ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

ჩაის სმა და ჩაში ომი(სკოლიდან წასასვლელი ადგილები)

0

დილა გრძელდებოდა ჩაით. ლადო ასათიანი იგონებდა ერთ გურულ ჯარის მეგობარზე: ვიღაცას ვეძებდით და ჩასვეს – მითხრაო. უფიქრია ჰაუპტვახტში ჩასვესო. გურულად სწრაფად ასე ითქმის: ჩას სმევს. ჰოდა, ჩასვსვამდი. თავიდან არ მიყვარდა, მაგრამ კეცის ხაჭაპურმა შემაყვარა. ეს სხვა ფეტიშია. ჩინელების და იაპონელების რიტუალის დონის. გასაშრობად გაფენილი მოჟღლემილი ფოთლების სუნიც მაღალი სიამოვნებაა. ხოლო საღამოს ჩაის გურიაში უხდება მურაბა შინდის. ჩაი შაქრით მკერეხელობაა.

 ხოლო ჩაი აჩეხეს და ყანა გაჩნდა. სადაც სიმინდი ვერ დათესეს გაველურდა ბუჩქი და ,,წევეით ჩაში სათამაშოდ’’. დედაჩემი იქ მეძებდა – ოზურგეთში, ჩემი ეზოს უკან იყო ასეთი ადგილი. ჩაი და შიგნით ღელე. ომობანასთვის და ფიქრთ გასართველად. სკოლაში შეყვარებული რომ ვიყავი, იქ დავბოდიალობდი და ვგეგმავდი, თუ ის გოგო უარს მეტყოდა, სად მომეკლა თავი. სახლში რომ განმარისხებდნენ და ერთობ უზნეური გახლდით – იქ ვიმალებოდი და სერ ტომას სოიერის არ იყოს, ვტკბებოდი, როგორ იტანჯებოდნენ ჩემები ძებნით და ,,გიორგიიის’’ ძახილით. სიჟიუტეც იქ გავწვრთენი: ბარემ ათასჯერ ჩავვარდი ღელეში, სანამ არ გადავახტებოდი და როცა გადავხტი, ფეხი ვიღრძე. ველოსიპედის ტარებაც იქ ვისწავლე. სანამ ტომი გაგვექცა, ვთქვათ ესეც, რომ მამაჩემმა ჰეკლბერის თავგადასავალი ჩაის სმის დროს წამიკითხა, რომ ეგებ მეჭამა და არ მერბინა.

თუ სოფლებში ზაფხულობით ჩაივლით, ადვილად შეატყობთ დასასვენებლად ჩამოსული ხალხის დამხვდურთაგან განსხვავებას. ჩამოსული ქალები, მოხუცები და შუახნისები არიან უფრო მსუქნები და წელში გამართულები, აქვთ შეღებილი თმა და ისეთი ხალათი აცვიათ, ახალგარეცხილობას რომ დაატყობ. ჩამოსული კაცები თამაშობენ ადგილობრივებთან ოდნავი სიამაყით და მასპინძლებსაც რაღაც მოწიწებასავით აქვთ, თან სტუმრის ფილტრიანს ეწევიან. ჩამოსული კაცები კიდევ რაღაც საოჯახო საქმეებში გარევას ცდილობენ, ცოტას მიბარავენ, მოთოხნიანსავით ან ხეს ფოთოლს წააწყვეტენ. ეს ჩამოსული ხალხი, როგორც წესი, ოჯახის განაყოფია და მერე ქალაქში დასახლებული. ჰოდა, საღამოთი ოდის აივანზე ყველა იკრიბება და ჩაის სვამს. სოფლისა და ქალაქის შეხვედრის მთავარი სცენაც ესაა.

 არის საკრალური ამბები, საგნები, ადამიანები და მცენარეები, რომელიც სულ გრჩება. ყველას საკუთარი აქვს – მცენერათაგან ჩემი ,,ჩაია’’.  ახალ მოსწავლეებს საკუთარი ექნებათ. ალბათ მათგანაც შემორჩა ვინმე ჩაისტი, მით უფრო თუ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და თუ ნაჩიარი თხილმა არ დაფარა.

აი, ,,მასწავლებელის’’ მეშვეობით გადავძახებ – თუ გამოჩნდა, შემეხმიანოს ,,კოლეგა’’

პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები

0

პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი  – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე  მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. ვინაიდან  დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, მსურს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეთოდები. იმედი მაქვს, ეს თვალსაჩინო კონკრეტული მეთოდები დაგეხმარებათ პროექტების განხორციელებაში. გისურვებთ წარმატებებს!

კონკრეტული პროექტის განხორციელების მეთოდი

 

სტრუქტურა

მოქმედების ალგორითმი

 

პრაქტიკული პროექტი

კვლევითი პროექტი

საინფორმაციო
პროექტი

შემოქმედებითი
პროექტი

 

მიზანი

 

პროექტის მონაწილეთა ან
დამკვეთის ინტერესების სოციალური ამოცანების გადაწყვეტა.

 

სასწავლო კვლევისთვის საჭირო
უნარების ფორმირება
.

 

რაიმე
ობიექტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება

პიროვნების შემოქმედებითი
პოტენციალის განვითარება
.

 

შედეგი

დასაწყისშივე ზუსტად და
კონკრეტულად არის განსაზღვრული მისაღწევი შედეგი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ
კლასის, სკოლის, ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.

 

ყოველთვის არ არის ცნობილი
კვლევის დაწყებისას
, აკეთებენ შედეგების ჰიპოთეზას, რომელიც
შემდეგ მოწმდება ექსპერიმენტულად ან თეორიულად.

დასაწყისშივე
ზუსტად არის განსაზღვრული შედეგი
, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ კლასის, სკოლის,
ქალაქის სახელმწიფოს ცხოვრებაში.

პროექტის დასრულებამდე უცნობია

 

სტრუქტურა

საჭიროებს კარგად მოფიქრებულ
სტრუქტურას, მთელი მოქმედების სცენარს, სადაც გაწერილი იქნება ყველა მონაწილის
ფუნქცია;

საჭიროა კოორდინირებული
მოქმედება;


  


სიტუაციის
პროექტისწინა ანალიზი


  


ხელმძღვანელთან
ერთად პროექტის თემის, პრობლემის, ჰიპოთეზების ფორმირება
;


  


გაშლილი
სამოქმედო გეგმის შემუშავება
;


  


ეტაპობრივი
განხილვა და საჭიროებისამებრ კორექტირების შეტანა საპროექტო მუშაობაში;


  


სასწავლო
პროდუქტის დამზადება და გაფორმება
;


  


მიღებული
პროდუქტის მომზადება საპრეზენტაციოდ და მისი საჯაროდ წარმოდგენა
;


  


პრაქტიკაში
მისი გამოყენების შესაძლო გზების მონახვა
;


  


მიღებული
პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენება (გაშვება)
;


  


თვითანალიზი
და თვითშეფასება.

ასეთი პროექტი მთლიანად
ექვემდებარება ერთიან ლოგიკას და გააჩნია სტრუქტურა, რომელიც მიახლოებულია
სამეცნიერო კვლევის სტრუქტურასთან ან მთლიანად ემთხვევა მას.

კერძოდ:


  


აქტუალურობის
არგუმენტაცია
, გამოყოფილია კვლევის პრობლემა და მიზნები;


  


ფორმირებულია
კვლევის ჰიპოთეზა
;


  


განსაზღვრულია
კვლევის მეთოდები, ინფორმაციის წყარო;


  


შეიცავს
განხილვას
, ანალიზს და მიღებული შედეგები
გაფორმებულია.

საჭიროებს კარგად მოფიქრებულ
სამოქმედო სტრუქტურას, რომლის კორექციაც შესაძლებელი იქნება სამუშაოს შესრულების
პარალელურად.

სტრუქტურის თავისებურება:


 

მიზანი;


 

აქტუალურობა;


 

ინფორმაციის წყარო;


 

ანალიზი,
განზოგადება, ცნობილ
ფაქტებთან შეპირისპირება
;


 

არგუმენტირებული დასკვნები;


 

განხილვა.

 

როგორც წესი, არ
გააჩნია ერთობლივი მუშაობის დეტალურად შემუშავე
ული სამოქმედო სტრუქტურა

კეთდება მხოლოდ გეგმის მონახაზი. შემდეგ მას
სრულყოფენ მონაწილეთა
ინტერესებისა და ერთობლივი მუშაობისა
ს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.

შემოქმედებით პროექტებში
ხშირად ხდება ისე, რომ არ ხერხდება შედეგების შუალედური
შეფასება,
მაგრამ მუშაობისათვის თვალყურის დევნება მაინც საჭიროა, რომ პრობლემების
შემთხვევაში მონაწილეებს დახმარება გავუწიოთ.

 

საპროექტო
საქმიანობის პროდუქტის ფორმა


  


გამოფენა;


  


გაზეთი, ჟურნალი;


  


მოქმედი ფირმა;


  


კანონპროექტი;


  


კაბინეტის მოწყობა;


  


სკოლის თვითმართველობის სისტემა;


  


მულტიმედიური პროდუქტი;


  


სასწავლო რესურსი;


  


ვებგვერდები;


  


რუკა;


  


ვიდეოფილმი და
სხვა
.


  


საკვლევი
თემის ირგვლივ შედარებით- შეპირისპირებითი ანალიზი
;


  


სოციოლოგიური
გამოკითხვის მონაცემების ანალიზი
;


  


ბეჭდვით
მედიაში გამოქვეყნება
;


  


 ვებგვერდი;


  


რუკა;


  


ცნობარი
და სხვა


  


ვიდეოფილმი;


  


გაზეთი, ჟურნალი;


  


ექსკურსია;


  


კოლექცია;


  


მულტიმედიური
პროდუქტი
;


  


პროგნოზი;


  


ცნობარი;


  


ვებგვერდი
და სხვა
.

 


  


მოდელი;


  


მუსიკალური
ნაწარმოები;


  


თზულებათა
კრებული
;


  


ლექსების,
ნახატების კრებული
;


  


ვიდეოფილმი;


  


გამოფენა;


  


დღესასწაული;


  


თამაში;


  


კოლექცია;

 

პრეზენტაციის
შესაძლო ფორმა


  


ვიდეოფილმის
დემონსტრაცია
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია
;


  


კვლევითი
ექსპედიციის ანგარიში
;


  


მოგზაურობა;


  


რეკლამა;


  


ტელეგადაცემა.


  


ვიდეოფილმის
დემონსტრაცია
;


  


სამეცნიერო
საბჭოზე დაცვა
;


  


ფაქტების,
დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის  ილუსტრირებული შეპირისპირება
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია და სხვა
.


  


საქმიანი
თამაში
;


  


ვიდეოფილმის
დემონსტრირება
(ან საინფორმაციო ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტის
დემონსტრირება
);


  


ფაქტების,
დოკუმენტების, ეპოქალური მოვლენების, ცივილიზაციის  ილუსტრირებული შეპირისპირება
;


  


სამეცნიერო
კონფერენცია
;


  


სამეცნიერო
მოხსენება
;


  


რეკლამა;


  


ტელეგადაცემა
და სხვა
.


  

საქმიანი თამაში;


  

რეალური ან გამოგონილი
სიტუაციის ინსცენირება
;


  

რეკლამა;


  

შეჯიბრი;


  

სპექტაკლი;


  

თეატრალიზება;


  

ტელეგადაცემა;


  

ექსკურსია და სხვა.

 

შეფასება

სისტემატური
გარე შეფასების ორგანიზება
: დაინტერესებული პირებისა და
სტრუქტურების შეფასება
.

გარე
შეფასების აუცილებლობა
: ხელმძღვანელის შეფასება,
სხვა დამოუკიდებელი
სპეციალისტების შეფასება

გარე შეფასების ორგანიზება: სპეციალისტების
შეფასებები
.

 

პრეზენტაციის სახით.

 

ღირებულება

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად
მოგვარების 
შესაძლებლობა
.

სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო
უნარების განვითარება

 

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა
.

პროდუქტის
პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა
, მოსწავლეთა მიერ პრობლემის
დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა

 

 

 

 

 

 

შორისდებულთა სემანტიკაგალაკტიონ ტაბიძის პოეზია

0
შორისდებული ადამიანის შინაგან განცდათა გამომხატველია. ეს თავისებური ენაა, რომლის მეშვეობითაც გამოითქმება სიყვარული, სიხარული, სიძულვილი, ტკივილი, აღფრთოვანება, გაოცება, გაკვირვება და სხვა. ზოგიერთი შორისდებული იმდენადაა დამახასითებელი ამა თუ იმ ხალხისთვის, ერისთვის, კუთხისთვის, რომ მისი წარმოთქმისთანავე მოსაუბრისათვის ცხადი ხდება, ვინ ლაპარაკობს. მაგალითად, იდიშის ენისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შორისდებულის _ oy vay-ს გამოყენება. აღნიშნული შორისდებული ენობრივი სიმპტომია ამ ენაზე მოლაპარაკე ებრაელი ერის ტანჯვისა და მწუხარებისა (ვეჟბიცკა).

