ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

მოსწავლის შეფასება მასწავლებლის ყოველდღიური ფიქრის ნაწილია

0
„ყველაფერი, რისი დათვლაც შეიძლება, აუცილებელი არ არის ჩაითვალოს; ყველაფერი, რაც ჩაითვლება, აუცილებელი არ არის დაითვალოს”, – ალბერტ აინშტაინის ამ ფილოსოფიური გამონათქვამის  გააზრება მასწავლებლის  ყოველდღიური ფიქრის ნაწილია… 

მასწავლებლის  ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია.  ვაღიაროთ,  საუკეთესო მოსწავლეებსაც აქვთ  რთული დღეები. როგორ იქცევიან  მასწავლებლები ამ დროს? როგორია მასწავლებლის  შეფასების ფილოსოფია? აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეფასების გაგება  ბევრად უფრო კომპლექსურია და უფრო მეტ სიახლეს გვთავაზობს. 

შეფასებების ჰოლისტური გაგების გასააზრებლად პედაგოგიკის სპეციალისტები გამოყოფენ  შეფასების  კონცეფციის 7 საფუძველს:

1.შეფასებას აქვს ბევრი როლი;
2.შეფასება  სწავლების ნაწილიცაა;
3.შეფასებისას სუბიექტურობა არის  ერთგვარი   მოცემულობა;
4.შეფასება არის ერთგვარი ჩარჩო და განსაზღვრავს შედეგებს;
5.შეფასება მუდმივად ხდება;
6.შეფასება მიზნისთვისაა;
7.მუდმივი ექსპერიმენტები შეფასებების დროს რეალობაა.

ეს საფუძვლები გვეხმარება, ერთიან კომპლექსში დავინახოთ სწავლების ურთულესი პროცესი. ასეთი ხედვა  ხსნის კავშირს, რომელიც არსებობს სწავლებასა და შეფასებებს შორის. განვიხილოთ  შეფასების კონცეფციის საფუძვლები:
საფუძველი პირველი – ბევრი როლი

ფაქტია, რომ კარგი შეფასება ასრულებს რამდენიმე როლს. ის აფასებს, თუ რა ისწავლა მოსწავლემ და რამდენად კარგად ახსნა ეს მასალა მასწავლებელმა. ამავე დროს, ის გვიჩვენებს გზას, რომლითაც შეიძლება მიღწევების გაუმჯობესება.  შეფასების ნებისმიერი მექანიზმი მასწავლებლის და მოსწავლის მიღწევებს ასახავს, ზოგიერთი მათგანი კი გვაწვდის უფრო ვრცელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უბიძგებს ბავშვებს,  უკეთ ისწავლონ, რისი შეცვლაა საჭირო (შინაარსის გადამუშავება, ღირებულებები, უნარები, მენტალური მოდელი თუ სხვა).  

საფუძველი   მეორე  – შეფასება  სწავლების ნაწილია 

თუ გავეცნობით იმ სწავლებას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებენ მასწავლებლები პირველადი შეფასების ძლიერ მხარეებს, დავინახავთ ასეთი სწავლების დიდ უპირატესობას (ბლექი და უილიამსი, 1998).  სწავლება, რომელიც  ეყრდნობა პირველადი შეფასების მონაცემებს  და ეს მონაცემები არის მასწავლებლის სწავლების მეთოდიკის განმსაზღვრელი, საშუალებას გვაძლევს, შეფასება მოვიაზროთ, როგორც სწავლების ნაწილი. ფაქტია, რომ პირველადი შეფასების და სწავლების სტრატეგიების ერთიან კომპლექსში გამოყენებით  სწავლების  შედეგები მკვეთრად უმჯობესდება. ამას მოწმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები, მასალები, რომლებიც შეგროვდა სხვადასხვა ჯგუფსა და სკოლაში, სხვადასხვა საგანში. იკვლევდნენ ყველას: 6 წლის მოსწავლეებით დაწყებული სტუდენტებით დამთავრებული. 

საფუძველი   მესამე  – სუბიექტურობა არის  ერთგვარი   მოცემულობა

განათლების სპეციალისტები საუბრობენ  შეფასების სუბიექტურობაზე, როგორც მოცემულობაზე,  სუბიექტურ და ობიექტურ ტესტებზე. აღნიშნავენ, რომ ობიექტური ტესტები არ არსებობს, ისინი სუბიექტურია, პრიორიტეტული სისტემებით, განსჯით, მოწონებით და არმოწონებით. 

რატომ? 

პასუხი ნათელია: ტესტის შემდგენელზეა დამოკიდებული კითხვების სირთულე, ტესტის ფორმატი, გამოყენებული ენა, რაც საბოლოოდ მოქმედებს შედეგებზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ტესტის ავტორი არის არა ერთი მასწავლებელი, არამედ „სპეციალური კომისია” ან „ექსპერტთა ჯგუფი”. თვით კომისიის მიერ შედგენილ ტესტებზეც კი მოქმედებს კომისიის წევრების წარსული, მათი პირადი აზრი, ხასიათი და სუბიექტიური შეხედულებები. მოსწავლეების შედეგებს განსაზღვრავს ის, თუ რას და როგორ იტყვის ტესტის შემდგენელი/ავტორი. 

საფუძველი   მეოთხე – ჩარჩო და შედეგების განსაზღვრა

ცნობილი ფაქტია, რომ  დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ქცევას და მოსწავლეებისადმი მიდგომას  შეფასებამდე. საერთოდ, მოსწავლეებს არ მოსწონთ არც ერთი შეფასება, თუ ისინი მზად არ არიან. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების განწყობა ტესტირებისას პოზიტიურია,  როდესაც კარგად აქვთ მომზადებული მასალა და დაცულია შეფასების პრინციპები. როგორც წესი, მიმდინარე შეფასებამ შეიძლება სწავლაზე ნეგატიური გავლენაც მოახდინოს და პოზიტიურიც.  ზოგიერთი მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ გამოცდა აფასებს არა ნასწავლი მასალის მოცულობას, არამედ სწავლის ხარისხს. ეს ამცირებს ბავშვებზე ზეწოლას, ასევე _ მოსწავლეების მიერ გადაწერის ან სხვა „ეშმაკობის” შესაძლებლობას. 

საფუძველი   მეხუთე –  შეფასება მუდმივად ხდება

შეფასება გვთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება სწავლების და სასწავლო აქტივობების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, მასწავლებლები იყენებენ პირველადი შეფასების მონაცემებს, როდესაც ცდილობენ გამოარკვიონ, თუ რა სახის ცვლილებაა საჭირო სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეთა შედეგები გაუმჯობესდეს. ამ კონტექსტში შეფასება ხდება სისტემატური;  შესაძლოა ყოველდღე შეაგროვოს მასწავლებელმა  მონაცემები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. შესაძლოა ეს არ მოხდეს ყოველდღე, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით უნდა მეორდებოდეს. 

საფუძველი   მეექვსე  –  შეფასება მიზნისთვის

როგორც განათლების სპეციალისტები ამბობენ, შეფასების დანიშნულებაა მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება და არა მხოლოდ მათი კონტროლი. შეფასების უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა და არა მისი „გამოჭერა”, რაც ძველი სტრატეგიისთვის იყო დამახასიათებელი. ეფექტური შეფასებები (განმავითარებელი, დიაგნოსტიკური, არაფორმალური…), თუ მათ ხშირად და სწორად ჩავატარებთ, გაზრდის მოსწავლეთა სწავლის დონეს. ფაქტობრივად, შეფასება მასწავლებლის  მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ეხმარება მას სასწავლო მიზნების მიღწევაში,  აძლევს  მრავალფეროვან ინფორმაციას. სწორი და ჯანსაღი შეფასება მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს, რადგან ის სასწავლო მიზნის მიღწევის სტიმულატორია და არა წარუმატებლობის დამთვლელი ინსტრუმენტი. 

საფუძველი   მეშვიდე – მუდმივი ექსპერიმენტები შეფასებების დროს 

შეფასებები ნებისმიერ დროსა და გარემოში ვერ იქნება ყველა მოსწავლის შესაფერისი. ბევრ  სკოლაში მასწავლებლები მთელი წლის განმავლობაში ერთად მუშაობენ ჯგუფებში, აკვირდებიან მოსწავლეთა შედეგებს და არკვევენ, რა სახის ცვლილებებია საჭირო; ირჩევენ რაიმე რთულ მიზანს და ცდილობენ, შეიმუშაონ მისი მიღწევის საშუალებები. შემდეგ ეს ჯგუფი ამზადებს საჩვენებელ გაკვეთილებს და აანალიზებს ახალი მეთოდის შედეგებს. ეს პროცესი გულისხმობს მუდმივი შეფასების სისტემას. ზუსტად ასეთი მეთოდი სჭირდება  სკოლას. 

მოსწავლის სწავლის შეფასებაზე, მიღწევებზე,  შედეგებზე უკუკავშირი პედაგოგიური ხელოვნებაა და მასზე სერიოზულადაა  დამოკიდებული მოსწავლის განვითარება.  

ჩნდება კითხვა: კონსტრუქციული და კრიტიკული უკუკავშირი  უფრო დაეხმარება მოსწავლეს, თუ შეფასებისას მხოლოდ დადებითი მხარეების აღნიშვნა? 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას  სერიოზული მსჯელობა სჭირდება. მართალია, უკუკავშირისას მხოლოდ დადებით მხარეებზე/სწორ პასუხებზე  აქცენტები მორალურად ამხნევებს მოსწავლეს,  მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლაში საუკეთესო შედეგების მიღწევა მხოლოდ შეცდომების დაშვებითა და მათი გამოსწორებით შეიძლება. 

აღიარებულია, რომ  შეცდომებზე სწავლა საუკეთესო მეთოდია. როგორც წესი, სწავლის პროცესის  შესახებ მუდმივი ინფორმაციის მიწოდების იდეას მხარს უჭერენ კოგნიტური სფეროთი დაინტერესებული მეცნიერები და ფსიქოლოგები. მიუხედავად  სწავლების და შეფასების ბევრი პრინციპისა, დეტალები უმნიშვნელოვანესია.    

უკუკავშირის (როდესაც მასწავლებელი აწვდის მოსწავლეს პოზიტიურ ან კრიტიკულ და სარეკომენდაციო ინფორმაციას მისი მუშაობის შესახებ) განხორციელების უამრავი გზა არსებობს, მათ შორის:

ლოკალური – სპეციფიკურ საკითხზე კონცენტრირებული;
გლობალური – განზოგადებული უკუკავშირი;
პერსონალური – ფასდება კონკრეტული მოსწავლის კონკრეტული შეცდომა; 
შედეგზე გათვლილი – ფასდება მთლიანი დავალება. 

პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ლოკალური, კრიტიკული და სარეკომენდაციო  უკუკავშირი ყველაზე ეფექტურია,  ხოლო გლობალური – ყველაზე არაეფექტური.  ზოგადად, უკუკავშირის და განხილვის ობიქეტი დავალებაა და არა ავტორი (კლუგერი და დენიზი, 1996).

პოზიტიური  უკუკავშირი ეფექტურობის სკალის შუაში მდებარეობს. შეფასება ნაკლებად ეფექტურია, როდესაც ის აფასებს მთლიანად სამუშაოს ან გლობალურ ორიენტაციას. ყველა ჩვენგანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს უკუკავშირზე, გვირჩევნია მივიღოთ დადებითი უკუკავშირი, ვიდრე – კრიტიკული და სარეკომენდაციო. მაგრამ დადებითი შეფასებისას სწრაფად სწავლა არ ხდება. ამიტომ დღეს კრიტიკულ, სარეკომენდაციო, განმავითარებელ შეფასებას დიდ უპირატესობას ანიჭებენ. 

რატომ არის კრიტიკული, სარეკომენდაციო, განმავითარებელი  უკუკავშირი უფრო ხშირად დადებითზე უკეთესი? დადებითი უკუკავშირისას მოსწავლე იღებს ინფორმაციას უკვე მიღწეული წარმატების შესახებ. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის ცვლილება, გაუმჯობესება  ან შესწორება, ამიტომ ის არ გააუმჯობესებს სწავლას მომავალში. კრიტიკული, სარეკომენდაციო/განმავითარებელი შეფასებებისას კი დრო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კრიტიკული, კონსტრუქციული უკუკავშირი უნდა მივიღოთ წარმატების წინ. ამ გზით წარუმატებლობის გამოცდილება ტვინში აღინიშნება და მომავალში შეცდომის გამეორებისგან გვიხსნის. ასეთი ინფორმაცია უფრო დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, ვიდრე – პოზიტიური. განმავითარებელი  შეფასება უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მოსწავლეს სწავლისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ბავშვებს სწორად, ზუსტად ისე, როგორც მათ მისი მიღება ურჩევნიათ. ასეთ შემთხვევაში ისინი სწავლით გამოწვეული სტრესის თავიდან აცილებას შეძლებენ. 
არსებობს უკუკავშირით გამოწვეული სტრესის რეგულირების რამდენიმე გზა. 

მიაქციეთ ყურადღება დროს. როგორც წესი, ის მოსწავლეები, რომლებსაც მოცემულ მომენტში აქვთ სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია, დიდი დატვირთვა ან რაიმე ტრავმა (ასეთია მოსწავლეთა 10-დან 40%) უკუკავშირის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. 

მოსწავლეები უნიკალურები არიან. ბევრი მოსწავლე დიდ ყურადღებას უთმობს მასწავლებლის კომენტარებს, ზოგიერთისთვის კი თანაკლასელთა კომენტარები უფრო მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა მათგანს ჰქონდეს თავის გამოჩენის საშუალება. 

თავი აარიდეთ მოსწავლეების დაყოფას. ხშირად ძლიერ, კონკურენტუნარიან მოსწავლეებს სურთ, სწრაფად გაიგონ შედეგები და მათი ადგილი შედეგების სკალაზე, თუმცა ინფორმაცია შეიძლება მათთვის სტრესის საბაბი გახდეს. სჯობს, მათ დაუსახოთ მიზნები შედეგების სკალის მიხედვით, ვიდრე გააცნოთ საკუთარი ადგილი ამ სკალაზე. კრიტერიუმებით განსაზღვრული უკუკავშირი უფრო ეფექტურია, ვიდრე, უბრალოდ, შედეგების ცხრილი. ამ მოსწავლის შედეგის თანაკლასელების შედეგებთან შეადარებას სჯობს, მას ჰკითხოთ: „რეიტინგების სკალაზე რომელ ადგილზე ხარ ამ თვეში და წინა თვეში რომელ ადგილზე იყავი?” 

შენიღბული  უკუკავშირი ზოგჯერ ძალიან ეფექტურია. მოსწავლეებისთვის იმის თქმა, რომ მათ 17 კითხვაზე არასწორად გასცეს პასუხი, არაეფექტურია. ამის მაგივრად, სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ის რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომი ტესტირებისას დაეხმარებათ. 

შესთავაზეთ განსხვავებული უკუკავშირი. საბედნიეროდ, უკუკავშირისთვის საჭირო აქტივობების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთი რომელიმე უკუკავშირის გამოყენება არაეფექტურია, ასე რომ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ერთ ან ორ კონკრეტულ აქტივობას. სტრატეგიას არ ექნება 100%-იანი შედეგი ყოველი გამოყენებისას. ზოგისთვის უკუკავშირი ისეთი მარტივი სტრატეგიით მიიღება, როგორიცაა მასალის შეჯამება. 
კიდევ ერთი რამ უკუკავშირის შესახებ: ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კარგი იდეა. ის მოსწავლეს უჩენს სურვილს, გახდეს უკეთესი, ვიდრე არის.

ოპტიმალური უკუკავშირის რეცეპტი არ არსებობს კონკრეტული კლასის საჭიროების გაანალიზების  გარეშე. ოპტიმალურია უკუკავშირი, რომელიც  კონკრეტულ  მოსწავლეს/კლასს დაეხმარება განვითარებაში. ზოგადად კი, პედაგოგიკის სპეციალისტები გვირჩევენ:

1.ლოკალური  უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე გლობალური;
2.სპეციფიკური  უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე პირადული; 
3.მარტივი  უკუკავშირი  უკეთესია, ვიდრე რთული;
4.უკუკავშირის ორივე ტიპის (პოზიტიური და კრიტიკული) ერთდროულად გამოიყენება უფრო ეფექტურია; 
5.ნუ გამოიყენებთ მცირე უკუკავშირს;
6.უკეთესია უკუკავშირის გამოყენება დავალების შესრულების პროცესში;
7.პიროვნული უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე არაპიროვნული;
ერთ-ერთი გამოკვლევის დროს ერთი კლასის, ერთნაირი მიდრეკილების მქონე მოსწავლეებმა ჩააბარეს ტესტები ერთსა და იმავე მასალაზე (თაქმენი, 1999). ტესტირებამდე ისინი სამ ჯგუფად დაყვეს და განსხვავებულად მუშაობდნენ. კერძოდ:
ერთმა ჯგუფმა იმუშავა წინასწარ ანონსირებულ ყოველკვირეულ მოკლე ტესტებზე, 
მეორემ შეასრულა საშინაო დავალება, 
ხოლო საკონტროლო ჯგუფი არ მუშაობდა არც მოკლე ტესტებსა და არც საშინაო დავალებაზე. 

ყველა ჯგუფი გავიდა საბოლოო გამოცდაზე. იმ ჯგუფის შედეგები, რომელიც მოკლე ტესტებზე მუშაობდა, 16%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საშინაო დავალებაზე მომუშავე ჯგუფისა და 24%-ით უკეთესი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის შედეგები. ყოველკვირეული მოკლე ტესტები წარმატებას განაპირობებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გაუფრთხილებლად არ დავნიშნავთ. განათლების სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით გვირჩევენ, შევუდგინოთ მოსწავლეებს გრძელვადიანი განრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება, რა დროს რომელი ტესტი ჩატარდება. ეს მეთოდი აუცილებლად მოიტანს წარმატებას (რუშიო, 2001; თორნი, 2000). 

ფაქტია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე  ტესტების ჩატარება არა მხოლოდ ზრდის ემოციურ დაძაბულობას, არამედ ტვინისთვისაც არ არის სასარგებლო. არსებობს რეკომენდაცია:  ნურასოდეს  „დასჯით კლასს” ტესტით; დამსჯელი ტესტირება სულაც არ აუმჯობესებს  სწავლების შედეგებს.

 მასწავლებელი  ყოველთვის ვერ მოახერხებს, შეარჩიოს შეფასების, უკუკავშირის,  სწავლების იდეალური სტრატეგია და შედეგი მაშინვე მიიღოს. მაგრამ როდესაც მასწავლებლისათვის შეფასების შედეგები არის მისი შემდგომი სწავლების მეთოდიკის განმსაზღვრელი, როდესაც მასწავლებელი ხშირად იყენებს  ეფექტურ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას, დროთა განმავლობაში ის ახერხებს სწავლებისა და შეფასების შერწყმას. ამის შედეგად  სწავლება და შეფასება კლასში მიმდინარეობს ზედმეტი ემოციური დაძაბულობის გარეშე…  როდესაც ვმსჯელობთ  სწავლებაზე, უკუკავშირზე, შეფასებაზე,  ძნელია, არ დავეთანხმოთ ცნობილი გენიოსის ცნობილ გამონათქვამს: „ყველაფერი, რისი დათვლაც შეიძლება, აუცილებელი არ არის ჩაითვალოს; ყველაფერი, რაც ჩაითვლება, აუცილებელი არ არის დაითვალოს”.

