლილებები სახელმწიფოს საზღვრების კორელაციაზე?

წყაროებს, ანალიზის საფუძველზე,  რეალურად შეუძლია დახმარება გაგვიწიოს

„ნამდვილის“ და „გამოგონილის“  დადგენაში, სასაზღვრო-ტერიტორიული ცვლილებების საკითხების შესწავლაში, ამ ცვლილებების მიზეზების გამოკვლევაში და  დასკვნების გაკეთებაში.

ნარატიული სახის დოკუმენტების გარდა, ტერიტორიული პრობლემების შესწავლაში  კიდევ რა ტიპის წყაროები შეიძლება გამოვიყენოთ? ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის მონაცემები,  მხარის არქეტოპონიმიკა,   რუკები და, ზოგადად, მრავალფეროვანი საისტორიო წყაროები.

 

აქტივობა N3  – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, გაეცნონ ისტორიული შინაარსის შემცველ ტექსტებს (წყაროების გამოყენებით შედგენილ ნარატივებს) ისტორიული  ლორეს შესახებ (ტექსტი 1, ტექსტი 2 და ტექსტი 3, ტექსტი 4), გააანალიზონ ინფორმაცია და შეავსონ ცხრილი „ისტორიული ლორეს  საზღვრების კორელაცია:

 

ტექსტი 1: „თბილისი-ერევნის გზის (თბილისი-სადახლო-ერევანი-ვანაძორი-ერევანი და თბილისი-ტაშირი-ვანაძორი-ერევანი) უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ლორე, სომხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი,  რომელსაც ტაშირსაც უწოდებდნენ. რეგიონი ცნობილია თავისი სამონასტრო კომპლექსებით მდ. დებედას ხეობაში, მდინარე ძორაგეტის  ულამაზესი კანიონით და  ტაშირის დაბლობით. ისტორიულად ეს მხარე სხვადასხვა სომხური სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ტაშირი უძველეს ხანაში  მიტაცებული იყო ფარნავაზიანთა დინასტიის მიერ და სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. შემდეგ,  ძვ.წ. II ს-ში,  არტაშესიანებმა  დაიბრუნეს და ტაშირის ადმინისტრაციული ერთეული ცალკე შექმნეს. ახ.წ. I საუკუნეში ტაშირზე გავლენა აღიდგინა იბერიის სამეფომ, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს უკვე  არშაკიდების შემადგენლობაშია. 387 წელს, სომხეთის სამეფოც დაცემის შემდეგ, ტაშირი კვლავ იბერიის (ქართლის) მფლობელობაშია. V საუკუნეში მხარის გამგებლებს  „გუგარქის ბდეშხებს“ უწოდებდნენ. ძირითადად სომხურ ტერიტორიად მიიჩნეოდა ტაშირი IX -XI საუკუნეებში.  X   საუკუნეში, ამიერკავკასიის ხალხების არაბთა ბატონობის ნაშთების წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში შეიქმნა ტაშირ-ძორაგეტის  სამეფო, მეფე დავით I-მა აქ  ლორეს ციხეც ააგო. შემდეგში ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება  საქართველოს სამეფოს ფარგლებში.  განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში ლორე-ტაშირი კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა, მოგვიანებით კი ამ მხარეს უცხოელი დამპყრობლები დაეუფლნენ. 1435 წელს ლორეს მხარე საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის დაქვემდებარებაშია. შემდეგში – სეფიანი შაჰების მფლობელობაში.  1762 წელს ლორეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II განაგებს, ხოლო 1801 წელს, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ ლორე-ტაშირი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და  ჯერ საქართველოს გუბერნიის, ხოლო შემდეგ-ტიფლისის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. 1918 წლის  ზაფხულში ლორეს სამხრეთი  საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის სამხრეთის საზღვარი გახდა. საქართველოსთან საომარი ოპერაციების შემდეგ საზღვარი 1918 წლის დეკემბერში გადაიწია ჩრდილოეთით და ლორე ახლად წარმოქმნილი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა“.

გამოყენებული ლიტერატურა: Область Лори., https://travelgeorgia.ru/377/  Корюн. Житие Маштоца / Пер. с древнеармянского Ш. В. Смбатяна и К. А. Мелик-Огаджаняна. – Ер.: Айпетрат, 1962. с. 147. Toumanoff C. Studies in Christian Caucasian history – Georgetown University Press, 1963.  Hewsen R. H. The Geography of Ananias of Širak: Ašxarhacʻoycʻ, the Long and the Short Recensions. – Reichert, 1992. Minorsky V. Studies in Caucasian History. – Cambridge University Press, 1953. იხ: Материал из Википедии – свободной энциклопедии   – „ Исторические области Арменииhttps://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%BE%D1%80%D0%B8_(%D0%B8%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%B8%D0%BE%D0%BD)#CITEREFHewsen1992

 

ტექსტი 2:  „აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონი – ქვემო ქართლი,    ისტორიული გოგარენესა და ტაშირის მხარე, იგივე ლორეს პროვინციაა. XX საუკუნეში ძველი ქართული მხარის სამხრეთი საზღვარი  გუგუთი-აღქერფი-სადახლოს სამხრეთის ხაზზე მოექცა, ადრე კი იგი გაცილებით უფრო სამხრეთით, ბამბაკის ქედზე იდო.

არქეოლოგიური გათხრები და უძველესი ავტორების (ჰეროდოტე, ქსენოფონტე, ჰეკატეოს მილეტელი, პტოლემე და სხვ.) გვიდასტურებენ, რომ ძვ.წ. V ს-ში მაინც ეს დასახელებული ტერიტორიები თითქმის მთლიანად შედიოდა იბერებისა და მოსხების ადრესახელმწიფოებრივ წარმონაქმნების შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ მათ საფუძველზე ფორმირებულ იბერიის სამეფოში (ძვ. წ. IV და III საუკუნეების მიჯნაზე), შესაბამისად,  ის დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა ამ ძველქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. II-I საუკუნეებში ძველქართულმა სახელმწიფოებმა დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს და სტრაბონის მიხედვითაც, თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო, მათ შორის ჩვენთვის ლორე-ტაშირის მხარე, თითქმის სამასი წლით გადავიდა სომხეთის ან უფრო დიდი სახელმწიფოების (რომი, პართია) ხელში, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში აკონტროლებდნენ სომხეთს ან მის ნაწილებს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზოლს ლორე წარმოადგენდა. აღნიშნული ვითარება დროდადრო ტერიტორიულ დავასაც იწვევდა.  პირველად ის საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ძვ.წ.აღ-ის II საუკუნეში დაიწყო, როცა რომის ძლიერმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სომხეთს, რაც სომხეთმა გამოიყენა და მეზობელი ქვეყნის მიწა-წყალი მის ტერიტორიაში აღმოჩნდა   (სტრაბონი., და პლინიუსი). ქართული მიწები  ფარსმან I-მა  დაიბრუნა. კიდევ უფრო გაძლიერდა იბერია II საუკუნეში ფარსმან II ქველის დროს, რომელმაც შავ ზღვაზეც მოიპოვა გასასვლელი, რაც უტყუარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ საზღვრები ისეც აღიდგინა. 428 წელს სომხეთში  მეფობა  გააუქმეს  ირანელებმა,  შემდეგ არაბები მოვიდნენ და  სამხრეთ  კავკასიაში სერიოზული პრობლემები შექმნეს. მოგვიანებით, ამ მხარეში გაიზარდა  სომხური ეკლესიის გავლენაც.  IX  საუკუნის  ბოლოს ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ტაშირ-ძორაკერტის  სომხური სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და სამშვილდეში სომეხი მეფე დაჯდა. 1065 წელს ბაგრატ IV-მ სომეხი  მეფე  იქიდან  გააძევა და სამშვილდე საქართველოს შემოუერთა, სამაგიეროდ, საქართველოს  ფარგლებს გარეთ დარჩა ლორე, რომელსაც თურქ-სელჩუკები დაეპატრონნენ  და  მერე  დავით აღმაშენებელმა გამოიხსნა იგი. ლორე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა თამარის ეპოქაშიც. განვითარებული  ფეოდალიზმის  ხანაში ლორე მთელ  ტაშირს ეწოდა (აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წყაროები ტაშირს  „ვრაც დატშ“ ანუ „იბერთა ველსაც“ – უწოდებენ).  ასე  გრძელდებოდა   გვიან შუა  საუკუნეებშიც. XIII-XIV საუკუნეებში ეს რეგიონი, მონღოლთა და თურქმენული ტომების შემოსევის  მიუხედავად, საქართველოს სამეფოს ფარგლებში  რჩებოდა. XV  საუკუნეში, ერთიანი  ქართული სამეფოს დაშლის შედეგად, ის ქართლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს   ფარგლებში  შედიოდა. ასე გრძელდებოდა ეს გვიან შუასაუკუნეებშიც. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც, ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა, ტაშირის ოლქს  მოიცავდა შემდგომი დროის ბორჩალოს მაზრაც (თრიალეთის გარეშე)  (ამჟამინდელი წალკის მუნიციპალიტეტი).

