ფიზიკა ამოცანებში – სითხეები და აირები. 12
როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს. მეოთხე ნაწილი
მე მასწავლებელი ვარ
„განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრებაა“
სხვა საქართველო
რამაზ ქაცარავა – ქიმია სხვანაირია, ამას უნდა შეეგუოს მოსწავლე
რამაზ ქაცარავა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათი უმეტესობა წამყვან უცხოურ ჟურნალებშია დაბეჭდილი) ავტორი და 45 პატენტის (30 გაცემულია ყოფილ საბჭოთა კავშირში, 9 – საქართველოში, 5 – აშშ-ში და 1 – ავსტრალიაში; შეტანილია კიდევ 20 საპატენტო განაცხადი, 2 – საქართველოში, 19 – აშშ-ში) მფლობელია. მასა და მის ასპირანტებსა თუ დოქტორანტებს მიღებული აქვთ 41 ადგილობრივი თუ საერთაშორისო გრანტი. ციტირების ინდექსით (620) და h-ინდექსით (14) (08.04.2011-თვის Web of Science-ის მიხედვით) ბატონი რამაზი ერთ-ერთი პირველია ქართველ მეცნიერთა შორის. რამდენიმე დღის წინ, რამაზ ქაცარავას გამოკვლევის საფუძველზე, ფირმა „პოლიმერფარმმა” როგორც წლის ნოვატორმა კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბიზნესჯილდო „მერკური” მიიღო.
ბატონი რამაზი ამბობს, რომ ქართული ფარმაცია დღემდე ეფუძნება მცენარეებისგან გამოყოფილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. მისი გამოკვლევა კი იმით არის ნოვატორული, რომ მის საფუძველზე ქართულ ფარმაციაში დაინერგა სინთეზური მოლეკულებით მიღებული პრეპარატები.
„30 წელიწადზე მეტია, ამ თემაზე ვმუშაობთ. ამ ხნის განმავლობაში შევიმუშავეთ ამინმჟავების ახალი ქიმია (ვგულისხმობ მაკრომოლეკულების ქიმიას). პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებული კვლევის პირველი შედეგი გახლდათ ის, რაც ჩვენს მწირ პირობებში შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ანუ გარეგანი მოხმარების პრეპარატები. ჩვენ შევქმენით ეგრეთ წოდებული ხელოვნური კანი (ნუ გაიკვირვებთ – ეს სამეცნიერო ჟარგონია) – ფაგობიოდერმი, რასაც უკვე საკმაო რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში და საერთაშორისო ლიტერატურაშიც მოიხსენიება. ეს არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბაქტერიოფაგებსა და ანტიბიოტიკებს, ფერმენტებსა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, გამოირჩევა ჭრილობის შეხორცების უაღრესად მაღალი უნარით, გამოიყენება ტროფიკული და დიაბეტური წყლულების, დამწვრობის, ნაგლეჯი თუ ნაფლეთი ჭრილობების, ნაკბენებისა და სხვა წარმოშობის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. ალბათ, გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს ბიოსამედიცინო პოლიმერების სინთეზი მხოლოდ მაკრომოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კი არა, საზოგადოდ ქიმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამასთან, პერსპექტიული მიმართულებაა. ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დანიშნულებაა ცოცხალ ორგანიზმებში დროებითი ფუნქციის შესრულება, რის შემდეგაც ისინი უნდა დაიშალონ და ორგანიზმიდან ყოველგვარი ზიანის გარეშე გამოიდევნონ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი მაკრომოლეკულის შემადგენელი ფრაგმენტების არატოქსიკურობასა და უვნებლობას. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ცდილობენ, ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ჯაჭვის ასაგებად გამოიყენონ ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მონომერები. ჩვენ მიერ სინთეზირებულმა ბიოდეგრადირებადმა მაკრომოლეკულურმა სისტემებმა ბუნებრივი ამინმჟავების საფუძველზე სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის მიზნით წარმატებით გაიარა გამოცდა რამდენიმე სამეცნიერო და სამკურნალო ცენტრში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა გამოცდებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები პერსპექტიული სამედიცინო მასალებია სტენტების დასაფარავად რესტენოზისგან სისხლძარღვთა დასაცავად, ასევე იმპლანტების, ხელოვნური კანის, სისხლძარღვთა პროთეზების, პროლონგირებული სამკურნალო პრეპარატების, გაწოვადი ქირურგიული მასალების, წამლების კონტროლირებადი გამოყოფის უნარის მქონე სისტემებისთვის და სხვ. რაც შეეხება ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე შექმნილ ხელოვნურ კანს, პრეპარატ ფაგობიოდერმას, რომელიც ჭრილობების შეხორცების უჩვეულოდ მაღალი უნარით გამოირჩევა, ის უკვე რეგისტრირებულია საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ და რეკომენდებულია პრაქტიკული გამოყენებისთვის. ასეთი პოლიმერების გამოყენების პერსპექტივა ბიოსამედიცინო პრაქტიკაში (თუ მათ კომერციულ პოტენციალსაც გავითვალისწინებთ), როგორც ჩანს, ამოუწურავია”, – აცხადებს რამაზ ქაცარავა.
