|
|
|
მხარდაჭერა
|
|
|
დაბალი |
მაღალი
|
||
|
გამოწვევა/მოლოდინი |
დაბალი |
სტაგნაცია, დაბალი |
ნელი, არათანაბარი |
|
მაღალი |
კონფლიქტი, დემორალიზაცია |
სწრაფი პროგრესი, მაღალი |
|
|
|
|
მხარდაჭერა
|
|
|
დაბალი |
მაღალი
|
||
|
გამოწვევა/მოლოდინი |
დაბალი |
სტაგნაცია, დაბალი |
ნელი, არათანაბარი |
|
მაღალი |
კონფლიქტი, დემორალიზაცია |
სწრაფი პროგრესი, მაღალი |
|
.
ვრცლადბათუმი ისვენებს. ისვენებს დამსვენებლისგან, მთელი წლის მანძილზე ნაკოწიწები ფულით ხელში რომ მიაწყდება ხოლმე ზღვისპირს; ისვენებს გამაყრუებელი ხმაურისგან, რომლითაც შპრიცივით, ნელ-ნელა ივსება მოკლე ქუჩებით გადასერილი ქალაქი; ისვენებს ენერგიისგან – სანაპიროდან რომ გადმოიღვრება ხოლმე და ბათუმის კუთხე-კუნჭულში ტალღებივით აღწევს; ისვენებს ბულვარში გამართული საუბრებისგან, ერთიანობაში მუსიკის თაიგულს რომ ქმნის.
აპრილია. ბათუმს შორს ჩამოკიდული მზე ადგას თავზე – ჯერ კიდევ სუსტი, ნაავადმყოფარი, ამიტომ საღამოხანს, დაბრაწული ბარაბულის დაგემოვნების შემდეგ, ზღვის პირას, ჯებირზე თუ შემოდგები, სუსხი მაინც გაგჭვალავს ფერდებში. საოჯახო სასტუმრობის მფლობელები მახინჯაურის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ჯერაც არ გამოეფინილან დამსვენებლებზე სანადიროდ – სეზონს ელოდებიან. ტაქსის მძღოლებიც, ლოკოკინებივით, თითქოს თავიანთ ნიჟარას ვერ სცილდებიანო, მანქანებში გამოკეტილან. ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალი გზა, საზაფხულო ტანსაცმლის ჩაცმას მცივანა ქალივით აჭიანურებს, მაგრამ დასავლური ჰაერით ნასუნთქ მაღალ ხეებს თავიანთი პეწი მაინც დაჰკარვთ. ვიწრო ქუჩებში ჩადგმული სახლები, გრძელი აივნები რომ გასდევთ, თავისუფლად სუნთქავენ, მიწაზე დაგებული ფილაქანი თითქოს ბავშვის ყიფლიბანდივით რბილია. აპრილია, სეზონამდე ორი თვეა დარჩენილი.
ჩემი ძირითადი საქმიანობა მოსწავლეებთან ლაპარაკია – ფულს ამაში მიხდიან. ყოველწლიურად ასობით აბიტურიენტს ვხვდები. მათ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე ვუყვები. ხან ზეპირად, ხან წერილობით. ბათუმშიც მოსწავლეებთან სალაპარაკოდ ჩავედი. როგორი ამბავია გაზაფხულის ბათუმში მივლინებით წასვლა – აქეთ საქმე და იქით თავისუფალი ქალაქი. დილით სკოლაში უნდა გაიქცე, არადა გრძნობ, რომ ზურგსუკან წყნარი ზღვა გელოდება. ძნელია, როცა არც მიწისა ხარ და არც ცის.
