ხუთი მიზეზი, რატომ არ სურთ მოზარდებს სკოლაში სიარული
პირველი მსოფლიო ომი და განათლების მიზნები -მეორე ნაწილი
1918 წელი, საშუალო სკოლის შვიდი ძირითადი პრინციპი
„ოცნება“ გალაკტიონთან და „და ოცნებები არ დარჩება ნახატი ორთქლით“
”რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი…”
ეს სტრიქონები გალაკტიონის ოცნების ერთგვარი ჰიმნია: მისთვის მიუწვდომელი და შორეულია მხოლოდ საოცნებო. ასე ქმნის იგი მერის ხატებასაც. ოცნების მორევში გადაშვებული პოეტი ქაოსების მხატვარია… და რომც ახდეს მისი ოცნება, მატერიალიზდება ქაოსებში.
როგორია გალაკტიონის ოცნების ანატომია?
ოცნება მცენარეა, ამიტომაც მას შეუძლია ”შრიალი”, რომელიც, თავის მხრივ, ედარება გაფრენილი არწივის ფრთებს:
”რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?”
”ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა…”
ოცნება ცეცხლია:
”სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწვოდა”;
”მათი მხურვალე ოცნებებით მსურს ვიამაყო”;
”რომ ოცნებებით ცეცხლი გალესო, სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო”.
ოცნება ხომალდია:
”სად ოდესმე მეოცნებე აფრებით…”;
”ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება”.
”და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები”.
ოცნება უფორმოა:
„ოცნება, ნახაზი საგანთა უარით…”
ოცნების ატრიბუტებია: ძველი ახალი, შორი, მხურვალე, გულგაპობილი, გაყინული, მოკლული, სნეული, ჭრელი, ტკბილი, მაწრე, გიჟი, ჩუმი…
”ეს ოცნება არის ჭრელი ფიქრი ბნელი ღამისა…”;
”ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?”;
”დგას გაყინული ოცნებათ კრება”;
”გაქრა გიჟი ოცნება”;
”ღირდა თუ რა სხვა სიცოცხლეზე ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი”;
”სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი”;
”ოცნებაო, ჩემო, ძველო, ვარ ღამეთა მთეველი”;
”ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან…”
”და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით”;
”გიყვრდეს მარად ოცნება ჩვენი _ გულგაპობილი”;
ოცნება განმეორებადია:
”მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება,
ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება”.
ასეთი ოცნებების შემდეგ პოეტი უფლებამოსილია თქვას: ”ჰე, ქაოსში დაკარგულს, ქარი დამედევნება”.
გაძევებული ოცნებები
როცა ცნობიერება ივსება აუსრულებელი ოცნებებით, მაშინ ის ამსუბუქების ნაცვლად მძიმდება და აუცილებლად უნდა ”გადაიტვირთოს”. ქართული ცნობიერება ენისა და ლიტერატურის ტექსტების მიხედვით აუსრულებელი ოცნებებითაა სავსე და მოდის ახალი თაობა, რომელიც აპროტესტებს ამაო და ფუჭ ოცნებებს, ახდენს მის ირონიზებას და ამით ამყარებს ერთგვარ წონასწორობას ცნობიერებაში. ამ მხრივ გამორჩეული ტექსტები აქვთ: გიორგი კეკელიძეს, პაატა შამუგიას და ზაზა კოშკაძეს…
”ჭირსაც წაუღია ეგ თქვენი სევდა,
წამოვა წვიმა,
იწვიმებს
და
ჭირსაც წაიღებს…
მე გავაძევე ოცნებები და სურვილები,
ავკიდე ქარებს,
ამძიმებთ ქარებს…
…კვდომის რიგში
ჩადგნენ ქარები
და
სიმშვიდეა.
ვარ მჩატე… ”(გიორგი კეკელიძე)
………………………….
”ჩემი სული წაქცეული
ქარის წისქვილია,
ვიღამ მიხედოს ობმოდებულ
ოცნების ტომრებს_
მოვლენ თაგვები და დახრავენ,
უსათუოდ მოვლენ,
დიდება თქვენდა, თაგვნო!
მე გასწავლით თქვენ ყველა
კუნჭულს,
სადაც კი მიძევს მივარდნილი
რამე ოცნება _
სულყველა კუთხეს,
რომ დაიმშეთ უფრო და უფრო
და ჩემი სულის
დაჩრჩილული კედლებიც
დახრათ _
ჩემი სული ხომ
წაქცეული ქრის წისქვილია… ” (გიორგი კეკელიძე)
………………………………………………..
