კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

„ბავშვების საათი“: მორალური და ამორალური

0

უილიამ უაილერის ამ ფილმს – 1961 წელს გადაღებულ „ბავშვების საათს“ – ჯონ მაქსველ კუტზეე აღტაცებით იხსენებს რეჟისორის სხვა ნამუშევრებით მოხიბლული მეგობრისთვის, პოლ ოსტერისთვის მიწერილ ერთ წერილში: „დავასკვენი, რომ გამბედაობით გამორჩეული ფილმია. უფრო ზუსტად, დავასკვენი, რომ უაილერი იყო გამბედავი, რადგან ასეთი ფილმით წარსდგა ჰოლივუდელი „გუშაგების“ წინაშე (ჩემი ვარაუდით, ამის გაკეთებას  50-იან წლებში უფრო დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა)“. მთავარი როლის შემსრულებელი შირლი მაკლეინი კი საპირისპიროს ამტკიცებს ათწლეულების შემდეგ, როცა უკვე კინოკლასიკად ქცეული ფილმის გადაღებას იხსენებს: „უილიმ ყველა ის სცენა ამოჭრა, რომლებიც ჩვენს სიყვარულზე მიანიშნებდა. მაგალითად, ის, სადაც ოდრის თმას ვვარცხნი. ერთმანეთს ფიზიკურად არც კი ვეხებოდით. ჩემი აზრით, უბრალოდ შეეშინდა“.

„ბავშვების საათი“ ორ ახალგაზრდა მასწავლებელზე გვიყვება – ძველ მეგობრებზე, რომლებმაც ენთუზიაზმით წამოიწყეს საპასუხისმგებლო საქმე: სკოლა გახსნეს, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ. სკოლა პატარაა, მასწავლებლები კი თავად აკეთებენ ყველაფერს – დაუზარებლად – საკლასო ოთახშიც და სამზარეულოშიც. საქებარი ამბავია, მაგრამ კუტზეეს აღტაცებას ვერ გავიზიარებდი და ამ ფილმს ნახევრამდეც ვერ ვუყურებდი, რომ არა მართა დობის (შირლი მაკლეინი) სახე და განცდის, ტკივილის კვალი ამ სახეზე, რომელმაც პირველივე წუთებში მომნუსხა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მას უფრო მეტი სადარდებელი აქვს, ვიდრე ყველა სხვა გმირს – ერთად. და საკითხავი ის არის, საბოლოოდ ჩავიხედავთ მის გულში თუ ვერა?

ერთ დღეს მასწავლებლების ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ცილისწამების მსხვერპლად ქცეულნი, უსწრაფესად კარგავენ: მოსწავლეებს, მშობლებისა და საზოგადოების კეთილგანწყობას, საყვარელ საქმეს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია შესწირეს, აწმყოს, მომავალს… ენით აუწერელი საშინელებაა მათი ყოფა, როცა ვერავის ვერაფერს უმტკიცებენ. ერთი მოსწავლის დიდ ტყუილზე აგებული ბრალდება თანაბრად დამაჯერებელი აღმოჩნდება სასამართლოსთვის, ჟურნალ-გაზეთებისთვის, მთელი ქალაქისთვის. ქალებს „არაბუნებრივი სექსუალური კავშირის“ გამო ჰკიცხავენ და დასცინიან. მათთვის ქუჩაში გასეირნებაც კი უკვე განსაცდელად იქცევა.

ერთადერთი, ვინც შერისხულ მასწავლებლებს გვერდით დაუდგება, კარენ რაითის (ოდრი ჰეპბერნი) საქმროა. სოფლად გადავბარგდეთ სამივე და იქ ახალი ცხოვრება დავიწყოთო, – ასეთი აზრიც კი გაუჩნდება. თავიდანვე გამაღიზიანებელია მისი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ფილმში ხდება. ერთხანს ქალების სიმართლის სჯერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არაფერს ცვლის – ისიც იმ საზოგადოების წევრია, რომელშიც გაიზარდა და რომელმაც ასწავლა, რომ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს არჩევანი თეთრსა და შავს შორის.

„არაბუნებრივი“ – ეს სიტყვა იმდენად ხშირად ისმის, რომ მეტისმეტად შემაწუხებელიც კი ხდება. ცხადია, სხვა ეპოქაა, სხვა წარმოდგენა მორალურსა და ამორალურზე. თავად მასწავლებლებიც კი ძალიან სამარცხვინოდ მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი რამ რამ დააბრალეს – შემზარავი, თავზარდამცემი, წარმოუდგენელი. „ექვსი თითი და ორი თავი მაქვს. მახინჯი ვარ!“ – ეს მართას წამოძახილია. ვიღაც აბეზარის თავიდან მოშორებას ცდილობს ამ ფრაზით, მაგრამ ალბათ თვითონ უფრო მკაფიოდ ხედავს ამ ექვსთითიან და ორთავიან არსებას.

„სიყვარულმა შეიძლება სულაც არ მიგვიყვანოს იქ, სადაც გვეგონა, რომ მიგვიყვანდა. ან იმედი გვქონდა, რომ მიგვიყვანდა. მეორე მხრივ, რა შედეგიც უნდა მივიღოთ, ამ სიყვარულმა სერიოზულობისა და ჭეშმარიტების გზაზე უნდა დაგვაყენოს. თუ ასე არ არის – თუ მის შედეგს მორალთან საერთო არაფერი აქვს – მაშინ ეს სიყვარული მხოლოდ სიამოვნების ერთ-ერთი – გაზვიადებული – ფორმა ყოფილა და მეტი არაფერი“, – ეს უკვე ჯულიან ბარნსია, რომელიც იქვე ამატებს: გლოვა კი, თავისი არსით, მორალს მიღმაა – თავს გვახვევს მოკუნტული ადამიანის თავდაცვით პოზას და გვაიძულებს, უფრო ეგოისტები გავხდეთო.

ამ ფილმში გლოვაცაა და გზის უცაბედად დანახვის სიხარულიც, ყველა გაგონილ ფრაზაში დაეჭვებაც და ჭეშმარიტების თვალისმომჭრელი შუქის შიშიც.

ყველაზე ამაღელვებელი კი დასასრულია, რომლის შესახებაც აქ ბევრს არაფერს ვიტყვი. დრამატული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულატორ მოსწავლეს უპატიებელ ტყუილში ამხელენ და მასწავლებლებს ბოდიშს უხდიან, სხვადასხვაგვარ სიკეთესაც ჰპირდებიან. სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის მეტ-ნაკლებად გამოსწორების, ახალი წესრიგის შესაძლებლობა ჩნდება, მართა დობი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – ჩემი წარმოდგენით, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას. მორალი იქ არის, სადაც სიყვარულია და ის მზერაა, რომელსაც ის ეზოში მიმავალ საყვარელ ადამიანს აყოლებს.

„…მკვახე იყო ის ყურძენი…“

0

კახურად თუ ვიტყვი, პაპაჩემს, დედაჩემის მამას ერთი დარიგება ყვარებია:

-მიზნის მისაღწევად ყველაფერს ეცადე, ესეც სცადე და ისიც, იქაც მიდი  და აქაც  და თუ საქმიდან  მაინც არაფერი გამოვა, აღარ იდარდო…რადგან, შენ ხომ ყველაფერი იღონე, მაგრამ არა გამოვიდაო. სადარდებელი მაშინ იქნებოდა, თუ არაფერს მოიმოქმედებდი და მაშინვე დანებდებოდიო.

აზრი რა არის იცით? თუ არ გაირჯები, მერე სინანული შეგიპყრობს, რომ მეცადა, იქნებ საქმეც გამოსულიყოო. თავს დაიდანაშაულებ… და თუ მრავალი მცდელობის შემდეგაც არაფერი გამოვა, შინაგანად წყნარად იქნები და ხელებს მუხანათ ბედს ჩამოაწმენდავ.

მე პაპას არ შევხვედრივარ, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. თუმცა, ამ დარიგებამ ჩემამდეც მოაღწია და პატარაობიდანვე ჩამიჯდა გონებაში. სწორედ ასე ვიქცევი ხოლმე, ათას მეათე ხერხსაც გამოვცდი და თუ მაინც არაფერი გამოდის, მერე სრულიად უდარდელად ჩავიქნევ  ხელს. თუმცა, იმას კი ყოველთვის ვაღიარებ, რომ მინდოდა, ძალიან მინდოდა…ბევრსაც ვეცადე და არაფერი გამოვიდა. ჩემი აზრით, ყოველთვის გულწრფელობა სჯობს, ზღაპრების მოყოლას და მტკიცებას,

რომ…

„…არ ვსჭამე, კარგი ვქენი,

გეფიცებით შვილებსაო:

მკვახე იყო ის ყურძენი

და მომკვეთდა კბილებსაო!“

 

ასე მელაკუდა ამბობდა. მისი ამბავი ხომ გახსოვთ?

 

„ყურძენი რომ მაღლა ნახა

მიმწიფებულ – მინაბდული,

დაუღო მას წუწკმა ხახა,

აუძგერდა მსუნაგს გული“.

ბევრი იწვალა, ყველა ხეხრი სცადა, თუმცა ამაოდ…და თავი დაიმშვიდა, მკვახე იყო, რად მინდოდაო. ჰოდა, როგორც მელაკუდას ამბავი გამომზეურდა, სწორედ ისე მზეურდება ყველას ვერ მიღწეული მიზანი და ჯობს გულწრფელად ვაღიაროთ, რომ დიახ, გვსურდა, ვიშრომეთ და არა გამოვიდა. რა უშავს, ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება. ის კი არა, თავის წიგნში ქიმიის შესახებ, თავად მეფე ვახტანგ მეექვსეც გულწრფელად აღიარებს: „ესეები ვცადე და არა გამოვიდა რაო“.

ეს ისე, სასხვათაშორისოდ დავწერე. ახლა კი, მოდით მელაკუდას ოცნებას ყურძენს დავუბრუნდეთ.

ვაზი ერთ-ერთი უძველესი მცენარეა.  პირველი მცენარე  ცარცის პერიოდში გამოჩნდა და  მთელი  მაშინდელი  მსოფლიო მოიცვა. ტერიტორიის დანაწილების შემდეგ ვაზის გავრცელების არეალი გაწყვეტილი აღმოჩნდა და ამჟამად იგი სამ ერთმანეთისგან  დაცილებულ კერაშია მოქცეული. ჩრდილო ამერიკულ კერაში 28 სახეობაა, რომელთაგან კულტურისთვის მნიშვნელობა აქვს 18-ს; აღმოსავლეთ აზიის კერაში 40-ზე მეტი სახეობაა, მაგრამ კულტურისთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოს 5-ს.

ვაზის ველური წინაპრები გადაშენდნენ და ახლა  წარსულს  მოწყვეტილი, ადამინის მიერ შექმნილი სახეობაა დარჩენილი. კულტურული ვაზი ძალიან ადვილად ველურდება და ჯვარედება ველურთან, რის შედეგადააც ჰიბრიდებს ქმნის. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს საქართველოში.

მსოფლიოში ცნობილია ვაზის  4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, აქედან  სტანდარტულ ასორტიმენტში  62 ჯიშია შეტანილია, მათ შორის 29 ღვინის დასაყენებელი და  ცხრა კი სუფრის გახლავთ.

ყველა ჯიშს ვინ ჩამოთვლის, მაგრამ რამდენიმეს დასახელებაც საკმარისია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში,ჩხავერი, ალადასტური და სხვა. თუმცა, ჯიშებს თუ გადავხედავთ ერთ კანონზომიერებას შევნიშნავთ, ყურძენი ან შავია ან თეთრი…დიახ, კიდევ არის ოდნავ მოვარდისფრო, ოდნავ მოწითალო და ა.შ. თუმცა, ესენიც ფერადში, ანუ შავში გადიან. ჰოდა, ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტებს ვკითხე, რომელი ფერის ყურძენი გიყვართ-თქო? შავიო, მომიგო უმრავლესობამ. რატომ-თქო, დავინტერესდი. უფრო სასარგებლოა, იყო პასუხი.

ყურძნის სეზონი დგება და თემა მინდა გავშალო…მართლა სასარგებლოა?

შავი ყურძენი უფრო მარგებელია თუ თეთრი?

ყურძენი კალორიული ხილია, გლიკემიური ინდექსიც მაღალი აქვს. ეს ალუბალი ან ალუჩა არ გეგონოთ, ბევრს მიირთმევთ და გაგასუქებთ…მაგრამ, რომელი უფრო კალორიულია, თეთრი თუ შავი?

ასი გრამი ყურძენი 69 კკალ შეიცავს. ას გრამს თუ ავწონით, მსხვილ მარცვლოვანი მტევნიდან  ათიოდე მარცვალი გამოვა, წვრილმარცვლოვანიდან ოდნავ მეტი. ეს კი არის, რომ  მტევანზე ნაკლები ნამდვილად იქნება. საკმაოდ კალორიული ხილი გამოდის. არა?

თუმცა, ეს რომელს ეხება? თეთრს თუ შავს?

ორივეს…

ყურძენი ძალიან ტკბილია. რომელი უფრო აგროვებს გლუკოზას, შავი თუ თეთრი?

ას გრამ ყურძენში 20 ერთეული გლუკოზა გახლავთ, რაც დაახლოებით 15 ჩაის კოვზი შაქარია.

თუმცა, ეს რომელს ეხება? თეთრს თუ შავს?

ორივეს…

ასე თუ ვიმსჯელეთ, ყურძენი სრულიად არაჯანსაღი პროდუქტი ყოფილა…

არადა, ის C ვიტამინს შეიცავს. ამ ვიტამინზე მეც და ჩემს კოლეგა ავტორებსაც არა ერთხელ დაგვიწერია. თავადაც კარგად იცით, რომ  ერთ-ერთი აუცილებელი ჰიდრო ვიტამინია და სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად მაგალითად, ცილა კოლაგენის სინთეზისთვის არის აუცილებელი. კოლაგენი, თავის მხრივ,  ახალგაზრდობის ცილაა და მისი სინთეზისთვის   მეტალდამოკიდებული ფერმენტებია საჭირო, რომლებიც  Fe+2 იონებს შეიცავენ. ასკორბინის მჟავა კი  სწორედ რკინის იონების მდგრადობას განაპირობებს. ის ასევე ჯანსაღი სისხლძარღვების და ღრძილების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.

ას გრამ ყურძენში 10,8 ერთეული C ვიტამინია.

თუმცა, ეს რომელს ეხება? თეთრს თუ შავს?