ზემოთ დასახელებული ფაქტების საფუძველზე, რომელიც კარგად იყო ცნობილი როგორც პოლიტიკური ლიდერებისათვის, ისე განათლებული ქართველების უმრავლესობისათვის, საქართველოს ხელმძღვანელობა ბორჩალოს  მაზრას საქართველოს განუყოფელ და უდავო ნაწილად მიიჩნევდა  (ეს არგუმენტი ეჭვს არ იწვევს ყველაზე კომპეტენტურ მკვლევრებს, კერძოდ, პროფესორი რიჩარდ ოვანისიანს შორისაც [Hovannisian R.G. The Republic of Armenia, vol. I. Los Angeles, 1982, pp. 72], რის  გამოც არ ეთანხმებოდა ლორეს მხარის  მიკუთვნებულობას სომხეთის სახელმწიფოსათვის 1921 წელს“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:  ჯანაშვილი მ. საინგილო, თბ., 1910; Акты собранные Кавказскую археографическую комиссиею… Тифлис, 1866; Бутков Н. Г. Материалы для новой историй Кавказа с 1722 по 1803 год. СПБ, 1869; Аверянов А. П. Этнографическій и военно-полити-ческій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской империи; Адонц Н. Г. Армения в эпоху Юстиниана, Спб, 1908; Картина Грузии или Описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное, пребывающим при его высочестве царе Карталинском и Кахетинском Ираклии Темуразовиче полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, в 1786 г.. – Тифлис: К.Н. Бегичев, 1896 (Тип. И.А. Мартиросянца); Маевский В. Т. Кутаиская губерния. Военно-политическое описание, Тифлис, 1896. с. 54; Такаишвили Е. Археологические экскурсий, Тифлис, 1905. Филипов В. Н. Военный обзор Тифлисской Губернии, СПБ, 1872. Шахатунян А. Адмистративный передел Закавказского края. Тифлис, 1918;  ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება თანამედროვე მომენტზე. 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში, მ. მაცაბერიძის წინასიტყვით. თბ., 2014 წ.; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-1-264 გვ (იხ. აქ ინფორმაცია:  ვახუშტის და  ბურნაშოვის  მიერ შედგენილი რუკებზე (1732 წლის დასავლეთ საქრთველოს და 1743 წლის საქართველოს რუკები). ს.დ. ბურნაშევი  (1743-1824) გახლდათ გენერალ-მაიორი, მწერალი, 1783-1787 წლებში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენილი მეფე ერეკლე II -ისა და სოლომონ I -ის  კარზე. სამხედრო-დიპლომატიური საკითხების გარდა, დაკავებული იყო ამიერკავკასიის ისტორიისა და გეოგრაფიის დაწვრილებითი აღწერით სამეცნიერო, დიპლომატიური და სადაზვერვო-სამხედრო მიზნებისათვის. მისი დაკვირვების შედეგები მოცემულია წიგნში «Картина Грузии, или Описание политического состояния царства Карталинскогои Кахетинского». მანვე შეადგინა 1784 წლით დათარიღებული რუკა,  რომლის საფუძვლად აღებულია ვახუშტის ატლასის, სახელდობრ, მესამე, რუსულენოვანი ატლასის ამიერკავკასიის გენერალური რუკა).  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ.,1983. – გვ. 296; „გაზეთი ასავალ-დასავალი“. რა წაგვართვა სომხეთმა? 13:15 24.06.2015  https://reportiori.ge/old/news_print.php?id=70051&lang=1  ალექსანდრე აბდალაძე. საქართველო და სომხეთი.  https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-4/; ГОРОД ДМАНИСИ. ლინკი მოცემულ დროზე: https://kavkazplus.com/news.php?id=551#.YZFCEWBByUk

 

ტექსტი 3 – „1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ  საქართველოს ანექსიის შედეგად  ისტორიული ლორეს ტერიტორია ჯერ  საქართველოს, შემდეგ  – საქართველო-იმერეთის  და მოგვიანებით –  ტფილისის გუბერნიის  ბორჩალოს მაზრაში გააერთიანეს. 1802 წელს, ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე, ლორის მაზრაში შედიოდა  ქვემო ქართლისშამშადილოსყაზახასბორჩალოსა  და ბამბაკის ტერიტორიები; 1804 წელს ლორეს მაზრას  ეწოდა  თბილისის  მაზრა. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიული ლორე საქართველოს შემადგენლობაშია, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი.

დავა საქართველოსა და სომხეთს შორის, ზემოთ ხსენებული მაზრების დაუფლების თაობაზე, 1918 წლის  სომხეთ-საქართველოს ომით დასრულდა.  ომი დასრულდა ბორჩალოს მაზრაში ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნით, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – სომხეთის. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა.

1920 წელს საქართველომ, სომხეთის გასაბჭოების გამო, ორთვენახევრით შეძლო ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე თავისი დე-იურე და დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენა. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ ბოლშევიკები.  მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულების IV მუხლი ადასტურებდა საქართველოს უფლებას ბორჩალოს მაზრაზე, მათ შორის ნეიტრალურ ზონაზე და მის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც თბილისის ხელშეკრულებით სომხეთის მხარეს დარჩა, საკითხი სხვაგვარად გადაწყდა – 1921 წელს ცეკა-მ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანსსომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი. 1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ დაადგინა, რომ ე. წ. ნეიტრალური ზონა – ლორეს ოლქი – გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. 1921 წლის 16 ივლისს და 1921 წლის 3 აგვისტოს აღნიშნული საკითხს შესახებ კავკბიურომ კვლავ სომხეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე (რისი მოთხოვნილებაც არსებობდა იქაური მოსახლეობის მხრიდან) სომხეთის სსრ-ს გადაეცა და ასე გრძელდება დღემდე“.

გამოყენებული ლიტერატურა:   ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ.,1983. – გვ. 296; ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება თანამედროვე მომენტზე. 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში, მ. მაცაბერიძის წინასიტყვით. თბ., 2014 წ.; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-1-264 გვ. „გაზეთი ასავალ-დასავალი“. რა წაგვართვა სომხეთმა? 13:15 24.06.2015  https://reportiori.ge/old/news_print.php?id=70051&lang=1

ალექსანდრე აბდალაძე. საქართველო და სომხეთი.  https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-4/

Ризван Гусейнов. Поэтапный план отторжения Арменией земель соседей: Лори – как очередная цель. https://1news.az/news/20200806103449636-Poetapnyi-plan-ottorzheniya-Armeniei-zemel-sosedei-Lori-kak-ocherednaya-tsel

ტექსტი 4:  აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი  საზღვარი, ისტორიულად, ლორე-ტაშირის სამხრეთის საზღვარს ემთხვეოდა. ქართულ  და უცხოურ  საისტორიო წყაროებში და ისტორიულ გამოკვლევებში („მატიანე ქართლისაი“, ლეონტი მროველის, ვახუშტის, დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის, სტეფანე მტბევარის, ანტონ კათალიკოსის, პაპუნა ორბელიანის, სტრაბონის, პლინიუსის, მათე ურჰაეცის, ასოღიკის, ვარდანის, ნ. ბუტკოვის, მ. საბინინის, ვ. მაევსკის, მ. ივანენკოს, ვ. ფილიპოვის, პ. კოვალენსკის, ავერიანოვის თხზულებათა და არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოცემული აქტების ცნობები და სხვ. ასევე მ. ჯანაშვილის, ე. თაყაიშვილის, ნ. ადონცის, მ. ბროსეს, დუბროვინის გამოკვლევები) შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონის, ისტორიული ლორე-ტაშირის სხვადასხვა სახელწოდება, რომელთაგან ზოგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, ზოგი ეთნიკურ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თუ სხვა („ქვედა სოფელი“, „ქვემო ქვეყანა“, „გოგარენე-გუგარქი“, „ქართლი“, „ქვემო ქართლი“, „სომხითი“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთავონი“, „ტაშირ-ძორაგეტის სამეფო“, „გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები“, „სომხით-საბარათიანო“, „მეწინავე სადროშო“ და სხვ.) და შეიცავენ მითითებას, ამ მხარის უშუალო  კავშირზე, დანარჩენ საქართველოსთან.  მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ადრეულ ხანაში, ქართველური ტომის, გუგარების, ასიმილირების შედეგად, ამ მხარეში დომინირებას იწყებს სომხური ელემენტი.

