ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

მხატვრული ლიტერატურა სკოლაში (წერილი მეორე)

0

წერილი მეორე: დასკვნები და რჩევები

ვინც ჩემი წინა წერილი წაიკითხა, ყურადღებას მიაქცევდა, რომ განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებისთვის ერთგვარი თავისუფალი სივრცის შექმნაზე მქონდა გაკეთებული – იმაზე, რომ ლიტერატურა, პირველ რიგში, ალტერნატიულ სამყაროს აგებს, მოსწავლეებს თავისუფლებას ასწავლის, შესაბამისად კი, აზროვნებისა და კრიზისების დაძლევის უნარებს უვითარებს. ისიც აღვნიშნე, რომ მასწავლებლები ხშირად იწუნებენ ხოლმე ე.წ. აქტუალურ, პასუხისმგებლობით სავსე, მებრძოლ ლიტერატურას და მასში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, მასწავლებლისა და ზოგადად, ლიტერატურასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების გაბედულება კი ცალკე საუბრის თემადაც შეიძლება იქცეს.

ეს გაბედულება, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მოზარდის ჩამოყალიბებაში. სწორედ გაბედულებისა და დიდი ფიქრის შედეგად შეიძლება დავიმსახუროთ იმის უფლება, რომ მოზარდებს რაღაც ვურჩიოთ და ვასწავლოთ. ნებისმიერი რჩევა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომლის საკუთარ თავზე აღება ყოველთვის ძნელია. მეც ხშირად მიწევს ამგვარი რჩევების მიცემა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად მეკითხებიან. ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმაზე თავის მტვრევა, თუ რა შეიძლება წაიკითხოს შენთვის უცნობმა მოზარდმა, რომელსაც იმ კონკრეტულ პერიოდში შესაძლოა სულაც არაფერი მისცეს ამა თუ იმ წიგნმა. იქნებ წაკითხული აქვს ის წიგნები რომლებსაც ურჩევ? ან ჯერ არ მომწიფებულა? ან იქნებ მშობელმა იეჭვიანოს რომელიმე წიგნზე და სულაც გამრყვნელის როლში აღმოჩნდე ძალაუნებურად? ცხადია, ყოველი მოზარდი განსხვავებულ მიდგომას იმსახურებს, თუმცა ჩემი და სხვების გამოცდილება საფუძველს მაძლევს, გარკვეული ზოგადი რჩევები ჩამოვაყალიბო ამ თემასთან დაკავშირებით და მწერლებისა და ნაწარმოებების მოკლე სიებიც შემოგთავაზოთ.

უკვე ბევრი ვილაპარაკე თავისუფლებაზე – იმაზე, რომ არ უნდა შევზღუდოთ ბავშვები და არ უნდა დავთრგუნოთ საკუთარი წარსულით, თუმცა ეს თავისუფლება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნებაზე მივუშვათ და მათ თვალსაწიერის გაფართოებაში არ დავეხმაროთ. დღეს ლიტერატურულ პროცესებს, ყოველ შემთხვევაში, მის ყველაზე დემოკრატიულ დინებებს, ინტერნეტი მართავს. ბლოგერების, ინტერნეტ-პორტალების, ლიტერატურული ფორუმებისა და თუ პირადი საიტების გარშემო იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ერთ წრეში ტრიალებენ და მოვლენების საღად შეფასების უნარს კარგავენ, სხვები კი, პირიქით, აქაც ახერხებენ თავისთვის სასარგებლოს აღმოჩენას, რაც კარგ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. დღესდღეობით მოზარდთა მთავარი საკითხავი ფეისბუკზე დადებული მეგობრების სტატუსები და ლინკებია, ან ის ტექსტები, მათ შორის, ბლოგები, რომლებიც ყოველდღიურად ასობით იწერება ქართულ ენაზე. სწორედ ამ ტექსტების უსიერ ტყეში გარკვევააა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი მოკრძალებული რჩევებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოზარდებს, რათა მათი გატაცებები კულტურული აუტიზმის ფორმად არ იქცეს და ლიტერატურულმა ინტერესებმა მათ კარჩაკეტილობისკენ არ უბიძგოს.

ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საკითხავი რაც შეიძლება, მრავალფეროვანი იყოს. ჯერ ერთი, სასურველია, მოზარდი (უფროსკლასელი) ორ ენაზე მაინც კითხულობდეს წიგნებს – ცხადია, მშობლიური ენის უპირატესობით. ეს მას ხელს შეუწყობს, სხვადასხვა ენებში იაზროვნოს და ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურული წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია, ამბავი, ნარატივი. უცხო ენა, გარკვეული თვალსაზრისით, ანტიდეპრესანტიცაა. მას ადვილად გამოყავს მოზარდი დახშული სივრციდან, დახშულობისკენ და კარჩაკეტილობისკენ კი, მოგეხსენებათ, მოზარდები ხშირად არიან მიდრეკილი. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ამ რჩევას იძლევა ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე პრობლემა ჰქონდა ენებთან დაკავშირებით და ეს უცხოელებთან კომუნიკაციაშიც აისახებოდა. მართალია, ამ ნაკლოვანებას კითხვით და უზარმაზარი ინფორმაციით ვინაზღაურებდი, მაგრამ მან ტრავმული კვალი მაინც დამიტოვა.

დავუბრუნდეთ მრავალფეროვან საკითხავს. არაფერი ისე ცუდად არ მოქმედებს მოზარდზე, როგორც აკვიატებები და ერთი ადგილის ტკეპნა. მოერიდეთ გადაბმით კითხვას, ანუ ერთი ავტორის რომელიმე ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ შეეცადეთ, ცოტა ხნით მაინც დაისვენოთ მისგან და სხვა მწერლის წიგნს მიაკითხოთ. ერთი და იმავე ავტორის გადაბმულად კითხვა ნებისმიერ ასაკში არასასურველ ეფექტს იძლევა და მით უმეტეს, 15-18 წლის ახალგაზრდებში არაფერს ტოვებს ასეთი ლაშქრობები კლასიკოსთა ტერიტორიებზე. საკუთარი გამოცდილებაც შემიძლია გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ მეც შევცდი ერთი-ორჯერ და იმ დროს წაკითხულიდან თითქმის ვერაფერი დავიმახსოვრე, რის გამოც მოგვიანებით ხელახლა მომიწია, მაგალითად, დოსტოევსკის წაკითხვა. ჰენრიკ იბსენის დრამებიდან საერთოდ არანაირი მოგონება არ დამრჩა, მხოლოდ ერთი კითხვა არ მასვენებს ხოლმე: რატომ გავიმეტე თავი ასე, რომ იბსენის 4 გიგანტური ტომი ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე? გარანტიას გაძლევთ, ”ჭრელი” თანამიმდევრობით კითხვა არასდროს მოგწყინდებათ, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რომ წიგნის დასრულების შემდეგ სრულიად სხვა ენაში, განსხვავებულ გარემოში და წინასგან დაშორებულ ეპოქაში აღმოჩნდებით.

განსაკუთრებით დამთრგუნველ გავლენას ახდენს მოზარდებზე მშობლების გემოვნება. არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც მშობელი ლიტერატურის ძალიან ვიწრო წრეში ტრიალებს და შვილსაც იმავეს ურჩევს, მაგ., კონსტანტინე გამსახურდიას ან გურამ დოჩანაშვილს. ანდა რად ღირს თუნდაც საკითხის ასე დასმა: „მთავარია ილია ჭავჭავაძე…”, „ტომ სოიერს თუ არ წაიკითხავ…”, „ვინ არ გაინტერესებს – გალაკტიონი?…”. შესაძლოა მოზარდი ბევრ სხვა რამესაც კითხულობდეს ამ ავტორების გარდა, მაგრამ მას მუდამ თან სდევდეს იმის განცდა, რომ ზემოთჩამოთვლილებთან შედარებით სხვა ავტორები მხოლოდ ფონს ქმნიან. მოგვიანებით კი, როდესაც სიმწიფეს მიაღწევს, იგი უკვე ღრმად იქნება დარწმუნებული, რომ მათი, ამ „მეორეხარისხოვანი მწერლების” წაკითხვა ნამდვილად არ ღირდა, ხოლო კიდევ უფრო გვიან, ასაკში, ასეთ ადამიანს სინანულიც ეწვევა, რასაკვირველია, თუკი გაუმართლა და რაღაც-რაღაცეებს მიხვდა.

განსაკუთრებით სავალალო შედეგები მოაქვს გამსახურდიას, რობაქიძისა და დოჩანაშვილის ზღვარგადასულ კითხვას. სხვების დასახელებაც შეიძლებაარ მინდა, არასწორად გამიგოთ. ამ მწერლებს არაფერს ვერჩი. უფრო იმ უსაზღვრო კმაყოფილებას ვებრძვი, რომელიც ამ ავტორების ტკეპნას და დაზეპირებას ახლავს თან. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს ავტორები წაკითხვის გარეშეც ავსებენ ქართველთა გულებს. გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი და ჰკითხეთ, ვინ არის მისი საყვარელი მწერალი. ის, პირველ რიგში, სწორედ ამ სამ ავტორს ჩამოგითვლით. მერე რა, რომ შეიძლება წაკითხულიც არ ჰქონდეს მათი ნაწერები.

ახლა კი დროა, უშუალოდ რჩევებზე გადავიდეთ – ყველაზე სარისკო და უმადურ საქმიანობაზე, რომელსაც ყოველთვის ვარიდებ ხოლმე თავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, თავის დაძვრენას ვერ მოვახერხებ, რადგან კონკრეტიკის გარეშე სათაურში გამოტანილი თემა უმარილო და შეუკმაზავი გამოვა.

მოდით, ქართული კლასიკით და ე.წ. თანამედროვე კლასიკით შევუდგეთ სიის შედგენას. რადგან აგიოგრაფიულ ტექსტებსა და ვეფხისტყაოსანს სკოლაშიც ასწავლიან, პირდაპირ დანიელ ჭონქაძისსურამის ციხეზეგადავალ, რომელიც ერთერთი საუკეთესო მცირე რომანია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ჭონქაძე შესაძლოა თავისი საუკუნის საუკეთესო მთხრობელი იყო და სწორედ ამიტომ, იმედია, მოზარდები ამბითაც დაინტერესდებიან, კულტურული დეტალებითაც და ძლიერი ენითაც. აუცილებლად ვურჩევდი ყველას, სრულად წაიკითხონ დავით კლდიაშვილის პროზა, ასევე მიხეილ ჯავახიშვილისთეთრი საყელო“, „კვაჭი კვაჭანტირაძედა მისი რამდენიმე მოთხრობა, რათა შემდეგჯაყოს ხიზნებისთვისაცმოემზადნონ. ვაჟას პროზა და ეთნოგრაფიული ჩანაწერები, ასევე ვასილ ბარნოვის ტფილისური მოთხრობები მათთვისაა, ვისაც წარსულში მყუდრო მოგზაურობა უყვარს. მოზარდებს ვურჩევდი ნიკო ლორთქიფანიძის ვრცელ მოთხრობებს, ცოტას – ლეო ქიაჩელიდან და ცოტას – დემნა შენგელაიადან, გურამ რჩეულიშვილს, ნოდარ დუმბაძეს, რეზო ინანიშვილს. კარგი იქნება, თუკი ისინი ოთარ ჭილაძესა და ჯემალ ქარჩხაძესაც გადაშლიან. კარგია რეზო ჭეიშვილის ძალიან ლაღი და ამავდროულად დაკვირვებული, ოსტატური პროზა უცნაური მწერლური სვლებით; ნუგზარ შატაიძის სავსე ენა და მისი გასაოცარი უნარი, სიტყვაში მოიხელთოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აღარაფერი ვთქვათპურის მოთხრობისხალხურ, ეთნოგრაფიულ სიღრმეზე; გურამ დოჩანაშვილის ბრწყინვალე მოთხრობები; ნაირა გელაშვილი, რეზო გაბრიაძე, ერლომ ახვლედიანიპოეზიიდან, რა თქმა უნდა: აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ცისფერყანწელები, ნიკო სამადაშვილი, შოთა ჩანტლაძე, ოთარ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, იზა ორჯონიკიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, დავით წერედიანი, თამაზ ბაძაღუა.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას 90-იანი წლებით დავიწყებდი. უფროსკლასელებს ყველაზე მძიმე ტექსტებსაც შევთავაზებდი, მაგალითად, ირაკლი სამსონაძისყურთბალიშს“. თუკი გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა იყო 90-იანი წლები, ირაკლი სამსონაძის ამ ნაწარმოების გარდა უნდა წაიკითხონ აკა მორჩილაძისმოგზაურობა ყარაბაღშიდაფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ასევე ზურა მესხისსპაზმები“; აფხაზეთის ომზე – გურამ ოდიშარია, გელა ჩქვანავა და მარინე ელბაქიძის ერთი მოთხრობა; ახალი ქართული პროზიდან – ბესო სოლომანაშვილისკონტრაბანდისტები“, ზაზა თვარაძისსიტყვებიდა მისი მოთხრობები, ზურაბ ლეჟავას რამდენიმე მოთხრობა, კოტე ჯანდიერისგლობალიზაციადა მისი ადრეული მოთხრობები, ლაშა ბუღაძის რომანები („კარიკატურისტისგამოკლებით).

ახალგაზრდა მკითხველებს ვურჩევდი, ლიტერატურულ პრესასაც ჩაკრან ხოლმე თვალი, განსაკუთრებით ისეთ ჟურნალგაზეთებს, სადაც თანამედროვე ლიტერატურა იბეჭდება. გაეცანით ყველა გამომავალ ანთოლოგიას – პოეტურსაც და პროზაულსაც – „15 საუკეთესოიქნება ეს თუ სხვა რომელიმე (ერიდეთ მხოლოდ ისეთ ანთოლოგიებს, სადაც განურჩევლადაა ჩაყრილი ყველა და ყველაფერი). მათი წაკითხვა მარტო იმიტომ ღირს, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის თქვენეული ხედვა და გემოვნება გადაამოწმოთ. იქნებ რომელიმე ნაწარმოები არ იყო შესატანი კრებულში? ან იქნებ უსამართლოდ დაიჩაგრა ვინმე?

თანამედროვე პოეტებიდან გირჩევდით ზაზა თვარაძეს, რუსუდან კაიშაურს, ანდრო ბუაჩიძეს, გიგი სულაკაურს, გივი ალხაზიშვილს, თემურ ჩხეტიანს, ნინო დარბაისელს, შოთა იათაშვილს, ნატო ინგოროყვას, ელა გოჩიაშვილს, ბათუ დანელიას, დათო ბარბაქაძეს, ზვიად რატიანს, რატი ამაღლობელს, ლელა სამნიაშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, შალვა ბაკურაძეს, მაია სარიშვილს, ეკა ქევანიშვილს, დიანა ანფიმიადს, ნიკა ჯორჯანელს, ირაკლი კაკაბაძეს, პაატა შამუგიას, გიორგი კეკელიძეს.

