
ათვლის სისტემების შესახებ

გულნაზ ჭელიძე – უშგულელი მასწავლებლის ლემშვენიერა
როგორ და რატომ ვასწავლით სამშობლოს სიყვარულს
ჩვენთან პატრიოტიზმით მოხდა განმანათლებლობის ჩანაცვლება. მე კი განმანათლებლობის მომხრე ვარ.
მერაბ მამარდაშვილი
ბავშვობის მოგონებებიდან ერთ-ერთ თბილი და ტკბილი რაც გამომყვა, ესაა სამშობლოზე საუბრები. დაგვისვამდა მამა ჩემს დას და მე, გვიყვებოდა და გველაპარაკებოდა – უნდა გიყვარდეთო – იმასაც კი გვეუბნებოდა და ეს სრულიად არ ჟღერდა არც პათეტიკურად, არც უადგილოდ. ის, რასაც გვიყვებოდა, აკრძალული იყო და დაფარული, ამაზე სხვებთან საუბარი არ შეიძლებოდა. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული ინტიმური განწყობა იქმნებოდა, სწორედ ისეთი, სიყვარულის აღქმას და შეგრძნებას რომ სჭირდება. თითქოს მხოლოდ ჩვენ სამნი ვრჩებოდით ამ სამყაროში და იმდენად მიყვარდა ეს საუბრები, თუკი საკუთარი თავი მშობლის როლში წარმომედგინა, სწორედ ასე, მამის ადგილას, შვილებთან სამშობლოზე მოლაპარაკე.
მე მქვია არფა (ნაწილი I)
საინტერესო მეტაფორა იქნება, თუ სამყაროს გიგანტურ არფად (სიმების სიმფონიად) წარმოვიდგენთ, ხოლო ცნობიერებას (ღმერთს) – არფაზე შემსრულებლად (სიმების გამომკვრელად).

პროფესია: სტერეოტიპი
რამდენიმე დღის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთი უწყინარი და საყვარელი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უკრავს ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის თანამშრომელი როიალზე. უცნაური არაა, რომ ამ ფაქტმა ყველა მნახველში გარკვეული სენტიმენტი გამოიწვია, ვიდეოჩანაწერს აზიარებდნენ გახარებული ადამიანები და თან საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ დაცვის თანამშრომელი ბიჭის მიმართ. რაღა დაგიმალოთ და მეც სასიამოვნო ღიმილი მომგვარა ამ ქმედებამ, თუმცა ჩემმა ღიმილმა ხასიათი მაშინ შეიცვალა, როცა მავანის კომენტარი წავიკითხე: „დაცვა ეძახე და..” შემდეგ ასეთი ტიპის საკმაოდ ბევრი კომენტარი მომხვდა თვალში და გავბრაზდი. ეს წერილიც ჩემი გაბრაზების გამოძახილია, ოღონდ, თუ ახლა დაცვის თანამშრომლების დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ტექსტის წასაკითხად შეემზადეთ, იმედები უნდა გაგიცრუოთ. მე, ჩემი აზრით, უფრო ღრმა, მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მინდა დავწერო, კერძოდ კი, პროფესიული სტერეოტიპების შესახებ, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი პროფესიების მძევლები ხდებიან საზოგადოების თვალში, რადგან აღნიშნული საზოგადოებისთვის უფრო მარტივია პროფესიები ნიღბებად დაყოს და შემდეგ ყველა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი, შესაბამისად, ამა თუ იმ ნიღბით გამოარჩიოს. ამ ნიღბების ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოდით, რამდენიმე მათგანი მაინც გავიხსენოთ. დავიწყოთ „დაცვის ბიჭით”:
ეს „დაცვის ბიჭია”. იგი სოფლიდან ჩამოვიდა და არც მთლად სახარბიელო განათლება აქვს მიღებული, ამიტომ დაცვაში დაიწყო მუშაობა, სავარაუდოდ ნათესავის, ახლობლის, ან მეგობრის დახმარებით. ცოტა უკმეხია, ცივი, უყვარს მისი დასაცავი დაწესებულების თანამშრომელ გოგონებთან არშიყი. „დაცვის ბიჭის” პირადი ოთახი, თუ ასეთი არსებობს, ჩახუთული ჰაერით, უწესრიგობით და სიმჭიდროვით გამოირჩევა. „დაცვის ბიჭს” შეგიძლიათ გაუბრაზდეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გააგებინებთ, მას მხოლოდ დაცვის უფროსის სიტყვისა ესმის, რას ვიზამთ, ასეა „დაცვის ბიჭის” ტვინი მოწყობილი.
