კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

თსუ

0
ადამიანი ბოლო ამბებს ძნელად იმახსოვრებს. ანუ კონკრეტულ, უკანასკნელ შემთხვევებს ცალკე საქმისას. ეგრე მიმავიწყდა ბევრი დასაკვირვებელი ამბავი, მათ შორის – ის ლექცია უნივერსიტეტში, რომლის შემდეგაც მე ამ მიზნით იქ აღარ მივსულვარ. შეიძლება, იმიტომაც არ იმახსოვრებ, რომ სულაც არ გგონია ბოლო, შეიძლება, უბრალოდ უფრთხი და გონებიდან ირეცხავ, შეიძლება გახსოვს და არ იმჩნევ. მე პირველი კატეგორიის კაცი ვარ. სიტყვა „უკანასკნელი” ისე მიუცხოებს, მგონია, არაფერი დამთავრდება. არც ის ლექციები მეგონა დამთავრდებოდა, მთელი ექვსი წელი რომ ხან ვაცდენით, ხან გვაცდენდა, ხან კი იატაკზეც ვისხედით ადგილის უქონლობის გამო. რომ ჩავაბარე, შუაში ზაფხული იყო, რაღაცით მოვიწამლე და 15 დღის დაგვიანებით მივედი პირველ კურსზე. თბილისში არავის ვიცნობდი, უნივერსიტეტში – მით უფრო. არც ქალაქი ვიცოდი. თუმცა, ნაავადმყოფარისა და გზააბნეულის კვალობაზე, მალე მივაგენი შენობას – უკვე მეორე ლექციაა დაწყებული. ატარებს კაცი, თურმე სტალინის დიდადმოყვარული და ცოტა სმენაგაფანტული. შევედი ოდნავ დაგვიანებით. მრისხანედ შემომხედა და კიდევ უფრო მრისხანედ მკითხა: საიდან ხარო? გურული ვარ-მეთქი. უცებ სახე მოულბა და – აგერ, წინ დაჯექიო. მერე – მარქსიო, ლენინიო და ასე შემდეგ. თან სულ მე მიყურებდა. კი მახსოვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო, მაგრამ ცოტა მაინც შევშინდი. თან ვფიქრობდი, მოწამვლის ბრალი ხომ არ არის-მეთქი. თან მე რომ მიყურებდა, ესეც ვერ გამერკვია, რამე წესი იყო ახალშემოსულებისთვის თუ… მოკლედ, დაასრულა ლექცია და – შენ დარჩიო. დავრჩი. მოვიდა. ყავისფერი, ტყავაქერცლილი ჩანთიდან თავისი წიგნი დააძრო და მითხრა: შენო, გორელ კაცსო, ეს უნდა გქონდესო. ამბავი სტალინის ეკონომიკურ რეფორმებს ეხებოდა. მე, რა თქმა უნდა, გორელად დავიტოვე თავი – სემესტრის ბოლოს 5+-ით მივიღე. მოკლედ, გილოცავთ, მეგობრებო, განსაკუთრებით – ჩემო კურსელებო, თსუ ძალიან კარგი იყო, რამდენიმე შესანიშნავი ლექტორით, პალეოგრაფიის გადაწერილი კოლოკვიუმებით, ზოოპარკში სახიფათო გადაძრომებით, ჯიბეში ლარიანით, ამ ლარიანის, წინ რომ ზოოპარკში გადაძრომაზე სახიფათო კაფე იყო, იქ მიფშვნით და ეზოთი, სიყვარულებით და 93-ე აუდიტორიით.

 

93-ე ნიშნავდა აღიარებასა და მარცხს. დიდებასა და ჩაქოლვას. ჩვენთვის, პოეტებისთვის. მწერლებისთვის. ჩანახატოსნებისთვის. კრიტიკოსებისთვის. ნორჩი კრიტიკოსებისთვის. რა საშინელი სიტყვაა ეს „ნორჩი”, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გეძახიან. მაგრამ რას იზამ. 93-ე ნიშნავდა შიშსაც. სიხარულსაც. სამშაბათობით საღამოები ეწყობოდა. ხან ხუთშაბათობითაც. მაშინ ინტერნეტი რეალურ სივრცეში არ იყო, მაგრამ არ იყო დამსწრეთა ტევაც. უნდა გამოსულიყავი და თუ იმ კვირაში რამე დაგეწერა, წაგეკითხა. ბევრს ჰყავდა საკუთარი ტაშის დამკვრელი. ბევრს – საკუთარი არდამკვრელი. მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო მთელი დარბაზის „ბრავო, პოეტის სისხლი აქვს”. კლანური ამბებიც მახსენდება. კონკურენციაც. მტრობამდე მისული და კომიკური. გარეთ რომ გამოხვიდოდი, უკვე საღამო იდგა, ვარაზისხევი მოწითალოდ ღმუოდა და ოდნავ ციოდა. სახლში წასვლა გეზარებოდა. ცოტა ფული გქონდა. დიდი პერსპექტივა. ამასაც ნიშნავდა 93-ე.

ნათელა ქუთელია რომ ლექციებზე ბიჭებს წინ დასვამდა, ლეილა კაჭარავა რომ როლში შევიდოდა და ანა კარენინასკენ მიმავალი მატარებლის ფარებივით ენთებოდა თვალები, ყველას რომ გვაინტერსებდა, რა ამისთანა ფურცლები ეწყო ზურაბ კიკნაძეს ჯიბეში, რომლებსაც უცებ დახედავდა და გილგამეში ახსენდებოდა, გრივერ ფარულავას ჩათვლები რომ მოდიოდა და ყველა ერთად ვემზადებოდით და სხვანი და სხვანი და სხვანი.

ერთხელ ელგუჯა ხინთიბიძე მოგვიყვა „ბალავარიდან” იგავს. სპილოზე, კაცზე და თაგვებზე. ახალქართულით, ცხადია. აქ ძველით დავწერ: „მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა. და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ, და იწყო ლოკაჲ მისი. და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭრნეს, და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა. აწ, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენია და თაფლი იგი საწუთოჲსა ამის სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ”.

უნივერსტიტეტის დღეებიც ეგრე იყო, მაშინ ვერ ვამჩნევდით, არ ვიმჩნევდით. სადღაც თავისთვის ცვლიდნენ ერთმანეთს. ახლა არ ვიცი, გვენატრება თუ არა, კარგი იყო თუ არა, ცუდი იყო თუ არა, მაგრამ რომ გვაჩნია, ეს ზუსტად ვიცი. ძალიანაც გვაჩნია.

მასწავლებლის მოლოდინები

0

„შენ იმას ხედავ, რის დანახვასაც ელი, სევერუს!” – ასე უპასუხა ჰოგვორთსის სკოლის დირექტორმა ალბუს დამბლდორმა მავანი მასწავლებლის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე „არაფრით გამორჩეული, მამასავით ქედმაღალი, წესების დამრღვევი, პოპულარობით გაყოყლოჩინებული, ყურადღების მოყვარული, თავხედი” ბიჭი იყო. თან დაამატა: „მასწავლებლები კი ამბობენ, მორიდებული, მომხიბლავი და საკმაოდ ნიჭიერიაო. მე თუ მკითხავ, საყვარელი ბავშვია”. („ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”, ჯოან როულინგი, ციცო ხოცუაშვილის თარგმანი).

ჩვენ განსაზღვრული მოლოდინი გვაქვს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. ხანდახან ეს მოლოდინი იმდენად დიდია, მთელ ძალისხმევას იმისკენ მივმართავთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც ველით. ფსიქოლოგები ამას თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებას (self-fulfilling prophecy) უწოდებენ. სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლის ალბერტ ბანდურას თეორიაში განხილულია თვითეფექტურობის ცნება – „ინდივიდის რწმენა, რომ მას შეუძლია მოცემული მიმართულების მქონე ისეთი ქმედების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც საჭიროა მომავალ სიტუაციებთან გასამკლავებლად” (სოციალური დასწავლა და კულტურა, ლილი ხეჩუაშვილი). მნიშვნელოვანია, დაგეგმვის დროს თავს იმდენად კომპეტენტურად ვგრძნობდეთ, რომ შეგვეძლოს, ბოლომდე მივიყვანოთ დაგეგმილი საქმე. ამაში შესაძლოა დაგვეხმაროს სხვა ადამიანების ჩვენთან დაკავშირებული მოლოდინებიც. „ფენომენს, რომლის დროსაც ერთი ადამიანის მოლოდინი მეორის ქცევის მიმართ მოქმედებს როგორც თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება”, რობერტ როზენტალმა პიგმალიონის ეფექტი უწოდა.

როზენტალის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ თუ სხვა უნარებზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი პროგნოზირებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მაღალ ქულას მიიღებს მათემატიკის ტესტში, ამ მოსწავლეს უმაღლდება თვითეფექტურობის განცდა და ის უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, რათა მაღალი ქულა მიიღოს. კვლევების მიხედვით, დამამთავრებელი კლასის ის მოსწავლეები, რომელთა მომავლის თაობაზეც მასწავლებლები პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ, მეტი წარმატებით დაამთავრებენ კოლეჯს, ვიდრე ისინი, რომელთა მიმართ უფრო ნეგატიური მოლოდინები აქვთ.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლის ქცევაში ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ არ იცვლება მასწავლებლის მოლოდინი. მაგალითად, მან შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, რომ ფრიადოსანმა ბავშვმა მოუკლო სწავლას ან ბოლო მერხზე მჯდომმა ბიჭმა, რომელსაც „მთელი წელი ხმა არ ამოუღია”, სწორად უპასუხა დასმულ კითხვას. ეს იმიტომ, რომ მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შეესაბამება მის საწყის მოლოდინს და მოულოდნელ შედეგს მიაწერს ისეთ მიზეზს, რომელსაც მოსწავლე ვერ აკონტროლებს. მაგალითად, პირველ შემთხვევაში, შესაძლოა იფიქროს, რომ ბავშვს უბრალოდ რთული პერიოდი უდგას, მეორე შემთხვევაში კი მოსწავლემ ითაღლითა. კვლევების მიხედვით, პიგმალიონის ეფექტი უფრო აშკარაა უმცროსკლასელებსა და იმ უფროსკლასელებთან, რომლებსაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ.

მასწავლებლის მოლოდინს სხვადასხვა საფუძველი აქვს, მაგალითად, მოსწავლის პირადი საქმე, მისი სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ფსიქოლოგის დასკვნა, სამედიცინო დიაგნოზი, მის და-ძმებთან ურთიერთობის გამოცდილება, კოლეგების შეხედულება ამ მოსწავლეზე… დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის გენდერულ წამოდგენებს. კერძოდ, კვლევები ადასტურებს, რომ გოგონებისგან მოელიან მაღალ აკადემიურ მიღწევებს, ოღონდ უფრო ჰუმანიტარულ საგნებში და არა მათემატიკაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამავე დროს, ბიჭებისგან ელიან დისციპლინის პრობლემებს. „განტევების ვაცად” ხშირად იქცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.

თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ზოგიერთი მოსწავლე უუნაროა და მათთან მუშაობისას ნაკლებად ეფექტური სტრატეგია გამოიყენა, ეს მოსწავლეები ორმაგი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან: ერთი მხრივ – დაბალი მოლოდინის, მეორე მხრივ კი არაადეკვატური სწავლებისა (Good & Brophy, 2003). სწავლება უეფექტო ხდება მაშინ, როცა ბავშვს მეტი შეუძლია, მაგრამ მასწავლებელს მის მიმართ დაბალი მოლოდინი აქვს და ამის გამო უფრო ადვილ მასალას სთავაზობს. ერთი და იმავე სწორი პასუხისთვის დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეებმა შესაძლოა უფრო ნაკლები ქება დაიმსახურონ, ვიდრე მაღალი მოსწრებისამ. შეფასების გაუგებარი სისტემა აქვეითებს მათ მოტივაციას.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც მასწავლებლებს მოლოდინის ნეგატიური ეფექტის თავიდან აცილებაში დაეხმარება:

◦ გაითვალისწინეთ, რომ „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია” და დაუჯერეთ „აქ და ამჟამად” მყოფი მოსწავლის შესაძლებლობებს, უნარებს და არა პირად საქმეს ან მისი ყოფილი მასწავლებლის მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

◦ მოსწავლეებთან შეთანხმებით შემოიღეთ კლასის საერთო წესები და ეცადეთ, წახალისებაც და სასჯელიც ყველას დამსახურებისამებრ შეეხოს, რათა რომელიმეს არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა.

◦ დაბალი მიღწევის მოსწავლეებსაც ისეთივე სიხშირით დაუსვით კითხვები, როგორითაც იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. შეფასების სისტემა და კომენტარები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ბავშვმა იცოდეს, რაში მიიღო ესა თუ ის ქულა.

◦ გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც წარმოგვიდგენს მრავალ ეთნიკურ ჯგუფს.

როგორ დავინახოთ სპილო?

0

რას გააკეთებდით განათლების სიტემის შეცვლა რომ შეგეძლოთ? – ასეთ შეკითხვას უსვამენ სელინჯერის ერთ პატარა მოთხრობაში ათი წლის ვუნდერკინდ ბიჭს, სახელად ტედის.

 

– იცით რა… არც კი ვიცი კარგად, რას გავაკეთებდი. ის კი ვიცი, რომ არ დავიწყებდი იმით , რითაც სკოლები ჩვეულებრივ იწყებენ. მე ვფიქრობ თავიდან ბავშვებს ერთად შევკრებდი და მედიტირებას ვასწავლიდი. ვეცდებოდი, დამენახებინა მათთვის, ვინ არიან ისინი. დავეხმარებოდი მათ ყველაფერ იმის თავიდან გამობერტყვაში, რაც მშობლებისგან და სხვებისგან უსწავლიათ. იმის თავიდან გამობერტყვაშიც კი, თუ მშობლებმა ასწავლეს, რომ სპილო დიდია. სპილო მხოლოდ რაიმეს ან ვინმეს გვერდითაა დიდი, მაგალითად, ძაღლის ან ქალის გვერდით. იმასაც კი არ ვეტყოდი, რომ სპილოს ხორთუმი აქვს, მე მხოლოდ ვაჩვენებდი მათ სპილოს, თუკი ამის საშუალება იქნებოდა. ნებას მივცემდი მისულიყვნენ სპილოსთან ისე, რომ მეტი არ სცოდნოდათ სპილოს შესახებ. ასევე ვიზამდი ბალახზე და სხვა რამეებზე, იმასაც კი არ ვეტყოდი, რომ ბალახი მწვანეა. ფერები მხოლოდ სახელებია”, – პასუხობს ტედი.


ტედი ათი წლისაა. ის იმაზე მეტად გონიერია, ვიდრე უნდა იყოს, ის იმაზე მეტად მარტოსულია, ვიდრე უნდა იყოს, ის იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე სხვები ხედავენ. ალბათ, მართლა არსებობენ ტედისნაირი- ათი წლის ვუნდერკინდი ბიჭები, რომელთაც თავიანთი, მკაფიო და ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა სერიოზულ საკითხებზე- განათლებაზე, სიყვარულზე, ინდივიდუალიზმზე, ღმერთზე…


“ჰო, რა თქმა უნდა მიყვარს, მაგრამ მიყვარს სენტიმენტალობის გარეშე. მას არასოდეს უთქვამს, რომ ის სენტიმენტალურად უნდა ჰყვარებოდათ. მე რომ ღმერთი ვიყო არ მენდომებოდა, რომ ადამიანებს სენტიმენტალურად ვყვარებოდი. ეს მეტისმეტად არასაიმედოა”, – ამბობს ტედი.


როცა ამ პატარა მოთხრობას ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რამდენი ასეთი პატარა, შეუმჩნეველი ფილოსოფოსი არსებობს ჩვენ გარშემო, რომელთაც ხშირად ვერ ვამჩნევთ ან კიდევ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მათ აზრებს. პატარა ადამიანები, რომლებიც სრულიად ახლებურ სააზროვნო სივრცეს ქმნიან და მუდმივად თავისუფლების ძიებაში არიან. მათ კარგად ესმით, რა ზღუდავს მათ თავისუფლებას და ისიც იციან, რამდენ რამეს აშავებენ უფროსები, როცა მათ პირად სივრცეში დაუკითხავად იჭრებიან. აიძულებენ ისე იფიქრონ, როგორც მათ სურთ, ისე მოიქცნენ, როგორც უფროსებს სურთ იქცეოდნენ, ისე იცხოვრონ, როგორც მათ მშობლებს მიაჩნიათ სწორად. ისინი კი მაინც ჯიუტად ებრძვიან შემოთავაზებულ ქცევის მოდელებს და ძლიერი ნაბიჯებით იკვალავენ საკუთარ გზას.


ჩვენი შვილები იზრდებიან და განათლებაზე ბჭობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ჩვენ ყველას ინდივიდუალური წარმოდგენა გვაქვს განათლების სისტემაზე, კარგ სასკოლო განათლებაზე, ინდივიდუალური წარმოდგენა გვაქვს სხვადასხვა პედაგოგიურ მეთოდზე. მაგრამ მიზანი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ერთია – ჩვენმა შვილებმა განათლების საშუალებით იპოვონ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში, სწორად განსაზღვრონ ცხოვრებისეული ორიენტირები, ჰქონდეთ საშუალება პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და, რაც მთავარია, დარჩნენ თავისუფალ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ ყველანაირ პასუხისმგებლობას.


ყოველდღიურ პრობლემებთან შეჯახებისას, სხვადასხვა უსამართლობასთან გასამკლავებლად ერთადერთ სწორ გზად და გადამწყვეტ მექანიზმად სწორედ განათლება და განათლებული ადამიანები გვესახება. თუ დააკვირდებით, რა ხშირად ვამბობთ ამ სიტყვებს, ერთგვარ მანტრასავითაა განათლებაზე ლაპარაკი. “ჩვენ მხოლოდ განათლება თუ გვიშველის, მხოლოდ განათლებას შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში შეიძლება ცვლილებების განხორციელება ” და ა.შ. და ა.შ. ეს ის სიტყვებია, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად წარმოვთქვამთ და ყველას თანაბრად გვესმის განათლების მნიშვნელობა და მისი, როგორც ერთ-ერთი მთავარი ღირებულების ფასი. რომლის მისია სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა შეძლონ პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა საზოგადოებრივ სივრცეში. დაინახონ და ჰქონდეთ სურვილი სხვადასხვა პრობლემებთან გასამკლავებლად. ყველამ ვიცით, რომ კარგი განათლებით აღჭურვილი ადამიანი უფრო წელგამართულად გამოიყურება ცხოვრებისეულ ასპარეზზე და უფრო უშიშრად იგერიებს სხვადასხვა გამოწვევას.

ეს კი შეუძლებელია განხორციელდეს კარგი სასკოლო განათლების გარეშე, რომელიც ერთგვარ ფუნდამენტს წარმოადგენს ახალგაზრდა ადამიანისთვის ცხოვრებისეულ ასპარეზზე გასვლის წინ.


სელინჯერის ამ პატარა მოთხრობის გმირი კი ყოველთვის შეგვახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოსწავლეების ძალიან საინტერესო და ხშირად შეუმჩნეველი პიროვნული სამყარო, გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები და არ ვეცადოთ მოვაქციოთ ისინი ჩვენი აზრებისა და შეხედულებების ტყვეობაში. ვაცადოთ მათ თავად დაარქვან მოვლენებს და საგნებს თავიანთი სახელი.







თიხა მღერის

0

– გესმის, როგორა ჟღერს? მღერის, ბიჭო, თიხა მღერის.

დიდ თასს ვიღებ და თითით ოდნავ უბიძგებ. თიხა ხმას მაძლევს, გამოქვაბული კიდევ – ექოს.

– გესმით, როგორ ჟღერს? მღერის, თიხა მღერის, – ახლა უკვე მე ვიმეორებ მექოთნე საჩინოს, „საბუდარელი ჭაბუკის” პერსონაჟის გოგიტა კვერნაძის მამის სიტყვებს.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა – საჩინო ამას საბუდარაში, თავის ეზოში ამბობდა, ფილმის დასასრულს, როცა, სოფლის უკანასკნელი მექოთნე, ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად. მე კი კაპადოკიაში ვარ, „ულამაზესი ცხენების მიწაზე”. ოღონდ, სიმართლე გითხრათ, ულამაზესი ცხენები მე იქ არ მინახავს. ან კარგად ვერ ვეძებდი, ან თავად ისინი იმალებოდნენ. სამაგიეროდ, აქლემები ვნახე საკმაოდ თვითკმაყოფილი გამომეტყველებით. დრუნჩებზე ეწერათ, ჰო, რა იყო, რას მიყურებ, გადაუხადე პატრონს ფული და ჯანდაბას, შეგისვამ ზურგზეო. კიდევ ვნახე ბევრი, ძალიან ბევრი ბროწეული, ვნახე საჰაერო ბუშტები, კლდეში გამოკვეთილი ძველი მართლმადიდებლური ეკლესიები და საოცარი საღებავებით დაწერილი ხატები.

თუმცა ახლა, დიახ, სწორედ ახლა, როცა ხელში თასი მიჭირავს და თითებს ვუწკაპუნებ, გამოქვაბულში ვარ, ექიმ ჰალიფას თიხის სახელოსნოში. გოგიტა კვერნაძის მამის, საჩინოსი არ იყოს, ესეც მექოთნეების შთამომავალი ყოფილა, თუმცა ყმაწვილკაცობაში პროფესია დაუწუნებია და პარიზში მედიცინის დასაუფლებლად წასულა. აუღია კიდეც ექიმის დიპლომი, ერთხანს საფრანგეთშიც უმუშავია და ბოლოს უფიქრია, ცუდ ექიმობას კარგი მექოთნეობა სჯობიაო. კაპადოკიაში დაბრუნებულა და გოგიტასავით უთქვამს, თიხაში ყარამანი ვარო. ჰოდა, ორი საამქრო და ორი მაღაზია გაუხსნია. ორივე – გამოქვაბულში. ერთი მაღაზია პარიზშიც აქვს. მისი ხელმძღვანელობით შექმნილ ნახელავს კი მთელ თურქეთში ნახავთ.

თიხა თუ მღერის, ფასები იკბინება, თუმცა ნახელავის ტრანსპორტირებაც არ იქნება ადვილი. გამოქვაბულის ტალანები ერთმანეთში გადადის და ულამაზესი სანახაობა იშლება თვალწინ. ყოველ ნაბიჯზეა სხვადასხვა ზომის, სხვადახვანაირად მოხატული დასადგამი კაბები. ეს სულთნების კაბებია. ასეთივე, ოღონდ ნაჭრის სამოსი ტოპკაფის სასახლეში ვნახე და ზომებმა გამაოგნა. წარმომიდგენია, მფლობელი რამხელა უნდა ყოფილიყო. თუმცა, როცა მათ ტახტრევნებსა და სამზარეულო აღჭურვილობას შევავლე თვალი, აღარაფერი გამკვირვებია.