მხატვრული მეტყველების სტილოსტატისტიკურ გამოკვლევებში სულ უფრო ხშირად გვხვდება დაკვირვებები არა მარტო ლექსიკურ ჯგუფებზე, არამედ მეტყველების ნაწილებზეც. არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ავტორის სტილის თავისებურებები უნდა ვეძიოთ ნაწილაკების, შორისდებულთა, წინდებულთა და სხვათა სტატისტიკურ განაწილებაში, რადგან ენის ამ ელემენტებს ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მწერლები და ავტორის ინდივიდუალობა უნებურად სწორედ მათ გამოყენებაში ვლინდება. ის, რაც ლექსიკის ზედაპირზეა და თვალშისაცემია, შეიძლება კვლევისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ არის არსებითი შემოქმედის ინდივიდუალობის დასადგენად. (გუჩა კვარაცხელია, მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები).

 როგორც ფუქსი აღნიშნავს, არ არის, მაგალითად, დამაჯერებელი, ბიბლიური ტექსტების ლექსიკის მარაგისა და სიტყვათა საერთო რაოდენობის ლოგარითმის მიხედვით მიღებული დასკვნები (ჰერდანისა და გრეისტონის ცდები), ანგარიშგასაწევია შემჩნეული ფაქტი, რომ ტექსტის გაყალბების ან იმიტაციის შემთხვევაში ყველაზე ადვილია ლექსიკური მიმსგავსება, მაშინ, როცა ლატენტური სინტაქსური მახასიათებლების იმიტაცია შეუძლებელია მათი ფარული ბუნების გამო.

რამდენადაც შორისდებული ადამიანის ღრმად შინაგანი განცდის ამოძახილია, ამდენად საინტერესოდ გვეჩვენება ამ მოვლენის შესწავლა პოეზიის ენაში. როგორც აკაკი შანიძე განმარტავს: “შორისდებული ადამიანს აღმოხდება პირიდან ბუნების ამა თუ იმ მოვლენის თუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რომელიმე კონკრეტული ვითარების განცდის გამო, როგორც მოკლე, სწრაფი და უშუალო გამოძახილი ამ განცდისა”.

მაღალი სიხშირული მაჩვენებლით გამორჩეული ესა თუ ის შორისდებული პოეტის ენაში შეიძლება ჩაითვალოს პოეტის ინდივიდუალური სტილის ერთ-ერთ მახასიათებლად.

გალაკტონ ტაბიძის შემოქმედებაში გამოკვლეული ტექსტების საფუძველზე შემდეგი სურათი მივიღეთ: სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდა შორისდებული ო (და მისი ვარიანტი ოჰ). ეს შორისდებულები გამოკვლეულ შორისდებულთა 98%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს პროცენტი საკმაოდ დამაჯერებელია იმისთვის, რომ დავასკვათ: გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ო/ოჰ შორისდებულთა მოხმარება სტილური ხასიათისაა და პოეტის ემოციური ინდივიდუალობის მახასიათებელია. 

საინტერესოდ გვეჩვენება ერთი პარალელი: ანთროპოსოფიაში ხმოვნები ხასიათდებიან, როგორც სულიერი განცდების გამომხატველები, თითოეული ხმოვანი თავისი განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა, მათ შორის, ო ხმოვანი, რომლის დასახასიათებლად გამოყენებულია ერთი სიტყვა: “ყოვლისმომცველობა” (შტაინერი). 

ო ხმოვნის ეს ხასიათი შორისდებულებში შეიძლება ამოვიცნოთ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში. ო/ოჰ შორისდებულით გამოიხატება ყოვლისმომცველი აღფრთოვანება ან ტკივილი, სიხარული ან მწუხარება… ამბივალენტურ გრძნობათა და ემოციათა ერთი შორისდებულით გამოხატვა დამახასიათებელია აგრეთვე გალაკტიონ ტაბიძის პოეზიისათვის. 
დადებითი ემოციების გამოხატვა ო/ოჰ შორისდებულით:

ო, როგორ მომწყურდი…
ო, მე არ ვიცი, რას შეგადარო?
ო, ქვეყნიურო სამოთხევ!
ოჰ, რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი…
ოჰ, არასდროს არ შობილა მთვარე, ასე ნაზი…
ო, ასეთი სიხარული არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში! 
და ასე შემდეგ…
უარყოფითი ემოციების გამოხატვა ო/ოჰ შორისდებულით:
ო, ვინ გაიგებს გაუგებარ დარდს…
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს!
ო, რამდენი მწუხარება ამიტანია…
ოჰ, არ ველოდი, ქალბატონო, მე თქვენგან ღალატს!
ოჰ, სიცოცხლე, უეცარი ქარია!
ო, ყოველდღე მზეები ქიმერებში ვარდება! 
და ასე შემდეგ…
შორისდებულთა არსებობა ენაში დაკავშირებულია ენის ექსპრესიულ ფუნქციასთან. პოეტურ მეტყველებაში პოეტი ირჩევს თქვას: ო/ოჰ, ნაცვლად ფრაზებისა: მე განვიცდი აღფრთოვანებას, მე ვგრძნობ ტკივილს, მე ვგრძნობ მწუხარებას, მე განვიცდი მონატრებას და ასე შემდეგ.

გამონათქვამის პირველი ტიპი (ო/ოჰ შორისდებულებით გრძნობებისა და ემოციების გამოთქმა) დაკავშირებულია ენის ექსპრესიულ ფუნქციასთან, ხოლო მეორე: ენის სიმბოლისტურ ფუნქციასთან (ვეჟბიცკა).

ზოგ შემთხვევაში პოეტი ენის ორივე ფუნქციას “აფორმებს”: “ო, ასეთი სიხარული არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში”… სხვა შემთვევაში განცდათა ამოცნობა შესაძლებელია კონტექსტით: “ო, მე არ ვიცი, რას შეგადარო?” _ ცხადია, პოეტი აქ აღფრთოვანებულია.

ცნობილი ფრანგი სემიოლოგი როლან ბარტი წერს: ენით სარგებლობის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ განწირულები ვართ, “გავითამაშოთ” ემოციები ენობრივ სცენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ ვსარგებლობთ ენით, არამედ ენა სარგებლობს ჩვენით, გვიმორჩილებს რაღაც იდუმალი და ძლიერი სცენარით. საიდუმლო დიდი ხანია გახსნილია და იგი მდგომარეობს იმაში, რომ “უშუალობა” შეუძლებელია ენის მეშვეობით გამოითქვას, რადგან თავისი ბუნებით ენა ყოველთვის გამაშუალებელ როლს თამაშობს: მას არ შეუძლია რამე “გამოხატოს”, ტკივილის ან სიხარულის გამოთქმა შესაძლებელია მხოლოდ ინსტინქტური ყვირილით, ანდა, უარეს შემთხვევაში, შორისდებულებით… ნებისმიერი რეალობა გარდაისახება ამ რეალობის ნიშანში (ბარტი).

შორისდებულებს, როგორც სხვა ენობრივ ელემენტებს, აქვთ თავისი მნიშვნელობა, ამიტომ საჭიროა, შევიმუშავოთ ზუსტი სემანტიკური ფორმულები, რომლებიც აგვიხსნიან შორისდებულთა გამოყენების სფეროს და აგრეთვე, აღწერენ განსხვავებებს სხვადასხვა შორისდებულთა მოხმარებისას. 
ო/ოჰ შორისდებულთა მაღალი სიხშირული ხასიათი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს პოეტის ინდივიდუალური სტილის მახასიათებლად და აგრეთვე პოეტის ემოციური ბუნების ძირითად “სიმპტომად”.

როგორც ვეჟბიცკა წერს: ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უნივერსალურ და კულტურულ-სპეციფიურ თემათა შესწავლა შორისდებულთა სემანტიკისა და მათ შორის დამოკიდებლბათა კვლევით.
 

სხვა მასალა ხელოვნებისთვის

0

ნატო, ისევე როგორც მე, ახალგაზრდა დედაა. პატარა გოგონა ჰყავს, ჩემი უფროსი შვილის ტოლი და ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ბავშვებზე, მათი აღზრდის სირთულეებსა და იმ სიხარულებზე, რაც პატარების ყოლას ახლავს თან. ნატო სინგაპურში ცხოვრობს, მე თბილისში. ახლა, როცა მე თბილი ნაქსოვი სვიტრი მაცვია, ის თხელი კაბებით დასეირნობს. იქ ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს მუშაობენ და ცხოვრების მაღალი დონე აქვთ. სამაგიეროდ, უფრო მაღალი ფასებია. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის მაღალი ინდექსით გამოირჩევა, განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მასში დასავლური და აღმოსავლური კულტურები, ტრადიციები და  გამოცდილებები კარგად არის შეზავებული და იქ მაცხოვრებელი ხალხის უმეტესობა თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. იქ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების გამო მადლიერები უნდა იყვნენ, მაშინ, როცა ჩვენ ბავშვის ბაღში მისაყვანად მისი ონლაინრეგისტრაციის მისტიკური პროცედურის გავლა გვიწევს, რის შედეგადაც ათასობით პატარა მაინც საბავშვო ბაღს მიღმა რჩება. სკოლებში კი უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერა და ვერ ხერხდება, ისევე როგორც ვერ ხერხდება პატარების დაცვა აგრესიისგან. ნახავდით ალბათ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ბიჭი სასტიკად ცემს და კლავს ლეკვს. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ჩვენი ყველას დანაშაულია: მასმედიის, სკოლის, საზოგადოების, ყველასი, ვინც ამართლებს ნებისმიერ ძალადობას და მიიჩნევს, რომ სუსტის დაჩაგვრა „მოსულა”. მთავარია, უმრავლესობის უფლებები იყოს დაცული, მთავარია, ძლიერმა თავისი ძალის დემონსტრაცია შეძლოს.

მეორე თემა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თანამედროვე ხელოვნებაა. ინტერნეტში ორივე დიდ დროს ვატარებთ და ერთმანეთს ვუზიარებთ იმ არტისტებს და ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს. საუბარს ხშირად ვამთავრებთ  ფრაზით, რომ „ხელოვნებაშიც, ისევე როგორც ზოგადად, კრიზისია”. ჩვენი დასკვნა ემყარება არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც არტს სხვადასხვა, უცნაური მეთოდითა და ფორმით ქმნიან.

არ ვიცი, რამდენად ადევნებთ თვალს იმას, რაც იქმნება. ამიტომ გეტყვით, რომ დღეს არაერთი არტისტი ქმნის ნამუშევრებს არატრადიციული მასალით, არატრადიციული პროგრამებით და ხშირად ეს ნამუშევრები მხოლოდ ამ ნიშნით არიან ხოლმე შესამჩნევები. ამიტომაც ჩნდება შეგრძნება, რომ ხელოვნება კრიზისშია, რაც შესაძლოა, სულაც არ იყოს სიმართლე, რაც შესაძლოა ის გზა იყოს, რომელიც მან უნდა გაიაროს ახალი ფორმის, ფუნქციის, საკომუნიკაციო ენის პოვნამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიების, ზღვა ინფორმაციისა და გახსნილი საზღვრების პირობებში ხელოვნებამ გარდა ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებისა, სხვა ფუნქციებიც უნდა იტვირთოს  და ეს ყველას არ გამოსდის. ამიტომაც ეძებენ გამოსახვის ახალ გზებს, სათქმელის ფორმირების უჩვეულო მეთოდებს.

უფრო კარგად რომ აგიხსნათ რასაც ვგულისხმობ, რამდენიმე კონკრეტულ არტისტზე მოგიყვებით, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებსაც მოუყვეთ და მათთან ერთად განიხილოთ თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები. უკვე დროა ბავშვებს ვუთხრათ, რომ ვან გოგისა და მიქელანჯელოს, ფიროსმანისა და გუდიაშვილის გარდა სხვა სახის ხელოვანებიც არსებობენ და მათთვის თვალის დევნება არანაკლებ საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ გარშემო არსებული პროცესები უკეთ აღიქვა.