ორივეს…

ყურძენში ფიტოსტეროლიც შედის. მას ფიტოსტერინიც შეგიძლიათ უწოდოთ. სტეროიდული სპირტების ჯგუფს მიეკუთვნებიან, შედიან მცენარეების შემადგენლობაში.  გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტიკასა და საკვებ დანამატებში. ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის (ქოლესტეროლიც შეგიძლიათ უწოდოთ) რაოდენობას ამცირებს. ფიტოსტეროლის მოლეკულა აღნაგობით წააგავს ქოლესტეროლს. შესაბამისად, უჯრედის რეცეპტორები „ტყუვდებიან“ და მას იოლად იკავშირებენ. ნამდვილი, დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლისთვის კი უბრალოდ ადგილი აღარ რჩება და ორგანიზმის დატოვების მეტი, არა დარჩენია რა.

გამოდის, რომ, რადგან ყურძენში ფიტოსტეროლი არის, სასარგებლოა და კარგია. ცუდი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ასი გრამი ყურძენი  მხოლოდ 4 ერთეულ ფიტოსტეროლს შეიცავს.

თუმცა, ეს რომელს ეხება? თეთრს თუ შავს?

ორივეს…

ყურძენში ანტოციანიდებია. ისინი ფერადი გლიკოზიდებია, მონოსაქარიდულ ნაშთად შეიძლება ჰქონდეთ გლუკოზა, რამნოზა, გალაკტოზა. მცენარეების ციტოპლაზმის შემადგენლობაში შედიან და მათი შეფერილობა ხშირად უჯრედში არსებულ pH-ზეა დამოკიდებული. ამიტომ, ფერიც მოწითალოდან იისფრამდე მერყეობს. ეს უკანასკნელი ზოგჯერ ისე მუქდება, ერთი შეხედვით შეიძლება შავიც გეგონოთ. კარგად იხსნება წყალში, ძნელად-სპირტსა და ბენზოლში. ანტოციანიდები ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნივთიერებებია. სხვათა შორის, კიბოს უჯრედების ბლოკირებასაც ახერხებენ (გააჩნია საერთო მდგომარეობას). ასე რომ, იისფერი ბოსტნეული და ხილი, ამ მხრივ,  ნამდვილი ჯანმრთელობის ელექსირია.

ას გრამ ყურძენში 39 ერთეული ანტოციანიდია.

თუმცა, ეს რომელს ეხება? თეთრს თუ შავს?

გაგიკვირდებათ და მხოლოდ შავ ყურძენს, რადგან თეთრში მათი შემცველობა ნულია.

მოდით, ახლა შევაჯამოთ.

ყურძენი სასარგებლოა, რადგან შეიცავს ასკორბინის მჟავას (სხვა ვიტამინებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას), ფიტოსტეროლს, ანტოციანიდს, თუმცა…ას გრამში მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. შეგახსენებთ, რომ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში 50მგ C ვიტამინი სჭირდება. ას გრამ ყურძენში კი 10,8მგ შედის. გამოდის, რომ თითოეული სასარგებლო ნივთიერების მისაღებად მტევნობით ყურძნის მირთმევაა აუცილებელი, რაც ავტომატურად უამრავი შაქრის და კალორიის მიღებას ნიშნავს. C ვიტამინის სამი დღის მარაგი კი ყოველგვარი კალორიის და შაქრის გარეშე შეგვიძლია მაგ. 100გ ბროკოლიდან ან იმავე რაოდენობის ბულგარული წიწაკიდან  მივიღოთ.

ერთი კი არის…ჩემი სტუდენტების უმრავლესობა მართალი აღმოჩნდა, რადგან თუ თეთრი და შავი ყურძენი ერთმანეთს უნდა შევადაროთ, ისევ შავი ჯობია, რადგან აქ დამატებით ანტოციანიდები შედის.

ყურძენი ჩამიჩადაც შეგვიძლია მივირთვათ. საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლავთ. სასარგებლოა?

რა მოხდება ყურძნის გამოშრობის შემდეგ? ას გრამ ჩამიჩში C ვიტამინის რაოდენობა ოთხჯერ შემცირდება…ჰო, ბუნებრივია, გამოაშრეს და თერმულად დაამუშავეს. კალორიულობა ექვსჯერ გაიზრდება, შაქარი კი ოთხჯერ მოიმატებს.

არადა, გემრიელია…ჰოდა, ის ყურძენი მჟავე კი არ იყო, გემრიელი და ტკბილი გახლდათ.

ოღონდ, ზომიერად მივირთვათ, რადგან საკვები წამალი უნდა იყოს.. შემდეგ წამალი, რომ არ გვექცეს საკვებად.

 

 

 

 

 

 

 

 

შესავალი კლიმატის ცვლილებაში – პირველი ნაწილი

0

ახლახან გამოქვეყნდა სტატია „რატომ ცვლის გარდიანი ენას, რომელსაც იყენებს გარემოს საკითხების გაშუქებისას“ (https://www.theguardian.com/environment/2019/may/17/why-the-guardian-is-changing-the-language-it-uses-about-the-environment). გარდიანის აღნიშნულ სტატიაში გამოთქმულია წუხილი, რომ ვერ მოხერხდა ადამიანების და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღების სათანადოდ მიქცევა კლიმატის ცვლილებისადმი. ამიტომ ის გვათავაზობს რეალობის უკეთესად ასახვისთვის კლიმატის ცვლილების ნაცვლად კლიმატის კრიზისს, ან კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო გლობალური დათბობის ნაცვლად გლობალური გაცხელების. ახალი ტერმინები დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს ჯერ არ ვიცით, თუმცა მათ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ნამდვილად დროულია.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საფრთხეა, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. თუკი გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა არ მოხდება ლოკალურ თუ ეროვნულ დონეზე, ის გლობალურში გადაიზრდება და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. მსოფლიო ეკონომიკა ძირითადად საწვავებით იმართება, რის გამოც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იზრდება. ეს კი კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი ფაქტორია.

ცნობილ ექსპერიმენტს „ბაყაყის სინდრომს“ თუ გავიხსენებთ, ბაყაყი, როდესაც მდუღარე წყალში ჩავარდება, იმ წუთას შეიგრძნობს საფრთხეს და უკან ამოხტება. თუკი იგივე ბაყაყი თბილ წყალში აღმოჩნდება, რომელიც ნელ-ნელა თბება, ვერ ამჩნევს ცვლილებას და წყლის ადუღებასთან ერთად ამ წყალში მოიხარშება. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც, გარემოში მიმდინარე ამ უარყოფით ცვლილებებს ჩვენ დროულად ვერ შევიგრძნობთ. ჩვენ ირგვლივ ცვლილებები ნელა მიმდინარეობს, რაც არასწორი ქმედებებისგან არ გვიცავს.

ყველა ქვეყანა, მდიდარი თუ ღარიბი, მონაწილეობას იღებს გარემოს უარყოფით ტრანსფორმაციაში ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, ენერგოგენერაციით, თუ ტრანსპორტით. განსაკუთრებული წვლილი კი შეაქვთ განვითარებულ და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს.

კლიმატის ცვლილების საფუძვლები
კლიმატის ცვილებისადმი ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი აღნიშნავს ხოლმე, რომ თუ კლიმატი იცვლება, რატომ არის ამა თუ იმ ადგილას კვლავ სიცივე. ამინდსა და კლიმატს შორის არის სხვაობა, რისი უკეთ გაცნობიერებაც გვეხმარება რეალობის ობიექტურად აღქმაში.

ამინდი ეს არის მეტეოროლოგიურ ელემენტთა (ტემპერატურა, ნალექი, ქარი) ერთობლიობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში. ამინდს უწოდებენ ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობას მოცემულ ადგილზე დროის შედარებით ხანმოკლე შუალედში.

კლიმატი/ჰავა გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია, მას საფუძვლად მრავალწლიანი დაკვირვება უდევს. განედი, მზის რადიაცია, კონტინენტის განფენილობა, ოროგრაფია, ოკეანისპირა მდებარეობა გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე.

ამინდის და კლიმატის ანალოგიად შეგვიძლია განვიხილოთ ადამიანის ყოველდღიური განწობისა და მისი ხასიათის ურთიერთდამოკიდებულება. ადამიანის ხასიათი ჩამოყალიბებული და მდგრადია, ხოლო ყოველდღიურ განწყობაზე შეიძლება ბევრმა გარე ფაქტორმა იმოქმედოს, როგორებიცაა ჯანმრთელობა, რამდენად დასვენებულია ან გამოძინებული, სად იმყოფება, რამდენად კომფორტულია აღნიშნული გარემო მისთვის და სხვა. სწორედ ასეა ამინდისა და კლიმატის შემთხვევაშიც, არ შეიძლება ერთი დღის, თვის ან თუნდაც, სეზონის ამინდით ვიმსჯელოთ კლიმატის ცვლილებაზე.

კლიმატის ცვლილების უკეთ გააზრებაში ასევე დაგვეხმარება რამდენიმე ტერმინის გააზრება.

ალბედო დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი მზის სხივური ნაკადია. მზიდან ატმოსფეროში შემოდის მოკლეტალღიანი ინფრაწითელი რადიაცია, რომელიც უკან აირეკლება. თუმცა არეკვლა ერთნაირად არ ხდება სხვადასხვა ზედაპირიდან, დამოკიდებულია მის ფერზე. მაგალითისთვის, ახალი მოსული თოვლიდან არეკლილი რადიაცია 95%-ია, შესაბამისად თოვლის ალბედო 95-ია. მუქი ფერი ნაკლებს აირეკლავს, მაგალითისთვის წყლის ზედაპირი მხოლოდ 10%-ს აირეკლავს, შესაბამისად, მისი ალბედო 10-ია. ღია ფერის ზედაპირის ალბედო, ზოგადად, მეტია, მუქის ნაკლები. მთლიანად დედამიწის ალბედო 30-ია.

სათბურის ეფექტი ასევე მნიშვნელოვანია კლიმატცვლილების გააზრებისთვის, ის ხელს უწყობს დედამიწაზე სიცოცხლეს და მისი ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას. ატმოსფეროში გამოვლის შემდეგ მზის სხივები ზედაპირთან შეხებისას მის მიერ შთაინთქმება, ან გარდაიქმნება გრძელ ტლღებად და ათბობს ატმოსფეროს ქვედა ფენებს. რაც უფრო მუქია ზედაპირი, ის მეტად თბება, ხოლო გრძელი ტალღების ატმოსფეროში მოხვედრისას შთაინთქმება სხვადასხვა აირის მიერ, როგორებიცაა ნახშირორჟანგი, მეთანი, წყლის ორთქლი, აზოტის ორჟანგი, ქლოროფტორონახშირბადი. სათბური ეფექტი 1824 წელს პირველად ჟოზეფ ფურიეს მიერ იყო აღმოჩენილი. მინაში ატანდა მზის სხივი, რომელიც მიწას ათბობდა, ხოლო სითბო მინის სახით დაბრკოლების არსებობის გამო უკან აღარ აღწევდა. სწორედ მსგავს პროცესს აქვს ადგილი ატმოსფეროშიც.

დედამიწაზე ენერგიის ბალანსი გამარტივებულად შემდეგნირად გამოიყენება – 100% მზისგან წამოსული ენერგიიდან 50% შთაინთქმება დედამიწის ზედაპირის მიერ, 30% უკან აირეკლება ატმოსფეროში, 20% კი შთაინთქმება ღრუბლების მიერ.

ერთი მხრივ, რომ არა სათბური ეფექტი, დედამიწაზე ტემპერატურა მთვარის მსგავსი და უსიცოცხლო იქნებოდა, მეორე მხრივ, მათი სიჭარბე იწვევს ტემპერატურის მატებას, რაც სხვა უარყოფითი გამოვლინებების საფუძველი ხდება.

ნახ. 1 ქალაქის სითბური ბალანსი, EPA

ქალაქების ტემპერატურა არის გარეუბნების ტემპერატურაზე მაღალი, რაც განპირობებულია ე.წ. სითბური გუმბათით ქალაქების თავზე. ეს კი ქალაქებში უფრო მუქი შეფერილობის ზედაპირების (ასფალტი, აგურის შენობები), ტრანსპორტის ხშირი ქსელის, მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოა, ეს კი თავისთავად ელექტროენეგიის გამოყენებას ზრდის.

ხშირად, მედია საშუალებები კლიმატის ცვლილებას აიგივებენ გლობალურ დათბობასთან, რაც არასწორია. დათბობა ყველგან ერთნაირი ხარისხით არ მიმდინარეობს. ის დამოკიდებულია ქვეფენილი ზედაპირის ხასიათზე, ეკვატორთან სიახლოვეზე, ადგილის სიმაღლეზე, თუ წყალთან სიახლოვეზე. გაზრდილ ტემპერატურას რიგ ადგილებში მეტი აორთქლება მოჰყვება, რაც ზრდის ნალექიანობას და საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია, ასეთ ადგილას ტემპერტურის მატება თუ კლება მოხდება. რიგ ადგილებში, სადაც ყინული დნება, თოვლისგან და ყინულისგან თავისუფალი ზედაპირი მეტ სითბოს შთანთქავს და ტემპერატურის უფრო სწრაფ მატებას იწვევს. გლობალურად კი ტემპერატურა აიწევს და კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი პანელის მეცნიერების ვარაუდით ტემპერატურა 2-4 გრადუსით მოიმატებს. თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება გამონაბოლქვი, რომლითაც ჩვენ ატმოსფერულ ჰაერს ვაბინძურებთ.

გლობალური ნაკვალევის ქსელი ყოველწლიურად ზომავს თითოეული ქვეყნის ნაკვალევს და დედამიწის ეკოლოგიური დავალიანების დღეს (Earth Overshoot Day) ითვლის. წელს ეს დღე 29 ივლისს დადგა. შარშან ეს დღე სამი დღით გვიან იყო, ვიდრე წელს, ამ თარიღმა ბოლო 20 წლის განმავლობში 2 თვით გადამოიწია, რაც ნიშნავს, რომ უკვე 2 თვით ადრე დგება ის დღე, როცა დედამიწას ამოწურული აქვს ერთი წლის რესურსი და იწყებს რესურსების გამოყენებას, რომლებსაც თვითაღდგენის უნარი აღარ აქვთ. ამ მონაცემით კაცობრიობას საარსებოდ 1 დედამიწა აღარ ყოფნის და მას 1,75 სჭირდება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებულ დროს უდგება ეს დღე იმის მიხედვით, თუ რამდენ რესურსს მოიხმარს, რამდენ ემისიას და ნარჩენებს წარმოქმნის და ასევე, როგორია მისი ბიოპროდუქტიულობა (https://www.overshootday.org/).

მაგალითისთვის, აშშ საკუთარი რესურსები 15 მარტისთვის უკვე ამოწურული აქვს, ავსტრალიას – 31 მარტისთვის, ყატარს – 11 თებერვლისთვის, ეკვადორს კი 14 დეკემბერს, ანუ მისი ნაკვალევი ქვეყნებს შორის საუკეთესოა.

