სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

რაზე მიუთითებს დემოგრაფიული მაჩვენებლები და როგორ წავიკითხოთ მოსახლეობის პირამიდა

0

რა უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის შესახებ და როგორ უნდა შევასწავლოთ ეს საინტერესო თემა მოსწავლეებს? ძნელი სათქმელია, რა კუთხით ჯობს ამ საკითხის შესწავლა, რადგან მოსახლეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია, საჭიროასპექტი შეარჩიო. ჩვენ ზოგადი საფუძვლებით დავიწყებთ.

ძირითადი ცნებები, რომლებიც უნდავიცოდეთ, არის:

  • შობადობა = დაბადებულთა რიცხვი1000 კაცზე;
  • სიკვდილიანობა = გარდაცვლილთა რიცხვი1000 კაცზე;
  • ბუნებრივი მატება = შობადობას-სიკვდილიანობა;
  • ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა = 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ბავშვთა მოკვდაობა = 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ნაყოფიერების/ფერტილობის ჯამური კოეფიციენტი = დაბადებულთა საშუალო რიცხვი ყოველ 1000 ქალზე;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა = იმ წლების საშუალო ოდენობა, რომლებიც მოსალოდნელია იცოცხლოს ადამიანმა.

თუ ყველა მონაცემი, გარდა უკანასკნელისა, მაღალია, ვსაუბრობთ განვითარებად ქვეყანაზე, თუ დაბალი – განვითარებულზე.

ამის საპირისპიროდ, თუ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, ეს შეიძლება იყოს განვითარებულობის მაჩვენებელი და პირიქით.

ამდენად, თითოეული ზემოთ მოყვანილი დემოგრაფიული მაჩვენებელი შეიძლება განვითარების ინდიკატორად გამოვიყენოთ, თუმცა ისინი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მკაფიო, რადგან გვხვდება ანომალიებიც. ამის მაგალითად გამოდგება საქართველო, სადაც შობადობა დაბალია, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება განვითარებულ ქვეყნად.

ჩამოვთვალოთ ასეთი კანონზომიერების განმაპირობებელი ფაქტორები: დაზღვევა, განათლება, ტექნოლოგიური მიღწევები, ბავშვის აღზრდის ფასი (განათლება, ჯანმრთელობა, მშობლების მიერ მასთან გატარებული დრო), ვაქცინაცია, ქალთა სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი (სოფელი/ქალაქი), მედიცინის მიღწევები, ჯანდაცვის სისტემა, რელიგია…

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნების მახასიათებელია დაბალი შობადობა, სიკვდილიანობა, ჩვილთა და ბავშვთა მოკვდავობა, ნაყოფიერების კოეფიციენტი და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდაარის სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს მოსახლეობის სურათს კონკრეტული წლისთვის.

განვითარებად რეგიონებში – ისეთებში, როგორებიცაა აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და ოკეანეთი – პირამიდები შეიძლება სხვადასხვა ტიპისა იყოს, მაგრამ სწორედ მათი ფორმის გამო ეწოდება ამ დიაგრამას პირამიდა.

მნიშვნელოვან მახასიათებლებად შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა, მისი გავრცელება დედამიწაზე. ყველაზე ნათლად მოსახლეობის სტრუქტურა გრაფიკულად სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდებით გამოისახება. მასზე თითოეული სქესის ყოველი (ძირითადად – 5-წლიანი) ასაკობრივი ჯგუფი გამოსახულია ვერტიკალური ღერძიდან ორივე მიმართულებით მიმავალი ჰორიზონტალური სვეტებით. მიღებულია, რომ გრაფიკზე მარცხნივ მამაკაცები გამოვსახოთ, ხოლო მარჯვნივ – ქალები. ვერტიკალურ ღერძზე ან ასაკი მოინიშნება (პირველი პირამიდა), ან ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი დაბადების თარიღი (მეორე პირამიდა). რაც შეეხება ჰორიზონტალურ ღერძს, მასზე ან მოსახლეობის პროცენტები, ან აბსოლუტური მაჩვენებელია გამოსახული.

იმისთვის, რომ გავარჩიოთ, სახელდობრ რატიპისინფორმაციააასახულიმოსახლეობის პირამიდაზე, ყურადღებით უნდაწავიკითხოთ მინაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი გააანალიზება.

ანალიზისთვის კი საჭიროა, გამოსახული ინფორმაცია ნაწილებად დავყოთ და ყურადღება თითოეულ ელემენტზე გავამახვილოთ.

ძირითად ელემენტებად შეიძლება მივიჩნიოთ ფუძე, გვერდები და კენწერო.

თუ შევხედავთ პირველ პირამიდას და დავფიქრდებით, რას ასახავს იგი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა გაიზრდება. რატომ? იმიტომ, რომ თუ პირამიდის ფუძე განიერია; ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფი მოსახლეობის რიცხვი დიდია და იზრდება, რადგან ქვედა ასაკობრივი ჯგუფი კიდევ უფრო განიერია. სწორედ ეს ჯგუფია, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს. პირამიდის გვერდები შეზნექილია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაც უფრო განიერია საფეხური თითოეულ ხუთწლიან ასაკობრივ ჯგუფს შორის, მით მაღალია სიკვდილიანობა – სავარაუდოდ, მოსახლეობის ეს ნაწილი შემდგომ ასაკობრივ ჯგუფამდე ვერ აღწევს. ვიწრო კენწერო კი მიუთითებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს ხანდაზმულ ასაკს. ამრიგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა განვითარებადია.

ნახ.1. ნახ.2.

თუ მეორე პირამიდას შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბუნებრივი მატება დაბალია. რატომ? პირამიდისფუძე ვიწროა, რაც დაბალი შობადობის მაჩვენებელია, ხოლო ის, რომ ყოველი ხუთწლიანი ჯგუფის შემდეგ პირამიდის საფეხურები არ ვიწროვდება, დაბალ სიკვდილიანობაზე მიუთითებს. ისინი არათუ არ ვიწროვდება, არამედ პირველი 15 წლის განმავლობაში ყოველი წინა ასაკობრივი ჯგუფი მომდევნოზე ვიწროა. მაშასადამე, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი უფრო მცირეა, ვიდრე 5-დან 9 და 10-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, რაც არა მატებაზე, არამედ მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს.

გვერდები ჩაზნექილი არაა, პირიქით, შუა ასაკობრივ ჯგუფებში ის ამოზნექილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილიანობა დაბალია და მოსახლეობის ქვედა ასაკობრივი ჯგუფი თავისუფლად გადადის შემდეგში და რომ წინა წლებში ეს ასაკობრივი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანიც კი იყო. პირამიდისკენწეროში ფართო სვეტები კი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში – მნიშვნელოვანი, რაც ჯანდაცვის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ამ ტიპის პირამიდა შეიძლება ჰქონდეს აშშ-სა და კანადას, ჩრდილოეთი, ცენტრალური, დასავლეთი და სამხრეთი ევროპის ქვეყნებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და იაპონიას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პირამიდაზე განვითარებული ქვეყანაა გამოსახული.

გარდა ამ სამი ძირითადი ელემენტისა, ჩვენ შეგვიძლია, პირამიდებზე სხვა ინფორმაციაც ამოვიკითხოთ. ესენია ე.წ. ანომალიები, რაც ზოგადი ტენდენციიდან, კანონზომიერებიდან გადახვევას გულისხმობს.

ნახ.3. ბაჰრეინი, 2011

თუ ბაჰრეინის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ზემოთ განხილულთაგან განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად სხვა მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ბაჰრეინი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსნება, რომ ქალთა შრომის ბაზარი ამ ქვეყანაში არ არის მიმზიდველი და ეს შედარებით მცირე ნამატი შესაძლოა მოდიოდეს სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეთა წილად, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.

ნახ.4. ჩინეთი, 2010

ჩინეთის მოსახლეობის პირამიდაც განსხვავდება დანარჩენებისგან, რადგან მასში ნათლად ჩანს ერთი შვილის პოლიტიკის (ანტინატალისტური დემოგრაფიული პოლიტიკა) შედეგები. ვხედავთ, რომ 40-იოდე წლის წინ მოსახლეობამ მკვეთრად დაიწყო კლება, რასაც 40-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე ახალგაზრდებში შესამჩნევი შევიწროებით ვადგენთ. სწორედ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამკაცრდა დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიწყო მისი დანერგვა. თუმცა უცნაურია შემდგომი გაფართოება, რაც შეიძლება აიხსნას გაფართოებული აღწარმოების გამოძახილად, ანუ უკვე დაბადებულები იყვნენ, ხოლო 20 წლის შემდეგ ქორწინების ასაკში შევიდნენ და, შესაბამისად, ბავშვები იყოლიეს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. თუნდაც ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში აბსოლუტური რაოდენობა დიდი აღმოჩნდა და ამ პირამიდაზე 20-24-წლიანთა ასაკობრივმა ჯგუფმა გამოზნექილი ფორმა მიიღო. ამის შემდეგ კი შობადობის კლება გრძელდება.

ასევე არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ახალდაბადებულებსა და, საზოგადოდ, ახალგაზრდებში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ბუნებრივზე მეტად აღემატება. ამის მიზეზი სწორედ ერთი შვილის პოლიტიკაა. ამგვარი შეზღუდვების პირობებში წყვილები ამჯობინებენ, ვაჟიშვილები იყოლიონ და ხშირია აბორტი სქესის შერჩევით. ტრადიციულ საზოგადოებაში ვაჟიშვილი ნიშნავს გვარის გამაგრძელებელს, ასევე – სიბერეში მშობლებზე მზრუნველს, რადგან მათ ცოლი ოჯახში მოჰყავთ, ხოლო გოგონები თხოვდებიან.

ნახ.5. გერმანია, 2000 წელი

მოსახლეობა მილიონებში

რა ანომალია შეიძლება დავინახოთ ამ პირამიდაზე? რა თქმა უნდა, ვიცით, რომ, საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას ჭარბობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ სხვაობაზეა საუბარი. ამის ახსნა შეიძლება მეორე მსოფლიო ომით, რომლის დროსაც უმთავრესად მამაკაცების გენოფონდი განადგურდა.