როგორ გვკურნავენ ვირტუოზი „მუსიკოსები“ (ნაწილი I)

0
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ჩიტების ჭიკჭიკმა გულგრილი დატოვოს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას. ის რომანტიკულ განწყობას გვიქმნის, გვამშვიდებს, განგვარიდებს ამქვეყნიური ამაოებით გამოწვეულ მძიმე ფიქრებს. აწონასწორებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს და კურნავს სულს. ზაფხულის მზიან დილას ჩიტების სიმღერის ფონზე გამოღვიძება ხომ ერთი სიამოვნებაა!
 
გაზაფხული და ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩიტების ჭიკჭიკით – ამ ეგზოტიკური მეთოდით – მკურნალობისთვის. სწორედ ამ პერიოდში იქნება სასარგებლო სკვერში ან ტყეში გასეირნება. რაც უფრო ღრმად შევალთ ტყეში, მით მეტად გავეცლებით ქალაქის ხმაურს. სუფთა ჰაერს, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკს შესანიშნავი დამამშვიდებელი, რელაქსაციური ეფექტი აქვს. ის სასწაულებს ახდენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე გვარჩენს სხვადასხვა სენისგან. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, როცა ვხედავთ, როგორ აპურებს მტრედებს მოხუცი ან როგორ ჩხუბობენ ბეღურები პურის ქერქისთვის. ფრთოსანი „თერაპევტების” სამსახურით ჯერ კიდევ რუსი იმპერატორები სარგებლობდნენ. სასახლის კარზე მიღებული იყო თავის ტკივილის მკურნალობა იადონის რაკრაკით. პეტრე პირველის დროს მომღერალი ჩიტები მოსკოვის ყველა სამიკიტნოში ჰყავდათ. თვით პეტრე საათობით უსმენდა მათ რაკრაკს. აქვე სიამოვნებით გავიხსენებდი ჰ. კ. ანდერსენის ზღაპარს, სადაც ბულბულის გალობა სიცოცხლეს უბრუნებს ჩინეთის იმპერატორს.
ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მასში ყველაფერი ჰარმონიასა და დინამიკურ წონასწორობაში უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია გაზაფხული სიცოცხლით სავსე ფრთოსანთა სიმღერის გარეშე. სწორედ ეს „ჰაერის შვილები” აცოცხლებენ ზამთარგამოვლილი ხის შიშველ ტოტებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა ეკოლოგიური აღზრდა, რადგან ჩვენი პლანეტა გამოფიტვის ზღვარზე იმყოფება. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის, რომ მოზარდ თაობას მისი მოვლა და გაფრთხილება ვასწავლოთ. პლანეტის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ მომავალი თაობის აღზრდაშია: მასწავლებლებისა და მშობლების საერთო ამოცანაა, ვასწავლოთ  ბავშვებს ყოველივე ცოცხალის სიყვარული, გავაგებინოთ, რომ სახლები, ეზოები, ქუჩები თუ სკვერები ჩვენი საერთო სახლია და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მისი სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებაზე. ამისთვის ბავშვები თანდათან უნდა შევაჩვიოთ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას. კარგი იქნებოდა მათთვის კუთხის მოწყობა ჩიტების გალიით, აკვარიუმით, ოთახის მცენარეებით – ეს ყველაფერი ბავშვებს სურვილს უღვიძებს, თანაგრძნობით აკეთონ რაიმე სასარგებლო ცოცხალი არსებებისთვის; გაზაფხულობით მოვაწყოთ „ეკოლოგიური დახმარება” დაავადებული მცენარეებისთვის – მორწყვა, გადარგვა, დაფესვიანება-გამრავლება…
ამაზე ფიქრისას გენიალური ზღაპარი – „პატარა უფლისწული” გამახსენდა, რომელსაც ბავშვებიც და დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ. აი ციტატა სენტ-ეგზიუპერის წიგნიდან: „თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, იმიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ, იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ, იზრუნო შენს ვარდზე…”
ბაღებსა და სკვერებში სეირნობისას ემოციური განწყობის ასამაღლებლად ბავშვებს ყურადღება მივაქცევინოთ ფოთლების შრიალზე, წყლის ჩუხჩუხზე, წვიმის შხაპუნზე, ჩიტების ჟღურტულზე; ვასწავლოთ ლექსები და სიმღერები ბუნებაზე, ხოლო შინ რეგულარულად მოვასმენინოთ ბუნების ხმების ჩანაწერები. 
ეკოლოგიური აღზრდისას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მუსიკას. თუ ფრთოსანი მეგობარი ჩვენს ბინაში, გალიაში ბინადრობს, უპირველესად, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი იმღეროს. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ბგერითი სტიმულატორი, მაგალითად, მოვასმენინოთ კლასიკური მუსიკისა და ჩიტების რაკრაკის ჩანაწერები. სხვათა შორის, ონკანის მოშვების დროსაც დავინახავთ, რომ ჩვენი ფრთოსანი აუცილებლად აჰყვება წყლის ჩხრიალს. ოჯახში ყოველგვარი ჯიშის ჩიტი მკურნალია: ის განწყობას გვიმაღლებს, სევდას გვიფანტავს და ტკივილებს გვიყუჩებს. მათ ძალიან უყვართ მზრუნველი პატრონები და მზრუნველობას გასაოცარი სიმღერით პასუხობენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩიტებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის – ჩიტები ხომ ძალზე აქტიურები არიან, რაც შესანიშნავად შეესაბამება ბავშვების ცნობისმოყვარე ბუნებას. როდესაც ბავშვი ენას იდგამს, მისთვის კარგი იქნება ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც მოლაპარაკე და მომღერალი ჩიტია. ფრთოსნების რაკრაკი დადებით გავლენას ახდენს პატარების მუსიკალური სმენის განვითარებაზე. გარდა ამისა, აღგზნებადი ბავშვები უფრო მშვიდები ხდებიან და ადვილადაც იძინებენ.
მოლაპარაკე ჩიტები, თუთიყუშები, შეუცვლელი კომპანიონები არიან მარტოხელა მოხუცებისთვის. ამერიკაში ორნითოლოგებმა გამყოლი თუთიყუშების სპეციალური სკოლაც კი გახსნეს უსინათლოების დასახმარებლად. აქ ჩიტებს შემდეგი სიტყვების გამოთქმას ასწავლიან: „შეჩერდი”, „წადი”, მარჯვნივ გაუხვიე”, – და ა.შ. გამყოლი ძაღლებისგან განსხვავებით, თუთიყუშებს არ ახასიათებთ დალტონიზმი, არ რეაგირებენ კატებზე და მათი მოვლაც გაცილებით ადვილია.
ჩიტების ცხოვრებაში ბგერით სიგნალს (ხმოვან ნიშანს) განსაკუთრებული ადგილი უკავია. სინამდვილეში ჩიტს ხმა თავის გადასარჩენად მიეცა. მის გარეშე ბევრი დაიღუპებოდა, რადგან ვერ შეძლებდა უცხოსგან თავისი ტერიტორიის დაცვას. ისეთი პრიმიტიული ქმნილების „ლექსიკონიც” კი, როგორიც შინაური ქათამია, ათეულობით ასეთ სიგნალს ითვლის – უბედურების, გასაჭირის, გაფრთხილების, საკვების მოპოვების, არშიყობის, შეწყვილების, აგრესიულობის, გუნდურობის გამომხატველს. ფრინველები ხმოვან სიგნალს იყენებენ დედლის მისაზიდად გამრავლების პერიოდში, ბარტყების საფრთხისგან დასაცავად და ა.შ. მაგალითად, მტაცებელი ფრინველები, ბუ და არწივი, ნისკარტის ტკაცუნით საფრთხის შესახებ გადასცემენ ინფორმაციას. ფრთოსანთა ლექსიკონი სხვადასხვა შინაარსის „გადალაპარაკება-შეძახილებს” მოიცავს: „ყურადღება!” „ფრთხილად, საშიშია!”, „ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!”, თავს გაუფრთხილდით!”, „დაიკარგე აქედან!”
ფრინველებს ძალზე ორიგინალურად მოწყობილი „მუსიკალური ინსტრუმენტი” აქვთ. ის ჰგავს კიდეც ადამიანის სახმო აპარატს და მნიშვნელოვნადაც განსხვავდება მისგან. მსგავსება შემდეგია: ადამიანისა და ჩიტის სახმო აპარატები სასულე ტიპის მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება. მათში ბგერა ჰაერის მოძრაობით წარმოიქმნება. ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი არხევს დრეკად აპკებს, ხოლო აპკები, თავის მხრივ, ბგერით ტალღებს წარმოშობს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ აპკებს, ვიბრატორებს, ხორხში განლაგებული სახმო სიმები წარმოადგენს. მესაყვირისთვის ვიბრატორის როლს ტუჩები ასრულებს, რომლებიც განსაკუთრებული წესით თავსდება სასულე მუსიკალური ინსტრუმენტის სატუჩეში. ხმის სიმაღლე სახმო იოგების კუნთოვანი დაჭიმულობის ხარისხით განისაზღვრება: რაც უფრო მეტად არის დაჭიმული სახმო სიმები, მით უფრო მაღალია ბგერა. ხოლო ხმის სიძლიერე სახმო იოგების სიმკვრივესა და ფილტვებში ჰაერის წნევის შემჭიდროებაზეა დამოკიდებული.
ადამიანისთვის მეტყველებისას ძირითად რეზონატორებს წარმოადგენს ხორხი, პირისა და ცხვირის ღრუები და ტრაქეა. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ჩიტებს სახმო აპარატი ადამიანების მსგავსად ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრთოსან მომღერლებს ერთი კი არა, ორი ხორხი ჰქონიათ: ზედა, როგორც ყველა ძუძუმწოვარს, და ქვედა. ბგერის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებს არა ზედა, არამდე სწორედ ქვედა ხორხი, რომელსაც ძალზე რთული აგებულება აქვს. ქვედა ხორხი ჩიტების ორიგინალური ევოლუციური მონაპოვარია, სხვა ცხოველებთან ის არ გვხვდება. ქვედა ხორხი მდებარეობს ტრაქეის (სასულეს) ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ტრაქეა ორ მთავარ ბრონქში განშტოვდება. ის იმით არის ორიგინალური, რომ აქვს არა ერთი ვიბრატორი – ბგერის წყარო (როგორც ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს), არამედ ორი და შესაძლოა ოთხიც კი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციობს. სხეულის მოძრაობითა და კუნთების დაჭიმვით ჩიტს შეუძლია მნიშვნელოვნად ცვალოს რეზონატორების რთული სისტემის ფორმა და ამ გზით არეგულიროს ხმის სიმაღლე და ტემბრი. ასე რომ, ჩიტის სახმო აპარატი თითქმის მინიორკესტრს (დუეტს ან კვარტეტს) წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ის ვირტუოზულ „მუსიკალურ ნაწარმოებებს” ასრულებს.
ჩიტების სახმო აპარატს ზომით სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, განსაკუთრებით – პატარა მომღერალი ჩიტებისას, ამიტომ სიმღერაში მათი მთელი ორგანიზმია ჩართული. თუ მომღერალ ნიბლიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დაჭიმულობისგან მთელი სხეული უთრთის. ყელი წაუგრძელებია, პატარა პირი ფართოდ გაუღია, გაფშეკილი ფრთები და კუდი ტრელების (ნოტის სწრაფი და მრავალჯერადი მონაცვლეობა მეზობელ ნოტთან) ტაქტში ირხევა. სიმღერა ჩიტს ემოციურად და ფიზიკურად მთლიანად იპყრობს. ბგერები ვრცელდება დაბალი ბანის ყვირილიდან (დამახასიათებელია ბატების, იხვებისა და ყვავებისთვის) მაღალ მელოდიურ სტვენამდე (რომელიც ბეღურათა ოჯახისთვის არის დამახასიათებელი).
საყურადღებოა, რომ მრავალი ჩიტის სიმღერის რიტმული მოდულაციები ადამიანის სმენისთვის მიუღწეველია. მათი სახმო აპარატის შესაძლებლობები 50-100-ჯერ აღემატება ადამიანის სმენისას, ასე რომ, ჩვენ, ადამიანებს, ჩიტების ხმები მხოლოდ ნაწილობრივ გვესმის.
ბგერების წარმოქმნისთვის ჩიტები სახმო აპარატთან ერთად სხვა „მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც” იყენებენ: ნისკარტს, ფეხებს, ფრთებს და კუდსაც კი. მაგალითად, კოდალა ბრწყინვალე მედოლეა. კარგი ჟღერადობის მისაღებად ის გამომშრალ ხეს იყენებს, რათა მისი ხმა რაც შეიძლება შორს ისმოდეს; ხანდახან – კონსერვის ქილებსა და რკინის ნაჭრებსაც კი. თეთრი ყარყატი თავის მეგობარს სასიყვარულო სერენადას ხმით კი არ უმღერის, არამედ ნისკარტის ტკაცუნით. ამ დროს იგი თავს ზურგზე გადაიგდებს, ენას უკან გასწევს და დაიგრძელებს, რითაც ბგერის გასაძლიერებლად კარგად რეზონირებულ პირის ღრუს წარმოქმნის.
სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულ ჩიტებსა და ორნითოლოგების რჩევებზე მომდევნო წერილში მოგითხრობთ.

ბალიბულინგი

0
მე დავიბადე უბანში, სადაც კაცი მოკლეს. არაფერია ამაში გასაოცარი, ჩვენ ყველანი დავიბადეთ უბნებში, სადაც აუცილებლად მოუკლავთ ერთი კაცი მაინც. ეს თითქოს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. ჩემს უბანშიც ასე იყო, სხვა კაცებიც მოკლეს, სხვა დროს, მაგრამ მე იმ ერთზე უნდა გიამბოთ, რომლის ამბავიც ყველაზე მეტად ჩამრჩა გულსა და მეხსიერებაში. დიდი დრო დამჭირდა, რათა მომეკრიბა ენერგია და ეს ამბავი კიდევ ერთხელ ამომეტივტივებინა გონებაში, კიდევ ერთხელ და თუნდაც უკანასკნელად. ამიტომ შევეცდები ვიყო პირდაპირი, მოურიდებელი და სასტიკი.

 

ნიკო მოკლესო და გავვარდით. დავყარეთ „პაპკები” მერხებზე და გავვარდით. გაკვეთილების გაცდენის შანსიც გაგვიჩნდა, სადღაც ესეც იყო. სად მიდიხართო, მასწავლებელმა და ნიკო მოკლესო – ჩვენ. ვიდექით მერე კორპუსთან, მთელი უბნის ბიჭ-ბუჭობასთან ერთად. „ვზროსლებს” ვუსმენდით, პატარებს – წადით აქედანო, ვეუბნებოდით. აბა იქ საქმიანი მდგომარეობა იყო. მერე ნიკოს ძმაკაცები მოვარდნენ, რამდენიმე წუთით ხმა გავრცელდა – ჭორიაო, არ მოუკლავთო. ნიკოს ვინ მოკლავდაო – ჩვენც ვთქვით და ჩავიცუცქეთ. კიდევ რამდენიმე წუთი და პოლიციაც მოვიდა. მანდ მივხვდით, რომ მართლა მოკლეს ნიკო, უბნის ბიჭების სული და გული, ყველაზე მაგარი „კაიბიჭი”, ყველაზე ჯიგარი „ვზროსლი” და ყველაზე „ისპალნიწელი”. მომდევნო დღეებში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდა. მკვლელის ვინაობაც გამოვლინდა.. ან რა გამოვლენა უნდოდა, თვითონაც იქვე მდგარა, ცხედართან, პოლიციის მოლოდინში. ვინ იყო? ვინ იყო და ლადო.. ჩმორიკალადო, „შკოლნიკა” და დედიკოს ბიჭი. აი, ის, სკოლის მასწავლებლებს რომ ყველაზე მეტად უყვარდათ და ქუჩის მასწავლებლებს – ყველაზე ნაკლებად. იასნა ტო, აბა ასეთ საქმეს მასეთი არაკაცი თუ იკისრებდაო, ვთქვით და „ვზროსლი კაიბიჭებს” თავი დავუქნიეთ, როცა იმათ თქვეს, ან ციხეშივე წავშლით ცხოვრებიდან და ან რომ გამოვა – მერეო. ისიც გავიგეთ, ლადო რა კაცი იყო.. კი ვიცოდით, მაგრამ კიდევ უფრო გავიგეთ. რაღაც სატანურ მუსიკას უსმენდა თურმე, ზეპელინგებს და მასეთებს. კიდე კორპუსების წინ რომ გარაჟებია, იქ კატებსაც აწვალებდა და ერთი-ორჯერ უნახავთ, როგორ დაწვა ვიღაცის კატა, არასწორი კაცი იყოო, იძახდნენ „ვზროსლების” მამები. მერე ისიც თქვეს, ნიკომ ძლივს გადაარჩინა ერთი კატაო და მაქედან ამოიჩემა ლადომ ნიკოო, რიტუალი რო ჩაუშალაო, ჰოდა იმიტომაც იმ კატის მაგივრად ნიკო შესწირა სატანასო, კი, ზუსტად მასე ამბობდნენ.

ასე იყო თუ ისე, ლადო 7 წლის მერე გამოვიდა ციხიდან. მაგ დროისთვის ჩვენ უკვე თვითონ ვზიდავდით „ვზროსლობის” უმძიმეს პედაგოგიურ ტვირთს. აბიტურიენტები ვიყავით. ლადოს ციხიდან გამოსვლა მალე გავიგეთ, უბანში გავრცელდა, ნიკოს ძმაკაცები არ ჩანდნენ ის დღეები, სხვა ბიჭები ამბობდნენ, რომ „აბაროტზე” ჩალიჩობენო და უნდათ რო „წიომნათ” ქნან ეგ ამბავიო. რა „წიომნობა” მაგას უნდოდა. ლადო ციხიდან რომ გამოსულა, პირველი სახლში მისულა, მშობლები მოუკითხავს. ერთი დღე გაატარა სახლში, მერე უთქვამს, უნდა წავიდე, რაღაც უნდა დავასრულოო, ამდგარა, პირდაპირ ნიკოს საფლავთან მისულა და იქ დალოდებია დანარჩენებს. ორი დღე იყო საფლავზე ლადო, მთელმა ოჯახმა რომ ძებნა დაუწყო და უბანშიც რომ გავრცელდა ხმა, ლადოდატყდაო, ნიკოს ძმაკაცებიც დაფაცურდნენ. მეორე დღის ბოლოს დაადგნენ ლადოს თავზე და ზედ დააკლეს. უბნის ბიჭები იძახდნენ, საზღვარზე იპოვეს, გარბოდაო, მოიყვანეს და ნიკოს საფლავზე შეუსრულესო, ეგეთი პირობა ჰქონდათო. საფლავების მომვლელი ქალი სხვას იძახდა, 2 დღე იჯდა იმ საფლავთან ბიჭი, არც უჭამია, არც დაულევია, თითქოს რაღაცას ელოდებოდაო.. ერთი კი ვკითხე, შვილო, რამე ხო არ გიჭირს-მეთქი, მარა არაფერიო მითხრა და გავეცალეო. ის კიდე იჯდა იქა და მერე, მეორე საღამოს სროლა რო გავიგე, უკვე მკვდარი დამხვდა, ტვინგახეთქილიო. უბანი ამაყობდა, ნიკოს „ჩერეზძმაკაცები” იძახდნენ, რომ მოსაკლავი უნდა მოიკლას და მერე თქვენც კი იცით, როგორცაა.. უბანი დაწყნარდა, დამშვიდდა, როგორც მაძღარი მგელი, რომელმაც დიდი ხნის შიმშილობის შემდეგ თავისივე ხროვიდან მოისადილა ყველაზე სუსტი.

სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. დიდი ხანი მაწუხებდა ეს ამბავი. ძალიან დიდი ხანი და ბედად ერთ-ერთ სამეგობრო სუფრაზე ის პოლიციელი გავიცანი, რომელიც აღნიშნულ შემთხვევას იძიებდა. გავიცანი და შანსიც არ გავუშვი ხელიდან, რომ ჩემი საშინელი ცნობისმოყვარეობა, თუ დანაშაულის გრძნობა დამეკმაყოფილებინა. დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ამ მოვლენებისას მეც არაერთხელ გამიმეორებია ვიღაცების ნათქვამი „ჩმორიკა ლადო”, „სატანისტი მოკლეს” და „ნიკოს სული ზეიმობს”ტიპის ფრაზები. მთელი ის საღამო ვლაპარაკობდით მე და გამომძიებელი ლ. და მეც გავიგე, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

უამრავი სტატია წამიკითხავს ბულინგზე. რა არის ბულინგი? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ძალადობრივი ქცევა, რომლის მიზანიცაა პოტენციური მსხვერპლის დაშინება, დამორჩილება, დამონება. ძალიან ხშირია მისი გამოვლინება სასკოლო ასაკის ბავშვებში, თითქმის ყველა სკოლასა და კლასში სწავლობენ ბავშვები, რომლებიც არიან ბულინგის ინიციატორები, ანუ მჩაგვრელები და ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქცევის მსხვერპლს. ხშირად უფროსების მიერ ეს ყოველივე არ აღიქმება სერიოზულად და უფრო მეტიც, მას უბრალო ბავშვურ თამაშად იღებენ. არადა სინამდვილეში ამ ყველაფერს ბევრად უფრო ძლიერი ფესვები აქვს და მეტად შეუძლია განტოტვა. თუმცა ჩემს ამბავს დავუბრუნდეთ..

ყველაფერი ბალიბულის თამაშიდან დაიწყო. ლადო ახალი გადმოსული იყო ჩვენს უბანში, შესაბამისად სკოლაშიც თითქმის არავის იცნობდა. როგორც ჩანს, უბნის ბიჭებს არ მოეწონათ, როგორ ეთამაშებოდა ეზოს გოგოებს ვიღაც ტიპი „ბალიბულს”. დაუძახეს, ჯერ ხურდა თხოვეს, მერე ქურთუკი, მერე ის, მერე ეს, როგორც ხდება ხოლმე.. მალე ლადო სიბეჯითისა და კარგი საქციელის გამო სკოლის მასწავლებლებისთვის – საყვარელ მოსწავლედ, უბნის ბიჭებისთვის კი საყვარელ სათამაშოდ იქცა. როგორც ჩანს, ის პირველი შემთხვევა კარგად ჩარჩათ გონებაში. ჰოდა ახლა ისინი თამაშობდნენ ბალიბულს, ოღონდ ხან ლადოს ჩანთით, ხან ლადოს ქუდით, ხან წიგნებით და ა.შ. ლადოს მშობლებისთვისაც არაერთხელ უთხოვია ბინის გამოცვლა, მაგრამ მათ ეს უბრალო ბავშვურ ახირებად აღუქვამთ. მერე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვითარდება ხოლმე. ლადო „დაიშნირეს”. მერე კი..

სანამ თხრობის დასკვნით ნაწილზე გადავიდოდე, მოქმედ მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, რომ კარგად შეისწავლოთ ყველა ის ტერმინი, რომელიც მე ამ ტექსტში სპეციალურად გამოვიყენე, დაწყებული „ვზროსლებიდან”, გაგრძელებული „ისპალნიწელებითა” და დამთავრებული „შნირით”. თქვენ ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა აღნიშნულ ტერმინებთან. თუ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობთ, რომ თქვენს სკოლაში უკვე ყველაფერი შეიცვალა და ბულინგი გაქრა. თუ ასე ფიქრობთ, გირჩევთ კიდევ ერთხელ ჩაიხედოთ მიკროსკოპში, იქნებ რაიმე გამოგრჩათ..

მერე კი ლადოს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს.. მაინცდამაინც მაშინ, როცა ლადოს საბოლოოდ გაუჩნდა შანსი მოშორებოდა ამ ჯოჯოხეთს, რადგან სტიპენდია მოიპოვა და როგორც პოლიციელის მონაყოლიდან გავიგე პოლონეთში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ძალიან ბედნიერი ყოფილა იმ დღეებში, წავალ და ცხოვრებასაც იქ ავიწყობო, მშობლებისთვისაც უთქვამს, მაგრამ სად იყო ეგრე, როგორც ლადოს უნდოდა.. ის უკვე აღარ ეკუთვნოდა თავის თავს.. კარგმა ბიჭობამ დაღუპა, უბანში ასე თუ ისე იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც ბეჯით მოსწავლეს და თავაზიან ბიჭს. ჰოდა გეგმა მარტივი იყო, აბა ვინ არ გაუღებდა კარს ლადოს. ლადოს გაუღებდა და ყაჩაღების ხროვას მიიღებდა. მეტსაც გეტყვით, ლადო დათანხმდა ამ გეგმას და დღესაც კი ვცდილობ, არ წარმოვიდგინო, თუ რა წნეხში მოყვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. არ ვიცი.. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა ახალი სათამაშოთი უბნის ბანდას პირველი საქმე უნდა შეესრულებინა, ლადო ნიკოს დაადგა და სამზარეულოს დანა რამდენიმეჯერ ჩაარტყა ჯერ ყელის არეში, შემდეგ კი გულსა და მუცელში. მოკლა იმ კატასავით, რომელიც არც არასოდეს დაუწვავს და არც არასოდეს უწამებია. შესწირა იმ სატანას, რომელთანაც ალბათ მთელ ჩემს უბანში ყველაზე ნაკლები საერთო სწორედ ლადოს ჰქონდა.

ეს იყო და ეს.. განა რა მოვყევი ისეთი, რაც თქვენს უბნებში არ მომხდარა, რაც თქვენს სკოლებში არ მომხდარა, რაზეც თქვენ არ დაგიხუჭავთ თვალი.. არაფერი ახალი.. ბულინგი კი ვითარდება, ახალ ფორმებს ეძებს და პოულობს, ხშირად უფრო ეფექტურადაც, ვიდრე მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები ახერხებენ ამას. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგე, როგორ შეემატა ბულინგს ახალი ელემენტი – ვიდეოგადაღება. ადრე თუ აწვალებდნენ და ეს ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა, ახლა ამ ყველაფერში თავისი წვლილი ახალ ტექნოლოგიებსაც შეაქვს.. და ამ ყველაფერში ვინაა დამნაშავე.. ნიკო? ლადო? მე? შენ? ან იქნებ, ბალიბული..

პერფექციონიზმი, როგორც ფენომენი

0

„საუკეთესო-კარგის მტერია” (ვოლტერი)

perfectus ლათინური სიტყვაა და „აბსოლუტურ სრულყოფილებას” ნიშნავს . 1978 წელს ფსიქოლოგმა ჰოლენდერმა (Hollander) ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა პერფექციონიზმი, როგორც საკუთარი თავისადმი ყოველდღიურად წაყენებული უფრო მაღალი დონის მოთხოვნები, ვიდრე ამას გარემოება ითხოვს. მოგვიანებით, ბერნსმა დააზუსტა და შეავსო ეს ცნება კოგნიტური პარამეტრით (აზროვნებით) – „ყველაფერი ან არაფერი”. ამ შემთხვევაში მოქმედების შესრულებაში დასაშვებია მხოლოდ ორი ვარიანტი: მაღალი სტანდარტებისადმი შესატყვისობა ან სრული კრახი. ფსიქოლოგმა დონალდ ჰამაჩეკმა (Hamachek ) პერფექციონიზმის ორ სახე გამოყო – ჯანმრთელი და ნევროტული (დესტრუქციული). როგორია ჯანმრთელი პერფექციონიზმი – ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქტიურია, მოტივირებული, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, გააჩნია მიზნები და მისი მიღწევის კონკრეტული გზები, აქვს პოზიტიური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ისახავს ძნელად მისაღწევ მიზნებს, მაგრამ მას ეს პროცესი, განსაკუთრებით შედეგი სიამოვნებს. მუშაობის პროცესში აზარტულია და გარკვეულად ღელავს კიდეც. როგორია ნევროტული პერფექციონიზმი? ამ შემთხვევაში პიროვნებას წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს.

სრულყოფილება ადამიანის იდეაფიქსი ხდება. იგი მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით. სიყვარულის და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების მიზნით საორიენტაციოდ იღებს ისეთ ეტალონს, რაც მის შესაძლებლობებს არ შეესატყვისება. ეს კი მუდმივ დაძაბულობას იწვევს პიროვნებაში. იმისათვის, რომ არ შელახონ საკუთარი უბადლო იმიჯი, პერფექციონისტები ცდილობენ დამალონ დაშვებული შეცდომები ან უარი თქვან ჩანაფიქრზე, ისინი მოქმედებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ემზადებიან დიდი წარმატებებისთვის. ხშირად ეს მომენტი იგვიანებს, ამასობაში კი სხვები ახალ საქმეებს იწყებენ, შეცდომებსაც უშვებენ, მათ მაგალითზე სწავლობენ და თანდათან წინ მიიწევენ. ძალზე საინტერესოა ე.წ. პროკრასტინაციის (procrastination) ფენომენი, რომელიც საქმის სრულყოფილად შესასრულებლად საგანგებო მომზადებისათვის, საქმიანობის დაწყების გადადებას გულისხმობს. პერფექციონისტის უბედურება სწორედ ის გახლავთ, რომ შეიძლება ეს მომენტი – თავში ყველაფრის იდეალურად დალაგება – არასოდეს დადგეს. უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე ფიქრს, სწორედ ეს იგულისხმება გამოთქმაში „საუკეთესო -კარგის მტერია”.

ამგვარად, აუცილებელია განვასხვავოთ საუკეთესო შედეგებისკენ სწრაფვა (რომელიც ადამიანის ბუნებრივ მოტივაციას წარმოადგენს) მისი პათოლოგიური ფორმისგან, რაც გამოიხატება არასრულყოფილების უარყოფაში.

პირველი პიროვნების განვითარების მამოძრავებელი ძალაა, მეორე კი შემაფერხებელი და დამთრგუნავი.

პერფექციონისტული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ფორმირდება. მას ოჯახური აღზრდის თავისებურებები განსაზღვრავს. კერძოდ, ნევროტულ პერფექციონიზმს აყალიბებს ბავშვის გამოცდილება – მშობლის ე.წ. პირობითი სიყვარული – ხარ ისეთი, აკეთებ ისე, როგორიც მას მოსწონს – იმსახურებ შექებას, წახალისებას და პირიქით. თუ მშობელი ბავშვს არ წაახალისებს, ბავშვი ისწრაფვის იყოს კარგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდოს სხვების საყვედურს, არამედ იმიტომაც, რომ ბოლოსდაბოლოს თვითონაც მიიღოს საკუთარი თავი, მაგრამ რის ფასად? დიდი ძალისხმევისა და დიდი მიღწევების ფასად. ბავშვი აცნობიერებს, რომ მხოლოდ კარგად შესრულებული საქმიანობა ხდის მას ღირსეულ არსებად. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები საკმაოდ მკაცრები, მომთხოვნები არიან, თუმცა ამავე დროს, ნაკლებად იციან მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ბავშვი იძულებულია იყოს „შეუმცდარი”, რათა დააკმაყოფილოს მშობლის მოლოდინი და თავი აარიდოს კრიტიკას. გამოყოფენ მშობლის 4 ტიპს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებში პერფექციონისტული აზროვნების ფორმირებაზე: 1. მშობლები ზედმეტად კრიტიკულები და მომთხოვნები არიან; 2. მშობლების მოლოდინები და სტანდარტები ზედმეტად მაღალია; 3. მშობლებს არ უყვართ ბავშვის წახალისება, ან განმამტკიცებელი სტიმულები არათანმიმდევრული და ირიბია; 4. პერფექციონისტული განწყობებისა და ქცევის მქონე მშობლები თვითონვე არიან ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები-მოდელები.

ხართ პერფექციონისტი? აი მისი ნიშნები:

1. გახასიათებთ ძალზე ძლიერი პასუხისმგებლობა, მცირე შეცდომის დაშვებასაც შეუძლებლად თვლით. უმნიშვნელო დეტალებსაც კი ამჩნევს თქვენი მახვილი თვალი;
2. ყველაფერში საუკეთესო გინდათ იყოთ, ისეთ საქმიანობაშიც კი, რომელიც არც კი გაინტერესებთ;
3. დიდ დროს ხარჯავთ და უკანასკნელ წუთამდე ცდილობთ გააუმჯობესოთ შედეგი, მზად ხართ ამას შესწიროთ დრო, ძილი, კვება და ეს უფრო სწორად მიგაჩნიათ, ვიდრე ის, რომ რაღაც არ გააკეთოთ.
4. იდელურისკენ ისწრაფვით. ან ყველაფერი ან არაფერი, მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად. თქვენთვის არსებობს თეთრი და შავი, არ არსებობს რუხი ფერი. თუ იდეალურ შედეგამდე ვერ მიხვედით, ამჯობინებთ უარი თქვათ, რადგან, თქვენი აზრით, რომ დროს კარგავთ იმაზე, რაც გამარჯვებას არ მოგიტანთ;
5. მკაცრად აკრიტიკებთ საკუთარ თავს, სჯით თუ რამე ისე არ გამოგივიდათ, როგორც გსურდათ.
6. დეტალურად აანალიზებთ სიტუაციას და თუ ის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით სვამთ კითხვებს: რაშია საქმე, შევძლებ შეცვალო სიტუაცია?
7. დეტალურად აანალიზებთ შედეგებს. თუ არ გაკმაყოფილებ სვამთ კითხვებს: რატომ ვერ მივაღწიე შედეგს? რა უნდა გავაკეთო, რომ სიტუაცია შეცვალო?
8. ძალზე მგრძნობიარე ხართ კრიტიკის მიმართ და გეშინიათ წარუმატებლობის, რადგან იგი გულისხმობს, რომ სრულყოფილი არ ხართ;
9. ყოველთვის საბოლოო მიზანზე ხართ ორიენტირებული და თუ მას ვერ აღწევთ, პროცესს საერთოდ არ ანიჭებთ მნიშვნელობას;
10. ძალიან ხართ დამოკიდებული სხვა ადამიანების შეფასებაზე.
გთავაზობთ პერფექციონიზმის მრავალგანზომილებიანი სკალის MPS გამარტივებული ვარიანტის პირველ სკალას.
ინსტრუქცია: „ყურადღებით წაიკითხეთ დებულებები და შეაფასეთ სათანადო ქულით.

1 – დებულებას სრულად ვეთანხმები;
2 – ვეთანხმები;
3 – უფრო ვეთანხმები ვიდრე არა;
4 – არ ვიცი;
5 – უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები;
6 – არ ვეთანხმები;
7 – სრულიად არ ვეთანხმები.
1. როდესაც რაიმეზე ვმუშაობ, ვერ ვდუნდები, სანამ სრულყოფილებამდე არ მივიყვან საქმეს;
2. ჩემი ერთ-ერთი მიზანია ვიყო სრულყოფილი ყველაფერში, რასაც ვაკეთებ;
3. არასოდეს ვისახავ მიზნად ვიყო სრულყოფილი საქმეში, რითაც დაკავებული ვარ;
4. არ მჭირდება ვიყო გამორჩეულად სრულყოფილი;
5. ვცდილობ, რაც შეიძლება სრულყოფილი ვიყო;
6. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩემი მცდელობა იყოს წარმატებული;
7. რასაც კი ვაკეთებ, ყველაფერში ვისწრაფვი, ვიყო საუკეთესო;
8. საკუთარ თავს არ ვუყენებ სრულყოფილებაზე ნაკლებ მოთხოვნას;
9. საშინლად არ მსიამოვნებს ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოში შეცდომების აღმოჩენა;
10. ვისახავ დიდ და ძნელად მისაღწევ მიზნებს;
11. მიმაჩნია, რომ ყოველთვის მთელი ძალით უნდა ვიმუშაო;
12. არ არის სავალდებულო რასაც კი ვაკეთებ, ყველაფერში საუკეთესო ვიყო;
13. არასოდეს ვისახავ ძნელად მისაღწევ, დიდ მიზნებს;
14. საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი ვარ;
15. სწავლაშიც და სამსახურშიც ყოველთვის წარმატებული უნდა ვიყო.
გასაღები: ინვერსიული (შებრუნებული) კითხვებია 3, 4, 12,13 ამ კითხვებში ქულები დათვლამდე ასე უნდა შეაბრუნოთ : 7 ქულა =1 ქულას, 6=2 , 5=3 , 4=4 , 3=5 , 2=6, 1=7 ამის შემდეგ შეაჯამეთ თხუთმეტივე დებულების ქულები.
15-60 ქულამდე. რაც ნაკლებია ქულა, თქვენ მით უფრო მეტად გახასიათებთ პერფექციონიზმი.

60 ქულიდან ზევით. პარფექციონიზმი არ გახასიათებთ და რაც მეტია ქულა, მით უფრო ნაკლებად არის იგი თქვენთვის დამახასიათებელი.

წარმოდგენილი ტესტი არის პირველი სკალა, რომელიც გვიჩვენებს რწმენას და მოლოდინებს საკუთარი თავის მიმართ. თუ დაბალი ქულა მოაგროვეთ ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი, ხშირად დამქანცველი სტანდარტები, მოთხოვნები, რომელსაც საკუთარ თავს უყენებთ, მუდმივად აფასებთ საკუთარ თავს, აკონტროლებთ საკუთარ ქცევებს, ისწრაფვით სრულყოფილებისკენ.
 
სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, შევამოწმოთ მეორე და მესამე სკალის დებულებები და მონაცემები დავადგინოთ. ისე კი, აღვნიშნავთ, რომ მეორე სკალა ეს არის რწმენა და მოლოდინები სხვა ადამიანების შესაძლებლობების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება რომ შესაძლებელია პერფექციონისტული ტენდენციები სხვის მიმართაც გვახასიათებდეს; გვქონდეს ძალიან მაღალი, არარეალისტური სტანდარტები, მოთხოვნები, რომლებსაც ვუყენებდეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, მუდმივად ვაფასებდეთ მათ მოქმედებებს და მათგან სრულყოფილებას მოველოდეთ. ამ ტიპის დამოკიდებულება იწვევს იმას, რომ ხშირად გამოვთქვამთ საყვედურებს, არ ვენდობით და ზოგჯერ მტრულადაც კი ვართ განწყობილი ახლობელი ადამიანების მიმართ. მესამე სკალა კი ადგენს, თქვენი აზრით, როგორ სტანდარტებს გვიყენებენ გარშემო მყოფი ადამიანები. თუ ეს მოთხოვნები ძალიან მაღალია, ამან შეიძლება შეგიქმნათ განცდა – რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვერ მოვიგებ გარშემომყოფთა გულს.
როგორ ვებრძოლოთ დესტრუქციულ პერფექციონიზმს?

რეკომენდაციები ბევრია, განვიხილოთ რამდენიმე:

1. დასახეთ რეალური მიზნები;
2. სხვებზე გადაანაწილეთ მოვალეობები, იმუშავეთ ჯგუფურად და ითანამშრომლეთ;
3.მიეცით თავს შეცდომის დაშვების უფლება, უფლება იყოთ არასრულყოფილი; 4.ისწავლეთ საქმის დახარისხება – განასხვავეთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან;
5. შეისვენეთ 1-2- დღე და ისე შეუდექით ახალ საქმიანობას, ისწავლეთ შესვენება საქმიანობის პროცესშიც;
6 თუ პერფექციონიზმი ქრონიკულ სტადიაში გადაგივიდათ აწარმოეთ დროის აღრიცხვა – რას რამდენ დროს უთმობთ. გადახედეთ და გაიაზრეთ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი დაძაბული რეჟიმით მუშაობას. დღის განმავლობაში დაიტოვეთ დრო არასამუშაო აქტივობებისთვის….

მწერალი პერსონაჟის გარსში (ნოდარ წულეისკირის წერაქვული ოცწლეული)

0

გროზნოდან ჩამოსვლისთანავე შვილმა, ირმამ წერაქვში ამომიყვანააქედან იწყება ჩემი პანტედ გარდასახვა.

ამა თუ იმ ქვეყნისა და ეპოქის მწერალი არაერთხელ შერწყმია საკუთარ პერსონაჟს მხატვრულ წარმოსახვაში, თუმცა უფრო ნაკლებყოფით სინამდვილეში, მაგრამ ესეც მომხდარა, განა არა, შემოქმედს წინასწარჭვრეტის წყალობით თუ ქვეშეცნეულად რომ უგრძვნია თავისი მომავალი ბედი.

და ნოდარ წულეისკირსაც ნეტა თავიდანვე უკარნახებდა იდუმალი ხმა, ოდესმე შენს პერსონაჟად გარდაისახებიო?

მიხეილ ჯავახიშვილს პირადი ტრაგედია გამოაქცევდა წერაქვიდანდასა და დედას სადაც დაუხოცავდნენ, იქ სულიერ სიმშვიდეს კი არა, წონასწორობასაც ვეღარ ჰპოვებდა.


 

ნოდარ წულეისკირს პირადი ტრაგედია გააქცევდა წერაქვშიეროვნულ ხელისუფლებას სადაც დაუმხობდნენ და ქვეყნის პრეზიდენტს ჯერ განდევნიდნენ და შემდეგ სულაც სასიკვდილოდ გაწირავდნენ, იმ თბილისში სულიერ სიმშვიდეს კი არა, წონასწორობასაც ვეღარ ჰპოვებდა.

და წერაქვი ასე მოულოდნელად აღმოჩნდებოდა მწერლის თავშესაფარიერთი მწერლის დამკარგავი მეორის მასპინძელი მაინცოღონდ ისეთი პროზაიკოსის, ვინც ამ სახელს წარსული მოღვაწეობით უფრო ატარებდა, თორემ ისე ავად შემობრუნებოდა ბედისწერა, ამიერიდან ეულსა და უარყოფილს ტვირთად უნდა ეზიდა დაუწერელი, მკვდრადშობილი პერსონაჟებისა და გმირების სახეები.

ჩემი მხრივ უთუოდ მოვერიდებოდი ამ ეპითეტსმკვდრადშობილითვითონ რომ არ ამოთქვამდეს უღრმესი ტკივილით.

სოფლის სკოლის მასწავლებლისათვის მწერლობაც უკვე დასრულებულიყო და სიცოცხლეც 1992 წლიდან.

არადა, სულ ცოტა ხნის წინათ იყო, ზვიად გამსახურდია კულტურის მინისტრობას რომ შესთავაზებდა, ამას ემძიმებოდა ეს თანამდებობა და, უარს რომ მოახსენებდა, თავს ამით იმართლებდა:

მწერალი ვარ, ჩემი საქმე მაქვს, არ შემიძლია.

და გაიცინებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი:

გოეთე ფინანსთა მინისტრი იყო, შენ რა ისეთი მწერალი ხარ, უარს რომ მეუბნები!

ახლა კი

რა უნდა დამეწერა, ვისთვის უნდა დამეწერა? მათთვის, ვინც ტყვია მესროლა?

პანტედ გარდასახულიყო.


(ნოდარ წულეისკირი – ბუბა კუდავას ფოტო.)

თუმც ახლა კი არაპანტე ცაავა გახლდათ იმთავითვე, რაც ეს პერსონაჟი ჩაიფიქრა დადავით აღმაშენებლის ქვამისი სახის ირგვლივ ააგო სიუჟეტად. საკუთარ თავს გამოხატავდა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შეგნებულად მოხდა ეს თუ ქვეშეცნეულად. თავის სულს აქსოვდა მის არსებაში, თავის ფიქრსა და განცდას უშურველად ჩუქნიდა და თავისი ბიოგრაფიული დეტალებიც სიმბოლურად გააზრებული შეჰქონდა მის თავგადასავალში.

და თურმე ცხოვრების გარეგნული წესითაც უნდა დამსგავსებოდა თავის გმირსმართლა გამხდარიყო სოფლის მასწავლებელი და სამუდამოდ შერწყმოდა ამ კოლორიტულ პერსონაჟს, რათა მხოლოდ ასე მოეშუშებინა ის იარები, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ მათი გადატანა მარტოობაში თუა შესაძლებელი.

ამუშავებდა მიწას საკარმიდამო ნაკვეთზე, მოჰყავდა მოსავალი და მარტო რჩებოდა წლების განმავლობაში.

ბუნებას, მასთან შერწყმის უნარი თუ გაგაჩნია, ადამიანის გაცოცხლება ძალუძს. წელი წელს მიყვებოდა, სეზონი სეზონს, თანდათანობით მოკვდა ჩემში მწერალი, ცოცხლობდა პანტე.

ეს არ იყო სახალისო, თამაშთამაშა შრომა, მართლა უნდა გარჯილიყო და ეგრძნო შრომის დამქანცველობაც და ისიც, თუ რას განიცდიდა ვაჟაფშაველა, მიწას რომ შებმოდაარც იმას რჩებოდა სინანულისა თუ სასოწარკვეთის დრო და გამოკიდებულიყო ცისა და მიწის ამარა.

ნოდარ წულეისკირის ცნობიერებაში კი ხელშესახებად ჩნდებოდა თავისი მხარის ნოსტალგია, თავსხმა წვიმასა და სინესტეში მაინც განსაკუთრებით აფორიაქდებოდნენ ხოლმე ყრმობისა და ახალგაზრდობის მოგონებანი და თითქოს თვალნათლივ ხედავდა თავის ბავშვურ გატაცებასაც.

მაინც რას შეეძრა ყველაზე მეტად მისი გული და რას აღეტაცა ასერიგად, სიბერეში შესულს ერთ ყველაზე ნათელ სურათად რომ გადაშლოდა გონების მზერის წინაშე?

რას და:

შაშვის ბარტყების დარაჯობას.

ვის რა საქმე გასჩენია ბავშვობაში თავისებურ თამაშად, ამას კიეს, ასეთი უჩვეულო და მოულოდნელი.

ახალშეღინღლულნი და მოზრდილნი ბუდეში რომ ვეღარ ეტეოდნენ და ხშირად ვარდებოდნენ იქიდან, ასეთი ბარტყი განწირული გახლდათან კატას უნდა შეესანსლა, ანდა რომელიმე სხვა მტაცებლის მსხვერპლი გამხდარიყო. პატარა ნოდარი კი ამოიჩემებდა განწირული ბარტყის გადარჩენასწაიყვანდა შინ და ზრდიდა, უჭერდა კალიებს, აღონიერებდა და თვალს ადევნებდა, მოყოჩაღებულნი ნელნელა როგორ იწყებდნენ ფრენას, ჯერ მცირე მანძილზე რომ დაფრთხიალებდნენ, ვიდრე გაშლიდნენ ნახშირივით შავ, უკვე საკმაოდ მოზრდილ ფრთებს და აიჭრებოდნენ ზეცაში.

მოშინაურებულს, ცხადია, სახელიც უნდა რქმეოდა და, როგორც წესი, შოშიტას არქმევდა.

დიდი მოვლაპატრონობისა და ზრუნვის მიუხედავად, მაინც ხშირად ეხოცებოდა?

მაგრამ რამდენიმე შოშიტას ხომ მაინც გაზრდიდა.

და ახლაც შოშიტების გაზრდის პროცესი უნედლებდა გულსაც და ჰმატებდა ძალასაც და სიმხნევესაც, რათა მიწას მიჯაჭვოდა ისე, როგორც ამ მიჯაჭვის წესია.

თუ რას განიცდიდა ვაჟაფშაველა, მიწას რომ შებმოდაო

ეგაა, იმას აქეთიქიდან მისეოდნენ თავისი პერსონაჟები და არ აცლიდნენ გულმშვიდად გარჯას, უეცრად რომ მიჰყრიდა ცელსა თუ ბარს და კალამფურცლის ასაღებად გამოეჩქარებოდა, რათა წერაში ჩაფლულს ახლა წუთისოფლის ქარის შემაძრწუნებელი სისინი ეგრძნო და კვლავ მიწას მივარდნოდა ჟინით ანთებული.

ნოდარ წულეისკირს აღარ აწუხებდნენ თავისი პერსონაჟებიყოველ შემთხვევაში ისე აღარ, სამუშაო იარაღები რომ მიეყარა.

კიდევ კარგი, რაღაც ახალი ნაკადი რომ დაიძვროდა მის სულშიპანტედ გარდასახვა და ბავშვებთან ურთიერთობა სხვა სიყვარულის მარცვალს გააღივებდა მასში.

ჟურნალისტებისათვის ეგზოტიკურ არსებად გადაიქცეოდა და ხან ვინ ჰკითხავდა და ხანაც ვინ: რატომ მიატოვეთ მწერლობა, ქალაქს რატომ გაერიდეთო?..

და ამას უკვირდა, ნეტა რატომ ჩამციებიან, ნუთუ თავისით ვერ უნდა მიხვდნენ, რომ საზოგადო მოღვაწე ნოდარ წულეისკირმა რაც შეეძლო, ყველაფერი იღონა, მწერალმაც იქამდე იშრომა, ვიდრე მიაჩნდა, ჩემი წვალება ფუჭი არ არისო.

ტყვიის მიღების შემდეგ კი უნდა დაესრულებინა და კიდეც დაასრულებდა ცხოვრებას, რომლითაც მანამდე ცხოვრობდა, და დაიწყებდა ახალსიპოვნიდა ადგილს, სადაც საჭირო იყო.

ვისთვის უნდა დამეწერა, მათთვის, ვინც ტყვია მესროლაო?..

ბოლოს ხუთნი გამოვიდოდნენ იმ ეგრეთწოდებული ბუნკერიდან: ძმები პეტრიაშვილები, მარნეულის იმდროინდელი გამგებელი, ერთი ქალბატონი და ნოდარ წულეისკირი.

უნდა გავქცეულიყავით თბილისიდან, მაგრამ საით, არ ვიცოდით.

ცენტრალურ ქუჩებს მშვიდობიანად გაივლიდნენ, მიუახლოვდებოდნენ თბილისის გარეუბანს დააი, იქ უკვე ტყვიებს დაადევნებდნენ.

ქალი ერთ ოჯახს შეაფარებდა თავს, ესენი კი გზას გააგრძელებდნენ და ტყვიებიც თან გამოჰყვებოდათ, სიბნელეში ცეცხლის ნაპერწკლებივით რომ რიალებდნენ ჰაერში.

ტყვიების ზუზუნში ქალაქის შემოგარენიც რომ გამოჩნდებოდა და დანარჩენები გადაწყვეტდნენ: ეს მთა გადავიაროთო, — ნოდარ წულეისკირი განუცხადებდათ:

უჩემოდ წადით, მეტი აღარ შემიძლია, ჩემიანებთან შინ გავბრუნდები, მომკლავენ და მომკლან.

და კიდეც ამოეფარებოდა რაღაც ნაგებობის კედელს და დაელოდებოდა ცეცხლოვანი ტყვიების ჩაწყნარებას. დიდხანს კი მოუწევდა მოცდა, მაგრამ სხვა რა უნდა ეღონაცოტა ხანში კი შეშლილი და განწირული კივილით ვიღაცის ლანდი გაიელვებდა მის თვალწინ: იქ კაცები ჩაცხრილეს! ჩაცხრილესო!..

ეს გახევებული იდგებოდა და მთელ სხეულში სიმწარე დაუვლიდა იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა მისი მეგობრები ჩაეცხრილათ. ამასობაში კიდეც იცისკრებდა. და ეს თავისი ბინისაკენ რომ გამოსწევდა, არავის და აღარაფერს მოერიდებოდათუ მსროლელი გამოჩნდებოდა, ვერ წაუვიდოდა და აღარც ანაღვლებდა.

და შინ კი მიაღწევდა ცოცხალი, მაგრამ მიხვდებოდა, რომ აქედან გადახვეწის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა.

და დედაქალაქსა და მწერლობას ერთად გამოეთხოვებოდა გუნებაშ.


(ნოდარ წულეისკირი, მუხრან მაჭავარიანი, გურამ პეტრიაშვილი, ზვიად გამსახურდია – ჯემალ კასრაძის ფოტო.)

თუ რაიმეს დაწერდა, წერილებს საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ტრანსპორტის მინისტრის, მარნეულის რაიონის გამგებლის, „ღია საზოგადოებასაქართველოსათუ რედაქციის სახელზე, და ყველასმარტოდენ წერაქვის სკოლის გადასარჩენად და მისი ყოფის გასაუმჯობესებლადდა კიდევ რეცენზიას აკაკი ბაქრაძის ბიოგრაფიულ რომანზე გრიგოლ რობაქიძის შესახებ — „კარდუ“, რომლის ანალიზიც პირწმინდად ლიტერატურული არ იქნებოდა და პოლიტიკურ პამფლეტსაც ამიტომ დაემგვანებოდა, მითუმეტეს, მისი შთამაგონებელი გახლდათ არა იმდენად სამწერლო ინტერესი, რამდენადაც ნოსტალგია იმ მძაფრი ჭიდილით აღბეჭდილი დროისა, როდესაც ეს ორნი თავგანწირვით უპირისპირდებოდნენ იმჟამად ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს ქართული ენის სახელმწიფოებრივი უფლების გადასარჩენად.

და კიდეც ამოიზიდებოდა ხსოვნის კუნჭულიდან ტრიბუნაზე აღმართული აკაკი ბაქრაძის სახება და ის დაუვიწყარი სიტყვები: თუ არ შეგვიძლია შევცვალოთ კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ენისათვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ის მაინც შეგვიძლია, რომ უარვყოთ ეს კონსტიტუცია. ამით ჩვენ მართლები ვიქნებით შთამომავლების წინაშე, გავაგებინებთ ჩვენს ხალხს, რომ ქართული მწერლობა მკვდარი არ არის და ქართულ ენას არაფრისდიდებით არ დათმობსო.

ახლაც ყურში ედგა, აკაკი ბაქრაძის ჩამოსვლას ტრიბუნიდან რამხელა ტაშისცემა მოჰყვებოდაკინაღამ დაინგრეოდა დარბაზი. და ამ გადასახედიდან როგორ არ დაედასტურებინა კიდევ ერთხელ, რომ იმ დღეს ყველა მწერალი გრაალის მცველი იყო და კიდეც ამიტომ გადაარჩინეს გრაალი!..

იმ რეცენზიას სუსხიან იანვარში წერდა, მუხლამდე თოვლი რომ იდო და მოძრაობა თითქმის შეწყვეტილიყო. და ასეთ დროს უეცრად უნდა გამოცხადებოდა ახალგაზრდა ქალი და მისთვის წინ დაედო ქაღალდების სქელი დასტაპირველი გვერდი თხოვნაწერილი იყო, დანარჩენიხელმოწერები. ხელმომწერები ითხოვდნენ აკაკი ბაქრაძის გადასვენებას მთაწმინდაზე. და ამას სხვა რა შეიძლება გაეფიქრებინა, თუ არა: ჩემი მეგობრის მიერ გადაგდებული კეთილი თესლი ნოყიერ ნიადაგში ჩაფლულაო!..

და ფიქრს ფიქრი მიედევნებოდა: არ არის ყველაფერი დაკარგული, იმედი და რწმენა მართლა გადარჩენილა, მერე რა, რომ პატრიოტები სულს ღაფავენ და კოსმოპოლიტები ზეიმობენ. მოვა დრო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამათმოულოდნელ სტუმარსა და სხვა ხელისმომწერთუნდათ. დრო მოიტანს ამას, მთავარია, შევინარჩუნოთ გამძლეობა და გადავარჩინოთ რწმენაიმედი, სწორედ რობაქიძისეული გრაალიო.

მოგვიანო მინაწერი მხოლოდ ამ რეცენზიას არ მიედევნებოდა, სხვა თხოვნაწერილებსაც დაერთვოდა, რაკიღა გამომცემლობაინტელექტიაიძულებდასწორედაც აიძულებდა — „ჩანაწერებისსერიისათვის მასაც, მწერლობას ჩამოშორებულ ნოდარ წულეისკირსაც შეემატებინა თავისი წილი თხზულება და ასე შემობრუნებულიყო სალიტერატურო ასპარეზზე.

