ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
11 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

გენომის შესწავლის თანამედროვე ტექნოლოგიები

0

სიტყვა გენომი წარმოდგება სიტყვა გენისა და ქრომოსომის კომბინაციისგან. ტერმინი შემოიტანა გერმანელმა ბიოლოგმა ჰ. ვინკლერმა 1920 წელს, რომელმაც გენომი განმარტა როგორც ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი მასში ლოკალიზებული გენებით.

გენომური ანალიზი ეს არის ბიოტექნოლოგია, რომელიც სწავლობს გენომს ანუ გენთა ერთობლიობას ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ბირთვებში. გენომის ანალიზით ხდება გენომში გენების შემადგენლობის, სტრუქტურის და გენომის ევოლუციის შესწავლა. გენომის ანალიზი, როგორც დისციპლინა ჩამოყალიბდა 80 წლების ბოლოს და შეიცავს ორ მნიშვნელოვან ანალიზს: გენომის სტრუქტურულ და გენომის ფუნქციურ ანალიზს.

გენომის სტრუქტურული ანალიზი გულისხმობს გენომის ორგანიზაციის შესწავლას. აქ გამოყოფენ: გენომის გენეტიკურ კარტოგრაფიას, რომელიც ითალისწინებს გენომში წარმოდგენილ გენებს შორის დისტანცირების გამოყოფას, მათი ურთიერთ დაკავშირებების საფუძველზე და გენომის ფიზიკურ კარტოგრაფიას ანუ ქრომოსომებზე გენების ფიზიკური ლოკალიზაციის შესწავლას.

გენომის ფუნქციური ანალიზით ხდება გენების ფუნქციონირების შესწავლა: გენთა რეგულაციის ექსპრესიის შესწავლა დაგენებში წარმოქმნილი მუტაციების შესწავლა. გენომის ანალიზის რეალიზება ხორციელდებაბიოინფორმატიკის საფუძველზე

ბიოინფორმატიკა განიხილება, როგორც მულტიდისციპლინა, იგი მოიცავს გარკვეულ კონცეფციებსა და საჭირო ტექნიკას, იმისთვის რომ მოხდეს გენეტიკური ინფორმაციის, კონკრეტულად ნუკლეოტიდების თანამიმდევრობების ინტერპრეტაცია სტრუქტურულად და გამოისახოს კომპიუტერულ სისტემებში. მაშასადამე ხდება ბიოინფორმაციის აღწერა.

ჯერ კიდევ 1970 წლის დასაწყისში დაიწყო უმაღლესი ორგანიზმების გენომის ანალიზის დეტალურად შესწავლა. კერძოდ, გენომის დანაწილება ფრაგმენტებად, იზოლირება და გენის შეუზღუდავი რაოდენობით მიღება, რომლის სტრუქტურა და ფუნქციონირება მართებულად იყო შესწავლილი.ამ მეთოდებმა დასაბამი მისცეს გენეტიკურ თერაპიას, რომელსაც აქვს დაავადებაში გენეტიკური შეცდომების ობიექტურად შესწორების უნარი და ამ მხრივ მნიშვნელოვანია მედიცინისთვის, სხვადასხვა დაავადებების შესწავლის თვალსაზრისით, ისევე ფარმაკოლოგიაში– მკურნალობისთვის საჭირო წამლების სწორად შერჩევის თვალსაზრისით. ბიოტექნოლოგიების ინოვაციური მეთოდების საშუალებით, ხორციელდება გენომის ზუსტი გამოკვლევა.

1972 წელს დანერგილი იქნა გენომის კვლევის ორი მეთოდი. მეთოდები შემუშავებული იქნა, ორი მეცნიერული გუნ­დის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამერიკის გუნდის ხელმძღვა­ნელი იყო უოლტერ ჯილბერტი (Walter Gilbert), ხოლო ინგლისის გუნდის ხელძღვა­ნელი ფრედერიკ სანგერი (Frederick Sanger).

სანგერის მეთოდს წარმოადგენს ფერმენტული სინთეზის სელექციურობის, შერჩევითობის მეთოდი, რომლისთვისაც საჭიროა დნმ-ის მატრიცულ ძაფზე მოხდეს კომპლიმენტარულობის პრინციპით, ფერმენტის სინთეზისთვის საჭირო ძაფის აგება, გამოიყენება დნმ-პოლიმერაზა და ოლიგონუკლეოტიდების ავტომატიური ქიმიური სინთეზი. ამ ექსპერიმეტისათვის პირველად იქნა გამოყენებული ვირუსი, ბაქტერიოფაგი φX174.

ჯილბერტის მეთოდი ცნობილია, როგორც ქიმიური დეგრადაციის სელექციურობის მეთოდი. ამ მეთოდით ადგილი აქვს დნმ-ის დეგრადაციას ანუ დნმ-ის ორმაგი ძაფის რღვევას. გამოიყენება განსხვავებული ტოქსიკური ქიმიური რეაქტივები, ე. წ. მარკერები ოთხი ნუკლეოტიდისთვის A(ადენინი), T(თიმინი), G(გუანინი),C(ციტოზინი), რომ მოხდეს დაჭრილი,(არაუმეტეს 250 ნუკლეოტიდის ანალიზისას) დნმ-ის ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების სელექციურობა, შერჩევითობის პრინციპით, ამ აღმოჩენისთვის ორივე მეცნიერმა 1980 წელსნობელის პრემია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ყველა თანამედროვე მეთოდი დაფუძვნებულია სანგერისა და ჯილბერტის მეთოდებზე. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ მეთოდებმა განიცადეს მრავალმხრივი განვითარება ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამჟამად გენომის ანალიზის გამოყენებად მეთოდებს მიეკუთვნება:

Southern blotsის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდს, სახელი ეწოდაბრიტანელი ბიოლოგის Edwin Southern-ის საპატივცემულოდ. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმენ-რესტრიქტაზებით ხდება გენომის გახლეჩვა დანაწევრების სახით. შემდეგ აგაროზის გელური ელექტროფორეზით ხდება ამ რესტრიქციული ფრაგნტების დაყოფა მათი ზომების მიხედვით.

FISH Fluorescent In Situ Hybridization – ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უჯრედის შიგნით არსებული ელემენტების ციტოგენეტიკურად დანახვა. გამოიყენება მარკირებული დნმ-ის ზონდები, რომლის დანახვაც შესაძლებელია ელექტრონული მიკროსკოპით. ამ მეთოდით შესაძლებელია ადამიანის გენომის კარტირება და აღნიშნულ ქრომოსომებზე დაავადებების დადგენა,დროულად მკურნალობის თვალსაზრისით.

DHLPC ანუ დენატურაციის მაღალ ეფექტური სითხური ქრომატოგრაფია. ამ მეთოდის საშუალებით ადგილი აქვს დნმ-ის ფრაგმენტის ქრომოტოგრაფიულ ანალიზს. ამ მეთოდით ხორციელდება მუტაციებისა და პოლიმორფიზმის ლიკალიზაციის დადგენა დნმ-ის ფრანგმენტში არსებულ ნულეოტიდურ თანამიმდევრობებში, ჰომოზიგოტურ და ჰეტეროზიგოტურ ნიმუშების ანალიზისას.

მნიოცენტოზი ეს არის მეთოდი, როდესაც ხდება დედის ორგანიზმში სპეციალური ხელსაწყოთი შესვლა ჩანასახამდე,გარკვეული სისხლის ბირთვიანი უჯრედების აღების მიზნით,რომმოხდეს ქრომოსომათა კარტირება,დაავადებების განსაზღვრის მიზნით.

როგორც ცნობილია, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში განუწყვეტლივ მიმდინარეობს დნმ-ის გაორმაგება.PCRწარმოადგენსმეთოდს, რომლის საშუალებითაც ხდება დნმ-ის გარკვეული რაოდენობის მიღება in vitro პირობებში საანალიზოდ, დნმ-ის დენატურაციის, სპეციფიკური რეგიონების ამპლიფიკაციისა და დნმ-ის პოლიმერიზაციით დნმ-პოლიმერაზას საშუალებით. დნმ-პოლიმერაზა არის ფერმენტი, რომელსაც აქვს უნარი ერთად შეაერთოს ნუკლეოტიდები (ოლიგონუკლეოტიდები) კომპლიმენტარული პრინციპით იმ მატრიცული დნმ-ის ძაფის გამოყენებით, რომელიც განკუთვნილია საანალიზოდ. გამოიყენებათერმოსტაბილური Taq დნმ-პოლიმერაზა.რაც შეეხება ოლოგონუკლეოტიდებს ისინი წარმოადგენენ დნმ-ის ან რნმ-ის ერთძაფიან მოკლე 160-200 წყვილიან ნუკლეოტიდების თანამიმდევრობას, რომლებიც მიღებულნი არიან ქიმიური სინთეზით. ისინი ძირითადად გამოიყენება PCR – ის მეთოდისთვის, სადაც ოლიგონუკლეოტიდები წარმოადგენენ დნმ-პოლიმერაზას სამიზნეებს, რომლებიც კომპლიმენტარული პრინციპის გამოყენებით აწყობენ ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობის რამოდენიმე მონაკვეთს, და საბოლოოდ მიიღება ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საანალიზოდ.ამ მეთოდის განხორციელება მიმდინარებს in vitro პირობებში პროგრამირებული თერმოციკლური აპარატის გამოყენებითრამოდენიმე ეტაპად.

მიკროფლუიდური სისტემები. იგი შეიქმნა მიკრო ელექტრო მექანიკური სისტემების საფუძველზე, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც MEMS – Micro Electro Mechanichals Systemsსახელწოდებით. ამ სისტემების განვითარება დაიწყო 1980-იან წლებიდან. ამ ახალი სისტემების შექმნამ დასაბამი მისცა ახალი კუთხით განვითარებულიყო ისეთი მეცნიერებები როგორიცაა:ბიოქიმია, ანალიზური ქიმია, უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, იმუნოლოგია,ბიოფიზიკა დასხვა. მიკროფლუიდური სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს ცოცხალ ორგანიზმში in vivo-ს შესწავლა in vitro-ს ცდების საშუალებით. მიკროფლუიდური სისტემების განვითარებამ უზრუნველყო ახალი მეთოდების წარმოშობა.

მიკროფლუიდურ სისტემიდან წარმოიქმნება მინიატურული მიკროფლუიდური სისტემა, რომელიც წარმოადგენს პატარა მინას ჩიპის სახით,მიკროსკალით წარმოდგენილია სრულყოფილი ლაბორატორია. ეს ტექნოლოგია ცნობილია ლაბო-ჩიპის სახელწოდებით. იგი გამოიყენება კვლევების ფართო სპექტრით. ლაბო-ჩიპი არის მოწინავე ტექნოლოგიის აპარატი.

