ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი შედეგი
ისიც გახლავთ, რომ გაიზარდა აქტიურ მასწავლებელთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელ
პირობებში წარმატებული მასწავლებლები მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი ცოდნისა და
გამოცდილების სხვებისთვის სათანადო დონეზე გაზიარებას. პროფესიული განვითარების
სქემას შეუძლია, ამ მიმართულებითაც გააუმჯობესოს მდგომარეობა, თანამშრომლობა ორივე
მხარისთვის ურთიერთსასარგებლო ვალდებულება გახდება. ბარემ აქვე დავაზუსტებთ: ჯანსაღი
თანამშრომლობა წარმოგვიდგენია როგორც ახალი იდეების მიწოდება და სასარგებლო რჩევების
მიცემა, თუმცა მასწავლებელი მათ კოპირებას კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ აანალიზებდეს,
შემოქმედებითად უდგებოდეს და თავის სტილს არგებდეს.
1. ნდობით განაწყვე
„კლიენტები”, მოსწავლეები და მშობლები – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო
წლის დაწყებაა, წარმატება პირველივე დღიდან იწყება.
2. ჩაიცვი პროფესიონალურად- გემოვნებით ჩაცმა მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია.
3. არ დააგვიანო
გაკვეთილზე – პროფესიონალი მასწავლებელი ყოველი დღის კარგად დაწყებას ცდილობს.
ეცადე, პირველი ზარის დარეკვამდე, სულ მცირე, ათი წუთით ადრე მაინც მიხვიდე.
4. მოემზადე
წინასწარ – მომდევნო დღე წინა დღეს დაგეგმე.
5. დაიცავი
სკოლის შინაგანაწესი და წესდება – პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული
ინტერესები და ღირებულებები, ისინი ახდენენ მათ მოდელირებას თავიანთი კლიენტებისთვის,
ჩვენს შემთხვევაში – მოსწავლეებისთვის.
6. აიღე პასუხისმგებლობა
სასწავლო პროცესზე – აკონტროლე მოსწავლეების ქცევა. სასურველი არ არის დისციპლინასთან
დაკავშირებულ საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.
7. იმუშავე
ისე, რომ იამაყო როგორც პროცესით, ასევე შედეგითაც – ეცადე, ნამუშევრები (პრეზენტაციები,
ჩანაწერები და ა.შ) მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.
8. იმოქმედე
შემუშავებული გეგმის მიხედვით – პროფესიონალები ყველა სამუშაოსთვის წინასწარ განსაზღვრავენ
ვადას და გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. მოყვარულები შესასრულებელ სამუშაოს
სამომავლოდ გადადებენ ხოლმე და ხშირად უკანასკნელ მომენტში (ბოლო დღეს თუ სულაც ბოლო
საათებში) ამაოდ ცდილობენ, დაასრულონ დაწყებული საქმე.
9. არ გადააცილო
ტესტირების ან სხვა შემაჯამებელი შეფასების დათქმულ ვადას – ეცადე, შენგან დამოუკიდებელი,
ობიექტური მიზეზების გარეშე არ გადადო ტესტირება, მით უფრო – რამდენიმე დღით. ამ დროს
შესაძლოა მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს მიმართ ინტერესი დაკარგონ.
10. პატივისცემით
მოეპყარი კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას – მოსწავლეების თანდასწრებით კოლეგებისა
და დირექციის მიმართ პატივისცემის გამოხატვა დაგეხმარებათ თქვენდამი მოსწავლეთა პატივისცემის
მოპოვებაში.
11. იყავი შენი
საქმის ენთუზიასტი – პროფესიონალ მასწავლებელს არ შეაქვს ნეგატიური მუხტი სამუშაო
ატმოსფეროში, ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება და გადასდოს ენთუზიაზმი სხვებს.
12. მიესალმე
ცვლილებებს – პროფესიონალი მასწავლებელი ყოველთვის მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს.
მისთვის მიუღებელია ახალი იდეებისთვის ცივი წყლის გადასხმა, კატეგორიული ტონით (მაგ.:
„ეს ვერასოდეს გაამართლებს ჩვენს სკოლაში”) სიახლეების უარყოფა.
13. გამოხატე
ინტერესი თითოეული მოსწავლის მიმართ – რაც უფრო უკეთ გაიცნობ მოსწავლეებს, მით
უფრო მეტ გავლენას მოახდენ შენი საგნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე და ხელს შეუწყობ
ცხოვრებაში გონივრული არჩევანის გაკეთებაში.
