დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები
კონფლიქტი სკოლაში
მოამზადა კახა ჭაბაშვილმა
ერთი კლასის საათის გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში კლასის დამრიგებლის საქმიანობის ერთ ასპექტს ასეთი ფორმულირება აქვს: „ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე…” ჩამონათვალში, რომელიც ამ ფორმულირებას მოსდევს, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებაც შედის.
მაგალითად გთავაზობთ კლასის საათზე ჩასატარებელი აქტივობის მასალასა და გეგმას მეოთხე კლასისთვის.
კლასის საათის თემა: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება (დრო – 60 წთ)
ჩატარების თარიღი:
კლასი: მე-4
მოსწავლეთა რაოდენობა:
მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება
შედეგი: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
საჭირო რესურსები: რამდენიმე ცალად ამობეჭდილი დანართი 1 და დანართი 2 ყველა მოსწავლისთვის, დიდი და პატარა ფორმატის ფურცლები ნახატისთვის, ფერადი ფურცლები, წებო, ფლომასტერები, ფანქრები, კალმები, მაკრატელი, წებოვანა.
კლასის გარემოს ორგანიზება: მოსწავლეები სხედან წრიულად, ბარიერების გარეშე. თავიდანვე თვალსაჩინო ადგილას არის გაკრული კლასის საათში მოსწავლის ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3), რომელსაც კლასი კარგად იცნობს.
დეტალური აღწერა:
1. მისალმების შემდეგ ვაცხადებთ ჩვენი შეკრების მიზანს და ვსვამთ კითხვას: თქვენი აზრით, როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ „ბუნების ქომაგი”? მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ ვთავაზობთ მათ, ხმამაღლა წავიკითხოთ პატარა მოთხრობა „ხერხი სჯობია ღონესა…” (დანართი 1) (5 წთ).
კითხვაში მონაწილეობს 2-3 მოტივირებული მოსწავლე. მოთხრობის წაკითხვას სჭირდება 8 წუთი. დანარჩენ მოსწავლეებს ვთხოვთ ყურადღებას და ტექსტთან დაკავშირებული კითხვების ჩანიშვნას.
2. მოთხრობის დასრულებისთანავე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან კითხვები (უცხო სიტყვებზე, ფრაზებზე, მათთვის გაუგებარ საკითხებზე), გამოთქვან მოსაზრებები. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურისა და შინაარსის კავშირზე, თადარიგიანობის თვისებაზე. ხდება უცხო სიტყვების ახსნა. შეიძლება, იქვე შევადგენინოთ სიტყვების სვეტიც, ანუ დიდ ფურცელზე ჩამოწერონ უცხო სიტყვები გასაგები შესიტყვებებით (7 წთ).
3. ამის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად სცემენ პასუხს წინასწარ მომზადებულ მარტივ ტესტს (დანართი 2) (5 წთ).
4. მომდევნო აქტივობისთვის ჯგუფური მუშაობის მეთოდს მივმართავთ. წინასწარ მომზადებულ ტრაფარეტებზე გვაქვს სამი წარწერა: „მხატვრები”, „მწერლები”, „მსახიობები”. ამ წარწერებს ვანაწილებთ ჯგუფების სამუშაოდ მოწყობილ მაგიდებთან, სადაც დავალებათა შესაბამისი რესურსებიც არის განაწილებული. ბავშვებს ვთავაზობთ, თავად აირჩიონ, რომელ ჯგუფში სურთ მუშაობა. ჯგუფების ორგანიზების შემდეგ (თუმცა შესაძლოა, პედაგოგმა დავალებების შინაარსიც წინასწარვე გააცნოს კლასს) სამივე ჯგუფს ვაძლევთ დავალებას:
მხატვრებმა წაკითხულის გათვალისწინებით ან საკითხთან ასოცირებით უნდა შექმნან ნახატი ან პლაკატი.
მწერლებს ეძლევათ 10 სიტყვა: ტყე, ფერდობი, ნერგები, ბავშვები, ნაძვის ხე, კაცი, ცული, ტომარა, გადაარჩინეს, დარცხვენილი. მათ ამ სიტყვების გამოყენებით უნდა შექმნან პატარა მოთხრობა, ზღაპარი ან სიუჟეტი.
მსახიობებმა უნდა შექმნან და გაითამაშონ სცენარი შეშისთვის ხის მოჭრის კანონიერ პროცესზე ტექსტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.
დრო: 20 წუთი სამუშაოდ და 2-2 წუთი პრეზენტაციისთვის, სულ – 26 წთ.
5. 3 წუთს ვუთმობთ უკუკავშირსა და შეჯამებას, რაშიც ბავშვებიც მონაწილეობენ.
6. ბოლოს დაფაზე ან დიდ ფურცელზე ვხატავთ კაცუნას წარწერით „ბუნების ქომაგი” და ვთხოვთ მოსწავლეებს, გვიკარნახონ მისი მახასიათებლები, რომლებსაც მოვნიშნავთ ნახატის გარშემო (3 წთ).
7. მოსწავლეები პატარა ფურცლებზე წერენ გვარ-სახელსა და კრიტერიუმების ნომერაციის შესაბამის თვითშეფასებებს, რისთვისაც ეძლევათ 2 წუთი. ეს ფურცლები იკრიბება დამრიგებელთან.
კლასის საათი მთავრდება შეკითხვით, რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა კლასმა, რომ „ბუნების ქომაგის” წოდება დაიმსახუროს. ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრებას ვავალებთ მომდევნო კლასის საათისთვის, რომელიც სასურველია მცირე სასწავლო პროექტის იდეის გენერირების წინაპირობად ვაქციოთ.
ცხადია, შემოთავაზებული სქემა პირობითია. მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს თითოეული კომპონენტი და აქტივობა უფრო უკეთესი, საინტერესო და თქვენი კლასის საჭიროებებს მორგებული გახადოს.
დანართი 1
ხერხი სჯობია ღონესა
ვაკო და ბაკო, ანუ ვახტანგი და ბაკური ცხრა წლისანი არიან, ბიძაშვილები, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ მხოლოდ არდადეგებზე ხვდებიან, რადგან ერთი სოფელში ცხოვრობს, მეორე – ქალაქში.
არდადეგებზე ბიჭები ერთად დგებიან, ერთად ატარებენ დღეს და ერთად იძინებენ. სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი აქვთ. ხშირად ვახო პაპას დასდევენ ვენახში და ბაღში, მდინარეზეც პაპა წაიყვანს ხოლმე, მაგრამ ახლომახლო მარტოებსაც ენდობა. დამოუკიდებლობასაც უნდა მიეჩვიონო, ეტყვის ხოლმე ბებიას. ასე რომ, პაპა მოკავშირედ ეგულებათ. მერე რა საინტერესო ამბების მოყოლა იცის – ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ. უამბობს რამეს და ზედაც ანდაზას დააყოლებს. ბავშვები ხან ხვდებიან ამ ანდაზის აზრს, ხან – ვერა, მაგრამ დამახსოვრებით კი იმახსოვრებენ.
აგვისტოს ცხელი დღეა, თუთის ჩრდილშიც კი ცხელა. ბიჭები მაგიდასთან სხედან და ცივ საზამთროს მიირთმევენ. ეზოში პაპა შემოდის და ეუბნება:
– წამოხვალთ ხვალ ტყეში, შეშის მოტანაში დამეხმარებით?