კარგ მოჭადრაკეს ყოველთვის აქვს შემონახული ერთი დამატებითი სვლა. ჩემნაირები კი ყოველთვის დაიტოვებენ დროს ბათუმში ფეხით გასავლელად. ერთ საღამოს პორტში გავისეირნე. წყალი უჩვეულოდ მშვიდი და ლივლივა იყო – თითქოს ვინმე მოცლილს მასზე მეთლახი დაეგო. ნაპირთან მომდგარი გემები, რომლებსაც ჯებირისგან დასაცავად უზარმაზარი საბურავები ჰქონდათ ჩამოკიდებული, თითქმის არ ირხეოდნენ. ამ სურათმა 13 წლის უკან, ზუსტად ამ ადგილას გადამისროლა: დედა და მამა ჩვენ უკან მოდიოდნენ. მე და ვახო ხარბად ვათვალიერებდით თეთრად შეღებილ, კიდეებში ჟანგმოდებულ გემებს. იქამდე გემი ასე ახლოს არასოდეს მენახა. ამბავი რწყილისა – უცებ ვახომ ერთერთ გემზე ისკუპა. ამბავი ჭიანჭველასი – მე კინაღამ პოსეიდონს ჩავბარდი. ამასობაში მამაჩემმა ხელი წამავლო და გვარაიანად შემომითაქა. იმ წამს, როცა თვალები წყლით მქონდა ამოვსებული და ყელში ბურთი მეჩხირებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ 13 წლის შემდეგ, ზუსტად იმავე ჯებირთან მდგომი, ამ ამბავმა გულიანად მაცინა. დედას დავურეკე: ზღვაში რომ ვვარდებოდი გახსოვს – მეთქი? მე ისიც მახსოვს მაგის გამო განაწყენებულმა აჭარულ ხაჭაპურზე უარი რომ თქვიო. მერეღა გამახსენდა, რომ დედაჩემს არაფერი ავიწყდება.
პორტიდან წამოსულს Машина Времени-ს სიმღერა ამეკვიატა – Я пью до дна за тех кто в море. ამ სიმღერაში ბევრი თავისუფლებაა. დაძინებამდე ვღიღინებდი.
მეორე დღე დაუჯერებელი შემთხვევებისა გახლდათ: ჯერ იყო და ერთერთი სკოლის დერეფანში, პრეზენტაციაზე მიმავალმა კედელზე გამოკრული საკუთარი ფოტო დავინახე. შემეშინდა. ისე მივიხედ-მოვიხედე, თითქოს რამე დამეშავებინოს. ეს იყო ფოტო, რომელიც 5 წლის წინ ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდაზე”, ხეზე მიყუდებულს, ფიქრის პროცესში გადამიღეს. სკოლის კედელზე კი კომპანია ჯეოსელს გამოეჭენებინა. ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ავცუნდრუკდი. პრეზენტაციას რომ მოვრჩი, გადაღლილ-გასაცოდავებული ისევ სურათისკენ მივბაჯბაჯებდი. გამოვემშვიდობები-მეთქი. ამასობაში ზურგსუკან ხმა მომესმა: „უკაცრავად, შეიძლება რაღაც გკითხოთ?” – მივხვდი, ძალიან მორიდებულ ტიპთან მქონდა საქმე, სახეზე ღიმილი გადავიფინე და შამპანურის ჭიქის გარეშე დარჩენილი დიდი გეტსბივით გამოვიხედე:
– აბა მე აქ რისთვის ვარ? – კითხვა შევუბრუნე.
ჩემ წინ იდგა გოგონა, რომელიც შეხვედრაზე, ოთახის განაპირას დავლანდე. გარინდული მისმენდა, თუმცა არცერთი კითხვა არ დაუსვამს. ვიფიქრე კედლისკენ ხელს გაიშვერს და მკითხავს ეს თქვენ ხომ არ ხართო. წინასწარ მოვამზადე ნახევრად ოხუნჯური პასუხიც: „დიახ, მე ვარ – მას შემდეგ 5 წელი და 25 კილო მომემატა, თმა კი – გამცვივდა”. ის-ის იყო საკუთარი სხარტი იუმორით წინასწარ ვტკბებოდი, რომ გოგონამ ლახვარი ჩამცა:
– არ მოგიტყუებიათ? თანადაფინანსებას თქვენს ყველა სტუდენტს აძლევთ?
