
მაგალითად, ინსტრუქციის ბარათებს თემაზე “რელიეფის ფორმები” შესაძლოა ასეთი ფორმა ჰქონდეთ:
წარუმატებლობის შიში როგორც ქცევის მოტივი
მოსწავლეები, რომელთაც წარუმატებლობისა ეშინიათ, “ამრევებისგან” განსხვავებულად იქცევიან. ასეთი მოსწავლე მასწავლებელმა შესაძლოა მეტისმეტად გვიან ამოიცნოს. ისინი ცდილობენ, შეუმჩნეველნი დარჩნენ, არ არღვევენ დისციპლინას და არ ქმნიან კლასში ქაოსს. პირიქით, იშვიათად შედიან მასწავლებელთან კონტაქტში, ისწრაფიან იზოლაციისკენ. როგორია ამ ტიპის მოსწავლის მიერ მოწყობილი “საბოტაჟი?” მაგ., გია ზის უკანა მერხზე, კუთხეში, არ მუშაობს და ფანჯარაში იყურება, მასწავლებლის შეკითხვას არ პასუხობს, თვალებში არ უყურებს, მხრებს იჩეჩავს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალურია, მაგრამ გიას სასკოლო მოსწრება ამას არ ადასტურებს. ამ ტიპის მოსწავლეები არ უნდა აგვერიოს ისეთებში, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის გამო დროებით მიმართავენ განრიდების ტექნიკას – აქ ის მოსწავლეები იგულისხმება, რომლებიც ამ ხერხს თავდაცვის მიზნით მუდმივად იყენებენ, რაც იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას და აფერხებს მათ სოციალურ განვითარებას.
ამ ტიპის ქცევაც ორი სახისაა: აქტიური და პასიური.
აქტიური ფორმა იშვიათია. მისი ერთადერთი გამოხატულებაა სრული უმწეობის დროს მოსწავლის განრისხება, ისტერიკული შეტევა. მოსწავლე ყვირის, ტირის, ამტვრევს ნივთებს. ასეთი აგრესია უფრო სხვა შემთხვევებში გვხვდება, მაგ., შურისძიების ან აღიარების მიზნით, იშვიათად – წარუმატებლობის დაფარვის შიშის გამო.
პასიური ფორმა მრავალნაირია:
ა) გადადება-გადაბრალება. „რომ მომენდომებინა, გავაკეთებდი”, „დამჭირდება და გავაკეთებ”, „ცოტა დრო მქონდა”, – აი, მოსწავლეთა ტიპური პასუხები. ვინაიდან წარუმატებლობა ხშირად მეორდება, მოსწავლეს თანდათან უჩნდება სურვილი, თავი წარმოაჩინოს ნიჭიერ ადამიანად, რომელიც არ ცდილობს, არ აინტერესებს და მისი წარუმატებლობის მიზეზიც ესაა. ნიჭიერი და ზარმაცი უკეთესია, ვიდრე ბეჯითი და უნიჭო, – მიაჩნია მას და მიმართავს გადადება-სხვისთვის გადაბრალების თავდაცვით მექანიზმებს.
ბ) საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა – აი, მათი მეორე თავისებურება. „დაუმთავრებელს მაინც არ შემიფასებენ”, – ფიქრობს მოსწავლე.
გ) დროებითი უუნარობა. ზოგიერთი მოსწავლე შესანიშნავად ახერხებს, თავი, კბილი, მუცელი აიტკივოს, რათა, მაგ., ფიზკულტურის გაკვეთილზე არ გამოჩნდეს მისი მოუქნელობა. მერე ყველაფერი უცებ გაუვლის.
დ) ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი. ესეც თავის დაცვის მშვენიერი ფორმაა. ექიმებსაც კი უჭირთ დიაგნოსტირება, რადგან ეს სიმულაცია კი არა, არაცნობიერი თავდაცვაა. ძნელი დასადგენია, არ შეუძლია მოსწავლეს თუ არ უნდა. ეს მან თავადაც არ იცის. ასეთ მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ, ხშირად – სერიოზულიც, მასწავლებელს კი – მათი კონსულტირება,
როდესაც მასწავლებელი ამ ტიპის ქცევას აწყდება, შეუძლია, მისი ზუსტი იდენტიფიცირება მოახდინოს საკუთარი რეაქციებითაც. ამისთვის საჭიროა ორი რამის გაცნობიერება: საკუთარი ემოციებისა და საკუთარი უშუალო იმპულსებისა.
პირველი არსებითი მომენტი მასწავლებლის ემოციაა. ხშირად მასწავლებელი ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობისას პროფესიულ არაკომპეტენტურობას გრძნობს, არ იცის, რა მოუხერხოს მას, რადგან ამ ტიპის მოსწავლე ბუნტისთავი არ არის, ის არ გვიშლის ნერვებს.
მეორე არსებითი ნიშანი მასწავლებლის იმპულსური მოქმედებაა. პირველი, რისი გაკეთების სურვილიც მას უჩნდება, არის მოსწავლის გამართლება, რაიმე დიაგნოზის მოშველიება და რჩევა, მიმართონ ექიმს ან ფსიქოლოგს. მეორე იმპულსი ასეთია: დავანებოთ მოსწავლეს თავი, დავუთმოთ, რადგან ჩვენი მცდელობები უშედეგოა.
როგორია მოსწავლის რეაქცია მასწავლებლის ჩარევაზე? ის დახმარებას მოელის, თვითონ კი არაფერს აკეთებს. ასეთი მოსწავლეები, მასწავლებლის მოთხოვნის მიუხედავად, არ სწავლობენ. ყველაფერს გააკეთებენ, ყველანაირ სამსახურს გაგიწევენ, ოღონდ კი სწავლა არ მოსთხოვოთ.
