| გთავაზობთ გადაცემა “ინტერპრეტაციის” ვიდეო-ჩანაწერებს. გადაცემის სტუმრები არიან: პედაგოგი მერი დორაძე და ფილოლოგი მანანა ქარქაშაძე |
| გთავაზობთ გადაცემა “ინტერპრეტაციის” ვიდეო-ჩანაწერებს. გადაცემის სტუმრები არიან: პედაგოგი მერი დორაძე და ფილოლოგი მანანა ქარქაშაძე |
გთავაზობთ გადაცემა “ინტერპრეტაციის” ვიდეო-ჩანაწერებს. გადაცემის სტუმრები არიან: გია ნოდია და ცირა ბარბაქაძე
სწავლების
თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, ისტორიის გაკვეთილზე გამოვიყენოთ სხვადასხვაგვარი
აქტივობა, რათა გავზარდოთ მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ და
სხვადასხვა კუთხით დავანახვოთ მათ ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, რაც, საბოლოო ჯამში, წარსულის
წვდომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
გთავაზობთ
ამგვარი აქტივობის მაგალითს, რომლის მიზანია პრობლემურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ნარატივის გარდაქმნა
სქემად.
თავდაპირველად
მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ რომელიმე ტექსტი (მაგ., ათენის სახელმწიფო მმართველობა)
და ამ ტექსტს დართული სქემა, მერე კი შევთავაზოთ, მეორე ტექსტზე დაყრდნობით
შესაბამისი სქემა თვითონვე შექმნან.
აუცილებელი არ
არის, მოსწავლის მიერ შექმნილი სქემა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მოცემულია ჩვენ
მიერ წარმოდგენილ აქტივობაში. მთავარია, მასში ლოგიკურად იყოს ასახული ნარატივი.
თუ
მოსწავლეებმა უკვე იციან ერთი სახის ინფორმაციის გარდაქმნა სხვა სახის
ინფორმაციად, უკეთესი იქნება, ორივე ტექსტი გავაცნოთ, ხოლო სქემების შექმნა მათ
დავავალოთ.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა
პასუხი უნდა გასცენ დასმულ შეკითხვებს და შეასრულონ მოცემული დავალებები.
კლასის მართვის ცნება განათლების, სწავლისა და სწავლების ფსიქოლოგიაში ორგვარი _ ვიწრო და ფართო _ გაგებით განიხილება. კლასის მართვის ვიწრო გაგება ძირითად აქცენტს მოსწავლეთა ქცევის ფორმებსა და დისციპლინაზე აკეთებს. კლასის მართვა, ფართო გაგებით, სასწავლო პროცესისა და გარემოს ჰარმონიულად კოორდინაციას და მოსწავლეთა ქცევის ტიპების მიუხედავად, სასწავლო პროცესში მაქსიმალური წარმატების მიღწევას გულისხმობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი კლასის ეფექტურად მართვა?
თუ კლასის მართვის ფართო გაგებას გავიზიარებთ, კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების დაუფლების მნიშვნელობაც გაიზრდება, რადგან ის აკადემიურ შედეგებს მჭიდროდ უკავშირდება. კლასის მართვის ტექნიკის ფლობა განაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მასწავლებელი ვერასდროს შეძლებს კლასში მიმდინარე პროცესების სრულად პროგნოზირებას. დეტალურად დაგეგმილი გაკვეთილი, შესაძლოა, მოულოდნელად იმ დღისთვის სრუ-ლიად შეუსაბამო აღმოჩნდეს და მასწავლებლის წინაშე იმპროვიზების აუცილებლობა დადგეს. გაკვეთილის პროცესი, შესაძლოა, სტუმრების ან დირექტორის შემოსვლის გამო უეცრად შეწყდეს და ა.შ. ამგვარი გარემოებანი გაკვეთილის მიმდინარეობასა და მოსწავლეების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მასწავლებლის მხრიდან კი მანევრირების უნარს მოითხოვს, რათა სასწავლო პროცესი დაუბრკოლებლად და თანმიმდევრულად გაგრძელდეს.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კლასში თითოეული მოსწავლე განსხვავებულად სწავ-ლობს. მაშინაც კი, როცა გაკვეთილზე ყველა ერთნაირი ინტერესითაა ჩართული მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებაში, პედაგოგის მხრიდან ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. ერთსა და იმავე დავალებაზე მუშაობის პროცესში, შესაძლოა, ზოგიერთ მოსწავლეს რომელიმე ამოცანის ამოხსნა გაუჭირდეს (სხვადასხვა მიზეზის გამო), ზოგიერთმა მოსწავლემ კი სწრაფად გაართვას თავი დავალებას და უსაქმოდ იჯდეს მასწავლებლის შემდგომი ინსტრუქციის მოლოდინში. პედაგოგს ყველა ამგვარი გარემოების გამოვლენა და გათვალისწინება მოეთხოვება დისციპლინის პრობლემების პრევენციის მიზნით.
და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კლასის მართვის მნიშვნელობას ზრდის, ის გახლავთ, რომ საშუალო განათლება მოზარდებისთვის სავალდებულოა და არა არჩევითი. ამის გამო მოსწავლეებს განსხვავებული მოტივაციები აქვთ. მათი მოტივირების ხელშემწყობი ფაქტო-რები კი პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და კლასისა და სასწავლო პროცესის ეფექტური მენეჯმენტია.
