პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

კლასის მართვა

0

img_news_line (2)

ეფექტური სწავლება სკოლაში

0

img_news_line (1)

სასარგებლო ბმულები ქიმიაში

0

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილიhttps://www.chemistry.ge/periodic_table/index.php

ელემენტთა აქტიურობის მწკრივიhttps://www.chemistry.ge/library/elactivity.php

მინერალების ენციკლოპედიაhttps://www.chemistry.ge/library/minerals/minerals.php

ნობელიანტები ქიმიაში https://www.chemistry.ge/nobel/nobel.php

ანიონების დასახელებაhttps://www.chemistry.ge/library/anions.php

ელემენტთა ვალენტობაhttps://www.chemistry.ge/library/valences.php

ბმის ენერგების ცხრილიhttps://www.chemistry.ge/library/single_bonds.php

მჟავა-ფუძე ინდიკატორებიhttps://www.chemistry.ge/library/indicatores.php

ხსნადობის ცხრილიhttps://www.chemistry.ge/library/solubility.php

მასწავლებლები და ტრენერები საქართველოდან ევროპის ფორუმზე, პორტუგალიაში გაემგზავრებიან

0
ინოვაციური პროექტების კონკურსში “საქართველოს ფორუმი – პარტნიორები განათლებაში 2012” (Partners in Learning Georgian Forum 2012) გამარჯვებულები დააჯილდოეს.

კომპანია “მაიკროსოფტ საქართველოსა” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა იმ მასწავლებლებმა მიიღეს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ასწავლიდნენ და სწავლების პროცესში ნეთბუკს – ბუკს – იყენებდნენ. საუკეთესოთა ხუთეულში აღმოჩნდნენ თეა საძაგლიშვილი (ხიდისთავის საჯარო სკოლა), ნინო მოსიაშვილი (სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლა), მარეხ ბასილიძე (თბილისის 157-ე საჯარო სკოლა), თამარ ლევანიშვილი (გორის მე-6 საჯარო სკოლა) და ნათია ხაჩიური (თბილისის 32-ე საჯარო სკოლა). კონკურსის თემა სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გახლდათ, მის მიზანსა და შედეგებზე კი დაწვრილებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების კოორდინატორი ეკა ჯელაძე გვიამბობს.

– კონკურსის მიზანი ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. როგორია კონკურსის წინაისტორია და რამდენად დაინტერესდნენ ამით მასწავლებლები?

– წინაისტორია ასეთია: პირველი სექტემბრიდან ყველა სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები ბუკით აღიჭურვნენ. ივლის-აგვისტოს განმავლობაში ამ პროცესს მასწავლებელთა ინტენსიური ტრენინგები უძღოდა წინ. ტრენინგი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტექნიკური უნარების შეძენას, არამედ ელექტრონული რესურსების მომზადებასაც, რათა მასწავლებლებს თვითონვე ჰქონოდათ იმის ნიმუში, რას და როგორ გამოიყენებდნენ სასწავლო პროცესში.

მოტივაციის ასამაღლებლად, ხარისხიანი და შინაარსობრივად დატვირთული პროდუქტის შექმნის წასახალისებლად მასწავლებლებს დავპირდით, რომ მათ შორის საუკეთესოები მიიღებდნენ ჯილდოს – საჩუქრებს და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას. “მაიკროსოფტთან” ერთად გადაწყდა, რომ ინოვატორი მასწავლებლები ამ კომპანიის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე გაემგზავრებოდნენ.

ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესში ინოვატორულად იყენებენ ტექნოლოგიებს. ფორუმის ფარგლებში იმართება მასწავლებლების მიერ მომზადებული პროექტებისა და ელექტრონული რესურსების გამოფენა.

“მაიკროსოფტ საქართველოსა” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ დავიწყეთ პირველი კლასის მასწავლებლების კონსულტირების პროცესი. ტრენინგების დროს კარგად გვესმოდა, რომ სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელი ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდებოდა, გაუჩნდებოდა კითხვები, დასჭირდებოდა დამხმარე… კონსულტირების მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში კარგად არის აპრობირებული. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტრენინგები გაცილებით ეფექტიანია, თუ მასწავლებლები პირისპირ დასხდებიან და ერთად გაივლიან საკლასო ინსტრუქტაჟს. საქმე ის არის, რომ მასწავლებლები საკლასო ოთახში ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მხოლოდ 10-15 პროცენტს იყენებენ. ეს დაბალი მაჩვენებელია. ხოლო როდესაც ორი კოლეგა ერთმანეთს ასწავლის, მაჩვენებელი 80-90 პროცენტამდე იზრდება.

– როდის დაიწყო და რას გულისხმობს მასწავლებლების კონსულტირება?

– კონსულტირება დეკემბრიდან დაიწყო. პროცესი ასეთია: ტრენერები მიდიან “მოსწავლე” მასწავლებლებთან, სხდებიან მათთან ერთად და ეკითხებიან, ცოდნის მიღების შემდეგ რა სირთულეები შეექმნათ ტექნიკური, მეთოდოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. ისინი ერთად გეგმავენ კონკრეტულ გაკვეთილს, ერთად ატარებენ და აფასებენ მას. ტრენერი და მასწავლებელი თანამშრომლობენ, იზიარებენ პასუხისმგებლობას… ამ კონკურსის ფარგლებში ეს ხაზიც გავაგრძელეთ.