– არ მომიტყუებია, მაგრამ მხოლოდ ეს უნდა გეკითხათ? – ვკითხე იმედგაცრუებულმა.
– დიახ, გმადლობთ – მიპასუხა და გაბრუნდა.
– დიახ, მე ვარ. იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც ვუპასუხე. ოღონდ გულში.
ის დღე ძველი ნაცნობების დღეც იყო. ბათუმის არასანახაობრივ ნაწილში, რომელსაც, დამეფიცება, არანაკლები პეწი აქვს, ოჯახის ძველი მეგობარი შემხვდა – წარუმატებელი ბიზნესმენი, რომელმაც არაერთი საქმის წამოწყება სცადა. ახლაც მორიგი დაწესებულების წინ იდგა, ოღონდ აგრერიგად აღარ ბუინობდა, როგორც უწინ სჩვეოდა ხოლმე. „ბათუმი ჩემია” – ეს სიტყვები ისეთივე დევიზად ჰქონდა, როგორც სტარკები იტყვიან ზამთარი მოდისო. ბაკებთან შეჭარარავებულიყო. ისე ჩამეხუტა, მიწიდან ერთი მტკაველით ამწია. ლოყებზე ბლაგვი ტორები შემომილაგა, სმენა დამიხშო და ისე მელაპარაკა დიდხანს, თუმცა დევიზი არცერთხელ არ დასცდენია. დამიშვიდობებისას ვკითხე – რა მოხდა, ბათუმი შენი აღარ არის – მეთქი? გულიანად გაიღიმა და – შენთვის მიჩუქნიაო – მითხრა. მასზე ფიქრი ღამემდე მიმყვა და ბურანში შესვლისას საკუთარ თავს დავეთანხმე, რომ ის დამარცხდა. მერე კი, სანამ მორფეუსის მიწებზე გადავიდოდი, ასევე დამარცხებული რენდელ პატრიკ მაკმერფი გამახსენდა, რომელმაც თქვა: „მე ვცადე მაინც”.
ბათუმი მცდელობების ქალაქიცაა. კაფეში Привет из Батума, ჩემ თვალწინ, ჯანღონით სავსე ბათუმელმა ბიჭებმა ამაოდ სცადეს 4 მშვენიერი ნორვეგიელი გოგოს გაცნობა: ჯერ, მხნეობისთვის, ორ-ორი კათხა ლუდი გაუშვეს ყბაში; მერე რუსული ლექსიკონი გადაიმეორეს, რადგანაც გოგონები სლავებს ჰგავდნენ და საპასუხოდ We don’t understand მიიღეს. ამაო მცდელობების ქალაქიცაა ბათუმი.
– მიხვალ? – მკითხა ტაქსის მძღოლა, რომელიც სკოლიდან სკოლაში დამატარებდა ბათუმში ყოფნისას და დავმეგობრდით კიდეც.
– მივდივარ – თვალმოჭუტულმა და ბარგმოკიდებულმა ვუპასუხე.
– სეზონზე ჩამოი.
– მალე ჩამოვალ – ვუთხარი და მზე ხელის გულით მოვიჩრდილე.
წამოსვლისას, როცა ბათუმი ზურგსუკან მოექცა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აზვირთებული ტალღა მომდევდა, მაგრამ როცა მივიხედე, მშვიდი ქალაქი დავინახე, რომლის ნაპირებსაც წყალი ფელამუშივით მოსდგომოდა. „ბათუმი ჩემიცაა” – გულში, დაგვიანებით ვუპასუხე უფროს, ძველ მეგობარს. სხვა თუ არაფერი, დედამიწის ზურგზე ბევრ ქალაქვს ვერ ვიპოვი, სადაც, სკოლის კედელზე, ჩემი ფოტო კიდია.