კლასის მართვის პრინციპები და მოდელები
განათლების ფსიქოლოგი ბროფი კლასის ეფექტურად მართვის სამ პრინციპს გამოყოფს: 1. მასწავლებელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს კლასის კონტროლის პასუხისმგებლობა; 2. მასწავლებელს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრის გრძელვადიანი გეგმა; 3. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოს-წავლეების მხრიდან მიუღებელი ქცევის მიზეზების დადგენა.
ბროფი კლასის მართვის სამ მოდელს გამოყოფს:
ბიჰევიორისტული;
კოგნიტური;
პიროვნული/პროსოციალური ან ჰუმანისტური.
ლასის მართვის ბიჰევიორისტული მოდელი ტრადიციული მოდელია და მოსწავლის ქცევის მართვაზეა ორიენტირებული. მისთვის ამოსავალი წერტილი მოსწავლის ქცევა და მასწავლებლის რეაქციაა. ეს მოდელი მასწავლებლის მიერ მოსწავ-ლეებისთვის ქცევასთან დაკავშირებული მოლოდინების გაცნობით, ქცევის მონიტორინგით, არასწორი ქცევის კორექციით შემოიფარგლება.
კოგნიტური მოდელი მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობას, საკლასო წესების შესახებ მათ პირა-დად ინფორმირებას, მოზარდების ახლოს გაცნობას და პრობლემების მოგვარების გზების მათთან ერთად განხილვას გულისხმობს.
პიროვნული, ან პროსოციალური მოდელი, რომელსაც ზოგჯერ ჰუმა-ნისტური მოდელის სახელითაც იხსენიებენ ხოლმე, მოსწავლეზე ორიენტირებული მოდელია და მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის როგორც აკადემიური, ისე სოციალური წარმატების ხელშეწყობას და ამ გზით სასწავლო პროცესში დამაბრკოლებელი დისციპლინური თუ სასწავლო პრობლემების პრე-ვენციას ისახავს მიზნად. აღნიშნული მოდელი ბიჰევიორისტული და კოგ-ნიტური მოდელების თანამედროვე ალტერნატივას წარმოადგენს.
კლასის მართვის პროსოციალური მოდელი პრაქტიკაში
ვიდრე კლასის მართვის პროსოციალური მოდელის ფარგლებში შემო-თავაზებული პრაქტიკული სტრატეგიების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ. იმისათვის, რომ კლასის ეფექტურად მართვა შევძლოთ, ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენებამდე საჭიროა ვითარების და მასთან კონკრეტული სტრატეგიის შესაბამისობის გაანალიზება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფთან, რა სიდიდის კლასთან, რა გარემო პირობებში, რა გამოცდილების მქონე მოსწავლეებ-თან, რა შესაძლებლობების მქონე შემსწავლელებთან ვმუშაობთ.
კლასის მართვის პროსოციალური მოდელი მასწავლებლებს ცხრა ძირითად სტრატეგიას სთავაზობს.
მასწავლებლის მომზადება და პროფესიონალიზმი
გაკვეთილის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს წინასწარ მომზადებული გეგმით. მას მოსწავლეების მხრიდან მოსალოდნელი შეკითხვები გათვლილი უნდა ჰქონდეს. უნდა ჩანდეს, რომ ის დაინტერესებულია, რაც შეიძლება, ხარისხიანად შეისწავლონ მოსწავლეებმა საგანი. სასურველია, ახალბედა პედაგოგებმა წინასწარ ივარჯიშონ გაკვეთილის ჩატარებაში. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლე-ბელი გაკვეთილის მიზნებს დაფაზე ჩამოწერს, ან სხვა ვიზუალური ფორმით მოამზადებს და მოსწავლე-ებს წარმოუდგენს. მიზნების წინას-წარი გაცნობის ტექნიკა მოზარდების მოტივაციას ამაღლებს, კონცენტრაციის ხარიხსს ზრდის და შედეგების გაზომვის საშუალებას იძლევა. მასწავლებელს, ასევე, წინასწარ მომზადებული და თანმიმდევრობით დაწყობილი უნდა ჰქონდეს ყველა ის მასალა, რომელსაც გაკვეთილზე გამოიყენებს.
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა როგორც კომფორტული ფიზიკური გარემოს, ისე უსაფრთხო ემოციური ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს. კომფორტული გარემოს შექმნაში ისეთი მარტივი ელემენტებიც კი მნიშვნელოვანია, როგორიცაა კლასში შემოსვლისთანავე მოსწავლეების მისალმება და მოკითხვა, მათი სახელების დამახსოვრება და ყოველთვის სახელით მიმართვა, საკუთარი თავის შესახებ მცირედი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, მერხებისა და სკამების ისე განლაგება, რომ მასწავლებელს კლასში მოძრაობის, ხოლო მოსწავლეებს ჯანსაღი ინტერაქციის საშუალება ჰქონდეთ. ეფექტური გარემოს შესაქმნელად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია მასწავლებლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება. აკადემიური თვალ-საზრისით ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა გულისხმობს მოსწავლეების დონისა და შესაძლებლობების შესაბამისი მასალის გამოყენებას, აგრეთვე ინსტრუქციების მკაფიოდ მიცემას.
საკლასო წესების და პროცედურების შემუშავება
მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვს მასწავლებელს მათ მიმართ. სასურველია, საკლასო წესები მოსწავლეებთან ერთად შემუშავდეს და მშობლები მათ წლის დასაწყისში გაეცნონ. წესების შემუშავებაში მოსწავლეთა მონაწილეობა თვითდისციპლინის გამომუშავების საუკეთესო გზაა. საკლასო წესებისა და პროცედურების დად-გენის შემდეგ ეფექტურია მოსწავლეების ჩართვა ამ წესებთან დაკავ-შირებული სიტუაციების გათამაშებაში, რათა მათ ისინი პრაქტიკულად შეითვისონ. ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს: ერთი გრამი პრევენცია ერთი ტონა მკურნალობის ტოლფასიაო. საკლასო წესები მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დამსჯელობითი ღონისძიებების აღწერასაც უნდა მოიცავდეს.