ის დოკუმენტები არამარტო ერთი სოფლის სკოლის, არამედ მთელი იმ მხარის ყოფით ცხოვრებასაც რომ აირეკლავდა და მინაწერები ამ რეალობას კიდევ უფრო ცხადლივ წარმოსახავდა, არაერთი ნაფიქრიც გადაინაცვლებდა ფურცელზე და ასე შეიქმნებოდა არცთუ მოზრდილი, მაგრამ საკმაოდ ტევადი წიგნიოცი წელი წერაქვში“, როგორც მწერლის სულიერი ბიოგრაფიის დოკუმენტი და ქვეყნის ისტორიული ცხოვრების ქრონიკაიმ მიუკერძოებლობით აღბეჭდილი, რაც მოსალოდნელი გახლდათ ნოდარ წულეისკირის დარი ღირსეული პიროვნებისაგან.

როდესაც ნანული შევარდნაძე ესტუმრებოდა წერაქვს და თავს გამოიდებდა ამ სოფლისთვისაც და მისი სკოლისთვისაც, პირველი ლედის პატივსაცემად გამართულ სუფრას ნოდარ წულეისკირი უთამადებდა და, მადლობას რომ მოახსენებდა სიკეთის გაღებისათვის, ვერ მოითმენდა და დასძენდა:

ჩემს პოლიტიკურ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე მაინც არ და ვერ შევიცვლი.

ამ სიტყვებზე სტუმრის ამალა შეიშმუშნებოდა, მაგრამ შეშმუშვნა და შეჩქვიფება მერე უნდა გენახათ, როდესაც ქალბატონი ნანული თამადას ასეთ პასუხს დაუბრუნებდა:

ბატონო ნოდარ, თქვენნაირი ერთგული თანამებრძოლი ჩემს მეუღლეს ერთი მაინც რომ ჰყავდეს, მასზე აღარ ვინერვიულებდი.

რაოდენ გულსაკლავი ამონათქვამია: ერთი მაინცო

მართლა ერთგული ადამიანი ენატრებოდა, თორემ ასეთი ფრაზები მასაც არაერთი მოესმინა, თუნდ წერაქვში ახლა უკვე ედუარდ შევარდნაძის სტუმრობისას იზა ორჯონიკიძე ძალიან რომ გამოიდებდა თავს:

შენთვის ტყვიას შევუშვერ შუბლს.

თუმც მის მღელვარებას იქვე ჩააშოშმინებდა ჯანსუღ ჩარკვიანის მახვილი ფრაზა:

რა ვიცი, შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმა უკვე ორჯერ განხორციელდა, მაგრამ შენ იქ არ დამინახიხარ.

ამ სტუმრობისას პრეზიდენტი თან რომ იახლებდა თბილისის თითქმის მთელ ინტელიგენციასა და დიდ დაცვას, ნოდარ წულეისკირისათვის ეს ხომ ის ადამიანები იყვნენ, ტყვია ვისაც დაეშინა მისთვის.

სხვა შემთხვევაში გაერიდებოდა აქაურობას და მაღალ სტუმარს სათოფეზედაც არ გაეკარებოდა, თუკი ეცოდინებოდა, სიტყვის თქმის უფლებას არავინ მომცემსო, ხოლო თუ საჯაროდ გამოსვლის იმედი გაუჩნდებოდა, ისეთივე მკაცრი იქნებოდა მისი გამოსვლა ედუარდ შევარდნაძის წინაშე, როგორც სჩვეოდა და აკი ისე გაეგულისებინა იმ მწარედ მოსაგონარ 70-იან წლებში, „მონანიებისგადაღებისას თენგიზ აბულაძეს თვითონვე შესთავაზებდა ნოდარ წულეისკირიფილმი რომ არ დაბრკოლდეს, ტიტრებში ჩემს სახელს ნუ მოიხსენიებო.

არადა, „მონანიებამისი იმ სიუჟეტით შთაგონებულიყო (ცოდვილი მიცვალებულის ამოთხრა საფლავიდან), რომანს რომ დაედებოდა საფუძვლად — „აფთრებს“, რომლის პირველი ნაწილიც 1997 წელსედუარდ შევარდნაძის ფონდის წყალობით გამოიცემოდა, თანაც მანამდე საქართველოს მეორე პრეზიდენტი უცხოელ კორესპონდენტთან საუბრისასმონანიებისსცენარის ერთერთ ავტორად ნოდარ წულეისკირს დაასახელებდა.


(„აფთრები”, მე-2 გამოცემა, „ინტელექტი”, 2013″.)

არადა, იმ შემზარავი და ფილმისთვისაც ასერიგად შთამბეჭდავი სიუჟეტური ქარგის მიმგნების გასაიდუმლოება დროის გადასახედიდან კომიკურიც რომ გამოჩნდებოდა, მწერლის უბის წიგნაკის ჩანაწერებითაც დასტურდება.

თუ იკრიბებოდნენ თენგიზ აბულაძესთან, ეს ხდებოდა უსათუოდ ღამით და იმ ოთახში არ სხდებოდნენ, ტელეფონი სადაც იდგა. ხოლო როდესაც რეჟისორი სტუმრობდა ხილიანის ქუჩაზე, ბინაში საერთოდ არ შედიოდა: აქ ყველაფერი ჩართულიაო, — ჩუმად გაჰყავდა შინიდან დამზიურშიჩადიოდნენ, მოძებნიდნენ მყუდრო, უკაცრიელ კუთხეს და იქ არჩევდნენ ეპიზოდებს სცენარისათვის. უმთავრესად ეშინოდათ ალექსი ინაურისა და საერთოდ უშიშროების კომიტეტის, რომელთანაც ნოდარ წულეისკირს ისედაც გართულებოდა მდგომარეობა, და ერთხელ მისთვის მძიმე საგანიც ჩაერტყათ თავში და გაეფრთხილებინათ: ვინმესთან თუ წამოგცდება, უარესს ელოდეო. ეს კი, ვინმესთან კი არა, სულაც მწერალთა სასახლეში გამართულ თავყრილობაზე მოყვებოდა ამ ამბავს და გულმშვიდად დაელოდებოდა მუქარის აღსრულებას.

ამჯერად კი შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდებოდაფილმს ორჯერ დააპატიმრებდნენ. მანამდე კი კინოსტუდიის დირექტორის მოადგილესთან დარეკავდნენიქიდან“: რა უნდა ნოდარ წულეისკირს თენგიზ აბულაძესთანო. და რაკიღა მალული შეხვედრებიც ჭირდა, რეჟისორი გადაწყვეტდა, რომ ფილმს ბევრი ავტორი ჰყოლოდაასე შეუერთდებოდათ ჯერ მისი რძალი, თეატრალური ინსტიტუტის IV კურსის სტუდენტი ნანა ჯანელიძე („სადიპლომო სჭირდება და ბარემ ჩვენთან შეასრულოს ეს სამუშაო“), შემდეგ კი რეზო კვესელავაც, გამოცდილი კინოსცენარისტი.

ფილმის პირველავტორები კი საზოგადოებაში ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. ერთხელ ერთად მოხვდებოდნენ პანაშვიდზე და ვითომ ერთიმეორეს არ იცნობდნენ, ცალცალკე იდგებოდნენ. ეს შეატყობდა თენგიზს მოუსვენრობასწამდაუწუმ რომ აუვლჩაუვლიდა. იფიქრებდა: ალბათ რაღაცის თქმა უნდაო, — და გაყვებოდა. როგორც კი დაიმარტოხელებდა, რეჟისორი გაუწყრებოდა: განიშნებ თვალით, თავით, როგორ ვერ ხვდები, რომ შენთან შეხვედრა მინდაო.

როდესაც ფილმს ჩაუშვებდნენ, ნოდარს ჰონორარს როგორ გამოუწერდნენ, როდესაც არსად, არცერთ დოკუმენტში მისი გვარსახელი არ ჩანდა? მოხერხდებოდა ისე, რომ ჰონორარი აკაკი ბაქრაძის ხელით გამოეგზავნათ, ხოლო გადაღების პროცესშიც რომ უნდა ემუშავა სცენარზე, ლეილა გორდელაძის ფილმზე გააფორმებდნენ რედაქტორად და ხელფასს ამ გზით მისცემდნენ.

* * *

იმდროინდელი ნოდარ წულეისკირის ზოგადი, ზუსტი შტრიხებით გამოკვეთილი ლაკონიური პორტრეტი ასე შემორჩებოდა რეზო ჭეიშვილის დღიურებს, 1983 წლის 6 აპრილს რომ ჩაინიშნავდა მასთან შეხვედრას კინოსტუდიაში:

რას აკეთებს, აღარ ვეკითხები. წაგიყვან თქვა, მანქანა შევთავაზე იმ დღეს, არ ჩამიჯდა, გზას არ გაგიმრუდებო. მარტოხელა, გარიყული მგელივითაა. დიდი პორტფელით დააბიჯებს სრულიად მარტო. ხვალ ხარებააო

აქაც კი, მილიონიან ქალაქში მარტოხელა და გარიყულ მგელს დამსგავსებია და ყველასაგან მივიწყებულ სოფელში რაღა გასაკვირია მისი ის ამოკეტვა საკუთარ თავში

* * *

მონანიებამისი სიუჟეტით შთაგონებულიყოო

თენგიზ აბულაძეს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, უკვე გაამჟღავნებდა ფილმის ანონიმი ავტორის ვინაობასაც.

ეს დავიდარაბა არ მოხდებოდა, ედუარდ შევარდნაძეს ამომიზნებული რომ არა ჰყოლოდა ნოდარ წულეისკირი, და ახლა რარიგ შემოტრიალებულიყო წუთისოფელი, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტთან მიწერილი წერილი ბევრ სასიკეთო სიახლეს მოუტანდა სკოლას, რომელსაც უპირველესად მაინც ავტობუსი ესაჭიროებოდა, რადგანაც ძველი ავტობუსი თანდათან ჯართად გადაქცეულიყო და სექტემბრიდან პედაგოგები უკვე ვეღარ ივლიდნენ თბილისიდან წერაქვში. ასეთი უმნიშვნელო საკითხისათვის ღირდა განა პრეზიდენტის შეწუხება? თურმე აუცილებელიც გახლდათ, რადგან მის ჩაურევლად ესეც კი ვერ მოგვარდებოდა, ახლა კი სკოლასაც უნდა ამოესუნთქა, სოფელსაც და მთელ მხარესაც.

ბატონო პრეზიდენტო, სულიერ უდაბნოში 65 წლის მწერალს ხელში თოხი მიჭირავს ჩემს მოწაფეებთან, მათ მშობლებთან ერთად, ვთოხნი სამ ჰექტარ მიწას, ეგებ სიმინდი მოვიყვანო, მერე ის გავყიდო და ბავშვებს წიგნები ვუყიდო, სკოლას სახურავი გამოვუცვალო და .. ყველაფერ ამას ჩვენ ავიტანთ, ოღონდ ის მასწავლებლები, რომლებიც ასეთი დავიდარაბით ჩამოვიყვანეთ თბილისიდან, ისევ არ დაგვეფანტონ.

ამ ბარათს ჯავახიშვილობის გრანდიოზული ზეიმი რომ მოჰყვებოდა, ამას გარდა პრეზიდენტი სკოლას გადასცემდა 10 000 ლარს, რისი მეშვეობითაც ტრაქტორს შეიძენდნენთუმც უხიფათოდ ვერ გადარჩებოდნენტრაქტორის შეძენისას თაღლითებს გადაეყრებოდნენ, ისინი კი უკეთესს რას იზამდნენ დაჯართად ჩამოწერილ ტრაქტორს შემოაჩეჩებდნენ, რის ვაივაგლახით რომ შეძლებდნენ ჯართის უკან მიბრუნებასაც და თანხის გამოგლეჯასაც.

ის წერილი კი, გაზეთახალი საქართველოსფურცლებიდან რომ გაუგზავნიდაღია საზოგადოებასაქართველოს” (სათაურშივე გაიტანდა: ყველაზე დახურული და ბნელი საზოგადოებაო!) მისთვის ჩვეულ მძაფრ პუბლიცისტურ სტატიად წარმოგვიდგება და არა მხოლოდ გულისწყრომის გამჟღავნებადრატომ არ ერგუნა წერაქვის სკოლას კომპიუტერიო. წერილი აშიშვლებდა სოროსის ქველმოქმედების მოჩვენებითობას და შორს გამიზნულ პოლიტიკური ზრახვებს, სულ მალე რომ უნდა გამოეღო დამღუპველი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის.

ეს მარცხი მისთვის მეტად პრინციპული იმიტომ გახლდათ, რომ პირად კონკურსში კი არ დამარცხებულიყო და მისი მოთხრობები კი არ დაეწუნებინა ვინმეს, დაიწუნეს წერაქვის საქმე.

წერაქვის საქმე მარტო ჩემი პირადი საქმე არ არის, ვისაც ესმის, ის საერთო ქართული საქმეა. ამიტომ ჩამაბარეს. მე არ მითხოვია თბილისისათვის სამსახური, აქეთ მთხოვეს.

და დაბეჯითებით აცხადებს, საერთო ქართული საქმე რომ არა, სოროსის გრანტს არ ვითხოვდიო. და უფრო მკაცრადაც და მწარედაც:

ძველი კაგებეს მსგავს დაწესებულებას მე სამათხოვროდ ხელს არ გავუწვდიდი.

ის კი არა, დაიმუქრებოდა: ამ წერილს ვთარგმნი და ჯორჯ სოროსს გავუგზავნი მოთხოვნით: გააუქმოს ეს საზოგადოება და ახალი შექმნას, ვისაც ეცოდინება საქართველოს ჭეშმარიტი ფასიო.

მოგვიანო მინაწერში აღნიშნავდა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ეს მღელვარებით აღსავსე წერილი წაეკითხა ოთარ ჩხეიძეს, მოთათბირებოდა თავის შვილებს, დაერეკა რედაქციაში და შეეტყობინებინა, რომ ჩხეიძეთა ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით, წერაქვის სკოლას იმ დროისათვის საუკეთესო კომპიუტერი ექნებოდა. მართლაც ორიოდ კვირაში ეწვეოდნენ სანატრელი საჩუქრით და, გარდა კომპიუტერისა, სკოლას წიგნებსაც ჩაუტანდნენ.

ამ მეგობრული და კარგი ადამიანური ჟესტით მათ სინათლე შემოიტანეს ჩემს საცოდავ სკოლაში. ჩხეიძეების ჩამოსვლითა და მათი განუმეორებელი საჩუქრით წერაქვის სკოლისათვის ახალი სიცოცხლე დაიწყო.

აქ ნაგულისხმევია და, საქმეში ჩახედულ ადამიანთათვის, სტრიქონსა და სტრიქონს შუა თვალნათლივ გამოსჭვივის სილუეტი იმ პიროვნებისა, ვისი შემწეობითაც მოხერხდებოდა ამ პატრიოტული აქციის ხორცშესხმაჩვენი ოჯახის წევრის, ზაზა ოქუაშვილის, ვის სახელსაც მანამდეც და მას შემდეგაც დაუკავშირდებოდა არაერთი საქვეყნო და საქველმოქმედო საქმე.

ამის კიდევ ერთ დასტურს თუნდ ნოდარ წულეისკირის ამავე წიგნის ფურცლებზე იპოვნის მკითხველი, როდესაც ავტორი მადლობას უძღვნის ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებას ჭეშმარიტად ნამდვილი ლიტერატურის გამოცემისათვის, უშუალოდ აკაკი ბაქრაძისკარდუცადა სხვა მნიშვნელოვანი წიგნებიც ზაზა ოქუაშვილის თანადგომით იხილავდნენ მზის სინათლეს.

ნატეხებად გადავიდოდა წიგნის ფურცლებზე მემუარული ჩანაწერები თავის პერსონაჟად გადაქცეული მწერლის ყოფიდან, ეპიკას განდგომოდა და ლირიკულ ჩანართებში მოიოხებდა გულს, ისიც გამომცემლობა ძალიან რომ შეუჩნდებოდა.

არადა, უბის წიგნაკში გაელვებულ და მიმოფანტულ სახეთაგან არაერთი შეიძლება გამხდარიყო მისი მოთხრობისა თუ რომანის პერსონაჟი, ყოველ შემთხვევაში ავტობიოგრაფიული რომანის ფურცლებზე კოლორიტულად და კანთიელად წარმოსახულიყო.

აგერ უცხოელი ჟურნალისტი გაოგნებული მისჩერებია ძველებურ ნაკვერჩხლის უთოს და მოწონების ნიშნად ამბობს: რა იშვიათი ანტიკვარი გქონიათო, — რის პასუხადაც მასპინძელმა არცთუ სახარბიელო ვითარება უნდა გაუმხილოს: ამ იშვიათ ანტიკვარს ხშირად ვიყენებთ, რადგანაც შუქი არა გვაქვს ხოლმეო. ჟურნალისტმა კი თარჯიმანს რამდენჯერმე უნდა ჩაჰკითხოს და უსაყვედუროს კიდეც: სწორედ ვერ მითარგმნი რაღაცას, თორემ სამუზეუმო ნივთზე ასეთ რამეს როგორ მეტყოდნენო.

აგერ ქართველი ჟურნალისტი იმით უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ აღარ წერს აღიარებული მწერალი, ვინცამ შეკითხვით გაბეზრებულიამჯერად იუმორს მოიმარჯვებს: თაბახის ფურცელი არ გამაჩნია და იმიტომო. იმას გულში ჩარჩებოდა ეს სიტყვები და ერთ შეკვრა თაბახს რომ გამოუგზავნიდა, თან შემოუთვლიდა: იქნებ ახლა მაინც დაწეროთ რაიმე, თუ მართლა თაბახის უქონლობაა ნამდვილი მიზეზიო.

ესსასოებით შემოიტანდა თაბახის იმ ლურჯ შეკვრას და საწერ მაგიდაზე დაიდებდა.

აგერ საპატრიარქოს ტელევიზია სტუმრებია ახალ ნაავადმყოფარს, ინსულტის გადატანის შემდეგ მეტყველება ჯერაც რომ უძნელდება. აბო ტფილელზე იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს და მისი ჩაწერა სურდათ, როგორც რომანის — „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი” — შემქმნელისა. ჩაიწერდნენ ინტერვიუს და მალევე გაბრუნდებოდნენ, მასპინძელს კი განსაკუთრებით დაამახსოვრდებოდა ეს სტუმრობა და უბის წიგნაკში დითირამბად ამოსკდებოდა, ცხადია, არამარტო იმწუთიერი შთაბეჭდილება:

ეს მუდამ ასე იყო: ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ ტრიალებენ, ნამდვილად გამოირჩევიან, მათ ათასშიც კი გამოარჩევს მცოდნე თვალი. იშვიათი ხალხია, ყოვლად უბოროტონი და მშვიდნი. ღმერთმა ქნას, რომ საპატრიარქოს მიდამოებში უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი დაიარებოდეს.

სულიერად თვითონაც იქ ტრიალებდა, საპატრიარქოს ირგვლივ, იმ მიდამოებში დაიარებოდასიჯიუტით, ტანჯვითა და წვალებით. თუკი ვინმეს დახმარება მოუნდომებია, უსათუოდ დიდი ბრძოლით უნდა მიეღწია, ხშირად კი ვერც აღწევდა მიზანს.

