ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

ერთი ფოტოს ბლოგი

0
„როცა მოიჭრება უკანასკნელი ხე, მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, დაიჭერენ უკანასკნელ ჩიტს – მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა” /ინდიელთა სიბრძნე/.
ეს ფოტო ამ ზაფხულს თურქეთში გადავიღე.

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, აგვისტოში ოჯახებითურთ სტამბოლის ახლოს, პრინცის კუნძულებზე დაგვესვენა.

ბევრი ფიქრისა და ძებნის შემდეგ ერთ-ერთი კუნძული, ჰეიბალიადა შევარჩიეთ, უმთავრესად იმიტომ, რომ იქ იშვიათად ჩადიან ტურისტები და, სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, სიმშვიდეა.

დიდი ხნის წინ, როცა პირველად მოვხვდი პრინცის კუნძულებზე, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტამბოლელი დამსვენებლების გარდა იქ თითქმის ვერავის მოჰკრავდით თვალს, დღეს კი არც ერთი ტურისტი ისე არ წავა თურქეთიდან, მარმარილოს ზღვაში მდებარე ეს ულამაზესი კუნძულები არ მოინახულოს.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გავითვალისწინეთ, რომ ყველა ახლომდებარე პლაჟი ფასიანი იყო, უფასო საბანაო ადგილების საპოვნელად კი გრძელი გზის გავლა მოგვიხდებოდა. ამწვანებულ, აყვავებულ და მოვლილ კუნძულებზე სეირნობა სასიამოვნო კია, მაგრამ ერთი ბოლოდან მეორემდე ბავშვებთან ერთად ყოველდღე სიარული ჭირდა, თანაც პრინცის კუნძულებზე ავტომანქანები არ დადის, გადაადგილება მხოლოდ ფაიტონით, ველოსიპედით და ელექტროველოსიპედით შეიძლება, რაც არცთუ იაფი სიამოვნებაა.

ამ სურათს სწორედ პლაჟისკენ მიმავალი გადავეყარე, გიზიარებთ და ვიცი, ჩემსავით, ერთსა და იმავე დროს, აღფრთოვანდებით და დამწუხრდებით.

აღფრთოვანდებით იმით, თუ როგორ ეპყრობიან ამ მხარეში ადამიანები ბუნებას, როგორ უფრთხილდებიან თითოეულ ხეს, მზად არიან, საგზაო მშენებლობის წესებიც კი დაარღვიონ სასიცოცხლო გარემოს გადასარჩენად.

დამწუხრდებით, რადგან ასეთ დამოკიდებულებას, მზრუნველობასა და სიყვარულს ჩვენში ვერ ნახავთ, ასეთ პასუხისმგებლობას სიცოცხლის, ბუნებისა და მომავალი თაობის მიმართ ვერსად წააწყდებით.

არც თურქეთია ამ მხრივ სამაგალითო ქვეყანა, იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, ხშირად გიგანტურ ჰესებსა და დიდ მშენებლობებს ეწირება მწვანე გარემო და აუცილებელი სასიცოცხლო სივრცე, მაგრამ იქ ერთ ხეს აშკარად უფრო დიდი შანსი აქვს, გადარჩეს და ადამიანებს გადარჩენაში დაეხმაროს.

გამომგონებლური პრობლემების გადაჭრის თეორია და სასწავლო პროცესი

0

აზროვნება რთული და საინტერესო პროცესია. მის “გამართულად”
მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მხარეები, ახალი ტექნოლოგიური
აღმოჩენები და გამოგონებები, შემცნების ახალი გზების ძიება
. ამ საქმეში დიდი როლი აკისრია ინტუიციას. ამიტომ მის განვითარებაზე
მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ. მეცნიერება დიდი ხანია დაინტერესებულია ახალი თეორიებით,
რომლებიც კარგად მომზადებულ სპეციალისტს საშუალებას მისცემდა, გამორჩეული წარმატებებისთვის
მიეღწია. უკვე ნახევარი საუკუნეა აქტიურად
გამოიყენებენ ე.წ. გამომგონებლური პრობლემების გადაჭრის თეორიას
. სახელიდანაც ჩანს,
რომ იგი გვეხმარება შემოქმედებითი აზროვნების,
როგორც გონებრივი აქტივობის გააზრებული, მიზანმიმართული და მართული პროცესის ფორმირებაში
(სუბიექტის მიერ სააზროვნო ოპერაციების ეფექტურად გადაწყვეტაც ხომ აზროვნების კულტურაზეა
დამოკიდებული).

ასეთი ზემოქმედება ადამიანზე, პირველ რიგში,
განათლების სისტემამ უნდა მოახდინოს. მან უნდა მისცეს ადამიანს ცოდნაც და მისი გამოყენების
უნარიც, უნდა “შეამუშავებინოს” აზროვნების სტილი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერი მხარის
გაანალიზების საშუალებას მისცემს.

გამომგონებლური პრობლემების გადაჭრის თეორია შეისწავლის ტექნიკური
სისტემების განვითარების ობიექტურ კანონზომიერებას და შეიმუშავებს ტექნიკური პრობლემების
გადაწყვეტის მეთოდოლოგიას (მეთოდების და მიდგომების სისტემას).
ამავდროულად, გამომგონებლური
პრობლემების გადაჭრის თეორია პრობლემის ანალიზის პრაქტიკული მეთოდოლოგიაა _
იმ
პრობლემების, რომლებიც წარმოიქმნება ხელოვნური სისტემების ფუნქციონირების დროს (ხელოვნური
სისტემების განვითარების თეორიაც ამ ბაზაზეა დაფუძნებული).
 

აღნიშნული თეორია მოიცავს სუბიექტის მიერ
პრობლემური სიტუაციის ანალიზისთვის და მისი ეფექტური გადაჭრისთვის საჭირო სააზროვნო
პროცესების ძირითად ეტაპებს. იგი სულ უფრო
ფართოდ გამოიყენება განათლების სისტემაში, როგორც საბაზისო მეთოდოლოგია აზროვნების
კულტურის ფორმირებისთვის.
ეს ერთგვარი ინსტრუმენტია არასტანდარტული ცხვორებისეული
ამოცანების გადაწყვეტისთვის, იმ პასუხების მოკლე დროში პოვნისთვის, რომლებიც ხანგრძლივი
დროის განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა (უფრო მეტიც, ამოცანაზე პასუხის მოძიების დროს
ადამიანი, რომელიც ფლობს გამომგონებლური პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიას, შეიძლება
“საშიში” მოწინააღმდეგე აღმოჩნდეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის).

თეორია (გ. ალტშულერი,
XX ს.-ის 40-იანი წწ.) გულისხმობს პრობლემის
საწინააღმდეგო, “შებრუნებული” თანმიმდევრობით გადაწყვეტას
: იდეალური  საბოლოო რეზულტატის მისაღებად და პრობლემის გადასაწყვეტად
ირჩევენ საპირისპირო მიმართულებით სიარულს, იწყებენ “ბოლოდან” (პრობლემის გადაწყვეტას იდეალური საბოლოო შედეგის
წარმოდგენით
). ამით ხდება ალგორითმის შესაძლებლობის ილუსტრირება (არსებითად ეს
მართლაც გაცილებით ადვილია, ვიდრე პრობლემების გადაწყვეტა ტრადიციული მეთოდებით – ცდებითა
და შეცდომების მეთოდით). გამომგონებლური ალგორითმის
არსიც ამაშია და მასვე ეფუძნება გამომგონებლური ამოცანების გადაჭრის თეორიაც.

ზოგადად, გამოგონების ალგორითმი წარმოადგენს შეკითხვების წყებას, რომელზე პასუხითაც
სუბიექტი ყურადღებას ამახვილებს პრობლემების გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანეს ამა თუ
იმ არსებით ელემენტზე და ამ გზით ახდენს გადაწყვეტილების სინთეზს
.

შემოქმედებითი ამოცანის გადაწყვეტა 4 სტადიას მოიცავს:

  1. ამოცანის (დავალების, პრობლემის) ფორმულირების დაზუსტებას;
  2. ოპერატიულ სტადიას;
  3. ანალიტიკურ სტადიას;
  4. სინთეზურ სტადიას.

პირველი სტადიის (ამოცანის,
დავალების, პრობლემის ფორმულირების დაზუსტება) კითხვები:


v 

რა არის საბოლოო მიზანი, რისთვის წამოიჭრა ამოცანა?


v 

შეიძლება თუ არა ამ მიზნის მიღწევა “შემოვლითი”, სხვა დავალების
გადაწყვეტის გზით?


v 

რომელი გზა (პირდაპირი თუ “შემოვლითი”) გვაძლევს უკეთეს შედეგს?


v 

რომელი დამატებითი მოთხოვნები არსებობს ამ მომენტისთვის?
რომელი მოთხოვნები წამოიჭრება მომავალში (ანუ როგორ შეიძლება დავალების შეცვლა პერსპექტივაში)?

მეორე სტადიაზე (ანალიტიკური
სტადია) აუცილებელია:


v 

განვსაზღროთ იდეალური საბოლოო შედეგი,
პრობლემა წარმოვიდგინოთ გადაწყვეტილად (ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი, რაც უნდა
შეცვლილიყო, ფუნქციონირებს იდეალურად);


v 

განვსაზღვროთ, რა გვიშლის
ხელს
, რა სიძნელე
გვეღობება, რა ეწინააღმდეგება იდეალურ შედეგს,
ანუ ვუპასუხოთ კითხვებზე:


·        

მაგრამ რატომ…?


·        

კონკრეტულად რა…?


·        

შეუძლებელია სასურველის მიღწევა?


·        

რა გვაფერხებს?

 

ამავე
დროს შემაფერხებლად, ხელისშემშლელად არ უნდა
ვაქციოთტერმინოლოგიური ჩარჩოები, არ უნდა მოვექცეთ მათგავლენის ქვეშ; უნდა ვისარგებლოთ ადვილად გასაგები განსაზღვრებებით, ახსნა-განმარტების
ზოგადი ქარგით.

 


v 

ვუპასუხოთ კითხვებს:

 


·        

რამ გამოიწვია შეფერხება?


·        

რაში მდგომარეობს მისი უშუალო მიზეზი?

 


v 

ვუპასუხოთ შეკითხვებს:

 


·        

რა შემთხვევაში ვერ შეგვიშლიდა ვერაფერი ხელს სასურველი შედეგის
მიღებაში?


·        

რა პირობებია საჭირო დაბრკოლების აღმოსაფხვრელად?

 

ანალიტიკური სტადიის კითხვებზე პასუხის გაცემისას,საქმის არსიდან გამომდინარე, თანდათან და მიზანმიმართულად გამოვლინდება წინააღმდეგობა,
რომელიც ხელს უშლის პრობლემის მოგვარებას.

 

ამ დროს წამოჭრილი
წინააღმდეგობების კორექტირება ხდება გამომგონებლური
 პრობლემის გადაჭრის ოპერატიულ და სინთეზურ
სტადიებზე.
ამოცანის გადაწყვეტის შემოქმედებითი გზების ძიებისას სასურველია ვუპასუხოთ
შეკითხვას: შეიძლება თუ არა ახალი ობიექტი
ახლებურად გამოვიყენოთ?