ჰალიფას მეორე მაღაზია აქედან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზეა. ისიც გამოქვაბულშია, მაგრამ რამდენიმესართულიანი და ერთი დარბაზი თურმე მუშტარი ქალბატონების კულულებს ეთმობა. ეს ამბავი ასე დაწყებულა: ერთი კეკლუცი ფრანგი ტურისტი შესულა, რაღაცები უყიდია, ფული გადაუხდია და მეპატრონისთვის თავისი კულული უსახსოვრებია. ესეც, ჯენტლმენი, უკანვე ხომ არ ესროდა, რად მინდა, ქალო, შენი თმაო, – მადლობა გადაუხდია, წითელი ბაფთა შეუბამს და კედელზე მიუმაგრებია იმ ქალბატონის მისამართსა და ტელეფონთან ერთად. ქალებს წამხედურობა გვჩვევია, ჰოდა, სხვა მუშტრებსაც მიუბაძავთ. დღეს ის დარბაზი ქალის კულულებით არის სავსე. რას იყიდი, მნიშვნელობა არ აქვს, – შეგიძლია, პატარა კულული მოიჭრა და ბაფთით კედელზე მიამაგრებენ შენსავე მისამართთან ერთად. ამ რიტუალს ყველა სიამოვნებით ასრულებს და იცით, რატომ? წელიწადში ორჯერ, ივნისსა და სექტემბერში, ლატარია იმართება: პირველ მყიდველს ათი კულულის ამორჩევას სთხოვენ და მათი პატრონები მათთვის მოხერხებულ დროს ათ დაუვიწყარ დღეს ატარებენ კაპადოკიაში. ხარჯს მექოთნე ჰალიფა ანაზღაურებს. სამწუხაროა, რომ იმ მაღაზიაში ვერ მოვხვდი, თორემ ცოტა თმას მეც სიამოვნებით მოვიჭრიდი. არა მგონია, რამე მომეგო, მაგრამ მერე რა, სადაც სხვების თმაა, იქ ჩემიც ყოფილიყო, ვარდისფერ ბაფთამობმული (დამავიწყდა მეთქვა, რომ ქერა თმას წითელი ბაფთა ერგება, დანარჩენებს კი ვარდისფერი).

თავად ჰალიფა თავისი ნახელავი თიხის სიმღერას სპეციალურ მინარევს აბრალებს და ეს, ბუნებრივია, მისი საოჯახო საიდუმლოა. საერთოდ კი, თიხის ძირითადი შემადგენლობაა SiO2 (30-70%), А12О3 (10-40%) და Н2О (5-10%). მცირე რაოდენობით შეიცავს მინარევებს – Fe2O3, FeO, TiO2, CaO, MgO, K2O, Na2O, CO2. თითქმის ყოველგვარი შემადგენლობის თიხა წყალთან პლასტიკურ და წელვად მასას წარმოქმნის, რომელიც გაშრობის შემდეგ მიცემულ ფორმას ინარჩუნებს, გამოწვისას კი ქვასავით მაგარი ხდება.

თიხა ასევე შეიძლება შეიცავდეს კაოლინიტს (2Al2O3·2SiO2·2H2O); ანდალუზიტს (Al2O3·SiO2); გალუაზიტს (Al2O3·SiO2·H2O); ჰიდრარგილიტს (Al2O3·3H2O); კორუნდს (Al2O3); მონოტერმიტს (0,2[K2MgCa]0·Al2O3·2SiO2·1,5H2O); პიროფილიტს (Al2O3·4SiO2·H2O).

კაოლინიტი მთავარი კომპონენტია. ეს სიტყვა ჩინეთის მთიანი რაიონის კაოლინგის სახელწოდებისგან წარმოიშვა. კაოლინიტის კრისტალის სტრუქტურას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის სილიციუმის ოქსიდისგან შედგება – სილიციუმის ატომი ჟანგბადის ოთხი ატომითაა გარშემორტყმული და ტეტრაედრს ქმნის. იმავე სტრუქტურაში ალუმინის ოქსიდიც არის, ანუ ჟანგბადის ექვსი ატომით გარშემორტყმული ალუმინის ატომი, რომელსაც ოქტაედრის სახე აქვს. ოქტაედრებისა და ტეტრაედრების ფენები ერთმანეთზეა განლაგებული. თუ კაოლინიტის კრისტალებს ელექტრონულ მიკროსკოპში დავათვალიერებთ, იოლად დავინახავთ ფენებად ჩალაგებულ ბრტყელ ექვსკუთხედებს. ამ ფენებს შორის კავშირი ძლიერი არ არის, ამიტომ მათ ერთმანეთის მიმართ გადანაცვლება შეუძლიათ. ამიტომაა, რომ თიხა წელვადია, კარგად იზილება და მისგან ათასი რამის გამოძერწვა შეიძლება.

თიხის ნაკეთობებს 920-980 გრადუსამდე ტემპერატურაზე, მუფელის ღუმელში გამოწვავენ, რომ სიმტკიცე შეიძინოს, მერე კი ნელ-ნელა აცივებენ. გამოწვის დროს თიხაში ქიმიური და ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ის იცვლის თვისებებსა და ფერს. გამომწვარ ნაკეთობას მინანქრით ფარავენ. უწინარესად – სილამაზისთვის, თუმცა ამას სხვა დანიშნულებაც აქვს. საქმე ის არის, რომ გამომწვარ თიხაში ფორები რჩება, მინანქრის ფენა კი ფორებს ამოავსებს და ჭურჭელს ჰერმერტულს ხდის.

წინათ მინანქრის დასამზადებლად კვარცს იყენებდნენ – მანამდე აქუცმაცებდნენ, სანამ წმინდა ფხვნილს არ მიიღებდნენ, მერე წყალში ხსნიდნენ და თხლად უსვამდნენ ნაკეთობას. მეორედ გამოწვა აუცილებელი იყო. კვარცი სილიციუმის ოქსიდია. სხვადასხვა ფერს კი მინანქარს მეტალის იონები ანიჭებს. მაგალითად, კობალტი ლურჯად ღებავს, სპილენძი – მწვანედ, რკინა – წითლად ან ყავისფრად.

თიხის რამდენიმე ნაირსახეობაა ცნობილი და თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირად იყენებენ. არსებობს მსუბუქი და მძიმე თიხა. ის გამოიყენება როგორც ქაღალდისა და ცელულოზის, ისე ფაიფურის წარმოებაშიც. მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს სამშენებლო თიხა. სწორედ მისგან მზადდება ე.წ. ცეცხლგამძლე აგური. საპატიო მესამე ადგილზეა ბენტონიტი. ფიქრობენ, რომ ის ვულკანური წარმოშობის ფერფლის ქიმიური გარდაქმნის პროდუქტია. ამ ტიპის თიხა ჭაბურღილების გათხრის დროს გამოიყენება. კიდევ ერთი სახეობის თიხას ნავთობ პროდუქტების გასასუფთავებლად იყენებენ. ამავე თიხისგან დამზადებული ფილტრებით მინერალურ ზეთებს ფილტრავენ.
ჭურჭელს კი კერამიკისთვის განკუთვნილი თიხისგან ამზადებენ.

ბუნებაში უმთავრესად გავრცელებულია წითელი, თეთრი (კაოლინი), კერამიკის და ცეცხლგამძლე თიხა.

ზოგიერთი მინარევი თიხას აბინძურებს. ასეთებია: თაბაშირი (CaSO4·2H2O), კალციტი (CaO·CO2), დოლომიტი (MgO·CaO·2CO2), გლაუკონიტი (K2O·Fe2O3·4SiO2·10H2O), ლიმონიტი (Fe2O3·3H2O), მაგნეტიტი (FeO·Fe2O3), პირიტი (FeS2), სიდერიტი (FeO·CO2).
– ერთი, ორი, სამი, ოთხი… კი მაგრამ, საქპატენტი სად არის?!

ასე მუსტაფა გვთვლის ავტობუსში. მუსტაფა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის წარმომადგენელია. ჩვენ, მთელი ერთი ავტობუსი, მათ მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ჟიური, ახლა კაპადოკიაში ვართ, თუმცა გეზი უკვე კაიზერის აეროპორტისკენ გვიჭირავს. რაკი მუსტაფას ვყავართ ჩაბარებული, ავტობუსში ყოველი ამოსვლისას დაუღალავად გვთვლის. საქპატენტიდან ორი წარმომადგენელი გვყავს. თუ ვინმე არ იგვიანებს, სწორედ ისინი არიან, მაგრამ მუსტაფა მაინც მათ მოიკითხავს ხოლმე. ან, როგორც ცხოვრებაში ხდება, პუნქტუალური ხალხისგან უფრო მეტს მოითხოვენ, ან უბრალოდ სიტყვა „საქპატენტის” წარმოთქმა მოსწონს. დამავიწყდა მეთქვა, რომ მუსტაფა მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად. აქა-იქ ოდნავ თავისებურად გადააკეთებს ხოლმე, მაგრამ ამისთანა თურქულით ლაპარაკზე სიამოვნებით დავთანხმდებოდი.

საქპატენტიის ბიჭებს კეთილად ეღიმებათ და სიღრმიდან ხელს უქნევენ, აქ ვართ, აქო.

– თამამ! (ანუ ძალიან კარგიო) – გადახედავს მძღოლს და ავტობუსიც სიჩქარის აკრეფას იწყებს.

ზღაპარი, სახელად კაპადოკია, უკან რჩება…

დიალექტების სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით

0
 დღეს ბავშვების დიდი ნაწილი მიეჯაჭვა ციფრულ ტექნოლოგიებს. საითაც არ უნდა გავიხედოთ ამაზე მიდის დავა, ბჭობა, კამათი… თუმცა გამოსავლის ძიება რთულია. როგორ მოვაბრუნოთ ბავშვები წიგნისკენ? ეს კითხვა ყველას აწუხებს, პასუხი თითქმის არ არსებობს. ამ „დაავადებისთვის” რეცეპტის გამოწერა ისევ მასწავლებლებმა უნდა შეძლონ. მათ შეუძლიათ ახალი ინოვაციები ინფორმაციებთან ერთად გადასცენ ისე, რომ სწავლის პროცესი იყოს ძიებაზე დაფუძნებული, სასიამოვნო და სახალისო, რომლითაც ის უპასუხებს XXI საუკუნის მოთხოვნებს.
   სტატიაში განხილულია მასწავლებლების ერთი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ტექნოლოგიებით სწავლების მიმართ, თუმცა იქვე საუბარია მის აუცილებლობაზე, იმ უნარ-ჩვევებზე, რომელიც უვითარდება მოსწავლეს ტექნოლოგიებით სწავლების დროს. სტატიაში გთავაზობთ პროექტის -„დიალექტების სწავლა ტექნოლოგიების დახმარებით” შედეგების მიმოხილვას.