ლაბო-ჩიპის აპარატი ძირითადად გამოიყენება ბიოტექნოლოგიაში, ქიმიაში, მედიცინაში დიაგნოსტირებისათვის, ფარმაკოლოგიასა და კვებით მრეწველობაში. მას გააჩნია ფართო გამოყენების სივრცე, მათ შორის კრიმინალისტიკაშიც.ლაბო-ჩიპის ტექნოლოგიის უპირატესობას წარმოადგენს: ანალიზების სისწრაფე, ანალიზის ღირებულების მკვეთრი შემცირება, გამოყენებული რეაქტივის რაოდენობის შემცირება და მიღებული ანალიზის ხარისხი,(მონაცემები არის საუკეთესო, საყოველთად მიღებული).ლაბო-ჩიპების გამოყენებამ მსოფლიო მედიცინაში გადატრიელება მოახდინა. ბიოჩიპის საშუალებით ხორციელდება დნმ-ის ანალიზი და დიაგნოსტირება. გარდა ამისა, შესაძლებელია ჩატარდეს ანალიზებისხვადასხვა სახის ცილებზე მათ შორის: ფერმენტებზე, ჰორმონებზე, ანტისხეულებზე და ა.შ

მიკროფლუიდური სისტემები მნიშვნელოვანია მედიცინისთვის. მისი საშუალებით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ავადმყოფის სისხლის წვეთში ან ნერყვში ინფექციური აგენტების მგრძნობელობის, სპეციფიკურობისა და ვირულენტობის დადგენა. ასეთი ანალიზების შედეგად შესაძლებელია დროულმკურნალობა. ლაბო ჩიპისანსაკუთრებული უპირატესობა არის ის, რომ ხორციელდება ერთდროულად რამდენიმე პარამეტრის დადგენა:მაგ.უჯრედის დაყოფის შეწავლა, ცილის წარმოშობის მექანიზმების შესწავლა და სხვა. ჩიპი არის ზუსტი ინსტრუმენტი დნმ-ის იდენტიფიკაციის თვალსაზრისით, ამ მინიატურულ სისტემას შეუძლია მოახდინოს ზოგიერთი პათოგენური აგენტის გენეტიკური თანმიმდევრობის ამპლიფიკაცია და ჰიბრიდიზაცია მასში ჩაშენებული დნმ-ის საშუალებით.ეს მინიატურული სისტემაიძლევა სისხლის წვეთის, ნერწყვის ან შარდის ანალიზს, ახდენს დაავადების წარმომშობი მიკროორგანიზმების იდენტიფიკაციას. ამ ანალიზის უპირატესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ არის სისწრაფე დროის განსზღვრულ მონაკვეთში და დაბალი ღირებულება გამოყენების თვალსაზრისით.

მიკროფლუიდური სისტემები და კერძოდ, მისგან განვითარებული ლაბო-ჩიპის აპარატი წარმოადგენს 21-ე საუკუნისთვის მეცნიერებასა და მედიცინაში ამოსახსნელი ამოცანების გასაღებს. ამ სისტემის გამოყენებით იმედოვნებენ, რომ მეცნიერები შესძლებენ მსოფლიოს მოიაშორონ ისეთი მძიმე დაავადებების ფორმები, როგორიცაა სიმსივნე და შიდსი. სიმსივნის შეთხვევაში შესაძლებელი გახდება უჯრედის პროლიფერაციის დროულშეჩერება გენისა და დნმ-ის დონეზე, ხოლო შიდსიშემთვევაში იმუნურ სისტემაში არსებული ანტისხეულების სწრაფვა დაღუპვისკენ. აგრეთვე, აივ ვირუსის დროული გამოკვლევების წყალობით მოხდება მისი რეზისტენტულობის დარღვევა და პროლიფერაციის უნარის დაკარგვა.

სიახლეები ბიოლოგიური სისტემატიკის სწავლებაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით: საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

ამ მიზნის განხორციელების დროს აუცილებელია პედაგოგმა თავად კარგად იცოდეს ყველა ის სიახლე მეცნიერებაში რომელიც შეეხება :ბიოლოგიის კვლევის ძირითადი მეთოდებ ,ოცხალი სამყაროს ორგანიზაციის დონეებ და ა.შ . ჩვენი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პედაგოგებისათვის ამ კუთხით მოსწავლეებისათვის სისტემატიკის საკითხების შესწავლაა, რადგან უმეტეს სახელმძღვენელოებში მოცემულია მხოლოდ სქემატური განმარტებები და ხშირად პედაგოგე-ბისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია თანამედროვე კვლევები ამ სფეროში. ამ სტატიით ჩვენ შევეცდებით, მოგაწოდოთ მასალა რომელიც დაგეხმარებათ ბიოლოგიური სისტემატიკის პრინციპების ახსნის დროს.

ბიოლოგიური სისტემატიკა- ეს არის დისციპლინა, რომლის ამოცანაა ყველა ცოცხალი ორგანიზმის კლასიფიკაციის პრინციპების დამუშავება და სისტემის ასაგებად ამ პრინციპების მისადაგება. აქ კლასიფიკაციის ქვეშ იგულისხმება ყველა არსებული და გადაშენებული ორგანიზმების სისტემაში განთავსება.

სისტემატიკის ძირითადი ამოცანებია:

  • ტაქსონების დასახელება და აღწერა;
  • დიაგნოსტიკასისტემაში ადგილის პოვნა, ანუ განსაზღვრა;
  • ექსტრაპოლაცია . . ობიექტის ნიშნების წინასწარმეტყველება, რაც დაფუძნებულია იმაზე, რომ ის მიეკუთვნება ამა თუ იმ ტაქსონს.

სისტემატიკა ყოველთვის ვარაუდობს, რომ:

  • ჩვენს გარშემო არსებულ ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას გააჩნია გარკვეული შინაგანი სტრუქტურა;
  • ეს სტრუქტურა იერარქიულადაა ორგანიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ტაქსონები თანმიმდევრულად ექვემდებარებიან ერთმანეთს;
  • ეს სტრუქტურა შეცნობადია ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელი ორგანული სამყაროს სრული და ყოვლისმომცველი სისტემის აგება.

ეს განსაზღვრებები დევს ნებისმიერი ტაქსონომიური ნაშრომის საფუძველში მათ შეიძლება სისტემატიკის აქსიომები ეწოდოს.

ცოცხალი ორგანიზმების ტანამედროვე კლასიფიკაციები აგებულია იერარქიული პრინციპით. იერარქიის სხვადასხვა დონეებს აქვთ საკუთარი დასახელებები უმაღლესიდან უმდაბლესისაკენ:სამეფო, ტიპი, კლასი, რაზმი ანუ რიგი, ოჯახი, გვარი, სახეობა.

მიღებულია, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი თანმიდევრულად უნდა მიეკუთვნებოდეს ყველა შვიდივე კატეგორიას. რთულ სისტემებშ ხშირად გამოყოფენ დამატებით კატეგორიებს, რისთვისაც გამოიყენება პრეფიქსი ქვე- ან ზე. მაგალითად, ზეკლასი, ქვეტიპი და ა. შ. თითოეულ ტაქსონს უნდა ჰქონდეს გარკვეული რანგი, რაც იმასნიშნავს, რომ უნდა მიეკუთვნებოდეს რომელიმე ტაქსონომიურ კატეგარიას.

სისტემის აგების ამ პრინციპმა მიიღო ლინეს იერარქიის სახელწოდება სახელწოდება, შვედი ნატურალისტის კარლ ლინეს სახელის მიხედვით, რომლის შრომებიც დაედო საფუძვლად თანამედროვე მეცნიერულ სისტემატიკას.

გაცილებით ახალია ზესამეფოს ანუ ბიოლოგიური დომენის განსაზღვრება. ის მოწოდებული იყო 1990 წელს კარლ ვეზეს მიერ და შემოიტანა მთელი ბიომასის სამ დომენად დანაწილება:

  1. ეუკარიოტები – დომენი, რომელიც აერთიანებს უჯრედში ბირთვის შემცველ ყველა ორგანიზმს;
  2. ბაქტერიები;
  3. არქეები.

სისტემატიკის ისტორია

სიცოცხლის ფორმების კლასიფიცირების ჩვენთვის ცნობილი პირველი ცდები ანტიკურ სამყაროში ეკუთვნისჰეპტადორს, ხოლო შემდეგ არისტოტელესა და და მის მოწაფეს თეოფრასტს, რომლებიც ყველა ცოცხალს აერთიანებდნენ ავისი ფილოსოფიური შეხედულებების მიხედვით. მათ მოგვცეს ცოცხალი ორგანიზმების საკმაოდ ზუსტი სისტემა. მცენარეები დაყოფილი იყო ხეებად და ბალახებად, ხოლო ცხოველები “ცხელი” და “ცივი” სისხლის მქონე ჯგუფებად. ბოლო ნიშანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცოცხალი ბუნების საკუთარი, შინაგანი წესრიგის გამოსავლენად. ასე დაიბადა ბუნებრივი სისტემა, რომელიც ასახავდა ბუნებაში არსებული წესრიგის ბუნებრივ სისტემას.

1172 წელს არაბმა ფილოსოფოსმა ავეროესმაარისტოტელეს შრომები არაბულად თარგმა. მისი კომენტარები დაიკარგა, ხოლო თვითონ თარგმანმა ჩვენამდე ლათინურ ენაზე მოაღწია.

სისტემატიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა შვეიცარილემა პროფესორმა კონრად ჰესნერმა (1516-1565). დიდი აღმოჩენების ეპოქამ მეცნიერებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ ცოცხალ ბუნების ცოდნა. XVI საუკუნის ბოლოდან და XVII საუკუნის დასაწყისიდან იწყება ცოცხალი სამყაროს გულმოდგინედ შესწავლა, რომელიც თავდაპირველად მიმართული იყო კარგად ცნობილი ტიპებისაკენ, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა მანამ, სანამ არ დაგროვდა ცოდნის საკმაო რაოდენობა, რომელიც დაედო საფუძვლად მეცნიერულ კლასიფიკაციას.

სიცოცხლის ფორმების კლასიფიკაციისათვის ეს ცოდნ გამოყენენეს ისეთმა დიდმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ იერონიმუს ფაბრიციუსი (1537-1619), პარაცელსის მოწაფე სევერინუსი (1580-1656), ბუნებისმეტყველი უილიამ ჰარვეი (1578-1657), ინგლისელი ანატომი ედვარდ ტაისონი (1649-1708). თავისი წვლი შეიტანეს ენტომოლოგებმა და პირველმა მიკროსკოპისტებმა იტალიელმა მარჩელო მალპიგიმ (1628-1695), ჰოლანდიელმა იან სვამერდამმა (1637-1680) და ინგლისელმა რობერ ჰუკმა (1635-1702).

ინგლისელმა ნატურალისტმა ჯონ რეიმ (1627-1705) გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი შრომები მცენარეების, ცხოველების და ნატურალური თეოლოგიის შესახებ. მისი მიდგომა, რომელიც მან გამოიყენა მცენარეების კლასიფიკაციაში თავის “Historia Plantarum”-ში, იქცა თანამედროვე აქსონომიის დიდ მიღწევად. რეიმ უარყო დიქოტომიური დაყოფა, რომელიც გამოიყენებოდა სახეობებისა და ტიპების კლასიფიკაციისათვის, და მის ნაცვლად შემოგვთავაზა სისტემატიზირება კვლევის პროცესში გამოვლენილი მსგავსებისა და განსხვავებების მიხედვით.

ჯონ რეის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ დაიბადა დიდი შვედი მეცნიერი და ნატურალისტი კარლ ლინე (1707-1778), რომლის ნაშრომი “Systema Naturae (1735) გამოიცა. მან ბუნებრივი სამყარო სამ სამეფოდ დაჰყო: მინერალების, მცენარეების და ცხოველების. ლინემ გამოიყენა 4 დონე (რანგი): კლასები, რაზმები, გვარები და სახეობები. ლინემ ასევე განსაზღვრა მეცნიერული სისტემატიკის ძირითადი დებულებები. მისი აზრით, სისტემატიკაში მთავარია ბუნებრივი სისტემის აგება, რომელიც “თვითონვე მიანიშნებს გამოტოვებულ მცენარეებზე”. ის იყო მცენარეთა ერთ-ერთი ხელოვნური სისტემის ავტორი, რომელშიც ყვავილოვანი მცენარეები ლაგდებოდნენ კლასებად ყვავილებში უტკოების რაოდენობის მიხედვით. ლინეს მიერ შემოღებული თითოეული სახეობისათვის მეცნიერული სახელწოდება გამოიყენება დღემდე, ადრე არსებული გრძელი სახელების ნაცვლად, რომლებიც მოიცავდა სახეობების აღწერას. მის მიერ შემოღებულმა, ორი დასახელებისგან შემდგარმა სახელწოდებამ – სახეობის დასახელებამ, ხოლო შემდეგ სახეობის ეპითეტმა – შესაძლებელი გახადა ტაქსონომიიდან ნომენკლატურის გამოყოფა. მოცემულმა შეთანხმებამ სახეობების დასახელების ესახებ მიიღო “ბინარული ნომენკლატურის” სახელწოდება.

