შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ონლაინ რესურსების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე

0

როცა საუკუნეს, რომელშიც ცხოვრობ, ტექნოლოგიების საუკუნეა და არსებობს ამ საუკუნის მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები, რომელსაც თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი უნდა ფლობდეს, ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ დიდია სკოლისა და მასწავლებლის როლი XXI საუკუნის ახალგაზრდის ჩამოყალიბების პროცესში და წარმოუდგენელია საგაკვეთილო პროცესი ტექნოლოგიების ინტეგრირების გარეშე.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული ელექტრონული საშუალებები სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისას. „ციფრულმა რევოლუციამ“, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მსგავსად, მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო გარემოს ლანდშაფტი. თუკი არც თუ ისე დიდი ხნის წინ პირისპირ (Face To Face) სწავლება უალტერნატივო სასწავლო გარემოდ მიიჩნეოდა (სადაც მედია იყო დაფა, ინფორმაციის ცალმხრივად გავრცელებისათვის მეტად მოსახერხებელი საშუალებაა),   ახალი ტიპის სასწავლო გარემოს ფორმირება ბუნებრივად მოითხოვს ახალი საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვას, რომლებშიც ინტეგრირებულია ICT (ინფორმაციული და კომუნიკაციური) ტექნოლოგიები პედაგოგიური და საგანმანათლებლოს ამოცანების შესასრულებლად. იგულისხმება საგანმანათლებლო მეთოდები, რომელთა დამკვიდრებისა და დანერგვისათვის კომპიუტერი გამოყენებულია, როგორც შუამავალი შემსწავლელსა და მასწავლებელს შორის. სწავლება და სწავლა ხდება IT ტექნოლოგიებით. მულტიმედიური საშუალებები და ინტერნეტი ხელმისაწვდომს ხდის მომსახურებასა და რესურსებს, აადვილებს გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას.

11 წლიანმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ ნათლად დამანახა ის უპირატესობები, რომლებიც ახლავს ტექნოლოგიების გამოყენებას უცხო ენის (გერმანული ენის) გაკვეთილზე.

გასაკვირი არაა, რომ უცხო ენის შესწავლა არც თუ ადვილი და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, მით უფრო, როცა გერმანული ენა სკოლაში მეორე ან უმეტეს შემთხვევაში არჩევითი ენის სტატუსით არსებობს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მაღალი მოტივაცია, სურვილი, ნება, ენერგია და დრო, არ დაეზაროს გერმანული ენის შესწავლა. სწორედ ეს გავაცნობიერე, როცა დავიწყე საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ინსტრუმენტებით გამრავალფეროვნება, რამაც ერთგვარად გააადვილა სწავლა-სწავლების პროცესი.

დღეს გერმანული ენის მასწავლებლებისთვის უამრავი უფასო ვებ. გვერდი არსებობს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის გამდიდრება საინტერესო რესურსებით.  ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ რამდენიმე გვერდის ინტერნეტ მისამართებს, რომლებიც განკუთვნილია გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ვიყენებ მე, როგორც მასწავლებელი და რომელთა შესახებაც არაერთმა გერმანული ენის მასწავლებელმა გაიარა შესაბამისი  ტრენინგი:

  1. https://www.onlinewahn.de/wortspiel/play.php?id=AC4714BA

აღნიშნულ მისამართზე შესაძლებელია როგორც უკვე იქ არსებული რესურსების გამოყენება, ასევე ახალი რესურსის შექმნა სასურველ თემაზე (Wort-Ratespiel)

  1.  https://lingofox.dw.com

მოცემული ინტერნეტგვერდი მრავალფეროვანი გრამატიკული სავარჯიშოების შექმნის საშუალებას იძლევა, როგორებიცაა:

  • Verbtabellen generieren;
  • Konjugationsübungen erstellen;
  • Lückentexte anfertigen;
  • Schütteltext erstellen.

 

ეს ორი გვერდი დაგეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოთ უკვე არსებული რესურსები (ფილმები და მათ გაგებაზე ორიენტირებული  სავარჯიშოები და დავალებები)

  1. https://www.pixton.com/

ეს არის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს პროფესიულ დონეზე  შეუძლია სწრაფად შექმნას ლამაზი და საინტერესო კომიქსები. აქვე შესაძლებელია უკვე შექმნილი კომიქსების დათვალიერება.  Pixton.com  გვთავაზობს შემდეგი სახის შესაძლებლობებს:

  • შაბლონების დიდი არჩევანი;
  • სხვადასხვა გმირები;
  • სხვადასხვა ფონები;
  • ობიექტის დამატება;
  • გმირების მოქმედებების და ემოციები/მიმიკების რედაქტირება.

ვფიქრობ, ზემოთ მოცემული ინფორმაცია მცირედით მაინც დაეხმარება გერმანული ენის მასწავლებლებს  მრავალფეროვანი რესურსებით გაამდიდრონ საგაკვეთილო პროცესი და ამით ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://multilingualeducation.org/storage/uploads/articles_contents/150122053812.pdf
  2. ტრენინგ მოდულის მასალები: „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე“

 

მრავალფეროვანი   რესურსების   გამოყენება  სწავლების დროს 

0

მე ვასწავლი ქიმიას …როდესაც ეს წინადადება ესმით, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში ერთნაირია: არ მომწონდა ეგ საგანი, მარტო წყლის ფორმულა ვიცი, რთული საგანია, ვერ ვიგებდი, ჩემი მასწავლებელი მაიძულებდა ფორმულების დაზეპირებას, რამ შეგაყვარა ქიმია, რომ ქიმიის მასწავლებელი გახდი?

   თავის დროზე მეც ვიზეპირებდი ,,ქიმიას“ და ჩემთვისაც არ იყო მიმზიდველი საგანი, მაგრამ დედაჩემის ძალისხმევის შედეგად ჩავაბარე  ქიმიის ფაკულტეტზე, სპეციალობა,, ქიმიური ექსპერტიზა“ და სწორედ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში აღმოვაჩინე, რომ ქიმია ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგანია…მისი ცოდნით არავინ დაზარალდება და არ ცოდნით კი ბევრი დააკლდებათ…უბრალოდ უნდა შეძლოს მასწავლებელმა, სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწავლეს საკითხი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეები თავიდანვე დავაინტერესო საგნით, მასალა იმდაგვარად მივაწოდო,  რომ გაუჩნდეთ კითხვები…თავად ეძიონ პასუხები  და ძებნის პროცესში აღმოაჩინონ, რაოდენ საინტერესოა ქიმია…

ვცდილობ ვიყო XXI საუკუნის მასწავლებელი… ჩემი მიდგომა საგნის სწავლისადმი ასეთია  : ,,არ ვიზეპირებთ არაფერს“, ,,ვსწავლობთ შეგნებულად“ , ,,ვხსნით მანამ, სანამ მოსწავლე არ დარწმუნდება, რომ გაიგო საკითხი“, ,,ნებისმიერი კითხვის დასმა არის შესაძლებელი, რაც არ უნდა აბსურდულად მოგვეჩვენოს“,,,თამამად გამოვთქვამთ საკუთარ აზრს და არ გვეშინია შეცდომის დაშვების“, ,,შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ  სახელმძღვანელოსთან მუშაობას და მეტს პრაქტიკულ სამუშაოებს საკლასო ოთახში“ … აუცილებლად უნდა შევეხო ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლის მთავარი ამოცანაა შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.

სასწავლო პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული, გაკვეთილის მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლისათვის ისე მოსწავლისათვის.

როგორც ყველასათვის ცნობილია, არსებობს საგანმანათლებლო რესურსების შემდეგი ტიპები  :

  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
  • დამხმარე ლიტერატურა;
  • საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
  • სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);
  • ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

 

შევეხები რესურსის შემდეგ ტიპებს, რომლებსაც მარტივად და მიზნობრივად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ესენია:

  • საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი;
  • სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები,პლაკატები,მოდელები და სხვა).

 

რატომ მაინცდამაინც ეს ორი მიმართულება? დღევანდელ პირობებში, როდესაც სკოლების უმეტესობა არ არის აღჭურვილი შესაბამისი ლაბორატორიებით, ქიმიის სწავლება, მოსწავლეების ამ საგნით დაინტერესება  საკმაოდ რთულია. საგაკვეთილო პროცესი უფრო მეტად მიმზიდველი რომ გავხადოთ, აუცილებელია შევიტანოთ თამაშის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტულ გაკვეთილზე დასახული მიზნის მიღწევას.  მნიშნელოვანია,  ისტ-ის გამოყენება, ვინაიდან დღევანდელი ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ორი მიმართულება , რადგან სახელმძღვანელოში მოცემული მასალა ნაკლებად აძლევს მოსწავლეს საგნით დაინტერესების საშუალებას.

