*ოშკი
*ოთხთა
*ბანა
*იშხანი
*გოგა ჩანადირის ფოტოები
*ოშკი
*ოთხთა
*ბანა
*იშხანი
*გოგა ჩანადირის ფოტოები
უკანასკნელი ორი ათეული წელია, სასკოლო განათლების ხარისხის შეფასება ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია არა შეფასების უნივერსალური მოდელის შექმნა, არამედ შეფასების უკვე არსებულ სისტემათა ხარისხის შესწავლა და ანალიზი არსებული მიდგომების გამდიდრებისა და სისტემატური შეფასების კულტურის განვითარების მიზნით.
“მე მჯერა ქალისა და კაცის თანასწორობის! _ ეს განცხადება ორი საუკუნის წინ სკანდალური იქნებოდა, ერთი საუკუნის წინ _ საკამათო; დღეს კი _ ბანალურზე ბანალურია და მაინც, ხუმრობით ნათქვამიც კი აუტანლად მეჩვენება ,,მოსწრებული” ფრაზები როგორც ბარდზე მიჭმული ჭკუის შესახებ, ისე იმ კისერზე, სულელ თავს საითაც უნდა, იქით რომ მიატრიალებს; თუმცა არის ერთი ფემინისტური სულისკვეთების ფრთიანი გამოთქმა, რომელიც ძალიან მომწონს: ,,ყოველი დიდებული კაცის უკან დიდებული ქალი დგას.”
ვამბობდი:
“ღმერთო ჩემო”, – და თვალწინ ელ გრეკოს ქრისტე მიდგებოდა – მძიმე ჯვრით მხარზე,
ცისკენ თვალებაღპყრობილი, პირქუში, ცივი. ვფიქრობდი: “შეიძლება, დედა იყოს ჩემი,
თვალებდახრილი ქვემოთ, ჩემკენ, და ბარბიც ჩემი იყოს, რადგან პლასტმასის სხეულს თამაშისას
საკუთარი ხელებით ვუთბობ, მაგრამ არ ვიცი, ვისია ღმერთი, რომლის სხეულიც თავის დროზე
მიწაზეც კი ძალიან ღვთიური და არამიწიერი იქნებოდა. ამის შემდეგ მხოლოდ ასე ვიტყვი ხოლმე: “ღმერთო”.
დაახლოებით ასე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, უფრო პრიმიტიულად.
არ
ვიცი, უყვარდა თუ არა ელ გრეკო ბებიაჩემს, არც მისი ღვთისმოშიშობის ამბავი მახსოვს.
მეტისმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ბებოს პიროვნებით დავინტერესებულიყავი. მაშინ მისი ნაყიდი ნაყინი უფრო
მეტად მაინტერესებდა. ნახატი კი მაინცდამაინც ჩემს ოთახში ეკიდა, საწოლის მოპირდაპირე
მხარეს, და ზაფხულის არდადაგები ელ გრეკოთი იწყებოდა და ელ გრეკოთი მთავრდებოდა. მაშინ
კი, როცა ნაყინზე მეტად ბებოს ამბებმა დამაინტერესა, გვიან იყო. ბებიაჩემი წავიდა და
დარჩა ნივთები გაურკვეველი ისტორიით. ნივთები ისტორიისა და მფლობელის გარეშე ნივთებად
რჩება და მე ისინი, ათეულ წელზე მეტია, ისევე არ მომინახულებია, როგორც ჩემი შორეული
ნათესავები, რომლებიც ან რძლის ბებიის დისშვილები არიან, ან მამაჩემის ნათლიის ძმის
ქვისლის შვილები.