XVIII საუკუნის ბოლოსთვის ანტუან ჟუსიემ შემოიღო ოჯახის კატეგორია, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში ჟორჟ კიუვემ ჩამოაყალიბს ცხოველთა ტიპის განსაზღვრება. ამის მომდევნოდ, ტიპის ანალოგიური კატეგორიაგანყოფილება (რაზმი) – შემოღებულ იქნა მცენარეებისათვის.ჩარლზ დარვინმა წამოაყენა წინადადება, რომ ბუნებრივი სისტემა გაგებულ უნდა იქნას როგორც ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების შედეგი. თავის წიგნშისახეობათა წარმოშობაის წერდა:სწორედ წარმოშობის საერთოობა წარმოადგენს ორგანიზმთა შორის იმ კავშირს, რომელიც იღება ჩვენს წინაშე ჩვენი კლასიფიკაციების დახმარებით.ამ გამონათქვამმა დაუდო სათავე სისტემატიკის ისტორიაში ახალი ეპოქას ფილოგენეტიკურ სისტემატიკას, რომელიც დაფუძნებულია ორგანიზმების ნათესაობაზე.დარვინმა ივარაუდა, რომ დასაკვირვებელი ტაქსონიმიური სტრუქტურა, კერძოდ, ტაქსონების იერარქია, დაკავშირებულია მათ ერთმანეთისაგან წარმოშობაზე. ასე გაჩნდა ევოლუციური სისტემატიკა, რომლიც ჩაუდგა სათავეში ორგანიზმების წარმოშობის გამოკვლევას, რისთვისაც გამოიყენება როგორც მორფოლოგიური, ასევე ემბრიოლოგიური და პალეონტოლოგიური მეთოდები.ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯი გადადგა დარვინის მიმდევარმა, გერმანელმა ბიოლოგმა ერნსტ ჰეკელმა. გენეალოგიიდან ჰეკელმა აიღო ცნება “გენეალოგიური (საგვარტომო) ხე”. ჰეკელის გენეალოგიური ხე შეიცავდა იმ დროისათვის ცხოველთა ყველა ცნობილ მსხვილ ჯგუფებს, და ასევე ზოგიერთ უცნობ (ჰიპოთეტურ) ჯგუფებს, რომლებიც თამაშობდნენ “უცნობი წინაპრის” როლს და თავსდებოდნენ ამ ხის ტოტების ან საფუძვლის განშტოებებში. ასეთი ძალზე ნათელი გამოსახულება ძალზედ დაეხმარა ვოლუციონისტებს და მას შემდეგ – XIX საუკუნის ბოლოდან – დარვინ-ჰეკელის ფილოგენეტიკური სისტემატიკა ბატონობს ბიოლოგიის მეცნიერებაში.

ღეისათვის მიღებულია, რომ კლასიფიკაცია იქ, სადაც ეს დასაშვები იყო, მოჰყვებოდა ევოლუციონიზმის პრინციპს.ჩვეულებრივ, ბიოლოგიური სისტემები დგება სიის სახით, რომელშიც თითოეული სტრიქონი შეესაბამება რომელიმე კაქსონს (ორგანიზმთა ჯგუფს). 1960-იანი წლებიდან ვიარდება სისტემატიკის მიმართულება, რომელსაცკლადისტიკა ანუ ფილოგენეტიკური სისტემატიკა ეწოდება. ის ემსახურება ტაქსონების ევოლუციურ ხედ მოწესრიგებას – კლადოგრამას, ანუ ტაქსონების ურთიერთობების სქემას. თუ ტაქსონი თავი მოიცავს რაიმე წინაპრულ ფორმის შთამომავლებს, ის არის მონოფილეტიკური.

ვ. ხენიგმა ჩამოაყალიბა წინაპრული ტაქსონების გარკვევის პროცედურა, რომელიც დამყარებულია კომპიუტერულ მეთოდიკაზე.ეს მიმართულება ამჟამად წამყვანად ითვლება ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, განსაკუთრებით გენოსისტემატიკის სფეროში (დნმ-სა და რნმ-ს შედარებით ანალიზში).რ. სოკელმა და პ. სნიტმა 1963 წელს დაარასეს ე. წ. რიცხობრივი (ნუმერული) სისტემატიკა, რომელშიც ტაქსონებს შორის მსგავსება განისაზღვრება არა ფილოგენიის, არამედ ნიშანთა (რომელთა ერთანირი მნიშვნელობა გააჩნიათ, მაგ. წონა) შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის ნიშნების ანალიზის საფუძველზე.

დომენები – კლასიფიკაციის შედარებით ახალი ხერხია. სამდომენიანი სისტემა შემოთავაზებულია 1990 წელს, თუმცა აქამდ არ არის ბოლომდე აღიარებული(მიღებული). ბიოლოგთა უმრავლესობა აღიარებს დომენების ამ სისტემას, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებს ხუთსამეფოიან დაყოფას. სამდომენიანი მეთოდის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა არქეების (archaea) და ბაქტერიების (bacteria) დააყოფა, რომლებიც ადრე ბაქტერიების სამეფოში იყვნენ გაერთიანებულნი. დღეისათვის სისტემატიკა მიეკუთვნება ძალზე განვითარებად ბიოლოგიურ მეცნიერებებს, რომლებიც შეიცავს სულ ახალ და ახალ მეთოდებს: მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებს, დნმ-სა და რნმ-ის მონაცემთა შედარებითი ანალიზი, უჯრედების ულტრასტრუქტურის ანალიზი და მრავალი სხვა.

გამოყენებული ინფორმაცია:

  • teaele.wordpress.com;
  • floranima/ru/clasifikacion

ტერორიზმი – მუდმივი საფრთხე ცვალებადი მიზნებით

0
ძალზე რთულია უამრავი პრობლემით დამძიმებულ დღევანდელ სამყაროში გადაჭრით გამოყო რომელიმე როგორც უმთავრესი, თუმცა ფაქტია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიიჩნევა. მას შემდეგ ტერორიზმის საფრთხე სულ უფრო მატულობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების (უპირველესად, ისლამური ხალიფატის შექმნა) შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს გადააბიჯა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტერორიზმის მსახვრალი ხელი დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას სწვდება და ბოლომდე დაცულად თავს ვერცერთ ქვეყანაში ვერ გრძნობენ. მიუხედავად მანამდე განხორციელებული უამრავი შემზარავი ტერორისტული აქტისა, 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და პენტაგონზე თავდასხმების შემდეგ ტერორიზმმა სრულიად ახალი სახე შეიძინა. გაქარწყლდა იმედი თუ რწმენა იმისა, რომ ტერორისტებისთვისაც კი არსებობდა ზღვარი, რომელსაც ისინი არ გადააბიჯებდნენ. ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ ტერორისტები ამიერიდან არ მოერიდებოდნენ არც ათასობით ადამიანის მსხვერპლს და არც უპირველესი მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავხედურად თავდასხმებს. სტატიაში თვალს გავადევნებთ ტერორიზმის ისტორიის რამდენიმე სასტიკ, თუმცა ამავდროულად ძალზე საინტერესო გარდამტეხ მომენტს. ფაქტია, რომ ეს პირქუში ფენომენი დროის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, ზრდიდა მოქმედების არეალს და მასშტაბებს, იცვლებოდა მეთოდები და მიზნები. ტერორიზმი და ტერორისტები წარმოადგენენ სამხედრო ექსპერტების, ისტორიკოსების, ფსიქოლოგების კვლევის საგანს.

სიტყვა „ტერორიზმი” ევროპულ ენებში საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქიდან დამკვიდრდა. კერძოდ, მაქსიმილიან რობესპიერის მმართველობის ფორმიდან (1793-1794 წწ). რევოლუციის შემდეგ (1798 წელს) გამოცემულ დიდ ფრანგულ ლექსიკონში იგი განიმარტებოდა როგორც პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი ფორმა, როცა ქვეყნის მმართველობა ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდება პოლიტიკურ ოპონენტებს. მაგალითად მოყვანილი იყო რობესპიერის ხანმოკლე, მაგრამ უზარმაზარი მნიშვნელობის სისხლიანი მმართველობა, რომლის დროსაც იგი სასტიკად უსწორდებოდა რევოლუციის მტრებს. ენციკლოპედისტები ერთგვარად დასაშვებად მიიჩნევდნენ ძალადობას დრომოჭმული მონარქიული სახელმწიფოდან ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოზე გადასვლის გზაზე. რობესპიერის მმართველობის ფორმამ რევოლუციის მტრებიც (როიალისტები) აიძულა თავადაც ტერორისტული მეთოდებისათვის მიემართათ (მკვლელობები და სხვ.). რევოლუციიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ საფრანგეთი ისევ იქცა მსგავსი ტიპის მმართველობის ავანსცენად. 1871 წლის გაზაფხულზე, პარიზის კომუნის ხანმოკლე მმართველობის დროს გაჩნდა ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი – მძევლების აყვანა.

ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რასაკვირველია, საფრანგეთის რევოლუციაზე ბევრად ადრე წარმოიშვა. მიიჩნევა, რომ ტერორიზმს ბიძგი მისცა 1648 წლის ვესტფალიის ზავმა, რომელმაც ახალი წესრიგი და სახელმწიფოები წარმოშვა. პარალელურად გაჩნდნენ ძალები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ახალ ევროპულ რეალობას. თუმცა ტერორისტულ საქმიანობას იმ ეპოქაში არ მისცემია ფართო გასაქანი, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციის სუსტი საშუალებებით იყო გამოწვეული. ამასთანავე ახალი სახელმწიფოები საკმაოდ კომპეტენტურები გამოდგნენ საიმისოდ, რომ ჩაეხშოთ ტერორიზმის ჯერ კიდევ გაუბედავი აქტივობები.

დღეისათვის არ არსებობს ტერორიზმის ზუსტად განსაზღვრული დეფინიცია. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ იგი ჩვენ თვალწინაც გამუდმებით იცვლის მეთოდებს, მიზნებს, ამოცანებს, ბრძოლის ტაქტიკას და ა.შ. ზოგადად თანამედროვე ტერორიზმი გულისხმობს წინასწარგანზრახული აგრესიის აქტის განხორციელებას, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, მთავრობებზე ზეგავლენა და მათი იძულება კომპრომისზე (ზოგ შემთხვევაში მათი დამხობა), ამავდროულად, საზოგადოებაში შიშის ატმოსფეროს დანერგვა. უდავოა, რომ დღეს ტერორისტებს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მათ ისტორიულ წინამორბედებს. ამის ძირითადი მიზეზი საომარი ტექნოლოგიების განვითარებაა, რომელმაც განუზომლად გაზარდა ტერორიზმის პოტენციური საფრთხე.

XVIII-XIX საუკუნეებში ტერორიზმი უმეტესწილად ერთი ადამიანის ლიკვიდაციისაკენ მიმართული პოლიტიკური აქტი იყო. ალბათ ამის გამოც იყო, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები არ ერიდებოდნენ სხვა ქვეყნებიდან გამოქცეული ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემას. მაგალითისათვის ვიქტორიანული ინგლისი გამოდგება. დღეისათვის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ასეთი მოქმედება გასაგები მიზეზების გამო ყოვლად წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელი ჯიჰადისტი უამრავი თანამებრძოლის თუ თანამოაზრის თვალში წამებულის შარავანდედით შემოსილი წმინდა ადამიანია, ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია გააკეთა დასკვნა, რომ ყველა ტერორისტი ცივსისხლიანი მკვლელია და ტერორიზმი კი – თავისი ყველა გამოვლინებით ყოველგვარი სიწმინდისგან ბოლომდე დაცლილი კაცობრიობის საშინელი ფენომენი.

