სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. მაგრამ რა არის სილამაზე და საყოველთაოდ მისაღებია თუ არა იგი? დამეთანხმებით – სილამაზე ფარდობითი ცნებაა, რაც ლამაზია ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა არაფრით გამორჩეული იყოს. სილამაზის შეფასებისას ხშირად უნებლიეთ ვემორჩილებით საზოგადოებრივ აზრს. კულტურა და ეპოქაც განაპირობებს მის აღქმას.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სილამაზეს თავისი გეოგრაფია აქვს. სხვადასხვა რეგიონში ის სხვადასხვაგვარად აღიქმება. სილამაზის იდეალიც სხვადასხვაა. გარემოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმის აღქმაში, რასაც სილამაზეს ვუწოდებთ.
დიდი ნიშნავს ლამაზს
მავრიტანია, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო, მრავალფეროვანი ბუნებით არ გამოირჩევა, თუმცა ფართობით მსოფლიოს უდიდეს ქვეყანათა 30-ეულში შედის. მიუხედავად იმისა, რომ მავრიტანია ოკეანისპირა ქვეყანაა, კლიმატი აქ საკმაოდ მკაცრია. ტერიტორიის ¾ უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მთისწინეთში გვხვდება ოაზისებიც. აქ ხშირია გვალვა, რაც ცხოვრებას ართულებს და საკვების დეფიციტს იწვევს. ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონს აღემატება. ისინი უმთავრესად სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობას მისდევენ. მომთაბარეობა მათი ცხოვრების წესია. თუმცა ბუნებრივი პირობების გამო ხალხი ბოლო ხანს ქალაქებისკენ დაიძრა.
მავრიტანიაში სილამაზის ეტალონად სიმსუქნეა მიჩნეული. ამის კულტურული მიზეზი ალბათ სწორედ ბუნების სიმკაცრეში უნდა ვეძიოთ – მიიჩნევა, რომ მსუქანი ქალი უფრო იოლად გაუძლებს შიმშილობას ხანგრძლივი გვალვების დროს. სიმსუქნე აქ სოციალური მდგომარეობისა და ოჯახის ძლიერების ერთგვარი კრიტერიუმიც არის.
გოგონებს შინ ძალდატანებით აჭმევენ და ასმევენ. არსებობს საგანგებოდ ამისთვის შექმნილი საწამებელი ინსტრუმენტებიც. მრავალი ოჯახი ექსტრემალურ ღონისძიებებსაც მიმართავს და შვილებს სპეციალურად მოწყობილ „ფერმებში” გზავნის, სადაც გოგონების გასუქებაზე უკვე „სპეციალისტები” ზრუნავენ.
მავრიტანია არ არის გამონაკლისი – ასევე მოდურია სიმსუქნე ოკეანეთისა და აფრიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველებიც გამოდიან.
ეთიოპია აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, სადაც ბუნება გაცილებით მრავალფეროვანია. აქ მთები და პლატოები დომინირებს; ნახევარუდაბნოებით დაწყებული, მუსონებით დამთავრებული, ყოველგვარი ტიპის კლიმატი გვხვდება. გარდა კლიმატისა, მრავალფეროვანია ეთნოსიც. ბოდი ერთ-ერთი ტომია, რომელშიც ყოველწლიურად იმართება უცოლო მამაკაცების შეჯიბრება ყველაზე მსუქნის ტიტულისთვის. კონკურსზე თავისი წევრის წარდგენა ყველა ოჯახს შეუძლია. განაცხადი კონკურსამდე 6 თვით ადრე შეაქვთ. ამის შემდეგ კონკურსანტი ყოველგვარ საქმიანობას თავს ანებებს და უმეტესად ისვენებს. ოჯახი კი მის გასუქებაზე ზრუნავს. ის სპეციალურ დიეტაზე გადაჰყავთ.
კონკურსზე გამარჯვებულებს სიცოცხლის ბოლომდე გმირებივით ეპყრობიან. ისინი სასურველი საქმროები ხდებიან და შეუძლიათ, საუკეთესო გოგონები შეირთონ ცოლად. თუმცა ქვეყნის მთავრობას ეს ტრადიცია არ მოსწონს და ბოდის ემუქრება, რომ თუ არ გამოსწორდებიან, გადაასახლებს (https://www.dailymail.co.uk/femail/article-2480870/Ethiopian-Bodi-tribe-big-beautiful-men-compete-fattest.html).
გამხდარი ნიშნავს ლამაზს
ჩვენი კულტურისთვის უჩვეულოს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ დღეს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ჯანმრთელისა და ლამაზის სინონიმად სიგამხდრეს მიიჩნევენ. მოდის, კინოსა თუ სარეკლამო ინდუსტრიის სტანდარტით, სიგამხდრე სილამაზეა. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მხოლოდ აშშ-ში წონის დაკლების პროგრამებზე წელიწადში 65 მილიარდამდე აშშ დოლარი იხარჯება.
მრავალ მოზარდს გახდომა აკვიატებულ იდეად ექცა და უკიდურეს ფორმებს იღებს. ხანგრძლივმა, მიზანმიმართულმა წონის კლებამ კი შესაძლოა ანორექსია გამოიწვიოს. ამ დაავადების სიმპტომებია გასუქების შიში და გახდომისკენ სწრაფვა. ანორექსიას აქვს გავრცელების მკვეთრად გამოხატული გეოგრაფია – განვითარებული ქვეყნები, ასევე – სქესობრივ-ასაკობრივი გამოხატულება: ის უმთავრესად 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონებში იჩენს თავს. ამ დაავადებას მეოცე საუკუნის მიწურულს ბარბის დაავადებასაც კი უწოდებდნენ. საშუალო სკოლებში გოგონების 60% დიეტაზეა. 13-15 წლის გოგონების 50%-ს სჯერა, რომ ჭარბი წონა აქვთ, ხოლო 13 წლის გოგონების 80%-ს ერთხელ მაინც დაუცავს დიეტა. ეს სტატისტიკა განვითარებულ ქვეყნებს ეხება, იქ, სადაც საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს მოდის ინდუსტრიას. ბოლო ხანს მათზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ, რათა მოდელის სტანდარტები შეცვალონ.
უნაკლო კანი ნიშნავს სილამაზეს
აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში უნაკლო კანი სილამაზის უპირველესი ნიშანია. ამიტომაც გამოირჩევა მისი მოვლის საშუალებები ასეთი მრავალფეროვნებით. თუ აზიელი და ევროპელი ქალების სახის კანის მოვლის რიტუალებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პირველნი გაცილებით მრავალფეროვან პროცედურებს მიმართავენ. მათთვის მასაჟი, გაწმენდა, პილინგი, რადიკალური გათეთრება და მოხვეწა, ემულსიებისა და კრემების გამოყენება თითქმის ყოველდღიურობაა.
სამხრეთ კორეაში კანის სიგლუვე სოციალური სტატუსის ნიშანია. იმავდროულად, სახეზეა მამაკაცებისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებების ბუმიც. სწორედ ეს ქვეყანა ლიდერობს მამაკაცთა მიერ კანის მოვლის საშუალებებზე დახარჯული თანხით, რაც წლიურად 850 მილიონს შეადგენს.
გარეგნობის ზოგიერთ თავისებურებას ბუნებრივი გარემოც განაპირობებს. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ცხელ, მზიან სარტყელშია, სადაც სოფლის მეურნეობა თვითკმარია. ეს კი გულისხმობს, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რომლებიც სარჩოსთვის ღია ცის ქვეშ მძიმე ჯაფას ეწევიან. ასეთ ქვეყნებში თეთრი კანი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს მზის გულზე არ უწევს მუშაობა – საკმარისი ფული აქვს, რომ სხვა დაიქირაოს. ამრიგად, სითეთრე მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანია.
ინდოეთში კანის ფერით გარკვეულწილად განისაზღვრებოდა გვარის ამა თუ იმ კასტისადმი კუთვნილებას. ყველაზე მუქკანიანები უმდაბლეს კასტაში ან საერთოდ კასტის მიღმა რჩებოდნენ, რაც მათ არასასურველებს ხდიდა და საზოგადოებიდან რიყავდა.
თანამედროვე საზოგადოებაში კანის ფერის მიხედვით ჩაგვრა დისკრიმინაციის გამოხატულებაა, ამდენად, ასეთი მიდგომა ნელ-ნელა ბარდება წარსულს.
აფრიკის მრავალ ქვეყანაში მიღებულია კანის სკარიფიკაცია – ხელოვნური ნაიარევებით გალამაზება. ბუნებრივი ფერის გამო აფრიკის მკვიდრთა კანს სვირინგი თითქმის არ ეტყობა, ამიტომ ტატუირების უფრო რადიკალურ ფორმას მიმართავენ – ორნამენტებს ნაიარევებით იხატავენ. ეს ისეთი სამკაულია, რომელიც მუდამ თან გაქვს და არასოდეს დაგეკარგება.