არამხატვრული ქართული პროზიდან გამოვარჩევდი თედო სახოკიასმოგზაურობანს“, სერგი მაკალათიას წიგნებს საქართველოზე, გერონტი ქიქოძის სტატიებს, იოსებ გრიშაშვილის პროზას („ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემისგარდა, „საათნავასდა კიდევ რამდენიმე სტატიას), გიორგი ლეონიძის შესანიშნავ კვლევებს სულხანსაბა ორბელიანზე, ბესარიონ გაბაშვილზე და სხვ.; აკაკი ბაქრაძისა და გურამ ასათიანის წიგნებს, ზურაბ ქარუმიძისჯაზის ცხოვრებას”…

აუცილებლად გასათვალისწინებელია საუკეთესო ქართული თარგმანები ,რომლებიც უცხო ტექსტისა და მშობლიური ენის შეხვედრის ადგილია: დავით წერედიანის მიერ გადმოქართულებული ვიიონი და ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები (ჰაფეზიდან მოყოლებული, რილკეთი და ბროდსკით დამთავრებული), თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილი აღმოსავლური და დასავლური პოეზია, თამაზ ჩხენკელისა და ზურაბ კიკნაძის მიერ პროზად თარგმნილიოდისეა“, გურამ გოგიაშვილისგარგანტუა და პანტაგრუელი“, ჯემალ აჯიაშვილის ძველებრაული პოეზია, ბაჩანა ბრეგვაძის პლატონი, მარკუს ავრელიუსი, სერვანტესი, პასკალი, პოლ ვალერი, ტარიელ ჭანტურიას და გივი გეგეჭკორის მიერ გადმოქართულებულიმობი დიკი“, დალი ფანჯიკიძისჯადოსნური მთა“, ლევან ბერძენიშვილისარისტოფანე“, შედარებით თანამედროვე ავტორებიდან – ორჰან ფამუქისმე წითელი მქვია“, ლია ჩლაიძის თარგმანი., ასევე გიორგი ლობჟანიძის ძველი და თანამედროვე თარგმანები აღმოსავლური ლიტერატურიდან.

უცხოური კლასიკიდან მოზარდებს შევთავაზებდი ჰენრი დევიდ თოროსუოლდენისრჩეულ თავებს (სხვათა შორის, ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულად), ედგარ პოს მოთხრობებსა და ლექსებს, ჰერმან ჰესესტრამალის მგელს”, ასევე თომას მანის, ფრანც კაფკასა და ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებს. სასურველია, უფროსკლასელებმა წაიკითხონ გაბრიელ გარსია მარკესისმარტოობის ასი წელი,” დოსტოევსკისიდიოტიდადანაშაული და სასჯელი“, პუშკინის პროზა, მიგელ დე უნამუნოს პროზა, ლუიჯი პირანდელოსგანსვენებული მატია პასკალი“, ფოლკნერისხმაური და მძვინვარება“, „აგვისტოს ნათელიდააბესალომ, აბესალომი“, მიხაილ ბულგაკოვის პროზა, რობერტ ბერნსის ლექსები, ნიცშესტრაგედიის დაბადებადაზარატუსტრა”, სელინჯერისთამაში ჭვავის ყანაშიდა მოთხრობები, კორტასარისკლასობანადა ადრეული მოთხრობები, კნუტ ჰამსუნისშიმშილიდამისტერიები“, შექსპირიდან – „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირიდამაკბეტი“; რა თქმა უნდა, „ილიადა“; ჯეიმს ჯოისისდუბლინელებიდამხატვრის პორტრეტი ახალგაზრდობისას“, უმბერტო ეკოსვარდის სახელიდა კენ კიზისგუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.

გარდა ამისა კარგი იქნება თუკი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასაც ადევნებთ თვალს და წიგნების გარდა ესეებსაც წაიკითხავთ. დაქექეთ ინტერნეტი, ქსელი სავსეა თანამედროვე მწერლების შეფასებებით, განსჯებით, სხვა მწერლების შესახებ დაწერილი ნარკვევებით. თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჟურნალს, კლასიკური ნიუ იორკერიდან და პარიზ რევიუდან დაწყებული – ყველაზე ანდერგრაუნდული გამოცემებით დამთავრებული, შესანიშნავი საიტები აქვთ, ზოგი კი სულაც მხოლოდ ქსელის მეშვეობით ვრცელდება. ბევრ რამეს იპოვნიან ფრანგულ და გერმანულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტებიც

ცხადია, ეს სიები უსასრულობამდე შეიძლება გაიზარდოს. ამ ჩამონათვალს ბევრი ვინმე აკლია, თუმცა მგონია, რომ, პირველი ეტაპისთვის, ეს ავტორები სრულიად საკმარისი იქნება. და, რაც მთავარია, შესაძლოა ჩემი რჩევები ბევრმა კრიტიკულად შეაფასოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამართლებს ამ სტატიის დაწერის მიზანს.

მე უნდა ვიყო სამართლიანი

0

სასწავლო პროცესის დროს მასწავლებლის ობიექტურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისით; ის დიდწილად განსაზღვრავს სასწავლო პროცესის წარმატებას. თუმცა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სასწავლო პროცესის დროს ობიექტურობის დაცვა ხშირად მარტივი არ არის და შესაძლოა სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას ქმნიდეს.

რას ნიშნავს ობიექტურობა?

ობიექტურობა, პირველ რიგში, მოვლენების, პიროვნებების მიმართ მიუკერძოებელ, რეალობის ადეკვატურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სკოლის კონტექსტში ობიექტურობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ:

  • მოსწავლეთა შეფასება;
  • მოსწავლეთა მიმართ დამოკიდებულება;
  • სწავლების პროცესი, მოსწავლეებისთვის შესასწავლი მასალის მიწოდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილი სფეროები ერთმანეთს გადაკვეთს, რასაც ქვემოთ დაწვრილებით მიმოვიხილავთ.

ობიექტურობა მოსწავლეთა შეფასების დროს

შეფასება სწავლებისა და სწავლის პროცესის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლის მიღწევის შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

შეფასების დროს ერთ- ერთ აუცილებელ პრინციპს სწორედ ობიექტურობის დაცვა წარმოადგენს. მოსწავლე ობიექტურად ფასდება მაშინ, როდესაც შეფასება არ არის დამოკიდებული მასწავლებლის პირად მოსაზრებაზე, მის სურვილზე ან დამოკიდებულებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, რთული იყოს შეფასების დროს ობიექტურობის შენარჩუნება. სკოლა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, სადაც აქტიური ურთიერთობაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. კონკრეტული დავალების შეფასებისას მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს მოსწავლის ობიექტურად შეფასება, ვინაიდან იცის, როგორია მისი საერთო ცოდნა, მომზადების დონე და ა. შ. იმისათვის, რომ სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის ადგილი არ დარჩეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო შეფასების კრიტერიუმებითა და სქემებით იხელმძღვანელოს. ამგვარი კრიტერიუმებით შეფასება, ობიექტურობის გაზრდასთან ერთად, აადვილებს მოსწავლესთან და მშობელთან კომუნიკაციას. მკაფიოდ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლემ და მშობელმა ნათლად აღიქვან, თუ რისთვის და როგორ ფასდება მოსწავლე, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა ობიექტურობა დაიცვას, მან კარგად უნდა იცოდეს შეფასების სისტემა და შესაბამის სიტუაციებში შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება.

მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების ობიექტურად შესწავლის მიზნით, სასურველია, მასწავლებელი იყენებდეს შეფასების სხვადასხვა მეთოდს. რამდენიმე მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მასწავლებელს მოსწავლის ცოდნის შესახებ. მას შეუძლია გამოიყენოს შეფასების შემდეგი მეთოდები: ტესტირება, დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, კომენტარი. შეფასების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა დაიცვას მაქსიმალური ობიექტურობა. შეფასების მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში მათი ეფექტიანად გამოყენება დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე, რაც წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ტესტირება

ტესტირება მოსწავლის შეფასების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. ტესტი, უმრავლეს შემთხვევაში, წერილობითია, თუმცა ზოგჯერ, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე( მაგ., პრეზენტაციის უნარის შემოწმებისას), შეიძლება იყოს ზეპირიც. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ტესტის შედეგები ობიექტური იყოს, აუცილებელია, მასწავლებელმა ისინი შეაფასოს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ შემუშავებული პასუხები მნიშვნელოვანია ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებისას( ღია ან დახურული კითხვების შემთხვევაში). შეფასების სქემით ხელმძღვანელობა კი მასწავლებელს უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მოსწავლის მიღწევების შესახებ ამა თუ იმ აქტივობაში, ან ზოგადად, საგანში. შეფასების სქემით შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, თხზულება, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა ან პროექტზე მუშაობა. შეფასების სქემა მოიცავს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების წესებს. შეფასების კრიტერიუმები მაქსიმალურად კონკრეტული და ამომწურავი უნდა იყოს, ხოლო თითოეული მათგანისთვის წინასწარ უნდა განისაზღვროს მოსწრების სხვადასხვა დონე და შესაბამისი ქულა. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ერთი მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტურად შეფასებას, არამედ მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის ობიექტურად შეფასებასაც.

დაკვირვება და კომენტარი

მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე დაკვირვება და შესრულებულ დავალებაზე ვერბალური ან წერილობითი გამოხმაურება მიმდინარე შეფასების მეთოდებია. ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით, დაკვირვებისა და კომენტირების დროს მეტი სიფრითხილე მართებს მასწავლებელს. მისი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს რომელიმე მოსწავლე. იმისათვის, რომ მასწავლებლმა, თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების საშუალებით, ინფორმაციის მოპოვება და ჩანიშვნა შეძლოს, სასურველია, თავად შეარჩიოს გაკვეთილზე ის მოსწავლეები, რომლებსაც დააკვირდება. დაკვირვებისა და კომენტირების დროს არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოს, დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს, ობიექტურად შეაფასოს მისი განვითარება, წარმატებები და პრობლემები და დროულად, ზომიერების დაცვით მიაწოდოს მოსწავლეს შენიშვნები მათ შესახებ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შეფასება

შეფასების ობიექტურობაზე მსჯელობისას ხშირად პრობლემურ საკითხად გვევლინება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე( სსსმ) მოსწავლეთა შეფასება. ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ სსსმ მოსწავლისთვის” სკოლამ უნდა შეიმუშავოს სასწავლო მიზნები, რაც გულისხმობს, რომ უნდა განისაზღვროს მოსწავლის მოსალოდნელი აკადემიური წინსვლა”. მოსალოდნელ აკადემიურ წინსვლასთან მიმართებაში უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რაც, შესაძლოა, სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას მოითხოვდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლის შეფასება ხდება მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონით. კვლევები ადასტურებს, რომ ბევრ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს უსამართლოდ და არაობიექტურად მიაჩნია სსსმ მოსწავლისთვის მაღალი შეფასების მინიჭება, მაშინ, როდესაც სხვა მოსწავლეს ასეთივე ცოდნის დონისთვის შედარებით დაბალი შეფასება აქვს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ინკლუზიური განათლების პრინციპები, პირველ რიგში კი, თითოეული ბავშვის უფლება, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ისწავლოს და განვითარდეს თანატოლებთან ერთად. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ბავშვები ან მათი მშობლები ეჭვის ქვეშ აყენებენ მასწავლებლის ობიექტურობას, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა გაუზიაროს მათ აღნიშნული პრინციპები და ღირებულებები.

ობიექტურობა მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში

დაუშვებელია მოსწავლეების მიმართ წინასწარი განწყობების ჩამოყალიბება მათი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, სქესის ან სხვა მახასიათებლების გამო. ზოგადად, წინასწარი განწყობა, ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს არასწორ მოლოდინებს. გადაჭარბებული ან მეტად მცირე მოლოდინი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის სწავლასა და სოციალურ- ემოციურ განვითარებაზე. არ არის გამორიცხული, მისი თვითშეფასება დაეცეს მაშინ, როდესაც ის ხვდება, რომ ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის მოთხოვნებს, ან პირიქით, როცა მასწავლებელი მას საკმარისად არ სთხოვს. მოსწავლემ, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ თუ მასწავლებელი, რომელიც მისთვის ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს, არ მოელის მისგან წარმატებებს, მას სათანადოდ სწავლა არც შეუძლია. ამრიგად, მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს თითოეული მოსწავლის სწავლის შედეგზე.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აცნობიერებდეს, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსისა და სქესისა, აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც განპირობებულია არა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, არამედ პიროვნული გამოცდილებითა და იმ გარემოთი, რომელშიც ის იზრდება.

მოსწავლეთა განსხვავებულობის პატივისცემა თითოეული ბავშვის პიროვნული ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება თითოეული მოსწავლისადმი, როგორც პიროვნებისადმი, ბავშვებს უყალიბებს განსხვავებულის მიმართ პატივისცემის, საკუთარი თავის და სხვათა ობიექტური შეფასების უნარს.

კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და მათ მიერ შეფასების ობიექტურობის შეფასებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს რეგულარულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია მისი წარმატებებისა და პრობლემების შესახებ. რჩევები და შენიშვნები, რაც შეიძლება, კონკრეტული უნდა იყოს, რათა მოსწავლემ შესაბამისი რეაგირება შეძლოს. კვლევები აგრეთვე ცხადყოფს, რომ მოსწავლის შეფასებისას და მისთვის ამ შეფასების გაცნობისას, პირველ რიგში, ყურადღება მის პოზიტიურ მხარეებზე უნდა გამახვილდეს, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს. ცხადია, წარმატებებზე ხაზგასმით მოსწავლის მიღწევების ობიექტური სურათი არ უნდა დაიჩრდილოს.

მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა, პირველ რიგში, ვლინდება მოსწავლეებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ის მუდმივად უნდა ცდილობდეს აღნიშნულ ურთიერთობებში ობიექტურობის შენარჩუნებას და ისეთი სიტუაციებისთვის თავის არიდებას, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ მის დამოკიდებულებებზე. მაგალითად, მიზანშეწონილი არ არის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრის მიღება. საჩუქრის მიღების შემდეგ მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს ობიექტურობის შენარჩუნება.

ობიექტურობა სწავლების შინაარსის თვალსაზრისით

ობიექტურობა აგრეთვე გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიუკერძოებლად მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული საგნების სწავლებისას. ცხადია, იმას, თუ რამდენად ობიექტურად ისწავლება საგანი, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სახელმძღვანელო, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სათანადოდ შედგენილ სტანდარტს- სასწავლო გეგმას. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საგანი მაქსიმალურად ობიექტურად ასწავლოს. ისეთი საგნები, როგორიცაა ლიტერატურა და ისტორია მოვლენების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, თავად ეს ინტერპრეტაციები კი მიმდინარე კვლევის საგანს წარმოადგენს. ამიტომ, აუცილებელია, საგნის სწავლების დროს მასწავლებელმა ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამით ის ხელს შეუწყობს მათში ობიექტური და კრიტიკული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებას.

სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების და დახვეწის მიზნით, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობდეს სხვა მასწავლებლებთან. სხვა პედაგოგებზე დაკვირვება, მათთან ერთად საკუთარი გაკვეთილის ანალიზი, კლასის მართვის სტრატეგიების შეფასება, პრობლემებზე მსჯელობა მასწავლებელს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების საშუალებას აძლევს, რაც პირველი ნაბიჯია პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ.

თანამშრომლობა მიზანშეწონილია მოსწავლეთა შეფასების სისტემის უნიფიცირების მიზნითაც, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლაში მოსწავლეთა ობიექტურად შეფასებას.

მედიანა და საშუალო – მათი გეომეტრიული შინაარსი

0

ნიმუში – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა / სწავლება მათემატიკაში

I.სამოტივაციო ამოცანა

პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია ასეთი სახის ამოცანა: საჭიროა შეირჩეს ისეთი ადგილი (მაგალითად, საწყობი), რომლიდანაც რამოდენიმე მოცემულ პუნქტამდე მანძილების ჯამი არის უმცირესი.


შეკითხვა: როგორ მოვძებნოთ ასეთი წერტილი?

II. გამარტივება

დავუშვათ ეს წერტილები არიან ერთ წრფეზე.