თანამედროვე
ცხოვრება უკიდურესად სახიფათო პირობებში აყენებს ადამიანს, როცა მისგან უფრო და
უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტას მოითხოვს. შეუძლებელია ამ დავალებების ეფექტური
გადაწყვეტა პრობლემების გადაჭრის
გარკვეული გამოცდილების, სიტუაციის გონებაში
გააზრების, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის, შედეგების ანალიზისა და ახალი
მიდგომების აღმოჩენის გარეშე. ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას მოსწავლეთა შორის კვლევითი საქმიანობის
სისტემატური ორგანიზაცია და ისტორიის სწავლებისას მათ შორის ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის აქტიური გამოყენება წარმოადგენს.
სამეცნიერო-პედაგოგიურ
წრეებში ხშირად საუბრობენ მოსწავლეთა შორის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების
ფორმირების მნიშვნელობაზე, რადგან უმაღლესი
სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ასეთი
უნარების მქონე ადამიანებს წარმატების
მეტი შანსი აქვთ. მისი საფუძველი კი სკოლის წლებში მტკიცდება. ზოგადადაც, სუბიექტური
ახალი შედეგები არანაკლებმნიშვნელოვანია პიროვნებისთვის, ვიდრე ობიექტური შედეგები
– მეცნიერებისათვის.
სასწავლო
კვლევა, პიროვნების სრულყოფის
მნიშვნელოვანი ასპექტი, პედაგოგიკაში განიხილება როგორც შემოქმედება, მიმართული
ხარისხობრივად ახალი ღირებულებებისკენ, რომლის
მიზანი არა მარტო შედეგების (ცოდნის) მიღება, არამედ მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მოტივაციის ამაღლებაა. სასწავლო-კვლევითი
საქმიანობის ძირითადი ფუნქციაა მოსწავლეთა ინიციაცია სამყაროს, საკუთარი თავისა და
ამ სამყაროში საკუთარი ადგილის შემეცნებისთვის, ხოლო სასწავლო-კვლევითი
საქმიანობის ამოცანაა:
v
შემეცნებითი
ინტერესების ფორმირება;
v
შემოქმედებითი
და ექსპერიმენტულ-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება;
v
მოსწავლეთა
კვლევითი და შემოქმედებითი უნარებისსრულყოფა;
v
მოსწავლეთა პიროვნული თვისებების ხარისხობრივი ამაღლება;
v
ორიენტირება
უმაღლეს განათლებაზე;
v
მოსწავლეთა
სოციალური და პროფესიული თვითიდენტიფიკაცია.
ზოგადად სასწავლო-კვლევითი საქმიანობა ორი სუბიექტისგან შედგება -მასწავლებლისგან
და მოსწავლისგან. სასწავლო–კვლევითი საქმიანობისას მათ შორის
ადგილი
აქვს კულტურული ღირებულებების ტრანსლაციას. მისი შედეგია მოსწავლეთა მსოფლმხედველობის
ფორმირება. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვლევითი საქმიანობა – ეს სწავლის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც
მოსწავლეებს უყალიბდებათ სასწავლო საქმიანობისთვის აუცილებელი თვითშემოქმედების, თვითორგანიზების,
თვითანალიზის, თვითშეფასების უნივერსალური საშუალებები და მნიშვნელოვნად იზრდება საგნობრივი ცოდნა.
კვლევის მეთოდებია:

როგორ უნდა მოხდეს ასეთი სწავლების ორგანიზება?ცხადია, მხოლოდ სხვისი მაგალითის მოხმობით
მეთოდის ათვისება შეუძლებელია, მისი შეთვისება მხოლოდ ქმედებით
უნდა განხორციელდეს. ამიტომ სასურველია, სასწავლო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება
სწავლების ზედა საფეხურზე სისტემატურად,
ფიქსირებულ დროს მოხდეს. მათ შორისაა ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობა
ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით.
ისტორია ინსტრუმენტალურია, ის
აზროვნებას გვასწავლის (რომლითაც პრობლემის გადაჭრა ხდება). შესაბამისად, შემეცნების ინსტრუმენტს წარმოდგენს მეთოდი.

