წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
მნიშვნელოვანია შეფასების პროცესის უწყვეტობა. სასურველია, შეფასება ფოკუსირებული იყოს როგორც წერის პროცესზე, ისე წერის პროდუქტსა და წერის პროცესის
მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებაზე.ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი ფორმით. აღნუსხვის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა შეფასების ცხრილები (სქემები), მოკლე ჩანაწერები, პორტფოლიოები, ხელს უწყობენ ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის წერითი უნარებისა და ინტერესების შეფასებაში.
ამ პროცესში სასურველიაგამოყენებული იყოს როგორც მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და მასწავლებლის შეფასება, ასევე სამივეს კომბინაცია.
წერის ყოველ ფორმატს შესაბამისი კრიტერიუმები აქვს. ამ კრიტერიუმებს განსაზღვრავს აუდიტორია, მიზანი და ფორმატი. მოთხრობა განსხვავდება წერილისაგან, ხოლო ორივე განსხვავდება ესესაგან.აქედან გამომდინარე, განსხვავებულია კრიტერიუმებიც. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იცნობდნენ იმ წერითი ფორმატის კრიტერიუმებს, რომელიც შეარჩიეს ან მასწავლებელმა შეურჩია. სასურველია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ეს კრიტერიუმები ერთად განსაზღვრონ.
ქვემოთ
რამდენიმე სახის წერითი დავალებისათვის მოცემულია ცხრილის (სქემის) ნიმუშები.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ წერის პროცესის არსი და მისი მნიშვნელობა. როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არამარტო წერის პროცესი და პროდუქტი, არამედ მოსწავლის დამოკიდებულება წერის მიმართ. ამისათვის გთავაზობთ კონკრეტული საქმიანობის აღწერას.
წერის პროცესის მიმართ მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენა
·
დაფაზე ან ფურცელზე დაწერეთ დაუსრულებელი წინადადება: “წერის პროცესი ჩემთვის არის…” შესთავაზეთ მოსწავლეებს მცირე ჯგუფებში მსჯელობის შემდეგ წარმოადგინონ წინადადების დასრულების ვარიანტები.
·
ყველას მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მათი აზრები დაფაზე ან ქაღალდზე დაწერეთ. ზოგიერთი აზრი შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველიც იყოს (მაგალითად: დამღლელია, დიდ დროს მოითხოვს, უინტერესოა და ა. შ.), მაგრამ მნიშვნელოვანია მათი მოსმენა იმისათვის, რომ შემდეგ შესაბამისი მიმართულებით იმუშაოთ.
გამოიყენეთ მოსწავლეთა პასუხები იმისათვის, რომ გადახვიდეთ წერის შესახებ დისკუსიაზე. მოსაზრებები
განათავსეთ ცხრილში:
წერის პროცესის |
წერის პროცესის |
|
|
„უარყოფით
მხარეებში” შესაძლოა უფრო ბევრი მოსაზრება მოხვდეს, მაგრამ დაეხმარეთ მოსწავლეებს იმის გაგებაში, რომ წერა კომუნიკაციის ბუნებრივი საშუალებაადა ხაზი გაუსვით წერითი კომუნიკაციის მნიშვნელობას. აუხსენით, რომ წერის პროცესში მასწავლებელი და მოსწავლეები ითანამშრომლებენ, ეს მათ
სირთულეების დაძლევასა და წერითი უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
იმისათვის, რომ
მოსწავლეთა თანამშრომლობას შევუწყოთ ხელი, ვაწყვილებთ მათ და ვთხოვთ, ერთმანეთის
ნაწერის წაკითხვის შემდეგ შეავსონ „აზრთა გაზიარების ცხრილი”.
აზრთა გაზიარების ცხრილის ნიმუში
ავტორი ——————————————- თარიღი———————–
სათაური —————————————— ჟანრი/ფორმატი ———————–
მე წავიკითხენაწერი:
ერთხელ —– ორჯერ —– რამდენჯერმე——
ყველაზე მეტად შენს ნაწერში მომწონს შემდეგი მონაკვეთი: __________________________________________________________________________________
აქ
კარგად ჩანს: ___________________________________________________________________________________
ერთი ცვლილება, რომლის შეტანაც მიზანშეწონილად მიმაჩნია, შემდეგია: ____________________________________________________________________________________
ვფიქრობ, ეს ცვლილება გამართლებულია იმიტომ, რომ_______________________________________________________________________________
ასეთი ცხრილი სასარგებლოა ერთდროულად როგორც ნაწერის ავტორისათვის,
ისე შემფასებლისთვის. ერთი მხრივ, მოსწავლეები ივითარებენ ნაწერის რედაქტირების
უნარ-ჩვევას, მეორე მხრივ, ეჩვევიან არგუმენტირებულ და სტრუქტურირებულ მსჯელობას.
