ესაუბრა თამარ კაციტაძე
კარდიოლოგი, რომელიც კარგად წერს
ოპონირების კულტურა საქართველოში
როგორ სწავლობენ ზრდასრულები
ყველა ტრენერისათვის
მნიშვნელოვანია იცოდეს ზრდასრულთა განათლების პრინციპები. ამ
პრინციპებს სწავლობს ანდრაგოგიკა. ტერმინი ნაბეჭდი სახით პირველად 1883 წელს გერმანელმა
მასწავლებელმა გამოიყენა და მის პოპულარიზაციასა და ანდრაგოგიკის თეორიის ჩამოყალიბებაში
დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა განმანათლებელმა მალკოლმ ნოუელსმა. ამ უკანასკნელის
განმარტების მიხედვით, ანდრაგოგიკა ზრდასრულთა სწავლაში დახმარების ხელოვნებასა და მეცნიერებას გულისხმობს(Knowels 1970).
სანამ იმაზე გადავალთ
თუ როგორ სწავლობენ ზრდასრულები, მნიშვნელოვანია
შევთანხმდეთ თუ რა ასაკობრივ კატეგორიას ვგულისხმობთ ამ ტერმინში. ყველა კულტურასა
და დროში ზრდასრული შეიძლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას მიაკუთვნონ. არ არსებობს ერთი კონკრეტული ასაკობრივი კატეგორია. ძირითადად
ზრდასრულები სამ კატეგორიად ყოფენ : ახალგაზრდა ზრდასრულები (18-24 წ) სამუშაო ასაკის ზრდასრულები (25-64) და ხანშიშესული
ზრდასრულები (65 და მეტი ასაკის ). ზრდასრულთა განათლების ლიტერატურაში ძირითადად აქცენტი
სამუშაო ასაკის ზრდასრულებზე კეთდება (Wlodkovski 1998) . ამ თავში ჩვენც აქცენტს ამ ასაკობრივ კატეგორიაზე
გავაკეთებთ.
ზრდასრულებს ისევე
როგორც ბავშვებს, სპეციალური საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ განათლების მიღებისას. გთავაზობთ ცხრილს სადაც მოცემულია სწავლის პროცესში
ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის ძირითადი განსხვავებები
.
ცხრილი 1.1.
ბავშვისა და ზრდასრულის მახასიათებლები სწავლის პროცესში
ბავშვები |
ზრდასრულები |
სხვაზე აქვთ მინდობილი |
თვითონ წყვეტენ |
წარმოდგენილ ინფორმაციას |
მათი შეხედულებებისა |
მოლოდინი აქვთ, |
მოლოდინი აქვთ, |
ძალიან ცოტა გამოცდილება |
მნიშვნელოვანი |
მათ ნაკლებად |
მათ მნიშვნელოვანი |
წყარო: Edmunds,
Lowe, Murrey and Seymour. “The Ultimate Educator.” NVAA specialized
offering. 1999
ზემოთ მოცემულ ცხრილში
მოზარდთა და ბავშვებს შორის განსხვავებები ავღნიშნეთ, თუმცა საინტერესოა ზრდასრულთა
განათლების სფეროში ცნობილი ექსპერტის რობერტ პაიკის(1989) მოსაზრებები ზრდასრულების და ჩვილი ბავშვების მსგავსებასთან
დაკავშირებით. რობერტ პაიკმა ჩამოაყალიბა ,,ზრდასრულთა განათლების პაიკისეული კანონები”
რომლებიც ტრენერებს გზამკვლევად გამოადგებათ.
პაიკის პირველი
კანონი ასეთია:
ზრდასრულები ჩვილ ბავშვებს გვანან, ოღონდ მოზრდილი ტანი
აქვთ. ჩვილი ბავშვები გამოცდილებით
სწავლობენ, თითოეული მათი ახალი მიგნება ახალი გამოცდილებაა. როცა ბავშვები იზრდებიან,
მასწავლებლები და განმანათლებლები როგოც წესი ამცირებენ გამოცდილებით სწავლების წილს
იმდენად, რომ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში თითზე ჩამოსათვლელია ის საგნები, სადაც გამოცდილებით სწავლებას
იყენებენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ზრდასრულები უკეთ სწავლობენ პრაქტიკული სასწავლო
გამოცდილებით, რომელშიც ისინი თავად მონაწილეობენ.
მეორე
კანონის მიხედვით:
ადამიანები არ კამათობენ თავიანთ იდეებთან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ რაღაც იდეამდე
ჩვენ თვითონ მივალთ ცხადია, უფრო დავიჯერებთ ვიდრე სხვის მიერ ამ იდეის თავზე მოხვევის
შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულთა ტრენინგისას მათ
უნდა წარვუდგინოთ იმგვარად სტრუქტურირებული აქტივობები, რომლებიც ასტიმულირებს მათ
იდეებს, და არ მივაწოდოთ მათ უბრალოდ დასამახსოვრებელი ინფორმაცია.