სპეციალურ ისტორიულ მეთოდებს მიეკუთვნება:
o
ისტორიულ-გენეტიკური მეთოდი;
o
ისტორიულ-შედარებითი
მეთოდი;
o
ისტორიულ-ტიპოლოგიური
მეთოდი;
o
ისტორიულ-სისტემური
მეთოდი.
ისტორიული შემეცნების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და შედეგობრივ მეთოდს ისტორიულ-შედარებითი მეთოდი წარმოადგენს,როდესაც განსხვავებულ დროსა და სივრცეში მომხდარი მოვლენები ერთმანეთს
უპირისპირდება და მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები დგინდება (მაგალითად,
ევროპული და აღმოსავლური ცივილიზაციების შედარება მრავალ საერთოს დაგვანახებს
სამყაროს მიმართ საკრალურ დამოკიდებულებაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებში,
ზნეობრივ-ეთიკური ნორმებში და სხვ.).
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რომელიც
ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იქმნება, ექპერიმენტული მეთოდის შემცვლელიცაა. ამ დროს შემთხვევების რაოდენობა
იმდენად ცოტაა, რომ არ ღირს სტატისტიკური მანიპულაციების მოხმობა.
ლაბორატორიული მეცადინეობა კი სასწავლო საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლითაც ხდება მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლა/სწავლების ორგანიზება და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება–დადგენა.
ლაბორატორიული
მეცადინეობის დროს ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენების მიზანია:
Ø
ისტორიული ფაქტების,
დოკუმენტების და მათი ინტერპრეტატორების
შესახებ მიზანმიმართული, მკაფიო წარმოდგენების შექმნა, ისტორიული ფაქტების საკუთარი
ემოციებით რეკონსტრუირება, არგუმენტირება;
Ø
ისტორიული
დოკუმენტების ანალიზის უნარი; ისტორიული ფაქტების და მათი ავტორების
ინეტრპრეტაცია; ისტორიული დოკუმენტების სანდოობის შეფასება; ისტორიული ცნობების,
ფაქტების შედარება; საკუთარი დასკვნების
ფორმულირება და შეხედულებების
არგუმენტირება.
რაც შეეხება
ამოცანას, ლაბორატორიული მეცადინეობის დროს ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენების ამოცანაა:
Ø
სასწავლო: დაეხმაროს მოსწავლეებს მიღებული ცოდნის სისტემატიზირებასა და
გაფართოებაში, მახსოვრობის განმტკიცებაში,
თემის ირგვლივ თავისუფალ ორიენტაციაში;
Ø
განმავითარებელი:
უზრუნველყოს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარება; ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის გამოყენება პირველწყაროების (ისტორიული დოკუმენტების) და სახელმძღვანელოს საშუალებით (ეს უნარებიც სწავლის გაგრძელების დროს ვითარდება);
Ø
აღმზრდელობითი: ისტორიულ
ფაქტებზე მიზანმიმართული, მკაფიო წარმოდგენების ფორმირება, ისტორიის და ისტორიული
წარსულის მიმართ ინტერესის და პატივისცემის გაზრდა, მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობის ამაღლება;
Ø
გაკვეთლის ფსიქოლოგიური ასპექტებია: კომფორტული
კომუნიკაციური გარემოს შექმნა, მეცადინეობების სურვილი და მოთხოვნა;
Ø
ნოვატორობა:მასწავლებლის მიერ შემუშავებული ლაბორატორიული მეცადინეობის სისტემა, რომელიც
აპრობაციას სწავლის ზედა საფეხურზე გაივლის, დაეფუძნება ისტორიულ-შედარებით მეთოდს,
ისტორიულ წყაროებსა და სახელმძღვანელოს.
სწორად წარმართული ლაბორატორიული საქმიანობის მეთოდურ
უზრუნველყოფას განაპირობებს:
Ø
დოკუმენტების სიღრმე
და შინაარსი;
Ø
კონკრეტული ასაკისთვის ხელმისაწვდომობა;
Ø
შენიშვნების
საფუძვლიანობა და დოკუმენტურად დადასტურება, მიუხედავად დოკუმენტის შინაარსისა.
