რამდენიმე ლიტერატურული გაქცევა
პროექტებით სწავლების ეფექტურობა ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას
ერთი რუსეთი
ბავშვთა ფსიქოლოგიური მზაობა სასკოლო ცხოვრებისთვის
სინდი რუბენსონი
სკოლაში სწავლისთვის მზაობა აღმზრდელობითი სისტემის საბოლოო და საერთო შედეგს წარმოადგენს, რომელიც პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისკენაა მიმართული. სკოლისთვის მზაობა გამოიხატება სკოლამდელი ასაკის დასასრულისას, როდესაც ბავშვში, როგორც წესი, ახალი შესაძლებლობებით იჩენს ხოლმე თავს განსხვავებული დამოკიდებულება გარესამყაროსთან. განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ბავშვს შეიძლება სწორედ სკოლისთვის მზადების ეტაპზე ჰქონდეს, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ხანგრძლივი სასწავლო პროცესის დაწყებაზე.
უპირველეს ყოვლისა, სკოლისათვის ბავშვის მზაობა განპირობებულია მისი, როგორც სუბიექტის ფორმირებით, რომელსაც აქვს შემეცნების, შემოქმედებითი აქტივობის, სხვებთან კომუნიკაციის და თამაშის უნარი. სკოლაში სწავლისთვის სრულფასოვანი მზაობა როგორც სკოლამდელ პერიოდში მოსწავლის პიროვნული განვითარების, ისე სკოლაში სწავლის დაწყებისთვის საკმარისი საბაზისო დონის ერთგვარ მანიშნებელს/მაჩვენებელს წარმოადგენს.
ტრადიციულად გამოყოფენ ამგვარი მზაობის სამ ასპექტს: ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური.
ინტელექტუალურ სიმწიფეში მოიაზრება დიფერენცირებული აღქმა, რომელიც გულისხმობს: ყურადღების კონცენტრირებას, ლოგიკური მსჯელობის უნარს, ფონიდან ფიგურის გამოყოფის უნარს, ანალიტიკურ აზროვნებას, სენსომოტორული კოორდინაციის ფლობას და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ინტელექტუალური სიმწიფე, რომელიც ამგვარად გაიგება, მნიშვნელოვანწილად გულისხმობს ტვინის ფუნქციურ სიმწიფესაც.
ემოციურ სიმწიფეზე ძირითადად სრულიად არამიმზიდველი სამუშაოს ხანგრძლივად მოთმინებით შესრულების უნარის მიანიშნებს.
სოციალური სიმწიფე კი უკავშირდება ბავშვის უნარს საკუთარი ქცევები დაუქვემდებაროს გარემოს მოთხოვნებს. ასევე ჰქონდეს მოთხოვნილება თანატოლებთან ურთიერთობისა და სასკოლო სივრცეში მოსწავლის როლის სრულფასოვანი და ადეკვატური შესრულებისა.
სასკოლო ცხოვრებისათვის მზადყოფნა შეიძლება დავახასიათოთ ამგვარად:
1) პიროვნული მზაობა სკოლაში სწავლისთვის, ანუ სკოლის მოსწავლის შინაგანი პოზიციის ფორმირება.
იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებით სწავლობდეს, ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიისწრაფოდეს ახალი (სასკოლო) ცხოვრებისთვის. ამას გარდა, აღნიშნული მისწრაფების წარმოქმნაზე თავის გავლენას ახდენს ასევე უფროსი ასაკის ახლობლების (ოჯახის წევრი, ნათესავი და სხვა) დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმისადმი, ვიდრე როგორც რაღაც საბავშვო თამაშისადმი.
ბავშვისთვის სკოლის მოსწავლის ცხოვრების წესი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე და დიდობისკენ მიმავალი ადეკვატური გზაა. ეს გზა პასუხობს მოტივს, რომელიც მას თამაშის დროს ჩამოუყალიბდა: გახდეს დიდი და შესაბამისად რეალობაში რეალიზდეს.
