ხარაჩოები უკეთ სწავლისთვის
ჩემს მესამეკლასელ შვილს ბუნებისმეტყველებაში „ჩრდილი“უნდა ესწავლა. მამამისმა ბურთისა და მაგიდის ლამპის მოტანა სთხოვა. ბურთს ლამპა დაანათეს, ცვლიდნენლამპის მდებარეობას. ბურთის ჩრდილი შესაბამისად ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. ამ უმარტივესი ექსპერიმენტის შემდეგ კარგა ხანს ქუჩის ლამპიონების ქვეშ ის საკუთარი ჩრდილის სიდიდეს ამოწმებდა.
სწორედ ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა რებეკა ალბერის სტატიის – „ხარაჩოს 6 სტრატეგია თქვენი მოსწავლეებისათვის” – თარგმნა. სიტყვა scaffolding-ის ქართულიშესატყვისი „ხარაჩოა”.პედაგოგიურ ლიტერატურაში ეს სიტყვა ხშირად პირდაპირაც გადმოაქვთ(„სკაფოლდინგი”). თუმცა, ჩემი აზრით, „ხარაჩო“ მის შინაარსსუკეთ გამოხატავს.
„რა არის მეტყველებაში „ხარაჩოს“ ალტერნატივა? ალბათ, რაღაც ამის მსგავსი: წაიკითხეთ ეს 9–გვერდიანი სამეცნიერო სტატია და ოთხშაბათისთვის დაწერეთ დეტალური ესე თემაზე, რომელსაც ის ეძღვნება. ერიჰა, არც უსაფრთხოების ბადე, არც პარაშუტი, არც ხარაჩო – აი ასე, უბრალოდ, ქარში სულის მოუთქმელად ვტოვებთ.
პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ გაკვეთილი ხარაჩოს გამოყენებით და დიფერენცირებული სწავლება ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხარაჩოს გამოყენება ნიშნავს სასწავლის დანაწევრებას და შემდეგ ყოველი ნაწილისთვის ინსტრუმენტის ან სტრუქტურის შეთავაზებას. მაგალითად, კითხვისთვის ხარაჩოს მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმოიხილოთ ტექსტი და იმსჯელოთ საკვანძო სიტყვებზე ან დაანაწევროთ ტექსტი და ნაწილ–ნაწილ კითხვის კვალდაკვალ იმსჯელოთ. დიფერენცირებული სწავლებისას მოსწავლეს შესაძლოა მთლიანი ტექსტი მივცეთ წასაკითხად; შევკვეცოთ ან შევცვალოთ ტექსტი და ასევე შევცვალოთ თანმდევი წერითი დავალებაც.
მოკლედ რომ ვთქვათ, თავდაპირველად ვიყენებთ ხარაჩოს, შემდეგ კი იმ ბავშვებისთვის, ვისაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ, ვიყენებთ დიფერენცირებას ტექსტის და/ან დავალების მოდიფიცირების სახით – ვარჩევთ შედარებით მარტივ ტექსტს და/ან ალტერნატიულ დავალებას.
ცხადია, ხარაჩოსა და დიფერენცირებას საერთოც აქვს. გაკვეთილისათვის შესატყვისი ხარაჩოს ან დიფერენცირებული სწავლების შეთავაზება რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების განვითარების უახლოესი ზონა ინდივიდუალურ ან კოლექტიურ დონეზე. როგორც განათლების მკვლევარი ეილინ რეიმონდი ამბობს, „განვითარების უახლოესი ზონა არის მანძილი ბავშვის დამოუკიდებელ შესაძლებლობებსა და მომავალ შესაძლებლობებს შორის, რომელსაც ის კომპეტენტური დახმარების საშუალებით მიაღწევს“.
მაშ ასე, გავეცნოთ ხარაჩოს სტრატეგიებს, რომელიც მოსწავლეს სწავლაში დაეხმარება:
1. აჩვენეთ და უთხარით
რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბევრად უკეთ ვსწავლობთ, როცა ვხედავთ, ვიდრე, როცა გვესმის? ჩემს გამოცდილებაში მოდელირება ხარაჩოს აგების ქვაკუთხედია. ალბათ, ყველას გაგვიწყვეტინებია საუბარი ფრაზით – „უბრალოდ, მაჩვენე!” ყოველ ჯერზე, როცა საშუალება გვაქვს, მოსწავლეებსუნდა ვაჩვენოთ, რის გაკეთებას ველოდებით მათგან.
·
აქტივობა „თევზის ქვაბი” ადამიანის ან ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფის გამოცდილებისა და პერსპექტივის აქტიური მოსმენისთვისაა განკუთვნილი. ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ოთახის ცენტრში ზის (თევზის ქვაბი) და მათ გარშემო კლასის დანარჩენი მოსწავლეები უსხედან. მათ შორის აქტიური დიალოგი იმართება.
·
მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს მზა შედეგი/პროდუქტი, რომლის გაკეთებასაც ვაპირებთ. თუ დავალებად ესეს ან კვლევაზე დაფუძნებულ პროექტს მივცემთ, უნდა ვაჩვენოთ მისი მოდელი კრიტერიუმების ცხრილთან ან რუბრიკებთან ერთად და პროცესის ყოველი ეტაპი მოსწავლეებთან ერთად უნდა გავიაროთ.
·
გამოვიყენოთ ხმამაღლა ფიქრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ჩვენი ფიქრის მოდელი სხვადასხვა აქტივობისას: ტექსტის კითხვა, პრობლემის გადაჭრა, პროექტის დაგეგმვა. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა შემეცნებითი უნარები განვითარების პროცესშია და მნიშვნელოვანია ყოველი ხელსაყრელი შესაძლებლობის გამოყენება.