ისტორიულად, როგორც ქართველები, ისე სომხები ცხოვრობდნენ ლორე-ტაშირის (ლორე რუსეთის იმპერიისდროინდელი ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილია) ტერიტორიაზე, რაზეც მეტყველებს არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, ლორეს არქიტექტურული მემკვიდრეობა მიგვანიშნებს როგორც ქართული, ისე სომხური კულტურის არსებობაზე. ეს არის უპირველეს ყოვლისა სომხური მონასტრები: ოძუნი, სანაჰინი და ახპატი, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველა შუა საუკუნეების პერიოდისაა). ამავდროულად ყოფილი მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში, ლორესაგან განსხვავებით, კულტურის ძეგლების ხასიათში უფრო ჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად, ბოლნისის სიონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, შემორჩენილი ქართული ეკლესიებიდან, V საუკუნის ავთენტური ეპიგრაფიკული წარწერებით). ფაქტობრივად ოთხი ასწლეულის უწყვეტმა ომებმა, რაც წინ უსწრებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შთანთქმას, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისპირეთის ეთნიკური სურათის შეცვლა, ბორჩალოს, შამშადინისა და ბამბაკის ჩათვლით.  რუსეთთან შეერთების შემდეგ იმპერიის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობდა მხარის დეპოპულაციის ნაწილობრივ კომპენსაციას და აქ თავის არსებობის განმტკიცებას, ამ მიწაზე ასახლებდა ლტოლვილ ქრისტიანებს თურქეთიდან (სომხებს და შედარებით ნაკლებად, ბერძნებს), აგრეთვე კოლონისტებს რუსეთიდან და გერმანიიდან, რამაც კიდევ უფრო ააჭრელა ბორჩალოს მაზრის ეთნიკური პალიტრა).  ამ მხარის ეთნიკური სურათი ძალიან შეიცვალა  რუსეთის ხელშეწყობით, როდესაც აქ დიდი რაოდენობით სომხები ჩამოსახლდნენ  XIX საუკუნეში და  XX საუკუნის დასაწყისში.  ამ დროისათვის, 1918 წლის მონაცემებით,  ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ უმრავლესად რუსები (მართლმადიდებლები და სექტანტები), ქართველი მართლმადიდებლები, სომეხი-გრიგორიანელები, აზიელები (მუსლიმი შიიტები და მუსლიმი სუნიტები), ებრაელები, კავკასიელი მთიელები და სხვ.   1921 წელს მხარე სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა (ქართველი, სომეხი და რუსი ბოლშევიკების ხელშეწყობით), რაზეც დიდი გავლენა სომხური ეთნიკური ელემენტის სიმრავლემ და ზოგადად  ქართული საზოგადოებასათვის არასახარბიელო პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა“.

 

გამოყენებული წყაროები:  ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს გეოგრაფია, ტფ., 1904; ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა. იხ. მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვერბა“. თბ., 1906; ორბელიანი პ. ამბავნი ქართლისანი, ტფ., 1913; ძველი საქართველო, ტ. II, ექ. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ., 1913; ჯავახიშვილი ივ. საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული. ტფ., 1919; ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, 1914 წ. ტ. II; ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წიგნი I და II; ტფილისი, 1913-1914. 8. ჯავახიშვილი ივ. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა. წიგნი I. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V-XVIII სს., ტფილისი, 1916; ჯანაშვილი მ. საინგილო, თბ., 1910; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-133-136 გვ. Акты собранные Кавказскую археографическую комиссиею… Тифлис, 1866;  Бутков Н. Г. Материалы для новой историй Кавказа с 1722 по 1803 год. СПБ, 1869; Аверянов А. П. Этнографическій и военно-полити-ческій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской империи; Адонц Н. Г. Армения в эпоху Юстиниана, Спб, 1908; Картина Грузии или Описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное, пребывающим при его высочестве царе Карталинском и Кахетинском Ираклии Темуразовиче полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, в 1786 г.. – Тифлис: К.Н. Бегичев, 1896 (Тип. И.А. Мартиросянца); Дубровин Н. История войны и владичество Русских на Кавказе, СПБ, III; Иваненко В. Н. Гражданское управление Закавказьем. Тифлис, 1901; Маевский В. Т. Кутаиская губерния. Военно-политическое описание, Тифлис, 1896. с. 54; Такаишвили Е. Археологические экскурсий, Тифлис, 1905; Филипов В. Н. Военный обзор Тифлисской Губернии, СПБ, 1872; Шахатунян А. Адмистративный передел Закавказского края. Тифлис, 1918.

 

მოსწავლეები           ეცნოიან     ინფორმაციას      და   ავსებენ      ცხრილს ისტორიული ლორეს  სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის და საზღვრების კორელაციის შესახებ (ცხრილი 1).

ცხრილი 1

 

რას  გვიყვებიან  წყაროები   ლორეს  საზღვრების  ტრანსფორმაციისა და ამ ტრანსფორმაციის მიზეზების  შესახებ?    სავარაუდო პასუხი

 

ტექსტი 1: „თბილისი-ერევნის გზის (თბილისი-სადახლო-ერევანი-ვანაძორი-ერევანი და თბილისი-ტაშირი-ვანაძორი-ერევანი) უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ლორე,   სომხეთის ისტორიული-გეოგრაფიული რეგიონი,  რომელსაც ტაშირსაც უწოდებდნენ. რეგიონი ცნობილია თავისი სამონასტრო კომპლექსებით მდ. დებედას ხეობაში, მდინარე ძორაგეტის  ულამაზესი კანიონით და  ტაშირის დაბლობით. ისტორიულად ეს მხარე სხვადასხვა სომხური სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XI  საუკუნეში აქ   ტაშირ-ძორაგეტის  სამეფო შეიქმნა და მისმა დამაარსებელმა მეფე დავით I-მა    ლორეს ციხეც ააგო. ტაშირი უძველეს ხანაში  მიტაცებული იყო ფარნავაზიანთა დინასტიის მიერ და სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. შემდეგ,  ძვ.წ. II ს-ში,  არტაშესიანებმა  დაიბრუნეს და ტაშირის ადმინისტრაციული ერთეული ცალკე შექმნეს. ახ.წ. I საუკუნეში ტაშირზე გავლენა აღიდგინა იბერიის სამეფომ, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს უკვე  არშაკიდების შემადგენლობაშია. 387 წელს, სომხეთის სამეფოც დაცემის შემდეგ, ტაშირი  კვლავ იბერიის (ქართლის) მფლობელობაშია. V საუკუნეში მხარის გამგებლებს  „გუგარქის ბდეშხებს“ უწოდებდნენ. ძირითადად სომხურ ტერიტორიად მიიჩნეოდა ტაშირი IX -XI საუკუნეებში, თუმცა ბაგრატ IV -მ შეძლო მისი დაბრუნება  საქართველოს სამეფოს ფარგლებში.  განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში ლორე-ტაშირი კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა, მოგვიანებით კი ამ მხარეს უცხოელი დამპყრობლები დაეუფლნენ. 1435 წელს ლორეს მხარე საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის დაქვემდებარებაშია. შემდეგში – სეფიანი შაჰების მფლობელობაში.  1762 წელს ლორეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II განაგებს, ხოლო 1801 წელს, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდე,გ ლორე-ტაშირი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და  ჯერ საქართველოს გუბერნიის, ხოლო შემდეგ-ტიფლისის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. 1918 წლის  ზაფხულში ლორეს სამხრეთი  საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის სამხრეთის საზღვარი გახდა. საქართველოსთან საომარი ოპერაციების შემდეგ საზღვარი 1918 წლის დეკემბერში გადაიწია   ჩრდილოეთით და ლორე ახლად წარმოქმნილი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა“.

 

 

ლორე-ისტორიული სომხეთის ნაწილია, ამის მიუხედავად ის ათასწლეულის განმავლობაში მეზობელი ქართული ტერიტორიული ერთეულების თუ უცხოელი დამპყრობლების  მხრიდან  ექსპანსიას განიცდიდა და გადიოდა სომხური სამფლობელოების საზღვრებიდან, რითაც ირღვეოდა ისტორიულად არსებული სამართლიანობა.

 