ბავშვისთვის, რომელიც სკოლაში სიარულს იწყებს, გარდა ზოგადად სასწავლო პროცესისადმი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვანია ასევე თანატოლებთან, მასწავლებელთან და, რასაკვირველია, საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ამ დროს ბავშვის თვალში უფროსი ავტორიტეტს იძენს და მიბაძვის მაგალითი ხდება. გაკვეთილის დროს, როდესაც არ შეიძლება ნებისმიერ თემაზე საუბარი, უშუალო ემოციური ურთიერთობები, საკუთარი განცდებისა და შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, არამედ შესაძლებელია მხოლოდ შეკითხვების დასმა და ისიც მხოლოდ გარკვეულ თემაზე, ასევე როცა თავად მოსწავლეს უწევს პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე, რომელსაც წინასწარ ხელის აწევა სჭირდება – ურთიერთობა უფრო მოსახერხებელი ხდება. ამრიგად, სკოლაში სწავლისთვის მზადმყოფი ბავშვი თანდათან ეგუება ხდება საკუთარ დანიშნულებასა და ფუნქციებს, როდესაც სკოლაში დადგენილ წესებს იცავს.
2) ინტელექტუალური მზაობა სკოლაში სწავლისთვის.
სკოლაში სწავლისთვის ინტელექტუალური მზაობა ისეთი პროცესების განვითარებასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ობიექტების შედარების უნარი, მათი განზოგადება და კლასიფიცირება, დასკვნების გაკეთება და არსებითი ნიშნების გამოყოფა. ბავშვის გონებას უნდა შეეძლოს სივრცითი და სახისმეტყველებითი აზროვნება, შემეცნებითი აქტივობა და მეტყველების სათანადო განვითარება. ბავშვის ინტელექტის კვლევისას, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც საკმარისი და აუცილებელია სკოლაში სწავლის დაწყებისთვის.
ბავშვში არსებული სწავლის ბრწყინვალე უნარი ირიბად მოწმობს ასევე მასში არსებულ მოტივაციაზეც, რამდენადაც ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის დაკავშირებულია სურვილთან, გაუმკლავდეს ყველა სირთულეს, რომელიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული.
3) ნებელობითი მზაობა სკოლაში სწავლისთვის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიზნის მიღწევისას წარმოქმნილი ყველა სირთულის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დგება. ეს ყოველივე კი იმის მიზეზი ხდება, რომ ბავშვი სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს, საკუთარი ქცევის მართვას, ასევე თავის შინაგან თუ გარეგან ქმედებებს, შემეცნებით პროცესებს და სხვა.
ეს ვითარება კი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბავშვს უკვე სკოლამდელ ასაკში უყალიბდება სათანადო ნებელობა. რასაკვირველია, ამ ასაკის ბავშვებში ნებელობით ქმედებებს სპეციფიკური ხასიათი აქვს: ისინი თანაარსებობენ არაწინასწარგანზრახულ სურვილებთან და იმპულსურ მოქმედებებთან ერთად, რომლებიც სიტუაციურად წარმოიშვება.
4) ზნეობრივი მზაობა სკოლაში სწავლისთვის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვში ზნეობრივი ფორმირება მჭიდროდაა დაკავშირებული უფროსებთან ურთიერთობისას ხასიათის ცვლილებასთან და ამ საფუძველზე წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ზნეობრივ წარმოდგენებთან.
ადრეული ასაკიდანვე ბავშვის ქმედებები უპირატესად უფროსებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სკოლამდელ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია საკუთარი სურვილების ნაწილის დამოუკიდებლად დაკმაყოფილება. საბოლოო ჯამში კი, თანდათან მისი ინტენსიური თანამშრომლობა უფროსებთან სულ უფრო მცირდება.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფროსები მაინც აგრძელებენ მთავარი მიზიდულობის ცენტრის როლის თამაშს, რომლის გარშემოც უნდა მოეწყოს ბავშვის ცხოვრება. ეს კი ბავშვებში უფროსების ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებისა და მათი მაგალითის მიხედვით ცხოვრების წარმართვის მოთხოვნილებას აჩენს.