2. დაეყრდენით არსებულ ცოდნას
სთხოვეთ მოსწავლეებს შინაარსის ან კონცეფციის შესახებ საკუთარი გამოცდილების, ეჭვებისა და იდეების გაზიარება და თავის ცხოვრებასთანდაკავშირება. ზოგჯერ შესაძლოა დაგვჭირდეს მინიშნებისა და მოსაზრებების შეთავაზება, მათი გარკვეულწილად გაძღოლა, თუმცა, როგორც კი ჩასწვდებიან, დამოუკიდებლად შეძლებენ მუშაობას.
დამეთანხმებით, რომ მოსწავლეების არსებულ ცოდნაზე დაყრდნობა და მისი მომავალი ცოდნის ჩარჩოდგამოყენება, არამხოლოდ ხარაჩოს ტექნიკაა, არამედ უბრალოდ კარგი სწავლება.
3. მიეცით დრო სასაუბროდ
მოსწავლეს ახალი იდეებისა და ინფორმაციის დასამუშავებლადსჭირდება დრო. დრო სჭირდება ასევე იმისთვისაც, რომ ნასწავლი სიტყვებად აქციოს და მსგავსი გამოცდილების მოსწავლეებთან ერთადჩამოაყალიბოს. ყველამ ვიცით, რომ სტრუქტურირებული დისკუსიები, მოსწავლის ასაკის მიუხედავად, ყველაზე ნაყოფიერია.
4. წინმსწრები მუშაობა ახალ სიტყვებზე
ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთახალ სიტყვებზე მუშაობის სტრატეგიას. არასწორად ვიქცევით, როდესაც მოსწავლეებს მარტო ვტოვებთ რთულ ტექსტზე სამუშაოდ, რომლის დროსაც მათ წინ მრავალი სირთულის ხაფანგი ელოდება. ჩვენ მოუმზადებლად ვუშვებთ ამ რთულ გზაზე და მერე გვიკვირს, რომ ა) ინტერესი უქრებათ, ბ) ხმაურობენ ან გ) იძინებენ.
წინასწარ ლექსიკონზე მუშაობა არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ათეულობით სიტყვის განმარტების მოძებნა და დაწერა დავავალოთ. ეს ისევ ა, ბ და გ შედეგებს მოგვიტანს. მოსწავლეებს ახალი სიტყვები ფოტოების ან უკვე ნაცნობი და საინტერესო საგნების კონტექსტში უნდა გავაცნოთ. გამოვიყენოთ ანალოგიები, მეტაფორები და ვთხოვოთ მოსწავლეებს, ყოველი სიტყვისთვის შექმნანსიმბოლო ან ნახატი, მივცეთ დრო დისკუსიისთვის (მცირე ჯგუფებში ან მთელ კლასში). მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებთლექსიკონს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა მათ მიერ აღმოჩენილი განმარტებების შედარება შეძლონ. მხოლოდ ამგვარად მომზადებული ახალი სიტყვებით შეძლებენ მოსწავლეები რთული ტექსტის დაძლევას.
5. თვალსაჩინოებების გამოყენება
გრაფიკული ორგანიზატორები, ნახატები და ცხრილები შეიძლება ხარაჩოებად გამოვიყენოთ. გრაფიკული ორგანიზატორი ეხმარება მოსწავლეს ვიზუალურად წარმოადგინოს თავისი იდეები, მოაწესრიგოს ინფორმაცია და ჩასწვდეს ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა თანმიმდევრობა და მიზეზ–შედეგობრიობა.
გრაფიკული ორგანიზატორი აყალიბებსმოსწავლეთა აზროვნებას. ის ერთგვარი დროებითისავარჯიშო ბორბალია.
6. პაუზა, კითხვის დასმა, პაუზა, მიმოხილვა
ეს არაჩვეულებრივი გზაა განვსაზღვროთ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმამასალა, სანამ ისინი რთულ ტექსტს კითხულობენ ან ახალ კონცეფციას სწავლობენ. აი მისი მოქმედების არსი: დისკუსიიდან ან წაკითხულიდან ახალ იდეას ვაზიარებთ, შემდეგ ვყოვნდებით (ფიქრისთვის დრო), ვსვამთ სტრატეგიულ შეკითხვას, კვლავ ვყოვნდებით. სტრატეგიული შეკითხვა გაკვეთილამდე უნდა მოვიფიქროთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის არის ღია შეკითხვა, სპეციფიკური და განსაზღვრული მიმართულების. ხშირად საუკეთესო შეკითხვა აზრს კარგავსპასუხის მოსაფიქრებელი პაუზის გარეშე. ამიტომ უნდა „გავუძლოთ”ლოდინის არაკომფორტულობას. ვეცადოთ მოსწავლეების აქტიურ მოსმენაშიჩართვა.ვთხოვოთ ერთ–ერთ მათგანს, ისაუბროს ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც მოისმინეს, აღმოაჩინეს. თუ შეკითხვაზე პასუხი გაუჭირდათ, სხვასთან ერთადმსჯელობისშესაძლებლობამივცეთ.
ახლის მოსინჯვა
მრავალფეროვანი მოსწავლეების გარემოში მასწავლებელმა მუდმივად უნდა ისწავლოს და გამოსცადოს ახალი ხარაჩო–სტრატეგიები. ხანდახან უნდა დავფიქრდეთ, რომ სამომავლოდ უფრო სწრაფად შევძლოთ წინ სიარული. შესაძლოა ხარაჩოს აგება მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოო პროდუქტი უფრო მაღალი ხარისხის, ხოლო მიღებული გამოცდილება კი უფროსასარგებლო იქნება ყველა მონაწილისთვის.
ბიოლოგიის თანამედროვე გაკვეთილი
როგორ უნდა დავგეგმოთ/შევიმუშაოთ გაკვეთილი? რა უნდა ვიცოდეთ ბიოლოგიის ეფექტური გაკვეთილის ასაგებად? რა ფორმით მოვახდინოთ სასწავლო პროცესის ორგანიზება? – ეს კითხვები ყველაზე ხშირად დაისმის ახალბედა მასწავლებლებთან შეხვედრის დროს. თუმცა გაკვეთილის პრობლემა სკოლაში ყოველთვის აქტუალურია და პედაგოგების არც ერთი შეხვედრა ამ თემაზე მსჯელობის გარეშე არ ჩაივლის.