ცოტა ხნის წინ ბატონი რამაზის გამოკვლევის შედეგად მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერები აშშ-ის რამდენიმე წამყვან კლინიკაში დაინერგა. ამ კვლევაზე ქართველი და ამერიკელი მეცნიერები ერთიანი, ამერიკული დაფინანსებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. საბოლოოდ მიღებული ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ამერიკაში გამოიცადა. ქართული პოლიმერები, რომლებმაც ყოველგვარ გამოცდას გაუძლო და ყველანაირი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ჯერ ამერიკაშივე დააპატენტეს, მერე კი საავადმყოფოებში გაავრცელეს. ამ პოლიმერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ იყენებენ. კერძოდ, სტენტი იფარება პოლიმერით, რომელიც შედის ორგანიზმში და გამოყოფს წამალს. მედიკამენტი ხელს უშლის იმ უჯრედების ზრდას, რომლებიც სადინარს ახშობს, ეს კი გულის ნორამლური მუშაობისა და ადამიანის გამოჯანმრთელების უტყუარი საშუალებაა.
ბატონი რამაზი „mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია და მკითხველს ქიმიის როლსა და მისი სწავლების მეთოდებზე ესაუბრება:
– ჩემი პოზიცია ასეთია: საქართველოს მძიმე ქიმია არ სჭირდება. დღეს რუსთავის ქიმიის ქარხანაში სასუქს აწარმოებენ, რაც რენტაბელურია და ამ მხრივ – სასიკეთო, მაგრამ დიდი ქიმიური საწარმოების აშენება ქვეყნისთვის არც ეკოლოგიური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით მოგებიანი არ იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირე ქიმიაზე. ის, რასაც ჩვენ ვემსახურებით, კერძოდ, ბიოსამედიცინო დარგი, მცირე ქიმიაა, მაგრამ საბაზრო ფასით ქართული ეკონომიკისთვის გამართლებულია. თუმცა ქიმიაში მხოლოდ კვლევები და გამოგონებები არაფერს ნიშნავს, თუ ისინი პრაქტიკაში არ დაინერგა, რაც კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ჩამოდიან ამერიკელები, რომლებიც ტრენინგებს გვიტარებენ სამეცნიერო კვლევების კომერციაზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მეტისმეტად შორს ვართ იმ სქემებისგან, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ. დავიწყოთ იმით, რომ ურთულესი პრობლემაა დაპატენტება, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, დაპატენტების თემა სკოლებშივე უნდა ისწავლებოდეს, რათა ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს ცნობიერებაში გამჯდარი მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რა არის ბაზარი, რადგან პროდუქციის რეალიზაციის გარეშე ყოველგვარი გამოგონება თუ კვლევა აზრს კარგავს, მით უმეტეს – ქიმიაში.
ვფიქრობ, სახელმწიფოს მიზანი მცირე ქიმიის დახმარება უნდა იყოს, რადგან ეს დარგი პერსპექტიულია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენთან შექმნილი პროდუქცია შესაძლოა არ იყიდოს ამერიკამ, რადგან მას მკაცრი მოთხოვნები აქვს, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ბაზარი – აზია, სადაც ფულიც ბევრია და მოსახლეობაც დიდი. მზა პროდუქცია თუ არა, შეიძლება, ტექნოლოგიები გაიყიდოს.
– არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში ქიმიისადმი ინტერესი სრულიად განელდა, რადგან იგი უპერსპექტივო დარგად იქნა მიჩნეული. ბოლო ხანს კვლავ შეიმჩნევა ტექნიკური საგნებისკენ შემობრუნება. როგორ აისახა ეს ახალი თაობის ქიმიკოსებზე?
– საქართველოში თავის დროზე ბევრი ქიმიური საწარმო დაიხურა. აღარ იხსნებოდა პატარა ქიმიური საწარმოები. არადა, სწავლა არცთუ იაფია. მშობელს, რომელიც მნიშვნელოვან კაპიტალს აბანდებდა შვილის განათლებაში, სურდა, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მისი შვილი უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ქიმიკოსებისთვის კი პერსპექტივა არ ჩანდა.
ბოლო ხანს მართლაც შეინიშნება გააქტიურება. მოსწავლეები მოდიან თსუ-ს თანამედროვე სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტში და ათვალიერებენ თანამედროვე ლაბორატორიას. მათ ვაცნობთ ხელსაწყოებს, რომლებიც კვლევისთვის არის საჭირო. თავის დროზე, როდესაც ბავშვებს ქიმიაში მაღალ მატერიებზე ვესაუბრებოდით, ვატყობდით სკეპტიკურ განწყობას, მაგრამ როდესაც თავიანთი თვალით ნახეს ხელსაწყოები, თანამედროვე ლაბორატორიები, მათი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მოგვმართა 58-ე სკოლის მასწავლებელმა – სურს, მოიყვანოს მოსწავლეები, რომ თანამედროვე მეთოდები ვასწავლოთ. ბავშვი თუ ძველ და ჭუჭყიან ლაბორატორიაში შეიყვანე, მეორედ იქ ვეღარაფრით შეაბრუნებ. მოსწავლემ უნდა ნახოს სუფთა, თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მუშაობის კომფორტული პირობებია. თუმცა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ თუ არ იქნება დაფინანსება, შედეგს ვერ მივიღებთ. როდესაც რეიგანს უთხრეს, რომ ამერიკაში მკვეთრად დაეცა ინტერესი ფიზიკა-მათემატიკისა და, საზოგადოდ, ტექნიკური დისციპლინებისადმი, აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ფინანსური დახმარება გამოუყო სკოლებს, რომ ამ საგნებისადმი ინტერესი კვლავ ამაღლებულიყო.
კიდევ ერთი: იყო დრო, როდესაც ბავშვებს ძველბიჭური მენტალიტეტი იზიდავდათ, რაც მეცნიერებისა და, საზოგადოდ, განათლებისადმი ნიჰილიზმს, ცინიზმს ბადებს. ეს დამღუპველი იყო როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ამიტომ ძველი ბიჭობის ინსტიტუტთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯად მიმაჩნია.
– ნებისმიერი საგნისადმი ინტერესი მოწაფეს სკოლიდან მოჰყვება. რა შეიძლება იღონოს ქიმიის მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლეს ეს საგანი შეაყვაროს?
– მასწავლებელი, უპირველესად, მოწოდებით უნდა იყოს პედაგოგი. მას მართლა უნდა უყვარდეს თავისი საქმე, ბავშვები და საგანი, რომელსაც ასწავლის. ჩემი აზრით, არ არის დასაძრახი, თუ იგი მოახდენს სელექციას და 30-დან მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვთქვათ, იმ ხუთ მოსწავლეს, რომლებსაც უფრო მეტად აინტერესებთ ქიმია. ქიმია თავისებური მეცნიერებაა, მაგრამ, მერწმუნეთ, არ არის რთული. უბრალოდ, სხვანაირია. ბავშვებს ეს „სხვანაირობა” აშინებთ, მაგრამ მასწავლებელმა თუ შეძლო, მათ ამ საგნისადმი ინტერესი გაუღვიძოს, ქიმიას ძალიან ადვილად ასწავლის. ამისთვის კი აუცილებელია კარგად მოწყობილი ლაბორატორია, კონტაქტი იმ უნივერსიტეტებთან, სადაც არის უფრო დიდი ლაბორატორიები. მოსწავლეები შეიძლება მოვიდნენ კვლევით ცენტრებში, დაესწრონ ექსპერიმენტებს, შეიძლება კვლევითი ცენტრებიდანაც მიიწვიონ მეცნიერები ლექციების ჩასატარებლად… სხვათა შორის, ზაფხულში ბაკურიანში იხსნება საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა, სადაც წავიკითხავ რამდენიმე ლექციას ინგლისურ ენაზე. ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მოსწავლეებისთვის.