უნდა ვაღიაროთ, რომ პრევენციული მექანიზმების გატარების მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, წესების დარღვევა აუცილებლად მოხდება. ამიტომ საჭიროა, მასწავლებელს დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირება შეეძლოს. რეაქციის ფორ-მის შერჩევა პედაგოგზეა დამოკიდებული, თუმცა სასურველია, მან მოსწავლეებთან წინასწარ განხილუ-ლი რომელიმე სადამსჯელო ღონისძიება აირჩიოს და არა რაიმე სხვა ფორმა.
დააფასეთ ყოველი წამი
წარმატებული სწავლებისა და კლასის მართვის კიდევ ერთი წინაპირობაა დროის ეფექტურად მართვა. გაკვეთილის დროულად დაწყებისა და დასრულების გარდა, სასწავლო ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მოსწავლეს საკმარისი დრო ჰქონდეს სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ თავისუფალი დრო არ უნდა დარჩეს ყურად-ღების გასაფანტად. ამისათვის საჭიროა, გაკვეთილის გეგმა მეტ აქტივობას მოიცავდეს და დროის დარჩენის შემთხვევაში მოსწავლე სათანადოდ დაკავდეს. დროის ეკო-ნომიის მიზნით, ყოველ გაკვეთილზე, მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა, რომელიც მასწავლებელს მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება.
მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა
მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერ მოსწავლეს მუდმივად რაიმე საფიქრალი ან სამუშაო ჰქონდეს გაკვეთილის განმავლობაში. მან აქტიური მონაწილეობა უნდა მოსთხოვოს როგორც ძლიერ, ისე სუსტ მოსწავლეებს. ჩართულო-ბის გაზრდის მიზნით, პედაგოგს შეუძლია სხვადასხვა ტექნიკას მიმართოს: დასვას შეკითხვები, მისცეს მოსწავლეებს რამდენიმე წამი პასუხის მოსაფიქრებლად, გამოიყენოს “ექოს პრინციპი” და ერთი მოსწავლის პასუხი მესამე პირში გაამეორებინოს მეორეს, შეაჩვიოს ისინი რისკს იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებულები არ არიან პასუხის სისწორეში, შეაქოს სწორი პასუხის შემთხვევაში, მის-ცეს მინიშნებები, თუ მოსწავლეებს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, ყოველთვის გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო ყველამ დავალების ინსტრუქცია, მისცეს მოსწავლეებს ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმისა და ერთმანეთის პასუხების გასწორების საშუალება. ეს უკანასკნელი ტექნიკა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის კონცენტრაციის ხარისხს და ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა აუცილებლად გაითვალისწინოს მოსწავლეების განსხვავებული სწავლის სტილი და ინდივიდუალური საჭიროებები.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა უფლებები და პასუხისმგებლობები
აკადემიური ცოდნის გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლებს აუცი-ლებელი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს. მათი შეძენით მოსწავლეები საკუთარი უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობების შესრულებას შეძლებენ. სასურველია, ეს პროცესი მშობლებ-თან კოორდინაციით განხორციელდეს და მოსწავლეებს ის სასიცოცხ-ლო უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ: გუნდური მუშაობა, სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, მოქნილობა, მეგობრობა, ინიციატივის გამო-ჩენა, მოთმინება, მიზანმიმართულობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობის გრძნობა, იუმორის გრძნობა და ა.შ.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გადაცემა მასწავლებლებს ისეთი მარტივი გზით შეუძლიათ, როგორიცაა, მაგალითად, მოსწავლეების მორიგეობით დატოვება გაკვეთილების შემდეგ და საკლასო ოთახის მათთან ერთად დასუფთავება, მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეფასება და მისი გაუმჯობესების გზების განხილვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები აქვს და მასწავლებლის მხრიდან ფავორიტიზმის გამოვლენა მოსწავლეთა უფლებების დარღვევაა და ამასთანავე, კლასში აგრესიის გაჩენას იწვევს.
შემოქმედებითი მიდგომა
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მუდმივად საინტერესო იყოს და მოსწავლეებს ყურადღება არ მოუ-დუნდეთ, მასწავლებელმა შემოქმედებით მიდგომას უნდა მიმართოს და სწავლების ინოვაციური ფორმები ეძებოს. ბავშვებს სიახლეები და ექსპერიმენტები ყოველთვის იზი-დავთ. ეს მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, განსხ-ვავებული და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და ფორმების გამოყენება სხვადასხვა სტილის მქონე შემსწავლელების დაინტერესების გარანტიაცაა. “საშუალო დონის მასწავლებელი მოგვითხრობს, კარგი მასწავლებელი გვიხსნის, პროფესიონალი მასწავლებელი გვიჩვენებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შემოქმედებით ინტერესს გვიღვიძებს”, _ უთქვამს ამერიკელ პუბლიცისტს უილიამ არტურ ვორდს.
