კობოლდების კობალტი
მარსის ქრონიკა(მასწავლებლის დღიურიდან)
ნანა კაკაბაძე – ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი გადაცემები მოსწონთ
“Dum docemus discimus” ანუ როცა ვასწავლით, ვსწავლობთ
რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ
პროფესია – რედაქტორი
მე მინდა სკოლაში წასვლა!
.
სოციალურ-კულტურული თეორია და პედაგოგიკა
ლევ ვიგოტსკი, ფსიქოლოგი. მას ეკუთვნის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების
კულტურულ-ისტორიული თეორია, ასევე, თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების სისტემური ლოკალიზაციის
თეორია. მანვე ჩამოაყალიბა ბავშვის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორია. ვიგოტსკიმ
დასაბამი მისცა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთმიმართების ექსპერიმენტულ კვლევას
განვითარების ჭრილში.
რატომ უწოდებენ ვიგოტსკის თეორიას სოციალურ-კულტურული
განვითარების თეორიას?
რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ
და კულტურულ გარემოში იბადება, მის ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა,
რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა და ზოგადად, შემეცნებითი
(კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ
სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება, მისთვის
მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის) საშუალებით.
ბავშვის ფსიქიკური განვითარების
პროცესში სოციალური ურთიერთობები წამყვან როლს ასრულებს. ვიგოტსკი თავის თეორიაში ბავშვის
განვითარებაში მონაწილე ფსიქიკურ ფუნქციებს ორ დონეზე განიხილავს:
პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე,
რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება;
მეორეა ინდივიდუალური დონე – ინტრაფსიქოლოგიური;
ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილება შიდა პლანზე გადადის,
რაშიც წამყვან როლს მეტყველება ასრულებს.
რას
ეფუძნება ვიგოტსკის თეორია?
ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
1. განვითარება სოციალურ-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს;
2. ბავშვი ცოდნას პასიურად კი არ ითვისებს,
არამედ ცოდნას აგებს;
3. სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას;
4. ფსიქიკურ
განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია.
როგორია პიჟეს და ვიგოტსკის თეორიული მიდგომები სწავლის და განვითარების
ურთიერთმიმართების საკითხისადმი?
·
პიაჟეს მიაჩნდა, რომ განვითარება წინ
უძღვის სწავლას. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ბავშვებს ჯერ გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები, ანუ სქემები უნდა ჩამოუყალიბდეთ,
რათა მათ შეძლონ სამყაროს შესწავლა და შემეცნება.
·
ვიგოტსკის თეორია კი ვარაუდობს, რომ სწავლა
წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში
არსებულ სიმბოლოთა მნიშვნელობებს სხვა ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
როგორ განმარტავს ვიგოტსკი თვითრეგულირების უნარს?
ვიგოტსკის აზრით, განვითარება მოიცავს ბავშვის მიერ სიმბოლოთა მნიშვნელობების
ისე გათავისებას, რომ მას შეეძლოს დამოუკიდებლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
ამ უნარს თვითრეგულირების უნარი ეწოდება.
რა საფეხურები უნდა გაიაროს ბავშვმა, რომ თვითრეგულირებისა
და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი განუვითარდეს?
იმისათვის, რომ ბავშვს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი
განუვითარდეს, მან სამი საფეხური უნდა გაიაროს:
ვიგოტსკის აზრით,
რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში სოციალური კომუნიკაცია?
ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ
სოციალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. მისი შეხედულებით,
ბავშვების აზროვნება ვითარდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად. უფრო მცოდნე
და გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ისინი იძენენ ისეთ ცოდნას, რომლის შეძენასაც
დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. პიაჟე ვარაუდობდა,
რომ ბავშვები დამოუკიდებლად შეიმეცნებენ სამყაროს, ხოლო ვიგოტსკი ამტკიცებდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ან საჭირო, რომ ბავშვებმა
მათ კულტურაში არსებული ცოდნა ხელახლა აღმოაჩინონ. ცოდნა საუკუნეების განმავლობაში
იქმნებოდა საზოგადოებაში და ბავშვმა ის სოციალური კომუნიკაციების საშუალებით უნდა
გაითავისოს.
რატომ ითვლება
“მოქმედება” მნიშვნელოვან ცნებად სოციალურ-კულტურულ თეორიაში?