მოსწავლეებისთვის ამ არტისტების ნამუშევრების ჩვენება იმიტომაც შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო, რომ თითოეული მათგანი სპობს ილუზიას ხელოვანის განსაკუთრებულობის შესახებ და გიჩენს განცდას, რომ ამის კეთება შენც შეგიძლია და თუ პატარები ფანტაზიას არ შეზღუდავენ, შესაძლოა არანაკლებ საინტერესო ნამუშევრები შექმნან. ყველაფერი ხომ ასე იწყება, გარემოდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით და საკუთარ თავში დარწმუნებით.

მაშ ასე.

არსებობს 74 ჩინელი ფერმწერი, ტაცუი ჰორიუჩი, რომელმაც ხატვა 60 წელს გადაცილებულმა დაიწყო.  ვინაიდან იმ კომპიუტერული პროგრამების ოფიციალური ვერსიები, რომელიც ხატვისთვის არის განკუთვნილი, ძვირი ღირდა. მოხუცმა საკუთარი იდეების გასახატავად ექსელი გამოიყენა.

Excel-ზე არჩევნის გაკეთებას მხატვარი ორი მიზეზით ხსნის: ის ამბობს, რომ  მათემატიკური ოპერაციებისთვის შექმნილი პროგრამა  უფრო მარტივია, ვიდრე Paint და უფრო იაფი, ვიდრე ფოტოშოპი. მან ასევე სცადა ბედი Word-ში, მაგრამ ის Excel-თან შედარებით ნაკლებად მოქნილი აღმოჩნდა ხელოვანისთვის.

 ჰორიუჩის ნამუშევრები არაერთი გამოფენის მონაწილეა.

 2006 წელს კი ხელოვანმა ექსელის არტკონკუსის მთავარი ჯილდო აიღო.

მალაიზიელი მხატვარი და არქიტექტორი ჰონგ ი (Hong Yi) ცნობილი იმითაა, რომ  ხატვისას პრინციპულად არ იყენებს ფუნჯს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  750 წყვილი წინდისგან შექმნილი 3D პორტრეტია, რომლის შესახებაც ისეთი წამყვანი გამოცემები წერდნენ, როგორებიც არიან  Huffington Post, Wall Street Journal და Daily Mail.

 

 გოგონას ნახატები ფეხბურთის ბურთისა და წითელი საღებავის, ყავის ჭიქისა და ნალექის და სხვა ორიგინალური კომპილაციების საშუალებითაც შეუქმნია.

რუთი ოსტერმანი თავისი ორი წლის გოგონას დახმარებით ხატავს, რომელიც ამ ასაკის ბავშვების მსგავსად, ქაღალდებზე აბსტრაქტული ფიგურების ნახაზებს აკეთებს. დედა აქედანვე ზრუნავს, რომ შვილთან ერთად ბევრი პროექტი განახორციელოს. შვილის დახატული ესკიზის მიხედვით, რუთი ნახატებს სრულყოფილს ხდის და ცდილობს ამ გზით უფრო გაუღვივოს ინტერესი ხატვის მიმართ და გაუფართოვოს ფანტაზიის უნარი.

იაპონელი ხელოვანი ჰიროტოში იტო, იგივე ჯიუსეკი, სპეციალურად მუშაობს მაგარ მასალაზე და ისეთ სკულპტურებს ქმნის, რომლებიც ამ მასალაზე შექმნილ წარმოდგენას სრულად ანგრევენ. მასალად ჯიუსეკი ქვებს იყენებს, რომლებსაც სახლთან ახლოს, მდინარეზე აგროვებს. თითოეული ქვის დამუშავება სათანადო ფორმის მიღებამდე  დიდ დროს და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედეგი  ამად ღირს.

ამერიკული ნიკ ჯორჯიუ   სკულპტურებს  ქაღალდის ნაგლეჯებისგან,  დახეული წიგნებისა და ძველი ჟურნალ-გაზეთებისგან ქმნის. მისი ნამუშევრები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.  

ცხოვრება, მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე საუბრობს

0
1972 წელს იოსიფ ბროდსკიმ საბჭოთა კავშირი სამუდამოდ დატოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე პოეტმა მიჩიგანის უნივერსიტეტში სლავისტიკის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობა დაიკავა. აქ მან ცხრა წელი იმუშავა. 1988 წელს ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ბროდსკი სიტყვით გამოვიდა. მაშინდელმა კრიტიკოსებმა გამოსვლას „პოლიტიკურად არაკორექტული” უწოდეს. აი, რა ურჩია კურსდამთავრებულებს ადამიანმა, რომლის შემოქმედება არასოდეს კარგავს აქტუალობას.
1.ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ენობრივ სიზუსტეზე. ეცადეთ გაიმდიდროთ სასაუბრო ლექსიკონი და მას ისე მოექცეთ, როგორც საკუთარ საბანკო ანგარიშს. დიდი ყურადღება დაუთმეთ და გაზარდეთ დივიდენდები. თქვენი მიზანია საკუთარი თავის ზედმიწევნით და ზუსტად წარმოჩენა. ერთი სიტყვით, წონასწორობის შენარჩუნება, რადგან ბოლომდე გამოუთქმელ ან გაუმჟღავნებელ სათქმელს ნევროზამდე მიყვანა შეუძლია. ამ უსიამოვნებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელი არ არის წიგნის ჭიად იქცეთ. უბრალოდ, ლექსიკონი შეიძინეთ და ყოველდღიურად ჩახედეთ, ზოგჯერ კი ლექსებიც წაიკითხეთ. ეს წიგნები საკმაოდ იაფია. ძვირიც რომ იყოს, მაინც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ფსიქიატრთან ვიზიტი.         
 
2. ეცადეთ კეთილი იყოთ მშობლების მიმართ. თუ ეს ისე ჟღერს, როგორც „პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა”, ბოდიშს მოვითხოვ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნაკლებად აუმბოხდეთ ხოლმე მშობლებს, რამეთუ ისინი, სავარაუდოდ,  თქვენზე ადრე გარდაიცვლებიან. ასე შეძლებთ სინდისის ქენჯნისგან გათავისუფლებას, რადგან უბედურების განცდას ისედაც ვერ აცდებით. თუ ამბოხი აუცილებელია („მე არ გამოგართმევთ არცერთი გროშს” – მსგავსი მოთხოვნებით), იამბოხეთ მათ წინააღმდეგ, ვინც ნაკლებად მგრძნობიარეა. მშობლები ზედმეტად ახლო სამიზნეს წარმოადგენენ (ისევე, როგორც დები, ძმები, ცოლები ან ქმრები). დისტანცია ისეთია, რომ მიზანს ვერ ააცდენთ.

3. ნაკლებად გქონდეთ პოლიტიკოსების იმედი. არა იმიტომ, რომ ისინი უგუნურები ან უსამართლოები არიან, რაც საკმაოდ ხშირია, არამედ მათი სამუშაოს მასშტაბიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ სოციალური ბოროტების შემცირება, მაგრამ არა აღმოფხვრა. როგორი საგრძნობიც არ უნდა იყოს სასიკეთო ცვლილება, ეთიკური თვალსაზრისით ის ყოველთვის მცირე იქნება, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთი ადამიანები ან თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთიდან მოგებას ვერ ნახავს.           
     
მსოფლიო სრულყოფილი არ არის. ოქროს ხანა არასოდეს ყოფილა და არც დადგება. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარ სამზარეულოში მომზადებული საკვების იმედი, ანუ თქვენ თვითონ უნდა მართოთ მსოფლიო. თუმცა თქვენივე გამომცხვარი ნამცხვრის „ფარგლებშიც” უნდა შეემზადოთ საიმისოდ, რომ მაინც მოგიწევთ თანაბრად იგემოთ როგორც მადლიერება, ისე გაწბილება.          
4. ეცადეთ იყოთ მოკრძალებული. ამჟამად ისედაც ძალიან ბევრნი ვართ და მალე კიდევ უფრო გავმრავლდებით. მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრება ყოველთვის სხვის ხარჯზე ხდება. ის, რომ ვიღაცაზე გადავლა გიწევთ, მის მხრებზე წამოსკუპებას არ ნიშნავს. ასე რომ, თუ გსურთ მდიდარი ან ცნობილი გახდეთ, გზა დამილოცნია, მაგრამ ნუ მიეცემით ამ სურვილს მთელი არსებით.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ადამიანია. არავინ გთხოვთ მის სიყვარულს, მაგრამ ეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ და ატკინოთ. უარეს შემთხვევაში, გაიხსენეთ, რომ ახლობლის სიყვარული შორეთიდან მოდის – ვარსკვლავებიდან, სამყაროს სიღრმიდან… ეს თითქმის იგივეა, რაც გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, ისე როგორც საკუთარი თავი.          
5.ყველანაირად მოერიდეთ მიიწეროთ მსხვერპლის სტატუსი. რა საძაგელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ნუ დაადანაშაულებთ გარე ფაქტორებს: ისტორიას, სახელმწიფოს, ხელმძღვანელობას, რასას, მშობლებს, მთვარის ფაზას, ბავშვობას, ღამის ქოთანზე უდროო დროს დაჯდომას. მენიუ მრავალფეროვანი და მოსაწყენია. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამ ყველაფერში ვინმეს ბრალს დებთ, საკუთარ სიმტკიცეს ვნებთ და ზრდით უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომლის შევსებაც ასე უყვართ დემონებსა და დემაგოგებს, რამეთუ პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს სიხარულს სულაც არა ჰგვრის.            
საერთოდ, ეცადეთ პატივი სცეთ სიცოცხლეს არა მხოლოდ მისი სიტურფის, არამედ სირთულის გამო. სირთულე თამაშის ნაწილია და კარგი მასში ის გახლავთ, რომ ის არასოდესაა ცრუ – ნამდვილია. ყოველ ჯერზე, როდესაც სასოწარკვეთილებაში ან მის ზღვარზე იმყოფებით, უსიამოვნებაში ეხვევით ან სირთულეს აწყდებით, გახსოვდეთ: ცხოვრება თქვენთან მისთვის გასაგებ ერთადერთ ენაზე გესაუბრებათ. 
    
შესძელით პატიება. სამყარო, სადაც ფეხი შემოვდგით, ცუდი რეპუტაციისაა. ეს არ არის საყვარელი ადგილი. ამას მალევე აღმოაჩენთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის არც მას შემდეგ გაუმჯობესდება, როდესაც ჩვენ მას დავტოვებთ.    
თუმცა ამ მოცემულობაში ეს სამყარო ერთადერთია. სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომც გაგვაჩნდეს, არ გვექნებოდა გარანტია იმისა, რომ ის ამაზე უკეთესი იქნებოდა. ამიტომ ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ მათ, ვინც თქვენი ცხოვრება არცთუ ბედნიერი გახადა.  ასეთები ბევრნი იქნებიან, როგორც ოფიციალურ თანამდებობებზე, ისე თვითმარქვიათა შორის. 
თქვენი არაკეთილმსურველების ქმედება მნიშვნელოვანებას მხოლოდ თქვენი რეაგირების შემდეგ იძენს. ამიტომ ჩაუქროლეთ მათ ისე, თითქოსდა წითელი შუქის ნაცვლად ყვითელი ენთოს. ასე დაზოგავთ თქვენი ტვინის უჯრედებს უსარგებლო დაძაბვისაგან. გადართეთ არხი: თქვენ არ ძალგიძთ შეწყვიტოთ მისი მაუწყებლობა, მაგრამ ძალა შეგწევთ, რომ შეამციროთ მისი რეიტინგი.     

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 

პრაქტიკული პედაგოგიკა. სასწავლო მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება ინტეგრირებული გაკვეთილისთვის

0
ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად – ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო „საგნებად”, მით უფრო უჭირს მოსწავლეს მისი აღქმა და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამაში ასაკობრივ განვითარებასთან ერთად დიდი როლის შესრულება შეუძლია კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებს შორის არსებული თემატური კავშირები და ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი. ბუნებრივია, აქ თავს იჩენს კითხვები, რომლებზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს:
* რითია მნიშვნელოვანი ინტეგრირებული გაკვეთილები, ინტეგრირებული სწავლება? 

* როგორია ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპები?

* რა მიდგომები უნდა გამოვიყენო ინტეგრირებული გაკვეთილისთვის თემის შერჩევისას?

* როგორ ყალიბდება ინტეგრირებული გაკვეთილის სასწავლო მიზანი?