აღდგომაც,
ისევე როგორც საზაფხულო არდადაგები, ტრადიციულად, სოფლის დღეები გახლდათ. მე კი ძალიან
ვიტანჯებოდი, წითელ პარასკევსაც ისევე მხიარულად რომ ვხვდებოდი, როგორც რომელიმე სხვა,
უფერო პარასკევს. თან, გაითვალისწინეთ, ელ გრეკოს ქრისტე მყარად ეკიდა საწოლისწინა
კედელზე. რა უცნაური ქრისტე იყო: ტანჯვისა და ტკივილის ნიშანწყალსაც ვერ შეატყობდით,
ეკლის გვირგვინიდან სისხლი მოსწვეთავდა და შეეძლო, მაინც მარმარილოსავით თეთრი ყოფილიყო,
არც ერთი კუნთი, არც ერთი ძარღვი არ დაეჭიმა, მძიმე ჯვარზე მარჯვენა ხელის თხელი მტევანი
ისე ფრთხილად დაედო, როგორც ვადებთ ხოლმე ზურგზე ხელს ქუჩაზე გადამსვლელ მოხუცებს.
ინტუიციით ვხვდებოდი, ხელში ძვირფასი ნივთი ეჭირა. მერე, როცა გავიზარდე, გავუშინაურდი
და ეკლესიაში ჩამოვუჯექი, მილიონჯერ ვუსაყვედურე და ამდენივეჯერ მაზოხიზმში დავადანაშაულე.
როგორც თქვენ ყველას, მეც მინდოდა, მასთან თქვენობით არ მელაპარაკა და მოსალოდნელი
სასჯელის შიშით ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი, ყველა ქმედება წინასწარ არ განმესაზღვრა.
ერთი სიტყვით, ისეთი ღმერთი მჭირდებოდა, რომელსაც ხარისხიანი ბრენდივით მოვირგებდი
და მეორე დღესვე ტანზე არ შემომერღვეოდა.
წლების შემდეგ, როცა ღმერთის
სხვადასხვა ესკიზი უკვე მრავალჯერ შევქმენი, შევკერე, შემოვიცვი, მაგრამ იდაყვები მაინც
გაუცვდა, მაინც გახუნდა და საბოლოოდ იმედი მაინც გამიცრუვდა, მივხვდი: დოგმების გარეშე არაფერი
გამომივიდოდა და ჩემი იდაყვმორღვეული ღმერთი მაინც ჩემს ძველ, მივიწყებულ ბარბის დაემსგავსებოდა.
და ახლა ყოველი წითელი
პარასკევი და ყოველი აღდგომა ფიქრის დღეა. თუ ბავშვობაში შეგვეძლო, წითელი კვერცხები
საკუთარი გამარჯვების სიმბოლოდ გვექცია და მეგობრების გატეხილი, ვერშემდგარი
“სიმბოლოები” ნაალაფარივით წამოგვეღო შინ, ახლა სიმბოლოებმა მნიშვნელობა
შეიცვალა, ისევე როგორც ელ გრეკოს ქრისტემ გადაწყვიტა, უფრო მეტად დავერწმუნებინე საკუთარ
ღმერთობაში.
ელ გრეკო კი, ეს იდუმალი
ბერძენი (დომინიკოს თეოტოკოპულოსი), მოხეტიალე ფოდელედან ვენეციაში, ვენეციიდან რომში, რომიდან ტოლედოში,
საეკლესიო პირებს მაინცდამაინც ვერ არწმუნებდა საკუთარი ნამუშევრების “ღვთიურ
ნაპერწკალში”. ზოგჯერ მათ ერჩივნათ, დომინიკოს ნახატებით პირდაპირი მნიშვნელობით
გაეღვივებინათ ეს ნაპერწკალი და კოცონიც გაეჩაღებინათ. მაგრამ ელ გრეკო ის მხატვარი
არ გახლდათ, საკუთრი ტილოები არაპროგრესული ეკლესიისთვის ისე დაეთმო, რა მარტივადაც
ვთმობთ ხოლმე პრინციპებს მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის.
მისი ნამუშევრები, წაგრძელებული,
ოდნავ არაპროპორციული ქრისტეები და სხვა ფიგურები მანიერიზმის დეტალებით, რელიგიური
თემების ახლებური ინტერპრეტაციები ეკლესიისთვის რომ გაუგებარი რჩებოდა, გასაკვირი არ
არის. ეკლესია ხშირად მზად არ იყო სიახლისთვის.