ფაქტია,  ამ პროექტით ჩვენ გაკვეთილის ჩარჩოს გავცდით, შევთავაზეთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა: დაგეგმვა, ჯგუფური მუშაობა, ძიება, შეფასება, ანალიზი, კავშირი რეალურ გარემოსა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან… ამგვარი სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბონ, საკუთარი პოზიციები გამოკვეთონ და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები.
    საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლების პროცესში
    ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს პროგრესი, მისი დახმარებით ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციულ სივრცეში საქართველოს აქტიური ინტეგრირება, რათა ქვეყანა გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი. დღეს XXI საუკუნეში რატომ დავობენ, საქართველოს სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუცილებლობის მოთხოვნაზე? ხშირად გვესმის, რომ მისი გამოყენება იწვევს ხმაურს, დროის ფუჭ ხარჯვას, წიგნთან დაშორებას, ბავშვების დაჩლუნგება-დეგრადაციას, ნერვულ სტრესს… თუმცა ჩვენ პროექტის მაგალითზე, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით დიალექტების სწავლა განვახორციელეთ, საპირისპიროს დავამტკიცებთ. ამ პროექტმა ხელი შეუწყო :    

  

·საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;

·შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას;
·თვალსაჩინოებების შექმნასა და გამოყენებას;

· მოსწავლეებს განუვითარდათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები (გაგების, კომუნიკაციის, ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება). ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია.
     წლების განმავლობაში მთავარი ცოდნის ოდენობა იყო,  და არა უნარ-ჩვევების განვითარება, მასწავლებლები თვითონ იყვნენ აქტიური მომხსენებლები, ფასდებოდა მოსწავლის ცოდნა, საშუალო დონის სააზროვნო უნარები. 2006 წლიდან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. ამ დოკუმენტში ცოდნასთან ერთად, დღის წესრიგში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება დადგა. პარალელურად ქვეყანაში დაიწყო ისტ-ის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. დღის წესრიგში დადგა გაკვეთილის მსვლელობაში ცვლილებებიც. ჩვენ არ ვამბობთ უარს ცარცსა და დაფაზე, მაგრამ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გვიჭირს სწავლა-სწავლების პროცესის წარმოდგენა. მოსწავლეები უნდა დავაინტერესოთ, მათი პრიორიტეტები ერთობ განსხვავებულია, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესთან არ ყოვნდება. ამიტომ აუცილებელია ინფორმაცია ისე გადავცეთ, რომ სწავლის პროცესი სასიამოვნო და სახალისო იყოს, პასუხობდეს  XXI საუკუნის მოთხოვნებს. 

დიალექტების სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით

    დღეს საქართველოში გრამატიკის საკითხები  შანიძის, კვაჭაძის, აფხაზავას, არაბულის ავტორობით გამოცემულ წიგნებში ლიტერატურასთან ინტეგრირებულად ისწავლება. დიალექტებზე კი ინფორმაცია მწირია. დიალექტის მნიშვნელობა კი სალიტერატურო ენის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია. არნოლდ ჩიქობავა წერს „ენა იცვლება დროსა და სივრცეში. პირველ შემთხვევაში ენის ისტორიასთან გვაქვს საქმე, მეორე შემთხვევაში-მის დიალექტურ ნაირსახეობასთან”. https://www.lingua.ge/dialektebi.html

თუ მეტყველებასა და ტექსტის რედაქტირებაში დიალექტურ ფორმებს ვასწორებთ (მოვიდა-მევიდა, რა იყო? – რეია?…), მაშინ რატომ არის ის ლიტერატურაში საინტერესო, მნიშვნელოვანი? რატომ იყენებენ მწერლები დიალექტურ ფორმებს? ნუთუ აკაკი  მართალი იყო, როცა დაწერა „ენას გიწუნებ ფშაველო”. ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხები მოსწავლეებმა უნდა გასცენ, ოღონდ მას შემდეგ, როცა თითოეული კილოს ნიმუშებს გაეცნობიან. საქართველოში   16 დიალექტი არსებობს (ქართული ენა V-VI კლასი – თ. ბოლქვაძე, ე. აფხაზავა; ქართული ენა V კლასი – ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე). სამწუხაროდ, ვერსად ვიპოვეთ ერთ ფორმატში მოქცეული16-ვე დიალექტის ნიმუში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა სასწავლო მასალა დიალექტებზე. 

   მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, პასუხისმგებლობის წილი ყველაზე გადანაწილდა, არ მიეცათ  პასიურობის  საშუალება, გულისყურით ეკიდებოდნენ თითოეულ სამუშაოს, დეტალს. მოქონდათ ახალი იდეები. შეიქმნა მოსწავლეთა 3 ჯგუფი. ჯგუფებს განსხვავებული დავალებები ჰქონდათ.

I ჯგუფი – შექმნეს თვალსაჩინოება Sparkol video scribe-ში და განათავსეს ჩვენს  ბლოგზე, რამაც დიდი სიხალისე შემატა ჩვენს მუშაობას.

II  ჯგუფი მასალას აგროვებდა Power Point-ში პრეზენტაციისათვის. არჩევდნენ ქართველ მწერლებს, ნაწარმოებებს, ეპიზოდებს, მსჯელობდნენ, კამათობდნენ, მაგრამ აღწევდნენ გარკვეულ კონსენსუსს. ასე შეირჩა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი”, ვაჟა-ფშაველას „სულეთს შავიდნენ ხმლიანი”, ნოდარ დუმბაძეს „ხაზარულა”, მიხა ხელაშვილის შემოქმედება, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა”, მაგრამ დიალექტების ნიმუშების დიდი ნაწილი ისევ არ იყო მოპოვებული. რაჭული და თუშური დიალექტის ნიმუშები მოსწავლეებმა ინტერნეტმეგობრების დახმარებით სკაიპით ჩაწერეს. 

   ფერეიდნულის ნიმუშად პატარა მოთხრობა „თოვლისა და ბალახის საუბარი” შეარჩიეს, ხოლო ინგილოურის „ჩალთუქის მოყვანა” (აფხაზავა, ბოლქვაძეს რედაქცია). მოსწავლეებმა მისი თანამედროვე ვარიანტი შემოგვთავაზეს, რომელიც დაასურათეს და სლაიდში ჩასვეს. 

   ისტორიის მასწავლებელთან ერთად ამუშავებდნენ ინფორმაციას ფერეიდანზე, იმერხევსა და საინგილოზე, რათა გაეცათ პასუხი შეკითხვაზე: როგორ აღმოჩნდნენ ქართველები „სხვა” ქვეყნის ტერიტორიაზე და რა უნდოდათ ირანში?…

III ჯგუფი – დიალექტის ნიმუშები დიდი ძალისხმევით ინტერნეტ წყაროების

https://www.slideboom.com/presentations/

https://portpolio1.blogspot.com/p/blog-page_9065.html
https://lib.ge/book.php?author=477&book=6228
https://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/dialekt/ingilo.html
https://www.putkaradze.ge/qartuli_enis_istoria/links/1.5.qartveluri_kiloebi.htm
https://geolinguistic.blogspot.com/2010/01/3.html
https://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/dialekt/imerxeuli.html
https://www.putkaradze.ge/qartuli_enis_istoria/links/1.5.qartveluri_kiloebi.htm
https://gonashvilirusa.blogspot.com/2012/02/blog-post_11.html
https://lemill.net/lemill-server/content/webpages/10e510d010da10d010e510d8-10d210e310e010ef10d010d010dc10d810e1-10d410dc10d0-10d310d810d010da10d410e510e210d8
https://lemill.net/lemill-server/content/webpages/10d310d810d010da10d410e510e210d410d110d8-10e510d010e010d710e310da-10d410dc10d010e110d0-10d310d0-10db10e310e110d810d910d010e810d8

დახმარებით მოიპოვეს. მოპოვებული დიალექტის ნიმუშები T ცხრილის მარჯვენა მხარეს ჩავწერეთ და გავაკეთეთ კვლევა, მარცხენა მხარეს უნდა მიეწერათ სალიტერატურო ფორმები, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საინტერესო, სახალისო ვარიანტები შემოგვთავაზეს. საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს ამ დავალების ნიმუშს ჩვენი მკითხველი, თუ ვერა, მაშინ დაათვალიერებს ჩვენს პრეზენტაციას და სწორ პასუხსაც იპოვის.
მაგალითად, მოსწავლეების მიერ მოძიებული იქნა სიტყვები.

ბოშუნა,

შეხტაშეკვიწიალდა,

აჭოფვა,

ხაპი,

ცინციფური,

ქეთლი,

აკრაკი,

ბუკაკა,

ებერა,

ციმფია, 

გროფავ,

ჭაჭკვი,

იწნაკება,

გავძაბრავ,

ფაჩალები,

ლახანა,

კოდაკი,

ღენჭი,

ბახალა,

ჩვათები,

კოტორი

 

 

 
   პასუხებით გამხიარულებულებმა მოპოვებული მონაცემები Power Point-ში ავაწყვეთ, მივეცით პრეზენტაციის ფორმა. თითოეულ სლაიდს მარჯვენა კუთხეში საქართველოს რუკა დავურთეთ, რათა მიზნობრივმა ჯგუფმა გაიცნოს და ისწავლოს არა მხოლოდ დიალექტის ნიმუშები და იგრძნოს მისი ხიბლი, არამედ იცოდეს დიალექტის გავრცელების არეალი.

Sparkol video scribe-ში გაკეთებული სასწავლო თვალსაჩინოება  და Power Point-ის პრეზენტაცია ჩემს ბლოგზე Dianatsurtsumia.blogspot.com გამოვაქვეყნეთ, რის შემდგომაც სკოლაში მოვაწყვეთ პრეზენტაცია-კონფერენცია, ხოლო ეს მასალა გადავაგზავნეთ ევროპული სკოლის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მოგვიწვიეს.
   ქართული ენის დიალექტების დამუშავებას ტექნოლოგიების გარეშე მოკლე დროში ვერ შევძლებდით, თვეები მაინც დაგვჭირდებოდა, თუმცა 3 კვირაში გახდა შესაძლებელი (კონკრეტულად ორი საგაკვეთილო მასალა დავუთმეთ-პრეზენტაციისთვის მასალის შერჩევას, დაგეგმარებას, ჯგუფების შექმნას, სამუშაოს გადანაწილებას და სამი გაკვეთილის ბოლო 10 წუთი მოპოვებული მასალის გაანალიზებას, ახალი დავალებების განაწილებას, ხოლო დანარჩენი მასალა გაკვეთილების შემდეგ დავამუშავეთ). 16-ვე დიალექტის ნიმუშის ამოკრება-დამუშავება ძალიან დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა ამ წიგნებს რაიონში მაინც ვერ ვიშოვიდით და ვერც მთელ საქართველოს მოვივლიდით. ე.ი. პროექტს ვერ განვახორციელებდით.

დიალექტების შესწავლის პროცესში, მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთვნენ კვლევასა და კითხვის პროცესში. მათ საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოიყენეს როგორც პრეზენტაციებისა და საგანმანათლებლო რესურსების შემნის მიზნით, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ თანატოლებთან ურთიერთობისას. პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო რესურსი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქართული ენის დიალექტების შესასწავლად გამოადგება.  
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ალ. ყაზბეგი „ხევისბერი გოჩა”;
2. მიხა ხელაშვილის შემოქმედება https://pshavi.ge/greats/khelashvili.html;
3. ვაჟა-ფშაველას „სულეთს შავიდნენ ხმლიანი”;
4. ნოდარ დუმბაძეს „ხაზარულა”;
5. დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი”;
6. LEMILL-ში მოთავსებული მასალა;
7. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. 2011;
8. ა. ჭინჭარაულის ხევსურული ლექსიკონი,თბ.,2005.
დიანა წურწუმია
ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

ვინ მიიღებს ოსკარს

0
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, მაგრამ როცა ჩემი პროგნოზი თქვენამდე მოაღწევს, ოსკაროსნების სია უკვე ცნობილი იქნება. დილით Facebook-ს გახსნით ან რომელიმე გამოცემის ვებგვერდზე შეხვალთ და იქაურობა აჭრელებული დაგხვდებათ მრავალათასიან საღამოს კაბებსა და სმოკინგებში გამოწყობილი ვარსკვლავების ფოტოებით, იმედგაცრუებული, სიხარულით სავსე და თავდაჯერებული სტატუს-კომენტარებით: „ხომ ვამბობდი!” – და სხვა და სხვა.