პაატა შამუგია კი ასე ემიჯნება საუთარ თავს _ ფიქრს, ცრემლს და ოცნებას:
”მე ჩემი მეგობარი ვარ
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ცრემლის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ოცნების მოშორებით…”
ზაზა კოშკძის ირონიზება კი ასე მძაფრად გამოიყურება:
”რა საჭიროა ოცნებები,
თუ ისინი თვალებში არ აგიყროლდება.
რა საჭიროა რელიგია,
თუ მას არ მოაქვს ფსიქოზი და მასობრივი თვითმკვლელობები…”
პ.ს.
იმ დღეს სტუდენტები პოეტ ნატო ინგოროყვას ლექსებს კითხულობდნენ, ერთ ფრაზას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება, რაც ამ წერილის იდეადაც გამოდგებოდა:
„და ოცნებები არ დარჩება ნახატი ორთქლით” („პოეზია”).
მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე- პირველი ნაწილი
წარმოსახვა და ქიმიური ამოცანების ამოხსნა
რა უნდა ვიცოდეთ
ქიმიის ამოცანების ამოსახსნელად? ხშირად მხოლოდ ქიმიის ცოდნა არ კმარა – განსაზღვრული
მათემატიკური აპარატის ცოდნაც მოგვეთხოვება, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც
ძალიან ხშირად გვეხმარება ამოცანის ამოხსნაში. ეს გახლავთ წარმოსახვა. ქიმიის ამოცანების
აბსოლუტური უმრავლესობა წარმოსახვის წყალობით შეიძლება „იდუმალი პროცესებიდან” „ხელისგულზე”
მიმდინარე პროცესებად ვაქციოთ, ამ შემთხვევაში კი სწორი მეთოდის შერჩევა და
ჭეშმარიტი პასუხის მიღება გაცილებით ადვილია.
ზემოთქმულის
სადემონსტრაციოდ მინდა ერთი მარტივი მაგალითი განვიხილო.
ვთქვათ, მოცემულიგვაქვს ორიჭიქა. ერთშიწყალია, მეორეში კი ეთანოლი.სითხეები აღებულია
იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მეორეში უსასრულოდ იხსნებოდეს. დავუშვათ, მეორეჭიქიდან ამოიღესერთი კოვზიეთანოლი, ჩაასხეს წყლიანჭიქაშიდა კარგად მოურიესსრულ გახსნამდე; შემდეგ ერთი კოვზისითხე წყლიანი ჭიქიდანამოიღეს და უკან, ეთანოლიან ჭიქაში გადაასხეს.
მოცემულია სამი სავარაუდო პასუხი:
- ეთანოლი უფრო დიდი რაოდენობით იქნა გადატანილი,
ვიდრე წყალი; - წყალი უფრო დიდი რაოდენობით იქნა გადატანილი, ვიდრე
ეთანოლი; - ეთანოლიც და წყალიც თანაბარი რაოდენობით იქნა
გადატანილი.
მოცემულ კითხვაზე რესპონდენტების უმეტესობა პასუხის
პირველ ვარიანტს ირჩევს. ერთი შეხედვით, იგი ლოგიკურად ჟღერს: ერთი კოვზი სუფთა
ეთანოლი გადავასხით წყალში, განვაზავეთ და შემდეგ მიღებული ხსნარის ერთი კოვზი
უკანვე გადმოვიტანეთ.
სინამდვილეში მოცემული ამოცანისთვის სწორი პასუხი
მესამეა. სად და რატომ დავუშვით შეცდომა? ამოცანის მარტივი და შედარებით ბუნდოვანი
პირობა (არ არის მითითებული არავითარი სიდიდე) გვიბიძგებს, პასუხი სწრაფად გავცეთ,
სისწრაფე კი პირობის საფუძვლიანად გააზრებაში ხელს გვიშლის.
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობებს არ მიუთითებს,
მაინც რაოდენობითია, ამიტომ მის ამოსახსნელად მათემატიკა აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ.
შემოტანილი ციფრები პირობას უფრო თვალნათელს გახდის. გარდა ამისა, თუ წყლისა და
სპირტის თვალით უხილავ მოლეკულებს იმდენად „გავზრდით”, რომ „ხილული” გახდეს, ამოცანის
შესახებ კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება.
