მარინა ლომოური – ჩვენ ვეხმარებით სკოლას
როგორ ვასწავლოთ წერა (გაგრძელება)
მორფოლოგიური ყუთი – სწავლების აქტიური მეთოდი
პარამეტრები |
ვარიანტი 1 |
ვარიანტი 2 |
ვარიანტი 3 |
ვარიანტი 4 |
სატრანსპორტო საშუალება |
საკუთარი მანქანა |
დაქირავებული მანქანა |
მატარებელი |
თვითმფრინავი |
ტვირთის გადატანა |
ჩემოდანი |
სამგზავრო ჩანთა |
მუყაოს ყუთი |
ზურგჩანთა |
გასაჩერებელი ადგილი |
სასტუმრო |
პანსიონატი |
კერძოდ |
მეგობართან |
კვება |
თან წავიღებ |
გზაში შევიძენ |
ადგილზე შევიძენ |
რესტორანში შევჭამ |

არ ეთამაშოთ, ვერაგია…
„როდესაც შეიტყობენ, რომ ქიმიკოსი ვარ, მკვლელი ვგონივარ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ლექცია ოქსფორდის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, ქიმიის დოქტორმა ანდრეა სელამ.
მკვლელი არა, მაგრამ, როდესაც შეიტყობენ, რომ ქიმიკოსი ვარ, მეკითხებიან: სპეციალობად ქიმიას რომ ირჩევდი, გულშემატკივარი არ გყავდა, რამე ერჩიაო?
მაინც რა-მეთქი? – შევუბრუნებ ხოლმე კითხვას.
პასუხები ასეთია: ფილოლოგობა, ისტორიკოსობა, უცხო ენები ან ექიმობა (კარგად გათხოვდებოდიო, იქვე დასძენს ზოგიერთი).
აბა, რა გითხრათ, წერა მეხერხება და ჟურნალისტის დიპლომიც მაქვს სახლში (ესეც ფილოლოგობა), ქიმიის ისტორიით სულ უფრო და უფრო მეტად ვინტერესდები და საკმარისი ცოდნა დავაგროვე, ანუ ისტორიასთანაც ახლოს ვყოფილვარ. უცხო ენებიც ვიცი. გამოდის, ექიმობაში ყოფილა საქმე, თუმცა ექიმი მოწოდებით უნდა იყო, მე კი ამგვარი მოწოდება არასდროს მქონია. აი, ქიმია… ქიმია სისხლში მაქვს გამჯდარი.
დასრულდა თუ არა ლექცია, ხელი ავწიე (პირველ რიგში მხოლოდ მე ვიჯექი, რომ არაფერი გამომრჩენოდა, სხვებმა საპატიო მანძილზე ამჯობინეს ყოფნა; არც გაემტყუნებოდათ – ლექციის დასაწყისში გაგვაფრთხილეს, რომ რისი აფეთქებაც შეიძლებოდა, ყველაფერს ააფეთქებდნენ). მოკლედ, პირველი კითხვის უფლება მოვიპოვე და ვკითხე: იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ქიმია არ უყვართ, რა მოვუხერხოთ-მეთქი?
„ეთამაშეთ მათ ქიმიის ისტორიით, სახალისო ექსპერიმენტებით და ვერც კი გაიგებენ, ისე შეიყვარებენ და ისწავლიან სერიოზულ მეცნიერებას, სახელად ქიმიას”, – იყო პასუხი.
ჰოდა, თუ ჩემი სტატიების კითხვისას ზოგჯერ გაიფიქრებთ, რა საჭიროა ამდენი ისტორია და პოეზია, ადგეს და პირდაპირ გვითხრას, რის თქმასაც აპირებსო, გეტყვით, რომ მე „გეთამაშებით”, ერთადერთი მიზნით – მინდა, ქიმია შეგაყვაროთ.
დღეს ანდრეა სელას მივბაძავ და სათამაშოდ საშიშ ნივთიერებას ავიღებ. მისით ექსპერიმენტების ჩატარებას, მით უმეტეს – მოსწავლეებთან, არავის ვურჩევ, მაგრამ აქ მასზე ათასი რამის მოყოლა შეგვიძლია.
ალქიმიურ ალეგორიებში მას ქალურ საწყისს და ფრთოსან ლომს ადარებენ – აქროლადია და იმიტომ. ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევარმა ქურუმებმა ის პლანეტა მერკურის გაუთანაბრეს, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე სწრაფად ბრუნავს. მასავით, ეს ნივთიერებაც სწრაფად იშლება ბურთულების მსგავს წვეთებად და თვალს ვერ მიადევნებ, ისეთი მოძრავია. ვერ მიხვდით, რას ვგულისხმობ? პერიოდულ სისტემაში მეტალებს შორის იგი განსაკუთრებული ფერითაა აღნიშნული. ვერც ახლა მიხვდით? კარგი, უკანასკნელი მინიშნება: თხევადია და ამავე დროს მძიმე, ძალიან მომწამვლელი მეტალი. ჰო, რა თქმა უნდა, ვერცხლისწყალზე გესაუბრებით, საშინლად ვერაგზე, ასე რომ იზიდავს ბავშვებს ცქრიალა ბურთულებით და გულში რა უდევს, არ უმხელს.
