საუბარი სერ კენ რობინსონთან – რატომ გახდა შემოქმედებითი აზროვნება ასეთი მნიშვნელოვანი?
სოფლისა და ქალაქისა
ასე მახსოვს:
ზამთრის ან გვიანი შემოდგომის რომელიმე ცივ, სუსხიან დღეს ჩავბარგდებოდით თბილისელი შვილები და შვილიშვილები, წავიდოდით. გზა კახეთისკენ გრძელი და დამქანცველი სულაც არ ყოფილა, დაუღალავად ვლაქლაქებდით, წარმოვიდგენდით, ლამპის შუქზე როგორ უსხდნენ ბებო და პაპა მუხის იმ ძველ, ოვალურ მაგიდას, სვამდნენ ჩაის და, სავარაუდოდ, კითხულობდნენ რომელიმე ძველ ჟურნალს. არ გველოდნენ. მოულოდნელად ვიცოდით ჩასვლა. თუ შუქი იყო, ტელევიზორს მიჩერებულებს დავადგებოდით თავზე. ყასიდად უყურებდნენ, უფრო თვლემდნენ და შიგადაშიგ რომელიმე სერიალის რომელიმე მონიკას ცრემლების საგულშემატკივროდ თუ ახედავდნენ ეკრანს. მთავარ ამბებს არ გამოტოვებდნენ. საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ. ჩავიდოდით. მიმქრალ ღუმელს ააგუზგუზებდნენ, გაუჩენელს გააჩენდნენ, რძეს შემოდგამდნენ და რძის რბილი სუნი რომ დატრიალდებოდა, მაგიდას ყველა ერთად შემოვუსხდებოდით, ქალაქისას გავიხსენებდით, ესენი სოფლისას მოგვაშველებდნენ.
ასე მახსოვს:
გამოაკრავდნენ ახალთახალ თეთრეულს რკინის საწოლებს და იმ ოთახში, შუა ოთახად წოდებულში, ყველა ერთად დავიძინებდით. ეს „ყველა ერთად” ბავშვებისთვის ტკბილი რამეა, ყველა შოკოლადს ეგ გვერჩივნა – ერთად ვახშმობა, ერთად ძილი, ერთად საუზმე და გაღვიძება. და მერე, როცა დავიქსაქსეთ, და მერე, როცა მივივიწყეთ ის ძველებური ერთიანობა და სიმყუდროვე, რძის მოტკბო სუნი და ღუმლის სითბო, ვთქვით: გავიზარდეთ.
ასე მახსოვს:
ჩემი მაღალი, ლამაზი ბებო გადავიდოდა სოფლის შორეულ მაღაზიაში, – თვითონ გადასვლას ეძახდა და წასვლა კი იყო, – მოგვიტანდა იმდენ ტკბილეულს, როგორმე უნდა მოვრეოდით. გარეთ ქვეყანა ინგრეოდა, ქარიშხლიანი სიცივიდან შემოსულ ბებოს გარს ვეხვეოდით, ვსაყვედურობდით, რამ გაიყვანა იმ სუსხიან შემოდგომის მიწურულში ანდაც ზამთარში, – უშოკოლადოდაც ხომ გვიყვარდა, მართლა გვიყვარდა. ის კი იდგა და იღიმებოდა. იმ მაგიდასავით ხმელი, იმ მაგიდასავით მყარი და, შესაძლოა, სულაც მუხის.
ასე მახსოვს:
კარტს ვთამაშობდით ჩვენ, ბებო, პაპა. დიდი შულერი ვიზრდებოდი, დიდი თაღლითი. ვგრძნობდი, ვაგებდი. გაიძვერულად გადავმალავდი აგურის ექვსიანს და თამაშიც აიშლებოდა. ახალი ხელი ჩემი იყო, ჯილდოდ – ღვეზელი, ვაშლის, ცხელ-ცხელი. ტრიალებდა სახლში სურნელი, და სიყვარული იყო სადა, იყო მარტივი.
ასე მახსოვს:
მანძილი (ნაწილი II)
დროა გავიხსენოთ, რომ ოქტავა 12 ბგერისაგან შედგება: 7 ძირითადისა და 5 წარმოებულისგან (წარმოებული ნოტები კლავიატურაზე შავი ფერისაა). შეგახსენებთ, რომ ნახევარი ტონი (0,5 ტ.) ორ ბგერას შორის უახლოესი მანძილია, რომ ინტერვალის საზომ უმცირეს ერთეულად სწორედ ნახევარი ტონი მიიჩნევა და რომ ეს არის ერთი კლავიშით სვლა ზევით ან ქვევით. ერთი ტონი კი ორ ნახევარ ტონს უდრის. ტონი (0,5 ტ + 0,5 ტ.) ორი კლავიშით ანუ 1 ტონით სვლაა. ამ საკითხზე დაწვრილებით ერთ-ერთ ადრინდელ წერილში გესაუბრეთ („თეთრისა და შავის საიდუმლო”).

მეტი თვალსაჩინოებისთვის: თუ სეკუნდას ალტერაციის ნიშანი აქვს, უნდა შეგვეძლოს ორ ნოტს შორის სიდიდის ზუსტი განსაზღვრა. მაგალითად, დო – რე ბემოლ. ეს ინტერვალი პატარა სეკუნდაა, ვინაიდან მათ შორის მანძილი ნახევარი ტონია. ინტერვალის ზედა ბგერა რე-ს ბემოლს თუ ჩამოვაშორებთ, დიდ სეკუნდას მივიღებთ.
მაგალითად, თუ გვსურს მი-ფა ინტერვალის დიდ სეკუნდად გარდაქმნა, ნოტ ფა–ს ალტერაციის ნიშანი – დიეზი უნდა მივუწეროთ. ამ ორ ნოტს შორის ახლა ზუსტად ერთი ტონია.
ისევ დო-რე-ს მაგალითზე:
თუ ზედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით გაიზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის (დო-რე დიეზი) გადიდებულ სეკუნდად გარდაიქმნება.
