კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

სპორტი და ალკოჰოლი

0

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ თბილისურ ლუდხანაში უგონოგალეშილი ორი ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი ნახეს. მე არც მათი კლასის დამრიგებელი ვარ და არც მწვრთნელი, მორალის კითხვასა და ქადაგებას რომ მოვყვე, მაგრამ ამგვარი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ლამის ბუნებრივ მოვლენად იქცა

ისტორია ალბათ ვერასოდეს ახსნის ერთ მეტად მნიშვნელოვან ქართულ ფენომენსიმას, რომ საქართველოში სპორტსმენებისთვის ქეიფი და ყანწთა კვეთბა ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც ამერიკელისთვის ყოველ კვირადღეს ბეისბოლზე სიარული. ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მკვიდრდებოდა აზრი, რომ მაგარი კაცი მაშინ იყავი, თუ მოახერხებდი, საყვარელ სპორტსმენრესტორანში დაგეპატიჟებინა და გვარიანადაც გამოგეთრო. ამ ქეიფ-ქეიფში ბევრი სპორტული ტალანტი და პერსპექტიული სპორტსმენი დაიკარგა, მაგრამ ქართველი რისი ქართველია, თუ ყველაფერს გამართლება არ უპოვა?! ჩვენში ხომ მთავარი მეობა, კაცობა და ჩახუტებაა, ღვინის სმაში დაკარგულ ტალანტებს კი სხვები შეცვიან!

 მიხეილ მესხის ფენომენის შესახებ ბევრი დაწერილა, თუმცა თითქმის არავინ ლაპარაკობს იმაზე, რამ განაპირობა ამ მართლაც ყვლა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენის აქტიური სპორტიდან ასე ნაადრევი წასვლა. რეალურად კი ამის მიზეზი, საბჭოთა ფეხბურთის ბოსების მესხისადმი არცთუ გულთბილ დამოკიდებულებასთან ერთად, სწორედ ქართული სუფრულ-რესტორნული გადაპატიჟებები იყო. დიახ, სამწუხაროდ, ხალხი ვერ გაუფრთხილდა მიშას.უდიდეს ფეხბურთელ, რომლის სწორი არც მაშინ არსებობდა და დღესაც ძნელად ნახავთ მსოფლიოში მის ბადალს.

მესხის ფეხბურთიდან წავლამ ქომაგებს ნამდვილი შოკი მოჰგვარა. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველას უყვარდა უბრალო მუშიდან ჩინოვნიკამდე. ყველას უნდოდა, მასთან ემეგობრა, მასთან ერთად ექეიფა, მასთან ერთად ეტრიალა ხალხში. იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ მიშაისთვის ღვინის სმაზე უფრო მნიშვნელოვანი საწვრთნელი რეჟიმის დაცვა იყო. აბა, ფეხბურთელისთვის ყოველ საღამოს რესტორანში სიარული როგორ შეიძლებოდა?!

ქართული “პურისჭამები”, ყველაფერთან ერთად, ხომ ავარიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა! ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ, ავტოსაგზაო შემთხვევამ სხვადასხვა დროს რამდენი ცნობილი ქართველი სპორტსმენი იმსხვერპლა. “ტრადიცია” გრძელდება და შეუძლებელია, ამ ყველაფერს გულგრილად უყურო.

მეტად უცნაური დამთხვევის გამო მოხდა ისე, რომ ავჭალის სასაფლაოს ერთ ბორცვზე მხოლოდ ავტოავარიის შედეგად დაღუპულები არიან დაკრძალულნი. პირდაპირ გული მოგიკვდებათ, როდესაც საფლავის ქვებზე გამოსახულ ახლაგაზრდებს დაინახავთ. გარდაცვლილთა ასაკი 20-40 წელია და ეს ადამიანები დღეს ცოცხლები და საღსალამათები იქნებოდნენ, მათ ან მათ მეგობარ მძღოლს დალევაზე უარი რომ ეთქვათ...

ვინ იცის, კიდევ რამდენი ტალანტი ელის მძიმე “განაჩენს”. თუმცა ამ ყველაფერზე, სამწუხაროდ, თითქმის არავინ ფიქრობს...

აღზრდის სტილი და მისი მნიშვნელობა ბავშვის პიროვნების ფორმირებისთვის

0

აღზრდის სტილი გულისხმობს როგორც მეთოდებსა და პრინციპებს,
ისე თეორიულ ფონსაც, რომელზეც აიგება აღზრდა.
თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურაში
აღზრდის სტილის განსხვავებული კლასიფიკაციები გვხვდება. ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან,
არამედ ეყრდნობიან და ავსებენ
ერთმანეთს.
წინამდებარე სტატიაში გაგაცნობთ ამ კლასიფიკაციებს და აღზრდის სტილის გავლენას აღსაზრდელთა
კოგნიტური, სოციალური და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაზე.

აღზრდის სტილის კვლევა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის
30-იანი წლებიდან დაიწყო. კურტ ლევინი ერთმანეთისგან განასხვავებს აღზრდის სამ სტილს
ავტორიტარულ, დემოკრატიულსა და ლიბერალურს(Lewin 1939).

ურთიერთობის ავტორიტარული სტილი გამოირჩევა
მაღალი კონტროლით
, მცირე რესპონსიულობითა და მკაცრი წესები, რომლებიც შეუვალია. იგი ბავშვისან მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ბავშვს აქ პასიური პოზიცია უკავია. აღმზრდელი ცდილობს აღსაზრდელით მანიპულირებას, არ ასწავლის მას საკუთარი ქცევის მართვას, ახოციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. ამ
დროს აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები უგულებელყოფილია.

ურთიერთობის დემოკრატიული
სტილი
წარმოადგენს
აღსაზრდელზე ცენტრირებულ აღზრდის სტილს, რომელიც
უზრუნველყოფს ბავშვის აქტიურ პოზიციას. აღმზრდელობითი ქმედება ტრანსფარენტულია/გამჭვირვალეა.
აღსაზრდელი მიიჩნევა პარტნიორად, ზრდასთან ერთად მან უფრო და უფრო დამოუკიდებლად და
საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს. აღმზრდელი
ქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პირობებს,
უყალიბებს
აღსაზრდელს“ჩვენ” დამოკიდებულებასერთობლივი ქმედების სურვილს, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, დისციპლინა
ხდება თვითრეგულირებადი, თვითმართვადი.
მაშასადამე, ამ დროსსუფევს ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია.

ურთიერთობის ლიბერალური
სტილი
უფროსები ცდილობენ თანამშრომლობას, მაგრამ
გადაწყვეტილების მიღებისას “
საბოლო სიტყვა” ბავშვს ეკუთვნის. აღმზრდელები გამოირჩევიან ზედმეტი ტოლერანტობით აღსაზრდელთა საქციელის მიმართ, ბავშვები იშვიათად კონტროლდებიან,ამიტომ ისინიც ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს და დაბალი
აქვთ პირადი პასუხისმგებლობის შეგნება.

აღზრდის სტილები შესაძლებელია აღიწეროს ორი განზომილების
საფუძველზე:


1.                 

გამოწვევა,რომელიც მიგვითითებს, რამდენად მოელიან და მოითხოვენ აღმზრდელები აღსაზრდელებისგან
მოწიფულ და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევას;


2.                 

ყურადღება,
რომელიც მიგვითითებს, რამდენად ითვალისწინებენ და ყურადღებას აქცევენ აღმზრდელები აღსაზრდელთა
მოთხოვნილებებს და ეხმარებიან მათ ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.

გამოწვევისა
და ყურადღების მაღალი და დაბალი კომბინაციით ვიღებთ ლევინის კლასიფიკაციაზე დაყრდნობით
შექმნილ აღზრდის ბაუმრინდისეულ
(Baumrind, 1991) ოთხ სტილს,
სადაც პირველი სამი სავსებით იმეორებს ლევინისეულს:

* ავტორიტარული სტილი– ბაუმრინდთანაც, ლევინის მსგავსად, ავტორიტარი აღმზრდელები აღსაზრდელებს უზღუდავენ
დამოუკიდებლობას.

*
ავტორიტეტული სტილი
– შეესაბამება ლევინისეულ
დემოკრატიულ სტილს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღმზრდელები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს
მისდევენ, არიან გულთბილნი, მაგრამ ამასთანავე კატეგორიულები. ისინი მაღალ სტანდარტს
უწესებენ ბავშვის ქცევას, თუმცა ის უნდა შეესაბამებოდეს აღსაზრდელის მოთხოვნილებებსა
და უნარებს. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აღსაზრდელთა ავტონომიასა და თვითგამორკვევას.
ამავე დროს მათ შეგნებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე, ისინი გონივრულ
და პრობლემაზე ორიენტირებულ დისკუსიებს მართავენ აღსაზრდელებთან და კი არ უწესებენ
მათ ქცევის წესებს, არამედ უხსნიან, კამათობენ მათზე.

*
პერმისიული (დამთმობი, შემწყნარებლური)
სტილი – შეესაბამება ლევინისეულ ლიბერალურ
სტილს. ამ ტიპის აღმზრდელებს მიაჩნიათ, რომ გადაჭარბებული კონტროლი ზღუდავს ბავშვის
განვითარებას და ამიტომ შედარებით ნაკლებს მოითხოვენ ბავშვისგან, აძლევენ მას მეტ თავისუფლებას.

ზოგიერთ კლასიფიკაციაში აღზრდის ეს სტილი მოხსენიებულია
როგორც ქაოსური.

*
ინდიფერენტული (
უყურადღებო) სტილის აღმზრდელები არ აკონტროლებენ ბავშვებს, მინიმალურ დროს და ენერგიას უთმობენ მათ აღზრდას. ამან
შესაძლოა აღმზრდელობითი მოვალეობის იგნორირებამდე მიგვიყვანოს. აღმზრდელებმა ცოტა რამ
იციან აღსაზრდელების საქმიანობაზე, მათი მოცალეობის საათებზე (სად და როგორ ატარებენ
ისინი თავისუფალ დროს). ისინი არ იჩენენ ინტერესს ბავშვების სასწავლო მიღწევებისა და
მათი სამეგობრო წრისადმი.

სქემატურად
გთავაზობთ აღზრდის სტილებს ბაუმრინდის მიხედვით:

 

ყურადღება

მაღალი

დაბალი

 

გამოწვევა

მაღალი

ავტორიტეტული
(დემოკრატიული)

ავტორიტატული

დაბალი

პერმისიული

(ლიბერალური,
ქაოსური)

ინდიფერენტული

გლენ ედლერმა
აღზრდის სტილის კიდევ უფრო დაწვრილებითი კლასიფიკაცია შემოგვთავაზა. იგი გვთავაზობს
აღზრდის შვიდ სტილს, რომელთაგან ზოგიერთი ლევინისეული და ბაუმრინდისეული აღზრდის სტილების
იდენტურია, ხოლო ზოგიერთი ედლერის მიერ არის დამატებული:

* აღზრდის ავტოკრატიული სტილი იდენტურია ლევინისეული
და ბაუმრინდისეული ავტორიტარული სტილისა;

* აღზრდის ავტორიტარული სტილი ლევინისეული და ბაუმრინდისეული
გაგებისგან განსხვავებით, ამ კლასიფიკაციაში აღზრდის ავტორიტარული სტილი გულისხმობს
აღზრდის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა წახალისება და დასჯა და არ მიმართავს დარწმუნებას. აღსაზრდელის აზრს, მართალია, ისმენენ, მაგრამ ბოლოს მაინც აღმზრდელი განსაზღვრავს ყველაფერს. შესაძლებელია, აღზრდის ამ სტილს „მოჩვენებითად თანამშრომლობითი”
ვუწოდოთ. ასეთი მიდგომა ზღუდავს აღსაზრდელის შემოქმედებით უნარს,
ართმევს მას ინიციატივისა და თანამშრომლობის სურვილს, რადგან
იგი ხედავს, რომ მის თვალსაზრისს არათუ არ იზიარებენ, არამედ იგნორირებასაც კი უწევენ.
აღზრდის ეს სტილი
აჩვევს ბავშვს სიყალბეს, ფარისევლობას,
რადგან აღსაზრდელი შესაძლოა მიხვდეს, რომ აღმზრდელის თანამშრომლობა მასთან მოჩვენებითია.

აღზრდის დემოკრატიული სტილი – შეესაბამება ლევინისეულ დემოკრატიულ და ბაუმრინდისეულ
ავტორიტეტულ მიდგომებს;

აღზრდის ეგალიტერული (თანასწორობისკენ მიმართული) სტილი –  გულისხმობს აღსაზრდელისა და აღმზრდელის თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს. აღსაზრდელის თვალსაზრისს არათუ ითვალისწინებენ, არამედ მას იგივე წონა აქვს, რაც აღმზრდელისას.

აღზრდის პერმისიული (დამთმობი)სტილი – აღზრდის პროცესში აღმზრდელი ინიციატივას უთმობს აღსაზრდელს.

აღზრდის ლაისერფაირ(Laisser-faire)(არა იძულებითი) სტილი – იგი ანტიპედაგოგიურადაა მიჩნეული. აქ აღზრდა გაგებულია როგორც არალეგიტიმური ღონისძიება ბავშვების მიმართ და, შესაბამისად. არ არის მიზნობრივად მიმართული.

აღზრდის ნეგირული (უარყოფა,სადავო) სტილი აქ არ შეიძლება ვილაპარაკოთ შეგნებულ აღზრდაზე. აღსაზრდელის საქციელზე აღმზრდელი არ ახდენს გავლენას, არ არსებობს აღმზრდელობითი ღონისძიებები და ინტერესი აღსაზრდელის განვითარების მიმართ.