ჰოლივუდურ ვარსკვლავთცვენაში ქართველებიც გამოერევიან, მაგრამ მათ ამ ვარსკვლავთცვენით გამოწვეული ისეთივე გაკვირვება და აღფრთოვანება ექნებათ აღბეჭდილი სახეებზე, როგორიც ჩვენ. ამ ქართველების ამბავმა ლამის ყველა ჩვენგანის სახლში შემოაღწია. ჯერ იყო და მათ „ჯიბის ფულზე” ვინერვიულეთ, მერე – ჩაცმულობაზე და მალე, თუ წითელ ხალიჩაზე რომელიმე ჩვენიანს მოვკარით თვალი, ისიც გვეცოდინება, რა ფერის საცვალი აცვია მას. სმოკინგ-შარვლის ამბები რომ მოვინელეთ, თურქული დიდთოვლობა წამოგვეწია – აეროპორტში გაიჭედნენ. ბოლოს ჭორი გავრცელდა, მიშა მესხმა პასპორტი დაკარგაო და მოკლედ რა, ტანჯვაა ეს წუთისოფელი. ჩააღწიეს მგონი.

„ოსკარს” ჩვენში სხვადასხვა ფერის თვალით უყურებენ. ზოგი ცხვირს უბზუებს – ჰოლივუდი იანკების იდეოლოგიაა, ამერიკელების ყველაზე ძლიერი იარაღი, და მანდაურობას ნამდვილი ხელოვნებისა არაფერი სცხიაო. თუ ხელოვნება გინდათ, აგერ, ევროპა-აზიისკენ გამოიხედეთო. უფრო – ევროპისკენო. ზოგსაც ქვიშის საათი გადმოუპირქვავებია და სულიმწარედ ელოდება წითელ ხალიჩაზე პირველი ძვირად ღირებული ფეხსაცმლის შედგმას. მე კი მგონია, რომ „ოსკარმა”, იქაურმა თავგადასავლებმა და ჰოლივუდმა კარგი სამაღარიჩო საქმე გაგვიკეთა იმ ტკბილ ხანაში, თბილისში კალაშნიკოვის ავტომატის კაკანი რომ აღარ ისმოდა, ახალი კი არაფერი ხდებოდა. მოგვიანებით თეა გვასალიამ მოგვისწრო სულზე. იმ ხალხის ფერადი ისტორიების მოსმენა გაყინული სახლის ფანჯარას ჰგავდა, საიდანაც კარგი ამინდი ჩანს. ამიტომაა, ვერც ჰოლივუდის და ვერც „ოსკარის” მიმართ გულგრილი რომ ვერ ვარ.

კინოაკადემიას თავისი ხუშტურები აქვს – ვიღაცები უყვარს, ვიღაცები სძულს; ზოგს ხან გაუღიმებს, ხან წარბს შეუკრავს. კლინტ ისტვუდი თავისიანად მიაჩნია, კუბრიკს კი ჭირვეული ბავშვივით უცხოობდა; საარაკო უნიჭობით გამორჩეულ კუბა გუდინგ უმცროსს ოსკარი ჩაახუტა, ლეო დი კაპრიოს კი კარგა ხანია აშაყირებს… ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაში – ვარსკვლავები და ამერიკის კინოაკადემიაში – ცოდვები, მაგრამ მაინც გვიყვარს და გვაინტერესებს, ეს ოხერი.

წელს რა მოხდება? მე რა ვიცი. იმას კი მოგახსენებთ, ჩემთვის საინტერესო ნომინაციებში რა მინდა მოხდეს:

მთავარი ჯილდო ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს Birdman-მა უნდა მიიღოს. ეს ნიჭიერი მექსიკელი ყაზილარი, კარგა ხანია, ერთიმეორეზე უკეთეს ფილმებს ჩარხავს, მაგრამ ბოლო ნამუშევარი ისეთია, რომ აკადემიამ გვერდი ვერ უნდა აუაროს (თუმცა ერთხელ და ორჯერ აუვლია?!). ამ ფილმში ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთი დინამიკა და იმდენი ენერგია მოდის, რომ ნუ იტყვით…

სადაც სამართალია, მამაკაცის მთავარი როლისთვის ჩამოსხმული ქანდაკებაც Birdman-ის ანგარიშზე უნდა გაუშვან. მაიკლ კიტონმა ციბრუტივით იტრიალა, 63 წლის განმავლობაში ნაგროვები ენერგია გადმოანთხია და თავისი ბოლო წლების საუკეთესო როლი ხონჩით მოგვართვა. სანამ ინიარიტუს ფილმს ვნახავდი, მეგონა, სტივ კერელს მიაგებდნენ პატივს Foxcatcher-სთვის, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით იოლი მისია ჰქონდა დაკისრებული – რეალური პერსონა უნდა განესახიერებინა. ეს მსახიობს ჯაფას უმსუბუქებს. მას აქვს Youtube-ი იმისთვის, რომ ობიექტი გაშიფროს (თუ პერსონაჟის ვიდეო არსებობს), მისი მიმიკები, მიხრა-მოხრა, საუბრის მანერა შეისწავლოს. ბოლოს და ბოლოს, ფოტოსურათიდანაც შესაძლებელია გმირის ხასიათის მოპარვა. სტივ კერელს გრიმიც ეხმარებოდა, გრიმით კი, გეცოდინებათ, უფრო ადვილია. 

Birdman-ს კიდევ ერთი მომგებიანი ნომინანტი ჰყავს – ედვარდ ნორტონი, რომელიც ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლისთვისაა წარდგენილი და გულზე ხელის დადებით ვამბობ – შესანიშნავ პერფომანსს დგამს. ბოლოდროინდელი უღიმღამო კარიერის შემდეგ ეს თვალში საცემი გამოხტომა იყო მისი მხრიდან. ერთი კია, ნორტონს ბევრად უფრო რთული კონკურენტები ჰყავს – გნებავთ, ნომინაციების კლასიკოსი რობერტ დიუვალი და გნებავთ, ნიჭიერი კაცი მარკ რუფალო. ისე კი, დაივიწყეთ ეს ხალხი. ამ ოსკარს ჯეი ქეი სიმონსი ჩაიჯიბავს. წყალი არ გაუვა ამას. 

ერთი პარადოქსული რამ ახასიათებს „ოსკარს” – ცალ-ცალკე ნომინაციებია საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის. გასაკვირია – თუ ფილმს იმ წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარებ, მაშ, წლის საუკეთესო რეჟისორიც იმ ფილმის შემქმნელი არ უნდა იყოს? თუმცა მანდ სხვა მაფიაა – საუკეთესო ფილმისთვის ჯილდოს პროდიუსერი იღებს და არა რეჟისორი. ასეა, რას ვიზამთ.

რეჟისორების ნომინაციაში საქმე იოლად როდია. ერთი მხრივ ინიარიტუ ზის, მეორე მხრივ  – რიჩარდ ლინკლეიტერი შესანიშნავი სურათისთვის Boyhood და ამ ორ ბრწყინვალე ნომინანტს უეს ანდერსონიც ემატება საოცრად ტკბილი ფილმით The Grand Budapest Hotel. ანდერსონის შემთხვევა მარტივი მგონია – მას საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის დააჯილდოებენ და დაშოშმინდება. რეჟისორად კი, ეჭვი მღრღნის, ლინკლეიტერს გამოარჩევენ და ინიარიტუ დაიჩაგრება.

ქალებთანაც რთული ვითარებაა. მთავარი როლისთვის მარიონ კოტიიარს უფრო ეკუთვნის დაფასება, მაგრამ ჯულიანა მურს დააჯილდოებენ. აკადემია ჭაღარას, რაგინდ კარგადაც მალავდე, პატივს სცემს. ისე კი, რას ვერჩი ჯულიანას, მშვენივრად გაისარჯა.

რა მოხდება ქალის მეორეხარისხოვან როლზე? – ალბათ, პატრიცია არკეტი გაიხარებს. მერილ სტრიპი თავის ტრადიციად ქცეულ ნომინანტობას დასჯერდებ. მაგრამ ამ არაამქვეყნიურად ნიჭიერი ქალისგან განა რამეღა დარჩა გასაკვირი?! იქნებ აიყვანონ კიდეც სცენაზე.

უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილ „ოსკარს”, როგორც არ უნდა დაგვამწუხროს ამ ამბავმა, ან ზვიაგინცევის Leviathan-ი, ან პოლონური Ida მიიღებს;
დოკუმენტური ფილმისას – Citizen Four;
მუსიკისას – The Imitation Game;
კოსტიუმებისას – The Grand Budapest Hotel;
მულტფილმისას – How to Train Your Dragon 2.

და კიდევ ერთი: შეიძლება, სხვა ყველაფერში ვცდებოდე, მაგრამ ორივე თირკმელს ჩამოვალ ფსონად, რომ საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში Birdman-ის ოპერატორი, გენიოსი ემანუელ ლუბეცკი გაიმარჯვებს.
აგერ მე და აგერ თქვენ. 

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქოდე მოზარდებისათვის

0

საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა და გამოწვევა არსებობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების კუთხითმიზანმიმართულ მუშაობას ახორციელებს, რაზეც დღეს ჩვენი სტუმარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – მარიკა ზაქარეიშვილი გვესაუბრება.

 

მარიკა მოგესალმებით, მოკლედ მოგვიყევით რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვა პროფესიული განათლების სფეროში.




მოგესალმებით, მივესალმები ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” ყველა მკითხველს. მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს ეს ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უწყვეტობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ზოგადი განათლების მიღების შემდგომ სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. დღემდე ინკლუზიური განათლების მიმართულებები აქტიურად ინერგებოდა ზოგადი განათლების სისტემაში 2005 წლიდან. პროფესიული განათლების საფეხურზე კი ნიადაგის მომზადება, მეთოდოლოგიის გამართვა და ფიზიკური გარემოს ორგანიზება 2013 წლიდან დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო. თავდაპირველად მომზადდა საკანონმდებლო პლატფორმა, რაც გამოწვევას წარმოადგენდა პროფესიული განათლების სისტემაში. პროფესიული განათლების დეპარტამენტთან ერთად დამუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სიახლეებსა და ინოვაციებს პროფესიული განათლების სფეროში და ასევე ინკლუზიური განათლების დანერგვას პროფესიულ განათლებაში.




მეორე მიმართულება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ეხება ფიზიკური გარემოს მომზადებას. შემოვიტანეთ ახალი კონცეფცია – უნივერსალური დიზაინი. ვფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ პირველი სართულის ადაპტირება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის არ არის საკმარისი. დღეისათვის რამდენიმე პროფესიული სასწავლებელია ნაწილობრივ ადაპტირებული. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა აქტიური სემინარები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსადა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტების ჩართულობა აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში მნიშვნელოვანი იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით. შედეგად მივიღეთ ის, რომ 5 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის შენობა იქნება უნივერსალური დიზაინის და სრულად ადაპტირებული. აღნიშნულის განსახორციელებლად დაფინანსება გამოიყოფა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ნორვეგიის მთავრობის მიერ. მესამე და მნიშნელოვან კომპონენტს კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მოზიდვა და მათ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა წარმოადგენს. დაიხვეწა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის მექანიზმი.

რა უნდა გააკეთოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ, რომ ჩაირიცხოს პროფესიულ სასწავლებელში?