– წამოვალთ, პაპა, მაგრამ ამ სიცხე-პაპანაქებაში შეშა რამ გაგახსენა? – ეკითხება ბაკო.
– ბიჭო, დაიმახსოვრე, თადარიგიანი კაცი ასე იქცევა. ზაფხულში ზამთარზე უნდა იფიქრო და ზამთარში – ზაფხულზე. ბუნების კანონს ვერაფერი შეცვლის, ერთიც მოვა და მეორეც.
– ჯერ მთელი შემოდგომა წინ არ არის?
– შემოდგომაზე, შვილო, წვიმები იცის. ნაწვიმარზე ტყეში მანქანით შესვლა სახიფათოა, შეიძლება მანქანა მოსრიალდეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ახლა, აქ რომ ცხელა, ტყეში გრილა, საქმეს სიგრილეში გავაკეთებთ. თანაც შემოდგომაზე თქვენ ჩემთვის აღარ გეცლებათ და ვინ მომეხმარება? ასე არ სჯობია? – გაიღიმა პაპამ.
ბიჭები ადრიანად დაწვნენ, მაღვიძარაც მომართეს, რადგან ითქვა, მძინარებს არ დაველოდებითო.
მაღვიძარას ხმაზე რომ წამოხტნენ, პაპა და გელა, ანუ ბაკოს მამა და ვაკოს ბიძა, ფეხზე დახვდნენ, ბებია საგზალს ალაგებდა. მეზობლის ხმაურიან „კოლხოზნიკში” ჩაბარგდნენ, გელას ორი ამხანაგიც ჩაისვეს და გზას გაუდგნენ. მჭიდროდ ისხდნენ, მაგრამ ტყე შორს არ იყო, გზა შიგნითაც შედიოდა.
– აბა, აქ გაგვიჩერე, აქედან ფეხით მივალთ, – თქვა პაპამ.
ბიჭებს გაუკვირდათ, რომ გუშინდელი სიცხის შემდეგ აქ კი არ გრილოდა, ციოდა და ბებიას გამოტანებული ქურთუკები ბოლომდე შეიკრეს.
ტყეში ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ. წინ პაპა მიდიოდა, თან ხეებს აკვირდებოდა. ვაკო შეფიქრიანებული ჩანდა.
– რა იყო, ქალაქელო, ხომ არ გეძინებაო? – ჩაეკითხა პაპა.
– პაპა, შეშისთვის ხეები უნდა მოვჭრათ?
– აბა, გამზადებულ შეშას ვინ დაგვახვედრებს?
– პაპა, მასწავლებელმა გვითხრა, ვინც ხეს მოჭრის, ბუნების მტერია და ჩვენი ბუნების მტერი ჩვენი სამშობლოს მტერიც არისო…
– მართალი უთქვამს შენს მასწავლებელს, მაგრამ, ეტყობა, იმის თქმა დაავიწყდა, რომ ტყესაც სჭირდება გამოხშირვა და ხალხსაც სჭირდება შეშა. ჯანსაღი და სახვალიო ხე არ უნდა მოჭრა, თორემ ავადმყოფი ხე დროზე უნდა მოაშორო ტყეს, რომ სხვა ხეებიც არ დააავადოს. ამისთვის არიან ტყის მცველები. მათ კარგად იციან თავიანთი ტყის ასავალ-დასავალი, იციან, სად რა სტკივა ტყეს და რა სჭირდება. ათვალიერებენ, ნიშნავენ ტყეკაფებს, ნომრავენ ავადმყოფ ხეებს. როცა ხალხს შეშა დასჭირდება, ამ მონიშნულ ადგილებზე გაუშვებენ.
– მაშ, ტყის მცველმა იცის, რომ ხეები უნდა მოვჭრათ? – მოხალისდა ვაკო.
– იცის, იცის, ოღონდაც მას ახლა ტყის მცველი კი არა, რეინჯერი ჰქვია. – გაეპასუხა ბიძა. – ჩვენ სპეციალური ბილეთი ავიღეთ, სადაც მინიშნებულია, სად და რამდენი ხე შეგვიძლია მოვჭრათ. ასეც მოვიქცევით, ამიტომ ჩვენ არც ბუნების მტრები ვართ და არც ჩვენი სამშობლოსი.
ვაკო გამხიარულდა და ბაკოს გადაულაპარაკა, ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, როცა სკოლაში ბუნების დაცვაზე გვექნება გაკვეთილი, ყველაფერს მოვუყვებიო.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში პაპა გაჩერდა, მოვედითო. დაალაგეს ბარგი, დაათვალიერეს ხეები, მოსაჭრელები შეარჩიეს და საქმეს შეუდგნენ.
ბაკო ერთ ვეებერთელა ხეს უტრიალებდა. ხეს დიდი ფუღურო გასჩენოდა და ნახევარი მხარეც გახმობოდა. ეს მალე თავისით მოტყდებოდაო, დაასკვნა ბიჭმა.
ჭრაც ამ ხიდან დაიწყეს. პაპამ ბავშვები გააფრთხილა, ზემოთ და მოშორებით დადექით, წაქცეული ხის ტოტები არ მოგხვდეთო, მერე სათქვენო საქმეც გამოჩნდებაო.
გელას მეგობარმა ხერხი აამუშავა და რამდენიმე ნახევრად გამხმარი ხე წამოაქცია. შემდეგ ხეებს წვრილი ტოტებისაგან გასხეპა დაუწყეს. ბიჭები წვრილ ტოტებს ფეხებიდან აცლიდნენ უფროსებს, ისინი კი დიდ ტოტებსა და ზროს მოკლე-მოკლედ ხერხავდნენ. ერთ ტოტზე ბიჭებმა ჩიტის ბუდე დაინახეს. ბუდე ცარიელი იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს, რომელიმე ხეზე შემოედოთ – იქნებ პატრონს მიეგნო.
პაპამ ბიჭებს დაუძახა და გადაჭრილ მორზე გამოსახული წრეები აჩვენა. აბა, გადათვალეთ, რამდენიაო. ითვალეს და ორმოცდაშვიდამდე ავიდნენ.
– ეგ ხეც მაგდენი წლის ყოფილა. მაგ წრეებით ხის წლოვანება ითვლება. – თქვა პაპამ.
მოშუადღევდა, ხეების კენწეროებიდან მოჩანდა მზე, რომელიც გუშინდელივით კაშკაშებდა, მაგრამ სანამ ტოტებსა და ფოთლებში გამოაღწევდა, ძალას კარგავდა და ტყეში კარგად გრილოდა.
– შევისვენოთ, ბიჭებო, აბა, სუფრა გაშალეთო, -დაიძახეს უფროსებმა.
ბავშვებმა ბებიას გამოტანებული საგზლით პატარა სუფრა გააწყვეს.
ყველამ გემრიელად მიირთვა, ცოტა ხანს შეისვენეს. პაპა ქვევით წავიდა და თვალს მიეფარა. უფროსებმა მალე საქმე გააგრძელეს.