აღზრდის სტილიზედმეტად მკაცრიდან” „ზედმეტად მიშვებულამდე

ავტოკრატიული

ავტორიტარული

დემოკრატიული

ეგალიტერული

ერმისიული

ლაიზერფაიერი

ნეგირიული

პრაქტიკაში ერთი აღმზრდელობითი სტილი და მასთან დაკავშირებული აღმზრდელობითი მეთოდები ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებული არ არის. ხშირად ვაწყდებით აღმზრდელობით სტილთა კომბინირებას (ცხადია, იგულისხმება პოზიტიურ სტილთა კომბინაციები), ისინი შერეული სახით გვხვდება. მაგ., დემოკრატიული სტილის მიმდევარმა აღმზრდელმა შესაძლოა გამოიყენოს რაიმე ავტორიტარული ან ლიბერალური მეთოდების არსენალიდან.

 

აღზრდის
სხვადასხვა სტილის შედეგები

მრავალრიცხოვანმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტორიტარულად
აღზრდილი ბავშვები:


·                    

არიან კონფორმისტები და ზედმეტად მორჩილები;


·                    

აგრესიულობისკენ არიან მიდრეკილნი;


·                    

ნაკლები სოციალური კომპეტენციით
და საკუთარი ღირსების სუსტი გრძნობით გამოირჩევიან;


·                    

ნაკლებად და/ან არასწორად აქვთ განვითარებული კომუნიკაციური უნარები;


·                    

დამოკიდებულნი არიან სხვებზე, არიან პასიურები და ნაკლებად თავდაჯერებულნი;


·                    

განიცდიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი ინიციატივების გამომჟღავნების უნარის
დეფიციტს;


·                    

ცოდნას ნაკლებად არიან მოწყურებულნი;


·                    

 ნაკლებად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი
და კრიტიკული აზროვნება;


·                    

ნაკლებტოლერანტულნი არიან.

დემოკრატიული/თანამშრომლობითი აღზრდა ბავშვებს ეხმარება:


·                    

ფსიქოსოციალური უნარების
განვითარებაში;


·                    

სოციალური და ინტელექტუალური
კომპეტენციების განვითარებაში;


·                    

კომუნიკაციური უნარების
გამომუშავებაში;


·                    

პასუხისმგებლობის გრძნობისა
და თავდაჯერების განვითარებაში;


·                    

რეალური თვითშეფასების
უნარის გამომუშავებაში;


·                    

გადაწყვეტილების დამოუკიდებლად
მიღებისა და პირადი ინიციატივის გამომჟღავნების უნარის განვითარებაში;


·                    

ანალიტიკური, შემოქმედებითი
და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში;


·                    

ტოლერანტობის უნარის
ჩამოყალიბებაში.

 

ერმისიული/ლიბერალური სტილი აღზრდილ
ბავშვებს:


·                    

აქვთ ნაკლები პასუხისმგებლობის
უნარი;


·                    

არიან მოუწესრიგებლები,
როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობაში;


·                    

უჭირთ დროის სწორად დაგეგმვა
და განაწილება;


·                    

უჭირთ საკუთარი იმპულსებისა
და ემოციების მოთოკვა;


·                    

მართალია, არიან გახსნილები
სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ ხშირად არაადეკვატურად იყენებენ კომუნიკაციის საშუალებებს
და არასწორად იქცევიან სოციუმში;


·                    

უყალიბდებაადეკვატურზე მეტი დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის გრძნობა.

 

ბავშვები უყურადღებო(ინდიფერენტული) ოჯახებიდან/წრიდან:


·                    

არიან მეტად იმპულსურები
და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილნი;


·                    

არიან ყოველმხრივ ჩამორჩენილები.

 

დასკვნის სახით
შეიძლება დავძინოთ, რომ
უკიდურესად გამოხატული ავტორიტარული სტილი ანტიპედაგოგიურია. ლიბერალური სტილი მიზანშეწონილია ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს არაკომპეტენტურობის განცდა, აკლია საკუთარ თავის რწმენა). ურთიერთობის დემოკრატიული სტილი მეტყველებს აღმზრდელის მაღალ პროფესიონალიზმზე, მის პოზიტიურ ზნეობრივ მახასიათებლებზე და ბავშვების სიყვარულზე. ურთიერთობის ამ სტრატეგიის გამოყენება მარტივი არ არის, მაგრამ ის საუკეთესო პირობაა ბავშვის პიროვნების განვითარებისთვის. სწორედ დემოკრატიული სტილით ურთიერთობა უყალიბებს ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილ მთელ რიგ პოზიტიურ უნარებს.


თამაშზე დაფუძნებული სწავლა და თამაშის შექმნაზე დაფუძნებული სწავლა

0
როდის და რატომ არის შედეგის მომტანი თამაშზე დაფუძნებული სწავლა?

როდესაც სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი კარგავს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების. იმ რეალური ვითარებების ნაცვლად, რომლებშიც უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, შესაძლებელია ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში შესაძლებელია თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება. როგორც ცნობილია, ვიდეო თამაშების შემქმნელებს გააჩნიათ ისეთი ვირტუალური გარემოს შექმნის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ მოტივაციას და ჩართულობის მაღალ ხარისხს მოთამაშეებისათვის. მაღალი ხარისის საგანმანათლებლო თამაშის ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია შექმნას ისეთი ვირტუალური გარემო, რომელიც მოსწავლისათვის ნაცნობი და რელევანტური იქნება. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამგვარი ვირტუალური სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლის მოტივირებას, რადგან მას შესაძლებლობა აქვს სწრაფად დაინახოს და გაიაზროს კავშირი სასწავლო მასალასა და რეალობას შორის.

ეფექტური სასწავლო თამაშის ვირტუალურ გარემოში არსებობს მიზანი, რომლის მიხედვითაც მოთამაშე (მოსწავლე) ირჩევს ინსტრუმენტებს და მოქმედებების ისეთ მიმდევრობას, რომლებიც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. ამ დროს შეიძლება მან დაუშვას შეცდომები. განსხვავებით რეალური ვითარებისაგან, ამ დროს იგი დაცულია რისკისაგან და აქვს მცდელობის რამოდენიმეჯერ გამეორების საშუალება ეს კი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება დროის მცირე მონაკვეთში. ამასთან, ეფექტური სასწავლო თამაშის გამოყენების დროს, გაცილებით მარტივია შეძენილი ცოდნის და უნარების ტრანსფერი სხვადასხვა რეალურ ვითარებაში. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული, პასიური სასწავლო პროცესის დროს ხდება ვიწრო პროცედურული კომპეტენციების ჩამოყალიბება და შემდეგ მათი შემოწმება ისეთ ვითარებებში, რომელთა მსგავსება რეალურ ვითარებებთან ძალზე შეზღუდულია.

იმისათვის, რომ თამაში იყოს ეფექტური, სწავლების თვალსაზრისით, იგი სტრუქტურირებული უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება სწავლა. არსებობს რამოდენიმე ძირითადი პრინციპი, რომლებიც აღწერს სწავლის პროცესს და რომელთა კონტექსტშიც საინტერესოა ტრადიციული და თამაშზე დაფუძნებული სწავლის განხილვა:
პირველი პრინციპის მიხედვით, სასწავლო პროცესში ხდება მთლიანი მასალის და მასთან დაკავშირებული კომპეტენციების მხოლოდ ნაწილის დაფარვა. ეს ნიშნავს, იმას, რომ სწავლის დროს ხდება ფოკუსირება რომელიმე კონკრეტული უნარის განვითარებაზე. სწორედ ამის რეალიზაციას ამარტივებს თამაშზე დაფუძნებული ვირტუალური სასწავლო გარემო, რომელშიც შესაძლებელია დროის სხვადასხვა მომენტში მიზნობრივად გამახვილდეს ყურადღება ცალკეული კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, თუ პედაგოგიური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეს განუვითაროთ სწრაფი ზეპირი ანგარიშის უნარი, ამისათვის შესაძლებელია ისეთი თამაშის გამოყენება, რომელში წარმატებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ასრულებს მოსწავლე გამოთვლებს;

მეორე პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სასწავლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს აქტიურ სწავლას, რომლის დროსაც ხდება არა მხოლოდ ჭეშმარიტი და მცდარი დებულებების და კონსტრუქციების დემონსტრირება, არამედ მოსწავლე თავად ახდენს შეფასებას. იგი თავად გამოცდის ახალ პროცედურებს და თავად შეაფასებს მათ ეფექტურობას. ამ პრინციპის რეალიზაციის საშუალებას ასევე იძლევა თამაშთან დაკავშირებული სასწავლო გარემო. მაგალითად, მათემატიკის სწავლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოდელირება. მოდელის შედგენა, მისი შეფასება და გაუმჯობესება გაცილებით მარტივია ისეთ სათამაშო გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა მოთამაშემ თავად ცვალოს მოდელის პარამეტრები თამაშის მიზნის მისაღწევად;

მესამე პრინციპი გულისხმობს ცოდნის შეძენას ცდის საშუალებით. მისი მიხედვით, სწავლა არის ციკლური პროცესი, რომლის დროსაც ცდების და გარე სამყაროზე დაკვირვების საფუძველზე ხდება ჰიპოთეზის ჩამოყალიბება ხოლო შემდეგ ამ ჰიპოთეზის დასაბუთება, დახვეწა (ან უარყოფა). ამის შედეგად ყალიბდება ახალი ცოდნა. სასწავლო თამაშის საშუალებით შესაძლებელია ისეთი ფუნქციონალური გარემოს შექმნა, რომელშიც ცდების რაოდენობა ფაქტიურად შეუზღუდავია. გარდა იმისა, რომ ამ დროს ხდება ახალი ცოდნის შეძენა, მოსწავლეს (მოთამაშეს) უვითარდება ჰიპოთეზის ჩამოყალიბების და მისი დასაბუთების უნარი;

ცოდნის განმტკიცების ძირითადი საშუალება არის სავარჯიშო. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და გათავისებისათვის საჭიროა სავარჯიშოების შესრულება ისეთ გარემოში, რომელიც ამ ვარჯიშს სახალისოს ხდის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვარჯიში თავისთავად გულისხმობს ერთგვაროვანი პროცედურების მრავალჯერად გამეორებას, რაც საკმაოდ მომქანცველი და მომაბეზრებელი პროცესია. თამაშზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შეუძლია ვარჯიშის რუტინული პროცედურები მრავალფეროვანი და სახალისო გახადოს. მაგალითად, სასკოლო ალგებრის ტრადიციული კურსის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია დიდი რაოდენობის გამოთვლები, ალგებრული გამოსახულებების გამარტივება და განტოლებების ამოხსნა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ყოველივე მოსწავლეებისათვის საკმაოდ მომქანცველია და როგორც წესი ამ სავარჯიშოების ეფექტიანობის კოეფიციენტი ძალზე დაბალია: მიღებული ცოდნა მოსწავლეს სწრაფად ავიწყდება, რადგან ვარჯიშის დროს შესრულებულ პროცედურებს არ გააჩნია კონტექსტი, ხოლო მოსწავლის მოტივაცია დაბალია. ამ სახის სავარჯიშოები მოქცევა შესაძლებელია თამაშის კონტექსტში (მაგ., განტოლების ამოხსნა – სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლასთან, როდესაც მიზანია ამ სხეულის გადაადგილება სასურველ წერტილში), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მასალის გააზრებას და გაზრდის მოსწავლის მოტივაციას.
თამაშის შექმნა როგორც ყველა დონის კოგნიტური უნარების განვითარების ხელშემწყობი აქტივობა

როდესაც საუბრობენ თამაშზე დაფუძნებულ სწავლაზე, ძირითადად გულისხმობენ იმას, რომ სწავლისას გამოიყენება უკვე გამზადებული, სასწავლო მიზნებზე მორგებული და პედაგოგიურად გააზრებული თამაში. ასეთი თამაშის შექმნა მოითხოვს რამოდენიმე სხვადასხვა საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის თანამონაწილეობას. კერძოდ: განათლების სპეციალისტების, რომელთა ძირითადი ამოცანა უნდა იყოს თამაშის პედაგოგიური მიზნების და შესაბამისი მეთოდიკის განსაზღვრა (და ბოლოს, მზა პროდუქტის შეფასება); დიზაინერების, რომლებმაც უნდა მოახდინონ პედაგოგიურ მიზნებსა და მეთოდიკაზე მორგებული აპლიკაციის დიზაინის შერჩევა; პროგრამისტების, რომელთა ამოცანაა პროდუქტის უშუალო რეალიზაცია განსაზღვრული მიზნებისა და დიზაინის მიხედვით. გარდა ამისა, მაღალხარისხიანი საგანმანათლებლო თამაშის შექმნა მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას. ეს მითუმეტეს თვალშისაცემია, როდესაც თამაშს დანიშნულებაა არა მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე პედაგოგიური მიზნის მიღწევა, არამედ თუ თამაში საკმაოდ კომპლექსურია და მასში წარმოდგენილია მრავალფუნქციური ვირტუალური სასწავლო გარემო (მაგ., თამაში – Stuart Little: His Adventures in Numberland).
როგორც ავღნიშნეთ, ამგვარ (ხშირად საკმაოდ ძვირადღირებულ) თამაშებს გააჩნია საკუთარი დანიშნულება და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში შესაძლებელია საკმაოდ ეფექტურად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვსურს ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ მიმართულებას თამაშზე დაფუძნებული სწავლის საკითხში. ესაა სწავლის ისეთი მეთოდი, როდესაც მოსწავლე, მასწავლებელთან ერთად, თვითონ ქმნის თამაშს. ამის შედეგად მიღებული თამაში ზოგჯერ შესაძლოა თავისთავად არც იყოს სასწავლო ან იყოს ძალზე მარტივი და მხოლოდ ერთ ვიწრო სასწავლო მიზანზე ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, თვით მისი შექმნის პროცესი მოსწავლეებისაგან მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას და არსებული ცოდნის გააქტიურებას. მაგალითად, რომ განვიხილოთ თუნდაც ისეთი მარტივი თამაში, რომელშიც საჭიროა სპეციალური ბრძანებების და საკოორდინატო გეომეტრიის გამოყენებით, ობიექტის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე (მაგ., სასწავლო კომპიუტერული პროგრამა Turtle, რომელიც წარსულში საკმაოდ გავრცელებული იყო აშშ – ში. მისი თანამედროვე ვარიანტია Scratch, რომელიც შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში – Lifelong Kindergarten Group at the MIT Media Lab), მოსწავლისაგან მოითხოვს საკმაო რაოდენობის ცოდნისა და უნარების გააქტიურებას. მათ შორისაა წარმოსახვის უნარი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლემ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს გადაადგილების მარშრუტი და მისი აღწერა კოორდინატების გამოყენებით (ან პირიქით – კოორდინატებში მოცემული მარშრუტის გამოსახვა); მოდელირების უნარი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანურ ენაზე გადმოცემული აღწერის გამოსახვა სპეციალურ პროგრამულ ენაზე. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შედეგის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა ალგებრული მოქმედებების და გამოთვლების სწორად ჩატარება. გარდა ამ სახის მარტივი თამაშისა, უკვე დაწყებით საფეხურზე შესაძლებელია სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შედარებით რთული თამაშების შექმნა, რომლებისთვისაც მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიფიქრონ თამაშის სიუჟეტი, მიზანი, წესები და თვითონვე უნდა მოახდინონ ამ ყველაფრის რეალიზაცია თამაშის შესაქმნელი ინტეგრირებული გარემოს გამოყენებით. უკვე აქედან ნათელია, რომ გარდა წმინდა პროცედურული უნარების და ფაქტობრივი ცოდნისა ეს ყოველივე მოითხოვს შემოქმედებითობას და მაღალი დონის კოგნიტური უნარების გააქტიურებას: ანალიზი – რომელიც საჭიროა თამაშის მიზნების ადეკვატურობის, წესების და სიუჟეტის ლოგიკურად გამართულობის უზრუნველსაყოფად; სინთეზი – რომელიც საჭიროა თამაშის სტრუქტურული ელემენტების ერთმანეთზე გადასაბმელად და ამ ყოველივეს პროგრამული რეალიზაციისათვის; შეფასება – რომელიც საჭიროა იმისათვის რომ მოხდეს მიღებული პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა და მისი გაუმჯობესება.