მოსწავლეების შეფასება
მოსწავლეების გამჭვირვალე შეფა-სება მასწავლებლის რეპუტაციასა და პროფესიონალიზმთან პირდაპირ კავშირშია. ის მოზარდების დამოკიდებულებასა და ქცევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შეფასების სისტემა მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალე და სამარ-თლიანი უნდა იყოს. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს კარგად უნდა იცნობდნენ. შეფასებასთან ერთად მათ მასწავლებლის სიტყვიერი რჩევებიც უნდა მიიღონ. რჩევების მიცემისას პედაგოგმა მოსწავლე უნდა წაახალისოს და მას ოპტიმისტური განწყობა შეუქმნას.
კომუნიკაცია
ღია კომუნიკაცია პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთან კომუნიკაციაც. მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა წაახალისოს, რათა მათ აქტიურად გამოთქვან აზრი, დასვან შეკითხვები და ისაუბრონ პრობლემებზე. მშობლებ-თან კომუნიკაციისთვის პედაგოგს შეუძლია ზეპირ ან წერილობით ფორმას მიმართოს. რაც უფრო მეტად არის მშობელი ინფორმირებული შვილის წარმატებებისა თუ სირთულეების შესახებ, მით მეტი პასუხის-მგებლობის გრძნობა აქვს მოსწავლესაც. კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაცი-აც. ამ გზით პრობლემების კოორდინირებულად გადაჭრაა შესაძლებელი.
რეკლამა
თუ გიყვართ? გეთანხმებით, არც მე, თუმცა იძულებულნივართ, ვუყუროთ, ხანდახან მაინც, როდესაც საინტერესო
გადაცემის ყურებას უბოდიშოდ გვაწყვეტინებენ და ათასი რამისკენ მოგვიწოდებენ. ახლაც
სწორედ ასე, უბოდიშოდ გაწყვიტეს გადაცემა, ეკრანიდან ჯერ ხელების დაბანისკენ მოგვიწოდეს,
მერე სახის კანის იმგვარად დარბილება შემოგვთავაზეს, რომ თოთო ბავშვისას დამსგავსებოდა,
ბოლოს სარეცხ ფხვნილებზე გადავიდნენ და შეგვახსენეს, რა არის საჭირო იმისთვის, სუფთად
რომ გვეცვას. ერთი სიტყვით, მთელი ბლოკი საბან და სარეცხ საშუალებებს მიუძღვნეს…
ჩემმა სტუდენტებმაც სწორედ დღეს დამოუკიდებლად მოხარშეს ლაბორატორიაში საპონი და ძალიან
ამაყობდნენ ამით.
ალბათ
გაიოცებთ, სად ლაბორატორია და სად რეკლამაო. რეკლამა მართლაც არაფერ შუაშია; უბრალოდ,
ისე მოხდა, რომ სწორედ მისი ყურებისას ვწერ ამ წერილს – საპნის ისტორიაზე.
თუ
დაგაინტერესეთ, დავიწყებ.
ჩვ.
წ. აღ-მდე გალელი და გერმანელი ტომები საპონს თხის ქონისა და წიფლის ნაცრისგან ამზადებდნენ.
ისტორიულ წყაროებში ისიც არის ნათქვამი, რომ ამ ველურმა ტომებმა ქონისა და ნაცრისგან
შესანიშნავი საცხის დამზადება იცოდნენ, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
მართალია, ეს ტომები რომის იმპერიას ემორჩილებოდნენ, მაგრამ საცხის დამზადების რეცეპტს
ალბათ საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან რომაელები ტანს ნაცრით ან დაფქული ცარცით იბანდნენ.
გაინტერესებთ,
რით აიხსნება ნაცრის რეცხვითი უნარი?
ნაცარი
დიდი რაოდენობით შეიცავს პოტაშს – K2CO3-ს, კალიუმის კარბონატს,
რომელიც წყალში გახსნისას ჰიდროლიზდება:
K2CO3+H2O↔ KHCO3+KOH
CO32-+H2O↔ HCO3–+OH–
ტუტეები
ხელს უწყობს რთული ეთერების, მათ შორის – ცხიმების, ჰიდროლიზს. ჰიდროლიზის შედეგად
მიიღება წყალში ხსნადი ცხიმოვანი მჟავას კალიუმის მარილი და გლიცერინი.
ლეგენდის
თანახმად, საპონი რომაელებმა გამოიგონეს. ძველ რომში საპოს (Sapo) მთაზე მსხვერპლშეწირვა
აღესრულებოდა – ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად და წვავდნენ. წვის დროს გამოყოფილი
ცხოველური ცხიმი ხის ნაცარს ერეოდა, წვიმის დროს კი ეს მასა მდინარე ტიბრში ჩაედინებოდა,
სადაც ხალხი თეთრეულს რეცხავდა. მათ შეამჩნიეს, რომ ქაფიანი წყლით სარეცხი უკეთესად
ირეცხებოდა, ეს ღმერთების საჩუქრად მიიჩნიეს და ამ წყალში ბანაობაც დაიწყეს, თუმცა
დაკვირვებულ ადამიანს წყლის აქაფების მიზეზის დადგენა არ გაუჭირდებოდა (სურ. 1. რომის
მოქალაქე). სიტყვა “საპონიც”(იტალ. sapone) სწორედ ამ მთის სახელიდან მომდინარეობს.
რომის
დაცემის შემდეგ საპონი მრავალი საუკუნის განმავლობაში მივიწყებული იყო. მისი წარმოება
მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყო და მას მხოლოდ მცოდნე აფთიაქარები ამზადებდნენ.
მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში სარეცხად ხმარობდნენ კვერცხის გულს, ცხელ რძეს, ლუდის საფუარს,
ცხოველის შარდს (შარდი დროთა განმავლობაში ამიაკად და ურეატებად იშლება, რაც წყლის
აქაფებას იწვევს), ზოგიერთი მცენარის ფესვებსა და ნაყოფს (სურ. 2) (დადგენილია, რომ
ზოგიერთი მცენარე საპონინებს – ბუნებრივ გამრეცხ ნივთიერებებს – შეიცავს), ხარის ნაღველს
(ტანსაცმელს ხარის ნაღველში აწყობდნენ, შემდეგ წყალში გაავლებდნენ, გაშრობისას ქვიშას
აყრიდნენ და ჯოხს ურტყამდნენ; ასეთი მეთოდით დამუშავებულ ტანსაცმელს წყალში აწყობდნენ,
დააყრიდნენ ნაცარს და რამდენიმე დღით ტოვებდნენ (სურ. 3).
ჰამბურგში
განათლებით ქიმიკოსმა ჰ. შვარცკოფმა გახსნა “შვარცკოფის მაღაზია”, სადაც სამკურნალო საშუალებებთან ერთად პარფიუმერიული
ნაწარმიც იყიდებოდა. 1905 წლისთვის მაღაზია დიდ კომპანიად იქცა. პირველმა სწორედ შვარცკოფმა
შექმნა თხევადი საპონი და შამპუნი.
საიდან
დაებადა მას შამპუნის შექმნის იდეა?
ეს
აზრი მას ბუნებრივმა ნივთიერებებმა – საპონინებმა შთააგონა, რომლებსაც აქაფება ახასიათებს
(სურ. 4).
შუა
საუკუნეებში ევროპაში საპონი პოპულარული არ ყოფილა. მე-18 საუკუნემდე საფრანგეთის არისტოკრატიას
მიაჩნდა, რომ ჰიგიენის ეს საშუალება კანს აზიანებდა. მარსელსა და ნეაპოლში საპონს ზეითუნის
ზეთისა და სოდისგან ამზადებდნენ (ზეითუნის ზეთს ზეთისხილის მარტივი დაწნეხით იღებდნენ
და მას პროვანსულს უწოდებდნენ). ინგლისში კი 1399 წელს მეფე ჰენრი IV-მ შემოიღო საპატიო
ორდენი, რომლის მფლობელებიც აბანოში საპნით დაბანის უფლებით სარგებლობდნენ.
რით
განსხვავდება ინდუსტრიული საპონი კუსტარულისგან?
ქიმიური
რეაქცია ცხიმსა და ნაცარს (ან სოდას) შორის წარმოადგენს შესაპვნის რეაქციას, რომლის
შედეგადაც საპონი და გლიცერინი წარმოიქმნება. საპონს აქვს გამრეცხი თვისება, გლიცერინი
კი მას სასარგებლოს და სასიამოვნოს ხდის.
გარდა
ამისა, ხელით დამზადებულ საპონში შესაძლებელია ეთერზეთების, თიხის, სამკურნალო ბალახების
დამატება.
ხელით
დამზადებული საპნის pH ახლოს არის ნეიტრალურთან.
პალმიტინის
მჟავა საპონს სიმაგრეს აძლევს, ოლეინის მჟავა – ცივ წყალში ხსნადობას და რეცხვით უნარს;
სტეარინის მჟავა აძლიერებს რეცხვით უნარს ცხელ წყალში.
თანამედროვე
საპნები ნატრიუმის პალმიტატისა და სტეარატის საფუძველზეა დამზადებული. ინდიკატორის
საშუალებით განისაზღვრება ზოგიერთი საპნის ხსნარის pH მაჩვენებელი (სურ. 5).
ქოქოსის
ზეთზე დამზადებული საპონი ცივ წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მასში შემავალი ლაურინის
მჟავა კანს აღიზიანებს.
რატომ
არ იყენებენ საპნის წარმოებაში ღორის ქონს?
ღორის
ქონზე დამზადებული საპონი მალე ფუჭდება, რადგან უჯერ ლინოლენის მჟავას – C17H29COOH-ს
– შეიცავს.
2005
წელს დიდ ბრიტანეთში შექმნეს საპონი, რომლის შემადგენლობაში კოფეინი და პიტნის ზეთი
შედის. მიზანი? – ადამიანს გამოფხიზლებაში დაეხმარონ.
როგორ მივიღოთ საპონი ლაბორატორიაში?
ჭიქაში მოვათავსოთ 5-6 გ ერბო ან ცხოველური
ცხიმი, დავუმატოთ 8 მლ სპირტი და 12-15 მლ ნატრიუმის ტუტის (ან სოდის) კონცენტრირებული
ხსნარი. ნარევი ნელა ვადუღოთ. გაცივებისას ხსნარს 10-15 მლ სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარი
დავამატოთ. ხსნარის ზედაპირზე საპონი გამოიყოფა. ამ პროცესს გამომარილება ეწოდება.
მიღებული საპონი ქსოვილზე გადმოვწუროთ (სურ. 6).
KOH-ის გამოყენებით თხევადი საპონი მიიღება.
რა
რჩება ჭიქაში საპნის გამოყოფის შედეგად?
ჭიქაში
რჩება გლიცერინის შემცველი სითხე. ამაში დასარწმუნებლად დავუმატოთ მას NaOH-ის, მერე
კი CuSO4-ის ხსნარები. რეაქციის შედეგად ლურჯი ფერის სპილენძის გლიცერიდს
მივიღებთ. შეახსენეთ თქვენს მოსწავლეებს – ეს მრავალატომიანი სპირტების თვისებითი რეაქციაა
(სურ. 7).