თუ ზედა ნოტს (რე) ბემოლს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება. ამ შემთხვევაში დო და რე ბემოლი პატარა სეკუნდად, ანუ ერთმანეთის უახლოეს მეზობლებად იქცევიან.
თუ ქვედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება (დო დიეზ-რე) და პატარა სეკუნდა გახდება, ხოლო ბემოლის დამატების შემთხვევაში (დო ბემოლ-რე), ინტერვალი გადიდებულ სეკუნდამდე გაიზრდება.
ერთი შეხედვით, ნამდვილი თავსატეხია, სწავლის სურვილს რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ „მეორე შეხედვით” ეს დაუჯერებლად ადვილია.
ინტერვალების გადათვლა დამწყებისთვის თითების საშუალებით იქნება მოხერხებული. როგორც ვიცით, დო ფუძიდან სოლ მწვერვალამდე ინტერვალი კვინტაა. ამის გასაგებად დო-დან სოლ-ის ჩათვლით უნდა გადავთვალოთ: დო, რე, მი, ფა, სოლ (1, 2, 3, 4, 5). და აი, განაპირა დო და სოლ ნოტებით ინტერვალი კვინტა მივიღეთ. ხოლო საფეხურებრივი სიდიდის დასაზუსტებლად განაპირა ნოტებს შორის 3,5 ტონს თუ გადავთვლით, წმინდა კვინტას მივიღებთ.
სახალისო მაგალითად დილანდელი ჩაიდნის მუსიკალური პერფორმანსიც გამოდგება. მოგეხსენებათ, ჩაიდნის „ბუნება” ასეთია – მასში წყალი დუღდეს. ამ მხრივ არც ჩემი ჩაიდანია გამონაკლისი და დილით, როცა თავისი „არიის” შესრულებას შეუდგა, მე, თქვენთვის „მუსიკალურ მანძილზე” კონცენტრირებულმა, ჩაიდნის სტვენაში ინტერვალები შევიცანი და უმალ გადავთვალე. ჯერ წმინდა კვარტებით (წმ. 4) „მღეროდა”, მერე წმინდა კვინტაზე (წმ. 5) გადავიდა. ამ დროს შევამჩნიე, რომ ფუძე „ფეხს არ იცვლიდა”, ხოლო მწვერვალი ანუ ორხმიანობის ზედა (პირველი) ხმა ზევით მოძრაობდა. ჩაიდანს ერთფეროვნება მალე მობეზრდა და ისევ ზევით, პატარა სექსტისკენ იწყო სვლა, ისევ ზედა ბგერის მოძრაობის ხარჯზე.
ინტერვალები: კონსონანსი და დისონანსი
გადმოცემით, უდიდეს კომპოზიტორს სებასტიან ბახს თვალის მოტყუება ჰყვარებია. მისი გამოღვიძება დისონანსური (არა ჰარმონიული) აკორდის აჟღერებით იყო შესაძლებელი. გამოღვიძებული, მაშინვე კლავესინს მიუჯდებოდა და დისონირებულ აკორდს იქამდე ავითარებდა, ვიდრე ჟღერადობას ჰარმონიულ, დასრულებულ აკორდამდე არ მიიყვანდა.
მუსიკალურ განსაზღვრებაში კონსონანსისა და დისონანსის შეხამების ძირითადი ნიშან-თვისებაა ჰარმონიული (თანხმობა) და დისჰარმონიული (უთანხმოება) შთაბეჭდილების მოხდენა. მუსიკალურმა ხელოვნებამ სწორედ ამ ნიშნით ისარგებლა და ადამიანის სულიერი მდგომარეობა კონსონირებული (სიმშვიდე, სიამოვნება, სიხარული) და დისონირებული (გაღიზიანება, უთანხმოების არასასიამოვნო შეგრძნება) აკორდებით გამოხატა.
ჩვენ ვიცით, რომ მუსიკალური ინტერვალები, როგორც ბგერათა სიხშირეების თანაფარდობა, ჰარმონიული წყობის საფუძველში დევს. ტონების სიხშირეთა თანაფარდობის მიხედვით ინტერვალები კონსონანსებად და დისონანსებად იყოფა.
კონსონანსები რბილად, მშვიდად, კეთილხმოვნად ჟღერენ; ისინი აკუსტიკურად მყარ ხმოვანებას ქმნიან და გადაწყვეტას არ მოითხოვენ.
დისონანსებია: დიდი და პატარა სეკუნდა (დ. 2, პ. 2) და სეპტიმა (დ. 7, პ. 7), ასევე – ყველა გადიდებული და შემცირებული ინტერვალი.
კონსონანსური და დისონანსური ინტერვალების, ასევე აკორდების აღქმა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო. ადრეულ შუა საუკუნეებში ჰარმონიულად მხოლოდ უნისონში სიმღერა მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში აღქმის დიაპაზონი საგრძნობლად გაიზარდა სიმღერის სხვადასხვა ინტერვალით გამდიდრების ხარჯზე და უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სიმახვილითა და დახვეწილობით ჩვენი სმენა დღეს ბევრად აღემატება წინაპრებისას. ბგერითი ხარისხის თვალსაზრისით ჩვენი აღქმისთვის ისეთი ნიუანსები გახდა მისაწვდომი, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდნენ. სავარაუდოდ, მომავალში ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდება.
დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში კონსონანსი თითქმის სრულიად განიდევნა „მუსიკალური თანაცხოვრებიდან”. თანამედროვე მუსიკასა და ძველ მუსიკას შორის განსხვავება ფორმის თავისუფლებით, რიტმული მრავალფეროვნებითა და დისონირებული აკორდების შეხამებათა სიჭარბით გამოიხატება. ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებისას მუსიკოსებმა ჰარმონიის განვითარებას მიმართეს და შექმნეს ახალი დისონირებული შეხამებები (არცთუ დიდი ხნის წინ საზოგადოებას ხომ ვაგნერის ჰარმონიები ზედმეტად რთული ეჩვენებოდა). დღეს მუსიკაში კონსონანსის როლი უფრო და უფრო მცირდება; იქმნება ნაწარმოებები, საიდანაც კეთილხმოვანი აკორდები სრულიად გამოდევნილია. სამაგიეროდ, დისონანსი ძლევამოსილებით ბატონობს. დისონანსი წინათ თუ გადაწყვეტის საშუალება იყო, ახლა უკვე თვითმიზანია.