რატომ უნდა იქცეოდეს მოსწავლე ასე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ა) „წითელი ფანქრის” დამოკიდებულება. ეს ერთგვარი პროფესიული თავისებურებაა მასწავლებლისა. როდესაც მისი შეფასება, მითითება დავალებას ან საკონტროლოს ეხება, ეს სავსებით გასაგებია და მისაღები, სავალდებულოც კი, მაგრამ როდესაც ეს დამოკიდებულება პიროვნული ურთიერთობის სფეროში გადაინაცვლებს, მას ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს. მასწავლებელი მიუთითებს შეცდომებზე, აქცენტს სვამს სისუსტეებზე, არ აღნიშნავს მოსწავლის მიღწევებსა და მონდომებას, თუნდაც უმნიშვნელოს… ეს სტილი უიმედოა და უეფექტო. ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ შეცდომებზე მითითება ბავშვს მოტივაციას მატებს, აღარ გაიმეოროს ისინი. ეს არასწორია, პირიქით, აქცენტი წინსვლაზე უნდა გაკეთდეს. მასწავლებლის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იქცევს წარუმატებლობისგან გაქცევის მოტივით გამოწვეული არასასურველი ქცევის მიზეზად.
ბ) გაუმართლებელია ზედმეტი მოლოდინიც. როცა ბავშვისგან ბევრს მოელიან და ის ვერ ამართლებს მოლოდინს, მას შესაძლოა დაეუფლოს წარუმატებლობის შიში. ძნელად მისაღწევ მიზანთან დაკავშირებით იმედგაცრუება ადვილი გადასატანია, თუ მას სიზარმაცის საბურველში გავახვევთ. მოსწავლისთვის უფრო „პრესტიჟულია”, იყოს ზარმაცი, ვიდრე უუნარო.
გ) პერფექციონიზმი. ზოგიერთი მოსწავლე ცდილობს, იყოს სრულყოფილი. ასეთ მოსწავლეებს არ ესმით, რომ შეცდომა სწავლის პროცესის ბუნებრივი კომპონენტია. მათთვის ეს ტრაგედიაა, რომელსაც ყველანაირად უნდა არიდო თავი. და, აი, შედეგიც – წარუმატებლობის შიში.
დ) აქცენტი შეჯიბრებაზე. თუ მოსწავლეები ალტერნატივის წინაშე დავაყენეთ: „ან მოგება, ან წაგება”, – ზოგიერთი მათგანი თამაშზე საერთოდ უარს იტყვის. ზოგ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ეს მოდელი მოტივაციას ამაღლებს, რომ მოსწავლეებს ეს ცხოვრებაში გამოადგებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სკოლა და სამუშაო სხვადასხვა რამაა. პროფესიას ჩვენ ვირჩევთ. მოსწავლეებს, სამწუხაროდ, არ აქვთ არჩევანის საშუალება. ისინი თორმეტი წლის განმავლობაში ათობით საგანს სწავლობენ, უმეტესად – ისე, რომ არ ესმით სწავლის პიროვნული საზრისი, სწავლობენ, რადგან უფროსები მოითხოვენ ამას – რასაკვირველია, მათივე კეთილდღეობისთვის. ახლა კიდევ შეჯიბრება! შედეგიც სახეზეა – განრიდებისა და გაცლის სურვილი, საკუთარ თავში ჩაკეტვა.
ძლიერი მხარეები. ამ ტიპის მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ჯგუფს, ისევ პერფექციონისტებს, აქვთ შედარებით მეტი შანსი, სირთულეებს თავი დააღწიონ. იყო წარმატებული – მათთვის ეს ნიშნავს მხოლოდ მნიშვნელოვან წარმატებებს, თუნდაც ერთ სფეროში. მათთან საჭიროა კორექციული მუშაობა. დანარჩენებს კი ძლიერ მხარეს ძნელად თუ უპოვი. ისინი დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან, მათ სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ.
მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ორ არსებით პრინციპს: 1. შეეცადოს, შეცვალოს მოსწავლის დამოკიდებულება „მე არ შემიძლია” დამოკიდებულებით „მე შემიძლია”; 2. დაეხმაროს მოსწავლეს ურთიერთობაში არსებული ბარიერების გადალახვაში და ის საერთო სასარგებლო საქმიანობაში ჩართოს.
როგორ მოიქცეს მასწავლებელი, როცა ცუდი ქცევის მიზეზი წარუმატებლობის შიშია?
ვინაიდან ასეთი ტიპის მოსწავლეების მიმართ ძირითადად გამოიყენება სიტყვა „არ” (არ ჩხუბობენ, არ გვიშლიან ხელს, არ სწავლობენ…), ისინი ფიქრობენ, რომ უუნარონი არიან მრავალი თვალსაზრისით – სწავლაში, საქმიანობაში, ურთიერთობაში. საჭიროა, დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ თავიანთი შესაძლებლობები ყველა თვალსაზრისით (ამ საკითხს მოგვიანებით სპეციალურ სტატიას მივუძღვნით).
პედაგოგიური ზემოქმედების ტექნიკები, რომლებიც შემატებს მოსწავლეებს რწმენას, რომ მათ სწავლა შეუძლიათ, შეიძლება 8 სტრატეგიად დავაჯგუფოთ. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
1. შევცვალოთ ახსნის მეთოდები. ორი ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს, ასეთია: ა) კონკრეტული მასალის გამოყენება და ბ) ერთ ჯერზე ერთი რამის სწავლება.
ჯერ კიდევ მარია მონტესორიმ შენიშნა, რომ ჩამორჩენილი მოსწავლეები, წარმატებულთაგან განსხვავებით, ვერ ითვისებენ აბსტრაქტულ მასალას. ისინი წარმატებებს აღწევენ, როდესაც მასალას პრაქტიკულად ეხებიან, იგი მიმზიდველია, საინტერესო, გასაგები და თვითკონტროლის შესაძლებლობას იძლევა – გეუბნება, რომ შეცდომაა დაშვებული და თანაც ეს მხოლოდ შენ იცი. ამით ბავშვი იმასაც სწავლობს, რომ შეცდომა მისაღებია და მისი გამოსწორება შესაძლებელია, ხოლო მასალა შეიძლება განმეორებითი გამოვიყენოთ. ეს პრინციპები დღესაც აქტუალურია. მათი განხორციელება, გარდა შეხებისა, კომპიუტერული სწავლებითაც ხერხდება. ასევე მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე ერთი ნაბიჯის გადადგმა – გაშლილი ალგორითმის სახით და უკუკავშირით.
2. სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად მოამზადეთ წარუმატებელი ბავშვებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სპეციალური დიაგნოსტირებით დაადგინეთ მათი განვითარების დონე – ინტელექტუალური და სხვა, უზრუნველყავით წყვილებში მუშაობა (ძლიერი-სუსტი, თანატოლთა რეპეტიტორობა და სხვა), შესაძლებელია მშობელთან მოლაპარაკება რეპეტიტორის აყვანის თაობაზე და სხვ.
3. პოზიტიური თხრობა საკუთარ თავზე. დაეხმარეთ მოსწავლეებს, იფიქრონ, რომ: შეუძლიათ, გააკეთებენ, გამოუვათ, ძნელი არ არის და სხვა. შეიძლება, კლასში გაიკრას პლაკატები: „მე ამას გავაკეთებ”, „ვეცადოთ და გამოგვივა”, „შემწევს უნარი, სამუშაო კარგად შევასრულო” და სხვა.
შემოიღეთ წესი „ორი პლუსი ერთ მინუსზე”: როგორც კი მოსწავლე რაიმე უარყოფითს იტყვის საკუთარ თავზე („მე ამას ვერ ვისწავლი”), ხმამაღლა ათქმევინეთ ორი დადებითი რამ (ორი რამ, რაც შეუძლია, გამოსდის). თავდაპირველად ბავშვებს ეს უჭირთ, მაგრამ მალე ეჩვევიან. რეპლიკები უნდა იყოს კონკრეტული. შეიძლება, რთული ამოცანის შესრულების წინ მოსწავლემ ჩაილაპარაკოს: „მე ამას გავაკეთებ”.
4. შეცდომა ნებადართულია და საჭიროც კი. ბავშვს შეცდომისა არ უნდა ეშინოდეს. შეიძლება, გამოვიყენოთ ასეთი ხერხი: ვუამბოთ ტიპურ შეცდომებზე, მათ სარგებლიანობაზე, ვუთხრათ, რომ უარყოფითი შედეგიც შედეგია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომის უარყოფითი შედეგები.
5. წარმატების რწმენის ფორმირება. ამისთვის გამოიყენეთ ასეთი ხერხი: აღნიშნეთ ყოველი უკეთესობა, აღიარეთ მოსწავლის თითოეული წვლილი საერთო საქმეში, მოუყევით სხვებს მისი ძლიერი მხარეების შესახებ და სხვა.
6. წარსულის წარმატებებზე კონცენტრირება. სასიამოვნო მოგონებები შეიძლება ახალი წარმატებების ფუნდამენტად იქცეს. გააანალიზეთ ისინი და განამტკიცეთ განმეორებით.
7. ხელშესახები შედეგი ასევე დიდი სტიმულია მოსწავლისთვის. ამ მიზნით კარგია პორტფოლიოს, მიღწევების ალბომის შექმნა, თხრობა იმის შესახებ, რა იყო გუშინ, რა არის დღეს და რა იქნება ხვალ.
8. აღნიშნეთ მიღწევები აპლოდისმენტებით, ვარსკვლავებით, სტიკერებით, „მედლებითა” და სხვა ჯილდოებით, გამოფენებით, თვითშექებით, დადებითი იზოლაციით, მაგ., „საპატიო სკამზე”.
ამ და წინარე სამ სტატიაში განხილული საკითხები წამოდგენილია შემაჯამებელ ცხრილში:
ცუდი ქცევის მოტივები/პარამეტრები |
ყურადღების მიპყრობა |
ძალაუფლება |
შურისძიება |
წარუმატებლობის შიში |
სოციალური მიზეზები |
მშობელთა ემოციური კარგს |
გარემოში „ძლიერი პიროვნების” |
ძალადობის ზრდა საზოგადოებაში |
გადაჭარბებული მოთხოვნები |
ქცევის არსი |
ყურადღების მიპყრობის |
„ვერაფერსაც ვერ მიზამ!” |
წყენაზე საპასუხო მავნებლობა |
„არც კი ვცდი, მაინც |
ქცევის ძლიერი მხარე |
მასწავლებელთან კონტაქტის |
გავლენისადმი წინააღმდეგობის |
უნარი, დაიცვას საკუთარი |
თითქმის არა აქვს |
მასწავლებლის რეაქცია-ემოციები |
გაღიზიანება, გაბრაზება, გულისწყრომა |
ბრაზი, მოუსვენობა, |
წყენა, ტკივილი, შიშსა
|
პროფესიული უმწეობა |
მასწავლებლის რეაქცია-იმპულსები |
შენიშვნის მიცემა |
მოსწავლის გამოხტომის ზემოქმედების გზით |
სიტუაციაზე დაუყოვნებელი |
თავის მართლება, საკუთარი |
მოსწავლის რეაქცია |
ცუდი ქცევის დროებითი |
მოსწავლე შეწყვეტს |
მოსწავლე შეწყვეტს |
ხდებიან მასწავლებელზე |
პრევენციის ხერხები |
ვასწავლოთ მოსწავლეებს, ყურადღება მივაქციოთ |
კონფრონტაციაზე უარის თქმა, მისთვის საკუთარი ორგანიზაციული ფუნქციების ნაწილობრივი გადაცემა
|
მოსწავლესთან ურთიერთობის |
დახმარება, რათა მოსწავლის |
მომდევნო სტატიებში განვიხილავთ, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს აკადემიური, კომუნიკაციური და თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებაში.