მგონია, რომ ამიერიდან მოსახლეობის პირამიდის გააანალიზებისას ყურადღებას მიაქცევთ მის ფუძეს, გვერდებს, სიმაღლეს, იფიქრებთ იმაზეც, იკვეთება თუ არა რაიმე ანომალია და შეეცდებით მის ახსნას. ინტერნეტით შეგიძლიათ არაერთი სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მოძიება ამ საკითხებზე უკეთ სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება სხვადასხვა ტიპის ქვეყნების არჩევა, რათა ვარჯიში უფრო საინტერესოდ წარიმართოს.

გთავაზობთ ამავე თემაზე მომზადებულ ტესტურ დავალებას:

1. მოცემულია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების სქემატური გამოსახულებები და მათი შესაბამისი ქვეყნების მოკლე დემოგრაფიული აღწერილობები. დაადგინეთ შესაბამისობა და შეავსეთ ქვემოთ მოცემული პასუხის ცხრილი:

ქვეყნის დემოგრაფიული დახასიათება:

  1. ქვეყანა ნულოვანი ბუნებრივი მატებით;
  2. ქვეყანა უარყოფითი ბუნებრივი მატებით;
  3. დადებითი მიგრაციის სალდოს მქონე ქვეყანა;
  4. ქვეყანა, რომელმაც სწრაფი ცვლილება განიცადა მაღალი ბუნებრივი მატებიდან დაბლამდე;
  5. ქვეყანა ყველაზე მაღალი ბუნებრივი მატებით;
  6. ქვეყანა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შედეგია ასახული.

პასუხების ცხრილი:

პირამიდის ნომერი ქვეყნის დახასიათების #
A 4

ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის მომზადდა ვიდეო-ლექცია „ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში”. საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა მასწავლებლებთან შეხვედრების დროს. ყველა მათგანი თვლიდა, რომ საკითხები არასაკმარისად არის ასახული ხელმისაწვდომ ლიტერატურაში და მათთვის საჭიროებას წარმოადგენდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დახმარება.

მასალა მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით, ლექციას უძღვება გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი გულიკო ლიპარტელიანი. ლექციის ფარგლებში საუბარია მრავალ საჭირო საკითხზე, როგორებიცაა ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბი, ჩარჩო, რუკის ნომენკლატურა, საყრდენი პუნქტები, ტოპოგრაფიული რუკის შინაარსის ელემენტები, რელიეფის, ჰიდროგრაფიის, დასახლებული პუნქტების, გზების, მცენარეული საფარის გამოსახვა ტოპორუკაზე, მითითებები ტოპოგრაფიული რუკით სარგებლობისათვის, ტოპოგრაფიული რუკის კითხვა და სხვა.

 

განვითარების ამსახველი ინდიკატორები

0

გეოგრაფიის შესწავლა მოსწავლეებს სამყაროში მიმდინარე პროცესების,მოვლენებისა და კანონზომიერებებისაღქმას უადვილებს, იმავდროულად აჩვენებს კავშირს ადამიანს,საზოგადოებასა და გარემოს შორის, მათ სივრცე-დროით გამოვლინებას – გეოგრაფიული წიგნიერება ხომ ერთ-ერთი ქვაკუთხედია გლობალურად მიმდინარე პროცესების გასაგებად. თუ მოსწავლეს გეოგრაფიული განათლებააქვს, მას უკეთ ესმის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის თანამედროვე პრობლემები, შეუძლია მათი მიზეზებისა თუ შედეგების გაანალიზება, პრობლემის გადაჭრა.

მონაცემების ერთმანეთთან შესაადარებლად საჭიროა განვითარების ინდიკატორების ცოდნა.

ამა თუ იმ მაჩვენებლის აღწერისას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აღწერილობით რომ არ შემოვიფარგლოთ,საჭიროა გვქონდეს განვითარების განსაზღვრული ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, გავზომოთ ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევებისხვადასხვა მიმართულებით.

თვისობრივი ინდიკატორებიმიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს. შესწავლის, აღწერისა თუ კვლევისპროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება მონაცემებისსანდოობასდამაღალხარისხს უზრუნველყოფს.

ამრიგად, არსებობსინდიკატორების სამი ძირითადი ჯგუფი:

  • რაოდენობრივი ინდიკატორები;
  • თვისობრივი ინდიკატორები;
  • შედგენილი/რთული ინდიკატორები.

რაოდენობრივი ინდიკატორები

რაოდენობრივი ინდიკატორები ალბათ ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ინდიკატორებია განვითარების მაჩვენებლების გასაზომად.

სტატისტიკური მონაცემები – დემოგრაფიული, ეკონომიკური, დასაქმებისა და სხვა – ყველა ქვეყანაში გროვდება, ზოგან – უფრო დახვეწილი მეთოდოლოგიით, ზოგანაც – ნაკლებად დახვეწილით. რაოდენობრივი მაჩვენებლების დასამუშავებლად აუცილებელია კვლევის სტატისტიკური მეთოდების ცოდნა. ზოგი მათგანი მარტივია, ზოგიც – რთული. სტატისტიკისა და მეთოდების ხსენება ბევრს აფრთხობს, რადგან ყოველივე ეს მეტისმეტად რთული ეჩვენებათ. სინამდვილეში, არც მთლად ასეა საქმე.

სტატისტიკა თავდაპირველად მონაცემთა სისტემურ შეგროვებას გულისხმობდა. შემდგომ ის ინფორმაციის შეკრების, ორგანიზების, წარმოდგენისა და ანალიზის სამეცნიერო მეთოდად იქცა. შეკრებასა და განზოგადებას აღწერილობითი სტატისტიკა ეწევა, ხოლო ინდუქციური სტატისტიკა მონაცემებს ამუშავებს და დასკვნები გამოაქვს.

აღწერილობით სტატისტიკაში გრაფიკული და ციფრული მეთოდები გამოიყენება. ერთი და იგივე მონაცემი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოისახოს. ხშირად გრაფიკები და რუკები უფრო ნათლად გადმოსცემს ინფორმაციას და უფრო იოლი აღსაქმელიცაა, ვიდრე ცხრილები, რომელთა წაკითხვაც მეტ დროს მოითხოვს.

მონაცემებზე მუშაობისას საჭიროა რამდენიმე საბაზისო ტერმინის ცოდნა – ისეთებისა, როგორებიცაა საშუალო არითმეტიკული (ეს არის მონაცემთა ჯამური მაჩვენებელი, გაყოფილი მონაცემთა რაოდენობაზე), მაქსიმუმი დამინიმუმი, ასევე – ამპლიტუდაამ ორ მონაცემს შორის; მოდა ყველაზე ხშირად განმეორებადი მაჩვენებელია (მაგალითად, თუ ყველა მონაცემი, გარდა ორისა, განსხვავდება ერთმანეთისგან და მხოლოდ ეს ორი შეადგენს 1655-ს, ეს ნიშნავს, რომ მოდა 1655-ია), ხოლო მედიანა – მონაცემების ზუსტად შუა რიცხვი (თუ კენტი რიცხვია მოცემული, შუა ადვილად ამოიცნობა, მაგალითად, 59 ერთეულიდან მედიანა იქნება

ოცდამეათე, ხოლო ლუწის შემთხვევაში ის განსაზღვრული წესით გამოითვლება, მაგალითად, 20-ის მედიანა იქნება მე-10 და მე-11 მონაცემების საშუალო არითმეტიკული).

მონაცემები ორი ძირითადი ტიპისაა: პირველადი, რომელსაც თქვენ თვითონ მოიპოვებთ და მეორეული – სხვის მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული. თუ მაგალითად ავიღებთ მოსახლეობის აღწერას, მონაცემები სქემატურად ამ მარტივი ცხრილით შეიძლება გამოვსახოთ:

პირველადი მეორეული
რაოდენობრივი ქუჩაში, ველზე დაკვირვების შედეგად მოსწავლეების მიერ შეგროვებული სტატისტიკური მასალა, რომელიც უპასუხებს კითხვას “რამდენი”. მაგ., რამდენი მანქანა გაივლის; რამდენი შენობაა… მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, რომელთა გამოყენება საჭიროა კვლევის დროს
თვისობრივი მოპოვებული ინფორმაცია ადგილის, მომსახურების ხარისხის შესახებ; მოსახლეობის განწყობა-დამოკიდებულების შესწავლა ანგარიშები, სხვის მიერ განხორციელებული ანალიზი, ჩატარებული კვლევა

გეოგრაფიაში რაოდენობრივ ინდიკატორებს ეკონომიკური, სოციალური თუ დემოგრაფიული საკითხების აღწერისას იყენებენ. ეკონომიკური ინდიკატორების მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ მშპ, მეპ, დასაქმებულთა რიცხოვნება ამა თუ იმ სექტორში, ენერგიის მოხმარება, სოციალურის მაგალითად – წიგნიერების მაჩვენებელი, ექიმების რაოდენობა, საავადმყოფოების ან თუნდაც თეატრებისა და გაყიდული ბილეთების რიცხვი, დემოგრაფიული ინდიკატორების მაგალითებია სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიკვდილიანობა, შობადობა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა და სხვა.

განვითარების ინდიკატორად ყველაზე ხშირად იყენებენ მშპ-სა და მეპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. მიიჩნევა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე უკეთ სწორედ ეს მაჩვენებლები გამოხატავს. სხვა რაოდენობრივი ინდიკატორები ვიწრო ასპექტებს ასახავს, ხოლო მშპ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, როგორ შეიძლება იყოს განვითარებული დანარჩენი არაეკონომიკური სექტორები. თუმცა ეს ყოველივე ვარაუდია; ძირითად ტენდენციებთან ერთად არსებობს მრავალი ქვეყანა, სადაც ვითარება სხვაგვარად გამოიყურება – მშპ შედარებით დაბალია, მაგრამ არაეკონომიკური მაჩვენებლები – მაღალი, ან, პირიქით, მაღალი მშპ-ის ფონზე არცთუ სახარბიელოა სხვა ასპექტები.

ზოგადად, მშპ გულისხმობს მოცემულიქვეყნისსაზღვრებშიერთიწლის განმავლობაშიწარმოებულისაბოლოოპროდუქციის (მომსახურების,სამუშაოს) ერთობლიობას,გამოხატულს მიმდინარესაბაზროფასით. თუ ამ მონაცემს გავყოფთ მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე, გავიგებთ, რამდენი მოდის საშუალოდ ერთი ადამიანის წილად. მაგრამ ზოგად მშპ-ს შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, ჩინეთის მშპ ბევრად აღემატება განვითარებული ქვეყნებისას, მაგრამ როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ვანგარიშობთ, იკვეთება ამ უკანასკნელთა საგრძნობი უპირატესობა.