კლიმატის ცვლილების ანთროპოგენული წანამძღვრები
ადამიანის გავლენა გარემოზე დიდია, მისი საქმიანობა მოითხოვს რესურსებს და ენერგიას, რაც ვნებს გარემოს. ჩვენ ირგვლივ დაგროვდა ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ კლიმატი გარემოს უარყოფითად ცვლის. სატელიტებიდან თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მონაცემები ზუსტი აღრიცხვის საშუალებას იძლევა გარემოზე, ტემპერატურის მატება, ნალექებში ცვლილება, ზღვის დონის მატება, ყინულისა და თოვლის საფარის შემცირება, ექსტრემალური ხასიათის მეტეოროლოგიური მოვლენების გახშირება ესაა ის ძირითადი ცვლილებები, რისი თვითმხილველებიც ჩვენ ვხდებით. ასეთი ცვლილებები უკვე ათწლეულებს ითვლის და გვაძლევს სიგნალს, რომ იგივე მასშტაბის უარყოფითი ხასიათის ქმედებებით გარემო გაუდაბურდება.

ინდუსტრიული პროცესები – სითბოს მშთანთქავი სათბურის ეფექტის მქონე აირების მატება ატმოსფეროში მომდინარეობს გლობალური ეკონომიკის ზრდიდან, განსაკუთრებით, როცა ეს პროცესები მიმდინარეობს წიაღისეული საწვავის მოხმარების ფონზე, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნების ეკონომიკას ზრდის, მეორე მხრივ კი, იწვევს გარემოს დაბინძურებას. მთლიან შიდა პროდუქტსა და ნახშირორჟანგის რაოდენობას შორის პირდაპირი კორელაციაა, რაც გულისხმობს – რაც უფრო მაღალია მშპ, მაღალია ნახშირორჟანგი და პირიქით. ბმულზე მოცემულ გრაფიკზე (https://ourworldindata.org/grapher/co-emissions-per-capita-vs-gdp-per-capita-international-?time=2014) მარცხენა ქვედა კუთხეში განთავსებული ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონეებია, რომელთა მიერ გამოწვეული ატმოსფერული დაბინძურება დაბალია, მარჯვენა ზედა კუთხეში კი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია, ასევე ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები, რომელთა მიერ ატმოსფეროს დაბინძურება მაღალია.

ჩვეულებრივი ბიზნესი (Business as usual), რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე, ნაკლებად ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. მედოუზების წიგნში „ზრდის ლიმიტი“ სწორედ ბიზნესი იყო მიჩნეული მთავარ დამნაშავედ, თუკი არ მოხდება მისი სრულად ტრანსფორმაცია და არ დაინერგება ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ჭკვიანი, დამზოგი ეფექტური ტექნოლოგიები, ჩვენი მომავალი გაურკვეველი იქნება.

ენერგიის გენერაცია – ინდუსტრიული პროცესების გავლენა ეკოსისტემებზე დიდია, მისი ფუნქციონირებისთვის ელექტროგენერაციაა საჭირო. მასზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს ატმოსფერული დაბინძურების ზრდას. ადრე მიიჩნეოდა, რომ ენერგოგენერაციას ზიანის მოტანა არ შეეძლო, დღეს კი დადგენილია, რომ 25% დაბინძურების სწორედ მასზე მოდის. მისი მოხმარება მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებასთან და ადამიანების ცხოვრებში მასობრივად შემოჭრასთან ერთად, საჭირო ხდება ენერგიის ალტერნტიულ წყაროებზე გადასვლა. თუკი ენერგია ბირთვული სადგურიდან, ან კიდევ უკეთესი, მზის, ქარის, გეოთერმული ან ჰიდროელექტრო სადგურებიდან მიიღება, გამონაბოლქვი არ გვაქვს, ატმოსფეროზე ზემოქმედება ნულოვანია, გარემოზე გავლენა კი მხოლოდ მშენებლობის პროცეში თუ გვხვდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ამ თუნდაც სუფთა ენერგიის წყაროს აქვს თავისი უარყოფითი გამოვლინებები, თუმცა ამას ატმოსფერულ დაბინძურებასთან კავშირი არ აქვთ.

შენობების გათბობა/გაგრილება თანამედროვე კომფორტული ცხოვრების მიღწევაა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა გათბობას ან კონდიცირებას ვიყენებთ, გარემო ცოტათი უფრო თბება, თუკი ეს ენერგია ალტერნატიული წყაროებიდან არ არის მიღებული. იქ სადაც ელექტროენერგია არ არის ხელმისაწვდომი, ყოფაში და გათბობისთვის შეშა გამოიყენება, რაც გაუდაბურებას და ატმოსფეროს ნახშირორჟანგით „გამდიდრებას“ იწვევს. ჭკვიანი, დამზოგი ტექნოლოგიები შეამცირებს გარემოზე მოსახლეობის ზრდით გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას.

ნაგავსაყრელები – ნახშირორჟანგის გარდა მეთანიც მნიშვნელოვანი სათბური აირია. ის ატმოსფერულ ჰაერში ნაგავსაყრელებიდან და მეცხოველეობიდან ხვდება. ორგანული ნარჩენები როდესაც სიმძიმის ქვეშ იტკეპნებიან, გამოიდევნება ჟანგბადი და უჟანგბადოდ, ბაქტერიების ცხოველქმედებით იწყებს დაშლას, რაც მეთანის გამოყოფის წყაროა. მეთანი ვნებს გარშემო მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას, სხვადასხვა დაავადების გავრცელების წყაროა. ის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაგავსაყრელები ამავდროულად არის პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობებიც, გამოიმუშავო ბიოსაწვავი და სხვადასხვა ნარჩენის გადამუშავებით მიიღო ახალი ნედლეული. მეცნიერები ბევრს მუშაობენ ამ მიმართულებით და მიღწევებიც უკვე ფეხს იკიდებს.

გაუდაბურება და ტყის ხანძრები – მხოლოდ საწვავის წვა არ იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ტყეების გაჩეხვა და ხანძარი, ასევე დამაზიანებელია ჩვენი გარემოსთვის, რადგან 1,6 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი, რომელიც მცენარეებში არის რესპირაციის და ფოტოსინთეზის შედეგად მოხვედრილი, ხელახლა აღმოჩნდება ჭრის და წვის შედეგად ჰაერში. 25-30% სათბური აირები სწორედ ამ გზით ხვდება ჰაერში. ნაანგარიშევია, რომ ტყეების 13 მილიონი ჰექტარი ყოველწლიურად იკარგება. განსაკუთრებული მასშტაბები მას აქვს სარეწაოდ ღირებულ ტროპიკულ ტყეებში.

მიწის გამოყენებაში ცვლილებები ასევე ცუდად აისახება გარემოზე, რადგან ძირითადად ტყეები სასოფლო-სამეურნეო სავრგულებად გარდაიქმნება. ინტენსიური მეცხოველეობა და მემცენარეობა, თავის მხრივ, გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. 24% დაბინძურების სწორედ გაუდაბურებასა და მიწის გარდაქმნაზე მოდის.

სოფლის მეურნეობა არის გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი (14%), ვიდრე საკვები ჩვენს თეფშამდე მოაღწევს, მას სჭირდება წარმოება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება და მომზადება. ყველა ეტაპი ვნებს გარემოს. განსაკუთრებული დამაბინძურებელია მეცხოველეობა, რადგან საქონელი საკვების მონელებისას, ასევე ნაკელისგან გამოყოფს მეთანს, ნაგავსაყრელების გარდა, მეცხოველეობა არის მეთანით მეორე დამაბინძურებელი წყარო.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ნაკელიდან და მეცხოველეობიდან მეთანის დაჭერა, სასუქების გონივრული გამოყენება, მეცხოველეობის პროდუქტების შემცირება ჩვენს დიეტაში, ადგილზე წარმოებული პროდუქტების პრიორიტიზება ყიდვისას მნიშვნელოვანია.

ტრანსპორტი – ტრანსპორტის გამოყენების ინტენსივობა და მასშტაბები გლობალიზაციასთან ერთად იზრდება, გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირება არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი, ის ქალაქების დაბინძურებაში წამყვან როლს თამაშობს. განვითარებულ ქვეყნებში ქალაქის დაბინძურებაში 30%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში ქალაქების დაბინძურებაში ტრანსპორტის წილი 70%-მდე იზრდება. აღნიშნული გამოწვეულია მეორეული ტრანსპორტით, დიზელზე მომუშავე მოძველებული ავტოპარკით, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საკვების მილები – ეს არის საინტერესო საზომი, რომელიც შემუშავებულია იმიტომ, რომ ადამიანი დააფიქროს გარემოზე საკვების უარყოფით გავლენაზე. საზომი უჩვენებს, თუ რა გზას გაივლის საკვები ჩვენს თეფშზე მოსახვედრად, ან ნარჩენი, ვიდრე ნაგავსაყრელზე მოხვდება.

მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიანგარიშონ დღის განმავლობაში მოხმარებული საკვების მიერ გავლილი გზა და შეადარონ ერთმანეთისას, ეს შეიძლება მოხდეს სპეციალური აპლიკაციის დახმარებით https://www.foodmiles.com/, ან გაიზომოს Google Maps-ის მეშვეობით. შემდეგ ეს მაჩვენებლები შედარდება და მსჯელობა გაიმართება, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ გარემოზე უარყოფითი გავლენა, მაგ. ლოკალურად მოყვანილი საკვების მიღები.

4 კითხვა, 4 პასუხი და 2 სიურპრიზი

0

სკოლის დაწყების პირველი დღე მაღალ კლასთან საკმაოდ რთულია,მათ აღარ აინტერესებთ გაცვეთილი კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეს ზაფხული.ვერც ზღაპრის გმირებად ვაქცევთ მარტივად და განწყობის შექმნაც ურთულესია. რამდენ კლასშიც გვიწევს პირველი გაკვეთილის ჩატარება, იმდენ სიახლეს ვეძებთ და იმდენი რესურსის დამზადება გვიწევს. გთავაზობთ იდეას, რომელსაც პირობითად დავარქვი : ,,4 კითხვა, 4 პასუხი და 2 სიურპრიზი“.

ზარის დარეკვამდე დაფაზე მოვათავსოთ 6 თაბახის ფურცელი,დაახლოებით ასეთი:

<

3

)

 

 

 

 

 

დავამაგროთ დაფაზე დაახლოებით ასე:

 

    1          2

       3

   4          5 

       6

 

 

ფურცლებზე რა წერია არ ჩანს,როცა გამოიცნობენ, მაშინ გადმოვატრიალებთ.

პირველი ფურცელი შეესაბამება < ნიშანს, მეორე ციფრ 3-ს, მესამე =-ის ნიშანს, მეოთხე )-ს. ბოლო ორ ფურცელზე გამოსახულია  და . პირველი 4 ფურცელი არის სათაურში ნახსენები 4 პასუხის შესაბამისი, ხოლო სიყვარული და ღიმილი არის სწორედ ის 2 სიურპრიზი, რომელიც ამ პასუხების წყვილად შეერთებით მიიღება. მოსწავლეებმა იციან, რომ <3 ნიშნავს სიყვარულს და =) ღიმილს გამოსახავს. შეიძლება მათ შორის ყველა არ იყოს ინტერნეტის და სოციალური ქსელების მომხმარებელი, მაგრამ ვიღაც აუცილებლად იქნება და მათ ვათქმევინოთ, რა არის მოთავსებული ბოლო 2 ფურცელზე. გადმოვაბრუნოთ  და ვთხოვოთ მათ, უყვარდეთ ერთმანეთი, ამ საკლასო ოთახში იყოს ურთიერთპატივისცემა და ღიმილი. ზარის დარეკვამდე შეიძლება ვინმეს სურვილი გავუჩინოთ, თქვას, რომელი იყო მისთვის ყველაზე ღიმილიანი და კარგი დღე. პოზიტიურად დავასრულოთ გაკვეთილი. შეგვიძლია, ჯერ ჩვენ გავიხსენოთ, რომელი იყო ყველაზე ღიმილიანი და სიკეთით სავსე დღე. ისინიც აუცილებლად გამოთქვამენ სურვილს, თავადაც გაიხსენონ ასეთი დღეები.

თავდაპირველი 4 კითხვა ისე უნდა შევარჩიოთ,რომ პასუხები იყოს <, 3, =  და ).

მაგალითად:

  • 2x+5(7x+8)<30x+40 უტოლობიდან გამომდინარე, მეტია თუ ნაკლები ნულზე x?
  • ამოხსენით x2-5x+6=0 განტოლება და დაასახელეთ მისი უდიდესი ამონახსნი.
  • შეადარეთ 4sin900  და 8cos600. დააფიქსირეთ ერთი პაუხი შემდეგი ვარიანტებიდან:

ა) =           ბ) <            გ) >

  • რა აკლია 2x+5(7x+8 მაგალითს, როცა x=3-ს მისი გამოთვლა შესაძლებელი რომ გახდეს?

სწორი პასუხი თაბახის ფურცელზე წერია და მას აუცილებლად გადმოვატრიალებთ მაშინვე. ოთხივე პასუხის გადმოტრიალების შემდეგ ვთხოვოთ, ერთად  დავაწყვილოთ ეს პასუხები და ვივარაუდოთ, რა შეიძლება იყოს საბოლოო პასუხი.

ამ ტიპის ბევრი კითხვის დასმა შეიძლება, გააჩნია კლასს და მზაობას.

პირველად მსგავსი მეთოდი გამოვიყენე იმ მეთორმეტე კლასის ბოლო გაკვეთილზე, რომელსაც 8 წელი ვასწავლიდი. მათივე ინიციატივით ეს ბოლო შეხვედრა გადავიღეთ. მათ არ იცოდნენ, რას ვეტყოდი და ეს უბრალოდ სამახსოვრო კადრები იყო, რომელიც მოეწონათ და საზოგადოებამაც იხილა და მოგვიანებით ჩემს საკუთარ გვერდზეც ავტვირთე.

( https://www.facebook.com/100007236253088/videos/1890281427889714/ )

 

ამ მეთოდის მოდიფიკაცია, გადაკეთება მარტივია. ბევრ თემასაც ერგება. შედეგად კი პირველი გაკვეთილი სასიამოვნო იქნება მათთვის. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს,  რთული კითხვებია, რომელიც შეიძლება არ ახსოვდეთ და ვეცადოთ, ამ დასაწყისისთვის გავითვალისწინოთ, რა შეიძლება არ ახსოვდეთ სწავლის დაწყების პირველ დღეს.