როგორი უნდა იყოს გაკვეთილი თანამედროვე სკოლაში? ბიოლოგიის მასწავლებელი ყოველთვის დგას ამ პრობლემის წინაშე, რადგან თითოეული გაკვეთილი თავისებურია. როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი, რომ მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება, მათი შემეცნებითი ინტერესების გაღვივება, კვლევითი საქმიანობის წარმართვა?
ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე იგივეა, რაც სცენაზე მსახიობი. ყველასთვის გასაგებია: თუ მსახიობი კარგად არ თამაშობს, სპექტაკლი უინტერესო და მოსაწყენი იქნება. ახლა წარმოვიდგინოთ მოსაწყენი გაკვეთილი და. . . მასწავლებელი გაკვეთილზე მსახიობიც უნდა იყოს, ფსიქოლოგიც, უპირველესად კი ცოდნის მიღების გზის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ეს საკმაოდ რთული მისიაა, განსაკუთრებით – 21-ე საუკუნის სკოლაში, ამიტომ დღევანდელი გაკვეთილი უნდა განსხვავდებოდეს თუნდაც მეოცე საუკუნის ბოლოს ჩატარებული გაკვეთილებისგან. ვეჯახებით სიტუაციას, როცა მოსწავლეთა მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, ხოლო პედაგოგების დიდი უმრავლესობა ძველი ტრადიციული სკოლის წარმომადგენელია და ვერ/არ იზიარებს სწავლების თანამედროვე პრინციპებსა და ტექნოლოგიებს. ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაინც როგორი უნდა იყოს გაკვეთილი თანამედროვე სკოლაში?
ის უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
9. თითოეული გაკვეთილის გულმოდგინე დიაგნოსტიკა, პროგნოზირება, დაგეგმვა/კონსტრუირება.
გაკვეთილის ეფექტურობა დამოკიდებულია მრვალ ფაქტორზე, მასწავლებელმა უნდა გაითავისოს, რომ მაღალი შედეგი მხოლოდ თანმიმდევრული, გააზრებული, დაგეგმილი აქტივობით მიიღება.
გაკვეთილის აგების მეთოდიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლეს არ ვუყურებდეთ როგორც „მასალას”, რომელიც თავისებური ტექნოლოგიით უნდა დამუშავდეს; გაკვეთილის პედაგოგიური ღირებულებაა, მოსწავლეებმა იგრძნონ მათი აქტიური როლი სასწავლო პროცესში, რადგან უდავოა, რომ ცოდნა აქტიურად უნდა მიიღებოდეს. პედაგოგის ამოცანაა, მობილიზება გაუწიოს შემეცნების ყველა ფსიქოლოგიურ კომპონენტს: ყურადღებას, აზროვნებას, დამახსოვრებას, აღქმას, წარმოსახვას, შეგრძნებას, ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა მეცადინეობებზე ისეთი მეთოდებისა და ფორმების შემუშავებას, რომლებიც ყველა ამ პროცესს ითვალისწინებს. ძნელია მიაღწიო მყარ ცოდნას, თუ მოსწავლეს არ აქვს შესასწავლი მასალისა და საგაკვეთილო პროცესის ინტერესი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გადავცეთ არა მარტო განსაზღვრული ცოდნა, არამედ განვუვითაროთ სურვილი, თვითონვე მოიძიონ, იპოვონ და გამოიყენონ აუცილებელი ინფორმაცია. მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის აუცილებელი წინა პირობაა შემეცნებითი ინტერესი, ცოდნის გამოყენება, წარმოსახვითი კონსტრუირება და ინიციატივა, ეს კი დაკავშირებულია მათ გარკვეულ ძალისხმევასთან.
გაკვეთილის ფორმის გულდასმით შერჩევა აუცილებელია და დამოკიდებულია შესასწავლ მასალაზე, მოსწავლეთა ცოდნის დონეზე, მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებაზე და, ბუნებრივია, კიდევ მრავალ პატარ-პატარა დეტალზე, რომლებიც, როგორც წესი, ინდივიდუალურია კონკრეტული სასწავლო პროცესისთვის, ამიტომ გაკვეთილის ფორმების სხვადასხვა კომბინაცია და ცვალებადობა ძალიან დიდია, რაც სასწავლო პროცესის შემოქმედებითი მოდელირების შესაძლებლობას იძლევა.
საგანთაშორისი პრინციპები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მთლიანობაში აღიქვან სამყარო, რაც პრობლემის გონივრულად გადაჭრას ემსახურება. მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის გაერთიანების უნარის გარეშე ძნელია მრავალი პრობლემური სიტუაციის მოგვარება. საგანთაშორისი პროექტების შესასრულებლად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ინტეგრირების ელემენტები, ამიტომ სასურველია, სასწავლო პროცესში ჩართული იყოს ინტეგრირებული გაკვეთილებიც. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსხვილი თემების განხილვის დროს პრიორიტეტულია შემდეგი საგნების ინტეგრაცია: ბიოლოგია-ქიმია; ბიოლოგია-ეკოლოგია; ბიოლოგია- ინფორმატიკა, ბიოლოგია-ფიზიკა.
მე-8 კლასში ანატომიის საკითხების გავლისას მოსწავლეები გადიან თემას „კუნთები (კუნთის მუშაობა, ფუნქციები, რეფლექსი)”, რომელიც საშუალებას გვაძლევს, „უცნაური” (ჩემი მოსწავლეების შეფასებით) გაკვეთილი ჩავატაროთ. ეს თემა კარგი მასალაა მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ბიოლოგიისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიფართოონ ცოდნა კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
რესურსი: კუნთების მულაჟი, ტაბულა
გაკვეთილის მსვლელობა
1. საორგანიზაციო/შესავალი ნაწილი
სავარჯიშო 8. ზურგის კუნთებისთვის. 1. ხელები შემოირტყით წელზე (დოინჯი); 2. შეეცადეთ, ერთმანეთს მიუახლოოთ იდაყვები; 3. მარჯვენა ფეხი გასწიეთ უკან; 4. გადაიხარეთ უკან. ამ დროს მუშაობს ზურგის ყველა კუნთი (ტრაპეციული, უგანიერესი, რომბისებური).