მეპ აჩვენებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის შედეგად დაგროვილ კაპიტალს, მაგალითად, საზღვარგარეთ არსებულ ფილიალებს, საწარმოებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომელთა შემოსავალიც ქვეყნის ბიუჯეტში აისახება. ეს მაჩვენებელი განსხვავებულია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბიზნესი ქვეყნის გარეთაც აქტიურია. მრავალი ქვეყნისთვის კი ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა განვითარების ამ ინდიკატორებს აქვთ მსგავსი ნაკლოვანებები:

  • ისინი გვიჩვენებენ საერთო დოვლათს, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან იმის თაობაზე, როგორ არის განაწილებული იგი, როგორია უთანასწორობა ქვეყნის ფარგლებში. მაგალითად, გაერთიანებული საემიროების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 49 ათასი დოლარია, რაც საგრძნობლად აღმატება ახალი ზელანდიის მაჩვენებელს, თუმცა ვიცით, რომ საემიროებში უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალიან დიდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განვითარების ინდიკატორის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიღბავს ქვეყნის შიგნით არსებულ მრავალ ნაკლოვანებას.
  • ამ მაჩვენებლებში მხოლოდ ფორმალურად/ოფიციალურად განხორციელებული ტრანზაქციები აისახება, თუმცა მრავალ ქვეყანაში არცთუ მცირეა არაანაზღაურებადი თუ ხელიდან-ხელში, ანდა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი.
  • ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნის სტატისტიკა სანდო არ არის – ხშირად ის მთავრობის სურვილებსა და მოლოდინებს უფრო ასახავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია არადემოკრატიულ ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთის სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურ გეგმებში მეურნეობებმა მუდმივი ზრდა უნდა აჩვენონ, რაც მონაცემების შელამაზება-შენიღბვით გამოიხატება. დაბრკოლებას ქმნის არა მხოლოდ მონაცემების დამალვა, არამედ მათი შეგროვების სირთულე და სიძვირეც. აკურატულობა და სანდოობა ყოველთვის მაღალი არ არის. ასევე განსხვავებულია მასალის შეგროვების მეთოდოლოგია, რაც მათ შესადარებლად გამოუსადეგარს ხდის.
  • ხშირად მშპ და მეპ აშშ დოლარებში გამოითვლება, თუმცა დოლარის გაცვლითი კურსი თუ მსყიდველობითუნარიანობა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინი ან ერთი პური ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ ფასობს. ამიტომ უფრო მეტი სიზუსტისთვის ხშირად PPP-საც (Purchasing Power Parity) ითვლიან – ეს მონაცემი გულისხმობს, რამდენი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა შეიძლება სხვადასხვა ადგილას ერთი და იმავე ერთეული ფულით. მაგალითად, 100 დოლარად შვედეთში თუ მხოლოდ რამდენიმე დღის საკმარის სურსათს შეიძენ, უგანდაში ამ თანხით ერთი თვე შეიძლება ცხოვრება.
  • დაბოლოს, მშპ თუ მეპ არავითარ წარმოდგენას არ გვიქმნის იმის თაობაზე, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, როგორია მათი კეთილდღეობა.

თვისობრივი ინდიკატორები

თვისობრივი ინდიკატორები ხშირად გამოიყენება ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის ასასახავად.

რაოდენობრივი თუ ზომავს, თვისობრივი მდგომარეობას აღწერს. ეს ის ინდიკატორებია, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა თუ კეთილდღეობისა და ბედნიერების ანალიზი. ვინაიდან ეს მონაცემები აღწერილობითი უფროა, ვიდრე გაზომვითი, ამ მიმართულებით ქვეყნების რანჟირებისას სირთულე იჩენს თავს; ყოველთვის აშკარა არ არის, ვისთვის რას ნიშნავს თავისუფლება, ბედნიერება ან მსგავსი თვისობრივი ინდიკატორები. ბოლო ხანს არაერთი გამოკვლევა ჩატარდა ერთნაირ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, რაც რაოდენობრივ ინდიკატორებთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნის ფართო სურათს გვაძლევს.

შედგენილი/რთული ინდიკატორები

ეს ინდიკატორები პირველ ორზე საინტერესო და გაცილებით რთულია, რადგან თავის თავში არაერთი ინდიკატორის კომბინირებას ახდენს. ამ ინდიკატორების მიზანია, მოგვცეს უფრო სრული სურათი, ვიდრე ერთი კონკრეტული – რაოდენობრივი თუ თვისობრივი – ინდიკატორის გამოყენებით მივიღებდით. კომბინირებული ინდიკატორის შექმნა პირველად 1980 წელს სცადეს. ეს იყო სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ინდექსი (Physical Quality of Life Index). იგი აერთიანებდა წიგნიერების, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჩვილ ბავშვთა მოკვდავობის ინდიკატორებს. სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ინდექსში წიგნიერება ჩართული იყო იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი განათლების ხელმისაწვდომობას ასახავს, რაც მოსახლეობის მომავალ პროდუქტიულობაზე იძლევა წარმოდგენას. წიგნიერება განათლების საწყისია. ეს ინდიკატორი არ გულისხმობს ტექსტის გაგების მაღალ სააზროვნო დონეს; საუბარია, უბრალოდ, წერა-კითხვის ცოდნაზე. განვითარებად ქვეყნებში ხშირად დაწყებითი საფეხურიც კი მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუ მას მოსახლეობის უმრავლესობა დაძლევს, ხოლო განვითარებულებში საუბარია უფრო ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ან საშუალო სკოლის დასრულებასა და უმაღლეს განათლებაზეც კი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს, ერთგვარ წარმოდგენას იძლევა ჯანდაცვასა და განათლებაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სიღარიბეზე.

ამავე არგუმენტებს ეფუძნება ინდექსში ჩვილ ბავშვთა მოკვდავობის ჩართვა, რადგან ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ისიც იძლევა წარმოდგენას.

ამის შემდეგ თითოეული ინდიკატორი ზრდადობის მიხედვით სკალაზე ლაგდებოდა. მაგალითად, დღეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შეფასებისას იაპონიას, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი – 82 წელია, 100 ქულა მიენიჭებოდა, ხოლო ზამბიას, სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია (38 წელი) – 0. ასე გამოითვლებოდა ყველა ინდიკატორი და მათი საშუალო იძლეოდა საბოლოო ინდექსს. იმ დროს სიცოცხლის ხანგრძლივობით ლიდერი შვედეთი იყო (77 წელი), ხოლო უკანასკნელი პოზიცია გვინეა-ბისაუს (28 წელი) ეკავა.

განვითარების ეს ინდიკატორი გაუმჯობესდა მოგვიანებით, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამით 1990 წელს შემუშავდა ადამიანური/ჰუმანური განვითარების ინდექსი (https://hdr.undp.org/en/statistics/). აქ კრიტერიუმებად დარჩა წიგნიერება და სიცოცხლის ხანგრძლივობა, რასაც მიემატა მშპ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით.

გამოთვლის პრინციპი აქაც იგივეა. სკალა 0-დან 1-მდეა. 0-დან 0,500-მდე მოხვედრილი ქვეყნები დაბალი ჰუმანური ინდექსით გამოირჩევა, 0,5-დან 0,799-მდე – საშუალოთი, ხოლო 0,800-ის ზემოთ – მაღალით.

ასევე საინტერესო მაჩვენებლებად მიიჩნევა გენდერული განვითარების ინდექსი. მასში იგივე კრიტერიუმებია გამოყენებული, რაც ჰუმანური განვითარების ინდექსში, თუმცა თითოეულ კრიტერიუმში იმიჯნება ქალებისა და მამაკაცებისთვის მაჩვენებლები. მაგალითად, წიგნიერებაში გამოყოფილია წიგნიერება ქალებისა და მამაკაცებისთვის და ა.შ.

გენდერული განვითარების ინდექსი (https://hdr.undp.org/en/media/HDR_20072008_GDI.pdf) საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ სხვაობა ქვეყნებს შორის სქესობრივ ჭრილში.

ამდენად, გეოგრაფიის როლი მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ ბუნებას, მის კომპონენტებს აღგწერს და აფასებს, არამედ განვითარების ინდიკატორებზეც გვიქმნის წარმოდგენას. ამა თუ იმ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების დახასიათებისას საშუალება გვეძლევა, შევაფასოთ მისი დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები, რაც დახასიათებას თუ ანალიზს უფრო კომპლექსურ ხასიათს სძენს.

კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად

0

კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. სახელმძღვანელოს ავტორები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას/ასახვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს. ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა,მოვლენები სივრცეში აღიქვას, უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუ ის მონაცემი და მისი გავრცელება. თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დავალებების შეზღუდული ხასიათი; ხშირად სამუშაო მთავრდება იმით, რომ მოსწავლეებს უმოწმებენ, რამდენად აკურატულად მოახერხეს ამ ინსტრუქციის შესრულება.

ჩიკაგოსუნივერსიტეტისპროფესორის ბენჯამინ ბლუმის თეორიისმიხედვით, გამოყოფენ აზროვნებისშემდეგდონეებს: ცოდნას, გაგებას, გამოყენებას, ანალიზს, სინთეზსადაშეფასებას.

აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო უფრო რთულია და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეებად მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება – ზედად.

კონტურული რუკის შევსება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განივითარონ „გამოყენების” დონე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.

ამ წერილის მიზანია, კონტურული რუკების შევსებას მასწავლებლებმა სხვა თვალით შეხედონ და არ დასჯერდნენ ზემოთ აღნიშნულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, როდესაც მხოლოდ კონტურულის შევსება ინტერესმოკლებული ხდება და დაძლევის კუთხით სასწავლო გამოწვევას აღარ წარმოადგენს მოსწავლისთვის.

როგორ გავართულოთ ამგვარი აქტივობები ისე,რომ მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე ასვლა?

ამისთვის საჭიროა მოვიძიოთ დამატებითი რესურსები და მოსწავლეებს გასაანალიზებელი შეკითხვა დავუსვათ. ერთ-ერთ ნიმუშს ქვემოთ წარმოგიდგენთ.

აქტივობა გათვლილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს გეოგრაფიას გადიან.

აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმაერთმანეთს დაკავშირონ ქვეყნების სიდიდე, მოსახლეობის რაოდენობა და განვითარების დონე, დაინახონ კავშირი ამ პარამეტრებს შორის.