ისტორიული კვლევის პროცესი – წყაროების მოძიება
ისტორიული კვლევის პირველი ეტაპი საკვლევი თემის
ანუ თეზისის არჩევაა. უმჯობესია, თეზისი წარმოდგენილი იყოს კითხვის სახით – ეს მოსწავლეს
თემაზე კონცენტრაციას გაუადვილებს.
მეორე ეტაპია თავად კვლევის პროცესი, რომელიც, თავის
მხრივ, რამდენიმე საფეხურისგან შედგება და რომელიც კვლევის უმნიშვნელოვანესი
ნაწილია. მოსწავლემ უნდა იგრძნოს მისი რაობა, მოიხიბლოს ამ პროცესით და დაინტერესდეს.
ისტორიული კვლევის პროცესის
ეტაპები:
ა. ბიბლიოგრაფია
ვიდრე მოსწავლეები შეუდგებოდნენ საკუთრივ წყაროების
მოძიებას, მასწავლებელმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს ბიბლიოგრაფიას. ვურჩევ მას, პირველი
გაკვეთილი ჩაატაროს სკოლის (ან ნებისმიერ სხვა) ბიბლიოთეკაში (თუ სკოლას ბიბლიოთეკა
არ აქვს, შეიძლება, საკლასო ოთახში თავი მოვუყაროთ წიგნებს, რომლებიც ჩვენს კოლეგებს
აქვთ სკოლაში და ოთახი დროებით „ბიბლიოთეკად” ვაქციოთ). ამა თუ იმ წიგნის
დამუშავებისას ყურადღება გაამახვილეთ ბიბლიოგრაფიაზე. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ მისი
მნიშვნელობა, რადგან კვლევის დასასრულს მათაც მოუწევთ თავიანთი ნამუშევრისთვის
ბიბლიოგრაფიის დართვა – ეს კვლევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამსჯელეთ ისინი ბიბლიოგრაფიის
არსზე, მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე. თუ მოხერხდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ისეთი
წიგნის მოძიება, რომელიც მოსწავლის თეზისს ეხება (მაგალითად, ენციკლოპედიისა), გაკვეთილი
კიდევ უფრო ეფექტური გახდება. მოსწავლეები თვითონვე დაინახავენ
ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას – გაიგებენ, სახელდობრ, რა წიგნების გამოყენება
შეიძლება შემდგომი კვლევისთვის ლოკალურიდან (სკოლის) ეროვნულ (რაიონულ)
ბიბლიოთეკამდე. თუ კლასში (სკოლაში) ელექტრონული რესურსი (ინტერნეტი) ხელმისაწვდომია,
აჩვენეთ მოსწავლეებს ნებისმიერი ისტორიული ვებგვერდი და მასზე მოცემული
ბიბლიოგრაფიის ნუსხა
[1]
.
ბ. წყაროთა ტიპები
რა ტიპის წყაროების გამოყენება შეიძლება ისტორიული
კვლევისას?
მთავარია, მოსწავლეებს ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის
წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ, წესით, დაბალი
კლასებიდანვე თანდათანობით უნდა განუვითარდეთ ისტორიის გაკვეთილებზე. მეათე კლასი
კი ამ უნარების კონცენტრაციას და აკუმულირებას ახდენს, რაც საბოლოოდ კვლევაში უნდა
აისახოს (ამიტომაც მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ეს კვლევა სწავლის უკანასკნელ ეტაპზე
შესრულდეს და არა მეათე კლასში).
მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის
წყაროები, მაგრამ მასწავლებელი მიუთითებს, რომ მათ რიცხვში აუცილებლად უნდა იყოს
პირველადი წყაროც (წყაროები).
წყაროს ტიპი თეზისსა და, საზოგადოდ, თემაზეა
დამოკიდებული. სადავო არ არის, რომ მრავალფეროვან წყაროებზე მუშაობა მოსწავლეებს
უფრო მეტ ინტერესს უღვიძებს: ინტერვიუ (მოსწავლემ თავად უნდა შეადგინოს კითხვარი და მის
მიხედვით ჩაატაროს ინტერვიუ), მოგონებები, ბიოგრაფია, პერიოდიკა, ვიზუალური წყაროები
(ფოტო-ფონო-აუდიო-ვიდეომასალები), დოკუმენტაცია, წერილები, დღიურები, ელექტრონული
მასალები (რომელთა შერჩევისას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო), მხატვრული
ლიტერატურა, კარიკატურები, პლაკატები (პოსტერები), რუკები. რაც უფრო
მრავალფეროვანია წყაროები, მით უფრო საინტერესოა კვლევის პროცესი, მოსწავლეებს
გაცილებით მოსწონთ მრავალფეროვან წყაროებზე მუშაობა, ეს მათ მოტივაციას უფრო მეტად
ზრდის (მინდა,კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მოსწავლეებს საჭირო უნარების დიდი
ნაწილი – წყაროებზე მუშაობა, მათი კრიტიკული ანალიზი და შეფასება – ამ დროისთვის უკვე
განვითარებული უნდა ჰქონდეთ, ისტორიის გაკვეთილებზე მათი გამოყენება ყოველდღიურობა
უნდა იყოს და არა სიახლე).
გ. წყაროების
კრიტიკული შესწავლა
[2]
მოსწავლემ კრიტიკულად უნდა განიხილოს თითოეული
წყარო, გამოყოს მისი ღირსებები თუ ხარვეზები, გაარკვიოს, მკაფიოდ არის თუ არა გამოხატული
სუბიექტური პოზიცია, იკითხება თუ არა წყაროში სტერეოტიპული აზრები. მთავარია, წყაროები
უშუალოდ ეხებოდეს მოსწავლის საკვლევ თემას, მნიშვნელოვანი იყოს ამ კვლევისთვის.
სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორეული წყაროების კრიტიკული
ანალიზი და ინტერპრეტაცია მოსწავლეს დაეხმარება, კარგად გაიაზროს საკვლევი თემა, საფუძვლიანად
გააანალიზოს დასახული პრობლემა და სხვადასხვა ჭრილში და სხვადასხვა პერსპექტივით
განიხილოს იგი.
თითოეული წიგნი/წყარო მოსწავლემ კრიტიკული
კითხვებით უნდა შეისწავლოს და გააანალიზოს.
კითხვების ნიმუშები
* ვინ არის წყაროს ავტორი? რა ეროვნებისაა იგი? აქვს
თუ არა ამას მნიშვნელობა?
* როდის არის დაწერილი წყარო? (აქ მოსწავლე მხოლოდ
თარიღის დადგენას კი არ უნდა დასჯერდეს, კრიტიკულადაც უნდა მიუდგეს მისი სანდოობის
საკითხს – ის ფაქტი, რომ წყარო დაწერილია მოვლენის დროს (ეს უმთავრესად პირველად
წყაროს ეხება), იძლევა თუ არა საშუალებას, ეჭვი შევიტანოთ ან, პირიქით,
დავწრმუნდეთ მის სანდოობაში?)
* ახერხებს თუ ვერა ავტორი, გადმოგვცეს დეტალური
ინფორმაცია საკვლევი თემის შესახებ?
* როგორია ავტორის სტატუსი?
* რა არის წყაროს ავტორის მიზანი?
* ვისთვის წერს ავტორი ამ წყაროს, ვისზეა იგი გათვლილი?
* რა მეთოდებს
იყენებს ავტორი წყაროში – მხოლოდ აღწერს ფაქტებს, გამოაქვს დასკვნები, აკეთებს შეფასებებს?
* იყენებს თუ არა
წყაროს ავტორი სხვა წყაროებს?
* მიკერძოებულია
თუ არა?
* გამოთქვამს თუ
არა სტერეოტიპულ შეხედულებებს?
წყაროს |
ვინ არის წყაროს ავტორი? როდის არის დაწერილი |
მიზანი |
რა მიზნით დაიწერა წყარო? რატომ? |
ღირებულებები
|
რას ვიგებთ ავტორის შესახებ? დროის შესახებ? |
ნაკლოვანებები |
რას არ გვამცნობს წყარო? რატომ? როგორ შეგვიძლია |
დ. ჩანაწერების გაკეთება:
მოსწავლემ, მას შემდეგ, რაც წიგნების/წყაროების შერჩევას დაიწყებს,
პარალელურად უნდა გააკეთოს არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ – ორგანიზება გაუწიოს
თავისივე კვლევას:
* გააკეთოს ჩანაწერები;
* დარწმუნდეს წყაროების შერჩევის მართებულობაში;
* აკონტროლოს დრო.
მასწავლებელი უნდა მართავდეს მოსწავლის კვლევის პროცესს. მან არ უნდა
„დაივიწყოს” კვირისა თუ კვირების წინ მიცემული დავალება, დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს
წყაროების მოძიება. რეკომენდებულია, გაკვეთილზე ამას დაეთმოს რამდენიმე წუთი;
მასწავლებელმა ჰკითხოს მოსწავლეებს, რა გაუჭირდათ, რა მოეჩვენათ საინტერესოდ, შესთავაზოს
დახმარება, მისცეს გეზი – სად შეიძლება მათთვის საჭირო წყაროების პოვნა. მნიშვნელოვანია,
მოსწავლემ ზუსტად იცოდეს, რამდენი დრო უნდა დაუთმოს წყაროების მოძიებას, როდის
უნდა დაასრულოს ეს პროცესი (ეს იმაზეა დამოკიდებული, სად ცხოვრობს მოსწავლე,
რამდენად მიუწვდება ხელი წყაროებზე. საშუალოდ ამისთვის შეიძლება 5-8 კვირა მივცეთ.
ეს დოგმა არ არის, შეიძლება ლავირება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ
უმჯობესია, თქვენ მიერ შემუშავებული გრაფიკი, რომელსაც მოსწავლეებს თავიდანვე
გაუზიარებთ, არ შეცვალოთ).
ჩანაწერების-ჩანიშვნების
გაკეთება (მოსწავლეებს ეს კითხვარი, წყაროების
მოძიების გეგმა
[3]
და დავალება დაურიგეთ წყაროების მოძიების პროცესის დაწყებამდე და მოითხოვეთ იგი
დასრულებისას)
წყაროების მოძიების გეგმა
*
რატომ ავირჩიე კონკრეტული საკვლევი თემა/თეზისი?
*
რატომ ავირჩიე ეს წყარო/წყაროები?
*
რატომ მიმაჩნია, რომ ეს წიგნები (წყაროები) მნიშვნელოვანია ჩემი კვლევისთვის?
*
5-7 წიგნი (წყარო), რომლებიც მოვიძიე და ჩემი კვლევისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია
წიგნის სათაური |
|
ავტორის ვინაობა/ წიგნის გამოშვების თარიღი |
|
გამომცემლობა/ გამოყენებული გვერდები |
|
ინფორმაცია
|
ე. რამდენი წყარო
უნდა გამოიყენოს მოსწავლემ ისტორიული კვლევისთვის?
თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს შორის დღემდე მიმდინარეობს
დავა, მივუთითოთ თუ არა მოსწავლეებს წყაროების რიცხვი. მე პრაქტიკოსთა მოსაზრებას
ვემხრობი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დაახლოებითი რაოდენობის მითითებით მოსწავლეებს
კი არ ვზღუდავთ, არამედ ვეხმარებით. კერძოდ, სასურველია, კვლევის წარმოებისას
მოსწავლემ გამოიყენოს ხუთი-შვიდი წიგნი.