I საფეხური

განვიხილოთ 2 წერტილი.

მოსწავლეები იკვლევენ 2 წერტილის შემთხვევას და მივლენ იმ დასკვნამდე, რომ უმცირესი ჯამი მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც „საწყობი” მოთავსებულია ამ ორ წერტილს შორის.

II საფეხური

2 წერტილის შემდეგ შესაძლებელია მსჯელობა წარიმართოს 3 წერტილის შემთხვევაზე.

III საფეხური

განზოგადება, რის შემდეგაც ვაყალიბებთ დასკვნას: რიცხვითი მონაცემების მედიანა (სტატისტიკური მახასიათებელი) არის წერტილი (რიცხვი), რომლიდანაც მანძილების ჯამი ამ რიცხვებამდე არის უმცირესი.

IV საფეხური

შედარება რიცხვით მონაცემთა მეორე მახასიათებელთან – არითმეტიკულ საშუალოსთან.

III. ვუბრუნდებით თავდაპირველ ამოცანას (გეომეტრია)

განვიხილოთ 3 წერტილის შემთხვევა.

მოცემული სამკუთხედისათვის რომელია ის წერტილი, რომლიდანაც მანძილების ჯამი სამკუთხედის წვეროებამდე უმცირესია?

რადგან წრფის შემთხვევაში შემოვიდა ტერმინი „მედიანა”, ამიტომ ბუნებრივია დაიბადოს ჰიპოთეზა: ეს წერტილი არის სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილი.

აქ შეიძლება დაიწყოს ექსპერიმენტის და დაკვირვების საფეხური. ავაგოთ დინამიური ნახაზი GeoGebra-ში. შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ცხრილი (View -> Spreadsheet და შემდეგ Copy to Spreadsheet). დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ მედიანების გადაკვეთის წერტილი სულაც არ არის ისეთი, რომლიდანაც მანძილების ჯამი უმცირესია.

ნახაზიდან ჩანს, რომ მანძილების ჯამი აღემატება JC მონაკვეთის სიგრძეს. ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ტეხილის ყველა მონაკვეთი განთავსდეს JC მონაკვეთზე.


ანალოგიური კონსტრუქცია შევადგინოთ BC გვერდისთვის. ამის შემდეგ, გამოჩნდება, რომ როდესაც საძიებელი წერტილი ემთხვევა JC და KA მონაკვეთების გადაკვეთას, მაშინ არის მანძილების ჯამი უმცირესი.


ამ წერტილს, სამკუთხედისათვის ეწოდება ფერმას წერტილი. იგი არის მოცემული სამკუთხედის გვერდებზე აგებული წესიერი სამკუთხედების წვეროებისა და მოცემული სამკუთხედის წვეროების შემაერთებელი მონაკვეთების საერთო წერტილი.


ამ საფეხურზე მოსწავლეს შეიძლება დავავალოთ იმის დასაბუთება, რომ ეს მონაკვეთები ერთ წერტილში იკვეთება.

მიუხედავად ფორმულირების სიმარტივისა, ზოგად შემთხვევაში ამ ამოცანას არ გააჩნია ამ სახის გეომეტრიული ამოხსნა და იგი იხსნება მიახლოების ალგორითმების საშუალებით.

 

IV. ვუბრუნდებით მცდარ ჰიპოთეზას

რა არის სამკუთხედის მედიანების გადაკვეთის წერტილი?

აქ შეიძლება დავუბრუნდეთ რიცხვითი მონაცემების შემთხვევას.

შეკითვა: თუ მედიანა ისეთი რიცხვია, რომლის ჯამური გადახრა მონაცემებისაგან უმცირესია, რა სიდიდე ხდება უმცირესი საშუალო მნიშვნელობის შემთხვევაში?

ამ შეკითხვაზე მოსწავლეთა უმეტესობა დამოუკიდებლად ვერ პასუხობს. თუმცა ორი მონაცემის შემთხვევაში შესაძლებელია დავეყრდნოთ მათ ცოდნას ალგებრიდან და დამოუკიდებლად აღმოაჩინონ რომ გამოსახულების მნიშვნელობა უმცირესია, მაშინ როდესაც . იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახის ალგებრული ამოცანები, გამოსახულების უმცირესი/უდიდესი მნიშვნელობის მოძებნაზე წინ უსწრებს ამ საკითხს, ბევრი მოსწავლე დამოუკიდებლად მიდის საჭირო დასკვნამდე.

ამ ფაქტის გადატანა გეომეტრიაში საკმაოდ მარტივია, თუ გამოვიყენებთ კოორდინატებს: მედიანების გადაკვეთის წერტილი არის ისეთი წერტილი, რომლიდანაც სამკუთხედის წვეროებამდე მანძილების კვადრატების ჯამი არის უმცირესი.

V. შეჯამება

რიცხვითი მონაცემების შემთხვევაში მედიანა არის ის რიცხვი, რომლიდანაც ჯამური გადახრა ამ მონაცემებისაგან არის უმცირესი, ხოლო საშუალო არის ის რიცხვი, რომლიდანაც ჯამური კვადრატული გადახრა არის უმცირესი.

მონაცემთა ერთობლიობის ცენტრალური ტენდენციის საზომების შემოტანა სასკოლო მათემატიკის კურსში

0

როგორ შევადაროთ მონაცემთა ერთობლიობები

ყველა თქვენგანმა იცის როგორ უნდა შევადაროთ ორი ერთობლიობა, რომლებიდანაც თითოეული მხოლოდ ერთი მონაცემისაგან შედგება. ან როგორ შევადაროთ მონაცემთა ერთობლიობის ერთი წარმომადგენელი, სხვა მონაცემებს, როდესაც მონაცემთა ერთობლიობა მხოლოდ ორი მონაცემისაგან შედგება. ეს ორივე შემთხვევა დაიყვანება მხოლოდ ორი რიცხვის შედარებაზე. მაგრამ ვითარება გაცილებით რთულია, როდესაც ერთობლიობებში მონაცემთა რაოდენობა ორზე მეტია (და ხშირად გაცილებით მეტიც).

წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: თქვენ სწავლობთ ჯგუფში, რომელიც თქვენ გარდა კიდევ 4 წევრისაგან შედგება. მასწავლებელმა ჩაატარა 5 ქულიანი წერითი საკონტროლო. გასწორებული ფურცლების უკან დაბრუნების შემდეგ თქვენ შეიტყვეთ, რომ მიიღეთ 3 ქულა. როგორი იქნება თქვენი რეაქცია? გაგეხარდებათ თუ არა? როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი შედეგი? შეიძლება თქვენი რეაქცია იმით განისაზღვროს, რომ უბრალოდ გამოიანგარიშოთ თქვენ მიერ მიღებული ქულების პროცენტული რაოდენობა და იფიქროთ რომ არც ისე ცუდია. მაგრამ უფრო ბუნებრივი იქნება თუ შეეცდებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. ასეთ შემთხვევებში მოსწავლეთა უმეტესობა ცდილობს გაიგოს სხვა მოსწავლეების შედეგები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლე ცდილობს შეადაროს თავისი შედეგი სხვებისას. თუ შედეგი ჯგუფის “მაღალ” შედეგებს შორისაა მაშინ სავარაუდოა, რომ მას გაუხარდება, ხოლო თუ “დაბალ” შედეგებს შორისაა – შეიძლება გული დაწყდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული მონაცემის შედარება მონაცემთა მთლიან ერთობლიობასთან სტატისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.

მაგალითისათვის განვიხილოთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია ჯგუფის შედეგების სამი შესაძლო ვარიანტი. მათ პირობითად ვუწოდოთ A, B , C და შევეცადოთ გავარკვიოთ რომელი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის უფრო “სასიხარულო” (ან ნაკლებად “გულდასაწყვეტი”).

ცხრილი 1

მოსწავლე A B C
თქვენ 3 3 3
თეა 3 4 2
ზურა 3 4 2
გიორგი 3 4 2
ნინო 3 5 1

A შემთხვევაში ყველა მოსწავლის შედეგი ერთნაირია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შედეგი მონაცემთა ერთობლიობის “შუაშია” და მიუხედავად იმისა, რომ 3 ქულა თავისთავად არც ისე მაღალი შედეგია, თქვენ შეიძლება უკმაყოფილო არ იყოთ რადგან სხვა მოსწავლეებსაც იგივე შედეგი აქვთ.

B შემთხვევაში, შედეგი ნამდვილად ვერ ჩაითვლება სასიხარულოდ. მართალია, იგი არ განსხვავდება იმ შედეგისაგან, რომელიც იყო A შემთხვევაში, მაგრამ ყველა დანარჩენს უფრო მაღალი შედეგი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შედეგი მონაცემთა ერთობლიობის “ცენტრის ქვემოთაა”.

C შემთხვევაში თქვენი შედეგი საუკეთესოა. ანალოგიური მოსაზრებით შეიძლება ითქვას, რომ აქ იგი მონაცემთა ერთობლიობის “ცენტრის ქვემოთაა”.

ჩვენი წარმოდგენა მონაცემთა ერთობლიობის ცენტრის შესახებ კიდევ უფრო რომ გავაღრმავოთ განვიხილოთ მაგალითი, რომელშიც ერთმანეთს ვადარებთ მონაცემთა ორი ერთობლიობის განლაგებას (და არა ცალკეულ მონაცემსა და მონაცემთა ერთობლიობას).

ქვემოთ მოყვანილ ცხრილის ფრაგმენტში მოცემულია ჭადრაკის პოზიციის დამხსოვრებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის შედეგები. ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენებდნენ ჭადრაკის პოზიციას და შემდეგ სთხოვდნენ ამ პოზიციის აღდგენას ცარიელ დაფაზე. ყოველი ცდის შემდეგ იწერდნენ სწორად განლაგებული ფიგურების რაოდენობას. თითოეული ცდისპირისათვის ცდა განმეორდა სამჯერ და შედეგები შეჯამდა.

შენიშვნა:ამგვარი დიაგრამები ხშირად გამოიყენება მონაცემთა ორი ერთობლიობის შესადარებლად.

ცხრილის შუა სვეტი გვიჩვენებს დაგროვილი ქულების რაოდენობებს. პირველ სვეტში წარმოდგენილია იმ პირთა მონაცემები, რომლებიც ჭადრაკს არ თამაშობენ, ხოლო მესამე სვეტში იმ პირთა მონაცემები, რომლებიც სისტემატიურად თამაშობენ ჭადრაკს. დიაგრამის მიხედვით ალბათ ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ჭადრაკის მოთამაშეთა შესაბამის მონაცემთა ერთობლიობა უფრო “მაღლაა”.

 

სავარჯიშოები

1.მოცემულია მონაცემთა ორი ერთობლიობა 2, 3, 4, 9, 16 და 6, 9, 10, 15, 6. როგორ ფიქრობთ, რიცხვით ღერძზე რომელი ერთობლიობაა “განლაგებული” უფრო მარჯვნივ? შეეცადეთ დაასაბუთოთ.

2.განვიხილოთ მონაცემთა გამოსახვის ასეთი ხერხი. ყოველი რიცხვისათვის “ავიღოთ” ერთი და იგივე ზომის კვადრატი და რიცხვით ღერძზე დავადოთ ამ რიცხვის შესაბამის წერტილს. მაგალითად, 2, 3, 4, 9, 16 მონაცემების შემთხვევაში გვექნება ასეთი სურათი:

·როგორი სურათი იქნება 6, 9, 10, 15, 6 მონაცემებისათვის?

·როგორი სურათი იქნება -3, 0, 2, 1, 2, 3, 1, 3 მონაცემებისათვის?

3.გამოიყენეთ აღწერილი “გეომეტრიული” მოდელი მონაცემთა შემდეგი ერთობლიობების შესადარებლად:

1.2, 3, 4, 9, 16 და 6, 9, 10, 15, 6.

2.-9, 1, 3, 6, 1 და 5, -1, 1, 15, 4.

შენიშვნა:ამ დროს ადეკვატურია ისეთი მაგალითის განხილვა, რომელშიც გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ისე ფარავს, რომ მათი განლაგებების შედარება რთულია ამ დავალების მიზანია მოსწავლემ დამოუკიდებლად მოიფიქროს დიზაინის ისეთი ფორმა რომელიც შედარებაში დაეხმარება: კერძოდ, კვადრატები განალაგოს ღერძის სხვადასხვა მხარეს და გააფერადოს განსხვავებული ფერით. იხ. ნახაზი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, მონაცემთა შედარების ხერხი ინტუიციური წარმოდგენის ფარგლებს არ სცდება

4.მონაცემთა ერთობლიობას ეწოდება სიმეტრიული თუ ზემოაღწერილი ხერხით მიღებული გეომეტრიული ფიგურა ღერძულად სიმეტრიულია მონაცემთა დიაპაზონის შუაწერტილის მიმართ. ავიაკომპანიამ წლის პირველ კვარტალში შერჩეული 15 დღისათვის აღნუსხა ამ დღეებში გაუქმებული რეისების რაოდენობები. მიღებული მონაცემები ასეთია:

გაუქმებული რეისების რაოდენობა: 4, 9, 9, 12, 12, 13, 14, 14, 15, 15, 16, 16, 17, 17, 24. სიმეტრიულია თუ არა მონაცემთა ეს ერთობლიობა? რომელი მონაცემია მოდა? რისი ტოლია მისი სიხშირე?

5.აღწერილი გეომეტრიული მოდელის მიხედვით მოიფიქრეთ ფიზიკური მოდელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემთა ორი ერთობლიობის შესადარებლად.
მითითება: “მოატრიალეთ” სურათი ისე, რომ ღერძი “ვერტიკალურად” განლაგდეს.
თავდაპირველად განიხილეთ ისეთი შემთხვევა, როდესაც მონაცემთა რაოდენობა ორივე ერთობლიობაში ტოლია.

ამის შემდეგ, შეკითხვა – “რომელი ერთობლიობაა უფრო მარჯვნივ/მარცხნივ?”, შეიძლება დაისვას ასე – “რომელი გეომეტრიული ფიგურაა უფრო ზემოთ/ქვემოთ?”. წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული კვადრატი არის ფირფიტა, რომლის მასაა 1 გ., რის შემდეგაც შეკითხვა დავსვათ ასე: “რომელი სხეულია უფრო ზემოთ?”.

6.ვთქვათ მონაცემთა ორი ერთობლიობის განლაგების შედარებისას ვიყენებთ ამ ერთობლიობებში უმცირესი/უდიდესი მონაცემის ურთიერთგანლაგებას. კერძოდ, ვამბობთ, რომ A ერთობლიობა უფრო “მარცხნივაა” ვიდრე Bერთობლიობა თუ მისი უმცირესი მნიშვნელობა ნაკლებია. ანალოგიურად – უდიდესი მნიშვნელობისათვის. შედარეთ ეს ხერხი იმ ხერხს, რომელიც მოიფიქრეთ წინა სავარჯიშოში.

7.ვთქვათ მონაცემთა ორი ერთობლიობის შედარებისას ვიყენებთ მოდას (მონაცემს, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება). შედარეთ ეს ხერხი სხვა ხერხებს, რომლებიც აქამდე განვიხილეთ.

კომენტარი: ამ სავარჯიშოების მიზანია, მოსწავლე დამოუკიდებლად, ან მასწავლებლის დახმარებით მივიდეს მონაცემთა არითმეტიკული საშუალოს ცნებამდე და წარმოდგენა შეექმნას მის მნიშვნელობაზე მონაცემთა შედარებისას. გარდა ამისა, გარკვეული საფუძველი ჩაეყრება მომავალში სიხშირეთა განაწილებისა და ჰისტოგრამის ცნების გაგებას.