კომპიუტერული თამაშების შექმნისათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა
თამაშების შექმნა, როგორც სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული აქტივობა, ჩვენ განვიხილეთ როგორც ძვირადღირებული სასწავლო თამაშების გამოყენების ალტერნატივა, და იმასაც გავუსვით ხაზი, რომ ეს აქტივობა ბევრი მიმართულებით უფრო მეტი შედეგის მომტანია. აქედან გამომდინარე, ძირითად ყურადღებას მივაქცევთ უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სასწავლო მიზნებისათვის. კერძოდ, შევჩერდებით სამ მათგანზე. ესენია:

GameMaker

https://www.yoyogames.com/gamemaker/studio
Scratch
https://scratch.mit.edu

 
Kodu
https://fuse.microsoft.com/projects/kodu

ამ პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია ინტერაქტიული მოთხრობების, ანიმაციების და კომპიუტერული თამაშების შექმნა ისე, რომ არ არის აუცილებელი პროგრამირების და დიზაინის პრინციპების ფლობა. მართალია ეს ხელსაწყოები შექმნილია ძირითადად ბავშვებისა და მოზარდებისათვის, მათ აქტიურად იყენებს კოლეჯების მოსწავლეები და სტუდენტებიც კი. ზოგი მათგანის (GameMaker) გამოყენებით შესაძლებელია პლატფორმისაგან დამოუკიდებელი პროდუქციის შექმნა და გამოქვეყნება. გარდა ამისა, მათი საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ მრავალმოთამაშიანი, არამედ სოციალური თამაშების შექმნა.
 
განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ თამაშის შექმნის პროცესში ძირითადი ყურადღება გადატანილია არა ტექნიკურ უნარებზე, არამედ შემოქმედებითობაზე. ის ცოდნა, რომელიც საჭიროა თამაშის სცენარის რეალიზაციისათვის არ სცდება დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკას (არითმეტიკული მოქმედებები, მარტივი გეომეტრიული გარდაქმნები, საკოორდინატო გეომეტრია), თუმცა სურვლის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო რთული მათემატიკური სტრუქტურების და პროცედურების გამოყენება თამაშის მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ თამაშის შემქმნელის სურვილია, რომ შექმნას რეალობასთან მიახლოებული თამაში, რომელიც დაკავშირებული კოსმოსურ ობიექტებთან, მას შეუძლია პლანეტების მოძრაობის აღსაწერად მეორე რიგის წირების და კეპლერის კანონების გამოყენება ფიზიკიდან.

ამ ყოველივესთან ერთად უნდა აღინიშნოს რომ, ინტუიციურად გასაგები და მარტივი ინტერფეისის გამო ამ პროგრამების გამოყენების შესწავლა მოითხოვს ძალზე მცირე დროს და ძალისხმევას. მართალია თამაშის შექმნასთან დაკავშირებული აქტივობების პედაგოგიური ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ როგორც ყველა დამხმარე რესურსის გამოყენება, ესეც მოითხოვს პედაგოგის მიერ სასწავლო მიზნების და სტრატეგიების ზუსტად განსაზღვრას.

უილიამ გლასერი – სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე – სკოლის გავლენა

0
ყურადღება გავამახვილოთ იმ როლზე,რასაც სკოლა თამაშობს საკუთარი თავის პატივისცემის, ცოდნის მიღების, „ინსტრუმენტებით” ფლობის სწავლებაში, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში წარმატების მიღწევისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩემი მუშაობის დაწყებისას იმ ბავშვებთან, რომელთაც არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდათ , რაზეც მეტყველებდა მათი ქცევა და სწავლის შედეგები, მივხვდი, რომ მათი დახმარება ძნელი იქნებოდა. ამ ამოცანის შესრულება რთულია და შეიძლება შეუსრულებელიც, რადგან თანამედროვე განათლების ფილოსოფია ძალიან დიდ ადგილს უთმობს „წარუმატებლობის” მცნებას და ამით აძნელებს მოსწავლეებში საკუთარი თავის პატივისცემის შეგრძნების აღზრდას. მოდით გავაანალიზოთ ბავშვის ცხოვრება სკოლამდე და სკოლაში სწავლების პირველ წლებში.
ადამიანი სწავლას იწყებს დაბადებიდან და აგრძელებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მოწოდებულია სტანდარტიზება გაუკეთოს განათლებას ადრეულ ასაკში. ბავშვი თავისი ცხოვრების პირველ წლებში, ჯერ კიდევ მანამდე სანამ სკოლაში წავა, იგებს სამყაროზე ძალიან ბევრს. სკოლის მოსამზადებელ კლასში შესვლის მომენტისთვის ბევრ რამეში გათვითცნობიერებულ არსებაა. ის საკმაო ცოდნას ფლობს თავის გარემოზე და როგორც წესი შეგუებულია მასთან. როგორ გარემოშიც არ უნდა იზრდებოდეს, ბავშვი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. არცერთი მათგანი არ მოდის სკოლაში წარუმატებლის იარლიყით. მხოლოდ სკოლა კიდებს მას ამ იარლიყს.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ოჯახში და გარემოში იზრდება ბავშვი,თავიდან მათი უმეტესობა ინტუიტიურად თავს სრულყოფილ პიროვნებებად აღიქვამს. იმედი აქვთ, რომ სკოლაში აღიარებას მიაღწევენ და ახალგაზრდა ადამინისათვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით სჯერათ, რომ მასწავლებლების და თანაკლასელების სიყვარულს დაიმსახურებენ. ამ ბავშვური ოპტიმიზმის ნგრევა – არის დაწყებითი განათლების ყცელაზე სერიოზული პრობლემა. როგორი სოციალური წარმომავლობა და გარემოც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს, ის სკოლაში მოდის სწავლის წყურვილით. როდესაც ისინი სწავლისადმი ინტერესს კარგავენ,ამაში შეიძლება დავადანაშაულოთ ოჯახი, გარემო, სიღარიბე, მაგრამ უფრო სწორი იქნება ამის მიზეზი სკოლაში და მისი სწავლების მეთოდებში ვეძებოთ. იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს აქვს განათლების სისტემას და იმის გაცნობიერებით, რომ მოსწავლეთა უმეტესობისთვის სკოლა – მსოფლიოში ერთადერთი რეალობაა, რომელიც მათთვისაა შექმნილი, ჩვენ ვხვდებით: ის მათ ცხოვრებაში თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. თუ სკოლა ვერ ასრულებს თავის ამოცანებს, არაა საჭირო ბრალი დავდოთ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. საჭიროა სკოლა სრულყოფილი გავხადოთ. ბევრი პედაგოგი,რომლებიც რთულ ბავშვებთან მუშაობენ, თვლიან, რომ მათი წარმატება და მარცხი ბევრწილად დამოკიდებულია სწავლების პირველ წლებზე. რაც მთავარია ეს ეხება ყველა ბავშვს.

ბავშვი, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს თავისი ცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში, თვლის, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. სკოლის პედაგოგებმა იციან, რომ ეს თავდაჯერებულობა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება დაახლოებით კიდევ ხუთი წლის განმავლობაში, მაშინაც კი თუ სკოლაში სწავლა არ მოუტანს კმაყოფილებას. მაგრამ, როდესაც სწავლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 5–დან 10 წლამდე,ის ხშირად განიცდის მარცხს, ამ დროისთვის მისი თავდაჯერებულობის ნიშანწყალიც არ დარჩება, მოტივაცია ეკარგება და ბავშვი ეგუება წარუმატებლობას. უჩნდება შეგრძნება,რომ თავისი შესაძლებლობებით ვერ გაუმკლავდება მის წინ მდგარ პრობლემებს და ამიტომ ემორჩილება ემოციებს, თუმცა ადრე, თავის უზრუნველ წარსულში, ყურს უგდებდა გონების ხმას. ის თანდათან სცილდება სიყვარულის და საკუთარი თავის პატივისცემის ძიების გზას, ბრმად ცდილობს ფონს გავიდეს, როგორც თვითონ ჰგონია, ერთადერთი დარჩენილი გამოსავალით – კანონდარღვევით და საკუთარ თავში ჩაკეტვით. და თუმცა სკოლაში წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლება, მისი მიღწევის შანსი წლიდან წლამდე მცირდება. არიან ისეთი ადამიანები, რომლების სკოლაში სწავლის ბოლო წლებში ცდილობენ გარდატეხონ მოვლენების განვითარება , მაგრამ ასეთები გამონაკლისებია.

კრიტიკული ასაკი – 5– დან 10 წლამდე. საუკეთესო დროა , როდესაც შეიძლება ვიბრძოლოთ წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად. მათი სიხშირის ზრდის პროცესს ჩვეულებრივ შეგვიძლია კორექტირება გავუკეთოთ სწავლების პროგრესული მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაეხმარება ბავშვს რეალიზება გაუკეთოს საკუთარ ძირითად მოთხოვნილებებს. ყველა ბავშვი თავისი ოჯახის, გარემოს და გენეტიკური თვისებების გავლენის ქვეშაა. გასაკვირია, მაგრამ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან დამოუკიდებლად, 10 წელი კრიტიკულ ათვლის წერტილს წარმოადგენს. ამ ასაკამდე სკოლის დადებითმა გამოცდილებამ შეიძლება სასიკეთოდ იმოქმედოს წარმატების მიღწევაში. მაგრამ 10 წლის მერე ეს დადებითი გამოცდილება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, საქმეს ართულებს ის, რომ ის უეცრად გადადის საშუალო სკოლაში, სადაც სამწუხაროდ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება არ ახდენენ პედაგოგიური კორექციას. აქედან გამომდინარე,ბავშვებს სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დავეხმაროთ, მთავარია – დაწყებით კლასებში არ დავკარგოთ დრო.

