

თბილისის ცენტრში ერთი ძალიან გადატვირთული ქუჩაა. პარლამენტის
ყოფილ შენობასა და მოსწავლეთა სასახლეს შორის ამავალ ციცაბო აღმართზე უამრავი მნიშვნელოვანი
დაწესებულებაა განლაგებული. მთაწმინდის ამ პატარა უბანში დაუდვიათ ბინა საგარეო საქმეთა
სამინისტროს, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს”
(GFSIS), იტალიის რესპუბლიკის
საელჩოსა და ძალიან პრესტიჟულ, ერთ-ერთ უძველეს 47-ე საჯარო სკოლას. ქუჩა ცნობილი ქართველი
მასწავლებლის შიო ჩიტაძის სახელს ატარებს.
მეოცე საუკუნის დასაწყისის გავლენიანი სამოქალაქო აქტივისტი
ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ფეხით მოსიარულეთა ყურადღების მიღმა. გამოცდილი პედაგოგის
შესახებ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ღირსეული მოღვაწის
მივიწყებას, ალბათ, მეცნიერებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები განაპირობებს.
ჩვენთან, ბოლშევიკური რევოლუციის მსგავსად, სრულიად უსამართლოდ არის დემონიზებული 1905-1907
წლების სოციალურ მოძრაობათა ისტორიაც, რომლის აქტიური მონაწილე გახლდათ შიო ჩიტაძე.
მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ დოგმატური წარმოდგენების გარდაქმნა და ვისაუბროთ მასწავლებელზე,
რომელიც არასდროს ერიდებოდა თავისი საზოგადოებრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას.
შიო ჩიტაძე 1873 წელს გორში დაიბადა. მომავალმა პედაგოგმა
პირველადი განათლება გორის სახელგანთქმულ სემინარიაში მიიღო, მერე კი თბილისის კლასიკური
გიმნაზიის გავლით იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა. საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩიტაძე მოსკოვის
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. საბოლოოდ მან სწავლა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიისა
და ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა. ბუნებრივია, ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა უსწრაფესად
დაიმკვიდრა ადგილი ახალბედა მასწავლებლებს შორის და უკრაინის დედაქალაქშივე მიჰყო ხელი
პედაგოგიურ საქმიანობას. შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, საქართველოსგან შორს მცხოვრებ
ახალგაზრდას თავის ქვეყანასა და თანამემამულეებთან კავშირი არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში
იგი სათავეში ედგა უკრაინის ქართულ სათვისტომოს და საკუთარ შესაძლებლობებს კავკასიაში
გაძლიერებული ეროვნული თუ სოციალური მოძრაობის მხარდასაჭერად იყენებდა.
შიო მალევე თბილისში იხმეს. რა გახდა მისი სამშობლოში
დაბრუნების მიზეზი?
1979 წელს „ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოებამ” საქართველოს
დედაქალაქში პირველი დაწყებითი სკოლა დააარსა. სასწავლებლის დაფუძნება რუსეთის იმპერიალისტური
პოლიტიკის გაძლიერებასა და უკიდურეს გამკაცრებას დაემთხვა. რუსი ზედამხედველები ყოველმხრივ
ავიწროებდნენ და ზღუდავდნენ ქართულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამიტომ დაწყებითი
სკოლა ძალიან დიდხანს ნახევრად არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად დაბრკოლებებისა,
1900 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მაინც მოახერხა ერთადერთი ქართული სასწავლო კერის რვაკლასიან
გიმნაზიად გარდაქმნა, თუმცა რამდენიმე სემესტრის შემდეგ ის მასწავლებელთა დეფიციტის
პრობლემას შეეჯახა. ცხადია, თაყაიშვილის წინადადება თბილისის გიმნაზიაში მუშაობის შესახებ შიო ჩიტაძემ უპასუხოდ
ვერ დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1905 წელს შიო ჩიტაძე სკოლის ინსპექტორი (გამგე) გახდა.
ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც.
გიმნაზიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას „სკოლის რეორგანიზაციის პროექტი” წარუდგინა,
რომელიც დღესაც კი ძალზე თანამედროვე დებულებებს აერთიანებდა. ჩიტაძის გეგმის მიხედვით,
მთელ იმპერიაში აპრობირებული ძალადობრივი სწავლების მეთოდი ფსიქოლოგიური მიდგომით უნდა
შეცვლილიყო. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლებს ინდივიდუალური, მოზარდთა ასაკისა
და მისწრაფებების შესატყვისი პედაგოგიური ტექნიკები უნდა გამოეყენებინათ. რევოლუციური
გახლდათ ინსპექტორის დამოკიდებულება სასწავლებლის მართვის საკითხებისადმი. ჩიტაძე მხარს
უჭერდა დემოკრატიულად არჩეული პედსაბჭოსა და მოსწავლეთა საკრებულოსთვის სასკოლო ძალაუფლების
უდიდესი ნაწილის გადაცემას. შეუვალი იყო ცნობილი მასწავლებლის დამოკიდებულება ხელმოკლე
ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის უფასო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
შესახებ. რეფორმის პროექტი ქართულმა ორგანიზაციებმა მოიწონეს და ჩიტაძეს მონდომებით
შეუდგა საქმიანობას.