რით არის კარგი რაოდენობის განსაზღვრა? უპირველესად,
იმით, რომ თავიდან აგვაცილებს კვლევის ზედაპირულობას (დაკონკრეტების გარეშე
მოსწავლემ შესაძლოა მხოლოდ ორი ან სამი წყარო მოიძიოს, რაც კვლევა კი არა, მხოლოდ წყაროების
შედარება იქნება). მეორე: მოსწავლეები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ კვლევას; ამ
რაოდენობის ისტორიული წყარო (წიგნი) კი მათ მართლაც მისცემს საშულებას, დასახული
პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლონ. ასე რომ, გირჩევთ, თქვენც ურჩიოთ მოსწავლეებს, ამ
კვლევისთვის დაამუშაონ მაქსიმუმ ექვსი-შვიდი და მინიმუმ ოთხი ისტორიული წყარო. მესამე:
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მოსწავლეები არიან და არა მეცნიერები,
ამიტომ კონკრეტიზაცია მათ უფრო დაეხმარება, ვიდრე ხელს შეუშლის. დაბოლოს, წყაროთა რაოდენობის
განსაზღვრით მოსწავლეებს დაეხმარებით კვლევის ორგანიზებაშიც – ეცოდინებათ, როდის
და რამდენი წყარო უნდა დაამუშაონ და თავიდან აიცილებენ იმ პრობლემას, რასაც დროის არარაციონალური
გამოყენება ჰქვია.
ვ. მასალის მოძიების
პროცესის დასრულებისას მოსწავლეებს სთხოვეთ,
შეავსონ მოცემული (ან მსგავსი) ცხრილი. მათ შესაძლოა ზუსტად არ ახსოვდეთ, როდის
წაიკითხეს ესა თუ ის წყარო და რამდენი დრო დაუთმეს მას, ამიტომ სასურველია,
მასწავლებელი ამასაც თავად დააკვირდეს. ცხრილი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ მოსწავლეთა
მიერ წყაროების მოძიების პროცესს, გაიგოთ მათი მოტივაცია და შეაფასოთ კიდეც.
კვლევის დღიური (ნიმუში)
რიცხვი/თვე გამოყენებული დრო |
რა ისწავლე ამ წყაროდან? |
კვლევის რა ეტაპზე ხარ ამჟამად? |
რა არის შენი კვლევის მომდევნო ეტაპი? |
|
|
|
|
[1]
https://en.wikipedia.org/wiki/Bibliography– მაგალითად,
ამ ვებგვერდზე მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს, რომ თავად ვიკიპედია ნაკლებად სანდო წყაროა,
მაგრამ მისი ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია იმ ბიბლიოგრაფიის მეშვეობით,
რომელიც თითოეულ სტატიას ერთვის.
დილაადრიან ჩამოდგა სოფლის ავტობუსი. ნასაუზმევს ყველანი
ჩავსხედით და გზას დავადექით. წინა დღის ნაწვიმარი და ცოტა მოჟამული დღე იყო. ამას
ისიც დაემატა, რომ ჩვენი მარშრუტის პირველი პუნქტი სასაფლაო აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე
ქართულწარწერიანი საფლავის ქვაც ვნახეთ.
სასაფლაოდან მეჩეთისკენ
დავეპირეთ. თბილად დაგვხვდნენ იქაურები – ჩაი, ტკბილეული, აწონილ-დაწონილი საუბარი
ქართულ-სპარსულ ურთიერთობებზე. ცოდვა გამხელილი ჯობია და, ერთადერთი, რასაც ვერ შევეწყვეთ,
ფეხმორთხმით ჯდომა იყო. ადამიანური და სავსებით გასაგები ამბავია: სადაც მიხვალ, იქაური
ქუდი უნდა დაიხურო, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ბოლომდე არ გემორჩილება ეს ქუდი,
შეჩვევა გიჭირს, სხეული არ მოგყვება.
საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ორი საათი გაგრძელდა,
რაც გაცილებით მძაფრი და მტკივნეული იყო შედარებით პასიურ მდგომარეობაში მყოფებისთვის.
ბოლოს ბელა შალვაშვილმა, ფირდოუსის „შაჰნამეს” მთარგმნელმა, გვიხსნა. თითქოს ყველა
ჩვენგანის სევდა ამოაყოლაო, უბრალოდ და უაქცენტოდ თქვა:
– ეეჰ, ჯაანსულოოო!
შემდეგი გაჩერება, თუ არ ვცდები, კულტურის ცენტრი იყო.
საერთოდ, ირანში ყოფნისას ძალზე ხშირად გვიხდებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებში
სტუმრობა, რაც გასაკვირი არც უნდა
ყოფილიყო – მწერლებისა და გამომცემლების დელეგაცია უმთავრესად ასეთ ადგილებში უნდა
ხვდებოდეს მასპინძელ მხარეს, მაგრამ ამ დისკუსიებმა თანდათან ისეთი მასშტაბური და ყოველდღიური
სახე მიიღო, რომ ერთ დიდ მოწყენილობად იქცა.
სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ქართულ ოჯახში
გატარებული დაუვიწყარი წუთები ყოველი ჩვენგანისთვის დარჩება წარუშლელ მოგონებად. იქ
გაცნობილი ადამიანები, მეგობრული, გულახდილი, მონატრებული საუბრები ალბათ ბევრ რამეს
გადაწონის, რაც მანამდე გვინახავს და გაგვიგონია.
და კიდევ ერთი – სკოლის
ამბავი.
დაწყებით სკოლაში
მისვლა თავიდან კულტურის ცენტრში სტუმრობას ჰგავდა: საპატიო შეხვედრა, ცალკე ოთახში
გამართული, და ჩამოსვლის დღიდანვე ადევნებული მეთვალყურეები (“მზირები” სულხან-საბას
ენაზე), რომელთა პატივისცემის, თანალმობისა და ყურადღების ჯეროვნად დაფასება, მეეჭვება, ოდესმე შევძლოთ.