 

 

მამაჩემის ქვეყანა

0

ჩვენ, ყველანი, წარსულიდან მოვდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობიერი თუ არაცნობიერი ხსოვნა გვაქვს იმისა, რაც ჩვენამდე მომხდარა. წარსულის ცოდნის გარეშე ადამიანი ვერ იქნება სრულფასოვანი. ილია წერდა, ერის პირქვე დამხობა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ის თავისი წარსულის ხსოვნას კარგავსო. იგივე ითქმის ცალკეულ პიროვნებაზეც. კაცისთვის იმის ცოდნა, თუ “ვინ არის, სიდამ მოსულა”  აუცილებელია იმის განსაჭვრეტად, თუ “სად არის, წავა სადაო” (გურამიშვილი).

წარსულს რომ ვერსად გაექცევი, ეს კარგად იცის თანამედროვე  გერმანელმა მწერალმა ქალმა ვიბკე ბრუნსმა, რომელმაც დოკუმენტურ მასალაზე, ახლობელთა პირად წერილებზე ააგო თავისი უჩვეულო მხატვრულ-დოკუმენტური რომანი `მამაჩემის ქვეყანა~, რომელიც გერმანული ენიდან შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა.

თაობათა შორის ურთიერთობა რთული და მრავალმნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერ ეპოქაში. მამები და შვილები ერთმანეთთან სულიერ-ხორციელი ძაფებით არიან დაკავშირებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ თაობებს გადაეცემა ცოდვა-მადლი. XX საუკუნემ გერმანიას ერთი გამორჩეული დაღი დაატყო ფაშიზმის სახით. თომას მანი წერდა: “გერმანული უბედურება – ეს ხომ კაცობრიობის ტრაგედიის პარადიგმაა საერთოდ. შენდობა, რომელიც აგრერიგად სჭირდება გერმანიას, ერთნაირად გვჭირდება ყველას”.

ვიბკე ბრუნსი მხატვრულ-დოკუმენტური ყაიდის რომანში სწორედ იმ ცოდვა-ბრალს წარმოაჩენს, რომელიც გერმანიამ საკუთარ თავსა თუ სხვებს დაატეხა. იმ ადამიანთა სულებს ხატავს, რომელნიც იმ დროში ცხოვრობდნენ და მონაწილეობდნენ იმ ამბებში, რომლებიც მათ გარშემო ტრიალებდა, ცეცხლისა და მახვილის თანხლებით. ფაშიზმმა კაცობრიობას დიდი ტკივილი და ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით კი მძიმე იყო ჩვეულებრივ გერმანელთა საოცარი ფერისცვალება. მეოჯახე, მეოცნებე, გულკეთილ ადამიანთა სასტიკ, უხეშ, შეუბრალებელ, დაუნდობელ ფაშისტებად გადაქცევა. რომანში წარმოჩნდება მარადაქტუალური თემა: პოლიტიკური კონიუნქტურა, დაღუპვის შიში, ნებისმიერი გზით გადარჩენისკენ სრაფვა, ინდივიდუალიზმის მარცხი. რომანში ადამიანთა ტრანსფორმირების საგულისხმო, რთული ფსიქოლოგიური  ნიუანსებია წარმოჩენილი.

მწერალი აცოცხლებს მთხრობლის დედისა და მამის მხრიდან ორი ღირსეული საგვარეულოს ისტორიას, ბებია-ბაბუის, მამა-დედისა და ნათესავთა მიმოწერაზე დაყრდნობით ხატავს ეპოქის სულს. ნაწარმოებს საინტერესო ფაბულა აქვს. აქ წარმოჩნდება არა მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია, არამედ სხვადასხვა ადამიანის ტრაგიკული  ბედიც. მწერალს, რა თქმა უნდა, აწუხებს ერთი მთავარი ზნეობრივი კითხვა: “ვინ ვარ მე, ან რა უფლება მაქვს დღეს განვსაჯო, რა მოხდა მაშინ~. სახარებისეულ რჩევას  `ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ”, მაინც გადასძალავს სურვილი, თუმცა, არა განკითხვისა და განსჯისა, არამედ სიმართლის თქმისა, მხილებისა. მწერალმა კარგად იცის, რომ ყველა დამნაშავემ თავისი ზღო, მათ შორის, მისმა ახლობლებმაც. მაშ, საჭიროა კი გახსენება იმ მსხვერპლისა, რომელიც თვითონვე იყო ჯალათიც. მწერალი ამის აუცილებლობას გრძნობს და მკითხველსაც არწმუნებს ამაში. თვითმხილველთა ნაამბობი სულ სხვა დამაჯერებლობითაა აღბეჭდილი, თანაც, ეს ყოველივე განზოგადდება და რომანში წარმოჩნდება ის ვითარებანი, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის სულში ხან ანგელოზისა და ხან დემონის გაღვიძებას. რომანში გაცოცხლებულია, ერთი მხრივ, იდილიური, რომანტიკული ყოფა გერმანული ოჯახისა, თავისი მდიდარი მრავალსაუკუნოვანი  ტრადიციებით, მეორე მხრივ, ბარბაროსული სულისკვეთება, იმავე ოჯახში გაჩენილი და თვითგანადგურებისა თუ სხვათა მოსპობისაკენ მიმართული. მკითხველს უნებურად ლუკინო ვისკონტის შესანიშნავი ფილმი „ღმერთების დაღუპვა“ ახსენდება, რომელშიც  მსგავსი პრობლემებია წარმოჩენილი. ღმერთებში სწორედ ის ზნეობრივი ღირებულებებიც შეიძლება ვიგულისხმოთ, რომელთა დაღუპვა ადამიანს სულიერებას, სიყვარულს უკარგავს და მხეცად აქცევს, რომელიც მზადაა ძალაუფლებისთვის ყველა დაფლითოს.

მწერლის აზრით, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, პირველი  მსოფლიო ომის დროს,  როცა “ომობანა” გერმანული სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილად იქცა. რომანში საოჯახო მიმოწერის (მამა-შვილის, ცოლ-ქმრის) გახსენებით გაცოცხლებულია ამ ომის სისხლიანი დღეები, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა და მილიონობით კი სულიერ-ხორციელად დაასახიჩრა. აი, რას წერს მწერლის ბაბუა I მსოფლიო ომის დროინდელ ერთ წერილში: “რას ნიშნავს ეს უსაზღვრო ამპარტავნება, რასაც გერმანია და გერმანელები თავიანთი შვილების სიცოცხლეზე მაღლა აყენებენ?”

მწერლისთვის რომანის შექმნის ბიძგად იქცა ფიქრი საკუთარი მამის დამნაშავეობაზე. ერთ მშვენიერ დღეს იმ ვიდეოკასეტას უყურა კვლავ, რომელზეც მამამისის გასამართლების პროცესი იყო აღბეჭდილი. იგი სანთელივით ჩამომდნარი, გასაცოდავებული, განიერ პიჯაკში, დამუნჯებულივით იდგა, როცა  სასამართლოს თავმჯდომარე როლანდ ფრაისლერი ხმამაღლა გაჰყვიროდა და მძვინვარებდა: ” დაბნეული ვიჯექი, ვეღარ ვინძრეოდი. ეს იყო 35 წლის წინ მომხდარი ისტორიის წამიერი გაელვება. მაშინ მამა 45 წლისა იქნებოდა, 5 წლით უფროსი, ვიდრე ახლა მე, აქ ჰამბურგში, ჩემს სავარძელში მჯდომი, მისი შვილი. მისი ცხოვრება, მისი იმედები, ყველაფერი გაქრა. გერმანიის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იქცა. ომი წააგეს. ამ დროის ადამიანთა სამყარო დასამარდა. ამ სირცხვილსა და წყევლას ალბათ გერმანელები ვერასოდეს ვეღარ ჩამოიშორებენ. თავიანთი მედიდურობა მათ მომავლის დაკარგვის ფასად დაუჯდათ”.

მამამისი, ჰანს გეორგი, კეთილშობილ ოჯახში აღზრდილი, დახვეწილი ადამიანი გახლდათ, რა თქმა უნდა, გერმანიის, როგორც სამშობლოს, სიყვარულით გამორჩეული. მას ჰორაციუსივით სძულდა  საშინელი მასა და ცდილობდა მორიდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. რომანში შესანიშნავად იხატება ჰიტლერისა და მისი გარემოცვის სახეები. ჰანს გეორგი თავდაპირველად არც ეკარებოდა ნაცისტებს, ვერც კი წარმოედგინა ებრაელებთან რაიმე გვარის უთანხმოება. მოვლენები კი გაუთვალისწინებელი თანმიმდევრობითა და სისწრაფით წარიმართა. 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერი რაიხის კანცლერი გახდა და კანცელარიაში შესვლისთანავე განაცხადა: “ვერანაირი ძალა აქედან ცოცხალს ვეღარ გამიყვანსო!”  ორშაბათი დღე იყო. კლამროთების დიდ ოჯახში ამას არანაირი გამოძახილი არ ჰქონია. ჰაერში კი საშიში დაძაბულობა ტრიალებდა. მალე ბერლინის სპორტის სასახლეში ჰიტლერი ხალხის წინაშე გამოვიდა: `გერმანელო ხალხო, მოგვეცით 4 წელი დრო, მერე განსაჯეთ და განგვიკითხეთ.~ მან სიტყვა ასე დაასრულა: “ის მილიონი ადამიანი, რომელთაც ჩვენ დღეს ვძულვართ, მალე მოვა და მოგვესალმება და გერმანიაში ჩვენ მიერ შეჭირვებით მოპოვებულ, ნაბრძოლ, სიმწრით მოხვეჭილ ახალი გერმანული რაიხის სიძლიერეს, დიდებასა და პატივს, უძლეველობას  გაიზიარებს, ამინ!” ამ დროს მწერლის დედას, აღშფოთებულ გერტრუდას, რომელმაც ჰიტლერის სიტყვა რადიოთი მოისმინა, ვეღარაფერი ამშვიდებდა. ვინმეს საარჩევნო მიზნებისათვის სამშობლო ასე ბოროტად გამოეყენებინა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო,_ – დაასკვნის მწერალი.

რომანში, რეალისტური მანერით, შესანიშნავად იხატება XX საუკუნის 30-იანი წლების გერმანიის ცხოვრება. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს იჭერენ, ებრაელებს არბევენ, მწერლები სამშობლოდან გარბიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰანს გეორგს არანაირი სიმპათია არ გააჩნია ჰიტლერის პოლიტიკის მიმართ, იგი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს, შედის ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში. ამ დროს ჰიტლერი რადიოთი გამოდის და  ქადაგებს: “მაღალო ღმერთო, გერმანელი ხალხი ისევ ძლიერია თავისი ნებისყოფით, ძლიერია თავისი სწრაფვით და მიზნებით, მზადაა ყოველნაირი მსხვერპლისათვის. უფალო, შენ არასოდეს გვტოვებ ჩვენ! კურთხეულ იყოს ჩვენი ბრძოლა  თავისუფლებისათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი მამულისათვის! – გაოცებას ვერ მალავს მწერალი: “ამ პატარა ეგზალტირებული გნომის  ზეგავლენა ხალხზე ჩემთვის გამოცანად დარჩა. მაგრამ მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ”. ასე რომ, მწერალი  არ და ვერ ადანაშაულებს იმ ხალხს, რომელიც ჰიტლერს ასე უკანმოუხედავად მიჰყვა. გამაოგნებელი კი ის იყო, რომ  სასულიერო პირთა უმეტესობამაც ახალ მთავრობას დაუჭირა მხარი. მათ შორის ხომ ბევრი იყო გონიერიც და წინდახედულიც, როგორც მამამისი. ამ რომანის ღირსება სწორედ ისაა,  რომ მწერალი კი არ აფასებს, არამედ ნათლად და ზუსტად გვიჩვენებს იმ დროის მოვლენებს, მონაწილეთა განცდილსა და გადატანილს და ამგვარად მკითხველს უბიძგებს საკუთარი დასკვნების გამოტანისკენ.

გონიერი ხალხი შეცდომას გვიან მიხვდა, 1943 წელს და გამოსწორებასაც შეეცადა, შეთქმულება დაგეგმა ჰიტლერის წინააღმდეგ, მათ შორის იყო მწერლის მამაც, მაგრამ სინანული დაგვიანებული  და უსუსური აღმოჩნდა. “მეამბოხეები”  სიკვდილით დასაჯეს.

მწერალი ცდილობს, ჩასწვდეს, როგორ მოახერხა ჰიტლერმა მთელი ერის თავისი იდეის გარშემო გამთლიანება და დაასკვნის, რომ ეს იყო დამარცხებულის კომპლექსის გამოვლენა.  I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელთა ღირსება შეილახა, ვერსალში აბსურდული ხელშეკრულება დაიდო, საფრანგეთმა რურის მიდამოები დაიკავა, საშინელი ინფლაცია დაიწყო, ყველანაირი ნორმა დაირღვა, გახშირდა მკვლელობები და ტერორისტული აქტები, რესპუბლიკისა და პარლამენტარული დემოკრატიის ნდობა დაიმსხვრა. ახლა კი დაბნეული ხალხი ერთი კაცის გარშემო შემოიკრიბა, რომელსაც მსოფლიოსთვის თავისი ჭეშმარიტი ძალა უნდა დაენახვებინა. ცოდვაში ღრმად ჩათრეულმა და ფაშისტური ბანგისგან გამოფხიზლებულმა ჰანს გეორგიმაც დაიწყო გამოსავლის ძიება: „რაღაც უნდა ვიღონო!“ _ წერდა ის ყველა წერილში, მაგრამ თან ეშმაკის მსახურებას განაგრძობდა. ესესში ცხენოსანთა პოლკი ჩამოაყალიბა, რეზერვისტების მეთაური გახდა. იმაზე თუ დაფიქრდა, რომ მკვლელების ბანდაში შედიოდა?-კითხულობს მწერალი. პასუხიც ცხადია. ამ დროს მამამისი მხოლოდ მისთვის დავალებულ კონკრეტულ საქმეზე ფიქრობდა, აღლუმების მოწყობასა და უნიფორმებზე. ამავე დროს, მოხდა დროის შესაფერისი სამარცხვინო  ჩასწორება მათ საგვარეულო დოკუმენტშიც: ”საოჯახო კავშირის ყველა წევრი სუფთა არიული წარმომავლობისაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საგვარეულო საუკეთესო რასას განეკუთვნება. კავშირის ის წევრი, რომელიც არიელთა წარმომავლობის არ იქნება, კავშირიდან უნდა გავიდეს”.