მონაცემთა ერთობლიობის მედიანა

მონაცემთა ერთობლიობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მათი სიხშირეთა განაწილება. შეიძლება ითქვას, რომ სიხშირეთა განაწილება არის ასახვა, რომელიც თითოეულ მონაცემს შეუსაბამებს მის სიხშირეს – რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენჯერ შეგვხვდა ეს რიცხვი მონაცემთა ერთობლიობაში. სიხშირეთა განაწილებას ხშირად გამოსახავენ ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით.

მაგალითი: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული საკონტროლოებში მოსწავლემ მიიღო ასეთი შეფასებები: 6, 7, 6, 8, 5, 7, 6, 9, 10, 6. ეს მონაცემები შეიძლება დაჯგუფდეს სიხშირეთა მიხედვით და გამოისახოს ასეთი ცხრილის საშუალებით:

ქულა სიხშირე
5 1
6 4
7 2
8 1
9 1
10 1

იგივე განაწილება შეიძლება გამოისახოს ამგვარი დიაგრამის საშუალებითაც.

შეკითხვა: გაიხსენეთ წინა პარაგრაფში აღწერილი გეომეტრიული მოდელი, რომელიც გამოვიყენეთ მონაცემთა ორი ერთობლიობის შესადარებლად. რა კავშირი აქვს მას ამგვარ დიაგრამასთან?

როდესაც მოცემულია სიხშირეთა განაწილება (ცხრილის თუ დიაგრამის საშუალებით), იგი შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემთა ერთობლიობის საშუალოს მოსაძებნად.

შეკითხვა: როგორ ვიპოვოთ მონაცემთა ერთობლიობის არითმეტიკული საშუალო სიხშირეთა განაწილების საშუალებით? მოიფიქრეთ პროცედურა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება მონაცემთა არითმეტიკული საშუალოს მოძებნა სიხშირეთა განაწილების მიხედვით. შეადგინეთ შესაბამისი ალგებრული გამოსახულება.

როგორც ვნახეთ მონაცემთა ერთობლიობის არითმეტიკული საშუალო გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მონაცემთა ერთობლიობის განლაგებაზე. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ერთობლიობის განლაგების დასახასიათებლად არის მედიანა. იგი განისაზღვრება, როგორც რიცხვი, რომელიც მონაცემების დალაგების შემდეგ ზუსტად “შუაში” აღმოჩნდება. მაგალითად 9, 4, 16, 1, 5 მონაცემების შემთხვევაში, მედიანა არის 5. ხოლო 4, 5, 4, 3, 4, 5, 6 მონაცემების შემთხვევაში, მედიანა არის 4. რადგან ამ მონაცემების ზრდადობით დალაგების შემდეგ ვღებულობთ ასეთ მიმდევრობას: 3, 4, 4, 4, 5, 5, 6
ცხადია, რომ ამ მიმდევრობის შუა წევრია 4 (მის ორივე მხარეს წევრების რაოდენობები ტოლია).

შეკითხვა: რა შეიძლება იყოს მედიანა 9, 5, 2, 10, 3, 7 მონაცემების შემთხვევაში?

ალბათ მიხვდით, რომ როდესაც მონაცემთა რაოდენობა კენტია, მედიანა თვით ამ მონაცემთა ერთობლიობაში შემავალი რიცხვია. მაგრამ როდესაც მონაცემთა რაოდენობა ლუწია, მედიანა განისაზღვრება, როგორც იმ ორი რიცხვის საშუალო, რომლებიც მონაცემთა დალაგების შემდეგ მათ “შუაში” აღმოჩნდება. ე.ი. 9, 5, 2, 10, 3, 7 მონაცემების მედიანა იქნება 6. რადგან ზრდადობით დალაგების შემდეგ ვღებულობთ მიმდევრობას: 2, 3, 5, 7, 9, 10.

შეკითხვა: რა იქნება 9, 4, 16, 1, 5 მონაცემების არითმეტიკული საშუალო და მედიანა?

როგორც ვხედავთ მონაცემთა განლაგების (ცენტრალური ტენდენციის) ორი საზომის, არითმეტიკული საშუალოსა და მედიანას, მნიშვნელობები, ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

ამოცანა: მოიფიქრეთ ისეთი 5 განსხვავებული მონაცემისაგან შემდგარი ერთობლიობის მაგალითი, რომელშიც მედიანა და საშუალო ერთმანეთის ტოლია.

სავარჯიშოები

1.უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქის საბჭო ღებულობდა საჩივრებს იმის შესახებ, რომ ავტომანქანების ნაკადის გაზრდის გამო სულ უფრო მეტად რთულდება მათავარი ქუჩის გადაკვეთა ბიბლიოთეკასთან ახლოს. საბჭომ გადაწყვიტა გამოიკვლიოს ავტომანქანების ნაკადი ამ ქუჩაზე. მათ აირჩიეს ადგილი იქ სადაც ბიბლიოთეკაში მიმავალი ადამიანები ყველაზე ხშირად კვეთდნენ ქუჩას და იწერდნენ ორიწუთიან ინტერვალში გამავალი ავტომანქანების რაოდენობას. ჩანაწერები გაკეთდა 10 ორწუთიანი ინტერვალისათვის, რამოდენიმე კვირის მანძილზე. მიღებული მონაცემები ასეთია:
ავტომანქანების რაოდენობა: 20, 27, 29, 28, 37, 23, 21, 28, 29, 28.
ამ მონაცემებისათვის იპოვეთ მედიანა და საშუალო.

2.რა გავლენას მოახდენს მედიანაზე და არითმეტიკულ საშუალოზე თუ მონაცემთა ერთობლიობაში, უდიდესი მნიშვნელობის მქონე მონაცემს კიდევ უფრო გავზრდით?

3.ერთმანეთს შედარეთ მონაცემთა განლაგების ორი მახასიათებელი: არითმეტიკული საშუალო და მედიანა:

·რა გავლენას მოახდენს მედიანაზე და არითმეტიკულ საშუალოზე თუ მონაცემთა ერთობლიობაში, უდიდესი მნიშვნელობის მქონე მონაცემს შევამცირებთ?

·ჩამოაყალიბეთ ზოგადად თუ რა გავლენას ახდენს მონაცემთა ერთობლიობის არითმეტიკულ საშუალოზე და მედიანაზე ამ ერთობლიობის ცალკეული მონაცემის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება)?

შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თუ როდის რომელი საზომის გამოყენებაა უფრო ადეკვატური.

4.მესაკუთრეს სურს საწარმოს გაყიდვა. საჭიროა საწარმოს საწყისი ფასის დადგენა. ამისათვის გაყიდვების მენეჯერმა მოიწვია ექსპერტთა საბჭო. მოწვეული ექსპერტებიდან თითოეულმა უნდა დაასახელოს საწარმოს ღირებულება. გაყიდვების მენეჯერის მიზანია, ამ მონაცემების საფუძველზე დაასახელოს ადეკვატური ღირებულება. ექსპერტთა შორის, რომელიმეს მოსაზრებას უპირატესობა არ ენიჭება.
განიხილეთ შემთხვევები (წარმოდგენილი თანხის ერთი ერთეული 1,000,000 ლარის ტოლია):

a.მოწვეულია 2 ექსპერტი. მათ მიერ დასახელებული ღირებულებებია: 20 და 25.

b.მოწვეულია 3 ექსპერტი. მათ მიერ დასახელებული ღირებულებებია 21, 18, 26.

c.მოწვეულია 3 ექსპერტი. მათ მიერ დასახელებული ღირებულებებია 20, 15, 55.

შეეცადეთ განაზოგადოთ და ჩამოაყალიბოთ წესი, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელოს გაყიდვების მენეჯერმა, მესაკუთრისათვის საწყისი ღირებულების შეთავაზებისას (3 ექსპერტის შემთხვევაში). გაითვალისწინეთ, რომ გაყიდვების მენეჯერმა მესაკუთრეს უნდა დაუსაბუთოს მის მიერ გამოყენებული წესის ეფექტიანობა.

ვთქვათ მოწვეულ ექსპერტებს შორის ერთ-ერთის მოსაზრებას ენიჭება გარკვეული უპირატესობა სხვა ექსპერტების მოსაზრებებთან შედარებით. როგორ შეიცვლებოდა ადეკვატური ღირებულების განსაზღვრის ხერხი?

კომენტარი

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს გარკვეული წარმოდგენები შესაფერისი შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლის შერჩევის შესახებ. შეძლოს თავისი არჩევანის დასაბუთება და მისი გამოყენება მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად ან/და მონაცემთა ორი ერთობლიობის შესადარებლად.

საწყისი ცოდნა და უნარები: მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და წარმოდგენა (ცხრილის სახით). იცის რას ეწოდება რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობა და რიცხვითი მონაცემების ცენტრალური ტენდენციის საზომი –არითმეტიკული საშუალო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6-ე დავალება, რომლის შესრულებას ერთი გაკვეთილი არ ეყოფა. იგი უნდა დაიყოს საფეხურებად. რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევებში ამოცანა შეიძლება განზოგადდეს, მაგრამ VII კლასის მოსწავლის კომპეტენცია არასაკმარისია იმისათვის, რომ ამოცანა გასცდეს სამი მონაცემის (სამი ექსპერტის შემთხვევა). გარდა ამისა, ამ საფეხურზე ამგვარი განზოგადების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ამოცანა გაცილებით ეფექტიანად ამოიხსნება მაღალ კლასებში, როდესაც მოსწავლეს ექნება მათემატიკური ინდუქციის გამოყენების უნარი და ეცოდინება წილად-წრფივი, თუ კვადრატული ფუნქციის მაქსიმუმის მოძებნა.

საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მთავარია, რომ მოსწავლემ გაიგოს, რომ გაყიდვების მენეჯერის მიზანია ისეთი რიცხვის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად იქნება შეთანხმებული ექსპერტების მიერ დასახელებულ თანხებთან. ამისათვის შეიძლება დაისვას ასეთი სახის შეკითხვები:

·ექსპერტების მიერ მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით, რომელი ღირებულება უფრო ადეკვატურია 21 თუ 30 (დასაწყისისათვის განიხილება a შემთხვევა, ხოლო შემდეგ ანალოგიური შეკითხვები დაისმება ­­b და c შემთხვევებისათვისაც)?

მიზანი:მოსწავლემ დაადგინოს თუ რა შეიძლება იყოს “ადეკვატურობის საზომი”. კერძოდ, ადეკვატურობის საზომი შეიძლება იყოს ის თუ რამდენადაა “დაშორებული” ესა თუ ის ღირებულება ექსპერტის მიერ დასახელებული თანხისაგან. ე.ი. 21-ის შემთხვევაში გვექნება: და . ხოლო 30-ის შემთხვევაში გვექნება: და . ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რიცხვი 21 უფრო “ახლოსაა” ექსპერტების მიერ დასახელებულ თანხებთან ვიდრე 30. შეიძლება შეირჩეს ისეთი რიცხვები (თუნდაც ორი ექსპერტის შემთხვევაში), როდესაც ეს ყოველივე ამდენად ცხადი არ არის და საჭიროა გარკვეული გამოთვლებს ჩატარება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს უმეტეს შემთხვევებში მოსწავლე ხვდება რომ მან მიღებული რიცხვები უნდა შეკრიბოს. ე.ი. 21-ის შემთხვევაში გვექნება: , ხოლო 30-ის შემთხვევაში გვექნება: ; 5 ნაკლებია 15, ამიტომ 21 უფრო ადეკვატურია (უფრო მეტად ითვალისწინებს ექსპერტების მოსაზრებებს).

დასკვნა: უნდა შეირჩეს ისეთი რიცხვი, რომლისთვისაც ექსპერტების მიერ დასახელებული რიცხვებიდან “დაშორებების” ჯამი უმცირესია. ეს უკვე მოდელის ზოგადი ფორმულირებაა, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს შემდგომ დახვეწას. ორი რიცხვის შემთხვევაში მოსწავლე ამჩნევს ამ რიცხვებს შორის მოთავსებული ნებისმიერი რიცხვისათვის ეს ჯამი ყოველთვის ერთი და იგივეა. შემდეგ ეტაპზე იგი იყენებს მანძილის თვისებებს და მკაცრად ასაბუთებს, რომ სწორედ ეს რიცხვია უმცირესი.

  • ანალოგიური შეკითხვა მეორდება ბ და ც შემთხვევებისათვის. როგორც წესი, 3 მონაცემის კერძო შემთხვევებისათვის, მოსწავლეთა უმეტესობა ამჩნევს (ზოგჯერ მასწავლებლის დახმარებით), რომ საძიებელი რიცხვი არის ის რიცხვი, რომელიც დასახელებული რიცხვების “შუაშია”. ამის განზოგადება და დამტკიცება (3 მონაცემის შემთხვევაში), მანძილის თვისებების გამოყენებით, კვლავ დაძლევადი ამოცანაა. ამ ეტაპზე შესაძლებელია მედიანის ცნების შემოტანა.
  • აუცილებელია მოსწავლის ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ეს მოდელი ნაკლებად ითვალისწინებს იმ ექსპერტის აზრს რომლის მიერ დასახელებული თანხა მკვეთრად განსხვავდება სხვა ექსპერტების მიერ დასახელებული თანხებისაგან. ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ცხრილი.

მიზანი:მოსწავლემ შეამჩნიოს მოდელის თვისებები. შეაფასოს მისი გამოყენების ადეკვატურობა ამა თუ იმ შემთხვევაში. როგორც წესი წარმოიშობა ამ ტიპის მოსაზრებები: “თუ რომელიმე ექსპერტის მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება სხვა ექსპერტების მოსაზრებებისაგან, ე.ი. საქმე რაღაცაშია . . . იქნებ გავზარდოთ ექსპერტების რაოდენობა (კიდევ ვინმეს ვკითხოთ . . .)”, ან “იქნებ სხვა მოდელი გამოვიყენოთ”. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს შეიძლება დავუკავშიროთ არითმეტიკული საშუალოს ცნებას. როგორც წესი, თუ ეს მახასიათებელი მათთვის უკვე ცნობილი არ არის, მოსწავლე თავისით ვერ აღმოაჩენს მას. ტექნოლოგიების გამოყენებით ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება უფრო მეტ გავლენას ახდენს არითმეტიკულ საშუალოზე.

  • შეკითვა: თუ მედიანა ისეთი რიცხვია, რომლის ჯამური გადახრა მონაცემებისაგან უმცირესია, რა სიდიდე ხდება უმცირესი საშუალო მნიშვნელობის შემთხვევაში?
    ამ შეკითხვაზე მოსწავლეთა უმეტესობა დამოუკიდებლად ვერ პასუხობს. თუმცა ორი მონაცემის შემთხვევაში შესაძლებელია დავეყრდნოთ მათ ცოდნას ალგებრიდან და დამოუკიდებლად აღმოაჩინონ რომ გამოსახულების მნიშვნელობა უმცირესია, მაშინ როდესაც . იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახის ალგებრული ამოცანები, გამოსახულების უმცირესი/უდიდესი მნიშვნელობის მოძებნაზე წინ უსწრებს ამ საკითხს, ბევრი მოსწავლე დამოუკიდებლად მიდის საჭირო დასკვნამდე.

გვაქვს ორი მოდელი, რომლებიც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

მედიანა – ისეთი სიდიდე x , რომლისათვისაც გამოსახულება ღებულობს უმცირეს მნიშვნელობას;

არითმეტიკული საშუალო – ისეთი სიდიდე x , რომლისათვისაც გამოსახულება ღებულობს უმცირეს მნიშვნელობას.