ყველა სხვა მოსწავლეს, გარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა, მოუწევს გაიაროს რეგისტრაცია და ჩააბაროს გამოცდები, რომელიც ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ჩასარიცხად ერთადერთი პირობა ცხრა კლასის დამამთავრებელი ატესტატის ქონაა. შემდგომ ამისა, იგი გადის რეგისტრაციას. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპზეც, საგაზაფხულო მიღებაზე და ყველა მსურველს შეუძლია 5 მარტამდე დარეგისტრირდეს ადგილობრივ რესურს-ცენტრებში, პროფესიულ სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით არსებულ სამ საინფორმაციო ცენტრში. რეგისტრაციის შემდეგ, მოზარდს შეუძლია აირჩიოს სამი სასურველი სპეციალობა კლასტერის შიგნით. ამის შემდეგ, მას უკავშირდება ჩვენი სამმართველო და იგზავნება სპეციალისტთა გუნდი მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად. შესაძლებელია, საჯარო სკოლაში სწავლისას ბავშვი უკვე შეფასებული ჰყავდეს ექსპერტთა გუნდს, თუმცა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხდება მისი ხელახალი შეფასება. შემდგომ ამისა დასკვნა ეგზავნება მშობელს და/ან მეურვეს, რომელსაც აღნიშნული სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად მიაქვს პროფესიულ სასწავლებელში. თუ მოზარდი სმენის ან მხედველობის დარღვევითაა მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ოფთალმოლოგისა და აუდიოლოგის დასკვნა. ქცევითი და ემოციური დარღვევების შემთხვევაში ასევე აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა. საბოლოოდ ყველა დოკუმენტაცია იგზავნება სამინისტროში, სადაც სპეციალური კომისია განიხილავს მათ და ხდება რეკომენდაციის გაწევა განათლების და მეცნიერების მინისტრის წინაშე, რათა პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხოს აღნიშნული მოზარდები.

რაც შეეხება პროფესიას, აღნიშნეთ, რომ მოზარდს შეუძლია სამი სასურველი პროფესიის დასახელება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ აკეთებენ ისინი საბოლოო არჩევანს?




უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. მოზარდი თავდაპირველად აფიქსირებს სამ სასურველ სპეციალობას. ჩარიცხვის შემდეგ ხდება ამ სამივე პროფესიის მოსინჯვა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები ერთვებიან ამ პროცესში, ეცნობიან მათ მიერ არჩეულ ყველა პროფესიას შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და შემდეგ აკეთებენ საბოლოო არჩევანს -არის თუ არა ესა თუ ის მიმართულება მათთვის ნამდვილად სასურველი. გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ მოზარდის ინტერესებისა და მისი სურვილების გათვალისწინებით. პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია მშობელიც.

კონკრეტულად რა პროფესიის არჩევა შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს?




მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ პროფესიული სტანდარტი რაიმე აკრძალვას არ ქმნის, ჩვენი მხრიდან აღნიშნულზე შეზღუდვა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხდება რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა მოზარდისათვის, მაგრამ პროცესში ყველაზე მთავარი მისი ინტერესია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული ორიენტაციის მექანიზმის განვითარებაზე, რადგან მნიშნელოვანია ყველა მოზარდს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, რატომ ირჩევს კონკრეტულ პროფესიას. 2015 წელს იგეგმება დამატებითი ტრენინგები კარიერის დაგეგმვის მიზნით.

როგორია თავად საგანმანათლებლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში?




საქათველოში, პროფესიულ განათლებაში სრულ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სმენის და მხედველობის შეზღუდვის მქონე პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში სპეციალისტები უწევენ დახმარებას. სმენის დარღვევის შემთხვევაში მიმდინარეობს ლექციის თარგმნა ჟესტური ენის სპეციალისტის მიერ. სპეციალისტები ჩართული არიან სწავლების ყველა კომპონენტში – როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. მხედველობის დარღვევის შემთხვევაში ხდება აუდიოწიგნების გამოყენება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. 2015 წელს, პროფესიულ განათლებაში იგეგმება მოდულური პროგრამების განხორციელება და ყველა საკითხავი მასალა იქნება აუდიო სახით, რათა მხედველობის დარღვევის მქონე პირს ჰქონდეს მათი გაცნობის საშუალება. ამჟამად პროფესიულ განათლებას ორი მხედველობის შეზღუდვის მქონე სტუდენტი იღებს. აქედან, ერთ-ერთ მათგანს ჰყავს მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, რომელიც უკვე ჩაერთო პროცესში და სტუდენტს დახმარებას უწევს სივრცეში ორიენტაციაში. მსგავსი გამოცდილება ჯერ ზოგად განათლებაშიც არ ყოფილა. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე პირებს, როგორც ვიცით, ძნელია მათი გადაადგილება – თუნდაც პროფესიულ სასწავლებლამდე მოსვლა. შესაბამისად დაბალია სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის მაჩვენებელი. ამ ეტაპისთვის ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ სპეციალური ასისტენტის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას სახლიდან პროფესიულ სასწავლებლამდე და პირიქით. აღნიშნული პირი დაეხმარება ეტლით მოსარგებლე მოზარდს გადაადგილებაში – თუნდაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოსვლაში. როგორც ხედავთ, მიდგომა ინდივიდუალურია, რაც ნამდვილად სამინისტროს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

საინტერესოა როგორია პროფესიული განათების მიღების მსურველთა მაჩვენებელი?




მსურველთა რეგისტრაცია პირველად 2013 წელს, საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე განხორციელდა. დარეგისტრირებულ მოზარდთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა საშემოდგომო მიღებებზე ფიქსირდება. ზოგადად ტენდენცია ზრდადია, რაც იმედის მომცემია.

რას გვეტყვით უმაღლეს განათლებაზე? აქვს თუ არა დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა?




უმაღლესი განათლება ამ შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება, რადგან სფერო უფრო ავტონომიურია. ეს ერთ-ერთი გასაკვალი მიმართულებაა ინკლუზიური განათლების სფეროში. ვიცით, რომ ამჟამად სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, თუმცა ამ ეტაპზე სფეროს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა.


დაბოლოს, ვინაა ის გუნდი, ვინც დღეს სამინისტროში ამ კუთხით მუშაობს?

საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში ინკლუზიური განათლების დანერგვის საკითხზე მუშაობენ მარიკა ზაქარეიშვილი, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი და ნინი ტაბიძე.

მარიკა ზაქარეიშვილი – პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქოდე მოზარდებისათვის

0

საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა და გამოწვევა არსებობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების კუთხითმიზანმიმართულ მუშაობას ახორციელებს, რაზეც დღეს ჩვენი სტუმარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – მარიკა ზაქარეიშვილი გვესაუბრება.

 

მარიკა მოგესალმებით, მოკლედ მოგვიყევით რა ნაბიჯები იდგმება დღეს იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვა პროფესიული განათლების სფეროში.




მოგესალმებით, მივესალმები ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” ყველა მკითხველს. მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს ეს ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უწყვეტობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ზოგადი განათლების მიღების შემდგომ სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. დღემდე ინკლუზიური განათლების მიმართულებები აქტიურად ინერგებოდა ზოგადი განათლების სისტემაში 2005 წლიდან. პროფესიული განათლების საფეხურზე კი ნიადაგის მომზადება, მეთოდოლოგიის გამართვა და ფიზიკური გარემოს ორგანიზება 2013 წლიდან დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო. თავდაპირველად მომზადდა საკანონმდებლო პლატფორმა, რაც გამოწვევას წარმოადგენდა პროფესიული განათლების სისტემაში. პროფესიული განათლების დეპარტამენტთან ერთად დამუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სიახლეებსა და ინოვაციებს პროფესიული განათლების სფეროში და ასევე ინკლუზიური განათლების დანერგვას პროფესიულ განათლებაში.




მეორე მიმართულება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ეხება ფიზიკური გარემოს მომზადებას. შემოვიტანეთ ახალი კონცეფცია – უნივერსალური დიზაინი. ვფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ პირველი სართულის ადაპტირება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის არ არის საკმარისი. დღეისათვის რამდენიმე პროფესიული სასწავლებელია ნაწილობრივ ადაპტირებული. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა აქტიური სემინარები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსადა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტების ჩართულობა აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში მნიშვნელოვანი იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით. შედეგად მივიღეთ ის, რომ 5 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის შენობა იქნება უნივერსალური დიზაინის და სრულად ადაპტირებული. აღნიშნულის განსახორციელებლად დაფინანსება გამოიყოფა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ნორვეგიის მთავრობის მიერ. მესამე და მნიშნელოვან კომპონენტს კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მოზიდვა და მათ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა წარმოადგენს. დაიხვეწა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის მექანიზმი.

რა უნდა გააკეთოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ, რომ ჩაირიცხოს პროფესიულ სასწავლებელში?




ყველა სხვა მოსწავლეს, გარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა, მოუწევს გაიაროს რეგისტრაცია და ჩააბაროს გამოცდები, რომელიც ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ჩასარიცხად ერთადერთი პირობა ცხრა კლასის დამამთავრებელი ატესტატის ქონაა. შემდგომ ამისა, იგი გადის რეგისტრაციას. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპზეც, საგაზაფხულო მიღებაზე და ყველა მსურველს შეუძლია 5 მარტამდე დარეგისტრირდეს ადგილობრივ რესურს-ცენტრებში, პროფესიულ სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით არსებულ სამ საინფორმაციო ცენტრში. რეგისტრაციის შემდეგ, მოზარდს შეუძლია აირჩიოს სამი სასურველი სპეციალობა კლასტერის შიგნით. ამის შემდეგ, მას უკავშირდება ჩვენი სამმართველო და იგზავნება სპეციალისტთა გუნდი მოზარდის მდგომარეობის შესაფასებლად. შესაძლებელია, საჯარო სკოლაში სწავლისას ბავშვი უკვე შეფასებული ჰყავდეს ექსპერტთა გუნდს, თუმცა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ხდება მისი ხელახალი შეფასება. შემდგომ ამისა დასკვნა ეგზავნება მშობელს და/ან მეურვეს, რომელსაც აღნიშნული სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად მიაქვს პროფესიულ სასწავლებელში. თუ მოზარდი სმენის ან მხედველობის დარღვევითაა მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ოფთალმოლოგისა და აუდიოლოგის დასკვნა. ქცევითი და ემოციური დარღვევების შემთხვევაში ასევე აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა. საბოლოოდ ყველა დოკუმენტაცია იგზავნება სამინისტროში, სადაც სპეციალური კომისია განიხილავს მათ და ხდება რეკომენდაციის გაწევა განათლების და მეცნიერების მინისტრის წინაშე, რათა პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხოს აღნიშნული მოზარდები.

რაც შეეხება პროფესიას, აღნიშნეთ, რომ მოზარდს შეუძლია სამი სასურველი პროფესიის დასახელება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ აკეთებენ ისინი საბოლოო არჩევანს?




უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. მოზარდი თავდაპირველად აფიქსირებს სამ სასურველ სპეციალობას. ჩარიცხვის შემდეგ ხდება ამ სამივე პროფესიის მოსინჯვა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები ერთვებიან ამ პროცესში, ეცნობიან მათ მიერ არჩეულ ყველა პროფესიას შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და შემდეგ აკეთებენ საბოლოო არჩევანს -არის თუ არა ესა თუ ის მიმართულება მათთვის ნამდვილად სასურველი. გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ მოზარდის ინტერესებისა და მისი სურვილების გათვალისწინებით. პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია მშობელიც.

კონკრეტულად რა პროფესიის არჩევა შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს?




მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ პროფესიული სტანდარტი რაიმე აკრძალვას არ ქმნის, ჩვენი მხრიდან აღნიშნულზე შეზღუდვა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხდება რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა მოზარდისათვის, მაგრამ პროცესში ყველაზე მთავარი მისი ინტერესია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს პროფესიული ორიენტაციის მექანიზმის განვითარებაზე, რადგან მნიშნელოვანია ყველა მოზარდს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, რატომ ირჩევს კონკრეტულ პროფესიას. 2015 წელს იგეგმება დამატებითი ტრენინგები კარიერის დაგეგმვის მიზნით.

როგორია თავად საგანმანათლებლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში?