ტექსტი 2:  „ლორეს პროვინცია  აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ რეგიონის – ქვემო ქართლის –  ისტორიული გოგარენესა და ტაშირის მხარეა. საუკუნეების განმავლობაში ის საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზოლს წარმოადგენდა. XX საუკუნეში ძველი ქართული მხარის სამხრეთი საზღვარი  გუგუთი-აღქერფი-სადახლოს სამხრეთის ხაზზე მოექცა, ადრე კი იგი გაცილებით უფრო სამხრეთით, ბამბაკის ქედზე იდო. აღნიშნული ვითარება დროდადრო ტერიტორიულ დავასაც იწვევდა, პირველად ის საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ძვ.წ.აღ-ის II საუკუნეში დაიწყო, როცა რომის ძლიერმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სომხეთს, რაც სომხეთმა გამოიყენა და მეზობელი ქვეყნის მიწა-წყალი მის ტერიტორიაში აღმოჩნდა   (სტრაბონი  და პლინიუსი). ქართული მიწები  ფარსმან I-მა  დაიბრუნა. კიდევ უფრო გაძლიერდა  იბერია II საუკუნეში ფარსმან II ქველის დროს, რომელმაც შავ ზღვაზეც მოიპოვა გასასვლელი, რაც უტყუარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ საზღვრები ისეც აღიდგინა. 428 წელს სომხეთში  მეფობა  გააუქმეს  ირანელებმა,  შემდეგ არაბები მოვიდნენ და  სამხრეთ  კავკასიაში სერიოზული პრობლემები შექმნეს. მოგვიანებით ამ მხარეში გაიზარდა  სომხური ეკლესიის გავლენაც.  IX  საუკუნის  ბოლოს ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ტაშირ-ძორაკერტის  სომხური სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და სამშვილდეში, იმდროინდელი მხარის ცენტრში,  სომეხი მეფე დაჯდა. 1065 წელს ბაგრატ IV-მ სომეხი  მეფე  იქიდან  გააძევა და სამშვილდე საქართველოს შემოუერთა, სამაგიეროდ, საქართველოს  ფარგლებს გარეთ დარჩა ლორე, რომელსაც თურქ-სელჩუკები  დაეპატრონენ  და  მერე  დავით აღმაშენებელმა გამოიხსნა იგი. ლორე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა თამარის ეპოქაშიც. განვითარებული  ფეოდალიზმის  ხანაში ლორე მთელ  ტაშირს ეწოდა  (აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წყაროები ტაშირს   „ვრაც დატშ“ ანუ „იბერთა ველსაც“ უწოდებენ).  ასე  გრძელდებოდა   გვიან შუა  საუკუნეებშიც. XIII-XIV საუკუნეებში ეს რეგიონი, მონღოლთა და თურქმენული ტომების შემოსევის  მიუხედავად, საქართველოს სამეფოს ფარგლებში  რჩებოდა. XV  საუკუნეში, ერთიანი  ქართული სამეფოს დაშლის შედეგად, ის ქართლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს   ფარგლებში  შედიოდა. ასე გრძელდებოდა ეს გვიან შუასაუკუნეებშიც. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც,   ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა“. ლორე ქართული ტერიტორიების ნაწილია, რომლის საზღვრებიც  კორელაციას განიცდის საუკუნეების მანძილზე ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე (რომაული, სპარსული და სხვა დამპყრობთა პოლიტიკური ზეწოლის გამო).  მისი საზღვრები ხან გადის ქართული სახელმწიფოს ტერიტორიიდან,  ხან – კვლავ ბრუნდება. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც,   ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა.
ტექსტი 3 – „1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ  საქართველოს ანექსიის შედეგად  ისტორიული ლორეს ტერიტორია ჯერ  საქართველოს, შემდეგ  – საქართველო-იმერეთის  და მოგვიანებით –  ტფილისის გუბერნიის  ბორჩალოს მაზრაში გააერთიანეს. 1802 წელს, ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე, ლორის მაზრაში შედიოდა  ქვემო ქართლისშამშადილოსყაზახასბორჩალოსა  და ბამბაკის ტერიტორიები; 1804 წელს ლორის მაზრას  ეწოდა  თბილისის  მაზრა. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიული ლორე საქართველოს შემადგენლობაშია, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი. 1918 წელს საქართველო-სომხეთის შექმნილი დაძაბულობა ლორეს ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებით დასრულდა. მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – სომხეთის. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1920 წელს საქართველომ, სომხეთის გასაბჭოების გამო, ორთვენახევრით შეძლო ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე თავისი დე-იურე და დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენა, თუმცა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს ცეკა-მ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა,  მოემზადებინა აზერბაიჯანსსომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი. 1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ დაადგინა, რომ ე. წ. ნეიტრალური ზონა – ლორეს ოლქი – გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. 1921 წლის 16 ივლისს და 1921 წლის 3 აგვისტოს აღნიშნული საკითხს შესახებ კავკბიურომ კვლავ სომხეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე (რისი მოთხოვნილებაც არსებობდა ქართული საზოგადოების მხრიდან) სომხეთის სსრ-ს გადაეცა და ასე გრძელდება დღემდე“.

 

ისტორიული ლორეს ტერიტორია XIX საუკუნის განმავლობაში და XX საუკუნის დამდეგს კვლავ ისტორიული საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებშია, თუმცა ბოლშევიკური ხელისუფლების პოლიტიკის გამო ის მეზობელი ქვეყნის საზღვრებში მოექცა 1921 წლის შემდეგ.
ტექსტი 4. „აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი  საზღვარი, ისტორიულად, ლორე-ტაშირის სამხრეთის საზღვარს ემთხვეოდა. ქართულ  და უცხოურ  საისტორიო წყაროებში და ისტორიულ გამოკვლევებში („მატიანე ქართლისაი“, ლეონტი მროველის, ვახუშტის, დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის, სტეფანე მტბევარის, ანტონ კათალიკოსის, პაპუნა ორბელიანის, სტრაბონის, პლინიუსის, მათე ურჰაეცის, ასოღიკის, ვარდანის, ნ. ბუტკოვის, მ. საბინინის, ვ. მაევსკის, მ. ივანენკოს, ვ. ფილიპოვის, პ. კოვალენსკის, ავერიანოვის თხზულებათა და არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოცემული აქტების ცნობები და სხვ. ასევე მ. ჯანაშვილის, ე. თაყაიშვილის, ნ. ადონცის, მ. ბროსეს, დუბროვინის გამოკვლევები) შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონის, ისტორიული ლორე-ტაშირის სხვადასხვა სახელწოდება, რომელთაგან ზოგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, ზოგი ეთნიკურ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თუ სხვა („ქვედა სოფელი“, „ქვემო ქვეყანა“, „გოგარენე-გუგარქი“, „ქართლი“, „ქვემო ქართლი“, „სომხითი“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთავონი“, „ტაშირ-ძორაგეტის სამეფო“, „გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები“, „სომხით-საბარათიანო“, „მეწინავე სადროშო“ და სხვ.) და შეიცავენ მითითებას ამ მხარის უშუალო  კავშირზე დანარჩენ საქართველოსთან.  მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ადრეულ ხანაში, ქართველური ტომის, გუგარების, ასიმილირების შედეგად, ამ მხარეში დომინირებას იწყებს სომხური ელემენტი.

ისტორიულად, როგორც ქართველები, ისე სომხები ცხოვრობდნენ ლორე-ტაშირის (ლორე რუსეთის იმპერიისდროინდელი ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილია) ტერიტორიაზე, რაზეც მეტყველებს არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, ლორეს არქიტექტურული მემკვიდრეობა მიგვანიშნებს როგორც ქართული, ისე სომხური კულტურის არსებობაზე. ეს არის უპირველეს ყოვლისა სომხური მონასტრები: ოძუნი, სანაჰინი და ახპატი, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველა შუა საუკუნეების პერიოდისაა). ამავდროულად ყოფილი მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში, ლორესაგან განსხვავებით, კულტურის ძეგლების ხასიათში უფრო ჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად, ბოლნისის სიონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, შემორჩენილი ქართული ეკლესიებიდან, V საუკუნის ავთენტური ეპიგრაფიკული წარწერებით). ფაქტობრივად ოთხი ასწლეულის უწყვეტმა ომებმა, რაც წინ უსწრებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შთანთქმას, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისპირეთის ეთნიკური სურათის შეცვლა, ბორჩალოს, შამშადინისა და ბამბაკის ჩათვლით.  რუსეთთან შეერთების შემდეგ იმპერიის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობდა მხარის დეპოპულაციის ნაწილობრივ კომპენსაციას და აქ თავის არსებობის განმტკიცებას, ამ მიწაზე ასახლებდა ლტოლვილ ქრისტიანებს თურქეთიდან (სომხებს და შედარებით ნაკლებად, ბერძნებს), აგრეთვე კოლონისტებს რუსეთიდან და გერმანიიდან, რამაც კიდევ უფრო ააჭრელა ბორჩალოს მაზრის ეთნიკური პალიტრა).  ამ მხარის ეთნიკური სურათი ძალიან შეიცვალა  რუსეთის ხელშეწყობით, როდესაც აქ დიდი რაოდენობით სომხები ჩამოსახლდნენ  XIX საუკუნეში და  XX საუკუნის დასაწყისში.  ამ დროისათვის, 1918 წლის მონაცემებით,  ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ უმრავლესად რუსები (მართლმადიდებლები და სექტანტები), ქართველი მართლმადიდებლები, სომეხი-გრიგორიანელები, აზიელები(მუსლიმი შიიტები და მუსლიმი სუნიტები) ებრაელები, კავკასიელი მთიელები და სხვ.   1921 წელს მხარე სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა (ქართველი, სომეხი და რუსი ბოლშევიკების ხელშეწყობით), რაზეც დიდი გავლენა სომხური ეთნიკური ელემენტის სიმრავლემ და ზოგადად   ქართული საზოგადოებისთვის არასახარბიელო პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა“.

 

ქართული  და უცხოური  საისტორიო წყაროებით  და ისტორიული გამოკვლევებით ლორე ისტორიული ქართული ტერიტორიების უშუალო შემადგენელი ნაწილია, რომლის საზღვრების ბედზე გავლენა  მოახდინა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულმა,  ეთნიკურმა და პოლიტიკურმა ექსპანსიამ, რამაც ზოგადად   ქართული საზოგადოებისათვის არასახარბიელო   პოლიტიკური ვითარება  განაპირობა და გავლენა მოახდინა ისტორიული საზღვრების ფორმირებაზე.