* როგორ ფასდება მოსწავლე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ანუ როგორ დგება შეფასების რუბრიკა და იწერება ქულა?
განათლების სპეციალისტები ხშირად ლაპარაკობენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი სასწავლო დისციპლინის შიგნით არსებულ ინტეგრაციაზე. მაგალითად, ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოწყვეტით აღარ ისწავლება ალგებრა და გეომეტრია, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მიმართულებებზე – სტატისტიკასა და ალბათობაზე. პირველი ექვსი წლის განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივ გარემოს, მის მახასიათებლებს, ამით მეცნიერული აზროვნების წინაპირობას ქმნის და სხვ.
ინტეგრირებული გაკვეთილის შესახებ მსჯელობისას აუცილებლად უნდა შევჩერდეთ მისი დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებზე.
 
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებია:
1. ინტეგრირებული გაკვეთილის თემის შერჩევა;
2. ინტეგრირებული გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება;
3. კოლეგებთან ერთად ან დამოუკიდებლად გაკვეთილის დაგეგმვა;
4. გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზება და კლასის მომზადება;
5. გაკვეთილის ჩატარება;
6. ჩატარებული გაკვეთილის შედეგების ანალიზი
როგორ შევარჩიოთ თემა ინტეგრირებული გაკვეთილისთვის?

პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ძნელია ისეთი თემების პოვნა, რომლებიც ერთი და იმავე საკითხის მრავალმხრივ შესწავლას შეუწყობს ხელს, ამიტომ პრაქტიკაში ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად არ ტარდება. სემინარებზე, კათედრის შეხვედრებსა და კონფერენციებზე კოლეგებთან თანამშრომლობა აიოლებს ისეთი თემების შერჩევას, რომლებზეც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება შეიძლება. გთავაზობთ თემის შერჩევის, სასწავლო მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის მაგალითებს რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილისთვის.
კლასი: მეთერთმეტე

საგნები : ისტორია/ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება
 
 
ისტ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* გამოთქვამს მოსაზრებას პიროვნების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;
* აჯგუფებს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* მსჯელობს იმაზე, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას; 
* აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე. 
ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობა დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით; არგუმენტირებულად იმსჯელოს იმის შესახებ, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას; გამოთქვას აზრი „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟთა ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ; განიხილოს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები; კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით და არგუმენტირებულად იმსჯელა, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას.

2. მოსწავლემ გამოთქვა მოსაზრება „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;

3. მოსწავლემ განიხილა სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები;

4. მოსწავლემ კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
კლასი: მეათე
საგნები: მათემატიკა/სამოქალაქო განათლება
 
მათ. X. 16.მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* განიხილავს იმ სტატისტიკურ ვითარებებს, რომელთა გამოცდილებაც აქვს (მაგალითად, მოსახლეობის აღწერა, არჩევნები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა), იყენებს გამოქვეყნებულ ფაქტებს/მონაცემებს და მსჯელობს მოცემული პრობლემის (მაგალითად, ეკოლოგიური საკითხების) შესახებ.
მოქ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია, გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ეცნობა და მეგობრებთან ერთად განიხილავს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; აანალიზებს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად წერს წლიური ანგარიშის პროექტს სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. 
გაკვეთილის საწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, სტატისტიკურად განიხილოს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; გააანალიზოს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწეროს წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ და მონაცემები წარმოადგინოს სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ სტატისტიკურად განიხილა სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; 

2. გააანალიზა, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები;
3.  თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწერა წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ;

4. მონაცემები წარმოადგინა სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
კლასი: მეოთხე
საგნები: ქართული/ბუნება
 
ბუნ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე, წარმოადგენს შედეგებს;
* იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისთვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა);
* იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
* შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
* ჩამოწერს კითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსთვის; 
* სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატებს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).  
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაცემების მოგროვება განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს), ნაგვის განთავსების პრობლემებზე, შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინოს მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო” და კლასის წინაშე მოახდინოს მასალის პრეზენტაცია.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მოაგროვა მონაცემები განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს) ნაგვის განთავსების პრობლემებზე;
2. შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინა მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო”;
3. კლასის წინაშე მოახდინა მასალის პრეზენტაცია.
კლასი: მეცხრე
საგნები: ქიმია/ბიოლგია
 
ქიმ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. 
ბიოლ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ჰაერისა დაბინძურების გზების აღწერა, ინფორმაციის მოპოვება გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ, მტკიცებულებების მოყვანა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა, საუბარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
 
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ აღწერა ჰაერის დაბინძურების გზები;
2. მოიპოვა ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ;
3. მოიყვანა მტკიცებულებები და იმსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე;
4. ისაუბრა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე. 

ინტეგრირებული სწავლება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეს განსაზღვრულ თემებსა და საკითხებზე ჰოლისტური ხედვა ჩამოუყალიბდეს. ინტეგრირებული სწავლების ერთ-ერთი გზაა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში არის თემები, რომლებიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს ამ ტიპის გაკვეთილი. სასწავლო მიზნების მართებული ფორმულირება და ამ მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინტეგრირებული სწავლების წარმატებას.

ცოდნის ეკონომიკა

0

ცოდნის ეკონომიკის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში. 
“ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავისთავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადაუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.

ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.”
ილია ჭავჭავაძე 
სიტყვები, რომელიც ამ ცნებასთან ასოცირდება

მავრიტანიის უდაბნოში ტურისტების ჯგუფს ინგლისურენოვანი გიდი მიუძღვება. ის მომთაბარეთა ბუნებრივ ცოდნას დიუნების გადაადგილების, მეტეოროლოგიური ცვლილებების და არქეოლოგიური ნაშთების ასახსნელად იყენებს. მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტიანი ტელესაკომუნიკაციო პოლიტიკის წყალობით ტურისტები სასტუმროში ბინადრობენ, სადაც სწრაფი ინტერნეტია. სწორედ ეს გახდა მავრიტანიაში მათი გამგზავრების შესახებ მათი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტურიზმთან ერთად ვითარდება სხვა საქმიანობებიც: სარემონტო სახელოსნოები იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, მემკვიდრული ტრადიციების ადგილებში კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამ ინიციატივებს მხარს უჭერენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც იზიდავთ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. 

ასეთ ცვლილებებს საფუძვლად ცოდნა უდევს, რომელიც ასე შეიძლება განვსაზღვროთ: 

რა არის ცოდნა? ცოდნა ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის შედეგების შენახვისა და სისტემატიზაციის ფორმაა. ცოდნა გვეხმარება საკუთარი საქმიანობის რაციონალურ ორგანიზებაში და ამ პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.

ცოდნა პროდუქტია, რომელიც, ერთი მხრივ, კერძოა, შეიძლება მისი მითვისება, მეორე მხრივ, კი საზოგადოებრივი, ყველას საკუთრება. მისი გაზომვა შეიძლება მის წარმოებაზე დახარჯული რესურსებითა და გაყიდული ცოდნის საბაზრო ღირებულებით. დანახარჯები მოიცავს კვლევასა და შემუშავებას, უმაღლეს განათლებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ცოდნა (ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი) საზოგადოებრივი საკუთრებაა და თანაც, არა ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკუთრება.  

ტერმინი „ცოდნის ეკონომიკა” გამოიყენება ეკონომიკის იმ ტიპის განსაზღვრისთვის, სადაც ცოდნა გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო ცოდნის წარმოება ეკონომიკური ზრდის მთავარი წყაროა. დღეს ცოდნაში ინვესტიციები გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ძირითად ფონდებში. კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნის 90% უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა. მსოფლიო ცივილიზაციის მანძილზე მომზადებული სწავლულებისა და ინჟინრების 90% ჩვენი თანამედროვეები არიან. აკადემიკოს ვ. მაკაროვის აზრით, ეს ციფრები იმის მაჩვენებელია, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ცოდნის ეკონომიკაზე გადადის. 

ცოდნის ეკონომიკა განიხილება, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარების უკანასკნელი სტადია. განვითარებულმა სამყარომ რამდენიმე საფეხური გაიარა: სასოფლო–სამეურნეო ეკონომიკა →   სამრეწველო ეკონომიკა  →    პოსტსამრეწველო/სერიული წარმოების ეკონომიკა →   ცოდნის ეკონომიკა. 

ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობს, აჩქარებს და აღრმავებს განვითარების პროცესებს. ინოვაცია კეთილდღეობის ამაღლებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი რესურსი ხდება. ყველანაირი ცოდნა, მათ შორის, ყველაზე ტრადიციულიც, შეიძლება გამოვიყენოთ. იმავდროულად საჭიროა ინვესტირებაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომ ქვეყანა გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდეს.   

ტერმინი “ცოდნის ეკონომიკა” შეიძლება ნიშნავდეს:

ცოდნის ეკონომიკას, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის წარმოებასა და მენეჯმენტზე 

ან  
– ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც გულისხმობს ცოდნის ტექნოლოგიების (ცოდნის ინჟინერია და ცოდნის მენეჯმენტი) გამოყენებას ეკონომიკური სარგებლისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 

ტერმინის პოპულარობა პიტერ დრუკერის (1909–2005) დამსახურებაა, რომელიც გავლენიანი მწერალი და კონსულტანტი იყო მენეჯმენტის საკითხებში. პირველად ეს ტერმინი გვხვდება 1966 წელს გამოცემულ წიგნში “წარმატებული ხელმძღვანელი”. ნაშრომში დრუკერი აღწერს განსხვავებას ხელით მომუშავეთა (manual worker) და ცოდნით მომუშავეთა (knowledge worker) შორის. პირველი მათგანი საკუთარი ხელებით აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მეორე – საკუთარი თავით მუშაობს და ქმნის იდეებს, ცოდნასა და ინფორმაციას. 

ცოდნის ეკონომიკის ზემოხსენებულ ორ მნიშვნელობას შორის არსებითი სხვაობა ის არის, რომ ცოდნის ეკონომიკაში ცოდნა პროდუქტია, ხოლო ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში – ინსტრუმენტი (იარაღი). თუმცა, ეს განსხვავება ჯერ კიდევ ორაზროვანია ეკონომიკურ ლიტერატურაში. ორივე მნიშვნელობა ინტერდისციპლინარულია, მათში ჩართულნი არიან ეკონომისტები, კომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლები, ინჟინრები, მათემატიკოსები, ფსიქოლოგები და ა.შ.
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა
ეკონომისტები ყოველთვის აღიარებდნენ იმ დომინანტურ როლს, რომელსაც ცოდნა თამაშობს ეკონომიკურ პროცესებში, თუმცა უმეტესწილად მას ძალზე მოუხელთებლად მიიჩნევდნენ.
(ე. პენროზი, ფირმის ზრდის თეორია)
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა არ უნდა აგვერიოს კვლევის ეკონომიკაში, რადგან მისი ძირითადი სამიზნე არ არის ტექნოლოგიური ცოდნის ფორმალური “წარმოება”; ის არც ინოვაციის ეკონომიკად უნდა მივიჩნიოთ, რადგან არ არის ორიენტირებული ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილების პირობების, მოდალობებისა და გავლენის შესწავლაზე. არ შეიძლება მისი დაკავშირება ინფორმაციის ეკონომიკასთან, რადგან ცოდნის ეკონომიკის საგანი არის ცოდნა (და არა ინფორმაცია) როგორც ეკონომიკური საქონელი. ცოდნის, როგორც ეკონომიკური საქონლის, ანალიზის სფერო მოიცავს წარმოებასა და კვლავწარმოებას, მისდამი დამოკიდებულების ისტორიულ და ინსტიტუციონალურ პირობებს (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები ან პატენტის უფლება) და მის გადამუშავებას დეცენტრალიზებულ ეკონომიკაში.   
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები 

ისტორიული ფიგურების – ადამ სმიტის, მარქსისა და შუმპეტერის გარდა, რომლებსაც საქმე ჰქონდათ ცოდნასთან, მის შექმნასთან და განაწილებასთან, მის გამოყენებასა და დანიშნულებასთან – ცოდნის ეკონომიკის თანამედროვე პიონერები უდავოდ საიმონი, ჰაიეკი, აროუ, მაჰლუპი არიან. საიმონმა (1982) ცოდნის ეკონომიკასთან დაკავშირებული მრავალი საგანი შეისწავლა, მაგალითად, სწავლის პროცესში დამახსოვრების როლი და შეიძლება მივიჩნიოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკის ჭეშმარიტ წინამორბედად. ჰაიეკმა (1945) გამოიკვლია ცოდნის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები და ცენტრალურ საგეგმო სააგენტოსთვის ცოდნის ტრანსფერის შეუძლებლობა. იმავე წელს გამოცემულ სტატიებში აროუმ განავითარა ცოდნის ეკონომიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კვლევის ორ ძირითად მიმართულებას: ცოდნის, როგორც საზოგადოებრივი საქონლის შესაქმნელად რესურსების განაწილების საკითხი და  ენდოგენური ტექნიკური ცვლილება. 