გთავაზობთ კიდევ ერთ ცხრილს, რომელიც განმავითარებელ შეფასებაზეა ორიენტირებული და
მისი გამოყენება სასურველია ნაწერის პირველი (შავი) ვარიანტის შექმნის შემდეგ. ასეთი
ცხრილი ეფექტურია როგორც თანატოლთა მიერ ურთიერთშეფასებისათვის, ისე მასწავლებლის
მიერ მოსწავლის ნაშრომის პირველი ვერსიის შეფასებისა და განმავითარებელი
კომენტარისათვის.
წერითი დავალების შეფასების ცხრილის ნიმუში
მოსწავლე——————————– კლასი———————— თარიღი———–
კრიტერიუმები |
დიახ |
არა |
ნაწილობრივ |
რეკომენდაცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: მასწავლებლებს შეუძლიათ ამ ცხრილის მორგება მათ მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის. ერთი საკონტროლო ცხრილი შეიძლება არ შეიცავდეს ყველა კრიტერიუმს; ნაწერის რედაქტირება/კორექტირება ადვილად დასაძლევია, როდესაც კონკრეტული და ამასთან ნაკლები კრიტერიუმია დასახელებული.
ერთდროულად განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისათვის
ყველაზე ეფექტურია ანალიტიკური სქემები.
მაგალითისათვის გთავაზობთ შინაარსისა (შედარებით დაბალი საფეხურის – IV-VI კლასის მოსწავლეებისათვის) და ესეს შეფასების ანალიტიკური სქემის ნიმუშებს.
წერითი დავალების შეფასების
კრიტერიუმები შინაარსისთვის
I კრიტერიუმი
შინაარსობრივი |
|
შინაარსს |
3 |
შინაარსის |
2 |
თანამიმდევრობა |
1 |
დარღვეული |
0 |
II კრიტერიუმი
ნაწერის |
|
ნაშრომი შეკრულია, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი, |
2 |
ნაშრომი შეკრულია, თუმცა აბზაცები ზოგ შემთხვევაში |
1 |
ნაშრომი არ არის შეკრული, აბზაცები არასწორადაა/საერთოდ |
0 |
III კრიტერიუმი
სტილი |
|
ლექსიკა მდიდარია, |
3 |
ლექსიკა შინაარსის ადეკვატურია, თუმცა ნაკლებად იყენებს |
2 |
ლექსიკა ღარიბია, თუმცა აზრი გასაგები. არ იყენებს ახლადშესწავლილ |
1 |
ლექსიკა |
0 |
IVკრიტერიუმი
ენობრივი |
|
ნაშრომში არ არის დაშვებული ….–ზე მეტი ისეთი ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, |
2 |
ნაშრომში არ არის დაშვებული |
1 |
ნაშრომში დაშვებულია ….–ზე |
0 |
შენიშვნა: აქაც და ქვემოთ მოცემულ ცხრილშიც ღიად არის
დატოვებული ენობრივი შეცდომების რაოდენობა. მათი განსაზღვრა მასწავლებელს თავად შეუძლია კლასის
სპეციფიკის, დავალების სირთულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ესეს შეფასების კრიტერიუმები
I კრიტერიუმი
შინაარსობრივი |
|
დავალების პირობა |
2 |
დავალების პირობა ნაწილობრივ |
1 |
დავალების პირობა |
0 |
II კრიტერიუმი
ნაწერის |
|
ნაშრომი კარგადაა შეკრული, ლოგიკურად ენაცვლება |
1 |
ნაშრომში დარღვეულია ტექსტის არასწორადაა გამოყოფილი. |
0 |
III კრიტერიუმი
მსჯელობის |
|
მსჯელობა დამაჯერებლადაა |
2 |
მსჯელობა მთლიანად |
1 |
მსჯელობა ზოგადია, სქემატური. |
0 |
IV კრიტერიუმი
დამოუკიდებელი |
|
ნაშრომში გამოვლინდა |
1 |
მსჯელობა ტრაფარეტული და |
0 |
V კრიტერიუმი
ლექსიკა და |
|
ნაშრომში |
2 |
ნაშრომში აზრი გასაგებია, |
1 |
ლექსიკა მწირია, სტილი – |
0 |
VI კრიტერიუმი
სინტაქსი, მორფოლოგია, |
|
ნაშრომში არ არის დაშვებული |
2 |
ნაშრომში არ არის დაშვებული |
1 |
ნაშრომში დაშვებულია …….. |
0 |
მოცემულ ცხრილებს (სქემებს) მხოლოდ
სარეკომენდაციო დანიშნულება აქვთ. მათი ადაპტირება მასწავლებლებს
შეფასების მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად შეუძლიათ.