ყოფითი ამბები
დილაობით ვყვები ხოლმე ადამიანებზე, რომლებიც ღუმელს დღეში მხოლოდ ერთი საათით ანთებენ შეშის დასაზოგავად. ადამიანებზე, რომლებიც ჰყვებიან, როგორ ყიდულობდნენ წინათ სურსათს კილოობით, ახლა კი გრამებზე გადავიდნენ – ჩვენი შემოსავალი მეტს აღარ ჰყოფნისო. ადამიანებზე, რომლებიც მრავალი წელია საცხოვრებელ ფართობსა და ღირსეულ პირობებს ითხოვენ, ჯერჯერობით – უშედეგოდ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც ცხოვრება მძიმე ტვირთად ქცეულა, სასიხარულოზე მეტი სადარდებელი აქვთ და ისიც არ იციან, როდის შეიძლება გაუთენდეთ უკეთესი დღე.
სხვა ამბებსაც ვყვები: არტისტებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ხელოვნებით პრობლემურ საკითხებზე დისკუსია გამოიწვიონ, ჩვენი ყურადღება მთავარს და, ამასთან, ყველაზე უხილავს – რიგითი ადამიანების სირთულეებს მიაპყრონ და რომლებიც ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან; სტუდენტებზე, რომლებმაც ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში ის, რასაც აკადემიური დაწესებულებისგან ელოდნენ და ახლა თვითონვე ქმნიან ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეს, უფრო ლიბერალურს და ღიას; მოხალისეებზე, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ შრომობენ და ცდილობენ, თავიანთი საქმიანობით ოდნავ მაინც დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება; ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ და ადამიანებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შეგვეძლება, კეთილსინდისერად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ, საკუთარი შრომის შედეგი დავინახოთ.
გადაცემის შემდეგ გარეთ გამოვდივარ, სახეს ცივ ჰაერს ვუშვერ და თვალებს ვხუჭავ. თუ გავახილე, ვხედავ ქვაფენილზე მწოლიარე შიშველ ბავშვებს, რომლებიც ფულს ითხოვენ. მათი დაკრუნჩხული სხეულის სიბრალულით გაღებული ფული, ცხადია, მათ არ ხმარდება. ვიღაც სხვა დგას მათხოვარი ბავშვების უკან, ის მდიდრდება, ესენი კი გროშებს იღებენ. ის ვიღაც ისეთი ძლიერი და საშიშია, სახელმწიფოს ვერა და ვერ გაუბედავს, ამ მონსტრთან ბრძოლა დაიწყოს. ჩვენც თითქოს თვალი შევაჩვიეთ, დიდად აღარ გვეხამუშება, “ციგნები”, – ვიტყვით და გზას გავაგრძელებთ.
ვხედავ სხვა ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილების დროს ქუჩაში დგანან სიგარეტით ხელში და ვითომ საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით ცდილობენ, უფროსებს ჰგავდნენ. ვერც ამ რეგულაციის ამოქმედებას დაადგა საშველი, რომ არასრულწლოვნებს აღარ მივყიდოთ ალკოჰოლი და სიგარეტი.
ავტობუსის გაჩერებაზე მოხუცები ჭარბობენ, მობუზული, ტანსაცმელგაცრეცილი მოხუცები. წლების წინ ექსპლუატაციის ვადაგასულ ტრანსპორტს ელიან, რომ სახლებს დაუბრუნდნენ. ჩვენთან მოხუცები, საუკეთესო შემთხვევაში, შვილებზე არიან დამოკიდებულნი, უარესში კი თვიდან თვემდე რამდენიმე ათეული ლარით უწევთ თავის გატანა. მგონი, ისიც ერთგვარი ტესტია ქვეყნისთვის, როგორ უვლის მოხუცებს და ბავშვებს – მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და სათანადო პირობები. ამ მხრივ საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს. დღეს, მაგალითად, მოვყევი იმ მოხუცის ამბავს, რომელიც მეოცე დღეა რაიონის გამგეობასთან შიმშილობს საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით. შვილები ამბობენ, სახლში ისე აწვიმდა, სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა და იქ მიყვანა გვთხოვაო.
აყრილ გზებზე, გარემოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კოლაფსზე, შეუხედავი შენობების ფეტიშსა და პრიორიტეტების განაწილების უნარის დეფიციტზე აღარაფერს ვამბობ. სხვა სივრცეში მათზე საუბარი ლოგიკური და დროული იქნებოდა, აქ და ახლა, როცა ადამიანები გადარჩენისთვის, საარსებო მინიმუმისთვის და ღირსეულ ყოფასთან მიახლოებისთვის იბრძვიან, არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკისას აზრი მიწყდება, დილას მოყოლილი ამბები და ქუჩებში ნანახი კადრები მახსენდება.
ინტერნეტი გაქცევაა. შეგიძლია ათვალიერო განვითარებული ქვეყნების მოკირწყლული ქუჩები, სწორად სტრუქტურირებული ქალაქები, იკითხო ამბები მათი ბინადრების შესახებ, რომლებმაც უკიდურესი სიღატაკე წარსულს ჩააბარეს, მეტი გამბედაობა და მონდომება გამოიჩინეს, უფრო მშვიდად და სტაბილურად ცხოვრების უფლება მოიპოვეს. ახლა მარსზე უშვებენ თანამგზავრებს, ტექნოლოგიებს ხვეწენ, რობოტებს აწყობენ, შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას ცდილობენ, მომავლის შეცვლას აპირებენ.