ვერცხლისწყალთან ჩემი პირველი შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა. მეხუთეკლასელი ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი. დედას მივაკითხე სამსახურში და სანამ ის ექსპერიმენტს ატარებდა, ჩემი გართობა მისი განყოფილების გამგემ ითავა. პატარა ქილაში უცნაური ვერცხლისფერი მასა ესხა და თავი საგულდაგულოდ ჰქონდა დარჩილულ-გადალესილი. ღონიერი გოგო ხარო? – მკითხა. კი-მეთქი. მაშ, აბა, ეს ქილა აიღე, ოღონდ ხელიდან არ გაგივარდესო. ქილას დავეძგერე და… სიმძიმისგან მკლავები მეტკინა, თუმცა ხელი მაინც არ გამიშვია… მაშინ გავიგე, რომ ვერცხლისწყალი მძიმეა.
პირველად ეს ლითონი კიტაბ სირ ალ-ჰალიკამ აღწერა. თავის მანიფესტში ის წერდა: „მერკური თეთრია სხეულით, მაგრამ მისი სული წითელია და ბუნებრივ ნაერთსაც წითელს შობს, თუმცა თუ ხელოვნურად გარდავქმნით, მორუხო ფერისა იქნება”. ერთი შეხედვით, გაუგებარია, არა? მოდი, გაშიფვრა ვცადოთ: ვერცხლისწყალი მოთეთრო-მოვერცხლისფრო თხევადი მეტალია; ბუნებაში გვხვდება მისი წითელი კრისტალი – სინგური, რომელიც ვერცხლისწყლის სულფიდს წარმოადგენს, ხოლო თუ ვერცხლისწყალს და გოგირდს ლაბორატორიაში ხელოვნურად შევიყვანთ რეაქციაში, იმავე სულფიდს მივიღებთ, ოღონდ მორუხო ფერისას. დედამიწაზე არსებული „სულებიდან” ალ-ჰალიკას მერკური ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მეორე ადგილს ის გოგირდს (მამაკაცურ საწყისს) მიაკუთვნებდა, მესამეს – ამონიუმსა და მის მარილებს, მეოთხეს – დარიშხანს.
ხშირად მერკურის გამოსახავდნენ შავ ფრთოსან ლომად, რომელიც მიწაზე გართხმულ მეფეს სანსლავს. ამით მიანიშნებდნენ ვერცხლისწყლის თვისებაზე, წარმოექმნა ამალგამები სხვა მეტალებთან, ანუ შთაენთქა ისინი. მეფის სხვადასხვა ფერი კი სწორედ ამ მეტალების გამომხატველი იყო: ოქროსი, ვერცხლისა, ტყვიისა, კალისა, სპილენძისა… ამ ვიდეოში ანდრეა სელა ამალგამის წარმოქმნის დემონსტრირებას ახდენს. უყურეთ 1:29 წუთიდან, სადაც მერკური ოქროს „ჭამს”:
ზოგჯერ კი ფრთოსანი ლომის გვერდით მეორეს, უფრთოს გამოსახავდნენ. მეორე ლომი გოგირდი იყო, რომელთან ერთადაც ვერცხლისწყალი ვერცხლისწყლის სულფიდს წარმოქმნიდა. ამ უკანასკნელზე ამჯერად არაფერს ვიტყვი – რა იმედებს ამყარებდნენ მასზე ალქიმიკოსები, ადრეც მომიყოლია.
ამდენი ალქიმია რად გვინდაო? – შესაძლოა გაიფიქროს ზოგიერთმა. მანჩესტერში გამართულ მეცნიერების ისტორიის მსოფლიო კონგრესზე აღმოვაჩინე, რომ დღეს ალქიმიის ისტორიის კვლევის ბუმია. არსებობს სერიოზული სამეცნიერო ფონდები, რომლებიც ამ კვლევებს აფინანსებს (რა სამწუხაროა, ამ ფონდებში მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა). კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა, იცით, რაზეა? – ამ კვლევებით მიღებული ინფორმაცია ქიმიის სწავლების თანამედროვე პროცესში მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაციისთვის გამოიყენონ. კმაყოფილი ვარ, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია ვიყენებ.
კვლავ ვერცხლისწყლის თვისებებს დავუბრუნდეთ. მისი ერთი უცნაური თავისებურება ისიც არის, რომ მისთვის უცნობია ჰიდროქსიდები. იმ რეაქციის დროს, როცა, წესით, ვერცხლისწყლის ჰიდროქსიდი უნდა წარმოიქმნას, მის ნაცვლად ვერცხლისწყლის (I) ოქსიდს ვიღებთ: Hg2Cl2 + 2 NaOH=Hg2O+2 NaCl +H2O.
მერკური ქიმიურ ნაერთებში ძირითადად ორვალენტოვანია, თუმცა ცნობილია ფორმალურად ერთვალენტოვანი ვერცხლისწყლის ნაერთებიც – ოქსიდი Hg2O და კალომელი Hg2Cl2.