14. პატივისცემით
მოეპყარი მოსწავლეებს – მასწავლებელი არამც და არამც არ შეურაცხყოფს, არ ამცირებს თავის მოსწავლეებს. რაიმე ცუდ თვისებაზე საუბრისას მაგალითად
ნუ მოიყვანთ რომელიმე მოსწავლეს. მოსწავლეების ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, რელიგიური
მრწამსი, პიროვნული თვისებები აკადემიური მოსწრების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
15. იყავი მენტორი
და არა მეგობარი – ყურადღებით მოეკიდე ახალგაზრდების ღირებულებებს. შეინარჩუნე
თვითკონტროლი. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები. დაფიქრდი, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ
მათ ერთ კონკრეტულ მოსწავლეზე ან მოსწავლეთა ჯგუფზე.
16. დაიცავი
კონფიდენციალობა – პროფესიონალი მასწავლებელი მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას
მათ სასარგებლოდ, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის იყენებს. პერსონალური ინფორმაცია
არ უნდა იქნეს გაზიარებული მათთვის, ვისაც ეს არ ეხება და ამით გამოირიცხოს ამ ინფორმაციის
მოსწავლეთა წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.
17. მშობლებთან
ურთიერთობა – ჩართე მშობლები საგანმანათლებლო პროცესში, მხარი დაუჭირე მათ პოზიტიურ
ინიციატივებს, სკოლის დახმარების სურვილს. მშობლებთან ურთიერთობისას შეინარჩუნე სიმშვიდე
და იყავი ზრდილობიანი. აზრთა სხვადასხვაობისას სცადე დაარწმუნო ისინი, რომ მათი მოკავშირე
ხარ მათი შვილების უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლაში.
18. უპირველესად,
ყურადღება მიაქციე უსაფრთხოებას – გახსოვდეს, რომ როგორც პროფესიონალი მასწავლებელი
სამსახურს უწევ მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას. აუხსენი მოსწავლეებს, რა საჭიროა
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესრულება და თავადაც დაიცავი ისინი.
19. დაეხმარე
კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას – გახსოვდეს, წარმატებას სკოლასთან ერთად უნდა
მიაღწიო. პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს საერთო მიზნების მისაღწევად.
20. აქციე შენს
მიზნად საუკეთესო შედეგი – აწარმოე ჩანაწერები მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ნუ დაიშურებ ქებას, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევ. აღრიცხე მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება
სჭირდებათ და შეეცადე მოიფიქრო შემოქმედებითი აქტივობები მათი სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად.
21. აიღე პასუხისმგებლობა
შენი მოსწავლეების შედეგებზე – როგორც პროფესიონალმა მასწავლებელმა გაითვალისწინე,
რომ შენი მოსწავლეების სასწავლო შედეგები შენი პროფესიონალიზმის ანარეკლიც არის.
22. სახალხოდ
მოიქეცი როგორც პროფესიონალი – მასწავლებლის არასწორი მოქმედება მხოლოდ მას კი
არა, არამედ მთელ სკოლას აზიანებსდა ჩრდილს აყენებს, საზოგადოდ, მასწავლებლის პროფესიას.
23. არ გამოგეპაროს
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სიახლეები.
24. ეძებე სიახლეები საგნის შესახებ და გაუზიარე იგი
მოსწავლეებს – მასწავლებლობა მუდმივი გონებრივი მუშაობაა. გაითვალისწინე, რომ შენი
ენთუზიაზმი სიახლეების მიმართ უშუალოდ აისახება საგნისადმი მოსწავლეების ინტერესზე.
25/ გაამარტივე
გაკვეთილები – კარგმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს რთული საკითხების გაიოლება
და მოსწავლეებამდე მათი მიტანა. რთული საკითხების განხილვისას მოიყვანე მაგალითები,
გამოიყენე ნახატები, სურათები, ილუსტრაციები, გაავლე პარალელები და ა.შ.
26. მიიპყარი
მოსწავლეების ყურადღება – ასწავლე მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის სწავლა,
რასაც სწავლობენ და როგორ შეძლებენ შეძენილი ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
თუ ამას მოახერხებ, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ იმის დამახსოვრებას, რასაც ასწავლი.