საპონი
უმაღლესი კარბონმჟავების ხსნადი მარილებია, მაგრამ კარბონმჟავები, იმის გამო, რომ სუსტ
მჟავებს წარმოადგენს, ადვილად გამოიყოფა ძლიერი არაორგანული მჟავების დამატებით.
სინჯარაში
მოთავსებულ საპნის ხსნარზე გოგირდმჟავას (ან მარილმჟავას) დამატებისას სტეარინმჟავა
გამოიყოფა (სურ. 8).
რისგან
ამზადებენ სარეცხ ფხვნილებს?
სარეცხი
ფხვნილები სინთეზური გამრეცხი საშუალებებია, რომლებიც აადვილებს რეცხვას როგორც რბილ,
ასევე ხისტ წყალში.
სინთეზური
გამრეცხი საშუალებები სინთეზური მჟავების – სულფომჟავების, უმაღლესი სპირტების რთული
ეთერებისა და გოგირდმჟავა ნატრიუმის მარილებია.
აი, ასე, რეკლამაც დასრულდა და გადაცემას
დავუბრუნდები, თქვენ კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.
რუსთავი
ქვემო ქართლში მოგზაურობა სასურველია რუსთავიდან დაიწყოთ, რადგან იგი არის რეგიონის თვითმმართველი ქალაქი. მართალია, რუსთავი, როგორც ქალაქი 1948 წელს დაარსდა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი. დღემდე შემორჩენილია რუსთავის ციხე, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ააგეს.
აღასრულა რა მასზე დაკისრებული საპატიო მოვალეობა, შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტმა პრემია, დიდი საერთაშორისო აღიარების გამოხატვა, წელს პატარა ქვეყნის (როგორც ითქმის ხოლმე) მწერალს მიანიჭა. და მე ვღებულობ ამ ჯილდოს. ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს ქვეყანაზე, აგრეთვე რამდენიმე ზოგადი მოსაზრება გამოვთქვა იმ პროზაიკოსის შემოქმედებაზე, რომლის დაჯილდოებაც თქვენ ინებეთ.
ჩემი სამშობლო, ერთი ჩვენი მწერლის სიტყვებით, მართლაც “პატარა ქვეყანაა სამყაროთა შორის”, ქვეყანა, რომელიც ცდილობს აინაზღაუროს ყველაფერი, რასაც კი მოაკლდა მძიმე, მღელვარე წარსულში, აინაზღაუროს რაც შეიძლება სწრაფად, თავგანწირვითა და არნახული მონდომებით, აინაზღაუროს ყოფიერების ყველა სფეროში, მათ შორის კულტურაში. თქვენ ახალი ლაურეატის არჩევით ნათელი მოჰფინეთ ჩემი ქვეყნის ლიტერატურულ საქმიანობას, თანაც ისეთ დროს, როდესაც ახალი სახელებისა და ორიგინალური ნაწარმოებების წყალობით მან ჯეროვანი როლის შესრულება დაიწყო მსოფლიო მწერლობაში.
თქვენ მიერ ჩემი ქვეყნის ერთი მწერლის აღიარება ამ მცდელობის უეჭველი მხარდაჭერაა და ჩვენგან განსაკუთრებულ მადლიერებას აღძრავს. მახარებს მოცემული შესაძლებლობა ამ მადლიერების გულწრფელად და სადად გამოხატვისა.
გაცილებით რთულია ითქვას რაიმე შემოქმედებაზე მთხრობელისა, რომელსაც თქვენ პრემია მიანიჭეთ.
განა სწორია, იმისგან, ვინც თავისი ქმნილებები, თავისი თავის ნაწილი წარმოგიდგინათ, იმასაც ელოდეთ, რომ მათზე ილაპარაკოს კიდეც?! ჩვენ არცთუ იშვიათად ისე ვუცქერთ მხატვრული ნაწარმოებების შემქმნელთ, როგორც მდუმარე და მიუწვდომელ თანამედროვეთ, ან არადა, როგორც სახელგანთქმულ განსვენებულებს; თან გვგონია, ქმნილების ენა უფრო სუფთა და მკაფიო იქნება, თუ მას შემოქმედის ხმა არ დაერთვება. ასეთი აზრები საკმაოდ გავრცელებულია და არახალია. ჯერ კიდევ მონტესკიე ირწმუნებოდა: “მწერლები თავიანთი ნაწარმოებების ცუდი მსაჯულები არიან”. ოდესღაც აღვფრთოვანდი გოეთესთან წაკითხულით: “ხელოვანის საქმე შექმნაა და არა ლაპარაკი”; და მოგვიანებით იგივე აზრი, ბრწყინვალედ ფორმულირებული, მარად სახსოვარ ალბერ კამიუსთანაც აღმოვაჩინე.