ერთვალენტოვანი ვერცხლისწყლის ყველა ნაერთში მისი ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია კოვალენტური ბმით: -Hg-Hg-. შესაბამისად, ამ ნაერთებში ვერცხლისწყალი ორვალენტოვანია, მაგრამ მისი თითოეული ატომის ვალენტობის ერთი ერთეული ვერცხლისწყლის მეორე ატომთან ბმაზე იხარჯება: Hg2Cl2 ანუ Cl-Hg-Hg-Cl.
გახურებისას (სამას ორმოცდაათ გრადუსზე) ვერცხლისწყალი უერთდება ჟანგბადს და წარმოქმნის შესაბამის ოქსიდს, რომელსაც წითელი ფხვნილის სახე აქვს: 2Hg+O2=2HgO თუმცა უფრო ძლიერ (ხუთას გრადუსამდე) გახურების შემდეგ ოქსიდი კვლავ იშლება ვერცხლისწყლისა და ჟანგბადის გამოყოფით. ეს ისტორიული ექსპერიმენტი ჯოზეფ პრისტლიმ ჩაატარა. ვერცხლისწყლის ოქსიდი მან დიდი გამადიდებელი შუშისა და მზის სხივების მეშვეობით გაახურა. ეს გამადიდებელი შუშა დღეს ლონდონის სამეფო საზოგადოების მუზეუმშია დაცული. პრისტლიმ გამოყოფილი გაზი ჩაისუნთქა და მოგვიანებით დაწერა – „ისე მესიამოვნა, მეგონა, გავფრინდებოდიო”. ზემოხსენებული აირი ჟანგბადი იყო, რომლის აღმოჩენის პატივიც პრისტლის ხვდა წილად (იგივე გაზი ცოტა ხნით ადრე შეელემაც აღმოაჩინა, ოღონდ, ჟურნალის რედაქტორის დაუდევრობით, გამოქვეყნების პირველობა პრისტლის ერგო).
ვერცხლისწყალი მრავალ ფიზიკურ-ქიმიურ ხელსაწყოში გამოიყენება. სად აღარ ნახავთ მას – თერმომეტრებში, ბარომეტრებში, მანომეტრებში, არეომეტრებში… აქვე ანდრეა სელას კიდევ ერთი ლექციის ვიდეოჩანაწერს შემოგთავაზებთ, სადაც ის ვერცხლისწყალზე საუბრობს და ამლითონიან ერთ ხელსაწყოსაც წარმოადგენს:
ვერცხლისწყლიანი ხელსაწყო რომ გაგიტყდეთ, რას იზამთ? მე გეტყვით, როგორ მოიქცევა ვერცხლისწყალი: უმცირეს მბზინავ ბურთულაკებად დანაწევრდება და წაგეთამაშებათ, შეეცდება, უმცირეს ხვრელებში შეძვრეს, რომ ვერ მისწვდეთ და მერე მშვიდად აორთქლდეს, გარემოც მოწამლოს და თქვენც. ამის უფლება არ მისცეთ: გამოაღეთ ფანჯარა ოთახის გასანიავებლად, დაღვრილი წვეთები ფრთხილად შეაგროვეთ სპილენძის მავთულით ან ბრინჯაოს მონეტით – ვერცხლისწყალი სპილენძს ადვილად ეკვრის და გადინებას წყვეტს, გამოყენებული ნივთი (მავთული, მონეტა) ვერცხლისწყლის წვეთებთან ერთად მოათავსეთ ქილაში, თავსახური კარგად მოარგეთ და მიწაში ღრმად დამარხეთ.
რა მოვუხერხოთ წვეთებს, რომლებმაც უმცირეს ხვრელებში გაუჩინარება მოასწრეს? თუ ეს ლაბორატორიაში მოხდა, მაშინ გოგირდი ჩაყარეთ – წარმოიქმნება ინერტული HgS, რომელიც თავისთვის იქნება და არ შეგაწუხებთ, თუ სახლში – აიღეთ ჩვეულებრივი სოდა და ოდნავ დანამული ჩაყარეთ ხვრელში. კიდევ უფრო საიმედოა ქლორკირი და ქლორამინი.
„ოჰ, ათონელებო, რას აღარ ვაკეთებ, რომ თქვენი გული დავიპყროო”, – უთხრა მაკედონელმა თავის ხალხს.
რას აღარ ვაკეთებ, რომ ქიმიამ თქვენი გული დაიპყროს…
მწერლისა და მკითხველის ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
წარმოსახვითი მეგობარი
ყველა დროის პედაგოგიკის
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად კლასის მართვას აღიარებენ. ის ერთნაირად აქტუალურია ყველა
ქვეყანაში, რადგან მასზეა დამოკიდებული ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა.
სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის
შეიმუშავა ტრენინგპროგრამა „კლასის
მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები”. პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და 2012-2013
წლებში ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს შვიდ რეგიონში მე მომიწია ტრენინგების
გამართვა. ტრენინგებზე, ერთ-ერთი აქტივობისას, რომელსაც პედაგოგები ჯგუფურად
ასრულებდნენ (ჯგუფები საგნობრივი კათედრების მიხედვით შეიქმნა), დაწყებითი
კლასების მასწავლებლები გამუდმებით სვამდნენ აქცენტს „უცნაურ შემთხვევებზე”… ისინი
ჰყვებოდნენ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ისინი
საუბრობდნენ არა ჰიპერაქტიურ ან სსსმ მოსწავლეებზე, არამედ მათზე, რომელთაც „წარმოსახვითი მეგობარი” ჰყავთ.
ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ3-დან 8 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის დღესდღეობით „წარმოსახვითი
მეგობრის”ყოლა უფრო ბუნებრივია, ვიდრე არყოლა.
მეცნიერები ამ საკითხს მეოცე საუკუნის ოცდაათიანი
წლებიდან იკვლევენ. კვლევის სტატისტიკა ასეთია:
. XX საუკუნის 30-იანწლებში წარმოსახვითი მეგობარი ცხრიდან ერთბავშვს ჰყავდა,
. XX საუკუნის90-იანწლებში –სამიდან ერთს,
. დღესკი ბავშვების ორმესამედს მაინცწარმოსახვითი მეგობარიჰყავს.
ფსიქოლოგების აზრით, წარმოსახვითი მეგობრის ყოლა დღესდღეობით ბავშვისგანვითარების ნორმალური პროცესის ნაწილადშეიძლება იქნესმიჩნეული. ფაქტია, რომ მოზარდის ჩამოყალიბებაში გარკვეულ
როლს ასრულებს როგორც გენეტიკური განწყობა,ასევე გარემოც და ცნობილია, რომთუ ბავშვი:
. ექსტროვერტებით არისგარემოცული, უფრომეტია ალბათობა, თავადაცექსტროვერტად ჩამოყალიბდეს,
. ხოლოთუ ინტროვერტებით – ინტროვერტად.
ნებისმიერი ბავშვისთვის უმთავრესია, წარმოაჩინოს საკუთარიპიროვნება ისეთად,როგორადაც სურსსაკუთარი თავისდანახვა და როგორადაც სურსხედავდნენ მასგარშემო მყოფნი.ამისთვის ის„იღებს” იმნიშან–თვისებებს, რომლებსაც სხვებში ხედავსდა, მხატვრულად რომვთქვათ, როლივით
ირგებს. ისე რომ, ზოგიერთბავშვს სულ მალეშესანიშნავი „რეპერტუარი” უგროვდება.
რამ გამოიწვია სტატისტიკის ასეთი საოცარი ცვლილება, რატომ მომრავლდნენ
ასეთი მოზარდები?
მეცნიერები
აღნიშნავენ, რომ წინათ ბავშვის საარსებოგარემო გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე უფროსისა, ისინი უმეტესადმხოლოდ ოჯახის წევრებსადა მეგობრებს ხედავდნენ, დღეს კიცხოვრება ბავშვებსგაცილებით მეტ და მრავალფეროვან პერსპექტივას უსახავს:ტელევიზორისა დაკომპიუტერის მეშვეობით ისინი შინიდანგაუსვლელად ეცნობიანუამრავ ხალხს, რომლებსაც სხვადასხვა თვისებები აქვთ დასხვადასხვანაირად ცხოვრობენ. მათი უშუალოგარემოცვაც კიხშირად სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ასერომ, ბავშვები ხედავენ – ცხოვრების ის ფორმა,რომელსაც მისიოჯახი ეწევა, ერთადერთი არ არის,არსებობს მრავალიგანსხვავებული გზა,და საკუთარი თავის„კონსტრუირების” პროცესში მათ„მორგებასაც” ინტერესით სცდიან.
ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომწარმოსახვითი მეგობარიბავშვებს სწორედამაში ეხმარება. ამკუთხით ის ერთგვარისაცდელი „მეა”–ბავშვები აკვირდებიან, როგორ გამოძახილს პოვებს გარე სამყაროში მისი ესათუ ის მხარე,ვიდრე ამ უკანასკნელს სათავისოდ გადაიღებდნენ. უარს ხომარ ეტყვიან სპაიდერმენს,
დევს, მეფეს, ტინკი-ვინკის,
პოს, ალისას, კონკიას, პრინცესას ან სხვებს, თუ მარწყვისნაყინის მაგივრადშოკოლადის ნაყინი მოითხოვეს? დასჯიან თუარა, თუ სათამაშოგააფუჭა? თუ
გაკვეთილი არ ისწავლა? დავალება არ შეასრულა? ჩანთაში ჩალაგებული რვეულები თუ „ვიღაცამ”
ამოულაგა? გამოიჭერენ თუარა ტყუილში? და ა.შ.
ამგვარად ბავშვებს შეუძლიათ, მშვიდად მოსინჯონქცევის სხვადასხვა მოდელი– ისინი ხომდარწმუნებულნი არიან,რომ თუნდაც წარმოსახვითმა მეგობარმა რამედააშავოს, თავადპასუხს არ აგებენ.აი პასუხიც იმაზე,რატომ არის, რომმორჩილ, თვინიერ, ბეჯითბავშვს ხშირად ურჩი, უტიფარიდა თავზეხელაღებული წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს– პატარა მას იმას„აკეთებინებს“, რის ჩადენაცთავადაც გულითუნდა, მაგრამ ვერგაუბედავს.