ტერორიზმი თავისი ძირითადი ფორმით მაშინ გაჩნდა, როდესაც ადამიანების მოდგმას სურვილი გაუჩნდათ, უხეში ძალის გამოყენებით მოეხდინათ გავლენა პოლიტიკურ მოვლენებზე. ზეალოტები ჩვ.წ.აღ-ის პირველ საუკუნეში იუდეაში იატაკქვეშ მოქმედი ებრაული დაჯგუფება იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებს მკვლელობების გზით იშორებდა თავიდან. მათ მოწინააღმდეგეებს კი რომაელების საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობაში მყოფი ებრაელი კოლაბორაციონისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც პატრიოტებს რომაული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში უშლიდნენ ხელს. ზეალოტების მოტივი იუდაიზმის კანონების უკომპრომისო რწმენა იყო, რაც გამორიცხავდა რომაული კანონებით ცხოვრებას. საბოლოოდ ზეალოტები განადგურებულ იქნენ, ხოლო გადარჩენილმა წევრებმა თვითმკვლელობით დაამთავრეს ცხოვრება.

ათასი წლის შემდეგ მსგავსი საქმიანობით მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი ასასინებმა. ისინი შიიტურ ისლამს გამოყოფილი ჯგუფები იყვნენ, რომლებმაც სამოქმედო ტაქტიკად თავიანთი მტრების ლიდერების მკვლელობები აირჩიეს. მათი არგუმენტაცია საკმაოდ ლოგიკური იყო. ასასინების მოსაზრებით, ლიდერების მკვლელობას შეეძლო თავიდან აეცილებინა გაჭიანურებული სისხლისმღვრელი ომები. საინტერესო იყო მათი მოქმედების ტაქტიკა, ხშირად ასასინი მკვლელი შეგნებულად რჩებოდა მკვლელობის ადგილას, რითაც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა. ასასინების ხელწერა იყო აგრეთვე შანტაჟი – მუქარის შემცველი წერილები გარკვეული მოთხოვნებით, რომელიც ხშირად ამართლებდა, რადგანაც ასასინებს თავიანთი მუქარის ასრულება შეეძლოთ. ასასინები ირანსა და სირიაში მოქმედებდნენ. ისინი არა მარტო კლავდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, არამედ საოცარი მოხერხებულობით აკეთებდნენ ამას. ძლიერების ზენიტში ყოფნისას მათთვის პრაქტიკულად არ არსებობდა „შეუსრულებელი მისია”, ანუ ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელთა თავიდან მოშორებაც მათ არ შეეძლოთ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასასინებისგან მომდინარეობს ინგლისური სიტყვა assassins, რაც მკვლელობას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ზეალოტები და ასასინები შიშის ზარს სცემდნენ პოტენციურ მსხვერპლებს, ისინი არ იყვნენ თანამედროვე გაგებით ტერორისტები. მათი ტერორი კონკრეტული ადამიანების ძალზე ვიწრო წრისკენ იყო მიმართული და საზოგადოებაში არ იწვევდა შიშის აურის დამკვიდრებას, რის გარეშეც თანამედროვე ტერორიზმი ყოვლად წარმოუდგენელია. თუმცა მათ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე ტერორისტების „წინაპრები”, მათი ტაქტიკა დღესაც საკმაოდ პოპულარულია ტერორისტებს შორის, ამასთანავე მათ უკვე ჰქონდათ მაღალი მოტივაცია, მკაცრი ორგანიზებულობა, საკმაოდ ნათლად გამოკვეთილი მიზნები და ამოცანები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მრავალი საუკუნის შემდეგ ეს ორგანიზაციები ისევ კვლევის საგანს წარმოადგენენ, იმაზე მეტყველებს, რომ მათ თავის დროზე დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინეს.

ახალი ეპოქის მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციები ანარქისტული მიმდინარეობის პოლიტიკურმა ძალებმა ჩამოაყალიბეს. მათ შეძლეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების მკვლელობები რუსეთში, საფრანგეთში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში. მაგრამ საბოლოო ჯამში ანარქისტების არაორგანიზებულმა მოქმედებებმა და სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე უარმა ანარქიზმი არაეფექტურ პოლიტიკურ მიმდინარეობად აქცია, რომელიც მალე გაქრა კიდეც მსოფლიო პოლიტიკური ასპარეზიდან.

საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით ტერორიზმი პირველად სწორედ რუსეთში მოქმედმა ანარქისტულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ნაროდნაია ვოლიამ” დანერგა. იმის მიუხედავად, რომ ეს დაჯგუფება ტერორისტულ აქტებს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ იყენებდა (ყველაზე გახმაურებული გახლდათ იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობა 1881 წელს), მათ მიერ ყველას თვალწინ დღისით მზისით ასაფეთქებელი ნივთიერებებით განხორციელებული აქტები სავსებით შესაძლებელს ხდიდა უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ნაროდნაია ვოლიას” მიზანი არ იყო საზოგადოების დაშინება, არამედ მისი დარწმუნება ორგანიზაციის სიძლიერეში და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების უტყუარობაში, რასაც საზოგადოება ორგანიზაციის მოკავშირედ უნდა ექცია.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ტერორიზმი ახალი შტრიხებით ივსება. შეგვიძლია გამოვყოთ ორი მთავარი გარემოება: ტერორი როგორც ტოტალიტარული მმართველობის ფორმა და ტერორიზმის ელემენტების შერწყმა ნაციონალიზმის მძლავრ ტალღასთან. მეოცე საუკუნის ტერორიზმის ისტორია მოიცავს სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილ ტერორისტულ მმართველობებს. უპირველესად ეს კომუნისტურ საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიაზე ითქმის. სტალინისა და ჰიტლერის რეჟიმები, რომელთა იდეოლოგიურ ბაზისში ტერორი მტკიცედ იყო ჩაშენებული, სწორედ მისი მეშვეობით იმართებოდა. ამასთანავე რამდენიმე ძლიერი ტერორისტული დაჯგუფება შეიქმნა ნაციონალურ ნიადაგზე. ორმა მათგანმა: ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ და ეტა-მ (ბასკეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაცია ესპანეთში) ტერორისტულ საქმიანობაზე სულ ახლახან აიღეს ხელი. ამათგან განსხვავებით ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა კარგა ხნით „მიძინებული” თურქეთში მოქმედი ქურთ მუშათა პარტია, რომლის მიზანია ოთხი სახელმწიფოს (თურქეთის, სირიის, ირანის და ერაყის) ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქურთული ეთნოსისთვის ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოპოვება. ეროვნულ ნიადაგზე იბრძვის ტერორისტული ორგანიზაცია „თამილის განმათავისუფლებელი ვეფხვები”, რომელიც შრი-ლანკაში მოქმედებს. მისი წევრები თამილელი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები არიან, მათი ხელწერა ბომბებით შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტებია.

ფაქტია, რომ დღეისათვის ტერორიზმი მჭიდროდ შეერწყა ისლამურ ფუნდამენტალიზმს და ეს ცნებები ბევრისათვის ლამის სინონიმებადაა ქცეული. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ადამიანები წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უყურებენ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების „საგმირო საქმეებს”, ხოლო მათი სახელები ყველამ ზეპირად იცის. თუმცა დადგენილია, რომ ისლამისტი ტერორისტები ხშირ შემთხვევაში სულაც არ არიან თავიანთი რელიგიის მკაცრი მიმდევრები. მაგ. საერთაშორისო ტერორიზმის ექსპერტის კარენ არმსტრონგის მტკიცებით, 9/11-ის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, პირველი თვითმფრინავის პილოტი მუჰამად ატტა დიდი რაოდენობით მოიხმარდა ალკოჰოლს. მოგეხსენებათ, ისლამი სასტიკად კრძალავს ალკოჰოლს. არმსტრონგი მიიჩნევს, რომ ატტა და ბევრი სხვა ისლამისტი ტერორისტი არა მიზეზთა გამო მოძალადეებად ქცეული მართლმორწმუნეები, არამედ მოძალადე ექსტრემისტები არიან, რომლებიც თავიანთი მიზნების შესაბამისად რელიგიური საკითხებით მანიპულირებენ.

სამწუხაროდ, არავითარი საბაბი არ გვაქვს გვჯეროდეს, რომ მომავალში ტერორიზმის საფრთხე ნაკლები იქნება. დიდი ალბათობით ის ისევ გამრავალფეროვნდება ახალი სასტიკი ელემენტებით და კიდევ მრავალ უსიამოვნო სიურპრიზს შემოგვთავაზებს.
გამოყენებული ლიტერატურა :
https://terrorism.about.com/od/whatisterroris1/p/Terrorism.htm
https://www.terrorism-research.com/history/early.php
https://www.bbc.co.uk/history/recent/sept_11/changing_faces_01.shtml

სხვა ძველი წიგნების საქმე

0

საქმე ასე იყო: თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციაში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ სწორედ მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და ამაყად გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ ამ ამბის მთავარი სიკეთე სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო – მერე რაღა მენახა სიზმრად?

მე და ჩემი მშობლები ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომელთა მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე მთელი ეს ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე” გადავცვალე – 4 ნომერი იყო და ძნელად ამოდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ მიიჩნეოდა „ბიძია თომას ქოხი” საბავშვოდ, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალ” წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება – ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა, რამე დაეშავებინა და მერე ამეღო ეგ ამბავი ჩემს თავზე და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის…

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც ახალი თაობა მგონი აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი”, მოთხრობა სამაგალითო საბჭოთა პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა”, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მისი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები” – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად აწყვია ახლა ეს წიგნები, ან აწყვია კი?

„ბემბის” რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა, რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ: „ფ. ზალტენი”. წიგნს ასეთი, გარე ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. „უი, ფელიქსი”, – იტყვი და თითქოს დიდი საიდუმლო ამოხსენი.

იცით, ზოგი წიგნი საერთოდ გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო” (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც” სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით – წაკითხული ხომ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილს ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებიანად.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია… იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით – სკივრს ნიჩაბს დაჰკრავ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

კლასის დამრიგებლის ელექტრონული სამუშაო რვეული

0
ძნელად მოიძებნება პედაგოგი, რომელიც არ აწარმოებს სხვადასხვა სახის ჩანაწერებს, რათა არ დაავიწყდეს მოსწავლესთან დაკავშირებული მონაცემები. მაგალითად, მისამართები, საანკეტო მონაცემები და ა. შ. ასეთი ჩანაწერები შეიცავს იმ სტანდარტულ დოკუმენტებსა და მონაცემებს, რომლებსაც გვთხოვენ დირექტორები, სასწავლო ნაწილები, სოციალური სამსახურები და სხვანი. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი ელექტრონული სამუშო რვეული, რომელიც გამიმარტივებდა ამგვარი სამუშაოს შესრულებას.

სამუშაო რვეულის ჩემეული ვარიანტი ინახება და ივსება  კომპიუტერში. 

სქემები, რომლებსაც შეიცავს ეს დოკუმენტი, კლასის დამრიგებლებს დაეხმარება დროის ეკონომიაში და შეძლებენ, ქაღალდებთან რუტინული მუშაობის ნაცვლად, მეტი დრო დაუთმონ სააღმზრდელო პროცესს. 

ვცრლად

რას მინდა სწავლობდნენ ქართულ სკოლაში

0

„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა ვარსკვლავს” ილია

საშუალო სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიული ღირებულებებით აღსავსე, ჰუმანური და ქმედითი მოქალაქის აღზრდაა. მიუხედავად სპეციალური საგნის არსებობისა, ადამიანის აღზრდაში ლიტერატურას მაინც განსაკუთრებული ადგილი აქვს.

კაცობრიობა ვითარდება. იცვლება ხედვები, ღირებულებები, პრობლემები. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მარადიულია, მაგრამ ბევრსაც ყავლი გასდის. თანამედროვეობას თანამედროვე ხედვები სჭირდება, თანამედროვე მკითხველს კი – თანამედროვე პრობლემებზე შექმნილი ნაწარმოებები.