ტრენერებს ვთხოვეთ, მაქსიმალურად დახმარებოდნენ მასწავლებლებს საპროექტო შაბლონის გამართვაში, რათა მათ ეროპულ ფორუმზე მიმზიდველი პროდუქტის წარდგენის საშუალება ჰქონოდათ.

– რამდენად დიდი იყო კონკურის მიმართ მასწავლებელთა ინტერესი?

– სულ სამოცდაექვსი პროექტი შემოვიდა. მეტს ველოდით, თუმცა დროც ცოტა გვქონდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირველი კლასის მასწავლებელს, ვინც კი სასწავლო პროცესში ბუკს იყენებს. საკონკურსო მოთხოვნისამებრ, მასწავლებელს უკვე მზა პროდუქტი უნდა წარმოედგინა. მის პაკეტში მოსწავლეთა ნამუშევრებიც უნდა ყოფილიყო. ყველა პირობას ორმოცდათოთხმეტი პროექტი აკმაყოფილებდა. მათ ავტორთაგან შეირჩა ოცი, რომლებიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. მათი პროექტების პრეზენტაციის შემდგომ კი გამოვლინდა ორი გამარჯვებული. თავდაპირველად ფორუმზე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი კვოტა ჰქონდა, მაგრამ “მაიკროსოფტ საქართველოს” დახმარებით მეორე პროექტის წარდგენის საშუალებაც მოგვეცა.

– ცნობილია, რომ ევროპის ფორუმზე კონკურსი პორტუგალიაში ჩატარდება და გამარჯვებული პროექტი მსოფლიო ფორუმზე იქნება ნომინირებული.

– მსოფლიო ფორუმი ოქტომბერში ათენში გაიმართება. პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კიდევ სამი მასწავლებელი გაემგზავრება. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილი პედაგოგები, გარდა იმისა, რომ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მასტერკლასებსაც დაესწრებიან. ჩვენი ცენტრი მასტერკლასებზე დასასწრებად ორ ტრენერსაც მიავლენს.

– რას ეხებოდა ორი გამარჯვებული პროექტი, რომლებმაც თქვენი ყურადღება დაიმსახურა და ქართველი მასწავლებლებისთვის ევროპის საგზურად იქცა?

– ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებლის პროექტს ერქვა “ვიდეოწერილი ლილის”. პროექტის შინაარსისამებრ, პირველკლასელებმა ნიუ-იორკიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვის ვიდეოწერილი მიიღეს. ლილი მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა და არასოდეს ჰქონია ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან. ის საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს მათ აღწერას სთხოვდა. ამ წერილმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სათხოვარს, სურათები გადაუღეს შინაურ ცხოველებს, მასწავლებლის დახმარებით ატვირთეს იუთუბზე, დაწერეს წერილები… მათთვის ტიპურმა გარემომ მოულოდნელად ახლებური დატვირთვა მიიღო.

მეორე გამარჯვებულ პროექტში სოფელ გურჯაანის მასწავლებელმა ასო-ბგერა “ხ” თავისებურად ახსნა. “დედა-ენაში” “ხ” ასო-ბგერის საილუსტრაციო ტექსტში ნახსენებია თიხა და თიხის თასი. იქვე მოცემულია სურათი, სადაც მეთუნე თიხისგან ჭურჭელს ამზადებს. მასწავლებელმა ბავშვები თიხის ჭურჭლის დამამზადებელ სახელოსნოში წაიყვანა და თიხის დამუშავების პროცესი გააცნო. ბავშვებმა, შეძლებისამებრ, ამ პროცესის დოკუმენტირება მოახდინეს.

– ფორუმიდან დაბრუნებული მასწავლებლები და ტრენერები ვის გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს?

– ორი ტრენერი ტრენერთა ოცდაცამეტკაციან ჯგუფში გაავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს ტრენერები კი სკოლებში პედაგოგებს უამბობენ ამის შესახებ. დაინტერესებული მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სახლში გაიმართება სემინარი თემაზე, როგორ იყენებენ ევროპაში ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.

ვიმედოვნებთ, გაისად ჩვენი მასწავლებლები კონკურსში უფრო მეტი თავდაჯერებით ჩაერთვებიან.

კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მესტია. სოფელი ფარი

0

მალე სკოლა დაიწყება…

ქუთაისიდან პირდაპირ მესტიაში…

ლამაზი სოფელი ჩანს ფარი: ნისლში ჩაფლული ვეება მთებით,
პატარა მდინარეებით , რუებით, ლურჯი ცითა და ღრუბლებიდან მომღიმარი „მზეთუნახავი” მზით,..
მოფუსფუსე, შრომაში ჩართული ხალხით… სვანური დიალექტით :(…..

15 სექტემბერი _ ცნობისმოყვარეობითა და მოლოდინებით
აღვსილი დილა..