არაფერიაგანსაკუთრებული იმაში,რომ ბავშვიალტერნატიულ პიროვნებას იგონებს. ფსიქოლოგების აზრით,მრავალი „მე“-ს შექმნის შესაძლებლობა არტისტული ნიჭისნიშანია და, არსებითად, შემოქმედებითი გამოცდილების ფორმადაცკი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც იმ მრავალფეროვან დაცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებს… ასერომ, თუ ერთმშვენიერ დღესუმცროსი სასკოლო
ასაკის მოსწავლემ სიტყვა ჩამოაგდოახალ მეგობარზე, რომელიცმის საწოლ ოთახში,კარადის უკანან ჩანთაში(!) ცხოვრობს,მაშინვე ფსიქოლოგის ძებნას ნუდაიწყებთ. თქვენსმოსწავლეს ცხოველი ფანტაზიააქვს – აი ერთადერთი რამ, რაცამ ეტაპზე უყოყმანოდ შეიძლება ითქვას,დანარჩენს კიდრო გიჩვენებთ. „წარმოსახვით მეგობარზე“ დაკვირვებით შეიძლებასაკუთარი მოსწავლის შესახებბევრი ისეთი რამშეიტყოთ, რაცმანამდე აზრადაცარ მოგსვლიათ.
ფსიქოლოგები გამოყოფენ წარმოსახვითი მეგობრის რამდენიმე ძირითად ტიპს:
1. კომპანიონი (შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი; ხშირად ნამდვილი ყაჩაღანაა, რომელიც ათასგვარ ოინბაზობას იგონებს)
|
გამოსავალი: გამონახეთ დრო მოსწავლესთან ურთიერთობისთვის. ჰკითხეთ, რასდა როგორ ეთამაშება თავის წარმოსახვით მეგობარს დაშეეცადეთ იმავეს შესაძლებლობა საკლასო აქტივობისას
მისცეთ.
2. მუთაქა (სუსტია,
|
გამოსავალი: მოეპყარით უფროლმობიერად,მიეცით მეტი თავისუფლება, მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ საბოლოოდუსუსური, უნებისყოფო პიროვნება შეგრჩებათ ხელში.
3. მცველი (როგორც წესი, დიდი და ძლიერია)
|
გამოსავალი: ტაქტიანად გამოკითხეთ მოსწავლე, გაესაუბრეთ ასევე მისრეალურ მეგობრებსა დამშობლებსს დაგაგონილის შესაბამისად იმოქმედეთ.
ურთიერთობის წესები
როდესაცთქვენი მოსწავლის წარმოსახვითი მეგობრისშესახებ შეიტყობთ,გამოჰკითხეთ,როგორია მისიახალი მეგობარი, რაუყვარს, რაზე ოცნებობს.თუ ბავშვი ხალისითგიშვებთ თავისწარმოსახვით სამყაროში, თქვენც მხარიაუბით.
თუბავშვმა მოულოდნელად გამოგიცხადათ, რომმის მეგობარს ეშინიაან წუხს, ყურადღებით იყავით – შესაძლოა,ეს თავად მისი განცდებიიყოს, მაგრამ ამასხმამაღლა ნუიტყვით. ჰკითხეთ ბავშვს:„შენ როგორფიქრობ, რისა ეშინია,რა აწუხებს შენსმეგობარს? შენციმავეს გრძნობ?” თუ ბავშვმაწარმოსახვითი მეგობარიერთგვარ ფოსტალიონად აირჩია, რათათქვენამდე მოეტანათავისი პრობლემა, რომელზეპირდაპირ საუბარი არსურს, აჯობებს, მოგვარების გზაც ირიბად,წარმოსახვით მეგობარზე საუბრის გზითეძიოთ.
როდის მივმართოთ ფსიქოლოგს
როდესაცწარმოსახვით მეგობართან ერთად ბავშვსჰყავს რეალური ამხანაგებიც, სიამოვნებით ურთიერთობს მათთან, ხალისითდადის სკოლაში, პარკში,სტუმრად, – საშიშიარაფერია.
ფსიქოლოგთან გასაუბრება სასურველია:
1. როდესაც ბავშვი შინ თუგარეთ მხოლოდ წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, გაურბის რეალურბავშვებთან კონტაქტს;
2. თამაშისდროს ცდილობს, ტკივილიმიაყენოს ამხანაგებს ან მშობლებსდა ირწმუნება, რომეს წარმოსახვითმა მეგობარმა უბრძანა;
3. ჰყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი მასშორს, უკეთეს ადგილასწაიყვანს – ესიმას ნიშნავს, რომბავშვს ჩვეულგარემოში რაღაც აწუხებს ანაშინებს;
4. ჰყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი დასჯისყველას, ვინც მასგააბრაზებს – ესფარული აგრესიისნიშანია, რომელსაცპატარა შესაძლოა არგამოხატავდეს, მაგრამმის ხასიათზე უთუოდმოახდენს გავლენას;
5. ჰყვება,რა ცუდად იქცევაან როგორ აწვალებსმისი წარმოსახვითი მეგობარი– უნდა ვიფიქროთ, რომბავშვს დანაშაულისგანცდა ტანჯავს, ამიტომთავს აფარებს გამოგონილ სამყაროს, სადაცვიღაც მასზე უარესადიქცევა.