გამომსვლელები არ ცხრებოდნენ, ხაზს უსვამდნენ და ზომიერად, განსაზღვრული ემოციის ფარგლებში
აღნიშნავდნენ ქართველების კავშირსა და დამოკიდებულებას ფერეიდანთან. მოულოდნელად ვიღაცამ მიჩურჩულა: “დიდად ვერ ვამბობთ: გაუმარჯოს საქართველოს!”
– და მაშინ მივხვდი, რომ ეს შეხვედრა სხვებივით ჩვეულებრივად არ ჩაივლიდა.
დერეფანში რომ გავედით, ღია კარიდან შევნიშნე კიბის
გასწვრივ რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ბავშვები. სასკოლო ფორმაში გამოწყობილები,
ხმაგაკმენდილები უსმენდნენ ნომადი ბართაიას, რომელიც საადი შირაზელის უკვდავ ლექსს
კითხულობდა სპარსულად და ქართულად:
“ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის მაღალი ღმერთის,
დაეკარგება მოსვენება უთუოდ ყველას,
თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთიც”.
ეს სტრიქონები გაეროს
შტაბბინის შესასვლელს ამშვენებს ნიუ იორკში
და უკეთესად ალბათ შეუძლებელია იმის გადმოცემა, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის
მის გვერდით, მის მეზობლად თუ ათასობით კილომეტრის მოშორებით მცხოვრები ადამიანი, მისგან
რჯულით, ეროვნებით, კანის ფერითა და
შეხედულებებით განსხვავებული.
…ლექსი ჩამთავრდა
თუ არა, იხუვლეს ბავშვებმა, სტუმრებს შემოეხვივნენ, ხელს ართმევდნენ, ეფერებოდნენ,
ეხუტებოდნენ, სალაპარაკოდ იწვევდნენ: “ქართველი ხარ? მე ქართველი ვარ!” “მე
ქართველი ვარ!” ერთმანეთსაც აქეზებდნენ, ეჯიბრებოდნენ, ეცილებოდნენ თავიანთი შორეული
ნათესავის, თვისტომის მისალმებაში…
ბავშვების წრეში ვიდექი, მაგრამ კარგად დავინახე, როგორ
აუწყლიანდა თვალები კახმეგ კუდავას და როგორ დაიბნა თემურ ჩალაბაშვილი. სხვებიც ამ
დღეში ვიყავით, მოზღვავებული ემოციებითა და მოულოდნელი სიხარულით დატყვევებულები.
და მაშინ, ბავშვების ჟივილ-ხივილსა და მათ დასაშოშმინებლად
შემართული მეთვალყურეების ხმამაღალ უკმაყოფილებაში, მახსოვს, კიდევ ერთხელ, ვიღაცამ
რომ მიჩურჩულა:
– ფერეიდანი ერბოა წყალში, არ შაერევის!..
გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარება არ არის მხოლოდ მშობლიური ენის, როგორც საგნის, მიზანი. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი.
_________ (გმირის სახელი)______ ისტორიაში შევიდა, როგორც —————
ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ———————————
(გმირის ხასიათი/თვისება) —————————–
აი, სამაგალითო ხალხი, ვისაც ესმის უმთავრესი რამ: ის, რომ ადამიანის ძალა მისი განათლებაა, ხოლო სტაბილური ცხოვრებისთვის დაცული და სუფთა გარემოა ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ ესმით ისიც, რომ მთავარი არა შვილების რაოდენობა, არამედ გაჩენილ შვილებზე სათანადოდ ზრუნვაა.
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
–
თქვენმა პროზამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, მაგრამ არ ცხრება სერიოზული დისკუსიები
მის გარშემო. კერძოდ, ამბობენ რომ ძალზე ზედაპირულად, დასავლური სამყაროსთვის ჩვეული
თვალსაზრისით იხილავთ ისლამის არსს.
– მაჰმადიანური
სამყაროს შესახებ მსჯელობა ყოველთვის რთულ მდგომარეობაში აქცევს
ადამიანს. ზოგიერთი ინტელექტუალი აუცილებლად შეეცდება, სახელი გაგიტეხოთ – ამისთვის
საგანგებო გასამრჯელოა დაწესებული – და არავის აინტერესებს თქვენ მიერ გამოთქმული შეხედულებების
ჭეშმარიტი დედააზრი.
– თქვენ თალიბანი მტაცებელთა ხროვას
შეადარეთ…
– ეს შედარება მე კი არა, ჩემს ცოლს
ეკუთვნის. ის პაკისტანელი ჟურნალისტია და მრავალი
წლის განმავლობაში მისთვის გამოყოფილ სპეციალურ
საგაზეთო სვეტში სწორედ პაკისტანელი ჟურნალისტივით
წერდა.
–
ხომ არ გაოცებთ, რომ პაკისტანში, ინდონეზიაში, მალაი- ზიაში ოსამა ბენ
ლადენს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს?
– არა, არ მაოცებს.
ამ ქვეყნების მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ ადამიანები, რომელთაც მიაღებინეს
მაჰმადიანობა და ისინი, არაბებთან შედარებით, ყოველთვის გრძნობენ თავიანთ არასრულფასოვნებას.
ახალმოქცეულთა ნევროზი ნაწილობრივ იმითაც აიხსნება,
რომ მათ გამუდმებით უნდა ამტკიცონ თავიანთი გათვითცნობიერებულობა ახლად მიღებული სარწმუნოების
საკითხებში; ერთი ფრანგული ანდაზისა არ იყოს,
უფრო თავგამოდებული როიალისტები უნდა იყვნენ, ვიდრე – თვით მეფე.
–
ალბათ, სწორედ ამ ფაქტორს გულისხმობდით, როდესაც წერდით ისლამის იმპერიული ამბიციების შესახებ და აღნიშნავდით, რომ ის მიისწრაფვის, სულ უფრო მეტად
გააფართოო საკუთარი საზღვრები არამაჰმადიანთა განადგურების საშუალებით?