უკვე ბლომად მორი იყო მოჭრილი, მთის ფერდობზე იყვნენ, გზიდან კარგა ზემოთ. ვაკო და ბაკო დარდობდნენ, აქ მანქანა ვერ ამოვა და ამდენი შეშა გზამდე როგორ უნდა ჩავიტანოთო. ამ დროს პაპაც გამოჩნდა, მოდიოდა და თან რაღაცას ათვალიერებდა. ზემოთ რამდენიმე ადგილი მოინაცვლა და ისევ იქაურობის ზვერვა განაგრძო. ბოლოს გვერდით მიყრილ ტოტებს ჩაავლო ხელი, შვილიშვილებსაც დაავალა, რასაც შეძლებთ, წამოიღეთო და დაბლა დაეშვა. ბიჭები კვალში ჩაუდგნენ. გზასთან რომ მივიდნენ, პაპამ რამდენიმე ტოტი გასხიპა და სარებად აქცია. მერე ორ ხეს შორის ჩაარჭო და მოტანილი ტოტები მათ შორის გახლართა. ბიჭებს კიდევ ჩამოატანინა ტოტები და ისიც დაუმატა. გამოვიდა ოთხი-ხუთი მეტრი სიგრძის ღობე. ღობის იქით მიწა დახრამული თუ გამოთხრილი იყო და გზა ერთი-ორი მეტრით დაბლა გადიოდა. ბიჭები ვერ მიხვდნენ, რას აპირებდა პაპა.
– წამოდით, მორები დავაგოროთ და ვნახოთ, დაიჭერს თუ არა ჩვენი ღობე.
მართლაც, მორები დგანდგარით მიგორავდნენ და ღობესთან ჩერდებოდნენ. მხოლოდ რამდენიმეს „აერია” გზა. მალე დაბლა გორა დადგა. გელა და მისი მეგობრებიც ჭრას მორჩნენ და აქეთ გადმოვიდნენ.
გელამ მეზობელს დაურეკა, სატვირთოს გამოუარე და სადაც დაგვტოვე, იქ მოდითო. ერთ საათში მანქანების ხმაც გაისმა. „კოლხოზნიკს” უკან დიდი სატვირთო მოსდევდა. პაპამ – აქეთ მოაყენე ძარაო, უთხრა მძღოლს და ღობეზე მიუთითა. მანაც დიდი თუხთუხისა და ბრძოლის შემდეგ შემოაბრუნა მანქანა და ღობესთან მოაყენა. უფროსებმა ძარასთან ღობე აშალეს და მორების მანქანაზე გადაგორება დაიწყეს. მალე მთელი დღის ნამუშევარი ძარაზე მოექცა. კმაყოფილმა პაპამ ხელები მოიფშვნიტა და ბიჭებს უთხრა: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო”.
შინ რომ მივიდნენ, მძღოლმა მანქანის ძარა ააყირავა და შეშა ეზოს წინ ჩამოიცალა.
კაცები თუთის ძირში ბებიას გაშლილ სუფრას მიუსხდნენ. ვაკო და ბაკოც სუფრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. დაღლილებმა ვახშამი მალე დაამთავრეს.
დანართი 2
ტესტი
შემოხაზეთ სწორი პასუხი
1. შეიძლება თუ არა ტყეში ხის მოჭრა?
ა) დიახ
ბ) დიახ, მაგრამ წესების დაცვით
გ) არა
2. რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ტყეს იცავს?
ა) პოლიციელი
ბ) ტყის მცველი
გ) რეინჯერი
3. რით ისაზღვრება ხის ასაკი?
ა) სიმაღლით
ბ) ვარჯის გადანაჭერზე არსებული წრეებით
გ) ტოტების რაოდენობით
4. ვინ ითვლება ბუნების ქომაგად?
ა) ვისაც ტყეში სეირნობა უყვარს
ბ) ვინც ხეებს ჭრის
გ) ვინც ბუნებას იცავს
მოსწავლის სახელი და გვარი — – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დანართი 3
მოსწავლის აქტივობაში ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
I დონე
II დონე
III დონე
ქულა
1. ჩართულობა
აქტიურად ვარ ჩართული კლასის საათში, ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს რამდენჯერმე აქტივობის განმავლობაში –
4 ქულა
ჩართული ვარ საკლასო აქტივობაში,ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს, ხანდახან აქტივობის მანძილზე.
3ქულა
არ ვარ ჩართული საკლასო აქტივობაში, არ ვმონაწილეობ კითხვაში, არ ვსვამ კითხვებს და არ გამოვთქვამ მოსაზრებებს მთელი აქტივობის განმავლობაში – 0 ქულა
2. მოსმენა
ყოველთვის ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 3 ქულა
ხანდახან ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 2 ქულა
არასდროს ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 0 ქულა
3. ქცევა
არასდროს ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 3 ქულა
იშვიათად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 2 ქულა
ხშირად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 0 ქულა
მძიმე წიგნთან
თავის-უფლება, ანუ მოჩვენებითი მშვიდობის შესახებ
ერთხელაც შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ
თქვენი თვინიერი პირმშო თავს სამყაროს ჭიპად მიიჩნევს და მის სამყაროში შესასვლელი
კარი მჭიდროდ ჩაურაზავს.
ძნელია შეცდომების მდინარის სათავისკენ აუყვე დინებას, მაგრამ
სიტუაციის გამოსასწორებლად სწორედ ამის გაკეთება მოგიწევთ.
რა არის პატივისცემა? შესაძლებელია
თუ არა მისი სწავლა?მგონი– კი. პირველ რიგში, შვილებს
ის უნდა ვასწავლოთ,რომ მეორე ადამიანს ისე მოექცეს, როგორ დამოკიდებულებასაც
საკუთარი თავისთვის ისურვებდა. ამ, ერთი შეხედვით, გაცვეთილი გამონათქვამის
გათავისება რატომღაც ყველაზე მეტად უჭირს საზოგადოებას.
ხშირად მიფიქრია, ამდენი საზღვრები, ბავშვებს
ყველა გადადგმულ ნაბიჯს რომ უმოკლებს, ნეტავ რომელ სასიკეთო
საქმეს ემსახურება–მეთქი. არადა, ბევრსჰგონია მოზარდების გამუდმებით მართვა სწორი აღზრდის მთავარი კომპონენტი. ფიქრობს, რომ
დამცავი ჯებირების აგების გარეშე არც წყალი ინდობა და არც – ადამიანი. ბავშვები
ხომ ყველაზე მეტად გვანან ადიდებულ მდინარეებს…
დროთა განმავლობაში ბოროტებისა და სიკეთის ერთმანეთისგან
გარჩევა იმდენად ძნელი გახდა,რომ აღარც ვცდილობთ.ამასობაში დამნაშავე მსხვერპლად გვექცა, მსხვერპლად, რომელსაც
თავმოყვარეობის სახედარზე უკუღმა შესმულს სოფელ–სოფელ ამაყად
დავატარებთ.
ვიღაცამ ხომ უნდა თქვას: – აი, აქ
გადის ზღვარი!აქ სიძულვილის ტყვიები დაფრინავენ და მავანთა გულისპირზე ღილებად მიბნეულები, გატაცებით
გვესაუბრებიან მოჩვენებით თავისუფლებაზე.