ამ ორნამენტების მიხედვით შეიძლებოდა ამოგეცნოთ, რომელ ტომს და სოციალურ ფენას ეკუთვნოდა ადამიანი. მაგ., ბელადის მოხატულობა განსხვავდებოდა მონადირის მოხატულობისგან.
გოგონებისთვის ასეთი ნაიარევები სიმწიფის ნიშანი გახლდათ – ნიშანი იმისა, რომ ისინი მზად იყვნენ ტკივილის ასატანად, მაშასადამე, ბავშვის გასაჩენადაც.
ზოგიერთ ტომში სილამაზედ მიიჩნევენ თიხის ფირფიტებს და სხვა სამკაულებს, რომლებსაც სხეულში იმაგრებენ. მაგალითად, რაც უფრო დიდია ტუჩში ჩადგმული ფირფიტა, მით უფრო მომხიბვლელად მიიჩნევა ადამიანი.
დედამიწის ყველა კუთხეში ცდილობენ ქალები, თავიანთი გარეგნობით ყურადღება მიიქციონ. სწორედ ამისთვის იყენებენ მაკიაჟს, რომლითაც ყურადღება სასურველ ნაკვთებზე გადააქვთ და ნიღბავენ ნაკლოვანებებს. მუსლიმანურ ქვეყნებში ქალები ხშირად თავიდან ფეხებამდე საბურველში არიან გახვეული, მხოლოდ თვალები უჩანთ, ამიტომ ამ ქვეყნებში ქათინაურების ობიექტი სწორედ თვალებია. ქალებიც გულმოდგინედ უვლიან თვალებს, ატენიანებენ, მზისგან იცავენ და იხატავენ.
სილამაზე, ერთი შეხედვით, უნივერსალური რამაა, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვანაირად აღიქვამენ, ამიტომ კულტურის გეოგრაფიაში ის აქტუალური შესწავლის ობიექტია.
ბოლო დროს თითქმის ყველა ტერმინი პრეფიქსით „ეკო” საზოგადოების ინტერესს იწვევს. რამდენიმე წელია, მოგზაურობასთან დაკავშირებულ განცხადებებში ხშირად ვხვდებით ტერმინებს: ეკოტური, ეკომოგზაურობა, ეკოარდადეგები, ეკოლოგიურად ჯანსაღი მოგზაურობა, ეკოკრუიზი, ეკოსაფარი, ეკოექსპედიცია და, რა თქმა უნდა, ეკოტურიზმი. და მართლაც, რა არის ეკოტურიზმი?
მე-20 საუკუნის ბოლოს სწრაფად მზარდი ურბანიზაციის საპასუხოდ, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში, ბუნებაში დასვენებისა და ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ადგილებში – დაცულ ტერიტორიებზე – მოგზაურობის მიმართ მასობრივი ინტერესი გაჩნდა.
ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წლს დამკვიდრდა. ის მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე სპეციფიკური მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით აღტაცებისა და ტკობობისთვის, ასევე – ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესასწავლად”.
აღსანიშნავია, რომ ეკოტურიზმის იდეა მეცნიერთა კაბინეტებში ჩაისახა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ხორცი შეისხა 1960-იანი წლებში, როცა ცნობილი გახდა ვეშაპების ოკეანეთა სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები. სწორედ ამ დროს წარმოიშვა საზოგადოებრივი მოძრაობა – ადამიანები სხვადსხვა ადგილიდან ჩამოდიოდნენ, რათა ვეშაპებისთვის ეშველათ. ამ „ახალი სტილის ტურისტებს” ჰქონდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და აცნობიერებდნენ თავიანთი ქმედების მნიშვნელობას. აქციაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობაც. მოძრაობის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონს მოხმარებოდა, რათა დაერეგულირებინათ ტურისტების დატვირთვა.
მოგვიანებით კოსტა-რიკის ეკოინსტიტუტში შემუშავდა ფორმულა: „ნამდვილ, გაცნობიერებულ ეკოტურიზმს მოაქვს სამართლიანობა ადამიანებისა და ბუნებისთვის”. სწორედ ამ იდეამ გააერთიანა ეკოლოგები, ეკონომისტები და ტუროპერატორები და სწრაფად განავითარა ეკოტურიზმი მთელ მსოფლიოში.
2002 წელს კვებეკში (კანადა) ეკოტურიზმის მსოფლიო სამიტი გაიმართა. ეკოტურიზმის ცნებისა და სტანდარტების შესახებ დისკუსიების შედეგად შეიქმნა ე.წ. კვებეკის დეკლარაცია, რომელშიც ეკოტურიზმი ასეა ფორმულირებული: „ეკოტურიზმი – ეს არის ტურიზმის სახეობა, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისკენ, ადგილობრივი და აბორიგენი საზოგადოების უფლებების ცნობისა და დაცვისკენ, ტურისტების კულტურული და გარემოსდაცვითი განათლებისკენ”.
WWF (მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდი) ეკოტურიზმს ასე განმარტავს: „ეკოტურიზმი ტურიზმის სახეობაა, რომელიც მოიცავს მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ხელუხლებელია ბუნება, მათი ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების გასაცნობად; რომელიც, ამასთან, არ არღვევს ეკოსისტემების მთლიანობას და ქმნის ისეთ ეკოლოგიურ პირობებს, როდესაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ხელსაყრელი და მოგებიანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის”.
ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციას (The Internacional Ecotourizm Society – TIES) მიაჩნია, რომ ეკოტურიზმი – ეს არის „პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას”.
დღეს ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა. ეკოტურიზმი, საზოგადოდ, ნიშნავს ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების დასათვალიერებლად განხორციელებულ მოგზაურობას მათთვის ზიანის მიუყენებლად. ეკოტურიზმი – ეს არის მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი გავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას”.
ამჟამად ეკოტურიზმის ოთხ ძირითად სახეობას გამოყოფენ:
1. სამეცნიერო ტურიზმი – წესისამებრ, ასეთ ტურებში ტურისტულ ობექტებს დაცული ტერიტორიები – ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ბუნების ძეგლები და სხვ. – წარმოადგენს. ასეთი ტურების დროს ტურისტები მონაწილეობენ კვლევით ექსპედიციებში, ატარებენ საველე დაკვირვებებს. ფართოდ არის ცნობილი ამგვარი ეკოტურები ლათინურ ამერიკაში – კრუიზები გალაპაგოსის კუნძულებზე.
2. ბუნების ისტორიის ტურები – ეს არის სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული ექსკურსიების ერთობლიობა, რომლებიც სპეციალურ ეკოლოგიურ მარშრუტებზე, უფრო ხშირად კი დაცულ ტერიტორიებსა და აკვატორიებში იმართება. ასეთი ტურები მეტად პოპულარულია გერმანიაში, ამიტომაც მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების გერმანულ მოდელს უწოდებებნ.
3. სათავგადასავლო ტურიზმი – მასში შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურები, როგორებიცაა: ტურები ცალკეულ რეგიონებში (discovery amp; adventure holidays); ხანმოკლე ტურები ველოსიპედებით (short destinations); ქვეითი მარშრუტები რთულ ადგილებში (walking amp; trekking ); მოგზაურობა ფიზიკური დატვიირთვით (multi activity holidays); მოგზაურობა საცხოვრებლად საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილებით (overland tours). ეკოტურიზმის ეს სახეობა აერთიანებს ყველანაირ მოგზაურობას, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილების აქტიურ საშუალებებსა და ბუნების წიაღში დასვენებასთან. მას ასევე მიეკუთვნება ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, სპელეოტურიზმი, სამთო და ქვეითი ტურიზმი, წყლის ტურიზმი, სათხილამურო, სამთო-სათხილამური ტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი, დაივინგი, პარაპლანერიზმი. მრავალი მათგანი არცთუ დიდი ხანია გაჩნდა და ტურიზმის ექსტრემალურ სახეობებს მიეკუთვნება.
4. მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში – აქ მდებარე უნიკალური და ეგზოტიკური ბუნებრივი ობიექტებისა და მოვლენების მაღალი ატრაქციულობა ბევრ ტურისტს იზიდავს. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისას ტურისტთა 60%-ის მიზანი სწორედ დაცული ტერიტორიების მონახულებაა. ეკოტურიზმის ეს სახეობა კარგად არის განვითარებული ავსტრალიაშიც, ამიტომ მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების ავსტრალიურ მოდელსაც უწოდებენ.