მაჰლუპის ნაშრომი ძალზე ფართოა და მოიცავს: ცოდნის ეკონომიკის უაღრესად ფართო გაგებას – ინფორმაციის ეკონომიკას და გადაწყვეტილების მიღების თეორიულ პრობლემებს. განსაზღვრა რა ინფორმაცია “ცოდნის კონკრეტულ ფორმად” მაჰლუპმა (1984) ბუნებრივად გააფართოვა ცოდნის ეკონომიკა და მოიცვა არა მხოლოდ საინფორმაციო სექტორებისა და მრეწველობის ანალიზი, ახალი ცოდნის წარმოების შესწავლა, უნარების შეძენისა და გადაცემის მექანიზმები, არამედ არჩევანისა და მოლოდინების ეკონომიკური თეორიაც ბუნდოვან სიტუაციასა და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში.

ამ თვალსაზრისით მაჰლუპისა და ჰაიეკის მიდგომები მსგავსია: ისინი ტერმინებს “ცოდნა” და “ინფორმაცია” შემცვლელებად იყენებენ, განსაკუთრებით, ფასების სისტემის, როგორც ინფორმაციის კომუნიკაციის მექანიზმის როლის შესწავლისას. რიჩარდსონის აზრით, პრობლემა უტოლდება ტექნოლოგიური ინფორმაციის არსებობას ბაზარზე აქტივობების კოორდინაციის სრულყოფისთვის. ეს ავტორები ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკის ძირითად საკითხად მიიჩნევენ, ხოლო ცოდნისა და ინფორმაციის არსებობა–არარსებობას იმ ფაქტორებად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პირობებს. ცოდნასა და ინფორმაციას შორის რეალური განსხვავება არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნის ეკონომიკის საზღვრები ძალზე ფართოა.  

ცოდნის ეკონომიკის უფრო ვიწრო კონცეფცია გამორიცხავს ეკონომიკური არჩევანის პრობლემას ბუნდოვანი და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში და ორიენტირდება ცოდნაზე. ცოდნა მასთან ყველა კოგნიტურ კომპეტენციაზე მაღლა დგას, რაც მას ინფორმაციისაგან განასხვავებს. ეს კონცეფცია განვითარდა საფრანგეთში, ჟან–ლუი მაუნოურის მიერ, რომლის კვლევის ძირითადი სფერო იყო ცოდნის შექმნისა და შეძენის სისტემა, რომლის საყრდენებია კვლევა და განათლება და ამ სისტემისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირი. 
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები

ვიწრო გაგება

ფართო გაგება

კვლევა,

განათლება,

გავლენა ზრდაზე

სწავლა და კომპეტენციები

 

ინფორმაციის ეკონომიკა

შესაძლებლობა, არცოდნა, ბუნდოვანება, რისკი,

მოლოდინების როლი,

ფასების როლი,

გადაწყვეტილების თეორია

 

გადაწყვეტილების თეორია 
ამ ორ კონცეფციას შორის არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ცოდნის ეკონომიკის ფართო გაგება მოიცავს ინფორმაციის ეკონომიკას და არჩევანის თეორიას, ხოლო ვიწრო გაგება – განათლებისა და კვლევის ანალიზს. საქმე განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც მაუნოურიმ ცოდნის ეკონომიკის ვიწრო გაგება გააფართოვა. ამჟამად ცნება მოიცავს არა მარტო საგანმანათლებლო და საკვლევი ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელ ცოდნის შექმნისა და შეძენის ფორმებს, არამედ სწავლის პროცესების ფართო სფეროს, აღწერილს მრავალი სიტუაციით, რომლეშიც კომპეტენცია იქმნება და გამოიყენება “ჩვეულებრივი” საქონლისა და მომსახურების სტრუქტურაში. ფართო აზრით, ცოდნის ეკონომიკა მოიცავს კომპეტენციას და სწავლის უნარს.

ამრიგად, დისციპლინის საზღვრების განსაზღვრა დამოკიდებულია ადამიანის მიერ ცოდნისა და ინფორმაციის გაგებაზე. 

მეცნიერები თანამედროვე გლობალურ ეკონომიკას აღწერენ, როგორც “ცოდნის ეკონომიკაზე” გარდამავალს, როგორც “ინფორმაციული საზოგადოების” ერთგვარ გაგრძელებას. ასეთი გადასვლა მოითხოვს, რომ წესები და პრაქტიკა, რომელიც წარმატებას განსაზღვრავდა სამრეწველო ეკონომიკაში გადაიხედოს ურთიერთდაკავშირებული, გლობალური ეკონომიკის პრიზმით, სადაც ცოდნის ისეთი რესურსები, როგორიც “ნოუ ჰაუ” (კომერციული საიდუმლო, წარმოების საიდუმლო, საიდუმლო სიახლე) და კომპეტენციაა სხვა ეკონომიკურ რესურსებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. “ცოდნის ეკონომიკის” ანალიტიკოსების აზრით, არსებული წესები უნდა მიესადაგოს ფირმებისა და წარმოების დონეზე ცოდნის მენეჯმენტს, ხოლო საჯარო პოლიტიკის დონეზე ცოდნის პოლიტიკასა ან ცოდნასთან დაკავშირებულ პოლიტიკას. 

ცოდნის ეკონომიკის ძირითადი კონცეფცია ასეთია: ცოდნა და განათლება (რომელიც ხშირად “ადამიანურ კაპიტალად” მოიხსენება) შეიძლება ორგვარად განვიხილოთ:

ბიზნეს–პროდუქტი, რადგან შესაძლებელია საგანმანათლებლო და ინოვაციური ინტელექტუალური საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მაღალი უკუგებით.  

ნაყოფიერი აქტივი.

ცოდნის ეკონომიკა შეიძლება ასე განვმარტოთ: “ის ხელს უწყობს ცოდნის შექმნას ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ და ეხმარება და წაახალისებს მათ, საკუთარი ცოდნა უკეთ გამოიყენონ და გადასცენ სხვებს კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად”.

ცნების განმარტებას ხელს უშლის თვით “ცოდნის” ბუნდოვანება, რომელიც საკმაოდ შეფარდებითი ცნებაა. მაგალითად, არ შეიძლება ინფორმაციის საზოგადოება და ცოდნის საზოგადოება სინონიმებად განვიხილოთ, რადგან, ჩვეულებრივ, ინფორმაცია ცოდნის ეკვივალენტი არ არის. მათ გამოყენებას განსაზღვრავს ინდივიდის ან ჯგუფის პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკით განისაზღვრება.  

ცოდნის გამოყენება თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ზრდის ძირითად წყაროდ არის აღიარებული. ცნება “ცოდნის ეკონომიკა” სწორედ ცოდნის ამ გაზრდილ მნიშვნელობას ასახავს. ორგანიზაციები და ადამიანები ნაწოფიერად იძენენ, ქმნიან, ავრცელებენ და იყენებენ ცოდნას წარმატებული ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.   

“ცოდნის რევოლუცია” მრავალგვარად ვლინდება: მეცნიერებისა და ტექნიკის სულ უფრო მჭიდრო კავშირი; ინოვაციის მზარდი მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის; განათლებისა და უწყვეტი განათლების მზარდი მნიშვნელობა; არამატერიალური ინვესტიციების (კვლევა და შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფა) ზრდა, რომელიც უძრავ კაპიტალში ინვესტიციებზე გაცილებით დიდია. და ბოლოს, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ე.წ. ICT, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულება და კავშირი მოაქვს.

ცოდნის გაზრდილი მნიშვნელობა ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მეტი პოტენციალით უზრუნველყოფს, რადგან საქონლისა და მომსახურების წარმოების უფრო ეფექტიან გზებს სთავაზობს, საშუალებას აძლევს უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოებული პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზონ. უნდა აღინიშნოს, რომ მეტია “ცოდნის განაწილების” საფრთხეც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. პირველი ჯგუფის ქვეყნებში, როგორც წესი, იქმნება ცოდნის უმეტესი ნაწილი, ხოლო მეორე ჯგუფს ხელი არ მიუწვდება ამ ცოდნის დიდ ნაწილზე შეზღუდული ცოდნის, ეკონომიკური სტიმულების სუსტი რეჟიმისა და სუსტი ინსტიტუტების გამო. სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან ერთად ცოდნის რევოლუციას მივყავართ გლობალიზაციის განმტკიცებასა და საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებასთან, რაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას ტოვებს ბუნებრივი რესურსების გარეშე და შრომის დაბალი ანაზღაურების იმედად. 

ამრიგად, ცოდნის რევოლუციის სარგებელი რომ გამოიყენონ, კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად, განვითარებადი ქვეყნები საკუთარ ძლიერ მხარეებს უნდა დაეყრდნონ, ყურადღებით დაგეგმონ შესაბამისი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ეფექტიან ინსტიტუტებში, შესაბამის ტექნოლოგიებში და ინოვაციურ და კონკურენტულ საწარმოებში. იმის მაგალითად, რომ სწრაფი პროგრესი შესაძლებელია, შეიძლება გავიხსენოთ კორეა, ირლანდია, მალაიზია და ჩილე. 

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ცოდნის ეკონომიკაზე, ანუ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე (მეორე მნიშვნელობა) გადასვლისათვის ოთხ ძირითად პირობას გვთავაზობს: 

·ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული და ახალი ცოდნის ეფექტური გამოყენებისა და  მეწარმეობის განვითარების სტიმულებს.

·განათლებული და შესაბამისი უნარ–ჩვევების მქონე მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია შექმნას, გაუზიაროს და კარგად გამოიყენოს ცოდნა. 

·ფირმების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტების, ანალიტიკური ცენტრების, კონსულტანტთა და სხვა ორგანიზაციების ეფექტიანი ინოვაციური სისტემა, რომელსაც შეუძლია გლობალური ცოდნის მზარდ ფონდში მონაწილეობა, მისი მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე და ახალი ტექნოლოგიების შექმნა.    

·საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ე.წ. ICT, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ინფორმაციის ნაყოფიერ კომუნიკაციას, გავრცელებასა და გადამუშავებას.  

ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეფექტიანი გამოყენებისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის, ინსტიტუტების, ინვესტიციების და კოორდინაციის შემუშავება ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ფუნქციურ სფეროს შორის.   

ცოდნის შეფასების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის პროგრამის “ცოდნა გავითარებისთვის” მიერ შექმნილი ინტერაქტიური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნებს ეხმარება განსაზღვრონ, მათ წინაშე ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლისას არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. ეს ხდება 145 ქვეყნისათვის ცოდნის ეკონომიკის ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. პროგრამის ფარგლებში ასევე შემუშავდა ცოდნის ეკონომიკის ინდექსი და ცოდნის ინდექსი. 

რას აღნიშნავს თითოეული მათგანი? 