***
სანამ შვილებს დავარწმუნებდეთ, რომ
ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები არიან, იქნებ მივხვდეთ, რომ
ისინი ოდესმე აუცილებლად შეხვდებიან უფრო ჭკვიანს და ლამაზს. მსგავსი
იმედგაცრუების დაგემოვნების შემდეგ ზრდასრულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა ,,კონკურენტის” პატივისცემა.
ჩემი აზრით, პრობლემის სათავე
ჩვენშია და არაფერი შეიცვლება:
სანამ გოგონებს მხოლოდ მორჩილების გაკვეთილები უტარდებათ, ბიჭებს
კი ქვაბიდან საჭმლის ამოღება თუ საკუთარი პერანგისა და მისი ამხანაგის გარეცხვა ეთაკილებათ; სანამ
მშობლები სიამაყით სავსე მზერას აყოლებენ მიზნისკენ მუშტის ქნევით გაქცეული შვილს (მერე
რა, თუ
ხანდახან მათაც მოუღერებს მუშტს სასურველის მისაღებად); სანამ საგვარეულო
სიამაყის ხეზე მხოლოდ გვარის გამგრძელებლებად
გამოსხმულ ნაყოფს დაჰფოფინებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ორი ,,შვილი” ჰყავთ
და სამი ,,ქალი“;
სანამ
მათი შვილისა თუ ქალის პირად ცხოვრებაში დაუკაკუნებლად შეჭრის და მისი განკარგვის უფლება
აქვთ… კიდევ
ბევრი პირდაპირი თუ ირიბი მაგალითის დასახელება შემიძლია, მაგრამ
აღარ გავაგრძელებ.
პატივისცემის გამომხატველ მთავარ კომპონენტად თავაზიან
ურთიერთობას მიჩნევენ.თავაზიან ადამიანად რომ ჩაგთვალონ, მადლიერების გამოვლენა
და შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს. პატარებს უხვად აქვთ ბოძებული ეს ღვთიური მადლი, მაგრამ
გარდატეხის ასაკში იშვიათად ემადლიერებიან მშობლებს. მეტიც, ხანდახან
ყველა თავს გადამხდარ უბედურებაში მათ ადანაშაულებენ. სამწუხაროდ, არც
მშობლებს სჩვევიათ ,,ჯადოსნური სიტყვების” ხშირად
გამოყენება. არადა, ადამიანი, რომელსაც
მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა არ შეუძლია, ვერც სხვისი უპირატესობისა
თუ თანასწორობის ცნების აღიარებას შეძლებს.
როდესაც უფროსისა და უმცროსის ურთიერთობაში ,,წითელი
შუქი” ინთება, მსგავსი
ფრაზები– ,,უფლებას არ მივცემ
ასე მელაპარაკოს“,
,,როგორ მიბედავს“და ა.შ. მხოლოდ
უპირატესობის დამტკიცების უხეშმცდელობად ჩაგეთვლებათ. მოზარდებთან
კამათის დროს,მშობლები ყველაზე ხშირად ამ ,,უსუსურ” არგუმენტს
იშველიებენ –
,,მე შენზე დიდი ვარ და უფრო კარგად ვიცი, მოცემულ სიტუაციაში
როგორ უნდა მოიქცე“…დარწმუნებული ხართ რომ იცით?
***
მესმის, რომ უკვე ბევრი
რამ დაიწერა ბავშვის არასწორ აღზრდასა და მის შედეგებზე, უფრო მეტი – „მენტალურ
ძალადობაზე” (სამწუხაროდ, მიზეზებიც
არ გამოილია), მაგრამ მაინც…მე მირჩევნია,ვიყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ამოიღო ხმა და არა – იარაღი.
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ
დაიცვა ცოლმა,,ნაქეიფარი“ქმრისგან თავი,კაცისგან,რომელმაც ცოლი,,ჭკუაზე მოსაყვანად“თუ ზედმეტი ალკოჰოლის მონელების მიზნით, უკვე მერამდენედ
დასვა გახურებულ ღუმელზე,ცხელი უთოთი გაუსწორა მორჩილი ნაოჭები, დაუზილა არგასაჩენი
შვილებით სავსე მუცელი…გუშინ გავიგე,გამოუშვიათ ეს ქალი,უკვე თმაგათეთრებული, დიდსულოვნად ნაბოძებ თავისუფლებაში, ისევე, როგორც
მომაკვდავს უშვებენ სახლში,ვაიდა,სიკვდილმა სხვაგან ვერ მიაგნოს.
ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს საზოგადოების გამოფხიზლებასა
და ღირებულებების გადაფასებაზე მუშაობა. დასაწყისისთვის
იქნებ ჩვენეული აღზრდის მეთოდებისთვის გადაგვეხედა?! როგორც წესი, ყველაზე ხშირად
სქესობრივი თუ სოციალური იერარქიის საფეხურებზე ვეცემით, მაგალითად: როგორ
ისწავლის ბავშვი საწინააღმდეგო სქესის ადამიანის პატივისცემას, თუ
დედა ,,მოახლის
ინსტიტუტის” წარჩინებული
კურსდამთავრებულია,მამა კი პატრიარ–ქალური
ღირსებების თავგამოდებული დამცველი?! არც საკუთარი კეთილდღეობის ნაცრის სხვის თვალებში შეყრის
მაგალითები მეგულება ცოტა.
,,შეძახილმა
ხე გაახმოო“, ალბათ
გაგიგიათ. სიტყვას
რომ დიდი ძალა აქვს,ესეც.ჰოდა,ყურადღება მივაქციოთ, როგორ ვესაუბრებით ჩვენ აღსაზრდელებს, ისეც
ნუ შევუძახებთ,რომ მათი უმწიფარი ემოციები გამოუჩეკავად დავაბეროთ. თუ
დავუკვირდებით, სიტყვის სწორად ,,გაფერადების” შემთხვევაში
სულაც არ არის ძნელი სასურველი შედეგის მიღება.
ამას წინათ ინტერნეტში საინტერესო სტატიას წავაწყდი
სიტყვის ენერგიის ყოვლისშემძლეობაზე. ფიფქს, რომელსაც უთხრეს
რომ მახინჯია,გაშავდა,ფერადი სიტყვების ენერგიამ კი მზესავით ააბრჭყვიალა. ძალიან
საინტერესო ექსპერიმენტი იყო…
ზედმეტ სირბილესაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები და
გადაჭარბებულ სიმკაცრესაც.ზოგჯერ მართვის სადავეების მოჭერა აუცილებელიცაა, მაგრამ
საღებავის ზომიერად გადანაწილება, საჭირო სიტყვების, ფერისა და ტონალობის
შერჩევა უნდა ვისწავლოთ.სიყალბე საჭირო არ არის, ფიფქიც კი არ დაგიჯერებთ…
ხშირად ბავშვებს ისე ელაპარაკებიან, ზედაც
არ უყურებენ, ღიმილზე
ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.მუდამ დაძაბული,მბრძანებლური ტონის წნეხწვეშ გაზრდილი ადამიანი აუცილებლად ეცდება ასაკით
მონიჭებული თავისუფლება გადაჭარბებული დოზებით გამოიყენოს.