 

აქტივობა N4  – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, გაეცნონ  რუკებს ისტორიული ლორეს შესახებ (რუკა 1.  ძვ.წ. II-I საუკუნეებში;  რუკა 2.     II-X საუკუნეებში;  რუკა 3.  XII-XVIII  საუკუნეებში; რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში;  რუკა 5. საქართველო 1762  წელს;  რუკა 6. ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (კონკრეტული პერიოდი 1801-1813წწ.);  რუკა 7.     ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915წ.; რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელი; რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.; რუკა 10.  საქართველო    მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920 https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი; რუკა 11. საქართველოს  სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის  რუკა. XI.   შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1930 წ.);  გააანალიზონ ინფორმაცია,  დაუკავშირონ ზემოთ მოყვანილ მასალებს და შეავსონ ცხრილი „ლორეს სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობა და  რეგიონის საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 2). მოსწავლეები ეცნობიან რუკებს, აანალიზებენ მასალას და ავსებენ ცხრილს:

 

 

 

რუკების მიხედვით ლორეს ისტორიული „კუთვნილება“, ტერიტორიული  საზღვრების კორელაცია საუკუნეების განმავლობაში   და შესაბამისობა რუკებსა და განხილულ დოკუმენტებს შორის სავარაუდო პასუხი

 


   რუკა 1.  ძვ.წ. II-I საუკუნეებში

                                                                                

              

                        რუკა 2.     II-X საუკუნეებში

 

                    რუკა 3.  XII-XVIII  საუკუნეებში

 

https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/somxet-saqartvelos-omi-1/

 

რუკა 1-სა და  რუკა 2 -ში  ასახული ინფორმაცია შეესაბამება ტექსტი 4-სა და  ტექსტი 2-ში  გადმოცემულ ვითარებას და ადასტურებს, რომ ისტორიულად ლორეს მხარე სომხეთის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა;  მიუთითებს პოლიტიკური პრობლემების გამო ისტორიული მხარის  საზღვრების კორელაციაზე   საუკუნეების განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუკა 3-ის მიხედვით, ისტორიული ლორე ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია, თუმცა XVI-XVIII საუკუნეებში მისი საზღვრები კვლავ ტრანსფორმირდება, რითაც შეესაბამება ტექსტი 2-სა და ტექსტი 1-ში ასახულ  ვითარებას

რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში

https://burusi.wordpress.com/2009/07/12/maps-of-georgia/www-nukri-org_hist2_georgia_xv/

 

რუკა 4-ის მიხედვით, ლორე XV საუკუნეში ქართლის სამეფოს ნაწილია, რაც შეესაბამება  ტექსტი 1-ში გადმოცემულ ვითარებას.
რუკა 5. საქართველო 1762  წელს

რუკა 6. ქართლკახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (1801-1813 წწ. )

 

 

რუკა 5-ის მიხედვით, ლორე გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია, რაც ადეკვატურია ტექსტი 2-სა და ტექსტი 1-ში აღწერილი ვითარებისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუკა 6-ის მიხედვით, ლორე კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულად, ოღონდ ამჯერად ერთიანი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რითაც  შეესაბამება ტექსტი 3-ს.

რუკა 7.     ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915 წ.

 

რუკა 7-ის მიხედვით, ლორე კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულად და რუსეთის იმპერიის ნაწილად, რითაც  შეესაბამება ტექსტი 3-ს.

რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წ.

 

რუკა 8-ის მიხედვით, ლორე  საქართველოს ტერიტორიაა, რითაც  შეესაბამება ტექსტი 2-ს, ტექსტი 3-ს და ტექსტი 4-ს.

რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.

 

რუკა 9-ის მიხედვით,  ლორეს მხარე 1920 წელს საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია,  რითაც რელევანტურია ტექსტი 3-სა და ტექსტი 1-ისა.
 

 რუკა 10.  საქართველო მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920

https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10-ის მიხედვით, ლორეს მხარე 1920 წელს რსფრ-ის მიერ აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად, თუმცა 1921 წლიდან ხდება მისი გადასვლა სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში და სომხეთის შემადგენლობაშია დღემდე,  რითაც რელევანტურია ტექსტი 3-ისა.
რუკა 11. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი 

რუკა 11-ის მიხედვით, ლორე  სომხეთის ტერიტორიაზეა,  რითაც  შეესაბამება ტექსტი1-ს და ტექსტი 3-ს.
რუკა 12. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რუკა, შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, 1930 წ.

 

 

რუკა 11-ის მიხედვით, ლორე  რჩება  სომხეთის ტერიტორიად, რითაც  შეესაბამება ტექსტი1-ს, ტექსტი 3-ს და ტექსტი 4-ს.

 

აქტივობა N5   – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მცირე დოკუმენტური ვიდეოფილმების ნახვას ლორეს საზღვრების ტრანსფორმაციისა და  ამ საკითხის მიმართ  XX საუკუნის ქართული საზოგადოების დამოკიდებულების  შესახებ:

ფილმი 1 – „საქართველოს რუკები / Georgian Maps „ (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU  ფილმში  ცხადად ჩანს ლორე,  როგორც საქართველოს ისტორიული ტერიტორია,      რომელიც პოლიტიკური პრობლემების გამო განიცდიდა კორელაციას საუკუნეების განმავლობაში და  ექცეოდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებში. ბოლოს ის ჩამოეჭრა საქართველოს, 1921 წელს, გარეშე ძალების მიერ);

ფილმი 2 –  „ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22; 23:46-24: 30. მასში სხვა საკითხებთან ერთად  მიმოხილულია  ისტორიული ლორეს ტერიტორიული ტრანსფორაციის საკითხი);

ფილმი 3 – „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07. ფილმში საუბარია ქართული საზოგადოების თხოვნაზე ბოლშევიკური ხელისუფლების მიმართ, დარჩენილიყო მხარე საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში );

მოსწავლეები უყურებენ მცირე ვიდეოფილმებს, აანალიზებენ ინფორმაციას და ავსებენ ცხრილს ლორეს საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 3).

 

 

ცხრილი 3

 

რა         დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს ვიდეოფილმები ისტორიული ლორეს საზღვრების კორელაციის შესახებ?  მისი ტერიტორიული კუთვნილებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ? სავარაუდო პასუხი
 

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

„საქართველოს რუკები / Georgian Maps“

ფილმში ჩანს საქართველოს  ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის, ლორეს საზღვრების ტრანსფორმაცია, თუ როგორ კარგავს  ამ ტერიტორიას საქართველო გარეშე ძალების ზემოქმედებით.
https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs

„სომხეთ-საქართველოს ომი“

ფილმში გამოკვეთილია, თუ როგორი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ლორეს მოსახლეობას საქართველოსგან გამოყოფაზე და სომხეთთან მიერთებაზე 1921 წელს, რაც არ იქნა გათვალისწინებული იმდროინდელ  ხელისუფალთა მხრიდან.
https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM

 

„ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“

ფილმში საუბარია  ლორეს ტერიტორიაზე განლაგებული ტაძრების  შესახებ,  ჩანს მითითება საკითხის მიმართ მკვლევართა სხვადასხვაგვარ  დამოკიდებულებაზე, თუმცა გამოკვეთილია ამ ტაძრების ქართულობა – მათი მართლმადიდებლურ / ქალკედონური ხასიათი.

 

აქტივობა N 6   – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, შეადარონ ნარატიული წყაროებიდან, რუკებიდან და და ვიდეოფილმებიდან მიღებული მასალა ერთმანეთს, იმსჯელონ საინფორმაციო წყაროების მნიშვნელობაზე და შეავსონ ცხრილი „ლორეს საზღვრების კორელაციისა და სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის  შესახებ“ (ცხრილი 4). მოსწავლეები ადარებენ ინფორმაციას, მსჯელობენ და ავსებენ ცხრილს „ისტორიული ლორეს  საზღვრების  პრობლემები“ (ცხრილი 4):

 

ცხრილი 4.

 

რა ფაქტორებმა განაპირობა ისტორიული ლორეს  ტერიტორიული ცვლილებები, რომლებიც  აისახა ნარატივებში, რუკებზე და  ვიდეოფილმებში? პოლიტიკურმა პროცესებმა, გარეშე მტრის  თავდასხმებმა, ეთნიკური ხასიათის ექსპანსიამ.
რა შეიძლება ითქვას ლორეს სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობისა და მისი  საზღვრების კორელაციის მიზეზებზე? რამდენად შეესაბამება        ლორეს  საზღვრები ისტორიულად დროში  დადასტურებულ ვითარებას? რუკების მიხედვით, ისტორიული ლორეს    საზღვარი მუდმივ კორელაციას განიცდიდა და მისი ტრანსფორმაცია დამოკიდებული იყო  იმ სახელმწიფოთა პოლიტიკურ   ვითარებაზე, რომელთა საზღვარზეც იმყოფებოდა (საქართველო-სომხეთი) და არა მხარის  ისტორიულ/სახელმწიფოებრივ კუთვნილებაზე; კორელაციის სიხშირეც მიუთითებს   ამ კუთხის ისტორიულ  ბედზე და არა ზოგადად  ერთმნიშვნელოვან,   ცალსახა   ჭეშმარიტებაზე.
რამდენად დაგვეხმარა  ისტორიული წყაროებიგვემსჯელა, რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესებით გამოწვეული ცვლილებები  სახელმწიფო საზღვრების ფორმირებაზე?   მოგვცა თუ არა  საშუალება ისტორიულმა წყაროებმა, აღგვედგინა ლორეს საზღვრების შესახებ არსებული  ისტორიული სინამდვილე? დაგვეხმარა,    მოგვცა ინფორმაცია საქართველოს

საზღვრების ტრანსფორმაციის ისტორიული ვითარებით გამოწვეულ მიზეზებზე და სწორი ანალიზისთვის ყურადღება გაგვამახვილებინა მხარის არქეტოპონიმიკის შესწავლის მნიშვნელობაზე; დაგვანახა ურთიერთკავშირი  ლორეს საზღვრების სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის  საფუძვლებსა და    საუკუნეების განმავლობაში საზღვრების კორელაციას შორის.