აღსანიშნავია,
რომ ბავშვები აქტიურ როლს თამაშობენ სოციალურ კომუნიკაციაში. შესაბამისად, მოქმედება მნიშვნელოვანი ცნებაა სოციალურ-კულტურულ
თეორიაში. ვიგოტსკის მიაჩნდა, რომ ბავშვები სწავლობენ მოქმედებაში, ანუ როცა უფრო
მცოდნე ადამიანებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მნიშვნელოვან საქმიანობაში. ასეთი
საქმიანობის დროს ბავშვები აქტიურად შედიან დიალოგში გარშემო მყოფ ადამიანებთან. დიალოგის
საშუალებით ხდება იდეების გაცვლა და ბავშვის განვითარებაც წინ მიდის.
როგორ განმარტავს
ვიგოტსკი ბავშვის განვითარების არსებულ და
უახლოეს განვითარების დონეებს?
ვიგოტსკი განასხვავებს
ბავშვის განვითარების არსებულ და პოტენციურ განვითარების დონეებს.
ბავშვის განვითარების არსებული დონე გულისხმობს იმ ამოცანების ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც
ბავშვს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია.
ბავშვის განვითარების უახლოესი დონე კი გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს,
რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით.
ბავშვის უახლოესი განვითარების ზონა მოიცავს სწავლის და პრობლემების გადაჭრის
უნარებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებს ჩამოყალიბებას და განვითარებას. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ყოველი ბავშვის უახლოესი განვითარების
ზონა იცვლება; ის გარკვეულ ამოცანებს/მოქმედებებს ეუფლება და მზად არის უფრო რთული
დავალებების შესასრულებლად.
რა არის სკაფოლდინგი და რა როლს თამაშობს ის მოსწავლის სწავლაში?
სკაფოლდინგი (დამხმარე საშუალებათა სისტემა) ნიშნავს იმ დახმარებას,
რომელიც ბავშვს შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში თავსდება. ეს არის “დამხმარე საშუალებათა
სისტემა”. სკაფოლდიგნი (Scaffolding) სიტყვასიტყვით „ხარაჩოს დადგმას” ნიშნავს. როგორც ვიცით, ხარაჩო მშენებელთა დასაყრდენ მოწყობილობას წარმოადგენს: მუშებს შეუძლიათ ხარაჩოზე დადგნენ მანამ, სანამ ახალი შენობა საკმარისად გამყარდება. როცა შენობა სტაბილური გახდება, ხარაჩო საჭირო აღარ არის და მას თანდათან ხსნიან.
რა მნიშვნელობა აქვს ამოცანათა სირთულის ზრდას მოსწავლის
განვითარებისას?
იმისათვის, რომ განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
ვასწავლოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ კოგნიტური
განვითარების რა დონეზე იმყოფებიან მოსწავლეები: უნდა შევაფასოთ, დავალებების/ამოცანების
დამოუკიდებლად შესრულების როგორი უნარი აქვთ და რისი გაკეთება შეუძლიათ სხვების დახმარებით.
ვიგოტსკის
მიაჩნდა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას სწავლობენ ისეთი დავალებების შესრულებით, რომლებისთვის
თავის გართმევაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი, ძირითადად, ვითარდებიან მაშინ, როცა
ცდილობენ რთული დავალებების შესრულებას სხვა ადამიანების დახმარებით და მითითებით,
ანუ როცა მოსინჯავენ ისეთ ამოცანებს, რომლებიც მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებში
თავსდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოგნიტურ განვითარებას ხელს უწყობს ცხოვრებისეული
სირთულეების გადალახვა და არა იოლი მიღწევები.
რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების
დაცვა რთული დავალებების ინტენსიურად მიწოდებისას?
როცა ბავშვებს რთული დავალებების შესრულება ერთმანეთის
მიყოლებით, მთელი დღის განმავლობაში უწევთ, ეს უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა
და თავდაჯერებულობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვები წარუმატებლობას
და იმედგაცრუებას ხშირად განიცდიან.
მართალია, რთული დავალებები მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს ბავშვის განვითარებას, მაგრამ ის დავალებები, რომელთა შესრულებაც მას არ შეუძლია
სხვა ადამიანების დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, აბსოლუტურად უსარგებლოა.
განვითარების უახლოესი ზონა განსაზღვრავს ბავშვის კოგნიტური შესაძლებლობების ზედა ზღვარს,
ანუ იმას, თუ რისი შესწავლა შეუძლია ბავშვს მისი კოგნიტური განვითარების კონკრეტულ
ეტაპზე.