ცოდნის ინდექსით (ცი) იზომება ქვეყნის უნარი შექმნას, აითვისოს და გაავრცელოს ცოდნა. მეთოდოლოგიურად ცოდნის ინდექსი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია ცოდნის ეკონომიკის სამი ძირითადი საყრდენის მიხედვით: განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ცოდნის ეკონომიკის ინდექსით (ცეი) განისაზღვრება არის თუ არა გარემო იმ ცოდნის ხელშემწყობი, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ის ერთობლივი ინდექსია, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მთლიანი განვითარების დონეს ცოდნის ეკონომიკის მიმართულებით. ის გამოითვლება ცოდნის ეკონომიკის ოთხი ძირითადი საყრდენის მიხედვით: ეკონომიკური სტიმულები და ინსტიტუციონალური რეჟიმი, განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 

ქვეყნები ცეი და ცი ინდექსების მიხედვით 2012 წელი

#

ქვეყანა

ცეი

ცი

ეკონომიკური სტიმულების რეჟიმი

ინოვაცია

განათლება

სსტ

1





  შვედეთი

9.43

9.38

9.58

9.74

8.92

9.49

2




 ფინეთი

9.33

9.22

9.65

9.66

8.77

9.22

3


Red with a white cross that extends to the edges of the flag; the vertical part of the cross is shifted to the hoist side

 დანია

9.16

9

9.63

9.49

8.63

8.88

4





 ნიდერლანდები

9.11

9.22

8.79

9.46

8.75

9.45

5





 ნორვეგია

9.11

8.99

9.47

9.01

9.43

8.53

6




 ახალი ზელანდია

8.97

8.93

9.09

8.66

9.81

8.3

7




 კანადა

8.92

8.72

9.52

9.32

8.61

8.23

8




 გერმანია

8.9

8.83

9.1

9.11

8.2

9.17

9




 ავსტრალია

8.88

8.98

8.56

8.92

9.71

8.32

10




 შვეიცარია

8.87

8.65

9.54

9.86

6.9

9.2

11




ირლანდია

8.86

8.73

9.26

9.11

8.87

8.21

12




 შეერთებული შტატები

8. 77

8.89

8.41

9.46

8.7

8.51

13




 ტაივანი

8.77

9.1

7.77

9.38

8.87

9.06

14


A flag featuring both cross and saltire in red, white and blue

 გაერთიანებული სამეფო

8. 76

8.61

9.2

9.12

7.27

9.45

15




 ბელგია

8.71

8.68

8.79

9.06

8.57

8.42

16




 ისლანდია

8.62

8.54

8.86

8

8.91

8.72

17




  ავსტრია

8.61

8.39

9.26

8.87

7.33

8.97

18




 ჰონგ კონგი

8.52

8.17

9.57

9.1

6.38

9.04

19




  ესტონეთი

8.4

8.26

8.81

7.75

8.6

8.44

20




 ლუქსემბურგი

8.37

8.01

9.45

8.94

5.61

9.47

67




  სამხრეთ აფრიკა

5.21

5.11

5.49

6.89

4.87

3.58

68




 საქართველო

5.19

4.49

7.28

5.15

4.61

3.72

69




 თურქეთი

5.16

4.81

6.19

5.83

4.11

4.5

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცოდნის ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპია. ცოდნა რადიკალურად ცვლის მსოფლიოს. აი რამდენიმე მაგალითი: ყველასათვის ნაცნობია თამაში „თეთრისი”. მისი ავტორია მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი ალექსეი პაჟიტნოვი. თამაშმა, რომლის შექმნას მან არც ისე დიდი დრო მოანდომა, 15 ათასი დოლარი მოუტანა. გამოთვლითმა ცენტრმა თამაშის გავრცელების უფლება ფირმა Nintendo–ს მიჰყიდა 4 მლნ დოლარად, ხოლო ფირმამ თამაშის გავრცელებით 1 მლრდ დოლარი მიიღო. მეორე მაგალითად ფირმა Microsoft–ი გამოგვადგება. მისი საბაზრო ღირებულება 350–400 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მოგების მიხედვით ღირებულება – 50–70 მლრდ დოლარია, ხოლო საბუღალტრო ღირებულება – 5–10 მლრდ დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმის ძირითადი ფონდების ღირებულება, „ინტელექტუალური შრომის” ჩათვლით, ბევრად დაბალია, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება.

ეს და სხვა მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ თუ ცოდნის პირველად წყურვილს შესაბამის გასაქანს მივცემთ, ადამიანის მთელი ცხოვრება ძიებისა და აღმოჩენების ჯაჭვად შეიძლება იქცეს. როცა მუშაკი ახალ ცოდნას ქმნის, ის იმავდროულად საკუთარ თავსაც, კომპანიასაც და თვით სამყაროსაც ხელახლა ქმნის (იკუჯირო ნონაკა). 

წიგნი, რომელიც მშობლებს დაეხმარება

0
ყველა ჩვენს ბავშვებთან ერთად ვართ.  ისინი კი მუდმივად განცალკევებით თამაშობენ. როცა სხვა ბავშვები და მშობლები უახლოვდებიან, დედა-შვილი ტოვებენ სათამაშო სკვერს. შემდეგ ისევ ბრუნდებიან და აგრძელებენ თამაშს, ზოგჯერ ბავშვის ტირილის გამო დედა კვლავ იძულებული ხდება ბავშვი სკვერს მოარიდოს.

ერთ დღესაც ჩემი შვილი მაშოსთან მიდის სათამაშოდ. მაშოს დედა თავისი შვილის ელექტრონულ, ფერად გიტარას აძლევს, ჩემი შვილი სიმღერას იწყებს, მაშო ტირის და ფეხებს აბაკუნებს. ჩემს შვილს ვთხოვ, გოგონას გიტარა დაუბრუნოს, რადგან მგონია სათამაშო გიტარის გამო ტირის.

“განსხვავებული ხმები, რომ ესმის ამიტომ ტირის. ის აუტისტია”, – ამბობს დედა. 

შემდეგ, გიტარას ვუბრუნებთ და ისინიც და ჩვენც სახლებში მივდივართ. ბავშვების ძილის დროა.

რა ვიცით აუტიზმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აქტუალური და მტკივნეული ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის. რა ვიცით იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ხანდახან ვართმევთ მათ კანონიერ უფლებას იყვნენ ხილულნი სოციუმისთვის და მათაც ჰქონდეთ ჩვენნაირი უფლება იცხოვრონ სრულფასოვნად. ჩვენი საზოგადოების სპექტრი მრავალფეროვანია და ჩვენც ნელ-ნელა უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა ადამიანების შესახებ, რომელთა შესახებაც ადრე არ ვიცოდით, რომლებიც ადრე უჩინარნი იყვნენ ყველასათვის და ნელ-ნელა და,  საბედნიეროდ, შესამჩნევი ხდებიან ჩვენთვის.

“აუტისტი ბავშვი” ეს ერთ-ერთი სრული გამოცემაა ქართულ ენაზე, რომელიც გამომცემლობა “დიოგენემ” წელს გამოსცა. წიგნის ავტორები მარკ ბელასენი და ოლგა შავერნე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები არიან, რომლებიც 30 წელზე მეტია იკვლევენ აუტიზმს. ისინი  ხანგრძლივად მუშაობდნენ  კლინიკებსა და სპეციალურ დაწესებულებებში აუტისტ ბავშვებთან და მოზარდებთან. მართალია, წიგნი მშობლებისთვისაა დაწერილი, მაგრამ ნებისმიერ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის. ავტორები ცდილობენ მკითხველს ახლოდან დაანახონ  აუტისტი ბავშვის და მათი ოჯახის  პრობლემა და საკუთარი, მდიდარი გამოცდილებიდან დაეხმარონ მათ რჩევებით, რათა მშობლებმა უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთ შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა. ფრანგი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ადრე გამოვავლენთ აუტიზმის ნიშნებს, ბავშვს გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს. მაგრამ თუ ბავშვს ამ ჩაკეტილობაში ხანგრძლივად დავტოვებთ, მისი გამოყვანა უფრო და უფრო გართულდება. როგორც ჩანს, პატარა აუტისტები საკუთარ სისტემაში  ერთგვარ სიმშვიდეს პოულობენ. მკვლევრების მიზანია აუტიზმის დიაგნოსტიკა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან გახდეს შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყანაში აუტიზმის გამოვლენა სხვადასხვა ასაკში ხდება. ბავშვის დედასთან ურთიერთობის გამოკვლევის საფუძველზე ცდილობენ აუტიზმის სამი თვის ასაკიდანვე გამოვლენას. მშობლები კი აუტიზმის ნიშნებს სხვადასხვა ასაკში ამჩნევენ, ისინი ან დროულად არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის თავისებურ ქცევას, ან პედიატრი მიიჩნევს, რომ ბავშვის განვითარება ნორმას შეესაბამება და მშობლებს ამშვიდებს. საქმეს ართულებს ექიმების არაკვალიფიციურობა. ბევრი მათგანი კარგად ვერ ერკვევა აუტიზმის სპეციფიკაში, ამიტომ ბევრმა არ იცის, ვისთან უნდა გაუშვას მშობლები.

ეს წიგნი მშობლების დასახმარებლად არის დაწერილი. თუმცა დაეხმარება სხვა ნებისმიერ ადამიანსაც, რომელიც ამ საკითხში გარკვევას ცდილობს და რომელიც შემდეგ სპეციალისტების  რჩევების პრაქტიკაში გამოყენებას ეცდება, რომ თავისი წილი ქვა დადოს აუტიზმთან საბრძოლველად. მთავარი მიზანი კი საერთოა: აუტიზმი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია.

ოლგა შავერნე და მარკ ბელასენი მშობლებს ურჩევენ :

არ შეგეშინდეთ და აპათიურ ბავშვთან ურთიერთობა სცადეთ. შეიძლება, შედეგი სწრაფად ვერ მიიღოთ, მაგრამ მაინც ელაპარაკეთ;

თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინეთ. იფიქრეთ, რას შეიძლება გრძნობდეს თქვენი პატარა, რით შეიძლება მისი დაინტერესება;

თუ პატარა აქეთ-იქეთ ირწევა  და არ იძინებს, ჩარევას ნუ მოერიდებით. ხელში აიყვანეთ და მაგრად ჩაიხუტეთ, რათა მან იგრძნოს, რომ თქვენმა სიყვარულმა მის ინდიფერენტულობას სძლია;

შეძლებისდაგვარად ბავშვს მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახურ სადილში. დასვით სკამზე ისე, რომ მაგიდის სიმაღლეზე აღმოჩნდეს და მიეცით სათამაშოები;

უმღერეთ ან მოუყევით ნებისმიერ რამ, რამაც შეიძლება გაართოს;

ხმამაღლა ელაპარაკეთ ყველაფერზე, რასაც გრძნობთ და განიცდით. თუნდაც ბრაზსა და რისხვაზე. ამან შეიძლება თქვენი მასთან ურთიერთობა შეცვალოს;

არ შეგეშინდეთ და შეაჩერეთ აკვიატებული თამაში, თვითაგრესიული ქცევა. სტერეოტიპების დარღვევით თქვენი პატარა შეიძლება ჩაკეტილობიდან გამოიყვანოთ. არ მოეშვათ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გაინტერესებთ;

ეცადეთ მის ნაცვლად არაფერი გააკეთოთ. ნუ შეუსრულებთ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ჰგავს სხვებს;

თუ გაქცევა სურს, დაიჭირეთ და მაგრად მოეხვიეთ. ამ დროს თქვენი სხეული იცავს მას გარეაგრესიისგან.

ქართული პოეზიის სწავლებისათვის

0
ქართული პოეზიის სწავლებისას მნიშვნელოვანია იმ ალუზიების, რემინისცენციების და სხვა ტიპის მინიშნებების ზედმიწევნით ახსნა-განმარტება, რომლებიც მხატვრული კონტექსტის სააზროვნო ველს ქმნიან. ყოველი მხატვრული სახე ერთგვარი კოდია, რომლის გაშიფვრა, უპირველესად, ინტელექტუალურ ძალისხმევას საჭიროებს. ამგვარ დაშიფრულ პოეზიას ქმნიდნენ ცისფერყანწელები, რომელთა შემოქმედების შესწავლა კარგად წარმოაჩენს, როგორ ახორციელებს მხატვრული ტექსტი ინტერკულტურულ ურთიერთობას, როგორ ამთლიანებს სამყაროს სიტყვის ძალით და როგორ აშლევინებს ფრთას წარმოსახვას. 

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სასკოლო სახელმძღვანელოებში უფრო მეტი ინტენსივობით იყოს წარმოდგენილი მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში მიმდინარე მოდერნისტული ძიებების ამსახველი მხატვრული ტექსტები. ისინი ხელს შეუწყობენ მოსწავლეს, წარმოსახვით გაარღვიოს დროისა და სივრცის ჩაკეტილი საზღვრები, იმოგზაუროს მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროში და მისთვის უცნობი სახელების მიღმა ახალი დროსივრცული მოდელები აღმოაჩინოს (ჟანრობრივი, თემატური, იდეოლოგიური და სხვა ფორმალური ჩარჩოების მიღმა); ამ გზით გაიფართოოს აზროვნების თვალსაწიერი, შეიმეცნოს ინტერტექსტუალური კავშირების მხატვრული ფუნქცია და ახალ პოეტურ გამოცდილებას ეზიაროს. მასწავლებელმა კი მოსწავლეებს უნდა გააცნოს ის სახელები, რომლებსაც ლექსებში შემოაქვთ სიუცხოვის განცდა და ახალ პოეტურ ღირებულებას ქმნიან. საზოგადოდ, ცისფერყანწელთა პოეზიაში, შესაბამისად მათი ესთეტიკური მრწამსისა (აზრის, მუსიკის, ფერის, სურნელის ერთიანობაში წარმოდგენა), ერთმანეთს გადაეწნა და დაშიფრულ მხატვრულ სახედ წარმოჩნდა მხატვრობა და მუსიკა. ერთ-ერთი ამგვარი პოეტური კოდია ვრუბელი.

“გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ვრუბელი,
სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება” (“INTERIEUR – პირველი”). 

წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი _ ცისფერყანწელი ესთეტი, ახალი პოეტური ღირებულებების შემოქმედი. ამ საქმეში მისი თანამზრახველები კი ქართველი სიმბოლისტები გახლდნენ, ძველ კერპებს, გადამღერებულ და გაცვეთილ მხატვრულ სახეებს რომ თამამად შეუტიეს და შაბლონს “სილა გააწნეს” (ტიციან ტაბიძე). ისინი “უწმინდესი ხელოვნების” მტრებს ამაყად დაუპირისპირდნენ და გამოაცხადეს: “საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნებადაკრგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ” (პაოლო იაშვილი).

ბოდლერზე, მალარმეზე, რემბოსა თუ ვერლენზე შეყვარებულ პოეტებს “ეზარებოდათ” უსახურ სინამდვილეში დაბრუნება, რადგან პოეტური სამყარო ბევრად აღემატებოდა რეალურს. ფრანგული პოეზიის თარგმანებთან ერთად, ქართულ პოეზიაში შემოიჭრა აქამდე უცნობი სხვა სახელები, მათ შორის, უპირველესად, ვრუბელისა, რომელიც სიგიჟესთან, დემონურობასთან იყო დაკავშირებული. თუმცა სიგიჟეც, შეშლილობაც სიმბოლისტებს ესმოდათ, როგორც გენიოსობის ერთგვარი დასტური. სხვათაგან გამორჩეულობა, მიღმური სამყაროს ხილვა, საიდუმლოს შეცნობა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა, გონების იმგვარი “არევით”, რაც საგანთა და მოვლენათა იდუმალ, უხილავ კავშირებს შეაგრძნობინებდათ. ხომ წერდა კიდეც ვალერიან გაფრინდაშვილი:

“სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა სიგიჟის” (“ბოჰემის მონოლოგი”).

ვინ იყო ასე უცნაურ და თანაც მიმზიდველ პოეტურ ნიღაბს ამოფარებული ვრუბელი? ან რატომ დაუკავშირდა მისი სახელი დემონურს?

საზოგადოდ, დემონურობის თემა განსაკუთრებით რომანტიკოსებთან გაღრმავდა. “განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო, სულო ბოროტო”, _ წერდა ეჭვებით გატანჯული ბარათაშვილი და წყევლიდა იმ დროს, როცა ფუჭ ოცნებებს მიენდო და უცხო “აღთქმებს” აყოლილი, თავის ბედს გამოედევნა. ამბოხის, დაუმორჩილებლობის თემა სინამდვილისგან თავის დაღწევას, რეალობიდან გაქცევას უკავშირდებოდა. ბოროტი ძალა, ხორციელებასთან, მატერიალურ სამყაროსთან გაიგივებული, ებრძოდა სულს და ადამიანს ღვთის დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებდა. ამგვარ სულიერ ჭიდილს კი ხელოვანი ხშირად შეშლილობამდე ან სიკვდილამდე მიჰყავდა.

პოეზია, საზოგადოდ, დემონურობის ერთგვარი ნიშნით არის აღბეჭდილი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემონი მხოლოდ დაცემულ ანგელოზს არ გულისხმობს. “მე ვგრძნობ ჩემში რაღაც ღვთაებრივს თუ დემონიურს”, “მეჩურჩულება რაღაც იდუმალი ხმა”, _ ამბობს სოკრატე პლატონის “სოკრატეს აპოლოგიაში”. “ევთიფრიონში” კი ევთიფრიონი ეუბნება სოკრატეს: “შენ ხომ ამტკიცებ, რომ ერთთავად თან გდევს შენი დემონი”. ბაჩანა ბრეგვაძის კომენტარი ასეთია: “დემონი (“დაიმონ”) _ იგულისხმება სოკრატეს სულში დამკვიდრებული ზებუნებრივი ღვთაებრივი ძალა თუ სინდისის იდუმალი, მბრძანებლური ხმა, რომელიც, სოკრატესვე მოწმობით, დროდადრო ერთგვარი შთაგონებით ავსებდა და ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ქცევის წესსა და მოქმედების გეზს უჩვენებდა მას”. 

დემონი, როგორც პოეტური კოდი, ხშირად გვხვდება გალაკტიონის პოეზიაში (ამ კოდს შემდეგ წერილში წარმოვაჩენთ).

“ავანთებ სანთელს ვრუბელის წინ მოთენთილ ხელით,
გადავშლი ბოდლერს, გადვიკითხავ მის “მარტოობას” (ვალერიან გაფრინდაშვილი, “INTERIEUR – პირველი”).
რატომ უნთებდა პოეტი სანთელს ვრუბელს? ან რატომ იყო, რომ, როდესაც ტიციან ტაბიძე თამუნია წერეთლის სილამაზეს შესტრფოდა, ვრუბელს მოიხმობდა:

“არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი” (“ანანურთან”). 

ვრუბელმა მართლაც დახატა თამარი, ოღონდ ლერმონტოვის პოემის, “დემონის” მშვენიერი გმირი; უნატიფესი ხაზებითა და ექსპრესიით გადმოსცა მისი არამიწიერი სილამაზისა და დემონთან საბედისწერო გამიჯნურების ამბავი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1891 წელს რუსეთში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ნიჭიერ, ორიგინალური ხედვის მქონე მხატვარს, მიხეილ ვრუბელს, ლერმონტოვის “დემონის” ილუსტრირება შესთავაზეს. თითქოს ერთგვარი ბედისწერა იყო. ვრუბელი ერთხანს გატაცებული იყო დემონის თემით და შექმნილი ჰქონდა კიდეც ტილო “ჩამომჯდარი დემონი”, მაგრამ ამ ილუსტრაციებმა მის ნიჭს სულ სხვა გასაქანი მისცა. 

ამის შემდეგ ვრუბელი საბედისწეროდ შეიპყრო “დემონმა”. საგულისხმოა, რომ ლერმონტოვმა ეს პოემა საქართველოში ყოფნისას საფუძვლიანად გადაამუშავა და კავკასიით შთაგონებულმა არაერთი ნაწარმოები შექმნა (მათ შორის, ლექსები და პოემები: “თამარი”, “მწირი” და სხვ.). 

“თვითონ “დემონი”, ლერმონტოვის, მისი ახალგაზრდობის ორეული, იბრძვის იმიტომ, რომ დაანგრიოს ზეცა და ადამიანს დაუმორჩილოს მთელი ქვეყნიერება ვარსკვლავებითა და განუსაზღვრელი სივრცეებით” (ვალერიან გაფრინდაშვილი).

ილია ჭავჭავაძე ლერმონტოვს (და თვით პუშკინსაც)Pბაირონის _ “სატანის სკოლის თავადის” _ მიმბაძველად მიიჩნევდა და დიდად აფასებდა, თარგმნიდა კიდეც. “დემონის” რამდენიმე თარგმანი არსებობს, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასი (სახელწოდებით “ქაჯი”). მსოფლიო ლიტერატურის სერიით გამოცემულ ლერმონტოვის რჩეულში კი რევაზ თვარაძის შესანიშნავი თარგმანია დაბეჭდილი. ქვემოთ სწორედ ამ თარგმანიდან მოვიხმობთ ციტატებს.  აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა სულხან ცინცაძემ დაწერა მუსიკა  ბალეტისთვის “დემონი”. 

მაინც როგორია ლერმონტოვის დემონი?

ის, ტრადიციულად, დევნილი, ბოროტი სულია, მაგრამ პოეტი მას გვიხატავს, როგორც სასოწარკვეთილს, დაღლილს, რომელსაც ძველი, ბრწყინვალე ჟამის მოგონებანი (როცა კეთილი ქერუბიმი იყო და ჰქონდა ძლიერი რწმენა, სიყვარულის ციური ნიჭი) აშფოთებს. ვნებული სული დიდხანს  დაეხეტებოდა სამყაროს ვრცელ სიცარიელეში და გულგრილად თესავდა სიავეს, მაგრამ “ბოროტებაც მობეზრდა ბოლოს”. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც კავკასიონის მწვერვალების ალმასთა ელვარებას, ოქროსფერ ღრუბლებს, დარიალის შავ ნაპრალებს შეავლო თვალი, კვლავ ზიზღით განიმსჭვალა ქვეყნიერების მიმართ, თუმცა საქართველოს ველების საკვირველმა ფერებმა მაინც მოსტაცეს თვალი და მოულოდნელად დატყვევდა. მან თავად გუდალის სასახლის ეზოში თვალი მოჰკრა თამარს, საპატარძლოს და მისი სილამაზით, უმანკოებით, სიწმინდით მოჯადოვდა. თამარის ცეკვის მზერისას კი საოცრად გარდაიქმნა მისი სული, თითქოს კვლავ შესწვდა სიკეთეს, ტრფობას: “იგი უმზერდა… უცხო სიამით/ და უცხო ღელვით სჭვრეტდა დემონი./ ნეტარმა ხმებმა აღუვსეს წამით/ სულის არენი უედემონი”. ბედნიერ სასიძოს ყაჩაღები დაესხნენ თავს და უთანასწორო ბრძოლაში მოკლეს. მგლოვიარე პატარძალი მონაზვნად აღიკვეცა და მუდამ ყურში ჩაესმოდა უხილავი დემონის მანუგეშებელი სატრფიალო სიტყვები. დემონი ევედრებოდა: “მიჯნურის ლოცვა,/ შენთვის წარმოვთქვი/ პირველად ვიგრძნობ ტანჯვას მიწიერს, /პირველი ცრემლი თვალთაგან მომწყდა”. დემონი მზად არის, ზავი დადოს მიწასთან, ოღონდ თამარის საპასუხო სიყვარულს ეღირსოს, სანაცვლოდ ჰპირდება ფირუზისა და ქარვის სასახლეებს, ვარსკვლავების გვირგვინსა და დიდებას: “და ბაგე მწველი/ ფრთხილად შეეხო მთრთოლვარე ასულს”. დემონის ამბორი იყო სიკვდილის ბეჭედი. თამარის სული ქერუბიმმა არ დაანება დემონს, რომელიც საშინელმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო: “მაშინ დასწყევლა დემონმა მყისვე/ თავის ოცნება, ზრახვა ფარული,/ და განმარტოვდა ამქვეყნად ისევ,/ არავინ დარჩა ნუგეშად მისად,/ აღარც იმედი და სიყვარული!”

ვრუბელმა ლერმონტოვის დემონის სადარი ფერწერული სახეები შექმნა. ამიტომაც იყო, რომ მისმა დემონმა უდიდესი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებაზე. ის ქართველ პოეტთა შთაგონების წყაროდაც იქცა.

ირაკლი კენჭოშვილი წიგნში “გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში” შენიშნავს: “შალიაპინი ამბობდა: ჩემი დემონი ვრუბელიდან მოდისო. იგივე შეეძლო გაემეორებინა თავის დემონებზე გალაკტიონს:

“დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები”;
“წარბები _ შვილდი და თმები _ ძეწნა”;
“პატრონი იგი დემონთა წარბის”.

წარბების გამკვეთრება ვრუბელის დემონთან ამჟღავნებს სიახლოვეს. მეფისტოფელის პორტრეტი, ცალი თვალით ბრმა, ხოლო მეორე თვალში _ “განგება, მეტი სიმკაცრე და სიძლიერე”, პარალელს პოულობს ვრუბელის დემონთან, რომლის “თვალები ასიმეტრიული და სხვადასხვანაირია. ერთში თითქოს წყენაა, მეორეში _ მრისხანება და შურისძიების წყურვილი”. სატანის მჯდომარედ გამოსახვა, მაგრამ არა დაკნინებულად, არამედ მედიდურად (“ვით გიოტე, ზის იქ სატანა” _ “მაგიდა ალამბიკებით”), გააზრებითა თუ იკონოგრაფიით საერთოს პოულობს ვრუბელის დემონთან (“ჩამომჯდარი დემონი” და სხვ.) და შესაძლოა გოეთეს სკულპტურულ გამოსახულებებთან”. ვრუბელის დემონის ციკლის ნახატებით შთაგონებული არაერთი მაგალითის მოხმობა შეიძლება როგორც გალაკტიონის, ასევე ტიციან ტაბიძის პოეზიიდან:

“გასწი, დემონო! გაშალე ფრთები,
სადაც შენ წახვალ, მეც იქ მოგყვები”. 
ან კიდევ: 
“დღეთა დარაჯად დადგა დემონი…
ტანჯვა-წუხილში მიჰქრიან დრონი” (ტიციან ტაბიძე).