მიზნისმისაღწევად რამდენიმე რესურსი დაგვჭირდება: ცხრილები, სადაც მოცემულია უდიდესი და უმცირესი ქვეყნები ფართობების მიხედვით (ნახ. 1,ნახ. 2), ასევე (2) – კონტურული რუკა ინდივიდუალურად ყველა მოსწავლისთვის, (3)ცხრილები, სადაც მოცემულია ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (ნახ. 3, ნახ. 4) და რუკა, ქვეყნების ცხრილი მშპ-ს მიხედვით (ნახ. 5) და მსოფლიო პოლიტიკური რუკა, კედელზე გამოკრული იმ შემთხვევისთვის, თუ მოსწავლეებს მისი გამოყენება დაჭირდათ.

ამის შემდეგ კლასს, ზომის შესაბამისად, ვყოფთ ჯგუფება. დავალებაორი შინაარსისაა. თითოეული შინაარსის დავალება ეძლევა 2-3 ჯგუფს, რათა შემდგომი განხილვა საინტერესო იყოს.

დავალება 1 – მოცემული ქვეყნები (ნახ.1 და ნახ.2), როგორც უდიდესი, ასევე უმცირესი ფართობის მიხედვით,ჯგუფებმა უნდა გამოსახონ კონტურულ რუკაზე შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, რათა უდიდესი და უმცირესი ერთგვაროვნად არ იყოს ასახული. ამის შემდეგ შეადარონ ეს რუკამშპ-ს მიხედვით შედგენილს (ნახ.5) და იმსჯელონ კავშირზე ამ ორ მაჩვენებელს შორის, განსაზღვრონ, აქვს თუ არა უშუალოკავშირიერთმანეთთან ქვეყნის ტერიტორიის სიდიდეს და ეკონომიკურ განვითარებას. დასკვნა შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ფორმით.

დავალება 2 – მოცემული ქვეყნები (ნახ.3 და ნახ.4), როგორც უდიდესი, ასევე უმცირესი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ჯგუფებმა უნდა გამოსახონ კონტურულ რუკაზე შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, რათა უდიდესი და უმცირესი ერთგვაროვნად არ იყოს ასახულ. ამის შემდეგ შეადარონ ეს რუკა მშპ-ს მიხედვით შედგენილს (ნახ.5) და იმსჯელონ კავშირზე ამ ორ მაჩვენებელს შორის, განსაზღვრონ, აქვს თუ არა უშუალოკავშირიერთმანეთთანმოსახლეობის რაოდენობასა და მშპ-ს.დასკვნა შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ფორმით.

15 წუთის შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს, მერე კი იწყება მსჯელობა იმის შესახებ,

ა) რამდენად ახდენს გავლენას ქვეყნის სიდიდე ეკონომიკურ განვითარებაზე;

ბ) რამდენად ახდენს გავლენას მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ნახ.1მსოფლიოსუდიდესი ქვეყნები ფართობის მიხედვით

ქვეყანა ფართობი (მლნ.კვ.კმ)
რუსეთი 17,0
კანადა 9,9
ჩინეთი 9,6
აშშ 9,6
ბრაზილია 8,5
ავსტრალია 7,6
ინდოეთი 3,2
არგენტინა 2,7
ყაზახეთი 2,7
ალჟირი 2,3
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2,3
მექსიკა 2,0
საუდის არაბეთი 2,0
ინდონეზია 1,9
სუდანი 1,9
ლიბია 1,8
ირანი 1,6
მონგოლეთი 1,6
პერუ 1,3
ჩადი 1,3

ნახ.2მსოფლიოს უმცირესიქვეყნები ფართობის მიხედვით

ქვეყანა ფართობი (კვ.კმ)
ვატიკანი 0,44
მონაკო 1,96
ნაურუ 21
ტუვალუ 26
სან-მარინო 61
ლიხტენშტეინი 160
მარშალის კ-ები 180
სეიშელის კ-ები 217
სენტ-კიტსი და ნევისი 269
მალდივის კ-ები 298
მალტა 316
გრენადა 344
სენტ ვინსენტი და გრენადინი 389
ბარბადოსი 430
ანტიგუა და ბარბუდა 442
პალაუ 459
ანდორა 468
სენტ ლუსია 539
სინგაპური 699


ნახ.3 უმსხვილესი ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

ქვეყნები მოსახლეობის რიცხოვნება (მლნ)
ჩინეთი 1,3 (მლრდ)
ინდოეთი 1,2 (მლრდ)
აშშ 313,2
ინდონეზია 237,6
ბრაზილია 192,4
პაკისტანი 178,9
ნიგერია 162,5
რუსეთი 143,0
ბანგლადეში 142,3
იაპონია 127,7
მექსიკა 112,3
ფილიპინები 94,1
ვიეტნამი 87,8
ეთიოპია 84,3
გერმანია 81,8
ეგვიპტე 81,6
ირანი 76,2
თურქეთი 74,7
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 67,7
ტაილანდი 65,9

ნახ.4 უმცირესი ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

ქვეყნები მოსახლეობა
ვატიკანი 800
ტუვალუ 10000
ნაურუ 10000
პალაუ 21000
გიბრალტარი 29400
სან მარინო 32252
მონაკო 35881
ლიხტენშტეინი 36157
სენტ-კიტსი და ნევისი 51970
მარშალის კუნძულები 54305
ანდორა 85015
ანტიგუა და ბარბუდა 89138
სეიშელის კ-ები 90945
სენტ ვინსენტი და გრენადინი 100892

ნახ.5 ქვეყნები მშპ-ის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით)


დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩვენ მიერ განხილული აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორებიცაა რუკის გამოყენება/გაანალიზება და კონტურული რუკის შევსება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. იმავდროულად, მათ განუვითარდებათ ჯგუფურად მუშაობისა და დისკუსიის უნარი, რაც ერთი გაკვეთილისთვის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

რა უნდა ვიცოდეთ გლობალური დათბობის შესახებ

0

გლობალური დათბობის ფენომენი და მისი ეფექტების თავიდან აცილების გზები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამ პრობლემის გადაჭრას თითეული ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. მომავალი თაობებისთვის პრობლემის რეალურად ჩვენება კი, პირველ რიგში, მასწავლებლების მოვალეობაა. შეგიძლიათ გლობალური დათბობის თემაზე ინტეგრირებული გაკვეთილებიც დაგეგმოთ ისეთი დისციპლინების სინთეზით, როგორიცაა: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ისტორია და ასტრონომია. გთავაზობთ ფენომენის ზოგად მიმოხილვას და ვფიქრობ, ეს მცირე ექსკურისი, როგორც რესურსი, მასწავლებლებს დაეხმარებათ ბავშვებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნან გლობალურ დათბობის შესახებ და საინტერესო, შედეგიანი გაკვეთილების მომზადებაში გამოგადგებათ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ადამიანი და გარემოა. ამ მიმართულების მეშვეობით მოსწავლეები სამოქალაქო განათლების უნარ-ჩვევებს იძენენ და უყალიბდებათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის საქმეში.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებაა, რომელიც ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებით არის გამოწვეული. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის სიმრავლის, ურბანიზაციის მზარდი ტემპის შედეგად თითქმის შეუძლებელი გახადა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კონტროლი. ქლოროფილშემცველი ნახშირწყლების (კარბონატები) დონის მატების შედეგად კი ოზონის შრესთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა.

მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ გამონაბოლქვი (ემისიები), რომელიც ინდუსტრიული საქმიანობისა და ტრანსპორტის საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა, ყველაზე მეტად მოქმედებს ტემპერატურის ზრდის პროცესზე. დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი გაზების მიერ ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს ”სათბურის ეფექტს” უწოდებენ. ის 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა.

დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ის ამ ენერგიის 30%–ს ირეკლავს, 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და ოკეანის გაცხელებას იწვევს. თავის მხრივ, ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება. მზის ხილულ გამოსხივებას ძირითადად დედამიწის ზედაპირი შთანთქავს. ინფრაწითელ სხივებს კი კოსმოსში ატმოსფეროს ზედა ფენები ირეკლავს . ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი ფოტონების უდიდეს ნაწილს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები და ღრუბლები “იჭერს” და ისინი კოსმოსში მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ ხელახალი გამოსხივების შედეგად ხვდება. გამთბარი ატმოსფეროს გამოსხივების ნაწილი კვლავ დედამიწის ზედაპირს უბრუნდება და უფრო მეტად ათბობს მას.

ატმოსფეროს იმ კომპონენტებს (აირებს), რომლებიც თბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას იჭერს, “სათბურის აირებს” უწოდებენ. სათბურის აირები (ინგლ. Greenhouse gases,) ატმოსფეროს კომპონენტებია, რომლებიც ატმოსფეროს სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი ასეთი აირი ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვით (ქვანახშირი, ნავთობი, მისთ.) მიიღება. სათბურის აირები შეიცავს წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ჟანგსა და ოზონს. დედამიწის ატმოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და ოზონი. მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს, აზოტის ჟანგს და ქლორფტორ ნახშირწყალბადებს, თუმცა ატმოსფეროში მათი კონცენტრაცია ნაკლებია.

ატმოსფეროს მიერ თბური გამოსხივების შთანთქმის უნარი მასში სათბურის აირების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. რაც მეტია კონცენტრაცია, მით მეტ სითბოს იჭერს იგი და მით მაღლა იწევს დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა. თავის მხრივ, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზეა დამოკიდებული: რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია კონცენტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის დადებითი უკუკავშირი არსებობს. თუ იგი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, იქმნება ე.წ. “ზვავური ეფექტის” საშიშროება, ანუ სათბური აირების კონცენტრაციის შედარებით მცირე ცვლილებამ შეიძლება ურთიერთგამაძლიერებელ მოვლენათა ჯაჭვი გამოიწვიოს, რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოვლენები შესაძლოა სულ სხვაგვარად განვითარდეს და ზვავურმა ეფექტმა არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება გამოიწვიოს.

ბოლო საუკუნის განმავლობაში ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე 0.74 ±+ 0.18°Co ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით, “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სავარაუდოდ, განპირობებულია ანთროპოგენური (ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ატმოსფეროს სათბურის ეფექტი ძლიერდება, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში საშუალო ტემპერატურის 1,1 – 6,4°ცელსიუსით–ით ზრდაა მოსალოდნელი. სათბური აირების კონცენტრაციის მატების შეჩერების შემთხვევაშიც კი, დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის აღდგენა და სტაბილური საშუალო ტემპერატურის მიღწევა.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა ზღვის დონის აწევას გამოიწვევს. გაიზრდება კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია.

დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. თუ სამყაროს განვითარების ისტორიას გადავხედავთ, დიდი ცვლილებების პერიოდებს ვნახავთ. არსებობდა გამყინვარების პერიოდიც, როდესაც ხმელეთის უდიდესი ნაწილი ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული. ასევე იყო თბილი პერიოდიც, როდესაც ტროპიკული სარტყელისთვის დამახასიათებელი ცოცხალი გარემო პლანეტის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. გლობალური დათბობა და გამყინვარება ახალი არ არის. განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები.

1800 წლიდან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი მატება აღინიშნება. თუ მოცემულ გრაფიკს დედამიწის გლობალური ტემპერატურის ზრდის გრაფიკს შევადარებთ, ზრდა ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატების ანალოგიური იქნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ზემოქმედებს ტემპერატურაზე და კლიმატსაც ცვლის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე განსაკუთრებით ცხელი ზაფხული დაფიქსირდა.

ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვის რამდენიმე ხერხი არსებობს. ყინული, რომელიც მრავალი ათასწლეულების მანძილზე წარმოიქმნებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ლაბორატორიებისა და მკვლევარების ერთ–ერთ საინტერესო საკვლევ ობიექტად იქცა. ყინულის გულში (პირობითად მას ”დროის კაფსულა” შეარქვეს) მოქცეული აირის ბუშტუკების კვლევის შედეგად ნათელი წარმოდგენა გაჩნდა წარსულში არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ.

ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვა ითვლება. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მას ჰავაის კუნძულებზე არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის კვლევითი საერთაშორისო ლაბორატორია ახორციელებს. კვლევის შედეგები ზედმიწევნით აღირიცხება და მუშავდება. მონაცემების მიხედვით, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა 1958 წლიდან აღინიშნება და უკანასკნელ ათწლეულში ის ყველაზე მაღალია.

ნახშირორჟანგის ის კონცენტრაცია, რომელიც დღეს არსებობს ატმოსფეროში, ადამიანის 100-წლიანი და უფრო მეტი წლის საქმიანობის შედეგია. მას ხელის ერთი მოსმით ვერ დავარეგულირებთ. თუმცა თუ თითოეულმა ჩვენგანმა მიზნად დაისახა ამ პრობლემის გადაჭრაში უშუალო მონაწილეობა, მაშინ მარტივი ქმედებებით შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ჩვენი მომავალი და იგი უფრო უსაფრთხო გავხადოთ.

საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაიაზროს ეს საკითხი და მისი გადაჭრის პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ერთი მეთოდით ვერ გადაიჭრება. აუცილებელია მეთოდების კომბინირებული გამოყენება.

სურათებზე მოცემულია ის მარტივი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია. აღნიშნული ქმედებებით მნიშვნელოვნად შევამცირებთ ადამიანის უარყოფით ზემოქმედებას ბუნებაზე, დავზოგავთ რესურსებს და სასიკეთოდ შევცვლით მომავალს.

ცვალებადი მსოფლიო და სკოლა

0

ამ ჩანაწერის გაკეთება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ დამისვა თითქოსდა მარტივი კითხვა: ”რამდენი სახელმწიფოა დღეს მსოფლიოში?” სახეზე შევატყვე, რომ ერთმნიშვნელოვან პასუხს ელოდა, თუმცა, როდესაც პასუხის გაცემა დავიწყე, მრავლისმთქმელი გამომეტყველება მიიღო – ნეტავ არ მეკითხა, ალბათ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდეო.

მკითხველი ალბათ მიხვდება, რას ვგულისხმობ. არ მეგულება მასწავლებელი, რომლისთვისაც მსგავსი შეკითხვით ერთხელ მაინც არ მიემართოთ. ერთი შეხედვით უმარტივესი კითხვაა, რომელზეც ყველას, ვისაც ოდესმე მაინც უსწავლია გეოგრაფია, პასუხი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ამ საკითხის შესახებ კამათი დიდხანს შეიძლება (შეგახსენებთ კონტინენტებისა და ოკეანეების რაოდენობის საკითხს, რომელიც, პროფესიონალების წრეშიც კი, ასევე საკამათოა).

როგორ ვიქცევით ასეთ დროს? რა ინფორმაცია შეგვიძლია მივიჩნიოთ სანდოდ და მივაწოდოთ მოსწავლეებს?

მოდი, ვცადოთ და ვუპასუხოთ კითხვას, რამდენი სახელმწიფოა დღევანდელ მსოფლიოში.

ამ კითხვაზე ”სწორი” პასუხი ფაქტობრივად არ არსებობს.

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებს თუ დავითვლით, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მათი რაოდენობა 204 იყო.

გინესის რეკორდების წიგნი 191 სუვერენულ ქვეყანას ასახელებს, რასაც 65 არასუვერენული ტერიტორია ემატება. თუმცა ამას არაერთი პროტესტი მოჰყვა და გინესის წიგნის გამომცემლებმა სიების გამოქვეყნება შეაჩერეს.

ასევე, ქვეყნებს აქვთ თავიანთი პუბლიკაციები, რომლებიც ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. მაგალითად, ურუგვაი გზამკვლევში 217 ქვეყნის აღწერილობას იძლევა, ხოლო ტურისტული ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენელი აშშ-დან, ”საუკუნის მოგზაურთა კლუბი” – 319-ს, სადაც ალასკაც კი დამოუკიდებელ ერთეულად არის წარმოდგენილი, ისევე როგორც საემიროები საუდის არაბეთში.

ამდენად, გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით ასეთი სათუთი თემების წამოწევა არ შეიძლება.

ერთ-ერთი სანდო და სამეცნიერო წრეებში ხშირად ციტირებული წყარო ”The World Factbook” ცნობებს მსოფლიოს 260 ქვეყნის შესახებ გვაწვდის, მსოფლიო ატლასი კი 193 ქვეყანას ასახელებს. ამათგან 53-ს – აფრიკაში, 44-ს – აზიაში, 47-ს – ევროპაში, 23-ს – ჩრდილო ამერიკაში, 12-ს – სამხრეთ ამერიკაში, ხოლო 14-ს – ოკეანეთში (https://www.worldatlas.com/cntycont.htm ). აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნების აღიარება-არაღიარება პოლიტიკური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ გაერო 192 ქვეყანას ცნობს, ამერიკის შეერთებული შტატები კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს, ხოლო ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.

საკამათოა გრენლანდიის, დასავლეთ საჰარის, პალესტინის საკითხიც.

დღევანდელ დღეს, როდესაც ნაბეჭდი ენციკლოპედია ინფორმაციის ერთადერთი წყარო არ არის და სხვადასხვა წყაროზე ბევრს მიუწვდება ხელი, აუცილებელია, სახელმძღვანელოებში განსხვავებული მონაცემები იყოს ასახული და ითქვას, რომელი უფრო სანდოა და რატომ.

ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ გაერო უნდა მივიჩნიოთ. მის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ქვეყნის აღიარება ვერ მოხდება, თუ მას გაეროს 75 წევრი სახელმწიფო არ აღიარებს (https://www.un.org/en/members/growth.shtml#text).

2011 წლამდე მსოფლიოში გაეროს წევრი 193 ქვეყანა იყო, თუმცა ამ ორგანიზაციას ჰყავს არაწევრი დამკვირვებლებიც, მათ შორის – ვატიკანი, პალესტინა და მალტა. 2011 წლის 9 ივლისს მათ რიცხვს სამხრეთი სუდანი მიემატა.

მოგეხსენებათ, გაერო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც 1945 წელს გაერთიანდნენ დამფუძნებელი ქვეყნები. შემდგომ მიერთებულმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ რამდენიმე საფეხური:

1. ქვეყანას შეაქვს განაცხადი წევრობაზე და ქარტიით განსაზღვრულ ვალდებულებებს კისრულობს;

2. უშიშროების საბჭო გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ქვეყნის წევრად მიღების საკითხს;

3. გენერალური ასამბლეა აღიარებს ქვეყანას და იღებს სპეციალურ რეზოლუციას.

 

.

მცირე ექსკურსი: როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მსოფლიოში 159 ქვეყანა იყო; დღეს, როცა ამ ჩანაწერს ვაკეთებ, 35-ით მეტია. ამდენად, მოსწავლეებს უნდა მივცეთ იმის გააზრების საშუალება, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მრავალი საკითხის შესახებ ცოდნა არ არის სტატიკური. ალბათ დასაფიქრებელია, ეს ინფორმაცია ჩვენ თავად უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს თუ მივუთითოთ ინფორმაციის თითოეული წყარო, რომლებიც ზემოთ უკვე დავასახელეთ და ვთხოვოთ, თავად ჩაატარონ კვლევა, ხოლო შედეგები გაკვეთილზე გაგვაცნონ. გაკვეთილისთვის მასალის მოპოვებას კლასში უნდა მოჰყვეს დისკუსია, რომელი წყარო შეიძლება მივიჩნიოთ სანდოდ და რატომ. ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოსწავლეები საკითხს მრავალმხრივად შეაფასებენ.

მცირე დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეებს მხოლოდ ქვეყნების რაოდენობის ცოდნა კი არ მოსთხოვოს, არამედ მათი რაოდენობის განსაზღვრის სირთულეც აუხსნას.

სალომე

0

ყველას, ვისაც „შუაღამის შვილები” წაუკითხავს, შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ ერთ დღეს დაბადებულებს შორის მაგიური კავშირი არსებობს. კავშირი, რომელიც ოდესმე, ამოუხსნელი ძალით, ამ ადამიანების გადაკვეთის წერტილს იპოვის, შეიძლება ერთმანეთს ვერ შეახვედროს, მაგრამ გადაკვეთით, აუცილებლად გადაკვეთს.

სალომე 1986-ში დაიბადა, მე – ზუსტად ოთხი წლის თავზე. პირველად კი 2009 წლის შემოდგომაზე გადავიკვეთეთ, როცა ლიტერატურულ კონკურსში საკუთარი ძალები მოვსინჯე. სალომე ამ კონკურსის ჟიურის წევრი იყო. 12 ნოემბრის მაგიამ ამისთვის ხელსაყრელი ნიადაგი მოამზადა: ორივეს წერის დაუმორჩილებელი სურვილი და ჭირვეული ხასიათი დაგვანათლა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოგვახვედრა, მოგვიანებით კი სალომეს, თაბახის ორ ფურცელზე, ჩემი თავი აპოვნინა.