ბაქოში დღემდე პრესტიჟულად მიიჩნევა რუსულ სკოლაში სწავლა.
დამოუკიდებელ აზერბაიჯანში მშობლების უმეტესობა შვილების რუსულ ენაზე განათლებას ამჯობინებს
და რუსული სკოლების მოსწავლეები, ისევე როგორც ჩემს ბავშვობაში, აზერბაიჯანული სკოლების
მოსწავლეებს მდაბიოებად, გოიმებად და სოფლელებად მოიხსენიებენ. ამიტომაც არ გამკვირვებია,
რამდენიმე დღის წინ ბაქოს ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვისას ახალგაზრდების უმეტესობამ
რომ არ იცოდა, რა დღესასწაულია 28 მაისი – აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე…
რუსული სკოლების, ინერციით გაგრძელებული საბჭოთა განათლების
სისტემისა და ისევ სისხლით აღზევებული ყოფილი კომუნისტების ავტორიტარული საოჯახო რეჟიმის
დამსახურებაა, სულ რამდენიმე აზებაიჯანელი პოეტის შემოქმედებას რომ ვიცნობ, ძირითადად
– კლასიკოსებად მიჩნეულებისას და იმათაც, უმეტესწილად, რუსული თარგმანებიდან.
მართალია, დიდ აზერბაიჯანელ პოეტად აღიარებული სამედ
ვურღუნი ჩემი წინაპარი იყო, რომელიც ფსევდონიმით მალავდა თავის ნამდვილ გვარს, მაგრამ
თბილისში სწავლის დაწყებამდე არათუ თანამედროვე პოეტის სახელი არსად შემხვედროდა, –
არც პრესაში და არც სახელმძღვანელოებში, – ცოცხალი პოეტიც კი არასოდეს მენახა. ერთადერთი,
ტელევიზიით გამოჩნდებოდნენ ხოლმე დროდადრო სახელისუფლებო პარტიის სიით გადეპუტატებული
მწერლები და პოეტები, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკური ტერმინოლოგია და მკერდზე დაბნეული
დროშის ფერი შეიცვალეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე კი ჩემს ცხოვრებაში იმდენი ცოცხალი
პოეტი გაჩნდა, ლამის ერთადერთი ვარ, ვინც ლექსებს არ წერს.
მთელი მაისი სტამბოლში ვიყავი და მთელი თვე წვიმდა.
წვიმდა და წვიმაში სულ ელაზე ვფიქრობდი, ელა გოჩიაშვილზე, თანამედროვე ქართველ პოეტზე.
წარმოვიდგენდი, იმ დროს, როცა მე სტამბოლში, ქურთულუშის ქუჩაზე მდებარე სახლის ფანჯრიდან
გავყურებდი წვიმას, როგორ უმზერდა ის ნუცუბიძის რომელიღაცა მიკრორაიონის რომელიღაცა
კორპუსის მერვე სართულიდან ხელისგულზე გადაშლილ წვიმიან თბილისს და რამდენი ფიქრი ტანჯავდა
განრიდებულ მარტოობაში. მე კი გონებაში გამუდმებით მისი სტრიქონები მიტრიალებდა:
„მარადის გარეთ დატოვებული,
ჭერის და სარკმლის მიღმა წრიალებს;
თავისი სევდით და სიმარტოვით
რას გვეუბნება ადამიანებს…”
ჯერ ელა გავიცანი, მერე – მისი ლექსები; რომელიღაცა
რუსულენოვანი ანთოლოგიისთვის მოამზადეს თარგმანები და მეც მაშინ გამიღიმა ბედმა – ფურცელზე
წავიკითხე ის, რასაც მანამდე ელას თვალებში, თვისებებსა და ცხოვრების წესში ვხედავდი.
ელა არის ისეთი, როგორებიც არიან მისი ლექსები. ისინი ერთმანეთს ჰგვანან და არ ჰგვანან
იმ პოეტებს, რომლებიც სიყვარულზე წერენ და საკუთარი თავის გარდა არასოდეს არავინ ჰყვარებიათ;
მეგობრობაზე წერენ და არავისთვის უერთგულიათ; სამშობლოზე წერენ და გულში მჯიღის ცემის
იქით არ მიდის მათი პატრიოტიზმი; მაღალ იდეალებს ებღაუჭებიან და ფულისა და პრემიებისთვის
სინდისიც გაუყიდიათ და სულიც.