ღიმილი რომ დეფიციტური პროდუქტი გახდა, შეამჩნევდით. საინტერესოა, რამდენ
გაღიმებულ ადამიანს ხედავთ ქუჩაში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში?!ალბათ არც ისე ბევრს. ადამიანები უძველეს დროში რაღაც მიზეზით ხომ დასახლდნენ
ტომებად… ახლა
კი ვცხოვრობთ, წლობით ნაშენებ მეგაპოლისებში, საკუთარი თავის ამარა დარჩენილები და
ისიც აღარ გვაბადია,მგონი.მონატრებული მეგობრების თავშეყრის მიზეზისაც იშვიათად მჯერა – მობილურისკენ
გაქცეული ხელი თუ საკუთარ თავში ჩაბრუნებული მზე რა ხშირად მარწმუნებს საწინააღმდეგოში. თითქოს
ერთად ყოფნას ვთამაშობთ,საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. მერე ამ ერთად ყოფნას ერთპიროვნულად განვაგებთ და მშვიდობის
ზამთარში გაჩაღებულ ომს,ძილის წინ საკითხავი წიგნივით, ბალიშის ქვეშ
ვინახავთ.
იქნებ ზოგიერთმა თქვენგანმა გაიფიქროს, რომ
ეს წერილი მხოლოდ123456789-ე ლიფსიტაა ,,გაცვეთილ” თემაზე
დაწერილი წერილების ზღვაში,რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის შტორმმა რომ ააღელვა?!
თავს უფლებას მივცემ, არ დაგეთანხმოთ.
არ მომწონს…
„მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე“
ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში (პირველი ნაწილი)
მიუხედავად ამისა, ყველა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება დაიძლიოს, თუმცა არსებობს კიდევ რაღაც, რაც ჩვენი აზრით ხელს უშლის ფილმების გამოყენებას გაკვეთილზე. სამწუხაროდ, ჩვენი მასწავლებლები არ ფლობენ იმ მეთოდურ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება.
ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამუშაო ფურცლები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს. ეს მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სკოლაში სოციალური მეცნიერებების (ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების, ასევე ხელოვნების და ლიტერატურის) სწავლებისას, თუმცა ძირითადი აქცენტი ისტორიის სწავლებაზე გამახვილდება.
ფილმების სწავლება ისტორიის გაკვეთილზე.
სასწავლო პროცესში ფილმების გამოყენება ისტორიის მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლების პროცესი. ამგვარი სწავლების დანერგვა განსაკუთრებით საჭიროა, როდესაც განვიცდით სხვადასხვა სახის წყაროების სიმწირეს. ამავე დროს, „ფილმებით სწავლება” მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ისტორია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება თუ ლიტერატურა. ისტორიის სწავლებისას შესაძლებელია განსხვავებული ჟანრის ფილმების გამოყენება, იქნება ის მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, წმინდა დოკუმენტური და სხვა.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალი კინოფილმი, რომელიც ისტორიულ თემატიკას შეეხება, ხშირად ვერ ასახავს წარსულის რეალობას და სავსეა ისტორიული ხასიათის ფაქტობრივი შეცდომებით ან გამოირჩევა ტენდენციურობით. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ფილმი, იქნება ის დოკუმენტური, მხატვრული, ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი, მისი ავტორების მსოფლმხედველობრივ გავლენას განიცდის. ხშირად ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ისტორიულ ეპოქასა და ვითარებაში იქმნებოდა ესა თუ ის ფილმი – ხომ არ აღმოჩნდნენ მისი შემქმნელები სახელმწიფო ცენზურის ან საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების წნეხის ქვეშ?
სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ შეძლონ ფილმის ვერსიის შედარება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან და გამოიყენონ ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.
სამუშაო ფურცლის გამოყენების ზოგადი ინსტრუქციები
კარგი იქნება, თუ ფილმის ჩვენებამდე მოსწავლეებს, ზეპირი (ლექცია) ან წერილობითი (ნარატივის ფორმით) სახით, მივაწვდით ინფორმაციას ფილმში აღწერილი მოვლენის შესახებ. ასევე, შესაძლებელია რომელიმე ისტორიული თემის შესწავლის და კარგად დამუშავების შემდეგ ვაჩვენოთ მოსწავლეებს ამ თემისადმი მიძღვნილი ფილმი.
ფილმის ჩვენებისას მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ, რომ ისტორიაში ადამიანის დამაბრკოლებელი და მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო სხვა ადამიანი, არამედ ბუნება, სახელმწიფო სტრუქტურები და დაწესებულებები, საზოგადოება, რელიგია. ასევე მნიშვნელოვანია თვით მთავარი პერსონაჟების თვისებებისა და ხასიათის ანალიზი.
ფილმის ნახვის წინ თითოეულ მოსწავლეს უნდა დავურიგოთ შესაბამისი სამუშაო ფურცელი, რომლებიც ფილმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე მასწავლებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები, თუ ამას კონკრეტული დავალება, კლასის მომზადების დონე და ფილმის სპეციფიკა მოითხოვს.
შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, კერძოდ, ჯერ ვაჩვენოთ ფილმი (რათა მოსწავლეებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ისტორიული მოვლენის შესახებ), ხოლო შემდეგ დავიწყოთ თემის შესწავლა წერილობითი დოკუმენტების მეშვეობით. ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დაინტერესებას კონკრეტული ისტორიული თემის მიმართ.
კინოფილმის ჩვენების წინ მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ სამუშაო ფურცელი, ხოლო მისი ჩვენების პროცესში აუცილებელია რამდენჯერმე (გააჩნია ფილმის ხანგრძლივობას) შევაჩეროთ (დაახლოებით 5 წუთით) ფილმის მსვლელობა და მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა გადახედონ სამუშაო ფურცელს და შეძლებისდაგვარად გააკეთონ ჩანიშვნები. ფილმის დასრულების შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს 10–15 წუთი, რათა მათ შეძლონ საბოლოო პასუხის გაცემა სამუშაო ფურცელზე მოცემულ შეკითხვებზე.
არსებობს სამუშაო ფურცლის გამოყენების განსხვავებული საშუალებები. მაგ. იმის მაგივრად, რომ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, შესაძლებელია მასწავლებელმა მთელ კლასს დაუსვას სამუშაო ფურცელზე მოცემული შეკითხვები, რომლებიც საკლასო დისკუსიის საფუძველი გახდება. ასევე, შესაძლებელია სამუშაო ფურცლის შევსება დავავალოთ 4 – 5 მოსწავლიან ჯგუფებს.
განსხვავებული ჟანრის ფილმების ანალიზის დროს, შეფასების კრიტერიუმებიც შესაბამისად იცვლება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი პედაგოგებისთვის შეგვეთავაზებინა იმ სამუშაო ფურცლების გაცნობა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფილმის შეფასებისთვისაა განკუთვნილი და რომლებიც მათ ისტორიის გაკვეთილის წარმართვაში დაეხმარებათ.
კონკრეტული რეკომენდაციები.ფილმის ნახვამდე მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეებს წინასწარ გაეცნონ სამუშაო ფურცლებზე მოცემულ შეკითხვებს, რათა თავიდანვე გასაგები იყოს მათთვის, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, ხოლო ფილმის ჩვენების პროცესში ცალკე ფურცელზე გააკეთონ საკუთარი ჩანიშვნები, რათა ჩვენების დასრულების შემდეგ ადვილი იყოს ამ სამუშაო ფურცლის შევსება.