ახლა კი განვიხილავ იმ სასწავლო რესურსებს, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში და კარგი შედეგიც მივიღე:

I . ,,ქიმიური ლოტო“  – თემა ,,ნაერთთა კლასები“ (კლასი VIII) – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქიმიის სწავლების დროს. მოსწავლემ უნდა შეძლოს არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა  რესურსი თამაშის ელემენტებით(უკვე არსებულის მსგავსი), რომელიც იქნებოდა მარტივად  აღსაქმელი და  საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაში დამეხმარებოდა. ყველა მოსწავლემ იცის ლოტოს თამაში და არც ქიმიური ლოტოს თამაში იქნება ურიგო. დამზადებული მაქვს ლოტოს დაფა (დანართი #2) , რომელზეც ლოტოს პრინციპით წერია ნაერთთა კლასები . რამდენი მოსწავლეც არის, შესაძლებელია იმდენი ლოტოს დაფის დამზადება.  დაფაზე დატანილია შემდეგი სახელები : ოქსიდი, მჟავა, მარილი, ტუტე ,მეტალი, არამეტალი, სულ თითო დაფაზე 9 სახელწოდება, ცალკე დაჭრილია და პატარა ტომსიკაში ჩაყრილია კონკრეტული წარმომადგენლები (დანართი#1).მოსწავლეებს დარიგებული აქვთ სხვადასხვა ფერის პლასტმასის ღილაკები  (მჟავას შეესაბამება ლურჯი ფერი,ტუტეს-წითელი,ოქსიდს -ყვითელი, მარილს -მწვანე , მეტალს-თეთრი ,არამეტალს-შავი ).მასწავლებელი სათითაოდ ამოიღებს ტომსიკიდან დაჭრილ ფურცელს და დაასახელებს მასზე დაწერილ ფორმულას , მოსწავლე სწორად უნდა მიხვდეს,  რომელ ჯგუფს მიეკუთვნება და დადოს შესაბამის უჯრაზე პლასტმასის ღილაკი. მოიგებს ის, ვინც ყველაზე ადრე და თან სწორად შეავსებს დაფას. გაკვეთილი იქნება საინტერესო, ინოვაციური და სახალისო, რადგან მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ვიზუალიზაცია . ეს კი ერთიორად წარმატებულს ხდის სასწავლო პროცესს.

რესურსი  მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებზე,  ხელს უწყობს დასახული სასწავლო მიზნის  მიღწევას, სრულად არის გათვალისწინებული და შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის  თავისებურებები.  რესურსის გამოყენების მთავარი მიზანია:

  • მოსწავლემ შეისწავლოს არაორაგნულ ნაერთთა კლასები;
  • განასხვაოს ერთმანეთისაგან არაორგანულ ნაერთთა კლასები;

სწავლის პროცესი გახდეს უფრო მიმზიდველი, ხელი შეეწყოს კეთებით სწავლებას და მოსწავლეს აუმაღლდეს მოტივაცია;

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია, მისი გამოყენება მასწავლებლებს მისცემს საშუალებას მიაღწიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანს . გამოყენება შესაძლებელია ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე :

  • (კლასი VII ) ნაერთთა კლასების გაცნობისას ძალიან მარტივად გამოსაყენებელია, არ არის საჭირო მნიშნელოვანი ცვლილების შეტანა;
  • IX კლასში ქიმიის საკითხების გამეორებისას , როდესაც საფუძვლიანად  უნდა შევისწავლოთ ნაერთთა კლასები, მათი მიღება და თვისებები, ეს მასალა გამოსადეგია გამეორების თვალსაზრისით, გავლილი მასალის გახსენებისათვის;
  • შეუძლიათ გამოიყენონ სხვა საგნის მაგალითად, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებმა. მეტყველების ნაწილების სწავლებისას  შექმნან რესურსი ანალოგიური ლოტოს სახით.
  • ისტორიის მასწავლებლემა სხვადასხვა ეპოქის ომების შესწავლის დროს გამოიყენონ;
  • გეოგრაფიის მასწავლებელმა ქვეყნები და მათი დედაქალაქების სწავლებისას გამოყენონ;
  • ხელოვნების მასწავლებელმა ხელოვნების ნიმუშები და ავტორები გააცნონ და ა.შ.

 

 

დანართი #1

,,ლ ო ტ ო “

 

Na2O               CaCO3           HNO2              H2O           HCl                 Na3PO4

BaSO4                    NaOH               LiOH                H2SO4                   SO3        N2O5

CaO               CO                  Al2O3                 HF                    H2SiO3               Cl2

Fe2O3                    NaCl                HNO3                  H2S               BaO             K2O

Cu                N2                    KCl                HClO4               KNO2         H2SO4

CO2                      KClO3                  BaCO3              LiCl            Mg(OH)2      NaBr

 

 

 

დანართი#2

დაფა I

 

მჟავა

 

  ტუტე   ოქსიდი  
 

 

მეტალი   არამეტალი   არამეტალი
მარილი

 

  ოქსიდი   მჟავა  

 

დაფა II

 

მეტალი

 

  ფუძე   მარილი  
 

 

არამეტალი   მარილი   მეტალი
მჟავა

 

  ოქსიდი   ტუტე  

 

II .ფაზლი ,, ქიმიური პირამიდა „ – რესურსი შევქმენი VIII-IX  კლასის მოსწავლეებისათვის , გავაკეთე პირამიდის ფორმის ფაზლი, თავდაპირველად გავაკეთე ნახაზი, რომელიც  შეიცავს  25 სამკუთხედს, შემდეგ ყველა გვერდზე დავაწერე შესაბამისი ფორმულა თუ სახელწოდება, შემდეგ დავჭერი, დავინიშნე დრო და თავად ავაწყვე .  ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ფაზლის გარეთა მხარეებზე დაწერილი ფორმულები და     ნივთიერებების სახელები არის შეცდომით, მაგ : AlCl2  –  მოსწავლე უნდა მიხვდეს შეცდომას , ვინაიდან ალუმინი არის სამვალენტიანი და ფორმულა უნდა იყოს AlCl3 , მაგნიუმის მონოოქსიდი- მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მაგნიუმი არის მუდმივალენტიანი და წარმოქმნის მხოლოდ ერთ ოქსიდს და სახელწოდებაც უნდა ეწეროს მაგნიუმის ოქსიდი,Fe3(NO3)-არ არის სწორად დაწერილი,  რადგან -NO3 მჟავური ნაშთი არის ერთვალენტიანი და არა სამვალენტიანი, Ni3 -მარტივი ნივთიერება  ნიკელის ფორმულა არ არის სწორად დაწერილი, მას არ სჭირდება ინდექსი 3, H2SO2 – არ არის სწორად დაწერილი,მოსწავლემ იცის მჟავეები და უნდა ამოიცნოს არასწორად დაწერილი  , BaSO4  მოსწავლემ ამ მარილს გვერდით უნდა დაუდოს  იმ სამკუთხედის ნაწილი, რომელზეც  წერია ბარიუმის სულფატი, ამავე სამკუთხედის მეორე გვერდზე წერია ფორმულა FeN  და Ca3N2 , შესაბამისად, მოსწავლემ ამ ორივე გვერდს უნდა მიუდოს გვერდით ის სამკუთხედი ,რომელზეც  წერია რკინა (III) ნიტრიდი და კალციუმის ნიტრიდი და ა.შ.ყველა სამკუთხედის სწორად დადების შემთხვევაში შეიქმნება ,,ქიმიური პირამიდა“. თუ ჩათვალეს, რომ რთულია ასაწყობად, მაშინ შესაძლებელია, მოსწავლეებს მიეთითოს  რომელი სამკუთხედით დაიწყონ შევსება ,მაგ.პირამიდის წვერის სამკუთხედი. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს თავიდანვე კარგად აუხსნას ფაზლის სწორად აწყობის პრინციპი.