სამედ ვურღუნიც საბჭოთა აზერბაიჯანში ცხოვრობდა და სხვებივით,
ვინც წითელ ტერორსა და რეპრესიებს გადაურჩა, წერდა ლექსებს დიად კომუნიზმზე, ბელადებზე,
სოციალიზმის სიკეთეებსა და სოციალისტური შრომის გმირებზე. და არავინ იცის, სად იყო
მართალი და სად იყო ყალბი. და არავინ იცის, თამაშობდა თუ მართლა სწამდა იმისა, რასაც
ემსახურებოდა.
ელას ლექსები და ცხოვრება კი სრულიად დაცლილია სიყალბისგან,
ტყუილისგან, ის მართალი და გულწრფელია საკუთარ თავთანაც და მკითხველთანაც. არ თამაშობს,
არ კეკლუცობს, თავს არავის აწონებს, ის ამ სიმართლის ტრაგიზმში ცხოვრობს, მარტოქალის,
მარტოპოეტის ტვირთთან, შორს ელიტებისგან, კავშირებისა და კლუბებისგან, პრემიებისა და
ჯილდოებისგან, ყველაფრისგან, რითაც განებივრებული იყო სამედ ვურღუნი და ჩვენთვის კარგად
ცნობილი ძველი თუ უკვე ახალი „ინტილიგენცია”.
გასულ ზამთარს თბილისს ესტუმრა ლიტველი პოეტი ქალი ერიკა
დრუნგიტე, რომელმაც ელა ქალაქ პალანგაში გამართულ პოეტურ ფესტივალზე გაიცნო და მისი
რამდენიმე ლექსის ლიტვური თარგმანიც წაიკითხა. თანამედროვე ლიტვურ პოეზიაზე საუბრის
დროს ერიკამ მითხრა, ნეტავ ელას დონის პოეტი გვყავდეს, არ მოვასვენებდით მსოფლიოს,
სანამ ყველას არ გავაცნობდით და დიდ აღიარებას არ მოიპოვებდაო, საქართველოში კი, იქ,
სადაც ლამის მთელ ქვეყანას პოეზიის მოყვარულად მოაქვს თავი, ბევრი ჩემგან, აზერბაიჯანელი
ფოტოგრაფისგან, იგებს თანამედროვეობის დიდი პოეტის – ელა გოჩიაშვილის სახელს.
ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედ
ვურღუნმა იმ ავად სახსენებელ დროში თავის გადასარჩენად ცრუ ჩვენებები მისცა და რამდენიმე
პოეტი მეგობარი სასიკვდილოდ გაწირა. დიახ, პოეტმა! სწორედ პოეტები, რომელთაც ხალხის აღქმაში ცა ნიშნავდა და ერი ზრდიდა, წირავდნენ და
იმეტებდნენ სხვებს, ახლობლებს, და არამხოლოდ თავის გადარჩენის მიზნით…
წვიმების გამო
ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,
ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,
მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,
ამ მშვენიერი წუხილის გამოც,
არ შემიძლია სიკვდილი ახლა.
რა უფლება მაქვს, სასჯელს გავექცე…
ციდან მწუხარედ ჩამორხეული,
გდია ნისლებში და იხარჯება
წვიმის გრილი და ლურჯი სხეული.
მარადის გარეთ დატოვებული,
ჭერის და სარკმლის მიღმა წრიალებს;
თავისი სევდით და სიმარტოვით
რას გვეუბნება ადამიანებს,
რას შემოგვტირის და ვერ გვაგონებს,
ღრუბლის მკერდიდან ჩამორღვეული,
ძველისძველი და საყოველთაო,
მაინც უცხო და მაინც ეული.
არ შემიძლია ახლა სიკვდილი
და შერიგებას ტკივილთან ვლამობ;
არ შემიძლია ახლა სიკვდილი,
თუნდაც ამ წყნარი წვიმების გამო.
ხომ სასჯელია ყოფნა უშენოდ,
ხომ ყველა ცუდი სიზმარი ახდა,
მაგრამ ხსოვნის და წარსულის გამო,
ამ მშვენიერი წუხილის გამოც,
არ შემიძლია სიკვდილი ახლა.