ტარდება ასევე სავარჯიშოების ციკლი ზედა და ქვედა კიდურების კუნთებისათვის, რომლის დროსაც მოძრაობს გამშლელი და მომხრელი კუნთები.
სასმისები წარსულიდან
კითხვის საათი სკოლაში: მოშინაურების საიდუმლო
წიგნიერების ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კითხვის საათის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპიუტერის, ტაბლეტისა თუ სმარტფონის ეკრანს მიჯაჭვული ახალი თაობისთვის ორ ყდას შორის მოქცეული თავგადასავლების მოკრძალებული ხიბლი დღითიდღე უფერულდება. მე კი ჩემს პატარა „სამზარეულოში” ხანდახან მაინც ვახერხებ გასული საუკუნის შემოტყუებას.


ლიტერატურული ტექსტების სწავლება- პროზასა და პოეზიაზე…
ლიტერატურული ტექსტების შესწავლის პროცესში საკმაოდ ხშირად შეინიშნება სირთულე, როდესაც კონვენციურ ლექსებთან ერთად კლასს ურითმო ლექსებსაც ვაცნობთ.
მოსწავლეებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ურითმო ან მეტრულად მოუწესრიგებელი ტექსტი პოეტურია, ის ლირიკულ ჟანრებს განეკუთვნება და არ ითვლება ეპიკურად. ბლოგში მინდა გაგიზიროთ საკუთარი გამოცდილება – როგორ შეიძლება თავისუფალი და თეთრი ლექსის (ვერლიბრი და ვერბლანი) მიწოდება და დამუშავება ისე, რომ მოსწავლებმა იგრძნონ ამ სალექსო ფორმების თავისებურებები, თავად გასცენ პასუხი კითხვას – ვერლიბრი და ვერბლანი ლექსია თუ პროზა? რატომ მიიჩნევა კონვენციური ლექსისგან ფორმის თვალსაზრისით ასე განსხვავებული ტექსტი პოეტურად?
ამ სამუშაოს ჩასატარებლად, სასურველია, ერთი ან ორი საგაკვეთილო საათი მთლიანად დავუთმოთ მასალას. ბლოგში სანიმუშოდ შემოთავაზებული ტექსტები საილუსტრაციო ხასიათისაა, კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი ტექსტების შერჩევის დროს მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს პროგრამული ტექსტებიდან ამონარიდები, ასევე, საკუთარი სურვილისა და გემოვნებისამაებრ მიაწოდოს მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები.
მომზადება: წინასწარ მოვიძიებთ პროზაულ და პოეტურ ნიმუშებს. გვჭირდება რამდენიმე პროზაული, ნარატიული ტექსტი და რამდენიმე არაკონვენციური ლექსი ( ვერლიბრი ან ვერბლანი). სამუშაო ფურცელზე განთავსებულ არაკონვენციურ ლექსებს მიზანმიმართულად „დავუკარგავთ” სალექსო ფორმას ( სალექსო სტრიქონების შეერთებით, ანუ ლექსს პროზაული ტექსტის სახეს ვაძლევთ) და ვურიგებთ მოსწავლეებს.
მითითება ასეთია – წაიკითხეთ და ამოიცანით, რომელია აქედან პროზაული ტექსტი და რომელი – პოეტური. კომენტარები ჩაინიშნეთ სამუშაო რვეულში; დააზუსტეთ, რატომ მიგაჩნიათ ეს ნაწყვეტი პროზაულ ან პოეტურ ნიმუშად.
მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ მოსწავლეებს, შესაძლოა, საერთოდაც გაუჭირდეთ პოეტური ტექსტების გამორჩევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ტექსტები კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეირჩეს.
დრო – 10-15 წუთი;
სამუშაო ფურცლის ნიმუში:
1.
– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ…
2.
შემოდგომამშვიდობისა. მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა. შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ. ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო, ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ, მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან, მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ, მე შემიძლია გარეთ თბილოდეს, მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა, გული კი გრძნობდეს: მათგან ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე ჩემი შეყვარებულია, მესამე კი ჩემი შეყვარებულია. შემიძლია არ შემეძლოს სხვაგვარად წერა, მე შემიძლია, შემოდგომამშვიდობისა, არ შემეძლოს სხვაგვარად წერა..
3.
დავიბადე ამ ჭაობში ჰოსპიტალებში, რომლებიც ისეთი ძვირია, უფრო იაფში გამოხვალ რომ ჩაძაღლდე. ვექილებში, რომლებიც იმდენ რამეში გდებენ ბრალს, უკეთესია დანაშაული აღიარო ქალაქში, სადაც ციხეები გატიკნულია და საგიჟეთები დაცარიელებული ადგილას, სადაც მასები სულელებს აქცევენ გასუქებულ გმირებად. დავიბადე აქ!
4.
აი, ასეთია ჩემი ცხოვრება,არც ხელს მკიდებს,არც მიცდის,არც კი მაკვირდება,ცალკე დადის მოპირდაპირე ტროტუარზედა ნერვიული ნაბიჯებით,უკან მოუხედავად,გზაზე მუდამ შუქნიშნის წითელ შუქზე გადადის…
5.