ეკოტურიზმი მდგრადი ტურიზმის ის სეგმენტია, რომელიც გულისხმობს შედარებით წყნარი ბუნებრივი ლანდშაფტების დათვალიერებას, მათ შორის – დაცული ტერიტორიებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, მიახლოებითი გამოანგარიშებით, საერთაშორისო ტურიზმის 15-20% ეკოტურიზმს განეკუთვნება. ეკოტურიზმისა და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვაზე დაფუძნებული სხვა ტურისტული საქმიანობების ზრდის ტემპიც ყველა სხვა ტურისტულ სეგმენტთან შედარებით მაღალია – დაახლოებით 15% წელიწადში (cebalos-laskureni, 2000).
ეკოტურიზმი არის ბუნებრივი და კულტურული რესურსების (მათ შორის – ბიომრავალფეროვნების) კონსერვაციის მექანიზმი და პერიფერიების მდგრადი განვითარების საშუალება. ეკოტურიზმი იმგვარი მოგზაურობაა, რომელიც მხოლოდ ეკოსისტემების კონსერვაციას კი არ ემსახურება, არამედ, იმავდროულად, პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.
ეკოტურიზმის ძირითადი პრინციპებია: არ მოახდინოს რესურსების დეგრადაცია და გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განვითარდეს; გრძელვადიანი სარგებლობა მოუტანოს რესურსებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მრეწველობას (სარგებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური); გაავრცელოს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მრეწველობასა და ტურისტებში (მოგზაურობის დაწყებამდე, პროცესში და მისი დასრულების შემდეგ); გამოიყენოს რესურსები მიწოდებაზე ორიენტირებული პრინციპით; დაამყაროს პარტნიორობა რამდენიმე მხარესთან: მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მრეწველობასთან, მეცნიერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან; თითოეულ მათგანს ჩამოუყალიბოს მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობა და ქცევის ნორმები ბუნებრივი და კულტურული გარემოს მიმართ.
ეკოტურიზმს, თუ ის სწორად იქნა წარმართული, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. მისი დადებით მხარეებიიდან შეიძლება გამოვყოთ: ეკონომიკური დივერსიფიკაცია (განსაკუთრებით – სოფლებში, პერიფერიებსა და არაინდუსტრიალიზებულ რეგიონებში); გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობა; მოთხოვნა ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ ეკონომიკას; ინფრასტრუქტურის განვითარება; უცხოური ვალუტის გადაცვლით მიღებული შემოსავლების ზრდა.
ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია TIES-მა შეიმუშავა ეკოტურისტის 10 ცნება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ უნდა ახსოვდეს და იცავდეს:
1. გვახსოვდეს დედამიწის დაუცველობა;
2. დავტოვოთ მხოლოდ ნაკვალევი, თან წავიღოთ მხოლოდ ფოტოსურათები;
3. შევიცნოთ სამყარო, რომელშიც მოვხვდით: ხალხთა კულტურა, გეოგრაფია;
4. პატივი ვცეთ ადგილობრივ მოსახლეობას;
5. არ ვიყიდოთ იმ მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს;
6. ყოველთვის ვიაროთ გაკვალული ბილიკებით;
7. მხარი დავუჭიროთ გარემოსდაცვით პროგრამებს;
8. სადაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ გარემოსდაცვითი მეთოდები;
9. მხარი დავუჭიროთ (ვითანამშრომლოთ) ორაგნიზაციებს, რომლებიც გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობენ;
10. ვიმოგზაუროთ იმ ტურისტულ ფირმებსა და კომპანიებთან ერთად, რომლებიც ემხრობიან ეკოტურიზმის პრინციპებს.
ნათელია, რომ ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებული სახეობაა, რომ ეს მხოლოდ კარგად ორგანიზებული ტურები კი არ არის, არამედ მოგზაურობაა, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ისე სოციალურ და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით პროგრამებს.
ეკოტურიზმი ცალკეული ადამიანების და, ზოგადად, კაცობრიობის საქმიანობის ნათელი მაგალითია, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს, რა არის „ეკოლოგიური შემეცნება”.
ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელმაც ცოტა შემაფიქრიანა, შემდეგ კომპიუტერთან გამატარებინა საკმარისი დრო საჭირო ინფორმაციის გადასამოწმებლად და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ დედამიწაზე, რომელზეც ადგილი აღარაა ადამიანების კვალი რომ არ ეტყობოდეს, კვლავაც არის შეუსწავლელი ადგილები, ან თუნდაც ძველი – მაგრამ ახლებურად დანახული, ან სულაც კარგად ცნობილი – ახალი დასახელებებით.
მოსახლეობის ზრდით განპირობებული ახალი სახელწოდებები
მე-20 და 21-ე საუკუნე სწრაფი ცვლილებებით ხასიათდება, იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელმაც უკვე 7 მილიარდს გადააბიჯა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 9 მილიარდამდე გაიზრდება. რას ნიშნავს ეს სახელწოდებების ენაზე?
ეს ნიშნავს ახალ დასახლებულ პუნქტებს, ზოგჯერ კი – ძველი დასახლებების შერწყმით ახლების წარმოქმნას. ასევე ქალაქების ზრდას მოყვება ახალი ქუჩების გამოჩენა, მხოლოდ ჩინეთში სწრაფი ურბანიზაციის პროცესის გამო ყოველწლიურად 20000 ახალი ქუჩა არსდება.
ახალი მიგრანტების საცხოვრებლები
იცით თუ არა, რომ 200 მლნ კაცი არ ცხოვრობენ იმ ადგილებში, რომლებშიც დაიბადნენ. ესენი არიან მიგრანტები, რომლებმაც განსხვავებული (ეკონომიკური – უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური – განათლების მიღება, უთანასწორობის და უსამართლობის დაძლევა, პოლიტიკური – ომი და კონფლიქტები, ტოტალიტარიზმისა და სხვა რეჟიმებისგან თავის დაღწევის სურვილი) მიზეზების გამო დატოვეს საკუთარი საცხოვრებლები. ბევრი მიგრანტი, განსაკუთრებით ჯგუფურად დასახლების შემთხვევაში ფუძნდებიან ამათუ იმ ადგილას, რომელსაც თავდაპირველად ბანაკია, ხოლო დროთა განმავლობაში დასახლებად გარდაიქმნება. ამ დასახლებებს ხშირად სახელწოდებაც არ აქვთ და მათი მონახვა რუკაზე არ შეიძლება.
ასევე ურბანიზაციის გამო ქალაქები იზრდება, ხშირად ეს ზრდა არ არის ქალაქის დაგეგმარებაში გათვალისწინებული, ამდენად იქნება ე.წ. ბიდონვილები, ან სპონტანური და ქაოტური განსახლებები. ასეთ დასახლებებში უკვე მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, 2030 წლისთვის კი ეს რიცხვი 2 მილიარდამდე გაიზრდება.
ფაქტობრივად, აქ არანაირი პირობები არაა შექმნილი ცხოვრებისთვის, არის სუფთა წყლის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სერვისების და ინფრასტრუქტურის დეფიციტი, აქ მაცხოვრებლებს სიღარიბის ზღვარზე აქცევს. ხშირად ეს ადგილები ადგილობრივი მთავრობების თავის ტკივილია, მათ მიერ მიტოვებულია, სახელწოდებებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
პოლიტიკური ცვლილებები
მრავალი ახალი სახელმწიფოს გამოჩენა მსოფლიო რუკაზე არის მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი, ეს არის აფრიკის და იუგოსლავიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ასე მაგალითად, ბირმის სახელწოდება მიანმით ჩანაცვლდა. ბირმელები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ და მათ კონფლიქტი ჰქონდათ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, როგორებიცაა შანი, კარენი. გამეფებული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ გზად მიიჩნიეს სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლა.
ასევე საფრანგეთის სუდანს გადაერქვა და ეწოდა მალი (1959წ.), ცეილონს ეწოდა შრილანკა (1972წ.), ბრიტანეთის ჰონდურასს – ბელიზი (1973წ.),
ასევე პოლიტიკურ ცვლილებებს მოყვა მრავალი „ახალი”-ს შემცველი სახელწოდებების გამოჩენა, ასევე საბჭოთა კავშირში რევოლუციისა და კომუნისტების ლიდერების პატივსაცემად დასახლებებმა, ქუჩებმა შეიცვალეს სახელწოდებები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრმა მათგანმა თავისი პირვანდელი სახელწოდება დაიბრუნა.
გარემოს ცვლილებები
გარემო განიცდის დრამატულ ცვლილებებს, რისი მაგალითიცაა ჩერნობილი ატომური სადგურის აფეთქება, რამაც მიმდებარე ქალაქებისა და სოფლების დაცლა გამოიწვია.