 

ამის შემდეგ ამოცანა უკვე სხვა სტადიაზე გადავიდა:მდგომარეობიდან “რა ვქნათ?”, “რა გავაკეთოთ?” (ანუ გამოძიების, გამოკვლევის სტადიიდან)
გადავიდა მდგომარეობაზე _ “როგორ გავაკეთოთ?”, რაც არის კიდეც “საგამომგონებლო” პრობლემა.

 

აზროვნების ამგვარ თანმიმდევრულობას ეწოდება საგამომგონებლო პრობლემის გადაჭრის
ალოგირთმი,
რომელიც საგამომგონებლო
პრობლემის გადაჭრის ძირითადი აზრია
(იგი, ამ ალგორითმის გარდა, ოპერატიული და სინთეზური
სტადიების დონეზე მრავალ ტიპურ გადაწყვეტასაც გულისხმობს).

 

თეორიის მთავარი
კანონია მისწრაფება იდეალური ხარისხისკენ
(მაგალითად, არსებული, უკვე ცნობილი
გზების გამოყენებით უმჯობესდება ერთი მაჩვენებელი, ვთქვათ, სატრანსპორტო ხარჯები და
ეს ხდება სხვა მაჩვენებლების გაუარესების გზით, მაგალითად, ქვეითდება გამტარობა და
კონსტურქტორი იძულებულია, კომპრომისული გადაწყვეტლება მოძებნოს კონკრეტული შემთხვევებისთვის).
მიღებული პასუხები აუცილებლად მიმართულია იდეალური პასუხისკენ, ყოველ შემთხვევაში,
მიისწრაფვის  იდეალურისკენ. ასეთ პასუხს უწოდებენიდეალურ საბოლოო შედეგს, ამიტომ ყველაზე
მეტად გავრცელებულ სიტუაციებში გამომგონებლური
ამოცანების  გადაწყვეტა შეიძლება განვიხილოთ,
როგორც ტექნიკური წინაღობის  გამოვლენის, ანალიზის
და გადაჭრის პროცესი.

 

საგამომგონებლო
პრობლემების გადაჭრის გზებია:

 


v 

პრობლემის (ამოცანის)
ანალიზი
(მინი-ამოცანის ფორმულირება; მინი-ამოცანის გადაჭრის შემდეგ რეალურად საჭირო მეთოდების
გამოვლენა; პრობლემის, ამოცანის მოდელის შექმნა; გრაფიკული სქემის გამოხატვა; ზოგადი
პროცესებიდან ძირითადის გამოყოფა; პრობლემის უკიდურესად მწვავე მდგომარეობის წარმოჩენა;
პრობლემის სხვადასხვა მხარის სწორად დასახელება; ყველა ვარიანტის გამოყენება პრობლემის
გადასაჭრელად; დავალების პირველი ნაწილის გადაუჭრელობის შემდეგ მეორეზე გადასვლა);


v 

პრობლემის (ამოცანის)
მოდელის ანალიზი
(საჭირო რესურსების გამოყენება; პრობლემის “საზღვრების” დადგენა; დროის გამოთვლა
კონფლიქტის მოგვარებისთვის);


v 

პრობლემის შეცვლის,
გარდასხვის ამოცანა;


v 

საფრთხეების აცილება;


v 

მიღებული პასუხების
გამოყენება;


v 

პრობლემის გადაწყვეტის
მიმდინარეობის ანალიზი.

 

მოცემულ თეორიას გარკვეული კანონზომიერება
ახასიათებს (და საერთოდაც, მართალია, სისტემები მრავალნაირია – სამეცნიერო, მხატვრული,
სოციალური და ა.შ., მაგრამ მათი განვითარება მსგავს კანონზომიერებას ექვემდებარება).
ეს კანონზომიერებებია:

 

  1. ტექნიკური სისტემა მაშინაა იდეალური, როდესაც სისტემა, როგორც ასეთი, არ არსებობს,
    მაგრამ მისი ფუნქციები სრულდება;
  2. თეორიას აქვს წესებიც – წინააღმდეგობა უნდა გაძლიერდეს უკიდურესობამდე;
  3. რესურსების სრულად გამოყენება.

 

გამომგონებლური პრობლემების გადაჭრის თეორიას აქვს შესწავლის
ობიექტი
(ტექნიკური სისტემებისა და შემოქმედებითი
პიროვნების განვითარების კანონები), თავისი
მეთოდი
(დიდი მოცულობის ისტორიულ-ტექნიკური და ისტორიულ-ბიოგრაფიულ  ინფორმაციის ანალიზი), თავისი ენა (ტექნიკური “რეაქციები” შეიძლება ჩაიწეროს ისე, როგორც ქიმიური
რეაქციები), თავისი ინფორმაციული ფონდი(პრინციპები, მეთოდები და მიდგომები)
.მიტომაა, რომ იგი სწრაფად შეიჭრაAმეცნიერების ყველა დარგში. მათ შორისაა
გპგთ
+
პედაგოგიკა
(ანუ გამომგონებლური პრობლემების
გადაჭრის თეორიას + პედაგოგიკა), რომელიც ფართოდ
გამოიყენება განათლების სისტემაში:
პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში, სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, კადრების შერჩევისთვის,
მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის ამაღლებისთვის.

 

გამომგონებლური
პრობლემების გადაჭრის თეორიის
ელემენტებია ე.წ. სისტმები, რომლებიც გამოიყენება პედაგოგიკაში.  

  

I სისტემაის შედგება ცალკეული ელემენტებისგან (ქვესისტემა), მაგრამ  ამავე დროს აქვს მთლიანი სისტმური ეფექტი: ჩვენ სისტემაში
ვცხოვრობთ, ყველაფერი, რაც გარს გვარტყია, წარმოადგენს სისტემას. გამონაკლისს არ წარმოადგენენ
არც პედაგოგიური ობიექტები და არც პროცესები. მაგალითად, გაკვეთილი სისტემაა, რომელიც
შედგება ცალკეული ქვესისტემებისგან (ნაკვეთებისგან,
ბმულებისაგან, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი სტრქტურა და ასრულებს გარკვეულ ფუნქციას: ცოდნის შემოწმებას,
ახალი მასალის შესწავლას, გამტკიცებას, საშინაო დავალების ინსტრუქტაჟს)
.  გაკვეთილს, როგორც
სისტემას
, გააჩნია თავისი ეფექტი: ავითარებს და ზრდის მოსწავლეებს კონკრეტული საგნის შინაარსის
საშუალებით
. და ბოლოს: გაკვეთილის არც ერთი ნაკვეთი, არც ერთი ბმული არ გვაძლევს მთლიანი გაკვეთილის სისტემის ეფექტს.

 

II  ოპერატორის სისტემა _ ის ჰგავს რამდენიმეეკრანიან სქემას: არცხენა მხარე წარსულია, ცენტრში – ახლანდელი დრო, მარჯვენა მხარეს – მომავალი. ქვედა სამი ეკრანი – ქვესისტემებია, შუაში – სისტემები,
ზემოთ კი მეტასისტემა
(სქემა 1):


სქემა 1

 

 

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია განვიხილოთ დინამიკაში:

 

დავუშვათ, ტრადიციული გაკვეთილი არის სისტემა.
მოვათავსოთ ის დღევანდელობაში. დავინახავთ, რომ ის შედგება ქვესისტემისგან და ამავე
დროს შედის მეტასისტემაში – გარკვეული
თემის ირგვლივ დაჯგუფებული გაკვეთილების სისტემაში. აღნიშნული
იერარქია შეგვიძლია
ავაგრძელოთ ქვემოთაც
და ზემოთაც (გაკვეთილის თემები შედი
თავებში, ცალკეული თავები ერთიანდებ განყოფილებებში, თავის მხრივ, ისინი შედაგენენ კურსს და ასე შემდეგ). აგრამ აქ აუცილებლად დაისმება შეკითხვაც: რა იქნება ტრადიციული გაკვეთილის შემდეგ?

 

ამ დროს ისევ გამოიკვეთება მეთოდური ხაზი:


Ø 

დიდაქტიკურ სისტემაში
სტრუქტურული, ფუნქციური და დროითი შესაძლებლობების ან მისი ელემენტების  ჩართვა გული
ხმობს რესურსების არსებობას;


Ø 

გაკვეთილის ცალკეული
ნაწილების მიხედვით რესურსების სახეობებიც სხვადასხვაა;


Ø 

გაკვეთილები ძირითადად
თემებადაა დალაგებული, ამიტომ რესურსებიდან მეტარესურსებიც გვხვდება.

 

გაკვეთილზე ასევე გვხვდება:

  • საინფორმაციო რესურსები;  
  • დროითი რესურსები (რომლის მიხედვითაც ხდება გაკვეთილის
    თითოეული ბმულის, თითოეული ნაკვეთის ათვისება);
  • ფუნქციონალური რესურსები (ისინი ძალიან მნიშვნელოვანია
    პრაქტიკული საქმიანობის
    თვის);
  • სისტემური რესურსი – ის რაც აერთიანებს ყველა თემას,
    ყველა თავს, ყველა განყოფილებას;
  • რესურსების წინაწარი ანალიზი (განვლილ მასალას და შესაფერის
    ცოდნას + ახალი მასალა და ცოდნის განზოგადება = პრობლემების გადაჭრას).

 

თუ გავითვალისწინებთ,
რომ
აზროვნება, ზოგადად, არასისტემატურია, მაშინ ამ თეორიამ ძალიან საინტერესო
შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
მაგალითად,   თუ ამოცანაში ნახსენებიახე, ადამიანი ხედავს ხეს, მაგრამ აქტიური, შემოქმედებითი აზროვნების
დროს
ხის ხსენებისას მაშინვე აინთება სამი ეკრანი: მეტასისტემა (ხეების ჯგუფი), სისტემა (ხე),
ქვესისტემა (ფოთოლი). ეს მინიმალური სქემაა. ზოგჯერ სხვა
ეკრანებიც ირთვება: მეტასისტემა (ტყე) და ქვესისიტემა (ფოთლის უჯრედები).
მთავარი ისაა,
რომ ეს ყველაფერი მოჩანს _ განიხილება თავის განვითრებაში _ რადგან მუშაობს გვერდითა ეკრანები, რომლებიც უჩვენებენ წარსულსა
და მომავალს ყველა დონეზე, თანაც დინამიკაში.  

 

ცნობილია,
რომ სასწავლო მასალის ათვისება ადვილია თამაშით სწავლ
ებისას/ სათამაშო სიტუაციების შექმნისას. ისტორიის გაკვეთილზე ამ მეთოდის აქტიურად
გამოყენება სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით კი
_ V-X კლასებში. 

 

განვიხილოთ ასეთი სამუშაოების შესრულებისმაგალითები.