მონაცემთა ცვლილებით ამ ორი მოდელის შედარებისას, მოსწავლეებს დიდ დახმარებას გაუწევს ტექნოლოგიების გამოყენება (მაგალითად,ელექტრონული ცხრილი).

ისტორიის სწავლების მნიშვნელობისთვის

0

მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები… ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები”.

დოქტორი დევიდ ლოუვენტალი

თანამედროვე სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნების შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავიც კი. მოსაზრებების განსხვავებულობას ყველა საზოგადოებასა და საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოშიც უპირველეს დაბრკოლებად ისტორიის სწავლებაში საბჭოთა ხედვა და მეთოდები გვესახება, რაც მემკვიდრეობით გვერგო და რამაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვა ყველა სფეროში. სხვანაირად და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ეს არის ძველის და ახლის, იდეოლოგიზირებული საგნისა და თავისუფალი აზროვნების დაპირისპირება.

 

საინტერესოა, რომ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდთა ისტორიის ცოდნის ხარისხზე ყველაზე მეტად სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნის არასწორი განსაზღვრა აისახება. ყველა ისტორიის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ისტორიის ცოდნა ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს, თუმცა მათი შეხედულებები საგნის სწავლებასა და მის მიზნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანწილად განსხვავებულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები, ასევე ის უნარ–ჩვევები რაც ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს:

 

  • სივრცეში ორიენტირება
  • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
  • კომუნიკაცია
  • სწავლის უნარი
  • კვლევა
  • შემოქმედებითი უნარი
  • ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
  • თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
  • გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
  • თანამშრომლობა
  • სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
  • ტოლერანტობა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
  • საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
  • საგანგებო ვითარებებში მოქმედება

 

 

 

 

 

ნაწილი პედაგოგებისა, მაინც ისტორიის საგანს განიხილავს, როგორც „ცოდნის კრებულს”, ანუ რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ და დაიმახსოვრონ და მცდარად მიიჩნევენ შეხედულებას, რომ ისტორიის საგანი არის – „ აზროვნების კრებული”, რაც მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, ახსნან და რამაც მათ უნდა განუვითაროს – პრობლემატიკის ანალიზისა და დასმულ კითხვებზე პასუხის მოძებნის უნარი.

 

მშრალი ისტორიული თარიღების ცოდნა, არა მხოლოდ მოზარდთა გონებრივ განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში ვერ გვეხმარება, უფრო მეტიც ეს ცოდნა მოკლე ხანში დავიწყებას ეძლევა და ხშირ შემთხვევაში სასწავლო წლის ბოლომდეც არ ახსოვთ მოსწავლეებს.

 

ასევე კვლევების მიხედვით, მოსწავლეთა ისტორიით დაინტერესებას, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა: სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, რესურსები, საათობრივი ბადე და ა.შ. გადამწყვეტი როლი მასწავლებლის პროფესიონალიზმს (მომზადებას) ეკისრება. არადა, როგორ უნდა ვუპასუხოთ მოსწავლეებს, რომელთაც ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: რატომ სწავლობენ ამა თუ იმ მეცნიერებას, თუ თავად არ ვართ გარკვეული ჩვენი საგნის მიზანსა და ამოცანებში?

 

თუ ჩვენი მიზანი იქნება, ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, ეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება და წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანაც მოსწავლის მომზადებაა კონკურენტული გარემოსთვის, სკოლამ წარმატებული ადამიანები უნდა მოუმზადოს საზოგადოებას, რაც სხვა თვისებებთან ერთად ( შრომისმოყვარეობა , ნებისყოფა, პატიოსნება და ა.შ) დამოკიდებულია ცოდნის უნარ–ჩვევებზე, რასაც მოსწავლეები განათლების გზით ღებულობენ.

 

მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს.

 

ასეთი პროცესის ხელშესაწყობად ლიბერალური განათლების ტრადიციის თანახმად, საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლემ შეძლოს ადამიანის განვითარების ეტაპების გაანალიზება და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოაზროვნეების იდეების გაგება. იმ ადამიანების იდეებისა, ვინც ყველაზე ღრმა კვალი დაამჩნია მომდევნო თაობების აზროვნებას.

მარკ ბლოკს(1866-1944)
<spanlang=”geo kat”=””>, რომელიც ლ.ფევრთან ერთად, ჟურნალ
<spanlang=”geo kat”=””> “ანალების
<spanlang=”geo kat”=””>დამაარსებელი იყო და რომლის ნაშრომიც
<spanlang=”geo kat”=””>”ისტორიის აპოლოგია,ანუ ისტორიკოსის ხელობა” (“Apologie pour l’histoire; ou, métier d’historien”) საყოველთაოდ ცნობილია
<spanlang=”geo kat”=””>, მიაჩნია, რომ
<spanlang=”geo kat”=””>ისტორია არის არა წარსულის შესწავლა
<spanlang=”geo kat”=””>, არამედ მეცნიერება წარსულში მცხოვრები ადამიანების შესახებ... ხოლო მისი შესწავლის აუცლებლობა სამ ძირითად საკითხს უკავშირდება, იმას რომ საინტერესოა; ავსებს ახალი იდეებით ადამიანის ცხოვრებას და ანვითარებს ადამიანის აზროვნებას.

 

სკოლაში ისტორიის სწავლების მიზანის გაურკვევლობასთან დაკავშირებით , საინტერესო მაგალითად მიგვაჩნია, საქართველოში განათლების რეფორმის შემდეგ გაჩენილი დისკუსიები ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების შესახებ, როდესაც მასწავლებელთა უმეტესობა სკეპტიკურად განეწყო იმ თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების მიმართ რასაც სახელმძღვანელოების თემატიკა და შინაარსი ეფუძნებოდა. დღეს კი, ჩვენი დაკვირვებით მოსწავლეთა შორის მოტივაციის მაღალი ხარისხი, სწორედ ისტორიული კვლევის მეთოდებს, დისკუსიებს, პროექტებზე მუშაობასა და დამოუკიდებელ სავარჯიშოებს უკავშირდება.

 

თანამედროვე მოზარდებს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება გააჩნიათ, რასაც აქტიურად იყენებენ კიდეც. გარკვეულ ეტაპზე მათ უყალიბდებათ ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევა, ჩვენი მოსწავლეებისთვის ადვილია მოიპოვონ რუსეთ – თურქეთის ომის თარიღი, მაგრამ მათ გაუჭირდებათ დამოუკიდებლად გამოარკვიონ მიზეზები და გაანალიზონ შედეგები. ამიტომ აუცილებელია, თანამედროვე მასწავლებელმა გაითვალისწინოს განათლების სფეროში მომხდარი ცვლილებები, საკუთარ პრაქტიკაში დანერგოს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რამაც დიდი გავლენა იქონია სწავლის, სწავლებისა და სასწავლო სტრუქტურების ყველა ასპექტზე.

 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიის სწავლებას სკოლაში ყველაზე მეტად შეუძლია დაეხმაროს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების განხორციელებას, რის საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

 


<spanlang=”ru”>)
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება
<spanlang=”ru”>:

სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
)ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
)ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
<spanlang=”ru”>ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი

<spanlang=”ru”>:

დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა;ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმ
<spanlang=”ru”>-ჯობესებლად;
)დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ
<spanlang=”ru”>-ჩვევები;
)იყოს შემოქმედი,თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
)საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
<spanlang=”ru”>
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის
<spanlang=”ru”>.
)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ
<spanlang=”ru”>ჩვევები (წერა
<spanlang=”ru”>,კითხვა,
<spanlang=”ru”>მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ,
<spanlang=”ru”>ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის
<spanlang=”ru”>;
)იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

გაკვეთილის დაგეგმვა ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწავლების პროცესში.

0

გაკვეთილის დაგეგმვა ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწავლების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი პედაგოგების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ფორმალურად უდგება ამ საკითხავს. ამიტომ, გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის ორ მაგალითს, რომლებიც X და XI კლასების კონკრეტულ სახელმძღვანელოებს ეყრდნობა.

ისტორია მე – 10 კლასი13 პარაგრაფი

ავტორები: ნინო კიღურაძე, ლალი ფირცხალავა, ცირა ჩიკვაიძე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

 

სცეარიI

ნაცნობი ცნებები ისტორიული წყარო, ისტორიული კვლევა,

შესასწავლი ცნებებიწყაროების კლასიფიკაცია

გაკვეთილის თემამუშაობა სხვადასხვა ტიპის წყაროებზე; ერთი ამბავი და სხვადასხვა წყარო

გაკვეთილის მიზანიმოსწავლეები აანალიზებენ და აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. ადარებენ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს და აფასებენ მას.

 

დრო – 45 წუთი

რესურსებიდაფა, ცარცი, სახელმძღვანელო მე-10 კლასი (მოსწავლის წიგნი), რვეული, კალმისტარი.

აქტივობები

აქტივობა – 1

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს და მოკლედ საუბრობს სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების მნიშვნელობაზე.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დავალება საკუთარ რვეულებში შეასრულონ, ხოლო შემდეგ აძლევს ამ დავალების ინსტრუქციას:

წაიკითხეთ, 13 პარაგრაფისმუშაობა სხვადასხვა ტიპის წყაროებზე; ერთი ამბავი და სხვადასხვა წყარო”, შესავალი, წყარო 1, 2 და 5.

წყარო 1, 2 და 5 შინაარსის მიხედვით შეასრულეთ შემდეგი დავალება:

მასწავლებელი შეკითხვებს წერს დაფაზე.

    1. ჩამოწერეთ წყაროებში ნახსენები ყველა ისტორიული პირის სახელი
    2. დაწერეთ წყაროებში ნახსენები ღმერთის სახელი
    3. დაწერეთ წყაროებში ნახსენები გეოგრაფიული სახელები

სწორი პასუხები:

1.ამულიუსი, ნუმიტორი, რომულუსი, რემუსი;

2.მარსი;

3.ტიბრი, რომი.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ადგილიდან უპასუხონ.

აქტივობა 1 ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი თითო სწორ პასუხში წერს თითო ქულას.

აქტივობა 1. ეთმობა 10 წუთი

 

აქტივობა 2

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დავალება საკუთრ რვეულებში შეასრულონ,

ხოლო ამ დავალების ინსტრუქციას ზეპირად ეუბნება:

სქემის მიხედვით წარმოსახეთ წყარო 1, 2 და 5 ნახსენები ისტორიული პირების ნათესაური კავშირები:

  1. ამ პირების სახელები ჩასვით ჩარჩოებში
  2. კავშირების აღსანიშნავად გამოიყენეთ ისრები.

ერთერთი შესაძლო სწორი პასუხი:

სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მასწავლებელი ჩამოივლის მერხებს შორის და აკვირდება ნამუშევრებს და ერთერთ მოსწავლეს, რომელმაც დავალება კარგად შეასრულა, სთხოვს დაფაზე დახაზოს სქემა

აქტივობა 2 ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი აკეთებს ზეპირ კომენტარებს: კარგია, კარგად გიმუშავია, ნახაზი არ არის სრულყოფილი, წყაროებში მითითებული ყველა პირის სახელი არ ჩანს ნახაზში და ..

აქტივობა 2. ეთმობა 10 წუთი

 

აქტივობა 3

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ზეპირად ადგილიდან გასცენ პასუხი შემდეგ შეკითხვებს.

პარაგრაფში მოცემული წყაროების მიხედვით დაადგინეთ:

  1. არის თუ არა ლივიუსი თანამედროვე იმ მოვლენებისა, რომლებზეც ის წყარო 2 – ში საუბრობს? დაასაბუთეთ.

სწორი პასუხი: არ არის, რადგანაც ლივიუსი მოღვაწეობდა ძვ. I – ახ. წ I საუკუნეებში, ხოლო რომის დაარსება წყარო მე-5 – ის თანახმად მოხდა ძვ. VIII საუკუნეში.

  1. რომელი წყაროებია ნივთიერი და წერილობითი?

სწორი პასუხი: ნივთიერი – 3, 4; წერილობითი – 1,2,5.

  1. რომელ წყაროშია გადმოცემული მეცნიერთა ვარაუდი?

სწორი პასუხი: მე– 5 – ში.

მოსწავლეები ადგილიდან პასუხობენ. შეკითვებზე პასუხების გაცემისას შეიძლება მოსწავლეებს შორის გაიმართოს დისკუსია, რასაც მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს.

აქტივობა 3. ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი აკეთებს ზეპირ კომენტარებს: კარგია, საინტერესოა, ზუსტად გაეცი პასუხი, პასუხი არ არის სრულყოფილი, ვინ დაამატებს და .. აქტივობა 3. ეთმობა 10 წუთი

 

აქტივობა 4

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შემდეგ ორ დავალებას:

საკუთარ რვეულებში წერილობით, რამდენიმე წინადადებით გაეცით პასუხი შემდეგ შეკითხვას:

  1. დავალება.

რატომ არის აუცილებელი მრავალი წყაროს გამოყენება ერთი ისტორიული ფაქტის დასადგენად? პასუხი დაასაბუთეთ.

სავარაუდო სწორი პასუხები:

) წყაროები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. (საკუთარი აზრის დასაცავად მოსწავლემ განვლილი მასალიდან აუცილებლად არგუმენტები და მაგალითები უნდა მოიყვანოს).

 

) წყაროს შემქმნელი შეიძლება იყოს მიკერძოებული (იყოს ოპოზიციონერი ან ხელისუფლების წარმომადგენელი), ან სიმართლეს ვერ წერდეს ცენზურის გამო და სხვა. ამიტომ აუცილებელია სხვა წყაროებით გადამოწმება. .(საკუთარი აზრის დასაცავად მოსწავლემ განვლილი მასალიდან აუცილებლად არგუმენტები და მაგალითები უნდა მოიყვანოს).

 

) წყაროს შემქმნელს შეიძლება ცუდი მთხრობელები (ინფორმატორები) ჰყავდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, ამიტომ აუცილებელია სხვა წყაროებით გადამოწმება. (საკუთარი აზრის დასაცავად მოსწავლემ განვლილი მასალიდან აუცილებლად არგუმენტები და მაგალითები უნდა მოიყვანოს).

 

)სხვადსხვა ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად აფასებს და ..

(საკუთარი აზრის დასაცავად მოსწავლემ განვლილი მასალიდან აუცილებლად არგუმენტები და მაგალითები უნდა მოიყვანოს).

 

1.დავალებას ფასდება ქულების მეშვეობით, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

Kრიტერიუმები:

  • აყალიბებს თეზისებს
  • ამყარებს თეზისს სათანადო არგუმენტებით
  • მაგალითები ადეკვატურად მოჰყავს
  • ენობრივად გამართულია

 

  1. დავალება

ნუმერაციის მიხედვით, განალაგეთ პარაგრაფში მოცემული 1, 2, 3, 4, 5 წყაროები უძველესიდან უახლესამდე

სწორი პასუხი:

მასწავლებელი კრებს რვეულებს და ნამუშევრებს ასწორებს გაკვეთილის შემდეგ.

 

2.დავალება ფასდება ქულების მიხედვით.

 

აქტივობა 4. ეთმობა 15 წუთი

 

 

საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია. მე – 11 კლასი66 პარაგრაფი

ავტორები: პაატა რამიშვილი, ნატა ახმეტელი, დავით სართანია, გიორგი ჩხიკვიშვილი

გამომცემლობადიოგენე

სცეარიI

ნაცნობი ცნებები აღმოსავლეთის საკითხი, საეკლესიო იერარქია, ბატალიონი.