ამის გარდა, გლობალურ კლიმატცვლილებას მოჰყვა არქტიკაში მყინვარის დნობა, რაც ახალი მიწების აღმოჩენის წინაპირობა აღმოჩნდა. ასე მაგალითად, 2007 წელს დენის შმიტმა გრენლანდიის აღმოსავლეთით ახალი კუნძული აღმოაჩინა, რომელსაც უუნურთოქ ქექერთოქი (გამთბარი კუნძული) ეწოდა. ასევე სულ ახლახან, მიწისძვრის შედეგად პაკისტანთან ახალი კუნძული ამოიწვერა. ასევე 2006 წელს ბენგალის ყურეში ლოჰაჩარას კუნძული დატბორვის გამო გაუჩინარდა
ახალი ზელანდიის მაგალითი
ეს მაგალითი ახალ ზელანდიას და მის ორ მთავარ კუნძულს ეხება, რომლებზეც მაორები საუკუნეების წინათ დასახლდნენ. სულ რაღაც 370 წლის წინ კი მის სანაპიროებზე უკვე ევროპელები გამოჩნდნენ.
ქვეყნის მოკლე მიმოხილვა: წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ახალი ზელანდია განვითარებული ქვეყანაა. აქ ორი კულტურული ჯგუფი დომინირებს სხვა დანარჩენზე: ახალ ზელანდიელები, რომლებსაც ევროპული წარმოშობა აქვთ და მაორები, რომლებსაც პოლინეზიური ფესვები აქვთ.
ამ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, ასევე ტურიზმსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და კინო-ინდუსტრიასაც.
როდესაც წარმოიდგენთ ახალი ზელანდიის მდებარეობას, მაშინ ადვილად გასაგები გახდება მისი მთავარი ეკონომიკური ურთიერთობები ავსტრალიასთან და იაპონიასთან. ასევე 2008 წელს მან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ბუნების მოყვარულებს კი ამ ქვეყნის გახსენებაზე თვალწინ მრავალფეროვანი ლანდშაფტები დაუდგებათ, მყინვარებით დასერილი მთები, ტბები და ჩანჩქერები, სანაპიროები და თერმული წყლები და რა თქმა უნდა, კუნძულის იზოლირების გამო გამორჩეული ფლორა და ფაუნა, რომლებშიც ენდემები ჭარბადაა წარმოდგენილი. ეს კი მართლაც არის საუკეტესო წინაპირობა ტურიზმის განსავითარებლად.
დღევანდელ იდილიას წინ უძღვოდა 1840 წლის ხელშეკრულება ბრიტანეთის მთავრობასა და მაორის ბელადებს შორის მიწის უფლებებზე. შედეგად, ჩრდილოეთში დაიწყო შეტაკებები კოლონიზატორების შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივებს შორის, რაც ახალი ზელანდიის ომის სახელწოდებით შემორჩა ისტორიას.
მხოლოდ ახლა გადაწყდა, რომ ახალი ზელანდიის ძირითად კუნძულებს მიენიჭოთ ოფიციალური სახელწოდებები. თაობებისთვის, რომლებიც ახალ ზელანდიაში აღიზარდნენ, ეს მთავარი კუნძულები ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებათ იწოდებოდნენ. არაა გასაკვირი, რომ ევროპელების დასახლებების გაჩენამდე ახალი ზელანდია რუკებზე არც გამოისახებოდა, ამის შემდეგ კი, ცრდილოეთის და სამხრეთის კუნძულების სახელწოდებებით აღინიშნებოდნენ რუკებზე და მსოფლიოსთვის ასევე გახდნენ ცნობილები.
ამ შეცდომის აღმოფხვრაზე ფიქრი მხოლოდ 2009 წელს დაიწყო, როდესაც ამ ფაქტმა ყურადღება მიიქცია და ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული სახელწოდებების შერჩევაზე.
ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდება ამ კუნძულების ახალი სახელწოდებები. გადაწყვეტილებაში კი ასახული იქნება კულტურული და მემკვიდრეობითი იდენტობა. მათ მაორული სახელწოდებები თე-ვაიპონამუ (სამხრეთი კუნძული) და თე იკა-ა-მაუი (ჩრდილოეთი კუნძული) ეწოდებათ. პირველი ნიშნავს მწვანე ქვების მდინარეს, ხოლო მეორე – მაუის თევზი (მაუი მაორების ღვთაებაა).
ამ სახელწოდებებს არაოფიციალურად მაორის ხალხი იყენებდა, ვიდრე ევროპელები გამოჩნდებოდნენ.
ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ორივე სახელწოდების გამოყენება ოფიციალურ წყაროებში, რადგან ეს უფრო ნაკლებხარჯიანია, ვიდრე ყველა რუკისა და წიგნების, ასევე ოფიციალური დოკუმენტების ცვლილება, რაც დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს.
კალენდარში არის დღეები, რომლებსაც კავშირი აქვს გეოგრაფიასთან. ზოგიერთი ასეთი დღე საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მას თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ამრიგად, ისინი დღესასწაულებად იხსენიება. დღესასწაული რაიმე ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული საზეიმო დღეა. აღსანიშნავი მოვლენის ხასიათის, მნიშვნელობისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისით დღესასწაულები იყოფა სამოქალაქო (საერთო-სახალხო, ეროვნულ, პროფესიულ), საერთაშორისო და რელიგიურ დღესასწაულებად. სამოქალაქო დღესასწაულებს შესაბამისი კანონებით აწესებენ სახელმწიფოები, საერთაშორისოს – საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი აქტებით, ხოლო რელიგიურს – რელიგიური ორგანიზაციები. ხშირად დღესასწაულებს სახელმწიფო უქმე დღეებად აცხადებს. დღესასწაულების უმეტესობა წლის კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ არსებობს დღესასწაულები, მათ შორის – რელიგიურიც, რომლებიც მოძრავია და სხვადასხვა წელს სხვადასხვა დღეს ზეიმობენ.
დღესასწაული საერთაშორისოა, თუ იგი დადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს, იუნესკოს და სხვ.) მიერ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი და სხვა მოვლენის აღსანიშნავად ან ასეთად მიიჩნევა მსოფლიოს ქვეყნების ერთ ჯგუფში. ასეთია, მაგალითად, ევროპის დღე, აფრიკის დღე. წესისამებრ, საერთაშორისო დღესასწაულებს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ, მაგრამ ისინი უქმე დღეები არ არის.
იწყება ახალი სასწავლო წელი და მასწავლებლები, განსაკუთრებით – ახალბედები, საგულდაგულოდ ემზადებიან: კიდევ ერთხელ კითხულობენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და მისი გათვალისწინებით გეგმავენ თავიანთ სამუშაოს. მეტად მნიშვნელოვანია, პედაგოგს კარგად ჰქონდეს გააზრებული თავისი საგნის სასწავლო მიზნები და შეეძლოს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ და როგორ ასწავლის მას.
სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზნები დაკავშირებულია სწავლების მთავარ პირობასთან – შევძლოთ მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების ფორმირება გეოგრაფიული მეცნიერების შინაარსის, პრობლემატიკისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინებით.
გეოგრაფია ერთადერთი სასკოლო საგანია, რომელიც ერთდროულად განიხილავს და სწავლობს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ ობიექტებსა და მოვლენებს, რის გამოც მისი ამოცანები საკმაოდ ფართო და მრავალმხრივია. მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი:
ა) გეოგრაფიის შესწავლის ობიექტებია ბუნების, საზოგადოებისა და მეურნეობის განვითარების სივრცითი ასპექტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის სწორედ გეოგრაფიის სპეციფიკას.
ბ) გეოგრაფიას აკისრია ის მისია, რასაც ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემის შესწავლა, საზოგადოების თითოეული წევრის ეკოლოგიური აღზრდა, ბუნებისადმი სათუთი და მზრუნველობითი დამოკიდებულების, პირადი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება ჰქვია.
გ) გეოგრაფია გარკვეულწილად ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკონომიკური აზროვნების ფორმირებას, რომელიც ხსნის საბაზრო ეკონომიკის ასპექტებს, სამეწარმეო საქმიანობის კონცეფციას, საკუთარი ქვეყნისა თუ რეგიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მდგომარეობას და მათი მოგვარების გზებს.
დ) გეოგრაფიას გარკვეულწილად საკომუნიკაციო ფუნქციაც აკისრია, რომელიც აუცილებელია მრავალფეროვანი ინფორმაციული საშუალებების შეგნებულად და გააზრებულად აღსაქმელად, სხვადასხვა რასისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის კონტაქტის დასამყარებლად, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს შორის ეკონომიკური, ტურისტული და სხვა სახის ურთიერთობების დასამყარებლად.