 

 

შეფასების ინსტრუმენტები: კრიტერიუმები:

 

  1. მოსწავლემ სწორად მონიშნა ლორეს საზღვრების ცვლილებები;
  2. მოსწავლემ შეადარა ნარატიული წყაროები რუკებსა და ფილმებში ნანახ მასალას (ნამდვილი და გამონაგონი);
  3. მოსწავლემ იმსჯელა პოლიტიკურ პროცესებზე;
  4. მოსწავლემ დააკავშირა ინფორმაციები ერთმანეთთან;
  5. მოსწავლემ გააანალიზა საინფორმაციო წყაროების მონაცემები ლორეს საზღვრების  კორელაციაზე  საქართველოსთან  მიმართებით;
  6. მოსწავლემ გააკეთა სწორი დასკვნა.

 

 

მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი

 

 

# კრიტერიუმები კი არა შენიშვნა
1 სწორად მოვნიშნე ლორეს  საზღვრების  ცვლილებები?
2 ნარატიული წყაროების, რუკებისა და ფილმში ნანახი მასალის შედარება  დამეხმარა,  გამერჩია „ნამდვილი“ და „გამონაგონი?“

 

3 გავაანალიზე საინფორმაციო წყაროების  მონაცემები ლორეს საზღვრების კორელაციაზე  საქართველოსთან

მიმართებით?

4 გავაკეთე დასკვნა (არგუმენტებად მოვიყვანე სანდო წყაროები, ვიმსჯელე პოლიტიკურ პროცესებზე, დავაკავშირე ინფორმაცია ერთმანეთთან და ა.შ.)?

 

გამოყენებული მულტიმედიარესურსები:

ა)  საქართველოს რუკები / Georgian Maps (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

ბ) „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07

გ)  „ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22; 23:46-24: 30.

დ) ისტორია, X კლ. , შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ (ავტორთა ჯგუფი).

 

შენიშვნები – საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისათვის  სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ დავალება, გაეცნონ მხარის არქიტექტურული  ძეგლების ისტორიას, როგორც ისტორიული რეალობის ანაბეჭდს.

 

ისტორიის გაკვეთილებზე  მედიატექსტების აქტიური გამოყენებით შესაძლებელია,  მოსწავლემ მიაღწიოს ისტორიული მასალის კონკრეტიზაციას, შექმნას ნათელი სურათი  და გააცოცხლოს წარსული.

 

 

 

საინტერესო გაკვეთილი – ეს შესაძლებელია

0

(გაგრძელება)

ძვირფასო მასწავლებლებო! ახლა თქვენ გაეცნობით დაპირებულ სტატიას ამერიკელი მასწავლებლის, დეივ ბერჯესის (Dave Burgess) წიგნიდან: „სწავლება, როგორც თავგადასავალი. როგორ გავხადოთ გაკვეთილები საინტერესო და მომხიბვლელი“. საინტერესო გაკვეთილების ჩატარების შესახებ ამ ავტორის მოსაზრებას, რომელიც ზოგ შემთხვევაში უცნაური,  ექსტრავაგანტური და სასაცილოც კია, ვიმედოვნებ, ბევრი თქვენგანი უკვე გაეცნო. დეივ ბერჯესი ცნობილია იმით, რომ ის პრაქტიკულად მთელ ამერიკაში მეკობრის თეატრალური კოსტიუმით მოგზაურობს და პედაგოგებს საკუთარ თეორიას აცნობს, რომელსაც სახელიც ასეთივე შეურჩია: „ასწავლე, როგორც მეკობრემ“. მისი მეთოდიკა ორიენტირებულია ისეთ მოსწავლეებზე, რომლებსაც სწავლაში შეფერხება გამოუვლინდათ და ისეთებზეც, რომელთაც დაბალი სასწავლო მოტივაცია აქვთ. მეთოდიკა შეიცავს სასცენო ხელოვნების ელემენტებს და მხატვრულ მიდგომებს. დეივ ბერჯესი მასწავლებლების პროფესიული განვითარების სფეროშიც მოღვაწეობს, მისი შემოქმედებითი, სახალისო და ენერგიული მიდგომა საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ამერიკელი პედაგოგი ემხრობა ძველი ჩინელი სამხედრო სტრატეგოსისა და მოაზროვნის, სინ ზის მოსაზრებას, რომელიც ასე ჟღერს: „არ გამოიყენოთ ისეთი ტაქტიკა, რომელმაც ერთხელ უკვე მოგიტანათ გამარჯვება. გამოიყენეთ უამრავი სხვა შესაძლებლობა“. ამჯერად, მასწავლებლებს მინდა, გავაცნო ავტორის მოსაზრება ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილების საინტერესოდ ჩასატარებლად.

„მუსიკა და ხელოვნება – იწყებს საკუთარი მოსაზრების განმარტებას დეივ ბერჯესი – კარგი საშუალებაა მოსწავლეების დასაინტერესებლად და გაკვეთილების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ წინაშე საკლასო ოთახებში წარმოუდგენლად ნიჭიერი ბავშვები სხედან. ზოგიერთი მათგანი მოუთმენლად ელოდება, როდის მოახერხებს საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამომჟღავნებას. ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოსწავლეებს შანსი მივცეთ, განივითარონ მხატვრული უნარები და ისწავლონ მხატვრული ნაწარმოებების შექმნა. ალბერტ აინშტაინი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1879 – 1955წ.) ამბობდა: „მასწავლებლის უმაღლესი ხელოვნებაა – გააღვიძოს შემეცნების სიხარული და მხატვრული თვითგამოხატვის უნარი“.

სწორედ, შემოქმედების შესახებ საუბრობს ამერიკელი პედაგოგი და ამჯერად ცდილობს ისეთ სასწავლო „კაუჭებზე“ მოგვითხროს, რომლებიც ხელოვნების გამოყენებას ეხება. როგორც პიკასო (პაბლო პიკასო ესპანელი მხატვარი 1881-1973წწ.) ამბობდა: „ნებისმიერი ბავშვი მხატვარია. პრობლემა ის არის, რომ ზრდასრულობაშიც მხატვრებად დავრჩეთ“.

„დავიწყოთ თხრობა ერთ-ერთ საგაკვეთილო „კაუჭზე“, რომელსაც „პიკასო“ დავარქვი – გვთავაზობს დ. ბერჯესი და სვამს შემდეგ შეკითხვებს:

როგორ მოვახერხო გაკვეთილზე ხელოვნების გამოყენება?

რისი დახატვა ან გაკეთება შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს, რომ ეს დაეხმაროს მათ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შემეცნებასა და დახსომებაში?

შეძლებენ თუ ვერა მოსწავლეები სასწავლო მასალა არავერბალური ხერხებით წარმოადგინონ?

შეძლებენ თუ ვერა, შექმნან ვიზუალური სახე-ხატები, საკვანძო ინფორმაციის წარმოსადგენად, რათა მომავალი ტესტირებისთვის მოემზადონ?

შეძლებენ თუ ვერა ჩემი მოსწავლეები, შექმნან გამოსახულება სიტყვებისგან, ისე, რომ მისმა ფორმამ შინაარსიც განმარტოს?

არის თუ არა შესაძლებელი მხატვრული დავალებების მომზადება, იმგვარად, რომ მოსწავლეებმა ის აირჩიონ, როგორც სხვა დავალებების ალტერნატივა?

ახალი თემის შესწავლის შემდეგ, მე ხშირად ვუძღვნი ერთ დღეს იმას, რომ ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა წარმოადგინონ მასალა არავერბალური საშუალებების დახმარებით. მაგალითისთვის, მე შემიძლია ვთხოვო მოსწავლეებს, შექმნან მოვლენის ან რამე ცნების ვიზუალური ხატი. ეს შესაძლებელია, იყოს დეტალური გამოსახულება ან სიმბოლო. იმისათვის, რომ ბავშვებმა გამოამჟღავნონ რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითობა, მე ყველანაირად ვაქეზებ მათ ამისკენ. „კაუჭი“ „პიკასო“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მეხსიერებაში აღიდგინონ და გადააფასონ ყველა ფაქტი. ამ ყველაფერს კი პრაქტიკული დანიშნულება აქვს: მასალის ერთობლივი ვიზუალურ-მხატვრული გადამუშავება ხელს უწყობს მის დამახსოვრებას. ბავშვები მონაწილეობენ, იმის გადაწყვეტაში, რა გამოსახონ, რასაც, სავარაუდოდ, უკეთ დაიხსომებენ, ვიდრე თავად გაკვეთილის რიტორიკულ მხარეს. ბოლოს და ბოლოს, მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ სარგებელს, რომელსაც მოსწავლეებს აძლევს ეს აქტივობა შემოქმედებითი უნარების განვითარების კუთხით.