ფსიქოლოგები
აღნიშნავენ, რომ წარმოსახვითი მეგობარი 8-10 წლის ასაკში თავისთავად გაქრება, მანამდე კი, გვირჩევენ,თავადაც „დავუმეგობრდეთ” მას, რადგან ის შეუდარებელი მეგზურია ბავშვის სამყაროში.
ფიგურათა მსგავსების გამოყენება: ზომების შედარება და შეფასება
რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები
კითხვის სწავლება რუსული ენის გაკვეთილზე – (ნაწილი III)
Работа с художественным текстом на примере сказок
თემა:
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
მიზანი:
. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების გაცნობა;
. ტრადიციების მსგავსებისა და განსხვავებების გამიჯვნა;
. წაკითხული ზღაპრის გაგება-გააზრება, სელექციური კითხვა (ინფორმაციის
მიზანმიმართული მოძიება).
გამოწვევის
სტადია
მასწავლებელს დაფაზე ჩამოწერილი აქვს საკვანძო სიტყვები: волшебный, царь, жили-были,
колдун, дракон, превращение, принцесса, бал. იგი სთავაზობს მოსწავლეებს,
ამოიცნონ გაკვეთილის თემა, ისაუბრონ საყვარელ ზღაპრებზე, ზღაპრის გმირებზე,
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების მსგავსებასა და განსხვავებებზე (კითხვები დაისმის კლასის
დონის, ლექსიკური მარაგისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით).
* აქ მნიშვნელოვანია მოტივაციის, სამუშაო განწყობის შექმნა;
* გათვალისწინებულ უნდა იქნეს კლასის ლექსიკური მარაგი, რათა გაკვეთილი
კითხვა-თარგმანში ვარჯიშად არ გადაიქცეს.
გააზრების
სტადია
მასწავლებელი არიგებს ტექსტს და სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ სათაურს, წაიკითხონ
პირველი აბზაცი და თქვან, რომელი ზღაპარი გაახსენდათ (ასოციაციურად). ლექსიკაზე სამუშაოდ
მას დაფაზე წინასწარ აქვს ჩამოწერილი შედარებით რთული სიტყვები.
მოსწავლეები კითხულობენ ნაწილებად დაყოფილ ტექსტს და მარკერით მონიშნავენ მსგავსებებსა
და განსხვავებებს. თავდაპირველად, მეთოდის აპრობირებისას, აჯობებს, ეს ერთობლივად გაკეთდეს
ხმამაღლა კითხვითა და მონიშვნებით, მერე კი წყვილში ან ინდივიდუალურად.
რეკომენდებულია, მშობლიური ენის ჩარევა მინიმუმამდე დავიყვანოთ – ვთარგმნოთ
მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში.
თვალსაჩინოებისთვის, ვადარებთ ერთმანეთს ინდურ ზღაპარსა და პუშკინის „ოქროს
თევზს”, რომლის ადაპტირებული ვარიანტი სტატიის მე-2 ნაწილში შემოგთავაზეთ.
მუშაობის
პრინციპი: კითხვისას მოსწავლეები
ერთი ფერის კალმით ან მარკერით მონიშნავენ განსხვავებებს. მაგ., рыба- рыбка,
большая река и синее море. თან სიტყვა (განსხვავებული) მეორე ზღაპრიდან შეიძლება
სქოლიოს მეთოდით ტექსტის (სიტყვის) გასწვრივ ჩაიწეროს მინდორზე. სხვა ფერის კალმით
შეიძლება მოინიშნოს მსგავსებები. მაგ., ორივე ზღაპარშია старик и старуха, бедно
жили, рыбу ловили და ა. შ.
რეფლექსიის სტადია
ტექსტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფებად ადგენენ
დიაგრამას.
* მეთოდის დანერგვისას რეკომენდებულია,
კლასმა ერთობლივად შეადგინოს დიაგრამა დაფაზე ან ფორმატზე. შემდეგ, როდესაც ამ მეთოდის
გამოყენებას მოსწავლეც და მასწავლებელიც შეეჩვევიან, შეიძლება წყვილებად ან ჯგუფებად
მუშაობაც.
* კითხვის პროცესში მოსწავლეებმა ცალ მხარეს უნდა ამოიწერონ პირველი ზღაპრის
განსხვავებები, მეორე მხარეს – ის, რაც მხოლოდ მეორე ზღაპარში შეხვდათ, ხოლო შუაში
– რაც ორივე ზღაპრისთვის საერთოა. რეალური სურათის დასანახავად სასურველია,
დიაგრამა ფერებში იყოს შესრულებული.
* შემდეგ მოხდება დიაგრამის გარჩევა/შეჯერება.