ისტორიული
თემები გაშლილია სასწავლო სახელმძღვანელოებსა და დამხმარე ლიტერატურაში. შედარებითი მეთოდის გამოყენება
ეფექტური საშუალებაა მათი შესწავლისათვის. თუმცა მასწავლებლის მიერ შემუშავებული
ლაბორატორიული მეცადინეობის სისტემა გულისხმობს წინასწარშემუშავებული
სავარჯიშოების კომპლექტის, გზამკვლევის არსებობას,რომელშიც ასახული იქნება ერთი ან
რამდენიმე შეხედულება ისტორიულ ფაქტებზე, მოცემული იქნება ანალიზი და არგუმენტირება,
შეპირისპირებული იქნება სხვადასხვა
მიდგომებთან და სხვ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით ხდება მსგავსი საქმიანობის
ორგანიზების ხელშეწყობა.
ლაბორატორიულ-პრაქტიკული
მეცადინეობის დასაგეგმად წინასწარშემუშავებული სავარჯიშოების კომპლექტში გათვალისწინებული უნდა
იყოს კვლევითი სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პრაქტიკული წესები და აუცილებელი
უნარ-ჩვევები (ანალიზის, შედარების,
შეპირისპირების და განზოგადების), ასევე ჩასატარებელი პრაქტიკუმების რაოდენობა და შესაბამისი თემატიკაც.
აღნიშნული კომპლექტი/გზამკვლევი
შეიძლება შემდეგი შინაარსის იყოს:
1. ისტორიული წყარო, როგორც ისტორიის შემეცნების
საშუალება. ჩვენი ქვეყნის ადგილი
კაცობრიობის ისტორიაში;
2. ქართველური
ტომების განსახლების ისტორიის საკითხები;
3. ლეგენდარული
და რეალური ქართლის სახელმწიფოს
წარმოშობის ისტორიაში;
4. ბრძოლა
დამპყრობელთა წინააღმდეგ;
5. დავით
აღმაშენებლის ეპოქა;
6. საზოგადოებრივი
მოძრაობა XIX საუკუნის 60-70-იანი
წლების საქართველოში;
7. ბრძოლა
რუსული მმართველობის წინააღმდეგ და ა.შ.
განვიხილოთ ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობის სტრუქტურა
კონკრეტული მაგალითის საფუძველზე:
ლეგენდარული და რეალური ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის
ისტორიაში
მიზანი: მოსწავლეთა მიზანმიმართული მუშაობა
პირველწყაროებზე – ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის პრობლემაზე.
პერსპექტივა: ელმენტარული კვლევითი უნარების
ფორმირება, წყაროებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამტკიცება.
ამოცანა:
1.
სასწავლო
– ისტორიული წყაროს დამოუკიდებელი შესწავლა (პრობლემა
– ქართლის სამეფოს წარმოქმნის შესწავლა);
2.
განმავითრებელი: მოსწავლეთა სააზროვნო (ლოგიკური) პროცესების და ელემენტარული უნარ-ჩვევების განვითარება (ანალიზი,
სინთეზი, განზოგადება) ახალი მასალის საფუძველზე;
3.
აღმზრდელობითი:ისტორიის მიმართ ინტერესის ფორმირება, წარსულის
შესწავლის აუცილებლობა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემა, მოსწავლის
კვლევითი სამუშაოს დაახლოება პროფესიონალი ისტორიკოსის სამუშაოსთან (ისტორიული
მოვლენების რეკონსტრუქცია, ურთიერთდაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების
გამოვლენა, ისტორიულ ვერსიებზე მუშაობა).
გაკვეთილის მიზანი: კონკრეტული წარმოდგენის შექმნა
ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის საფუძვლების შესახებ; იმ გარემოებების და
პრობლემების გამოკვეთა, რომელიც არსებობდა აღნიშნული მოვლენის გარშემო;
მოცემული ფაქტის მნიშვნელობა ზოგადად
საქართველოს ისტორიისათვის.