კლამროთებმა ადრე მათთვის ძვირფასი წიგნებიც დაწვეს და მოიშორეს: რემარკი, დობლინი, ჰაინე, კესტნერი.  სამაგიეროდ, 1933 წლის 23 მარტს  გამოვიდა `ნაციონალ-დემოკრატების საბრძოლო და საიერიშო სიმღერების წიგნი – და მალევე მილიონობით გაიყიდა. დედამისისა და ბებიის  დღიურებში კი ამგვარი ჩანაწერები გაჩნდა: `ჩავლილი კოლონები აღფრთოვანებულები მღერიან ჰიტლერის ახალ სიმღერებს, “ეს სიმღერები ჩვენმა ბავშვებმაც სულ ზეპირად იციან.” `ჩვენ ყველანი უნდა მივეხმაროთ, რომ ჰიტლერს მძიმე საქმიანობა შევუმსუბუქოთ. ჰიტლერმა შეასრულა საოცრად დიდი, სისხლიანი, მაგრამ უდავოდ საჭირო გაწმენდა.

1934 წლის 9 ნოემბერს, “რაიხის გაკრისტალების ღამეს”,  ებრაელები საშინლად დაარბიეს.  ამან ბებიის დღიურში ამგვარი ასახვა ჰპოვა: “ჩვენ ჰუნებზე უარესები ვართ, სირცხვილია, დღეს გერმანელი გერქვას”. თუმცა, ამ ჩანაწრებში არ იგრძნობოდა თანაგრძნობა და გამოსარჩლება ებრაელების მიმართ, არამედ მხოლოდ ამპარტავნება თავმოყვარეობის შელახვის გამო. ჰიტლერი კი სწორედ ამ უდანაშაულო “დამნაშავეებზე” დაყრდნობით ახორციელებდა თავის კაციჭამიურ პოლიტიკას: “მემკვიდრეობით დაავადებულებს”, “ცხოვრებისათვის უუნაროებს” საგანგებოდ გამოცემული ბრძანებებით ანადგურებდა. 1941 წლის ზაფხულამდე გერმანიაში 70 000 სულიერად დაავადებული, ინვალიდი თუ დასახიჩრებული ამოწყვიტეს.

ჰიტლერმა 1940 წლის 10 მაისს დასავლეთზე შეტევა დაიწყო და ნეიტრალურ ქვეყნებსაც  დაესხა თავს: ჰოლანდიას, ბელგიას, ლუქსემბურგს. მწერალი გაოცებულია, რომ მისი მშობლების მიმოწერაში ეს საშინელებები არ არის ასახული. მამათა ცოდვები კი შვილებს დააწვათ კისერზე და რეალურ ცხოვრებაში მოუხდათ გამოსყიდვა. მწერალი იგონებს: “თერთმეტი წლის ბავშვი სტოკჰოლმში, სკოლაში ლამის დამჭრეს, იმიტომ რომ გერმანელი ვიყავი! ნეტა თუ დაინახა ეს ციდან ჰანს გეორგმა? ჩასწვდა ჩემს დარდს, როცა ჩვენ, მომავალ თაობას, საშობაო ნაძვის ხეზე ეროვნული დროშის დაკიდების უფლება არ გვქონდა. როგორც ამას აკეთებდნენ დანიაში, შვეციაში, სადაც დროშა და სამშობლო სირცხვილის გრძნობას არ იწვევდა? ნეტა თუ მიხვდა, რად მიღირდა ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ ლაპარაკი, როცა ისრაელში კორესპონდენტად ვიყავი?” მწერალს სურს, რომ რაც მოხდა, ის აღარასოდეს განმეორდეს. ეს რომანიც სინანულის, შენდობის და ამ გზით მოპოვებული სიყვარულის დასტურია.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ცრუ-ინფორმაციის, ანუ „ფეიკ ნიუსების“გამოვლენა? (ნაწილი მეორე)

0

ცრუ ახალი ამბების, ანუ ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში, სკოლებში ბავშვებს ასწავლიან თუ როგორ შეიძლება ფაქტების შემოწმება

ყველასთვის ნათელია და სიმართლეა ის, რომ სოციალური მედია და ციფრული პლატფორმების ორაზროვნება ხელს უწყობს მიკერძოებული და ტყუილი ინფორმაციის ადვილად გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მთავარ ღერძს ტექნოლოგია არ წარმოადგენს – პრობლემას ვერ გადაწყვეტს ‘ფეიკ-ამბების’ ახალი ფილტრები თუ შემაკავებელი ალგორითმები. როგორც სთოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის ახალი ამბების შესწავლის ცენტრის დირექტორი, რიჩარდ ჰორნიკი აღნიშნავს, ეს „ადამიანური პრობლემაა. ეს ჩვენი თვისებაა“

სხვა სიტყვებით, ადამიანი როგორღაც მირდეკილია ცრუ-ამბებისადმი. ჟურნალ „ატლანტიკში“, ავტორი რობინსონ მეიერი შემდეგს წერს: „ ცრუ-ამბები და ჭორები უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს, უფრო ღრმად შედის სოციალურ ქსელებში და უფრო ჩქარა ვრცელდება, ვიდრე აკურატულად მოწოდებული ამბები“. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ ადამინს იზიდავს ამ „ამბების“ სიახლე და მძლავრი ემოციები (შიშიდან ზიზღამდე და გაკვირვებამდე), რომელსაც ეს „ამბები“ იწვევენ. როგორც 2018 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი კვლევის შედეგებშია აღნიშნული, „ცრუ ახალი ამბები იმიტომ არის ასე გავრცელებული ონლაინ გამოცემებში და პლატფორმებში, რომ მას ადამიანები (და არა რობოტები) ავრცელებენ“.

უფრო მეტიც, „ცრუ-ახალ ამბებში არაფერია ახალი“, აღნიშნავს კელი მენდოსა, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, არამომგებიანი ორგანიზაციის, Common Sense Media-ს დირექტორი. 1672 წელს, ინგლისის მეფემ, ჩარლზ II გამოსცა ბრძანება „მცდარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ“; მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ კონტროლირებადი მაუწყებლები მასობრივად ავრცელებდნენ ტყუილებს მათ მიერ ოკუპირებული ქვეყნების მოსახლეობაში  ევროპის მასშტაბით.

როგორც სმითსონიანის ინსტიტუტის (Smithsonian – მსოფლიოს უმსხვილესი სამუზეუმო, კვლევითი და საგანმანათლებლო ამერიკული ინსტიტუტი ვაშინგტონში)  წარმომადგენელი, ჯაკი მანსკი აღნიშნავს, „ ცრუ ახალი ამბების გავრცელება, ამ საქმიანობის ნაწილი იყო პირველი თავისუფალი მედიის შექმნის დღიდან“. „დღეს ადამიანი უნიკალურ მდგომარეობაში იმყოფება – რაც იბეჭდება, ის იმ ადგილას ვრცელდება, სადაც ნაბეჭდს მიიტანენ და მას ზღვრული გავრცელება აქვს. რაც შეეხება ციფრულ ინფორმაციას, მისი გავრცელების სისწრაფე გეომეტრიული პროგრესიის მსგავსია. დღეს ძალიან ადვილია, სწრაფად გაავრცელო ის, რაც სიცრუეს წარმოადგენს“, დასძენს კელი მენდოსა.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს არ აქვს საკმარისი უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მომდინარე ინფორმაციის იმ უპრეცენდენტო მოცულობის ასათვისებალად, შესაფასებლად და დასახარისხებლად. ჩვენ უფლებას ვაძლევთ ციფრულ პლატფორმებს, ტელეფონებს, სოცმედიასა და კომპიუტერებს, გვმართონ. ჩვენ მათ უპირატესობას ვემორჩილებით“, ამბობს პროფესორი უაინბურგი.

აშშ-ს რამდენიმე შტატმა (როდ-აილენდი, ნიუ-მექსიკო, კალიფორნია და კონექტიკუტი), უკვე მიიღო და დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც სკოლებს ბავშვებისთვის ახალი ამბებისა და მედიაწიგნიერების გაკვეთილების ჩატარებას ავალდებულებს. თუმცა, კრიტკოსების აზრით, ამ პროგრამების დაფინანსება პრობლემურია, ხოლო მასწავლებლებს ისედაც უამრავი გაკვეთილები აქვთ სასწავლო გეგმაში. სკოლების დახმარებას ცდილობენ ამერიკული არასამთავრობოებიც. მათ შეიმუშავეს რამდენიმე სია-ჩამონათვალი (ე.წ. „ჩექ-ლისტი“, ინგლ.), ისეთი კრიტერიუმებით, რომელთა მიხედვით მოსწავლეებს უნდა გაუადვილდეთ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა ახალ ამბებში.  სახელმძღვანელო 30-მდე შეკითხვას შეიცავს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია: „აქვს სტატიის ავტორს იმის კვალიფიკაცია, რომ ამ საკითხზე წეროს?“, ან „არის თუ არა პუბლიკაციაში გამოყენებული მიკერძოებული ან გამაღიზიანებელი ენა?“

სამწუხაროდ, მასწავლებლების ნაწილი უკმაყოფილოა ასეთი მიდგომით და თვლის რომ „ჩექ-ლისტები“ უსარგებლოა, გრძელია და ხშირად მოძველებული. პროფესორ ჰორნიკის აზრით, „ჩექ-ლისტები“ ვერაფერს უშველის. საჭიროა „ტყუილების დეტექტორის“ (ინგლ. Bullshit Detector) მიდგომის განვითარება. “ამ დროს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის უნარები, რომლებიც ინფორმაციის „გამოძიებას“ დაასწავლის მათ, ინფორმაციის უბრალოდ „მოხმარების“ ან „ჩაყლაპვის“ ნაცვლად; განუვითარებს მათ ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების უნარებს, პუბლიკაციის სხვებისთვის გაზიარებამდე; უჩვენებს ბავშვებს, რომ ხშირად, ინფორმაციის გამომგზავნი ან გამზიარებელი არ წარმოადგენს ინფორმაციის/პუბლიკაციის ავტორს; გაითვალისწინებენ ყველა იმ წარმოდგენას თუ ცრურწმენას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ატარებს. „ამის გარეშე, ნებისმიერი კრიტიკული შეფასება თუ სწავლება, დროის ფუჭი ხარჯვა იქნება“, ამბობს ჰორნიკი.

როგორც ცრუ ამბებისა და ტყუილების ფენომენის მკვლევრები აღნიშნავენ, მთავარი კითხვა შეიძლება ასე ჟღერდეს: „საიდან უნდა გავიგოთ რომ „ფეიკ“-ნიუსების საწინააღმდეგოდ მიმართული პროგრამები წარმატებულად მუშაობენ, ან რომელი მათგანია სხვებზე უკეთესი? – ექსპერტების პასუხები განსხვავებულია. თუმცა ერთზე ყველა თანხმდება: მოსწავლეთა მიერ ახალი ამბების მოხმარების წესის შეცვლას წლები შეიძლება დასჭირდეს. როგორც პროფესორი უაინბურგი აღნიშნავს, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ალბათ ადამიანის გენომის გამოკვლევის პროექტის დონის საგანმანათლებლო ეკვივალენტი დაგვჭირდება, რომელზეც ათეულობით წლის სამუშაო, მილიარდობით დოლარი, ათასობით მეცნიერი და საერთაშორისო თანამშრომლობა იქნება აუცილებელი“.

 

(მეოავტორი: Anabelle Timsit, ჟურნალების Quartz-ისა და Politico-ს რეპორტიორი (აშშ) მეორე ნაწილის დასასრული)

სტატია მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

 

კადრიდან ამოჭრილი მავთულხლართები

0

 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ 2019 წლის

6 სექტემბერია  – მზე დროდადრო გამოტეხავს ხოლმე ღრუბლის ნაჭუჭებს და დღის ტყავს მშვიდ ზოლებად ყოფს. ჰაერი უცნაურადაა დამუხტული  –  კაკლის ხეების საშემოდგომო ალმურს ტაძრის ღია კარიდან გამოდენილი დილის წირვის მუხტი ერთვის. გული ყველას ამოვარდნას აქვს. ყველას, ვინც იცის, რა მიწაზე დგას და სულ ოდნავ, რამდენიმე ეზოს იქით რომ გადაიხედოს, რას დაინახავს…

ეს ნიქოზია. ქართლის შუაგული, რამდენიმე ასეული მეტრის შორიახლოს კი ცხინვალი მოჩანს, ახლა უკვე საგულდაგულოდ გამიჯნული და „დაკარგული.“ ნიქოზის ტაძრის და მეუფე ისაიას რეზიდენციის ეზო ხალხითაა სავსე. შემოდგომა ნიქოზში სულ ასე, ხალხმრავლობით იწყება _ უკვე მეცხრე წელია, აქ, ამ ნატანჯ ადგილას ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.

ფესტივალის იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის. საქართველოში მგონი ყველამ იცის მეუფე ისაიას სახელი და საქმე. ვინც არ იცის კიდევ, მოკლედ ვეტყვით _ ეს ის სასულიერო პირია, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომ პერიოდში წამითაც არ დაუტოვებია ნიქოზი და ახალგორი, ვინც საკუთარი ნებით არჩია მძევლობა ახალგორში, რათა იქაურ მრევლს  – ქართველებსაც და ოსებსაც, გვერდიდან არ მოშორებოდა, გაემხნევებინა, სამეურნეო საქმეშიც დახმარებოდა, სულის საზრდო მიეცა; ვინც წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებისთვის ნაჩუქარი და მთელი ქვეყნის მიერ ყბადაღებული „ჯიპი“ ჩუქებისთანავე გაყიდა და სოფელს ავტობუსი უყიდა, დღესაც ემსახურება ის ავტობუსი ნიქოზს. ასეთი მოღვაწეა მეუფე ისაია –  ჩვენი დიდი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, თავად პროფესიით ანიმატორი, ხელოვნების დიდი მოყვარული და სულით და გულით შემოქმედი.

„რომელიმე სხვა სოფლის მსგავსად იქნებ ვინმემ სოფელ ნიქოზსაც უწოდოს ქვეყნის დასალიერი, მაგრამ მადლობას გეტყვით, რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ ასეთი კულტურული სივრცის არსებობაში და კიდევ უფრო გვიღრმავებთ რწმენას, რომ სოფელი ნიქოზი ქვეყნად ჩვეულებრივი სოფელი კი არაა, არამედ სწორედ იგი არის სამყაროს ცენტრი…“

– ესაც მეუფე ისაიას  სიტყვებია, რომლითაც ის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს მიესალმა.

ფესტივალი 1-6 სექტემბერს გაიმართა და როგორც წინა წლებში, ახლაც მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე. შთამბეჭდავი იყო როგორც მოწვეული სტუმრების, ასევე ქართული პროგრამა _ ანიმაცია, სახვითი ხელოვნება, მუსიკა.