კითხვა ნებისმიერ სივრცეში ლეგიტიმური და აქტუალურია, აქაც და სხვაგანაც. უბრალოდ, აქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობისთვის, გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა, ამაზე საფიქრალად ვერ ვიცლით. ამასობაში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გროშების შესაგროვებლად დააწვინოს ქვაფენილზე, ექსტრემისტად გაზარდოს, მომავალი მოუკლას…
მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად – კოგნიტური თამაში
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე გამოირჩევა გაკვეთილების მრავალფეროვნებით. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ისეთ გაკვეთილებს, რომელიც პიროვნების ჰარმონიული და ინტელექტუალური განვითარების, საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვის საშუალებას იძლევა. კიდევ უფრო სახალისო და საინტერესოა ასეთი გაკვეთილები, როდესაც ისინი კოგნიტური თამაშის ელემენტებითაა გაჯერებული. ასეთი გაკვეთილები სასიამოვნოა და მოსწავლეთა ჩართულობაც – მაღალი.
მაგალითად, განვიხილოთ თემა VII კლასის ისტორიის და მათემატიკის კურსიდან „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”(ისტ. VII. 1,2,10; მათ. VII, 4,5).
მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს კაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალები; დაანახოს მოსწავლეებს მათემატიკური ცოდნის მნიშვნელობა ცივილიზაციის განვითარებისათვის; შეისწავლოს მოსწავლეთა ტრანსფერული ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევები გაკვეთილი-თამაშის დროს და სთავაზობს კოგნიტურ თამაშს პრაქტიკული ცოდნის გამოყენებაზე.
მოსწავლეები გაეცნობიან:
·საგნობრივი ინტეგრაციისა და ტრანსფერული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს;
·კაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალებს და მათემატიკის როლს ცივილიზაციის განვითარებაში;
·შეაჯამებენ მასალას თემაზე: „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონკაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალებს; იმსჯელონ მათემატიკის წვლილზე უძველესი ცივილიზაციების განვითარებაში; განუვითარდეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის მიმდინარეობა:
აქტივობა N1 – კლასის და რესურსების ორგანიზება.
აქტივობა N2 – გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი გამოაცხადებს გაკვეთილის თემას – „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად” და სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ, რისი ცოდნისთვის შეიძლება იმოგზაუროს ადამიანმა წარსულში?
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები ჩამოიწერება დაფაზე:
- კულტურის უმნიშვნელოვანესიძეგლების გასაცნობად;
- იმ ცოდნის შესაძენად, რომელიც საფუძვლად დაედო კაცობრიობის კულტურული წინსვლის უმნიშვნელოვანეს გამოგონებებს;
- სხვადასხვა საგნის სწავლების გასაცნობად, განსაკუთრებით მათემატიკის, რომლის კულტურულ ღირებულებასნათლადწარმოაჩენსმისი დანიშნულება სივრცითი და დროითი სტრუქტურების უკეთ გააზრებაში, რომელზეც მთელი სამყაროს შემეცნებაა დამოკიდებული.
აქტივობა N3 – მასწავლებელი აჯამებს მიღებულ შედეგებს და აწვდის დამატებით ინფორმაციას:
საწყისი აზრით ,,კულტურა არის შედეგი ადამიანის შრომითი ზემოქმედებისა როგორც გარე სამყაროზე,ასევე თვით ადამიანზე“.თავდაპირველად ის დაკავშირებული იყო მიწათმოქმედებასთან, ცხოველთა და მცენარეთა მოვლა-პატრონობასთან, ე.ი. ფაქტობრივად სოფლის მეურნეობასთან, მოგვიანებით – აღზრდასთან, განათლებასთან, რომლის საფუძველზეც ადამიანმა გამოიგონა დამწერლობა, სატრანსპორტო საშუალებები, ააგო ურთულესი ნაგებობები, დაამუშავა ლითონი, განავითარა ვაჭრობა და ხელოსნობა და დიდ წარმატებებს მიაღწია ზოგადად გამოთვლითი ოპერაციების შესრულებაში.
მასწავლებლის შეკითხვა:კონკრეტულად რომელი საგნის ცოდნა შეიძლება გამხდარიყო ამ დიდი მიღწევების საფუძველი?
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი:
·მიწათმოქმედებას, ცხოველთა და მცენარეთა მოვლა-პატრონობას, დამწერლობას, სატრანსპორტო საშუალებებს, ურთულეს ნაგებობებს, ლითონის დამუშავებას, სავაჭრო-სახელოსნო წარმოებას საბოლოო ჯამში საფუძვლად უდევს მათემატიკური გაანგარიშებები, ამიტომ მათემატიკის ცოდნა ცივილიზაციის მიღწევების საფუძველი შეიძლება იყოს.
მასწავლებლის განმარტავსსაზოგადოებისგანვითარებაში ანგარიშისადა მათემატიკურიმოქმედებებისმნიშვნელობას და იმისათვის, რომ მოსწავლეები ახლოს გაეცნონ მათემატიკის როლს კაცობრიობის კულტურულ განვითარებაში და დაინახონ ამ ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, სთავაზობს კოგნიტურ თამაშს – „მოგზაურობას წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თამაშის შინაარსს:
„აღმოსავლეთის ხელმწიფემ გაითვალისწინა ელამელების ძველი დიდება და სახელი, მათი კეთილგანწყობა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ და შემოგთავაზათ, დაეხმაროთ მათ: გამოგიგზავნათ ორი წერილი და ორი რუკა, რომელზეც აღნიშნულია მოგზაურობის მარშრუტები. თუ თქვენ შეასრულებთ პირველ წერილში მითითებულ დავალებას და გამოავლენთ „ბაბილონეთის” მათემატიკის საფუძვლების კარგ ცოდნას, უფლებას მიიღებთ, გააგრძელოთ გზა და მიხვიდეთ შემდეგ პუნქტში, სადაც „კარგი რკინა” მოიპოვება. იქ გადმოგეცემათ მეორე წერილი.