მაშასადამე, სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზანია:
მსოფლიოს გეოგრაფიული სურათის გახსნა, რომელიც მოიცავს ბუნებას, მოსახლეობას, მეურნეობას; წარმოდგენის შექმნა გარემომცველი სამყაროს ტერიტორიული განსხვავებების, ადამიანის ცხოვრებაში მათი ხასიათისა და მნიშვნელობის შესახებ;
მოსწავლეებისთვის მეცნიერული შეხედულებების გამომუშავება ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის სივრცობრივ თავისებურებათა შესახებ;
მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდა, სამშობლოს სიყვარულის გაღვივება, მთლიანად მსოფლიოსა სხვა ხალხების მიმართ ტოლერანტობა;
წარმოების საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების ახსნა, გარემოს დაცვისა და რაციონალური რესურს სარგებლობის პრინციპების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში წარმოებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გარემოში წარმატებულ მოღვაწეობას;
პროფესიულ ორიენტაციაში, ცხოვრების მომავალი გზის არჩევაში დახმარება;
გეოგრაფიული კულტურის ფორმირება, გეოგრაფიული ცოდნისადმი ინტერესის გაღვივება, რუკებით, ცნობარებითა და სხვა რესურსებით სარგებლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, დაკვირვებების წარმოება;
გეოგრაფიული აზროვნების განვითარება – ანუ ვასწავლოთ კომპლექსურად და სივრცობრივად აზროვნება, ხელმისაწვდომი გეოგრაფიული პრობლემების გადაჭრა;
გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით ინტერესისა და პირადი მოთხოვნილებების (ცნობისმოყვარეობა, აქტიურობა, თანაგანცდა, ურთიერთდახმარება და სხვ.) დაკმაყოფილებაში მოსწავლეების დახმარება.
სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზნების განხორციელება მხოლოდ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორი უნდა იყოს გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილი?
გაკვეთილი სასწავლო პროცესის ძირითადი ფორმაა. გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილს სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
მიმართულია მოსწავლის პიროვნების ფორმირებისკენ.
მასწავლებელი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით საქმიანობაში როგორც ორგანიზატორის, ასევე დამხმარისა და კონსულტანტის როლს ასრულებს.
მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობისას დიდი ყურადღება ექცევა მოტივაციას, მოსწავლეთა მუშაობას.
გაკვეთილის ყოველ ეტაპზე (გამეორება, ახალი მასალის ათვისება, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება) სასწავლო ამოცანების განხორციელების პროცესში ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას ცენტრალური ადგილი უკავია. შედეგად ხდება გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისა და ფუნქციის შერწყმა, მათი სინთეზი, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის აქტიურობისკენ.
მაღალია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და, ამავე დროს, მიმდინარეობს მათ შორის ეფექტური კომუნიკაცია, მაგ., ჯგუფური საქმიანობის შედეგად.
თანამედროვე მიდგომები არ გამორიცხავს საგანთაშორის კავშირებს და ინტეგრირებულ გაკვეთილებს, რომლებსაც ერთდროულად სხვადასხვა საგნის 2-3 მასწავლებელი ატარებს.
საგნის შინაარსის ეფექტური სწავლებისას მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვა აკისრია სასწავლო მეთოდებსა და სწავლების ორგანიზაციის ფორმებს.
გეოგრაფიის გაკვეთილი მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების ორგანიზაციის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა ექსკურსია, საველე პრაქტიკები, გამოკითხვების ჩატარება, გეოგრაფიული კვლევების დაგეგმვა, ლაშქრობების, ტურისტული მარშრუტებისა და ეკობილიკების ორგანიზაცია ახლომდებარე დაცულ ტერიტორიებზე და სხვ.
ხდება სხვადასხვა ელემენტის ასიმილაცია, რაც შესაძლებელს ხდის ისეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას, როგორიცაა გაკვეთილი-სემინარი, გაკვეთილი-კონფერენცია, გაკვეთილი-თამაში და სხვ.
მოსწავლეები იზიარებენ მასწავლებლის ფუნქციებს, მაგალითად, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებასა და შეფასებას, კონსულტაციებს, მუშაობის დაგეგმვის ელემენტებს.
გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილი უფრო და უფრო უფრო მკვიდრდება და იმყარებს პოზიციებს და არცთუ იშვიათად სასწავლო პროცესში ძველი და ახალი მეთოდიკის ელემენტების შერწყმის მაგალითებსაც ვხვდებით.
როგორ უნდა მოემზადოს გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილისთვის?
სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოიცავს თემატური და საგაკვეთილო გეგმების შედგენას. მასწავლებელმა გაკვეთილის მომზადებისას უნდა შეადგინოს თემატური გეგმა, რომელიც შემდეგ აუცილებელ საკითხებს ითვალისწინებს: თემა – გაკვეთილის სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანები; კალენდარული ვადები; ცნებები, კავშირები, კანონზომიერებები, ფაქტები, პრობლემები; საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები; დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაოები; რესურსები; მუშაობის ფორმები.
საგაკვეთილო გეგმები თემატური გეგმების საფუძველზე მუშავდება. მათში დაწვრილებით უნდა იყოს განხილული სწავლების მიზნები, შინაარსი, მეთოდები, მუშაობის ფორმები. დამწყებ მასწავლებლებს ძალიან გაუადვილდებათ მუშაობა, თუ მუშაობის დაწყებისას გაკვეთილის გეგმა-კონსპექტს მოამზადებენ, რომელშიც დეტალურად გაწერენ მთელი ჩასატარებელი სამუშაოს მიმდინარეობას. გეგმის შედგენისას მეტად მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სამ ძირითად ასპექტზე: გაკვეთილის მსვლელობაზე, მასწავლებლის საქმიანობასა და მოსწავლეთა მუშაობაზე.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა, რადგან სწორედ მიზანი კარნახობს გაკვეთილის შინაარსს, სწავლების ორგანიზაციის ხერხებსა და ფორმებს და, რაც მთავარია, შედეგისა და ეფექტურობის შეფასებაც სწორედ დასახული მიზნიდან გამომდინარეობს. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს მკაფიო და კონკრეტული, რათა გავიგოთ, რამდენად მივაღწიეთ მას.
მოგზაურობა ადამიანის ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობა იყო იმთავითვე და ასეა დღესაც. ახალი მიწების მონახულებისას მიღებული შთაბეჭდილებები ცოდნის გამდიდრების საუკეთესო საშუალებაცაა.
დღეს, როცა ხელი მიგვიწვდება კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ფოტოებზე და ჩვენი პლანეტაც თითქმის მთლიანად შესწავლილია, კიდევ უფრო საინტერესოა ძველი რუკები, რომლებზეც დედამიწა სხვადასხვაგვარადაა გამოსახული. მოდი, რამდენიმე მათგანი გავიხსენოთ.
ახალ, XXI საუკუნეში ყველაზე დიდი გამოწვევაა, აიტაცო მდგრადი განვითარების იდეა, რომელიც მეტისმეტად აბსტრაქტულად ჟღერს და აქციო რეალობად მსოფლიოს ყველა ხალხისთვის.
კოფი ანანი
ბუნება-ადამიანი-საზოგადოების ურთიერთობის ისტორიიდან
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ სამეცნიერო წრეებით შემოიფარგლებოდა, ამ იდეებს კი მხოლოდ ცალკეული პირები იზიარებდნენ. თუმცა სამრეწველო რევოლუცია, რესურსების არარაციონალური, მტაცებლური მოხმარება სულ უფრო ფართოდ იკიდებდა ფეხს და ცვლიდა ბუნებრივ გარემოს. იმხანად ეს არც ისე თვალსაჩინო იყო, ვინაიდან რესურსების ფართომასშტაბიანი მოპოვება ძირითადად ზღვისიქითა ტერიტორიებზე, კოლონიებში ხდებოდა, რომელთა ბუნება მოფრთხილების საგანი არასდროს ყოფილა კოლონიზატორი ქვეყნებისთვის.
ჟურნალ National Geographic-ის ერთ ნომერში საინტერესო მოკლე ინფორმაციას წავაწყდი: “რას იწონის მსოფლიო”. გამოთვალეს, რომ ამჟამად დედამიწის მოსახლეობას 3,5 მლნ ტონაზე მეტი ჭარბი წონა აქვს. აფრიკისა და აზიის მოსახლეობა საშუალო მაჩვენებელზე მსუბუქია, ხოლო დანარჩენი – უფრო მძიმე. იქვე ნათქვამი იყო, რომ თუ ყველა ქვეყანამ აშშ-ს მიბაძა, მსოფლიოს მოსახლეობის ჭარბი წონის ნამატი კიდევ ერთი მილიარდი ადამიანის წონას გაუტოლდება.
ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ქვეყნები და რეგიონები მრავალი კომპონენტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ სტატიაში ყურადღებას სწორედ საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით უთანასწორობაზე გავამახვილებ.