წელს ფესტივალს ათამდე ქვეყნიდან ესტუმრნენ ცნობილი ანიმატორები. ფესტივალის სამხატვრო დირექტორი ფერნანდო გალრიტო გახლდათ _ პორტუგალიელი ანიმატორი, რომელმაც პორტუგალიური ანიმაციის რეტროსპექტივა შესთავაზა ფესტივალის მონაწილეებს და მაყურებლებს. საფრანგეთი, პოლონეთი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, ჩეხეთი  –  ასეთი მასშტაბური რუკით წარდგა წლევანდელი ფესტივალი და ამ რუკაზე, უკვე მერამდენე წელია, მონიშნულია საქართველოც, ქართველი არტისტები, რომლებიც ძალიან საინტერესო  და შთამბეჭდავ ანიმაციურ ფილმებს ქმნიან.

მეუფე ისაიას ინიციატივით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში რამდენიმე წელია ისწავლება ანიმაცია. წელს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები  –  მხიარული, ბედნიერებით გამსჭვალული პაწაწინა ანიმაციები წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებამ ერთი სიახლის შესახებაც შეიტყო: ნიქოზში იგეგმება „ხელოვნების სახლის“ მშენებლობა, რომელიც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად იქნება განკუთვნილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს, სადიპლომო ნამუშევრებისთვის, მიეცათ დავალება შეესრულებინათ „ნიქოზის ხელოვნების სახლის“ და „ნიქოზის ხელოვნების სკოლის განვითარების“ პროექტები. სწორედ ეს პროექტები იყო წარმოდგენილი ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე.

ფესტივალის ბოლო დღეს ნიდერლანდების  ცნობილი ჰოლანდიელი (მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში) ანიმატორის, მაიკლ დუდოკ დე ვიტის ფილმების ჩვენება და მასტერ-კლასი გაიმართა. მაიკლ დუდოკის ფილმებმა „ბერი და თევზი“, „მამა და პატარა გოგონა“ უამრავი პრიზი მოიპოვა. მისი შემოქმედება გამოირჩევა სულიერებით, მშვენიერების სამყაროს მიმართ სწრაფვით, სევდისა და სიხარულის გულწრფელობით. ჩვენების შემდეგ დუდოკმა ნიქოზში გატარებულ დღეებზეც ისაუბრა, როგორც სამომავლო გამოცდილებაზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მოუხიბლავს ქართულ მუსიკას, არქიტექტურას და დამწერლობას. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება ჩემს ანიმაციებშიც იჩენს თავსო, _ გამოუტყდა მაყურებელს.

გორის ქალთა კაპელას სულისშემძვრელი კონცერტის შემდეგ კი, მეუფე ისაიამ სტუმრები რეზიდენციის აივანზე დაპატიჟა. ამ აივნიდან ხელისგაწვდენაზე მოჩანს ცხინვალი. ცხადია, ყველა სტუმარმა იცოდა, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოდიოდა, იმ სოფელში მოდიოდა, სადაც ოკუპაციის ჭრილობა ყველაზე მტკივნეულია. ამ დღეების განმავლობაში უამრავჯერ ახსენეს სიტყვები: „ომი“, „ოკუპაცია“, „მავთულხლართები“…

„მავთულხლართები და თხრილები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზიდან სულ რამდენიმე მეტრში იქნა გავლებული, ჩვენი ღრმა რწმენით  –  დაიძლევა! მას შეეწევა ისეთი საქმიანობა, როცა ურთიერთობები გახსნილია, როცა შესაძლებელია დიალოგი, თანამშრომლობა, ერთანეთის პატივისცემა, დახმარება, მეგობრობა და სიყვარული“  –  ესეც მეუფე ისაიას სიტყვებია, რომლებითაც მან სტუმრებს მიმართა. ზოგადად, ფესტივალის მრწამსიც ესაა, უფრო ზოგადად  –  ხელოვნების, შემოქმედების მთავარი აზრია!

ნიქოზშიც ეს განწყობა ტრიალებს, ფესტივალის დროსაც და ისედაც, როცა არ უნდა მოხვდეთ იქ. ცოტათი ზღაპრული, მხატვრული, შემოქმედებითი, თითქოს ადამიანებმა ძალიან მოინდომეს და საკუთარი ძალისხმევა მხოლოდ იმას დაახარჯეს, რომ გარემო გაეფერადებინათ. ნაომარი, მოწყენილი, სამშობლოდაკარგული გარემო. და, გამოუვიდათ. ყველას ერთად  –  დიდებსაც და ბავშვებსაც.

მათ მთავარი ანიმაციიდან  –  ცხოვრებიდან, მავთულხლართების კადრები ამოჭრეს.

 

სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა

0

თქვენთვის, ალბათ, სიახლე არ იქნება, რომ ბავშვებისათვის კითხვას ბევრი სარგებელი ახლავს, როგორიცაა  მაგ. ენის ცოდნის  და წიგნიერების   ხელშეწყობა. Scholastic-ის 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, 3-დან 5 წლამდე ბავშვების მშობლების 62% თითქმის ყოველდღე უკითხავს  შვილებს და ბავშვების უმრავლესობა ამბობს, რომ მოსწონთ ან უყვართ მშობლებთან გატარებული ეს განსაკუთრებული დრო. თუკი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის კითხვას ნათელი და ხშირად თვალსაჩინო სარგებელი ახლავს, არსებობს მტკიცებულებები, რომ ასევე მნიშვნელოვანია წაკითხვა ჩვილებისათვის, ახალშობილთათვისაც კი.

ამერიკის პედიატრთა აკადემია  გვირჩევს, რომ მშობლებმა შეძლებისდაგვარად მალე უნდა დაიწყონ ჩვილებისათვის კითხვა. ეს რეკომენდაცია დაფუძნებულია კვლევაზე, რომელმაც უჩვენა, რომ ბავშვებს, ვისაც მშობლები ხშირად ელაპარაკებიან, უპირატესობა აქვთ იმ ბავშვების მიმართ, ვისაც მშობლები ნაკლებს ელაპარაკებიან. ძირითადი განსხვავება  უნდა ეფუძნებოდეს სიტყვების რაოდენობას, რომელთაც ბავშვები იღებენ, როდესაც მშობლები ხმამაღლა ესაუბრებიან მათ. ეს უპირატესობა თვალსაჩინო ხდება, როცა ბავშვები 2 წლის ხდებიან.

ბავშვებთან საუბრის გარდა,  ხმამაღლა კითხვა ასევე უნდა აცნობდეს ბავშვებს  ახალ და განსხვავებულ სიტყვებს, რომელთაც მშობლები ყოველდღიურ საუბარში ხშირად არ იყენებენ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ სიტყვების რაოდენობა, რომელთაც ჩვილები წარმოთქვამენ და ესმით, განისაზღვრება იმით, თუ რამდენს უკითხავენ მათ.

სიტყვების ზემოქმედების  სარგებლიანობის გარდა, ირკვევა,  რომ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ სპეციფიკური კონტენტი  წიგნებიდან, რაც შეიძლება მათ დაბადებამდეც დაიწყოს. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კონკრეტული წიგნის  რიტმი ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ალბათობის შესამოწმებლად მკვლევრებმა სთხოვეს 7 თვის ორსულ ქალებს, წაეკითხათ, The Cat in the Hat, მუცელში მყოფი ნაყოფისათვის დღეში ორჯერ, ორსულობის დასასრულამდე. როდესაც ეს ბავშვები დაიბადნენ,სხვა ამბებზე მეტად, ჩვილებს უფრო სიამოვნებდათ  The Cat in the Hat-ის მოსმენა.

ამაში მკვლევრები ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაარწმუნა.  საწოვარა მიამაგრეს ორ დინამიკს, და დააპროგრამეს – როდესაც ჩვილი სწრაფად წოვდა, ირთვებოდა ერთი ამბავი, თუ ნელა – სხვა.  ბავშვები მალე მიხვდნენ, რომ სიტუაციის კონტროლი შეეძლოთ და წოვდნენ ისე, რომ მათთვის  ჩაერთოთ The Cat in the Hat – ამბავი, რომელსაც მუცელში ყოფნისას  მუდმივად ისმენდნენ.

ერთერთ კვლევაში მკვლევრებმა 18-დან 30 თვემდე ჩვილებს წაუკითხეს  წიგნი, აღწერილი იყო , როგორ დაელაგებინათ სხვადასხვა საგანი ერთად, ახალი   ნივთის გასაკეთებლად.  ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ 2 წლამდე ჩვილებს შეუძლიათ როგორც სიტყვების, ასევე ქმედებების შესწავლაც მოკლე და მარტივ წიგნებთან ურთიერთობით.

სიტყვებისა და ქმედებების გარდა, სკოლამდელ ასაკში,  წიგნებიდან ბავშვებს შეუძლიათ   საკმაოდ რთული ინფორმაციის აღქმა. ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია კამუფლაჟის შესახებ, 3-4  წლის ბავშვებს  აუხსნეს, როგორ ეხმარება მიმიკრია ცხოველებს გადარჩენაში. მოგვიანებით, როდესაც ჰკითხეს, თუ რომელი ცხოველების შეჭმა შეეძლო მშიერ ჩიტს, ბავშვებმა დაასკვნეს, რომ ყავისფერი კამუფლიაჟის მქონე  ხვლიკი შეძლებდა დამალვოდა ჩიტს, როცა მის კაშკაშა შეფერილობის მეგობარს  დიდი ალბათობით, ჩიტი შეჭამდა.

ერთ კვლევაში 5 და 6 წლის ბავშვებს გააცნეს გამოგონილი ცხოველები პილოსები,  რომელთაც წვრილი  ცხვირები ჰქონდათ. წიგნის განმავლობაში ბავშვები ეცნობოდნენ დეტალურ აღწერას, თუ ნელ-ნელა როგორ იცვლებოდნენ პილოსები მრავალი თაობის განმავლობაში. წიგნის წაკითხვის შემდეგ უმცროსმა და უფროსმა ბავშვებმა ისწავლეს,  რომ ადაპტაცია  ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადარჩენისა და რეპროდუქციის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება.  მათ შეეძლოთ გაეხსენებინათ ინფორმაცია 3 თვის შემდეგაც კი და მიესადაგებინათ ის სხვა  სახეობებისთვისაც.

მარტივ წიგნებს აქვთ ძალა, რომ ასწავლონ ჩვილებს და ბავშვებს ახალი სიტყვები, ქმედებები და უფრო რთული მეცნიერული კონცეპტებიც კი, როგორიცაა კამუფლიაჟი  და ევოლუცია.

ამიტომ, როცა  წიგნს ვუკითხავთ პატარებს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ კითხვისადმი ინტერესს ადრეულ ასაკშივე ვუყალიბებთ.  მშობლებმა ხშირად უნდა უკითხონ პატარებს, ეს არის ერთად გატარებული  დროის საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/the-baby-scientist/201908/the-importance-picture-books

საინტერესო პროექტი

0

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ იმ პროექტის შესახებ რომლის იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც დავიწყე მუშაობა  ნ. დუმბაძის მოთხრობაზე  „ძაღლი“. პროექტ-გაკვეთილის გეგმის სასწავლო მიზნის ფორმულირება წერის პროცესში რამოდენიმეჯერ შევცვალე და საბოლოოდ ასე ჩამოვაყალიბე: მოსწავლემ შეძლოს მოთხრობის წაკითხვა და მისი შინაარსის გააზრება. მოთხრობაში დასმულ პრობლემებზე მსჯელობა და ჩვენს მშობლიურ ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების პრაქტიკული გამოვლენა.    პროექტ-გაკვეთილის  გეგმის წერისას  მივხვდი – ჩემი მესამეკლასელები მზად იყვნენ თემატური პროექტისთვის.

მოსწავლეებს  გავაცანი თემატურ პროექტებზე მუშაობის წესები. ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ  პროექტის გეგმა. დავგეგმეთ კითხვის საათზე ჩასატარებელი სამუშაოები. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა, ტექსტზე მუშაობის პარალელურად, გაინაწილეს აქტივობები:

1) მასალების მოგროვება ძაღლების წარმოშობის, მათი ჯიშების ისტორიების შესახებ

2) ფოტო-ალბომი სხვადასხვა წყაროებიდან

3) ცნობები იმ  სიკეთეების შესახებ რაც უკეთებია და დღესაც აკეთებს ძაღლი ადამიანისთვის.

4)  ამბროლაურის ქუჩებში  მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა და ისტორიები

5) ნაწარმოების მიხედვით გურულ დიალექტზე მინი დიალოგების შექმნა.

6) ნ. დუმბაძის ბიოგრაფიაზე პოსტერის მომზადება.

პროექტის ფარგლებში  ვიმუშავეთ:

  1. მოთხრობის პერსონაჟების რუკაზე;
  2. გურულ დიალექტებზე შეადგინეს სცენარები: „გოგიტა და მებუფეტე“, „სპირიდონ ბაბუას ანდერძი“, „ბაბუას სუბარი ძაღლთან“, „სოფელი უძაღლოდ“

თითოეული სცენარის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობდნენ, რა ჯადოსნური ძალა აქვს მწერლის კალამს და მხატვრულ კითხვას.

გოგიტას განცდებმა გადააწყვეტინა მოსწავლეებს „გაესამართლებინათ“ ძაღლზე მოძალადე ადამიანები. თავდაპირველად არავის უნდოდა „ბრალდებულის“ როლის შესრულება, მაგრამ როცა გურული დიალექტით „აჭიკჭიკდნენ“, კარგად მოირგეს: მოსამართლის მანტია, მდივნის დამცველის მოწმის და ბადრაგის ფუნქციებიც კი. „იმიტირებულ სასამართლოზე“ მუშაობის პროცესმა დამარწმუნა, რომ გააზრებული კითხვის სწავლებისათვის თხზულების პერსონაჟთა გასამართლება კარგი საშუალებაა, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად უღრმავდებიან პერსონაჟებს, კრიტიკული თვალით უყურებენ მათ ქმედებებს, აანალიზებენ და სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და არგუმენტირებულ მსჯელობას.

გოგიტას ცხოვრების ისტორიამ უარყოფითი ემოციებით დატვირთა კლასი და სიხარულით მიიღეს ჩემი შეთავაზება თხზულების სხვაგვარად დამთავრების ან გაგრძელების თაობაზე. ასე შეიქმნა  მოთხრობის დასასრულის ალტერნატიული ვარიანტები.

პროექტის  მიმდინარეობისას  განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „იმიტირებულმა სასამართლომ“. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის  ჩვენი პროექტის კონსულტანტს, პროფესიონალ მოსამართლეს  ქალბატონ ლეილა გურგუჩიანს (ცაგერის რაიონის მოსამართლეს).  ის გვესაუბრა ცხოველებზე მოძალადე ადამიანების მიმართ გასატარებელი სანქციების შესახებ.