 

I – თემა – ძველი
ეგვიპტე:

წარმოიდგინე და
დაასრულე:


v 

ფარაონი…


v 

ის იყო მეფე, შემდეგ დაიპყრო ეგვიპტე და გახდა ტახტის მეპატრონე. დაიწყო ყველას
მბრძანებლობა…


v 

ეხნატონი ეგვიპტის მზე
იყო – მისი თაყვანისცემა ფარაონმა ბრძანა…


v 

ყოვლისშემძლენი…

 

ძველი მსოფლიოს ისტორიის კურსში (“როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები
ძველად” და “ეგვიპტელი დიდებულების ცხოვრება”) შეგვიძლია უფრო ცოცხლად, “განმაზოგადებლად”
წარმოვადგენინოთ მოსწავლეს მასალა, თუ მას ასეთი სათაურით მივაწოდებთ: “სტუმრად ეგვიპტელებთან”.
განმავითარებელი სწავლებისთვის ეს ძალიან საინტერესოა, უცხოა, ახალია და მოსწავლეს
განაწყობს “არაჩვეულებრივის”, “არატრადიციულის” მისაღებად. 

მოსწავლეებმა იკამათეს, იმუშავეს და აღწერეს ეგვიპტელების
ცხოვრება. მოცემული ტექსტი განსხვავდებოდა გაკვეთილის მასალისგან, თუმცა გაცილებით
ღრმად “ჩადიოდა” წარსულში. ამის შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი წარმოდგენებიც კი დახატეს.
ცხადია, ეს გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, ვიდრე ამ მასალის უბრალოდ მოთხრობა
(აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისაგან მიღებული პასუხები ისეთი საინტერესო შეიძლება
იყოს, რომ გაკვეთილის თემის და ამოცანის დასახელებისთვისაც კი გამოგვადგეს).

 

II – თემა – ძველი
საბერძნეთი:

 

შეავსე კროსვორდი/ჩაინვორდი
:

 


სქემა 2


ასუხები:
1.
ლიმპო, 2. პითოსი; 3. ამოსი; 4. სატირა.

 

 

III _ ისტორიული არითმეტიკა:

 


v 

E(ე + ი) . რიდა = ერიდას
+ ირიდა;


v 

L(ლაკ + კოლ) . ონია = ლაკონიას
+ კოლონია
.

 

IV
– დრო და სივ
რცე:

დროის ქრონოლოგიის შესასწავლად ეფექტურია ქრონოლენტის გამოყენება
და მოსწავლეთა “მოგზაურობა” წარსულსა და “მომავალში”. ამ დროს ისინი პასუხობენ შეკითხვას:
“რას ხედავთ ირგვლივ?”

V _ განვიხილოთ სტრატეგიები:

“იპოვე შეცოდმა!”

მოსწავლეებს დაურიგდებათ ტექსტი წინასწარ დაშვებული შეცდომებით,
რომლებიც უნდა აღმოაჩინონ და გაასწორონ.

საინტერესოა ასევე “საშინაო
დავალების განხილვა”,
რომელიც მიმდინარეობს შეკითხვის მიხედვით:


·        

“როგორი უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალება?”

მოსწავლეები პასუხისას გამოიყენებენ ნარატივს, სქემებს, ნახატებს,
ცხრილებს და, შესაბამისად, მათი დავალება ყოველთვის იქნება საინტერესოდ და ამომწურავად
შესრულებული. 

მოცემული მეთოდი განუსაზღვრელ
საშუალებებს აძლევს მასწავლებელს მუშაობისთვის, ამიტომ მის
გამოყენებაზე
ძნელად თუ იტყვის იგი უარს. ამ დროს ვითარდება მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნება
და
ისტორიის საგანი შეიძლება ყველაზე საინტერესო გახდეს მათთვის.
მოსწავლე ასევე ეჩვევა არატრადიციული მეთოდებით პასუხების მოძიებას, რითაც აზროვნება
ორიგინალურ ხასიათს იღებს და ცოდნის ათვისება და ნასწავლის გამტკიცება აქტიურდება.

 


საბოლოოდ კი, ვიღებთ
ისტორიული ცოდნის ფართო მასშტაბს, ისტორიული წარმოდგენების ფორმირების, განვითარებული
კრიტიკული აზროვნების,  დამოუკიდებელი ანალიზის,
ფაქტების და მოვლენების შეფასების, საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების საოცარ უნარს.
ამიტომ გამომგონებლური უნარების გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია
და დადებითად აისახება მთლიანად განათლების სისტემაზე.    

სამი მიზეზი ჩაისთვის…

0


ასე თხლად ჩაცმული რომ მოვდიოდი, თავი მაინც ვინ მეგონა?  მოსაცმელიც კი არაფერი მაქვს, ყველაფერი ჩემოდანშია  ჩალაგებული.

ჰოდა, ახლა თვითმფრინავში ვზივარ და საკუთარ თავს ყურს ვუგდებ. ცხვირი სველი მაქვს, ყელი მფხაჭნის, თავიც მიგუგუნებს.  შემდეგი სტადია უკვე ჟრუანტელი და ძვლებში მტვრევის შეგრძნება იქნება. ოღონდაც ეს არა! ჩემი მოგზაურობა ამჯერად ხუთდღიანია და ყოველი დღე დილიდან საღამომდე დაკავებული მაქვს. აქედან ორ შეხვედრაზე მოხსენებით ვარ გამოსასვლელი და არ მინდა არც გაციება და არც სიცხე. 

აეროპორტში მომდევნო გადაჯდომამდე ოთხი საათი მაქვს და სულ ამაოდ ვცდილობ ვენტილაციისგან დაცული ადგილის პოვნას. ჟრუანტელიც მეწყება… თავის შესაქცევად სოციალურ ქსელში ვწერ,  დილიდან ვფიქრობ, გავცივდე თუ არა-მეთქი. ამას საკუთარი თავის გასამხიარულებლად ვაკეთებ. თუმცა ახალი ამბები ვირტუალური ქსელიდან რეალურ სამყაროში სინათლის სიჩქარით ვრცელდება და სტატუსის დაწერიდან ასე ხუთიოდე წუთში სახლიდან ზარია… 

გაცივდი ხო? სიცხე გაქვს? ცხვირით კიდევ სუნთქავ?

ოჰ, რატომ უყვართ ადამიანებს სხვის საქმეებში ჩარევა? 

კი ბატონო, ცხვირით ჯერ კიდევ ვსუნთქავ, თუმცა პირსაც ვიშველიებ და სანამ მთლიანად საავარიო სუნთქვაზე არ გადავსულვარ, სასწრაფოდ ჩაი უნდა დავლიო. უკვეთავ ყველაზე დიდი ჭიქით და ერთი მთლიანი ლიმონის დაჭრას ვითხოვ. ლიმონს ცალკე მივაყოლებ, ჩემს მდგომარეობაში ვიტამინ C-ს პაწაწინა ნაწილიც კი გასაფრთხილებელია და მდუღარე წყალს ვერ დავაშლევინებ.

– რომელი ჩაი მოგართვათ? – მეკითხება ოფიციანტი;

– რამდენნაირი გაქვთ? – კითხვას უბრუნებ;

– ხუთნაირი.

– ყველას გავსინჯავ ერთმანეთის მიყოლებით, – ვუღიმი ოფიციანტს. ისიც მიღიმის, ფიქრობს, ვეხუმრები. მე კიდევ სახუმაროდ საქმე არ მაქვს.

ჩაის ჭიქა ლამაზადაა გაფორმებული და ზედ ვიღაც უცნაურად მორთული კაცი  ხატია. თან ვსვამ თან ვათვალიერებ. ჩინეთის იმპერატორი შენ ნანგი ყოფილა. ჩინეთს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში მართავდა. სანადიროდ წაბრძანებულა და ჩემსავით გაციებულა, კოცონი დაუნთიათ და ზედ წყალი შემოუდგამთ. ნიავი ყოფილა და მდუღარე წყალში ჩაის ფოთლები ჩაყრილა, რომლებიც ნიავს იქვე მდგარი ჩაის ბუჩქიდან მოუტაცია. იმპერატორს ცხელი სასმელი მოსწონებია და უთქვამს, არ ვიცი მე არაფერი, ამის შემდეგ ცხელ წყალს ამ ფოთლებიანად ვსვამო. 

მე კიდევ სხვა ამბავი ვიცოდი ერთ ინდოელზე, რომელმაც შეამჩნია, რომ მისი თხები და ცხვრები სხვანაირად გახალისებულნი დარბოდნენ. აღმოაჩინა, რომ რაღაც ბუჩქიდან ფოთლებს წიწკნიდნენ. მერე, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ლეგენდებში ხდება ხოლმე, მოწყვიტა ფოთლები, ჯერ ალბათ გემო გაუსინჯა, მერე იფიქრა, აბა ცხელ წყალს დავასხამ და დავლევო და მოეწონა. ალბათ მეზობელს ურჩია, იმან მეორეს და აგერ ამ ლეგენდის ამბავმა ჩემს ყურამდეც მოაღწია. 

სოციალურ ქსელში დაწერილი ამბავი სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ამიტომ ჩაის დალევისთვის მხოლოდ  სამ მიზეზს დავწერ და ვნახოთ „ფეისბუქ-ნიავი” რა სიჩქარით გაავრცელებს მას.

მიზეზი #1

ჩაი შეიცავს კატექოლამინებს, რომლებსაც ანტისიმსივნური მოქმედება ახასიათებთ. ისინი ბუნებით ანტიოქსიდანტები არიან და თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. თუმცა, თუ სადმე სიმსივნურ უჯრედს წააწყდებიან, მასშიც სიამოვნებით  შეაღწევენ და, პირიქით, მჟანგავის  თვისებებს იძენენ და შიგნიდან ანადგურებენ მას.

მიზეზი #2

ჩაი გვიცავს ზედმეტი წონისგან. ამას კვლავ კატექოლამინები აკეთებენ, რადგან ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ და ერთი ჭიქა ჩაის დალევის შემდეგ  40-50კკალ-ით მეტი იწვება.  

მიზეზი #3

ძვლოვანი ქსოვილი რომ გვაქვს, ეს ვიცით. ახლა ისიც ვიცოდეთ, რომ უჯრედები, სახელად ოსტეოკლასტები,  ძვლოვან ქსოვილს შლიან. სხვა უჯრედები, სახელად ოსტეობლასტები კი აღადგენენ. კატექოლამინები ოსტეობლასტებს ააქტიურებენ, ოსტეოკლასტებს კი თრგუნავენ. ანუ ძვლოვან ქსოვილს დაზიანებისგან იცავენ. 

დღეში 4 ჭიქა ჩაია  საჭირო. თუმცა ჩაი წყალს არ ცვლის. პირიქით, შარდმდენია და ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის. 

წყალზე გამახსენდა, საქართველოში წყლის ქლორირებას ახდენენ (ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ონკანის წყალი ქლორს ნამდვილად შეიცავს), რითაც მის დეზინფექცია ხორციელდება. თუ ასეთ ქლორირებულ წყალს მრავალჯერ აადუღებთ, დიოქსინი წარმოიქმნება, რაც ორგანიზმში მოხვედრისას კიბოს პროვოცირებას იწვევს. დიოქსინი ქსენობიოტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ის ნივთიერებაა, რომელიც მეტაბოლიზმში ჩაერთვება. ასე რომ, წყალი ჩაისთვის ყოველთვის ხელახლა უნდა ავიღოთ ონკანიდან.