ცოტა რამ მიხეილ ვრუბელის ბიოგრაფიიდან: იგი 1856 წელს დაიბადა ომსკში, რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში; ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა, ყველაფერს ერჩია განმარტოება და ფანქრით თავისი ფანტაზიების ხატვა. მერეც, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, გასაოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, 10-12 საათის განმავლობაში თავაუღებლივ ხატავდა. განსაკუთრებით ნატურიდან ხატვა უყვარდა. თანამედროვე მხატვრები არ მოსწონდა, ზედაპირულებად მიიჩნევდა. ხატვისას უდიდეს ყურადღებას დეტალებს აქცევდა. აკვარელის გაკვეთილებს გამოჩენილი მხატვარი ილია რეპინი უტარებდა. ვრუბელს მისი გავლენაც ჰქონდა, მაგრამ მალე დაძლია.

ჯერ კიდევ სტუდენტს საპასუხისმგებლო საქმე ანდეს _ წმინდა კირილეს მონასტერში ბიზანტიური ხატები აღადგინა და თვითონაც შეასრულა რამდენიმე ორიგინალური ფრესკა. ბიზანტიურმა ფერწერამ გაიტაცა და მის ტილოებზეც აისახა ეს სიყვარული. ჩია ტანადობის, სუსტი, ქერა ვრუბელი ხატვისას საოცრად გარდაიქმნებოდა ხოლმე, თვალებიდან თითქოს დემონურ ძალას ასხივებდა. ვენეციაში მოგზაურობისას შუა საუკუნეების მხატვრობით დაინტერესდა, განსაკუთრებით, ჯოვანი ბელინის შემოქმედება მოსწონდა. მეგობარს სწერდა: “იტალიაში შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, მაგრამ უნდა შექმნა მხოლოდ და მხოლოდ შენს სამშობლოში”.

ერთხანს ანტიკური სიუჟეტებით, შემდეგ ჰამლეტური და ფაუსტური მოტივებით იყო გატაცებული. მერე რუსულმა ფოლკლორმა გაიტაცა და შესანიშნავი პანოები შექმნა. შთამბეჭდავი იყო მისი პორტრეტ-ფანტაზიები, მაგალითად, “გოგონა სპარსული ხალიჩის ფონზე”, “მკითხავი”, “დედოფალი-გედი” და სხვ.

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა ტილომ “ჩამომჯდარი დემონი”. ნახევრად შიშველი ფრთებიანი ფიგურა, თითქოს გაქვავებული, აფერადებულ შორეულ სივრცეებს გასცქერის. იგი გვაგონებს სტრიქონებს:

“წიგნი ვედრებიანი
ალოცება სატანის” (გალაკტიონი, “გვიანი ოცნება”).

ვრუბელისთვის დემონი რთული სიმბოლური სახე იყო, ამიტომაც ეჭიდებოდა ხშირად. მისი სკულპტურული თავიც გამოძერწა, რომელიც ერთ გამოფენაზე უცნობმა მნახველმა დაამსხვრია. აღადგინეს და აღარ გამოუფენიათ. 
ვრუბელს სურდა, როგორც თვითონ წერდა, დემონში გადმოეცა იდუმალი ძალა, ადამიანზე აღმატებული. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ვრუბელის დემონი მეამბოხე ტიტანების შთამომავალია. მისი დემონის შინაარსი ორმაგია: ერთი მხრივ, მასში წარმოჩენილია ადამიანის სულის დიდებულება, ვერანაირ ზღუდეს, აკრძალვას რომ ვერ ეგუება შემეცნებისა და თავისუფლების გზაზე, მეორე მხრივ კი, ეს არის უსაზღვროდ ამაყი პიროვნება, რომელიც გაურბის მარტოობას, სიცივეს, სიცარიელეს. 

“მეფინება წვიმა ნელი
და დემონის მწუხარება” (გალაკტიონი, “ვარ გენია რიმანელი”).

ვრუბელის დემონი არის არა მხოლოდ მეფური, დაუმორჩილებელი, დიდებული და ამაყი, არამედ, ამასთანავე, უფრო მეტად მგლოვიარე, მარტოსული. საგულისხმოა, რომ ვრუბელი განიცდიდა ცნობილი კომპოზიტორის, ანტონ რუბინშტეინის ოპერის, “დემონის” გავლენასაც.

საზოგადოდ, ვრუბელი ყველა ჟანრში ოსტატი იყო: მას აქვს მონუმენტურ-დეკორატიული პანოები, დეკორატიული სკულპტურა, თეატრალურ-დეკორაციული ფერწერა, ვიტრაჟი, გრაფიკა… მან არქიტექტურაშიც სცადა ბედი. მას უნდოდა, რომ ყოფილიყო უნივერსალური მხატვარი, აღორძინების ოსტატთა მსგავსად. 

“ჭეშმარიტება სილამაზეშია”, _ ეს იყო მისი დევიზი. 

ხელოვნებათმცოდნენი ვრუბელის ნახატებს მიაკუთვნებენ “ფანტასტიკურ რეალიზმს”. მისი “იასამანი”, “მარგალიტის ნიჟარა” და სხვა ნახატები გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე.

ვრუბელის მიერ ლერმონტოვის “დემონისთვის” შესრულებული ილუსტრაციები კი ხელოვანის შემოქმედებაში მწვერვალადაა აღიარებული. ორი ფერით, თეთრითა და შავით, სინათლისა და სიბნელის გრადაციებით მხატვარმა სასწაულები მოახდინა.

როდესაც “დაცემულ დემონზე” მუშაობდა, მხატვარს სულიერი აშლილობა დაეწყო. სწორედ ამ დროს გამოფინეს ეს ნახატი პეტერბურგში. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი კედელზე ეკიდა, ვრუბელი ყოველ დილას მიდიოდა და ცვლიდა, ხატავდა. ასე რომ, მნახველები მეორე დღეს დემონს წინა დღისაგან განსხვავებულ გამომეტყველებას ამჩნევდნენ.  

სულიერმა ავადობამ ვრუბელზე ლეგენდები დაბადა, მისი შეშლილობა დემონის ხატვას დაუკავშირეს. ამან მის მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. ბევრმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა მისი ნიჭი. საერთოდ, ვრუბელს ერთი ნახვით არავინ აღიარებდა, თითქოს მისი ნახატები თანდათან იპყრობდა მნახველის სულს, გულსა და გონებას. ვრუბელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც განაგრძობდა ხატვას. მისი ავადობა გაართულა 2 წლის ვაჟიშვილის დაღუპვამაც, მაგრამ მხატვარი ბოლოს მაინც გამოჯანმრთელდა და კვლავ შეუდგა მუშაობას. ხატავდა, ასწავლიდა და თან საოცარი დაუდევრობით ეპყრობოდა ნახატებს, თითქოს მხოლოდ ქმნის პროცესი აინტერესებდა და არა შემოქმედების ნაყოფი. მისმა მოწაფეებმა არაერთი ჩანახატი გადაარჩინეს დაკარგვას.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვრუბელმა წინასწარმეტყველთა შესანიშნავი სახეები შექმნა, მაგრამ მისი სახელი მაინც “დაცემულ დემონს” უკავშირდებოდა. ვრუბელი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 54 წლისა, 1910 წელს. 

ალექსანდრე ბლოკი “დაცემული დემონის” შესახებ წერდა: “ვრუბელი გვაოგნებს, რადგან მის შემოქმედებაში ვხედავთ, როგორ ყოყმანობს და ანელებს თავის გამარჯვებას ლურჯი ღამე, ალბათ, იმიტომ, რომ შეიგრძნობს თავის მომავალ გარდაუვალ დამარცხებას”. 

ასე რომ, ვრუბელის კოდის გაშიფვრა ლექსის პოეტურ დრო-სივრცეს საოცრად ზრდის და მკითხველს სრულიად განსხვავებულ ემოციურ-ინტელექტუალურ განცდას ანიჭებს. 

რუსუდან თედორაძე – ხსოვნა გადასარჩენად

0

ამ ბოლო დროს, იცით, რა მჭირს?

წერას დავიწყებ რაღაც თემაზე და შუა გზაში მეცვლება გეზი.

აი, დღესაც, ვაპირებდი დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებ თანამედროვე პოეზიას კლასიკური ტექსტების განხილვისას თუ სხვადასხვა თემატური პარალელებისთვის.

მაგრამ ამაზე სხვა დროს მოვყვები.

დღეს კი, უკვე ნოემბერი დაიწყო, განსაკუთრებით სუსხიანი, ცივი და ყინვიანი. ასეთ ამინდებში განსაკუთრებით გჭირდება სხვადასხვა ამბების ნაფოტები გულის ბუხარის გასათბობად.

ჰოდა, მეც ასეთი ამბები უნდა ჩამოვთვალო, ჩემთვის, თქვენთვის, უფროსებისთვის, უმცროსებისთვის, გულშიც და ხმამაღლა.

ჩემი ერთგვარი თერაპიაა, მრავალჯერ გამოცდილი, კარგად დაცდილი.

ექვთიმე თაყაიშვილის დღიური გინახავთ? რამდენი დღე უსადილოდ და უსაუზმოდ, მაშინ, როცა უზარმაზარ განძს დარაჯობდა ეს განსაკუთრებული ქართველი და განსაკუთრებული ადამიანი. „რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”. იმას აღარ გაგახსენებთ, მარტოობაში რომ გარდაიცვალა, სულ 40–დე ადამიანმა გააცილა უკანასკნელ სამყოფელში, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი.

წმინდა მღვდელმონაზონი გრიგოლ ფერაძე? მოძმისთვის წამებული, მოყვასისთვის შეწირული…

ქართული საგანძურის გადარჩენაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. ექვთიმე თაყაიშვილის თანამოაზრემ, განათლებულმა სასულიერო მოღვაწენ, მრავალშვილიანი ებრაელის დანაშაული აიღო თავზე ოსვენციმის ბანაკში და გაზის კამერაში საკუთარი ფეხით შევიდა.

ამ ნოემბრის სუსხიან დღეს ძალიან მინდა ერთი ნაწყვეტი წაგიკითხოთ კათოლიკოს ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმიდან, მინდა ერთად წავიკითხოთ :

„მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის. “

კიდევ, კიდევ რა გაგახსენოთ? ამბავი იმდენია, იმდენი რამის მოყოლა მინდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ამბები გეცოდინებათ, როგორი დიდი შრომა და თავგანწირვა დასჭირდათ ქართული მეცნიერებისა და კულტურის მოამაგეებს პირველი უმაღლესი სასწავლებლისთვის ბრძოლაში.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლებლები გახლდნენ – გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.

როდესაც ურთულესი საკითხები გადაიჭრა, მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ შეგროვდა შემოწირულობები ცოდნის ტაძრის დასაარსებლად, ბოლოს და ბოლოს 1918 წლის 13 იანვარს უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველმა სხდომამ განიხილა უნივერსიტეტის რექტორის არჩევის საკითხი. უნივერსიტეტის პირველი რექტორის თანამდებობაზე კოლეგიამ ივანე ჯავახიშვილის კანდიდატურა ერთხმად წარადგინა, მეცნიერმა სიტყვა ითხოვა და თქვა :”პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია, რუსეთშიაც და საზღვარგარეთაც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს…”

კიდევ რა გიამბოთ?

იცოდით, რომ როდესაც რეზო ინანიშვილი, შესანიშნავი მწერალი ღარიბი სტუდენტი იყო, უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი ურიცხავდა სტიპენდიას ანონიმურად, საკუთარი ხელფასიდან….

კიდევ გიამბობდით, მაგრამ თერაპიის მთავარი ნაწილი თქვენზეა – თავად უნდა გაიხსენოთ, რომ არ გაწყდეს ასეთი ამბების ჯაჭვი.

ჰოდა, როდესაც ნოემბრის სუსხზე, საკუთარ თავზე თუ საკუთარ ქვეყანაზე, სხვა ადამიანების ბოროტებაზე, ღალატსა და მესაკუთრეობაზე გაბრაზდებით ( სრულიად სამართლიანადაც), გაიხსენეთ ასეთი ამბები, დაანთეთ საკუთარი გულის ბუხარი და გახსოვდეთ, რათა გადარჩეთ, გადარჩეთ, რათა გიყვარდეთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...