დისკუსიების დროს მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს პარალელის გავლება გასულ საუკუნეში ჩოხატაურში მომხდარ ამბავსა და დღევანდელობას შორის; რომ დღეს ამროლაურის ქუჩებში უგულო ადამიანების წყალობით  დაეხეტებიან მაწაწალა ძაღლები, რომლებიც ცხოვრობენ უოჯახოდ, უპატრონოდ. მათ შიათ და სწყურიათ, ზამთრის სიცივეში ვერსად აფარებენ თავს. პრობლემის გადასაწყვეტად ჯგუფებმა იმუშავეს ცალ-ცალკე, შეჯერების შემდეგ შეადგინეს ბუკლეტები მოსახლეობაში გასავრცელებლად.

დადგა პროექტის პრეზენტაციის დღეც –  მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს ის მასალები, რაც ამ პროექტზე მუშაობისას შეაგროვეს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მიუსაფარი ძაღლებისათვის ახლად გამოგონებული კვების აპარტი, მისი მუშაობის წესები. ბავშვებმა მიმართეს ადგილობრივ სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს –   ერთად ეფიქრათ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებაზე.

სკოლის დირექციამ  მადლობის ფურცლები გადასცა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს.

პროექტის  კონსულტანტმა  ლ. გურგუჩიანმა  მიგვიწვია ცაგერის რაიონული  სასამართლოს დარბაზში პროექტის პრეზენტაციისთვის. იქ გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო ცაგერის სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. მოსწავლეებმა ნამდვილ სასამართლო დარბაზშიც კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციას.

 

მინდა ავღნიშნო, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის  მოსწავლეების მიერ  გაჟღერებული პრობლემები უცხო არ იყო.  ისინი დაპირდნენ მოსწავლეებს,  რომ იმუშავებდნენ  პრობლემებზე,  რაზეც ბავშვებმა ისაუბრეს. ჩვენთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამბავი, რომელიც   ხელისუფლების ოფიციალური  ფეისბუქ გვერდიდან  შევიტყვეთ:

ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის  ბოლო სასწავლო წელს ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულმა ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,  რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეს განვუვითაროთ  ის უნარები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, რაც აუცილებელია სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ფორმირებისთვის.

 

კონსტრუქტივისტული სწავლების აქტივობები

0
colorful math fractions on the bright backgrounds. interesting math for kids. Education, back to school concept. Geometry and mathematics materials.

 

        მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმისათვის აუცილებელია ინტერაქტიული სწავლება, რომელიც  ორიენტებულია  არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.  სწავლების პროცესისადმი ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება – შენება.  მასწავლებელს ამ პროცესში ფასილიტატორის ფუნქცია აქვს.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:

  • სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს  ცოდნა  წინარე ცოდნაზე დაყრდნობით;
  • მოსწავლეს  მასალა მზა სახით არ მივაწოდოთ, მხოლოდ დავეხმაროთ ცოდნის აგებაში;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირებაში;
  • შევუქმნათ სწავლის მოტივაცია, გავაგებინოთ სწავლის მიზანი;
  • ვამუშაოთ საყოფაცხოვრებო ტიპის ამოცანებზე;
  • დამსახურებულად წავახალისოთ მოსწავლეები, არ დავუკარგოთ სტიმული;
  • შევუქმნათ სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო, გამოვიყენოთ მათემატიკური ხელსაწყოები და სწავლების სხვა ინსტრუმენტები-პლაკატები, მათემატიკური დავალების ბარათები, მოდელები,  მანიპულატივები.

გთავაზობთ კონსტრუქტივისტული მეთოდით  დაგეგმილ გაკვეთილის გეგმას და რეფლექსიას.

 

სწავლებლის საფეხური /კლასი :  საბაზო/ VII კლასი

გაკვეთილის თემა: „ პროცენტი“

 

გაკვეთილის მიზნები:

  • მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.
  • პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

 

გაკვეთილის  გეგმაში  გამოყენებული აქტივობები  ორიენტირებული როგორც დაბალი, ისე  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.

  • მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ და შეუძლიათ  რიცხვის  წილადის, ან ათწილადის სახით წარმოდგენა, ეს არის წინარე ცოდნა – ცოდნა/ გაგება/ გამოყენება- დაბალი სააზროვნო უნარები;
  • ფონური ცოდნის გააქტიურებითა და ტრანსფორმაციით მოსწავლეებს „აღმოეჩინათ“, როგორ ჩაეწერათ რიცხვი პროცენტის სახით და პირიქით, წარმოედგინათ პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვი წილადის, ან ათწილადის სახით-ანალიზი, სინთეზი, შეფასება-მაღალი სააზროვნო უნარები.

A –ფაზა ( გამოწვევის ფაზა)

გონებრივი იერიში ფონური ცოდნის გასააქტიურებლად.

წინარე ცოდნის გააქტიურება წილადი და ათწილადი რიცხვების შესახებ. აქცენტის  გადატანა სიდიდეთა მეასედებად ჩაწერის საჭიროებაზე, რაც საჭიროა ახალი ცოდნის  კონსტრუირებისათვის. ფოკუსირება ხდება  მათემატიკური ოპერაციებზე, რომლებსაც 100-ზე გამრავლება, ან გაყოფა სჭირდება და  კავშირშია პროცენტთან. ეს მაგალითები, გამოიყენება  , როგორც სკაფოლდინგი ახალი ცოდნის ასაგებად ( ურთიერთმიმართება ლარსა და თეთრებს შორის, ასევე მეტრსა და სანტიმეტრს შორის ).

 

მოსწავლეები უკვე არსებული ცოდნის  საფუძველზე მარტივად ააგებენ ახალ ცოდნას. ადვილად დაუკავშირებენ 100-ზე გამრავლება/ გაყოფას პროცენტის  ცნებას.

B ფაზა – ცოდნის კონსტრუირება

თვალსაჩინოება მათემატიკური ცნების წარდგენისათვის

გაკვეთილის პრეზენტაციიდან მოხმობილი თვალსაჩინოება ორ  მიზანს ემსახურება:

  • მოსწავლეთა პროვოცირებასა და მოტივაციის გაზრდას;
  • ჯერ კიდევ შეუსწავლელი ცნების ვიზუალიზაციას .

ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მოსწავლეები ადვილად დააკავშირებენ წილადებისა და ათწილადების შესახებ გააქტიურებულ წინარე ცოდნასა  და ახალ ცნებას ( შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იცნობენ ამ სიმბოლოს და გამოყენების არეალსაც  დაასახელებენ).

 

 

 

 პროცენტის ეტიმოლოგია, ანუ  საკითხის ისტორიისათვის

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცნებებისა და ტერმინების გაცნობისას მოსწავლეებს ხშირად აინტერესებთ ამა თუ იმ ტერმინის ისტორია და უკეთ იმახსოვრებენ, როცა მათი წარმოშობის ისტორია,  ან რაიმე სახალისო კურიოზი იციან.  პროვოცირების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზოთ სლაიდი პროცენტის წარმოშობის ისტორიიდან, რომელიც ჩვენი აზრით, თავისთავად საინტერესოცაა, მაგრამ ამავე დროს კარგად წარმოაჩენს  პროცენტის, როგორც მათემატიკური  ცნების არსს.

მოსწავლეთათვის მათემატიკურ კატეგორიებზე უფრო მარტივად გასაგებია  ის, რომ ვაჭრები მოგებას ანგარიშობდნენ ფულის ყოველ 100 ერთეულზე, ამან თვალსაჩინო გახადა პროცენტის ცნების არსი.

    თუმცა, გაკვეთილის დაგეგმვისას წინარე ცოდნიდან მხოლოდ იმ მათემატიკურ  საკითხებზე  შესაძლოა მოვახდინოთ ფოკუსირება, რაც ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვისაა საჭირო. საკითხის ისტორია კი რაკი ადვილად აღსაქმელია,   შესაძლოა სლაიდის სახით შევთავაზოთ,   პროცენტის წარმოშობის შესახებ აქტივობა შეიცვალოს  და  თავად მოსწავლეებს დაევალოს    ინტერნეტში სათანადო მასალის მოძიება. ასეთ შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ გადაამუშაონ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია, დაახარისხონ და შეაჯამონ, ეს:

  • დაზოგავს დროს და გამოთავისუფლებული დრო მათემატიკურ სამუშაოს მოხმარდება;
  • მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ უფრო მარტივ დავალებას, შეიქმნიან წარმოდგენას საკითხის არსის შესახებ;

თვალსაჩინოებით ახსნილი მათემატიკური ცნება

ახალი მასალის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მოსწავლეებს მასწავლებელი შესთავაზებს 4  სლაიდს, რომლებზეც ასახსნელი მასალა ილუსტრაციის სახით იყო წარმოდგენილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვები ვიზუალურ მასალაში ადვილად ამოიცნობენ, მთელის რა ნაწილი იყო გაფერადებული და დააკავშირებენ პროცენტის ცნებასთან.

თეორიული მასალის ახსნის პარალელურად სასწავლო რესურსის შექმნა

განსაკუთრებით საინტერესოა   მოსწავლეების  მიერ შექმნილი  რესურსი.  (წილადი/ათწილადი/პროცენტის ცხრილი).

წილადი ათწილადი პროცენტი
0,01 1%
0,04 4%
0,1 10%
0,2 20%
0,25 25%
0,5

 

50%

 

0,75 75%
1=100%

 

მოსწავლეებს   ზემოთ მოტანილი ილუსტრაციების დამუშავების პარალელურად სხვადასხვა მონაცემი სხვადასხვა ფერის მარკერით შევატანინოთ წინასწარ  დახაზულ ცხრილში.

მოსწავლეების მიერ შეიქმნება რესურსი (წილადი/ათწილადი/პროცენტის ცხრილი).

ამ ტიპის  აქტივობა  შესაძლებელია შევაჯამებინოთ თავად მოსწავლეებს და გამოვაყვანინოთ თეორიული დასკვნები, რასაც შევინახავთ ფლიპჩარტზე რუბრიკით- „ ჩვენი აღმოჩენები“ . ხოლო შემდგომ დავავალოთ, ეს „თეორიული აღმოჩენები“  შეადარონ სახელმძღვანელოს თეორიულ ნაწილს.

ამგვარი შედარების  დროს უფრო თვალსაჩინო გახდება, რა „აღმოაჩინეს“ გაკვეთილზე თავად  და რა გაიგეს სახელმძღვანელოს თეორიული ნაწილიდან. შესაძლოა გამოვაყენებინოთ კოგნიტური სქემა:

რა „აღმოვაჩინე“ გაკვეთილზე რა გავიგე სახელმძღვანელოდან რის  გაგება მსურს
     

 

ახლადაგებული ცოდნის განმტკიცება

სამუშაო წყვილებში

გაკვეთილზე კარგად მუშაობს ურთიერთსწავლების მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ  განმამტკიცებელ აქტივობაში წყვილებში მუშაობისას.  ტესტების ამოხსნის დროს  –  წყვილებს  შეიძლება მივცეთ  არჩევანის საშუალება.  დავალებად მიცემული სამი ტესტიდან მათ  სურვილისამებრ უნდა  შეარჩიონ ერთ-ერთი. მოსწავლეები ჯერ მუშაობენ ინდივიდუალურად , ხოლო შემდეგ წყვილებში  ადარებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მსჯელობენ.   თუ რომელიმე მათგანს გაუჭირდება ეხმარება მისი მეწყვილე.

აქტივობის  შეჯამების დროს შეიძლება  ამ  ტესტების განხილვა დაფასთან.

 

განმამტკიცებელი აქტივობები და ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების სტრატეგია.

             შემდეგ   მოსწავლეების ჩართულობით ვხსნით და ვაანალიზებთ უფრო რთულ  დავალებას. მოსწავლეები მოახდენენ   რიცხვის პროცენტის სახით ჩაწერის წესის  განზოგადება-განმარტებას.

გაკვეთილის დაგეგმვისას დასახული იყო 2 ძირითადი მიზანი. პირველი მიზნის შესრულების შემდეგ გადავდივართ  მეორე მიზანზე. ესაა – პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის , ან ათწილადის სახით.  წინა აქტივობაში ბავშვების მიერ შექმნილი რესურსი გამოგვადგება  ცოდნის „ულუფებად“ მიწოდებისა და „თანდათანობით“ აღმოჩენების კეთებაში.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ცხრილი ახლა შებრუნებით განვიხილოთ და მოსწავლეები  შებრუნებული პროცესს აღმოაჩენენ, კერძოდ_100-ზე  გამრავლება შეცვალა 100-ზე გაყოფამ.

ახლადაღმოჩენილი  „ შებრუნებული ცოდნის“ განსამტკიცებლად მოსწავლეებს მიეცათ საკლასო სამუშაო, რომლის შემოწმება მოხდა დაფაზე დემონსტრირებით.

 

C რეფლექსიის ფაზა

 

შემაჯამებელი სამუშაოს სახით მოსწავლეებს მიეცათ ქვიზი ( ინდივიდუალური სამუშაო) , რომელიც შემოწმდა სადემონსტრაციო  მასალისა და დაფაზე  ამოხსნის მეშვეობით.

საშინაო დავალება

მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალება ახლად აგებული ცოდნის განმტკიცების მიზნით;

გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება

 

გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა შეფასების სხვადასხვა სახე და ფორმა-  კერძოდ:

  • თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.;
  • მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება.

თვითშეფასება  და ურთიერთშეფასება  მოხდება გაკვეთილის ბოლოს გასასვლელი ბარათების შევსებისას.

გასასვლელი ბარათებს ორმაგი დანიშნულებით ვიყენებ:

  • მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისათვის ( საკუთარი ცოდნის მონიტორინგი, მიღწევებისა და შედეგების გააზრება/ გაზომვა);
  • მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისათვის, რაც ამოსავალია შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვის დროს.

მასწავლებლის შეფასების შესახებ აღვნიშნავთ, რომ გამოვიყენე მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, რადგან ეს ახალი თემის პირველი გაკვეთილი იყო და ამ დროს არ არის რეკომენდებული განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება. განმსაზღვრელ შეფასებამდე  მოსწავლეებს უნდა მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი.

 

                    წარმოგიდგენთ გაკვეთილის გეგმას, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი  მიზნის  შესაბამისი აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები და რესურსები,  რომელიც  VII კლასის საგნობრივი  სტანდარტითაა განსაზღვრული.  ვფიქრობ,   გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს შეეძლება   სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ რიცხვებს შორის მიმართების დადგენა.  რაც მთავარია, მოსწავლე მიღებულ ცოდნას გამოიყენებს პროცენტის შესახებ მომდევნო თემების შესწავლისას. შესაბამისად, მოცემული გაკვეთილის მიზანი  ემსახურება  როგორც ახლი ცოდნის აღმოჩენას, გააზრებას და შესწავლას, ასევე  წარმოადგენს ერთგვარ ,,დამაკავშირებელ ხიდს’’ შემდგომი თემით განსაზღვრული ახალი ცოდნის კონსტრუირებისას.