სკოლამდელი ასაკის დასასრულს ბავშვი ხშირად სიტუაციური არსებიდან შინაგანი ორგანიზებისა და ერთიანობის მქონე არსებად იქცევა ხოლმე, რომელსაც უნარი აქვს იხელმძღვანელოს თავისი მიზანმიმართული ქმედებებით. ეს ყოველივე კი ნებას გვაძლევს ვისაუბროთ სასკოლო ასაკზე, როგორც ახალ საფეხურზე, როდესაც ჩამოყალიბებას იწყებს ბავშვის პიროვნება.
ყველაზე უცნაური ხალხი
შეკითხვა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს
ვაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად
ბარათები წაკითხულის განხილვისათვის

ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობის თავისებურებები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე – II ნაწილი
ტექსტთან მუშაობის ზოგიერთი მეთოდი და მეთოდოლოგია
ტექსტთან მუშაობა მასწავლებლისთვის სიტუაციის მოდელირებისმიზანმიმართულ მუშაობას
წარმოადგენს, რომელიც უბიძგებს
მოსწავლეებს ცოდნის დამოუკიდებელი ძიებისა და
შეძენისკენ. ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად მასწავლებელს შესაფერისი მეთოდიკაც სჭირდება.
ტექსტთან მუშაობის მეთოდები(სქემა 1):
მოცემული სქემა მოსწავლესგანსაკუთრებულ პირობებს უქმნის, საშუალებას აძლევს მას როგორც მასწავლებლის დახმარებით, ასევე დამოუკიდებლადაც წარმართოს სასწავლო პროცესი.
განვიხილოთ ერთ-ერთი მეთოდი მოცემული სქემიდან, მაგალითად „ტექსტური ინფორმაციის შესწავლის საშუალებები”. მასში იგულისხმება შემდეგი მეთოდური მიდგომები:
Ø
ინფორმაციის გარკვეული რიგითობა;
Ø
ტექსტის ვიზუალური მასალის შეთანხმება;
Ø
თემების მიხედვით სხვადასხვა ტექსტისა და ფრაგმენტების
გაერთიანება;
Ø
ინფორმაციის დაყოფა ბლოკებად;
Ø
საინფორმაციო ფურცლების (პოსტერების) შედგენა.
თვალსაჩინოებისათვის
განვიხილოთ თემა: „ფინიკია – საზღვაო ცივილიზაცია”
ა) გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს აძლევენ გაკვეთილის
ტექსტს და ასევე
ფინიკიელთა გამოგონებების ჩამონათვალს: ზღვის მოლუსკებიდან საღებავების დამზადება,
ქსოვილების შეღებვა, ანბანის გამოგონება, ტარანის დამაგრება
გემის ცხვირზე და სხვა.
მასწავლებელი სვამს შეკითხვას: „როგორ ფიქრობთ, რას ეფუძნებოდა ფინიკიელთა ასეთი გამოგონებები და
აღმოჩენები?”
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს, რის შედეგადაც
მიდიან თეზასთან, რომ ფინიკიელთა აღმოჩენები და გამოგონებები მათ ძირითად საქმიანობასთან
იყო დაკავშირებული.
ბ) მასწავლებელი მოსწავლეებსფინიკიელთა ძირითადი
საქმიანობების ჩამონათვალს უსახელებს:
Ø
საზღვაო ვაჭრობა;
Ø
ახალი საზღვაო გზების აღმოჩენა;
Ø
მეკობრეობა;
Ø
გემთმშენებლობა, ხელოსნობა;
Ø
ვაჭრობაში შუამავლობა.
მასწავლებელი აყალიბებს
შეკითხვას: „რას შეიძლებოდა
მოეხდინა გავლენა ფინიკიელთა ამგვარი მოღვაწეობის ხასიათზე?” პასუხების განხილვისას
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს მოსახლეობის საქმიანობისა და ბუნებრივი პირობების ურთიერთქმედებაზე.
