სპორტის ტრადიცია საქართველოში
ბჟალამ ჩაი
თბილისის წიგნის ფესტივალის შემდეგ ისე ვიღლები, იმდენი
ძალა და ნებისყოფა მეხარჯება, რომ შემდეგი კვირები დასვენებასაც ვერ ვახერხებ და რაც
არ უნდა უცნაური იყოს, ისევ მუშაობას გამოვყავარ გუნებაზე. ბახუსივითაა, ღვინით გაპობილს
ღვინითვე წამლობ.
ეს უკვე მეხუთე წელია ასე ხდება. ამ ფორიაქსა და გაწამაწიაში
სხვებივით ალბათ მეც მიფიქრია, რას ვაკეთებდი ათი წლის წინ, ზუსტად ამ დროს? ან ოცი
წლის წინ? ან ოცდახუთის? ადამიანი ხომ, ყველაფერთან ერთად, ცოტათი სტატისტიკაცაა და
ხშირად სწორედ ციფრების, თარიღების, შეკრება-გამოკლებისა და შეჯამების კუთხით მიუდგება
ცხოვრებას და მის თვალჩაუწვდენელ ჭაში ჩახედვას რომ ვერ ახერხებს, არითმეტიკას მოიმარჯვებს
ხოლმე.
თუნდაც თხუთმეტი წლის წინ, ამ დროს, რას ვაკეთებდი?
მაისის ბოლოდან არდადეგები იწყებოდა და დილით გამოძინებას,
რძიან ჩაის და მდინარეზე სიარულს დანატრებული, იმ დღიდანვე სოფლის მოქალაქე ვხდებოდი.
პირველი (დილით გამოძინება) მე და ჩემს ძმას თითქმის გარანტირებული გვქონდა, ბებიაჩემის
ახირებას თუ არ ვიგულისხმებთ – მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ საძინებელი ოთახის კედელზე
გამოკრული „დღის რეჟიმი” ურთულეს მისიად რჩებოდა წლების განმავლობაში, ბებიაჩემი ყოველ
ჯერზე მოითხოვდა საქვეყნოდ აღიარებული და კაცობრიობის უკეთესი ნაწილის (ბრძენკაცები,
ექიმები, სწავლულები) მიერ გამოცდილი წესების ჩვენგან შესრულებას. მთავარი პუნქტი ამ
დოკუმენტში დილაუთენია გაღვიძება იყო – ბუნების რიტმს და წესრიგს უნდა ავყოლოდით და
ჩვენც მაშინ გამოგვეხილა თვალი, მზე რომ დაანათებდა თავის თბილ და ბარაქიან სხივებს
დედამიწას, ფრინველი და პირუტყვი ახმიანდებოდა, ცვარისგან დაზნექილი ხე და ბალახი გაიმართებოდა
წელში და სოფლის გაჩერებაზე ჩამოივლიდა პირველ რეისობას მომავალი ყვითელი „პაზიკი”.
დღის რეჟიმის შესრულებისა რა გითხრათ, მაგრამ ბებიაჩემის
მოთხოვნას – რძიანი ჩაი ბოლომდე დალიეთო – ზედმიწევნით ვასრულებდით. „ბები, ბები, ბჟალამ
ჩაი მინდა!” – ზევიდანვე ჩამოსძახებდა ჩემი ძმა, სანამ კიბეზე დავეშვებოდით და მაგიდას
მივუსხდებოდით. ხან, ახალგაღვიძებულზე იყო თუ მოშიებულზე, აერეოდა ხოლმე სიტყვები და
მეზობლებსა და ქუჩაში გამვლელს ერთნაირად ჩაესმოდა წკრიალა ხმით: „ბები, ბები, ჩალამ
ბჟაი… არა, ბჟალამ ჩაი მინდა!”. შაქარსაც გვარიანად ვყრიდით და თუ გამოგველეოდა,
მეორე ჭიქასაც ვიმატებდით ჩვენ თვითონ, მაგრამ ბებიაჩემის ხელით მორთმეული ბჟალამ ჩაი
მაინც სხვა იყო, უფრო სწორად, ამ გადმოსახედიდან ჩვენი სოფლის სახლსაც, ამ სახლის ბინადრებსაც,
მათ თავს გადახდენილ ამბებსაც, ყველაფერს, მგონია, რომ სწორედ იმ ბჟალამ ჩაის სურნელი
აფხიზლებდა და აცოცხლებდა, რომ მერე ერთი ოთახიდან მეორეში, ეზოდან ეზოში, შუკებიდან
ვიწრო ბილიკებისკენ ეტარებინა და მოკლე, შემოვლითი გზით – ოჭკირაფუთი – მიეყვანა დანიშნულების
ადგილამდე.