– რამ განაპირობა ქიმიასთან თქვენი ასეთი მჭიდრო კავშირი?
– პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ უნივერსიტეტიდან ჩვენთან მოვიდა დოცენტი, ქიმიკოსი გიორგაძე, რომელიც ნერგავდა ქიმიის სწავლების საკუთარ მეთოდიკას. ძალიან საინტერესო სპეციფიკა ჰქონდა, „ცოცხლად” ატარებდა გაკვეთილებს, გვიჩვენებდა ექსპერიმენტებს. ასე გაგვიჩნდა რამდენიმე მოსწავლეს ქიმიისადმი ინტერესი. ბავშვებს მარტო წიგნით ვერ შეაყვარებ საგანს, მით უმეტეს – ინტერნეტის საუკუნეში, ამიტომ გაკვეთილზე ბევრი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს. მასწავლებელი მოსწავლეს ცოდნას პირდაპირ ვერ ჩაუდებს თავში. მან უნდა ასწავლოს ძირითადი ცნებები, წიგნებისა და ინტერნეტის გამოყენება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ერთი სიტყვით, პედაგოგი მიმართულებას აძლევს, მერე კი მოწაფე თავად მიისწრაფის ცოდნის გაღრმავებისკენ. თავდაპირველად ვფიქრობდი, მათემატიკას გავყოლოდი, მაგრამ ამ გადასახედიდან ბედის მადლიერი ვარ, რომ ქიმია ავირჩიე.
“ჰომო შციენტიფიცუს” ბეკეტის თვალთახედვით ანუ მეცნიერებით შეპყრობილი კაცი
ჯერ ის ვიფიქრე, უკეთესი იქნება, თუ კენჭებს თითო-თითოდ კი არა, ოთხ-ოთხად გადავდებ ჯიბიდან ჯიბეში: სანამ კენჭს ვწუწნი, უნდა ამოვიღო სამი კენჭი, ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბეში რომ დარჩა, და მათ მაგივრად ჩავდო ჩემი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ოთხივე კენჭი, ამათ მაგივრად კი ჩავდო ჩემი ლაბადის ჯიბიდან ამოღებული კენჭები და, ბოლოს, ამათ მაგივრად – სამი კენჭი ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბიდან პლუს ერთი კენჭი, რომელიც პირში მაქვს და მალე დავამთავრებ მის წუწნას. ჰო, თავიდან მომეჩვენა, რომ ამ გზით უკეთეს შედეგს მივაღწევდი. მაგრამ კარგად რომ ვიფიქრე, შევიცვალე აზრი და ვაღიარე, რომ ოთხ-ოთხი კენჭის ასეთნაირი გადატან-გადმოტანა სახეირო შედეგს ვერ მოიტანდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველ ხელის ჩაყოფაზე ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბეში ოთხ კენჭს ვიპოვიდი, მაგრამ მაინც რჩებოდა შესაძლებლობა, ყოველი ოთხეულიდან შემთხვევით ყოველთვის ერთი და იგივე კენჭი ამომეღო, რის შედეგადაც უნდა მეწუწნა არა თექვსმეტი კეჭი რიგრრიგობით (როგორც მე მინდოდა), არამედ მხოლოდ ოთხი – ყოველი ოთხეულიდან ყოველთვის ერთი და იგივე კენჭი. გამოდის, რომ კენჭების გადატანის ესა თუ ის ხერხი ვერ გადაწყვეტდა საკითხს, რადგანაც როგორც უნდა გადამედო კენჭები ერთი ჯიბიდან მეორეში, შეცდომის რისკი მაინც რჩებოდა. ცხადი იყო, რომ თუ ბევრი ჯიბე მექნებოდა, მეტი შანსი მეძლეოდა, კენჭებით დავმტკბარიყავი სწორედ ისე, როგორც მე მსურდა, ესე იგი, მეწუწნა კენჭები თითო-თითოდ. სავსებით რომ დავმშვიდებულიყავი, ამისათვის უნდა მქონოდა თექვსმეტი ჯიბე (ერთი კენჭი ერთ ჯიბეში!). ძალიან დიდხანს ვერ მივაგენი სხვა გამოსავალს. ვფიქრობდი ასე: თუ არ მექნება თექვსმეტი ჯიბე, თითო ჯიბე ყოველი კენჭისათვის, ვერასოდეს მივაღწევ ჩემ მიერ დასახულ მიზანს, თუ რაიმე განსაკუთრებული ბედის წყალობა არ მომევლინა.