გ) შემდეგ მასწავლებელი
მოსწავლეებსმორიგ დავალებას აძლევს: „გამოიყენეთ
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და იმსჯელეთ ფინიკიელთა გეოგრაფიული თავისებურებების
შესახებ”. პასუხების მოსმენის შემდეგ განიხილავენ რუკას, რაც წარმოადგენსმოსწავლეთა პასუხებისა და ცოდნის განმტკიცების საშუალება.
დ) მეცადინეობის შემდეგ
ეტაპზე მასწავლებელი
სვამს ასეთ საკითხს: „ცივილიზაციის
რომელ ტიპს მიეკუთვნება ფინიკია?”
მოსწავლეები განსაზღვრავენ ცივილიზაციის ახალ ტიპს, გამოყოფენ
კავშირებს გეოგრაფიულ მდებარეობასა და ცივილიზაციის ტიპებს შორის. ბოლოს მოსწავლეები ასრულებენ დავალებას –
„ჩამოთვალეთ საზღვაო ცივილიზაციის ნიშნები ისტორიული რუკის გამოყენებით”.
დავალების შესრულებისას ხდება ტექსტისა და ილუსტრაციის
გაერთიანება და გარკვეული თანმიმდევრობით ინფორმაციის დალაგება:
·
პირველი ეხმარება მოსწავლეს, რომ მან შეუსაბამოს ტექსტი გამოსახულებას,
რაც საშუალებას იძლევა ფინიკიელებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;
·
მეორე – მოხდება თემის შესწავლა გარკვეული რიგის მიხედვით,
ტრადიციულად მიღებული წესის (გეოგრაფიული მდებარეობა – მოსახლეობა – ძირითადი საქმიანობა
– მიღწევები, გამოგონებები) საწინაღმდეგოდ. მოსწავლე დამოუკიდებლად მოიპოვებს ახალ ცოდნას
და გაკვეთილზეც აქტიურად და საინტერესოდ იმუშავებს.
ინფორმაციის მოძიებით და სხვადასხვა ტექსტებისა და ფრაგმენტების
გაერთიანებით, ანუ ინფორმაციის ტრანსფორმაციით,
მოსწავლეები მაღალი ხარისხის ცოდნას იღებენ.
არსებობს ინფორმაციის გადაცემის ისეთი საშუალება როგორიცაა მასწავლებლის მიერ საინფორმაციო
ფურცლის (პოსტერის) შედგენა:
საინფორმაციო ფურცელი (პოსტერი)
იგი შედგება
ტექსტისაგან, რომელშიც აღწერილია რომელიმე აქტუალური ისტორიული მოვლენა, თავისი მნიშვნელობითდღესაც საინტერესო. ორგანიზაციის
მხრივ პოსტერის შედგენა მოითხოვს გაკვეთილზე მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას. ამოცანა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, მდგომარეობს არა იმდენად მოსწავლეთა ცოდნის
ათვისების დონისა და უნარების გარკვევაში, არამედ სოციალური
და პირადი პრობლემების გადაჭრისთვის მზადყოფნასა და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განსაზღვრაში.
„საფრანგეთის დიდი რევოლუციის” თემაზე განვიხილოთ საინფორმაციო ფურცლის შედგენის მაგალითი :
ამ შემთხვევაში ის შედგება სამი ტექსტისაგან და თითოეული
მათგანის დავალებებისაგან:
I ტექსტში საუბარია რობესპიერის
დახასიათებაზე, რომელსაც უწოდებდნენ სამართლიანს, მოუსყიდავს, დიდს, ტირანს. რობესპიერის მოღვაწეობის შეფასება მოსწავლეებს საშუალებას
მისცემს ისაუბრონ ურთულეს სიტუაციებში პიროვნების მიერ პიროვნული ღირსებების შენარჩუნების პრობლემაზე.