ჰოდა, ერთხელ მეც მოვხვდი ასეთ სოფელში, სახელს, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, დავარქვათ თუგინდ რაღაცისკარი, თუმცა რაღა ცისკარი და ცისკროვანება დავაბრალოთ, უბრალოდკარი იყოს, როგორც შეშვენის. ახლა ამ ბოდიალს რისთვის მოვყევი – თხრობის დასაწყისიდანვე იმ სოფლის ჰაერი რომ ჩაისუნთქოთ და იმისმა მზემაც ცოტა გაგრუჯოთ, აი, ამისთვის. ცოტა ენასაც წავუძველმოდურებ, უბრალოდკარზე ჩემმა მტერმა ილაპარაკოს თანამედროვე სლენგითა და პრანჭულობით. იქა სხვანაირად უბნობენ, თავისებურად, ლაღად, არცუდარდელად, არცაფხიზლად, რაღაცნაირად უფრო. ჰოდა, ბირჟამ დიდხანს კი შეგვაყოვნა, მაგრამ გზა განვაგრძოთ. რას ვიფიქრებდი, თუ ამხელა ბრალის მქონე უბრალოდკარში საბას გავიცნობდი. ორბელიანს არა, მაგრამ ორბორბლიანი ველოსიპედით აქეთ-იქით მოჭრიჭინეს – კი. ველოსიპედის ბარგდამჭერზე (არც კი ვიცი, არსებობს თუ არა ეს სიტყვა, მაგრამ რაღაც მსგავს სიტყვებს ხომ იყენებენ ხოლმე გრამატიკოსნი?! – ავტ. შენ) ერთი დიდი რიყის ქვა დაემაგრებინა და დადიოდა. მომწვანო ქვა იყო, არაფრით გამორჩეული. არაფრით გამორჩეული – ჩემთვის, თორემ საბას კი ჰყავდა კაი კნეინასავით დასკუპებული და დააბრძანებდა.
პატარა იყო საბა, პაწაწკინტელა, ახლა კი იქნება თორმეტ წლამდის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩემი უბრალოდკარისეული ვოიაჟი ექვსი წლით გვაშორებს დღევანდელობას, ვივარაუდებ, რომ მაშინ საბა ის-ის იყო სკოლისთვის ემზადებოდა და ჯერაც არ ენახა ია, თითი, თოხი და მრავალი სხვა სასწაული. კითხვა შევბედე, რა არის ეგ ქვა, რად დაგიმაგრებია და დაატარებ აქეთ-იქით, არ გამძიმებს-მეთქი? ეს სხვანაირი ქვააო, – მიპასუხა.
კარგა ხანს ვუტრიალე, აბა, მე ქვებისა რა გამეგება, იქნებ საბამ უკეთ იცის-მეთქი, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ აღმოვუჩინე იმ ქვას სხვანაირობისა, კიდევ ვკითხე, რითია-მეთქი სხვანაირი. აი, მანდ კი ერთი ისეთი შემომიბღვირა, თავი დაფასთან მდგარი ოროსანი მოსწავლე მეგონა, გაკვეთილი რომ არ იცის და მასწავლებლის ბოლო სიტყვებს იმეორებს, იქნებ ჩამეთვალოსო. რითია სხვანაირი და ლამაზიაო, მიპასუხა, ველოსიპედი გააჩერა, ქვა ბარგდამჭერიდან მოხსნა, გულში ჩაიხუტა და წაფრატუნდა. დავრჩი ისე, გაქვავებული.