„ამ ტიპზე რას იტყვით? არ ჩანს უინტერესო ვინმე”, – უთქვამს ჟიურის სხვა წევრებისთვის და როგორც იტყვიან, საკუთარი აზრი კბილებით გაუტანია. ეს მოგვიანებით გავიგე. მისგანვე, ცხადია. სალომეს საკუთარი დამსახურებების დამალვა არ უყვარს და არც ყალბი თავმდაბლობა ახასიათებს, როგორც ნამდვილ ან როგორც ჩვენს ქვეყანაში ამბობენ – ჭეშმარიტ პოეტებს სჩვევიათ ხოლმე.

სალომე პოეტია. მე პოეზიის დაახლოებით ისევე გამეგება, რამდენიც საქართველოს პარლამენტის წევრთა დიდ ნაწილს პოლიტიკისა (ანუ თითქმის არაფერი). თუმცა ამ საქმის გურუებს ვიცნობ და ისინი ამბობენ, რომ სალომე ბენიძე კარგი ოსტატია. სხვა თუ არაფერი, მახსოვს, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ, ქანდარაზე შემომსხდარი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ვიღაც პოეტ გოგონაზე ლაპარაკობდნენ,  2008 წლის ომს რომ ბალადა მიუძღვნა. მაშინ სალომეს არ ვიცნობდი. მოგვიანებით, როცა ეს ამბავი ვუთხარი, აღმოვაჩინე, რომ ეს ლექსი მკითხველის ზედმეტი ყურადღების გამო შესძულდა. უფრო სწორად, მაშინ მიაჩნდა, რომ „ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი” სულაც არ უნდა ყოფილიყო მისი სავიზიტო ბარათი, რადგან ამ ლექსზე უკეთესებიც დაუწერია.

ტყუილი არ არის, როცა ამბობენ საქართველო პოეტების ქვეყანაა. ყველა ლექსს წერს. თუ ფურცელზე არა, გონებაში მაინც. სალომე არა მხოლოდ ლექსის წერის გამოა პოეტი, არამედ ყოველდღიური ცხოვრებით და ღამით ნანახი სიზმრებითაც კი, რომლებსაც მოგვიანებით ამზეურებს ხოლმე. მეცხრამეტე საუკუნეში რომ ეცხოვრა, ის აუცილებლად იქნებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თუმცა ამასთან ერთად ქალთა უფლებებსაც დაიცავდა, ისევე, როგორც ახლა. რედაქტორებს დაარწმუნებდა და გაზეთის ფურცლებს წერილებით გაავსებდა, რომლებსაც ცენზორები წითელ მელანს გადაუსვამდნენ. სალომე ბენიძის სამივე ცხოვრებას, საჯაროს, პირადისა და საიდუმლოს აქვს შინაარსი, მისია, რომელსაც ის ერთგულებს, მიჰყვება და მეეჭვება როდესმე ამ მართალი გზიდან გადაუხვიოს. სხვანაირად რომ ვთქვა, სალომე იმის ჩიტი არ არის, რომ ფეხი დაუცდეს.

არადა, პოეტები, განსაკუთრებით ქართველები, მგრძნობიარე ხალხია. სალომე ბენიძე კი – განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მის წყენაზე იოლი მხოლოდ აუთქვეფავი კვერცხის შეწვაა. მას გულთან ისე ახლოს მიაქვს უმნიშვნელო დეტალები, რომ ხანდახან სურვილი გიჩნდება, მისი თავის ზემოთ რაიმე ბლაგვი საგანი დააფიქსირო და ხელი გაუშვა. თუმცა, სწრაფადვე მოდიხარ გონს და ხედავ, რომ შენ წინ სალომე ბენიძე დგას – დუტის ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი კეთილი არსება, რომელსაც ვილნიუსში ცხოვრების პერიოდი ენატრება; მერილ სტრიპის გარეგნობის მქონე ლამაზი ქალი, სწორი ცხვირით, ღრმა თვალებითა და ზღვასავით მბზინავ თმაში თეთრი ბილიკით, რომელიც მის გარეგნობაში დახვეწილობისა და სიბრძნის სამკაულია; პოეტი, რომლისთვის მინიჭებული პრემია „საბა” ისე გამიხარდა, რომ რუსთაველის თეატრის ბოლო იარუსიდან კინაღამ გადმოვხტი; და, რაც მთავარია, ზოდიაქოთი მორიელი, რომელსაც კუდის მოქნევა შეუძლია.

ბენიძესთან მეგობრობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჰგავს – ის ერთდროულად დიდი საჩუქარი და დიდი პასუხისმგებლობაა. სალომე არც პურს გთხოვს და არც წყალს. თუმცა რეგულაციებს გიწესებს და პერიოდულად მათი შესრულებისკენ მოგიწოდებს, შეშფოთებას გამოხატავს, სანქციებით გემუქრება.

მხოლოდ სალომე ბენიძეს შეუძლია დაგირეკოს და გითხრას, რომ აბაშიძის ქუჩაზე მანქანა გაუფუჭდა, ელვის სისწრაფით ადგილზე მისულმა კი აღმოაჩინო, რომ უბრალოდ საწვავი გაუთავდა.

მხოლოდ სალომე ბენიძის გამო შეგიძლია ხვატსა და პაპანაქებაში თბილისის ოფიციალურად აღიარებულ ჯოჯოხეთში, ელიავას ბაზრობაზე მასთან ერთად იხეტიალო და ხელოსნებს ისეთი რამ დაამზადებინო, რაც მანამდე არც კი უნახავთ.

სალომეა ის, ვინც ჩემი და ნინიას ყოველი ჩხუბისა და დაშორების შემდეგ მწერდა სამ სიტყვიან მესიჯებს: „სხვა არავინ მომითრიო”.

სალომე ჩემი გულმხურვალე გულშემატკივარია. ალბათ ყველაზე მეტად უჭირს იმის დაჯერება, რომ ლიტერატურის ჯურღმულებში მის მიერ აღმოჩენილი ბიჭი, მეგობრებსა და პოტენციურ მკითხველებს იმედს გაუცრუებს და ოთხი წლის წინ დაწყებულ წიგნს ვერ დაასრულებს. ამის გამო, ჩემს ტელეფონზე უცვლელ დროს ეწერება Salome Benidze, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი წუთის განმავლობაში საყვედურები და შეკითხვები უნდა ვისმინო. რამდენჯერმე მისი ზარის იგნორირებაც ვცადე და ისეთი ამბავი მეწია, მეგონა, აშშ ერაყში ხელახლა შევიდა.

სალომეს პირობა მივეცი – როცა წიგნში უკანასკნელ წერტილს დავსვამ, მაშინვე ჩავიცვამ, პარფიუმერულ მაღაზიაში გავიქცევი და შენს საყვარელ სუნამოებს შორის ყველაზე იაფიანს გიყიდი-მეთქი. მას შემდეგ, ასე მიდის დრო: ბენიძე თავად ყიდულობს მის საყვარელ სუნამოს და ჩემი წიგნის უკანასკნელი წერტილის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. თუმცა, უკვე გამოჩნდა.

რაც არ უნდა იყოს, როცა არ უნდა დავამთავრო ან ვერ დავამთავრო იმ ამბის წერა, რომელიც ოთხი წლის წინ დავიწყე, არა მგონია, ჩემი და სალომეს მეგობრობა ოდნავ მაინც შეირყეს. ჩვენ თორმეტმა ნოემბერმა დაგვამეგობრა და აწი, რამ უნდა დაგვაშოროს.

ეკა დონაძე – 17 წელი 71-ეში

0
მასწავლებელი 17 წლის წინ გახდა. პირველი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა და მას შემდეგ ყოველდღე აქ არის. ეკა დონაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს (და ძნელია, არ დაეთანხმო), შესაძლოა, ყველაზე საჭირო საგნის მასწავლებელიც, რადგან ადამიანი მშობლიურ ენაზე ფიქრობს, აზროვნებს, მეტყველებს და ასე ვითარდება. 17 წლის განმავლობაში რამდენიმე საფეხური გაიარა, იყო დირექტორის მოადგილეც, თუმცა უბრალო მასწავლებლის როლი ყველაზე მეტად მოსწონს და ამბობს: „ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა”.

– ქალბატონო ეკა, თქვენ იმ თაობის მასწავლებლებს მიეკუთვნებით, რომლებსაც მუდმივი რეფორმებისა და სიახლეების პირობებში მოუწიათ მუშაობა.

– ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, რადგან მასწავლებლობის პირველივე დღიდან განათლების სისტემის რეფორმის რეჟიმში ვარ. ამ წლების განმავლობაში უამრავი ტრენინგი გავიარე და, შეიძლება ითქვას, ახალი ტიპის მასწავლებლად ჩამოვყალიბდი. ჩემმა მოწაფეობამ საბჭოთა პერიოდში განვლო, თუმცა ამ სფეროში რეფორმა მეც შემეხო. ალბათ გახსოვთ, 80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე სკოლა დიფერენცირებული სწავლების ექსპერიმენტში ჩაერთო. ამ ნაკადში ჩემი სკოლაც მოხვდა. რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩემი ქართულის მასწავლებელი ლია თუშური გახლდათ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

– მართებულად მიგაჩნიათ, მოსწავლემ ისწავლოს კონკრეტული მიმართულებით და არ მიიღოს ზოგადი განათლება?

– ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლება ბოლო კლასებში გამართლებულია, მანამდე კი ზოგადი განათლების მიღება აუცილებელია. მე-11-12 კლასების მოსწავლემ უკვე იცის, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, ამიტომ კარგი იქნება, თუ სკოლაშიც შესაბამის საგნებზე დასვამს აქცენტს. გარდა ამისა, მე-12 კლასის მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან და ყველა საგნის თანაბრად კარგად სწავლას ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ, ძალით სწავლობენ უინტერესო საგანს, რის გამოც სტრესული მდგომარეობა უვითარდებათ – ისინი ხომ იმ ასაკში არიან, როდესაც ყველაფერს განსაკუთრებით განიცდიან.

 

– თქვენი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ? ეს ხომ არ გიქმნით უხერხულობას? ახერხებთ, დაიცვათ ზღვარი?