რა იქნება, ჩემი ოთხი ჯიბე რომ გავაორმაგო – თითოეული მათგანი გავყო შუაზე ქინძისთავის მეშვეობით? რვა ჯიბე მექნება, მაგრამ გაოთხმაგებას ნამდვილად ვერ შევძლებ. ასეთი სანახევრო გადაწყვეტა საკითხისა ხელს არ მაძლევს, ამისათვის თავის შეწუხება არ ღირს. ამდენი ჭაპანწყვეტის შემდეგ სულ დავკარგე ზომიერების გრძნობა და ჩემს თავს ვუთხარი: “ყველაფერი ან არაფერი!” იყო ისეთი მომენტიც, როცა გამიჩნდა საცდური, ჯიბეებისა და კენჭების რაოდენობა რომ შესაბამისობაში მომეყვანა, ამისათვის შემემცირებინა კენჭების რაოდენობა, მაგრამ ეს ცდუნება დიდხანს არ გაგრძელებულა: ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მეღიარებინა ჩემი დამარცხება. და აი, ვიჯექი ზღვის პირას, წინ მეწყო თექვსმეტი კენჭი და დავცქეროდი მათ დაბნეული და განრისხებული…
მე მგონი, არ არის საჭირო, რადგან ისედაც ცხადია: კენჭების წუწნისა და გადატან- გადმოტანის კიდევ სამი ტურის შემდეგ მივიღებ იმ შედეგს, რაც დასაწყისში მქონდა, ესე იგი პირველი ექვსი კენჭი კვლავ აღმოჩნდება ჩემი ლაბადის მარჯვენა ჯიბეში, მომდევნო ხუთი ჩემი ძველი შარვლის მარჯვენა ჯიბეში, ბოლო ხუთი კი – ამავე შარვლის მარცხენა ჯიბეში. გამოდის, რომ ყველა ჩემი თექვსმეტი კენჭი ზუსტი თანამიმდევრობით ვწუწნე – ერთიც არ დამრჩენია გამოუწუწნავი, არცერთი არ მიწუწნია ორჯერ. რა თქმა უნდა, იმედი არა მაქვს, რომ შემდეგში იმავე თანამიმდევრობით გამოვწუწნი ჩემს კენჭებს, ვერ დავიჟინებ, რომ, მაგალითად, პირველი ციკლის პირველი, მეშვიდე და მეთორმეტე კენჭები მეორე ციკლში მეექვსე, მეთერთმეტე და მეთექვსმეტე არ აღმოჩნდება, მაგრამ ამ ნაკლის თავიდან აცილება არ შემეძლო. თუ ყველა ციკლში უთუოდ იქნება არევ-დარევა, ცალკე აღებული თითოეული ციკლის თაობაზე შემიძლია მშვიდად ვიყო, რამდენადაც შეიძლება საერთოდ დამშვიდებული იყოს კაცი ამისთანა საქმეში. რაც უნდა ნაკლოვანი იყოს საკითხის ჩემეული გადაწყვეტა, კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ მე მარტოკამ მივაგენი მას. დიახაც, კმაყოფილი ვარ. და რაკი ეს გადაწყვეტა არც ისე სწორი აღმოჩნდა, როგორც მე მიმაჩნდა პირველი აღფრთოვანებისას, ისიც უნდა ითქვას, რომ იგი საკმაოდ ელეგანტური არ არის.
ჩვენ (ი) , სამყარო და კავშირები
ზაფხულის მშვიდი საღამოა. კაფეში, ფანჯარასთან, მარტო ვზივარ. უფრო სწორად, ერთი თანამეინახე მყავს – ლუდის კათხა.