არავინ დავობს, რომ განათლების მისაღებად კლასიკური გამოცდილების ცოდნა აუცილებელია, მაგრამ, ვფიქრობ, ქართული ლიტერატურის დღევანდელ პროგრამას გადახალისება სჭირდება. ბოლო ათწლეულების საქართველოში მომხდარ მოვლენებს მოსწავლეებისათვის შეთავაზებული ნაწარმოებები ნაკლებად ასახავს.

ერთ-ერთ წერილში უკვე ვახსენე, რამდენიმე წლის წინ ქართველი აბიტურიენტების უმრავლესობამ ვერ გაიგო და სწორად ვერ შეაფასა რეზო ინანიშვილის „ლარა”. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მეოცე საუკუნის ისტორიას ნაკლებად ეცნობიან ქართველი მოსწავლეები, მით უფრო, ამ ისტორიის მხატვრული გააზრებას.

ბოლო რამდენიმე ათწლეულში შექმნილი ნაწარმოებებიდან კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროზაული ტექსტი მგონია, და ვფიქრობ, მისი შესწავლა-ანალიზი მოსწავლეებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ქვემოთ შევეცდები ჩამოვთვალო ის მიზეზები, რომელთა გამოც, მიმაჩნია, რომ ეს მოთხრობა შესატანია უფროსკლასელთა ლიტერატურის სახელმძღვანელოებში.

უპირველესი – ესაა, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საყოველთაო პრობლემა, გლობალიზაცია, რაზეც მოთხრობის სათაურიც მოწმობს. ნაწარმოები ცალხელა კახელი გლეხის ნაამბობია, რომელსაც ჟურნალისტები რადიო გადაცემისთვის იწერენ. ზომიერი იუმორი და თვითირონია, რითაც მისი თხრობა იწყება, თავიდანვე მომხიბვლელს ხდის ტექსტს. „პივა” ყავა და ჩიპსები – ამ პროდუქტების ფონზე, სოფლის კაფეში მიმდინარეობს ჩაწერა. ნელ-ნელა თხრობა იშლება და ცხადი ხდება, როგორ მოხვდა ისინი კახეთის ერთ-ერთ სოფელში. როგორ შემოვიდა უამრავი უცხო რამ და რაც საწყენია, როგორ დაიკარგა საკუთრივ ქართული, როგორ და რატომ ვერ შეძლეს კამეჩიანთკარის ცნობილი კამეჩის ყველის ტექნოლოგიის მსოფლიო ბაზარზე გატანა და დამკვიდრება. რა როლი მიუძღვის ამ ყველაფერში ავადსახსენებელ სამოცდაათ წელიწადს და როგორ დახია უკან ქართული წარმოება იმ დროის ჩაკეტილმა საზღვრებმა.

„გლობალიზაცია” გლობალიზაციას ყველა დონეზე ეხება. კულინარიული სფერო მხოლოდ ზედაპირული გარსია. ნელ-ნელა ის ფართოვდება. ეხება შიგა ეროვნულ გლობალიზაციასაც, რაც წინა საუკუნის ნახევრიდან აშკარა გახდა და ნელ-ნელა მოედო მთელ საქართველოს. სხვა კუთხის კულტურა, ტრადიცია ძირითადად ქალებს გადააქვთ მეორე კუთხეში. ოჯახის შექმნის გეოგრაფია 2-3 სოფლის საზღვრებს სცდება და კონკრეტულ მოთხრობაში ერთი ოჯახის შვილები თხოვდებიან კახეთიდან სამეგრელოში, სამეგრელოდან ქართლსა და კახეთში და ნელ-ნელა მიდის საქართველოს კუთხეების ასიმილაცია.

თუმცა, ყველაზე მძაფრი რელიგიების შეჯახებაა. ტრაგიზმამდეც სწორედ ამას მიჰყავს ამბავი. ვინმე ნაგიჟარი ფიჩორის (მისი პროტოტიპი, ალბათ, მამა ბასილ მკლავიშვილია) მრევლი სამეგრელოში არბევს სექტანტების (იეჰოვას მოწმეების) შეკრებას. მთხრობელის დას (ელიჩკას), როგორც იეჰოვის მოწმეს, გამოარიდებენ ფიჩორისა და მისი მრევლის აგრესიას და სამეგრელოდან გადაიყვანენ შვილთან, გორში, სადაც ის სიძის, ეკლესიის ამგები მილიციის უფროსის ძალადობის მსხვერპლი ხდება. საბოლოოდ მშობლიურ კახეთში ჩამოჰყავთ, მაგრამ აქაც მოდაშია შემოსული ეკლესიურობა და ერთი შეხედვით სიმპათიური მღვდელი მოხუც ქალს მთელ სოფელს უმხედრებს, ბოლოს კი უბრძანებს, ეპისკოპოსი ჩამოდის, ეკლესიაში ფორთხვით მოდიო და თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

მოთხრობაში ნათლად იკვეთება, რომ ქრისტიანობა, როგორც ტრადიცია, როგორც ერის სულიერი არსებობის ფორმა, იმავე სამოცდაათ წელიწადშია გამქრალი. ამდენად იეჰოვას მოწმეებს როგორც უცხო და უჩვეულო ღირებულებების მატარებელ ხალხს, საკუთარ თავში გარკვეული საზოგადოება კი არა, მოდას აყოლილი ბრბო, უვიცების ჯარი უპირისპირდება. უცხო მაშინაა საშიში, როდესაც შენ არ გამოგირკვევია საკუთარი არსი, საკუთარი კულტურა და ღირებულებები.

„გლობალიზაციის” სიუჟეტის მსვლელობისას ერთ-ერთი ტრაგედიის (ელიჩკას ქმრის მკვლელობის) მიზეზი ოთხმოცდაათიანი წლების სამეგრელოში მომხდარი დაპირისპირებაა.

ამ ტექსტით მოსწავლეები საბჭოთა რეპრესიების შესახებაც შეიტყობენ. ისინი მხატვრული ტექსტისგან გაიგებენ წამების, სისასტიკისა და დაუნდობლობის საბჭოთა მეთოდების შესახებ, რომელთაც წინა საუკუნის დასაწყისში მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

ასევე მნიშვნელოვანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და შეფიცულთა რაზმის თემაც. მოკლედ აქ ყველაფერია განვლილი საუკუნის შესახებ. თუმცა, „გლობალიზაციის” მიხედვით პოსტსაბჭოთა პერიოდის ადამიანი გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია განსხვავებულის მიმართ. მერაბ მამარდაშვილი სწორედ იმ პერიოდში წერდა: „ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს თავისი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი, ვისი მჯეროდა, ვის მივყვებოდი, უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისგან, და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, გზა, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ რომ მხოლოდ სირცხვილისგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ სწორედ ამ სირცხვილის სარკით შეძლო ერის გადარჩენა. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ მოვერიეთ უამრავ მანკიერ თვისებას, ისტორიაც მეორდება და საბჭოთა მონობამაც ისე იმოქმედა, რომ მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცეს დასაწყისთან შედარებით, ხშირად უკან წასულიც მოჩანს საზოგადოება. მაინც, ყველა დროს თავისი სირცხვილი სჭირდება. კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია” სწორედ ამ სირცხვილზეა.

ლიტერატურა, მისი სწავლება, რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ლიტერატურის ხარისხით უნდა განისაზღვროს და არა მასში არსებული საჭირო თემებით. ამ მხრივაც „გლობალიზაცია” მეტად საინტერესო ტექსტია. ის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს თვალი მიადევნონ სიუჟეტის განვითარების კლაკნილ ხაზს, როგორ იკვრება ქრონოლოგიურად ერთი ოჯახის ისტორია, ერთი შეხედვით აბდაუბდა მონათხრობში, როგორ თანაარსებობენ ერთ სივრცეში იუმორი და დრამა, სარკაზმი და ტრაგედია. ენობრივი მასალის რა კომპონენტებით იქმნება მხატვრული სინამდვილე, რომლისაც მართლა გჯერა. კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა ბრწყინვალე ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება დიალექტიზმებითა და სლენგით, ხშირად ბარბარიზმებითაც მეტყველებდეს პერსონაჟი და არსად გადაამლაშოს, ბოლომდე შეძლოს ლიტერატურულ სივრცეში ცოცხალი მეტყველების ისე გადმოტანა, რომ მკითხველიც დააჯეროს და არც მომაბეზრებელი გახადოს სალიტერატურო ენისთვის თითქოსდა მიუღებელი ეს კომპონენტები.

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა „გლობალიზაციაში” საკუთრივ ქართული ლიტერატურის გამოცდილების ძიებაც. მთავარი გმირის სახეში ერთ- ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა, როდესაც ის, ჯერ კიდევ პატარა გოგო, უფსკრულის პირას ლოდზე შეხტება და საოცარი ხმით მღერის. ეს სცენა, როგორც მოგონება, ფინალშიც მეორდება. ელიჩკა საბოლოოდ თავს იკლავს. თავს იკლავს, რადგან ადამიანი აღარაა, ვისაც მისი თანაგრძნობა შეუძლია. „ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი აღარ არია”. არის თუ არა ამ ქალის მხატვრული სახე უფსკრულს მომზერალი პირიმზეს შორეული ალუზია, კიდევ რა გამოცდილება კვებავს ავტორის წარმოსახვას?

ამ და მსგავს ლიტერატურულ საკითხებზე „გლობალიზაციის” მიხედვით ბევრი რამის სწავლება შეიძლება, თუმცა მივუბრუნდეთ ისევ პრობლემატიკას.

გარდა საკუთრივ განათლების პოლიტიკისა, არსებობს ერში დამკვიდრებული აღზრდის გარკვეული სტერეოტიპებიც. მაგ. ის რომ წინაპარი აპრიორი გმირია, მამა-პაპები ის ადამიანები არიან, რომელთა მორალურ სიმაღლეს მარადიულად უნდა ელტვოდეს მოზარდი. ეს ერთი მხრივ, კარგია, უფროსების, ფესვების მიმართ პატივისცემას ბადებს, მაგრამ მეორე მხრივ, შემაფერხებელია ერის განვითარებისთვის, შემაფერხებელია, რადგან „ახალი ვარსკვლავის დევნას” ადუნებს და თანაც ტყუილია, ყველას წინაპარი ვერ იქნება ღირსეული და მისაბაძი, მით უფრო, რომ უახლესი ისტორია, რომელშიც ჩვენი თუ ჩვენი მოსწავლეების უშუალო წინაპრები ცხოვრობდნენ, ნაკლებად იძლეოდა გმირების გაჩენის საშუალებას. სამოცდაათწლიანმა ტყუილმა თავისი მძიმე კვალი დაგვაჩნია და ჩვენც, რადგან არ შეგვრცხვენია, ამავე გამოცდილებით დავბადეთ ახალი, პოსტსაბჭოური ტყუილი, ქვეყანა, სადაც ეკლესიებს ქურდები და მილიციის უფროსები აშენებენ, სადაც ყველაფერი ანგარიშგასაწევია: სოფელი, ათწლეულების წინ დაღუპული მამისთვის გადასახდელი პანაშვიდი, მღვდლის აზრი, ყველაფერი, გარდა ყველაზე მთავრისა, ადამიანისა.

ამგვარ საკითხებზე მსჯელობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტყუილის, სისასტიკისა და ძალმომრეობის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა „გლობალიზაცია”. ასე მგონია, კერპებისა და მითების დანგრევაში, რომლებიც მომავალ თაობებს უხვად ხვდება, ეს ტექსტი ძალიან დაეხმარებათ.
 
 

კარგი დასასრულის განცდა

0
მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის ავტორები დიდი გულმოდგინებით არჩევდნენ არდადეგებზე საკითხავ მხატვრულ ლიტერატურას ყველა ასაკის მოსწავლეებისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სკოლებში არიან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც, რომლებიც ამ შესანიშნავ რჩევებს გაითვალისწინებდნენ. ასევე დარწმუნებული ვარ, არც ქართული გამომცემლობების დაუღალავი მცდელობა – უფრო აქტიურად თარგმნონ და ბეჭდონ მოზარდებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა – ჩაივლის უშედეგოდ და ბოლო მოეღება პარადოქსს, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ამავდროულად, ჩვენი მოზარდების წიგნიერების დონე ძალიან ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისას.