ასეთი ადგილი ჩვენთვის ორი იყო: სტადიონი და მდინარე.
ან ორივე ერთად. ან ჯერ მდინარე, მერე – სტადიონი. პირიქითაც შეიძლება. ორივეგან ურიცხვი
გოგო-ბიჭი ირეოდა შუადღიდან გვიან საღამომდე. ორივეგან დიდი იყო თავის გამოცდისა და
გამოჩენის ასპარეზი. სიღრმე იმდენი არ ჰქონდა, მაგრამ ვიწრო კალაპოტში მოქცეული მდინარე
იმდენ ამბავს იტევდა, ითმენდა და იმახსოვრებდა, ჩვენხელებისთვის მისწრება იყო სწორედ.
თუმცა, რაღა მარტო ჩვენხელებისთვის – იქ ჩვენზე უფროსებიც ბლომად იყვნენ.
ბებიაჩემი, სანამ პირში სული ედგა და ჩვენი დევნა შეეძლო,
სულ გვარწმუნებდა, რომ არდადეგები სწორად უნდა გამოიყენო – არც დასვენება მოიკლო, არც
გართობა და მეცადინეობაშიც არ უნდა შეგეშალოს ხელი. ამის საილუსტრაციოდ ისეთი ვიღაცების
ცხოვრებას გვიყვებოდა, თავმოყვარე ადამიანს, სულ ცოტა, სინდისს მაინც შეუწუხებდა, მაგრამ
როგორც იმ დროს და იმ ასაკში ხდება – პირველივე გამოწვევაზე ვივიწყებდით რჩევა-დარიგებებს
და მხოლოდ უკან, ღელეგამოტოპილზე, დაბინდული ტყის ვიწრო ბილიკზე გვახსენდებოდა, რომ
დაუბარებლად გავვარდით შინიდან, სტადიონიდან გაოფლილები ჩავცვივდით მდინარეში, და გზად
ბალს და ბუშმალას შესეულები ბალისა და ბუშმალას პატრონებმა გამოგვყარეს თავიანთი ეზოებიდან.
სანამ ბებიაჩემი საყვედურებით სავსე ხონჩას შემოდგამდა
სუფრაზე, მე პირველი სიტყვები უკვე მზად მქონდა:
– ბები, ბჟალამ ჩაი მინდა.
ლევან ბუთხუზი – მასწავლებელი არის ბურჯი, რომელზედაც დგას სახელმწიფო და საზოგადოება
როდესაც შენ ტურისტად კი არ ჩაიქროლებ სადმე, ვთქვათ რაჭაში, არამედ რომელიმე ოჯახში შეხვალ დასველებული და ითხოვ თავშესაფარს. ოჯახის წევრები სიამოვნებით დაგელაპარაკებიან ჩაისთან და არ არის საჭირო ღრეობა. ამ დროს სრულიად სხვა განზომილებაში გადადიხარ და ადამიანური კომუნიკაციები გაჩვენებს, ადგილზე რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ამა თუ იმ კუთხის მაცხოვრებელი, ვიდრე თბილისში ნახულობ. ამ თვალსაზრისით ეს მრავალფეროვნება საქართველოსთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ამას რომ სწავლობ, ამისთვის სულ არ არის საჭირო, სადღაც აფრიკაში ირბინო, ამის დრო მოვა. შენს ქვეყანას კარგად რომ იცნობ, უკვე მზად ხარ ისეთი კულტურების სანახავად, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულია შენგან. როდესაც არ იცნობ და სხვა ქვეყნის სანახავად გარბიხარ, ეს სიბრიყვეა, აროგანტობას ნიშნავს. ეს ჩემი აზრით, დანაშაულია, რადგან „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდას” პრინციპია. ადამიანს თუ მოგზაურობა უყვარს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სხვა ქვეყანაში წავა თუ არა, მისთვის საკმარისია საკუთრი სახლის მოშორებით ნახოს განსხვავებული ადგილი.
ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს, ხიბლი იმაშია, როდესაც ბავშვი მიგყავს, ვთქვათ, სვეტიცხოველთან, ხელს ადებინებ მის კედელზე და რაღაც ისტორიას უყვები. არ არის საჭირო მაინცდამაინც „დიდოსტატის მარჯვენიდან” მოუყვე.