ელ გრეკო იდუმალებასთან
ერთად ახირებულობითაც გამოირჩეოდა. შეეძლო, მიქელანჯელოს “განკითხვის დღე”
ჩამოსაფხეკად გაემეტებინა, იმავდროულად კი ვერსად გაქცეოდა მის ტალანტს თავის
“წმინდა ლიგას ალეგორიაში”.
სიკვდილამდე რამდენიმე
წლით ადრე (1610–16 11) ის დიდი მისტიკოსი ხდება და აპოკალიპტიკურ სურათს “მეხუთე
ბეჭდის მოხსნას” ქმნის. მისი აპოკალიფსი მკვეთრია, ფიგურები – დეფორმირებული.
ეს აპოკალიფსი შორეული, თითქმის მითოსური პერსპექტივიდან უცებ ხორცს ისხამს და ისეთივე
ხელშსახები, მკვეთრი და მძაფრი ხდება, როგორც დეზერტირების ბაზარი ზაფხულის შუადღისას.
ახლა, გაზაფხულის უკვე
საკმაოდ ხვატიან დღეს, ვისთვისაც ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა, ვისთვისაც ის იდაყვმორღვეული
მაისურივით უფუნქციო არ არის და ნამდვილი ღმერთია ღმერთული თვისებებით, აღდგომას გილოცავთ.
კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული საგაკვეთილო პროცესის კვლევა ცხადყოფს, რომ ასეთი გაკვეთილების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია სწავლა-სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.
სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოვხვედრილვართ გარემოში, სადაც სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე საუბრობენ. ზოგჯერ გვესმის ნათქვამის შინაარსი, ზოგჯერ მხოლოდ ამ ენებისა თუ დიალექტების სადაურობას ვხვდებით, ზოგჯერ – ამასაც ვერა… ერთი რამ ცხადზე უცხადესია – თანამოსაუბრეებს ერთმანეთისა ესმით, ჩვენ კი თუ ვისიმე ნათქვამი ვერ გავიგეთ, ეს ან ჩვენივე უცოდინრობის ბრალია, ან სმენის აპარატისა.
მაგრამ ფიხვნობა მხოლოდ კაცთა და ქალთა, ორ ფეხზე მავალთა ფუფუნება როდია. ფრინველთა გალობა და ჟღურტული მათი სასაუბრო ენაა. ნადირთა და მხეცთა გულის გამყინავი ყმუილი თუ ყეფაც საუბარია. ფური ხბოს ბღავილით უხმობს, ბატკანი დედას ნაზი ხმით აგებინებს, რომ ძუძუ სწყურია და სულ ტყუილად ვუწოდებთ მათ პირუტყვებს. თევზს, მართალია, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მაგრამ მასაც შეუძლია, მიჯნურს გაანდოს გულისნადები…
არა ყოფილა ურჯულო”…
საუბრობენ მოლეკულები? რა თქმა უნდა! არც ისინი არიან “ურჯულონი”…
„ხმა მოსაუბრისგან ჩვენს ყურამდე ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით მოდის. ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი ენის მოძრაობით ჩვენს სამეტყველო აპარატში რხევად გადაიქცევა და შეავსებს ირგვლივ ეთერს. მისი გავრცელების მანძილი ტალღის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ასეთი ტალღა აღწევს ჩვენს სმენის აპარატამდე, რომლის მგრძნობიარე ზედაპირზე ტალღის დაცემა რხევას ესტაფეტასავით გადასცემს მას… მაგრამ ჩვენს ყურს შეუძლია აღიქვას ტალღები, რომელთა სიხშირე 7-დან 20000 ჰერცამდეა. ამ დიაპაზონის გარეთ არსებული ხმა ჩვენთვის “სიჩუმის” ტოლფასია.“
მოლეკულებს, ჩვენგან განსხვავებით, უფრო მაღალი სიხშირის ტალღები (4x10E12 – 4x10E13 Hz) ესმით, რომლებიც გამოსხივების ინფრაწითელ უბანს შეესაბამება, ამიტომ მათთან სასაუბროდ ინფრაწითელ სპექტრომეტრს ვიყენებთ. სპექტრომეტრში ვათავსებთ სინჯს და გამოსხივების წყაროდან ტალღებს (ხმას) მისკენ მივმართავთ. ეს პროცესი დაახლოებით კლასში სიის ამოკითხვას ჰგავს: გვარის გაგონებისას, თუ მოსწავლე კლასში იმყოფება, გვიდასტურებს თავის იქ ყოფნას. მოლეკულაში შემავალი ატომები და ფუნქციური ჯგუფებიც ასევე იქცევიან – ყველა მაგანს ტალღის სხვადასხვა სიგრძე შეესაბამება და მხოლოდ მასზე რეაგირებს, ეს რეაგირება კი სპექტროგრამაზე პიკების სახით ჩაიწერება.