ოფიციანტობას კი წარსულის მოგონებები მიწევენ. დროგამოშვებით მოირბენენ, რომელიმე გარდასულ
დღეს ამოატივტივებენ და გაქრებიან… დრო ბევრი მაქვს, არსად მეჩქარება, ნელ-ნელა შევექცევი
ქერისა და სვიის ნაჟურს, თან თავს გარემოს თვალიერებით ვირთობ…
კარი ფართოდ იღება. შემოდის ხელიხელჩაკიდებული ახალგაზრდა
წყვილი. მოხდენილად აუვლიან გვერდს მაგიდებს და შორეულ კუთხეში მოკალათდებიან…
ორი
მაგიდის გამოტოვებით კიდევ ერთი წყვილი ზის. ორმოცდაათს გადაცილებულები იქნებიან, მაგრამ
ისევე შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს, როგორც ის ახალშემოსული, ხელიხელჩაკიდებული
გოგო-ბიჭი…
რა ჰქვია იმ ფენომენს, რაც მათ ერთად აჩერებს ჩვენს
მოუსვენარ, აჩქარებულ-აფორიაქებულ ყოფაში? სიყვარული? მეგობრობა? დაძმობა? იქნებ რამე
სხვა?.. ასეთი პასუხი შესაძლოა მისაღები იყოს პოეტისთვის, მწერლისთვის, ფსიქოლოგისთვის,
სოციოლოგისთვის და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი „ლოგისთვის”, მაგრამ ბუნებისმეტყველისთვის
ვერაფერიშვილი ახსნაა…
დიდხანს ვიმტვრევ თავს. პასუხს ისევ მოლეკულებში ვეძებ…
რატომ უკავშირდებიან ერთმანეთს ატომები?
ჩვენს სამყაროში ატომთა უმეტესობაც არ დადის ცალუღელა.
გაჩენისთანავე ისინიც წყვილდებიან და ხელიხელჩაკიდებულნი დაეხეტებიან უკიდეგანო პლანეტარულ
სივრცეში.
ქიმიურ ელემენტთა მოდგმაში ყველაზე ყარიბი და ღარიბი
ელემენტი წყალბადია. მისი მხოლოდშობილი ელექტრონი თავს ძალზე მარტოსულად გრძნობს, ამიტომ
თავისივე ტყუპისცალს მაგრად ჩასჭიდებს ხოლმე ხელს. ამ ურთიერთობას ქიმიაში არაპოლარულ
კოვალენტურ ბმას ვეძახით.
ასევე არიან სხვა ელემენტებიც. ქლორის ატომსაც კი, რომელსაც
17 ელექტრონიდან ერთის გარდა ყველა წყვილ-წყვილად ჰყავს შესახლებული ორბიტალების „ოთახებში”,
ისე ადარდებს იმ ეულად დარჩენილი ელექტრონის ბედი, ძალისხმევას არ იშურებს მის დასაწყვილებლად,
ამიტომ სხვა ელემენტებს მტარვალად ევლინება – ძალით, მოტყუებით, გარიგებით თუ სხვა
მაქინაციებით ართმევს ელექტრონს, რომელიც „სახრავად” მისია და მხოლოდ „სახელად” რჩება
პარტნიორისა. ასე მიიღება პოლარული კოვალენტური ბმა.
„მენატრები, როცა ვერ გხედავ, თუმცა ხელის გაწვდენაზე
ხარ”, – თქვა მამაკაცმა თმაშევერცხლილთა მაგიდიდან. „მენატრები, როცა ვერ გხედავ, თუმცა
რამდენიმე ანგსტრემის გაწვდენაზე ხარ”, – ამბობს ნატრიუმი სუფრის მარილში. ნატრიუმსა
და მის მოძმე ტუტე მეტალებს გამჩენმა ელექტრონებით სიღარიბე დაანათლა. თავიანთი ენერგეტიკული
მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული არიან, გარე შრეზე მოხეტიალე ობოლი ელექტრონი
გააშვილონ – რომელიმე შეძლებული ელემენტის კალთას შეაფარონ, მაგრამ ბოლომდე ვერ ელევიან
და, მისი ნახვის სურვილით ატანილები, ქლორის შორიახლო დაეყუდებიან ხოლმე. ასე წარმოიქმნება
იონური ბმა – კავშირი, რომელიც ხელიხელჩაკიდების გარეშეც, იმ თმაშევერცხლილი წყვილისა
არ იყოს, ორი ელემენტის ერთად ყოფნის სურვილს წარმოადგენს; კავშირი, რომელიც ამ ურთიერთობას
მყარ, ლამაზად თლილი კონტურების კრისტალურ ფორმას აძლევს.