საქათველოში, პროფესიულ განათლებაში სრულ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სმენის და მხედველობის შეზღუდვის მქონე პროფესიულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში სპეციალისტები უწევენ დახმარებას. სმენის დარღვევის შემთხვევაში მიმდინარეობს ლექციის თარგმნა ჟესტური ენის სპეციალისტის მიერ. სპეციალისტები ჩართული არიან სწავლების ყველა კომპონენტში – როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. მხედველობის დარღვევის შემთხვევაში ხდება აუდიოწიგნების გამოყენება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. 2015 წელს, პროფესიულ განათლებაში იგეგმება მოდულური პროგრამების განხორციელება და ყველა საკითხავი მასალა იქნება აუდიო სახით, რათა მხედველობის დარღვევის მქონე პირს ჰქონდეს მათი გაცნობის საშუალება. ამჟამად პროფესიულ განათლებას ორი მხედველობის შეზღუდვის მქონე სტუდენტი იღებს. აქედან, ერთ-ერთ მათგანს ჰყავს მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, რომელიც უკვე ჩაერთო პროცესში და სტუდენტს დახმარებას უწევს სივრცეში ორიენტაციაში. მსგავსი გამოცდილება ჯერ ზოგად განათლებაშიც არ ყოფილა. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე პირებს, როგორც ვიცით, ძნელია მათი გადაადგილება – თუნდაც პროფესიულ სასწავლებლამდე მოსვლა. შესაბამისად დაბალია სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის მაჩვენებელი. ამ ეტაპისთვის ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ სპეციალური ასისტენტის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას სახლიდან პროფესიულ სასწავლებლამდე და პირიქით. აღნიშნული პირი დაეხმარება ეტლით მოსარგებლე მოზარდს გადაადგილებაში – თუნდაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოსვლაში. როგორც ხედავთ, მიდგომა ინდივიდუალურია, რაც ნამდვილად სამინისტროს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

საინტერესოა როგორია პროფესიული განათების მიღების მსურველთა მაჩვენებელი?




მსურველთა რეგისტრაცია პირველად 2013 წელს, საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე განხორციელდა. დარეგისტრირებულ მოზარდთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა საშემოდგომო მიღებებზე ფიქსირდება. ზოგადად ტენდენცია ზრდადია, რაც იმედის მომცემია.

რას გვეტყვით უმაღლეს განათლებაზე? აქვს თუ არა დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა?




უმაღლესი განათლება ამ შემთხვევაში ისევ პრობლემად რჩება, რადგან სფერო უფრო ავტონომიურია. ეს ერთ-ერთი გასაკვალი მიმართულებაა ინკლუზიური განათლების სფეროში. ვიცით, რომ ამჟამად სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, თუმცა ამ ეტაპზე სფეროს ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა.


დაბოლოს, ვინაა ის გუნდი, ვინც დღეს სამინისტროში ამ კუთხით მუშაობს?

საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში ინკლუზიური განათლების დანერგვის საკითხზე მუშაობენ მარიკა ზაქარეიშვილი, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი და ნინი ტაბიძე.

როგორ ვასწავლ(ი)ოთ, სიმდიდრე კარგია თუ ცუდი?

0
ვიცი, სათაური გულუბრყვილოდ მოგეჩვენებათ. სიმდიდრეს რა სჯობსო ბრძანებთ. თქვენს პასუხს ოდნავ დავაზუსტებ: კანონიერი გზით მოპოვებული სიმდიდრე ადამიანის ღირსებაზე, მის უნარებზე მეტყველებს და კარგია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული – პირიქით.

გასაკვირი ის გახლავთ, რომ მიუხედავად ამ  ჭეშმარიტების ერთსულოვნად აღიარებისა, საგანმანათლებლო სივრცეში მეტ-ნაკლებად განსხვავებული დამოკიდებულებები იჩენს თავს. 

ამ თემაზე თქვენი ყურადღების შეჩერება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ტრენინგებზე, სადაც პედაგოგებს ვხვდები, მათგან ხშირად  მიგრძნია აგრესია სიმდიდრისადმი და მდიდარი ადამიანებისადმი. მუშაობს სტერეოტიპი “მდიდარი ადამიანი არის გაუნათლებელი, უკულტურო,  გულქვა, კრიმინალი, ეშმაკი…” პედაგოგების ეს დამოკიდებულება სავარაუდოდ (ცნობიერადაც და არაცნობიერადაც) გადაეცემათ მოსწავლეებს. ანუ კეთილდღეობისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას სიცოცხლე უხანგრძლივდება.

ასეთ დამოკიდებულებას აქვს თავისი საფუძველი, რომელიც საბჭოთა წარსულში ჩამოყალიბდა.  მაშინ, როცა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოპოვების კანონიერი გზები პრაქტიკულად მოჭრილი იყო და სიმდიდრესა და უკანონობას შორის ტოლობის ნიშანიც საკამათო არ იყო. სკოლაში მომავლის მოქალაქე იზრდება. დღეს ძნელი, თუმცა უკვე შესაძლებელია ადამიანმა კანონიერი გზით შექმნას საკუთარი კაპიტალი და უზრუნველყოს კეთილდღეობა. იმედია, მომავალში ეს შესაძლებლობა უფრო მოიმატებს. მაშ, რატომ უნდა დავაკომპლექსოთ ბავშვები ძველი წარმოდგენებით? რატომ უნდა ვაქციოთ მათ იდეალად ღარიბი, მაგრამ წესიერი და არა – მდიდარი და წესიერი მოქალაქე? 

ადამიანი მუდამ ისწრაფის  კეთილდღეობისკენ. სწავლის მოტივაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელიც ეს არის. ამიტომ, როცა მოსწავლეები პირად სამომავლო გეგმებს ისახავენ, პროფესიას თუ ღირებულებებს ირჩევენ,  ფინანსური წარმატება არ უნდა გამოტოვონ   სტერეოტიპების გავლენით, მით უფრო, პედაგოგის სტერეოტიპების გავლენით. რატომ არის ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება გაღიზიანებული, გულგატეხილი, მოტივაციადაკარგული? ძირითადად იმიტომ, რომ არის გაჭირვებული, არ აქვს ფული და ხელფასსაც იმდენსაც ვერ იღებს, რომ აუცილებელი ხარჯები გადაფაროს. ფული რომ  ჰქონდეს, სულ სხვანაირი იქნებოდა. ფული აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკუთარი თუ სხვათა კეთილდღეობა, ამ სიტყვის პირადული გაგებისა და შესაძლებლობათა მასშტაბების მიხედვით. სიმდიდრისკენ სწრაფვას დაბრკოლება არ უნდა შევახვედროთ, პირიქით, წავაქეზოთ კიდეც (თაობის იდეალის  მარკ ცუკერბერგის და კიდევ ბევრის მაგალითით) და თან შევახსენოთ, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ცოდნითა  და შრომით შეიძლება.

კაპიტალის დაგროვება  ცოდნას ითხოვს, უნარ-ჩვევებსაც, კრეატიულობასაც, შრომისმოყვარეობასაც და რისკების გათვლა-გაწევის უნარსაც. სწორედ ამ უნარების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო სისტემა.
ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეზე და შედეგზეა ორიენტირებული. მისი ვექტორიც ფუნქციური ცოდნისკენ არის მიმართული. პროექტული სწავლება ის გამოცდილებაა, რომელიც  მოსწავლეებს ცხოვრებასთან გასამკლავებლად ამზადებს. ამ თემაზე პედაგოგებთან ხშირად მისაუბრია,  მაგრამ ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე (,,вокруг света”) წაკითხულმა სტატიამ, რომელიც მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას ეხება, დაგვანახა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (მოგვწონს ეს მსგავსება თუ არა) ეს საერთო პრობლემაა. ფულზე, მის თვისებებზე ჩვენმა სკოლადამთავრებულებმა ნაკლებად იციან. სკოლადამთავრებულები კი არა, უკვე თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანებიც კი იბნევიან, როცა საუბარი ფინანსებზე და მათ მართვაზე მიდგება.

სამოქალაქო ეკონომიკა, რომელიც სკოლებში არჩევით საგანს წარმოადგენს, კარგი იქნება, რომ სავალდებულო საგანთა შორის იყოს და მაღალი ხარისხით ისწავლებოდეს.

ამერიკელი (ეთნიკურად იაპონელი) მეწარმე, ინვესტორი, მწერალი და მასწავლებელი რობერტ კიიოსაკი წერს: როცა მეკითხებიან, თუ რომელ საგანს დავამატებდი სასკოლო პროგრამაში, თუ განათლების სისტემას ვუხელმძღვანელებდი, ვპასუხობ: ისეთ საგანს დავამატებდი, რომელიც მოსწავლეებს  გადასახადების, ვალებისა და ინფლაციის  ურთიერთკავშირში გაარკვევდა, რადგან თუ  ამაში გაერკვევიან, მათ საიმედო მომავალი ექნებათ. თქვენ მდიდრებად ოქრო, ვერცხლი და უძრავი ქონება კი არ გაქცევთ, არამედ ის, რაც ოქროზე, ვერცხლზე და უძრავ ქონებაზე იცით.

ანუ პიროვნების  ფინანსური წარმატების წინაპირობა ცოდნაა. საქმე ის გახლავთ, რომ ცოდნა ინფორმაციის ფლობას ნიშნავს და დღეს მუდმივად განახლებადი ინფორმაციული ნაკადების პირობებში წარმატებაზე ორიენტირებულმა ადამიანმა სიახლეს თვალი კი არ უნდა მოუხუჭოს, არამედ კვალში უნდა ჩაუდგეს.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია საბაზისო ცოდნის მიცემა და  სიახლისადმი მუდმივი სწრაფვის დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომ მომავალმა მოქალაქეებმა კეთილდღეობას მიაღწიონ.  თუ ასეთი ადამიანს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობებიც ექნება შეთვისებული, ის სიმდიდრესთან ერთად თანამგრძნობიც იქნება, ქველმოქმედიც, კეთილიც და ასე შემდეგ. თორემ შეიძლება ადამიანი ძალიან კეთილი და სათნოებით აღსავსე იყოს, მაგრამ საკუთარ გაჭირვებაში ჩაძირულს აღარ შერჩეს ძალა და განწყობა სხვებზე ზრუნვისთვის.

საქართველოშიც უკვე ჩნდებიან წარმატებული ადამიანები, რომელთა კაპიტალი ეჭვს არ იწვევს და მათი მაგალითი ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმულია. წინა სემესტრში დუშეთის #2 საჯარო სკოლაში ასეთმა ახალგაზრდა ქართულმა ბიზნესმა, სკოლის მოსწავლეებს კარგი პროექტი დაუფინანსა და სკოლის ბიბლიოთეკა  ახალი წიგნებით შეივსო. პროექტის პრეზენტაციაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა – მე არასდროს დამავიწყდება, რომ თქვენ მომეცით საშუალება წამეკითხა წიგნები, რომლებსაც  ვერ ვყიდულობდი და ვეცდები, ცხოვრებაში მეც მივაღწიო იმდენს, რომ ასეთი სიხარული სხვებს განვაცდევინოო. ქველმოქმედება, როგორც ყველანაირი სიკეთე, ახალ ქველმოქმედებას აღძრავს.

წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები, მათთან საუბრები და დისკუსიები სააღმზრდელო პროცესის თანამდევ აქტივობას უნდა წარმოადგენდეს.  ჩვენ ყველანი კი გამოვიდეთ საბჭოთა სტერეოტიპებიდან და გამოვუტყდეთ საკუთარ თავსა და ჩვენს მოსწავლეებს იმაში, რომ ფული და კეთილდღეობა ძალიან კარგი რამ არის და ყველას მოსწონს,  იმიტომ, რომ ხელი ეხსნება აკეთოს კარგი საქმეები საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენ ძალიან გვჭირდება გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი მდიდარი მოქალაქე, ისინი ახლა სკოლის მერხებთან სხედან და თავის დასამკვიდრებლად ემზადებიან. გადავყაროთ გამოუსადეგარი სტერეოტიპები და დავუდასტუროთ, რომ სიმდიდრეც კარგია და  თავის დროზე და თავის ადგილზე ფულზე ლაპარაკი უხერხული კი არა, აუცილებელიც კია.  