ჯერომ სეიმურ ბრუნერი – ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1952-72 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 1972-1980 წლებში კი _ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი განვითარებისა და სწავლის თეორია კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება.
–რით არის მნიშვნელოვანი ბრუნერის თეორია?
ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია კოგნიტურ თეორიებს მიეკუთვნება. კოგნიტური თეორიების მიზანი შემეცნებითი პროცესების (გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მექანიზმების აღწერაა. ბრუნერის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისათვის, რადგან ის ნათელ და თვალსაჩინო პედაგოგიურ მეთოდებსა და მოდელებს გვთავაზობს.
–ბრუნერის მიხედვით, რას გულისხმობს სწავლა და როგორი პროცესია ის?
ბრუნერის მიხედვით, სწავლა გულისხმობს ბავშვის მიერ ინფორმაციის შერჩევას, ჰიპოთეზების შექმნას და ამ გზით ახალი მასალის ინტეგრირებას მის ცოდნასთან. სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის:
1.პრაქტიკული – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია), პრაქტიკული ქმედებები;
2.ხატოვანი – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ ობიექტით, არამედ ობიექტის თვალსაჩინო ხატით მანიპულირება;
3.სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ჩვევებისა და ცოდნის ათვისება უკეთ ხდება, თუ ბავშვი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენს თუ ცნებას.
ბრუნერის მიხედვით, სწავლა აქტიური სოციალური პროცესია, როდესაც ბავშვი თავისი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი.
–ბრუნერის თეორიის მიხედვით, რა გვაძლევს გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას და რა მოიაზრება ტერმინში “კატეგორია”?
გარემოს შეცნობისას ჩვენ გამოვყოფთ საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე ჩვენი გამოცდილებიდან. ამის საფუძველზე შევიმუშავებთ წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ამ პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ და თავადაც ვქმნით ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს ,,ცნების” ნაცვლად შემოაქვს ტერმინი კატეგორია, რომელსაც ის იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით კატეგორია შეიძლება გავიგოთ როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.
–ბრუნერის აზრით, რა განსაზღვრავს ცნებათა შორის დამოკიდებულებებს?
ბრუნერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება. ამით ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება (ჩვენი შედარებით მუდმივი ცოდნის, უნარების, შთაბეჭდილებების და ა.შ. ყულაბა) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კატეგორიების სტრუქტურირება კოდირების სისტემის საფუძველზე.
– რა მნიშვნელობა აქვს კოდირების სისტემას სწავლის პროცესში და მოსწავლის მიერ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში?
ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა, ბრუნერის აზრით, იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა _ საკუთარი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვან იდეებსა და დამოკიდებულებებზე.
კოდირების სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია ასეთია:
– რას ანიჭებს ბრუნერი უპირატესობას – კოდირების სისტემა თავად უნდა შექმნას მოსწავლემ თუ დასრულებული სახით უნდა მიიღოს მასწავლებლისგან?