_ როგორი იქნება პირველი სასწავლო დღე ჩემთვის ფარის
საჯარო სკოლაში?… ბავშვები?… მასწავლებლები?…

წავედი…

ერთი ღობე… მეორე… უკვე სკოლის ჭიშკართან ვდგავარ….
სიჩუმეა… რამდენიმე მოსწავლე გამოჩნდა… იმალებიან… თითქოს მორცხვობენ… და ჩურჩული:
„ეს არის! ეს არის!”… აი პირველი დიალოგიც: სალამი, ახალი სასწავლო წლის მილოცვა
და დიდი „გამარჯობა” პატარებისაგან ახალ მასწავლებელს. შემდეგ სკოლის კიბეები, სამასწავლებლო,
დიდებული კოლექტივით, პირველი ზარი და ლამაზი თვალებგაბრწყინებული ბავშვები…

პირველი სასწავლო დღეც დასრულდა, ვბრუნდები შინ შთაბეჭდილებებით
დახუნძლული, გაოცებული თემის გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით, მოხიბლული ვარ მოსწავლეებით
მათი ბავშვური სილამაზითა და გულწრფელობით, თვალწინ მიდგას ფრაზა: „ბავშვის თვალების
მიღმაა სიწმინდე თქვენ რომ დაეძებთ”… დღევანდელი დღე წარმატებულია: უკვე დიდი ოჯახის
სრულუფლებიანი წევრი ვარ!


………..

ვფიქრობ რომ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ, ყოველ დილით
ვიცი სახლიდან გავალ და რაღაც საინტერესოს წავაწყდები, უცნაური ისტორიის მხილველი და
მონაწილე გავხდები…

ვხედავ და გული მწყდება, რომ მთაში ბევრი ნიჭი უკვალოდ
იკარგება. მოხიბლული ვარ ჩემი მოსწავლეების შემოქმედებითობით, მათი მუსიკალურობით.
აქ ბევრი თვითნასწავლი მხატვარი და არქიტექტორია. მიყვარს ბავშვების ენთუზიაზმით აღვსილი
თვალები, რომლებიც ყოველთვის დაჟინებით გიცქერენ, ახალს და საინტერესოს მოელიან შენგან…
მსიამოვნებს მათთან თანამშრომლობა, მახალისებს ბავშვური გულუბრყვილო, სასაცილო პასუხები:
ორფეხა კურდღელზე, რქებიან სპილოზე…  ზოგჯერაც
მოსწრებული ანალოგიები: სექტორი _ლექტორთან, პროცესორი  _ პროფესორთან…   მკაცრ ბუნებაში გაზრდილები სიდინჯით გამოირჩევიან…
ჩემთვის აღმოჩენაა მე–5 კლასელი გოგონა, რომელიც ყოველდღე 6 კმ–ით დაცილებული სოფლიდან
ცხენზე ამხედრებული მოდის სკოლაში და რომლისთვისაც გაკვეთილების გაცდენის მიზეზი მხოლოდ
ცხენის უპასუხისმგებლობაა:

_ ვერიკო რატომ გააცდინე გაკვეთილი?

_ცხენი ვერ დავიჭირეთ
მას…

…..

პირველი თოვლი

აი პირველი თოვლიც…
კარგი განწყობა მაქვს დილიდან, დარწმუნებული ვარ დღეს ბავშვები გაკვეთილების ჩაშლასა
და თოვლში თამაშს შეეცდებიან. წინასწარ ვემზადები, თუ გარეთ გავალთ, მაშინ ჩემი მათემატიკური
ინტუიციით მოსწავლეებს თეთრი  გეომეტრიული ფიგურების
გამოძერწვა მოუწევთ. ვისაუზმე… სკოლისაკენ გავემართე და…    აი პირველი კრახი _ ყველაზე მეტად თეთრი ამინდით
გაკვირვებული მე აღმოვჩნდი.

 ….

ლამპრობა

5 თებერვალი
_ ზამთრის სუსხიანი დილაა… არა ჯერ ისევ ბნელა. გარეთ ხმაურია. ვიცი რომ ადრე უნდა
ავდგე, დგეს ხომ სვანეთში ცეცხლოვანი ლამპრობა (ყოველი მეომარი თითო ლამპარით) _ მამაკაცების
დღესასწაულია…. და მერე რა რომ მეომარი არ ვარ… წინასწარ ვიზრუნე _ ერთი ლამპარი
ჩემია!… უკვე ავდექით, გორაზე გამოჩნდა მეზობელი თემის ცეცხლოვანი რაზმი, ეხლა ჩვენი
ჯერია… ანთებული ლამპრებით მივემართებით სალოცავისაკენ. გარიჟრაჟზე სიჩუმეს ქათქათა
თოვლზე მოსიარული მეომრები აკრთობენ… მიხარია მეც ხომ ერთ–ერთი მათგანი ვარ…. შემდეგ
ლამპრები ერთდება, სინათლის სვეტი აღიმართება ცასა და დედამიწას შორის…. მამაკაცები
თემის უხუცესთან ერთად მზისკენ შემართულები თავიანთი მეომრების გამრავლებისათვის ლოცულობენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...