კიდევ რას შეიცავს ჩაი? მთრთილავ ნივთიერებებს – ფოთოლში 15-30%-ია. მათგან აღსანიშნავია ტანინი. სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩაის ფერი (თუმცა, ფერს ასევე მასში შემავალი პიგმენტებიც განაპირობებენ), სურნელი, სიმაგრე. ტანინი სისხლძარღვების კედლების სიმაგრეს ასტიმულირებს. 

აიღეთ სხვადასხვა სახეობის ჩაი, თითოეული მათგანი მოათავსეთ ქიმიურ ჭიქაში და წვეთობით დაუმატეთ რკინის (III) ქლორიდის კონცენტრირებული ხსნარი. ქიმიურ ჭიქაში არსებული ხსნარი გამუქდება და ლურჯ შეფერილობას მიიღებს. ეს ტანინთან ლურჯი ფერის კომპლექსნაერთი წარმოიქმნება. ფერის ინტენსივობის მიხედვით, შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომელი ჯიშის ჩაი შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით ტანინს. 

ჩაი ალკალოიდ კოფეინსაც შეიცავს და ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ყავის პრეროგატივაა. თუმცა, ჩაიში შემავალი კოფეინი ორგანიზმში არ გროვდება და მალევე გამოიყოფა. ამიტომ, ჩაი ყავასთან შედარებით დიდი რაოდენობით შეიძლება დავლიოთ. 

ჩაი ნახშირწყლებსაც შეიცავს, თან ერთდროულად ორ ტიპს: უხსნადს – სახამებელი, ცელულოზა და ხსნადს – საქაროზა, ფრუქტოზა, გლუკოზა.

ბუნებრივია, აქ ვიტამინებიც მოიპოვება. გახსოვთ, ზემოთ დავწერე, ლიმონი ცალკე მივირთვი, რომ ცხელ წყალში ვიტამინი C არ დაშლილიყო–მეთქი. ჩაის ფოთლებში ეს ვიტამინი ოთხჯერ მეტია ლიმონთან შედარებით. თუმცა, ცხელი წყალი მასზეც მოქმედებს.  გარდა ამისა, ჩაის ფოთლებში აღმოაჩენთ PP, B1, B2, B12, K ვიტამინებს. 
ნებისმიერი სახის ჩაი აიღეთ (მწვანე ჩაი განსაკუთრებით გამოგადგებათ) და ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ. დაამატეთ გამოხდილი ან ონკანის წყალი და ჩაასხით 10 მლ კონცენტრირებული მარილმჟავა, შემდეგ თუთიის ფირფიტები ჩაყარეთ. ხსნარი თანდათან გავარდისფრდება, შემდეგ კი გაუფერულდება. ამ ცდით ჩაიში რიბოფლავინს ანუ ვიტამინ B2-ს აღმოვაჩენთ. 

რა ხდება ამ დროს ქიმიურ დონეზე?  ჰენრი კავენდიშის ცნობილი ისტორიული ცდა მიმდინარეობს, თუთია მარილმჟავასთან შედის რეაქციაში, შედეგად წყალბადი გამოიყოფა. ეს უკანასკნელი კიდევ რიბოფლავინს აღადგენს. შედეგად ჯერ წითელი ფერის როდოფლავინი წარმოიქმნება (ფერი რიბოფლავინის რაოდენობაზეა დამოკიდებული და სინჯი ძირითადად ვარდისფერ შეფერილობას იძენს ხოლმე რიბოფლავინის სიმცირის გამო), შემდეგ კი უფერო ლეიკოფლავინი.

გაუფერულებული ხსნარის შენჯღრევისას ლეიკონაერთი კვლავ იჟანგება ჰაერის ჟანგბადით და ისევ რიბოფლავინი წარმოიქმნება.

მწვანე ჩაის წყალი დაასხით და მცირე ხნით დატოვეთ. შემდეგ დაუმატეთ მეთილენის ლურჯის 0,01%-იანი სპირტხსნარის 1მლ და კარგად მოურიეთ. ჰაერის ჟანგბადთან შეხებისგან დაცვის მიზნით, მოარგეთ საცობი. ჭურჭელი შედგით თერმოსტატში (37-40 გრადუსი). დროის განმავლობაში სინჯარაში არსებული სითხე გაუფერულდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მეთილენის ლურჯი აღდგება უფერო ლეიკოფორმად და წარმოიქმნება დეჰიდროასკორბინის მჟავა. როგორც კი ჭურჭელს საცობს მოხდით, ჰაერის ჟანგბადთან შეხების შედეგად, ხსნარი კვლავ ლურჯად შეიფერება. 

ჩაის „სულს” ეთერზეთები განსაზღვრავენ. სულ რაღაც 0,08% შემცველობით არიან, თუმცა ვარდის, ვანილის, თაფლის, იასამნის, ციტრუსების სურნელს ჩაის სხვადასხვა ჯიშს სწორედ მასში შემავალი ეთერზეთი აძლევს. უფრო დიდი რაოდენობით, ე.წ. წითელი ჯიშის ჩაიშია. 

თითქოს ცხვირით სუნთქვა დავიწყე, თავიც წეღანდელივით აღარ გუგუნებს. ხელში ჩაის ჭიქა მიჭირავს და უზარმაზარი მინიდან სივრცეს შევყურებ. 

თენდება უკვე, გარეთ…

„ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი ხიდან ჩამოფრენილი,
და სტიროდა მიდამო, იძვრებოდა ტყეები
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები…” (გალაკტიონი)
.

ლექსიკის სწავლისა და სწავლების პრობლემატიკა

0
ახალი სიტყვების სწავლება ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა სკოლებში უცხო ენების მასწავლებელთათვის.
ხშირად ბევრი დრო დაგვიკარგავს მოსწავლეთათვის ახალი სიტყვების გადაცემაში, მაგრამ ამაოდ – მრავალ მათგანს კვლავ უჭირს მათი ათვისება.

სიტყვების მიწოდებისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის შესაძლებლობა, მივცეთ მათ დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება.

არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც გამართლებულია სიტყვების სწავლებისას და რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის გონებრივ განვითარებას.

1. სიტყვების რაოდენობა – მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავად ამოიწერონ უცნობი სიტყვები ტექსტიდან და თან სთხოვეთ, ამოიწერონ იმდენი, რამდენის დასწავლასაც შეძლებენ. მოსწავლეებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი წარმატებული წინაპირობაა აკადემიური მოსწრებისა და ცოდნის გაუმჯობესებისა.

2. კონტექსტი – არ არის სასურველი, პირდაპირ დაფაზე დავუწეროთ განმარტებები ან მივაწოდოთ სიტყვები „მზა ფორმით”. სთხოვეთ მოსწავლეებს, უცნობი სიტყვის მნიშვნელობა ამოიცნონ კონტექსტის მიხედვით, მერე კი ამ სიტყვაზე ააგონ რამე წინადადება. ვაცადოთ მოსწავლეებს, იყვნენ დამოუკიდებელნი და არა დამოკიდებულნი.

3. გამეორება – ეს აქტივობის ის სახეობაა, რომელსაც, მიიჩნევა, რომ ბევრი დრო მიაქვს. სინამდვილეში ღირს დროის ხარჯვა ამ აქტივობაზე. მოსწავლეს უვითარდება ფონეტიკური უნარები და ცდილობს, სწორად გამოთქვას სიტყვა. აქვე აღსანიშნავია სიტყვების რაოდენობაც. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება 20-50 სიტყვა – საწყის ეტაპზე 5-7-იც საკმარისია, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში. სთხოვეთ მოსწავლეებს, გამეორებული სიტყვა დაწერონ ან გამოიყენონ ახალ კონტექსტში, რათა ის მათი აქტიური ლექსიკის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

4. დახარისხება, შედარება (Categorizing, Matching) – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც სიტყვების ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. ახალი სიტყვების მიწოდებისას ეცადეთ გამოიყენოთ აქტიური სავარჯიშოები ლექსიკაზე. მაგ., სთხოვეთ დაასახელონ, რომელი მეტყველების ნაწილია ესა თუ ის ახალი სიტყვა: kind – adjective (კეთილი – ზედსართავი სახელი) და ა.შ., – ან დაახარისხონ სიტყვები, მაგ., თვლადები და უთვლადები, ზმნები, არსებითები და ა.შ. სავარჯიშოების აქტიური შესრულება გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ სიტყვების ჩამოწერა და მიწოდება.

5. ხატვა – სწავლების დაწყებით საფეხურზე სთხოვეთ მოსწავლეებს, დახატონ ახალნასწავლი სიტყვა (თუ შესაძლებელია). შემდეგ სთხოვეთ, მიუწერონ სიტყვას განმარტება ინგლისურად. შემდეგ გამოვიდნენ კლასის წინაშე და საკუთარი ნახატი მარტივი წინადადებებით ახსნან, სხვებმა კი მისი დახატული სიტყვა გამოიცნონ. მაგ.: It is round. It is red. It is fruit.What is it? – ეს მრგვალია. ეს წითელია. ეს არის ხილი. რა არის ეს? გამარჯვებული მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვის უნდა დავაჯილდოოთ რაიმე სიმბოლური საჩუქრით, თუნდაც სტიკერით ან სერტიფიკატით. 

6. მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხეულის ენა – ეს ის საშუალებებია, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეს აზროვნებასა და დამოუკიდებლობას გავუღვივებთ. მოსწავლე სიტყვის მნიშვნელობას თავად ამოიცნობს და არა დაისწავლის მზა ფორმით მიწოდებულს მასწავლებლის მიერ.

7. სიტყვების რუკა (Word Map) – ეს აქტივობა კარგია როგორც ტექსტის წაკითხვამდე, ისე კითხვისას ან მის შემდეგ. ფრთხილად ამოარჩიეთ ტექსტიდან საკვანძო სიტყვები, რომელთა მიწოდებაც გვინდა მოსწავლეთათვის. უცნობ სიტყვებს გვერდით მიუწერეთ განმარტებები უფრო მარტივი ენით, მინიშნებით. ვთქვათ, ვკითხულობთ ტექსტს სპორტის შესახებ. ამოვწეროთ საკვანძო სიტყვები დაფაზე სქემის, რუკის ან ნებისმიერი მოხერხებული სახით და მივუწეროთ განმარტება, სინონიმები, ანტონიმები და ა.შ.
Sport
goggles – We use this to protect our eyes. Fit – synonym of sporty და ა.შ.
სწორად დაგეგმილი სტრატეგიები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

დავით ახვლედიანი –  პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე,  ინგლისური ენის მასწავლებელი

სითბო, რომელიც გონების კარს ხსნის

0
ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალ გამოკვლევაში მონაწილეობა 382-მა მოზარდმა მიიღო. მათ ჯერ კოგნიტურ მგრძნობელობასა და დეპრესიულ სიმპტომებთან დაკავშირებული ტესტები შეავსებინეს, შემდეგ კი 7-თვიანი შუალედით სამჯერ ჩაუტარეს იგივე სახის ტესტირება. ტესტირების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მოზარდების სქესს მიენიჭა. აღმოჩნდა, რომ კვლევის  პერიოდში გოგონების დეპრესიულმა ფონმა იმატა, ვაჟებში კი იკლო. ვაჟებთან შედარებით, გოგონები უფრო ბევრს განიცდიდნენ და ხვდებოდნენ სტრესულ სიტუაციებში. „სტრესი დეპრესიის ერთ-ერთი საფუძველთაგანია. მასწავლებლებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ მოზარდი გოგონები უფრო ხშირად არიან სტრესის მსხვერპლი და აუცილებელია უფროსების დროული ჩარევა,” – ამბობს მკვლევარი ჯესიკა გამილტონი.      