უცნაური ბავშვი იყო საბა, მას მერე არ მინახავს, ნეტავ ახლა როგორია, სოფლის ბირჟის კოლორიტებივით პრიალაფეხსაცმლიანი თუ ისევ თავისებური? როდის, რომელ დღეს მოისროლა ის ქვა სადმე ეზოში? ან იქნებ ახლაც ინახავს, როგორც სხვანაირს, ლამაზს. არ ვიცი და სულ მაინტერესებს, იმ დღეს კი ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელმა ამბავმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. უფრო კი იმაზე, რაზეც ჩემამდეც არაერთი დაფიქრებულა: რა გვქმნის ადამიანად? რამდენად ვეწინააღმდეგებით საკუთარ სურვილებს, რამდენად ვძირავთ, ვახრჩობთ საკუთარ მეს და რამდენად ვუმორჩილებთ მას გარემოსა და გარეშემოხვეულ ხალხს? ერთი კია, საბას შემყურემ ისიც წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, იქვე, „ასმეტროში”, ბირჟაზე მდგარ პირობითადგივიას ერთ დილასაც რომ გაეღვიძა, ჩვეულებისამებრ გაბანცალებულიყო ეზო-კარში, იქვე, ატმის ხისკენ ხელი აეწვდინა, ტოტი მოეტეხა, სტვენა-სტვენით გაეგრძელებინა გზა ვიდრე ბირჟამდის და შემდეგ ძმა-ბიჭებთან მდგარს ეს ატმის მოტეხილი ტოტი მოემარჯვებინა და ეთქვა: „ატმის რტოო, დაღალულო რტოო…”
ისე მე ვიხარო, რაც მაგის მერე პედერასტის სახელი ვეღარ მოეცილებინა იმ ჩემი ცოდვით სავსე პირობითადგივიას. უკეთეს შემთხვევაში „ტრამპა-ცუმპას” შეარქმევდნენ და ორი კვირის სამასხარაოც მიეცემოდათ. არადა იმ მომასხარავეთა შორის, ვინ იცის, იქნებ ჯემალაც მდგარიყო, რომელსაც რომ ბავშვობაში, ექვსი წლისას, ქვა დაჰქონებოდა გულში ჩახუტებული, ანდა ბალახი, ანდა ყვავილი, ანდა ჯოხი, ხარახურა ათასნაირი, დაჰქონებოდა და ჩემნაირი ჩასულ-პიჟონებისთვის ეთქვა, აბა, შენ რა გესმის, ეს განსხვავებული ჯოხია, ლამაზიო. მაგრამ გაიზარდა ის ჯემალაც და პირობითადგივიას „ტრამპა-ცუმპა” შეარქვა, ატმის რტოს რომ ლექსებს უძღვნის, იმიტომ. ჰოდა, შემეშინდა მერე, რაღა საბაში ჩასახლდება ქრისტე ანდა მარტინ ლუთერი-მეთქი. როზა პარქსი იყოს თუგინდ. ამათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – შეუძლიათ, თავისზე მეტთ და ძლიერთ უთხრან: ცდები შენ, ათასი კი ხარ ჩემ წინაშე, მაგრამ ცდები მაინც, მე მარტო ვარ და მართალიო. მაგრამ საბა? გალუთერდებოდა კი? თუ უფრო გალოთება ელოდა? ერთ დღესაც იმ თავისი განსხვავებულიქვით ჩაივლიდა ბირჟისკენ და ეტყოდა პირობითადგივია: შვილოსა, მიდი, აბა, ბებიაშენ მაყვალას შეაგინეო. შეაგინებინებდა ბოლოს მაინც. ქვასაც მოასროლინებდა. სიგარეტსაც მოაწევინებდა, როცა რომ. ქალსაც მაატ… მოკლედ, თავის თარგზე მოჭრიდა, როგორც ნამდვილ ქართველ მამაკაცს შეშვენის.
ჰოდა, საბაც, თვითონ საბაც, თვითონ, აი, ჩვენი საბაც, დაინახავს ერთ დღეს პატარა ლევანიკოს, ყვავილჩახუტებულს და არც გაახსენდება, როგორ დაჰქონდა რიყის განსხვავებული და ლამაზი ქვა. ან გაახსენდება და დაივიწყებს წამიერადვე. მივა და აუხსნის, როგორ არ უხდება კაცურ კაცს ყვავილით სიარული და რო დიდი ბიჭია უკვე ასეთი სისულელეებისთვის. იმ ყვავილს გადააგდებინებს, პაპამისისთვისაც შეაგინებინებს, სიგარეტსაც მოაწევინებს, როცა რომ და ა.შ. საბავე იზამს ამას. მერე ლევანიკო გაიზრდება, გალევანდება და ა.შ. ვიდრე მარტინ ლუთერს არ გადაეყრება ერთ-ერთი.