ამგვარი სამუშაოს ჩატარების რამდენიმე ხერხი არსებობს: მაგ. მოსწავლეებს სამუშაო ფურცლების შევსება სახლში დავავალოთ (მას შემდეგ, რაც ნახავენ კლასში ფილმს და წინასწარ, შავად გააკეთებენ ჩანაწერებს). შესაძლებელია, ნაწილ შეკითხვებზე პასუხი კლასში გასცენ, ხოლო ნაწილზე – სახლში. არ არის გამორიცხული, რომ კრეატიულმა მოსწავლემ ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს პლაკატი, რომელიმე ლექსი, ესსე, მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილო გამოიყენოს.
შეკითხვები, რომლებიც სამუშაო ფურცლებშია მოცემული. პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ზოგადი და კონკრეტული შეკითხვები:
კონკრეტული შეკითხვების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ჩაუღრმავდა მოსწავლე ფილმის დეტალებს. ამგვარი მიდგომა მათგან მოითხოვს ფილმში სცენებისა და ფაქტების დამახსოვრებას და მათ ანალიზს. ასევე ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სასწავლო უნარების განვითარებას.
რაც შეეხება ზოგად კითხვებს, ისინი უბიძგებენ მოსწავლეებს უფრო მაღალი კატეგორიის უნარების განვითარებისკენ. ასეთი შეკითხვები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ფილმში გადმოცემული იდეების, მისი საბაზისო სტრუქტურის და ძირითადი ელემენტების გაგებას.
P.S.
1) სამუშაო ფურცლების გამოყენებისას, მასწავლებლებს ვურჩევთ, მოსწავლეებმა შეკითხვებზე პასუხები ცალკე ფურცლებზე დაწერონ, რაც ამ სამუშაო ფურცლების მრავალჯერად გამოყენების საშუალებას მოგვცემს.
2) იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სრულფასოვნად შეძლონ ფილმის ანალიზის სწავლება, მათთვის ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლების მიხედვით დაგეგმილია სატრენინგო მოდულის შექმნა და ტრენინგების ჩატარება.
სამუშაო ფურცელი – მხატვრული ფილმი
წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.
ფილმის ჩვენებისას – მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.
ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.
სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი. პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი, თუ ეს აუცილებელია. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს სტილისტურად და ორთოგრაფიულად გამართული.
1.
დაასახელეთ, ფილმის სათაური, ფილმის შექმნის წელი, რეჟისორის/რეჟისორების გვარი და სახელი. სად ხდება ფილმში მოქმედება? რა ეპოქაში ხდება ფილმში მოქმედება?
2.
ვინ არის ფილმის მთავარი გმირი და როგორია ის?
3.
ვინ ან რა არის ფილმის ანტიგმირი და როგორია ის?
4.
რაში მდგომარეობს ფილმში გადმოცემული კონფლიქტი და რა ძალა უბიძგებს მთავარ გმირს ქმედებისკენ?
5.
არსებობს ფილმში სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რომელიც მიეკუთვნება დამატებით სიუჟეტურ ხაზს და, რომელიც ხელს უწყობს ძირითადი სიუჟეტური ხაზის განვითარებას? თუ არსებობს, მაშინ აღწერე ის და განსაზღვრე, თუ ვინ არიან მასში ჩართულები?
6.
აღწერე ფილმის მთავარი გმირის სამი მოქმედება, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.
7.
რომელი მომენტია ფილმში დაძაბულობის კულმინაცია?
8.
რა გზით გადაიჭრა კონფლიქტი?
9.
მთავარი გმირის ხასიათის რა თავისებურებებმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გადაჭრას?
10.
დაასახელეთ ფილმიდან სამი მომენტი, რომელთა ანალოგიებიც შესაძლებელია საკუთარ ცხოვრებაში მოძებნოთ; აღწერეთ ისინი. შესაძლებელია ფილმში ვერ აღმოაჩინოთ ამგვარი სამი მომენტი, თუმცა შეეცადეთ.
პირველი მომენტი:
მეორე მომენტი:
მესამე მომენტი:
11.
ამოირჩიეთ ჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის ხერხებიდან ორი ხერხი: 1. არქეტიპის ანალიზი; 2. სიუჟეტის განვითარების საფეხურები: ა) შესავალი – მოსამზადებელი ფაზა; ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია; დ) კვანძის გახსნა და ე) დასასრული; 3. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 4. მხატვრული სახის (სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა; 5. მომავლის წარმოსახვა, 6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები), 7. კავშირების დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებულია ფილმში.
აღწერეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?
12.
ამოირჩიე ჩამოთვლილთაგან ფილმის ორი სპეციფიკური ელემენტი – 1. ხმა, 2. ფერი, 3. განათება, 4. სხვადასხვა სიშორის კადრები, 5. გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა, 7. მონტაჟი, 8. კადრების ხანგრძლივობა, რომლებსაც ფილმის გადაღებისას იყენებენ. აღწერე, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?
ბ ა ბ ა
რამდენად ეხმარება ბავშვს სკოლის სახელმძღვანელო სამყაროს შემეცნებაში?
(მეორე ნაწილი – ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილება)
ვისთვისაა განკუთვნილი წიგნები ?
დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების ხარისხი (ძირითადად მათემატიკასა და მშობლიურ ენაში) ამავე კლასების მასწავლებლებთან ერთად განიხილებოდა,
რათაცხადი გამხდარიყო სათანადო დონის იყო თუ არა ისინი და პასუხობენ თუ არა მოსწავლეთა მოთხოვნებს. მთავარი კრიტერიუმი მდგომარებდა შემდეგში: ხელს უწყობდა თუ არა სახელმძღვანელოები ემუშავათ მოსწავლეებს დამოუკიდებლად და აქტიურად
ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. პედაგოგთა აზრი წიგნების შესახებ სამ ჯგუფად დაიყო.
1.
მაღალი ხარისხის წიგნები.
შემუშავებულია მოსწავლეთა მოთხოვნების
გათვალისწინებით და მათ არჩევნის მნიშვნელოვან
თავისუფლებას სთავაზობს. ისინი მოსწავლეებისადმი უამრავ კითხვას შეიცავს იმაში დასარწმუნებლად, გაიგეს თუ არა იდეა და სწორად ამოხსნეს თუ არა ამოცანა (განსაკუთრებით საშინაო დავალებები), შეიძლება თუ არა მისი ერთი ან რამდენიმე ხერხით ამოხსნა.მაგ. პირველი კლასის წიგნის ერთ–ერთი სავარჯიშო მოსწავლეს სურათების ლოგიკური თანმიმდევრობით
დალაგებას სთავაზობს, მაგრამ მისი ამოხსნა მინიმუმ ორი ხერხით შეიძლება და მოსწავლეებმა ეს უნდა განიხილონ. მეოთხე კლასის სავარჯიშო შეიცავს დახმარებას – გამოიყენოს
ინტერნეტი; გაკვეთილების შემდეგ ბავშვები მას განიხილავენ და თითოეული გამოთქვამს თავის აზრს. მოსწავლეებს სთავაზობენ, მაგ. მშობლებთან საუბარს და რაიმე შემთხვევაზე ისტორიის დაწერას, რომელმაც შეცვალა
მათი ოჯახის ან რომელიმე ადამიანის ცხოვრება.