უფრო მნიშვნელოვანია რეალური ისტორიის მოსმენა, ვთქვათ, რა ხდებოდა სვეტიცხოველის მშენებლობის პერიოდში გიორგი პირველის ეპოქაში. ანუ მთავარია – მიზანი, ამოცანა და მეთოდოლოგია. თუ ამ თვალსაზრისით ექსკურსია გამართულია, ბავშვს ყოველთვის დააინტერესებს იგი. მე ვთვლი, რომ სასკოლო ცხოვრებაში ექსკურსია არსებითად მნიშვნელოვანია და ის, რეგულარულად უნდა ეწყობოდეს. სკოლები აუცილებლად უნდა ხარჯავდნენ თანხებს ამ მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნულ მუზეუმში ისეთი სიმდიდრეა დაცული და ისეთი გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი გიდებივით კი არ ესაუბრებიან ბავშვებს, არამედ რეალური ისტორიებით შეახებენ მოსწავლეებს ცალკეულ ნივთს. ამიტომ თითო დღე თითო სკოლამ რომ მიიყვანოს ბავშვები და ოქროს ფონდში ჩაიყვანონ, მოზარდი იქიდან მნიშვნელოვნად გამდიდრებული წამოვა. ამასთან, მიმაჩნია, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა მიეცეს თამაშის საშუალება. ამ გზით უნდა მიიღოს ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში ექსკურსიაც მოსაწყენი იქნება და დაემსგავსება ზუსტად იმ გზას, როდესაც მამას მიჰყავს დასავლეთში და უბრალოდ აჩვენებს ისტორიულ ძეგლებს.
„National Geographic”-ის მიზანი არის ცოდნის გავრცელება. რა ტიპის ცოდნაზეა საუბარი – ნებისმიერი მიმართულების – მეცნიერება იქნება, ხელოვნება, ჰუმანიტარული დარგები, გეოპოლიტიკა თუ სხვა.
კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ისეთი სახით ხდება, რომ ეს ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი, მაგრამ წასაკითხად არც ისე მარტივი იყოს. აქ გამოქვეყნებული სტატიები, არ არის პოპულარული მეცნიერება, ეს ისეთი სტატიებია, რომელიც დაწერილია ზღურბლზე, რომელიც ადამიანს, განსაკუთრებით მოზარდს, დამატებით კითხვებს უჩენს, რომ იქექოს ენციკლოპედიაში, ინტერნეტში, რაღაც ტერმინი ან მოსაზრება ეძებოს. სწორედ ეს ნაწილი აქვს დაჭერილი „National Geographic”-ის. საქართველოს შესვლა ამ დიდ ოჯახში იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ღირებულებითი სისტემის ნაწილი ხდები. პატარა ბავშვებზე არ არის აქ საუბარი, რადგან მათთვის სხვა ჟურნალები გამოიცემა და სხვა პროდუქტები არსებობს, საუბარია 14-15 წლიდან და შემდგომ, უკვე სტუდენტური ასაკის ახალგაზრდებზე. ჩვენი მკითხველის ასაკი შეუზღუდავია და შეიძლება 80 წლის და ზევითაც იყოს. თუმცა ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ახალგაზრდებზე და განათლების კომპონენტი არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ ღირებულებებში საქართველოს ჩართვა და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ამ ჟურნალის და წარმომადგენლობის იმ ოფისის მისიაა, რომელიც საქართველოშია.
მსოფლიო გადატვირტულია, ე.წ. „ჯანყი” ინფორმაციით და მასწავლებელს ისევე როგორ მეც, მიჭირს გავარკვიო, სად არის რეალობა და სად არის ვიღაცის გამოგონილი ჭორი. ეს ის ჟურნალია, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ მოტანილი ფაქტი, იქნება ეს მეცნიერების თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, შეგიძლია ბავშვს თამამად გადასცე. მეორე მხარე პრაგმატული და პრაქტიკული მხარეა. მასწავლებელს მოეთხოვება გარკვეული ატესტაციების და კრედიტების დაგროვება, რომ უფრო მაღალ იერარქიულ დონეზე ავიდეს და ელემენტარულად, მისი ხელფასი გაიზარდოს. რამდენადაც ვიცი ყოველთვის ჭირს კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უფრო გააადვილებს ტესტირების პროცესს. „National Geographic საქართველო” არამარტო ჟურნალი, რამედ მთელი მასალაა, რომელიც მას მოჰყვება, შიდა დახურულ პორტალზე, რომელზეც მაქვს წვდომა და შემიძლია მასწავლებლებს შევთავაზო, ეს არის ძალიან სასარგებლო მისთვის, ვინც დაინტერესებულია წინსვლით (მატერიალურ წინსვლას ვგულისხმობ). ჯერჯერობით არ მინდა ვინმემ ჩემი ნათქვამი დაპირებად ჩათვალოს, მაგრამ ახლა ვმუშაობთ და გვინდა 2015-16 წლიდან მასწავლებლებისთვის სტიპენდიების და გრანტების მთელი კასკადი შევიმუშაოთ. (ცხადია, ბავშვებისთვის ეს ყოველთვის იქნება), ვფიქრობთ ფორმაზე, საინტერესო მასწავლებლების გამოვლენასა და სტიპენდიების დანიშვნაზე, რომ მათ გაუჩნდეთ დამატებითი მოტივაცია, უფრო მეტად ჩაიხედონ იმ ლიტერატურაში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და ვთავაზობთ წასაკითხად.
სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც საქართველოში გვაქვს – ეს არის ინტელექტი, ისევე როგორც სამხრეთ კორეაში. იქ 20 წლის წინ ისევე გატყავებული იყო სახელმწიფო, როგორც ჩვენ ვართ ამჟამად, მაგრამ ბოლო კაპიკები ჩადეს განათლებაში და არ დაელოდნენ ხვალინდელ ეფექტს, გრძელვადიან შედეგზე გათვალეს და დღეს რა მიღწევაც აქვთ, ყველამ კარგად ვიცით.
როგორც კი ამ კეთილ ნებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, არ იქნება საჭირო წარმატების მისაღწევად 5 და 10 თაობის ლოდინი. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებმაც ერთ თაობაში მიაღწიეს უმაღლეს შედეგს, სამხრეთ კორეა ამის შესანიშნავი მაგალითია. უნდა შეიქმნას 10–წლიანი პროგრამა და სახელმწიფო ბოლომდე უნდა მიჰყვეს მას, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის რჩევაა.
ესაუბრა თამარ კაციტაძე.
მასწავლებლის შეკითხვები – გზა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციისაკენ
2 ამბავი ჩემზე
„მესხმა ბურთი გაიტანა კარში, სახიფათო მდგომარეობაში” – საოჯახო ზეპირისტყვიერების ისტორიკოსები დღემდე დავობენ, მე მეკუთვნის ეს სტრიქონები თუ ჩემს ბიძაშვილს.
ღრმა ბავშვობა იყო, ცოტაც რომ ამოვცურე, ასე გაგრძელდა – გურიაში ფეხბურთის მოედანი ხშირ შემთხვევაში ქუჩა იყო, სადაც მანქანა ისეთივე სიხშირით ჩამოივლიდა, რა სიხშირითაც შიშველი ფანები ჩამორბიან ნამდვილ სტადიონებზე. დარტყმას დაყუდება ერქვა. თუ მეკარეს ძლიერი ბურთების ეშინოდა – დაყუდება არ იყო. ბურთი ძელს არ ხვდებოდა, თუ კი, მაშინ კარის ზომა იზრდებოდა – ძელის მაგივრობას ქვა სწევდა. ფეხები სულ დალეწილი გვქონდა, „აბა, ბალეტს ხომ არ ვცეკვადით”.
ჰო, ალბათ ყველგან ასე ხდებოდა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს, როგორც წესი, სწორედ ასე დაწყებული ისტორიები გვიყვარს – ისინი ხომ ღარიბ უბნებში იზრდებოდნენ, აი, პელე ჩვრის ბურთით თამაშობდა, მარადონა – ფორთოხლით, აგერ ახლა რიბერი ლამის მეკურტნედ მუშაობდა და რუნი ვიღაც ჯიბგირებთან მუშტი-კრივით ამთავრებდა „მატჩს”.
ისე, აშკარად ძველი საქმეა:
ფარაონთა სამარხებში არქეოლოგებმა ბურთებს მიაგნეს. არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ მათ ეგვიპტელი ზეპურები, მაგრამ ადამიანებმა ერთ დღესაც რომ ფეხი დაჰკრეს, ცხადია: ძველი ბერძნები ესკიპიროსს თამაშობდნენ, რომაელები – გარპას-ტუპს, იაპონელები – კემარს, ჩინელები – ძი-ნიუს. ეს სახეობები ფეხბურთის ჰომოერეკტუსები იყვნენ.
ფეხბურთის ჰომოსაპიენსი (დღეს ჰომოფაბერად ქცეული) ინგლისში დაიბადა XIX საუკენეში.
ფეხბურთს ჩვენშიც თამაშობენ. ადრე უფრო უკეთ. იმ ადრინდელის ექოს ექო იყო ავტორდაუდგენელი სტრიქონები, დასაწყისში რომ გაგაცანით და ალბათ გაგაცინეთ.
სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეები
განათლების სისტემის ინოვაციები
სტატისტიკის ელემენტები, რომლებიც პრაქტიკაში გამოგვადგება


ვრცლად