II ტექსტის ანალიზი (დირექტორიის მიერ მიღებული 1795 წლის კონსტიტუციის
პუნქტები) მოსწავლეებს გააცნობს ზოგადად ხელისუფლებისათვის (ძალაუფლებისათვის) დამახასიათებელი პრობლემების ხასიათს და მისი გადაწყვეტის
შესაძლო გზებს.
III ტექსტი – ესაა ავტორის მოსაზრებები, შეხედულებები საფრანგეთის
რევოლუციაზე.
დავალების შესრულებისას მოსწავლეები გადაწყვეტენ პრობლემას – რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის რევოლუციას, რამდენად კანონზომიერია მსგავსი დამოკიდებულება საკითხის მიმართ.
ზოგადად მსგავსი ტიპის სამუშაო, ანუ
საინფორმაციო ფურცელთან (პოსტერთან) კონკრეტული
თემის (ადამიანი-საზოგადოება) დაკავშირება ძალიან ეფექტურია
თანამედროვეობის ბევრი პრობლემის გამოკვეთისთვის და მისი გადაწყვეტის ერთობლივი გზების
ძიებისთვის.
მაგრამ არც ამით ამოიწურება ტესტის „ექსპლუატაცია”.
მუშაობის შემდგომი პროცესი აუცილებლად მოითხოვს გარკვეული მეთოდური სამუშაოს – სასწავლო ხასიათის ტექსტის შედგენასაც:
სასწავლო
ხასიათის ტექსტის შედგენა
ამ ტიპის ტექსტებს თავისი სპეციფიკა აქვთ. გაკვეთილისთვის
წინასწარ შეირჩევა ისეთი თემა, რომელიც მოსწავლეს მასალის ათვისებაშიდაეხმარება. საამისოდ
სახელმძღვანელოს ახლავს კიდეც სპეციალური განყოფილება – ქრესტომათია ან დოკუმენტების კრებული. ისინი საკმაოდ მოსახერხებელია
სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია დამხმარე მასალა. მაგრამ თუ მასწავლებელს სურს სხვა ტექსტის მიწოდება, მაშინ წინასწარ უნდა
მოიფიქროს მისი სტრუქტურაც და შინაარსიც: ერთი მხრივ, ის უნდა იყოს რთული, პრობლემური და შეძლებისდაგვარად
არაადაპტირებული, მეორე მხრივ კი – საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის.
სასწავლო ტექსტები, მათი შინაარსისა და გამოყენების მიუხედავად, შეიძლება რამდენიმე ნაწილად გავყოთ:
Ø
ტექსტები, რომლებშიც დარღვეულია ინფორმაციის რიგითობა;
Ø
ტექსტები რომლებიც
შეიცავენ ფაქტობრივ (ან ლოგიკურ) შეცდომებს;
Ø
ტექსტები ზედმეტი
ან არასაკმარისი ინფორმაციით;
Ø
ტექსტები რომელიც
მოითხოვენ დავალების, პრობლემის განსაზღვრას;
Ø
ტექსტები, რომლებიც
შეიცავენ ურთიერთდაპირისპირებულ ან სხვადასხვა ვარიანტულ ინფორმაციას.
შედარებით მარტივია პირველი და მეორე ნაწილი, ამიტომ
მათ, როგორც წესი, განვლილი მასალის გამტკიცებისათვის და გამეორებისათვის
იყენებენ. მოსწავლეებისთვის შედარებით რთულ ტექსტებს წარმოადგენს ტექსტები
ლოგიკური შეცდომებით ან ნაკლული, ამოგლეჯილი ინფორმაციით, რამდენადაც ისინი მოსწავლეებისაგან შეცვლილ სიტუაციაშიდამოუკიდებლად მოქმედებას, დამოუკიდებელ ორიენტაციასა და პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. ასეთი ტექსტები ხელ უწყობენ სიტუაციის ანალიზის, ცოდნის კომპლექსური გამოყენების, გამოცდილებისა და უნარების გამოვლენის განვითარებას.