შენ რომ დაიბადე, ღრუბლიანი დღე იყო, რესა. ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა, ნიავის ჭაჭანებაც არ იყო, სიო რომ სიოა, ისიც კი არ ქროდა. შენ ჩვრებში გახვეული იწექი, სახე გაგლურჯებოდა და კაცმა არ იცოდა, გადარჩებოდი თუ არა, ტირილის თავიც აღარ გქონდა. წყაროს წყალს გასმევდნენ ქალები, წლისა რო შესრულდი, ძლივს გამოიხედე. შენი ტოლები რომ თამაშობდნენ, ჩრდილში დაგსვამდა ხოლმე დედაშენი და მთელი დღე ასე იჯექი და პურს ლოღნიდი, რადგან წამოდგომაც არ შეგეძლო – ფეხებში ძალა არა გქონდა, რესა.
6.
ეს ამბავი სიცოცხლეშივე მემახსოვრება,რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა.ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა. დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ შევტრიალდი, ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა, ყრუ გაურკვეველი ხმაური,თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ,თუ სავარძელი ეცემოდა ხალიჩაზე.იმავე წამს ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხმაური დერეფნის მეორე მხრიდან გავიგონე. მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი, გასაღები ჩვენკენ იყო, გულის დასააარხეინებლად ურდულიც გავუყარე.
მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი დასკვნების და დაკვირვებების გაზიარებას.
მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს მოსწავლეების მიერ აღმოჩენილ მახასიათებლებს. სასურველია, დაფა ორ ნაწილად დაიყოს და ეს მახასიათებლები ცალ-ცალკე დაჯგუფდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რომ ტექსტებში, რომლებიც მოსწავლეებმა პროზაულად მიიჩნიეს ( N5 და N 6) აღწერა მეტად ობიექტურია, ყურადღება გამახვილებულია გადმოსაცემ ამბავზე ( რა არის გადმოცემული), რიტმი ან მისი მოლოდინი არ იკვეთება…პოეტურ ტექსტებში კი ( N 1, N 2, N 3, N 4) ყურადღების ცენტრში „მოსაუბრის” განცდები ან შთაბეჭდილებებია, ავტორი კონცეტრირებულია ამ შთაბეჭდილებების მხატვრული სახეებით გადმოცემაზე, აღწერა სუბიექტურია, არ იკვეთება პერსონაჟების სახელები, ლექსიკა ექსპრესიულია…
ამის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებს ჩვენ მიერ ფორმადაკარგული ლექსების ორიგინალები გავაცნოთ. ამ შემთხვევაში ისევ უნდა მივმართოთ კლასს კითხვით – ფურცელზე ამგვარი ფორმით წარმოდგენილი ტექსტი პირველივე დანახვისთანავე მიახვედრებს თუ არა მკითხველს, რომ ტექსტი პოეტურია?
ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მოსწავლეები თავად ჩაინიშნავენ რვეულებში მათ მიერვე შემუშავებულ თეორიას.
მათ ეცოდინებათ, რომ ლექსი, შესაძლოა, არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც „ჩვეულებრივი” ანუ კონვენციური ლექსი გამოიყურება ( სტროფი, სალექსო სტრიქონი, თანაბარზომიერი ან არათანაბარზომიერი მარცვლებისგან შედგენილი სტრიქონების მონაცვლეობა…), თუმცა მაინც ინარჩუნებდეს სალექსო სტრიქონის ფორმას;
ლექსში, შესაძლოა, არ იყოს რითმა, მაგრამ ის მაინც ლექსად ითვლება და თვისებრივად, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით, განსხვავდება პროზაული ტექსტისგან. მეტიც, ზოგიერთი ლექსი (მაგალითად,ვერლიბრი) მეტრულადაც კი მოუწესრიგებელია, ანუ რიტმი არ არის დაცული, თუმცა, მიუხედავად ამისა ის მაინც ლირიკულია.
პროზაულ, ნარატიულ ტექსტებში კი აუცილებლად ამბავი უნდა იყოს გადმოცემული. ჟანრის თავისებურებების მიხედვით, ეს ამბავი ან ვრცლად და დეტალურადაა მიმოხილული ( დიდი ეპიკური ჟანრები) ან მოკლედ (მცირე ეპიკური ჟანრები), თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თხრობითი და აღწერითი ტიპის ტექსტებია, განსხვავებით ლირიკისგან, სადაც ლირიკული გმირის ემოციურ მდგომარეობას, სუბიექტურ განცდებს, შთაბეჭდილებებს, მის „შინაგან სამყაროს” ან „შინაგან ბიოგრაფიას” ვეცნობით.
გაკვეთილი კი ერთი თვალსაჩინო და ხუმრობანარევი შედარებით შეგიძლიათ დაასრულოთ: განსხვავება პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ჰგავს სხვაობას ალგებრასა და არითმეტიკას შორის.
პოეტი თავის ლექსებში „გვიმტკიცებს”, რომ X + Y = Z
პროზაიკოსი კი გვეუბნება: 5+7=12
პროზაიკოსს უმრავი რამ აქვს „მოსასწრები” და გადმოსაცემი. მან უნდა მოგვითხროს, მარტივ მამრავლებად დაგვიშალოს, დაგვიმტკიცოს რამე ან უარყოს. მოწოდებით ის პოპულარიზატორია.
პოეტი კი „ფორმულებით” (მეტაფორებით) გვესაუბრება და დაშიფრული შეტყობინებების ამოხსნას „გვაიძულებს”…
ლიტერატურის თეორიის საკითხების შესწავლისას სირთულე იკვეთება, ასევე, ვერლიბრისა და ვერბლანის შესწავლის პროცესშიც. მომდევნო ბლოგში სწორედ თეთრი და თავისუფალი ლექსის განსხვავებაზე და თითოეულისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ბლოგში გამოყენებული ტექსტები:
ზვიად რატიანის „ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” , „ადამიანი ფანჯარასთან” ( N 1 , N 2 )
ჩარლზ ბუკოვსკი „დინოზავრეთი , ჩვენ” ( N 3)
თეა თოფურიას ლექსი ( N 4)
გურამ დოჩანაშვილი ნაწყვეტი რომანიდან „სამოსელი პირველი” ( N 5 )
ხულიო კორტასარი „მიტაცებული სახლი” ( N 6 )
„ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!“
დაკვირვებიხართ თქვენს მეტყველებას…? მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში რაზე საუბრობთ, რა თემებს ირჩევთ და განსაკუთრებით იმას, თუ როგორ საუბრობთ…? მაგალითად, როგორ გამოთქვამთ აზრებს, როგორი წინადადებებია თქვენს მსჯელობაში…? და იქნებ არც არასდროს გაგიანალიზებიათ, როგორ გავლენას ახდენს თქვენ მიერ გამოთქმული აზრები თქვენსავე მომავალზე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა და ახლავე დაიწყეთ!