ეს პოეტია. აცვია პალტო, მანტო, პლაში, მლაში, როგორც გენებოთ, ისე დაარქვით. ახურავს უცნაური ქუდი, სავარაუდოდ, ბერეტი. უკეთია კაშნე, ან კუბოკრული შარფი, ხშირად, ზაფხულშიც კი. ბევრს ეწევა, ხშირადაა შემთვრალ-სენტიმენტალურ განწყობაზე. ეს ისეთი განწყობაა, პოეტი რომ ქუჩაში დაბარბაცებს ჩვეულებრივი ბომჟივით, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი სენტიმენტალურობის საფარველში ეხვევა, ამიტომ ბომჟი ბომჟია და პოეტი – პოეტი. ქურთუკის შიდა ჯიბეში უდევს პატარა ბლოკნოტი და კალამი, რათა მუზა არ გაექცეს. ქალს ყოველთვის ხელზე ეამბორება, უყვარს არაორდინალური და გადაკრული საუბარი, არ ჰყავს მანქანა (პოეტი რომ მანქანას ატარებდეს, ჰაჰ), დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ უფრო ხშირად ფეხით და კიდევ უფრო ხშირად – რუსთაველის გამზირზე. რა ჯობს პოეტთან ერთად ერთ სუფრაზე მოხვედრას, იფიფ.
ეს ბანკის თანამშრომელია. აცვია სოლიდურად, აკადემიურად. მისი ჩაცმის ყოველდღიური მრავალფეროვნება, სამწუხაროდ, მხოლოდ ტანისამოსის ფერზეა დამოკიდებული. ამიტომ მას ბევრი ჰალსტუხი აქვს, რომ ყოველდღე სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს. ბანკის თანამშრომელს კარგი ანაზღაურება აქვს, რა თქმა უნდა, ის ხომ ბანკში მუშაობს. ძირითადად, ატარებს სათვალეს, ოდნავ შემელოტებულია, ხშირ შემთხვევაში ხელით დააქვს ქეისი ან საქაღალდე. ბანკის თანამშრომელი ყოველთვის მოწესრიგებულია, გაპარსული და გამოძინებული. პარასკევი საღამოს გართობა? ეს უსაქმურებისთვისაა. ბანკის თანამშრომელი ოჯახთან ერთად ვახშმობს, დილით კითხულობს „Financial”-ს და ყოველდღე, ერთსა და იმავე კაფეტერიაში დადის ლანჩზე. ბანკის თანამშრომელი მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობს. მას ისედაც უამრავი ტექსტის კითხვა უწევს. მან იცის უამრავი უცნაური სიტყვა, რომელიც ზოგადად მხოლოდ ბანკის თანამშრომლებმა იციან. თუ დაინახეთ, რომ ბანკის თანამშრომელი ცეკვავს – სასწრაფოდ გამოუძახეთ სასწრაფოს.
ეს არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან აქტივისტია, ანუ ჩვენებურად – ენჯეოშნიკი. ის არაფერს აკეთებს, თუმცა ბანკის თანამშრომელივით სოლიდურად აცვია. ის არ მუშაობს ბანკში, მაგრამ ბანკის თანამშრომელივით კარგი ანაზღაურება აქვს. ეს იმიტომ, რომ უცხოურ გრანტებს იღებს და ჭამს. რაღაც პერიოდულობით მონაწილეობას იღებს, ე.წ. თიმბილდინგში, რომელიც, ძირითადად, ლოპოტას, ყვარლის, ან რომელიმე სხვა ტბაზე ეწყობა. ასეთ დროს ენჯეოშნიკები დაირაზმებიან და ორი-სამი დღით ერთად მიდიან დასასვენებლად. ამას ეწოდება თიმბილდინგი, ანუ გუნდის შეკვრა. ერთ გუნდად შეკრული ენჯეოშნიკები ბრუნდებიან საკუთარ ორგანიზაციაში და ისევ განაგრძობენ არაფრის კეთებას. გარდა ამისა, ენჯეოშნიკმა იცის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და სალაპარაკო ენა. მას დიდი ოსტატობით შეუძლია განიხილოს საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხი და შემდეგ შეიმუშაოს პროექტი, რომლის მიზანიც იქნება საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხის შესახებ ღია დისკუსიებისა თუ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრების მოწყობა, რის შედეგადაც შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი, რომელიც საზოგადოების ჩამორჩენილობის საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. ჰო, რაც მთავარია, ზემოთ აღნიშნული ჯგუფი თიმბილდინგისთვის გაემგზავრება უფრო ზემოთ აღნიშნული ტბებიდან ერთ-ერთზე.
ეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ან უბრალოდ, პოლიციელი. მას თითქმის სულ პოლიციელის ფორმა აცვია. როცა პოლიციელს პოლიციელის ფორმა არ აცვია, ის პოლიციელი არაა, მაგრამ მას ასეთ დროსაც ჰყავს პოლიციელი მეგობრები, რომლებსაც პოლიციელის ფორმა აცვიათ. პოლიციელი არის მოჩვენებითად თავაზიანი და შინაგანად უხეში. პრობლემურ საკითხზე მასთან დავას აზრი არ აქვს, მაინც თავისებურად წყვეტს. პოლიციელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ საავტომობილო მოძრაობის წესები არ დაირღვეს და ქუჩაში ხულიგნებმა რამე არ გააფუჭონ. პოლიციელს ნაკლები დრო რჩება მაღალ მატერიებზე საფიქრალად, ამიტომ სენტიმენტებით ვაჭრობა მასთან არ ჭრის. ადრე იყვნენ პოლიციელები, რომლებიც გამართულად ვერ მეტყველებდნენ, რადგან წიგნები არ ჰქონდათ წაკითხული. ახლანდელი პოლიციელები გამართულად მეტყველებენ, თუმცა წიგნები მაინც არ აქვთ წაკითხული. უბრალოდ, იქ, აკადემიაში მათ ასე მეტყველებასაც ასწავლიან. პოლიციელს არ აქვს სუსტი ნერვები, ანდა როგორ შეიძლება სუსტი ნერვები ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც თითქმის სულ პოლიციელის ფორმა აცვია.
ეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეა. მას ჰგონია, რომ „დაცვის ბიჭს” არც მთლად სახარბიელო განათლება აქვს მიღებული. პოეტს ჯიბეში პატარა ბლოკნოტი და კალამი უდევს, ბანკის თანამშრომელი არასდროს ცეკვავს, ენჯეოშნიკი არაფერს აკეთებს, პოლიციელს სენტიმენტები არ აწუხებს და ა.შ. ამ მოქალაქეს უყვარს ადამიანებისთვის ნიღბების მიკერება მისი პროფესიის მიხედვით, რადგან ასე უფრო მარტივია იმსჯელო მათზე. მარტივია თქვა, რომ ერთი შავია, მეორე თეთრი, მესამე კი მუქი ნარინჯისფერი, და ეს ყველაფერი განსაზღვრო არა მათი შინაგანი სამყაროს გაცნობის ან მათზე დაკვირვების შემდეგ, ან მათთან ურთიერთობის გაანალიზების შემდეგ, არამედ უბრალოდ, მათი პროფესიის გაგებისთანავე. განა ასე უფრო მარტივი არაა? „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა”, ბანკის თანამშრომელი რობოტია და ა.შ.
როგორ დავადგინოთ, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლაში სწავლისთვის
იკუჯირო ნონაკას „ცოდნის შემქმნელი კომპანია“
როგორ გამოვიყენოთ კროსენსი გაკვეთილზე
ადამიანის აზროვნება უნიკალურია, ის გამუდმებით ახლის ძიებაშია და ამ აზრების „დალაგებაში” გამოისახება კიდეც ჭეშმარიტი ცოდნის ორიენტირები, ახალი აზრები და იდეები. მათი ფორმირება ძირითადად სასკოლო ასაკში ხდება, ამიტომ სწავლების პროცესში მთელი რიგი თავისებურებების გათვალისწინებაა საჭირო.
ლი მაგალითებით მიჰყვება ცხოვრების გზას, ამიტომ არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ სახე/ხატის პედაგოგიური მნიშვნელობა.