გაკვეთილის თემა :  ,,პროცენტი’’

გაკვეთილის მიზანი :                 ა) მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.

ბ)  პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

 

 

გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :

გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმის VII კლასის მათემატიკის საგნობრივ  სტანდარტთან :

მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს, მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობას, მათ თვისებებსა და დაჯგუფებას გამოთვლების გასამარტივებლად;
  • ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან;
  • ირჩევს და იყენებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების ხერხს (ზეპირი, ტექნოლოგიების გამოყენებით, წერითი ალგორითმები);

საგაკვეთილო პროცესში დაგეგმილი  აქტივობების პარალელურად განვახორციელებ სსსმ მოსწავლისათვის მიზნის შესაბამის აქტივობას.

 

N აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ.)
1 ●       საორგანიზაციო საკითხები;

●       მისალმება, განწყობის შექმნა;

●       გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა

●       შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

 

 

ვერბალური –

ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით

საერთო საკლასო შეფასების რუბრიკები; „ფლიპჩარტზე“ დაწერილი მიზანი.   მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს მიზანს და შეფასების რუბრიკებს და აკრავს თვალსაჩინო ადგილზე.

 

2წთ
2 აქტივობა 2  წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ იმ ცოდნის გააქტიურება, რომელიც საჭიროა ახალი მასალის სრულყოფილად გაგებისათვის.

 აქტივობის აღწერა:  კითხვა-პასუხის  რეჟიმში მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ  საკითხებს

სავარაუდო კითხვები:

1) რა მოქმედებაა საჭირო ლარის თეთრებში გადასაყვანად?

2)  რა მოქმედებაა საჭირო  მეტრის სანტიმეტრში გადასაყვანად?

3) რა მოქმედებაა საჭირო თეთრების  ლარებში  გადასაყვანად?

4)  რა მოქმედებაა საჭირო   სანტიმეტრის  ლარში  გადასაყვანად?

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს

 ,, შესასვლელ ბარათებს”,  რომელზეც მოცემული იქნება შემდეგი ამოცანები:

1)  თიკომ  იყიდა  ფანქარი, რომელშიც გადაიხადა 0,75 ლარი.  დარჩა 20 თეთრი. რამდენი თეთრი ჰქონდა თიკოს თავდაპირველად?

2) მკერავმა კაბის შესაკერად დახარჯა ნაყიდი ქსოვილის 2/3 ნაწილი.  დარჩა 80 სმ. რამდენი მეტრი ქსოვილი ჰქონია მკერავს თავდაპირველად?

მოსწავლეები ინდივიდუალურად ხსნიან ამ ამოცანებს ( დრო 3 წთ)

დროის ამოწურვის შემდეგ მოხდება მოსწავლეთა მიერ ნამუშევრების გადამოწმება  სადემონსტრაციო ეკრანზე წარმოდგენილ ამოცანების ამოხსნებთან შედარების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში  მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.

მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას.

 

 

 

 

 

 

ფრონტალური გამოკითხვა

ანალიზის მეთოდი

 

 

 

 

მთელ კლასთან

ინდივიდუალური

 

 

 

 

·   რვეული, შესასვლელი ბარათები,

·   კალამი,

·   ცარცი, დაფა,

·   პროექტორი,

·   Power-Point ში შექმნილი საპრეზენტაციო მასალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

8წთ
3

 

აქტივობა № 3.  ახალი მასალის  ახსნა.

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.

 აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოს.( დანართი 1)  და ეკითხება:,, რა სიმბოლო მოიჩქარის თქვენკენ? სად შეგხვედრიათ ეს სიმბოლო?

პასუხების მოსმენის შემდეგ შედგება

მასწავლებლის მინილექცია:

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას მოსახერხებელია სხვადასხვა სიდიდეთა მეასედი ნაწილების გამოყენება  და მათთვის სპეციალური სახელიც კი მოიგონეს-,,პროცენტი’’.  ,,პროცენტი’’ ლათინურად მეასედს ნიშნავს. მაგალითად,  პროცენტს იტალიელი ვაჭრები მოგებული თანხის შესაფასებლად იყენებდნენ. თუ მოგება ფულის ყოველ 100 ერთეულზე 20 იყო, წერდნენ ,, 20 pro centum(  პროცენტუმ ) ანუ  ,,20 ყოველი 100-დან. ასე გაჩნდა  პროცენტის აღმნიშვნელი მათემატიკური  სიმბოლო- ,, %’’. 

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს კვადრატს, (დანართი2) რომელიც  დაყოფილია 100 ტოლ პატარა კვადრატად და  ლურჯად გაფერადებულია 1 უჯრა.

კითხვა: ფიგურის რა ნაწილია გაფერადებული?

პასუხი:  ნაწილი.
=1%  იკითხება:  ,, 1 პროცენტი’’

კითხვა: კვადრატის რა ნაწილია  ყვითლად შეფერადებული? მწვანედ? წითლად? (დანართი 3,4,5)

სავარაუდო პასუხები: ყვითლად შეფერადებულია  მთელი კვადრატის  ნაწილი  ანუ 4% .

მწვანედ, მთელი კვადრატის =10%   წითლად, 20 უჯრა ანუ =20%

მწვანედ გაფერადებულია   25 უჯრა ანუ =25%

ცისფრად  გაფერადებულია მთელი კვადრატის  50 უჯრა ანუ =50%

ყვითლად  კი 100 უჯრა, =1 ე.ი. 100% მაშასადამე, 1=100%

 

წილადი ათწილადი პროცენტი
0,01 1%
0,04 4%
0,1 10%
0,2 20%
0,25 25%
0,5

 

50%

 

0,75 75%
1=100%

მოსწავლეები ასკვნიან:

პროცენტი  მეასედებად ჩაწერილი რიცხვია ანუ თუ  რაიმე წილადი ჩაწერილია  m:100 სახით, მაშინ ეს წილადი m%-ის ტოლია.

 

 

 

 

ცოდნის ვიზუალიზაცია-

დემონსტრირების მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თვალსაჩინოებით ახსნილი მათემატიკური ცნება

 

 

ინდივიდუალური

საერთო საკლასო

 

 

ფლიფჩარტზე  ან (პროექტორით) გამზადებული პროცენტის ეტიმოლოგია.

 

თვალსაჩინოებები, რომლებიც  ხელს უწყობს ახალი ცნების უკეთ გააზრებას და ათვისებას.

ფლიფჩარტზე  გამზადებული ცხრილი, რომელშიც სურვილის მიხედვით შერჩეული 3 მოსწავლე  სხვადასხვა ფერის მარკერით ავსებს ცხრილს  თანაკლასელების მიერ გაცემული  პასუხების მიხედვით.

მოსწავლეების მიერ შეიქმნება რესურსი, რომელიც გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე და გამოიყენება მიმდინარე  თემის შესწავლისას.

 

10

წთ

4 აქტივობა 4.  განმამტკიცებელი აქტივობები .

 

მიზანი: შეძლონ ჩაწერონ  პროცენტის სახით სხვა ფორმით ჩაწერილი რიცხვები. მასწავლებელი მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს: ერთი მთელი 100%-ია (1=100%)

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს დავალებად მიეცემათ  ტესტი სახემძღვანელოდან  გვ. 214  ტესტი ჩაწერეთ პროცენტის სახით №1 =  №2   =   №4  0,9=

მასწავლებლის ინსტრუქცია: წყვილებმა აირჩიეთ ამ სამიდან  ნებისმიერი ერთი და  ჩაწერეთ პროცენტის სახით მოცემული რიცხვები.

მოსწავლეები ჯერ მუშაობენ ინდივიდუალურად. შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ შედეგს.  თუ განსხვავებული პასუხები ექნებათ, ერთმანეთს აუხსნიან.  კლასთან ერთად გაირჩევა შესრულებული სამუშაო და მოსწავლეები ისაუბრებენ, როგორ გაართვეს  თავი დავალებას.

ამის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით  წარმოადგენენ     -ს  პროცენტის სახით. ისევ დაკვირვება ხდება ცხრილზე და ყურადღება მახვილდება  ტოლობაზე 1=100%.

= x1= x100% =37,5%.

მოხდება განზოგადება:

მოსწავლეები დაასკვნიან –  რიცხვი პროცენტის სახით რომ ჩავწეროთ, საჭიროა ეს რიცხვი გავამრავლოთ 100%-ზე .

 

 

,,დაფიქრდი- დაწყვილდი-გაუზიარე’’

(თანამშრომლობითი სწავლება)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდუქციის მეთოდი

 

 

 

 

 

 

 წყვილებში  მუშაობა ·   სახელმძღვანელო ,,მათემატიკა VII კლ“.ავტორები: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე. მებონია, ქურჩიშვილი.

 

7

წუთი

5  აქტივობა №5   და ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების სტრატეგია.

მიზანი:   პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაუბრუნდება გაკვეთილის დასაწყისში  შევსებულ ცხრილს და  მოსწავლეები  ცხრილზე  დაკვირვებით   ადვილად დაადგენენ, რომ

 პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის  წილადის სახით ჩასაწერად საკმარისია, პროცენტის რიცხვი გავყოთ 100-ზე.

ცოდნის განმტკიცება.  ჩაწერე პროცენტი  წილადის ან ათწილადის სახით:

მაგ.  1)127%=  2) 23%=   3) 5%=     4) 0,7%=

შემთხვევითობის პრინციპით  შერჩეული მოსწავლე დაფასთან  ასრულებს დავალებას. დანარჩენი მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და  ამოწმებენ   თავიანთ შედეგს.

 

ცოდნის თანდათანობით“ „ულუფებად“ მიწოდების მეთოდი

 

 

 

 

საერთო საკლასო ფლიფჩარტზე  გამზადებული ცხრილი.

გამოსაძახებელი ჩხირები

5 წთ
6  აქტივობა 6.   

მიზანი:  რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ რიცხვებს შორის მიმართება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეავსებინებს შესაბამისობის ცხრილს ქვიზის სახით.

დააკავშირე პროცენტი შესაბამის წილადთან ან ათწილადთან.

5%   0,1
10%
30% 0.83
75%
 83% 0,75

კლასთან ერთად გაირჩევა შესრულებული სამუშაო

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს . მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე:

პროცენტი, წილადი, ათწილადი, რიცხვის ჩაწერის განსხვავებული ფორმებია. მაგალითად, ქვემოთ მოცემული ყველა რიცხვი ტოლფასია.

პროცენტი წილადი ათწილადი
50% ½ 0,5

ანუ საუბრისას შეიძლება ვთქვათ, რომ  მობილური ტელეფონის მეხსიერების   ან  50%   ან 1/2,ანუ ნახევარი, ან 0,5 ნაწილია დაკავებული. სამივე ფრაზას ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს.

 

 

 წერითი მუშაობის მეთოდი

(პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულება)

ანალიზის მეთოდი

ინდივიდუალური

საერთო საკლასო

§  დაფა, ცარცი. ფლიფჩარტზე (პროექტორზე) გამზადებული პასუხი დროის მოგების მიზნით.

§  სლაიდები

8

წუთი

7 აქტივობა №7  საშინაო დავალების მიცემა.

აქტივობის მიზანი: განიმტკიცონ  ახალი მასალის ცოდნა სავარჯიშოების ამოხსნით.

აქტივობის აღწერა: საშინაო დავალება.  სახელმძღვანელოდან. გვ.214. სავარჯიშო   №8. ინსტრუქციის მიცემა.

ვერბალური

 

მთელ კლასთან სახელმძღვანელო ,,მათემატიკა VII კლ“.ავტორები: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე. მებონია, ქურჩიშვილი.

·    დაფა, ცარცი.

 

2 წთ
8 აქტივობა  №8 თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

მასწავლებელი  აკეთებს განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებანი.  ავსებენ  თვითშეფასების  და ურთიერთშეფასების ბარათებს და ათავსებენ სპეციალურად მომზადებულ ყუთში.

ანალიზის მეთოდი ინდივიდუალური ·         გასასვლელი ბარათები, რომელშიც ჩაწერილია კითხვები თვითშეფასებისათვის და ურთირთშეფასებისთვის

 

3 წთ

 

 

 

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლე გაიაზრებს პროცენტის ცნებას. შეძლებს რიცხვის ჩაწერას პროცენტის სახით.
  • პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადის ან ათწილადის სახით.

შეფასება :   განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები დაბალი საშუალო საშუალოზე მაღალი მაღალი
მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;მათემატიკური ენის ფლობა

 

ადეკვატურად ვერ იყენებს ცნებებს და ტერმინებს, დებულებებს, ვერ მეტყველებს მათემატიკურ ენაზე. იყენებს ზოგიერთ ცნებას და ტერმინს, ასევე იყენებს დებულებებს, უჭირს  მათემატიკური

ენის ფლობა

იყენებს ცნებებსა და ტერმინებს, იყენებს დებულებებს, მსჯელობს და ასაბუთებს მცირედი ხარვეზებით ცნებებს, ტერმინებს და დებულებებს იყენებს ადეკვატურად, უშეცდომოდ ფლობს მათემატიკურ ენას.
 

რიცხვის ჩაწერა

პროცენტის სახით.

ვერ ამყარებს შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის ცდილობს დაამყაროს შესაბამისობა რიცხვსა და პროცენტს შორის,  საჭიროებს დახმარებას . ამყარებს  შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის, იშვიათად უშვებს შეცდომას. ამყარებს შესაბამისობას რიცხვსა და პროცენტს შორის.
     პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადისა და ათწილადის სახით.

 

ვერ  ახერხებს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა ან ათწილადის სახით. ცდილობს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა და ათწილადის სახით. საჭიროებს დახმარებას.      შეუძლია პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენა წილადის ან ათწილადის სახით, იშვიათად უშვებს შეცდომას.      წარმატებით ახერხებს პროცენტის სახით  ჩაწერილი რიცხვის წარმოდგენას წილადისა და ათწილადის სახით. ირჩევს დაკავშირების ოპტიმალურ ფორმას.

 

გასასვლელი ბარათი:   1+1

  • რაც დამამახსოვრდა ————————-

 

  • რაც ბუნდოვანია —————————-

ურთიერთშეფასების კითხვარი –  გაეცი პოზიტივი!

დღეს ყველაზე აქტიური იყო ––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დღეს ყველაზე საინტერესოდ მსჯელობდა ––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან––––––––––––––––––––––––––

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...