არავის უკვირს, რომ მილიონობით ადამიანი მსოფლიოში ცუდად იკვებება, შიმშილობს – თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე ხომ ინფორმაცია მყისიერად ვრცელდება და ჩვენც შორეულ ქვეყნებში მომხდარ ამბებზე ისევე მიგვიწვდება ხელი, თითქოს ეს ჩვენს მეზობლად ხდებოდეს. თუმცა ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები ნაკლებად ინტერესდებიან შორეული ქვეყნებით, რომელთა შესახებ სიუჟეტმა მაყურებელს, დიდი-დიდი, გული აუჩუყოს და სინდისის ქენჯნა მოჰგვაროს საკუთარი უმოქმედობის გამო.
შიმშილობა უდიდესი პრობლემაა (იხ. სტატია ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში”: https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=323). მოშიმშილეებისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, რადგან მათთან ეს პრობლემა არ არსებობს. მეტიც – უამრავი კვლევა მოწმობს, რომ თუ რამე ბუნებრივი კატასტროფა ან სერიოზული მღელვარება, გამოსვლები, ტერაქტი არ მოხდა, რასაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება, მედია თავისი დროის მხოლოდ 5%-ს თუ უთმობს განვითარებად ქვეყნებს. ამდენად, მრავალი პრობლემა, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევისა, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება – მოშიმშილე ადამიანების უმეტესობა ხომ განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. მთლიანობაში, განვითარებული ქვეყნების დღიური რაციონის კალორიულობა ჭარბობს განვითარებადი ქვეყნებისას.
ამჟამად არასაკმარისად იკვებება 900 მილიონი კაცი მთელ მსოფლიოში, დღეში 22 ათასი კი შიმშილით კვდება (https://www.worldometers.info/). ამ ბმულზე შესვლისას თქვენ წინ ზოგადი მონაცემების სტატისტიკა გადაიშლება. ის ინტერაქტიულ რეჟიმში განუწყვეტლივ ახლდება, ამიტომ მონაცემები გარკვეულწილად შეცვლილი იქნება, როდესაც ჩემი ნათქვამის გადამოწმებას სცდით.
ყველაზე მეტი ხალხი აზიაში შიმშილობს, რისი ვიზუალიზაციაც ქვემოთ, წრიულ დიაგრამაზეა მოცემული:
მსოფლიოში იმდენი საკვები არასოდეს წარმოებულა, რამდენიც ახლა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ყველასათვის საკმარისია. სოფლის მეურნეობა აწარმოებს 17%-ით მეტ კალორიას, ვიდრე 30 წლის წინ. მწვანე რევოლუციის წყალობით ხორბალი და ბრინჯი იმდენი იწარმოება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, დღიურად 3000 კილოკალორია მიიღოს. კალორაჟი უფრო მეტად გაიზრდება, თუ ამ კალკულაციაში სხვა სურსათიც: ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ხილი თუ ბოსტნეული, – იქნება გათვალისწინებული.
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საკვების პროფიციტია, იმდენად ბევრს აწარმოებენ, რომ ფასების დაწევა ხდება საჭირო, თუმცა ამის გაკეთებას ხშირად მიწაში დამარხვით ან ოკეანეში ჩაძირვით მის განადგურებას ამჯობინებენ.
ამრიგად, პრობლემა არასაკმარისი საკვების წარმოება არ არის – უფრო მისი განაწილების ხარვეზებთან გვაქვს საქმე, ეს კი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ნაკლოვანებებზე მიუთითებს. რესურსებს მსოფლიოს ის ნაწილი განკარგავს, რომელსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა და ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა, ასეთი კი უმცირესობაა.
განვიხილოთ, რა იწვევს ასეთ უთანასწორო განაწილებას. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კომერციალიზებული სოფლის მეურნეობა, რომელიც საკვების ძირითად ნაწილს აწარმოებს, თავისი პროდუქციის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას ამჯობინებს, ანუ იქ, სადაც მეტს გადაუხდიან. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ვერ ახერხებს, კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ ქვეყნებს. საინტერესოა ხორბლის მაგალითი, რომელსაც როგორც ადამიანების, ასევე პირუტყვის საკვებადაც იყენებენ. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწარმოებელი ფერმერები განვითარებული ქვეყნებიდან ქმნიან ძვირად ღირებულ და მაღალი ხარისხის პროდუქციას. მათ, დიდი შემოსავლების გამო, შეუძლიათ გაცილებით მაღალი ფასის გადახდა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის შესყიდვისას, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობას. ამდენად, ხორბალი მდიდრებს რჩებათ. იგივე ითქმის ბიოსაწვავზეც, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მოიხმარენ და, შესაბამისად, უფრო მაღალ ფასსაც იხდიან, ვიდრე სხვა საკვებ პროდუქტებში, რის გამოც სულ უფრო დიდ ტერიტორიაზე ამ უკანასკნელთ ტექნიკური კულტურები ცვლის.
შიმშილობის აღმოსაფხვრელად განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებულში ხშირად გზავნიან სასურსათო დახმარებას. არგუმენტი სმითვის იოლი საპოვნელია, რადგან აშკარაა საკვების დეფიციტი, ღარიბი მოსახლეობა, რომელიც შიმშილობის ზღვარზეა და მისი უუნარობა, რამე მოიმოქმედოს, მაგრამ ეს დახმარებები აუარესებს კიდეც ვითარებას. ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც მოსავალი გასაყიდად მოჰყავთ, ვეღარ ყიდიან პროდუქციას, რომლის ალტერნატივა უფასო დახმარებაა, ეს კი ხელს უშლის ფერმერს, გრძელვადიანი გათვლები გააკეთოს და ბიზნესი მომგებიანი გახადოს, უხადოს გადასახადი ბიუჯეტს და თავისი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში წვლილი შეიტანოს. ამდენად, ის აღარ აწარმოებს ჭარბ პროდუქციას, რადგან წინა წლების გამოცდილებამ ამ საქმიაობის არაეფექტურობა დაუმტკიცა. შედეგად ეს ქვეყნები გარე დახმარებებზე ხდებიან დამოკიდებულნი. მათი შეწყვეტის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ადგილზე საკმარისი პროდუქცია არ იწარმოება, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დამძიმდება სოციალური ფონი და შიმშილობის მასშტაბი გაიზრდება. ამრიგად, ამ სასურსათო დახმარებებს სარგებლობა უფრო იმ განვითარებული ქვეყნებისთვის მოაქვს, საიდანაც ეს სურსათი გაედინება, რადგან ეს ჭარბი პროდუქციის გასაღების კარგი საშუალებაა (ძირითადი შემსყიდველები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან).
მიუხედავად იმისა, რომ სურსათის წარმოება, მთლიანობაში, იზრდება, ამას მსოფლიოს ყველა რეგიონზე თანაბრად ვერ ვიტყვით. მაგალითად, აფრიკის მოსახლეობის მატება უსწრებს პროდუქციის მოცულობის ზრდას, თუმცა ეს არ არის სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა ამ სუსტად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის.
არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ განვითარებული ქვეყნების ფერმერები ერთი და იმავე ფართობის სავარგულებიდან მეტ მოსავალს იღებენ, ვიდრე განვითარებადი ქვეყნებისა. აღსანიშნავია ამის რამდენიმე მიზეზი:
. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას აქვს თვითკმარი მეურნეობები, რაც გულისხმობს, რომ აქ მოწეული სურსათი ძირითადად საოჯახო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. თვითკმარ მეურნეობებს არ აქვთ სურვილი და მოტივაცია, გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა.
. განვითარებად ქვეყნებში იშვიათია მონოკულტურების მოყვანა, მათ მრავალფეროვანი პროდუქცია მოჰყავთ, რაც უფრო მეტად ზღუდავს რომელიმე სახეობის დიდი მოცულობით დარჩენას, რაც გასაღების ბაზარზე გატანას გაუადვილებდა. გარდა ამისა, ისინი ვერ იკავებენ სპეციალურ ნიშას ბაზარზე, ვერ სპეციალიზდებიან ერთი პროდუქციის წარმოებაში.
. ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მეთოდები გამოიყენება იმის გამო, რომ არ არის საკმარისი ცოდნა და ტექნოლოგიები სიტუაციის შესაცვლელად.
. ვინაიდან სურსათის შენახვას სპეციფიკური პირობები სჭირდება, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ, მოწეული პროდუქციის დიდ ნაწილს მწერები და მღრღნელები ანადგურებენ. ვარაუდობენ, რომ აქ 30%-იან დანაკარგს სწორედ შენახვის პირობების არარსებობა იწვევს.
. შვილების სიმრავლის გამო ოჯახის თავის სიკვდილის შემდეგ შთამომავლები საგვარეულო მიწებს წვრილ ერთეულებად ყოფენ. ეს შესაძლოა სამართლიანი იყოს, რადგან მათ თანაბარი ფართობის სავარგულები ხვდებათ, მაგრამ უკვე აღარ არის საკმარისი მომავალი განვითარებისთვის. მცირემიწიანი ტერიტორია მანქანებით ვეღარ მუშავდება, რაც ზრდის დამუშავებისთვის საჭირო დროს, რომელიც შეიძლებოდა სხვა შემოსავლიან საქმეს დათმობოდა.