- თემატიკის განსაზღვრა, საერთო იდეები;
- 6-8-9 ელემენტის გამოყოფა, რომლებსაც აქვთ საერთო ეპოქასთან, იდეასთან, თემასთან;
- ელემენტებს შორის კავშირის, რიგითობის დადგენა;
- ცენტრალურ ელემენტზე ორიენტირება;
- ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების გამოხატვა;
- გამოსახულების შერჩევა;
- ასოციაციური ხატის, სიმბლოს წინ წამოწევა;
- ასოციაციური კავშირის აგება ელემენტებისთვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით;
- ცოდნის ახალ დონეზე ასვლა.



- შესაძლებელია მათი გამოყნება გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე;
- ან შემაჯამებელის დავალების სახით;
- ან საშინაო დავალებად;
- კროსენსით შეიძლება ზოგადად გაკვეთილის შინაარსის გადმოცემაც, ანუ შეგვიძლია მივანიჭოთ მას საყრდენი სქემის ფუნქცია;
- შეგვიძლია გამოვყოთ პრობლემები (მიზეზები, თავისებურებები, შედეგები);
- შესაძლებელია მისი გამოყენება მასალის განზოგადებისა და განმტკიცებისთვის;
- ჯგუფური სამუშაოს ორგანიზებისთვის (ანუ კროსენსის შექმნა ჯგუფურად);
- შეგვიძლია, მივცეთ შემოქმედებითი ხასიათის დავალებად – კროსენსის შექმნა ელექტრონული ან ბეჭდური სახით;
- შეგვიძლია გაკვეთილის სტრუქტურის აგება (9-კვადრატიანი კროსენსის მიხედვით).
იაპონური აღზრდა-განათლების შტრიხები
დღესასწაულების სევდა
აღდგომის მეორე საღამოს დასავლეთიდან მოვდიოდი მეგობართან და მის ოჯახთან ერთად. რიკოთი რომ გადმოვიარეთ, ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ საცობში აღმოვჩნდით. მანქანების რამდენიმე მწკრივი თითქოს არც აპირებდა ადგილიდან დაძვრას. გამოთვლილი მქონდა _ რვა საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი. არ მახსოვს, ბოლოს როდის იყო ჩემს ცხოვრებაში დღე, წინასწარ, საგულდაგულოდ რომ არ მქონოდა გადანაწილებული. ამჯერად სულ ტყუილად. ცხრა საათი რომ შესრულდა და ჩვენ ჯერ კიდევ საცობის შუაგულში ვიდექით, ნერვიულობას თავი დავანებე და მიმოვიხედე.
კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილი” ხომ წაგიკითხავთ? ცოტა მეგულება ასეთი მოთხრობა, ასეთი ადამიანური, ასეთი სავსე. ჰოდა, რაღაცნაირად, „სამხრეთის გზატკეცილი” გამახსენდა, ავტობანის მისადგომებს რომ გადავხედე. ადამიანები ბრუნდებოდნენ შინ, ზოგი პირიქით, შინიდან ბრუნდებოდა, ბრუნდებოდნენ და უზარმაზარი სევდა მოჰქონდათ თან, წელიწადში ერთხელ გახსენებული დედების და მამების, ბებიების და ბაბუების, მშობლიური სახლების, ნაწვიმარი მიწის, სადღესასწაულოდ საგულდაგულოდ გაწმენდილ-დავარცხნილი საფლავების, საგანგებოდ ნაყიდი „გამოსასვლელი” სიგარეტის და ასე, დაუსრულებლად.
აღდგომა სევდიანი დღესასწაულია, დღესასწაული ილისა და თაფლის სანთლების მოკრძალებული სურნელით. ერთხელ, წლების წინ, ჩემს ერთ ღრმადმორწმუნე მეგობარს ვუთხარი, აღდგომა არ მიყვარს-მეთქი და თავს მისი მრისხანება დავიტეხე. არადა, ასე არ არის, უბრალოდ, ”არ მიყვარს” არასწორი ფრაზაა ჩემი განწყობისა და შინაგანი მდგომარეობის გამოსახატად. ჩემთვის აღდგომის დღეები იმხელა სევდას იტევს, ყოველ წელს მგონია, რომ ცოტაც და ვეღარ გავუძლებ, ცოტაც და გული გამისკდება.