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია, მისი გამოყენება მასწავლებლებს მისცემს საშუალებას მიაღწიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანს.გამოყენება შესაძლებელია ქიმიის  გაკვეთილზე. მოდიფიცირების შემთხვევაში :

  • შეუძლია გამოიყენოს მათემატიკის, ფიზიკის მასწავლებლებმა. დაწერონ მაგალითები და სწორი პასუხები მიუსადაგონ. შეუძლიათ მასწავლებლებმა არა 25 სამკუთხედი, არამედ უფრო ნაკლები გააკეთონ, არ შექმნან პირამიდა, არამედ კვადრატის სახე მისცენ;
  • შეუძლია გამოიყენონ გეოგრაფიის მასწავლებლებმა. შექმნან ფაზლი რუკის გამოსახულებით და მოსწავლეებმა ააწყონ, აგრეთვე შეუძლიათ სამკუთხედის გვერდებზე დაწერონ სახელმწიფოები და ქვეყნები , მიუსადაგონ ერთმანეთს;
  • ხელოვნების მასწავლებელმა  ფაზლის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენოს მხატვრები და მათი ცნობილი ტილოები;

III. ინტერნეტ რესურსი – ,, თავსატეხი „ ( ნაჯერი,უჯერი,არომატული ნივთიერებები , სპირტები ,ალდეჰიდები,კეტონები – კერძო წარმომადგენლები) – ელექტრონული რესურსი შევქმენი XI კლასის მოსწავლეებისათვის, იგი სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს და შედეგებს. რესურსის გამოყენების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო, მოსწავლეს გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, საკითხი აითვისოს კეთებით, უკეთ დაამახსოვრდეს, გაიხსენოს ორგანული ნივთიერებების წარმომადგენლები , განასხვაოს ერთმანეთისაგან თითოეული მათგანი. ელექტრონული რესურსი მოცემულია ვებ გვერდზე – https://learningapps.org/display?v=ppantv0sn19 . რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერს. როგორც კი გაიხსნება დანართი, ეკრანზე ჩანს მცირე ახსნა და დავალების პირობა. მარცხენა ზედა კუთხეში არის პიქტოგრამა ,,ნათურა“. მასზე დაწკაპებით გამოვა ფანჯარა, რომელშიც მითითებულია მინიშნება,, გაიხსენე დაბოლოებები, რომლითაც მთავრდება ესა თუ ის ორგანულ ნაერთთა კლასი“, რაც მოსწავლეს დავალების შესრულებას უადვილებს

 

სულ ზედა პანელზე მოცემულია -ორგანული ნაერთების  კლასები:

  • ნაჯერი ,უჯერი ,არომატული,სპირტი,ალდეჰიდი და კეტონი.

ხოლო თავსატეხის უჯრებში მოცემულია მათი კერძო წარმომადგენლები,

როგორიცაა მაგ: მეთანალი,ფენოლი,ოქტენი,პენტინი,მეთანი,პროპანი,3-

მეთილბუტანალი,ტოლუოლო,დეკანი,პენტანალი,2-მეთილპროპანალი და

ა.შ.

  • მოსწავლე, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, აირჩევს რომელიმე კლასს და იწყებს მისი შესაბამისი წარმომადგენლის ძებნას,როგორც კი მოძებნის, აკლიკებს მასზე და თუ სწორად შეუსაბამებს, გაქრება ეს უჯრა, შეცდომის შემთხვევაში  ფანჯარაში ჩნდება წარწერა, რომ არჩეული წარმომადგენელი არ ეკუთვნის ამ კლასს. შეცდომის  მიუხედავად  მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს  და შემდგომში სწორად ამოხსნას თავსატეხი. საბოლოოდ ყველა უჯრის გახსნის შემდეგ გამოჩნდება სურათი, რაც   ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად შეასრულა დავალება.
  • ელექტრონული რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რა დონეზეც არ უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს;
  • ელექტრონული რესურსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, მოსწავლეს შეუძლია იმდენჯერ დაუბრუნდეს თავსატეხს, სანამ არ მივა სწორ პასუხამდე ;
  • შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს დაავალოს სახლში დამოუკიდებლად დაამუშაოს საკითხი, კარგი იქნება მოსწავლემ  ფორმულებიც ჩამოწეროს ფურცელზე , აღნიშნოს რა  შეეშალა  და შემდეგ, მასწავლებლის დახმარებით, ხელახლა გაიმეოროს ეს საკითხი.

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

ელექტრონული რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს რა დონეზეც არ უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს; მასწავლებელი უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნულ ვებ გვერდზე. შესაძლებელია სასურველი ენის არჩევა, ეს აადვილებს მუშაობას,  მასწავლებელს შეუძლია უკვე შექმნილი დანართი გამოიყენოს და გაუკეთოს მოდიფიცირება ან შეუძლია შეუვსებელი დანართი (შაბლონის სახით) გამოიყენოს, საიტს აქვს ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოქვეყნებამდე მასწავლებელმა თვალი გადაავლოს ნამუშევარს და ამის შემდეგ გამოაქვეყნოს. ამ რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება იმავე ან მოდიფიცირებული სახით შეუძლია   ქიმიის მასწავლებელს ქიმიის გაკვეთილზე ნასწავლი საკითხის გამეორებისას.  რესურსის გამოყენება მოდიფიცირების შემდეგ შეულია ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებს.

მინდა აღვნიშნო,  რომ ნებისმიერი სახის რესურსი, რომელსაც ვიყენებთ სასწავლო პროცესში, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:

  • მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი ხელს უნდა უწყობდეს დასახული მიზნის სრულად მიღწევას , უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის განვითარების დონეს და უნდა იყოს მორგებული მის შესაძლებლობაზე;
  • რესურსი შინაარსობრივად უნდა იყოს გამართული, კარგად ორგანიზებული, თანმიმდევრული და საგაკვეთილო პროცესში ლოგიკურად გამოყენებული;
  • უნდა ერთვოდეს მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე მკაფიო , ადვილად აღსაქმელი და გასაგები ინსტრუქცია.
  • უნდა აღძრავდეს ცნობისმოყვარეობას და უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა;
  • მნიშვნელოვანია აგრეთვე რესურსის გამოყენების არეალი , ის უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების და ემსახურებოდეს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას;
  • მნიშვნელოვანია რესურსი იყოს უსაფრთხო და გათვალისწინებული იყოს სამიზნე ჯგუფის თავისებურებები.

 

 

გამოყენებული მასალა :

  1. https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-ii-educational-resources
  2. https://www.pinterest.com/pin/225883737538274675
  3. https://learningapps.org/

 

 

      გალაკტიონი და თბილისი

0

„და გავიდა ივლისი,

და მოვიდა, წამებო,

შფოთიანი ტფილისი:

პოეტების სამეფო!“

გალაკტიონ ტაბიძე

 

პოეტები ხშირად ემსგავსებიან საკუთარ ქალაქებს. უფრო ხშირად კი, იმსგავსებენ მათ. სანკტ-პეტერბურგი ალბათ, ყველაზე მეტად  ბროდსკის გავს, პარიზი _ ვერლენს, თბილისი კი გალაკტიონს. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ რაღაც მისტიკური კავშირი არაა მათ შორის, ან ერთმანეთის ბედისწერას არ განსაზღვრავენ. მით უფრო, თუ ქალაქები ყველაზე მკაფიოდ, თვალშისაცემად და მუდმივობის ძალით სწორედ პოეტების წიგნებში აღიბეჭდებიან, როგორც ისტორიის უტყუარი პალიმფსესტები. დრო ქრება, შესაძლოა _ ქალაქებიც, თუმცა მათი ანაბეჭდები ჯიუტად ატყვია პოეტების შემოქმედებას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ და დავინახოთ.

ეს ფიქრი ერთმა კარგმა კრებულმა აღმიძრა, უფრო სწორად, ამ კრებულშია თავმოყრილი ყველა ის ნიუანსი, მოვლენა, ფოტო, ლექსი თუ აქცენტი, საიდანაც მკითხველს გალაკტიონის და თბილისის ურთიერთობაზე ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება დარჩება.

„გალაკტიონ ტაბიძე და თბილისი“ _ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ გამოსცა. ვახტანგ ჯავახაძის მიერ შეკრებილი ფასდაუდებელი მასალა, გაფორმებული ნინო ანდრიაშვილის ძალიან საინტერესო დიზაინით და შესრულებული მაღალი პოლიგრაფიით, იმ ხარისხის წიგნად იქცა, რომელიც საგანძურის მნიშვნელობასაც ითავსებს ხოლმე და გურმანი მკითხველების სამაგიდო წიგნების სივრცეში ბინავდება.