მკვლევართა მეორე ჯგუფი აღმოსავლეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ სტრესისადმი ნაკლებად მიდრეკილნი არიან მოზარდები, რომლებსაც მშობლები საკუთარ თბილ გრძნობებს არასოდეს უმალავენ და სიყვარულით ზრდიან. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მშობლები არ უნდა მოერიდონ სითბოს გამოხატვას, რადგან ეს მათი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას წაადგება. 

5 ათასამდე ოჯახის გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების თანდასწრებით ერთმანეთის მიმართ სითბოს ღიად გამოხატავდნენ, მომავალში სამაგალითო მშობლებად იქცნენ. ისინი ნაკლებად უყვირიან ბავშვებს, მეტი ყურადღებით ეკიდებიან მათ საჭიროებებს. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მკაცრი აღზრდის ნორმები, მაგალითად ისეთი, როგორიც ჩინეთშია, ბავშებვს თვითშეფასების უნარს უქვეითებს. 

ამ მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებიც უერთდებიან. ისინი მოუწოდებენ მშობლებს დაუფარავად მოახდინონ სიყვარულისა და სხვა დადებითი ემოციის დემონსტრირება. დასჯაზე ორიენტირებული მშობლები მუდმივად უნდა ელოდონ ბავშვის ცუდ ქცევას. დაუმორჩილებელ ბავშვსაც კი ჩახუტება და შექება მეტად აგრძნობინებს მშობელთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. იმისათვის, რომ უფროსი თაობის მითითები არ გაუფასურდეს, ფსიქოლოგები ურჩევენ დააიგნორონ ბავშვების ქცევითი შეცდომები. 

ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ფიზიკური კონტაქტი, მით უფრო ადრეულ ასაკში. უამრავი კვლევა გვიჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხელში აჰყავთ, გულში იკრავენ და ეფერებიან, გაცილებით ჯანმრთელები და გონიერები იზრდებიან, ვიდრე ისინი, ვინც მშობლებისგან დისტანცირებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდულ ასაკში ბავშვები ბევრ რამეს აპროტესტებენ და ყველა გზით ცდილობენ მოიპოვონ თავისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაფერში სჭირდებათ მშობლების სიყვარული. შვილებთან კომუნიკაციის გასამყარებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ მათ საკუთარი ინტერესები და მოლოდინებიც აქვს. მშობლება უნდა მისცენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიიღების უფლება. შესაძლოა მოზარდი ყველაფერში დაეთანხმოს დედას და მამას, მაგრამ თავი ცუდად იგრძნოს და ამის გამო განუვითარდეს სტრესი, დეპრესია, გახდეს აგრესიული, დაიწყოს ნარკოტიკების მოხმარებას და სხვ.

არსებობს მეორე უკიდურესობა – ბევრი მშობლის მზრუნველობა უსაზღვროა და გონივრულ ფარგლებს სცილდება. ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი ექსპერიმენტის შედეგი ცხადყოფს, რომ მშობლები, რომლებიც ბავშვების ცხოვრებაში ძალიან აქტიურ მონაწილეობენ, ვნებენ მათ დამოუკიდებლობას. ასეთი მოზარდები მხოლოდ მშობელთა მოტივაციიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. მშობლის კარნახის, მათი თანადგომის გარეშე მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება და გლობალური თუ წვრილმანი გადაწყვეტილების მისაღებად მუდმივად მიმართავენ მშობლებს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის კვლევაში 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ისინი ყვებოდნენ თუ რამდენად მძლავრად აკონტროლებენ მშობლები. მკვლევარებმა ისიც შეაფასეს რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ ამ მოზარდებს თანატოლებთან – მეგობრებთან, „შეყვარებულებთან”. ის მოზარდები, ვისაც უჭირდა სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, მშობლების მხრიდან უფრო მკაცრ ფსიქოლოგიურ კონტროლს განიცდიდნენ. მათ მშობლებს სულ იმის შიში ჰქონდათ, რომ ბავშვებზე ვინმეს „ცუდ ზეგავლენას” მოახდენდა. მკვლევართა შეფასებით, უფროსების მხრიდან ზედმეტი კონტროლი ბავშვის განვითარებას ხელს უშლის, ისინი ვერ იცავენ საკუთარ შეხედულებებს. ეს კი მძიმედ აისახება მათ ზრდასრულის ცხოვრებაზე.    

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ჩვენი “ჯიჯი”

0
”გამაგიჟებს ეს ბავშვი. სათამაშოები ამას არ უყვარს და ველოსიპედი. დღე და ღამე ბურთს დასდევს. ან დასდევდეს მაინც… აქაოდა ყველაზე მაღალიაო, უბნის დიდ ბავშვებს ჩაუყენებიათ კარში, უბრახუნებენ ბურთს და სულ დაჟეჟილ-დაბეგვილი აქვს გვერდები. შემოირბენს სახლში ათი წუთით, შესანსლავს პიცას და გარბის უკან. არ ვიცი, მაგის სკოლის მასწავლებლებს როდემდე უნდა ვემალო. წიგნი ბოლოს როდის გადაშალა – აღარც კი მახსოვს”, – საკუთარი შვილის “უსაქციელობაზე” ხშირად ეწუწუნებოდა ლორენცო ბუფონი თავის მეგობრებს. ლორენცოს მეგობრებს რა უჭირდათ? ერთის შვილი მათემატიკის კოლეჯში სწავლობდა, მეორესი ვიოლინოს წრეზე დადიოდა. მოკლედ, აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება. გადარეული პატარა ჯიჯი კი ეზოში ათენ-აღამებდა და თავპირდასისხლიანებული ბრუნდებოდა სახლში.

 “ასჯერ მაინც ვიქნები ძელზე შემსკდარი. განსაკუთრებით ბავშვობაში, როცა ბურთის სავარაუდო ტრაექტორიის გათვლა ჯერ კარგად არ ვიცოდი. ტვინის შერყევაც ბევრჯერ მიმიღია, მაგრამ ბოლოს ისე შემიყვარდა მეკარეობა, რომ თუ უბნის ბავშვებს არ ეცალათ, სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხვეწებოდი, კარში ჩავდგები და ბურთი დამიტყით მეთქი”, – ასე იხსენებს ჯანლუიჯი თავის ბავშვობას. რომელიც ტოსკანის რეგიონის ზღვისპირა პატარა ქალაქ კარარაში გაატარა.

კარარა როგორი ქალაქია იცით? აი, ქუთაისს ზღვა რომ ჰქონდეს, დაახლოებით ქუთაისის მსგავსი… ხალხი ხმაურიანი, მზე მცხუნვარე, გოგონები ულამაზესი, ბიჭები გადარეულები, მოხუცები ძველი ამბებით დახუნძლულნი, მოლაყბე მძღოლები, ღვინოში ქურთუკის გამცვლელი პოეტები, ღიმილიანი დედაბრები… მოკლედ, კარარა ქუთაისია, ოღონდ ზღვისპირეთის ქუთაისი. ამბობენ, ნაღდი იტალიური პიცა პირველად სწორედ კარარაში გამოცხვაო. ყოველ შემთხვეაში, ტოსკანელები ძალიან ამაყობენ ამით და რომ უთხრა, პიცა ლომბარდიული რამეაო, შეიძლება მხოლოდ თვალების ბრიალსა და განაწყენებას არ დასჯერდნენ. ახლა რას ნიშნავს ტოსკანელობა… ტოსკანელობა ნიშნავს უპირატესად სამ რამეს: ფლორენციით სიამაყეს, ვაზის ზვრებით თვალების დაელმებას და ფეხბურთის ისე ავადმყოფურად სიყვარულს, როგორც ეს რობერტო ბაჯოს შეეძლო.

ჰოდა, ”დაავადდა” ეს პატარა ჯიჯი ბუფონიც ამ ფეხბურთით. ბუფონი იმ პერიოდში გაიზარდა, როდესაც იტალიაში ყველა მაფიის დამარცხებაზე და ახალი ცხოვრების დაწყებაზე საუბრობდა. როდესაც “ახალი იტალიის” ასაშენებლად, შვილებს ადვოკატებად და ეკონომისტებად ზრდიდნენ. როცა ადამიანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ კუთხური სეპარატიზმი სამარცხვინო და იტალიისათვის დამღუპველი ამბავი იყო. ჯანლუიჯი არაფრად დაგიდევდათ “ახალი იტალიის მშენებლობას”.  რამდენიმე მასსავით შერეკილ მეგობართან ერთად დარბოდა კარარას მტვრიან ქუჩებში, დააგორებდა ბურთს და გადავარდნილი ბურთის მოტანის დროს ფეხით თელავდა უნიკალურ ყვავილებს, რომლებსაც ტოსკანალები მხარის სიამაყედ მიიჩნევენ. რეგიონის დედაქალაქის – ფლორენციის სიმბოლოც ხომ სწორედ იაა. თან ეს ჩვეულებრივი ია არ გეგონოთ. ის ტოსკანურია, ანუ განუმეორებელია!

 მერე რა მოხდა? მერე გაიზარდა პატარა ჯიჯი. ჯერ ემილიურ ”პარმაში” თამაშის დროს იხტუნავა ლამაზად, მერე უკვე პიემონტელებმა უხმეს და იქიდან მოყოლებული, არაერთი სტადიონის საჯარიმო აატალახა “იუვეს” ქომაგების გულის გასახარად. მერე დიდებული 2006 წელიც მოვიდა და გერმანიაში აპირველებინა ტიტულებს მონატრებულ ”სკუადრა აძურას”. მერე სერია ”ბ”-ში ითამაშა და იქიდან ამოათრია ჩაწყობილი თამაშების გამო რანგით მეორე ლიგაში გადატყორცნილი ”იუვენტუსი”. მერე ყველას შეაყვარა თავი და მისი სახელი სრულიად იტალიას ამოასვირინგებინა გულზე…

რაც დაზუსტებით ვიცით და ყოველთვის გვეცოდინება ისაა, რომ იტალიის ნაკრებს ჰყავს კაპიტანი, სახელად ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც აქვს გრძელი ხელები, დიდი გამოცდილება, უსაზღვრო ნიჭი და ნამდვილი ტოსკანელის გული. გული, რომელიც ვარჯიშებზე ვერ ჩამოყალიბდება. ტოსკანელად უნდა დაიბადო და მხოლოდ მაშინ გეყვარება იტალია ისე, როგორც უყვარს ჯიჯის – მხიარულ ახმახს, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს!