საკუთარი პრინციპები სხვისი გულისათვის არაერთხელ გადამიდია გვერდზე, მაგრამ მათთვის არასოდეს მიღალატია


ამ ზნეობრიობით წარმოდგება ჩვენს წინაშე ჩანაწერების ამ ციკლის — „ოცი წელი წერაქვში” — ავტორი, ვინც იმიტომაც შეცვლიდა მტკიცე გადაწყვეტილებასმიეტოვებინა წერადა კვლავ დაუბრუნდებოდა მწერლობას, რათა წინ წამოეწია თავისი ქალიშვილისირმა წულეისკირისის პატარა დიდი საქმეები, რომლითაც მას შეეძლო ესულდგმულებინა გარშემომყოფნი; და ამასთან ერთად ეჩვენებინა ადამიანური საქმეები, რომელთა კეთებაც ამა თუ იმ მიზეზთა გამო ავიწყდებათ ხოლმე.

საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ფირმაკრიალოსნისდაფუძნება უნდა დაკავშირებოდა ირმა წულეისკირის სახელს, მამასთან ერთად განათლების ლამპარს რომ აანთებდა ამ მივარდნილ და სახელმწიფოსაგან მიტოვებულ მხარეში, და მის შვილსთათიასუნდა აღედგინა ამ ფირმის საქმიანობა დედის მოულოდნელი აღსასრულის შემდეგ — 2012 წლის 18 სექტემბერს ტელევიზიით ნაჩვენები ციხის შემზარავი კადრების ნახვა რომ აღმოჩნდებოდა ირმასათვის საბედისწერო

თათია უნდა ამოდგომოდა მხარში პაპასაც უბის წიგნაკის ჩანაწერებისათვის ლიტერატურული ფორმის მინიჭებისას, რადგანაც ოთხმოც წელს გადაშორებული ინსულტგადატანილი მწერლისათვის დამოუკიდებლად წერაც საძნელო შეიქნებოდა.

დასაბუთებული მიზეზი ჰქონდა, რატომ აეღო წერაზე ხელი.

და ახლაც დასაბუთებული მიზეზით მოემარჯვებინა კალამი.

მე ზუსტად ვიცი, ამჯერად ვისთვის და რისთვის ვწერ.

და წინასწარვე იხილავდა იმ სურათს, წუთისოფლიდან გამგზავრება თვითონაც რომ მოუწევდა, იმქვეყნად პირველყოვლისა ირმას რომ მოძებნიდა და უსათუოდ ჰკითხავდა:

როგორ ხარ, შე ადამიანო?!

შე ადამიანოო

რაოდენ ნაცნობი, გაცვეთილი და, ამავდროულად, უცნობი და შეუბღალავი სიტყვაა, რომელიც ნოდარ წულეისკირის მწერლად ხელახლა დაბადების მეგზურად ქცეულა იმ გულისმომკვლელ სინამდვილეში, სადაც ბევრს დავიწყებია ადამიანის რაობა. და რა შეიძლება ესურვებინა თვისტომთათვის ღირსეული გზის გამომვლელ მწერალს, თუ არა:

ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმა!

* * *

შაშვის ბარტყები ხშირად ცვიოდნენ ბუდიდან და ეს მათ უთუო სიკვდილს ნიშნავდარა იხსნიდათ კატისა თუ სხვა მტაცებელთა ბრჭყალებისაგან?!.

მაგრამ გადამრჩენად უნდა მოვლენოდათ პატარა ბიჭი, ვინც თავისი სიყმაწვილის მისიად მიიჩნევდა მათ გაზრდამოღონიერებასაც და ჰაერში ატყორცნასაც, რათა შოშიტებს ეგემათ სილაღე და თავისუფლება, ეგრძნოთ ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლის მშვენიერება.

ეს ნოდარ წულეისკირის ბავშვობისდროინდელი თამაში გახლდათშაშვის ბარტყების გადარჩენა, და სხვა აღარც აღარაფერი უნდოდა, დადარაჯებოდა მათ გადმოცვენას ბუდიდან, რათა ციმციმ გაექროლებინა შინ.

ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმაო, — ჯერ კიდევ იმ თამაშში გამოწრთობილიყო ეს შეგონება, იმხანად უფრო ბუნდოვნად ნაგრძნობი, ვიდრე გამოიკვეთებოდა, სიტყვიერ გარსს მოირგებდა და თავისებურ გვირგვინად დაადგებოდა იმ პატარა ბიჭის მხატვრულ ხილვებს, ცხოვრებასა და ღვაწლს.

ერთგულება და განტევების ვაცები

0
გუნდი, რომელსაც თითქმის ოცი წელია ვგულშემატკივრობ, წელს ჯგუფში ჩარჩა. უფრო მეტიც, ინგლისის ნაკრებმა D ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და რაც თავი და ინგლისელების მიერ ჩატარებული მატჩები მახსოვს, ყველაზე საშინლად ითამაშა.

სანამ ამ მიზეზების გასარკვევად შეთხზულ ურიცხვ სტატიას, სტატუსს და კომენტარს მოილევს და მოინელებს საფეხბურთო სამყარო, ერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნიდან:
„როცა საქმე ცუდად მიდის, წარუმატებლობის მიზეზად აუცილებლად ვინმე კონკრეტული უნდა დასახელდეს. თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი რომ ავიღოთ: ინგლისის ნაკრების მარცხი 1998 წელს მე დამბრალდა, 2002-ში დევიდ სიმენს. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის განტევების ვაცი, საზოგადოების მოლოდინის გაცრუების გამო, ფილ ნევილი აღმოჩნდა. მედიას და მაყურებელს ყოველთვის სჭირდება როგორც გმირი, ასევე დამნაშავეც”.

ბექჰემის თეორიას თუ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე განვაზოგადებთ, ალბათ ძნელი იქნება კონკრეტული დამნაშავის მოძებნა, ვისაც ინგლისის ნაკრების ასეთი სავალალო შედეგი დაბრალდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ვერც გმირს, გამოკვეთილ მოთამაშეს დავასახელებთ, ვინც ბოლომდე დაიხარჯა, ნიჭიც და იღბალიც გამოიყენა და ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხბურთი მხოლოდ გუნდური სპორტი არ არის და თითოეულ ფეხბურთელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს. და ამ ერთმა ფეხბურთელმა ხშირ შემთხვევაში მთელი გუნდის საქმე შეიძლება გააკეთოს. მაგალითისთვის ურუგვაელი ლუის სუარესიც გამოდგება, „ლივერპულის” ფორვარდი, რომელმაც ორი თამაში იმყოფინა იმისთვის, ერთდროულად ორი ტიტულოვანი ნაკრები დაებრუნებინა სამშობლოში და თვითონაც, არასპორტული საქციელის გამო, გუნდს დროზე ადრე დამშვიდობებოდა.

ვიცი, რომ ინგლისის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, შესაძლოა ბრაზილიელებზე, გერმანელებზე, ჰოლანდიელებზე და ესპანელებზე მეტი არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლები. და ეს იმ დროს, როცა ინგლისელები თხუთმეტ წელზე მეტია სანაკრებო დონეზე მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ. ერთგულებაც ამას ჰქვია. იმაზე არაფერს ვამბობ, პრემიერლიგას ლამის მთელი ფეხბურთისმოყვარული საქართველო რომ უყურებს შაბათ-კვირაობით, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს”, „არსენალს” და „ლივერპულს” თაობები რომ ქომაგობენ. 

ბევრისგან მსმენია: ქვეყანას, რომელსაც უძლიერესი ჩემპიონატი აქვს, ყველა სათამაშო პოზიციაზე დიდი ფეხბურთელები და მსოფლიოს ყველა კუთხეში ასეთი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, რატომ არ შეუძლია, ვთქვათ, კოსტა რიკისა და ურუგვაის ბარიერის გადალახვა? მხოლოდ მწვრთნელია დამნაშავე? მაგრამ როი ჰოჯსონამდეც ხომ მაღალი კლასის მწვრთნელები იყვნენ ინგლისის ნაკრებში?

ამ უპასუხო კითხვების მოსმენის შემდეგ უცნაური რამ მემართება, დაახლოებით ისეთი, უნივერსიტეტში სწავლისას, გამოცდების დროს რომ მჭირდა. მახსოვს, რამდენჯერ გადამიდია გვერდზე საგამოცდო საკითხები და სუფთა ქაღალდზე სხვა რაღაცების წერა დამიწყია – გონებაში მოსული ფიქრების, ჩახლართული სიუჟეტების, გამომცდელი ლექტორების პორტრეტების, ერთი სიტყვით, ათასი აზრიანი და უაზრო წვრილმანის, ოღონდ იმ დადგენილი და დაწესებული აუცილებლობისთვის ამერიდებინა თავი. 

ახლაც, როცა ინგლისის ნაკრების კრიზისზე ჩამოვაგდე სიტყვა, უცებ ის შემთხვევა მომაგონდა, უეინ რუნის რომ უწერია თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. თქვენც გეხსომებათ. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ჩელსის” ხვდება. თამაშის ძირითადი დრო ფრედ მთავრდება. პენალტების სერიაში, როცა ანგარიში 4:4-ია, პენალტის ნიშნულთან ჯონ ტერი მიდის, მეხუთე პენალტის შესასრულებლად. მას ამ დარტყმით შეუძლია თავის გუნდს გამარჯვება მოუტანოს. 

რუნი უიმედოდაა, ბედი არ გვაქვს, რაღა მაინც და მაინც ჯონ ტერი, „ჩელსის” გმირი და კაპიტანი. თან ინგლისის ნაკრების ვარჯიშებზე მახსოვს მის მიერ შესრულებული პენალტები და არასოდეს მინახავს აეცილებინოსო:
„ის მარჯვნივ დარტყმას აპირებს, ედვინ ვან დერ სარი მარცხნივ ხტება და ჯონი ურტყამს. უეჭველი გოლია, მაგრამ სულ ბოლო წამს მას ფეხი უსრიალდება, საყრდენი ფეხი გაურბის და ბურთს კარს აცილებს. სიხარულისგან შევხტი. ჯონ ტერი ინგლისის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია, მაგრამ ამ წუთას ეს არ მაინტერესებს. მისი შეცდომა ძალიან მახარებს. ეს ეგოიზმია, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. ჯონი გაზონზე ჯდება, თავს ხრის და გაბრაზებულია. მე თავს ამაყად ვწევ”. 

ტერის უიღბლობა და გაფუჭებული პენალტი თანაგუნდელებზეც მოქმედებს – ცოტა ხანში უკვე ედვინ ვან დერ სარი იგერიებს ნიკოლა ანელკას დარტყმულს და „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა თასის მფლობელია. 
და ამ დროს ხდება ის, რაც არა მხოლოდ უეინ რუნისთვის არის შთამბეჭდავი ამბავი, არამედ ყველასთვის, ჩვენთვის, ვინც ფეხბურთს, ინგლისის ნაკრებს და ინგლისურ გუნდებს ვგულშემატკივრობთ. მოდით, ისევ რუნის მოვუსმინოთ:
„ირგვლივ სიგიჟეა. ჩვენი გულშემატკივარი გაგიჟებულია. მეც გიჟს ვგავარ. რონალდუ მინდორზე წევს და ცრემლებში იხრჩობა; ჯონ ტერიც მინდორზე წევს და ტირის. ვხედავ, როგორ მირბის მასთან გარი ნევილი, თავსხმა წვიმაში, რათა დაამშვიდოს. გარი მართლაც ბრწყინვალე ადამიანია… ჩვენ „იუნაიტედისათვის” ვთამაშობთ, ისინი „ჩელსისთვის”, მაგრამ ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელები ვართ და მძიმე სანახავია ასეთ დღეში მყოფი ჩემი თანაგუნდელები…”.

ალბათ ამ ერთ ეპიზოდად ღირს ცხოვრება და ფეხბურთი. ის წიგნიც, სადაც ეს ცხოვრება და ფეხბურთი შეიძლება გადაიკვეთოს ერთმანეთში. 

დღეს გარი ნევილი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, ჯონ ტერიმ კი ნაადრევად დაასრულა სანაკრებო კარიერა. არადა, რამდენიმე წლის წინ არც ერთი იყო მწვრთნელი და არც მეორე მხოლოდ „ჩელსის” ანაბარა, ორივენი… მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ. ისეთ ფეხბურთს, მარტო სანახაობრივს კი არა, ცხოვრებასავით ტკბილ-მწარეს, მოულოდნელს, მარცხითა და გამარჯვებებით აღბეჭდილს, იღბლიანს და შეცდომიანს.
ბლოგში გამოყენებულია ციტატები წიგნებიდან:
დევიდ ბექჰემი – „ჩემი მხრიდან” (ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ, „არტანუჯი”, 2013). 
უეინ რუნი – „ათი წელი პრემიერლიგაში” (ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ, „არტანუჯი”, 2013).

ტრადიციული ქვეყანათმცოდნეობიდან ინტერკულტურულ სწავლებამდე

0

უცხო ენის ათვისებისას
ქვეყანათმცოდნეობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ის შესასწავლი ენის ქვეყნის
, ანუ, როგორც ხშირად უწოდებენ, ”უცხო” ქვეყნის შესწავლას ემსახურება.
ტერმინი ”ქვეყანათმცოდნეობა” უცხო ენების დიდაქტიკაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან
დამკვიდრდა და ენის შემსწავლელებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით  მიეწოდებოდა (შდრ.:
Altmayer/Koreik[2]2010: 13; Wierlacher[3]2003: 507).

ქვეყანათმცოდნეობა სხვადასხვა
დროს ისწავლებოდა:


Ø 

როგორც
ენის გაკვეთილის შემადგენელი კომპონენტი – ინტეგრირებულად, ან როგორც ცალკე აღებული
საგანი;


Ø 

როგორც
ფილოლოგიური სწავლების ერთ-ერთი საგანი მასწავლებელთა მომზადებისა და მათი პროფესიული
განვითარების პროგრამების ფარგლებში;


Ø 

შესაბამის
ფილოლოგიურ დისციპლინათა კვლევის სფერო ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკასთან ერთად.

(შდრ.:
Altmayer/Koreik 2010: 13)

 

ქვეყანათმცოდნეობის
ტრადიციული გაკვეთილის მიზანს, უმეტესად, კოგნიტური ცოდნის მიღება და მხოლოდ ფაქტებზე
ორიენტირებული ტექსტების დასწავლა წარმოადგენდა. ასეთი გაკვეთილი
შესასწავლი ენის ქვეყნის ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტების,
პოლიტიკის,
ხელოვნებისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ ცოდნის გადაცემით შემოიფარგლებოდა (შდრ.:
Erdmenger


[4]

1996: 17).

 

თანამედროვე უცხო
ენის გაკვეთილი მხოლოდ ცოდნის გადაცემასა და ფაქტებზე ორიენტირებას არ გულისხმობს.
მოსწავლე, ”უცხო” ქვეყნის გეოგრაფიული თუ ისტორიული ფაქტებისა და ”მაღალი” კულტურის

[5]

ათვისებასთან
ერთად, ამ ენის მატარებელი ხალხის მენტალიტეტს, მისი ყოფა-ცხოვრების ამსახველ ინფორმაციებსაც ეცნობა.  შესასწავლი ენის ქვეყნისა და მისი კულტურის გაცნობა
ენის ათვისების სხვა ასპექტებთან (ახალ მასალაში შეტანილი ლექსიკური ერთეულები და გრამატიკული
მოვლენები; მოსმენის უნარ-ჩვევაში ვარჯიში და სხვ.) ინტეგრირებულად ხდება.
უცხო ენის ათვისება:

 


o  

ენის
სტრუქტურულ დონეზე დაუფლებასთან ერთად, განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ნებისმიერი
ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასებასა და პატივისცემას გულისხმობს;


o  

საჭირო
ლექსიკისა და გრამატიკული მოვლენების ათვისებასთან ერთად, ენის შემსწავლელის მიერ უცხო
კულტურული ინფორმაციების გაცნობის საფუძველზე, ამ სტრუქტურების შესაბამის სიტუაციებში
გამოყენებას ნიშნავს.

 

წარმატებული კომუნიკაცია მხოლოდ იმას შეუძლია,ვინც პარტნიორის კულტურულ წინაპირობებს/გარემოსა
და კულტურის
თავისებურებებს კარგად იცნობს, აფასებსმათ მნიშვნელობას და შეუძლია საკუთარი და უცხოკულტურის თავისებურებათა შედარება (Christ

[6]

1994: 101).

 

ენათმეცნიერებაში ენა განიხილება, უპირველეს ყოვლისა, როგორც კულტურის პროდუქტი და უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. „ენა არის კულტურის არსებობის სპეციფიკური საშუალება და კულტურული კოდების ფორმირების ფაქტორი” (Маслова

[7]

2001: 37). კულტურაში მომხდარი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. რამდენადაც სასწავლო პროცესზე მთელი რიგი ფაქტორები (საზოგადოებრივიპოლიტიკური, კულტურული და სხვ.) ზემოქმედებს, უცხო ენების სწავლებაც ცვალებადი პროცესია. ის, რაც უცხო ენის სწავლებაში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აქტუალური იყო, უკვე მოძველდა და დღევანდელ მოთხოვნებს აღარ შეესაბამება. თუ ტრადიციული გაკვეთილის მიზანი შესასწავლი ქვეყნის შესახებ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება
იყო და ამ კუთხით ქვეყანათმცოდნეობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ენის ათვისებისას
, დღეს
უცხო
ენის დიდაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი კულტურათშორისი კომუნიკაცია, ანუ კულტურათშორისი დიალოგი, რაცEშესასწავლი
ენის ქვეყნის (”მაღალი” და ”ყოფითი”) კულტურის/კულტურების  აღქმასა და დაფასებას გულისხმობს.
ქვეყანათმცოდნეობის გაკვეთილიდან აქცენტი ინტერკულტურულ სწავლებაზე გადადის  და უცხო ენის სწავლა/სწავლების ძირითად  მიზანს
არა
კომუნიკაციური კომპტენცია, არამედ ინტერკულტურულ კომუნიკაციურ კომპეტენცია წარმოადგენს(შდრ.: Byram

[8]

1999:
57
). აღნიშნულ ცვლილება საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოშიც აისახა, რომლის მიხედვითაც უცხო ენის გაკვეთილის მთავარ მიზნად ინტერკულტურული კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება განიხილება. საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით,ინტერკულტურულ კომეტენცი განსაზღვრულია, როგორც უნარ, ”…რომელიც უცხო ენის შემსწავლელს მონოლინგვური მშობლიური ენის მატარებლისაგან განასხვავებს (GER

[9]

2001: 7).