 

ზაფხული იქით იყოს (არის კიდეც) და მე რომ მკითხოთ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა წავიკითხოთ ის ბოლო წიგნი, რომლისთვისაც არდადეგებზე ვერ მოვიცალეთ; განსაკუთრებით კარგი დ როა მეთორმეტეკლასელებისათვის, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული, ალბათ, მთელი სასწავლო წელი ვეღარ მოიგდებენ დროს იმისთვის, რომ კლასგარეშე თუ არასაპროგრამო ლიტერატურით ისიამოვნონ.


თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მისაღებ გამოცდებზე არ დაგვეხმარება. აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას სელინჯერის, ბერჯესის, აკუტაგავას ნაწარმოებებთან გავლებული პარალელებით ასაბუთებენ, რასაკვირველია, სულ სხვა ფასი აქვთ გამსწორებელთა თვალში. წელს ერთ ნამუშევარში ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომიც” კი იყო მოხდენილად მოშველიებული. არც იმ წიგნის მოხსენიება დატოვებს გულგრილს თქვენი ნაშრომების შემფასებლებს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ…


თუმცა წიგნების კითხვა ანგარებით დაახლოებით იგივეა, რაც ანგარებით ქორწინება, ამიტომ მოდი, თავი დავანებოთ დამატებითი მოტივაციის ძებნას, მით უმეტეს, რომ კარგ წიგნს ეს არ სჭირდება.


მაშ ასე, ჯულიან ბარნსი – ,,დასასრულის განცდა”. გამოცემული 2011 წელს, იმავე წელს ბუკერის პრემიით აღნიშნული. ამ წიგნის კითხვისას გრჩება შეგრძნება, რომ თანამედროვე სამყაროს მაჯისცემაზე გვიდევს ხელი. თუმცა თავად ავტორს ნაკლებად ესმის თანამედროვე სამყაროსი… ისე, ვერც თავის სიყმაწვილის დროინდელ ამბებში გარკვეულა მთლად ბოლომდე.


მოქმედების ადგილი – ლონდონის ერთ-ერთი სკოლა, სამოციანი წლების ოქროს პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არსებობს მხოლოდ ბიჭებისგან შემდგარი კლასები, მაღალი წრიდან გამოსული, ინტელექტუალური და ქედმაღალი ბიჭებისაგან. აი, ისეთებისგან, ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს პრინციპულად რომ არ ეთანხმებიან და ორაზროვანი ნართაულებით კენწლავენ. ჩაკეტილი წრეები, რომლებშიც შეღწევა მხოლოდ განსაკუთრებულებს, დავაზუსტებ, განსაკუთრებული ჭკუა-გონების პატრონებს შეუძლიათ. მათ წინაშე მალე ინგლისისა, და მაშასადამე, მსოფლიოს, საუკეთესო უნივერსიტეტების: კემბრიჯის, ოქსფორდის, ბრისტოლის და ა.შ. კარი გაიღება. მერე საუკეთესო კარიერა ელით – გახამებული პერანგების, გოლფის მოედნების, საშობაო ინდაურთან შემოკრებილი ლამაზი ცოლ-შვილის ტრივიალური რომანტიკა.


მაგრამ მომავალი არასოდესაა ისეთი, როგორიც სკოლაში წარმოგიდგენია. ისევე, როგორც შობა-ახალი წელი არასოდეს ჰგავს მისალოც ბარათებზე დახატულ ფუმფულათოვლიან იდილიას. მთხრობელი, ტონი უებსტერი, გაიზარდა, პენსიაში გავიდა, ოჯახი დაენგრა, შვილი გაუუცხოვდა – მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო უკან მოიტოვა და ახლა დროა ახალგაზრდობის დროინდელი სიბრიყვეების გამოც მოიცვას სინანულმა.


მე რომ მკითხოთ, სიყმაწვილის ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი ისაა, როცა შენს ცხოვრებაში პირველად ჩნდება უცხო ადამიანი, რომელსაც შენზე უზარმაზარი ზეგავლენა აქვს. თუ ის შენსავით ბიჭია, უმეგობრდები და ისე ეჯიბრები; თუ თავნება და რკინისებური ხასიათის გოგოა, რაღა დაგრჩენია, მასთან სასიყვარულო თამაშებს იწყებ, მერე ნიშნისმოგებით მიატოვებ, მაგრამ ეს ამბავი ორმოცი წელი გიღრღნის გულს და ვერაფრით ივიწყებ წაგებულ ომს.


ისევ მე რომ მკითხოთ (სხვა რაღა დაგრჩენიათ), უფროსკლასელისათვის, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაეშვება თავგადასავლებით სავსე მომავალში, ყველაზე გულდასაწყვეტი ის იქნებოდა, თუ მავანი მკითხავი უწინასწარმეტყველებდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებაო: ვეღარასოდეს იქნები ასე ახლო მეგობრებთან, ვეღარასოდეს შეიყვარებ ასე ძლიერად ქალს, ვეღარასოდეს შეხედავ ასე თამამად ცხოვრებასო.


ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ უფროსკლასელებმა უნდა იცოდნენ, შეიძლება მათ ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებოდეს ყველაზე მთავარი და საინტერესო მოვლენები – ეს წიგნი ამაზეცაა.


დამაინტრიგებელი სიუჟეტი (ამის გარეშე დღეს რომანის დაწერას ხომ აზრი აღარ აქვს), კარგად შეკრული კომპოზიცია, დინამიკური და ამავე დროს, დამაფიქრებელი თხრობა, მთარგმნელ ზაზა ჭილაძის დიდოსტატობა სრული ხუთვარსკვლავიანი მომსახურება ახალგაზრდა მკითხველის ხელთაა.


ერთ დღეს ერთმა შემთხვევითმა ერთდღიანმა მეგობარმა, რომელთა მსგავსთაც ხშირად გადავეყრებით ხოლმე დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წამიყვანა ლიტერატურული წრის მეცადინეობაზე დასასწრებად. მასწავლებელმა თხზულების დაწერა გვთხოვა და მიგვითითა, რომ დასკვნით ნაწილს განსაკუთრებული ყურადღებით მოვკიდებოდით, რადგან, როგორც მაიაკოვსკიმ თქვა, ნაწარმოებში მთავარი ზუსტად შერჩეული დასასრულია. ამიტომ ჯერ დასასრული უნდა მოიფიქრო და მერე _ ყველაფერი დანარჩენი.


მეც ჩემი სტატიის დასაბოლოებლად ბევრი ვიფიქრე და ასეთი სიტყვათა თამაში მოვიფიქრე, „დასასრულის განცდა” ღირებული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ უმთავრეს შეგრძნებას აჩუქებს მკითხველს – კარგი დასასრულის განცდას.



მხატვრული ლიტერატურის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ისტორიის გაკვეთილზე

0
თანამედროვე განათლებული ადამიანი თავისი ქვეყნის და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფართო ცოდნით გამოირჩევა. ასეთი ცოდნა ძირითადად თავმოყრილია უძველეს ხელნაწერებსა და ისტორიულ ქრონიკებში, რომლებიც მოგვითხრობენ მნიშვნელოვან მოვლენებზე, პიროვნებებზე, მეფეებზე, მხედართმთავრებზე, დიპლომატებზე და სხვა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, ღრმა კვალი რომ დატოვეს ჩვენს ცნობიერებაზე. და თუმცა დროთა განმავლობაში ისტორიული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ისტორიული მოვლენებიც სხვა მასშტაბებს იძენენ, უცვლელი რჩება ისტორიული ნაწარმოებების, როგორც წარსულის რეკონსტრუქციისა და მომავლის კონსტრუქციის შესწავლის მნიშვნელობა. ამიტომ, რაც მეტად გავუღვივებთ მოსწავლეებს სკოლაში ისტორიის საგნის მიმართ ინტერესს, მით მეტად საზოგადოებრივად მომზადებულ ახალგაზრდას შევძენთ საზოგადოებას.

ამ ამოცანების გადაწყვეტა აუცილებლად მოითხოვს დამხარე ნარატიული მასალის მოშველიებას. ისტორიული მატიანეების ავტორებიც კი, რომლებიც აღიარებდნენ თვითმხილველის ფასს ისტორიული მასალის გადმოცემაში და მუდმივად ახლდნენ თან ქვეყნის მესვეურებს სამხედრო ლაშქრობებში, მნიშვნელოვან მშენებლობებზე, ესწრებოდნენ მოლაპარაკებებს და ა.შ. იყენებდნენ სხვათა ჩანაწერებსაც როგორც ისტორიულ წყაროს, მათ შორის ლეგენდებს, გადმოცემებს, ფოლკლორულ მასალას და ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა ზუსტად აღეწერათ ყველაფერი, რაც მათ ქვეყანაში და მათ დროს ხდებოდა, ჩაწვდომოდნენ ისტორიული მოვლენების მიზეზებს, გაეთვალათ შედეგები.

წარსულისა და აწმყოს კავშირურთიერთობების დადგენაში და ისტორიის საგაკვეთილო პროცესის სრულყოფაში ისტორიის მასწავლებელს ეფექტურად ეხმარება მხატვრული ლიტერატურა. მთავარია, მასწავლებელმა სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში მხატვრული ლიტერატურის ადგილისა და როლის მნიშვნელობაზე. მხატვრული ლიტერატურის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არაა გასაკვირი, რადგან უკვე დიდი ხანია ისტორია და ლიტერატურა „ერთად მოდიან”:

  • ისტორია ლიტერატურას აძლევს ფაქტს, მასალას განსჯისა და განხილვისთვის;

  • ლიტერატურული ნაწარმოები ხშირად მოგვითხრობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიული განვითარების შესახებ;

  • ლიტერატურას განვითარების კანონზომიერება ახასიათებს;

  • ისტორიას თავისი კანონები აქვს, ის გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება;

  • დროთა განმავლობაში ლიტერატურული მიმართულებები, ესთეტიკური სისტემები, განვითარების კანონები იცვლება;

  • საზოგადოებასაც, როგორც ლიტერატურას, ახასიათებს ბრძოლა წარმავლობასთან, ორივე ცდილობს დროის უკვდავყოფას და ამ დროის სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანის მოქცევას;
  • შედეგად კი მოგებული რჩება (და ყოველთვის რჩებოდა) მწერალი, ლიტერატურა, ასავე – მკითხველიც!.. 
  • შესაბამისად, იზრდება და ვითარდება (იზრდებოდა და ვითარდებოდა) ადამიანი – საზოგადოების და სახელმწიფოს ისტორიული პროცესის წარმმართველი. 

რაზე მოგვითხრობს ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა და რატომაა მისი გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ისტორიის გაკვეთილზე?

ა) უპირველესად, მხატვრული ლიტერატურა ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს: მისწრაფებას ბედნიერებისკენ, სიხარულს, სიყვარულს, მისი შრომას და გარჯას, დარდსა და ნაღველს, ბრძოლას განსაცდელთან და ა.შ.

ბ) მეორე მხრივ, მხატვრულ ლიტერატურაში ნათლად და საინტერესოდაა აღწერილი ესა თუ ისტორიული მოვლენა, რომელიც თავისთავად მშრალი სახითაა წარმოდგენილი ისტორიულ ქრონიკებში.

ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა, წარმოადგენს რა ინფორმაციის მდიდარ წყაროს, შეგვიძლია ორ ჯგუფად გავყოთ:

  • I – შესასწავლი ეპოქის მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა;
  • II – ისტორიული ბელესტრისტიკა.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ ძეგლებს მიეკუთვნება ის ნაწარმოებებიც, რომელთა ავტორებიც წარმოადგენენ უშუალო მხილველებს ანდა მონაწილეებს აღწერილი ამბებისა (მაგალითად, დავით გურამიშვილის „დავითიანი”; რაფიელ დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში”; „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова”, ჟან შარდენის, ალექსანდრე დიუმას, არტურ ლაისტის და სხვ. ნაწარმოებები). ეფუძნებიან რა მოცემული ეპოქის ისტორიულ წყაროებს, მემუარებს, სამეცნიერო გამოკვლევებს, მონოგრაფიებს, ისინი თავისებურ დოკუმენტებს წარმოადგენენ მოცემული ეპოქის შესწავლისთვის და ისტორიულ მეცნიერებას წარსულის რეკონსტრუქციაში ეხმარებიან, რადგან მაქსიმალურად ახლოს არიან რეალურ სინამდვილესთან.

რაც შეეხება ისტორიულ ბესტსელერებს, ისინი გამოირჩევიან ისტორიული რეალიზმით და დიდ ემოციურ გავლენას ახდენენ მოსწავლეებზე. მათი დიდი ნაწილი ისტორიის საგნის შესწავლით სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ისტორიული რომანები და მოთხრობები წაიკითხა. მხატვრული ტექსტის ემოციური ზემოქმედება ზოგჯერ იმხელაა, რომ მოსწავლეებში გარკვეულ აღფრთოვანებას, შეურიგებლობას, ბრძოლისუნარიანობას და თანაგრძნობას იწვევს, რაც ეხმარება მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

აუცილებელია, რომ გაკვეთილზე მხატვრული ტექსტის ნაწყვეტები წინასწარ და გარკვეული პრინციპით შეარჩიოს მასწავლებელმა:

·მხატვრული ტექსტი ახლოს უნდა იყოს სახელმძღვანელოსთან;
·შეესაბამებოდეს სასწავლო პროგრამას;
· ისტორიული მოვლენები ცოცხლად უნდა იყოს გადმოცემული;
·ისტორიული პირების და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახეები საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს;
· ტექსტი ეპოქის ვიზუალიზაციას და წარსულის სურათების აღდგენის საშუალებას უნდა იძლეოდეს;
·დაეხმაროს მოსწავლეს ცხოვრების იდეალის განსაზღვრაში.

გაკვეთილის ახსნისას ისტორიის მასწავლებლისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოების, ხალხის განწყობილებების, მათი აზრების, გრძნობების, მისწრაფებების გადმოცემა. ასეთ შემთხვევებს ძირითადად მიეკუთვნება ის გაკვეთილები, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის კულტურულ მიღწევებს, ზეპირსიტყვიერებას, მწერლობის დახასიათებას შეეხება, რომლებიც თავისთავად ისტორიის შესწავლის წყაროებს წარმოადგენენ. ასეთია, მაგალითად, გაკვეთილები მსოფლიო ისტორიის კურსიდან:

·ძველი ბერძნული მითები;
· ჰომეროსის პოემები;
· „ილიადა”;
· „ოდისეა” და ა.შ.

თუმცა გაკვეთილზე წინასწარ შერჩეული მხატვრული ლიტერატურის ნაწყვეტების წაკითხვით მასწავლებელმა შეიძლება იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწიოს, ვიდრე ამის საშუალებას სახელმძღვანელო მისცემდა.
მხატვრული ლიტერატურის კრიტერიუმებია:

  • ნაწარმოების სამეცნიერო ღირებულება;
  • მაღალი მხატვრული ღირებულება;
  • მიღწევადობა, ასაკობრივი თავისებურებები;
  • წიგნის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
მხატვრული ლიტერატურის მოშველიებით ისტორიის მასწავლებლის საუბარი გაცილებით დამაჯერებელი და საინტერესოა. მთავარია, მასწავლებელმა ზომიერად შეარჩიოს მათი მოცულობა და ხანგრძლივობა. მხატვრული ტექსტი მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ დამხმარე საშუალება წარსულის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ისტორიული მოვლენების კანონზომიერების შეცნობასა და გააზრებაში დაეხმარება მოსწავლეს. შედეგად კი მასწავლებელი მიიღებს ისტორიის სწავლების საგანმანათლებლო მიზნის მიღწევის რეალურ საშუალებას.
მხატვრული ტექსტი ეხმარება მასწავლებელს არამარტო გაკვეთილის ახსნაში, არამედ შეუძლია, ჩაანაცვლოს კიდეც სახელმძღვანელოს ტექსტი მხატვრული ლიტერატურით, თუ ის მასწავლებლის დასახულ მიზანს (დაახასიათოს, აღწეროს, ჩამოთვალოს ისტორიული პროცესები) ზუსტად შეესაბამება.

მაგალითი: შეასრულეთ საშინაო დავალება

(საბაზო და საშუალო საფეხურისთვის):

ვარიანტი I –
  • მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას ისტორიული ხასიათის ლექსებისა და სიმღერების შესახებ;

ვარიანტი II –
  • გაეცანით გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას; წარსულის რა სურათები გააცოცხლა პოეტმა თავის ნაწარმოებებში?

ვარიანტი III –
  •  მსოფლიო ლიტერატურის რომელ შედევრებს იცნობთ, რომელთა საფუძველსაც ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ? რა ისწავლეთ ახალი ამ ნაწარმოებების წაკითხვით?

ვარიანტი IV –
  • დაასახელეთ თქვენი საყვარელი მწერლები. ყველაზე მეტად რა ტიპის საზოგადოებრივ მოვლენებზე წერენ ისინი? აღწერეთ ეს მოვლენები და ა.შ. 

მხატვრული ლიტერატურის გამოყენება ისტორიის გაკვეთილს უფრო მეტ ხალისს და ინტერესს სძენს, ხელს უწყობს დამოუკიდებელი კითხვის უნარის განვითარებას, სოციალური ჩვევების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის ტრანსფორმაციას, სააზროვნო პროცესების გააქტიურებას და მისი გამოყენება ამ მიმართულებით მისასალმებელია.ის შეიძლება განვიხილოთ როგორც საუკეთესო საინფორმაციო საშუალება საშინაო დავალების შესრულებისთვისაც, ეფექტური და სასარგებლოა საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, როგორც კლასგარეშე საკითხავი მასალა, რითაც ამტკიცებს იმ ჩვევებს, რომელსაც გაკვეთილზე ჩაუყარა საფუძველი მასწავლებელმა, შედეგად კი ვიღებთ კარგ მკითხველს, ერუდირებულ, განათლებულ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია იმსჯელოს ისტორიულ პროცესებზე და გააკეთოს შესაფერისი დასკვნები.

სექტემბერი. წასვლა

0
საქართველოდან წასვლისას ყოველთვის გამორთული ვარ ხოლმე.  ელექტროენერგიის გადასახადს რომ ვზოგავთ, წკაპ  და არასაჭირო ოთახში არასაჭირო შუქს ვთიშავთ, ეგრე ვაკეთებ ყოველი გამგზავრებისას. გამოვრთავ ემოციებს, წინასწარ მონატრებებს, თბილისურ  ამბებს და მივდივარ. ეხლაც ვიდექი და არ ვფიქრობდი. დაგორავენ ფერად- ფერადი ჩემოდნები, ირევა ხალხი, ხმაური, ხმაური, რეგისტრაციის რიგი, პასპორტები, ბილეთები: ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის გამგზავრება. ვისთვის ერთი კვირით, ვისთვის- წლებით, ვისთვის- სამუდამოდ. ასე, გამორთულს, თავში სულ უცნაური სიტყვები მომდის ხოლმე და მერე იმ სიტყვების უცნაურობაზე, არაკეთილხმოვანებაზე, კეთილხმოვანებაზე, სემანტიკასა თუ ეტიმოლოგიაზე ვფიქრობ ხოლმე. 
გაფრენამდე „Wall”-ში შევიარეთ. იქნებ გახალისდეო, ნონომ და  ჩემი უზარმაზარი ჩემოდანი  რომელიღაც კუთხეში მიაყუდა. უფრო მოვიწყინე. ამხელა ჩემოდანს კუთხეში დგომა აღარ ეკადრება- მეთქი, გავიფიქრე და ბართან მივედი.  

პარასკევი საღამო აქ ისეთი ხმაურიანია, როგორიც საერთოდ უნდა იყოს პარასკევი საღამო. მეგობრები მეხვევიან და აღფრთოვანებულები მიმტკიცებენ, რომ სასწავლებლად წახვიდე გერმანიაში, ნიშნავს, ისწავლო ცხოვრება. რომ გერმანია ყველაზე მაგარი ქვეყანაა, რომ დარწმუნებულები არიან, ძალიან მალე შევეჩვევი იქაურ რიტმს და აქაური არ მომენატრება. რომ წასვლა ნიშნავს მომავალს. რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ უნდა ვიდარდო. რომ კი, აბა, სხვანაირად როგორ, ჩემი აქაური ადამიანები მომენატრებიან, მაგრამ მე ხო ძლიერი ვარ. მამხნევებენ, მიღიმიან, მეხუტებიან. ალექსა ოქტომბერში ჩამოდის, გნახავ- მეთქი. ბერლინური ორომტრიალისთვის რამდენად მზად ვიქნები, არ ვიცი. მაგრამ ახლა, ამ მომენტში დაჟინებით მინდა, ოქტომბერში ბერლინში ჩავიდე. ვიღაც არაყს მაჩეჩებს ხელში. ვსვამ, ვერ ვთვრები. 

ჩემი ბავშვობისდროინდელი თამაში სადღაციდან დაბრუნება არასდროს ყოფილა. სულ სხვაგან წასვლობანას ვთამაშობდი. ჩავალაგებდი ბარგს მოვარდისფრო, ჩემი დის ბავშვობის კიდეებგაცრეცილ ჩემოდანში და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მივდიოდი.  აი, ახლაც ვდგები მოშორებით, თვალებს ფართოდ ვახელ, ვუყურებ ადამიანებს, ფერადებს, ლამაზებს.  ვიღიმი და ვცდილობ, ყველა ერთად და ყველა ასეთი ბედნიერი დავიმახსოვრო. ამელივით გამომდის. ჩემს თავსაც ვხედავ, განვიცდი და ჰეჰ, რაღაც ფილმივით ამბავია- მეთქი, ვფიქრობ.

თბილისური ხმაური სტოკჰოლმიდანაც მენატრებოდა და ლონდონიდანაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ჩემი უცხოური ვიზიტი ძალიანაც გრძელვადიანია, მოდი, დავიმახსოვრებ, როგორია მთვრალი ანა, რომლისთვისაც სამშობლო ნუტელაა. ყოველი ჭამის მერე სძულდება და მერე თავიდან უყვარდება. აი, ნონოს მარცხნივ თორნიკე დგას, რომელიც დეპრესიაშია, სვამს და მერე ნებისმიერ უახლოეს სკამზე იძინებს. ცოტა მოშორებით- დათა, რომელიც ყველაზე კარგი ბიჭია კარგ ბიჭთა შორის. კეთილი და ფართო ღიმილით. ვერ გადაუწყვეტია, სკუტერისთვის შეაგროვოს ფული თუ იმოგზაუროს. 

„Wall”-დან  აეროპორტამდე თამთამ მოგვიყვანა, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა.  საუკეთესო მეგობრები ცრემლების შეკავებას ვერასდროს ახერხებენ. რაღაც არაგერმანულად გაცვიაო და ცდილობს, საკუთარი ჟაკეტი დამითმოს. არ შემცივდება- მეთქი,- პოზიციას არ ვთმობ. ბოლოს ნონო ჩემოდანს ხსნის, იქექება და სადღაც, სიღრმიდან ქურთუკი ამოაქვს, მაწვდის: „თხლად გაცვია. ახლა იქ ძალიან ცივა და არც კი გაბედო შეწინააღმდეგება”.  ქურთუკს ვართმევ. წინა ზამთრის სუნი აქვს.