„გალაკტიონის შემოქმედებიდან მხოლოდ ლექსების სათაურებიც საკმარისია იმისთვის, რომ გალაკტიონის და თბილისის განსაკუთრებულ სიყვარულზე დიდხანს ვილაპარაკოთ. გალაკტიონთან დაკავშირებით დაუსრულებელია თემები და მოტივები მზეზე, ცაზე, სამყაროზე, ადამიანზე და… ყველაფერზე, რომელიც სიტყვით სხვადასხვა ფერწერული ტილოებივითაა დახატული…“ _ წერს კრებულის შესავალში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი  ნინი სანადირაძე.

გადაშლით და ვეღარ მოწყდებით კრებულს _ ამის გარანტიას ის ერთმანეთზე საინტერესო ამბები, პოეტის ჩანაწერები, მისივე ხელნაწერები, ფოტოები და კომენტარები იძლევა, რომლებიც ზუსტად იმ შთაბეჭდილებებით იფურცლება, როგორითაც თბილისის ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებში ინტერესიანი და თავგადასავლიანი ხეტიალი იწვევს.

გალაკტიონისთვის თბილისი ფეხბედნიერი ქალაქი აღმოჩნდა _ პირველად, 17 წლისა ჩამოვიდა, 1908 წელს და ამ წელსვე ემთხვევა მისი ლიტერატურული დებიუტი. ყველა შემოქმედებითი წარმატება, აღმაფრენა, ტკივილი და სიკვდილის მისტიკაც კი _ თბილისს უკავშირდება. „მე ეხლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს თბილისში ჩამოსვლის პირველი დღე. ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგნენ სემინარიის შენობის წინ, ერევნის მოედნის ახლო. აქა-იქ გუნდებად დაყოფილ სემინარიელებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული. კარგად არ მახსოვს თუ რაზე კამათობდნენ. მხსოვს მხოლოდ სემინარიელების ანთებული სახეები და გაბრწინებული თვალები“ _ იგონებს პოეტი.

გალაკტიონის უბადლო მკვლევარი და მემატიანე, პოეტი და კრებულის შემდგენელი ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფით, ვრცელი ბიოგრაფიული წიგნით (მგონი არც არსებობს მეორე ასეთი ნიმუში ჩვენს ლიტერატურაში) „უცნობი“ მომავალს დაუტოვა გალაკტიონის ყველაზე ნამდვილი, ერთდროულად მიუწვდომელი და ზუსტი პორტრეტი,  კრებულის დასასრულს იმ აქცენტებს გამოყოფს, რომლებიც პოეტის და თბილისის ურთიერთობაში, მათ გაბმულ, დინამიკურ და ჯადოსნურ დიალოგში ყველაზე თვალშისაცემია:

„თბილისი მისთვის არ იყო ქალაქი, სადაც რომელიღაც ქუჩაზე რომელიღაც სახლში ცხოვრობდა. მთელი თბილისი იყო მისი სახლი, რომლის ქუჩებში და ბაღებში გალაკტიონმა უფრო მეტი საათები, დღეები, ღამეები, თვეები და წლები გაატარა, ვიდრე ოთხ კედელს შორის. ყოველ დილით იგი გადიოდა სახლიდან და შედიოდა თავის დიდ სახლში, სადაც მას თითქმის ყველა თბილისელი იცნობდა…

გალაკტიონი ყველაზე კარგად იცნობდა დედაქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს. აღრიცხავდა:

_ მუზეუმები თბილისში

_ ხიდები თბილისში

_ თბილისის სადარბაზოები

_ ტფილისის ბაღები

_ ტფილისის ხეები…“

გალაკტიონი ინიშნავდა ამინდებს, ადგილებს, რომლებიც რაიმე მოგონებას უკავშირდებოდა; მათემატიკურ განტოლებებად აქცევდა ტრანსპორტის მოძრაობის სტატისტიკას ამა თუ იმ ქუჩაზე. ოცნებობდა საკუთარი სახელობის ქუჩაზე, სანაპიროზე; იძლეოდა რეკომენდაციებს ქალაქის მოსაწყობად და გასამშვენებლად; უყვარდა მთაწმინდა და ხშირად იყო მისი სტუმარი. ბოლოს კი, საერთოდაც, მთაწმინდის სამუდამო ბინადარი გახდა.

თბილისი დღესაც აღელვებს ხელოვანებს, შთააგონებს პოეტებს, რეფლექსიისკენ უბიძგებს ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს. თუმცა, სულ სხვაა გალაკტიონის თბილისი, მას ვერსად ნახავთ, შესაძლოა ა(ღა)რც არსებობს, ის მხოლოდ პოეტის სიცოცხლეს დაესწრო და მასთან ერთად გაქრა.

სამაგიეროდ, დარჩა პოეზია და უბის წიგნაკები, რამდენიმე ფოტოც, რომლებიც უტყუარად იტყობინება, რომ ეს დიდი ამბავი _ პოეტის და თბილისის სიყვარულისა _ ნამდვილად მოხდა.

ეს კრებულიც ამ სიყვარულის ამბის დასტურია. ჩვენ, მასთან ყოველი შეხებისას, შეგვიძლია ამ ქალაქში, გალაკტიონთან ერთად ვიხეტიალოთ.

 

 

 

 

სტატუსის მინიჭების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადების შესახებ

0

ძვირფასო პედაგოგებო, გაეცანით ბრძანებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადის განსაზღვრის შესახებ.

 

 კარიკატურა, როგორც რესურსი

0

საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების დამუშავებასთან ერთად ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით გარკვეული სემიოტიკური კომპეტენციებიც უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს.

 

ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შეძლონ ვერბალური და არავერბალური (რუკა, დიაგრამა, სქემა, ნახატი, კარიკატურა და სხვ.) ინფორმაციის გააზრება და ინტეპრეტირება, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გადმოცემა როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა –   მაგალითად, სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვა, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირება, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენა ან სხვადასხვა ჟანრის ნახატის სიტყვიერად აღწერა და ინტერპრეტირება.

 

კარიკატურა ამ მხრივ საინტერესო და სახალისო რესურსია.

 

საკუთრივ კარიკატურაზე მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია, მოსწავლეებს ესმოდეთ ცნების მნიშვნელობა. სახელმძღვანელოებში, როგორც წესი, რაიმე ახალი ცნება ან ტერმინი წინასწარ არის ახსნილი, რასაც მოჰყვება შესასრულებელი დავალებები და დასამუშავებელი მასალა.

ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეები გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ამა თუ იმ ტერმინის, ცნების მნიშვნელობას მაშინ, როცა თავად ხსნიან და განმარტავენ მას.

 

კარიკატურის ენციკლოპედიური ან ლექსიკოლოგიური განმარტების მიწოდების ნაცვლად კლასს მოუმზადეთ მცირე პრეზენაცია, სადაც თავმოყრილი იქნება კარიკატურები ( სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება – ყველაზე მარტივი ინტერნეტში მოძიებული კარიკატურების ერთ პრეზენტაციად აკინძვაა, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ გაზეთებიდან, ჟურნალებიდან ამოჭრილი კარიკატურების კოლაჟი შეგვიძლია შევთავაზოთ მათ ან წინასწარ ამოვბეჭდოთ რამდენიმე ეგზემპლარი და დავათვალიერებინოთ კლასს).

 

კარიკატურების დათვალიერების შემდეგ დამაზუსტებელი კითხვების მეშვეობით მოსწავლეები თავად ჩაინიშნავენ რვეულში განმარტებას.

საორიენტაციო კითხვები

რა იყო აღწერილი მოცემულ ნახატებზე?

როგორ იყო გადმოცემული ესა თუ ის შინაარსი?

რა განასხვავებდა ამ ნახატებს ჩვეულებრივი ნახატებისგან?

რა ემოციას აღძრავდა მნახველში ნახატები? რა იყო ამ ნახატების „გზავნილი“?

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგვიძლია გავაცნოთ მოსწავლეებს განმარტება ლექსიკონიდან ან ენციკლოპედიიდან.

ამის შემდეგ უკვე ერთ კონკრეტულ კარიკატურას შევარჩევთ კლასის ინტერესების, დასამუშავებელი თემის ან სასწავო პროცესში დასახული მიზნების გათვალისწინებით.