შესასწავლი ცნებები ტრაქტატი, ტრაქტატის მუხლები.

გაკვეთილის თემაგეორგიევსკის ტრაქტატი

გაკვეთილის მიზანიმოსწავლეები გაეცნობიან გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებს და იმსჯელებენ ქართლკახეთისა და რუსეთისთვის მის დადებით და უარყოფით შედეგებზე.

ასევე გაეცნობიან ქართველ ისტორიკოსთა შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეადარებენ მათ თვალსაზრისს ერთმანეთს. გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამ ისტორიული მოვლენის მიმრთ.

 

დრო – 45 წუთი

რესურსებიდაფა, ცარცი, სახელმძღვანელო მე-11 კლასი (მოსწავლის წიგნი), საწერი ფურცლები, რვეული, კალმისტარი.

აქტივობები

აქტივობა – 1

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს და მოკლედ მიმოიხილავს მე-18 საუკუნის მე– 2 ნახევრის საქართველოსა და ამიერკავკასიის მდგომარეობას. ის სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ 66 პარაგრაფისგეორგიევსკის ტრაქტატი” – შესავალი (გამუქებული შრიფტით დაბეჭდილი) და უპასუხონ წინა პარაგრაფიდან შემდეგ შეკითხვას:

რა იყო აღმოსავლეთის საკითხი?

ერთერთი მოსწავლე პასუხობს.

აქტივობა 1. ეთმობა 5 წუთი

 

აქტივობა – 2

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შექმნან ოთხწევრიანი ჯგუფები და ამ ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად გაეცნონ 66 პარაგრაფისგეორგიევსკის ტრაქტატიწყარო ) –.

წყაროს გაცნობის შემდეგ, დახაზეთ ცხრილი თქვენს საწერ ფურცლებზე. (მასწავლებელი ამ ცხრილს დაფაზე ხაზავს).

ჯგუფებში აირჩიეთ ლიდერი, რომლის დანიშნულება იქნება სამუშაოს განაწილება (ჯგუფის წევრებთან მოთათბირების შემდეგ), ჯგუფის წევრებისთვის დახმარების გაწევა და ნაშრომის პრეზენტაცია.

ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად (შესაძლებელია ლიდერის დახმარებით) ავსებს ცხრილის მხოლოდ ერთ გრაფას.

გრაფების შევსების შემდეგ, ლიდერი, ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით, აერთიანებს მათ ნამუშევარს ერთ ცხრილში.

საწერ ფურცლებს აუცილებლად მიაწერეთ ჯგუფის წევრების სახელი და გვარი

ცხრილი

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ლიდერი აკეთებს ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაციას კლასის წინაშე.

 

 

 

პრეზენტაციის დროს პრეზენტატორს ევალება მუხლების ჩამოთვლისას მათი არგუმენტებით გამყარება.

აქტივობის დასრულების შემდეგ შეფასდება პრეზენტატორი, დისკუსიაში აქტიურად მონაწილენი და ზოგიერთი ჯგუფის წევრიჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის.

მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებს.

 

მუშაობის პროცეში მასწავლებელი დადის მერხებს შორის, რჩევებით ეხმარება მოსწავლეებს და აკვირდება მათ მუშაობას, რათა შესაძლებლობა მიეცეს შეაფასოს მოსწავლეების ჯგუფური მუშაობა.

მასწავლებელი ამორჩევით იძახებს ერთერთი ჯგუფის პრეზენტატორს.

პრეზენტაციის დროს, თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ, მასწავლებელი ეკითხება სხვა ჯგუფის ლიდერებს:

გაქვთ თუ არა განსხვავებული ვერსია, დაასახელეთ?

მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზენტატორის არგუმენტები მოისუსტებს, რატომ?

პრეზენტაციის დროს შესაძლებელია გაიმართოს დისკუსია, რასაც მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს.

 

აქტივობა 2 ფასდება შემდეგნაირად:

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს სხვადასხვა პარამეტრით:

  1. ჯგუფური მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის;
  2. პრეზენტაციისთვის
  3. დიკუსიაში მონაწილეობისთვის

 

  1. მასწავლებელი აფასებს ჯგუფის წევრების მუშაობას შემდეგი კრიტერიუმებით:

 

კრიტერიუმები 1 2 3 4
მასზე დაკისრებულ დავალებას გაართვა თავი
უსმენდა სხვებს და იცავდა რიგითობას
საკუთარ იდეებს აცნობდა სხვებს
ეხმარებოდა სხვებს

 

ცხრილში 1, 2, 3, 4 აღნიშნავს ჯგუფის წევრებს. ამ გრაფის ქვევით, თითოეულ კრიტერიუმში იწერება ქულა.

 

 

 

  1. მასწავლებელი აფასებს პრეზენტატორს შემდეგი კრიტერიუმებით:

 

კრიტერიუმები ქულები
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
საუბარი არგუმენტებულია
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს

 

  1. მასწავლებელი აფასებს დისკუსიაში მონაწილეს შემდეგი კრიტერიუმებით:
კრიტერიუმები ქულები
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
საუბარი არგუმენტირებულია
იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია
იცავს საუბრისას დროის ლიმიტს

 

აქტივობა 2. ეთმობა 25 წუთი

 

 

 

 

 

აქტივობა 3

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს

გაცანით წყარო: ), ), ), ), და )- და შეავსეთ ცხრილი (მასწავლებელი ცხრილს წინასწარ ხაზავს დაფაზე):

წყაროს გაცნობის შემდეგ, დახაზეთ ცხრილი თქვენს საწერ ფურცლებზე.

ამ ფურცლებზე დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი

ცხრილის შევსებისას, სათანადო გრაფაში უნდა ჩაწეროთ: რომელი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი თვლიდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას და მის შედეგებს დადებითად და რომელი უარყოფითად.

 

პოლიტკური მოღვაწე და მეცნიერები ტრაქტატის დადების და მისი შედეგების დადებითი შეფასება ტრაქტატის დადების და მისი შედეგების უარყოფითი შეფასება
წყარო )

გრიგოლ პოტიომკინი

წყარო )

გერონტი ქიქოძე

წყარო )

სარგის კაკაბაძე

წყარო )

საქართველოს ისტორიის ნარკვევები

წყარო )

ივანე ჯავახიშვილი

 

დავალების დასრულების შემდეგ, მასწავლებელი კრებს რვეულებს და ასწორებს გაკვეთილის შემდეგ.

 

აქტივობა 3 ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი თითოეულ სწორ პასუხში წერს 2 ქულას.

. 2× 5 = 10

აქტივობა 3. ეთმობა 15 წუთი

 

მე უნდა ვიყო ტოლერანტი

0

“ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ…”

“ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის” თანახმად, ტოლერანტობა “მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება”.

წარსულის სკოლა, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, შეუწყნარებელი იყო განსხვავებული შეხედულებების, აზროვნებისა და განსხვავებული ხედვის. ჩვენ ვსწავლობდით და ვცხოვრობდით მრავალეროვან ქვეყანაში, მაგრამ არაფერი ვიცოდით სხვათა ტრადიციის, ისტორიის და კულტრის შესახებ, ჩვენ აღვიქვამდით და ვხედავდით საერთო სტერეოტიპებით, რომლებიც დღემდე არ დამსხვრეულა და განაგრძობს თავის არსებობას ჩვენს გონებასა თუ ყოველდღიურობაში, ასეთი დამოკიდებულებების როლი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის კატაკლიზმებში ძალიან დიდია და ჩვენგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.

მრავალფეროვნება არამხოლოდ სტიმულირებას უწევს კულტურის განვითარებას, არამედ, ასევე, შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურეკონომიკურ პარამეტრებზე. მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა და ნოვატორობა ერთად საუკეთესო პირობებს ქმნიან საზოგადოების განვითარებისთვის, როცა უთანასწორობა, პირიქით, სოციალურ კონფლიქტებს იწვევს, რომლებსაც უმთავრესად დამღუპველი შედეგები აქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ადამიანთა ღირსების კუთხით.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანს უამრავ განსხვავებულ პიროვნებებთან ურთიერთობა უწევს, ძირითადად, ადამიანური ხასიათის ან დამოკიდებულებების ეს განსხვავებები პროფესიული საქმიანობის დროს ვლინდება. არადა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კაცობრიობა არასაკმარისად ტოლერანტულია, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილნი და მომთმენნი არიან, ნაკლებად არიან გამსჭვალულნი ურთიერთპატივისცემით, ამგვარი დეფიციტი კი მრავალი უბედურების მიზეზია.

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ და მშვიდ ადამიანს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, მასწავლებელი, რომელიც პატივს არ სცემს სხვის აზრს, სხვის უფლებებსა და სხვა კულტურებს თავისი საქმიანობით ურთიერთპატივისცემას, მშვიდობასა და პიროვნულ თავისუფლებას უწყობდეს ხელს. ვერასოდეს აღვზრდით თავისუფალ და ტოლერანტულ მომავალ თაობას, თუ თავად ჩვენ არ ვართ საკმარისად თავისუფლების მოყვარულნი და ტოლერანტული, თუ თავად არ გვჯერა იდეებისა, რომელსაც ვასწავლით.

თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა – აღზარდოს პიროვნება, რომელიც ჰუმანური, მოქალაქეობრივი და ტოლერანტული იდეების მატარებელი და ერთგული იქნება.

სათანადო ენისა და მეთოდების გამოყენების ჩვევა შეიძლება დაეხმაროს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მრავალფეროვანი საზოგადოება არა როგორც დისკრეტული და შეუთავსებელი კულტურების ნაკრები, არამედ სიდიდე, სადაც კომპლექსური რელიგიური, კულტურული და ეთნიკური განსხვავებები აღიარებულია საერთო, მთლიან დემოკრატიულ ჩარჩოში.

ტოლერანტული მიდგომა სხვადასხვა საკითხის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სკოლას, მასწავლებლებს, სასწავლო გეგმის შემდგენლებს და სახელმძღვანელოების ავტორებს, აუცილებელია, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განივითარონ ანალიტიკური აზროვნება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტოლერანტული მიდგომისთვის.

ტოლერანტული განათლების პროექტირება და დანერგვა საკლასო ოთახიდან იწყება, რომელიც აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ინტეგრაციის, ჰუმანიზაციის, შემოქმედებითობის და კულტურიზაციის პრინციპებს. ტოლერანტულ კულტურას მრავალი ასპექტი აქვს, სკოლაში მისი ჩამოყალიბებისთვის და არსებობისთვის კი სამი მნიშვნელოვანი პირობაა საჭირო:

  • სკოლის ადმინისტრაციის ნება და მზაობა;
  • ტოლერანტული საგან­მა­ნათლებლო პროგრამები;
  • ტოლერანტი მასწავლებ­ლები.

ტოლერანტი მასწავლებლის პიროვნული მახასითებლები სკოლაშიც და სკოლის გარეთაც ეყრდნობა ღიაობის, ნდობის, შემწყნარებლობის, ემპირიული გაგების და თვითკრიტიკულობის პრინციპებს. იგი თავის თავში აერთიანებს ეთნიკურ და სოციალურ ტოლერანტიზმს, ასევე ტოლერანტიზმს ადამიანებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის დონეზეც.

ტოლერანტია პედაგოგი, რომელიც –

  • აცნობიერებს, რომ მას აღიქვამენ მაგალითის მიმცემ პიროვნებად;
  • აფართოებს შემოქმე­დე­ბით მიდგომებს პრობ­ლემების აღსაკვეთად;
  • აცნობიერებს და იყენებს შესაბამის უნარებს და ცოდნას კომფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის;
  • ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტი­ლე­ბებს კრიტიკულ სიტუაციებში;
  • მნიშვნელოვნად თვლის სხვის აზრს და შეხედუ­ლე­ბებს;
  • ავითარებს მოსწავლე­ებ­ში კრიტიკულ და ანალი­ტი­კურ აზროვნებას;
  • აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას და ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც დააფასებენ კულტურულ განსხვავებებს და შესაძლებელი იქნება მისი თავისუფლად გამოვლენა ცხოვრებაში.

პედაგოგის საქმიანობა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის ტოლერანტული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის უნდა ხორციელდებოდეს, როგორც საგაკვეთილო, ასევე კლასგარეშე პროცესის დროს, აუცილებელია, მოსწავლეებთან ურთიერთობა თანამშრომლობაზე ავაგოთ და მივიღოთ ყოველი მათგანი, როგორც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი პიროვნება.

კომპრომისზე წასვლის და მოლაპარაკების უნარი, შესაძლებლობა იმისა, რომ კონფლიქტის გარეშე დაარწმუნო ადამიანს საკუთარი სიმართლე, ისე რომ პატივი სცე და დაიცვა მისი შეხედულებები, მისი უფლება, გააჩნდეს საკუთარი აზრი. ხელს უწყობდე სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ კულტურული მოსწავლეების დაახლოებას და არასოდეს ეგუებოდე ანტიჰუმანურ გამოვლინებებს, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, – აი, ნამდვილი ტოლერანტი მასწავლებლის პოზიცია.

მასწავლებლის ტოლერანტობა ვლინდება მის საქციელში: უნარში, მშვიდად გაერკვეს და მოაგვაროს კონფლიქტი მოსწავლეთა შორის, გაგებით ეკიდებოდეს მათ სასწავლო მიღწევებს, ფიზიკურ მონაცემებსა და მათ ერთმანეთისაგან განსხვავებულ საქციელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მასწავლებლის პროფესიულ კომპეტენციასთან, რომლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილიცაა, საგნის ცოდნასთან და სწავლების მეთოდებთან ერთად, უნარი, გამოვნახოთ ეფექტური გზები და საშუალებები მოსწავლეებთან საურთიერთოდ და სათანამშრომლოდ.

“მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს, როგორ და რატომ ავითარებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეებში. მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიული საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების მომზადება აქტიური მოქალაქეობისთვის, საზოგადოებაში ინკლუზია და ინტეგრაცია, პარტნიორობის წახალისება, საერთაშორისო განზომილების პოპულარიზაცია.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ძირითადი ცნებებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები, თანაგრძნობა, პატივისცემა, თანასწორობა, საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და თემი.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მოიცავს ცოდნისა და გააზრების სხვადასხვა განზომილებას, უნარს, მიდგომასა და ღირებულებას. ეს ყოველივე ერთმანეთს უკავშირდება სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის დახმარებით” (პიტერ ბრეტი, პასკალ მომპოინტ გელარდი, მარია ელენა სალემა “მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009.)

მოსწავლეთა აღზრდა ტოლერანტ მოქალაქეებად რთული და დიდი ხნის პროცესია, პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი კომფორტული გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, სადაც უფროსები მეტად მომთმენნი არიან კრიტიკულ სიტუაციებში და სადაც ემოციები არ განაგებენ ადამიანთა საქციელს. ძირითადად, ბავშვის ფსიქოლოგიური აშლილობები და დისკომფორტი უკავშირდება მის მიმართ უფროსების “ნულოვან ტოლერანტობას”, გამოვლენილს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მიღწევების და შესაძლებლობების გამო – მოსწავლე, რომლისთვისაც სკოლაში სიარული დიდი განსაცდელია და რომელსაც უარყოფითი ემოციები აქვს სასწავლო პროცესის მიმართ, ყოველდღიურად ტოვებს სკოლის კედლებში თავისი ჯანმრთელობის ნაწილს.