მეტყველება არასდროს არ არის უბრალოდ მეტყველება. ეს არის ფორმა ჩვენი შინაგანი აზრების და არა მხოლოდ აზრების, ჩვენი მსოფლხედვის – როგორ არის მოდელირებული სამყარო ჩვენს ცნობიერებაში და როგორ გადმოედინება სიტყვების მეშვეობით. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტყველებაზე დაკვირვებით სწავლობენ ადამიანს. მაგალითად, სოკრატე, რომელიც ამბობდა: ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!
ადამიანი, როდესაც სხვას ახასიათებს ან რაიმე საგანს აღწერს, უფრო მეტად თავად ჩანს… რადგან ყველაფერი სუბიექტურია. ჭიქა, რომელშიც ნახევარამდე ახსია წყალი, ერთისთვის – ნახევრად სავსეა და მეორესთვის – ნახევრად ცარიელი…. გააჩნია, ვინ უმზერს მას: ოპტიმისტი თუ პესიმისტი.
ცოდნა საკმარისზე მეტი დაუგროვდა ადამიანს და ახლა შეუძლია, „სოკრატეს გამოძახების” გარეშე დააკვირდეს საკუთარ მეტყველებას და დიაგნოსტირებაც შეძლოს, ხოლო ამის შემდეგ „მკურნალობა” თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს…
აზრი გამოითქმის რამდენიმე განსხვავებული ფორმით და მათ შორის წამყვანია: ნეგატიური ან პოზიტიური გამოთქმა:
თუ თქვენი მეტყველების დიაგნოსტირების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ დიდი პროცენტი მოდის: ნეგატიურ გამოთქმაზე, შეფასებაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ… დროა გადაერთოთ „სხვა სიხშირეზე”. ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ პრობლემის შინაგანი და ღრმა გააზრება, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ უბრალო „სავარჯიშოებითაც”, რომელთა რეგულარული გამოყენება გამოგიმუშავებთ პოზიტიურ უნარებს და ჩამოგიყალიბებთ სასარგებლო ჩვევებს.
პოზიტიურ ენერგიას აძლიერებს რამდენიმე მიმართულება:
პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები;
პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;
პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;
პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები
„იმედი გქონდეთ საკუთარი თავის და არა – ჩემი, რადგან თქვენშია დამალული ის ძალა, რომელიც თქვენ განგკურნავთ. ჩემი როლი მხოლოდ იმაშია, რომ გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალა”
ემილ კუე
მსჯელობაც ორი სახისაა: მტკიცებითი და უარმყოფელი. მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბებული მსჯელობა არის პოზიტიური მსჯელობა, რადგან ის არ უარყოფს არაფერს, ყველაფერს უშვებს, აზრი მსუბუქად გამოითქმის, არ ქმნის კონფლიქტს არც აზროვნებაში და არც მეორე ადამიანში, რომელსაც ელაპარაკებით; ხოლო უარმყოფელი მსჯელობა თავიდანვე განწირულია კონფლიქტისთვის, როცა რაიმეს უარყოფ, უკვე ჩიხია, უკვე კონფლიქტია.
რა არის და როგორ შევადგინოთ აფირმაცია? ეს არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს…
ამ მეთოდის შემოქმედი იყო ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი ემილ კუე. როდესაც იგი ფარმაცევტად მუშაობდა და წამლებს ჰყიდდა, პაციენტებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ”. ამ სიტყვების მაგიური ძალა ემილ კუემ მალე აღმოაჩინა, პაციენტთა უმრავლესობა თავს მალე მართლა ძალიან კარგად გრძნობდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უბრალო წყალსაც კი შეეძლო ადამიანის განკურნება, თუკი კუე გამოჯანმრთელებაში დაარწმუნებდა მათ. ამ მოვლენამ კუე დააფიქრა და შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა „გაცნობიერებულ თვითშათაგონებას”.
აფირმაციებში ყოველთვის პოზიტიური აზრია და აწმყოზეა ორიენტირებული. იმის მიხედვით, რა გვაწუხებს და რისი შეცვლა გვინდა, ან ჩვენ თვითონ ვადგენთაფირმაციებს ან უკვე შექმნილებს ვიყენებთ. მაგალითად: მე დღითი-დღე უფრო ვჯანმრთელდები (მე ვარ ვარ, თავს ცუდად ვგძნობ..), ყოველი დღე ჩემი ახალი ბედნიერების დასაწყისია (უბედური ვარ, ღმერთი არ მწყალობს), ჩემი შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება (ღარიბი ვარ, ფული არაფერში მყოფნის)
აფირმაციათა ხშირი გამეორება ფიქსირებულს ხდის გამოთქმულ აზრს და აზრი ცნობიერიდან გადადის არაცნობიერში, სადაც უარყოფით კონსტრუქციებს (პროგრამებს) ანაცვლებს პოზიტიურით, ამის შემდეგ და ამის წყალობით უკვე აზრი ავტომატურ რეჟიმში თავად იწყებს მოქმედებას და პოზიტიური შედეგები ძალიან ჰგავს ჯადოქრობას…
პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ, ამყარებს აფირმაციებით გამოთქმულ აზრს და უფრო სწრაფად ასრულებადს ხდის. ემოციური განწყობა ის სიხშირეა, რომელიც მსგავს სიხშირეს იზიდავს და აძლიერებს პოზიტივს. ბედნიერი ვიქნები კი არა (მომავალში არასდროს არ უნდა გადაიტანოთ განწყობა), არამედ ბედნიერი ვარ, სიხარულს განვიცდი… ყველაფერი აქ და ახლა ხდება, განწყობა უნდა შეიქმნათ შედეგამდე და ეს განწყობა არასდროს დაგტოვებთ, არც შედეგის შემდეგ და არც ახალ შედეგამდე.