ინფორმაციას ურუქზე და „კარგი რკინის” ქვეყანაზე გაგაცნობთ ისტორიის მასწავლებელი, ხოლო წერილებში მითითებულ დავალებებს – მათემატიკის მასწავლებელი. დავალებების წარმატებით შესრულებისთვის მიიღებთ განკუთვნილ ჯილდოს, რითაც შეძლებთ „კარგირკინის” შეძენას და დაეხმარებით ელამელებს მეურნეობის განვითარებაში და ცივილიზაციის გზის გაგრძელებაში”.

პირობის თანახმად ისტორიის მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას ბაბილონეთზე და იქ მცხოვრებ ხალხზე, შუმერებზე, მათ მიწათმოქმედებაზე, ლურსმულ დამწერლობაზე, თიხის ფირფიტებზე, სკოლებზე, ბორბლის გამოგონებაზე, ზიქურატებზე; საუბრობს ბაბილონის დაკიდებულ ბაღებზე, ბაბილონის გოდოლზე, აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, რომელიც ეკონომიკურად ამდიდრებდა ბაბილონეთს და ხელს უწყობდა მის კულტურულ განვითარებას.
საუბრის დასასრულების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი ხსნის პირველ წერილს და მოსწავლეებს აცნობს იქ მოთავსებულ ინფორმაციას:
„ბაბილონელების წარმატება დიდად იყო დამოკიდებული მათ მიერ დროის სწორად გამოყენებასთან, რადგან ისინიდიდ პატივს სცემდნენ დროს და ცდილობდნენ ის უქმად არ გაეფლანგათ. ბაბილონელები სარგებლობდენ დათვლის ექვსათეულიანი (60) სისტემით, რომელიც შუმერებიდან მოდიოდა. საათისა და კუთხური გრადუსის60 წუთად დაყოფაც აქედან მოდის: საათში 60 წუთია, წუთში – 60 წამი, გარშემოწერილობა – 360 გრადუსია,1გრადუსში 60 მინუტია.
დავალება N1: ბაბილონური დროის აღრიცხვის მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეასრულონ დავალება:
·გამოსახეთ წუთებში 2/5სთ;11/12სთ.
·რამდენი საათია 15 წთ? 12 წამი?
მოსწავლეები ასრულებენ დავალებას(2/5სთ = 24 წთ; 11/12 სთ = 55 წთ.; 15 წთ = 1/4სთ; 12 წმ = 1/300 სთ).
დავალება N 2: „ბაბილონელები ფულისა და წონის ერთეულსაც 60-ს უკავშირებდნენ. დროის ფასი ხომ მათთან არანაკლებ დიდი იყო. ისინი ფულისა და წონის ერთეულს 60-ის ტოლ ნაწილად ყოფდნენ, რომელიც შუმერული ტრადიცია იყო. 60 გამყოფების დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა. ის უნაშთოდ იყოფა 2, 3, 4, 5, 6, 10, 20-ზე და შესაბამისად ხურდის მიცემა მოსახერხებელი იყო. მათ ფულის ერთეულს მინა ეწოდებოდა და ვერცხლის იყო.მას ორ ნაწილად ყოფდნენ.თითოეული ნახევარი თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფოდა და შესაბამისად შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა. მინა 1 ტალანტის მესამოცედი ნაწილი იყო. შუმერების მეზობელიაქადელების ფულს კი შეკელი ეწოდებოდა.სწორი ანგარიშით და წარმატებული გაცვლა-გამოცვლით ბაბილონელები მეზობელ ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობაში იყვნენ ჩართულნი”.
ამოხსენით ამოცანა:
ა) რამდენ შეკელში გაიცვლებოდა შუმერული მეექვსედი მინა?
ბ) რას უდრიდა 1 შუმერული მინა?
გ) რამდენ მინას და რამდენ შეკელს უტოლდებოდა 1 ტალანტი?
პასუხები: ა) 10 შეკელში; ბ) 60 შეკელს; გ) 60მინას და 3600 შეკელს.
მოსწავლეებმა სწორად გასცეს პასუხი დავალებებს და გააგრძელეს გზა.
აქტივობა N5: რუკის მიხედვით მოგზაურობის შემდეგი პუნქტია ხეთების სამეფო (სურ.2).
„ისინიცხოვრობდნენ მთიან მხარეში და მდიდრები იყვნენ ლითონის საბადოებით. განსაკუთრებით ცნობილები იყვნენ „კარგი რკინის” დამზადებით, რაც საშუალებას აძლევდათ წარმატებით ევაჭრათ მეზობელ ქვეყნებთან. საინტერესოა, რომ ხეთები რკინას საიუველირო მასალადაც იყენებდნენ. ისინი ცდილობდნენთავიანთიცოდნაგამოეყენებინათსამხედროუპირატესობისთვისდასხვებსარაძლევდნენგათანაბრებისსაშუალებას. ამიტომ იყო, რომ რკინისნაწარმმაფართოგამოყენებაჰპოვამხოლოდტროასომისა დახეთებისსახელმწიფოსდაცემისშემდეგ, როდესაცბერძნებისსავაჭრო ურთიერთობების გამორკინისტექნოლოგიაბევრისათვისგახდაცნობილი. ასეშეცვალაბრინჯაოსხანარკინის ხანამ“.
საუბრის დასრულების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი ხსნის მეორე წერილს და მოსწავლეებს აცნობს იქ მოთავსებულ ინფორმაციას:
„სავაჭრო ურთიერთობაში ხეთებს ეხმარებოდა დათვლის სისტემის არსებობა (დათვლის სამოცათეულიანი სისტემა მათთვისაც ცნობილი იყო) და მათემატიკის საფუძვლების, მაგალითად, პროპორციების ცოდნა. ეს კარგად ჩანს ერთ ხეთურ წარწერაში (ძვ.წ. XIV ს.), სადაც ლითონის ფასზეა საუბარი: „სპილენძის 240 წონის ერთეული = 4 მინა სპილენძს = 1 შეკელ ვერცხლს”.