ბრუნერი თვლის, რომ მოსწავლე თავად ქმნის საკუთარ ვერსიას რეალობის შესახებ, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც გაუადვილებენ მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებების აღმოჩენას. სჯობს, კოდირების სისტემა თავად მოსწავლემ შექმნას, ვიდრე დასრულებული სახით მიიღოს ის მასწავლებლისგან. აღმოჩენებით სწავლა სწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალა დაუსრულებელი სახით მიეწოდებათ და მისი ორგანიზება მოეთხოვებათ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მონახონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც მასალის ელემენტებს შორის არის.
–როგორ განიხილება ბრუნერის თეორიაში “აღმოჩენა”?
ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა, ან უფრო ხშირად _ კოდირების სისტემის ფორმირება, რაც ხშირად ობიექტებს ან მოვლენებს შორის მიმართების (მსგავსი და განსხვავებული) ტერმინებში გამოისახება. აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის მხრიდან გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღარ აძლევს მოსწავლეს მითითებებს მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა. ამასთან, მითითებები უნდა იყოს ზომიერი, გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ან მოსწავლე არ აღმოჩნდეს დაუძლეველი პრობლემის წინაშე.
–რაში მდგომარეობს აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა?
აღმოჩენებით სწავლების მიდგომა აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ძალიან ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება _ მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის, როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ იმაშია, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გააკეთონ დასკვნები.
–ბრუნერის მიხედვით, რა არის აღმოჩენებით სწავლების საფეხურები?
ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს:
I.ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;
II.მაგალითების შერჩევა, შესაბამისი დაკვირვებების წარმოება;
III.ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;
IV.ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტების, დაკვირვებების შემუშავება და ჩატარება;
V.ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან ,,მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.
–ბრუნერის მიხედვით, რა არის აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორები?
ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:
1.განწყობა _ მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ,,ზედაპირული”, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ,,ჩაღრმავებული”, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ელემენტებს შორის დამოკიდებულებების ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების, სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.
2.სწავლისადმი მზაობა _ მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დაფრთხება მისი სირთულით, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას და წინათ ათვისებულ მასალას დაეყრდნობა.
3.სწავლების მრავალფეროვნება _ ეს ცვლადი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით სწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას იღებს განსხვავებულ პირობებში, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ ბრუნერი იძლევა რჩევას, რომ ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ განსხვავებული სიზუსტისა და აბსტრაჰირების ხარისხით _ იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა. “სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.
4.კონკრეტული შინაარსების ფლობა _ ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, ვინც საამისოდ კარგად არის მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ვერ დააკავშირებს ინფორმაციის ელემენტებს ერთმანეთთან და ვერც განაზოგადებს მას.
–ბრუნერის აზრით, რა არის ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური?
ბრუნერი თვლის, რომ ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური ე.წ. “სპირალური კურიკულუმია”. სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილსა და წინა გამოცდილებას ეფუძნებოდეს.
როგორ გავხადოთ წერის პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი მოსწავლეებისთვის?
რა? |
რატომ? |
საიდან? როგორ? |
რას ფიქრობთ? (თქვენი მოსაზრება) |
რატომ ფიქრობთ ასე? (თქვენი მოსაზრების ახსნა, გამომწვევი მიზეზების |
საიდან იცით? (თქვენი მოსაზრების დამასაბუთებელი არგუმენტი ან მაგალითი)
|
|
|
|
იდეა
|
დეტალები |
წინადადებები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი სიცხადე (შეარჩიეთ მნიშვნელოვანი |
რა სჭირდება თქვენს აუდიტორიას, რომ იცოდეს? (იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომლებიც |
|
|
ბრწყინვალე გარემო, ქორეოგრაფია, ვოკალი… ამ ყველაფრის სინთეზით კი ძალიან კარგი ნომერი იდგმება. ეს მხოლოდ სიმღერა არ არის, ეს ნამდვილი პერფორმანსია. შვედი კონკურსანტის გამარჯვება, ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, ან თუნდაც პოლიტიკური.