I ეტაპი – მოსამზადებელი სამუშაო(პროპედევტიკური
ხასიათისაა);
·
ისტორიული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების განმარტება, ტერმინების ამოწერა; ისტორიკოსების
გამოვლენა.
·
შესასწავლ დოკუმენტზე ინფორმაციის შექმნის
მიზეზების გამოვლენა: ა) იმ წყაროს
დაწერის თარიღი, საიდანაც მიიღეს ინფორმაცია; ბ) რამ განაპირობა აღნიშნულ დროს
მისი დაწერა.
·
ძირითადი ფაქტებისა და მოვლენების გარჩევა;
·
იმ ისტორიული პირების დახასიათებები, რომლებიც
ნახსენებია წყაროში.
II– ეტაპი– წყაროს შინაარსის ათვისება(ისტორიული წყაროს მთავარი ამოცანების გადაწყვეტა):
·
წყაროდან ძირითადი საკითხების გამოყოფა (ქართლის
სამეფოს წარმოქმნის შესახებ წყაროს შესწავლისას რომელი ძირითადი პირობები აღმოაჩინეთ);
·
შესასწავლი
თემიდან ისტორიული ასპექტის გამორჩევა. კურსიდან: სახელმწიფოს წარმოშობის
თეორიებიდან რომელი დაემთხვა თქვენს თვალსაზრისს? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება;
·
იმ იდეებისა და ვითარების დასახელება, რომლებმაც მოცემული ისტორიული ფაქტი განაპირობა; რა გავლენა
მოხდინეს შემდეგში ამ იდეებმა ქართული სახელმწიფოს ისტორიაზე? არგუმენტირებული
მსჯელობა;
·
წყაროს შინაარსზე კონსპექტის წარმოება (სამუშაოს ჩანაწერები):
ა) ჩანაწერი კეთდება ლაბორატორიულ-პრაქტიკული
სამუშაოს რვეულში;
ბ) მნიშვნელოვანი შენიშვნების წარმოება;
გ) აღნიშვნებისას პირობითი ნიშნების, სიმბოლოების გამოყენება, რითაც გაიოლდება პასუხების მომზადება.
III ეტაპი – განმაზოგადებელი და
პრაქტიკული დავალებების შესრულება:
·
მასალის
განზოგადება: მასალის გაანალიზება, ქართლის სამეფოს
წარმოშობის ვერსიასთან ალექსანდრე
მაკედონელის ლაშქრობების დაკავშირება და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრების
არგუმენტირებულად ჩამოყალიბება;
·
წყაროს იდეის გააზრება, შესასწავლი ისტორიული პერიოდის ძირითადი
იდეის თანამედროვეობასთან დაკავშირება:
ა) საჭიროა თუ არა ვიცოდეთ, როგორ ხდება
სახელმწიფოს წარმოშობა?
ბ) რას
გაძლევთ ის პირადად თქვენ? პასუხი დაასაბუთეთ;
·
პრაქტიკული დავალების შესრულება რეალურად მომხდარი მოვლენებისა და პროცესების ანალიზის საფუძველზე: შეეცადეთ, არსებულ
მონაცემებზე დაყრდნობით ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ შეადგინოთ თქვენი
ვერსია. ახსენით თქვენი ვერსია.
მოცემული ტიპის გზამკვლევის, კომპლექტის შექმნა მასწავლებლებს გაუიოლებს პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების წარმოებას და ისტორიის სწავლებაში შედარებითი მეთოდების გამოყენებას.იგი
პროდუქტიულია ზოგადად ნებისმიერ მეცნიერებაში, რადგან მისი გამოყენებით
ფართოვდება და ღრმავდება
შემეცნებითი სფერო, ის ხელს უწყობს სხვადასხვა ობიექტების ურთიერთდაპირისპირებას,
ჰიპოთეზების წამოყენებას, მსგავსებისა და განსხვავების საფუძველზე
სხვადასხვა თვალსაზრისების ჩამოყალიბებას, მოტივაციის და კომუნიკაციის გაზრდასა და სწავლის ხარისხის ამაღლებას.