საშინაო
დავალება
საშინაო დავალებად სამი ტიპის თხზულება შეიძლება დაიწეროს. ეს დამოკიდებულია
იმ გრამატიკულ მასალაზე, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქტივში აქვთ (შეუძლიათ, გამოიყენონ
წერის დროს).
* Глаголы прошедшего времени – „Однажды я поймал золотую рыбку…”;
* Глаголы будущего времени – „Когда я
поймаю золотую рыбку…“;
* Глаголы условного наклонения – «Если бы я поймал золотую рыбку…”
შედარებითი დიაგრამის მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერ
კლასში ჩაატაროს გაკვეთილი. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსწავლეთა დონე,
შეირჩეს დონის შესაბამისი ტექსტი, ყურადღება მიექცეს ლექსიკას, გრამატიკულ მასალას.
ტექსტის შერჩევა შეიძლება სხვა რესურსიდანაც და არა მხოლოდ სახელმძღვანელოდან.
ტექსტი
მასწავლებლისთვის (აღნიშვნებით)
განმარტება: ზღაპრებს შორის მსგავსება გამუქებული შრიფტით არის
მონიშნული, ინდური ზღაპრისთვის დამახასიათებელი განსხვავებები – კურსივით,
პუშკინის ზღაპრის მაგალითი – ფრჩხილებში.
Золотая рыба (рыбка)
На берегу большой реки (синее море) жили в ветхом шалаше (землянке) старик да старуха. Бедно жили они: каждый
день старик отправлялся на реку рыбу ловить, старуха эту рыбу варила или
на углях пекла. Не поймает старик ничего, так и вовсе голодают.
Вот как-то раз стал старик сети (невод) из реки вытаскивать,
чувствует: что-то очень тяжелы сети. Потянул он изо всех сил, кое-как вытащил
сети на берег, заглянул – лежит в его сетях огромная
рыбина, вся будто из чистого золота отлитая, плавниками двигает, усами шевелит. И говорит золотая рыба
старому рыбаку:
– Не убивай меня, старик. Отпусти
ты меня лучше на волю, а за это проси у меня чего хочешь.
– Чего же мне просить у тебя,
чудо-рыба? – говорит старик. – Нет у меня ни дома хорошего, ни рису, чтоб голод
утолить, ни одежды, чтобы тело прикрыть. Если ты по великой милости своей всё
это мне пожалуешь, я тебе до самой смерти благодарен буду.
Выслушала рыба старика, мотнула
хвостом и сказала:
– Иди. Будет у тебя и дом, и еда,
и одежда.
Отпустил старик рыбу в реку, сам
домой пошёл. Только, когда пришел, узнать ничего не может: стоит вместо шалаша дом из крепких брёвен (изба с
кирпичной трубой и дубовыми воротами), в доме том есть просторные лавки,
чтобы гостей усадить, и стоят там целые блюда белого риса, чтобы досыта поесть,
и лежат грудой одежды нарядные (как и в русской сказке – дом, еда, одежда).
Говорит старик своей жене:
– Видишь, старуха, как нам с тобой
повезло: не было у нас ничего, а теперь всего вдоволь. Скажи спасибо золотой
рыбе, что сегодня мне в сети попалась. Это всё она нам дала за то, что я её на
волю отпустил. Кончились теперь наши беды и несчастья!
Услыхала старуха, что муж ей
рассказал, и только вздохнула, головой покачала, а потом и говорит:
– Эх, старик, старик!… много лет
ты прожил на свете, а ума у тебя меньше, чем у младенца новорождённого. Разве
так просят?.. Ну, съедим мы рис, одежду сносим, а дальше-то что?.. Ступай
сейчас обратно, проси у рыбы пятерых слуг, проси дом новый, такой, чтобы самому
царю в нём жить было не стыдно… И пусть будут в нём кладовые, полные золота,
пусть от риса и чечевицы амбары ломятся, на заднем дворе пусть новые повозки
стоят… И ещё проси – пусть рыба тебя старостой сделает. Ступай, и пока не
выпросишь, домой не возвращайся!
(В этой сказке старуха сразу
просит много всего, просит конкретные
вещи и чины для старика, а
в русской сказке старуха требует только чины, но не для старика, а для себя).
Очень не хотелось старику идти, но
спорить с женой он не стал. Пошёл он к реке, сел на берегу и стал рыбу звать.
Через некоторое время замутилась в
реке вода (море слегка разыгралось,
неспокойно синее море, почернело синее море), всплыла золотая рыба со дна
речного – плавниками двигает, усами шевелит, во все свои рыбьи глаза на старика
смотрит.
– Слушай, чудо-рыба, – говорит
старик, – попросил я у тебя, да, видно, мало… Недовольна моя жена: хочет,
чтобы ты меня старостой сделала, и ещё она хочет дом вдвое больше нынешнего,
хочет слуг пятерых, и буйволов десять упряжек, и риса полные амбвры, и
украшений золотых хочет, и денег…
Выслушала золотая рыбка старика,
махнула хвостом и сказала:
– Пусть все так и будет!
И с этими словами обратно в реку
нырнула.