დამხმარე სასწავლო ტექსტების დახმარებით მუშაობა ხელ უწყობს არამარტო
მოსწავლის განვითარება, არამედ ტექსტზე მუშაობის ანალიტიკური
უნარების ფორმირებასაც.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი – ინფორმაციის გარდასახვის ფორმები. რამდენადაც მეთოდური საშუალებები პედაგოგებს ტექსტთან მუშაობის ეფექტურად წარმართვაში ეხმარება, იმდენად განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სჭირდებათ მოსწავლეებს ინფორმაციის ტრანსფორმაციისას.პირობითად ინფორმაციის გარდასახვის ფორმები შეგვიძლია
შემდეგნაირად დავყოთ:
Ø
სქემატური ტექსტები (მაგალითად, სქემა, ცხრილი, გრაფიკი);
Ø
ტექსტი/ექსტრაქტები (მაგალითად – ცნობა, გეგმა, სინქვეინი,
დოსიე);
Ø
სხვადასხვა ჟანრის ტექსტები (მაგალითად – მოთხრობა,
წერილი, შეტყობინება).
სხვადასხვა ფორმის ტექსტების შედგენისთვის მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა გააცნოს ტექსტის სტრუქტურა, შესთავაზოს მათი მოდელი, მაგალითი. ამის შემდეგ მოსწავლეს უნდა მიეცეს საშულება პრაქტიკულად გამოიყენოს თეორიული ცოდნა და
იმუშაოს შეცდომების, ხარვეზების კორექციაზე. მომავალში მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა ტექსტებზე მსგავსი ტიპის სამუშაოს შესრულებას, ტექსტების გარდაქმნა-გადასხვაფერებას, გამოკვლევას და ა.შ.
განვიხილოთ სინქვეინის და დოსიეს მაგალითი (სქემა 2 და
3).
პირველი წარმოადგენს
ინფორმაციის გარდაქმნის, ტრანსფორმაციის პოპულარულ ფორმას. სინქვეინი საშუალებას იძლევა დიდი მასალის მოკლედ გადმოსაცემად. ამისთვის მოსწავლეს სჭირდება
ტექსტში ძირითადი მომენტების გამოყოფა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, საკუთარი
მოსაზრებების გამოთქმა და შედეგების გამოკვეთა.
თემა – „ბერძნული პოლისები”:
დოსიეს უპირატესობაა დიდი მოცულობის ინფორმაციის ფიქსაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ზედა საფეხურზე თემის.
დოსიეს სწორად შედგენისთვის
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
v
თემის,
პრობლემის, საკითხის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა
სახის გამოყენება;
v
შედარებით ოპტიმალური ფორმების მოძებნა ინფორმაციის
უკეთ აღქმისთვის;
v
ინფორმაციის საკმარისობა თემის, საკითხის, პრობლემის
გადაჭრისთვის;
v
ინფორმაციის ლოგიკურობა;
v
ცალკეული ფრაგმენტების ერთიან ინფორმაციად შეერთების
შესაძლებლობა.
თემა – „ბერძნული პოლისები”:
მასწავლებლის ახსნის
შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად გარდაქმნა, მათი გადმოცემა
სქემების, გრაფიკების, ცხრილების, გეგმების მეშვეობით.
ყოველივე ამით მასწავლებელი ქმნის პირობას მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი
კომპეტენტურობისთვის, სთავაზობს მათ პიროვნული და
სოციალური პრობლემატიკის გადაჭრაზე ორიენტირებულ ამოცანებს. სწორედ
ამისთვის სჭირდებათ
მოსწავლეებს ინფორმაციის გადამუშავების ხერხების
ცოდნა და მასწავლებელიც მათ ამ მეთოდებით„ამარაგებს” მას.
ტექსტთან ყურადღებით მუშაობა მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს
ინფორმაციული სივრცის მუდმივი გაფართოებისათვის,
ხოლო ინფორმაციის გარდაქმნის ოპტიმალური გზების მოძიება დადებითად მოქმედებს მოსწავლის
შედეგებზე და აფართოებს მათ შესაძლებლობებს.
იისფერი ათწლეული
ჩავიხედოთ სარკეში