ინტერპრეტაცია და ისტორიული მოვლენების ვარიაციები

0
ცოდნა ძალაა, ადამიანის ძალა კი სიტყვაშია, რომლითაც ქმნის და აშენებს სამყაროს. ცოდნის ჭეშმარიტება, მისი სისწორე კი გაგებით გამოიხატება: რამდენად ესმის ადამიანს ის, რაზეც ლაპარაკობს, რასაც განიხილავს; რამდენად შესაძლებელია, მისი მსჯელობის საფუძველზე შევაფასოთ მის მიერ საგნის ცოდნა, სამყაროს შემეცნება, მისი კომპეტენტურობა, მისი პროფესიონალიზმის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ადამიანის რეალური ძალა თავისი თავის, სხვისი და სოციალური ურთიერთობების გაგებაა.

გაგება – ეს ნამდვილი ხელოვნებაა. გაიგე? გადაეცი სხვასაც. მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ და შემდეგ გაგებულის სხვისთვის გადაცემა შევძლოთ, საჭიროა ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაციის საკითხებს კი ჰერმენევტიკა შეისწავლის. აზროვნების ეს ფილოსოფიური თეორია სწავლა/სწავლების მიმართულებით დღეს აქტიურად გამოიყენება (ჰერმენევტიკული მოდელის წარმომადგენლები არიან ვ. დილტეი, მ ჰაიდეგერი, ჰ. გ. გადამერი, ი. ჰაბერმასი).

ჰერმენევტიკის მიზანია როგორც ავტორის ნააზრევის, ასევე ტექსტის ბაზისური სტრუქტურის გაგება, ანუ ესაა სპეციალური მიდგომა გამოქვეყნებული ნაშრომების გაგებისა და ინტერპრეტაციისთვის. ის შეიძლება „მოერგოს” ადამიანთა ინტერაქციასაც, რადგან მიმართულია მოქმედებისკენ და არა ტექსტისკენ და მისი დახმარებით შესაძლებელია მთელი ადამიანური ისტორიის წვდომა. ამ თვალსაზრისით მთელი ისტორია ინტერაქციაა, რომლის ინტერპრეტირება სხვადასხვა მიმართულებით უნდა მოხდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰერმენევტიკა იარაღია, რომელსაც ფართოდ იყენებენ ისტორიის, ლიტერატურის, ბიოლოგიის და ყველა იმ მეცნიერების სწავლებისას, რომლებიც „დაკვირვებად” მოვლენებს შეისწავლის. უფრო მეტიც – ჰერმენევტიკულ მეთოდს ერთგვარი უპირატესობაც კი აქვს სხვებთან შედარებით. შევადაროთ ერთმანეთს ისტორიის სწავლების ორი მოდელი: კლასიკური და ჰერმენევტიკული (იხ. სქემა 1 და 2): 

პირველ შემთხვევაში მოსწავლე „აითვისებს” ვისიმე მიერ ინტერპრეტირებულ და გარკვეულწილად დოზირებულ ისტორიულ ცოდნას, მეორეში კი ისტორიული ცოდნა სულაც არ წარმოადგენს აქსიომას, ანუ ისტორიული განათლების პროცესში მიიღებს იმ ცოდნას და იმდენს, რაც და რამდენიც სურს. ასეთ დროს შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი და მიზანიც ეს არის: მოსწავლე „იძულებული ხდება”, უფრო ღრმად ჩაეძიოს ისტორიულ მოვლენებს და მათი ანალიზი ინტერპრეტირების საშუალებად აქციოს. ამ გზით ვიღებთ ისტორიული შემეცნების ერთიან სისტემას, ნამდვილ ჰერმენევტიკულ წრეს. მაგალითად იხ. სქემა 3:
ეს მეთოდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ისტორიული განათლების სხვა კომუნიკაციური მოდელი – ის უკვე წარმოადგენს პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო მოდელს. 

ჰერმენევტიკის საერთო პრინციპებია: მეთოდის ეფექტურობა თემის შესწავლის პროცესში ან თემის დასრულებისას; მასალის ათვისებისა და არსებული უნარების განვითარების შესაძლებლობა; მეთოდის წარმატება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას; კარგად ორგანიზებული გაკვეთილი; მასწავლებლის როლი მინიმალურია, ის უფრო მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის „ზედამხედველია”; შესაბამისი ცნების, კანონის, ნახატის, ნებისმიერი სემიოტიკური ნიმუშის განხილვა; მუშაობის ფორმა შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც; მოსწავლეთა შორის კონფლიქტი ნაკლებია, სამაგიეროდ, მეტია თვითგამოხატვის საშუალება და რეფლექსია.

მართალია, ჰერმენევტიკა არ არის უნივერსალური მოდელი მოსწავლის განვითარებისთვის, მაგრამ სხვა კოგნიტური მეთოდების გვერდით ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ყველაზე ეფექტური გზა კონკრეტულ სასწავლო სიტუაციაში ან კონკრეტული თემის, გაკვეთილის ასათვისებლად, როგორც ყველაზე ზუსტი გზავნილი მოსწავლეთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის, და ამ მიმართულებით უმოკლესი გზა ფრაზეოლოგიური გამოთქმების შესწავლა/განხილვაზე გადის.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ფრაზეოლოგიის შესწავლა დასავლეთევროპული და ამერიკული ენათმეცნიერების კვლევის ერთ-ერთ ძირითად საკითხად მიიჩნევა, რადგან, როგორც ენათმეცნიერებისთვის, ისე, მაგალითად, კულტუროლოგებისთვის, ეთნოლოგებისა და სხვა მომიჯნავე სამეცნიერო დარგების წარმომადგენლებისთვის, აშკარა გახდა, რომ მასში არეკლილია როგორც ენობრივი, ისე ამ ენის მატარებელთა კულტურული თავისებურებანი. ამის შესაბამისად, ფრაზეოლოგიური გამოთქმები (მათში დალექილი შედარებები, ანდაზები, მეტაფორები, გეოგრაფიული ტოპონები, ხალხური ტრადიციები და ა.შ.) და მათი ინტერპრეტაცია ანუ ჰერმენევტიკური მეთოდის გამოყენება ფრაზეოლოგიასთან მიმართებით ისტორიისა და, საზოგადოდ, ჰუმანიტარული საგნების შესწავლის ერთ-ერთი საინტერესო და არსებითი ხერხია.

მაგალითად, ავიღოთ გამოთქმა «the era of good feelings» – „კეთილი გრძნობების ეპოქა”. მისი წარმოშობა უკავშირდება პრეზიდენტ მონროს 1817-1824 წლების ე.წ. შერიგების პოლიტიკას, გამოთქმის განხილვა/შესწავლა კი მოსწავლისგან კონკრეტული ეპოქის სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. მან უნდა იმსჯელოს:

◦ როდის უნდა დაბადებულიყო გამოთქმა?
◦ რა უნდა ქცეულიყო მისი დაბადების მიზეზად?
◦ შეგვიძლია თუ არა ამ გამოთქმების საფუძველზე კონკრეტული ისტორიული ვითარების აღდგენა?
◦ არსებობს თუ არა საპირისპირო არგუმენტი?
◦ რა მოცულობის ტექსტის განხილვა დაგვჭირდა დასკვნისთვის?
◦ რა შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს მოვლენა?
◦ რა გავიგეთ ახალი?
და ა.შ.

ამ ტიპის შემოქმედებითი და კრიტიკული დავალებების შესასრულებლად მასწავლებელს სჭირდება მხოლოდ რესურსების მომარაგება (ცარიელი ბარათები შესავსებად, ბარათები ფრაზეოლოგიური გამოთქმებით, კალმები…). შემდეგ ჯგუფებს მივცემთ სხვადასხვა დავალებას: დაალაგონ ერთნაირი შინაარსის გამოთქმები, ამოიწერონ მკვეთრად ინდივიდუალური, ასევე – პოლიტიკური, ფინანსური და ა.შ. ხასიათის გამოთქმები. მიღებული შედეგების მიხედვით კი შესაძლებელი გახდება სერიოზული დასკვნების გამოტანა: მოსწავლეები ჰერმენევტიკური ანალიზის ორი ნაწილის – გაგებისა და შემეცნების – საფუძველზე აღადგენენ მოცემული ეპოქის ადამიანური ყოფის მთელ ინტერაქციას.

მაგალითები განსჯისთვის:

◦ „ზოგიერთი დაუწერელი კანონი ყველა დაწერილ კანონზე მტკიცეა” (სენეკა).
◦ „კეთილშობილ თვისებებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კარგ კანონებს” (ტაციტუსი).
◦ „იარაღის ხმაური ნებისმიერი კანონის ხმას ახშობს” (მიშელ დე მონტენი).
◦ „ცუდი კანონებით და კარგი სახელმწიფო მოხელეებით სავსებით შესაძლებელია ქვეყნის მართვა”(ოტო ფონ ბისმარკი).
◦ „ამერიკელებს უყვართ სიცოცხლე, ჩვენ კი სიკვდილი – აი, სხვაობა ჩვენ შორის” (ბინ ლადენი).
◦ „ტერორიზმი სიძულვილის რელიგიაა”.
◦ „ჩვენ არავის არ უნდა დავუჯეროთ, თვით ოჯახის წევრებსაც კი” (ნიკოლაუ ჩაუშესკუ, რუმინეთის დიქტატორი).
◦ „თანაბარუფლებიანობა არასოდეს შობს ომს” (სოლონი).
◦ „დიდება უფალს, რომ ომი საშინელებაა, თორემ ჩვენ მას შევიყვარებდით (რობერტ ედვარდ ლი).
◦ „სასტიკი და სამწუხარო აუცილებლობა” (ასე შეაფასა ოლივერ კრომველმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა).
ფრაზეოლოგიური გამოთქმების განხილვა შეიძლება გამოვიყენოთ ყოველგვარი ტიპის გაკვეთილზე (მათ შორის – კომბინირებულზეც, რადგან ხელს უწყობს ინტეგრაციას) და გაკვეთილის ნებისმიერ შუალედშიც.
ჰერმენევტიკული მიდგომა მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს სწავლის მიმართ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას. ცხადია, ისტორიის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საგნის) სწავლებისთვის მხოლოდ მიდგომები და მეთოდები არ კმარა, მაგრამ ჰერმენევტიკა იმ უნივერსალური კოგნიტური აპარატის შექმნას უწყობს ხელს, რომლის დახმარებითაც მოსწავლე შეძლებს ისტორიული მოვლენების ვარიაციების აღდგენას მათი ინტერპრეტაციის გზით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Cowie, Theory, Analysis, and Applications; Oxford Studies in Lexicology. Oxford: Clarendon Press, 1998, 5
2. Гадамер Х-Г. Истина и метод, Москва, Прогресс, 1988
3. К. Ясперсс, Всемирная история философии, СПБ, Наука, 2000
4. Абдуллин А.Р. Философская герменевтика: исходные принципы и онтологические основания: Препринт/ Издание Башкирского университета, Уфа, 2000
5. Гафаров Х. С. Герменевтика как попытка примирения естественнонаучного и гуманитарного знания // https://charko.narod.ru/tekst/alm1/gafarov.html
6. ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II). თბილისი, 2009. რედ. – ირმა რატიანი
7. ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები ქართულ და ინგლისურ ენებში (https://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/6/54)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...