. ხშირად გლეხებს საკუთარი მიწაც არ აქვთ და სხვისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს მეპატრონისთვის პროდუქციის მეტი წილის ჩაბარებას და თავისთვის მხოლოდ მცირე ნაწილის წამოღებას, რაც ხშირად ოჯახსაც ძლივს ჰყოფნის. მეტი მოსავლის მიღება არც ამ გლეხის ინტერესშია, ვინაიდან მეტს ჩამოართმევენ.
. ამ ქვეყნებში აგრობიზნესის კორპორაციები გლეხებს ურჩევენ, დაანებონ თავი სურსათის მოყვანას თავი და თამბაქოს, ბამბის ან ჩაის წარმოებაზე გადაერთონ. ეს თითქოს ლოგიკურიც კია, რადგან პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, მათზე ფასი განუხრელად მცირდება, ამდენად, ფერმერები, რომლებსაც ადრე სურსათი მოჰყავდათ, ხვდებიან, რომ იმაზე ნაკლების მსყიდველობითუნარიანობა აქვთ, ვიდრე მაშინ ექნებოდათ, თავად რომ მოეყვანათ ეს პროდუქცია.
. ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რათა დაიცვან თავიანთი მიწა ეროზიისგან, რაც სულ უფრო ამცირებს მოსავლიანობას. ეროზირებულ ნიადაგს აღდგენა სჭირდება, ეს კი ძვირი ღირს. ბევრს არ შეუძლია სასუქის ყიდვა.
კვების პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში
განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიური სოფლის მეურნეობაა წამყვანი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაკლებ ფართობზე მეტი პროდუქციის მოყვანა ნაკლებ ფერმერს შეუძლია. სოფლის მეურნეობა აღარ მოითხოვს იმდენ ადამიანურ რესურსს, რასაც ადრე. ტექნოლოგიები ეფექტურად ანაცვლებს ათობით ადამიანს, რაც ზოგავს დროსა და სახსრებს, თუმცა ამავე ტექნოლოგიების შეძენა ღარიბ ქვეყნებს არ შეუძლიათ.
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჭარბი წონის პრობლემა მილიარდ-ნახევარ ადამიანს აქვს და ეს მაჩვენებელი განუხრელად იზრდება. მსუქანთა რიცხვი კი ნახევარ მილიარდს აღემატება.
ნავარაუდევია, რომ ჭარბი წონის პრობლემა უკვე 2015 წლისთვის 2,3 მილიარდ ადამიანს ექნება, ხოლო კიდევ 700 მილიონს – სიმსუქნისა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ სიმსუნესა და ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პროგრამებზე მხოლოდ აშშ-ში წლიურად 76 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება.
შეიძლება ითქვას, რომ ჭარბი წონა უკანასკნელი 50 წლის პრობლემაა, რაც გამოიწვია განვითარებამ, ტექნოლოგიების განვითარების გამო შრომის შემსუბუქებამ, ტრანსპორტის განვითარებამ და ხელმისაწვდომობამ კი ადამიანს გადაადგილებისთვის დახარჯული ენერგიაც დაუზოგა. საკვების გამრავალფეროვნებამ, მისმა ექსპორტმა და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლემ ასევე შეუწყო ხელი ჭარბი წონის პრობლემის მასშტაბის ზრდას. სხვათა შორის, კვლევები მოწმობს, რომ სწრაფი კვების ობიექტების სიახლოვეს იზრდება ჭარბწონიანთა რიცხვი, ხოლო მოშორებით მეტია გამხდარი. ეს გამოკვლევა ტეხასის უნივერსიტეტის სიმსივნური დაავადებების ცენტრმა ჩაატარა და დასკვნები მეცნიერულადაც დაადასტურა.
სხეულის მასის ინდექსი იანგარიშება სიმაღლე-წონის თანაფარდობით, რათა ადამიანმა იცოდეს, რასთან აქვს საქმე. მიიჩნევა, რომ 18,5-დან 25-მდე შუალედში სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია, მასზე დაბალი კვების დეფიციტზე მიუთითებს, 25-30 – ჭარბ წონაზე, ხოლო 30-ის ზემოთ უკვე სიმსუქნეა.
არსებობს კალკულატორები, რომლებიც სიმაღლისა და წონის მითითების შემდეგ ავტომატურად ანგარიშობს სხეულის მასის ინდექსს.
მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა, სიმსუქნის პრობლემას მაინც მზარდი ხასიათი აქვს.
სიმსუქნე და ჭარბი წონა კი ისევე საშიშია ჯანმრთელობისთვის, როგორც შიმშილობა და არასაკმარისი კვება. იგი სხვადასხავა ქრონიკულ დაავადებას, სისუსტეს, გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, ზრდის II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. დიაბეტის ასოციაცია ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება.
სიმსუქნეს მდიდარი ქვეყნების დაავადებათა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევენ.
ჭარბი წონის პრობლემა, რა გასაოცარიც უნდა იყოს, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში არ გვხვდება. ჭარბწონიანებს შორის ოკეანეთის მრავალი კუნძულოვანი ქვეყანაა: ნაურუ, მიკრონეზია, კუკის კუნძულები, ტონგა. აქ მოსახლეობის 80% ჭარბწონიანია. ამის ახსნა კულტურული თავისებურებით შეიძლება: სწორედ სიმსუქნე მიუთითებს ოჯახის მაღალ სოციალურ სტატუსზე. აფრიკის კონტინენტზე, მავრიტანიაში, სადაც ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი უდაბნოა, გოგონებს ძალად აჭმევენ კალორიულ საკვებს, რათა გასუქდნენ და სიგამხდრის გამო საქმრომ არ დაიწუნოს.
მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის ადრეული ასაკიდანვე სწავლება, რაც ერთგვარი პრევენციაა მომავალი პრობლემებისა.
თუ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების საკვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შევადარებთ, დავინახავთ, რომ უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო პრობლემაა, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი კი მის მოსაგვარებლად ალბათ განათლებაა, რაც საშუალებას მისცემს ღარიბებს, დასაქმდნენ და თავი დააღწიონ შიმშილობას, ხოლო განვითარებულ ქვეყნებს – სიმსუქნის პრევენციით იზრუნონ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
დადგა ზაფხული, შვებულებების დრო, და ვიწყებთ ფიქრს: სად დავისვენოთ? სად ვიმოგზაუროთ? ალბათ, ყველას აინტერესებს, როდის ჩაისახა ტურიზმი, როგორ განვითარდა და როგორი მდგომარეობაა დღეს ამ სფეროში მსოფლიოსა თუ საქართველოში.
დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან საქმიანი მიზნით მოგზაურობას ტურიზმი ჰქვია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციატურისტის ცნებას შემდეგნაირად განმარტავს: „ადამიანი, რომელიცტოვებს ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვაგან ერთ წელზე ნაკლებიხნით დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნით”. გამოდის, რომ ყოველ ზაფხულს მეც და თქვენც, თუნდაც 1 ან 2 დღით, ტურისტებად ვიქცევით ხოლმე.
დღეს ტურიზმი პოპულარული, გლობალური, მრავალი ქვეყნისთვის მომგებიანი საქმიანობაა,თუმცა მას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. დასვენებისა და გართობის მიზნითგამგზავრება პოპულარული იყო ჯერ კიდევ ძველ რომაელებს შორის, რომლებიც უმთავრესადპირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. თანდათან მოგზაურობის ფორმებიდა გეოგრაფია გაფართოვდა. უფრო მრავალფეროვანი გახდა მისი მიზნებიც: სანახაობრივი,სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები,სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტური ფენების წარმომადგენელთათვის -საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის შეძლებული ფენების იმ წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობის გამო მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ.სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნეებში, გამოგონებულ იქნაორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა მოგზაურობისგააქტიურებაზე. პოპულარული გახდა მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკისმოყვარულთა – იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლადგამგზავრებამ დიდი ტურის სახელწოდება მიიღო.
ინგლისელმა მეწარმემ თომას კუკმა 1841 წელს ისტორიაში პირველი ტურისტული სააგენტო დააარსა, რომელიც 2007 წელს Thomas Cook Group-ი გახდა და დღესაც წარმატებით მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში.
კუკს ბავშვობიდან მკაცრ ბაპტისტად ზრდიდნენ. შემდეგ კი იგი ადგილობრივ არამსმელთაორგანიზაციას შეუერთდა. როგორც არამსმელთა მოძრაობის წევრი, იგი ქადაგების პარალელურად ალკოჰოლის საწინააღმდეგო მიტინგებს მართავდა.