ჩემი ბავშვობის აღდგომა ასეთი იყო _ ვიბარგებოდით და სოფელში მივდიოდით, სოფელში, სადაც მშვიდი სასაფლაოს ხეების ჩრდილებს ერთი დღით აახმაურებდა ქალაქიდან ჩასული შვილებისა და შვილიშვილების სიცილი, გადაძახილი, ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება. სევდიანად იყურებოდნენ მიცვალებულები საფლავის ქვებიდან, მე კი ვკითხულობდი მათ დაბადებისა და გარდაცვალების წლებს და ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება. მაშინ მეგონა, რომ აღდგომა, ძირითადად, ამისთვისაა და კიდევ იმისთვის, რომ მეზობლებმა და ნათესავებმა ერთმანეთს საფლავებს შორის გადაფენილი პურ-მარილი შეუფასონ, პასკები დაუგემოვნონ და გოჭის ხორცის ავკარგიანობაზეც თქვან ორიოდე სიტყვა.
დიდი ხანია, სოფელში არ ვყოფილვარ, დიდი ხანია, ფეხი არ მიმიდგამს სასაფლაოზე, სადაც ბაბუაჩემის გვერდით მშვიდად განიხვენებენ მისი პირველი ცოლი და მეორე ცოლი, ანუ ბებიაჩემი. ეს კიდევ სხვა სევდაა, ცალკე მოსაყოლი და დასაწერი, ყველა ოჯახს რომ აქვს თითო ცალი და გულდაგულ უფრთხილდება. რაც გავიზარდე, ვერიდები შორეულ ახლობლებთან შეხვედრას, ვერიდები ბავშვობაში ხშირად გაგონილი ფრაზის _ ”კარგი გოგოა, მაგრამ დედამისისთანა ვერ არის” მოსმენას. საერთოდაც, იმათ რიგებში ჩავეწერე, ვინც ვალდებულებებს არ აღიარებს, სინამდვილეში კი ასე საკუთარი თავის დაცვას ცდილობს ემოციებისგან, დარდისგან, სევდიანი დღესასწაულებისგან.
ახლა ჩემი აღდგომა ასეთია: ვიბარგები და ქუთაისში მივდივარ, იქ, სადაც შაბათ საღამოს, ქუჩაში ერთი გავლით, ყველას ნახულობ, ვისი სახეც მეხსიერებამ შემოინახა, იქ, სადაც აღდგომა მართლაც ზეიმია, რადგან ბავშვობის მეგობრები სახლებში ვბრუნდებით და ერთად ყველაზე ბედნიერები ვართ, იქ, სადაც წლების მოკლებაც ადვილია და ყველაზე დიდი პრობლემების დავიწყებაც.
ოდესღაც იყო ჩემს ცხოვრებაში სხვანაირი აღდგომაც, რომელიც ჩემი ცნობიერის მიღმა დარჩა, აღდგომა აფხაზეთში, ოჩამჩირის სოფელ არადუში, სასაფლაოზე, რომელიც არ მახსოვს. არ მახსოვს, რას ამბობდნენ ჩემზე იქაური ნათესავები, როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს, როგორი შეგრძნებაა, როცა ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ულოცავენ. იქიდან თითქმის არაფერი მახსოვს, მამაჩემის საფლავის ბუნდოვანი კონტურების გარდა, მაგრამ რაც ვიცი და რაც ძლივს შემოუნახავს ჩემს გონებას, ფიქრისა და დღეების დასამძიმებლად საკმარისია.
ახლა, როცა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ინტენსიურად მაქვს ურთიერთობა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან, მსგავსი ისტორიების მოსმენა ხშირად მიწევს. მე მხოლოდ ერთერთი ვარ იმ უამრავს შორის, ვისაც აღდგომას საფლავებთან დაბრუნების უფლება წაართვეს.
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა მოხდება, ერთ აღდგომას უცნაური გადაწყვეტილება მივიღო, ბევრი ვიარო და ე.წ. საზღვართან მივიდე, მივადგე მესაზღვრეებს და ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა გადავიდე „იქით”, სადაც ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოა, სადაც მეკუთვნის ყოფნა, მარტო მე კი არა, კიდევ ბევრ ჩემისთანას. მერე კი სასწაული მოხდეს და თუნდაც ერთი დღით, საზღვარი გამიხსნან.
რას არ იფიქრებს ადამიანი.
ხომ გითხარით, აღდგომა სევდიანი დღესასწაულია.