საქმიანი თამაში როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალება

0
თამაში ადამიანის საქმიანობის უძველესი ფორმაა, თანაც ისეთი, სადაც მას შეუძლია თავი გამოიჩინოს სხვადასხვა პოზიციაში – იყოს „უბრალოდ ის, ვინც არის” ან გახდეს „აქტიური პირი”, „წამყვანი”, „ორგანიზატორი”, „საქმის ინიციატორი” და ა.შ., ამიტომ თამაში კარგი მოტივატორია პიროვნების დასაინტერესებლად, ცოდნის ასამაღლებლად, უნარ-ჩვევების დასახვეწად. სასწავლო-შემოქმედებით საქმიანობაში თამაშის ჩართვის საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ.

სათამაშო ტექნოლოგიების მთავარი დამსახურება  ის არის, რომ მოსწავლეები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ერთვებიან სასწავლო პროცესში და რა დადებითი ემოციებით ივსებიან, ეს კი მთავარია სწავლისას, ამიტომ მასწავლებელი უნდა ეცადოს განავითაროს მოსწავლეთა ინიციატივა თამაშების ორგანიზებისთვის და წაახალისოს კიდეც ისინი ახლის გამოგონებისთვის.

თამაში მოსწავლეს ეხმარება არა მარტო ცოდნის შეძენაში, არამედ პიროვნული თვისებების განვითარებაშიც: ის ავითარებს სააზროვნო პროცესებს, მეხსიერებას, წარმოსახვას, პროფესიულ ინტერესებს, აფართოებს თვალსაწიერს; ასწავლის მოსწავლეებს შრომას, გამომგონებლობას, ანალიტიკურ აზროვნებას, სწავლის მოდელირების ძირითად მეთოდებს, საქმისადმი პასუხისმგებლობას; ხელს უწყობს შემეცნებას, სისტემური აზროვნების პროვოცირებას, საგნობრივი დისციპლინების შესწავლას. თამაშს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს: მოსწავლეები ეჩვევიან სოციალიზაციას, ჯგუფურობას, მიზანსწრაფულობას და ა.შ. 

განსაკუთრებით დიდია მოსწავლეთა დაინტერესება, როდესაც საქმე ე.წ. საქმიან თამაშებს ეხება. საქმიანი თამაში, პრაქტიკულად, სემინარის სპეციალური ფორმატია, რომელიც ორიენტირებულია ისეთი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც მაქსიმალურად უახლოვდება რეალურს. მისი ჩატარება შესაძლებელია კომპიუტერისა და რთული გამოთვლითი სისტემის გარეშეც, ამიტომ კონკრეტულ დროსა და სივრცეზე დამოკიდებული არ არის.

საქმიანი თამაშების არსი
 
I – საქმიანი თამაში (როგორც შესაძლებლობა პროფესიული საქმიანობის იმიტაციისა, რომელსაც წარმართავენ საქმიანი, კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები);

II – იმიტაცია (პირობით სიტუაციებში საქმიანობის ფორმა, რომელიც მიმართულია მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში საზოგადოდ არსებული გამოცდილების ათვისებისკენ);

III – მოდელირება (ჯგუფური, ინდივიდუალური);

IV – თამაში (რეალურად არსებული ობიექტების, პროცესების, მოვლენების შეცვლილი ფორმა, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ხორციელდება).

წარმოდგენილი სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ საქმიანი თამაში რეალურ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ასახავს და ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა სავსებით გამართლებულია (მაგალითად, საქმიანი თამაშების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგენს რეალური ისტორიული მოვლენებისა და სიტუციების მოდელს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პროგნოზი მომავალი შესაძლო ისტორიული მოვლენების მსვლელობისთვის, მათი მოდელირებისთვის).

საქმიანი თამაშების მეშვეობით მოსწავლეებთან შესაძლებელია სხვადასხვა შედეგის მიღება, სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება, მაგალითად:

  • უნარ-ჩვევების განვითარება მიღებული ცოდნის საფუძველზე (სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული საქმიანობის შედეგად);

  • უნარ-ჩვევების განვითარება საჭირო ინფორმაციის მოპოვების გზით;

  • უნარ-ჩვევების განვითარება ჯგუფური მოღვაწეობის რეალიზაციის მეშვეობით;

  • უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაციური კულტურის ჩამოყალიბებით;

  • საჭირო გამოსვლების, პრეზენტაციების უნარ-ჩვევის დაუფლება.

მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, რომ თამაში იძლევა უსაზღვრო თავისუფლებას, ის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს, თუნდაც იმისთვის, რომ არ წარიმართოს სტიქიურად და იყოს გამართული. ამისთვის აუცილებელია საქმიანი თამაშების სტრუქტურის ცოდნა და დაცვა. ეს გულისხმობს:

·ჯგუფების ფორმირებას;
·რეალური სიტუაციების მოდელირებას;
·ჯგუფებში მუშაობას;
·პრეზენტაციის მომზადებას;
·ჯგუფების პრეზენტაციას;
·შედეგების შეჯამებას.
ჯგუფების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია:

  • სურვილი; 

  • არჩევა ან დანიშვნა ლიდერისა, რომელიც აყალიბებს ჯგუფს (ამ გზას მიმართავენ მაშინ, როდესაც ლიდერის საქმიანობა ჯგუფში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);

  • წევრთა რაოდენობის დადგენა, ჯგუფის მიერ დავალების მიღება და შეთანხმება მომზადებასა და პრეზენტაციის დროზე;

  • თამაშის ბოლოს აუცილებელია ჯგუფისა და თითოეული მოსწავლის შეფასება (შეფასების სქემაზე ჯგუფის წევრები შეიძლება ერთდროულად შეთანხმდნენ).

საქმიანი თამაშების წარმოების მეთოდოლოგიური პრინციპები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში მსგავსიცაა და განსხვავებულიც. სასწავლო პროცესში შედარებით ხშირად გამოიყენება ისეთი თამაშები, სადაც გვხვდება მოთხოვნები: „შეადგინე სიტყვა”, „შეადგინე დიაგრამა”, „…მატრაგრამა”, „…შარადა”, „…რებუსი”, „…კროსვორდი” და სხვ.

საქმიანი თამაშის ფორმებია:
◦ თამაში-ანალიზი – დეტალური ანალიზი კონკრეტული სიტუაციისა, რომელიც ამა თუ იმ გარემოებით არის გამოწვეული (მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი ამ დროს საგანგებოდ აწვდის მოსწავლეებს არასაკმარის მონაცემებს ისტორიული ინციდენტის შესახებ და სთავაზობს მათ, შეავსონ პრობლემების „ჩამონათვალი” სპეციალური ლიტერატურის გაცნობით);

◦ თამაში-„გონებრივი იერიში” – იმპროვიზაციისა და ორიგინალურობის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და ათავისუფლებს დაძაბულობისგან. მასში კლასის მაქსიმალური რაოდენობის წევრია ჩართული და კარგი მოტივატორია საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად;

◦ თამაში-ინფორმაციული ლაბირინთი – ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ დოკუმენტების შერჩევა-გადარჩევაზე.

◦ თამაში-ისტორიული როლების გათამაშება – დაკავშირებულია კონკრეტული სიტუაციის (მაგალითად, პარლამენტის სხდომის) ინსცენირებასთან;

◦ თამაში-სინთეტიკა (ბერძნ. „სხვადასხვაგვარი ელემენტების შერევა”) – წარმოადგენს „გონებრივი იერიშის” მეთოდის განვითარებას. თამაში იწყება იმ პრობლემებისა და სადისკუსიო თემის ფორმულირებით, რომლებიც გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფები მოიძიებენ მსგავს სიმბოლოებსა და ანალოგიებს, განიხილავენ შესაძლო სირთულეებს, დაბრკოლებებს, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში უშლით ხელს. მესამე ეტაპზე მოხდება იდეების ორგანიზება და ჯგუფებს შორის განაწილდება როლები:

  • ნოვატორები წარმოადგენენ და განიხილავენ ახალ იდეებს;
  • ოპტიმისტები გვიჩვენებენ იდეის კონსტრუქციულ მხარეს;
  • პესიმისტები გამოავლენენ იდეის „სისუსტეებს”;
  • რეალისტები იდეის რეალიზების შესაძლებლობებს დაამტკიცებენ;
  • ექსპერტები კი თამაშის მონაწილეებს დააკვირდებიან და ექსპერტიზის დასკვნას შემოგვთავაზებენ.
„სინთეტიკის” თამაში 6-8 საათს გრძელდება. ამ დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიზნების იერარქიაზე, მისაღწევი შედეგების გააზრებაზე, იდეის მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამოკიდებულებაზე.

მოცემული საქმიანი თამაშების ფორმატში შეიძლება ჩატარდეს გაკვეთილი-თამაშები საზოგადოებრივ მეცნიერებებში: „კონსტიტუციიდან რესპუბლიკამდე”, „ნაციონალიზმი და XXI საუკუნე”, „ხალხი ქვეყნის სიმდიდრეა, ხალხის სიმდიდრე – ქვეყნის სიმდიდრე”, „პოლიტიკური პარტიის ფორმირება”, „მე როგორც კერძო მეწარმე”, „თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები” და ა.შ.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

საქმიანი თამაში „თანამედროვეობის გლობალური პრობლემები”

მიზანი:

ა) მოსწავლეთა ცოდნის განზოგადება თანამედროვეობის გლობალურ პრობლემებზე; პრობლემათა თავისებურებების, ურთიერთკავშირების გამოვლენა;

ბ) ჯგუფის წევრთა უნარ-ჩვევების განზოგადება, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, წარმოსახვის განვითარება;

გ) გლობალური პრობლემებიდან სოციალური ასპექტების გამოყოფა და მათზე ყურადღების გამახვილება, ერთობლივი ძალისხმევა მათ გადასაჭრელად.

დავალება:

● ამოირჩიეთ სიიდან საინტერესო თემა და ჩამოთვალეთ გლობალური პრობლემები:

I ჯგუფი – „ადამიანი-საზოგადოება”;
II ჯგუფი – „ადამიანი-ბუნება”;
III ჯგუფი – „საზოგადოება-საზოგადოება”.
მოვიყვანოთ სამყაროში არსებული გლობალური პრობლემების მაგალითები;

Øმარადიულ კითხვაზე – „რა ვაკეთოთ?” – შესთავაზეთ პრობლემების გადაჭრის თქვენეული გზა;
Øმოიგონეთ მომავლის ალტერნატიული სცენარი, დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი;
Øდახატეთ ესკიზი პლაკატისა, რომელიც ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენმა ჯგუფმა წარმოადგინა.
სამუშაო დავალება:

ა) პლაკატის შეჯამება (მე-5 პუნქტის მიხედვით);

ბ) პრესფურცლის „მსოფლიოს გლობალური პრობლემები” დამზადება – შეარჩიეთ და გააფორმეთ საგაზეთო სტატიები, მოიძიეთ გლობალური პრობლემების დამადასტურებელი ელექტრონული მასალები, ილუსტრაციები, ამ პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ამსახველი დოკუმენტები და სხვ. 