პოზიტიური აზროვნება – ადამიანების, ფაქტების და მოვლენების აღწერა პოზიტიური რაკურსით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ან ვერ აღვიქვამთ ნეგატივს. ეს ნიშნავს, რომ აქცენტს ვაკეთებთ პოზიტიურ გამოთქმაზე.
ეს შეეხება ისეთ მარტივ სიტუაციებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, სტანდარტული სიტუაცია: მამაკაცი ელოდება ქალბატონს და კითხულობს: _ მალე გამოხვალ, ძვირფასო? თქვენ გაქვთ ორი განსხვავებული რაკურსის პასუხი: _ არა, ვერ გამოვალ და მეორე, რომელიც პოზიტიურად ასე ჟღერს: _ დიახ, გამოვალ… ნახევარ საათში…
არჩევანი გაქვთ…
წარმატებებს გისურვებთ სამყაროში, რომელშიც თქვენ ყოველ დღე სულ უფო და უფრო დიდი ბედნიერება და წარმატება გელოდებათ!
სასმისები წარსულიდან
ტიტანების ოჯახი…
რთ დღეს ურანი და გაია დაქორწინდნენ… არადა, ისეთი განსხვავებულები იყვნენ, რომ მათ მომავალში ყველას ეჭვი ეპარებოდა. ერთმანეთი სად გაიცნეს, არ ვიცი. ერთი კოსმოსში ცხოვრობდა, მეორე მიწაზე. ვარიანტი სულ რამდენიმეა – ან სოციალურ ქსელში გაიცნობდნენ ერთმანეთს (მაშინაც იქნებოდა რაიმე ქსელი), ან ურანი იმყოფებოდა მიწაზე ტურისტად, ან სულ პირიქით იყო საქმე და გაია სტუმრობდა კოსმოსს. ასე იყო, თუ ისე, არავის ყური არ ათხოვეს და თავი ერთ ოჯახად გამოაცხადეს. შეიძლება იქვე სტატუსებიც განაახლეს, ძალიან გახარებულები ვართო, ბედნიერებიო, ან სულაც თქვეს, ბედნიერებიც ვართ და ყავასაც გეახლებითო. შესაძლოა ურანმა გაიას კედელზეც დაუწერა:
„ნეტავ საიდან იბადები მშვენიერებავ!
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?…” (შარლ ბოდლერი)
შეიძლება სულაც არაფერი დაუწერია და უბრალოდ საერთო პროფილი გახსნეს. დაარქვეს „ურან-გაია” ან სულაც „ურანო კე გაია” („კე” ბერძნულად ნიშნავს „და”ს).
განსხვავებულები კი იყვნენ, მაგრამ თორმეტი შვილი შეეძინათ: ექვსი – ვაჟი, ექვსიც-ქალი.
ამ შემთხვევაშიც რამეს მიუძღვნიდა ურანი. დაუწერდა:
„ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი…” (შარლ ბოდლერი)
ჰო, დამავიწყდა მეთქვა, თორმეტივე შვილი ტიტანი ეყოლათ.
ვაჟების სახელები იყო: ოკეანოსი, კეოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, ქრონუსი.
ქალების სახელები იყო: თეია, რეა, თემიდა, მნემნოსინე, თეტიდა, ფებე.
სულაც არ იყვნენ ცუდი გოგო-ბიჭები… დიდ ძალას ფლობდნენ, ტიტანები იყვნენ, მათი შვილებიც (ურანის და გაიას შვილიშვილები) ტიტანებად მოიხსენებოდნენ.
ჰიპერიონს ჰელიოსი, სელენა და ეოსი შეეძინა. ოკეანოსმა მდინარეების, ზღვების და ოკეანეების პატარ-პატარა ღვთაებები მოუვლინა ქვეყანას.
თეტიდა აქილევსის დედა გახდა.
როგორც მითოლოგია ამბობს, ურანს და გაიას მოგვიანებით ციკლოპები და გოლიათებიც შესძენიათ. გოლიათებს ერთ დღეს მამა ურანი გაუნაწყენებიათ და მანაც გამოქვაბულში გამოამწყვდია შვილები. დედა გაიას დახმარება უფროსი შვილებისთვის – ტიტანებისთვის უთხოვია. ტიტან ქრონუსს ვერ მოუზომავს და მამა ნამგლით დაუსერავს. დაღვრილი სისხლისგან ფურიები და გიგანტები წარმოქმნილან. ქრონუსს კიდევ მას შემდეგ ზოგჯერ ფრთების ნაცვლად ნამგლითაც გამოსახავენ და ტიტან კრონოსს უწოდებენ.
200 წელზე მეტი გავიდა, რაც ინგლისელმა გრეგორმა და გერმანელმა კლაპროტმა უცნობი ელემენტის ოქსიდი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს. 1795 წლამდე ელემენტს გრეგორი „მენაკინს” უწოდებდა. 1795 წელს მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა ის მინერალ რუთილში აღმოაჩინა და ახალ მეტალს ტიტანი უწოდა. ზოგმა თქვა, ელფების დედოფლის ტიტანიას პატივსაცემადო. ამ ვერსიის მიმდევრები თავისი სიმართლის დასაცავად შექსპირს იშველიებდნენ. ამბობდნენ, ტიტანია ელფების ულამაზესი ქალღმერთი იყო და სამართლიანადაც აქვს ადგილი „ზაფხულის ღამის სიზმარშიო”. მეორენი ამბობდნენ, რომ ტიტანის სახელი სწორედ და-ძმა ტიტანებთან იყო დაკავშირებულიო. უფრო მარტივი იქნებოდა, თავად მეცნიერისთვის ეკითხა ვინმეს. შესაძლოა ასეც მოიქცნენ, მაგრამ მე მისი პასუხი ვერსად ამოვიკითხე. ამიტომ, ვისაც ვინ მოგეწონებათ, ტიტანის სახელიც მასთან დააკავშირეთ.