ელა გოჩიაშვილი
სასწავლო პროცესი/გარემო მე-20 საუკუნეში |
სასწავლო პროცესი/გარემო XXI საუკუნეში |
მასწავლებლის კომპეტენცია |
დროზე ორიენტირებული |
შედეგზე ორიენტირებული |
დიფერენცირებული სწავლება განმავითარებელი შეფასების ფორმები ეფექტური მულტიმედიარესურსების იდენტიფიცირება |
მთავარი მიზანი: ფაქტების დამახსოვრება |
მთავარი მიზანი: ფაქტების დავიწყების შემდეგ რის გაკეთებას შეძლებენ |
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების სწავლება პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების სწავლება |
ბლუმის ტაქსონომიის ქვედა დონე – ცოდნა,
|
ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონე – სინთეზი, ანალიზი და შეფასება (თუმცა |
საგნობრივი კომპეტენცია კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები |
სახელმძღვანელოზე ორიენტირებული |
კვლევაზე ორიენტირებული |
კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა პროექტებით სწავლების მეთოდიკა |
პასიური სწავლა |
აქტიური სწავლა |
შემოქმედებითი და ინოვაციური უნარ-ჩვევები მულტიმედია რესურსების მოპოვების და გამოყენების უნარ-ჩვევები |
მოსწავლე მუშაობს იზოლირებულად |
მოსწავლეები თანამშრომლობენ თანაკლასელებთან და მსოფლიოს სხვადასხვა |
თანატოლთა ურთიერთობების მართვა მენტორობის, კონსულტირების და ლიდერობის უნარ-ჩვევები |
მასწავლებელზე ორიენტირებული: მთელი ყურადღება |
მოსწავლეზე ორიენტირებული: მასწავლებელს ფასილიტატორის/გზამკვლევის |
დროის/სივრცის მართვა და განაწილება მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა |
მოსწავლის თავისუფლება შეზღუდულია |
მოსწავლეს დიდი თავისუფლება აქვს |
მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების ცოდნა და გამოყენება საავტორო უფლებების სწავლება |
“დისციპლინის პრობლემები” – მასწავლებლები |
დისციპლინის პრობლემები არ არსებობს – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს |
კლასის მართვის პრევენციული მეთოდები წახალისებაზე დაფუძნებული მოტივირების მეთოდები |
დანაწევრებული სასწავლო გეგმა |
ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური სასწავლო |
კროსდიციპლინური სტანდარტების შემუშავება სასწავლო პროფესიული გაერთიანებების ფასილიტაცია |
საშუალო ნიშნის გამოყვანა |
ნიშნები გამომდინარეობს ათვისებული ცოდნიდან. |
შემაჯამებელი შეფასების მეთოდები შეფასების შედეგების ანალიზი და მათი გამოყენება |
დაბალი მოლოდინები |
მაღალი მოლოდინები – ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მოსწავლე მიაღწევს |
მოლოდინების ზუსტად ჩამოყალიბება და გაზიარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება |
მასწავლებელი არის მოსამართლე. სხვა ვერავინ |
მიღებულია თვითშეფასების, თანატოლთა და სხვა ტიპის შეფასებების პრაქტიკა. |
შეფასების რუბრიკების შექმნა ონლაინ და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება შეფასების პროცესში |
სასწავლო გეგმა არ შეესაბამება მოსწავლეთა |
სასწავლო გეგმა მოსწავლეების ინტერესებს, გამოცდილებას, ნიჭს და რეალურ |
საჭიროებების მოკვლევის მეთოდიკა წარმომადგელობითი ნიმუშის გამოყვანა სასწავლო გეგმის შედგენა |
ბეჭდვითი მასალები სწავლისა და შეფასების |
სწავლისა და შეფასების პროცესში გამოიყენება წარმოდგენები, პროექტები, |
შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება |
მოსწავლეთა მრავალფეროვნება უგულებელყოფილია. |