ნიმუშის სახით წარმოგიდგენთ დანიელი მხატვრის, ჰერლუფ ბიდსტრუპის, ერთ ცნობილ კარიკატურას, ნახატების სერიას, რომელსაც ერთი საერთო თემა აერთიანებს და კლასისთვის ინდივიდუალური/წყვილებში სამუშაოს წერილობით მითითებებს.

 

 

 

 

დაურიგეთ მასალა კლასს ( ფურცლის ეკონომიის მიზნით შესაძლებელია მერხზე თითო ეგზემპლარის დადება ან პროექტორით კედელზე გამოსახვა).

მიეცით ინდივიდუალური სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო ( დაახლოებით 15 წუთი). ამის შემდეგ კი გარკვეული დრო – ნამუშევრის მეწყვილისთვის გასაზიარებლად (კარგი იქნება, თუ მოცემული სამუშაოსთვის მასწავლებელი დაწყვილებულ გაკვეთილს გამოიყენებს).

მოსწავლეებმა წერილობით უნდა შეასრულონ შემდეგი დავალებები:

1.დაასათაურე ნახატზე მოცემული თითოეული ეპიზოდი და მოკლედ აღწერე, რა ხდება. აღწერაში მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია აღნიშნე, შეფასების გარეშე.

2.მოიფიქრე საერთო სათაური, რომელიც შეესაბამება ნახატს. დაწერე მცირე კომენტარი ( იფიქრე და იმსჯელე წერილობით, გააკეთე გარკვეული დასკვნები, მოსაზრებები დაასაბუთე).

3.გაუზიარე წერილობითი ნაშრომი გვერდით მჯდომს. გაეცანი მისას.

4.გააკეთე კომენტარი – რა საერთო იყო თქვენს ნამუშევრებს შორის? რა განსხვავება? სიტყვერად შეაფასე კლასელის წერილობითი სამუშაო.

 

სურვილის მიხედვით, წყვილები წარმოადგენენ საკუთარ შემაჯამებელ კომენტარს.

 

სურათებიანი წიგნი, როგორც სასკოლო რესურსი

0

თვალსაჩინოებას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, ყველაზე უკეთ გვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში და მოსწავლეებს მარტივად, ძალდაუტანებლად და მხიარულად ასწავლის ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ეს წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხშირად, ბავშვებს იმის უფრო სჯერათ, რასაც ხედავენ, ვიდრე, რაც ესმით.

ბოლო დროს ქართული წიგნის  თაროები რამდენიმე საინტერესო  სურათებიანი წიგნით გამდიდრდა, გადავხედოთ მათ და დავგეგმოთ საინტერესო გაკვეთილები:

  1. „ჩიტები თბილისში“, ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე, ლაშა ბაქრაძე

ეს ულამაზესი, ფერადი წიგნი მამა-შვილი მერცხლების თბილისში მოგზაურობაზე გვიყვება, ისტორიული შენობები, თანამედროვე ცხოვრება, ქალაქის ძველი ნაწილი და მისი გარეუბნები. როდესაც მოსწავლეებს თბილისზე, მისი დაარსების ლეგენდაზე, ვახტანგ გორგასალზე ვესაუბრებით, ეს წიგნი შესანიშნავ საგანმანათლებლო რესურსად გამოგვადგება.

  1. იყო ერთი გოგო“ , თანამედროვე ქართველი მწერლების ზღაპრების კრებული

თანამედროვე ზღაპრები ისტორიულ ქალებზე — „იყო ერთი გოგო“ ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია, რომლის პერსონაჟებიც ცნობილი ქალები არიან. წიგნში შესული ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.

ტექსტის გარდა, ყველა ზღაპარს თანამედროვე ქართველი ილუსტრატორების მიერ შესრულებული ილუსტრაციები ახლავს, ყველა პერსონაჟი ცნობილი და ნამდვილია – ისტორიული გმირები, ლიტერატურასა თუ ლეგენდებში შემონახული სახელები, მეფეები და მთამსვლელები, მედეადან მარო მაყაშვილამდე… ეს წიგნი ძალიან გამოგადგებათ ლიტერატურისა თუ ისტორიის გაკვეთილებისათვის, ასევე, თანასწორობასა და ქალთა უფლებების თემაზე სასაუბროდ.

 

  1. „იცეკვე ალუბალა, იცეკვე“ – ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე

-მე ცეკვა მინდა, მაგრად დედა მუსიკაზე მატარებს!

-არ მიყვარს კარატე, წყალბურთი მირჩევნია, მაგრამ უნდა ვიარო, მამას ასე უნდა!

ალბათ ასეთი ფრაზები თქვენი მოსწავლეებისგანაც მოგისმენიათ. დავუჯეროთ ბავშვებს, დაეხმაროთ თავიანთი სურვილების ასრულებაში, ხელი არ შევუშალოთ მათ გატაცებებს. გავაგებინოთ მათ, როცა ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ინდივიდუალიზმი ქმნის მრავალფეროვნებას, ალუბალას ამბავი ბევრი საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს.

ალუბალა პატარა ჩიტია, რომელიც სხვა ჩიტებს არ ჰგავს, ცეკვა უყვარს და როცა გამთენიისას ყველა ჩიტი გალობს, ის ხიდან-ხეზე ცეკვა-ცეკვით დახტის.

 

  1. უილიამ ფოლკნერი, ნატვრის ხე

დიდი ამერიკელი კლასიკოსის ერთადერთი საბავშვო წიგნი, რომლის ხელნაკეთ ვერსიებს იგი სხვადასხვა დროს ბავშვებს ჩუქნიდა, ქართულ ენაზე გია გოკიელის შესანიშნავი თარგმანით გამოვიდა.

გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ქართულ სკოლებში რამდენიმე კლასში ისწავლება, ვფიქრობ, საინტერესო ლიტერატურული პარალელების გავლება შეიძლება ქართულ და ინგლისურ „ნატვრის ხეს“ შორის, მითუმეტეს, რომ ქართულ გამოცემას ძალიან კარგი ილუსტრაციები აქვს და ამავე დროს, დანართის სახით პირველი გამოცემის ილუსტრაციებიც ერთვის. ქართული „ნატვრის ხის“ თვალსაჩინოებად შეგვიძლია მისი ეკრანიზაცია გამოვიყენოთ, როგორც კინოში გადასული ლიტერატურული ილუსტრაცია. სცადეთ, მოგეწონებათ.

  1. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „იავნანა ლილისთვის“,

 

საბავშვო ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა თანასწორობაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე სასაუბროდ. საოცრად თბილ, გულწრფელ ამბავს სოფო კირთაძის ულამაზესი ილუსტრაციებიც ამშვენებს.  ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურაში ინკლუზიური განათლების თემატიკასთან დაკავშირებული წიგნების ნაკლებობაა. ჰოდა, თუ ამ წიგნის კითხვას ბავშვის უფლებათა კონვენციაზე საუბარსაც დაურთავთ, ძალიან საჭირო და საინტერესო გაკვეთილი გამოგივათ.

 

   სამოდელო     გაკვეთილის     გეგმა

0

1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციაზე მიიღეს რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ და „დღის წესრიგი XXI საუკუნისთვის“. მრავალი აქ გამოთქმული პრინციპი იქცა საერთაშორისო სამართლის ნაწილად გარემოს დაცვის საქმეში. მათ შორის უმთავრესია პრინციპი მდგრადი განვითარების შესახებ. მდგრადი განვითარება მხოლოდ გარემოს დაცვაზე არ არის ორიენტირებული. იგი გულისხმობს ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროს, მათ შორის – სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, პოლიტიკურსა და დემოგრაფიულს. 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროში 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდანვე მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება   გლობალური ეკოლოგიური პრობლემებთან მიმართებაში და როგორც მოქალაქემ აიღოს  პირადი პასუხისმგებლობა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ გაკვეთილი რომლის სასწავლო მიზანია: მოსწავლემ შეძლოს  გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიზეზებზე და შედეგებზე მსჯელობა, ჩამოაყალიბოს და დასახოს გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის გზები  და მოიფიქროს გარემოსდაცვითი სლოგანი და იმსჯელოს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ამ საკითხებთან მიმართებაში.