ძვირფასო მკითხველო, გეტყვით, რომ მე ძალიან მომწონს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტალანტი და უნარები განივითარონ. მაგალითად, ერთხელ მოსწავლეებს დავავალე, საკლასო ოთახის მოსართავად გაეკეთებინათ დაფები, მეოცე საუკუნის სამოციანი წლების სულისკვეთებით. ერთხელ კი, დავავალე  სიტყვა „ნახევარ-კუნძული“ იმგვარად დაეწერათ, რომ ვიზუალურად გამოეხატათ ნახევარ-კუნძული. ჩემი აზრით, მოსწავლეებს მასწავლებლებმა შესაძლებლობა უნდა მისცენ, ჩვეულებრივი პროგრამული დავალება შეცვალონ იმგვარად, რომ მათ საკუთარი კრეატიულობისა და შემოქმედებითობის გამომჟღავნება შეძლონ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეები, ისინიც კი, რომელთაც სწავლა აქამდე საერთოდ არ აინტერესებდათ, სრულიად შეიცვლებიან, გამოფხიზლდებიან, გაიფურჩქნებიან, როგორც კი შემოქმედებითი თავისუფლების თვითგამოხატვის შესაძლებლობას იგრძნობენ.

მომდევნო „კაუჭს“ „მოცარტი“ დავარქვი და შემდეგი კითხვები დავსვი:

როგორ შევძლო მუსიკის გამოყენება მასალის შესასწავლად?

როგორი სიმღერა ან მუსიკალური მიმდინარეობა გამოდგება ყველაზე მეტად, რათა შესაბამისი სასწავლო ატმოსფერო და გარემო შეიქმნას?

რომელი სიმღერის ტექსტის მიბმა შემეძლება კონკრეტული გაკვეთილისთვის?

თავად თუ ვერ შევძლებ, იქნებ მოსწავლეებს ვთხოვო, შეარჩიონ გაკვეთილის თემატიკის შესაბამისი მუსიკა?

გაკვეთილის დასაწყისისთვის როგორ შევძლებ მუსიკის ეფექტურ გამოყენებას?

შესაძლებელია თუ არა მუსიკის გამოყენება მაშინ, როდესაც გაკვეთილზე აქტივობის შეცვლაა საჭირო?

როგორ გამოვიყენო მუსიკა, რომ გაკვეთილი პოზიტიურად წარიმართოს და მოსწავლეებიც კარგ ხასიათზე დადგნენ?

შევძლებ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის ისეთი პროექტის შეთავაზებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განივითარონ შემოქმედებითი უნარები?

შევძლებ თუ ვერა, რომ მოსწავლეებს უფლება მივცე, ტრადიციული რეფერატების დაწერის ნაცვლად, შექმნან კომპოზიცია რეპის სტილში, რითაც ისინი სასწავლო მასალის გაგების დემონსტრირებას შეძლებენ?

მოახერხებენ თუ არა ჩემი მოსწავლეები, ისე შეცვალონ პოპულარული სიმღერების ტექსტები, რომ ის საგაკვეთილო მასალას შეუსაბამონ?

მუსიკას შეუძლია წარმოუდგენლად შეცვალოს ადამიანების ხასიათი, სულიერი მდგომარეობა. მუსიკალური ნაწარმოების სწორად შერჩევით შესაძლებელია, შეიქმნას ზოგჯერ სერიოზული და მედიტაციური ტონი, ზოგჯერ კი – ხმაურიანი და თავისუფალი. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რისთვის გამოიყენებთ ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს – ის ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ, გავლენა მოახდინოთ გაკვეთილის მსვლელობაზე. სწორედ ამიტომ ვიყენებ მუსიკის ძალას მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ინტერესის გასაღვივებლად. მოსწავლეებს ძალიან ახარებთ და სასწავლო მოტივაციას უძლიერებთ ჩემი მხრიდან მათი უნიკალური ტალანტის ხაზგასმა.

კიდევ ერთი „კაუჭი“ – „ცეკვები და დრამა“. ტრადიციულად შეკითხვები:

შევძლებ, შესაძლებლობა მივცე მოსწავლეებს, შეასრულონ მცირე როლები, გადაიღონ ვიდეო, იმ თემაზე, რომელიც უნდა შეისწავლონ?

შეძლებენ თუ არა ბავშვები ისწავლონ და შემდეგ შეასრულონ რაიმე ცეკვა?

რომელიმე მოსწავლეს ხომ არ შეუძლია დანარჩენ თანაკლასელებს ცეკვა ასწავლოს?

შეძლებენ მოსწავლეები, შეასრულონ ისტორიული პერსონაჟების როლები ღია დისკუსიებისას ან უბრალო საუბრების დროს?

შეძლებენ თუ არა ჩემი მოსწავლეები რომელიმე ისტორიული მოვლენის ინსცენირებას?

ბოლოს: მოახერხებენ თუ არა სცენარის დაწერასა და მის ვიდეოზე გადაღებას, რათა შემდეგ კლასში ჩვენება მოვაწყოთ?

ეს კაუჭი, საშუალებას მაძლევს გაკვეთილის მსვლელობაში მოძრაობის ელემენტები ჩავრთო და ბავშვების შემოქმედებითი ენერგია გარეთ გამოვიტანო. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მსგავს აქტივობებში სწორედ ის ბავშვები ერთვებიან წარმატებულად, რომლებსაც სწავლაში სირთულეები აქვთ. მასწავლებლის მიერ მრავალფეროვანი, განსხვავებული აქტივობების გამოყენება ნებისმიერ მოსწავლეს საკუთარი ცოდნის დემონსტრირების სურვილს უღვიძებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც ჩემი კლასის მოსწავლეები 1920-იან წლებს გავდიოდით, ბავშვებს დავავალე, ესწავლათ ჩარლსტონი. შემდეგ 1950 წლებს რომ მივადექით, იმ პერიოდის მოდური ცეკვის შესრულების ვიდეო გადავიღეთ.

დასასრულ, ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო „კაუჭი“ უნდა გაგაცნოთ – განაგრძობს თხრობას დეივ ბერჯესი. „მარჯვე ხელები“ ასე ჰქვია ამ „კაუჭს“. კითხვები ამ აქტივობის გარშემო ასე გამოიყურება:

როგორ გამოვიყენოთ ხელით შრომა გაკვეთილის მსვლელობისას?

რის გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომ მათი ნაკეთობა სასწავლო მასალას დაუკავშირდეს?

შესაძლებელია თუ არა მოსწავლეებს ვასწავლოთ, მაგალითად, გაკვეთილის თემის შესაბამისი ორიგამის გაკეთება?

შევძლებ, მოსწავლეები შესაბამისი მასალით მოვამარაგო და ხელმარჯვეებისთვის ადეკვატური სივრცე გამოვყო?

იქნებ მოსწავლეებმა თავად მოახერხონ და რაიმე საგანი გააკეთონ, რომელიც თან თემატური იქნება, თანაც ბავშვს საკუთარი უნარის გამოვლენის საშუალებას მისცემს?

მოგიყვებით მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან: იაპონიის ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შესახებ ისტორიის სწავლისას, ბავშვებს ვაჩვენებდი, როგორ აეწყოთ ქაღალდის წეროები, რომლებიც ამ ქალაქების ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული.

საგნებისა და მოვლენების არაორდინალური ხედვის უნარის განვითარება, ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საშური საქმეა. დაბალი სასწავლო მოტივაციის მოსწავლეები ამ სიკეთეს განსაკუთრებულად აფასებენ.

 

სტატია თარგმნა:

ქეთევან კობალაძემ

 

კომპლექსური დავალება- „დახატე ეპიზოდი და დაასათაურე“

0

არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ იმ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სათაურიდანვე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მკითხველს. შესაბამისად, დიდია მოსწავლეთა ინტერესი მისი შესწავლის პროცესში.

სასწავლო წლის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩემს ახალგაცნობილ მეოთხეკლასელებს ძალიან უყვართ ხატვა და გადავწყვიტე, ეს კომპლექსურ დავალებაში გამომეყენებინა.

ნაწარმოების შესწავლამდე ზარზეიმით შევაბრძანე ონლაინკლასში მისი უდიდებულესობა კომპლექსური დავალების ბარათი და გავაცანი მოსწავლეებს.

კომპლექსური დავალება

დახატე  არჩილ სულაკაურის  „სალამურას თავგადასავლის“ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და შეურჩიე ნახატს სათაური.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რით უკავშირდება შენი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე ნახატის შესაქმნელად.
  • რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი.
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ.
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის შინაარსს ან მწერლის მთავარ სათქმელს.

 

შემდეგ ვუთხარი:

– იმისთვის, რომ ორიგინალური ნამუშევრები შექმნათ, კარგად უნდა შეისწავლოთ ტექსტი. გვექნება ბევრი სახალისო აქტივობა, დასასრულ, ნამუშევრებს წარადგენს ყველა თქვენგანი და საკლასო ოთახში გამოფენას მოვაწყობთ.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ კომპლექსური დავალება და შევუდექით საქმეს.

სამიზნე ცნება – ტექსტი/ზღაპარი

ქვეცნებები: კითხვისა და  წერის სტრატეგიები, პერსონაჟი, ეპიზოდი.

 

საკითხი: ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“  ეპიზოდსა და მთლიან ტექსტს შორის არსებული შინაარსობრივი მიმართებების წარმოჩენა ხელნაკეთ ნახატზე დაყრდნობით.

საკვანძო კითხვები: როგორ, რა ხერხების გამოყენებით წარმოვაჩინო დახატული ეპიზოდით „სალამურას“ გაგება  და ჩემეული შეფასება?  რატომ ავირჩიე ეს ეპიზოდი? რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენე ეპიზოდისთვის სათაურის შესარჩევად?

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები, აქტივობები, რესურსები.

 

1-ელი ეტაპი – მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება:

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

მე-2 ეტაპი – დავალების  განხორციელება

 

პრაქტიკული რჩევა: ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი ნაბიჯის განხორციელების დროს მასწავლებელმა კითხვები დასვას არა მხოლოდ დეკლარაციული ცოდნის შესამოწმებლად, არამედ იმგვარად, რომ ის ორიენტირებული იყოს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე, გულისხმობდეს პრაქტიკულ ქმედებას, პროცედურას და თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გადატანას.

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის გასაგებად (ტ. 3);

ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოიყენე კითხვაში გასაწაფავად?

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული და პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები.

  • რას გეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
  • რა იცი ზღაპრის შესახებ?
  • რა მახასიათებელი აქვს ზღაპრებს?
  • კიდევ რომელი ზღაპრები გახსენდება?
  • რას გაგონებს ზღაპრის სათაური „სალამურას თავგადასავალი“?
  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
  • რატომ ფიქრობ ასე?
  • რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • გამართლდა თუ არა შენი მოლოდინი? რამდენად გაითვალისწინე ყველა მინიშნება?
  • რას ნიშნავს სიტყვები:  „მწუხრი“, „ქულაჯა“, „ნაბდის ქუდი“,  „გრიგალი“, „ჰანგი“, „კაბადონი“? სხვანაირად როგორ იტყვი?
  • როგორ გესმის სიტყვები: „გაწბილებული“, „სასოწარკვეთილი“, ,,მოკიაფე’’, შუქმფინარი’’? სად გინახავს მსგავსი სიტყვები?
  • რას ნიშნავს გამოთქმები: „გაყუჩდა“, „ირიჟრაჟებდა“, „სალამურის კვნესა“, „მოშუადღევდა“, „მზე მთებში ჩაესვენა“?
  • როგორ შეადგენ ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებებს?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვის დროს სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?
  • როგორ დავიცვა პაუზები, როგორ ვმართო ინტონაცია?
  • როგორ გამოვხატო მთხრობელის, პერსონაჟის გრძნობები, ემოციები?
  • როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?
  • რამდენად და როგორ მეხმარება სასვენი ნიშნები პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში?

 

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით.

რესურსი: ტიპობრივი. აქტ.- სამიზნე ცნება -ტექსტი-.docx – Google Drive

აქტივობა 3. სიტყვებით თამაში.

რესურსი: სიტყვის სკივრი, რომელშიც მოთავსებულია ფერად ბარათებზე დაწერილი ახალი სიტყვები. ერთ მხარეს სიტყვის დასახელება წერია, მეორე მხარეს – ახსნა.

თამაშის ელექტრონული ვერსია: https://www.cram.com/flashcards/games/jewel/–12519386

 

აქტივობა 4. ახალნასწავლი სიტყვების გამოყენებით გავრცობილი წინადადებების შედგენა.

აქტივობა 5. ხმამაღლა გაგრძელებით კითხვა.

 

ნაბიჯი 2. რით უკავშირდება შენი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები  გამოიყენე ნახატის შესაქმნელად (ზღ. 1, ტ. 2);

                                                                                                      

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები, პერსონაჟები, ეპიზოდები.

 

  • რატომ ერქვა სალამურას ეს სახელი?
  • რას საქმიანობდა? როგორ ეცვა?
  • სად მწყემსავდა სალამურა თავის ჭიამაიებს?
  • რა სარგებლობა მოჰქონდათ გაწვრთნილ ჭიამაიებს ხალხისთვის?
  • მწერლის აზრით, რატომ იყო ამინდის შესახებ ჭიამაიების მოტანილი ამბავი ძველად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლაა?
  • რა ძალა ჰქონდა სალამურას სალამურს?
  • რომელი ჰანგი გაისმებოდა ხოლმე ცისკრის სადიდებლის შემდეგ?
  • რა იყო სალამურას მღელვარებისა და ხალხის გაწბილების მიზეზი?
  • სად იპოვა სალამურამ ზარმაცი ჭიამაიები?
  • რატომ ვერ გამოისყიდეს დანაშაული შერცხვენილმა ჭიამაიებმა?
  • რა მოჰყვა ჭიამაიების სიზარმაცეს?
  • რატომ იყო სალამურა დაფიქრებული და სასოწარკვეთილი?
  • როგორ სცადა სალამურამ დარდის გაქარვება?
  • რა მოხდა ტყის პირას მოულოდნელად?
  • ვინ არის ბაია? როგორ გამოიყურება?
  • დაასახელე ბაიას სამი თვისება და დაასაბუთე ტექსტიდან.
  • როგორ აპირებდა ბაია სალამურას დახმარებას?

 

აქტივობა 1. ტექსტის შინაარსთან დაკავშირებული შეკითხვები

აქტივობა 2. თხრობის რუკის შევსება – მოსწავლეები ავსებენ თხრობის რუკას და მასზე დაყრდნობით ზეპირად გადმოსცემენ ტექსტში მოთხრობილ ამბავს.

რესურსი: თხრობის რუკა

მთავარი პერსონაჟები:

სხვა პერსონაჟები:

მოქმედების დრო და ადგილი:
რა მოხდა დასაწყისში შემდეგ რა მოხდა? რით დასრულდა ამბავი?
„ერთხელ…

 

 

„ამის შემდეგ…

 

„ბოლოს…

 

 

აქტივობა 3. პერსონაჟის რუკის შევსება

რესურსი: პერსონაჟის რუკა

 

 

შენიშვნა: ასეთივე რუკას ავსებენ ბაიას პერსონაჟისთვის.

აქტივობა 4.  მოვლენის დაკავშირება მიზეზსა და შედეგთან.

რესურსი: მოვლენა, მიზეზი, შედეგ და ასე შემდეგ. რამდენი მოვლენაც იქნება, იმდენივე მიზეზი და შედეგი უნდა ასახონ მოსწავლეებმა.

აქტივობა 5. გეგმის მიხედვით მოკლე ამბის გადმოცემა.

  • სად იმყოფებიან სალამურა და ბაია და რაზე საუბრობენ?
  • რა არ უნახავს სალამურას? ბაიას?
  • რატომ არ შეეძლო სალამურას ღამის ჰანგის დაკვრა? ვინ დაეხმარა მას?
  • რა ამბავი მოიტანეს ამ დროს ციცინათელებმა?
  • როგორ დაემშვიდობნენ სალამურა და ბაია ერთმანეთს?

ნაბიჯი 3. რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი (ტ. 1); რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (ზღ. 3);  რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის  შინაარსს ან მწერლის მთავარ სათქმელს (ზღ. 2. ტ.  1);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები, ეპიზოდი.

 

  • სად და როდის ხდება მოქმედება?
  • რა მოხდა დასაწყისში, შუაში, ბოლოს?
  • რამდენი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჩანს?
  • რა ხდება პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ეპიზოდებში?
  • რა არის ზღაპრის მთავარი სათქმელი?
  • რა გასწავლა სალამურას ამბავმა? რა გაგახსენა პირადი გამოცდილებიდან?
  • რა აქვთ საერთო სალამურას და მეჩონგურეს?
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა შენ მიერ შერჩეულ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ?
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის შინაარსს, მწერლის მთავარ სათქმელს?

 

აქტივობა  1. ეპიზოდებზე მუშაობა: ანიმაციური ფილმის მოსმენა შეჩერებებით და ეპიზოდების გამოკვეთა.

რესურსი:    ანიმაციური ფილმი:  „სალამურას თავგადასავალი“ (4:00-დან 8:00-მდე)

 

აქტივობა 2. ილუსტრაციების დასათაურება და ეპიზოდების მოკლე აღწერა წერილობით.

რესურსი: ინტერნეტსივრცეში მოძიებული  ილუსტრაციები.

 

აქტივობა 3. მოსწავლეთა მიერ შერჩეული ეპიზოდების დახატვა და დასათაურება.

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტიური ხასიათის კითხვები:

  • რატომ გგონია, რომ შენ მიერ წარმოჩენილი ეპიზოდის ილუსტრაციას შესაბამისი სათაური აქვს?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანმიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • მსგავსი  ხერხები/სტრატეგიები გამოგიყენებია?

 

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ცხრა  დღე გრძელდებოდა. შედეგმა  მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ნამუშევარი იყო სრულიად განსხვავებული და ორიგინალური.

 

წარდგენის პროცესში მეტაკოგნიტიური ხასიათის კითხვებმა საშუალება მოგვცა, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გაეაზრებინათ დავალებაზე მუშაობის მთლიანი პროცესი.

მათ ბევრი რამ აღმოაჩინეს თანაკლასელების ნამუშევრების გაცნობის შემდეგ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავალების დასრულებისთანავე დასვეს კითხვა:

– ლელა მასწავლებელო, როდის გვექნება შემდეგი კომპლექსური დავალება?

 

დასკვნის მაგიერ: ცხადია, მასწავლებელს შეუძლია, სურვილისამებრ შეცვალოს აქტივობები. თუ კომპლექსური დავალების მოცემული გეგმით განხორციელებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რესურსების საბეჭდი ვერსიების ბმული, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

 

სალამურას თავგადასავალი – რესურსები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების, თამარ ჯაყელისა და  თინათინ ცერაძის მიერ)

. მე-4 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...