საქმიანი თამაშები ხელს უწყობს მოსწავლის აქტიურობას, ზრდის მის მოტივაციას, დაინტერესებას. ასეთი თამაშები გამოგვადგება პრაქტიკულ ცხოვრებაში, XXI საუკუნის საქმიანი ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში, ახალი ცხოვრებისეული მოთხოვნების შესაბამისი ახალგაზრდის აღზრდა-ფორმირებაში, მომავალი პროფესიების გააზრებაში, ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფაში, ამიტომ წარმატებით შეიძლება მათი ფართო გამოყენება სასწავლო პროცესში.

გაკვეთილის ანალიზის სახეები

0
მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა.

მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი  სასკოლო მენეჯმენტის სწორად წარმართვაა, ამიტომ თითოეულ პედაგოგს სხვადასხვა მახასიათებლით აფასებენ, მაგალითად:

1.მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის გეგმა, რათა უზრუნველყოს სასწავლო მიზნების მიღწევა;

2.ეფექტურად უნდა გაანაწილოს გაკვეთილის დრო;

3.მასწავლებელი რეგულარულად უნდა აფასებდეს მოსწავლეებს;

4.ის ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში და მზად იყოს მათ დასახმარებლად…

დღეს პედაგოგს უამრავი შემფასებელი ჰყავს, ახალი (მოსალოდნელი) სქემის მიხედვითაც, ამბობენ, რომ მასწავლებლის შეფასება მოხდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ, გარე შეფასებით და თვითშეფასებით. თვითშეფასება, ალბათ, უმთავრესია, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება, რა გვაქვს დასახვეწი, სასწავლი, ასათვისებელი, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ მოსწავლეებთან. მასწავლებლის შეფასებისას მთავარი მის მიერ ჩატარებული გაკვეთილია და უნდა ვიცოდეთ, რას მივაქციოთ მეტი ყურადღება თვითშეფასებისას. გთავაზობთ გაკვეთილის ანალიზის სახეებს. იმედი მაქვს, ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში. წარმატებებს გისურვებთ!

გაკვეთილის თვითანალიზისთვის მასწავლებელი უნდა იცნობდეს გაკვეთილის ანალიზის სახეებს:

1.მოკლე შეფასებითი ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქციის ზოგადი შეფასება (საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი მახასიათებლების გადაწყვეტა და შეფასება)

2.სისტემური ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის, როგორც სისტემური ჯაჭვის, განხილვა მთავარი დიდაქტიკური და განმავითარებელი ამოცანების გადაწყვეტის, ცოდნის ფორმირების უზრუნველყოფის, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, სწავლების მეთოდების ათვისების თვალსაზრისით. 

3.სრული ანალიზი  – ეს არის ასპექტური ანალიზის სისტემა, რომელიც შეიცავს გაკვეთილის ამოცანების განხორციელების შეფასებას, სასწავლო აქტივობების შინაარსსა და სახეებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: 
·ცოდნის ათვისების ხარისხი; 
·გონებრივი საქმიანობის აქტივობები;
·მოსწავლეთა განვითარების ხარისხი; 
·დიდაქტიკური პრინციპების რეალიზების მაჩვენებელი;
·გაკვეთილის ღირებულება და შედეგიანობა. 

4.სტრუქტუირებული (ეტაპობრივი) ანალიზი  – ეს არის გაკვეთილის იმ დომინირებული სტრუქტურების (ელემენტების) გამოვლენა და შეფასება, რომლებიც მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. 

5.დროის  სტრუქტურის შეფასება – ეს არის გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისთვის გამოყოფილი დროის შეფასება.

6.გაკვეთილის აღმზრდელობითი მიმართულების ანალიზი  –  ეს არის გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო მასალის შეფასება და ეფექტურობის დადგენა (რამდენად  ეფექტურად ეხმარება მოსწავლეს პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში).

7.კომბინირებული ანალიზი  – გაკვეთილის ძირითადი დიდაქტიკური მიზნისა და განხორციელებული აქტივობების ერთობლივი შეფასება. 

8.დიდაქტიკური ანალიზი  – ეს არის ძირითადი დიდაქტიკური საფუძვლების ანალიზი (დიდაქტიკის პრინციპების რეალიზება, მეთოდების შერჩევა, სწავლების ხერხები და საშუალებები, სასწავლო მასალის დიდაქტიკური დამუშავება, მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და სხვა). 

9. ფსიქოლოგიური ეტაპი – ეს არის გაკვეთილის ფსიქოლოგიური მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა (შემეცნებითი უნარების განვითარების უზრუნველყოფა).

10.კომპლექსური ანალიზი  –  დიდაქტიკური, ფსიქოლოგიური და გაკვეთილის სხვა საფუძვლების ერთობლივი ანალიზი (ძირითადად გაკვეთილის სისტემის). 

11.ფსიქოლოგიურ – პედაგოგიური ანალიზი  – სწავლების საფუძვლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენებისა და დაცვის ერთობლივი შეფასება.

12. ასპექტური ანალიზი  – ეს არის დეტალური და ყოველმხრივი შესწავლა და ანალიზი გაკვეთილის მიზნებისა და მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების. 

XXI საუკუნის განათლება: ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა

0
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ შეთანხმებული დოკუმენტი პირველად 1948 წელს იქნა მიღებული გაერთიანებული ერების გენერალურ შეკრებაზე. ეს დოკუმენტია დეკლარაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის – თავისუფლებისას, თანასწორობისას, სიცოცხლისას. შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნული დოკუმენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა, განსაკუთრებით – ჰოლოკოსტის დროს მილიონობით უდანაშაულო და დაუცველი ადამიანის განადგურებამ, ევროპის სახელმწიფოები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ერთიანი და შეთანხმებული დოკუმენტის არსებობა, რომელიც ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეს დაიცავდა. ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, ქორწინების თავისუფლება, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, არჩევანისა და არჩევნების უფლება, განათლების უფლება და მშობლის უფლება – ასეთია იმ უფლებათა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის პირველი ვერსიით იქნა აღიარებული.
ჩვენ ხშირად გვესმის ადამიანის უფლებათა შესახებ, გვესმის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ხელშეუხებელია, მათი დაცვა აუცილებელია, მაგრამ არ ვიცით, როგორ გავატაროთ ეს რეალურ ცხოვრებაში. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სხვა მისი მსგავსი დოკუმენტები დოკუმენტებად დარჩება, თუ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იქნა გატარებული. ადამიანის უფლებათა დაცვას სწავლება და სწავლა სჭირდება და მისი ადგილი, უპირველესად, განათლებაშია.

ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა გულისხმობს ადამიანის უფლებათა სწავლებას სხვადასხვა კონტექსტში, მაგალითად, სასკოლო განათლებაში, ზრდასრულთა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში, განსაზღვრული პროფესიის წარმომადგენელთა სწავლებას, მაგალითად, პოლიციელების, ექიმების, მასწავლებლების განათლებას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვასა და გატარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, ასევე – მშვიდობისა და კეთილდღეობის დასაცავად, ამიტომ ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკას მშვიდობის პედაგოგიკასაც უწოდებენ. ადამიანის უფლებათა სწავლებას აქვს სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდის ქვეყნებში სხვადასხვა ჯგუფის/პარტიის/მიმდინარეობის წარმომადგენელთა „შერიგების” ფუნქციაც. მაგალითად, 1999 წელს იუნესკოს ეგიდით ბოსნია-ჰერცოგოვინაში მივლინებულ იქნა განათლების სპეციალისტთა ჯგუფი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან შემდეგი მისიით: მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ გეგმა განათლების გზით სახელმწიფოში არსებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შერბილებისა და აღმოფხვრისა და ომის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციისა. ჯგუფმა დაადგინა, რომ ქვეყანაში სამი სხვადასხვა სასწავლო გეგმა არსებობდა და აუცილებელი იყო სამივეს ანალიზი, რათა გამოკვეთილიყო მათში არსებული ფარული ან ღია საშიშროებები, რომლებიც ხელს შეუშლიდა განვითარებაში ახალომგამოვლილ ქვეყანას. ანალიზის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთ საკითხებს, რომელთა სწავლება ხელს უშლიდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მოსწავლეთა ადეკვატურ რეაქციას, სასწავლო თემებს, რომლებიც არ აღკვეთდა ეთნიკური წმენდის ფაქტებს და ღია ან ფარული აგრესიული შინაარსის მქონე სასწავლო მასალას. 2000 წელს მოწვეულ იქნა ეროვნული კონფერენცია სასწავლო გეგმის რევიზიისთვის და მასში ცვლილებების შესატანად. ბუნებრივია, იოლი არ ყოფილა სამივე სასწავლო გეგმის სინთეზი და ერთიანი გეგმის შემუშავება, რადგან სამი განსხვავებული სასწავლო გეგმის უკან სამი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტერესები იდგა: მუსლიმებისა, სერბებისა და ხორვატებისა, – მაგრამ კონფერენციის შედეგად მიღწეულ იქნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთანხმება, სამივე სასწავლო გეგმიდან ამოეღოთ საფრთხის შემცველი აგრესიული თემები და მასალები და სამივეს გაეზიარებინა ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა, კერძოდ, ის სასწავლო თემები და მასალები, რომლებიც შეიმუშავა იუნესკომ სკოლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლებისათვის.

რატომ ანიჭებენ ევროსაბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას? ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომის ნეგატიურმა გამოცდილებამ და მოგვიანებით ბალკანეთის ომის შედეგებმა განაპირობა განათლების გზით ადამიანის ცნობიერების ამაღლება ომის საწინააღმდეგოდ. მეორე მხრივ, დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის უფლებათა სწავლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება ქვეყნების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. 

პირველი დეკადა ადამიანის უფლებათა სწავლების განათლების შესახებ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე გაეროს გენერალურ კრებაზე დამტკიცებულ იქნა 2005-2007 წლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების ხელშეწყობისთვის ევროსაბჭომ გამოსცა გზამკვლევი „კომპასი: ახალი გზამკვლევი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ახალგაზრდებისთვის”. ის პირველად ინგლისურ ენაზე გამოიცა, ხოლო მოგვიანებით სხვა ენებზეც თარგმნეს და შესთავაზეს დაინტერესებულ ქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების შესახებ ევროპის ქვეყნების (მაგ., გერმანიის) განათლების სისტემებში უკვე დაგროვდა შესაბამისი გამოცილდება საიმისოდ, რომ მოხდეს სასკოლო სახელმძღვანელოების ანალიზი, სასწავლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების შექმნა და დახვეწა, სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგების მეცნიერული ანალიზი და ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების სტანდარტების შემუშავება (ქართულ ენაზე იხ. სახელმძღვანელო „მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო”, მასწავლებელთა პგე ცენტრი, 2009).