პარალელურად კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ჩაირიცხა და დაიწყო მემარცხენე-პატრიოტული
ღირებულებებისთვის ბრძოლა. ჩიტაძე ეწინააღმდეგებოდა მეფის თვითმპყრობელობის პოლიტიკას,
ემხრობოდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასა და სახელმწიფოში
სოციალური სამართლიანობის მექანიზმების დანერგვას. სკოლის ინსპექტორი გასული საუკუნის
დასაწყისში თბილისში ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციებისა და გაფიცვების მონაწილეც
გახლდათ. ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ მეფის „ოხრანკა” გავლენიან მასწავლებელს მიზანში
ამოიღებდა. ქალაქის პოლიციამ სამართალდამცველთა მეთაურ მარტინოვზე განხორციელებული
თავდასხმა საბაბად გამოიყენა. 1906 წელს ჯარისკაცები გიმნაზიაში შეიჭრნენ და 33 წლის
ჩიტაძე მოკლეს.
უდიდესი დანაშაულია, რომ ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს
ისტორიულ მოღვაწეებსა თუ მოვლენებზე. ქართულ საზოგადოებას ავიწყდება, რომ ქვეყანაში
ევროპული ღირებულებების დამკვიდრების პირველი მცდელობა გავლენიანი პედაგოგების მიერ
შემუშავებულ რეფორმებს უკავშირდება. შიო ჩიტაძის ცხოვრების ამ მოკლე აღწერით მინდოდა
შემეხსენებინა, რომ ყოველ ეპოქაში დემოკრატიის განვითარების მთავარ ბერკეტებს გამბედავი
მასწავლებლები ფლობენ.
ყველა იმ ამბის გმირი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, საზოგადოებისგან ზურგშექცეული, თავის პატარა
სამყაროში ცხოვრობს და
გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
გამოდის – სურსათის საყიდლად, დილაობით სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, საავადმყოფოში წასასვლელად... მათი განსხვავებული
ფიზიკური თუ გონებრივი მახასიათებლები ხშირად მათი პიროვნების დისკრიმინაციის
მიზეზად იქცევა, ამიტომ
ეს ადამიანები მარგინალები ხდებიან
დანარჩენი სამყაროსთვის. მაგრამ ხანდახან ისინი ბედავენ
და გამოდიან გარეთ, ტოვებენ თავიანთი მოწყენილ სამფლობელოს, და როგორც კი ნეიტრალურ
ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, მაშინვე
ქრება ის ზოგადსაკაცობრიო სოციალური სათნოებები, რომლებზეც ასე ხშირად და პათეტიკურად
ვლაპარაკობთ ხოლმე ადამიანები, რეალურად კი შუბლით ვასკდებით სხვა სიმართლეს, რომლის დაჯერებაც არ
გვინდა, რადგან
ფორმალური ურთიერთობების სამყაროში
ცხოვრება დამამცირებლად მიგვაჩნია.
წერილი ერთ წვიმიან დღეს გადახდენილ ამბავს ეხება, რომელიც ალბათ მთელი სიცოცხლემემახსოვრება, როგორც ფოტოკადრი,
რომლის გადაღებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც მკაფიოდ შემორჩა მეხსიერების ფოტოგალერეას.
ნოემბერი იდგა. მიკროავტობუსში ვიჯექი. ფანჯრებიდან წვიმანარევიქარი უბერავდა. სააკაძეზე,ავტობუსების გაჩერებასთან,დედა და პატარა ბიჭი დავინახე.ბიჭიისე დაჩოქილიყო, მუხლებით თითქმის ასფალტს ეხებოდა. წვიმდა, მათ კი ქოლგა არ ჰქონდათ. ისინი ჩვენს მიკროავტობუსში ამოვიდნენ და ჩემ წინ, ბავშვიანი ქალის გვერდით დასხდნენ. მათი დასხდომისთანავე ქალი წამოხტა და წინა რიგში გადაჯდა. ყველა
მიხვდა, რაც მოხდა და ჩახუთული ჰაერი გაბზარა დედის სიტყვებმა:„რა არის,ქალო, ჩემი ინვალიდი შვილის შეგეშინდა?
თუ გადმოვედი, გაგხეთქავ
შუაზე“. თავი ყველამ დამნაშავედ ვიგრძენით დედა-შვილის მიმართ. ბიჭს ამ დროს მკლავი დედის მუხლებზე ჩამოეყრდნო
დადუმდა.