პედაგოგიურ წრეებში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ შეჭირვებული ოჯახებიდან ბავშვები ჩამორჩებიან თანატოლებს განვითარებაში,რაც მოქმედებს მათ სწავლაზე, ამიტომ აუცილებელია სკოლამდელი მომზადება, რომ გაუთანაბრდნენ სხვა ბავშვებს.სკოლამდელი მომზადების პროგრამაში რეალიზებულია ბევრი რამ იქიდან,რაზეც ლაპარაკია ამ წიგნში. ასეთი ბავშვები, რომელთაც გავლილი აქვთ დაწყებითი მომზადების კურსი სკოლაში შესვლისთვის ავლენენ უფრო მაღალ იტელექტუალურ დონეს, ვიდრე თანატოლები, რომლებიც გაიზარდნენ ანალოგიურ სოციალურ გარემოში.ასევე სრულიად ნათელია ისიც, რომ სკოლა, არსებითად, ხელს უწყობს არა აზროვნების განვითარებას, არამედ დაზეპირებას და მექანიკურ დამახსოვრებას, რის გამოც ძლიერად ურტყამს იმ ბავშვებს,რომლებმაც მიიღეს კარგი სკოლამდელი მომზადება. დაწყებითი პროგრამა ბავშვებს ამზადებს არარსებული სკოლისთვის, რომელიც გენერირებას უკეთებს სიხარულით სწავლას იმ დროს, როდესაც დანარჩენი ბავშვები იღებენ სკოლას ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია,რაც შესაძლებლობას აძლევს უკეთ ისწავლონ. მე არ ვარ წინააღმდეგი სკოლამდელი განათლების პროგრამის, მე მომხრე ვარ სკოლის შეცვლის – იმ გაგებით,რომ სარგებელი იყოს ამ არაჩვეულებრივად შედგენილი პროგრამისგან.
რატომაა, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვი გრძნობდა წარმატების გემოს და გამოირჩეოდა ოპტიმიზმით? წარმატება იმიტომ იყო მისი თანმდევი,რომ ის დამოუკიდებლად, თავისი გონებრივ შესაძლებლობებზე დაყრდნობით,უმკლავდებოდა მისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ სიტუაციებს;ოპტიმისტი კი იყო იმიტომ, რომ არ იყო მოკლებული მისი ასაკისთვის შესაბამის სიამოვნებებს. უფრო მეტად აცნობიერებდა,რომ ცხოვრებაში გხვდება წინააღმდეგობები, მაგრამ შესაძლებელია ისინი წარმატებით დაძლიო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მარცხის მიუხედავად არავინ არ თვლიდა მას წარუმატებელ ადამიანად; ასე თუ ისე, მკაცრად თუ მოფერებით, მას აწავლიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, მშობლები ახერხებდნენ თუ არა აეხსნათ მათთვის რატომ უნდა მოქცეულიყვნენ შესაბამისად, მაინც თითქმის ყველა მათი მოთხოვნა გონივრული ეჩვენებოდათ. ბოლოს და ბოლოს მათ ყოველთვის რჩებოდათ წარმატების შანსი, რადგან არავინ არ სთხოვდა შედეგებს მკაცრად განსაზღვრულ დროში მაგალითად სემესტრში ან ერთ წელიწადში. საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს ისინი იყენებდნენ მიზანმიმართულად:ისინი ფიქრობდნენ. რასაკვირველია, იყო ცრემლები, გაღიზიანება, მიზეზობა, სისულელეები, ხშირი გულდაწყვეტა, მაგრამ არასოდეს ქცევის აბსურდულობა არ იყო ცხოვრების წესი.ოჯახის გარეთ ბავშვი არ აძლევდა თავს ემოციური გამოხტომის უფლებას და იქცეოდა გონივრულად, რადგან ხვდებოდა სად გაუვიდოდა და სად არა.

სკოლაში ბავშვები სწრაფად ხვდებიან, რომ გონება მათ სჭირდებათ მექანიკური დამახსოვრებისთვის და არა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, იდეების რეალიზებისთვის. პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე წარმატებას განსაზღვრავს კარგი მეხსიერება და არა აზროვნების უნარი. მათ უწევთ აზროვნებიდან დამახსოვრებაზე გადასვლა, რაც ზოგიერთისთვის რთული ხდება. ამის გამო წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს.

მექანიკური დამახსოვრება თავისთავად ცუდია. მაგრამ განსაკუთრებით ცუდი ისაა,რომ ფაქტები, რომლებიც უნდა დაიმახსოვრონ, არ არის დაკავშირებული ბავშვის სამყაროსთან – ის რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთოდ არ ისწავლება ან ცუდად ისწავლება. ბავშვებს აბნევს ის წინააღმდეგობა რომელიც არსებობს მათი ცხოვრების პირველ ხუთ წელსა და სკოლაში შესვლის შემდგომ პერიოდს შორის.
ამგვარად, გონების დაძაბვა შერწყმული რეალურ ცხოვრებისგან მოწყვეტილ სასწავლო პროგრამის სწავლებასთან, მივყავართ პერმანენტულ მარცხებამდე და დანაშაულებამდე. გონიერი ბავშვები სწრაფად ხვდებიან: ის რაც მნიშვნელოვანია სკოლაში, არ არის კავშირში იმასთან რასაც მოითხოვს რეალური ცხოვრება, ამიტომ ის ეგუება ასეთ გაორებულ ცხოვრებას. მაგრამ უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. არ ვამტკიცებთ, რომ სასკოლო პროგრამები სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოსწავლეთა ინტერესებთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ – სკოლაში სწავლება არ უნდა იყოს მოწყვეტილი მათი ცხოვრებისგან. ბავშვისთვის სხვადასხვა ფაქტების დამახსოვრების იძულება ისევე ნაკლებეფექტურია, როგორც აბსტრაქტული იდეების სწავლება. ჩვენ მათ აზროვნება უნდა ვასწავლოთ – ესაა სკოლის ამოცანა.

არ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ბავშვები აცნობიერებენ მათი სკოლაში ყოფნის მიზანს და ესმით განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობა. საბავშვო ბაღიდან და სკოლის დამთავრებამდე მუდმივად უნდა ვუხსნათ, თუ როგორაა დაკავშირებული ცხოვრებასთან ის, რასაც სკოლაში სწავლობენ. ჩვენ კი ამას არ ვაკეთებთ და ეს ხდება სკოლაში წარუმატებლობის მიზეზი. იმასთან ერთად, რომ ჩვენი საზოგადოება თანდათან რთული ხდება, ბავშვებსაც უფრო უჭირთ ცხოვრებასა და სკოლასთან კავშირის დაჭერა. მათ ხშირად სთხოვენ სიტყვაზე დაუჯერონ და შეისწავლონ მასალა, რომლის აზრი გაუგებარია არა მარტო მათთვის , არამედ ხანდახან პედაგოგისთვისაც კი.ბავშვების უმეტესობა კარგავს მათ ნდობას, რასაც ვერაფრით ანაცვლებენ , ამიტომ ერთადერთი შესაძლო შედეგია – წარუმატებლობა.

საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ სკოლაში ცოტაა სივრცე ინტელექტუალური, შემოქმედებითი, მხატვრული შესაძლებლობების გამოხატვისთვის,ასევე სიხალისისთვის და მხნეობისთვის,: არანაკლებ დრამატულია ის რომ სკოლის პროგრამა თითქმის არ უთმობს ყურადღებას ბავშვებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდას. მათთვის, საერთო საქმეში ურთიერთ დახმარება და შეგრძნება, რომ რთულ სატუაციაში მარტო არ არიან, ნაკლებად ასოცირდება სკოლასთან.

ბევრისთვის სოციალური პასუხისმგებლობის აღზრდა მთავრდება მოსამზადებელ კლასში. მოსწავლეებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ყველაზე ნაკლებს ელაპარაკებიან სწორედ მაშინ , როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. როდესაც მათ არ სთავაზობენ დაფიქრდნენ საკუთარ პრობლემებზე და ეს პრობლემები დაუკავშირონ საზოგადოების პრობლემებს, როდესაც ხელი ეწყობა იმის დაზუთხვას, რასაც ვიღაცა თვლის მნიშვნელოვნად, ბავშვები იჯერებენ , რომ მთავარია გაკვეთილზე ყველა კითხვას სწორი პასუხი გაეცეს – ესაა ყველა პრობლემის გადაწყვეტა,მაგრამ როდესაც მოსწავლის წინაშე რთული პრობლემა დგას, ამ დროს სკოლა იცილებს პასუხისმგებლობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ განათლება თავისი საწყისი მიზნისგან,ასწავლონ ბავშვებს ამ სამყაროში ცხოვრება და თანდაყოლილი – აზროვნების უნარი – განუვითაროს, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს .

სამყაროში, სადაც სულ უფრო მძაფრდება სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური პრობლემები, განათლება მათზე სუსტად რეაგირებს, რაც ხელს არ უწყობს ახალგაზრდობის ადაპტაციას ამ არეულ დროში.

სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები

0
სახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ფილოსოფოსების, იურისტებისა და ისტორიკოსების სერიოზული განსჯის საგანი. უდიდესს მოაზროვნეთა მთელი თაობები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეცათ პასუხი შეკითხვაზე – თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში? მაგალითვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პლატონის, არისტოტელეს, კონფუცის, იბნ ხალდუნის, მაკიაველის, ჰობსის, მონტესკიეს, ჰეგელის და სხვათა ნაშრომები, რომლებიც ამ თემას ეძღვნება. 

ნებისმიერი საგნის ან მოვლენის ანალიზისას, პირველ რიგში, საჭიროა დავადგინოთ მისი წარმოშობა. სახელმწიფოს წარმოშობის შესწავლას აქვს არა მარტო შემეცნებითი და აკადემიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც. ამგვარი ანალიზი საშუალებას იძლევა ღრმად ჩავწვდეთ ამ ინსტიტუტის სოციალურ ხასიათს და მისი  ფუნქციონირების  მრავალფეროვან მექანიზმებს.  

საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა სახელმწიფოს წარმოშობის სხვადსხვა თეორიები რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არა მარტო ამ თეორიათა შემქნელების, არამედ  იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის და ინტელექტუალური საზოგადოების გამწყობას გამოხატავდა. წინამდებარე სტატიის მიზანია,  გავაცნოთ საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგებს სახელმწიფოს წარმოშობის ძირითადი თეორიები, რომლებსაც ისინი სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

თეოლოგიური თეორია – (ძვ.ბერძ. Teos – ღმერთი, logos – სწავლება, აზრი, სიტყვა) ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოძღვრებაა.  ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოშობა და არსებობა ღვთაებრივი ნების გამოხატულებაა. აქედან გამომდინარე  ხელისუფლება მარადიული და  შეუცვლელია, ხოლო მისადმი მორჩილება აუცილებელია. ეს მოძღვრება გვეუბნება, რომ ხელისუფალნი მოქმედებენ ღმერთის სახელით, მათი ძალაუფლება ღვთაებრივ ხასიათს ატარებს, ხოლო სახელმწიფოში გამოცემული კანონები ღვთაებრივ სამათლიანობას შეესაბამება.

ძველ სამყაროში სახელმწიფოს წარმოშობის რელიგიურ-მითოლოგიური თეორიები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, რაც იმდროინდელი საზოგადოების ისტორიული განვითარებით აიხსნება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოსაყოფია ძველ ეგვიპტური, ბაბილონური, ჩინური თუ ინდური მოძღვრებები.  ასე მაგალითად, ხამურაბის კანონებში პირდაპირ წერია მეფის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ: „ღმერთებმა დაადგინეს მეფე ხამურაბი „შავთავიანების” ბრძანებლად” ….. „ადამიანი არის ღმერთის ჩრდილი, მონა არის ადამიანის ჩრდილი, ხოლო მეფე ღმერთის სწორია”.

 

ჩინური მოძღვრების მიხედვით, იმპერატორი ცის შვილად იწოდებოდა.

სახელმწიფოს ღვთაებრიობის იდეას  ზოგიერთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსიც ემხრობოდა. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მოძღვრებამ შუა საუკუნეებში შეიძინა, როდესაც დღის წესრიგში საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემა დადგა. ქრისტიანული და ისლამური დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფო, ისევე როგორც ყოველივე ამ ქვეყანაზე ღმერთის შემოქმედების ნაყოფია. ამიტომ, სახელმწიფოს არსსა და ბუნებაში ჩაწვდომა შეუძლებელია, ხოლო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა დიდ ცოდვად ითვლება.

დასკვნის სახით შევეცდებით თეოლოგიური თეორიის რეზიუმირებას:

სახელმწიფო შეიქმნა ღმერთის ნებით;
სახელმწიფო ინსტიტუტები მარადიული, უცვლელი და წმინდაა;
ამ ინსტიტუტების შექმნა და გაუქმება არ არის ადამიანზე დამოკიდებული;
ხელისუფლება წარმოადგენს ღმერთის ნების აღმსრულებელს დედამიწაზე;
თეოლოგიური თეორია მოუწოდებს საზოგადოებას:
აღიარონ მეფეთა ხელისუფლება (ეს დოქტრინა გავრცელებული იყო შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში)  როგორც წმინდა და ღმერთის ნებისგან მომდინარე;
არავინ შეეცადოს ღმერთის მიერ დადგენილი წესრიგის შეცვლას.

პატრიარქალური თეორია – ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და რომში. მის ფუძემდებლად ევროპაში არისტოტელე ითვლება. ეს თეორია გარკვეული ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თუმცა შუა საუკუნეების აბსოლუტიზმის ეპოქაში კვლავ აღორძინდა და ჩვენს დრომდე მოაღწია. 

პატრიარქალური თეორიის მიხედვით, ადამიანი, როგორც კოლექტიური არსება ისწრაფვის სხვა ადამიანთან ურთიერთობას და ოჯახის   შექმნას, ხოლო ოჯახის განვითარება წარმოშობს სახელმწიფოს. არისტოტელე სახელმწიფოს იმ პროდუქტად მიიჩნევს, რომელიც ოჯახების გამრავლების, გავრცობისა და გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. ფილოსოფოსი თვლიდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არის გაგრძელება გვაროვნულ საზოგადოებაში არსებული მამის (პატრიარქის) ხელისუფლებისა. 

ჩინეთში, სახელმწიფოს, როგორც დიდი ოჯახის თეორია განავითარა კონფუციმ. იმპერატორის ძალაუფლებას ის აიგივებდა მამის ძალაუფლებასთან, ხოლო მმართველისა და  ქვეშევრდომების ურთიერთობას – ოჯახურ ურთიერთობასთან, სადაც უმცროსები ყოველთვის უნდა ემორჩილებოდნენ უფროსის ნებას. რაც შეეხება  მმართველებს, ისინი ვალდებულნი არიან იზრუნონ ხელქვეითებზე, როგორც საკუთარ შვილებზე.  