გაკვეთილის თემა:   გლობალური ეკოლოგიური  პრობლემები

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

 

მიმართულება:  ცოცხალი   სამყარო

ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების   მაგალითებს, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
  • მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;

 

                        

                            აქტივობის აღწერა

 

       მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსი  

დრო

1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა. ჯგუფების ფორმირება ხდება  წინასწარ, კლასი დაყოფილია  4- 5 ჯგუფად. ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი შეფასების რუბრიკები

დანართი 1

2 წთ
2 მასწავლებელი გამოიკითხავს  საშინაო დავალებას, რომელიც ჯგუფებს ჰქონდათ მიცემული, თითოულ ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია და “კედლის გაზეთი“ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც ჯგუფებში გადანაწილდა

1 ჯგუფი-ნიადაგის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს ნიადაგის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ბუნებრივი რესურსი, ისაუბრებს ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, როგორიცაა: სამრეწველო ნარჩენები, პესტიციდები, საღებავები და სარეცხი საშუალებები, რის შედეგადაც მივიღებთ ეროზიებს, გრუნტის წყლების დაბინძურებას, რომელიც სასმელი წყლის ძირითადი  წყაროა, ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება მცენარეებშიდა გადაცემა კვებით ჯაჭვის შემდეგ რგოლებში.

 

2 ჯგუფი- წყლის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს წყლის მნიშვნელობაზე, მისი დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, როგორიცაა მაგალითად ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვა, ტოქსიკური ნაგავი, სამრეწველო ნარჩენები, რის შედეგადაც იღუპება ათასობით თევზი, ზღვის ფრინველი და სხვა ორგანიზმები…ნადგურდება ეკოსისტემები…

 

3 ჯგუფი- ჰაერის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს ერთ-ერთ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემაზე– ჰაერის დაბინძურება,  ჟანგბადის და სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე როგორიცაა: გამონაბოლქვი, ჭვარტლი, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები და გოგირდწყალბადი, რის შედეგადაც გახშირდა სასუნთქი გზების სიმსივნეები,   ალერგიული დაავადებები და სხვა…

 

4 ჯგუფი- გლობალური დათბობა, მოსწავლე ისაუბრებს  გლობალურ დათბობაზე, რისი გამომწვევი მიზეზია ატმოსფეროში   ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, რითაც იქმნება „ სათბურის ეფექტი“, ეს კი  გამოიწვევს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის დნობას, მსოფლიო ოკეანის დონის მატებას, დიდი ფართობის დასახლებული სანაპირო ზოლის დატბორვას, ქარიშხლებსა და წყალდიდობებს…

 

5 ჯგუფი-ბიომრავალფეროვნების განადგურება.

მოსწავლე იმსჯელებს ბიომრავალფეროვნების განადგურებაზე, რაც გამოწვეულია ტყეების გაჩეხვით, წყლის, ატმოსფეროს და ნიადაგის დაბინძურებით, რის შედეგადაც ხდება მცენარეებისა და ცხოველების გადაშენება

 

პრეზენტაცია ჯგუფური კედლის გაზეთები, წებოვანი ლენტა.

მასწავლებლის მიერ შექმნილი თვალსაჩინოება:

„გაუფრთხილდით დედამიწას“,

„ნარჩენების დაშლის დროები“

„ეკოლოგიურად სუფთა გარემო“

„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი“

გლობუსი, პროექტორი,

12

წთ

3 ვიდეოს ჩვენება:

მასწავლებელი უკუკავშირის სახით მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოს, რათა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრონ  თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს, ჰაერს და მიწას ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.

 

 

 

 

 

 

 

ვიზუალური დაკვირვება

მთელი კლასი https://www.youtube.com/watch?v=Gsq5-W1GQtU

 

 

 

 

3

წთ

 

 

 

 

 

 

 

4 პრობლემის გადაჭრის გზების ძიება:

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: როგორ გადავჭრათ ჩვენს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემები? მოსწავლეები ასახელებენ სხვადასხვა გზებს( სავარაუდო პასუხები: ნაგავსაყრელების მოწესრიგება, ნარჩენების დაკონსერვება ან დახარისხება, ადამიანში თვითშეგნების ამაღლება, კანონის გამკაცრება, გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების შემოყვანა, ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი აირების გაფილტვრა, ხეების დარგვა, ნადირობის და თევზაობის აკრძალვა ან გაკონტროლება ……) მოსწავლეების მიერ დასახელებული პრობლემის გადაჭრის გზებს მასწავლებელი წერს ფლიპ-ჩარტის ქაღალდზე(წინასწარ გამზადებულ ცხრილში) და ავსებს კოგნიტურ ცხრილს მოსწავლეების დახმარებით, სქემაზე მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს თუ როგორაა პრობლემები ერთმანეთთან კავშირში და ერთის გადაჭრით როგორ შეიძლება მოგვარდეს სხვა პრობლემაც, მაგალითად ნაგავსაყრელების მოწესრიგებით გვარდება არამარტო ნიადაგის დაბინძურების პრობლემა, არამედ ამით წყლისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემაც ნაწილობრივ გადაწყდება ანუ მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარებაში.

 

 

 

 

დისკუსია

 

 

კოგნიტურ სქემაზე მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი ფლიპ-ჩარტის ქაღალდი, სხვადასხვა ფერის მარკერები,

წებოვანი ლენტი. თვალსაჩინო მასალა.

დანართი 2

14

წთ .

5 ვიდეოს ჩვენება

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება ნარჩენების დახარისხება და მეორადი პროდუქციის წარმოება, რათა  მოსწავლეები  უკეთ გაიაზრონ, რომ ნარჩენების გადამუშავება ხელს შეუწყობს პირველადი რესურსის დაზოგვას და ნარჩენებით გამოწვეულ უარყოფითი შედეგების შემცირებას.

 

ვიზუალური დაკვირვება

 

მთელი კლასი

 

 

https://www.youtube.com/watch?v=YFlFua2AkFY

3

წთ

6  მასწავლებელი  ჯგუფებში მოსწავლეებს სთხოვს   მოიფიქრონ გარემოს დაცვითი სლოგანი და წარმოადგინონ კლასის წინაშე.

 

 

ჯგუფური ჯგუფური მწვანე ქაღალდები, მარკერები, წებოვანი ლენტა,

 

4

წთ

7  

განმავითარებელი შეფასება.

შეფასება  

მთელი კლასი

შეფასების რუბრიკები

დანართი 1

2

წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:    მოსწავლე  შეძლებს  გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიზეზებზე და შედეგებზე მსჯელობას,  ჩამოაყალიბებს პრობლემის გადაჭრის გზებს  და მოიფიქრებს გარემოსდაცვით სლოგანს.

დანართი 1

შეფასების კრიტერიუმები განმავითარებელი შეფასებისთვის:

  1. მოსწავლე ახერხებს  გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე მსჯელობას
  2. მოსწავლე მოახდენს გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გამომწვევ მიზეზების და შედეგების ანალიზს
  3. მოსწავლე ჩამოაყალიბებს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს
  4. მოსწავლე  მოიფიქრებს გარემოსდაცვით სლოგანს.

 

თვითშეფასების კითხვარი

რა ვიცოდი? რა გავიგე? რა მინდა ვიცოდე?

 

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                             

დანართი 2

პრობლემის

გადაჭრის

გზები

ნიადაგის დაბინძურება წყლის

დაბინძურება

ჰაერის

დაბინძურება

გლობალური დათბობა ბიომრავალფეროვნების

განადგურება

1          
2          
3          
4          
5          
6          
7          
8          
9          
10          

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის, საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, 2012-2014
  2. დ. ნიკოლაიშვილი, მდგრადი განვითარება, ისტორიული ექსკურსი, თბილისი, 2014
  3. მ. რატიანი, ასწავლო დღეს ისე, რომ ფიქრობდე მომავალზე – განათლება მდგრადი განვითარებისთვის, ინტერნეტგაზეთი ge, 2012

 

 

 

დედამიწის დღე არის ყოველდღე – პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

0

გლობალურმა განვითარებამ, მრავალი სასიკეთო ცვლილების პარალელურად, დედამიწაზე კატასტროფული შედეგები გამოიღო. გამონაბოლქვით დაზიანებული ატმოსფერო, დაბინძურებული ჰაერი და წყალი. ადამიანები ყოველდღიურად ანადგურებენ დედამიწას და საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ეს მათი ერთადერთი სახლია. ყოველდღიურად ემატება  ნაგავი და მომწამლავი ნივთიერებები.