დავალება N 3: მოცემული ინფორმაციის საფუძველზე წარმოიდგინეთ, როგორ გაცვლიდნენ ხეთი ვაჭრები მათთვის ძვირფას რკინას სხვა ლითონებში და იპოვეთ შეფარდება:
რკინა: ვერცხლი: სპილენძი = 1: ? : ?
პასუხი: 1: 4: 960.
დავალება N4 : გამოთვალეთ: 2/3 მინა = …. შეკელს; 15 შეკელი = …….. მინას; 70 შეკელი =…… ტალანტს.
მოსწავლეები ასრულებენ დავალებას.
დავალება N5: მათემატიკის მასწავლებელი: თქვენ კარგად შეასრულეთ ზემოთ მოტანილი დავალებები. ახლა კი გამოთვალეთ, „რამდენ ხანს გასტანს თქვენი მოგზაურობა უკან, ელამში, თუ გზის 1/3 ნაწილი დაიძლევა 10 დღეში, ხოლო შემდეგი 1/3იმაზე2/5-ით ნაკლებ დროში, ვიდრე პირველი ნაწილი, ხოლო ბოლო 1/3 ნაწილი 2-ჯერ მეტ დროში, ვიდრე მეორე ნაწილი”.
სავარაუდო პასუხი:10+6+12=28 დღე.
პირობის მიხედვით მოსწავლეები მიიღებენ აღმოსავლეთის ხელმწიფის მიერ დაწესებულ ჯილდოს: 1 ტალანტს თითო მოსწავლე. სულ დაგროვდა 20 ტალანტი.
მათემატიკის მასწავლებელი:
·გამოთვალეთ, რა რაოდენობის „კარგი რკინის” შეძენას შეძლებთ ამ თანხით?
პასუხი: 20 ტალანტი =20 60 მინა = 1200 მინა=72000 შეკელი რკინა.
ისტორიის მასწავლებელი: რაში გამოიყენებდით თქვენს შენაძენს?
სავარაუდო პასუხი:
ა) გადავცლიდით ბაბილონეთში და მიღებული მონაგებით განვავითარებდით მათემატიკის სწავლებას ელამში, რაც ხელს შეუწყობდა ელამს ტექნიკურ გამოგონებებში, საკუთარი ტექნოლოგიების განვითარებაში და კულტურულ წინსვლაში.
აქტივობა N5: რეფლექსია: – შეავსეთ სქემა:

ასეთი გაკვეთილები ავითარებს მოსწავლეთა შედარებისა და განზოგადების უნარს, შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს დინამიკური და ტრანსფერული ცოდნის გააქტიურებას და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს. მასწავლებელს წარმოდგენა ექმნება მოსწავლეთა მოტივატორებზე, მათ ცოდნაზე და პრაქტიკულ უნარებზე და ეხმარება მომავალი გაკვეთილების დაგეგმვაში.
„უძღები შვილის“ იგავის ვარიაციები ლიტერატურაში
ქართული ლიტერატურის სწავლებისას გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელსაც ძველი და თანამედროვე ლიტერატურა ერთიანობაში ქმნიან. ამ კონტექსტს კი „ასაზრდოებს” ბიბლიური სახისმეტყველება, სახარებისეული იგავები.
აუცილებელი მუზეუმი

თან ძალიან თამამად.
ამიტომაც – ჩვენ გვჭირდება მისი მუზეუმი, განახლებული და სხვაგვარი. საერთოდაც, უნდა არსებობდეს აუცილებელი მუზეუმების სია და შეგვიძლია ამაზე წერაც დავიწყოთ. ივანე მით უფრო დიდი თემაა – მთელი თავისი ურთულესი ბიოგრაფიით – მრავალმხრივი მოღვაწეობით და ტრაგიკული აღსასრულით. ჰოდა, უნდა მივხედოთ ივანეს, აღვადგინოთ მისი პოლემიკის დეტალები ილიასთან – ამისთვის არის შესაბამისი მასალა, გამოვფინოთ ოჯახის წევრთა სურათები, პუბლიკაციები, მიმოწერები, ნივთები – ისე არ დავკარგოთ ეს კაცი, როგორც თვითონ დაიკარგა ფიზიკურად. მე პირადად სიამოვნებით და უანგაროდ ჩავერთვები ამ საქმეში.


ეს ამბავი იმან მიკარნახა, რომ მაჩაბლის მუზეუმი თბილისს გარეთაც არსებობს. წეროვანში. ლტოლვილი მუზეუმია. არცთუ ოდესღაც თამარაშენში იდგა, ძალიან ლამაზ ეზოში. ორ ომში მოყვა. დღეს არავინ იცის ჯერ კიდევ არსებობს თუ არა – ეგებ გადაწვეს თანამედროვე ,,ფუტურისტებმა’’. აქ კი მართლაც მხრებით გადმოიტანეს, რაც გადმოიტანეს და წეროვანში, აწ გარდაცვლილი დირექტორის კოტეჯში დაფუძნდნენ. მათაც ჭირდებათ მიხედვა.