XVII საუკუნის მოაზროვნემ – ფილმერმა, თავის ნაშრომში – „პატრიარქი”, კიდევ უფრო განავრცო ეს თეორია. მისი აზრით, მონარქის ხელისუფლება შეუზღუდავია, რადგანაც მომდინარეობს ადამისგან, რომელმაც ძალაუფლება ღმერთისგან მოიპოვა. ამიტომ ადამი არა მარტო კაცობრიობის მამამთავარია, არამედ მისი ბრძანებელიც, ხოლო მონარქებმა, როგორც ადამის შთამომავლებმა მემკვიდრეობით მიიღეს მისგან საკუთარი ძალაუფლება.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო თავისებური „დიდი ოჯახია”. რომელიც მრავალი პატარა ოჯახისგან შედგება. პატრიარქალური თეორიის მიხედვით: 

მონარქი არის საკუთარი ხალხის მამა;
საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია მეფის (მამობრივი) ზრუნვის გარეშე;
მეფე მოქმედებს ქვეშევრდომების დაცვისა და კეთილდღეობისთვის (როგორც მამა ზრუნავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის);
ქვეშევრდომები ვალდებულნი არიან პატივი სცემ და დაემროჩილონ მეფეს, როგორ ოჯახის წევრები საკუთარ მამას. 

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია – წარმოიშვა XVII – XVIII საუკუნეებში და მიმართული იყო წოდებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც გამეფებული იყო კანონის წინაშე უთანასწორობა და უმცირესობის (მმართველი ფენების) სრული ბატონობა უმრავლესობაზე. ამ თეორიის შემქნელები იყვნენ: ჰუგო გროციუსი – ჰოლანდიელი მოაზროვნე და იურისტი; ჯონ ლოკი და თომას ჰობსი – ინგლისელი ფილოსოფოსები; შარლ მონტესკიე, დენი დიდრო, ჟან ჟაკ რუსო – ფრანგი განმანათლებლები.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას სხვაგვარად „ბუნებით სამართალსაც” უწოდებდნენ, რადგანაც წარმოდგენილი კონცეფციების ძირითად იდეას წარმოადგენდა ის, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ღმერთისგან ან ბუნებისგან მონიჭებული ბუნებრივი უფლებები. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ საზოგადოებას უფლება აქვს დაამხოს ხელისუფლება ძალადობრივი, რევოლუციური გზით, თუ სახელმწიფოს მესვეურები არღვევენ ადამიანთა უფლებებს. საყურადღებოა, რომ ამ დებულებამ ადგილი ჰპოვა აშშ-ს თავისუფლების დეკლარაციაში.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს საფუძვლად უდევს ე.წ. „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რომელიც შემდეგ დებულებებს მოიცავს:

პირველყოფილ სისტემაში არ არსებობდა სახელმწიფო. საზოგადოება იმყოფებოდა „ბუნებრივ მდგომარეობაში”, რომელიც სხვადასხვა ავტორებს განსხვავებულად ესმოდათ (განუსაზღვრელი პირადი თავისუფლება, „ყველას ომი  ყველას წინააღმდეგ”, საყოველთაო კეთილდღეობა – „ოქროს ხანა” და სხვა);

თითოეული ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა და არ ითვლისწინებდა – სხვების ინტერესებს, რაც იწვევდა „ყველას ომს   ყველას წინააღმდეგ”, რომლის შედეგად არაორგანიზებულ საზოგადოებას შეეძლო საკუთარი თავის განადგურება;

ეს რომ არ მომხდარიყო, ადამიანებმა გააფორმეს ერთმანეთთან „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რომლის ძალითაც, ურთიერთგადარჩენის საფასურად, თითოეული მათგანი უარს ამბობდა თავისი ინტერესების ნაწილზე;
ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოიშვა ინტერესთა შეთანხმების, ურთიერთთანაცხოვრების, ურთიერთდაცვის ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფო განასახიერებს;
 საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიას შემდეგ შედეგები ჰქონდა:
საფუძველი გამოეცალა თეოლოგიურ და პატრიარქალურ შეხედულებებს სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მათთან ერთად დაიმსხვრა მითი ხელისუფლების სიწმინდის და უცოდველობის შესახებ. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ   გავლენა მოეხდინათ ხელისუფლებაზე;
გადაიდგა ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ;
ფაქტიურად  შეიქმნა სახალხო სუვერენიტეტის იდეა, რომელისც გულისხმობდა შემდეგს –  ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს და მას ეკუთვნის;
სახელმწიფო სტრუქტურები  და ხელისუფლება არ არსებობენ თავისთავად, არამედ უნდა ემსახურებოდნენ ხალხის ინტერესებს და იყვნენ მის სამსახურში;
ამ თეორიამ ფაქტიურად მოუმზადა ნიადაგი რესპუბლიკური სისტემის ჩამოყალიბებას;
„საზოგადოებრივი ხელშეკრულების” მიხედვით, ხალხსა და სახელმწიფოს აქვთ ურთიერთვალდებულებები – ხალხი იცავს კანონებს, იხდის გადასახადებს, იხდის სამხედრო და სხვა სახის მოვალეობებს. სახელმწიფო არეგულირებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს, სჯის დამნაშავეებს, ქმნის ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის აუცილებელ პირობებს და იცავს მოქალაქეებს გარეშე საფრთხისგან.

ორგანული თეორია –   XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიმუშავა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა  ჰერბერტ სპენსერმა. ამ თეორიის წარმოშობა უკავშირდება საბუნებისმეტყველო დარგების სწრაფ განვითარებას, თუმცა მსგავსი იდეები ჯერ კიდევ პლატონმა გამოთქვა, როდესაც სახელმწიფო ადამიანის ორგანიზმს შეადარა.

დარვინიზმის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა იურისტმა და სოციოლოგმა დაიწყეს ბიოლოგიური კანონზომიერებების (ევოლუცია, ბრძოლა არსებობისთვის და სხვა) გავრცობა სოციალურ პროცესებზე. 

ორგანული თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იქმნება და ვითარდება ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად:

ხალხი ქმნის სახელმწიფოს, როგორც უჯრედები – ცოცხალ ორგანიზმს;

სახელმწიფო ინსტიტუტები ანალოგიურია ადამიანის ორგანიზმისა: მმართველები – თავის ტვინის, კომუნიკაციები (ფოსტა, ტრანსპორტი და სხვა) და ფინანსები – სისხლძარღვთა სისტემის,რომელიც ორგანიზმის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ხოლო მუშები და გლეხები (მწარმოებლები) – ხელებს.

 

სახელმწიფოებს, ისევე როგორც ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებობს კონკურენცია. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად იმარჯვებს უძლიერესი და ყველაზე ორგანიზებული. მაგ., რომის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია ან აშშ. ბუნებრივი გადარჩევის პირობებში სახელმწიფო იხვეწება და ყველაფერ უსარგებლოს თავიდან იშორებს. მაგ., აბსოლუტური მონარქია, ხალხისგან მოწყვეტილი ეკლესია და სხვა.

ფსიქოლოგიური თეორია – ჩამოაყალიბეს პოლონელმა იურისტმა და სოციოლოგმა პეტრაჟევსკიმ და ფრანგმა სოციოლიგმა ჟან გაბრიელ ტარდმა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიის საფუძველზე. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო წარმოიშვა ადამიანის ფსიქიკის განსაკუთებული თვისებების შედეგად. ამ თვისებებში იგულისხმება:

უმრავლესობის სურვილი იყოს დაცული და დაემორჩილოს უფრო ძლიერს;
ძლიერი ინდივიდების სურვილი ბრძანებლობდნენ სხვა ადამიანებზე;
ძლიერი ინდივიდების უნარი იქონიონ ფსიქოლოგიური გავლენა მასებზე და დაუმორჩილონ ისინი საკუთარ ნებას;
ზოგიერთი ინდივიდის სურვილი არ დაემორჩილოს საზოგადოებას, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, ჩაიდინოს დანაშაული და ა.შ. სახელმწიფოს ვალია ამ კატეგორიის ადამიანების განეიტრალება.

ფსიქოლოგიური თეორიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს გვაროვნული საზოგადოების ელიტა – ბელადები, შამანები, ქურუმები, რომლებიც საკუთარი ფსიქიკის თავისებურებებიდან გამომდინარე ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ საზოგადოების სხვა წევრებზე.

ძალადობის თეორია – როგორც სახელმწიფოს წარმოშობის მთავარი ფაქტორი ჯერ კიდევ უძველეს წარსულში ჩაისახა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა ამგვარი მოძღვრება იყო ჩინელი სახელმწიფო მოხელე შან  იანი, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწეობდა.  XIX საუკუნეში ძალადობის თეორია მეცნიერულ დონეზე დიურინგმა (გერმნელი ფილოსოფოსი), გუმპლოვიჩმა (ავსტრიელი სამართალმცოდნე და სოციოლოგი) და კაუცკიმ (გერმანელი ფილოსოფოსი) დაამუშავეს.

სახელმწიფოს წარმოშობის მთავარ მიზეზად ისინი თვლიდნენ დაპყრობას, ძალადობასა და ერთი ტომის მიერ სხვების დამორჩილებას. ზოგიერთ შემთხვევაში,  ამგვარი მიზეზები გარეშე ხასიათს ატარებდნენ (გარედან მოხვეული ძალადობა), ხოლო, ზოგ შემთხვევაში ძალადობა საზოგადოების შიგნით წარმოიშობოდა (შინაგანი ძალადობა).

შინაგანი ძალადობის დროს  საზოგადოების ერთი ჯგუფი ძალადობრივი გზით იმორჩილებდა უმრავლესობას (გუმპლოვიჩი). გარეშე ძალადობისას სახელმწიფოს არსებობა აუცილებელი იყო დაპყრობილი ხალხებისა და ტერიტორიების სამართავად (ოპენჰაიმერი). 

როგორც წესი ძალადობა გამოიხატებოდა ძლიერი უმცირესობის მიერ მატერიალური ფასეულობების  მითვისებაში:

ხარკის აკრეფაში;
მმართველთა ტერიტორიების გაფართოებაში;
მიწების შემოღობვასა და გლეხების ტერიტორიებიდან აყრაში;
სხვა ფორმის ძალადობაში. 

ძალადობის თეორიის გასამყარებლად მის ავტორებს მოჰყავდათ რომის იმპერიის, მონღოლოთ იმპერიის, დიდი ბრიტანეთის და სხვათა მაგალითები.

ირიგაციული (ჰიდრავლიკური) თეორია – შეიმუშავა გერმანელმა მეცნიერმა კარლ ავგუსტ ვიტფოგელმა. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზი გახდა ის, რომ დიდი მდინარეების (ნილოსი, ტიგროსი და ევფრატი, იანძი და ხუანხე, ინდი და განგი) ნაპირებზე  მიწათმოქმედების  წარმართვამ კოლექტიური შრომა მოითხოვა. 

ცალკეულ გლეხს ან ადამიანთა მცირე ჯგუფს  არ შეეძლო  დიდი მდინარეების რესურების დამოუკიდებლად გამოყენება. ამისთვის აუცილებელი იყო მთელი მოსახლეობის მობილიზაცია, რომელიც ამ მდინარეების გასწვრივ ცხოვრობდა. სწორედ ამ მობილიზაციისთვის საჭირო გახდა სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის ინსტიტუტები უზრუნველყოფდნენ ყველა იმ სამუშაოს ჩატარებას, რომელიც მოსავლის მოყვანას გულისხმობდა. ამგვარი მობილიზაციისთვის სახელმწიფო იძულებული იყო გაეტარებინა მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკა, რაც შემდეგში გამოიხატებოდა: ის იყო მმართველიც, განმანაწილებელიც და აღმწერიც. ამგვარ ფაქტორებს ხელისუფლება უკიდურესს დესპოტიზმამდე მიჰყავდა. 

ირიგაციული თეორიიდან გამომდინარე, შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ გეოგრაფიულ და კლიმატურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს გაჩენისთვის.  

ეკონომიკური თეორიის – ფუძემდებლებად გვევლინებიან კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო ჩამოყალიბდა პირველყოფილი საზოგადოების ეკონომკური განვითარების შედეგად, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფოს და სამართლის გაჩენის მატერიალური პირობები და წარმოშვა სოციალური ცვლილებები საზოგადოებაში.

ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკური განვითარების შედეგად რთულდება საზოგადოებრივი ურთიერთობები, მისი წარმოებითი და განმანაწილებელი სფეროები, მისი „საერთო საქმეები” (ენგელსი). ეს კი მოითხოვს მმართველობის დახვეწას, რასაც სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მივყავართ. 

ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო წარმოიშობა შემდეგ ფაქტორებს ეფუძნება;

გაჩნდა შრომის დანაწილების პრინციპი (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა);
წარმოიშვა ზედმეტი პროდუქტი;
სხვისი შრომის მითვისების გამო საზოგადოება დაიყო კლასებად – ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად;
წარმოიშვა კერძო საკუთრება და ხელისუფლება;
ექსპლუატატორთა ბატონობის შესანარჩუნებლა შეიქმნა ძალადობის სპეციალური მექანიზმი სახელმწიფოს სახით.  

რასობრივი თეორია – შექმნა ფრანგმა სოციოლოგმა ჟოზეფ გობინომ. ამ თეორიის მიხედვით, კაცობრიობა დაყოფილია მაღალ და დაბალ რასებად. პირველნი მოწოდებულნი არიან იბატონონ, ხოლო მეორენი ბრმად დაემორჩილონ მათ. გობინოს აზრით, სახელმწიფოს გაჩენა აუცილებელია ერთი რასის მუდმივი  ბატონობის უზრუნველსაყოფად  სხვა რასებზე. 

ინცესტის თეორიის –  შემქნელად გვევლება ფრანგი ანტროპლოგი კლოდ ლევი-სტროსი, რომლის თანახმადაც, ინცესტის (სისხლის აღრევა; საქორწინო ურთიერთობები ახლო ნათესავებს შორის) აკრძალვა იყო ამოსავალი წერტილი ცხოველთა სამყაროდან ადამიანის გამოყოფისა, საზოგადოების სტრუქტურირებისა და სახელმწიფოს გაჩენისა. თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინცესტის აკრძალვის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. გვარში ამოქმედდნენ სპეციალური ორგანოები, რომელთა დანიშნულებაც იყო ერთი მხრივ, გვარს შიგნით სისხლის აღრევის ძალადობრივი მოსპობა, ხოლო, მეორე მხრივ, ქალთა ურთიერთგაცვლის მიზნით სხვა გვარებთან ურთიერთობის რეგულირება. სწორედ ეს პირველყოფილი ორგანოები გახდნენ სახელმწიფო სტურქტურების წინამორბედნი.  

წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ პედაგოგებისთვის გაგვეცნო ის ძირითადი თეორიები (თუმცა, არა ყველა), რომლებიც სახელმწიფოს წარმოშობას ეხება. მიზანი ამ ნაშრომისა იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლებმა შესძლონ კლასში მუშაობისას გამოიყენონ სტატიაში მოტანილი ინფორმაცია, როგორც რესურსი.  სტატია სხვადასხვა სასწავლო აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მაგ:

შეადარეთ ერთმანეთს მოცემული თეორიები. დაადგინეთ მსგავსებები და განსხვავებები.
რომელი თეორია მიგაჩნიათ თქვენთვის მისაღებად და რომელი მიუღებლად. დაასაბუთეთ, რატომ?
რა პოლიტიკური, ეკონომიკური, კუტურული თუ სხვა მიზეზები გახდა საფუძველი ამ თეორიების შექმნისა?
რა გავლენა იქონია საზოგადოების განვითარებაში ამა თუ იმ თეორიამ?
და სხვა.

მთებში დარჩენილი ბავშვები

0
ახლა ზაფხულია, ის დრო, როცა ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, მოხერხებული ფეხსაცმელები უნდა გადმოალაგო, მთა-ველებს თვალი გადაავლო და ისეთი ადგილები იპოვო, რომელთა გახსენებაც მთელი წლის განმავლობაში სიამოვნებას მოგანიჭებს. ნაყოფიერ მოგზაურობაზე საინტერესო და სასიამოვნო ცოტა რამ თუა ქვეყანაზე. ისეთ მოგზაურობას ვგულისხმობ, ყოველ ბილიკს, სახლს, შემხვედრს რომ იმახსოვრებ, მათ ამბებს ისმენ, მათ გამოწვდილ ლუკმას აგემოვნებ, ბავშვებს გამოელაპარაკები, გასაჭირი გზას გიმძიმებს და სიხარული გაბედნიერებს. ასე სხვების გარემო დროებით მაინც შენად იქცევა და შინ დაბრუნების შემდეგაც აუცილებლად გაგახსენდება შემთხვევითი ნაცნობები, გესიზმრება გავლილი გზა, სხვებს უყვები მათ მოყოლილ ამბებს.
რამდენიმე წლის წინ, როცა სტუდენტი ვიყავი და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე დროის უმეტეს ნაწილს კარავში ვატარებდი. სწორედ მაშინ ვიგრძენი ის, რის სწავლებასაც მანამდე წლების განმავლობაში ცდილობდნენ სასკოლო პროგრამები და მასწავლებლები, ოჯახი და წიგნები. მაშინ გავლილმა გზებმა და შემთხვევითმა ნაცნობებმა, რომელთაგან ბევრს მეტად აღარც შევხვედრივარ, მიმახვედრეს, რას ჰქვია შენი მიწა და ხალხი, თავისუფლება და გამძლეობა. 
ბევრი კარგი ადგილიდან მხოლოდ რამდენიმეზე მოგიყვებით, რომლებზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე.

გუდამაყარი, კიტოხი 

გუდამაყარი საქართველოს ალბათ ყველაზე ღარიბი მთიანი რეგიონია. შესაბამისად, მოსახლეობაც ცოტაა. ერთმანეთისგან კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, უმთავრესად – მოხუცები. ერთადერთი სკოლა, სადაც მთელი გუდამაყრის ბავშვები (სულ რამდენიმე ათეული) სწავლობენ, კიტოხშია.
სევდიანი სანახავია სკოლა, სადაც უზარმაზარ საკლასო ოთახებში თითო-ოროლა მოსწავლე ზის. კიტოხში მოსასვლელად მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მეზობელი სოფლებიდან ყოველდღე კილომეტრებს გადიან. პირველად რომ ვნახე, რეგულარულად მოსიარულე ავტობუსსა და ახალ წიგნებზე ოცნებობდნენ…

 
სვანეთი, ლაშთხვერი 
ლაშთხვერი მესტიიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თუ მესტიაში ახვალთ, აუცილებლად უნდა შეიაროთ ლაშთხვერშიც შუა საუკუნეებში აგებული მთავარანგელოზის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე ნახატი „ამირანდარეჯანიანის” ილუსტრაციების სანახავად. ასეთი მხატვრობა ქრისტიანულ ეკლესიებში ხშირი არ არის.
ლაშთხვერში, ისევე როგორც საქართველოს ყველა სოფელში, სტუმარი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და თუ უფროსები ამ ინტერესის დამალვას ახერხებენ და მალულად გაკვირდებიან, პატარები უცხოს გამოჩენისთანავე მასთან ჩნდებიან. მორიდებით, ვითომ სხვა მხარეს მომზირალები, თვალებგაფართოებულები.
 
ხევსურეთი, არდოტი
ხევსურეთში მოსახლეობა წლიდან წლამდე იკლებს. ახალგაზრდაზე მეტი მოხუცი შეგხვდებათ. არდოტში, რომელიც პირიქითა ხევსურეთში, მუცოდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს და კლდეზე ნაგებ სოფელს წარმოადგენს, უკვე რამდენიმე წელია აღარავინ ცხოვრობს. მხოლოდ მახლობელი სოფლებიდან ქრისტიანული რიტუალების შესასრულებლად იკრიბებიან ზაფხულობით, ძველი ეკლესიის ნანგრევებთან.
რამდენიმეკომლიან სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უყვართ დღესასწაულები. შორიდან, დაკვირვებით გათვალიერებენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა სოფლებს ტოვებს და თბილისში მოდის. ჩემი არდოტში შეძენილი პატარა ნაცნობები ჯერ კიდევ სკოლაში უნდა დადიოდნენ.
 
 
მთიანი აჭარა, თეთრობი 
სოფელი მხოლოდ სეზონური საცხოვრებელია მათთვის, ვისაც ზაფხულის საძოვრებზე მოჰყავს საქონელი გაზაფხულის მიწურულს. მთებზე გამოკიდებული სახლები ხისგანაა ნაგები. უფროსები მთელი დღე დაუღალავად შრომობენ, პატარები სოფლის შარაგზებზე მხიარულად დარბიან, თუ ვინმე შემოხვდათ, აუცილებლად ჰკითხავენ, მათთვის ტკბილეული ხომ არ მოეძევება. არ ვიცი, ეს მხიარული ბავშვები სად და როგორ სწავლობენ ახლა, თუმცა წლების წინ მიყვებოდნენ მთიანი აჭარის ერთ-ერთ სკოლაზე. ფანჯრებს შუშების მაგივრად ცელოფანი აქვს აკრული, რამდენიმე მოსწავლე მაინც ყოველდღე ბეჯითად დადის გაკვეთილებზეო. 
 
კიდევ ბევრია ასეთი, საკუთარი თვალით ნანახი ლენტეხისა და სვანეთის საზღვარზე, ყაზბეგში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, ქსნის ხეობაში, მაგრამ მოყოლილს, თუნდაც ილუსტრირებულს, ნაკლები ძალა აქვს. ახლა ზაფხულია, მოგზაურობისა და აღმოჩენების დრო, ამიტომ აუცილებლად გადმოალაგეთ კარავი, საძილე ტომარა, მოხერხებული ფეხსაცმელები და გაუდექით გზას, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ საინტერესო ადგილებში, საინტერესო ხალხთან.

 
 

ჯუანშერ ტიკარაძე – პოეტი – მეტამორფოზა

0

თამარ კაციტაძე

ის მასწავლებლად მუშაობდა

ქალაქის ერთ არაფრით გამორჩეულ სკოლაში
და წლიდან წლამდე ხდებოდა თანამონაწილე
ერთი და იმავე გაცვეთილი სასწაულის:
ფაიფურის ფაქიზი ანგელოზები
მის თვალწინ კარგავდნენ ფრთებს
და ტლანქი ხისგან გამოჩორკნილ მოსამართ თოჯინებს ემსგავსებოდნენ.

– ეს ლექსი, ჯუანშერ ტიკარაძემ წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. თუმცა, მისმა პედაგოგიურმა გამბედაობამ მხოლოდ ერთი თაობის მოსწავლეების გაზრდას გაუძლო და სკოლაში მისი 10-წლიანი მოღვაწეობა, ამ მოსწავლეების სკოლის დამთავრებისთანავე, დასრულდა. მას შემდეგ განათლებით ფილოლოგ, პოეტს მასწავლებლობაზე აღარც უფიქრია. დღეს კი ყოფილი კოლეგებისადმი ერთი მთავარი თხონა აქვს – უყვარდეთ ბავშვები და არასოდეს დაამსგავსონ ისინი “ხისგან გამოჩორკნილ მოსამართ თოჯინებს”.

პოეტი, რომელიც ხელოვანთა საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ ჩნდება, ლექსების ორი კრებულის ავტორია. ორივე წიგნი თავის დროზე წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია “საბაზე”. მართალია, ჯუანშერ ტიკარაძე ამ პრემიის მფლობელი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარი, წერით მიღებული სიამოვნებაა.

 
– საერთოდ არ ვარ საზოგადოებრივი ადამიანი. მიმაჩნია, რომ ადამიანები რაღაც ნიშნით არ უნდა დამეგობრდნენ. ასეთი გაერთიანებების არ მესმის და არც მომწონს. ჩემთვის სიმოვნება არის ის, რომ მე თვითონ ვწერ. სულ არ განვიცდი, ვინ რას იტყვის. ეს დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჯერ კიდევ იქიდან, როცა წერა დავიწყე. პირველი ლექსი სკოლის დამთავრების შემდეგ დავწერე. მამაჩემი, მწერალი ჯუმბერ ტიკარაძე, იყო მწერალთა კავშირის წევრი, მოწონდა საზოგადოებრივი ცხოვრება და სულ მეუბნებოდა, გამოაქვეყნე რაიმეო. მაგრამ, როგორც ჩანს, “მამათა და შვილთა ბრძოლის” გამოც, არავითარი სურვილი არ მქონდა დამებეჭდა ლექსები. ჩემი მკითხველები ჩემივე მეგობრები იყვნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა დავიწყე მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელობით კოლეგიაში. ამ შენობაში იყო “ცისკარი”, მისი დამატება “ნობათიც”, სწორედ აქ გამოქვეყნდა ჩემი პირველი ლექსი, გივი ალხაზიშვილმა მაიძულა და უარი ვერ ვუთხარი.

– თქვენი პოეზიის უდიდესი ხიბლია სულიერი ემოციის ზუსტად და მძაფრად გადმოცემა, რომელიც არასოდეს ავიწყდება მკითხველს, თუ ერთხელ მაინც წაიკითხავს თქვენს ლექსებს

მწერლობაში დაახლოებით 30 სიუჟეტია, თავისი განშტოებებით. პოეზიაში ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირდება. ძირითადად, პოეზია სამ თემაზეა დაყრდნობილი – მე მიყვარს, მე მძულს და უარყოფა, შემდეგ მოდის ვარიაციები, უზარმაზარი მრავალფეროვნებაა. მთავარია, როგორ ამბობს პოეტი და როგორ გადმოსცემს განწყობას, თორემ, სათქმელი დიდი ხნის წინ არის ნათქვამი, ახალს ვეღარაფერს იტყვი. ადამიანი როცა იწყებს წერას, ჰგონია, რომ შედევრი შექმნა, მაგრამ, ეს ხომ ასე არ არის, წერასაც სწავლა უნდა – როგორ მიიტან მკითხველთან შენს განცდას და როგორ გადასცემ მას ენერგიას. აქედან იწყება პრობლემაც. მწერალთა უმეტესობა გაუცხოვებას ვერ ახდენს საკუთარ თავთან, რომ კითხველის თვალით შეხედოს საკუთარ ნაწარმოებს – ესეც პრობლემაა. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ გიწევს სვლა იმისკენ, რომ შენი სათქმელი თქვა და გქონდეს შენი სტილი, რითაც განსხვავდები სხვებისგან.
– ალბათ, ამ გამოცდილების გაზიარება ხშირად გიწევს დამწყები პოეტებისთვისაც

კი მოდიან ბავშვები, მაკითხებენ თავიანთ ნაწერებს და მეკითხებიან აზრს. მათაც ამას ვეუბნები, უნდა ისწავლოთ წერა, ბევრი უნდა იმუშაოთ, რომ მიიღოთ შედეგი. უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი, ჩემი ლექტორი იყო მწერალი ოთარ ჩხეიძე. ის მავალებდა, კვირაში ხუთი ლექსი დამეწერა, მინდოდა თუ არა, მეწერინებოდა თუ არა. მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, ხან მეზარებოდა დავალების შესრულება. მერე მივხვდი, როგორც მხატვარი ავარჯიშებს ხელს, როგორც ფეხბურთელს სჭირდება ვარჯიში, ასეა მწერალიც. დოსტოევსკი ციხიდან რომ გამოვიდა, წერდა, ჩემი სიტყვები გახევებულები არიანო. ბავშვებსაც ამას ვეუბნებოდი, თუ გინდა რაღაცას მიაღწიოთ, უნდა გამუდმებით წეროთ. პოეტმა უნდა გადმოსცეს სიტუაციური განწყობა, არ არის აუცილებელი კონკრეტული სიტყვით თქვა სათქმელი, მკითხველიც უნდა ააზროვნო.
იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე მწერლად ან პოეტად, პირველი – საჭიროა ნიჭი, მერე – განათლება და მესამე – შრომის მოყვარეობა.

– განათლების მიღების ერთ-ერთი მთავარი ადგილი სკოლაა, თქვენ როგორ მიხვედი მასწავლებლობამდე?

სიმართლე გითხრათ, მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. სკოლაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ე.წ. გერმანულ სკოლაში 1990 წელს მივედი, რადგან ეს იყო ექსპერიმენტალური სკოლა და დამაინტერესა. აქ ასწავლიდნენ ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ სასწავლო პროგრამებს, სხვა სკოლებისგან განსხვავებით მოსწავლეებს არ ეცვათ სპეციალური ფორმები და დადიოდნენ თავისუფალი ტანსაცმელით. მოკლედ, სწავლა იყო თავისუფალ გარემოში, თავისუფალი პროგრამებით. პირველად შევედი მეორე კლასში და მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ვასწავლიდით.
საბჭოური სწავლის მეთოდისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი გაწერილი იყო, ამ სკოლაში მთავარი იყო ურთიერთობა. ყველა პედაგოგს ჰქონდა სწავლების თავისუფალი არჩევანის უფლება. ფაქტობრივად, ეს იყო ექსპერიმენტი. თუმცა, ამ გადასახედიდან, მე სკოლებში ექსპერიმენტების მომხრე არ ვარ, რადგან ბავში ერთხელ არის მეორე, კლასში, მესამეში და როდესაც ექსპერიმენტს ატარებ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გააზრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეცდომა უარყოფით შედეგის იძლევა, რომელიც 10-15 წლის შემდეგ ვლინდება. ამ ექსპერიმენტის შედეგიც საბოლოოდ აღმოჩნდა ის, რომ ჩვენი სკოლადამთავრებულმა ბავშვებმა რაღაცა მიმართულებით მიიღეს დიდი ცოდნა, მაგრამ რაღაცა მიმართულებით აშკარად ჩამორჩებოდნენ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებს. ეს დაბალანსებული და გათვლილი არ იყო.

– მოსწავლეებმა თუ იცოდნენ თქვენი შემოქმედებითი მხარე. და საერთოდ, ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლეზე ის, რომ მისი პედაგოგი არის შემოქმედებითად გამორჩეული ადამიანი.

იმ პერიოდში მე დიდად პოპულარილი არ ვყოფილვარ, თუმცა მოგვიანებით “არილში” დაიბეჭდა ჩემი ლექსები და ბავშვებმაც გაიგეს. მაგრამ ამით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილია. მოსწავლისთვის მათვარია, გრძნობდეს შენს სიყვარულს. ბავშვს ვერ მოატყუებ. სიყვარული არ ნიშნავს მისთვის თავზე ხელის გადასმას, ან კარგი ნიშნის დაწერას. მე ძალიან მკაცრი ვიყავი, ხშირად ვსჯიდი მოსწავლეებს, ცემას არ ვგულისხმობ, მაგრამ ბავშვები გრძრობდნენ, რომ რასაც ვაკეთებდი, ეს ყველაფერი მათთვის იყო. ამიტომ, მეც ვგრძნობდი მათ სიყვარულს და დღემდე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მგონია, რომ ბავშვისთვის სიყვარულზე უკეთესი დამატებითი სტიმული არ არსებობს.

– და რატომ დაემშვიდობე პედაგოგობას?

როდესაც სკოლაში მივედი, მეც ისეთივე ახალბედა ვიყავი, როგორც ის ბავშვები. მათთან ერთად ვსწავლობდი, ვიზრდებოდი და როდესაც მთელი კურსი გავიარეთ, მოულოდნელად მივხვდი, რომ თუ კიდევ ავიყვანდი ახალ კლასს, მე ვიქნეობი ჩამოყალიბებული პროფესიონალი და შემდეგ სასწავლო წელს ვეღარ შევძლებდი, რაღაც ახალის აღმოჩენას. მომიწევდა უკვე აღმოჩენილი მეთოდების და ჩამოყალიბებული სტილის გამეორება. მივხვდი, რომ ეს ჩემთვის აღარ იქნებოდა საინტერესო და ბავშვებსაც ვეღარ მოვატყუებდი.

– რას უსურვებთ მასწავლებლებს, რომლებიც დღეს სკოლაში აგრძლებენ მოღვაწეობას?

მე ცუდი მრჩეველი ვარ. ჩემი აზრით, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვი, უნდა იყოს მკაცრი და სამართლიანი. პროფესიონალიზმზე არაფერს ვამბობ, ეს ისედაც ცხადია. მასწავლებლობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და უზარმაზარი შრომა. მოსწავლე მალე სწავლობს და მალევე ავიწყდება. ბავშვი გაფუჭებული ონკანივით არის, რომელსაც ხელს თუ გაუშვებ, წყალი გაასხამს, ამიტომ სულ უნდა უჭირო, უჭირო ვიდრე, ბოლომდე არ მიიყვან.

“მეგობრობის სახელმძღვანელო” ანუ როგორ მივიმხროთ ადამიანები

0
ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება” (Dead Poets Society). ამ სურათმა, პოეზიის არაორდინალური გაკვეთილების გამო, ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ სიტყვებს ისე აყურადებენ, როგორც ნიკო სამადაშვილი მასში ჩაბუდებული საყდრის ჩიტის სტვენას. სტრიქონებისა და სტროფების მიღმა ხომ ადამიანი სუნთქავს. ჰოდა, მეც ხშირად მიფიქრია, როგორ შეიძლება სუნთქვა ისწავლო ან ასწავლო-მეთქი. აი, ამიტომ მგონია, რომ ლიტერატურის გაკვეთილები ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს, თუნდაც ქაოსური, იმპულსური და დროში ვერაფრით ჩატეული. მართალია, სიტყვის სიღრმეში ჩასვლისას სიფრთხილეც გვმართებს, მაგრამ თუ კარგი მკითხველები აღმოვჩნდებით, გარეშე ბგერებისგან მთავარ სუნთქვას აუცილებლად გამოვარჩევთ.
ჩემი აზრით, წიგნთან მეგობრობა ზეპირი და წერითი აზროვნების გაუმჯობესებას ძალიან უწყობს ხელს. სხვების მსგავსად, მეც დამიწერია ყველასთვის კარგად ნაცნობი სასკოლო თემები მიჯნურობასა თუ მეგობრობაზე. ისიც მახსოვს, როგორ იქმნებოდა ე.წ. შაბლონები და გადადიოდა კლასიდან კლასში. მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, როგორ ვისწავლე წერა. სულ სხვა საკითხია გრამატიკა, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ გრამატიკულად გამართულ ტექსტს კიდევ სჭირდება რაღაც… მარილივით. ეს “რაღაც” საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად კარგად გაცნობას მოითხოვს, ამ მხრივ კი, ჩემი აზრით, საუკეთესო მასწავლებელი მხატვრული ლიტერატურაა.

***
საჭირო წიგნის საპოვნელად ბავშვს ხშირად მასწავლებლის რჩევა სჭირდება. ჩემი საუკეთესო მრჩეველები მოსწავლე ახალგაზდობის სასახლეში არსებული შემოქმედებითი სტუდიის პედაგოგები (ფ. პაიჭაძე, მ. გოგუაძე) იყვნენ. რა დამავიწყებს, როგორი მონდომებით არჩევდნენ პატარა შეგირდებისთვის ყოველ ახალ თავგადასავალს და ჩვენც, ხან უთავო მხედრის დევნაში ვათენებდით ღამეს, ხან ველური მგლის ერთგულებით აღფრთოვანებულები მივრბოდით შემდეგი გვერდისაკენ, ხან კი ოკეანის უკიდეგანო ზედაპირზე ბედის ანაბარა მიტოვებულ ტივს ზურგის ქარს ვუგზავნიდით.

შვილის დაბადების შემდეგ, გადმოვალაგე ყდაშემოგლეჯილი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მოგონებები და ხელახლა დავიწყე მოგზაურობა, ოღონდ ახლა სულ სხვა თვალით ვზომავდი იმ ერთხელ უკვე გავლილ ნაბიჯებს, რაზეც ჩემი მომავალი უნდა გამეტარებინა.

ხანდახან ვფიქრობ, ეს ფერადამბებიანი წიგნები ბავშვებზე მეტად ყოველდღიური საზრუნავისაგან გადაღლილ დიდებს ხომ არ გვჭირდება-მეთქი. ეტყობა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერიც ასე ფიქრობდა, როცა ,,პატარა უფლისწულის” შესავალში წერდა: ,,პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: … იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს)”.

არა, ამ წიგნს ასე ადვილად გვერდს ვერ ავუვლი… წლების წინ, სულ შემთხვევით ვიპოვნე, სქელი ტომეულების უკან მორცხვად შეყუჟული. მას მერე დროის უდიდეს ნაწილს ჩემს ჩანთაში ატარებს და აღარ მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე. ამ წიგნმა მაპოვნინა პირველად საკუთარ თავში ერთგული მეგობარი (იმედია, ჩემი მეგობრებიც ასე ფიქრობენ).

მეგობრობა ამოუწურავი თემაა. ვერ ნახავთ წიგნს, რომ მასში სამი თუ არა ორი მეგობარი მაინც არ ცხოვრობდეს. ამ შეუფასებელი ნიჭის მნიშვნელობის შესახებ საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი სწავლა შესაძლებელია და აუცილებელიც. ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის, დეილ კარნეგის წიგნი _ ,,როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მივიმხროთ ადამიანები” ალბათ ამ მიზნით დაიწერა და მისი ავტორი დიდხანს კითხულობდა ლექციებს ამ შესანიშნავი ნაშრომის მიხედვით: ,,წიგნზე მუშაობის ჟამს წავიკითხე ყველაფერი რაც კი ამ საკითხზე დაწერილა. ყველა ამ მასალისგან შევადგინე ლექციები და მრავალი წლის განმავლობაში ვუკითხავდი ჩემი კურსის მსმენელებს ნიუ-იორკში და ვაიძულებდი, ყოველივე რაც იქ მოისმინეს პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიანი თუ საზოგადოებრივი შეხვედრების დროს, ხოლო შემდგომ მეცადინეობაზე მოეთხროთ თავიანთი ექსპერიმენტების შესახებ. იცით რა საინტერესო საშინაო დავალება იყო? საკუთარი თავის სრულყოფას მოწყურებული ქალბატონები და ბატონები მოხიბლულნი იყვნენ ასეთი, სრულიად ახალი ყაიდის ლაბორატორიული სამუშაოთი.”

თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. ჩვენს სკოლებშიც, მოსწავლეებს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, მსგავსი გაკვეთილები ნამდვილად კარგ ნაყოფს გამოიღებდა. მაგრამ სანამ მეგობრობის სწავლების აუცილებლობას ვაღიარებდეთ, სჯობს ისევ წიგნ-მასწავლებლებს დავუბრუნდეთ. აქვე, მეგობრობასთან დაკავშირებულ, პირველი იმედგაცრუების ამბავსაც გიამბობთ:
მოდით, გონების სწრაფმავალ მატარებელში ჩავსხდეთ და სტოკჰოლმში, ერთი ჩვეულებრივი სახლის ასეთივე ჩვეულებრივი სახურავის არაჩვეულებრივ ბინადარს ვეწვიოთ.

კანფეტები ხომ არ დაგვავიწყდა? მურაბით სავსე ქილაც თან გვაქვს? მაშინ შვებით ამოვისუნთქოთ, რადგან ტკბილეული მოშინაურების ის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ამ მფრინავი კაცუნას მეგობრობის დამსახურება შეგვიძლია. არადა, ღირსია, ხელცარიელი მივსულიყავით და გვეთქვა, რომ სულაც არ იმსახურებს ისეთ მეგობარს, როგორიც ბიჭუნაა.

გავიდა დრო და თომას მანის მოთხრობაში _ “ტონიო კროგერი” მეგობრობის სრულიად განსხვავებულ განმარტებას გავაწყდი, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ იმ აზრს, რომ მეგობრებიდან ერთი მონა, მეორე კი _ მეფე უნდა იყოს და ძალთა ასეთი არათანაბარი გადანაწილების გარეშე მეგობრობა არ არსებობს.

ნამდვილ მეგობრობის მაგალითს ისევ ეკზიუპერთან, პატარა უფლისწულისა და მელიის დიალოგში მივაგენი: ,,ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს… მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში”…

აი, ამ წიგნებისგან შედგება ჩემი ბავშვობისდროინდელი “მეგობრობის სახელმძღვანელო”.

მხატვრულ ლიტერატურას დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებლად მივიჩნევ, მაგრამ არც ის მავიწყდება, რომ წიგნს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ხშირად ავტორებიც შეგვახსენებენ ამას: ,,წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ – ძველი გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში, ბუნებაში, საკუთარ თავში! წიგნები მხოლოდ ერთ-ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებისაც გვეშინოდა” (რეი ბრედბერი).
 

უგანცხადებო

0

ფშავს, დანარჩენი საქართველოს დიდი ნაწილი, ძირითადად ვაჟა-ფშაველათი და ჩარგალით იცნობს. ეს არის კუთხე, რომელიც თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობს, თუმცა არაგვის ხეობის ბუმბერაზი მთების კალთებსა და ხევებში შემალულა სხვათა თვალთა მოსარიდებლად და დღესაც, ძირითადად, ძველი ადათ-წესებით აგრძელებს ყოფას. ფშავში სტუმრობისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ბუნებით, მოიხიბლოთ ფლორის მრავალფეროვნებით, გული გაიგრილოთ მთის ანკარა და ცივი მდინარეებითა და კდლიდან ნაჟური წყარობით, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა სხვა მაღალმთიან კუთხეებშიც შეიძლება.

თუმცა ფშავს აქვს თავისი განსაკუთრებულობა_ დიალექტი, რომელიც ყველაზე ახლო დგას ძველ ქართულ ენასთან და კაფია. ამ კუთხის მოსახლეთა ერთ-ერთი ძირითადი კრედო “სიფრთხილით ცხოვრებაა”, რომ არაფერი შეეშალოს და ვინმეს საკბილო არ გახდეს კაფიისთვის. ამიტომაც, დინჯად, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვით ფიხვნობენ… რიყეზეც ნაბიჯს ფრთხილად ადგამენ, რადგან ქვაზე ფეხის დაცდენით შეიძლება კაფიაში ამოჰყონ თავი… კიდევ რა არის თვალში საცემი? თვითკრიტიკულობის უნარი. ფოლკლორი საკუთარი თავის გალექსების არაერთ შესანიშნავ ნიმუშს ინახავს…

ეს ამბავიც დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ქვეყანას პარტიის გენერალური მდივანი მართავდა და პრეზიდენტი კაპიტალიზმის გადმონაშთად მიგვაჩნდა, როდესაც ქვეყანაში ერთი პარტია იყო და სიტყვა “მრავალპარტიულობა” მხოლოდ მოამბის პოლიტიკური მიმომხილველებიდან გვესმოდა, თუმცა ბოლომდე მთლად ნათლად ვერ ვაცნობიერებდით, რა საჭირო იყო ერთი პარტიაზე მეტი… მაშინ, როდესაც არა თუ ფიქრი სხვა პარტიის არსებობაზე, არამედ არსებული პარტიის მანდატის შემთხვევით დაკარგვაც კი მკაცრად ისჯებოდა, ფშავში შეიქმნა ახალი პარტია – “უგონთ პარტია”… იმ დროისათვის, როდესაც დასაქმება ცენტრალიზებული იყო, დიდი საბჭოეთის მოსახლეობა “ლაღად” ცხოვრობდა და თავჩაქინდრული შრომობდა დიადი კომუნიზმის ასაშენებლად, ფშავში ზაფხულობით, თიბვა-ხვეტის პერიოდში ჩნდებოდნენ (ბარიდან ამოდიოდნენ) ხელის მუშები. მათ დიდ უმეტესობას ჟამ-კარი ჰქონდა არეული (აბა, ისე დასაქმების ძიებას მთიბავად ვინ დაიწყებდა) და საზოგადოების იმ შტოს წარმოადგენდა, შერეკილების იარლიყს რომ ვაკერებთ ხოლმე არაშერეკილები, ანუ ფშაურად რომ ვთქვათ, უგონთ იყვნენ. ერთ დღესაც რამდენიმე ასეთმა მუშამ ერთ-ერთი ფშაველის სათიბში მოიყარა თავი. სათიბი დიდი იყო, დრო არ ითმენდა და მეპატრონემ სხვა მუშებსაც დაუწყო ძებნა კარი-კარ სოფელში. ეს ფაქტი სიტყვის სათქმელად სასხლეტივით მომართული ფშავლებისათვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ შალვასთვის შეეთხზათ ისტორია, ვითომ ”დაცენტრილების” პარტია შექმნა, კარი-კარ დადის, დაეძებს წევრებს, რომელთაც განცხადებას ავსებინებს და პარტიაში იღებს. ასე გაჩნდნენ პარტიის პირველი განცხადებიანი წევრები. შემდგომში პარტიაში მიღების წესები კიდევ უფრო დაიხვეწა. თუ ვინმეს “ჭკუა-სუსტობა” ეჭვს არ იწვევდა, მაშინ მას პირდაპირ უგანცხადებოდ იღებდნენ. იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ თვით ადრესატმაც კი არ დაინდო საკუთარი თავი და გაალექსა (სამწუხაროდ, სრულად ვერ აღვიდგინე კაფია, და ვერც ვერავის მივაკვლიე, ვისაც მთლიანად ემახსოვრებოდა):

“განცხადებებით მიღება,
ჭკვა-გონებაზე ჰკიდია,
უგანცხადებოდ მიღება,
ძალიან ძალზე ძვირია.
დავდივარ, წევრებს ვაგროვებ,
ღამე არა მაქვს ძილია,
დაცენტრილების ხელწიფე

შალვა მადურაშვილია”.

დღეს აღარც შალვა მადურაშვილია ცოცხალი და არც ალბათ პარტიის პირველი წევრები, მაგრამ პარტია ისევაც აგრძელებს არსებობას. დღეს ისევ გამოიყენება ტერმინები პარტიის წესდებიდან “წევრი” და “უგანცხადებო”. ჰოდა, ფშავში სტუმრობისას, თუ მოისმენთ, რომ ვინმეზე ამბობებ “წევრიაო” ან “უგანცხადებოაო”, უკვე მიხვდებით საზოგადოების რომელი შტოს წარმომადგენლებზე საუბრობენ…

ქიმიაშიც გვყავს ასეთი “უგანცხადებო” ნაერთები… ქიმიურ ლაბორატორიებში ქიმიკოსთა დიდი ამქარია დასაქმებული, რომელნიც უამრავ უკვე არსებულ ნაერთს იყენებენ ან თავად იგონებენ ახალს. ქიმიკოს-სინთეტიკოსთა ამ კატეგორიას, ერთ ხელში კოლბა უჭირავს სინთეზის ჩასატარებლად, მეორეში კი ფარი, ეკოლოგთა შემოტევის მოსაგერიებლად. გასული საუკუნის შუა წლებში აზო საღებრების ბუმი იყო. ეს მეტად იაფი, თვისებების ფართო სპექტრის ნაერთები, რომელთაც ბუნებრივი ანალოგები არ გააჩნიათ, ეკოლოგებმა ლამის ანათემას გადასცეს. მათ აღმოაჩინეს, რომ აზოსაღებრები კანცეროგენულ ნაერთებს წარმოადგენენდენ. სინამდვილეში კი მათი ტოქსიკურობა გამოწვეული იყო საღებართა მეტაბოლიზმით მიღებული წყალში უხსნადი პირველადი არომატული ამინებით. ამ პრობლემის მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებმა ეკოლოგთა ყიჟინით მათ ზურგი აქცია. საზოგადოებას ვინ დაეძებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგაც კი მათ ამრეზით უყურებს, როდესაც სამეცნიერო კონფერენციაზე აზოსაღებრებზე მოხსენება გამომაქვს. არადა ერთი ხელის მოსმით მოლეკულას დააბრალო მკვლელობა ან მისი მცდელობა (სიმსივნის გაჩენა), მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა კორექტული. ბენზიდინი რომ კანცეროგენული ნაერთია, უკვე ბევრი აღარ დავობს. მისი მსგავსი ნაერთი ამინობიფენილი, რომ მისი კომპანიონია ავ საქმეში, ესეც დადასტურებულია, მაგრამ თითქმის იმავე აღნაგობის ნაერთი 4,4′-დიამონო-2,2′-დიმეთილბიფენილი “უწყინარი არსებაა”…


თუმცა მათიც მესმის, სიმსივნის შიშს იმხელა თვალები აქვს, რომ ცხელის შეშინებული ცივის შებერვის პრინციპით ყველა აზონაერთს “უგანცხადებოდ” ვიღებთ “კანცეროგენთა პარტიაში”.

ყვითელი სახლების ქვეყანა

0
არ მახსოვს, როდის შემიყვარდა ლიტვა. არც ის მახსოვს, რატომ შემიყვარდა. მე თუ მკითხავთ, ნამდვილი სიყვარული სწორედ ესაა _ როცა რაღაც ჯადოქრობა შენგან დამოუკიდებლად ხდება. პირველი შთაბეჭდილება არც ისე კარგი იყო _ აეროპორტიდან საერთო საცხოვრებლისკენ მიმავალმა შუა გზაში თვალებიც კი დავხუჭე იმედგაცრუებისგან _ 19 წლის ასაკში პირველად გავცდი საქართველოს და აშკარად რაღაც უფრო მეტი, უფრო ბრწყინვალე და ჰოლივუდური მჭირდებოდა და არა „ხრუშოვკებიანი” გარეუბნებით დამძიმებული ნაცრისფერი გზები. 

არადა, ნამდვილი სიყვარული ასეთიცაა: არაბრწყინვალე, არამყვირალა, არაჰოლივუდური, ბედნიერი რომ ხარ და შენი ბედნიერების სხვებს არ ესმით. ვერ ვიტყვი, რომ ლიტვაში ცხოვრებაზე ოდესმე მიოცნებია, უბრალოდ, გარემოს შეცვლა მინდოდა, ისე, როგორც 19 წლის გოგოებს უნდებათ. ვიცოდი, ბევრ სიახლესთან მომიწევდა შეგუება, არც საერთო საცხოვრებლის ბინადრობა და თავის მიხედვა იქნებოდა ადვილი, არც სრულიად უცხო ადამიანებს და ცივ ამინდს შეჩვევა, მაგრამ მე მიყვარს თავგადასავლები, უფრო სწორად, მიყვარს თავგადასავლები, რომლებიც კარგად მთავრდება.

ვერც კი მივხვდი, სად გაქრა მოსაწყენი პეიზაჟი, რომელიც პირველ დღეს მომხვდა თვალში. ლიტვა მალევე გადაიქცა ყვითელი სახლების, ვაშლის ბაღების, კრიალა ტბების, იდუმალებით მოცული ტყეების და ზღაპრული ციხე-კოშკების ქვეყნად. ჩემი უნივერსიტეტიც, 1579 წლიდან რომ ინახავდა საიდუმლოებებს, შებინდებისას უცნაურად ემსგავსებოდა ჰოგვორტსს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. სხვისთვის, შეიძლება, სხვაგვარად იყო _ ყველას ხომ თავისი ზღაპარი აქვს.  თუმცა ყველაფერზე მეტად, რაც ჩამოვთვალე, მე ლიტველი ხალხი მიყვარს, ხალხი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი და სხვისი თავისუფლების ფასი, ხალხი, რომელიც ბევრს არ ყვება წარსულზე _ უფრო მეტს მომავალზე ფიქრობს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ლიტვის წარმატების საიდუმლო. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს, მაგრამ მე გეოპოლიტიკური ვითარების მიმომხილველად ნაკლებად გამოვდგები, მე მხოლოდ ის შემიძლია, ყვითელი სახლების ქვეყანაზე წლების შემდეგაც აღტაცებით ვწერო _ ნამდვილი სიყვარული ასეთიცაა, ვადა არ გასდის.

ლიტვური დღეები მოკლეა, საღამოები _ გრძელი და უცნაური მოლოდინით სავსე, მეგობრის სახლში, ბუხართან ჯდომა და ათასგვარი ისტორიის მოყოლა რომ უხდებათ, სიტყვებს განსაკუთრებულ დატვირთვას რომ სძენენ. და თუ ხშირად გვიფიქრია, რომ როცა საკუთარ ქვეყანაში ვართ, სამშობლოზე ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ პათეტიკაა, სხვის მიწაზე, სხვის სახლში, სხვის ბუხართან არაფერია უფრო ბუნებრივი სიტყვა, ვიდრე სამშობლო. 
მე და ლინა, ჩემი ლიტველი მეგობარი, ძირითადად ყველა ეროვნების გოგოებისთვის გასაგებ თემებზე ვსაუბრობდით, თუმცა ერთ დღეს საქართველოს საზღვრებთან მორიგი გასროლა გაისმა და მე ჩემდაუნებურად ავლაპარაკდი სამშობლოზე, ჩვენს დროებით გაყუჩებულ ტკივილებზე, ქუჩებში ნიჩბებით დახოცილ ადამიანებზე, მიტოვებულ საფლავებზე, საქართველოში რომ არასოდეს მითქვამს, ისეთი სიტყვებით ავლაპარაკდი. თანაც, წინა დღეებში, დსთ-ს კონფლიქტური რეგიონების ლექტორმა მთელი ჯგუფის გასაგონად თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოდან დაიწყოო და ერთი სიტყვით, გული მქონდა აჩუყებული. 

ლინამ, რა თქმა უნდა, ბოლომდე მომისმინა. არ დაგიმალავთ და არასოდეს შევხვედრივარ ლიტველს, მოსმენა რომ არ შესძლებოდა. მითხრა, 9 აპრილის ამბები მშობლებისგან გამიგიაო და ვიდეო ჩამირთო. 1989 წლის 23 აგვისტოს 2 მილიონზე მეტმა ბალტიისპირელმა ჩაკიდა ერთმანეთს ხელი. 600 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი ვილნიუსში იწყებოდა და ტალინში მთავრდებოდა. ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები გვერდიგვერდ დადგნენ თავიანთი დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ მოვლენის აღსანიშნავად სიმღერაც დაიწერა სამ ენაზე. მე და ლინა კლიპს ვუყურებდით. არცერთი სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვუყურებდი ხელჩაკიდებულ, ულამაზეს ბალტიისპირელებს, ფერადი მანქანებით გადაკეტილ ქუჩებს, მოფრიალე დროშებს და ვტიროდი. ლინაც ტიროდა. ისევ ნამდვილ სიყვარულს უნდა დავუბრუნდე _ იგი ასეთიცაა, ზოგჯერ ცრემლები მოაქვს.

როცა ლიტვაზე ვწერ, ყოველთვის მგონია, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი, როგორც მინდოდა, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ორგვერდიანი, თუნდაც დიდი მონდომებით დაწერილი ტექსტი. ხშირად უკითხავთ, რატომ მიყვარს ლიტვა განსაკუთრებით, როცა გაცილებით შთამბეჭდავი ქვეყნებიც მინახავს. დაფიქრდით და გაიხსენეთ, როგორი გემო აქვს პირველ სიყვარულს, პირველ აღტაცებას, პირველ განთავისუფლებას საკუთარი თავისგან და ყველაფერს მიხვდებით. მე დღესაც ხშირად ვუყურებ „ბალტიისპირული ჯაჭვის” ვიდეოს და ვიცი, რომ შეიძლება, მშვიდად იჯდე საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში, ამბობდე, რომ გაქვს მეორე სამშობლო და სულაც არ ფიქრობდე, რომ პათეტიკური ხარ. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...