აქედან გამომდინარე, ზემოთ დასმული ამოცანის პირობა
ტრანსფორმირებული – „ხილული” სახით ჩამოვაყალიბოთ:
. მოცემულია ორი ჭიქა. პირველ ჭიქაში მოთავსებულია
100 ლურჯი ბურთულა, ხოლო მეორეში – 90 შავი ბურთულა. გადავიტანოთ 10 შავი ბურთულა
პირველ ჭიქაში და თანაბრად გავანაწილოთ (სითხეების შემთხვევაში განაწილება ადვილია).
შედეგად პირველ ჭიქაში გვექნება 110 ბურთულა – 100 ლურჯი და 10 შავი, ხოლო მეორეში
80 შავი ბურთულა დარჩება. პირველი ჭიქიდან ავიღოთ 10 ბურთულა. თუ ბურთულებს შორის
განაწილება თანაბარი იქნება, როგორც ეს იყო სითხეების შემთხვევაში, მაშინ
ამოღებული 10 ბურთულიდან 9 ლურჯი აღმოჩნდება, ხოლო 1 – შავი. ამ 10 ბურთულის მეორე
ჭიქაში გადატანის შემდეგ მეორე ჭიქაში გვექნება 91 შავი და 9 ლურჯი ბურთულა, ხოლო
პირველში 91 ლურჯი და 9 შავი ბურთულა დარჩება.
საბოლოოდ პირველ ჭიქაში აღმოჩნდება 9 შავი, ხოლო
მეორეში – 9 ლურჯი ბურთულა.
გივერგილ, იმე ხარი?
შიშების დაძლევის შესახებ
საზაფხულო არდადეგები – მოჩვენებითი დასვენება თუ შეუზღუდავი თავისუფლება (მეორე ნაწილი)
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სამეცადინო პროცესში უფროსის დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებათ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დახმარება არ ნიშნავს ბავშვის ნაცვლად მუშაობას. შეეცადეთ არასდროს გაუსვათ ხაზი შესასრულებელი დავალებების ჭარბ რაოდენობას, ეს მათ მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.
პირველ-მეორეკლასელებთან შინაგანი მოტივაციის ამაღლებას ყველაზე უკეთ მიღებული ცოდნის ყოველდღიურად გამოყენება ახდენს: ანგარიში გამყიდველობანას თამაშის დროს დასჭირდებათ; შეიძლება ხანდახან მშობლიური ენა ,,დაგავიწყდეთ” და თქვენს შვილს მოუწევს უცხო ენის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება. შეგიძლიათ დადგათ სპექტაკლები წაკითხული მოთხრობების ან თავად ბავშვების გამოგონილი ისტორიების მიხედვით… მოკლედ, იყავით ინიციატორი, მიეცით ბავშვებს მიმართულება და ისინი მალე შეძლებენ თქვენი დახმარების გარეშე გზის გაგრძელებას.
შეგვიძლია გარეგანი მოტივატორების ზომიერად გამოყენებაც. ვთქვათ, წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ, მულტფილმის ჩვენება ან ერთი ულუფა ნაყინი. ხშირად შეაქეთ შვილი მუშაობის დროს და თუ აღმოჩნდა, რომ საზაფხულო დავალების გარკვეული ნაწილის შესრულება ვერ მოასწრო, ამ ამბავს ტრაგედიად ნუ აქცევთ.
***
იმ უფროსებმა, რომლებიც პატარებს მეცადინეობაში ეხმარებიან, მაქსიმალურად უნდა მოიხსნან დაძაბულობა, ანუ მათი მონაწილეობა სამეცადინო პროცესში სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს. სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში ხშირია ,,დამხმარე ხელის” ,,დამსჯელ ხელად” გადაქცევის მაგალითები. უფროსების დიდი ნაწილი წყობიდან ადვილად გამოდის, როცა მათი შვილი ერთი შეხედვით მარტივ მაგალითს მისჩერებია და პასუხისთვის ვერ მიუგნია. უნდა გვახსოვდეს, ყვირილისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ,,დახმარებით” მაგალითი არ ამოიხსნება, ბავშვს კი უფრო მეტ შიშსა და ზიზღს ჩაუნერგავთ სამეცადინო პროცესის მიმართ.
შეცვალეთ ჩვეული სასწავლო გარემო: სამეცადინო კუთხის მოწყობა ეზოში ან ვერანდაზეც შეიძლება, მოაწყვეთ პიკნიკი საკუთარ ეზოში, ჩაწექით ჰამაკში, წამოგორდით მინდორზე, იკითხეთ, წერეთ, ისაუბრეთ… იქნებ თქვენმა შვილებმა მაინც შეძლონ საზაფხულო დავალებებისგან სიამოვნების მიღება.