დიუსელდორფამდე ხუთსაათიანი სტამბულია. იქ შემიძლია, მწეველებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეში გავიდე და თვითმფრინავებს ვუყურო,- ფრინველებივით კი არა, ვეშაპებივით უზარმაზარ, მეტალის კონსტრუქციებს. ცოტა მეშინია, უფრო მეტად კი მომწონს, როცა ვაკვირდები, როგორ გადასდით მზე პრიალა ზურგებსა და ფარფლებზე. მერე, დიუსელდორფში ნინა, ჩემი ბავშვობის მეგობარი დამხვდება და ერთად წავალთ ბოხუმში. ნონო სახლში დაბრუნდება და ცხოვრებას გააგრძელებს. საღამოობით, ჩვეულებრივ, ფეხბურთს უყურებს, რაღაც უცნაური ლიგების თამაშებს. თამთა „ვერონაში” მოგება- ზარალს დაითვლის და დეკლარაციებს გააგზავნის. ჩემი და, თიკა, აუცილებლად და შეგნებულად არაერთხელ გაივლის აბაშიძე- არაყიშვილის კუთხეში, ერთხელ- აუცილებლად შემოდგომის სურნელოვან, თბილ საღამოს. აუცილებლად გაახსენდება, როგორ მოვკალათდებოდი ხოლმე იქვე, ტროტუარზე ოქროსფერ ფოთლებში, ავახრაშუნებდი, მერე ხელებით ლატარეასავით ავურ- დავურევდი. აფრინდებოდნენ ეს ფოთლები, დაფრინდებოდნენ და პირდაპირ მე დამაფრინდებოდნენ. იქნებ, ცოტათი წაიტიროს კიდეც.  ტომი უჩემოდ მივა სკოლაში. სამაგიეროდ, მე შემიძლია, გამოვუგზავნო სასკოლო ჩანთა პატარა პრინცის პრინტით. და მაინც, რა უცნაური სიტყვაა ეს „კულიჩი”. საიდან გამახსენდა. კულიჩი. კულიჩი.

ემპათიის სწავლება, დანიელი მშობლების რჩევები

0
ყველას გვინდა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ. კვლევები გვიჩვენებენ, რომ დანიის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერებს შორის არიან, რის გამოც შეგვიძლია ვივარუდოთ, რომ დანიელებმა მიაგნეს იმას თუ რას ნიშნავს ბედნიერება. ასე რომ გასაკვირი არაა, რომ სტატია “მშობლობის დანიური რჩევები” ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა. ამ პოპულარობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ,  უფრო ჩავუღრმავდეთ დანიურ კულტურას “მშობლობის დანიური გზები”-ს მეშვეობით, რომლის ავტორიცაა ჯესიკა ალექსანდერი და ფსიქოთერაპევტი იბენ სანდალი. წინა თვეში განვიხილეთ თამაშზე დაფუძნებული მშობლობის ძალა, ახლა ავტორებს ვესაუბრებით დანიელების დამოკიდებულებაზე ბავშვებისთვის თანაგრძნობის კონცეპტის სწავლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

გვითხარით, როგორ განმარტავთ ემპათიას.

ემპათია არის უნარი გაიაზრო სხვისი ემოციები ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ – გქონდეს უნარი სხვისი ფეხსაცმლით გაიარო რამდენიმე მილი. ამერიკა უფრო ინდივიდებზეა დაფუძნებული. იყო გამარჯვებული და იბრძოლო საუკეთესობისთვის ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მიზნებია. ეს უტოლდება წარმატებას და არა მგონია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდეთ ამ საკითს. ეს უბრალოდ ჩვენი კულტურის ნაწილია. გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ძირითადი განსხვავება დანიასა და ამერიკას შორის არის ის, რომ დანიელები აფასებენ გუნდურ მუშაობას დამოუკიდებლად ვარსკვლავად გახდომის სურვილზე მეტად. და ამით ისინი აქტიურად სწავლობენ ემპათიას.

როგორ უკავშირდება ემპათიაში ვარჯიში საერთო ბედნიერებას?
უკანასკნელი ნევროლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები იღებენ მეტ ბედნიერებას სხვებთან ურთიერთობისგან, ვიდრე მარტო გამარჯვებისგან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს “სოციალური ტვინი”, რომელიც ინთება იმისთვის, რომ დაგვანახოს –  ჩვენ გვამოძრავებს პირადი ინტერესებისგან განსხვავებული რამ, ჩვენ ვმოძრაობთ სოციალური კავშირებისადმი. მზრუნველ ურთიერთობებს ბედნიერებისკენ უფრო მივყავართ, ვიდრე, მაგალითად ფულს. გავრცელებული აზრია, რომ ადამიანები თავისთავად ეგოისტები არიან, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ასე არ არის. ჩვენ ყველანი დაბადებიდან მიბმული ვართ ემპათიასთან.  უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა დავუკავშირდეთ იმ მავთულებს, რომლებიც აამუშავებენ მას. უნარი – ენდობოდე და უგებდე სხვებს, ბედნიერების მიღწევის გასაღებებია. და ბავშვებს შეიძლება ეს ყველაფერი ვასწავლოთ.

როგორ ასწავლიან ამას დანიელი მშობლები?

დანიელები ემპათიას სკოლებში აწავლიან, რაც საკმაოდ განსაკუთრებულია. ემპათია ძალიან დიდი მოცემულობაა და შეიძლება განსხვავებულად ასწავლო სხვადასხვა ასაკში. სამი მაგალითი იქნება – ენის არჩევა, მისცე ბავშვს უფლება თვითონ დაარეგულიროს საკუთარი თავი და წაუკითხო სხვადასხვა ისტორიები.

გვითხარით პირველი კონცეპტის შესახებ: ენის არჩევნის გამოყენება ემპათიის სწავლების პროცესში.

პირველი რაც უნდა გახსოვდეთ ემპათიის სწავლებისას ისაა, რომ ბავშვები გვირეკლავენ ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა სახის ენას გამოვიყენებთ. როგორ აღწერთ სხვებს, იქნებით გამგები თუ გამკიცხავი, შემწყნარებელი თუ შემარცხვენელი. ამ ყველაფერს იმეორებენ ბავშვები. სხვებზე ცუდად საუბარი ბავშვების თვალწინ, თქმა რომ “ის ეგოისტია”, “ის ისეთი გამაღიზიანებელია” არ არის ემპათიური ენა, რადგან ქმედების მიღმა არ არის ემოცია – ეს იარლიყის მიწებებაა. დანიაში, თითქმის ვერასოდეს გაიგებთ ბავშვების თვალწინ ნეგატიურად ლაპარაკობდეს მშობელი სხვა ბავშვებზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ გზები თავისი ბავშვებისთვის რომ გააგებინონ სხვა ბავშვის საქციელი ნეგატიური იარლიყის დაკვრის გარეშე. თუ გემახსოვრებათ, რომ ბავშვები ბუნებრივად კარგები არიან და რომ ყველა ქმედების მიღმა რაღაც მიზეზია, ეს დაგეხმარებათ ბუნებრივად იპოვოთ კარგი სხვებში. ეს დაგვეხმარება თავი უკეთესად ვიგრძნოთ, რადგან ამით ვსწავლობთ “თავიდან ჩარჩოში ჩასმას” – კიდევ ერთი “დანიური გზა” რაც აუმჯობესებს ბედნიერებას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს იპოვონ ქმედების მიზეზები იარლიყს მიღმა. “გამაღიზიანებელია” ხომ არ გგონია რომ მას შია? ან იქნებ დაიღალა იმიტომ რომ შუა დღის ძილი გამოტოვა? შენ ხომ იცი როგორი შეგრძნებაა როცა მშიერი და დაღლილი ხარ” “ის ძუნწია? ისე ჟღერს, რომ ცუდი დღე ქონდა სკოლაში. წინა დღეს ამბობდი რომ ძალიან თავაზიანია. ის მართლა თავაზიანია, ჰო?” დაეხმარო ბავშვებს, გაიგონ სხვისი გრძნობები ქმედებებს მიღმა და გაუძღვე მათ კეთილი დასკვნებისკენ – სწორედ ეს არის ემპათიის სწავლება. ეს განსაზღვრავს გარკვეულ ნერვულ ბილიკს პატიებისკენ და ბადებს მეტ ნდობას, ურთიერთობას, უკეთეს და-ძმურ ურთიერთობას, თუ რამდენიმე შვილი გყავთ. და არ დაივიწყოთ, რომ მშობლებმა ერთმანეთის მიმართაც უნდა გამოხატონ ემპათია. მშობლობა რთულია და ხშირად სწორად არ ვიქცევით, მაგრამ არა უშავს. იყო გამგები და მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ გხდის უფრო მიმტევებლებს ბავშვების და სხვების მიმართაც.

ახსენით თვით დარეგულირების კონცეპტი
სანამ დავხელოვნდებით სხვისი ემოციების მიღებაში, საკუთარი ემოციები უნდა გავიგოთ. მშობლები ხანდახან ეუბნებიან, ბავშვებს რა უნდა იგრძნონ და რა არ უნდა იგრძნონ. ისინი ზედმეტად მიუთითებენ მათ. თუ მოწყენილები, მშივრები, გაბრაზებულები, ცივები ან იმედგაცრუებულები არიან, ხშირად ეუბნებიან “არა, შენ არ ხარ ასე”, “არ მოიწყინო” , “არანაირი მიზეზი არ გაქვს გაბრაზებისთვის”, “არ უნდა იყო მშიერი, ჭამე!” უთხრა ბავშვს რას გრძნობს და რას უნდა გრძნობდეს არ არის გზა, რითიც მას ასწავლი, როგორ უნდა მართოს თავისი გრძნობები. ჩვენ, მშობლები, უნდა ვენდობოდეთ ბავშვებს, იმისთვის რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების საზღვრები. ეს ქმნის საკუთარი თავის უფრო ძლიერ შეგრძნებას, რაც შემდეგ თვითრწმენას განაპირობებს. როდესაც ისინი გაიზრდებიან ნაკლებად შეეშინდებათ თქვან “არა”, როდესაც მათ საზღვრებს ვინმე შეეხება, იმიტომ რომ ექნებათ საკუთარ თავის ნდობა სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია სწავლებისას, უნდა დავეხმაროთ ენის გამოყენებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვენდოთ იმისთვის, რომ თვითონ ენდონ საკუთარ თაცებს. გახსოვდეთ, არ არსებობს ცუდი და კარგი ემოციები, არსებობენ უბრალოდ ემოციები. 

და ბოლოს, რა სახის ისტორიები შეგვიძლია წავუკითხოთ ბავშვებს ემპათიის სწავლებისთვის?
წაუკითხეთ ბავშვებს ყველა სახის ისტორიები, არა მარტო ბედნიერი ისტორიები. რთულ ემოციებზე საუბარი წიგნებში იქნება საუკეთესო გზა ემპათიის სასწავლებლად. ბევრი დანიური საბავშვო წიგნი ამერიკული სტანდარტების შესაბამისად შოკისმომგვრელია იმ თემების გამო, რომლებსაც მოიცავს, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ ყველა ემოციის შესახებ წაკითხვა ბავშვში ემპათიას ზრდის. დანიურ ამბავში  “პატარა ქალთევზა”, ქალთევზა არ რჩება პრინცთან, ის სევდისგან კვდება მარტო და ზღვის ქაფად გარდაიქმნება. ეს დისკუსიისთვის საერთოდ ახალ საკითხებს გვაძლევს. გასაოცარია როგორი მიმღებები არიან ბავშვები. მათ ყველაფერზე ლაპარაკი სურთ. ეს ხანდახან ზრდასრულებისთვის უფრო რთულია ხოლმე, ვიდრე ბავშებისთვის. გახსოდეთ ისინი ჩვენს დისკომფორტსაც იმეორებენ. თუ ცხოვრების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე არადრამატულად ვისაუბრებთ, ბავშვები უფრო დიდხანს იქნებიან ხალისიანები. წიგნები ემპათიის სასწავლებლად ძალიან კარგი გზაა.
წყარო – https://www.mothermag.com/teaching-empathy-to-children/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...