– დიახ. ოღონდ
ვსაუბრობდი, საერთოდ, ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელთა წეს-ჩვეულებები და აზროვნების
წესი უცხოა მაჰმადიანთათვის. გაბატონდა წარსულისა და სულიერების წინააღმდეგ მიმართული
ტენდენცია. აი, რაში მდგომარეობს ახალმოქცეულთა შემზარავი ნევროზი.
– რა თვისებები ანიჭებს ისლამს
ასეთ მიმზიდველობას?
– მოგითხრობთ
ერთ ამბავს, რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა. ინდოეთის პირველი პროვინცია, რომელიც მაჰმადიანებმა
დაიპყრეს, სინდი გახლდათ (ახლა ის პაკისტანის ნაწილია). სინდის მმართველი მამაცურად
ებრძოდა დამპყრობლებს, მაგრამ მას ერთხელ აცნობეს, რომ მაჰმადიანები ერთ გუნდად შეკრულნი ლოცულობდნენ, რის შემდეგაც მმართველი
შიშმა აიტანა. ის მიხვდა, რომ სამყაროში გაჩნდა სწორედ ის ახალი ძალა, რომლითაც ეგზომ ამაყობენ მაჰ- მადიანები:
ხალხის ერთობა. ეს იდეა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე.
–
რას იტყოდით ისლამის ისეთ ნაირსახეობაზე, რომელიც
არ აღიარებს ფუნდამენტალიზმის იდეებს?
– ვფიქრობ, რომ ტერმინი “არაფუნდამენტალისტური ისლამი”
ლოგიკურად არაკორექტულ ცნებას წარმოადგენს; ისლამი იმგვარი დოქტრინაა, რომელიც ყოველთვის
ამართლებს ახალი ტენდენციების დათრგუნვას.
სამოთხის მოპოვებისკენ სწრაფვისას ზომიერებას
ვერავინ დაიცავს. საუბრები ზომიერების შესახებ მხოლოდ იმ პოლიტიკოსების მიერ გამოყენებული
ფანდია, რომლითაც სურთ ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვა.
– რას ფიქრობთ 11 სექტემბრის გამომწვევ მიზეზებზე?
– მიზეზები არ არსებობდა. მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა რელიგიური
სიძულვილი, რელიგიური მოტივაცია. არა მგონია,
რომ მოვლენების პროვოცირება განახორციელა ამერიკის საგარეო პოლიტიკამ. კონრადის ერთ-ერთ
მოთხრობაში (სადაც მოქმედება ოსტ-ინდოეთში
ვითარდება) აღწერილია ველური, რომელიც ხვდება, რომ სამყაროს წინაშე უიარაღო აღმოვჩნდით და მრისხანედ
შეჰყვირებს. ალბათ, სწორედ ეს ხდება ამჟამად. დასავლეთის სამყარო სულ უფრო მეტად შეუვალია იმათთვის, ვისაც არაფერი გააჩნია რელიგიის გარდა. რელიგია კი სულ
უფრო იმორჩილებს ასეთ ადამიანებს, თუმცა, რა
თქმა უნდა, მას არ ძალუძს პრობლემის გადაწყვეტა. მახსოვს, 70-იან
წლებში, ნავთობის ბუმის დროს, მაჰმადიან ხალხებს გაუჩნდათ საკუთარი ძლევამოსილების
ილუზია და ისეთი შეგრძნება, თითქოს ღმერთმა მაჰმადიანთათვის საგანგებო სუპერმარკეტი გახსნა. მაგრამ ამ ადამიანებს
არ ესმოდათ, რომ ყველაფერი, რაც მათ ძლევამოსილების
შეგრძნების საფუძველს უქმნიდა, სხვა ცივილიზაციის
პროდუქტი გახლდათ. ამის აღიარება მაშინაც და ახლაც აუტანელია ამ ხალხისთვის.
–
ხომ არ ფიქრობთ, რომ ნობელის პრემიათა მიმნიჭებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა
11 სექტემბრის მოვლენებმა?
– არ ვიცი. ჯერ
კიდევ 1973 წლიდან ვვარაუდობდი, რომ ჩემს კანდიდატურას
განიხილავდნენ. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ჩემ
წინააღმდეგ დაიწყო ინტენსიური და ფრიად წარმატებული კამპანია.
– ვისი თაოსნობით?
– მათი, ვისაც
სურდა, სამარცხვინო ბოძზე მივეჯაჭვე, როგორც რასისტი და “მესამე სამყაროს”
მტერი.
–
ნუთუ არ დაგღალათ დისკუსიებმა თქვენს ნაწარმოებებთან დაკავშირებით?
– არა, ისინი
სრულიად არ მაღელვებს. საერთოდ კი, მწერლისთვის ძალზე არსებითია, რომ მისმა შემოქმედებამ მტრული გრძნობები გაუღვიძოს ვიღაც-ვიღაცებს. უამისოდ
შემოქმედი მკვდარია.
–
თქვენ წერდით, რომ ისლამის ისტორიკოსი არ ბრძანდებით. მაშასადამე, ისლამის
შემსწავლელ მეცნიერთა ნაშრომებს ემყარებოდით?
– სულაც არა.
ვმოგზაურობ, ვხვდები ადამიანებს. ისინი მიყვებიან მათთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
მოვლენების შესახებ. ინდოეთსა ან აფრიკაში გასამგზავრებლად არ მჭირდება მეცნიერული
ნაშრომების კითხვა – უბრალოდ, იქ ისე უნდა გავემგზავრო,
რომ წინასწარ არაფერი შევისწავლო და უშუალოდ
დავაკვირდე მიმდინარე ამბებს. მეცნიერი ჯერ იკვლევს და, დასკვნები შემდგომ გამოაქვს. მე კი უამისოდაც იოლად გავდივარ. დაე, მკითხველი
დააკვირდეს იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ვწერ და თვითონვე გამოიტანოს დასკვნები.
inglisuridan Targmna Tamar
lomiZem