 

უცხო ენის გაკვეთილზე
მოსწავლე უცხო ქვეყნებსა და უცხო კულტურებს ეცნობა და
სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ამყარებს კომუნიკაციას.
აქედან გამომდინარე, მან უნდა
შეძლოს სხვადასხვა კულტურული ღირებულებების აღიარება/აქცეპტირება, განსხვავებული სოციალური ფორმების ეთნოცენტრული შეფასების გარეშე ინტერპრეტირება და უცხო კულტურასთან კონტაქტისას წამოჭრილი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების დაძლევა (Krumm

[10]

2010:141). სხვა შემთხვევაში, ენის სრულყოფილად ათვისება წარმოუდგენელია
და დიდ სირთულეებს შეუქმნის ენის შემსწავლელს.

 

თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ კულტურათშორისი
დიალოგის, როგორც
ინტერკულტურული სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტის წინა პლანზე წამოწევაა. ამ საკითხებს
დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სასწავლო გეგმებსა და კურიკულუმებში, ასევე გაკვეთილის
პროცესში.
უცხო ენის გაკვეთილზე საჭიროაროგორც კოგნიტური, ასევე აფექტური სასწავლო მიზნების მიღწევა. ეს მიზნები კომპეტენციის სამ მთავარ სფეროს: ცოდნას, უნარჩვევებს და დამოკიდებულებებუნდა შეესაბამებოდეს(Doye

[11]

1999: 12).

 

ცოდნის სფერო
შესაძლოა, თავის მხრივ,
სამ განზომილებად დაიყოს:

  1. უცხო კულტურის ცოდნა, რომელსაც მიაკუთვნებენ:

ა).წ. ფაქტობრივ
ცოდნას უცხო ქვეყნის შესახებ
, კერძოდ:


        

შესასწავლი ენის ქვეყნის ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტების ცოდნას;


        

პოლიტიკური და სოციალური სიტუაციების
ცოდნას;


        

შესასწავლი ქვეყნის ხელოვნებისა და მხატვრული ლიტერატურის ტენდენციების ცოდნას.

ბ) ცოდნა კონკრეტულ სოციოკულტურული ქმედების შესახებ,
კერძოდ:


        

შესასწავლი ენის კულტურული რიტუალები, ტრადიციები, საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმების და
ა.შ. ცოდნას.

  1. ენბრივ ცოდნა, რომელიც გულისხმობს ლექსიკისა და სემანტიკური ველების, რეგისტრის, ვარიაციების, ვერბალური და არავერბალური ქმედებების ცოდნას და ..
  2. სტრატეგიულ ცოდნა, რომელიც ინტერკულტურული კონტაქტებისა და შესაბამისი პროცესებისათვის
    საჭირო, რელევანტურ ცოდნას გულისხმობს (
    მაგალითად, ადამიანის ქცევის კულტურული თავისებურებების, ადამიანური აღქმისა და ღირებულებების, უცხო კულტურული კონტექსტების ცოდნა).

 

უნარ-ჩვევებისსფერო (შეძლება და ქცევა) იყოფარამდენიმე განზომილებად:


1.                 

უცხო კულტურულ უნარ-ჩვევებშიიგულისხმება ის, რომ ენის შემსწავლელს შეუძლია რეალურ კომუნიკაციურ სიტუაციებში შესაბამისად/ადეკვატურად მოქცევა.


2.                 

ნობრივ უნარ-ჩვევები გულისხმობს, რომ ენის შემსწავლელმა უნდა შეძლოს კონკრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციაში შესასწავლ ენაზე სამეტყველო ინტენციის სწორად ჩამოყალიბება. აქვე უნდა
აღინიშნოს
ისიც, რომ ენობრივი უნარის წინაპირობა, უმეტესწილად,კულტურულად ადეკვატური ენობრივი ქმედებაცა (ქცევა).


3.                 

სტრატეგიული უნარ-ჩვევა მოიცავს, მაგალითად, პერსპექტივათა ცვლის სტრატეგიებს, რათა ენის შემსწავლელმა შეძლოს კონფლიქტური სიტუაციების დაძლევა და გაუგებრობების თავიდან აცილება.

 

დამოკიდებულებები სფერორამდენიმე განზომილებას მოიცავს:


Ø 

დამოკიდებულებებ უცხო კულტურის რეალობასთან;


Ø 

მზაობას,რომ უცხო ენა მაშინაც გამოიყენოს ზეპირ კომუნიკაციაში, როცა ენის შემსწავლელი ჯერ კიდევ არ ფლობს მას სრულყოფილად;


Ø 

მზაობა, რომ ენის შემსწავლელმა შეძლოს უცხო კულტურის მატარებელ გარემოში რთული და უხერხული სიტუაციების სწორად აღქმა და დაძლევა. ამ სფეროს მიეკუთვნება გრეთვე ემოციურაფექტური კომპონენტები.

 

შიშკესა და კასპარის (Caspari/Schinschke

[12]

2007:
92
) მიხედვით, სამივე სფერო შედგება (უცხო)ენოვანი, (უცხო)კულტურული, (უცხო)სტრატეგიული და პიროვნულფსიქოლოგიური განზომილებებისაგან დარაფიკულად შემდეგნაირად გამოისახება:


ცხადია,რომ სამივესფეროსთვის ინტერკულტურული კომპეტენცია განმსაზღვრელია და ენისათვისებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს.ინტერკულტურული სწავლა/სწავლების მთავარმიზანს ენის შემსწავლელებში ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება
წარმოადგენს,
რაც უცხო ენისგაკვეთილის განუყოფელი ნაწილია.

 ინტერკულტურული სწავლამიზნად ისახავსარა მხოლოდენისა დაკულტურის შესწავლას, რამედ ენის შემსწავლელთა ჰორიზონტის გაფართოების გზით პიროვნების განვითარებასაც. კულტურული კომპეტენციის დროს საქმე გვაქვს პროცესთან, რომლის დროსაც ხდება უცხო კულტურის შესახებ შეძენილი ცოდნის არსებულ კულტურულ გამოცდილებასა და კონცეფციებთან დაკავშირება. უცხო კულტურულ რეალობასთან შეხვედრის დროენის შემსწავლელი ამ კულტურულ სინამდვილეს ეგუება, ითავისებსდა მას საკუთარ კულტურულ კონცეფციაში რთავს. Aამ გზით ენის შემსწავლელის შეხვედრა უცხო კულტურასთან მის იდენტობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს (შდრ.:Buttjes/Byram

[13]

1999
:
11
).

 

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს
მიერ შემუშავებული  უცხო ენის საგნობრივი პროგრამის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას მოსწავლეებში ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება
წარმოადგენს. უცხო ენის შემსწავლელებს, ენის სისტემის ცოდნასა და სამეტყველო უნარ-ჩვევებთან
ერთად, სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, კერძოდ:

 


·          

ინდივიდუალურ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;


·          

ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;


·          

კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის
დაფასება და პატივისცემა;


·          

პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური
მრავალფეროვნების მიმართ
; ამავე დროს მისი,
როგორც სამყაროს მრავალფეროვნების გამოვლინების აღქმა;


·          

ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ

(შდრ.: საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში

[14]

.
2011
: 2).

         

 

 




[1]

ქართულ ენაში ტერმინს ინტერკულტურული ხშირად ანაცვლებს ტერმინი კულტურათშორისი, თუმცა წარმოდგენილ
სტატიაში აღებულია ტერმინი ინტერკულტურული.



[2]

Altmayer.C./Koreik, U. (2010):  Empirische Forschung zum
landeskundlich-kulturbezogenen Lernen in Deutsch als Fremdsprache. Einführung
in den Themenschwerpunkt
. In: Zeitschrift für Interkulturellen
Fremdsprachenunterricht.



[3]

Wierlacher, A./Bogner, A. (2003): Handbuch interkulturelle Germanistik. Stuttgart: Metzler



[4]

Erdmenger, M. (1996): Landeskunde im Fremdsprachenunterricht. Ismaning



[5]



[5]

 მაღალკულტურაში მოიაზრება, უპირველეს
ყოვლისა,
  ლიტერატურა, ხელოვნება, სოციალური მოძღვრებები, ფილოსოფია და ესთეტიკა.



[6]

Christ, H. (1994): Fremdsprachenlernen für Europa. In: BMUK (ed.) Zukunftsforum V:
Sprachen lernen – Menschen verstehen. Wien: BMUK, 100-109



[7]

Маслова, В, А. (2001):  Лингвокультурология. Москва



[8]

Byram, M./Doye, P. (1999) intercultural competence and foreign language learning in the primary
school
IN: Driscoll, P. & Frost, D. (eds) The teaching of modern foreign languages in the primary school.
London & New York: Routledge

 



[9]

Gemeinsamer Europaeischer
Referenzrahmen
(საერთო ევროპული
სარეკომენდაციო ჩარჩო
): 2001.Strassburg



[10]

Krumm,
H.-J./Fandrych, Ch./Hufeisen, B./Riemer, C. (2010): Deutsch als Fremd- und Zweitsprache.
HSK 35.2. Internationals
Handbuch. Bd.2.
De Gruyter Mouton



[11]

Doye, P. (1999): The Intercultural Dimension: Foreing
Language Education in the Primary School.
Cornelse
n

 



[12]

Caspari,
D./Schinschke, A. (200
7): Interkulturelles Lernen: Konsequenzen
für die Konturierung eines fachdidaktischen Konzepts aufgrund seiner Rezeption
in der Berliner Schule. In: Bredella, Lothar / Christ, Herbert (Hg.): Fremdverstehen und interkulturelle Kompetenz.
Tübingen: Narr: 78-100



[13]

Buttijes, D./Byram, M. (1999): Mediating Languages and Cultures. Multilingual Matters

 



[14]

საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში. 2011. www.mes.gov.ge

 

ფიზიკა ამოცანებში – მოლეკულურ-კინეტიკური თეორია

0

მოლეკულურ-კინეტიკური თეორია

ვრცლად

დიდი სკოლა. ტკბილმოუბარნი.

0
ბავშვობაში ზაფხულობით ორი რამის გამო მიყვარდა ფშავში ასვლა: ერთი, რომ იქ არაგვი მელოდებოდა, მეორე – ხეობის მოხუცები. დღეს ისინი, სამწუხაროდ, აღარ არიან. 

არა, ჯერ საბოლოოდ არ გაუკაცრიელებულა ეს კუთხე. დღესაც დააბიჯებენ ნელი, მოზომილი ნაბიჯით არაგვის ჭალაში თმაგათეთრებულები და ათეულობით წლის ჯაფისგან წელში ოდნავ მოხრილები, მაგრამ მათ მოხუცებულობას არაფრით გვანებებს გული. მათ ჯერ კიდევ ისეთივე ახალგაზრდებად მივიჩნევთ, როგორებადაც ჩვენი ღრმა ბავშვობიდან გვახსოვს…

რა მხიბლავდა მათი? გონიერება, სიდინჯე, მოზომილი სიტყვა-პასუხი, ლექსიკა, კილო, წინადადების წყობა და მასში ჩატეული აზრის სიღრმე…

ვიხსენებ მათ საუბარს და რაც დრო გადის, მით უფრო ვწვდები მის სიდიადეს და მით უფრო მიკვირს – სად და როგორ მოახერხეს ამის სწავლა…

ხატის კარს ან სადმე საფხვნოზე ჩამომსხდართ თუ დავიგულებდი, მეც შორიახლოს ვპოულობდი ჩასამუხლს და საათობით ვუსმენდი სულგანაბული. ვცდილობდი, ყოველი სიტყვა დამეჭირა, ყველა აზრს ბოლომდე ჩავწვდომოდი, მაგრამ ამხელა მორევში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო…

ჩემი მეხსიერების განჯინას არაერთი ასეთი ტკბილმოუბარი ადამიანის სახე შემოუნახავს. დღეს ორ მათგანზე მინდა გესაუბროთ. პირველი ბიჭურ ბადრიშვილია, იახსრის ხატის თავხევისბერი. მისი ენაწყლიანობის ნიმუშად კი ერთ-ერთი ფოლკლორული ექსპედიციისას ჩაწერილი მის მიერ ექსპრომტად ნათქვამი დადიდება უცვლელად მომყავს:

„ღმერთო დიდებულო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი. დიდება შენდა, დიდო ლაშარის ჯვარო, დიდება შენდა, კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მდგომელო, სიმართლის წყალობის გამომტანელო ხმელზე ხორციელთათვის! 
დიდება შენდა, თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო!
დიდება შენდა, წმინდა გიორგიო, ხოშარის სათხუთმეტო მთავარანგელოზო!
დიდება შენდა, დედა ღვთისშობელო, ლაღო იახსარო, ხახმატის ჯვარო, წყაროსთავის წმინდაო გიორგი!
თქვენ გადააფარეთ თქვენი კალთა ფშავის ხევსა, სრულიად საქართველოს, ბაგრატოვანთა, წილხვედრსა ღვთისშობლისასა, თავისუფლების გზაზე შამდგარსა. თაობით ღონე მიუმატე. კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ მტრისგანა. მიეც ძალი და ერთობა ქართველთა, განალტვე გულისაგან მათისა შური და ღვარძლი და შთააგონე სიკეთე და ერთგულება მოძმისა, ერისა.

თქვენ შეგთხოვთ, ყოველნო წმინდანნო და ანგელოზნო უფლისანო, მიანიჭეთ ქართველთა, თქვენთა მავედრებელთა, შემოდგომა ღალიან-ბარაქიანი, პურ-წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა.
თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე-მონადირე იყოს, ლაშქრობა-ნადირობაში გაუმარჯვე; მწყემსი იყოს – ცხვარ-ძროხა გაუმრავლე; მეგუთნე იყოს – ხარ-გუთანი გაუმართე, ნახნავ-ნათესს ბარაქა დაუყენე; ქვრივ-ობოლი იყოს, საწყალ-საბრალო – მიეც ნუგეში, ძალი ჭირთა დათმენისა, შენ გაამრავლე ყმანი შენი…”

ეს დადიდება გასული საუკუნის 80-იან წლებშია ჩაწერილი. დააკვირდით თითოეული ფრაზის სიღრმეს, აქტუალობას თუნდაც დღევანდელი გადასახედიდან. შესაძლოა, ზოგისთვის ეს „წარმართული” რიტუალის ელემენტი იყოს, მაგრამ ძნელია ამ დადიდებაში რაიმე იპოვო არაქრისტიანული, არაზოგადსაკაცობრიო, არაჰუმანური… და მიჩნდება განცდა, რომ, ვინ იცის, ასეთი „წარმართობა” სინამდვილეში „წაღმართობაა” (როგორც გიორგი კოკოშაშვილი ამტკიცებს თავის კვლევებში) და როგორც ხშირად გვჩვევია ხოლმე, „წაღმა” „უკუღმართად” ვაქციეთ… მაგრამ ეს განსჯის სხვა თემაა.

რითია კიდევ საინტერესო ეს დადიდება? მის ავტორს „განათლება” არსად მიუღია. მისი მასწავლებლები მისი ბავშვობის ტკბილმოუბარი მოხუცები იყვნენ… მის დროს გაკვეთილებს შრომის, ბრძოლისა და ლხინის სახე ჰქონდა…

მეორე ბრძენი მოხუცი კი ჭრელა უძილაურია – „დარდის სავალი გზა-ბილიკი”, როგორც თვითონ ამბობდა თავის თავზე. მასთან ინტერვიუ, სახელწოდებით „ჭრელა უძილაურის გაკვეთილები”, გოგი თურმანაულმა გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში” (1981 წ., N3).

„მე დიდი ფიქრის კაცი ვარ და არ ვიცი, რატომ, ჩემი სული მაინც ლექსს მიმართავს დარდების გადასაყრელად. ლექსს რომ დავწერ, თითქოს მძიმე ტვირთს ვიხსნი მხრებიდანო”, – ამბობს ჭრელა თავის ინტერვიუში. იგი ცნობილი მოკაფიავე იყო და მისი არაერთი ლექსია ცნობილი. არადა, სწავლა-განათლება მასაც ველად ჰქონდა მიღებული:

„როგორ ვისწავლე წერა? – მეკითხები და სხვებიც მეკითხებიან ხშირად. ძველ დროს ფშავში წერა-კითხვის მცოდნენი ძალიან ცოტანი იყვნენ მთაში და არ იშოვნებოდა ქაღალდი, ფანქარი. ერთ ჩემს ნათესავს ვთხოვე, ესწავლებინა ჩემთვის წერა-კითხვა. ქაღალდად სიპი ქვები გვქონდა, ფანქრად – ნახშირი ან პატარა ნატეხები ქვისა. ძალზე მონდომებული მოსწავლე აღმოვჩნდი – მალე ვისწავლე წერაც და კითხვაც. ვისწავლე ხუცურიც”.
ბედმა მას მეტად მკაცრი სვე არგუნა. პირველი დიდი ტკივილი ნადობის სიკვდილმა განაცდევინა:
მთიდან ჩამოწვა ნისლები,
მთელი მიდამო დაფარა,
გული გონებამ დაადნო,
ტვინი ნაღველმა დაღარა,
ცრემლი მდის შეუშრობელი,
რო წმინდა წყარო, ანკარა,
ცრემლმა, ჩემ ჩამონადენმა,
სალი კლდე ორად გაყარა. 
ნეტავი, ჩემო ლამაზო, 
მანდამც მამყოფა, აქ არა, 
გულის, გონების ყვავილსა 
ერთხელამც კიდევ შამყარა, 
სულამც იმასთან მამყოფა, 
ცოცხალიმც აღარ გამყარა.
ეს პირველი ტკივილი დასაბამი აღმოჩნდა შემდგომი მძიმე წლებისა:
ჭრელამ თქვა თავის თავზედა:
ბეჩავ კაცი ვარ, ცოდვილი,
ფეხს ფეხზე ვეღარ ვაცილებ, 
მაძე საწუთროს ბორკილი.
ჩემი სიცოცხლის მანძილი
ტანჯვით გავლიე ორწილი,
თვალზე ცრემლ არ შამშრობია,
რაკი ერთ მიყვეს ქორწილი.
სახლიდან გამისტუმრებავ
ერთი მანქანა ცოლ-შვილი,
სხვა საქმეს რაღას ვაკეთებ,
გორო, შენ რადარ მოგილი.
ოთხოთხ ვაჟი მყავ, ოხერო,
შენ მკერდზე შამოწყობილი,
მეხუთე დედაც იქ არი,
იმათთვის ჩამოდნობილი”.
„დარდი ბილიკად გადამექცა,
მასზე დავდივარ და ვხეტიალობ,
მე ჩემი ცრემლი რას მეყოფა,
წვიმიანი დღით ვცრემლიანობ”.
ამიტომ სიცოცხლის მიწურულს დანანებით ამბობს: „ჰოდა, ეხლა მე ოთხმოცდასამი წლისა ვარ და თავს ვატყობ, რომ ჩემმა ძვლებმა და ხორცმა დნობა დაიწყო, როგორც თოვლმა მზის სხივების ქვეშ, გესმის? დნობა დაიწყო, ვდნები თოვლივით, მაგრამ ცოტა ნელა ვდნები თოვლზე… ეჰ, ჩემო დისწულო, როგორც ჩანს, მე ჩემი წილი დავისვენე, ჩემი წილი გავიხარე, რაც მერგებოდა ამ ცხოვრებაში; ჩემი წილი ვიმღერე; ჩემი წილი მიყვარდა; ჩემი წილი და უფრო მეტიც ვიტანჯე და ვიგლოვე, შეცდომებიც დავუშვი, ჩემი წილი ვიარე. ისიც ვიცი, რომ მოსასვლელი მოვა, მოსახდენი მოხდება. ზოგჯერ ზამთრის დიდ გრძელ ღამეებში მგონია, რომ მე ღამე ვარ, ძალიან დიდი ღამე. გავთენდე, ისიც მეზარება, მაგრამ მაინც ვთენდები, რატომ და რიღასთვის?!”