რაზე ფიქრობდა,ვინ იცის… შინდაბრუნებულს,მთელი დღე ჩარლი გორდონის სიტყვები
მიტრიალებდა თავში. გახსოვთ
დენიელ ქიზის „ყვავილები
ელჯერნონისთვის“? იქ ჩარლი ასეთ რამეს ამბობს: „საოცარია – ნორმალური შეგრძნებების ადამიანებს, რომლებიც არასდროს დასცინებენ ხეიბარს, რომელიც
უხელო, უფეხო ან ბრმა დაიბადა, არაფრად უღირთ გონებაჩლუნგის შეურაცხყოფა“.
ჩემს ერთ-ერთ ფობიას,
რომ ერთ დღესაც ბრმა ნაწლავი გამისკდება
და მოვკვდები, მეგობარი
გამოუჩნდა – მგონია,ვერასდროს დავწერ მოთხრობებს,
რომელთა გმირებიც უკვე
მყავს, ამიტომ,ვფიქრობ, თუკი ხმამაღლა მოვყვები
მათისტორიებს, ამით ჩემს გმირებს დაკარგვისგან ვიხსნი.
კრილისა და ლელის სიყვარულის ამბავი ერთ ზაფხულს გავიგე, როცა ლელიმ წვიმისგან დალაქავებულ ჭერზე მიმითითა და ლაქა დამანახვა. „ის კრილია, ზემოთ კრილია“,– მითხრა მან. ძალიან ვეცადე,მაგრამ ვერაფერი გავიგე,გარდა იმისა, რომ ჭერზე წვიმისგან დარჩენილი ლაქა „ბიჭია“, რომელსაც
კრილი ჰქვია, ლელის კი ის უყვარს, ზის და უყურებს ხოლმე…
ის გოგო, სკვერში რომ
იშვიათად გამოდის, ჩემზე
ოდნავ უფროსი იქნება, გრძელი თმა ორ ნაწნავად დაუწნავს და დიდების საქანელაზე ქანაობს, ჯინსის
შარვლის ორივე ტოტზე ძაფით
პატარ-პატარა სათამაშოები მიუმაგრებია, კედებზეც პატარა კაცუნები აქვს მიკერებული... როცა ისიქვე მოთამაშე ბავშვების მშობლებს და ძიძებს ემშვიდობება და შინმიდის, ყველა დამცინავ გამომეტყველებასიღებს და მასზე იწყებსჩურჩულს.
პალამბო ჩემი უსაყვარლესი
გმირია. იგი
დიდ, ძალიან დიდოთახებიან შენობაშია გამოკეტილი და ელის ბერს,
რომელიც მას მონასტერში წაიყვანს? ასე ერთმა ბიჭმა მოატყუა, – ალბათ, კეთილი განზრახვით,
– და დაიწყო პალამბოს უსასრულო
მოლოდინი, რომელიც დღემდე გრძელდება... იმდენ სიგარეტს ეწევა, მეშინია, ერთ დღესაც არ გაქრეს. დანამდვილებით
ვერ გეტყვით, რამდენი
წლისაა, მაგრამ ვიცი, რომ ოდესღაც, პატარა
ბიჭობაში, დედას სახლის ცივ კიბეზე ჩამომჯდარი ელოდებოდა.ხანდახან იქვე ჩაეძინებოდა თურმე.მერე თავი გაუცივდა
და ბავშვებმაც პალამბო შეარქვეს.
ნაწნავებიანი გოგო,
ლელი, პალამბო, შემოდგომის წვიმიან დღეს ნანახი დედა–შვილი და სხვები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იგივე უფლებები
აქვთ, რაც ჩვენ: გამოვიდნენშინიდან, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, –სოციუმისგან მაინც გარიყულები
არიან, რადგან ჩვენ, ვისაც თავი
„ნორმალურებად”
მიგვაჩნია, უკმაყოფილებას ვერ
ვმალავთ, თუ
ჩვენს სოციალურ გარემოში ისეთი წევრი გამოჩნდა, რომელიც ჩვენ მიერ დადგენილ არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს;
ვერ ვხვდებით, რომ ამით მათ მკაცრად ვიშორებთ თავიდან, უარს ვეუბნებით მეგობრობაზე,
ისევე როგორც სკოლაში
არ მეგობრობენ ლამაზი გოგონები მსუქან გოგონებთან, თითქოს ისინი მათ სილამაზეს რამეს დააკლებდნენ.
ყოველგვარიფიზიკური თუ გონებრივი განსხვავების, წონის, ფერის, რასისადა მრწამსის მიღმა უნიკალური ადამიანი დგას, რომლის დასანახად არც გადამეტებული სიბრალულიასაჭირო და არც „სხვანაირის” იარლიყი – ამით ჩვენი არასწორი შეფასებით გამოწვეული წარმოდგენები უფრო მკვეთრდება,უფრო მეტადგვაშორებს ამ ადამიანებს და მათაც
უძლიერებს საკუთარი თავის მიმართ არასრულფასოვან დამოკიდებულებას. სტიგმებთან საბრძოლველად სწორი და გულწრფელი
მესიჯებია საჭირო, რომლებიც ჩვენც და მათაც ერთმანეთის
სწორად დანახვაში დაგვეხმარება.