მოსწავლეები ხშირად საუბრობენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ხვდებათ და რაც ხელის შემშლელ ფაქტორებად მიაჩნიათ მასწავლებლებთან ურთიერთობაში, მაგალითად:

  • “მე მეშინია, რომ მასწავლებლისგან ჩემი განსხვავებული შეხედუ­ლება გამოიწვევს ჩემს უარყოფით შეფასებას საგანში”;
  • “მე მინდა, რომ ჩემს პრობლემებს მეტი ინტერესით ეკიდებოდნენ მასწავლებლები”;
  • “მინდა, მასწავლებლები პატივისცემით მეპყრო­ბოდ­ნენ”;
  • “მე მინდა, ჩემი მასწავ­ლებლები არ კარგავდნენ სამართლიანობის და ობიექტურობის შეგრძნებას” და ა.შ.

აშკარაა, რომ ბევრ მოსწავლეს ჰქონია ნეგატიური გამოცდილება, მასწავლებლის მხრიდან ტოლერანტული ფასეულობების დარღვევისა და უარყოფის ფაქტებით, ასეთ დროს მათ ყოველთვის აქვთ უსამართლობის, უპატივცემულობისა და უთანასწორობის შეგრძნება, რაც უმთავრესად მთელი ცხოვრება რჩებათ გონებასა და მეხსიერებაში და რაც შემდგომში აისახება მათ ურთიერთობებში სკოლასთან, თანაკლასელებთან, სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან და საზოგადოებასთან. მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს და უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მოსწავლის დემოკრატიული და მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის და უნარების განვითარება მოსწავლეებში მასზეა, უმეტესწილად, დამოკიდებული, როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე სკოლის უმთავრესი ამოცანა არის, აღზარდოს მოსწავლე, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს იზიარებს, ჩამოყალიბდეს აქტიურ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ, და რომელიც შეიძლება დავახასიათოთ შემდეგნაირად:

  • იცნობს მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს;
  • ინფორმირებულია სოციალურ და პოლი­ტი­კურ ვითარებაზე;
  • ზრუნავს სხვა ადამია­ნების კეთილდღეობაზე;
  • შეუძლია საკუთარი მოსაზრებებისა და არგუ­-მენტების არტიკუ­ლა­ცია;
  • აქტიურია თავის თემში;
  • შეუძლია პასუხისმგებ­ლო­ბის აღება თავის საქციელზე.

ტოლერანტული აღზრდის პრობლემები ყველაზე მეტად თავის აქტუალობას იძენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, სადაც უმნიშვნელოვანესია, არ დავუშვათ მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობებში განსხვავებები და უთანასწორობა. სერიოზული ყურადღებაა საჭირო, რათა სკოლამ შეძლოს, აიცილოს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ინსტიტუტების ზეგავლენა, რომლებიც ნაციონალურ ან რელიგიურ ექსტრემიზმს ეწევიან, რადგან სკოლა ყოველთვის იყო და, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება ასეთი ჯგუფების ინტერესის სფეროში. ხშირი შემთხვევები არსებობს, როცა მშობელი, კონფლიქტური სიტუაციის დროს, არ ცდილობს, გაერკვეს საქმის ვითარებაში და არ სურს, ცივილურად მოგვარდეს კონფლიქტი, არამედ ღიად გამოდის სხვა რელიგიის თუ ნაციონალობის მოსწავლის წინააღმდეგ – “სიმამაცის ტესტი მაშინ დგება, როცა ჩვენ უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის კი – უმრავლესობაში ყოფნისას”. რალფ უ. სოკმენი.

“შედარებას რომ მივმართოთ, ტოლერანტობა – ესაა საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაში ამოზრდილი ყვავილი. ტოლერანტობის კონცეფცია სოციალურპოლიტიკური აზრის ხანგრძლივი განვითარების ნაყოფია. ტოლერანტობა იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც სოციალური და პოლიტიკური განვითარების შედეგად, უსამართლობისა და სიღატაკის შემზარავი ფორმები უკვე აღარ არსებობს. მაგრამ მართებულია საპირისპირო თვალსაზრისიც: საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტოლერანტობის დაუმკვიდრებლად, ძნელია ცივილიზებული საზოგადოების შექმნა”. ბერმონაზონი ბენიამინ ნოვიკი.

ვზრუნავთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე

0
Colorful Chalk at Chalkboard ca. 2001

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ის ფრაზაა, რომელიც თანამედროვე მასწავლებლებს ყველაზე ხშირად ესმით. საზოგადოება მუდმივად ახსენებს პედაგოგს პროფესიული განვითარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ბევრი მათგანისთვის მაინც ბუნდოვანია, კერძოდ რა ღონისძიებებს გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რატომ არის ის ერთნაირად აუცილებელი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მასწავლებლისათვის და როგორ აისახება ეს პროცესი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

რა არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება. ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ფორმალურ,ასევე არაფორმალურ გარემოში,იწყება საუნივერსიტეტო განათლებით და გრძელდება მასწავლებლის სკოლაში მოღვაწეობის ბოლო დღემდე. პროფესიული განვითარება მხოლოდ აკადემიური კურსების მოსმენას და პროფესიული ტრენინგების გავლას კი არ გულისხმობს,არამედ კოლეგებთან თანამშრომლობას,მენტორობას,აკადემიური პროდუქტის შექმნის პროცესს,საკუთარი პროფესიის,საქმიანობის,რესურსებისა და შესაძლებლობების ახლებულად გადაფასებასაც. ეს ის ღონისძიებებია,რომლებიც მასწავლებლის როგორც პროფესიულ,ასევე პიროვნულ განვითარებასაც ემსახურება,შესაბამისად,პროფესიული განვითარება ყველაზე ეფექტური მაშინაა,როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.

 

რატომ უწყვეტი პროფესიული განვითარება?

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მასწავლებლისთვის გასაგებია, რას გულისხმობს მასწავლებლის პროფესიული განვითარება,ხშირად ბუნდოვანია,რატომ არის პროფესიული ზრდა მნიშვნელოვანი და რატომ რთულდება ამ პროცესის სათანადოდ დაგეგმვა,განხორციელება და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება.

თანამედროვე მსოფლიოში უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობის მთავარი არგუმენტი მასწავლებელთა სერტიფიცირებაა,რომელიც2014 წლიდან საქართველოშიც სავალდებულო გახდება. თუმცა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება არსებითია არა მხოლოდ მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად,არამედ უკეთესი საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევადაც. ამასთანავე, უკეთესად მომზადებული მასწავლებელი უფრო დაფასებულია მოსწავლეების, სკოლის დირექტორის, კოლეგების და მშობლების მიერ.

მასწავლებლის პროფესია ადამიანისგან დიდ ძალისხმევასა და პიროვნულ სიმტკიცეს ითხოვს. საერთაშორისო კვლევებმა ცხადყო,რომ მასწავლებელს საკუთარი პროფესიული მოვალეობების აღქმა და მოსწავლეებთან ურთიერთობის პრინციპები,პედაგოგიურ პრაქტიკასთან ერთად,ხშირად ეცვლება. შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ასეთი ცვლილებები გამოწვეულია როგორც მასწავლებლის პიროვნული გარდაქმნით,ასევე პროფესიული გარემოსა და გარშემომყოფების მიერ მისი როლისა და სტატუსის აღქმის შეცვლით. მეცნიერები მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეულ სტადიებს გამოყოფენ. ჰაბერმანის შეფასებით,დამწყები მასწავლებლები,პედაგოგიური პრაქტიკის პირველი ხუთი წლის განმავლობაში,როგორც წესი,თავს არიდებენ ექსპერიმენტებს და საკლასო ოთახში ბაძავენ ავტორიტეტებს,ვთქვათ,საყვარელ მასწავლებლებს ან ლექტორებს. ბევრი ვერც უძლებს სტრესს და ადრევე ტოვებს პროფესიას. შემდგომი10-15 წლის განმავლობაში მასწავლებელი ხვეწს სწავლების მეთოდებს,იყენებს მეტ ინოვაციურ მიდგომას,ასევე ეძებს კარიერული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს,რაც ხშირად იმაში გამოიხატება,რომ ინოვატორი მასწავლებელი ადმინისტრაციულ სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას. მომდევნო ეტაპზე ის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მწვერვალს აღწევს. საბოლოოდ,კარიერის დასასრულს,მასწავლებელი გამოცდილი და კვალიფიციურია,მაგრამ მას ნაკლები ენერგია და ენთუზიაზმი აქვს საკლასო ოთახში ნოვატორული იდეების დასანერგად.

 

როგორც მკვლევარების მიმოხილვა ცხადყოფს, პროფესიული მოღვაწეობის ყველა ეტაპზე მასწავლებელმა გარკვეული სირთულეები უნდა გადალახოს. დამწყებ მასწავლებელს დახმარება სჭირდება იმისათვის,რომ საკუთარ ძალებში დარწმუნდეს და მეტად გამბედავი იყოს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას. გამოცდილ პედაგოგებს კი თანამედროვე მეთოდების გაცნობა განელებული მოტიცავიის გაზრდასა და უფრო საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვაში ეხმარება. ხშირად მასწავლებლის შემოქმედებითი კრიზისი შეუმჩნეველი არც მოსწავლეებს რჩებათ. შესაბამისად,აუცილებელია,პედაგოგმა ახალი მეთოდები და მიდგომები ეძებოს იმისათვის,რომ მისი გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს. არავის უკვირს მკვლევარების ის დასკვნაც,რომ პროფესიონალი მასწავლებლის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრების მისაღწევად.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკა მსოფლიოში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მნიშვნელობის გადაფასება გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა. ამ პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები განხორციელდა,რამაც მასწავლებლების მიმართ საზოგადოების მოთხოვნები შეცვალა. პედაგოგებს მოეთხოვებოდათ,მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ ეროვნულ სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით და ამასთანავე,მსოფლიოში მიმდინარე ზოგადი ტენდენციებიც აესახათ სწავლების პროცესში. ისინი ფასდებოდნენ არა მხოლოდ სწავლების პროცესის ეფექტურობის,არამედ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვითაც.

 

მასწავლებლისთვის წაყენებულმა ახალმა მოთხოვნებმა მისი გადამზადების აუცილებლობაც გააჩინა. თუ ადრე მასწავლებლის პროფესიული განვითარება,ძირითადად,საუნივერსიტეტო განათლებით და ფრაგმენტული,საგნობრივი კომპეტენციების შეძენაზე ორიენტირებული პროფესიული კურსებით შემოიფარგლებოდა,ახლა მეტი ყურადღება პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას და პედაგოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ეთმობა.

 

ახალი საგანმანათლებლო პარადიგმის შემოღებამ არსებული მოდელი ძირეულად შეცვალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უწყვეტ პროცესად გარდაიქმნა,სადაც საუნივერსიტეტო განათლების მიღება მხოლოდ ერთი,საწყისი ეტაპია,ხოლო პროფესიული განვითარება და ზრდა სკოლაში გრძელდება. სკოლები და პედაგოგიური უნივერსიტეტები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ:პედაგოგების პრაქტიკული გამოცდილება და სკოლის წიაღში წამოჭრილი საგანმანათლებლო პრობლემები საუნივერსიტეტო პროგრამის განუყოფელი ნაწილია,ხოლო მოქმედი მასწავლებლები მუდმივად უბრუნდებიან პედაგოგიურ სასწავლებლებს სასურველი აკადემიური კურსების გასავლელად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაბამისად,პროფესიული განვითარება მუდმივი,ციკლური პროცესია და თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირს ეფუძნება.

 

დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელები ქვეყნების ეკონომიკური,პოლიტიკური და სოციალური კონტექსტების მიხედვით განსხვავდება. მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება სავალდებულოა ევროპის20-ზე მეტ ქვეყანაში. საფრანგეთში,ჰოლანდიასა და შვედეთში პროფესიული განვითარების პერიოდული დადასტურება პედაგოგებისათვის სავალდებულოა. ესპანეთში,ლუქსემბურგში,პორტუგალიაში,სლოვენეთსა და სლოვაკეთში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ნებაყოფლობითია,მაგრამ მჭიდროდ არის დაკავშირებული კარიერულ და ხელფასის ზრდასთან. ესპანეთსა და ლუქსემბურგში ის მასწავლებლები,რომლებიც პერიოდულად ესწრებიან პროფესიულ ტრენინგებს,ხელფასზე გარკვეულ დანამატს იღებენ. სხვა ქვეყნებში პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობით მასწავლებლები აგროვებენ პირობით კრედიტებს,რის შედეგადაც მათ ეძლევათ საშუალება,დაწინაურდნენ კარიერულ კიბეზე.

 

ზოგ ევროპულ ქვეყანაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგები ცენტრალიზებულად ტარდება(ბელგია,გერმანია,საფრანგეთი,ესპანეთი,ლიტვა,ლატვია,ფინეთი),ზოგ ქვეყანაში კი ეს პროცესი დეცენტრალიზებულია და უშუალოდ სკოლაა პასუხისმგებელი,იზრუნოს მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე(გაერთიანებული სამეფო,დანია,ესტონეთი,შვედეთი).

 

რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის?

 

საქართველოში განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მათთვის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება წარმოადგენს. 2006 წელს დაარსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,რომლის უმთავრესი მიზანი მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების,მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

დასახული მიზნის მისაღწევად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მრავალ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს.

სერტიფიცირებამასწავლებლის პროფესიის სტატუსის ასამაღლებლად ერთ-ერთი სახელმწიფო ინიციატივაა. მასწავლებლის სერტიფიცირება ხელს უწყობს პროფესიის რეგულირებას,პროფესიული განვითარების მიზანმიმართულ დაგეგმვას და სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ამასთანავე,სერტიფიცირებულ მასწავლებელს საშუალება ეძლევა,ჩაერთოსმასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისსქემაში,რომლის არსიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება. სქემა ხელს შეუწყობს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას,მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.

 

ამასთანავე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი კოორდინაციას უწევს სხვადასხვა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისმიზნობრივიტრენინგებისჩატარებას. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტრენინგების ჩატარების პარალელურად,ცენტრი პერიოდულად იწვევს უცხოელ ექსპერტებს ადგილობრივი ტრენერების გადამზადების მიზნით. მაგალითად, 2011 წელს იგეგმება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერტების მოწვევა ნოტინგენის უნივერსიტეტიდან(გაერთიანებული სამეფო)და ცერნის სამეცნიერო ცენტრიდან(შვეიცარია),ზუსტი მეცნიერებების მასწავლებლებისათვის,კვალიფიკაციის ასამაღლებლად,მოეწყობა საზაფხულო სკოლა ნოტინგენში. ამასთანავე,საქართველოს მასშტაბით,ყველა ინგლისური ენის მასწავლებელს სპეციალურ ტრენინგ-კურსს ჩაუტარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი. გარდა ამისა,იგეგმება სპეციალურიეროვნულიკონფერენციებისმოწყობა მასავლებლებისათვის.

 

21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება,უპირველეს ყოვლისა,სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების(ისტ)ინტეგრირებას გულისხმობს. დღეს,ღილაკის დაწკაპუნების შედეგად,მოსწავლეს წამებში შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ. შესაბამისად,თანამედროვე მოსწავლისათვის,შესაძლოა,მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამიტომ,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს მასწავლებლებისათვისისტსაბაზოდაისტმეორედონისტრენინგებისკურსს.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ საკვალიფიკაციო ტრენინგ-კურსების მოსმენა,არამედ თანამედროვე პროფესიული ლიტერატურის გაცნობაც. ამიტომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს დამხმარე მეთოდური მასალით უზრუნველყოფს.

 

როგორ უნდა იზრუნოს მასწავლებელმა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე?

აუცილებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა და სკოლამ პედაგოგს შესთავაზოს მრავალფეროვანი კურსები და რესურსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუმცა უმნიშვნელოვანესია,მასწავლებელი თავად იყოს მოტივირებული და დაინტერესებული,იყენებდეს ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას. ამისათვის,მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

 

  • მასწავლებელს უნდა ჰქონდეს პირადი პროფესიული განვითარების გეგმა, რაც მას პროფესიული მიზნების დასახვას და განხორციელებას გაუადვილებს. ზოგ ქვეყანაში ასეთი გეგმის შემუშავება აუცილებელიცაა (მაგ., ბელგია, ლიტვა და გაერთიანებული სამეფო). ერთი შეხედვით, ამგვარი გეგმის შექმნა ფორმალურ და ბიუროკრატიულ ნაბიჯად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს წარმატებული პროფესიული განვითარების საწინდარია. პირადი პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემო, სადაც მას უწევს საქმიანობა. პედაგოგმა უნდა იცოდეს, რას ითხოვს მისგან სკოლა, საზოგადოება, მოსწავლეები. მისი პირადი გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეებისა და სკოლის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. შემუშავებული გეგმით მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ახდენს შესაძლო რისკებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებას, საკუთარი შესაძლებლობებისა და მოლოდინების რაციონალიზაციას. პროფესიული განვითარების გეგმა არ არის მკაცრი ნორმატიული დოკუმენტი, რომლის შედგენა და დაცვა მძიმე შრომას მოითხოვს. ის წარმოადგენს მასწავლებლის გზამკვლევს, რომელიც მუდმივად იხვეწება და იცვლება პედაგოგისა თუ გარემოს მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.
  • მასწავლებელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან.ის უნდა ითვალისწინებდეს კოლეგების აზრს პროფესიული განვითარების პირად გეგმაში. პროფესიული განვითარება არ არის მხოლოდ ერთ მასწავლებელზე დამოკიდებული პროცესი და ის მრავალი დაინტერესებული მხარის ჩართულობას გულისხმობს. ხშირად რთულია პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გზებისა და მეთოდების მართებულად დასახვა. პროფესიული განვითარების კურსების არჩევანი დიდია და მასწავლებელს უჭირს ყველაზე შესაფერისი რესურსის იდენტიფიცირება, რაშიც მისი დახმარება სხვა მასწავლებლებს შეუძლიათ. კოლაბორაციული სწავლების შედეგად პედაგოგებმა უკეთ იციან, რა უნარების თუ კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ მათ კოლეგებს.
  • მნიშვნელოვანია მასწავლებლის კრიტიკული მიდგომა სიახლეებისადმი.ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა: “ადამიანი, რომელიც ბევრს კითხულობს, მაგრამ არ იყენებს საკუთარ გონებას, მალე გადაეჩვევა ფიქრს”. მასწავლებელი, რომელიც კითხულობს ახალ მეთოდურ ლიტერატურას, ესწრება პროფესიული განვითარების კურსებს, აკვირდება კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, არ უნდა იყოს პროცესის პასიური დამკვირვებელი. მან უნდა სცადოს, გააანალიზოს ახალი მასალა, მოახდინოს მისთვის უფრო ღირებული ინფორმაციისა და ნაკლებად მნიშვნელოვანის დიფერენცირება და ისე გამოიყენოს პრაქტიკაში.
  • მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მიღებული ცოდნა სწავლებისას.როგორც მრავალი კვლევა ცხადყოფს, პროფესიული განვითარების პროცესის ყველაზე პრობლემური ეტაპი სწორედ ახალი ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვაა. მასწავლებელს, შესაძლოა, საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეს ახალი მეთოდების შესახებ, მაგრამ არ ეყოს გამბედაობა, ისინი საკლასო ოთახში გამოიყენოს. ეს გასაგებიცაა: უფრო მარტივი და კომფორტულია ჩვეული, ნაცადი მეთოდებით სწავლება, მაგრამ აუცილებელია, პედაგოგი მუდმივად ცდილობდეს ახალი, საინტერესო გზებისა და საშუალებების ძიებას.
  • პროფესიული განვითარება არ ხორციელდება მხოლოდ ფორმალურ გარემოში. არაფორმალური შეხვედრები კოლეგებთან, კონსულტაციის მიღება განათლების სპეციალისტებისგან, ახალი სასწავლო მეთოდების დამოუკიდებლად მოძიება, საგანმანათლებლო პროდუქტების (სასწავლო გეგმა, სამოდელო გაკვეთილები) შექმნა ისევე სასარგებლოა, როგორც პროფესიული განვითარების კურსების მოსმენა.
  • საბოლოოდ, პროფესიული განვითარება სკოლის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს.კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლის არჩევანი, იყოს თანამედროვე და ღია სიახლეების მისაღებად, მეტწილად მის პროფესიულ გარემოზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სკოლის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს.
  • ყველაზე მთავარია, მასწავლებელს ახსოვდეს, რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი განათლების მიღების პროცესია, ამიტომ კარგი მასწავლებელი ამავე დროს კარგი მოსწავლეც უნდა იყოს!

ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას

0

“მომავლის სკოლა,რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება,აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე,რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას,ინიციატივას,შეუპოვრობას.არსებითია არა შეხედულებათა წრის შეთვისება,არამედ ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა.ეს მიზანი კი შეიძლება განხორციელდეს სასკოლო ცხოვრების პრაქტიკაში.

სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან.დაე,სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი.დაე,მისი მართვა,არსებითად,მოსწავლეთა ხელში გადავიდეს.მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს”.

დიმიტრი უზნაძე (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები, 1917წ.)

სწორედ დღევანდელი,21-ე საუკუნის სკოლის მიზანს აღწერდათითქმის 100 წლის წინ დიმიტრიუზნაძე. დემოკრატიის, განათლებისა და სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის ურთიერთკავშირის შესახებსამეცნიერო დისკუსია საუკუნეზე მეტი ხნისაა. როგორც თეორიის,ისე პრაქტიკული გამოცდილების დონეზე, დემოკრატიული სკოლის უპირატესობა ცხადია. აღნიშნულ უპირატესობას, დღეს, უფრო თვალსაჩინოს ხდის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების იდეის ფართოდ გავრცელება მსოფლიოში. ჯანსაღი დემოკრატია ვითარდება მხოლოდ სამოქალაქო, თვითმმართველ საზოგადოებებში და ეს ტენდენცია გლობალურია. სკოლა იყო და რჩება უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ვითარდება: რისკენაც ის ისწრაფვის, იმასვე ელის სკოლისაგან.

ჩვენი სკოლის დღევანდელი მდგომარეობის გასააზრებლად ვცადოთ, პასუხი გავცეთ რამდენიმე არსებით კითხვას:

რისკენ ისწრაფვის ჩვენი საზოგადოება?

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა…, საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

(საქართველოს კონსტიტუცია, პრეამბულა 1995წ.)

“უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ, შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში”.

(დიმიტრი უზნაძე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები, 1917წ.)

რას ელის ჩვენი საზოგადოება სკოლისგან?

“საქართველოში ზოგადი განათლების სისტემამიზნად ისახავს, შექმნასხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

ამასთანერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდსგონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას,ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას”.

(ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004წ.)

რა არის სამოქალაქო საზოგადოება?

“ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიცნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით”.

(Larry Diamond, Toward Demokratik Consolidation, Journal of Democracy, V.5, №3, 1994).

სწორედ, ასეთი საზოგადოება ამკვიდრებს დემოკრატიულ წეს-წყობილებას, რაც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას წარმოადგენს.

რა კავშირი აქვს სკოლას სამოქალაქო საზოგადოებასთან?

“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული ერების მიზნების თანმხვედრი ინტერესებისა და ფასეულობების მატარებელი და შესაბამის, ნებაყოფლობით საზოგადოებრივ ქმედებასა და თანამონაწილეობაში ჩართული ინდივიდები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არიან:

– საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელთაც თავიანთი საქმიანობით წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობადობის ამაღლებაში (სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანოები)”.

(გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა. დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. 2008წ.)

როგორ ავითარებს დღეს სკოლა სამოქალაქო საზოგადოებას?

ამ კითხვაზე პასუხისგასაცემად 2010 წელს ჩატარებული პირველიეროვნული კვლევის შედეგებს მოვიშველიებთ. ის საქართველოს შეფასების ასოციაციამ ჩაატარა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც PH International (პროექტი “ჰარმონია”),ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. კვლევის მიზანი იყო საქართველოში სასკოლო სამოქალაქო განათლების მდგომარეობისა და მისმიმართ დამოკიდებულების შესწავლა.

კვლევის დაგეგმვის (მიზანი,შერჩევა, მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და ა.შ.), მონაცემების ინტერპრეტაციისა და შედეგების ანალიზის ეტაპებზე აქტიურად მონაწილეობდნენ პროგრამის ადმინისტრაციის (PH International), პარტნიორი ორგანიზაციის _ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრისა და პროგრამის სასწავლო გეგმებისა და დამხმარე მასალების ჯგუფის წევრები (ნინო გვარამაძე,ნინო ერემაშვილი,მაკა კორძაძე,ნინო მიწიშვილი,გიორგი გახელაძე და ლევან ახვლედიანი). კვლევის სრული ანგარიში გამოქვეყნდება პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამოქალაქო განათლების ვებ-გვერდზე: www.civics.ge 

საინტერესო იყო იმის გარკვევა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ სამოქალაქო განათლების საგნისადმი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, მშობლებს, საგნის მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს.

ანკეტურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქისა და საქართველოს 9 რეგიონის 51 საჯარო სკოლის მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებმა. გამოიკითხა 1633 რესპონდენტი.

თვისობრივი კვლევის სამიზნეჯგუფებად შეირჩა რესპონდენტთა ოთხი კატეგორია, კერძოდ, (1) სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებლები, (2) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, (3) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, (4) მოსწავლეთა მშობლები.

თვისობრივი კვლევა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით განხორციელდა.

ქვეყნის მასშტაბით,33 ფოკუს-ჯგუფი გამოიკითხა (ამათგან, 11 – მასწავლებლების, 9 – არასამთავრობო ორგანიზაციების, 10 – ადგილობრივი თვითმმართველობების, 6 – მშობლების). გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 272 ადამიანმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2010 წლის 27 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე.

სამოქალაქო განათლების აუცილებლობა სკოლის სასწავლო პროგრამაში

როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა (79,1%) მიიჩნევს, რომ სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება საქართველოს სკოლებში საჭიროა.როგორც მოსწავლეთა, ასევე თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტთა აზრით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირსეულ და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამასთან,მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა სამოქალაქო განათლების საგანს საინტერესოდ მიიჩნევს.

რამდენად საჭიროა სამოქალაქო განათლების საგანი სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა აზრით?

giorgi_gaxeladze_chart1

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო განათლების საგანი მოსწავლის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას?

giorgi_gaxeladze_chart2

სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი

სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ხარისხით კმაყოფილია გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარი. თვისობრივი კვლევისფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ეფექტიანობის შეფასება, რადგანის შედარებით ახალი შეტანილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში(სამოქალაქო განათლების, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილის,სავალდებულო სწავლება 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო). მათი აზრით, გასული დრო არ იძლევა ცალსახადასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი აცხადებს, რომ სამოქალაქო განათლების საგანი ეფექტიანად ისწავლება. ამგვარ განწყობას, ძირითადად, განაპირობებს ის გარემოება, რომაღნიშნული საგნის საკითხები არ ბარდება ერთიან ეროვნულგამოცდებზე.

მოსწავლეთა სამოქალაქო მზაობის შეფასება და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პირობები

გამოკითხულ მოსწავლეთა 64.6% აცხადებს, რომ პრაქტიკულად გამოუყენებია სამოქალაქო განათლების საგანში მიღებული ცოდნა. თუმცა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საილუსტრაციოდ მოსწავლეთა მიერ მოყვანილი მაგალითები, როგორც წესი, ძალზე ზოგადი ხასიათისაა და შესაბამისად, არ ასახავსრაიმე კონკრეტულ სამოქალაქო აქტივობას, ან სხვა ხასიათის აქტივობის მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, მოსწავლეთა მხოლოდ29.2% აცხადებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს აპოლიტიკური ხასიათის სამოქალაქო აქტივობებში, მაშინ, როდესაცრესპონდენტთა 52.3%-ს ამგვარ აქტივობებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.

მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის სკოლაში გამოყენება

როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევისშედეგები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის სკოლაშივე გამოყენების შესაძლებლობა და სიხშირემაღალი არ არის. გამოკითხულ მოსწავლეთა მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ სასკოლოგარემო სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნის სკოლაშივე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 44.6%-ის აზრით კი, ეს მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი სკოლის ფარგლებში. ამის შესაძლებლობას გამორიცხავს რესპონდენტთა 12.5%.

სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების დროს გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა აზრი?

giorgi_gaxeladze_chart3

მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის რეალიზება და მათთვის დახმარების გაწევა სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში

სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

რაოდენობრივმა კვლევამგვიჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას (86.5%) არ დაუგეგმავს საკუთარი ინიციატივით სამოქალაქო აქტივობები. გამოკითხულთა მხოლოდ13.5%-მა უპასუხადადებითად ამ კითხვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული კვლევების მეშვეობით შეიძლება შეფასდეს, თუ რამდენად არის მზად თავად სკოლა იმისათვის, რომ მოსწავლემ საკუთარსკოლაშივე გამოიყენოს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა; რამდენად ეძლევა მას საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში.

როგორი სკოლა სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას?

ამ კითხვაზე პასუხები განათლების მეცნიერების ორ უდიდეს წარმომადგენელს აქვს გაცემული.

“დემოკრატიის შესახებაბრაჰამ ლინკოლნის ცნობილიგამონათქვამის პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, პროგრესული განათლების ფილოსოფია გულისხმობს გამოცდილების, გამოცდილებით და გამოცდილებისათვის განათლებას”.

(ჯონ დიუი, განათლება და გამოცდილება. 1938წ.)

“ნებისყოფის აღზრდა სოციალურსა და მოქალაქეობრივი აღზრდის სფეროში უნდა იყოს გადატანილი. მოწაფეთა ფართო თვითმმართველობის იდეის განხორციელება აუცილებელი მოთხოვნილებაა, რომელიცმთელ სკოლას მარად თვალწინუნდა ჰქონდეს. უეჭველია, ამ პრინციპის განხორციელება მთელი სკოლის ცხოვრების აწინდელ კონსტრუქციაზე თავისებურ გავლენას მოახდენს, მაგრამ ეს ასეც უნდა მოხდეს.

თვითმმართველობა სკოლის მთელი მუშაობის ბუნებიდან თავის თავად უნდა გამომდინარეობდეს, ამიტომაც მისი მნიშვნელობა მხოლოდ მთელი სასკოლოსისტემის სათანადო გარდაქმნის ნიადაგზე შეიძლება გაიშალოს”.

(დიმიტრი უზნაძე, განათლების სისტემის ძირითადი ამოცანები.1918წ.)

თუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევით გვსურს, სინამდვილედ ვაქციოთ ჩვენი ურყევი ნება_ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების დამკვიდრება, მაშინ ძალისხმევის მიმართულება ნათელია.

სამოქალაქო საზოგადოების წევრების გამოწრთობა მხოლოდ დემოკრატიული და თვითმმართველი სკოლის ცხოვრებაში, ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში ხდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...