თუმცა, მეოცე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის იშვიათი სულაც არ არის. ბევრი მინერალის შემადგენლობაში შედის. დღეს გავრცელების მიხედვით მეცხრე ადგილზეა. ჟანგბადი, სილიციუმი, ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ტიტანი. დედამიწის ქერქში ტიტანის მასური წილია 0,6% და ეს საკმაოდ ბევრია.
არ გჯერათ? მანგანუმი, ქრომი, თუთია, სპილენძი, ვანადიუმი, ცირკონიუმი, ვოლფრამი, კობალტი და მოლიბდენი ერთად აღებული, ტიტანთან შედარებით სამჯერ უფრო მცირე რაოდენობითაა დედამიწის ქერქში. ტიტანი ბუნებაშიცაა. მარცვლებში, ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. ცხოველურ ქსოვილებში. რძესა და ქათმის კვერცხში. მისი რაოდენობა ორგანიზმში მილიგრამობით იზომება. ადამიანის ორგანიზმში 20მგ ტიტანია. ის ჩვენთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ქიმიურად მდგრადია და უძლებს მრავალი განზავებული მჟავის და ტუტეების ხსნარებს. გამონაკლისია, ფტორწყალბადმჟავა, ფოსფორმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა. იტანს სიცივეს და მაღალ ტემპერატურას, მტკიცე და მსუბუქი ტიტანი თავის ლეგენდარულ სახელს ამართლებს. მეცნიერები მას მომავლის მეტალს უწოდებენ – კოსმოსური ეპოქის მეტალს. თანამედროვე თვითმფრინავების, ვერტმფრენების, რაკეტების კონსტრუქციები, წყალქვეშა ხომალდები, მედიცინაში ორთოპედიული იმპლანტები – სწორედ აქ გამოიყენება დღეს ტიტანი.
ტიტანისგან დანებსაც ამზადებენ, მოთხილამურეები ტიტანის ჯოხებს იყენებენ. ბამბიგტონის რაკეტებიც ტიტანისგანაა. კოროზიისადმი მდგრადია, რადგან ალუმინის მსგავსად ოქსიდის ფენას გადაიკრავს, რომელიც მას შემდგომი დაჟანგვისგან იცავს. საათის სამაჯურებსაც ტიტანის ფენით ფარავენ.
ტიტანის სიმტკიცეზე საუბრისას ჯორჯ ბაირონის ლექსის სტრიქონები მახსენდება:
თმენით გამობრძმედ შენს ნებელობას…”
ტიტანი მრავალი შენადნობის შემადგენლობაში შედის. მოდით, გავიხსენოთ რა არის შენადნობი. ეს არის სისტემა, რომელიც ორი ან მეტი მეტალისგან ან იშვიათად მეტალისა და არამეტალისგან შედგება. შენადნობებს საწყის კომპონენტებთან შედარებით ახასიათებთ დაბალი ლღობის ტემპერატურა, მეტი სიმაგრე და სიმტკიცე. ტიტან/ნიკელის შენადნობს ნიტინოლი ეწოდება და კოსმოსური ანტენის აგებისას იყენებენ. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. გახურებისას გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.
ნიტინოლისგან დამზადებული სამედიცინო კლიფსებით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა ხდება. სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს. გამოდის, რომ Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისებები აქვს. მავთული ტემპერატურის გავლენით სხვადასხვა ფორმას ღებულობს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვებში კი გორგლის ფორმას იღებს).
ბუნებაში ოქსიდის სახით გვხვდება TiO2. ოქსიდი ამფოტერულია, ტიტანის მარილებისგან ჯერ ჰიდროქსიდს ღებულობენ და სწორედ მისგან წარმოიქმნება ოქსიდი. მინერალები რუთილი, ბრუქითი, ანატასი სწორედ ამ ოქსიდს შეიცავენ. ამასთან ეს მინერალები მუქი ფერისაა, ოქსიდი კი კაშკაშა თეთრი. სხვათა შორის, მისგან ტიტანის მათეთრებელსაც ამზადებენ, რომელიც ტყვიისგან განსხვავებით უვნებელია. მაღალ ტემპერატურაზე გამოშრობისას ოქსიდი კრისტალურ ფორმაში გადადის და ბრილიანტისებურად ელვარებს.
თუ სადმე შეხვდებით წარწერას, საკვები საღებავი E 171, ეს უვნებელი ტიტანის დიოქსიდია.
TiCl4+H2O= TiO2 +4HCl
TiCl3 პოლიპროპილენის წარმოებაში კატალიზატორად გამოიყენება. პოლიპროპილენი პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნილი პოლიმერია. მცირე მოლეკულების (მონომერების) უფრო დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს პოლიმერიზაციის რეაქცია ეწოდება. მაგალითად, უჯერი ნახშირწყალბად ეთილენისთვის ასეთი რეაქცია დამახასიათებელია, შედეგად კი პოლიეთილენი მიიღება. პროპილენის პოლიმერიზაცია კი პოლიპროპილენს წარმოქმნის და ტიტანის შემცველი კატალიზატორიც სწორედ აქ გამოიყენება. ტიტანის შემცველ კატალიზატორს შეიძლება თანაკატალიზატორებიც ჰქონდეს ალუმინის ნაერთების სახით.
გალაკტიონმა კი ტიტანს მიქელანჯელო შეადარა: