ყვითელი სახლების ქვეყანა
მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა, მეექვსე ნაწილი
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური კომპეტენტურობის ამაღლებაში
1. ღირებულებათა სისტემისგან, ანუ იმისგან, რასაც მნიშვნელობა ენიჭება. მაგ. დაწყებითი კლასელისთვის ეს არის მასწავლებლის აზრი, მოზარდისთვის კი თანატოლთა შეხედულებები,
2. გონებრივი წარმოდგენებისაგან, მაგ მაწავლებელს საკუთარი წარმოდგენები აქვს თუ რა და როგორ ასწავლოს,
3. ჩვენი აღქმებისგან- ზოგი რეალური. ზოგიც ილუზორული. იმისათვის რომ კომუნიკაცია ეფექტიანი აღმოჩნდეს, აუცილებელია მოსწავლის სუბიექტური რეალობის გათვალისწინება,რაც არც ისე მარტივია- მასწავლებელმა უნდა მოახერხოს „შეერწყას” მოსწავლის აღქმებს, წარმოდგენებს, ღირებულებებს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი კომუნიკაციამ მიზანს მიაღწიოს.
1. მოსმენის განწყობა და „სხეულის ენა”. მოსმენისას მნიშვნელოვანია ისე განვეწყოთ, რომ მოვახერხოთ თანამოსაუბრის სამყაროს წვდომა და არა საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ამასვე უნდა მიუთითებდეს თქვენი გამომეტყველება, ჟესტი, მიმიკა…,
2.არარეფლექსიური მოსმენა-მოსმენა შეფასების გარეშე , ეს არის ყუადღებიანი დუმილის პროცესი, მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება მოკლე სიტყვები: „გავიგე”, „აჰა” და სხვა,
3. გარკვევა და დაზუსტება: ხდება ღია კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. კითხვის დასმის სტილიც უნდა იყოს არადირექტიული, მაგ ასე: „ხომ არ მოჰყვებოდით.. „ და არა ასეთი: :აბა, მოყევით..”4. რეფრაზირება-თანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და თანამოსაუბრესაც, რათა უკეთ გავიგოთ, მან კი უკეთ გამოხატოს თავისი აზრი,
5. შეჯამება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა თანამოსაუბრე დიდხანს „ტკეპნის” ერთსა და იგივე ადგილს დისკუსიის დროს, 6. „გრძნობების არეკვლა”. ამ ხერხით თამნამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია. ეს არის ემოციური მხარდაჭერა.
1. მოსწავლის ქცევა და მისი შედეგი,
2. რას ფიქრობთ მასზე,
3. მისი პოზიტიური ეფექტი. მაგ.”ქეთი, გაკვეთილი რომ ისწავლე ძალიან კმაყოფილი ვარ, ახლა შენ უკვე იცი უნაშთოდ როგორი რიცხვები იყოფა”
1. როცა ცუდად იქცევა და არ ვახდენთ სათანადოდ რეაგირებას,
2. როცა ჩვენ ზომაზე მეტად ვუკეთებთ იმას, რაც თვითონ მისი გასაკეთებელია,
3. როცა “გამოგვყავს” იმ უსიამოვნო სიტუაციიდან, რომელშიც თავისი ნებით აღმოჩნდა. ხელშეწყობის ყველა სტრატეგია სასარგებლოა თუ სწორად იქნა გამოყენებული. მათი გაორმაგება, გასამმაგება უარყოფითი ზეგავლენის რისკს არ ზრდის. თუ მოსწავლე სულ “სისხლს მიშრობს” მე როგორღა გამოვხატო მისადმი მხარდაჭერა? იკითხავს მასწავლებელი. რასაკვირველია ძნელია, მაგრამ თანდათან მხარდაჭერა თავის შედეგებს გამოიღებს.
მთხრობელობა – როგორც სასწავლო აქტივობა
ამბების მოყოლა ან მოსმენა თუ გიყვართ? დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას დადებითი პასუხი გექნებათ. ვისაც ბავშვობაში გაგვიმართლა ბებია ან ბაბუა ზღაპრების და ძველი ამბების კარგი მთხრობელები გვყოლოდა, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მათი ნაამბობი ჩვენს გონებას ანდამატივით იზიდავდა და ბავშვობის ნათელ მოგონებებად შემოგვრჩა.
სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე – აზროვნება და დამახსოვრება
უილიამ გლასერი. იმას, რასაც დღეს განათლებას ეძახიან – არის ინფორმაციის დაგროვება და მეხსიერების ვარჯიში. ჩვენს განათლების სისტემაში აზროვნების განვითარებას , არსობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.
ისევ კითხვის ხელ შემწყობი საქმიანობების შესახებ
კითხვა
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.კლასში კითხვისას შემოქმედი და გამოცდილი მასწავლებელი მეტნაკლებად ახერხებს ისეთი საქმიანობების შერჩევას, რომლებიც ტექსტის აღქმასა და გაგებას გაუადვილებს მოსწავლეებს, მაგრამ კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია მოსწავლეები შევაჩვიოთ დამოუკიდებელ კითხვას. კარგ მკითხველად და
არა „გადამკითხველად” ჩამოყალიბებისათვის მოსწავლემ უნდა შეძლოს კლასში
ხელმძღვანელობითი კითხვის დროს გამოყენებული სტრატეგიების გამოყენება დამოუკიდებელი
კითხვისათვის; მაგრამ ვერც მხოლოდ კარგად შერჩეული სტრატეგიებია საკმარისი კითხვის
მიმართ ინტერესის გაზრდისათვის. ნაკლებ სავარაუდოა, ყველამ ხალისითა და ინტერესით წაიკითხოს დამოუკიდებლად ტექსტი, რომლის გაგებაც უჭირს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მოტივაციის დაცემა, კითხვის სურვილის გაქრობა. ტექსტის აღქმისა და გაგების ხარისხი დამოკიდებელია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, როგორია მოსწავლის კითხვის ტემპი, აქვს თუ არა ტექსტის გაგებისათვის საკმარისი ლექსიკური მარაგი, ლინგვისტური ცოდნა და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია თვით ტექსტის თავისებურებებიც. ამიტომ, სანამ მოსწავლეები კარგ და ინტერესიან მკითხველებად
ჩამოყალიბდებიან, სასურველია, მოსწავლეებს თავად პედაგოგმა მისცემს რჩევები, რა
წაიკითხონ.
დამოუკიდებელი კითხვისათვის
სარეკომენდაციო ტექსტების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი:
უპირველეს ყოვლისა, რა შინაარსის ტექსტები შევარჩიოთ?
ამ თვალსაზრისით ანგარიში უნდა გაეწიოს შემდეგ საკითხებს:
·
რით შეიძლება მოეწონოთ ტექსტი მოსწავლეებს.
·
იძლევა თუ არა ტექსტის შინაარსი მოსწავლეთა პირად გამოცდილებასთან დაკავშირების საშუალებას.
·
არის თუ არა ტექსტში ისეთი ელემენტები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას.
·
რამდენად ასახავს ტექსტი იმ ერის კულტურის თავისებურებებს, რომლის
წარმომადგენელიცაა მწერალი და შეუწყობს თუ არა ხელს ამ კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.
·
არის თუ არა მისაწვდომი და გასაგები მოსწავლისათვის ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ტექსტი.
·
არის თუ არა საკმარისი მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნა ტექსტის გასაგებად. ხომ არ არის
ბევრი უცნობი სიტყვა, რთული სინტაქსური კონსტრუქციები და ა.შ.
·
ხომ არ არის ტექსტი ძალიან მარტივი; იძლევა თუ არა მოსწავლის თუნდაც მცირეოდენი წინსვლის შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინება, როგორი რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს?
კითხვის პროცესში მოსწავლეთა ჩართვასა და წაკითხულის გაგებას დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლეთა რეაქციები ტექსტების მიმართ, კერძოდ:
·
რას მეუბნება ეს ტექსტი ისეთს, რაც აქამდე არ ვიცოდი (ინფორმაციული).
·
რას ვგრძნობ წაკითხულის მიმართ, რა ემოციები აღმეძრა (ემოციური).
·
ვეთანხმები თუ არა აქ გამოთქმულ მოსაზრებას/პოზიციას (აზრის გამომხატველი).
·
ვგავარ თუ არა რომელიმე გმირს? როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? ვიცნობ თუ არა ვინმეს, ვინც ასე მოიქცეოდა? (დამოკიდებულება გმირის მიმართ).
რამდენად რთული შეიძლება იყოს ტექსტები მოსწავლეებისათვის?
ამ თვალსაზრისით ტექსტების შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
·
იცნობს თუ არა მოსწავლე მსგავსი ტიპის ტექსტს.
·
იცნობს თუ არა თემას.
·
არის თუ არა გადატვირთული ინფორმაციული თვალსაზრისით.
·
არის თუ არა რთული ენობრივად (ლექსიკა და სინტაქსური სტრუქტურა).
·
არის თუ არა ტექსტი კარგად ორგანიზებული (მკაფიობა, სიცხადე, ერთიანობა და თანამიმდევრულობა).
·
ხომ არ არის ძალიან დიდი მოცულობით.
·
როგორია სტილი.
·
რამდენად რთულია კონცეპტუალური თვალსაზრისით (იდეების სირთულე შეიძლება შეფასდეს იმის მიხევდით, რამდენად არის გათვალისწინებული გადასვლა ნაცნობიდან უცნობისაკენ, კონკრეტულიდან – აბსტრაქტულისაკენ, პირადულიდან _ საზოგადოსკენ).
მოგვიანებით, როცა მოსწავლეებს
დამოუკიდებელი კითხვის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ, არჩევანი თავად მათ უნდა მივანდოთ,
მაგრამ თუ მაინც გვინდა, რომ დამოუკიდებლად საკითხავი მასალა კონკრეტულ მიზნებს
დავუკავშიროთ, ამისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ლიტერატურული ვიქტორინა.
მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ წაკითხი ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელთა
ფარგლებშიც მომზადდება შეკითხვები და დავალებები. შეკითხვებს ამზადებს როგორც მასწავლებელი, ისე
გუნდები. ამასთან, ვიქტორინის ერთ-ერთი
ეტაპი შეიძლება იყოს ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმების
ნაწყვეტების ამოცნობა, გუნდების მიერ
საშინაო დავალების წარმოდგენა
(ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთის ინსცენირება) და სხვ. სწორედ ლიტერატურული
ვიქტორინების ჩატარების რამდენიმეწლიანი
გამოცდილება გავითვალისწინეთ, როცა მონაწილეობა მივიღეთ საპატრიარქოსა და
მეცნიერებისა და განათლების ერთობლივი პროექტის – „წიგნის მეგობარი” – შექმნაში
(პროექტის პილოტირება 2013-2014 სასწავლო წლის სექტემბერშია დაგეგმილი).
იმის დადგენაში, თუ რას და როგორ კითხულობენ დამოუკიდებლად მოსწავლეები, დაგვეხმარება წაკითხულის განხილვისათვის განკუთვნილი ბარათები.
მოსწავლეთა მიერ შევსებული ბარათები მასწავლებლისათვის მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, რა დროს ანდომებს მოსწავლე დამოუკიდებელ კითხვას, როგორ არჩევანს აკეთებს (რას კითხულობს), რას აქცევს ყურადღებას კითხვის პროცესში, როგორ იგებს წაკითხულს, რა კომენტარებს აკეთებს.
ბარათების ნიმუშები იხ. ქვემოთ.
ბარათები წაკითხულის განხილვისათვის
|
მოსწავლის სახელი და გვარი ____________________________ |
|||
|
წიგნის ავტორი და სათაური |
კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო |
ჩემი კომენტარი წაკითხულზე |
|
|
|
|
|
|
ბარათებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მასწავლებლებს შეუძლიათ მკითხველთა კონფერენციის მოწყობა. ეს არის საუბარი წაკითხული წიგნის შესახებ, წიგნის/ნაწარმოების ან ავტორის კლასის წინაშე წარდგენის საშუალება. მოსწავლე აცნობს წიგნს ან ავტორს თანაკლასელებს და განუმარტავს მათ, რატომ და რით შეიძლება წიგნმა/ნაწარმოებმა დააინტერესოს მკითხველი.
მკითხველთა კონფერენციები საუკეთესო გზაა, რომლითაც მოსწავლეები ეჩვევიან ნაწარმოებების დამოუკიდებელ კითხვას და წაკითხულის შესახებ მოსაზრებებს თავისუფლად, შეუზღუდავად გამოხატვას. ეს მათ ეხმარება არა მარტო კითხვის, არამედ კომუნიკაციური უნარ–ჩვევების სრულყოფასა და თვითდამკვიდრებაში. ამგვარი საქმიანობით ყალიბდება მკითხველთა ერთობა, რომელთაც ესმით წაკითხული და აფასებენ კითხვის პროცესს.
მკითხველთა კონფერენციებში იკვეთება ორო როლი: მოსაუბრის და მსმენელის. მოსაუბრეა ის, ვინც წიგნი/ნაწარმოები წაიკითხა და შთაბეჭდილებების, მოსაზრებების გაზიარება სურს აუდიტორიისათვის; აუდიტორიაში კი მოსაუბრის თანაკლასელები და მასწავლებელი იგულისხმება. Mმონაწილეთა როლები ამგვარად ნაწილდება:
მოსაუბრემ უნდა:
· დაასახელოს წიგნის/ნაწარმოების სათაური და ავტორი;
· გააცნოს აუდიტორიას თავისი არჩევანის საფუძველი (რატომ აირჩია ეს წიგნი/ნაწარმოები);
· მოკლედ გადმოსცეს, რა ხდება წიგნში/ნაწარმოებში;
· გააცნოს აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები/ადგილი და ისაუბროს მათი/მისი მნიშვნელობის შესახებ;
·
შეარჩიოს ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, წაუკითხოს აუდიტორიას და გაუკეთოს კომენტარი;
·
გაუზიაროს აუდიტორიას, რატომ მოსწონს წიგნის/ნაწარმოების კონკრეტული გმირი, ამბავი, თემა, იდეა.
აუდიტორიამ უნდა:
·
ყურადღებით მოუსმინოს მოსაუბრეს;
·
აიწიოს ხელი, თუ აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდა;
·
გაუზიაროს თანაკლასელებს, რა მოეწონა მოსაუბრის გამოსვლაში;
·
გაუზიაროს თანაკლასელებს, რით დააინტერესა მოსაუბრის მიერ წარმოდგენილმა წიგნმა/ნაწარმოებმა;
·
დასვას შეკითხვები.
თუ შესაძლებელია, მკითხველთა კონფერენციისას, სასურველია, კლასი წრიულად განლაგდეს, რათა ყველა ერთმანეთს ხედავდეს და ერთობის, თანამშრომლობის განცდა გაუჩნდეთ.
სილამაზეში ჩასაფრებული ქიმია
ფიზიკა ამოცანებში – სტატიკა
სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ

ჩემი პირველი შერცხვენის შესახებ, ანუ გულახდილობის გაკვეთილი
დიახ, სადა და მარტივი წიგნები!
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
1940 წლის აგვისტო
ერნესტ ჰემინგუეი
აქ იყო, ნიუ იორკში, თავისი ყველაზე გრძელი რომანის ბოლო კორექტურას კითხულობდა სკრიბნერის
გამომცემლობაში ჩასაბარებლად. რომანს ერქვა “ვის უხმობს ზარი”. ვისაც ხელნაწერი წაკითხული ჰქონდა, ამბობდა, ეს
ყველაფერს სჯობს, რაც აქამდე დაუწერიაო.
ჰემინგუეი კორექტურის წასაკითხავად ნიუ იორკში თითქოს იმიტომ დარჩა, რომ საქმეს არ
მოსცდენოდა, მაგრამ მოწყენით არც აქ იწყენდა. ბარკლის სასტუმროში, მის ოთახში, მუდამ
ალიაქოთი იდგა. პატარა მაგიდაზე ელექტროჩაიდნის გვერდით ყინულის ბალონი და ვისკის ბოთლები
ელაგა. ვისკი იატაკზეც ეწყო, ისე, რომ ერთბაშად
რამდენიმე სკამიდან ხელით მისწვდებოდით. ვექილები, ძველი მეგობრები, ჯარისკაცები –
მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ტელეფონი ლამის გაბმით
რეკავდა…
– ჩვიდმეტი თვე ვიმუშავე, – მითხრა ჰემინგუეიმ თავის ახალ რომანზე,
– კარგი უნდა გამოვიდეს. თუ არადა, წერაზე ხელი უნდა ავიღო, რადგან ბოლო ნაწარმოებმა
– “ქონა თუ არქონა” ვერ ივარგა. ჩვიდმეტი თვის განმავლობაში ფულისთვის ერთი მოთხრობა ან წერილიც არ დამიწერია.
გროშიც არ ამიღია ჰონორარი. დავიღალე. ყოველ დილით რვის ნახევარზე ვიწყებ მუშაობას და დაახლოებით სამის ნახევრამდე
ვწერ. რომანზე მუშაობისას, პირველ ყოვლისა,
უკვე დაწერილს გადავხედავ ხოლმე, მერე სიტყვებს ვალაგებ აგურებივით. აუჩქარებლად ვწერ.
ერთხანს ვცადე, სწრაფად მეწერა და მერე ნაწერი დამემუშავებინა. არ გაამართლა. როცა ჩქარობ, საბოლოოდ წიგნი ან გამოვა, ან არა და შეიძლება სწორედ სიჩქარემ გააფუჭოს.
– დღეში რამდენს წერთ?
– რა ვიცი. ხან ბევრს, ხან ცოტას. გეგმის მიხედვით არასოდეს ვწერ, როცა
ვიწყებ, წინ სუფთა ფურცელი მიდევს და ის გადამაქვს, რაც იმ წუთში ვიცი. ხშირად ვბორძიკობ…
“ქონა თუ არქონა” იმიტომ არ ვარგა, რომ ნოველებისგან შედგება. ჯერ ერთი
ნოველა დავწერე, მერე – ესპანეთში – მეორე.
მერე დავბრუნდი, ჰარი მორგანი შემხვდა და მესამე ნოველის დაწერა მომინდა. საბოლოოდ
რომანი გამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან განსხვავებული ნოველები იყო. ამის მერე არ ვიცი,
რას ვიზამ, ამბობენ, ორმოცს რომ გადააბიჯებ,
იმდენი რამ კი უნდა გქონდეს ნანახი, რომ კარგი
რამეები დაწეროო. ალბათ, ასეა.
– თქვენზე ამბობენ,
მწერალი კი არა, ჟურნალისტიაო.
– რა მოგახსენოთ.
გაზეთებისთვის ხშირად მიწერია, მაგრამ თავი მწერლად მიმაჩნია. ამას საბოლოოდ დრო გაარკვევს – ჟურნალისტიკა ერთი
დღის საქმეა, მწერლობა უფრო გრძელი პერიოდისთვისაა განკუთვნილი. თუ ჩემს ნაწერებს ორმოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგაც წაიკითხავენ, ესე იგი, მწერალი ვყოფილვარ (იცინის). ერთი კია – მაინცდამაინც ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ მითქმა- მოთქმას. ეს უფრო სალონებში თავმოსაწონებლად, საკუთარი ვითომ-ინტელექტუალობის ხაზგასასმელად ნათქვამი
ფრაზებია ხოლმე. კიდევ ერთი: როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს იწუნებს და ცხვირს უბზუებს ის, ვისაც თვითონ არასდროს არაფერი გაუკეთებია.
– ერთი სიტყვით, თქვენთვის სულერთია, როგორ შეგაფასებენ?
– არა, სულერთი ნამდვილად არ არის, ოღონდ გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს, ვინ გაფასებს. არიან ადამიანები, ვის აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არიან ადამიანები,
ვისი აზრიც საერთოდ არ მაღელვებს.
– მათ შორის ჰერტრუდ
სტაინიც ხომ არ არის?
– (იცინის) ეგ თქვენ
თქვით, მე არ მითქვამს.
– მისტერ ჰემინგუეი,
ხშირად მოგზაურობთ ევროპაში. Bევრ თქვენს ნაწარმოებში მოქმედება ევროპაში ხდება. რა არის თქვენთვის ევროპა?
– მგონი, ამ კითხვის პასუხი ჩემი ნაწერებია. ევროპა არ არის ჩემი სახლი, მაგრამ
ესაა ადგილი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი,
სადაც ბევრი დღესასწაული მქონდა. ესაა ადგილი,
რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მენატრება.
– ევროპელები ამერიკელებს ხშირად ცხვირს უბზუებენ.
როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?
– ალბათ, ამერიკელის
ის სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრდა ევროპაში – ბრიყვულად მომღიმარი, მოსულელო ტურისტი,
რომელიც ყველაფერს ხალისით ათვალიერებს, გაუჩერებლად ლაქლაქებს და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს.
– თქვენ ხომ არ გიგრძვნიათ
ოდესმე ამგვარი დამოკიდებულება?
– არა, არასოდეს. ამას გრძნობს ის, ვინც იმსახურებს.
– იქნებ ევროპელთა
ქედმაღლობის მიზეზი ისიც იყოს, რომ მათ უფრო
ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ?
– ყველა ქვეყანას თავისი წილი სიმდიდრე აქვს. ტრადიციები არც ამერიკელებს აკლიათ. უბრალოდ, ეს უფრო ახალი ქვეყანაა.
საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ.
– თქვენს შემოქმედებაში
ესპანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასე რით მოგხიბლეს ესპანელებმა?
– საკუთარი ღირსების
შეგრძნებით, შინაგანი კულტურით, რაც ყველაფერში მჟღავნდება – ქცევებში, მეტყველებაში,
თავდაჭერაში, სისადავეში.
– სისადავე თქვენთვის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა.
– დიახ.
– თქვენი ნაწერები
მართლაც სადაა…
– ყველაფერი გენიალური
სადაა (იცინის).
– დღევანდელ ლიტერატურაში
სისადავისგან დაშორების ტენდენცია მძლავრობს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით გასაგებად
რთულ და ძნელად საკითხავ წიგნებზე?
– ექსპერიმენტი იმის ექსპერიმენტია, რომ ხან
გაამართლოს, ხან არა. ამ მძიმე ნაწერებს მე ლიტერატურად არ აღვიქვამ. იყოს, რაც
გნებავთ – ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ოღონდ არა ლიტერატურა. თუმცა ყოველგვარი
ექსპერიმენტის დრო თავისთავად ჩაივლის. არ შეიძლება, ტვინის ჭყლეტამ დიდი ხნით დაიმკვიდროს ადგილი. დარჩება…
– სადა და მარტივი წიგნები?
– დიახ, სადა და მარტივი
წიგნები!
1950 წლის სექტემბერიამჯერად ჰემინგუეისთან შეხვედრისას ასე გადავწყვიტეთ: მე თემებს მივცემდი, თვითონ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ეს უცნაური ინტერვიუ ცოტათი დაემსგავსა
ჩანაწერებს ზოგად საკითხ- ებზე, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ მკითხველისთვის
საინტერესო იქნებოდა.
კითხვები მნიშვნელოვან
თემებზე:
– ღმერთმანი, არ ვიცი,
როგორ უნდა ვუპასუხო ასეთ კითხვებს. თითქმის ნებისმიერი დიდი სურათის წინ (ისევე, როგორც მნიშვნელოვანი კითხვების წინაშე) ვიბნევი
– გამონაკლისია ტინტორენტოს “ჯვარცმა” ვენეციაში.
თანამედროვე თემები:
– სიტყვა “თანამედროვე” გაუგებარია. მარადიული თემებია სიყვარული, უსიყვარულობა,
სიკვდილი, მისთვის დროებით თავის არიდება, რასაც სიცოცხლეს ვეძახით, სულის უკვდავება
ან წარმავლობა, ფული, ღირსება, პოლიტიკა. ეს თემები მეორდება ყველა ეპოქაში, თუმცა
ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს, დამიწერე 150 000 სიტყვა მოცემული თემების ამდილანდელ
მდგომარეობაზეო.
ქვეყანა, კულტურა,
პოლიტიკა:
რომანისტი წერს ქვეყანაზე,
რომელსაც იცნობს, რომელიც გულში აქვს. კულტურა (თუკი გაქვს) კარგია, მაგრამ უნდა გქონდეს შენი პოზიცია, შენი ბრძოლის ველი და გახსოვდეს, რომ არ
არსებობს კულტურა, რომელიც სხვას ჰგავს.
ჩვენ იძულებული ვართ, ამ დროში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, ყველაზე უარეს დროში, რაც კი ოდესმე ყოფილა, მაგრამ მაინც შეგიძლია, უამრავი სასიხარულო რამ მოძებნო – თან იცოდე, რა უვარგის
დროში ცხოვრობ.
პოლიტიკაზე მირჩევნია
არაფერი ვთქვა. მასთან ყოველი შეხება ერთადერთ შეგრძნებას
მიტოვებს – თითქოს ბინძური ჭურჭლიდან რაღაც სისაძაგლე დავლიე. თავდაჯერებული პატრიოტი,
სხვა ადამიანების ცხოვრებისა თუ რწმენის წარმმართველი
– ასეთი გამომეტყველება აქვს ფოტოებზე პოლიტიკოსთა უმეტესობას. სენატმა შეიძლება გაამრავალფეროვნოს ეს სურათი, თუ ერთობლივ ფოტოს
გადაიღებენ.
პოეზიაზე:
ზოგი წერს და ზოგი
ცდილობს წერას… მაგრამ დღემდე არ არსებობს
კანონი, რომლის მიხედვით კაცს აუცილებლად უნდა მოსწონდეს, ვთქვათ, ტ.ს. ელიოტი.
რომანზე:
– შეიძლება ვინმემ
თქვას, წიგნში “მდინარის გადაღმა” არაფერი ხდებაო, მაგრამ ხდება უამრავი
რამ. კიდევ, იქ არის კაცი, რომელსაც ერთი გოგო უყვარს და კვდება.
წერასთან არითმეტიკის, გეომეტრიისა და ალგებრის გავლით მოვედი და ახლაც სულ გამოთვლებში
ვარ. თუ რაღაცას ვერ ვხვდები, თავს ვანებებ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. თავს არ დავიდარდიანებ
და არ დავიწყებ გამოკითხვას – რას ამბობენ!
დაე, ილაპარაკონ.
1954 წლის 7 ნოემბერი
8 ოქტომბერს ჰავანაში
მშვიდი, სასიამოვნო ამინდი იდგა. უამრავმა
ხალხმა მოიყარა თავი კუბის დედაქალაქის გარეუბანში, ჰემინგუეის სახლთან. ამ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰემინგუეის ნობელის პრემია მიანიჭეს.
ახლა ტელეფონით ველაპარაკები
მწერალს. ყურმილიდან აფორიაქებული ხმები ისმის, შეძახილები, როგორც ჩანს, ოთახში უამრავი
ხალხია. თვითონ ჰემინგუეის მშვიდი ხმა აქვს – არც გახალისებული, არც გულგრილი. მშვიდი. მზადაა, ერთი-ორი სიტყვა მითხრას.
– მწერალმა უკიდურესად
გულწრფელად წერა უნდა სცადოს. მწერალი პროზას
თხზავს იმისგან, რაც იცის, რათა თქვას რაღაც
– არა ფოტოგრაფიული ან ნატურალისტური, ან რეალისტური,
არამედ რაღაც ისეთი, რაც სრულიად ახალი იქნება, რასაც საკუთარი გამოცდილებითა და წარმოსახვით შექმნის.
კრიტიკაზე ვეკითხები
და პასუხს მაძლევს:
– კრიტიკამ ბევრი
რამ მასწავლა. გულწრფელმა, უშუალო კრიტიკამ. სხვაგვარი კრიტიკა არ არსებობს. მაგალითად, როცა ჩემზე წერდნენ, ამპარტავანია და ამაყიო ან ათასნაირ ცოდვას მომაწერდნენ,
ამას არაფრად ვაგდებდი. საერთოდ, კრიტიკოსებმა ბევრი არაფერი იციან ლიტერატურული ნაწარმოების ალქიმიაზე. აბა, რა იციან, რომ კაცმა გულიანად უნდა წეროს და
სცადოს, თავისი ნაწერით თქვას, რა სწამს, რისი სჯერა.
შევახსენე, რომ იტალიელმა
მწერალმა იგნასიო სილონემ კითხვაზე, ისტორიაში
რომელია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღიო,
უპასუხა: “ოცდახუთი დეკემბერი, წელიწადი – ძერო”. ჰემინგუეიმ თქვა:
– მე არ მაქვს მნიშვნელოვანი
თარიღები. არასდროს მჯეროდა არც ასტროლოგიის, არც ოკულტური მეცნიერების. მე არ ვიცი, რა არის ადამიანი (ამ სიტყვის
ფართო გაგებით). ვიცი, რა არის კაცი, რას ნიშნავს, იყო კაცი და იმედი მაქვს, რაღაცები ვისწავლე
ქალებსა და ცხოველებზე.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– დავიწყე მუშაობა სამ ნოველაზე აფრიკის შესახებ მოთხრობათა კრებულისთვის.
ამ წიგნის გამოქვეყნებას ჩარლზ სკრიბნერი აპირებს.
კრებულში შევა შვიდი გამოუქვეყნებელი მოთხრობა. თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. ცუდია
და ძნელი იმაზე ლაპარაკი, რას წერ.
– ნობელის პრემიაზე რას იტყვით?
– არ შემიძლია სინანული
არ გამოვთქვა იმის გამო, რომ ეს პრემია არ მიუციათ მარკ ტვენისთვის და ჰენრი ჯეიმზისთვის
(მხოლოდ ჩემს თანამემამულეებზე ვლაპარაკობ). უკეთეს მწერლებსაც არ მიუღიათ ეს ჯილდო.
დღეს უფრო ბედნიერი
ვიქნებოდი, პრემია რომ მიეღო ისეთ მშვენიერ მწერალს, როგორიცაა ისაკ დარნესენი ან ბერნარდ
ბერენსონი, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მხატვრობაზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს.
უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ გავიგებდი, რომ პრემიით დაჯილდოვდა კარლ სენდბერგი.
თუმცა… მადლობის
მეტი რა მეთქმის შვედეთის აკადემიის მიმართ.


ვრცლად