არადა, ჩვენი ჯანმრთელობა და არსებობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გარემოში გვიწევს ცხოვრება.  რამდენ ხანს გაუძლებს დედამიწა ამ ყველაფერს?

განსაკუთრებული აქტუალობა უნდა მივანიჭოთ ამ პრობლემის გააზრებას სწავლების დაწყებით საფეხურზე და მოსწავლეებს სისტემატურად შევთავაზოთ აქტივობები, რომელთა პრაქტიკულად განხორციელება  საკუთარი ქვეყნის და ზოგადად, გარემოს მიმართ მზრუნველობით დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს მათ.

გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებულ სამოდელო გაკვეთილის სცენარს, რომელიც მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის შევქმენი.

 

საგანი – ქართული ენა

გაკვეთილის თემა:  რა აწუხებს დედამიწას?

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მიღება – დახარისხება და  ჩამოუყალიბდეთ სწორი,  მზრუნველობითი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის  ბუნებრივი გარემოს მიმართ;
  • მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემის გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების ძიება.

 

 

N აქტივობის აღწერა

 

 

 

 

გამოყენებული მეთოდი/მეთოდე

ბი

კლასის

ორგანიზების ფორმა/

ფორმები

სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

საუბარი მთელი კლასი პროექტორით საპრეზენტაციო ფორმატში ჩვენება, ან დაფაზე/ფლიპჩარტის ქაღალდზე განთავსება 2
2

 

გამოწვევა.

ა) მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებით დაფაზე წერს სიტყვა ,,დედამიწას’’  და სთხოვს, ერთი წუთის განმავლობაში დაასახელონ, რა ახსენდებათ ამ სიტყვაზე.

 

 

 

 

ბ) მოსწავლეები წარადგენენ წინასწარ მოძიებულ ინფორმაციას დედამიწის შესახებ და განათავსებენ კლასის ,,გალერეაში’’.

გ) რატომ აღვნიშნავთ დედამიწის დღეს?

ვიდეობმულის ჩვენება.

ასოციაციური რუკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,საინტერესო ფაქტები.’’

 

 

 

ვარაუდების გამოთქმა.

მთელი კლასი

 

დაფაზე დახაზული ასოციაციური რუკა.

 

 

 

 

 

 

 

 

 
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაწერი, ან ნაბეჭდი ილუსტრირებული ტექსტები.

 

 

 

ვიდეობმული

https://www.youtube.com/watch?v=QrHF5TEsNik

7
           
3

 

 

ახალი სიტყვების გაცნობა-შესწავლა.

ტექსტის კითხვა და მოსწავლეთა მიერ მონიშნული მნიშვნელოვანი ინფორმაციების ურთიერთგაზიარება.

განმავითარებელი შეფასება.

 

 

ილუსტრირებული ლექსიკონი

ჩუმი კითხვა, მონიშვნებით.

მცირე დისკუსია

ინდივიდუალური ილუსტრირებული ლექსიკონი,

,,დედამიწის დღე’’ ამობეჭდილი ტექსტი ფურცლებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12
4  ცოდნის განმტკიცება.

განმავითარებელი შეფასება.

ვიქტორინა (კითხვებზე პასუხები)

 

მთელი კლასი ელექტრონული თამაში

https://learningapps.org/display?v=pqs346zhn19

5
5

 

 

 

ვიდეობმულის ჩვენება ,,რა აწუხებს დედამიწას? ‘’

რა არის ყველაზე დიდი

პრობლემა? მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვეთა.

როგორ დავიცვათ დედამიწა?

მოსწავლეები ილუსტრაციების მიხედვით მინიპოსტერებს შექმნიან და წარადგენენ. საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ, როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან, როგორ ვუშველოთ გაჩეხილ ტყეს, როგორ მოვიქცეთ ბუნებაში სადილის დასრულების შემდეგ, როგორ გავუფრთხილდეთ ელექტროენერგიას.

განმავითარებელი შეფასება.

მინიპოსტერების შექმნა

 

წყვილებში

 

ვიდეობმული

https://www.youtube.com/watch?v=Gsq5-W1GQtU

 

ილუსტრაციები ეკრანზე,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10
6 გაკვეთილის შეჯამება.

მოსწავლეებმა დაასახელონ:

3 მნიშვნელოვანი რამ, რაც არ უნდა დაავიწყდეთ დედამიწაზე ზრუნვისას;

2 მნიშვნელოვანი რამ, რაც გაიგეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით;

1 რამ, რასაც უსურვებდნენ დედამიწას.

 

,,3-2-1“

 

 

 

 

 

მთელი კლასი   5
7 მოსწავლეების მიერ მეორადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებით ყვავილის ქოთნების, ფანქრების ჩასაწყობის და მეორადი მუყაოს ყუთისგან დამზადებული  მაკულატურის ყუთის წარდგენა. ,,ნაგვის მეორე სიცოცხლე’’   პლასტმასით და მუყაოთი შექმნილი ნივთები.

 

 

 

 

 

 

2
8  შეფასება.

საშინაო დავალება: დავხატოთ და დავწეროთ პატარა ამბავი ,,დავიცვათ ჩვენი დედამიწა.’’

 

  მთელი კლასი   2

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ;

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

 

მოსწავლეებს ვაფასებ ზეპირი განმავითარებელი კომენტარით წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, როგორ შეძლეს:

  • ინფორმაციის მიღება-დახარისხება და გარემოს დაცვისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
  • პრობლემის გამოვლენა და გადაჭრის გზების ძიება.

 

გაკვეთილის ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, როდესაც მოსწავლეებმა დედამიწას უსურვეს ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, დიდხანს სიცოცხლე, სუფთა ჰაერი, ბევრი ხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა: დედამიწის დღე არის ყოველდღე!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი.

https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf

 

  1. რესურსები მასწავლებლებისთვის – ვებპორტალი კარგი სკოლა

https://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php

  1. ვებპორტალი https://intermedia.ge/

რაოდენობრივი და ციფრული წიგნიერების კომპეტენციების განვითარება 

0

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, გამჭოლი კომპეტენციების ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე მსოფლიოში მოსწავლის თვითრეალიზაციისა და ადგილის დამკვიდრებისთვის. შესაბამისად, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას ნებისმიერი საგნის სწავლებისას ხელი უნდა შეუწყონ მასწავლებლებმა. ეს ზრდის მოსწავლეების მოტივაციას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას. სასწავლო სოციალური ქსელის Edmodo.com-ის, მათემატიკური პროგრამის Desmos.com-ისა და ელექტროლიზის სიმულაციის გამოყენებით მოსწავლეები მარტივად შეისწავლიან ქიმიაში ერთ-ერთ რთულ და საინტერესო საკითხს.

გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმას ქიმიაში.

თემა: ელექტროლიზის რაოდენობრივი დახასიათება

გაკვეთილის ტიპი: სამოდელო გაკვეთილი – გამჭოლი კომპეტენციების (ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების) განვითარების გაკვეთილი

გაკვეთილის მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, ქიმიური სიმულაციის საშუალებით დაადგინოს ურთიერთდამოკიდებულება ელექტროლიზის დროს ელექტროდებზე (კათოდზე) გამოყოფილი ნივთიერებების მასასა და დენის ძალას, დროსა და მეტალის ეკვივალენტის მოლურ მასას შორის, თავისი სიტყვებით ჩამოაყალიბოს ფარადეის I კანონი, დაადგინოს ფარადეის მუდმივა ელემენტარული მუხტის და ავოგადროს რიცხვის გამოყენებით, ამოხსნას ამოცანები ფარადეის კანონის გამოყენებით.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სიმულაციის (ციფრული ტექნოლოგიების) გამოყენებით მიღებული მონაცემების იდენტიფიცირება, გრაფიკული გამოსახვა და გრაფიკის ინტერპრეტაცია (რაოდენობრივი და ციფრული წიგნიერების კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა), ტექნოლოგიების როგორც ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზებისა და შეფასების საშუალების გამოყენება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქიმ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა და მისი როლი ტექნიკასა და მრეწველობაში.

  • ასრულებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს.

კვლ.X.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

  • განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს.

კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

  • აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისთვის (მაგ., დროის მონაკვეთში ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა).