ადამიანის უფლებათა სწავლებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მასწავლებელს. მასწავლებლის შესაბამისი კომპეტენციის გარეშე ადამიანის უფლებათა დაცვა არ/ვერ ისწავლება.

„მასწავლებლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში აქტიური, მონაწილეობითი სწავლების საშუალებით. დღეს, როცა საზოგადოებაში ახალმა სოციალურმა ტენდენციებმა იჩინა თავი და ყველა ერთმანეთზე დამოკიდებული გახდა, ადგილობრივი და გლობალური ცვლილებების ფონზე მასწავლებლებსა და განათლების სპეციალისტებზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ”.

ევროსაბჭოს რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის ითვალისწინებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის მისაბაძი მაგალითი თავად მასწავლებელი უნდა იყოს. მოლოდინები მასწავლებლის მიმართ საკმაოდ მაღალია, ხოლო სწავლა-სწავლების შედეგები – შემდეგი: მოსწავლემ უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ასევე – სხვათა უფლებები და შესწევდეს მათი დაცვის უნარი. მასწავლებელი თავად უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მაგალითი და, იმავდროულად, ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაიცვან ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი და სხვათა უფლებები. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უფლება აქვთ იმოქმედონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი ისე, რომ არ შეურაცხყონ სხვათა უფლებები. მათ ასევე უნდა იცოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ისტორიული კონტექსტი, გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა თანამედროვე მოქალაქის უზენაესი მოვალეობაა. 

ვინაიდან მასწავლებლის როლი ძალზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებმა მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა მაღალი სემესტრის სტუდენტებისთვის. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ევროსაბჭოს მიერ შედგენილ გზამკვლევებსა და სხვა სასწავლო რესურსებს. ამის შემდეგ ისინი ადგენენ სასწავლო გეგმებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის და ერთმანეთს წარუდგენენ განსახილველად. პროფესორის ზედამხედველობით ხდება ამ გეგმების კრიტიკული ანალიზი და შედეგების შეჯამება. ამგვარი მიდგომით მომავალი მასწავლებლები ეცნობიან ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების მეთოდებს და თავად შეიმუშავებენ სხვადასხვა მეთოდს. მოგვიანებით, სასწავლო პრაქტიკის დროს, მათ საშუალება ეძლევათ, გამოსცადონ როგორც სასწავლო გეგმები, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მასალაც ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში. განსაკუთრებით მოხერხებულია ამგვარი მეთოდების გამოცდა ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის საგნების მაგალითზე.

ბუნებრივია, მასწავლებელსა და მოსწავლეს, და არამხოლოდ მათ, გაუჩნდებათ კითხვა: რატომ უნდა ვასწავლო/ვისწავლო ადამიანის უფლებები? რას მოგვცემს ეს მე და ჩემს გარშემო მყოფებს? ამ კითხვაზე გვიპასუხებს ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო. გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პედაგოგიკა 21-ე საუკუნის განათლების განუყოფელი ნაწილია, მისი მნიშვნელობა და სარგებელი მრავალმხრივია:

„სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ:

·საშუალებას აძლევს ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს, მონაწილეობა მიიღონ იმ თანამედროვე საკითხების განხილვასა და მოგვარებაში, რომლებიც აინტერესებთ;

·გულისხმობს ახალგაზრდებისა და ზრდასრულთათვის სწავლის აქტიურ ფორმებსა და შესაძლებლობებს; 

·სასიამოვნოა, რადგან უამრავ იდეას, დამოკიდებულებასა და ინტერესს უკავშირდება;

·მომავლის განათლებაა, ახალგაზრდები აქტიურად ფიქრობენ იმაზე, როგორ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ;
·რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებაა?

·რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, ისევე როგორც მასწავლებლებსა და ზრდასრულებს, საზოგადებაში ცვლილებები მოახდინონ; 

·მჭიდროდ უკავშირდება სათემო ჩართულობას. ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა პარტნიორობა უნდა დაამყარონ თემის წარმომადგენლებთან;

·საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, გაიღრმაონ ცოდნა კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე;

·იძლევა ნეგატიურ საზოგადოებრივ გამოვლინებებზე (მაგ., რასიზმი, სტერეოტიპები და სხვ.) რეაგირების საშუალებას;

·საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, სწავლება თანამედროვე მნიშვნელოვან თემებს დაუკავშირონ. შესაბამისად, სწავლება ხდება რელევანტური;

·მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებს”.

ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების მიმართ მასწავლებლებს თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ – მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანია და უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ყოველთვის სვამენ კითხვას: როგორ ვასწავლოთ, რა მეთოდები გამოვიყენოთ მათი სწავლების დროს? არსებობს თუ არა სასწავლო რესურსები ტრადიციული ან ელექტრონული ფორმით, რომელთა გამოყენებით მივაღწევთ გაკვეთილის მიზანს? ამ კუთხით მასწავლებლებს დახმარება სჭირდებათ. როდესაც ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლებას – ამ კომპეტენციის ფლობა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისთვის მოიაზრება. მასალა სწავლების მეთოდებსა და სასწავლო რესურსებზე ქართულ ენაზე მასწავლებლებს შეუძლიათ იხილონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ შემდეგ სახელმძღვანელოებში:

1. ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ;

2. მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;

3. სკოლების დემოკრატიული მმართველობა;

4. განათლება დემოკრატიისთვის;

5. ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში;

6. ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში;

7. დემოკრატიის სწავლება;

8. მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;

9. ბავშვის უფლებათა კვლევა.

ანტიგმირები და ადამიანები

0
*

ჩემთან ერთი გერმანელი ბიჭი სწავლობდა, მარკუსი. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, აი, ისეთი, პარასკევობით აუცილებლად წვეულებებზე რომ დადიან, შაბათ საღამოს კი, შემდეგ წვეულებაზე წასვლამდე, ფეხბურთს თამაშობენ. უდარდელი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა, კარგად ჩაცმა უყვარდა, გემრიელად ამზადებდა თაფლიან ქათამს და ხშირად უსმენდა ქეთი მელუას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს მარკუსს ზოგადსაკაცობრიო პრობლემები აწუხებდა. ის კი არადა, სხვა გერმანელების პოლიტიკაზე ტრადიციულ საუბრებს ყოველთვის ხაზგასმით არიდებდა თავს.

ერთ საღამოს, მორიგი წვეულებიდან რომ დავბრუნდით, რატომღაც საბჭოთა კავშირზე მკითხა, მერე რამდენიმე წინადადება მოაყოლა მეორე მსოფლიო ომზე და უცებ ცრემლები წამოუვიდა:

_ იცი, რა ძნელია ასე ცხოვრება? დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრება. ჩვენ, ყველანი, გერმანელები, დღემდე სინდისის ქენჯნით ვცხოვრობთ ნაცისტების გამო. თითქოს არაფერშუაში ვართ, მაგრამ მაინც. ნეტავ რამდენი თაობა უნდა შეიცვალოს, რომ დამნაშავეებად აღარ ვიგრძნოთ თავი?

მე, პატრიარქალურ საზოგადოებაში გაზრდილმა ცხრამეტი წლის გოგომ, იმ დღეს ცხოვრებაში მეორედ ვნახე ბიჭის ცრემლები. სხვის მიერ ჩადენილი ისტორიული დანაშაულის გამო ატირებული ადამიანი კი, რომ არ მოგატყუოთ, არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ.

თუმცა ყველა გერმანელი, ვისთანაც მე ვმეგობრობ, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით, სირცხვილითა და თვალების დახრით ლაპარაკობს ფაშიზმზე. ცდილობენ, გერმანული სიმბოლიკა ნაკლებად გამოიყენონ. ამ ზაფხულს ისიც კი აღნიშნეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დროშებით მორთული ბერლინი შემაშფოთებლად გამოიყურებოდა.

ისინი ასე აღზარდეს, ასწავლეს წარსულში სხვების მიერ ჩადენილი შეცდომებისთვის თვალის გასწორება და პასუხისმგებლობის გაზიარება. ჩვენ კი დაბადებიდან სიდიადისა და შეუცდომლობის შესახებ გვიყვებიან, თანაც მაშინ, როცა საზოგადოების ნაწილი საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სტალინის ძეგლების აღდგენას ცდილობს.

 

*

ამანი, ჩემი იორდანიელი მეგობარი, მასწავლებელია. ბავშვებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც უფრო აფასებს მშვიდობას, ვიდრე ის. გასულ ზაფხულს, საქართველოში მოგზაურობის დროს, ამანიმ სტალინის სახლ-მუზეუმიც ნახა. ჯერ გულდასმით გამომკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, მერე კი მიამბო, როგორ განუცხადა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ: „მე მიყვარს ჰიტლერი. მას არაბები უყვარდა და ამიტომ ხოცავდა ებრაელებს. მამამ მითხრა”.

ამანიმ ჯერ ბევრი ინერვიულა, მერე კი შეეცადა, მოსწავლისთვის აეხსნა, რომ დიქტატორებს, რომლებიც უამრავ ადამიანს იმეტებენ სასიკვდილოდ, არავის სიყვარული არ ამოძრავებთ. ისინი უბრალოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ. უფრო მეტიც, სიყვარულის სახელით ხოცვა-ჟლეტა არ შეიძლება.

ჩემს სხვა, ქართველ მეგობარს თბილისშიც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. „ჰიტლერი მიყვარს!” – უთხრა ათიოდე წლის ბიჭმა მასწავლებელს, რომელმაც წიგნებისა და ფილმების დახმარებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსწავლეს თავადვე წაეღო უკან საკუთარი სიტყვები.

მასწავლებლობა რომ ძალიან რთული პროფესია მგონია და მე ვერასოდეს ვიქნებოდი მასწავლებელი, ეს ადრეც მითქვამს.

რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები.

*

მიზეზები ხშირად მიძებნია. არც მე ვარ გამონაკლისი. მეც მიგულშემატკივრია უარყოფითი პერსონაჟებისთვის და მომწონებია ადამიანები, რომლებიც კეთილშობილებით არ გამოირჩეოდნენ. არ ვიცი, რა გვამოძრავებს ამ დროს – ჯიბრი, სადღაც, სულის სიღრმეში ჩაბუდებული მიდრეკილება, გმირების არასწორი მიმართულებით ძიება თუ სურვილი, ვიყოთ განსხვავებულები.

ყოველ დილით, როცა ფანჯარას ვაღებ და ვხედავ ჩემს მეზობელს, რომელიც გამაგრილებელი სასმელებით დატვირთული, ბორბლებზე შეყენებული მაცივრით ბაზრობაზე მიდის, რომ მთელი დღე შეუსვენებლად იაროს, იშრომოს და საღამოს, პატარა შვილიშვილებს ტკბილეული მოუტანოს, მეჩვენება, რომ ნამდვილი გმირი სწორედ ჩემს ეზოში ცხოვრობს და შორს გახედვა არ მჭირდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...