– უმცროს შვილს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვასწავლიდი და მივხვდი, რომ ეს ძალიან რთული იყო. გამიჭირდა და თავად ვთქვი მის სწავლებაზე უარი. როდესაც კლასში შვილი გიზის, ზღვარის დაცვა ძნელია. გარდა ამისა, გიჩნდება კომპლექსი, რომ სხვები მიკერძოებაში დაგადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც და ყველა დანარჩენი მოსწავლეც თანაბარ პირობებში გყავს ჩაყენებული. მაგალითად, შარშან გაცდენების გამო ჩემმა შვილმა ორ საგანში ექსტერნის გამოცდები ჩააბარა – სწორედ ისე, როგორც ამას ნებისმიერი მოსწავლე გააკეთებდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია ჩემი მდგომარეობის გამოყენება.

– მთავრდება გაკვეთილები და მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სკოლის შენობას ტოვებთ. გრძელდება თუ არა ურთიერთობა ამ კედლების მიღმა? 

– ცხადია, ურთიერთობას სკოლის გარეთაც ვინარჩუნებთ, რადგან უამრავი აქტივობის საშუალება არსებობს. არაერთი პროექტიც განგვიხორციელებია. მაგალითად, შემოდგომაზე დავეხმარეთ ბავშვთა სახლ „კარიტასს”. მოვიძიეთ სპონსორები, შევადგინეთ პროგრამა, მოვამზადეთ საჩუქრები, დავგეგმეთ კინოთეატრში სტუმრობა და შევუკვეთეთ ტორტი. ეს იყო საოცარი დღე, რომელიც ჩემი მოსწავლეების გარეშე ვერ შედგებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ სკოლისგარე აქტივობები ბავშვების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე არც ისე აქტიურია, ასეთ ღონისძიებებზე უფრო იხსნება და უცნობ თვისებებს ამჟღავნებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა ხშირად უნდა დავგეგმოთ სკოლისგარე აქტივობები, რათა მოსწავლეებთან კონტაქტი არ დავკარგოთ.

– მოგყვებიან მოსწავლეები ამგვარ აქტივობებში?

– ბავშვებთან ურთიერთობა გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა, ვიდრე უფროსებთან, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, დავაინტერესო და მიზანს ვაღწევ კიდეც. მასწავლებლობის მთელი ხიბლი ისაა, რომ სულ ახალგაზრდა ხარ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ: მეუბნებიან, რომელი ახალი წიგნი გამოვიდა, რომელ ფილმს ვუყურო. მინდა, ისინი უკეთ გავიცნო და თავადაც საინტერესო ვიყო. მთავარია, ამ პროცესში გულწრფელობა შეინარჩუნო, რათა ნდობა არ დაკარგო. არ მინდა, პროფესია მემჩნეოდეს და ვიყო ტიპური მასწავლებელი, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ.

სწორედ ამგვარი სიახლოვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი სკოლისგარე აქტივობებით დავაინტერესო. თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე ძალიან აქტიურია, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში, მონაწილეობენ კონკურსებში, აქვთ იდეები და მათი განხორციელება სურთ. ხშირად ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე, ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ ფილმებს, ვუკავშირებთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ. მაგალითად, ერთად ვნახეთ „მანდარინები” და გავავლეთ პარალელი „სტუმარ-მასპინძელთან”. შარშანდელი ამბავი კი არასდროს დამავიწყდება: მე-11 კლასს შევთავაზე, „მკვდარი პოეტების საზოგადოება” ენახათ. ამ პროცესს სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს, ვკითხულობდი მათ სტატუსებს, კომენტარებს და ასე ვიგებდი, რას განიცდიდნენ. ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ მეორე დღეს კლასში შესულს მერხებზე დამიდგნენ და „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო” შესძახეს! ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამ, სწორედ ამისთვის ხარ სკოლაში!

– ხართ იმისთვისაც, რომ ბავშვებს ასწავლოთ. მშობლიური ენა – ეს არის საგანი, რომლითაც ადამიანის აზროვნება ყალიბდება…

– …და საძირკველი ეყრება მის პიროვნულ ზრდას. ეს ყველაზე საჭირო საგანია, ურომლისოდაც ვერაფერს მიაღწევ. სამწუხაროდ, მშობლიური ენის ცოდნის აუცილებლობას არათუ მოსწავლეები, უფროსებიც ვერ ხვდებიან, რომლებიც შვილებს ბაღის ასაკიდანვე ატარებენ უცხო ენებზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მშობლიური ენა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რადგან სწორედ ამ ენაზე ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქართულის ცოდნის აუცილებლობას მიხვდნენ?

– დაბალი კლასების მოსწავლეებს ამას ვერ აუხსნი, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში უფროსების დაინტერესება შესაძლებელია. გაკვეთილი უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ინტერაქტიულიც. მოსწავლეს ყველა ნაწარმოებში ის უნდა დაანახვო, რაც მისი ასაკისთვისაა საინტერესო, ეს კი საკმაოდ რთულია. ხელს გვიშლის პროგრამა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ მაძლევს მოსწავლეებისთვის ადეკვატური განათლების მიცემის საშუალებას. ვფიქრობ, ქართულის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით უფრო – დამამთავრებელ კლასებში. ფაქტია, რომ მოცემული პროგრამა მთლიანად უნდა ვასწავლო, რადგან ეს საკითხები მოდის გამოცდებზე, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მაქვს მხოლოდ მასალის ახსნის დრო, მაგრამ არა მოსწავლეებთან მისი განხილვის, ანალიზისა და ინტერაქტივისა, თანაც, გათვალისწინეთ, კლასში 30 მოსწავლე მიზის. ვფიქრობ, უნდა იყოს ნაკლები მასალა, რათა მისი განხილვისთვის მეტი დრო დაგვრჩეს. სიმრავლის გარდა, პროგრამის ნაწილი ასაკობრივადაც შეუსაბამოა, ტექსტების უმეტესობა ტრაგიკული, დეპრესიული და დრამატულია. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა გარდატეხის ასაკშია, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მყიფეა და უფრო მეტად განიცდიან. ნაწარმოებების უმეტესობის შინაარსი ბავშვებს ძალიან თრგუნავს, ერთმა მეთერთმეტეკლასელმა შუა გაკვეთილზე მითხრა, რას გვერჩით, მასწავლებელო, რა დაგიშავეთო. მართალიც იყო: „ოთარაანთ ქვრივი”, „ხევისბერი გოჩა”, „გამზრდელი”, „ჯაყოს ხიზნები” – ეს ნაწარმოებები მოზარდებისთვის ძალიან მძიმე საკითხავია. ცხადია, არ ვამბობ, რომ ისინი პროგრამიდან უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შედარებით მსუბუქი ნაწარმოებებიც აუცილებელია. ბავშვებს მეტი პოზიტივი სჭირდებათ.

– გაქვთ ამ მხრივ რეკომენდაცია? 

– პროგრამაში მეტ თანამედროვე ავტორს შევიყვანდი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაწარმოები გამოვიდა, სადაც ამ ბავშვების ენაზე საუბრობენ, მათ გარემოს აღწერენ და მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ. დავამატებდი უცხოელ ავტორებსაც. ვფიქრობ, უცხოური ლიტერატურა არანაკლები განათლების მიმცემია, ვიდრე ქართული კლასიკა.

– პრობლემა აშკარაა, მაგრამ პროგრამას ვერ შეცვლით. რა გამოსავალს პოულობთ? 

– ვირჩევთ ოპტიმალური პროგრამის მქონე სახელმძღვანელოს. ამჟამად ერთადერთი გამოსავალი ესაა. საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კი პროგრამის დახვეწა იქნება.

 

– პროგრამის ხარვეზების პირობებში ალბათ გამოსავლად მიიჩნევა კლასგარეშე კითხვაც. 

– ნამდვილად ასეა და ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება – ბოლო წლებში მკითხველი მოზარდების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც წიგნის ბაზრის განვითარების დამსახურებაცაა: ბევრი ახალი და ხარისხიანი თარგმანი გამოდის, მრავალფეროვანია ჟანრული პალიტრაც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კონკურსი, რომლებიც მოსწავლეების ამ მხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ახალი თაობა უკეთ აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლება აუცილებელია, რომ უამისოდ ვერ განვითარდებიან, ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს.

– კარგია, რომ კითხულობენ, მაგრამ აქვთ კი წაკითხულის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის უნარი?

– ამ მხრივ ცოტა უჭირთ, წერითი უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე სასაუბრო, თუმცა მასწავლებლის მოვალეობა მოსწავლის ამ მხრივ გახსნაცაა, რაზეც გამუდმებით ვმუშაობ. ფაქტია ისიც, რომ ვინც მეტს კითხულობს, წერითი და მეტყველების უნარებიც გაცილებით უკეთესი აქვს.

– ალბათ გყავთ რთული ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება სჭირდებათ…

– ჩვენს სკოლაში ბავშვთა სახლის რამდენიმე ყოფილი აღსაზრდელი სწავლობს, რომლებიც ახლა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მეშვიდე კლასში ერთი განსაკუთრებული, ძალიან საინტერესო, მაგრამ, იმავდროულად, რთული გოგონა მყავს. საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ამიტომ მისი კარგად მესმის. მაგალითად, როდესაც ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „მოგზაურობა აფრიკაში” ვკითხულობდით და წებოს შესუნთქვის სცენებზე ვიყავით, თქვა, რომ სინამდვილეში წებოს ყნოსვა სულაც არ კლავს, გამოუცდია. დავიბენი, მაგრამ ვეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, რათა თავად არ ეგრძნო უხერხულობა. ის ვერ ახერხებს საკუთარი საქციელის გაკონტროლებას, სულ მოძრაობს, ხმაურიანი და აქტიურია, გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს; უნდა აგრძნობინო, რომ კარგია, თბილია, საჭიროა. ვერ იტანს უხეშობას, მაგრამ რაც უნდა დაგჭირდეს, მაშინვე შენ გვერდითაა. სიის კითხვისას პირველი ამბობს, თუ ვინმე გვაკლია. ამას თვითონაც ხვდება. ერთხელ თქვა კიდეც – ვიცი, რომ გაკვეთილზე გაჩერება მიჭირს და ვერ ვიტან, როდესაც მასწავლებელი მეჩხუბებაო. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ვიცი, რომ კარგ ოჯახში ცხოვრობს, სკოლის ფსიქოლოგი მასთან აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ექნება.

