შობა-ახალი წელი წელიწადის გამორჩეული დროა, როდესაც მასწავლებლები ეძებენ სახალისო აქტივობებსა და თამაშებს თავიანთი მოსწავლეების ბედნიერი სადღესასწაულო სეზონისთვის.
Teach Starter-ის გუნდის მასწავლებლებმა შეკრიბეს და საუკეთესო სადღესასწაულო თამაშები შემოგვთავაზეს ბავშვებისთვის საკლასო ოთახში სათამაშოდ.
,,გილოცავთ შობას’’ – სიტყვების თამაში
დაწერეთ დაფაზე სიტყვები – „გილოცავთ შობას“, დააყენეთ 2 წუთიანი ტაიმერი და გამოიწვიეთ მოსწავლეები, მოიფიქრონ და დაწერონ, რაც შეიძლება მეტი სიტყვა ამ ორი სიტყვის ასოებით.
როდესაც ტაიმერი გამოირთვება, სთხოვეთ, დათვალონ სიტყვები თავიანთ ფურცელზე. გადაეცით პრიზები მოსწავლეებს, რომლებმაც შექმნეს ყველაზე ბევრი და გრძელი სიტყვა.
ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი თამაში, რომელიც შეგიძლიათ ითამაშოთ კლასში წელიწადის ამ დროს, რადგან ის არ საჭიროებს მომზადებას და გჭირდებათ მხოლოდ დაფა, მარკერი/ცარცი, ფურცლები და ფანქრები.
თამაში შეიძლება განვახორციელოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე – მცირე ჯგუფებში.
თამაში ყურების გარეშე
![]() |
|
ეს თამაში შეიძლება, წლის ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მოსწავლეებს, მაგრამ ის შესანიშნავია საშობაო/საახალწლო პერიოდში.
თითოეული მოსწავლისთვის დაგჭირდებათ ერთჯერადი თეფში და ფანქარი.
როგორ ვითამაშოთ ?
მიეცით მოსწავლეებს ერთჯერადი თეფშები და ფანქრები. თეფში (ნახატის ,,ტილო’’) დაიდონ თავზე და თვალის დახამხამებაში დახატონ საშობაო/საახალწლო პერსონაჟი, აქსესუარი, ნივთი ( სანტა, ირემი, ნაძვისხე, ჯანჯაფილის სახლი, სხვადასხვა ტკბილეული).
შეიძლება, ზოგიერთი მოსწავლის ნახატი ცოტა აბსტრაქტულადაც გამოიყურებოდეს. გამარჯვებულია ყველაზე ზუსტი სურათის ავტორი.
თოვლის კაცის ბოულინგი
![]() |
|
მოსწავლეებთან ერთად, ერთჯერადი ჭიქებით მოამზადეთ თოვლის კაცის 8–10 ,,კეგლი’’.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნამდვილი ბურთი ან უბრალოდ, რაღაც თეთრი, რომელსაც ბურთის ფორმას მისცემთ.
საკლასო ოთახის იატაკზე ბილიკი მონიშნეთ ცარცით ან წებოვანი ლენტით.
დაყავით კლასი 4-5 ჯგუფად. მოსწავლეები რიგრიგობით ისვრიან ბურთს.
გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ბოულინგის 3 რაუნდის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას მიიღებს.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
გამოყენებული რესურსი:
https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/