“მეგობრობის სახელმძღვანელო” ანუ როგორ მივიმხროთ ადამიანები
უგანცხადებო
ფშავს, დანარჩენი საქართველოს დიდი ნაწილი, ძირითადად ვაჟა-ფშაველათი და ჩარგალით იცნობს. ეს არის კუთხე, რომელიც თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობს, თუმცა არაგვის ხეობის ბუმბერაზი მთების კალთებსა და ხევებში შემალულა სხვათა თვალთა მოსარიდებლად და დღესაც, ძირითადად, ძველი ადათ-წესებით აგრძელებს ყოფას. ფშავში სტუმრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ბუნებით, მოიხიბლოთ ფლორის მრავალფეროვნებით, გული გაიგრილოთ მთის ანკარა და ცივი მდინარეებითა და კდლიდან ნაჟური წყარობით, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა სხვა მაღალმთიან კუთხეებშიც შეიძლება.
თუმცა ფშავს აქვს თავისი განსაკუთრებულობა_ დიალექტი, რომელიც ყველაზე ახლო დგას ძველ ქართულ ენასთან და კაფია. ამ კუთხის მოსახლეთა ერთ-ერთი ძირითადი კრედო “სიფრთხილით ცხოვრებაა”, რომ არაფერი შეეშალოს და ვინმეს საკბილო არ გახდეს კაფიისთვის. ამიტომაც, დინჯად, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვით ფიხვნობენ… რიყეზეც ნაბიჯს ფრთხილად ადგამენ, რადგან ქვაზე ფეხის დაცდენით შეიძლება კაფიაში ამოჰყონ თავი… კიდევ რა არის თვალში საცემი? თვითკრიტიკულობის უნარი. ფოლკლორი საკუთარი თავის გალექსების არაერთ შესანიშნავ ნიმუშს ინახავს…
ეს ამბავიც დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ქვეყანას პარტიის გენერალური მდივანი მართავდა და პრეზიდენტი კაპიტალიზმის გადმონაშთად მიგვაჩნდა, როდესაც ქვეყანაში ერთი პარტია იყო და სიტყვა “მრავალპარტიულობა” მხოლოდ მოამბის პოლიტიკური მიმომხილველებიდან გვესმოდა, თუმცა ბოლომდე მთლად ნათლად ვერ ვაცნობიერებდით, რა საჭირო იყო ერთი პარტიაზე მეტი… მაშინ, როდესაც არა თუ ფიქრი სხვა პარტიის არსებობაზე, არამედ არსებული პარტიის მანდატის შემთხვევით დაკარგვაც კი მკაცრად ისჯებოდა, ფშავში შეიქმნა ახალი პარტია – “უგონთ პარტია”… იმ დროისათვის, როდესაც დასაქმება ცენტრალიზებული იყო, დიდი საბჭოეთის მოსახლეობა “ლაღად” ცხოვრობდა და თავჩაქინდრული შრომობდა დიადი კომუნიზმის ასაშენებლად, ფშავში ზაფხულობით, თიბვა-ხვეტის პერიოდში ჩნდებოდნენ (ბარიდან ამოდიოდნენ) ხელის მუშები. მათ დიდ უმეტესობას ჟამ-კარი ჰქონდა არეული (აბა, ისე დასაქმების ძიებას მთიბავად ვინ დაიწყებდა) და საზოგადოების იმ შტოს წარმოადგენდა, შერეკილების იარლიყს რომ ვაკერებთ ხოლმე არაშერეკილები, ანუ ფშაურად რომ ვთქვათ, უგონთ იყვნენ. ერთ დღესაც რამდენიმე ასეთმა მუშამ ერთ-ერთი ფშაველის სათიბში მოიყარა თავი. სათიბი დიდი იყო, დრო არ ითმენდა და მეპატრონემ სხვა მუშებსაც დაუწყო ძებნა კარი-კარ სოფელში. ეს ფაქტი სიტყვის სათქმელად სასხლეტივით მომართული ფშავლებისათვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ შალვასთვის შეეთხზათ ისტორია, ვითომ ”დაცენტრილების” პარტია შექმნა, კარი-კარ დადის, დაეძებს წევრებს, რომელთაც განცხადებას ავსებინებს და პარტიაში იღებს. ასე გაჩნდნენ პარტიის პირველი განცხადებიანი წევრები. შემდგომში პარტიაში მიღების წესები კიდევ უფრო დაიხვეწა. თუ ვინმეს “ჭკუა-სუსტობა” ეჭვს არ იწვევდა, მაშინ მას პირდაპირ უგანცხადებოდ იღებდნენ. იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ თვით ადრესატმაც კი არ დაინდო საკუთარი თავი და გაალექსა (სამწუხაროდ, სრულად ვერ აღვიდგინე კაფია, და ვერც ვერავის მივაკვლიე, ვისაც მთლიანად ემახსოვრებოდა):
შალვა მადურაშვილია”.
დღეს აღარც შალვა მადურაშვილია ცოცხალი და არც ალბათ პარტიის პირველი წევრები, მაგრამ პარტია ისევაც აგრძელებს არსებობას. დღეს ისევ გამოიყენება ტერმინები პარტიის წესდებიდან “წევრი” და “უგანცხადებო”. ჰოდა, ფშავში სტუმრობისას, თუ მოისმენთ, რომ ვინმეზე ამბობებ “წევრიაო” ან “უგანცხადებოაო”, უკვე მიხვდებით საზოგადოების რომელი შტოს წარმომადგენლებზე საუბრობენ…
ქიმიაშიც გვყავს ასეთი “უგანცხადებო” ნაერთები… ქიმიურ ლაბორატორიებში ქიმიკოსთა დიდი ამქარია დასაქმებული, რომელნიც უამრავ უკვე არსებულ ნაერთს იყენებენ ან თავად იგონებენ ახალს. ქიმიკოს-სინთეტიკოსთა ამ კატეგორიას, ერთ ხელში კოლბა უჭირავს სინთეზის ჩასატარებლად, მეორეში კი ფარი, ეკოლოგთა შემოტევის მოსაგერიებლად. გასული საუკუნის შუა წლებში აზო საღებრების ბუმი იყო. ეს მეტად იაფი, თვისებების ფართო სპექტრის ნაერთები, რომელთაც ბუნებრივი ანალოგები არ გააჩნიათ, ეკოლოგებმა ლამის ანათემას გადასცეს. მათ აღმოაჩინეს, რომ აზოსაღებრები კანცეროგენულ ნაერთებს წარმოადგენენდენ. სინამდვილეში კი მათი ტოქსიკურობა გამოწვეული იყო საღებართა მეტაბოლიზმით მიღებული წყალში უხსნადი პირველადი არომატული ამინებით. ამ პრობლემის მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებმა ეკოლოგთა ყიჟინით მათ ზურგი აქცია. საზოგადოებას ვინ დაეძებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგაც კი მათ ამრეზით უყურებს, როდესაც სამეცნიერო კონფერენციაზე აზოსაღებრებზე მოხსენება გამომაქვს. არადა ერთი ხელის მოსმით მოლეკულას დააბრალო მკვლელობა ან მისი მცდელობა (სიმსივნის გაჩენა), მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა კორექტული. ბენზიდინი რომ კანცეროგენული ნაერთია, უკვე ბევრი აღარ დავობს. მისი მსგავსი ნაერთი ამინობიფენილი, რომ მისი კომპანიონია ავ საქმეში, ესეც დადასტურებულია, მაგრამ თითქმის იმავე აღნაგობის ნაერთი 4,4′-დიამონო-2,2′-დიმეთილბიფენილი “უწყინარი არსებაა”…
ყვითელი სახლების ქვეყანა
მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა, მეექვსე ნაწილი
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური კომპეტენტურობის ამაღლებაში
1. ღირებულებათა სისტემისგან, ანუ იმისგან, რასაც მნიშვნელობა ენიჭება. მაგ. დაწყებითი კლასელისთვის ეს არის მასწავლებლის აზრი, მოზარდისთვის კი თანატოლთა შეხედულებები,
2. გონებრივი წარმოდგენებისაგან, მაგ მაწავლებელს საკუთარი წარმოდგენები აქვს თუ რა და როგორ ასწავლოს,
3. ჩვენი აღქმებისგან- ზოგი რეალური. ზოგიც ილუზორული. იმისათვის რომ კომუნიკაცია ეფექტიანი აღმოჩნდეს, აუცილებელია მოსწავლის სუბიექტური რეალობის გათვალისწინება,რაც არც ისე მარტივია- მასწავლებელმა უნდა მოახერხოს „შეერწყას” მოსწავლის აღქმებს, წარმოდგენებს, ღირებულებებს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი კომუნიკაციამ მიზანს მიაღწიოს.
1. მოსმენის განწყობა და „სხეულის ენა”. მოსმენისას მნიშვნელოვანია ისე განვეწყოთ, რომ მოვახერხოთ თანამოსაუბრის სამყაროს წვდომა და არა საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ამასვე უნდა მიუთითებდეს თქვენი გამომეტყველება, ჟესტი, მიმიკა…,
2.არარეფლექსიური მოსმენა-მოსმენა შეფასების გარეშე , ეს არის ყუადღებიანი დუმილის პროცესი, მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება მოკლე სიტყვები: „გავიგე”, „აჰა” და სხვა,
3. გარკვევა და დაზუსტება: ხდება ღია კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. კითხვის დასმის სტილიც უნდა იყოს არადირექტიული, მაგ ასე: „ხომ არ მოჰყვებოდით.. „ და არა ასეთი: :აბა, მოყევით..”4. რეფრაზირება-თანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და თანამოსაუბრესაც, რათა უკეთ გავიგოთ, მან კი უკეთ გამოხატოს თავისი აზრი,
5. შეჯამება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა თანამოსაუბრე დიდხანს „ტკეპნის” ერთსა და იგივე ადგილს დისკუსიის დროს, 6. „გრძნობების არეკვლა”. ამ ხერხით თამნამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია. ეს არის ემოციური მხარდაჭერა.
1. მოსწავლის ქცევა და მისი შედეგი,
2. რას ფიქრობთ მასზე,
3. მისი პოზიტიური ეფექტი. მაგ.”ქეთი, გაკვეთილი რომ ისწავლე ძალიან კმაყოფილი ვარ, ახლა შენ უკვე იცი უნაშთოდ როგორი რიცხვები იყოფა”
1. როცა ცუდად იქცევა და არ ვახდენთ სათანადოდ რეაგირებას,
2. როცა ჩვენ ზომაზე მეტად ვუკეთებთ იმას, რაც თვითონ მისი გასაკეთებელია,
3. როცა “გამოგვყავს” იმ უსიამოვნო სიტუაციიდან, რომელშიც თავისი ნებით აღმოჩნდა. ხელშეწყობის ყველა სტრატეგია სასარგებლოა თუ სწორად იქნა გამოყენებული. მათი გაორმაგება, გასამმაგება უარყოფითი ზეგავლენის რისკს არ ზრდის. თუ მოსწავლე სულ “სისხლს მიშრობს” მე როგორღა გამოვხატო მისადმი მხარდაჭერა? იკითხავს მასწავლებელი. რასაკვირველია ძნელია, მაგრამ თანდათან მხარდაჭერა თავის შედეგებს გამოიღებს.
მთხრობელობა – როგორც სასწავლო აქტივობა
ამბების მოყოლა ან მოსმენა თუ გიყვართ? დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას დადებითი პასუხი გექნებათ. ვისაც ბავშვობაში გაგვიმართლა ბებია ან ბაბუა ზღაპრების და ძველი ამბების კარგი მთხრობელები გვყოლოდა, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მათი ნაამბობი ჩვენს გონებას ანდამატივით იზიდავდა და ბავშვობის ნათელ მოგონებებად შემოგვრჩა.
სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე – აზროვნება და დამახსოვრება
უილიამ გლასერი. იმას, რასაც დღეს განათლებას ეძახიან – არის ინფორმაციის დაგროვება და მეხსიერების ვარჯიში. ჩვენს განათლების სისტემაში აზროვნების განვითარებას , არსობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.
ისევ კითხვის ხელ შემწყობი საქმიანობების შესახებ
კითხვა
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.კლასში კითხვისას შემოქმედი და გამოცდილი მასწავლებელი მეტნაკლებად ახერხებს ისეთი საქმიანობების შერჩევას, რომლებიც ტექსტის აღქმასა და გაგებას გაუადვილებს მოსწავლეებს, მაგრამ კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია მოსწავლეები შევაჩვიოთ დამოუკიდებელ კითხვას. კარგ მკითხველად და
არა „გადამკითხველად” ჩამოყალიბებისათვის მოსწავლემ უნდა შეძლოს კლასში
ხელმძღვანელობითი კითხვის დროს გამოყენებული სტრატეგიების გამოყენება დამოუკიდებელი
კითხვისათვის; მაგრამ ვერც მხოლოდ კარგად შერჩეული სტრატეგიებია საკმარისი კითხვის
მიმართ ინტერესის გაზრდისათვის. ნაკლებ სავარაუდოა, ყველამ ხალისითა და ინტერესით წაიკითხოს დამოუკიდებლად ტექსტი, რომლის გაგებაც უჭირს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მოტივაციის დაცემა, კითხვის სურვილის გაქრობა. ტექსტის აღქმისა და გაგების ხარისხი დამოკიდებელია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, როგორია მოსწავლის კითხვის ტემპი, აქვს თუ არა ტექსტის გაგებისათვის საკმარისი ლექსიკური მარაგი, ლინგვისტური ცოდნა და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია თვით ტექსტის თავისებურებებიც. ამიტომ, სანამ მოსწავლეები კარგ და ინტერესიან მკითხველებად
ჩამოყალიბდებიან, სასურველია, მოსწავლეებს თავად პედაგოგმა მისცემს რჩევები, რა
წაიკითხონ.
დამოუკიდებელი კითხვისათვის
სარეკომენდაციო ტექსტების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი:
უპირველეს ყოვლისა, რა შინაარსის ტექსტები შევარჩიოთ?
ამ თვალსაზრისით ანგარიში უნდა გაეწიოს შემდეგ საკითხებს:
·
რით შეიძლება მოეწონოთ ტექსტი მოსწავლეებს.
·
იძლევა თუ არა ტექსტის შინაარსი მოსწავლეთა პირად გამოცდილებასთან დაკავშირების საშუალებას.
·
არის თუ არა ტექსტში ისეთი ელემენტები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას.
·
რამდენად ასახავს ტექსტი იმ ერის კულტურის თავისებურებებს, რომლის
წარმომადგენელიცაა მწერალი და შეუწყობს თუ არა ხელს ამ კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.
·
არის თუ არა მისაწვდომი და გასაგები მოსწავლისათვის ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ტექსტი.
·
არის თუ არა საკმარისი მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნა ტექსტის გასაგებად. ხომ არ არის
ბევრი უცნობი სიტყვა, რთული სინტაქსური კონსტრუქციები და ა.შ.
·
ხომ არ არის ტექსტი ძალიან მარტივი; იძლევა თუ არა მოსწავლის თუნდაც მცირეოდენი წინსვლის შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინება, როგორი რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს?
კითხვის პროცესში მოსწავლეთა ჩართვასა და წაკითხულის გაგებას დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლეთა რეაქციები ტექსტების მიმართ, კერძოდ:
·
რას მეუბნება ეს ტექსტი ისეთს, რაც აქამდე არ ვიცოდი (ინფორმაციული).
·
რას ვგრძნობ წაკითხულის მიმართ, რა ემოციები აღმეძრა (ემოციური).
·
ვეთანხმები თუ არა აქ გამოთქმულ მოსაზრებას/პოზიციას (აზრის გამომხატველი).
·
ვგავარ თუ არა რომელიმე გმირს? როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? ვიცნობ თუ არა ვინმეს, ვინც ასე მოიქცეოდა? (დამოკიდებულება გმირის მიმართ).
რამდენად რთული შეიძლება იყოს ტექსტები მოსწავლეებისათვის?
ამ თვალსაზრისით ტექსტების შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
·
იცნობს თუ არა მოსწავლე მსგავსი ტიპის ტექსტს.
·
იცნობს თუ არა თემას.
·
არის თუ არა გადატვირთული ინფორმაციული თვალსაზრისით.
·
არის თუ არა რთული ენობრივად (ლექსიკა და სინტაქსური სტრუქტურა).
·
არის თუ არა ტექსტი კარგად ორგანიზებული (მკაფიობა, სიცხადე, ერთიანობა და თანამიმდევრულობა).
·
ხომ არ არის ძალიან დიდი მოცულობით.
·
როგორია სტილი.
·
რამდენად რთულია კონცეპტუალური თვალსაზრისით (იდეების სირთულე შეიძლება შეფასდეს იმის მიხევდით, რამდენად არის გათვალისწინებული გადასვლა ნაცნობიდან უცნობისაკენ, კონკრეტულიდან – აბსტრაქტულისაკენ, პირადულიდან _ საზოგადოსკენ).
მოგვიანებით, როცა მოსწავლეებს
დამოუკიდებელი კითხვის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ, არჩევანი თავად მათ უნდა მივანდოთ,
მაგრამ თუ მაინც გვინდა, რომ დამოუკიდებლად საკითხავი მასალა კონკრეტულ მიზნებს
დავუკავშიროთ, ამისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ლიტერატურული ვიქტორინა.
მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ წაკითხი ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელთა
ფარგლებშიც მომზადდება შეკითხვები და დავალებები. შეკითხვებს ამზადებს როგორც მასწავლებელი, ისე
გუნდები. ამასთან, ვიქტორინის ერთ-ერთი
ეტაპი შეიძლება იყოს ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმების
ნაწყვეტების ამოცნობა, გუნდების მიერ
საშინაო დავალების წარმოდგენა
(ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთის ინსცენირება) და სხვ. სწორედ ლიტერატურული
ვიქტორინების ჩატარების რამდენიმეწლიანი
გამოცდილება გავითვალისწინეთ, როცა მონაწილეობა მივიღეთ საპატრიარქოსა და
მეცნიერებისა და განათლების ერთობლივი პროექტის – „წიგნის მეგობარი” – შექმნაში
(პროექტის პილოტირება 2013-2014 სასწავლო წლის სექტემბერშია დაგეგმილი).
იმის დადგენაში, თუ რას და როგორ კითხულობენ დამოუკიდებლად მოსწავლეები, დაგვეხმარება წაკითხულის განხილვისათვის განკუთვნილი ბარათები.
მოსწავლეთა მიერ შევსებული ბარათები მასწავლებლისათვის მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, რა დროს ანდომებს მოსწავლე დამოუკიდებელ კითხვას, როგორ არჩევანს აკეთებს (რას კითხულობს), რას აქცევს ყურადღებას კითხვის პროცესში, როგორ იგებს წაკითხულს, რა კომენტარებს აკეთებს.
ბარათების ნიმუშები იხ. ქვემოთ.
ბარათები წაკითხულის განხილვისათვის
მოსწავლის სახელი და გვარი ____________________________ |
|||
წიგნის ავტორი და სათაური |
კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო |
ჩემი კომენტარი წაკითხულზე |
|
|
|
|
|
ბარათებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მასწავლებლებს შეუძლიათ მკითხველთა კონფერენციის მოწყობა. ეს არის საუბარი წაკითხული წიგნის შესახებ, წიგნის/ნაწარმოების ან ავტორის კლასის წინაშე წარდგენის საშუალება. მოსწავლე აცნობს წიგნს ან ავტორს თანაკლასელებს და განუმარტავს მათ, რატომ და რით შეიძლება წიგნმა/ნაწარმოებმა დააინტერესოს მკითხველი.
მკითხველთა კონფერენციები საუკეთესო გზაა, რომლითაც მოსწავლეები ეჩვევიან ნაწარმოებების დამოუკიდებელ კითხვას და წაკითხულის შესახებ მოსაზრებებს თავისუფლად, შეუზღუდავად გამოხატვას. ეს მათ ეხმარება არა მარტო კითხვის, არამედ კომუნიკაციური უნარ–ჩვევების სრულყოფასა და თვითდამკვიდრებაში. ამგვარი საქმიანობით ყალიბდება მკითხველთა ერთობა, რომელთაც ესმით წაკითხული და აფასებენ კითხვის პროცესს.
მკითხველთა კონფერენციებში იკვეთება ორო როლი: მოსაუბრის და მსმენელის. მოსაუბრეა ის, ვინც წიგნი/ნაწარმოები წაიკითხა და შთაბეჭდილებების, მოსაზრებების გაზიარება სურს აუდიტორიისათვის; აუდიტორიაში კი მოსაუბრის თანაკლასელები და მასწავლებელი იგულისხმება. Mმონაწილეთა როლები ამგვარად ნაწილდება:
მოსაუბრემ უნდა:
· დაასახელოს წიგნის/ნაწარმოების სათაური და ავტორი;
· გააცნოს აუდიტორიას თავისი არჩევანის საფუძველი (რატომ აირჩია ეს წიგნი/ნაწარმოები);
· მოკლედ გადმოსცეს, რა ხდება წიგნში/ნაწარმოებში;
· გააცნოს აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები/ადგილი და ისაუბროს მათი/მისი მნიშვნელობის შესახებ;
·
შეარჩიოს ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, წაუკითხოს აუდიტორიას და გაუკეთოს კომენტარი;
·
გაუზიაროს აუდიტორიას, რატომ მოსწონს წიგნის/ნაწარმოების კონკრეტული გმირი, ამბავი, თემა, იდეა.
აუდიტორიამ უნდა:
·
ყურადღებით მოუსმინოს მოსაუბრეს;
·
აიწიოს ხელი, თუ აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდა;
·
გაუზიაროს თანაკლასელებს, რა მოეწონა მოსაუბრის გამოსვლაში;
·
გაუზიაროს თანაკლასელებს, რით დააინტერესა მოსაუბრის მიერ წარმოდგენილმა წიგნმა/ნაწარმოებმა;
·
დასვას შეკითხვები.
თუ შესაძლებელია, მკითხველთა კონფერენციისას, სასურველია, კლასი წრიულად განლაგდეს, რათა ყველა ერთმანეთს ხედავდეს და ერთობის, თანამშრომლობის განცდა გაუჩნდეთ.
სილამაზეში ჩასაფრებული ქიმია
ფიზიკა ამოცანებში – სტატიკა
სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