რჩევები ახალბედა მასწავლებელს
სასწაული ორღობის ბოლოს
ორი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ, ბევრისგან დავიწყებულ პროვინციულ ქალაქში გახლდით. ქვემო ქართლის ყველაზე ლამაზ დასახლებაში გასაოცარ მოულოდნელობას გადავეყარე. ძველი გერმანული არქტიტექტურით ნაგებ სახლებსა და ბოლნისის უნიკალურ ტყე-პარკს ერთმანეთისაგან ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული ორღობე ჰყოფს. თუ არ დაიზარებთ და ორღობეს ბოლომდე ჩაუყვებით, თქვენც სახტად დარჩებით. შარაგზა დიდი საბჭოთა ალაყაფის კარებით სრულდება. ჭიშკარზე კი ფერადი, მთავრული ასოებით აწერია „არტ რეზიდენცია”. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ბედნიერების განცდა შენობაში შესვლის შემდეგ გაგიორკეცდებათ კიდეც. ცენტრალური სართულისკენ მიმავალ პირველსავე საფეხურზე შეამჩნევთ რამდენიმე საპროტესტო გრავიურას. ნიჭიერ მხატვარს საკმაოდ სამართლიანად ადგილობრივი ოქროს მომპოვებელი და ექსპლუატატორი ფირმა ადამიანების უბედურებაზე მომუშავე ხორცის საკეპი მანქანისათვის მიუმსგავსებია. ოთახების კედლებიც მოხატულია. მრავალფეროვანი კომპოზიციების საფუძველზე ჩვენი საზოგადოების მესიანიზმი, ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილება, სოციალური უსამართლობა და სახელმწიფოს ეკოლოგიური უპასუხისმგებლობაა გაკრიტიკებული და გაპროტესტებული. სახლის ერთ-ერთ კუთხეში მოხალისეების მიერ შეგროვილ ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას მრავალფეროვან ბიბლიოთეკასაც გადააწყდებით. ბრძნული წარწერების ამოკითხვა უზარმაზარ აივანზე შეგიძლიათ. აქ რევოლუციონერი ემა გოლდმანი და მერაბ მამარდაშვილი არიან პოპულარულნი. რეზიდენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე კი სარდაფშია განლაგებული. მასპინძლებს მიწისქვეშ სტუმრებისათვის ძველი, მაგრამ შესანიშნავი ჟღერადობის მქონე ფორტეპიანო და კინოჩვენებებისათვის განკუთვნილი დიდი თეთრი კედელი ეგულებათ.
მოულოდნელობის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ რეზიდენციის მუშაობის სპეციფიკით დავინტერესდი.
ბოლნისის „არტ რეზიდენცია” არაკომერციული დაწესებულებაა. მისი მიზანი შემოსავლების მოპოვება და ქირის ხარჯზე სიმდიდრის დაგროვება არ არის. საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლების მოტივაცია პროვინციული ქალაქის გამოცოცხლება, ჩამკვდარი დასახლებისათვის დამატებითი ფუნციების შეძენა, ცენტრსა და პერიფერიას შორის ინტენსიური კავშირების დამყარება გახლავთ. რეზიდენცია წარმოადგენს საერთო თავისუფალ სამუშაო სივრცეს ხელოვანებისა და რიგითი მოქალაქეებისათვის. ორსართულიან სახლში ადამიანებს ერთად შეკრება და მსჯელობა შეუძლიათ. გარემო შესანიშნავ პირობებს ქმნის საერთო ინოვაციური პროექტების შემუშავებისა და ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის. აღნიშნულ სივრცეს უკვე არაერთხელ უმასპინძლია საჯარო ლექციების, ექსპერიმენტული საღამოების, კინოჩვენებების, ალტერნატიული მუსიკალური ღონისძიებებისა და მრავალკვირიანი პროფესიული შეკრებებისათვის. რაც მთავარია, რეზიდენცია ძალიან ხშირად გამხდარა რეგიონში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ახალგაზრდული აქტივისტური ჯგუფების თავშესაფარი და ღამის გასათევი მყუდრო ადგილი.
ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ამ ოაზისის შემქმნელის ისტორია გახლავთ. რეზიდენციის დამფუძნებელი კინომცოდნეა, რომელსაც დედაქალაქში ან საზღვარგარეთ ცხოვრების შესანიშნავი შანსები დღემდე აქვს. თუმცა, მან ყველაფერს საკუთარ მხარეში დაბრუნება ამჯობინა. მეტიც, გამორჩეულმა მოქალაქემ კეთილი საქმისათვის მშობლიური სახლი, მშობლიური კარ-მიდამო დათმო. რამდენი ჩვენგანი გაიმეტებდა საკუთარ საცხოვრებელს საჯარო სივრცედ გადაკეთებისათვის? ალბათ, ძალიან ცოტა. რა არის მისი მთავარი სურვილი? სახლის პატრონთან გასაუბრებამ დამარწმუნა, რომ საქმის წამომწყებს ორად ორი ამოცანა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მას სურს, რომ თავისი ქალაქის არსებობის შესახებ მთელ საქართველოს შეახსენოს. ამასთანავე, იგი საკუთარ პროფესიას ემსახურება და ფიქრობს იმ დროზე, როდესაც ბოლნისელი მასწავლებლები და მოსწავლეები კინოს სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდად აღიარებენ.
აზრის ძალა და „ცეცხლი თვალებში“
„ცეცხლი თვალებში”
რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანის მიერ წარმოთქმული ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულად ჟღერს და მოქმედებს ჩვენზე? ერთ შემთხვევაში, უინტერესო და არაფრისმთქმელია, სხვა შემთხვევაში – განუსაზღვრელი ძალის მქონე… იმდენად ღრმად აღწევს ჩვენში და ისეთ სივრცეებს ეხება, რომ მყისიერად იწვევს ცვლილებას… რა განსაზღვრავს სიტყვის გავლენას და ძალას?
მეტაფორულად მეორე ტიპის ადამიანზე იტყვიან, რომ „ისეთი ცეცხლი აქვს თვალებში, რომ შეუძლია, სხვაც აანთოს…!”
„თვალებში ცეცხლზე” ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში მოხდა: გამოსაშვებ საღამოზე მიიწვიეს ერთი მილიარდერი, რომელსაც სიტყვით უნდა მიემართა მანტიებით და ქუდებით შემოსილი სტუდენტებისათვის, რომლებიც მეორე დღიდან ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. დღეს ისინი იყვნენ: ლაღები, თავისუფლები, ჯანმრთელები, ბედნიერები… ხვალიდან – წარმატებული ადამიანები და მენეჯერები… დღეს მხოლოდ მეოცნებეები….