ამიტომ მიმაჩნია, ჩემი ხანმოკლე სიტყვის სიმძიმის ცენტრის გადატანა მოთხრობასა და მთხრობელზე სავსებით სამართლიანია. ათასობით ენაზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში, საუკუნიდან საუკუნეში, მოყოლებული უძველესი გადმოცემებიდან, კერიის პირას რომ ყვებოდნენ ჩვენი წინაპრები ქოხებში, ვიდრე თანამედროვე მწერლების ქმნილებებამდე, რომლებიც ეს-ესაა იბეჭდება უდიდეს გამომცემლობებში, მოთხრობილია ადამიანის თავგადასავალი, ბედ-იღბალი. დროისა და გარემოების კვალად იცვლება გამოსახვის ხერხები და ფორმები, მაგრამ არ იცვლება მოთხოვნილება ამ მოთხრობაზე, მეტიც, იზრდება კიდეც. ხანდახან ისიც გეჩვენება კაცს, რომ კაცობრიობა გონების პირველი გამონათებიდან მოყოლებული, უთვალავ ვარიანტად, მაგრამ უნისონში თავის სუნთქვასა და გულისცემასთან, ერთსა და იმავე ამბავს უყვება თავის თავს. იგი ასე ცდილობს გააცუროს ჯალათი. ლეგენდარული შაჰერაზადას მთხრობელებივით, მას უნდა ბედისწერის უცილობელი განაჩენის გადავადება და მარადიული ცხოვრების ილუზიის გახანგრძლივება. ან ხომ ისიც შეიძლება, რომ მთხრობელი ადამიანს ეხმარებოდეს თავისი თავის პოვნასა და შეცნობაში? ანდა იქნებ ეს მოთხრობა საკუთარი თავის შელოცვაა, მსგავსად იმ ბავშვის საქციელისა, სიბნელით შეშინებული სიმღერით რომ იმშვიდებს თავს? ან მისი მოთხრობების მიზანი სულაც იმ ბნელი ბილიკების განათება ხომ არაა, ჩვენ რომ მივუყვებით ბედისწერის ნებით? ჩვენი ცხოვრების ჩვენივე თავისთვის ახნის მცდელობა? აკი, კარგი მთხრობელის ბაგეთაგან რამდენჯერ გაგვიცნობიერებია, რა შევძელით და რა გავუშვით ხელიდან, რა უნდა გვექნა და რა – არა. არ არის გამორიცხული, ეს მოთხრობები, ზეპირგადმოცემული თუ წერილობითი, კაცობრიობის ჭეშმარიტი ისტორია იყოს და შევძლებთ კი ჩვენ ჩავხვდეთ მის არსს? და საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა, წარსულისაა ეს მოთხრობები თუ თანამედროვეობის.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, წარსული ამბების მოყოლა გარკვეულად თანამედროვეობის უგულებელყოფა, მისგან შებრუნებაც კიაო. ჩემი აზრით, ისტორიული მოთხრობებისა და რომანების ავტორი არ დაეთანხმება ამ დაუსაბუთებელ აზრს და აღიარებს, რომ თვითონაც არ იცის, როგორ და როდის გადადის აწმყოდან წარსულში, რომ იგი ისევე ლაღად და მსუბუქად გადააბიჯებს ხოლმე ასწლეულების ზღურბლს, როგორც სიზმრებში ხდება. ბოლოს და ბოლოს, განა წარსულშიც და აწმყოშიც ერთსა და იმავე მოვლენებსა და გაუგებრობებს არ ვაწყდებით – იყო ადამიანი, გაჩენილი დაუკითხავად და შენი ნების გარეშე, აღმოჩნდე ყოფიერების ოკეანეში ჩაგდებული და მიტოვებული, იძულებული იყო იცურო, იარსებო, თავი არ დაკარგო, გაუძლო გარე შემოტევებს, საკუთარ და სხვათა გაუთვალისწინებელ ქცევას, რაც ხშირად აღემატება ჩვენს ძალას; და რაც უმთავრესია, გაუძლო ამ ყოველივეს გაცნობიერებას. ერთი სიტყვით, ადამიანი უნდა იყოს.
ამრიგად, წარსულისა და აწმყოს წარმოსახვითი საზღვრის მიღმაც ადამიანის ბედისწერას, ხვედრს ეხება მწერალი. და სწორედ ეს უნდა დაინახოს მან, ღრმად ჩასწვდეს, შეენივთოს, შეერწყას მას, თავისი სული შთაბეროს, თავისი სისხლით ისიც გაათბოს და ადამიანის ბედისწერა აქციოს თავისი მონათხრობის ცოცხალ ქსოვილად, თან თხრობა ძალიან კარგი უნდა იყოს, სადა და დამაჯერებელი.
როგორ ახერხებენ ამას მწერლები, რაგვარად და რა გზით? ერთნი, წარმოსახვის ლაღი და უსაზღვრო თამაშით, მეორენი, ისტორიული და სოციალური ევოლუციის მონაცემების ხანგრძლივად და მუყაითად შესწავლით. ერთნი იძულებულნი არიან ჩასწვდნენ გარდასულ ეპოქათა მატერიას და აზრს, მეორენი წარმატებას სასწაულებრივი სიმსუბუქით აღწევენ, მსგავსად უხვმოსავლიანი ფრანგი მწერლისა, რომელმაც განაცხადა: “რა არის ისტორია? ლურსმანი, რომელზეც მე ჩემს რომანებს ვკიდებ!” ერთი სიტყვით, ხერხი ათასობითაა, რომელთა მიხედვით ქმნის ავტორი, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც შედეგს, თვით ნაწარმოებს აქვს.
ისტორიული რომანების ავტორს, ერთხელ და სამუდამოდ რომ მიეცა განმარტება ყველასათვის, თავისი რომანებისთვის ეპიგრაფად ძველების ნათქვამი შეეძლო წაემძღვარებინა: “მე გარდასულ დღეებზე ვფიქრობდი და მარადიულობას ვიხსენებდი”. მაგრამ მწერლის შემოქმედება ამას ყოველგვარი ეპიგრაფის გარეშეც ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ოსტატობის, გემოვნების, მეთოდის საქმეა, ხოლო ყოველგვარი მსჯელობა მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ – გონების თამაში. ის კი არ არის მთავარი, მწერალი არარსებობიდან წარსულს თუ გამოიხმობს, აწმყოს თუ დახატავს ლამაზად და გამართული თუ გასწევს მომავლისკენ; არა, მთავარია სული, რომლითაც გამსჭვალულია მისი მოთხრობა, სათქმელი, რომელიც მის მოთხრობაშია. ეს კი, ცხადია, არანაირ წესსა და კანონს არ ემორჩილება. ყველას ისე მიჰყავს თხრობა, როგორი მემკვიდრეობითი ან შეძენილი საზომი და შეხედულებებიც აქვს, თანახმად თავისი მხატვრული შესაძლებლობებისა.