ბუნებაში სხვა ელემენტებთან დაუწყვილებელი უმთავრესად
მხოლოდ მეტალები არიან. ეს ატომთა ურთიერთობის მეტად უჩვეულო სახეა. მეტალის პროტონები
ერთ მწკრივად დაჯარებულან და, მიუხედავად მათ შორის განზიდვის ძალისა, ადგილიდან არ
იძვრიან, ერთიან ფორმას ინარჩუნებენ. ასეთ პროტონებს ელექტრონები უპატრონოდ ჰყავთ მიტოვებული
და ისინიც თავისუფლად დაქრიან ერთი პროტონიდან მეორეზე. რა აკავებთ ამ პროტონებს გვერდიგვერდ?
90-იან წლებში მეტროთი გიმგზავრიათ? მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც
გაჭედილ ვაგონში ხარიხისთვის ხელის მოუკიდებლად შეგეძლო დგომა…
რა აკავშირებს მოლეკულებს ჩვენში? რა ჰქვია იმ ძალას,
რომელიც სამყაროში უსასრულო ხეტიალით დაღლილ ამ ნაწილაკებს ჩვენს სხეულში დროებით შეჩერებას
და ჩვენი ფერ-ხორცის, ნაკვთების გამოძერწვას აიძულებს? ეს სულია. სულია ის ძალა, რომლის
წყალობითაც ჩვენი მოლეკულები ერთმანეთის გვერდით ატარებენ რამდენიმე ათეულ წელიწადს,
მერე კი… სული სადღაც მიდის და სხეული უპატრონოდ დარჩენილი სახლის კედლებივით ნელ-ნელა
იშლება…
მეტაშემეცნება, სწავლის სტრატეგიის წესები და SQ3R
პარამეტრი |
ზრდა |
რესტრუქტურიზაცია |
შექმნა, აგება
|
ზემოქმედების ქვეშ მყოფი
|
დეკლარაციული |
პროცედურული |
პროცედურული |
სწავლის ტიპი |
ცნებისა და კავშირების
|
ვარჯიშის გზით ათვისება |
მოდიფიკაცია ვარჯიშისას |
სწავლის პროცესები |
განსხვავებული
|
კომპოზიციის პროცედურული |
პროდუქტის |
სწავლის სტრატეგიები |
ინტერაქტიული
|
პრობლემის გადაჭრის |
უკუკავშირების კორექცია |
სხვა ცვლილებები, |
კონკრეტულობა, სტიმულების |
სამუშაო მეხსიერების
|
შეთანხმება გამოხატვის |
შეფასების სისტემა |
დეკლარაციული მეხსიერება (დმ) |
ე.წ. სამუშაო |
პროცედურული |
ძირითადი ფუნქცია |
იმახსოვრებს ძირითადი მონაცემების მნიშვნელობას |
სასწავლო და სააზროვნო პროცესების ცენტრი; დმ-ის ქვეპუნქტი, |
ცოდნის მუდმივად შენახვა („როგორ”) |
მოცულობა |
განუსაზღვრელია |
მკაცრად განსაზღვრულია (სწრაფად ქრება კვალი) |
უსაზღვროა |
შინაარსი (კოდი) |
სემანტიკური, ძირითადად სივრცობრივი, აკუსტიკური, |
ძირითადად ორიენტირებულია მოსმენაზე (სმენის კოდი) |
ისეთივეა, როგორიც დეკლარირებული მახსოვრობის დროს |
საინფორმაციო ერთეულები |
ცნებები, განცხადებები, სქემები (ფრეიმები) |
ისეთივეა, როგორიც დმ-ის შემთხვევაში |
პროდუქტი მიმართულია კონკრეტულიდან საერთოსკენ („თუ…” |
ორგანიზება |
იერარქიული კავშირები (დაშვებულია არასწორი მნიშვნელობებიც; |
ისეთივეა, როგორიც დმ-ის შემთხვევაში |
ვიწრო |
სწავლა-დავიწყების პროცესები |
ვერბალური სწავლა (საჭიროების მიხედვით და დავალების |
ინტერფერენცია (მსგავსი სტიმულებისთვის), განდევნა |
სწავლა ქმედებით (ვარჯიში, გავარჯიშება, საერთო დავალებების |