ფსიქოლოგიური თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ
უფროსკლასელების ფსიქომოტორული უნარების განვითარება
- საწყისი მდგომარეობა (ს.მ.) – სტარტის ხაზთან ზურგით ჯდომში მყოფი მოსწავლის მიცემულ ნიშანზე წამოხტომა, სახით წინ შებრუნება და გარბენა. მანძილი 15-20 მ. ვარიანტები: ს.მ. – სტარტის ხაზთან გვერდულად ჯდომი (მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან). თითოეული დავალება სრულდება 2-3 ჯერ საწყისი მდგომარეობიდან. რეკომენდებულია ვარჯიშის შესრულება ჯგუფურად (3 – 4 მოსწავლე).
- წახტომი ფეხიდან ფეხზე (მრავალხტომი), მანძილი 15-20 მ, მეორდება 2-3-ჯერ.
- ცალ ფეხზე წახტომები ადგილზე, 10-12-ჯერ. ღრმა წინზნექში ფეხის ცვლა და წახტომების გაგრძელება, რიტმისა და წონასწორობის შენარჩუნებით. ფეხის ცვლა მეორდება 3-4-ჯერ.
- ცალ ფეხზე ტანვარჯიშულ სკამზე ხტომი (იქეთ-აქეთ), ნიშანზე ფეხის შეცვლა. წახტომები უნდა იყოს რბილად და რიტმულად შესრულებული.
- ცალი ხელით ხელბურთის ბურთის სწრაფი ტარება კარში ტყორცნით, ტყორცნა ხელის შენაცვლებით.
- ბურთის ცალი ხელით მაღლა აგდება, ჩაცუცქება უკან ხელებზე დაყრდნობით, ადგომა, ბურთის დაჭერა ნებისმიერი ხერხით, ტერფების გადაადგილების გარეშე; მეორდება 6-8 ჯერ, ბურთის გდება ხელების მონაცვლეობით.
- წახტომები ცალ ფეხზე, მანძილი 10-15 მ, ჰაერში ყოფნისას ბურთის კარში ტყორცნა.
- ბურთის ცალი ხელით ტარება მოძრაობაში, ყოველ სამ ნაბიჯში ხელების მონაცვლეობა. 3-4 წრე დარბაზის ირგვლივ.
- ხელბურთის მოედნის ცენტრიდან 10-15 მ-ის დაცილებით (ორივე მიმართულებით) 2 მოთამაშე (ერთს ხელში უჭირავს ბურთი) მირბის ერთმანეთისაკენ. შუა ხაზთან ერთი მოთამაშე მეორეს გადასცემს ბურთს, გარბის მოედნის მეორე მხარეს ნიშნულამდე და ბრუნდება უკან. მოედნის ცენტრში ხდება განმეორებითი გადაცემა. ვარჯიშის ხანგრძლივობა 3-5 წთ. შეიძლება ჩატარდეს შეჯიბრი 2-4 წყვილში. სასურველია, პარტნიორები იყვნენ თანაბარი სიძლიერის.
- კალათბურთის მოედნის შუა ხაზიდან ნიშანზე საჯარიმო გდების ხაზზე დადებულ ბურთთან მირბენა, ბურთის აღება და ტყორცნა კალათში.
- კალათბურთის ბურთის გადაგორება ხელის გულიდან მტევნის ზურგის მხარეზე და პირიქით – 10-12-ჯერ, ხელების მონაცვლეობით.
- მიდგმითი ნაბიჯებით გადაადგილებისას (მარჯვნივ, მარცხვნივ, წინ და უკან) ორი ხელით მკერდიდან კედელზე ბურთის ტყორცნა და დაჭერა, 2-3 წთ-ის განმავლობაში.
- მოსწავლეები დგანან წრეზე, ორს ან სამს უჭირავს ბურთები. ისინი ერთდროულად ბურთებს გადასცემენ უბურთო მოთამაშეებს. არ შეიძლება ბურთის გადაცემა გვერდით მდგომი მოთამაშისთვის. ვარჯიში გრძელდება 5-6 წთ.
- ფრენბურთის ბურთის ბადის ზევით აგდება, ბადის ქვეშ გასვლით მოედნის მეორე მხარეს ბურთის დაჭერა.
- ადგილიდან წახტომი სიგრძეზე და ხტომში ტენილი ბურთის წინ გდება.
- ნახევარბუქნიდან ტენილი ბურთის გდება წინ და ზევით, გაქცევა და ვარდნილი ბურთის ჰაერში დაჭერა.