ისინი უნდა მოემზადონ ამ საკითხზე დისკუსიისთვის.
პედაგოგები მაღალ შეფასებას აძლევენ ასეთ წიგნებს, აღნიშნავენ, რომ ბავშვებს მოსწონთ ისინი და წარმატებებსაც აღწევენ. ასეთი წიგნების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის მოსწავლეს სწავლისას აძლევს
თავისუფლებას, მათ ეძლევათ არჩევნის და გადაწყვეტილების მიღების
საშუალება; წიგნები გამოიყენება სხვა დამატებით წყაროებთან ერთად, რომელიც მოიცავს სავარჯიშოებს კლასგარეშე ცხოვრებიდან.
დაწყებითი კლასის პედაგოგები მიიჩნევენ,
რომ კარგი წიგნები ეფექტური სასწავლო პროცესის ორგანიზების დამხმარე საშუალებაა.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ასეთი ხარისხის წიგნების სათანადო რაოდენობა, ამას გარდა, ასეთი წიგნების გამოცემა ბევრ დროს და თანხას
მოითხოვს. ამიტომ ჯერ კიდევ გამოიყენება სხვა დონის წიგნები. მწვავე პრობლემას
წარმოადგენს სამუშაო რვეულების საკითხიც. სავარჯიშოების უმეტესობა არ შეესაბამება ახალი პროგრამების და ეფექტური სწავლების იდეას. მაგრამ მასწავლებლებს, რომლებიც მშობლების მხრიდან ზეწოლასაც განიცდიან, მოსწავლეებისთვის ყველა დავალების შესრულება სამუშაო რვეულებში უხდებათ.
ეს იმის მაგალითია, რომ ახლებურად მუშაობის პირობებში, წრე ისევ იკვრება და მუშაობის ნოვატორული მეთოდები სირთულედ გადაიქცევა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან გააზრებული, მოქნილი
და ახალი პედაგოგიური პარადიგმის დანერგვისკენ.
2.
სასწავლო წიგნები,
რომლებიც იმ გათვლითაა შემუშავებული, რომ მოსწავლეებს, მეოთხე კლასშიც კი, მათი გამოყენება მხოლოდ მასწავლებლის დახმარებით შეუძლიათ.
ასეთი წიგნების კლასში გამოყენების დროს, მათთან ერთად აუცილებელია დამატებითი მასალის გამოყენება სასურველი ეფექტის მისაღებად და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლის დახმარება გარდაუვალი პირობაა ასეთი წიგნებით სარგებლობის პროცესში, რომელიც სიტუაციას ძველ პარადიგმასთან აბრუნებს.
ასეთ სახელმძღვანელოებში ამოცანებს, როგორც წესი, ერთადერთი სწორი პასუხი აქვთ.
ისინი არ ავითარებენ სააზროვნო და წარმოსახვით
უნარებს, დისკუსიის უნარ–ჩვევას ან არგუმენტების
საშუალებით საკუთარი პოზიციის დაცვას. ბავშვებისთვის ასეთი სახელმძღვანელოები მოსაწყენი და უინტერესოა. ეს წიგნები შეესაბამება ოფიციალურ სტანდარტებს, მაგრამ მათი ნაკლი ისაა,
რომ გამორიცხავენ არჩევანის საშუალებას და არ პასუხობენ მოსწავლეთა მოთხოვნებს, მათ სურვილებს.
ინდივიდუალური სწავლება მთლიანად პედაგოგზე, მათ გამოცდილებაზე და პროფესიულ
აზროვნებაზეა დამოკიდებული. ასეთ წიგნებში აქცენტი შინაარსზე, თემების მრავალფეროვნებაზე და არა უნარ–ჩვევებისა და კომპეტენციის განვითარებაზე კეთდება.
3. სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები, რომლებიც პედაგოგთა
აზრით, დაუმუშავებელი და უხარისხოა; ისინი მუდმივად
არ გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება
გაკვეთილზე დამატებით მასალად.
მასწავლებლებმა ასეთი წიგნები ასე დაახასიათეს
„წაიკითხე და გაიმეორე”. მოსწავლეებმა ისურვეს, რომ მასში მეტი ილუსტრაციები
ყოფილიყო; რომ ჰქონოდათ ამოცანის მათებურადამოხსნის
საშუალება. ამას გარდა, მათ უნდათ თანამედროვე, საინტერესო ტექსტები და ა.შ. ზოგიერთი ტექსტი ბავშვებმა
ჩათვალეს, რომ უაზრო
და „ზედმეტად ბავშვური” იყო.
ჩვენი ვასწავლით
„ინტერნეტის თაობას”
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის ცოდნის
მიღების ძირითად წყაროს ინტერნეტი,
კომპიუტერული მასალები და კომპიუტერული თამაშები წარმოადგენს. უფრო ღრმა შესწავლის შედეგად ასეთი საინტერესო დასკვნა გავაკეთეთ: მოსწავლეები ინტერნეტს თამაშისთვის იყენებენ; ამის შემდეგ – სოციალურ ქსელებში თანატოლებთან კონტაქტისთვის შედიან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებენ მასსასწავლო მასალის მოსაძიებლად.
პედაგოგები გვიდასტურებენ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას
უკვე მესამე კლასში შეგვიძლია „ინტერნეტის ბავშვები” ვუწოდოთ: სწავლისგან თავისუფალ
დროს ისინი ურთიერთობებს, გართობას, უსისტემო
მოკლე ტექსტების კითხვასდა სხვადასხვა ვიდეოების ყურებას უთმობენ, რომელსაც შემთხვევით აწყდებიან. უკვე ადრეულ ასაკში ბავშვებს ემჩნევათ, რომ სწავლების ტრადიციული პროცესი, რომელიც ახლაც პრაქტიკაშია, მოძველდა. ბავშვებს იზიდავს საიტების
თვალიერების პროცესი, მულტიმედიის საშუალებით დავალებების შესრულება – ინტეგრირებული სწავლების მეთოდი და მრავალ სფეროში ცოდნის მიღება. ეს ისაა, რისთვისაც მოსწავლეები მზად არიან. სხვადასხვა სკოლებში სიტუაცია
განსხვავებულია, მაგ. სოფლის სკოლებში მათ ინტერნეტთან ურთიერთობისთვის ამდენი დრო არ
აქვთ. პედაგოგების და ტექნიკური სპეციალისტების
უახლოეს მიზნებს განმავითარებელი ამოცანებით ელექტრონული პლატფორმის
შექმნა წარმოადგენს, რასაც დიდი დრო და ფული სჭირდება.
მრავალი წლის განმავლობაში ბავშვებს უყვარდათ ზღაპრების მოსმენა, მშობლებთან საუბარი კეთილსა და ბოროტზე, კარგსა და ცუდზე.