Пошёл старик домой. Видит:
собрались на дороге все окрестные жители с трубами, с барабанами, в руках держат
богатые подарки и гирлянды цветов. Как увидели крестьяне старика, повалились
все на колени и закричали:
– Староста, староста! Вот он, наш
любимый староста!…
Тут барабаны забили, трубы
заиграли. А дом у старика опять новый – не дом, а дворец.
Зажили с тех пор старик и старуха
счастливо и безбедно, всего у них, кажется, было вдоволь, а старуха всё
ворчала. Месяца не прошло, как снова она стала к старику приставать:
– Разве это уважение, разве это
почёт? Подумаешь, большой человек – староста! Нет, нужно, чтобы ты опять к рыбе
пошёл да попросил её хорошенько: пусть сделает тебя над всей землёй махараджей (столбовая дворянка, вольная
царица, владычица морская). Иди, старый, проси, а не то, скажи, старуха моя
ругаться будет…
– Не пойду я, – отвечает старик. –
Или ты не помнишь, как мы раньше жили, как мы голодали, как бедствовали? Мало тебе показалось, так она нас богатством
одарила, меня во всей округе первым человеком сделала…. Ну чего тебе ещё
надо?
Сколько ни спорил старик, сколько
ни отказывался – старуха ни в какую: иди, мол, к рыбе, и всё тут. Что ж бедному
старику делать оставалось – пришлось снова на реку идти. Сел он на берегу и
стал звать.
Позвал он раз, позвал другой,
позвал третий… Но никто не выплыл на
его зов (рыбка приплыла и в последний раз тоже) из глубины вод, словно и не
было в реке золотой рыбы. Долго ждал старик, потом вздохнул и пошёл домой. Видит
он: стоит на месте богатого дома ветхий шалаш (в русской сказке: землянка
и разбитое корыто – вернулся прежний образ жизни ) и сидит в том шалаше его
старуха – в грязных лохмотьях, с больными
глазами, волосы, словно трутья старой корзины (в этой сказке старуха наказана за жадность болезнью). Сидит
старуха и горько плачет.
შეფასება
როგორ შეაფასოს მოსწავლე ამ ტიპის გაკვეთილზე, მასწავლებლის გადასაწყვეტია. განმავითარებელ
შეფასებას აირჩევთ თუ განმსაზღვრელს, ორივე შემთხვევაში უნდა შეიმუშაოთ
კრიტერიუმები. ჩვენ შემოგთავაზეთ გაკვეთილის ზოგადი სტრუქტურა. შეფასების
კომპონენტები იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რა კონკრეტული მიზანი აქვს
მასწავლებელს. თუ ჯგუფებად მუშაობენ – უნდა გაკეთდეს ჯგუფური მუშაობის რუბრიკა, თუ
ინდივიდუალურად ან წყვილებად – გაიწეროს შესაბამისი კრიტერიუმები.
გთავაზობთ თვითშეფასების რუბრიკების ნიმუშებს.
თვითშეფასების სქემა (მოსწავლისთვის):
სახელი, გვარი
_________________________________________
თარიღი
_______________________________________________
შემოხაზე სწორი
პასუხი
1. თვალის ერთი
გადავლებით ვხვდები, რაზეა ტექსტი.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
2. კონტექსტით ვხვდები უცნობი სიტყვის
მნიშვნელობას.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
3. ადვილად ვპოულობ საჭირო ინფორმაციას ტექსტში.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
4. შემიძლია არგუმენტირებული მსჯელობა.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
5. დავალების შესრულებისას ვიცავ დროის ლიმიტს.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
6. აზრს
დაუფარავად გამოვთქვამ.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
7. როცასხვა ლაპარაკობს, ყურადღებით ვუსმენ.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
8. მაინტერესებს სხვისი განსხვავებული აზრი.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
9. ვახერხებ, კამათი ჩხუბში არ გადაიზარდოს.
ყოველთვის ზოგჯერ ვერასოდეს
მოსწავლის შეფასების სქემა (მასწავლებლისთვის):
1) მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად, მოჰყავს ფაქტები და
არგუმენტები.
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ახერხებს
2) მეტყველებს
თანმიმდევრულად; წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს.
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ახერხებს
3) მართებულად
იყენებს ლექსიკას.
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ახერხებს
4) იცავს
დროის ლიმიტს.
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ახერხებს
5) აინტერესებს
განსხვავებული აზრი
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ახერხებს
6) ჯგუფის
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში.
წარმატებულად კარგად მოითხოვს განვითარებას ვერ
ხერხდება
ზეპირი კომუნიკაციის შეფასების სქემის ნიმუში:
კრიტერიუმები |
ქულები |
მსჯელობს |
|
მეტყველებს |
|
მართებულად |
|
მეტყველებს |
|
იცავს |
|
სასკოლო განათლება 2020 წლისთვის
მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა განახორციელეს პროექტი „ფორსაიტ ფლოტი”. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სპეციალისტები საჯარო უწყებებიდან, ასევე სტუდენტები და ანალიტიკოსები. მათი განხილვის საგანი თანამედროვე რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება გახლდათ. პროექტს ორგანიზება გაუწია სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
მოამზადა კახა ჭაბაშვილმა