ყველა მთხრობელს თავისი ნაამბობის მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, მან სრულიად თავისუფლად უნდა განავითაროს თხრობა. მაგრამ ერთი იმედი მაინც მინდა გამოვთქვა, რომ მოთხრობა, რომელსაც თანამედროვე მთხრობელი ყვება, ფორმისა და თემის მიუხედავად, არ იქნება მოწამლული და ხმაჩაწყვეტილი მომაკვდინებელი იარაღით, რომ მისი მოკარნახე იქნება სიყვარული, გეზის მიმცემი – ადამიანის თავისუფალი და ნათელი ნება, იმიტომ, რომ მთხრობელი და მისი ქმნილება ადამიანსა და კაცობრიობას უნდა ემსახურონ. ესაა უმთავრესი. აი, ამის ხაზგასმა მინდოდა, დაბოლოს, დამრთეთ ნება იმითვე დავასრულო, რითაც დავიწყე: დიდი და გულწრფელი მადლობა თქვენ!
საკუთარი
თავი
რამდენიმე დღეა ცუდ განწყობაზე ვარ, აი, ხომ წაეწყობა ხოლმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზები,
თავს ვერაფერს ვუხერხებ, ხან ბავშვობის ფოტოები გადმოვიღე, ხან სტუდენტობისდროინდელი
სიყვარულის სასაცილო ამბებს გადავწვდი, ხან ჩემი შვილის ალბომი გადავშალე, ხან ჩემი
ქორწილის. მოკლედ, რა აღარ ვცადე – საყვარელი
სახეები და სახელები ზოგჯერ შველის, ზოგჯერ არა.
ძველ ხელნაწერებსა თუ ქსეროქსის ფურცლებს შორის ერთი
ძალიან საყვარელი ნახატი აღმოვაჩინე – ჩემმა მოსწავლემ დამხატა უხსოვარ დროს, დიდი,
დიდი ხნის წინ – როცა პატარა, გაუბედავი მასწავლებელი ვიყავი, შესვენებებზე სამბას
და სალსას რომ აცეკვებდა ხოლმე მეორეკლასელებს.
ვუყურებ ამ ნახატს და ვცდილობ გავიხსენო ჩემი თავი
-მაშინდელი.

გრძელი, ხვეული თმა მქონდა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი
და სულ თმაგაწეწილი დავდიოდი. თუმცა ეს თმა მშვენივრად წამადგა ტროპის სახეების, კერძოდ,
ეპითეტის ახსნისას – იმ დილით, ჩვეულებრივად მეტროთი მივდიოდი სკოლაში, უცებ ორი ბიჭის
ლაპარაკი გავიგონე, მიყურებდნენ და რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს – ბიჭო, შეხედე,
როგორი მწვანილივით თმები აქვს! – მერე ეს ამბავი ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ცუდი
ეპითეტის ასახსნელად გამომადგა.
ეს გულსაკიდი, რომელიც ნახატზეა, მართლა მქონდა და სულ
მეკეთა ხოლმე – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ნიჟარა იყო, კუნძულ თასოსზე ვიპოვე – ძალიან
უცნაური შეფერილობა და ფორმა ჰქონდა, ხოდა ავიღე, კარგად გავაპრიალე და შავ თასმაზე
ჩამოვკიდე. – მერე ესეც გამოვიყენე ქართული
ლიტერატურის გაკვეთილზე, იმის სათქმელად, რომ წიგნი ისე აცოცხლებს და ინახავს ათას
უცნაურ ამბავს თუ ლექსის მელოდიას, როგორც ნიჟარა – ზღვის ხმაურს.
ეს ჯემპრი, აქ რომ მაცვია – სინამდვილეში შავი იყო,
ალბათ ძალიან მუქი ფერის სამოსის ჩაცმაც არ ღირს – სულ ქვრივი დედაჩემის შავი კაბა
მახსენდება – ასე მეგონა, სხვა ფერის კაბა
არც არსებობდა დედაჩემისთვის და დიდი ხნის მანძილზე მეც სულ შავ ტანსაცმელს
ვირჩევდი ხოლმე.
ჩემმა მხატვარმა- სცადა და გააღიავა, ძალიან კი არა
– რომ განწყობა და ხასიათი არ შეეცვალა, არამედ სულ რამდენიმე ტონით. ყავისფერი – მუქია,
მაგრამ მთლად შავიც არ არის.
არასდროს ასეთ ფერად არ შემიღებავს თვალები, მითუმეტეს,
როდესაც სკოლაში ვასწავლიდი, მაგრამ გამახსენდა – ეს ის დღე იყო, როცა გავბედე, ავდექი
და ჩემი ლექსები წავუკითხე მოსწავლეებს – მერე ძალიან ვინერვიულე ამაზე, ვინანე კიდეც
– ასეთი გულახდილი არ უნდა ვყოფილიყავი მეთქი.
მაგრამ ახლა ვხვდები – დიახაც, უნდა წამეკითხა, სხვა
შემთხვევაში ამ ნახატზე ხომ არ მექნებოდა ასეთი ლაჟვარდისფერი ქუთუთოები.
ამას მივხვდი და გულზე მომეშვა.