მიუხედავად ასეთი ტკივილებისა, ხშირად უმღერია კიდეც. „მიმღერია იმიტომ, რომ სიკვდილზე, დარდზე შური მეძია; ჯავრი მეყარა; რომ სულით არ დავცემულიყავი, სიკვდილისთვის სიმღერით უნდა დამეცინა, დამემარცხებინა; ჩემთვის დაძაბუნება რომ არ შეეტყო, უნდა მეცინა. ჰოდა, ხშირად, ახლობლების სიკვდილის შემდეგ, ვმღეროდი ბრძენი ფშაველის წინაპრის სიმღერას, ჩემს საყვარელ სიმღერას:

დედას გიტირებ, შავჯავრო,
თუ შენ გიტირო, გიჯავრო,
სამი წლის საჯავრებელი
სამ დღეს არ გადაგიჯავრო”.
აი, მისი ბაგიდან მოწყვეტილი კიდევ რამდენიმე მარგალიტი:
„ვფიქრობ. რარა ვარ ახლა მე – (იქნებ არც კი ვარგოდეს ამდენი ფიქრი) – გავლილი ბილიკი ვარ; დანგრეული ქოხი ვარ, მთაში მიტოვებული; ჯავრის გაწყალებული ლოგინი ვარ; ფიქრთა სასთუმალი, ცრემლთა საბანი ვარ, მწუხარება რომ დამიხურავს ხშირად…”
„ოც წელზე მეტს ვთიბე მწუხარება,
როგორც ბალახი, შამბიანი;
ვერც დავამთავრე მისი თიბვა,
იმისთვისა ვარ დარდიანი”.
„ფიქრებიც დამიბერდნენ; ფიქრიც კაცივით ბერებულა, – ფიქრებიც გამიჭაღარავდნენ. აზრებიცა და გრძნობებიც…”
ფიცილიც განსაკუთრებული ჰქონდა: „მოღალული მზის მადლს გეფიცებითო”, – უყვარდა თქმა და ნატვრაც: „ისე კი, ჩემი ნება რომ იყოს, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მოვკვდებოდი. გაზაფხულის წვიმიან დღეებს ჩემზე ქვითინად მივითვლიდი, შემოდგომის დღეების ფოთოლცვენასაც ჩემს დატირებად ჩავთვლიდი”.
ამ მოგონებასაც ჭრელა უძილაურის სიტყვებით დავამთავრებ:

„ჩემო მომავლებო, ჩემო კარგებო, იცოცხლეთ, იბედნიერეთ, ზრდილობა არ დაგეკარგოთ!  ჩვენს მთას, ჩვენს ფშავს, ჩვენს საქართველოს, ჩვენს დიდ ქვეყანას გაუმარჯოს. გაგამრავლოთ. მტერს – მტრობა, მეგობარს მეგობრობა მიაგეთ. გაუმარჯოს ცის ნამს, ამომავალი მზის სითბოს, ხარის ქედს, კაცის მარჯვენას. ვაჟკაცურ სიყვარულს გაუმარჯოს!”
P.S. ცხოვრებაც სკოლაა, უფრო დიდი სკოლა, რაც კი ვინმეს სადმე აუშენებია ოდესმე და იქაც მოიძებნებიან ნიჭიერი მოწაფეები წიგნ-რვეულებისა და კალმისტრების გარეშე.
 

მოძრავი თამაში, როგორც ბავშვის ფიზიკური თვისებების განვითარების საშუალება

0
მოძრავი თამაში ეწოდება ისეთ თამაშს, რომელიც შეიცავს აქტიურ, ენერგიულ მოძრაობებს და მოითხოვს შეგნებულ მოქმედებებს. იგი მიეკუთვნება რთულ სამოძრაო საქმიანობას, რომლის დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის სამოძრაო აპარატის აქტივობა, მოძრაობათა მრავალფეროვნება.  
ბავშვის აღზრდაში მოძრავი თამაშის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია ბევრი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და პრაქტიკოსი პედაგოგის მიერ. თამაშობებზე წერს დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში ”ჩემი თავგადასავალი”:  ”ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს წვრთნის, ავარჯიშებს”. აკაკი წერეთელმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ”ბურთაობას”, რომლის დროსაც ”…თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს”.   
                                          
მოძრავი თამაში უდიდეს სიხარულს ანიჭებს ყველა ასაკის ბავშვს და ეს დადებითი ემოციები სასიკეთოდ მოქმედებს მის ფსიქიკაზე. მოძრავ თამაშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, დამოუკიდებლობა, შემოქმედობითობა. გუნდურ თამაშში იზრდება და ფართოვდება თითოული მოთამაშის პირადი ინიციატივა, ამასთან, ბავშვი ეჩვევა თავის შეკავებასა და საკუთარი ნებისყოფის წარმართვას. მოძრავი თამაში ბავშვებს უვითარებს მიზანსწრაფულობას, ნებისყოფის სიმტკიცეს, მეგობრობის გრძნობას და სხვ. 
იმისათვის, რომ მოძრავმა თამაშმა აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა მისი გულმოდგინედ შერჩევა ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით. 
მოძრავი თამაშების შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ თამაშებს, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას. ეს თვისებებია: ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე და მოქნილობა.   
ძალა არის ადამიანის უნარი, კუნთის დაძაბვის ხარჯზე დაძლიოს გარე წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის მოქმედების შესრულებაში. ძალის განმტკიცებისას არ უნდა ვისწრაფოდეთ მაქსიმალური დატვირთვის გაზრდისკენ, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ძვლოვანი სისტემისა და შინაგანი ორგანოების განვითარებაზე. არასასურველია ისეთი ვარჯიშები, რომლებიც იწვევს სუნთქვის შეკავებას, ხანგრძლივ დაჭიმულობას და დაძაბულობას. ძალის განვითარებისთვის საჭიროა, თანდათანობით გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვა. 
სისწრაფე ადამიანის მიერ მოძრაობის უმოკლეს დროში შესრულების შესაძლებლობაა. მოძრაობის სისწრაფე, პირველ რიგში, განისაზღვრება თავის ტვინის ქერქის სათანადო ნერვული მოქმედებით, რომელიც იწვევს კუნთების დაძაბვას. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსწავლის ტექნიკური მომზადების სრულყოფაზე, კუნთების ძალასა და ელასტიკურობაზე, სახსრების მოძრაობის უნარიანობაზე. სისწრაფის განვითარებისთვის გამოიყენება ვარჯიშები მძლეოსნობიდან, სპორტული თამაშები და მოძრავი თამაშები სირბილის ელემენტებით. 
გამძლეობა (ამტანობა) არის ადამიანის უნარი, გარკვეული ინტენსივობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, შეასრულოს ამოცანა. ამ ფიზიკური თვისების გასავითარებლად საჭიროა ერთი და იმავე ვარჯიშის (ფიზიკური აქტივობის) მრავალჯერ გამეორება. ასეთი ერთსახოვანი დატვირთვა კი ბავშვებში გადაღლას იწვევს და მათ მოძრაობისადმი ინტერესს უკარგავს. ამიტომ, განსაკუთრებით უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, მიზანშეწონილია ამ თვისების განვითარება მოძრავი თამაშების მეშვეობით. 

სიმარჯვე ადამიანის მიერ ახალი მოძრაობის სწრაფად დაუფლებისა და ცვალებადი გარემოს მოთხოვნების შესაბამისად, მოძრაობითი მოქმედების სწრაფად შეცვლის უნარია. სიმარჯვე ბავშვს უყალიბებს მოცემული დავალების რაციონალურად, ე.ი. უმცირესი ენერგიის დახარჯვით შესრულების უნარს. სიმარდის განვითარების ძირითადი გზაა ახალი, სხვადასხვაგვარი მოძრაობითი უნარ-ჩვევების დაუფლება. ახალი ჩვევების გაძლიერება მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა ხდებოდეს. სიმარჯვის გასავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მოძრავი თამაში, რომლებიც ეხმარება ბავშვს ლაღი და თავისუფალი მოძრაობების შესრულებაში.  
მოქნილობა მოძრაობათა დიდი ამპლიტუდით შესრულების შესაძლებლობაა, რაც დამოკიდებულია სახსრებში ძვრადობასა და კუნთების ელასტიკურობაზე, ე.ი. მათი დაჭიმულობისა და შეკუმშვის უნარზე. მოქნილობა გავლენას ახდენს მოძრაობის სისწრაფესა და სიზუსტეზე. უნდა ვისწრაფოდეთ, ბავშვს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი მოქნილობა. მოძრავი თამაშების არჩევისას გასათვალისწინებელია, რომ მოქნილობა ვითარდება მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შესრულების დროს. 
ამრიგად, ფიზიკური აღზრდის საშუალებებს შორის მოძრავი თამაში გამორჩეულია. იგი ხელს უწყობს აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ამოცანების ეფექტიან გადაჭრას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდაში. მოძრავი თამაში უზრუნველყოფს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას, რომლის საფუძველზეც ბავშვი წარმატებით ეუფლება მოძრაობით უნარ-ჩვევებს. აქტიური მოძრაობა ბავშვის ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც პოზიტიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.
გთავაზობთ რამდენიმე მოძრავ თამაშს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ დომინანტურ ფიზიკურ თვისებაზე.
მოძრავი თამაშები ძალის განვითარებისთვის 
”ჩაითრიე წრეში”
მოთამაშეები წრეზე მჭიდროდ დგებიან, გაითვლიან პირველ-მეორეზე, წრის შიგნით ფეხის წვერებთან შემოავლებენ ხაზს.     
                                                                                                                                                                                                          
პირველი ნომრები (პირველი გუნდი) რჩებიან წრის გარეთ, მეორე ნომრები (მეორე გუნდი) შედიან წრეში და მობრუნდებიან სახით პირველებისკენ (სურ. 1).
მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები ცდილობენ, ჩაავლონ ხელი ერთმანეთს, ჩაითრიონ ან გამოიყვანონ წრიდან ერთმანეთი. წარმატებით შესრულებულ ცდაზე თითოეული გუნდი იღებს ქულას. გარკვეული დროის (1-2 წუთი) შემდეგ გუნდები ცვლიან ადგილებს.
იმარჯვებს გუნდი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს.
“ბაგირის გადაწევა”
ბაგირის შუაში აკეთებენ ნიშანს (ფერად ნაჭერს შემოახვევენ). ამ ნიშნიდან მარჯვნივ და მარცხნივ 1 მეტრის მანძილზე კიდევ ორ ნიშანს აკეთებენ და იატაკზე გაავლებენ განივ ხაზს. ორი გუნდი, რომელიც ხაზის მოპირდაპირე მხარეებზე დგას, ხელს ჰკიდებს ბაგირს განაპირა ნიშნებამდე. შუა ნიშანი ზუსტად უნდა მოდიოდეს გავლებულ ხაზზე. მასწავლებლის ნიშანზე გუნდები ერთდროულად დაიწყებენ ბაგირის გადაწევას თავის მხარეზე. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდს თავის მხარეზე გადაიყვანს.
მოძრავი თამაშები სისწრაფის განვითარებისთვის
”თევზი ბადეში” 
სამი მოთამაშე ერთმანეთს ჰკიდებს ხელს (მებადურები) და დასდევენ დანარჩენ მოთამაშეებს (სურ. 1). მათი მიზანია დანარჩენი მოთამაშეების თავზე ჩაკიდებული ხელების ჩამოცმა. ესენი თავის დახრის და წელში მოხრის გარეშე, სხვადასხვა მანევრით ცდილობენ, აიცილონ ხელებჩაკიდებული მოთამაშეების შეტევები. ის, ვინც თავს დახრის ან წელში მოიხრება, თამაშს ეთიშება. ბადეში გაბმულ მოთამაშეს მებადურები ჰკითხავენ: ”ვინა ხარ, თევზი თუ ბაყაყი?” მას შეუძლია თქვას, რომ არის ბაყაყი, რის შემდეგაც გაათავისუფლებენ. თუ ის მეორედ მოხვდება ბადეში, მაშინ თამაშს დატოვებს. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ბავშვები არ დაიღლებიან, ან მებადურები ყველა თევზს არ დაიჭერენ. 

“მესამე ზედმეტია”
 მოთამაშეები აკეთებენ წრეს და ეწყობიან წყვილ-წყვილად ერთმანეთის უკან, სახით წრის ცენტრისაკენ. წრის გარეთ დარბის თამაშის ორი წამყვანი. ერთი ცდილობს, ხელით შეეხოს (ჩაჭრას) მეორეს, მეორე კი გარბის და, თუ ის რომელიმე წყვილს წინ დაუდგება, მაშინ ამ წყვილის მეორე მოთამაშე ზედმეტი ხდება და უნდა გაიქცეს. გაქცეულს გამოედევნება იგივე დამჭერი. თუ მდევარი ჩაჭრის გაქცეულს, ამ შემთხვევაში, მათი როლები შეიცვლება. 

მოძრავი თამაშები გამძლეობის განვითარებისთვის
“წრეებში ბრძოლა ბურთისათვის”
 მოედანზე შემოხაზავენ რამდენიმე წრეს ერთიმეორისაგან 3-4 მეტრის დაშორებით. ყოველ წრეში დგება თითო მოთამაშე. თამაშის 4-6 წამყვანი დარბის მოდანზე წრეებს შორის და ცდილობს, დაიჭიროს ბურთი, რომელსაც ერთმანეთს უგდებენ წრეში მდგომი მოთამაშეები. თამაშის წამყვანებს და სხვა მოთამაშეებს უფლება არა აქვთ, გადააბიჯონ წრეხაზს. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი დაიჭერს ბურთს,  ხმამაღლა იძახის: “შეიცვალოს წრეები”. ამ ნიშანზე ყველა მოთამაშე გადაირბენს ერთი წრიდან მეორე წრეში, წამყვანები კი ამ დროს ცდილობენ, სწრაფად დაიკავონ თავისუფალი წრეები. მოთამაშეებს, რომლებიც გადარბენისას წრის გარეთ დარჩებიან, ნიშნავენ თამაშის წამყვანებად და თამაშს განაგრძობენ.
“ალყიდან თავის დაღწევა”
 მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად. პირველი გუნდის მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულები შეკრავენ წრეს, მეორე ჯგუფის მოთამაშეები კი დგებიან წრის შიგნით. მასწავლებლის ნიშანზე წრის შიგნით მდგომი მოთამაშეები ცდილობენ წრიდან გამოსვლას, მეორე გუნდი კი მათ არ აძლევს ამის საშუალებას. თამაში გრძელდება 2-3 წუთს, რის შემდეგაც გუნდები ცვლიან ადგილებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ალყაში მოაქცევს მოწინააღმდეგე გუნდის მეტ მოთამაშეს.  
თამაშის დროს მოთამაშეებს ეკრძალებათ წრის ხელით გაწყვეტა ან ხელებზე გადახტომა. ნებადართულია მხოლოდ ხელების ქვეშ გაძრომა. 
მოძრავი თამაშები სიმარჯვისა და მოქნილობის განვითარებისთვის
,,მოახვედრე ბურთს “
მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან და ჩამწკრივდებიან მოედნის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს ერთმანეთისგან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით. მწკრივების წინ გაივლება ხაზი, მოედნის ცენტრში დებენ ფრენბურთის ბურთს. ერთი მწკრივის ბავშვებს დაურიგდებათ მცირე ბურთები (ჩოგბურთის).
მასწავლებლის ნიშანზე ერთი მწკრივის ბავშვები ერთდროულად ესვრიან მცირე ბურთებს და ცდილობენ, მოახვედრონ მოედნის ცენტრში დადებულ ფრენბურთის ბურთს, რათა  იგი გადაგორდეს მოწინააღმდეგის მხარეს  გავლებულ ხაზს იქით. ამის შემდეგ მეორე მხარეზე მყოფი გუნდის წევრები აგროვებენ ბურთებს, ინაწილებენ და რიგის მიხედვით, მასწავლებლის ნიშანზე, ესვრიან ფრენბურთის ბურთს. ისინი ცდილობენ ფრენბურთის ბურთის გადაგორებას უკანვე, მოწინააღმდეგის ზონაში. ბურთების სროლა გრძელდება მანამ, სანამ ფრენბურთის ბურთი არ გადაკვეთს ერთ-ერთი გუნდის წინ გავლებულ ხაზს.
მოძრავი თამაშები მოქნილობის განვითარებისთვის
,,ტყუპფეხგადახტომი მოთამაშის ზურგზე ხელების ბჯენით”
თამაშში მონაწილეობს 10-10 მოთამაშე. ყოველი გუნდის მოთამაშეები დგებიან საწყისი ხაზის წინ ერთ კოლონად, წინზნექის მდგომარეობაში, მუხლებზე მკლავების დაყრდნობით, ერთმანეთისგან 2-3 მეტრის დაშორებით, სახით სამთავრო ხაზისკენ. ეს ხაზი გავლებულია საწყისი ხაზიდან დაახლოებით 20-25 მეტრში. სამთავრო ხაზის უკან განივად დევს სატანვარჯიშო სკამი. 
მასწავლებლის ნიშანზე პირველი მოთამაშეები გარბიან წინ, ტყუპი ხელის შეხებით გადაახტებიან წელში მოხრილ თავისივე გუნდის მეორე მოთამაშეს, შემდეგ ასრულებენ წინკოტრიალს, წამოდგებიან, გადაახტებიან იმავე ხერხით მესამეს და ა.შ. (სურ. 2). ბოლო გადახტომის შემდეგ გარბიან სამთავრო ხაზისაკენ, დასხდებიან სატანვარჯიშო სკამზე. ყველა მოთამაშე იმეორებს იმავეს.
გამარჯვებულად ითვლება გუნდი, რომლის ბოლო მოთამაშეც პირველი დაჯდება სატანვარჯიშო სკამზე.
”პამპულობანა”
”პამპულობანას” სათამაშოდ გამოიყენება ფეხბურთის ბურთი. ბავშვები დგებიან წრეზე. მათ შუაში დგება კენჭისყრით არჩეული მოთამაშე („პამპულა”). წრეზე მდგომი მოთამაშეები ფეხებით გადასცემენ ბურთს ერთმანეთს, პამპულა ცდილობს, ჩაჭრას ბურთი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშის მიერ პარტნიორისათვის მიწოდებულ ბურთს ჩაჭრის პამპულა, მაშინ პამპულა და ის მოთამაშე ადგილებს ავტომატურად გაცვლიან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...