მე კი ვიჯექი ცხვირჩამოშვებული, მაგრამ დიდად არ შეუმჩნევიათ ეს ამბავი, დაღლილობას დააბრალეს და გააგრძელეს ლხინობა. მხოლოდ შიგადაშიგ ამ მშვენიერ ნადიმს სუფრის ირგვლივ მობოდიალე ბავშვების ხმაური თუ დაარღვევდა. დაბაჯბაჯებდნენ ცალ ხელში კიტრით და მეორეში ტარხუნის ლიმონათით მომავალი პირობითადგივიები და ყველა საგანს სხვანაირი საკრალურობით აღიქვამდნენ. ასე იყო, ვიცი, მე ხომ მაინც ვიცი. საბას რომ ვკითხე ქვაზე, მაშინაც ხომ ვიცოდი. აბა, პირდაპირ ხომ არ ვეტყოდი, ბავშვობაში როგორ მიყვარდა ერთი პატარა თოჯინა-მარიონეტი, სახელად ჯაჯუ, ჰო, აი, სწორედ ის, მერე სანაგვეზე რომ მომასროლინეს ახლობელ-მზრუნველებმა „დროაგაიზარდოს” ცნობილი შელოცვის თანხლებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის საშუალო სკოლა, 1952 წ.
იაპონია, 1935 წ.
ოსმალეთის იმპერია, სამედიცინო სკოლა, 1904 წ.
პაკისტანი, 2012 წ.
ბრაზილია, 1930 წ.
ზიმბამბვე, 2013 წ.
ინდოეთი, 1981 წ.
ამერიკა, 1956 წ.
ფინეთი, 1929 წ.
საბჭოთა კავშირი – რუსეთი, 1941 წ.
ავსტრალია, 1960 წ.
ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1883 წ. მესამე რიგში მარცხნიდან მე-3 – ექვთიმე თაყაიშვილი
ნიგერია, 2008 წ.
სინგაპური, 1993 წ.
ამერიკა, 1946 წ.
სოფელ ჭოგნარის სკოლა, 1980-იანი წლები.
მალაიზია, გოგონათა ჩინური სკოლა, 2011 წ.
ამერიკა, ქალბატონ ლამონტის სკოლა, 1893 წ.
ირანი, 1930 წ.
ირანი, 2010 წ.
დღეს ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე სრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ, ის კიყველას ავიწყდება, რომ მსოფლიოპატარაა, ხოლო ადამიანები
ერთმანეთს ჰგვანან. თუ სხვაგან შესაძლებელია ამ მეთოდებით სწავლის შედეგების გაუმჯობესება, რატომ არის შეუძლებელი ეს საქართველოში? ბევრჯერ გამიგონია: „ეს ჩემსსკოლაში არ იმუშავებს,იმიტომ რომ…”, „ამით ვერაფერს მივაღწევთ…” მაგრამასე არ არის,მონდომების შემთხვევაში ჩვენც შევძლებთ, იქნებ, სხვაზე უკეთესადაც!
მონდომების შედეგს სწრაფად ვერ დავინახავთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
2001 წელს მარკ პრენსკიმ შემოიღო ტერმინი „ციფრული აბორიგენი”
იმ ადამიანების დასახასიათებლად, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც
ციფრულმა ტექნოლოგიებმა მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ინტერნეტს, მობილურ
კავშირს, პერსონალურ კომპიუტერს, ნოუთბუქს აღიქვამენ როგორც ჩვეულებრივსა და აუცილებელს,
მათთვის წარმოუდგენელია ცხოვრება ამ ტექნოლოგიების გარეშე.
დღეს ყველა აღნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების პროცესში
ცვლილებების შეტანაა საჭირო. დროსთან ერთად იცვლება თაობებიც და მათი მოთხოვნილებებიც,
ამიტომ აუცილებელი ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას. რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში
გამოუყენებელი ტექნოლოგიების არსებობით ვერაფერს შევცვლით; სასურველი შედეგი რომ მივიღოთ,
საჭიროა, მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს მათ მოწაფეებისთვის შემოქმედებითობის, თანამშრომლობის,
რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარების,
თვითრეგულირების, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარების განსავითარებლად.