მილიარდელმა სიტყვა ასე დაიწყო: ბევრი წლის წინ მეც თქვენსავით ვიყავი სტუდენტი (ყველა ასე იწყებდა თავის გამოსვლას…). ბევრი წლის წინ – გაიმეორა ორატორმა, – მე ვიყავი სტუდენტი და მე არაფერი მქონდა… ა რ ა ფ ე რ ი…. ბევრ თქვენგანს დღეს უკვე აქვს მზა სამუშაო, ავტომობილი, ჰყავს გავლენიანი მშობლები… მე კი ა რ ა ფ ე რ ი არ მქონდა… არაფერი! მე მქონდა დიპლომი და ცეცხლი თვალებში. და ეს ცეცხლი შესაძლოა, იმისგან მქონდა, რომ მე არაფერი მქონდა…. გავიდა დრო… ახლა მე მაქვს ყველაფერი და თვალებში ცეცხლი ისევ დამრჩა!
რას ნიშნავს პოზიტიურად აზროვნება? ადამიანებმა რომ იცოდნენ, საკუთარი თავის ანატომია, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს განსაზღვრავს, ალბათ უფრო ფრთხილები და მიზანმიმართულები იქნებოდნენ ფიქრისა და ოცნების დროს. წარმოიდგინეთ, რომ მართავთ მანქანას და მართვის არაფერი გაგეგებათ… ძალიან მალე თქვენ გადაიჩეხებით. ასეა, ადამიანიც მრავალგანზმილებიანი მანქანაა და ჩვენ კი მხოლოდ მისი ზედაპირული მართვა ვიცით. მაგალითად, ის, რომ მანქანის გადასაადგილებლად საჭიროა კვება, ძილი, სექსი და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ მას ყოველთვის სასურველ ადგილას არ მივყავართ, უფრო ღრმა მართვის სფეროა.
ზღაპრები, იგავები, მითები – ჩვენი არაცნობიერის ცოცხალი შემადგენელი ნაწილებია. ისინი, გარდა იმისა, რომ რაღაც კონკრეტულზე გვიყვებიან, ყოველთვის უფრო ღრმა აზრის და მნიშვნელობის მატარებელნი არიან. მაგალითად, ყველას გახსოვთ ალადინის და მისი ლამპის ზღაპარი. ფსიქოლოგები ლამპიდან ამოსულ ჯინს არაცნობიერის მეტაფორად განიხილავენ. ეს განხილვა კარგად ხსნის პოზიტიური აზროვნების ძალასა და გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.
ჩვენი ცნობიერის და არაცნობიერის ენა განსხვავებულია. ცნობიერი, ე.წ. დუალისტური სამყაროს მკვიდრია, მან იცის – ჰოც და არაც… მაგრამ არაცნობიერი, რომელიც ყველაფერს ისმენს, სრულიად განსხვავებულად რეაგირებს ჩვენს აზრებზე, სურვილებსა და ემოციებზე. ის ყველაფერს, რაც ცნობიერში მიმდინარეობს, ეუბნება: დიახ… და არა მხოლოდ ეუბნება… ასრულებს მას! სწორედ ამიტომ არის გაიგივებული ჯინი არაცნობიერთან. ის თავის პატრონს ყოველთვის ეუბნება: „გისმენ და გემორჩილები…”
და როგორ ფიქრობს უმეტესად ადამიანი? რა თქმა უნდა, მისი ცნობიერი გადავსებულია იმით, რაც არ მოსწონს, რაც არ უნდა, რისიც არ სჯერა, რისიც ეშინია…. ანუ ნეგატივით. ამ დროს კი ჯინი, რომელიც ყოველთვის თქვენს მხარზე ზის, თქვენს ნეგატიურ სურვილებს ეხმიანება და ასრულებს… ეს მითების და ზღაპრების ენაზე.
იმავეს ამბობს კვანტური ფიზიკა განსხვავებულ ენაზე: აზრი მატერიალურია, მსგავსი იზიდავს მსგავს ენერგიას. ყურადღების კონცენტრირება (დამკვირვებლის ეფექტი) რაიმეზე სრულიად ცვლის მას… და, რაც მთავარია, ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნდეთ „სუპერპოზიციაში” და შესაძლებლობათა ოკეანიდან გააკეთოთ ახალი არჩევანი…
ასე რომ, პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში არ შეამჩნიოთ ნეგატივი, ან უსიამოვნო ფაქტი ისე მიიღოთ, როგორც სასურველი… პოზიტიური აზროვნება ნიშნავს დამოკიდებულებას ფაქტისადმი… რომ პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ფიქრობ (საუბრობ და ავრცელებ) სასურველ რეალობაზე და არა იმაზე, რაც არის და არ მოგწონს…
თუ თქვენ ატარებთ ასეთ აზრებს: რა საშინელია ცხოვრება; ამ ქვეყანას არაფერი ეშველება; ხომ ვამბობდი; ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ასე შემდეგ… თქვენს მხარზე შემომჯდარი ჯინი, რომლის არსებობის შესახებაც, შესაძლოა, არც იცით, ისმენს ამ ყველაფერს და ნებისმიერ აზრზე გპასუხობთ: დიახ!
ანუ ასეთ შემთხვევაში, მას ჰგონია, რომ თხოვთ იმას, რაზეც და როგორც ფიქრობთ და გისრულებთ… „დიახ… გისმენთ და გემორჩილებით”.
ერთი შეხედვით ძალიან ადვილია: შეცვალოთ ფიქრის ფოკუსი, სხვა არაფერი. და ამის შემდეგ დააკვირდეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება!
ვისთვისაც ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, მისთვის არაფერი არ შეიცვლება, ხოლო ვინც ჩასწვდება ამ მარტივ ანატომიას, მისთვის რეალობა ზღაპრად გადაიქცევა…