– გაქვთ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ეს ნიშნავს, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ გჩვევიათ. როგორ ფიქრობთ, მოვა დრო, როდესაც სკოლაში მუშაობას თავს დაანებებთ და უფრო დიდ ასპარეზზე გადაინაცვლებთ? 

– ალბათ მოვა ამის დროც. ვფიქრობ, განათლების სისტემაში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ახლა სკოლის პერიოდი მაქვს, ამაზე საინტერესო ადგილი ჯერ ვერ წარმომიდგენია. ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა, რაც ახლა ძალიან მჭირდება.

ესაუბრა ია ვეკუა

აგზნება და მოტივაცია: მღელვარება და შფოთვა სწავლის პროცესში

0
აგზნება მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ რეაქციებს – ცვლის ტვინის რეაქციულობას, სისხლის მიმოქცევას, გულისცემას, სუნთქვას. ჩვენ უფრო მომართულები, ფხიზლები და აღელვებულები ვხდებით. იმისთვის, რომ მოტივაციაზე აგზნების გავლენა გავიგოთ, შევეხოთ ორ საკითხს. პირველი ღამით მეცადინეობის საკითხია. თქვენ მესამედ კითხულობთ ტექსტს და ცდილობთ გაიგოთ, მაგრამ საშინლად გეძინებათ. თქვენი ყურადღება მოდუნებულია და თვალებს ძლივს ახელთ. გადაწყვიტეთ, დასაძინებლად დაწვეთ, დილით ადრე ადგეთ და მეცადინეობა გააგრძელოთ (გადაწყვეტილება, რომელიც, თავადაც იცით, იშვიათად მუშაობს). მეორე შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ უმნიშვნელოვანესი გამოცდა გელით, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული. ძალიან ღელავთ და ყველასგან დიდ ზეწოლას გრძნობთ, რომ კარგად ჩააბაროთ. იცით, რომ კარგი გამოძინება გჭირდებათ, მაგრამ ისე ფხიზლად ხართ, როგორც არასდროს. პირველ შემთხვევაში აგზნება ძალიან დაბალია, მეორე შემთხვევაში კი – ძალიან მაღალი.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი აქტივობისთვის არსებობს აგზნების ოპტიმალური დონე. ზოგადად თუ ვიტყვით, აგზნების მაღალი დონე სასარგებლოა მარტივი ამოცანების შესრულებისას, მაგრამ რთული, კომპლექსური ამოცანის გადაჭრისას, პირიქით, უკეთესია დაბალი დონის აგზნება. ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება აგზნების გაზრდა ცნობისმოყვარეობის გაღვიძებით.

ცნობისმოყვარეობა: სიახლე და კომპლექსურობა. ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცნობისმოყვარეობა შეიძლება განისაზღვროს როგორც მრავალი სფეროთი დაინტერესების ტენდენცია. თითქმის 40 წლის წინ ფსიქოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ინდივიდები ბუნებრივად არიან მოტივირებულნი სიახლეების, სიურპრიზების, სირთულეთა ძიებისათვის. სწავლების კვლევამ ცხადყო, რომ სასწავლო მიდგომებისა და ამოცანების მრავალფეროვნებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სწავლას. უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის შესასწავლ საგანთან დაკავშირებული საგნებით მანიპულირებისა და მათი ათვისების შანსის მიცემა შესაძლოა ყველაზე ეფექტური გზა იყოს მათში ცნობისმოყვარეობის სტიმულირებისთვის. უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის კარგად კონსტრუირებული კითხვები, ლოგიკური ამოცანები, პარადოქსები შესაძლოა ასევე ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდეს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება მთავარი არ არის – კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, უფრო მნიშვნელოვანია, შევუნარჩუნოთ მათ ეს ინტერესი.

ჯორჯ ლოუენშტეინი ვარაუდობს, რომ ცნობისმოყვარეობა ღვივდება მაშინ, როცა ყურადღება ცოდნაში განსაზღვრულ დანაკლისზეა ფოკუსირებული. ინფორმაციული დანაკლისი იწვევს დეპრივაციის ისეთ გრძნობას, რომელსაც ცნობისმოყვარეობას ვუწოდებთ. ცნობისმოყვარე ადამიანი მოტივირებულია, აღმოფხვრას საკუთარ ცოდნაში არსებული ხარვეზები, რათა დეპრივაციის განცდა შეამციროს. ეს იდეა ეხმიანება და ჰგავს წონასწორობის დარღვევის პიაჟესეულ ცნებას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების პროცესში. ჯერ ერთი, მოსწავლეებს განსაზღვრული ცოდნა სჭირდებათ იმის გასაცნობიერებლად, რომ ცოდნაში დანაკლისი აქვთ – ეს მათ ცნობისმოყვარეობას გაუღვივებს. მეორე – მოსწავლეებმა ისე უნდა შეიცნონ ეს დანაკლისი, რომ ცნობისმოყვარეობა აღეძრათ. შესაძლოა, დაგვეხმაროს მოსწავლეებისთვის კითხვების დასმა და უკუკავშირი. შეცდომებსაც შეუძლია ცნობისმოყვარეობის სტიმულირება ცოდნის დეფიციტზე მითითებით. დაბოლოს, რაც მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ცნობისმოყვარენი ვხდებით. როგორც მასლოუმ აღნიშნა, ცოდნის შეძენის მოთხოვნილება მუდმივად მზარდია და არასდროს იკლებს.

როგორც ვნახეთ, ზოგჯერ აგზნება არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. ვინაიდან საკლასო ოთახი ის ადგილია, სადაც მოსწავლეები მოწმდებიან და ფასდებიან, შფოთვა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს კლასის მოტივაციისთვის.

შფოთვა კლასში. ძნელად ვიპოვით ადამიანს, ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში რომ არ განეცადოს შფოთვა, მოუსვენრობა, ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების გამო, დაძაბულობა. შფოთვის გავლენა სასკოლო მიღწევებზე ნათელია. ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა ნაშრომში, იერკსისა და დოდსონის ყველაზე ადრეული (1908 წლის) ნაშრომიდან მოყოლებული დღემდე, მკვლევრები მიუთითებენ სასკოლო მიღწევების ყველა ასპექტსა და შფოთვას შორის უარყოფით კორელაციაზე. შფოთვა შეიძლება იყოს წარუმატებლობის მიზეზიც და შედეგიც. მოსწავლეები იმიტომ არიან წარუმატებელნი, რომ შფოთავენ, ხოლო წარუმატებლობა, თავის მხრივ, აძლიერებს შფოთვას. შფოთვა ერთსა და იმავე დროს ნიშან-თვისებაცაა და სიტუაციური ფაქტორიც. ზოგიერთი მოსწავლე სხვადასხვა სიტუაციაში შფოთავს (შფოთვა როგორც თვისება), მაგრამ ზოგიერთი სიტუაცია შფოთვას განსაკუთრებით უწევს პროვოცირებას (სიტუაციურად განპირობებული შფოთვა).

შფოთვას აქვს როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური კომპონენტებიც. შფოთვის კოგნიტური მხარე მოიცავს მღელვარებასა და ნეგატიურ აზრებს – ფიქრს იმაზე, რა ცუდი იქნება, თუ მარცხს იწვნევ და მღელვარებას, რომ ასე დაგემართება. აფექტური მხარე გულისხმობს ფიზიოლოგიურ და ემოციურ რეაქციებს – ხელისგულების გაოფლიანებას, უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის არეში, პულსის აჩქარებას, შიშს. როდესაც არსებობს წნეხი, რომ უნდა მოახდინო საკუთარი თავის პრეზენტაცია მოსწავლეებს შორის შეჯიბრების ვითარებაში, მარცხს მოჰყვება არასასიამოვნო შედეგები და ამ ყველაფერმა შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს. სასკოლო ასაკის ბავშვებთან ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო დამოკიდებულება ძილის ხარისხს (რამდენად სწრაფად იძინებთ და რამდენად კარგად გძინავთ) და შფოთვას შორის. კარგი ძილი პოზიტიურ აგზნებასა და სწავლის დიდ სურვილთანაა დაკავშირებული, ხოლო ცუდი –დამასუსტებელ შფოთვასა და ნაკლებად წარმატებულ სასკოლო პრეზენტაციასთან. 

როგორ უშლის ხელს შფოთვა მიღწევებს. შფოთვა სამ ასპექტში აბრკოლებს სწავლას და გამოცდაზე თავის წარმოჩენას: ყურადღების ფოკუსირების, სწავლის და შემოწმების კუთხით. როდესაც მოსწავლეები ახალ მასალას სწავლობენ, სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ მას. შფოთვის მაღალი დონის მქონე მოსწავლეები ყურადღებას ანაწილებენ ახალ მასალასა და საკუთარ გრძნობებს შორის – რამდენად ღელავენ. ნაცვლად იმისა, რომ დასასწავლ მასალაზე მოახდინონ კონცენტრირება, ისინი საკუთარ გრძნობებზე არიან კონცენტრირებულნი და ფიქრობენ: „რა დაძაბული ვარ, მე ამას ვერასოდეს გავიგებ!” მოსწავლეს, რომელიც შფოთავს, შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან მისი ყურადღება საკუთარ განცდებზეა ფოკუსირებული.

მაგრამ პრობლემები ამით არ მთავრდება. მაშინაც კი, თუ მოსწავლის ყურადღება სათანადოდ კონცენტრირებულია, მას უჭირს იმ მასალის ათვისება, რომელიც ნაკლებორგანიზებული და რთულია, ანუ მისგან მეხსიერებაზე დაყრდნობას მოითხოვს. სამწუხაროდ, სკოლაში სასწავლი მასალა უმეტესად სწორედ ასეთია. გარდა ამისა, შფოთვის მაღალი დონის მქონე მრავალ მოსწავლეს არასათანადო სასწავლო ჩვევები აქვს. მოდუნების სწავლა ავტომატურად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას – სასწავლო სტრატეგიები და უნარ-ჩვევებიც უნდა გაუმჯობესდეს.
დაბოლოს, შფოთვიანმა მოსწავლეებმა ხშირად იმაზე მეტი იციან, ვიდრე წარმოაჩენენ. მათ აკლიათ გამოცდის ჩაბარების უნარ–ჩვევები ან შესაძლოა, მასალა ძალიან კარგად ჰქონდეთ ნასწავლი, მაგრამ გამოცდაზე „გაითიშონ და ყველაფერი დაავიწყდეთ”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...