თუმცა მასწავლებლის მონდომება არ არის საკმარისი. პედაგოგები
სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვისას უფრო მოტივირებულნი და თავდაჯერებულნი
არიან, როდესაც ხელმძღვანელობის მხარდაჭერას გრძნობენ. ისტ-ის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ინოვაციური სწავლებისას, ამასთან, პედაგოგს უნდა შეეძლოს ტექნოლოგიების
სწორად და ეფექტურად გამოყენება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ სასწავლო პროცესში ინოვაციური
მეთოდების დასანერგავად? ბევრი რამ, მაგალითად:
ა) დავეუფლოთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენებას. ამის წყალობით შევძლებთ, აქტიურად გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი
დამხმარე რესურსები და ისტ ტექნოლოგიები გაკვეთილებზე.
ბ) რეგულარულად გამოვიყენოთ ისტ. ეს ჩვენი სუსტი და
ძლიერი მხარეების დანახვაში დაგვეხმარება.
გ) არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საგანს ასწავლით – სასწავლო
პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყველას შეუძლია.
ისტ-ის მეშვეობით სწავლება
ხდება:
·
აქტუალური;
·
ხელმისაწვდომი და საინტერესო;
·
რეალურ ცხოვრებასთან
დაახლოებული.
ისტ ტექნოლოგიების გამოყენება:
·
ხელს უწყობს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას;
·
აძლევს მოსწავლეს პროცესებისა
და მოვლენების მოდელირების საშუალებას;
·
ხელს უწყობს მრავალმხრივ
განვითარებას;
·
აჩვევს სწავლასა და თანამშრომლობას;
·
იძლევა სწავლის საშუალებას
ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის გზით.
რატომ არის საჭირო სწავლებაში
ტექნოლოგიების ინტეგრირება
ცხრილში მოყვანილია
ტექნოლოგიებით სწავლების ზოგიერთი ასპექტი
მოსწავლეზე ორიენტირებული |
მხარდაჭერა |
ერთობლივი მუშაობა |
ცოდნის ფორმირება |
თვითრეგულირება |
თვითშეფასება |
პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლება |
აქტიური სწავლება |
პრობლემების მოგვარება |
ისტ–ის გამოყენება |
ჩაღრმავება |
საგანთაშორისი კავშირი |
პრაქტიკული ფასეულობები |
ინოვაციურობა |
კულტურული თავისებურებების გათვალისწინება |
ხალისით სწავლა |
რაციონალურობა |
მიღწევადი მიზანი |
რესურსების ხელმისაწვდომობა |
მართვადობა |
აქტუალურობა |
პროექტული მიდგომა |
კვლევა |
ციფრული შედეგები |
ტექნოლოგიების გამოყენებით
მკვიდრდება სწავლების ახალი ფორმები:
·
ბლოგები;
·
ტექსტური შეტყობინებები;
·
ელექტრონული წერილები;
·
ფორუმები;
·
ვიდეოკონფერენციები;
·
სოციალური ქსელები;
·
ინტერაქტიული და სამაუწყებლო
პლატფორმები;
·
მასწავლებელი აღარ არის
ცოდნის ერთადერთი წყარო.
განსხვავება ტრადიციული
გაკვეთილისგან
ტრადიციული გაკვეთილი |
ისტ-ით გამდიდრებული |
|
მასწავლებლის |
მასწავლებელი |
მასწავლებელი |
სწავლების ტენდენციები |
ინდივიდუალიზმი ცოდნის მიღება კონკურენცია |
თანამშრომლობა პრაქტიკაზე ურთიერთდახმარება |
აქტივობის სახეობა |
აქტივობებს ინსტრუქციას მოსწავლეებს სწავლების ტემპი |
აქტივობებს ჯგუფური მუშაობა სხვადასხვა სწავლების ტემპს |
პროცესი |
თეორიასა და |
პრობლემის გადაჭრის თეორიისა და |
შეფასება |
მასწავლებლის |
მოსწავლეთა |
ისტ ტექნოლოგიების გამოყენების
შედეგად:
•
სასწავლო პროცესში ერთვება
უფრო მეტი მოსწავლე;
•
სწავლების პროცესი სცდება
საკლასო ოთახს;
•
მოსწავლეები იმაღლებენ
ტექნიკურ ცოდნას;
•
სწავლების პროცესი უფრო
მართვადი ხდება;
•
სწავლების ტრადიციულ
გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო;
•
სწავლება ხდება უფრო
ინტერაქტიული;
•
მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობენ სწავლების პროცესში, ატარებენ კვლევებს და თავად ირჩევენ სწავლების ფორმას.
“ვეფხისტყაოსანი” და ანტიკურობა წერილი III