ერთ დღესაც, როდესაც კუკი ლონდონის გზაზე, ქალაქ კიბვორთთან, ეტლს ელოდებოდა, მასმოუვიდა იდეა, თავისი აქტივისტებისთვის ექსკურსია შეეთავაზებინა. ამავე დროს გაიხსნადიდი ბრიტანეთის შიდა ნაწილებისკენ მიმავალი რკინიგზა და კუკმა ქალაქ ლესტერიდანრამდენიმე მილით მოშორებულ ლაფბოროში გასამგზავრებლად არამსმელთა მოძრაობის 450აქტივისტი შეაკრიბა. 1841 წლის 5 ივლისს თომასმა ამ ხალხისგან თითო შილინგი აკრიფა,რაშიც შედიოდა ბილეთისა და მგზავრობისას საკვების საფასური. შეგროვებული თანხით მანერთიანად იყიდა ბილეთები და კომპანიასთან ფასდაკლების თაობაზეშეთანხმებას მიაღწია. ეს იყო პორველი ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20-წუთიანიმგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშებისა და სასულე ორკესტრის თანხლებით.ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. კუკის ეს ქმედება სოციალურ მიზნებს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე კომერციულს. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ხალხი, რომ სმა აუცილებელი არ არის – თავისუფალი დროის უფრო გონივრულად და საინტერესოდ გამოყენებაც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა ორგანიზებული, კომერციულიტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული, რადგანეს იყო ისტორიაში პირველი კერძოდაქირავებული ექსკურსია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მოეწყო. მომდევნო სამიზაფხულის განმავლობაში კუკმა დაგეგმა და განახორციელა ექსკურსიები როგორც არამსმელთა საზოგადოების, ისე საკვირაო სკოლის მოსწავლეთათვის. 1844 წელს სარკინიგზოკომპანიამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა მგზავრთა მუდმივად მიწოდების თაობაზე. ამწარმატებამ მას საკუთარი ბიზნესის წამოწყებისაკენ უბიძგა – ექსკურსიების მოწყობისას კუკსბილეთის საფასურიდან წილი რჩებოდა.
1850 წელს კუკმა პირველი ექსკურსია განახორციელა საზღვარგარეთ – კლიენტები პარიზში,გამოფენაზე წაიყვანა, მომდევნო წელს კი „დიდი წრიული ტურები” დაიწყო ევროპაში. 1860-იან წლებში კუკმაგანახორციელა ტურებიშვეიცარიის, იტალიის, ეგვიპტის და აშშ-ისმიმართულებით. კუკის სააგენტო „inclusive independent travel” მგზავრებს ბილეთით,საკვებითა და ბინით უზრუნველყოფდა.
თავის ვაჟთან, ჯონთან პარტნიორობის დაწყების შემდეგ, კუკმა სააგენტოს სახელი შეუცვალადა Thomas Cook and Son უწოდა. ბიზნესის წარმოების უფლება მათ ლონდონში, ფლიტ-სტრიტზე მოიპოვეს. იმ დროისთვის, კუკმა პერსონალური ტურები შეწყვიტა და შინაურ დასაგარეო მოგზაურებს შორის აგენტად იქცა. მის ოფისში გახსნილი იყო მაღაზიაც, სადაც ისსამოგზაურო აქსესუარებს ყიდიდა, მათ შორის – გზამკვლევებს, წიგნებს, ჩემოდნებს,ტელესკოპებსა და ფეხსაცმელებს. ჯონის კომერციული ნიჭის წყალობით კომპანია მალეგაფართოვდა. ამავე დროს თომასმა და მისმა ცოლმა ოფისის თავზე პატარა არამსმელთასასტუმროც გახსნეს.
1865 წელს სააგენტო ტურებს აშშ-ის მიმართულებით ახორციელებდა. 1871 წელს მანპარტნიორობა დაიწყო ამერიკელ ბიზნესმენთან, რის გამოც კომპანიას Cook, Son and Jenkins-იეწოდა, თუმცა მალევე დაიბრუნა ძველი სახელწოდება. 1872 წლიდან დაიწყო ტურებიმსოფლიოს გარშემო, მათ შორის – მთელამერიკის კონტინენტზე, იაპონიაში, ჩინეთსა დაინდოეთში – ამ ორ ქვეყანაში ტურნე 222 დღეს გრძელდებოდა.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დადგა მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისხანა. 1950 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია, 1970 წელს – 170 მილიონს, 1990 წელს – 400 მილიონს. ამჟამად თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებადჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდიტურისტი მოგზაურობდა, მათი 10% საერთაშორისო ტურისტი იყო, რომლებიც ყოველწლიურად 100-150მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავდნენ.
ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფიას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამისშემდეგ ყველაზეპოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთაზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე – 10%, აფრიკაზე კი – 3%.
2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა საგრძნობლადავნო ტურიზმს – ამ უკანასკნელმა დაღმასვლა დაიწყო. 2008 წლის ივნისში საერთაშორისოტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2%-ით იკლო. ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფროინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან მრავალ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაცსაერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა (ფინანსურად ამან 880მილიონი შეადგინა), მიღებული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.
2010 წელს მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლაგანხორციელდა, რაც 6.6%-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელსსაერთაშორისო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა(693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო. მსოფლიო ტურიზმისორგანიზაციის მონაცემებით, შემოსავლების მხრივ მოწინავე ქვეყნები ასე გამოიყურება: აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, იტალია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, თურქეთი.
ტურიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად,ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი,გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, კუნძულოვანი ქვეყნები –ბაჰამები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები. ეს, უპირველესად,განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით -მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც მომსახურების ინდუსტრიაში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა იზრდება. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს:სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად, ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს;გამასპინძლების სერვისს – საცხოვრებელში დაბინავებას (სასტუმრო და სხვადასხვათავშესაფარი); ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილებიც – პარკები, კაზინოები,სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.
საერთაშორისო ტურისტები ყველაზე ხშირად მოინახულებენ საფრანგეთს, აშშს-, ჩინეთს, ესპანეთს, იტალიას, გაერთიანებულ სამეფოს, თურქეთს, გერმანიას, მალაიზიასა და მექსიკას.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა ტურისტების გენერატორი – იმქვეყნების ათეული, რომელთაც 2010 წელს ყველაზე მეტი დახარჯეს საერთაშორისოტურიზმში. ამ ათეულში შედიან: გერმანია, აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა, იაპონია, რუსეთი და ავსტრალია.
ტურისტული მიზნებიდან გამომდინარე, ტურიზმს ორ ძირითად სახეობად და რამდენიმე ქვესახეობად ყოფენ:
საქართველოში ტურიზმის განვითარება XIX –XX საუკუნეების მიჯნაზე იწყება, თუმცა მასშტაბურ ხასიათს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შედის კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. იწყება ტურიზმის აღმავლობა გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.
ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისებრივად ახალ საფეხურზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. დღეს საქართველო აღიქმება, როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და, ამდენად, საინტერესო ყოველი მოგზაურისა თუ ტურისტისთვის.
საქართველოს აქვს უდიდესი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი. ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და 50-მდე დაცული ტერიტორიაა. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი აქ 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების უდიდესი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია განლაგებული.
საქართველოს წარმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენს ქვეყანაზე, რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგ., 1998 წელს თბილისსში გაიმართა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი აქვე გაიხსნა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა. ამოქმედდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტების სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ; ცენტრების მონაცემთა ბაზა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ტურისტული ობიექტების (განთავსებისა და კვების ობიექტები, მუზეუმები, გალერეები და სხვა) შესახებ. საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტს საშუალება აქვს, მიიღოს რეკომენდაცია საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, დაგეგმოს ტური კონკრეტული მიმართულებით. გარდა ამისა, საინფორმაციო ცენტრების საშუალებით ვრცელდება სხვადასხვა სახის სარეკლამო-ბეჭდვითი მასალა. ამჟამად საქართველოში 20-მდე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა და არსებითად დამოკიდებულია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე. ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობის ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის. თუმცა ტურიზმის განვითარებას უამრავ უპირატესობასთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც, ისეთები, როგორებიცაა დაავადებების გავრცელება და ტერორიზმის საფრთხე. ტურიზმის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაძაბული და არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის მეზობელ ქვეყნებშიც.
ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ისეთი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, რომლებიც ემსახურება საზოგადოებაში თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ ცოდნის ამაღლებას, რათა გაუმჯობესდეს ტურისტების მომსახურება და ზუსტად განისაზღვროს ის მიმართულებები, რომლებიც უფრო ეფექტიანს გახდის ტურისტულ ბიზნესს.
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...