ახლა ეს პერიოდი სკოლამდელი პერიოდის რამდენიმე წლით შემოიფარგლება,
ისიც მაშინ, როცა მათთვის სცალიათ. ბავშვები იზრდებიან, რეგულარულად უყურებენ ტელევიზორს და სურათებს ინტერნეტიდან, და მასწავლებლებმა და მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მათთვის იმავე ფასეულობების განვითარებას ახალი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, მაგ. მულტფილმებით,
თამაშებით და თანამედროვე წიგნებით. როდესაც ბავშვებს ეკითხებიან ფასეულობებზე იმ მულტფილმების მაგალითზე, რომელშიც დიდი რაოდენობით ძალადობაა, ისინი პასუხობენ: “ეს მხოლოდ კომპიუტერული
თამაშია, ეს ხომ სინამდვილეში არ ხდება”. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციული
ველის პოტენციალის დანახვა და არა კომპიუტერული თამაშების და სატელევიზიო გადაცემების მთლიანად უარყოფა.
მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მოითხოვს საპასუხო რეაქციას როგორც მასწავლებლის, ისე საერთოდ უფროსებისგან.
·
ბავშვებს უვითარდებათ ინფორმაციის ვიზუალური აღქმის უნარი, ისინი გრძელი ტექსტების კითხვას სურათების
და სქემატური გამოსახულებების ყურებას ამჯობინებენ. მოსწავლეები დიდხანს ვერ აჩერებენ თავიანთ ყურადღებას იმაზე, რაც არაა მათთვის მიმზიდველი და საინტერესო. სწრაფად კარგავენ ინტერესს,
როდესაც დიდი დროის განმავლობაში მსმენელის მდგომარეობაში არიან ან აზრს ვერ მიჰყვებიან.
·
ზოგიერთი ტრადიციული
უნარი, როგორიცაა მხედველობით–მოტორული კოორდინაცია,
კონცენტრაცია, მიზნისკენ სწრაფვა, მოთმინება
და ა.შ. ვითარდება ინტერნეტში თამაშის და მუშაობის პროცესში. მასწავლებლის როლი მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ბავშვს განსხვავებული სახის სავარჯიშოების კომბინაციის ბალანსის პოვნაში, ასევე მიხვდეს, რომელი უნარი განუვითარდათ, რომ ისინი სხვადასხვა სიტუაციაში, მაგ. სკოლის დავალებების შესრულებისას გამოიყენონ.
·
იზრდება ინტერნეტით ურთიერთობის სიხშირე და ბავშვები
ადრეულ ასაკში ითვისებენ უცხო ენებს, განსაკუთრებით ინგლისურს. ასეთი ურთიერთობა მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ართულებს თვალის
მიდევნების პროცესს – რას კითხულობს ის, რა არის მისი საუბრის თემები და რა ფასეულობები აქვს მის გარემოცვას. აუცილებელია შეიქმნას ნდობის ატმოსფერო, რაც ძალიან ეფექტური
საშუალებაა, ვიდრე დასჯა და აკრძალვა. მათი თავისუფლების გამძაფრებული მოთხოვნა მოუწოდებს მათ აირჩიონ სწავლისადმი ინდივიდუალური
მიდგომა, ამ პროცესში ეძებონ პერსონალიზაციის საშუალებები.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დაუსვეს კითხვა:
„რისთვის გინდათ აიფონი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა მსგავსი საშუალებები?”
პასუხი იყო გონივრული:
·
მეგობრებთან ურთიერთობისთვის;
·
თამაშებისთვის;
·
მშობლებმა იცოდნენ სად ვარ;
·
გავიგო ახალი, რაც არ არის სახელმძღვანელოში.
დაწყებითი კლასების
მოსწავლეებს ასევე ჰკითხეს
სკოლაზე, გაკვეთილებზე, სკოლაში მომავალ
რეორგანიზაციაზე, მასწავლებლების მანქანებით შეცვლაზე. მათ მხარი დაუჭირეს მასწავლებელთან პირად ურთიერთობას, კლასში ცოცხალ
ურთიერთობას, ამოცანების ამოხსნას თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად.
სოციალურ ქსელში მცხოვრები ბავშვი
კვლევაში მონაწილე ყველა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები ადრინდელთან შედარებით უკეთესად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, მეტად აქვთ განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და შემეცნებითი უნარები. მათ მთავარ თვისებად ასახელებდნენ კომუნიკაციურ უნარებს, სოციალურ აქტიურობას
ჰიპერაქტიურობის, გახსნილი აზროვნების და ცნობისმოყვარეობის
ჩათვლით. მასწავლებელთა დაკვირვებით მოსწავლეები შეუპოვრობას ავლენენ საკუთარი თვისებების დემონსტრირებისას, მეგობრული და ღია ფორმით მონაწილეობენ დისკუსიებში,
შემოქმედებითად უდგებიან ექსპერიმენტებს.
მნიშვნელოვანია ბავშვებს დავეხმაროთ სოციალური
უნარების განვითარებაში. ეს გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას სიტუაციები, რომელშიც
ბავშვი იქნება „ლიდერი, სიტყვით გამომსვლელი
და კარგი მსმენელი, მასწავლებელი და მოსწავლე”.
ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა ვენდოთ დავალების დამოუკიდებლად
შესრულებისას.
მეორე მხრივ, არცთუ იშვიათია აგრესიული ქცევა, სამართლიანობისთვის ბრძოლა,
ემოციურად არასტაბილური შემთხვევები თანატოლებისგან მხარდაჭერის მომთხოვნი მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც გამოცდილების
ნაკლებობას გადაჭარბებული ემოციებით უკეთებენ კომპენსაციას.
კითხვაზე „არჩევნის შემთხვევაში ვის აირჩევდნენ
ერთის მხრივ აიფონს, ტელეფონს, კომპიუტერს თუ მეორეს მხრივ მეგობარს?”
დაუფიქრებლად უპასუხეს:
–
რასაკვირველია, მეგობარს.
–
მეგობარს აიფონით ან ტელეფონით.
სკოლებში ახალი ინოვაციების დანერგვა ზომიერად უნდა ხდებოდეს. ინოვაციის დანერგვა
– სოციალური ფენომენია, ხოლო ურთიერთობა, ცოდნის მიღების სტილი და ქცევა – პიროვნების გამოვლენა. ХХI ს.–ში გაკვეთილს უნდა ჰქონდეს საგანთა შორის კავშირის მიმართულება, აქცენტი უნდა კეთდებოდეს კომპეტენციის შეძენაზე, კლასები კი უნდა დგებოდეს არა ასაკობრივი ნიშნით, არამედ ინტერესების და მოსწავლეთა მიზნების მიხედვით.
ტრადიციულ პედაგოგიკასა და ინოვაციებს შორის ოქროს შუალედის მოძებნა არც თუ იოლი ამოცანაა.
თარგმანი და რედაქტირება – კახა ჟღენტი
1.
Источники познаний
ребенка: есть ли среди них учебник? Жогла И., Туна А.2014. ПРОБЛЕМЫ
СОВРЕМЕННОГО ОБРАЗОВАНИЯ. № 4-2014
1.
„განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში”.2008-05-22 https://www.mes.gov.ge/old/index.php?module=publication&page=detals&id=91
2.
„განათლების რეფორმის ხუთი წელი” ს. ჯანაშია. https://www.tabula.ge/ge/story/52869-ganatlebis-reformis-xuti-tseli.1 აგვისტო, 2010