კვლ.X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

კვლ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მოსწავლემ იცის:

  1. რა არის ჟანგვა და აღდგენა;
  2. რას ნიშნავს ტერმინი ,,ელექტროლიზი“;
  3. რა არის ნივთიერების ეკვივალენტი;
  4. რა არის კათოდი და ანოდი;
  5. რას ნიშნავს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის.

მოსწავლეს აქვს შემდეგი უნარები:

  1. ელექტროლიზის ნახევარრეაქციის შედგენის უნარი;
  2. ელექტროდებზე მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ამსახველი სქემების შედგენის უნარი;
  3. კომპიუტერის გამოყენებით ქიმიური სიმულაციის განხორციელების უნარი;
  4. ნივთიერების ეკვივალენტის მოლური მასის გამოთვლის უნარი;
  5. ამოცანის მოცემულობის ჩაწერის უნარი;
  6. ერთეულების SI სისტემაში გადაყვანის უნარი;
  7. წრფივი ფუნქციის გრაფიკის აგების უნარი.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი შეფასება. გამოსაძახებელი ჩხირები, შუქნიშანი, შეფასების რუბრიკა, მასწავლებლის უკუკავშირი.

სასწავლო მასალა და რესურსები:

კომპიუტერები, პროექტორი, საპრეზენტაციო მასალები, სოციალური საგანმანათლებლო ქსელი Edmodo.com, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩარტი, მარკერები, ქიმიური სიმულაცია https://media.pearsoncmg.com/bc/bc_0media_chem/chem_sim/html5/Electro/Electro.php.

 

გაკვეთილის მსვლელობა:

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

აქტივობა N1 – საშინაო დავალების შემოწმება. ორგანიზების ფორმა – მთელი კლასი

შეფასება: განმავითარებელი (უკუკავშირი)

მოსწავლეებს დავალება გაგზავნილი ჰქონდათ Edmodo.com-ის კლასში.

აქტივობა N2 – ვარაუდების გამოთქმა. აქტივობაში მონაწილეობს მთელი კლასი.

შეფასება: განმავითარებელი, „შუქნიშნის“ გამოყენებით.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება საკითხით

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე.

კითხვა:

რით განსხვავდება ჩვეულებრივი ავტომობილისგან სურათზე აღბეჭდილი მანქანა?

რატომ ღირს მოოქროვება იაფი? (ჩამოვწერ ვარაუდებს ფლიპჩარტზე)

აქტივობა N3 – ახალი მასალის ახსნა, მუშაობის პროცესში – განმავითარებელი შეფასება (დანართი 4) უკუკავშირის საშუალებით.

აქტივობის მიზანი: ფარადეის კანონების ჩამოყალიბება – მოსწავლეებმა სიმულაციის საშუალებით დაადგინონ, რაზეა დამოკიდებული კათოდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები განაწილებულნი არიან ექვს ჯგუფში და მასწავლებლის ინსტრუქციის შემდეგ იწყებენ მუშაობას.

I და II ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და ეკვივალენტის მოლურ მასას შორის (სხვადასხვა კათოდის შემთხვევაში).

III და V ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და დენის ძალას შორის.

IV და VI ჯგუფები ადგენენ დამოკიდებულებას კათოდზე გამოყოფილი მეტალის მასასა და დროს შორის.

მონაცემებს შეიტანენ ცხრილში, ააგებენ გრაფიკს (10 წთ).

მოსწავლეები გრაფიკს აგებენ https://www.desmos.com/calculator პროგრამაში და თითოეული ჯგუფი აგზავნის ედმოდოს კლასში. https://www.edmodo.com/home#/group?id=25891788. მასწავლებელი ხსნის დავალებას და ჯგუფები აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას (მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი), გამოიყვანენ ფორმულას (მონაწილეობს ყველა ჯგუფი) (დანართი 1).

აქტივობა N4  – ფარადეის მუდმივას გამოთვლა. ორგანიზების ფორმა – წყვილები, შეფასება – განმავითარებელი, გამოსაძახებელი ჩხირებით.

წყვილები მუშაობენ სამუშაო ფურცელ N2-ე (დანართი 5). ფარადეის რიცხვი უნდა გამოთვალონ ავოგადროს რიცხვისა და ელემენტარული მუხტის გამოყენებით.

აქტივობა N5 – ახალი მასალის პრაქტიკაში გამოყენება

შეფასება: განმავითარებელი, „შუქნიშნით“ და გამოსაძახებელი ჩხირებით.

აქტივობის მიზანი: ახალი მასალის ათვისების დონის შემოწმება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეების ჯგუფებს ურიგდებათ ამოცანები (დანართი 3). ისინი ამოხსნიან და გააკეთებენ პრეზენტაციას შემთხვევითი შერჩევის გზით (დროის სიმცირის გამო ყველა ჯგუფი ხსნის ერთ ამოცანას).

დანარჩენი ჯგუფები შეადარებენ სწორ ვარიანტს. (დანართი 3)

აქტივობა N6 – შემაჯამებელი აქტივობა

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა

აქტივობის აღწერა: გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეები შეავსებენ „გასასვლელ ბილეთებს“. მათი ანალიზი მოხდება მომდევნო გაკვეთილზე.

საშინაო დავალება: „სასწავლო მენიუ“ – დანართი 4 – (დიფერენცირებული სწავლების მიზნით).

 

დანართი 1 https://drive.google.com/file/d/13WQK26qCqTsje11KDJVFoP-tEfTf2GYK/view?usp=sharing

დანართი 2 https://drive.google.com/open?id=1b23XyW_Wlfj_8D8sQqpJAn-ZRv66WnMO

დანართი 3 https://drive.google.com/open?id=1iPkTFPJnn_n9eXnZT05Ika9PjdrBfrHB

დანართი 4 https://drive.google.com/file/d/110W7oT770q8awWigbhoiO0FJHvypnHuc/view?usp=sharing

დანართი 5 https://drive.google.com/open?id=1KR6lhlXBwMoq_JICChkNJm4dgepI5glQ

კოგნიტური სქემების გამოყენება გაკვეთილზე

0

პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევის განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაში, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.

პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.

ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.

ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტელექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

გრაფიკული სქემების გამოყენება წარმოდგენის არალინგვისტურ ფორმებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. გრაფიკული სქემა, როგორც წესი, წარმოსახვის ორივე ფორმას გულისხმობს – ლინგვისტურს და არალინგვისტურს. ლინგვისტურია სიტყვები და ფრაზები. არალინგვისტურია სხვადასხვა ტიპის სიმბოლოები და ისრები, რომლებიც სიმბოლოებს შორის ურთიერთობებს გამოხატავენ.

კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

სწავლების პროცესში კოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პედაგოგის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მასწავლებლებს სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილების დაგეგმვა, ხელთ მისცა აკადემიური პროგრესის და უნარ-ჩვევების გამომუშავების კონტროლისა და შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლებისა და სწავლის პროცესი უფრო

მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადა.

კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

  • ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.

როდის და როგორ გამოიყენება კოგნიტური დიაგრამები:

  • გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას;
  • შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
  • გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების;
  • გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს.

ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, კოგნიტური სქემების გამოყენება ნაცადი ხერხია გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაში(საჭიროებიდან გამომდინარე). ის ხელს უწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას.

გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სემიოტიკური კომპეტენცია.  სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი.

ისტორიის გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ წყაროს ანალიზის დროს. ისტორიული წყაროს წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს, ანალიზის საფუძველზე შეავსონ კოგნიტური სქემები. სქემების ნაირსახეობას ვარჩევ წყაროს შინაარსიდან გამომდინარე. ყველაზე ხშირად ვიყენებ ქვემოთ მოცემულ სქემებს:

 

 

აღნიშნულ სქემაზე მუშაობა  ეხმარება მოსწავლეს მოახდინოს წყაროში მოცემული  ინფორმაციის სწორი ტრანსფორმაცია, წყაროზე  მუშაობისას აქცენტი გააკეთოს ყველა იმ დეტალზე რომელიც საბოლოო  დასკვნის გამოტანას განსაზღვრავს.

 

 

 

მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან ისტორიული წყაროს დამუშავებას, იზრდება ინტერესი და მოტივაცია.

ჩვენი მიზანია  განათლებული მოქალაქის აღზრდა. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად. მნიშვნელოვანია, მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი  დამღლელი და მოსაბეზრებელი არ გახდეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
  2. https://hrio.wordpress.com/2011/01/09/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94-1896-1980-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...