სასწავლო პროგრამა და სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას. |
მრავალფეროვნების პოზიტიურად გამოყენება კონფლიქტების მართვა და გადაჭრა |
წიგნიერება განისაზღვრება წერა-კითხვისა |
ისწავლება მრავალმხრივი წიგნიერება, რაც აუცილებელია XXI საუკუნის გლობალიზებულ |
ტექნოლოგიური და მედია წიგნიერება ვიზუალური წიგნიერება ბეჭდვითი წიგნიერება |
სტანდარტიზებული ტესტების მოთხოვნა |
სტანდარტიზებულ ტესტებთან ერთად გამოიყენება შეფასების სხვა ფორმები. |
განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების ფორმების შედგენის, ადაპტირების |
წარმოიდგინეთ, რომ სარკე ხართ… სულ… სულ სარკე… დადიხართ, როგორც სარკე, იღვიძებთ და იძინებთ, როგორც სარკე, მეგობარს ესაუბრებით, როგორც სარკე, ჩაის მიირთმევთ, როგორც სარკე…. წარმოიდგინეთ?.. სარკეში კი არ იყურებით – თავად ხართ სარკე… ანუ სხვები იყურებიან თქვენში, როგორც სარკეში… აირეკლავთ: ქუჩებს, სახლებს, პეიზაჟებს, ადამიანებს – მხიარულებს, მოწყენილებს, მოტირალებს, მოცინარებს… ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: სარკე კი ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ სად ხართ და რომელი? გამოდით, გამოდით, დაგინახეთ!.. თუმცა, ვერააა… ვერ დაგინახეთ, მაგრამ თქვენ ხომ ხართ და დადიხართ, როგორც სარკე… და საკუთარ თავსაც აირეკლავთ…
მე-9 სიმფონია D-moll op. 125. ფინალი. სადირიჟორო პულტთანაა ლეონარდ სლატკინი
„ოდა სიხარულს” (მე-9 სიმფონიიდან). ასრულებს დევიდ გარეტი
„ოდა სიხარულს” Peter Sarik Trio-ს შესრულებით
ჩვენი
სასმენი ორგანო განუწყვეტლივ მუშაობს, ხოლო ისვენებს მხოლოდ უვნებელი ფონური ხმაურის
პირობებში. საინტერესოა, რომ თუ ადამიანთა უმეტესობა ხმაურისგან იზოლირებულ, აბსოლუტურად
ჩუმ გარემოში აღმოჩნდა, იდეალური სიჩუმის მიუხედავად, მისი სასმენი ორგანო ხმაურს მაინც
გაიგონებს. ყურის თვისებაა, მისი მგრძნობელობა იქამდე გამახვილდეს, სანამ არ მოიპოვებს
რაიმე სიგნალს. ასე რომ, ჩვენი ზემგრძნობიარე სმენა შინაგანი ნერვული ინფორმაციის,
ტვინის ხმაურის შემგროვებელია. გამოდის, რომ იდეალური სიჩუმის გარემოში სმენა ტვინის
ხმაურსღა ეჭიდება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა
სიმშვიდის მდგომარეობაშიც კი „მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია”. საგანგებო მდგომარეობაში
მყოფი ჩვენი არაცნობიერი მაშინაც კი რეაგირებს საფრთხეზე, როცა დარწმუნებულნი ვართ,
რომ არაფერი გვემუქრება.
ადრენალინი ჰორმონია, რომელსაც ნერვული სისტემა ამ მდგომარეობამდე
მიჰყავს. ის ჩვენს ყურთასმენას ზე–ფრთხილს ხდის.
სწორედ ადრენალინის მაღალი დონე მიანიშნებს საგანგებო მდგომარეობაზე, როცა გული სწრაფად
იწყებს ფეთქვას, მოთხოვნა ჟანგბადზე იმატებს და გრძნობები ყურებში ხმაურის წარმოქმნამდეც
კი იძაბება. ასეთი ადრენალინ-სტრესული რეაქცია გადარჩენის მექანიზმის მნიშვნელოვანი
ელემენტია. ის ჩვენს ნერვულ სისტემაშია ფორმირებული. საფრთხის შემთხვევაში არ გვცალია
იმაზე ფიქრისთვის, როგორ მოვიქცეთ – ავტომატურად გადავდივართ ავარიულ რეჟიმში და ვრთავთ
ე.წ. „ბრძოლის ან გაქცევის” რეაქციას. ყურებში ხმაური სწორედ ამგვარ რეაქციასთან არის
დაკავშირებული. თუ შევძელით ადრენალინის დონის დაწევა, ხმაურის შემცირებასაც შევძლებთ.
ყურებში ხმაური გვამცნობს, რომ ნერვული სისტემა ძალზე აღგზნებულია, ე.ი. რაღაც მიზეზით
ჩვენში განგაშის ზარი რეკავს. აღმოვფხვრათ მიზეზი და ზარიც შეწყვეტს რეკვას. დავმშვიდდეთ.