კანონი
მესამე:
სწავლა პირდაპირპროპორციულია
გართობისა და სიამოვნების. იუმორი მნიშვნელოვანია
სტრესისა და დაძაბულობის დასაძლევად, შესაბამისად იგი გვეხმარება კომფორტული სასწავლო
გარემოს შექმნაში. თუკი ჩართული ხართ სასწავლო პროცესში და გესმით თუ როგორ დაგეხმარებათ
იგი საკუთარი საქმიანობის/სამუშაოს ან კონკრეტული ამოცანის უკეთ შესრულებაში, მაშინ
სწავლებით მიღებული სიამოვნებასაც განიცდით.
კანონი
მეოთხე:
სწავლება შედეგიანია მხოლოდ მაშინ, როცა ქცევა იცვლება. ანუ, სათვალავში მიიღება მხოლოდ ის, რასაც აკეთებ. იმისათვის, რომ გავიგოთ ისწავლა
თუ არა კონკრეტულმა პირმა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რამდენად იყენებს იგი ახლად
შესწავლილ მასალას. ამიტომ ზრდასრულებს წარმოუდგინეთ
ისეთი გამოცდილებები, რომელიც საშუალებას იძლევა წარმატებული პრაქტიკა დავინახოთ და
ზრდის ცოდნის შენარჩუნების და სამუშაოზე გამოყენების ალბათობას.
ზრდასრულთა განათლების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზრდასრულთა მოტივაცია. რა იწვევს მათ მოტივაციას ისწავლონ?
ზრდასრულებს კარგად უნდა ქონდეთ გააზრებული თუ რას სწავლობენ,
ასევეუნდა სჯეროდეთ, რომ რასაც სწავლობენ ნამდვილად სჭირდებათ და დროს და ენერგიას
ტყუილად არ ხარჯავენ.ზრდასრულების მიზნები და მათი მოლოდინი იმისა თუ რას ისწავლიან
მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი სწავლის მოტივაციას.ზრდასრულები ტრენინგზე მათი პერსონალური მიზნებით მოდიან.
ეს შეიძლება არ იყოს აუცილებლად ის რაც სურთ ან ჭირდებათ, მაგრამ ის რასაც ისინი ფიქრობენ
რომ სჭირდებათ. მიზნები შეიძლება მოიცავდეს მეტ ცოდნას, პრაქტიკაში ცოდნის გამოყენებას,
მეტ სოციალიზაციას, ან სულაც რაიმე ტიპის სერტიფიკატის მიღებას. თუკი ეს სასწავლო გამოცდილება
მათ პერსონალური მიზნის მიღწევაში არ ეხმარებათ, მაშინ ისინი ტრენინგს ფუჭად ჩათვლიან.
რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.
შესაბამისად ტრენერებმა
რაც შეიძლება მალე, ტრენინგის დასაწყისშივე საფუძვლიანად უნდა აუხსნან ტრენინგის მნიშვნელობა,
რაში გამოადგებათ ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები.
ასევე დასაწყისშივე
ტრენერმა კარგად უნდა გაიცნოს თავისი ჯგუფი,
მოკლე გასაუბრების და კითხვა პასუხის საფუძველზე დაადგინოს თუ რა არის თითოეული მათგანის
საჭიროება და ეცადოს გაითვალისწინოს ეს საჭიროებები, თუნდაც ამისთვის შემდეგი სატრენინგო
სესიის მოდიფიცირება გახდეს საჭირო.
იმისათვის რომ გაარკვიოთ
რა არის ტრენინგზე მოსული ზრდასრულის მიზნები გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს.
ცხრილი 1.2.
ზრდასრულთა მიზნებისა და მათი მოლოდინების
შეფასება
მეთოდი |
მეთოდის |
ხანმოკლე |
სთხოვეთ დაწერონ თავიანთი საჭიროებების, საკითხისადმი |
დაკვირვება |
ინფორმაციის მოგროვებაში დაგეხმარებათ ტრენინგის მიმდინარეობისას |
ინტერვიუ |
გაესაუბრეთ მათ პერსონალურად და გამოკითხეთ მათი საჭიროებების |
საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობის ანალიზი |
ტრენინგის დასაწყისშივე შეგიძლიათ დაიწყოთ აქტივობით, |
ზრდასრულებს თავად აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე
და შეუძლიათ საკუთარი სასწავლო გამოცდილება
თავად წარმართონ. გამოცდილების
თავად წარმართვა გულისხმობს ნებისმიერი სახის ცოდნის შეძენას, უნარების განვითარებას
ან მიღწევას, რომელსაც ინდივიდი თავისი კონრეტული
ძალისხმევით ისახავს მიზნად და აღწევს მას
ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით Gibbons 2002 ). ეს ის უნარია, რომელიც გვამზადებს
სწავლისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და სასურველია ზრდასრულებს ეს უნარი უკვე
სკოლაში ჰქონდეთ გამომუშავებული.
რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.
ტრენერის ვალია,
დაეხმაროს ზრდასრულს თავად განსაზღვროს მისი კონკრეტული საჭიროება და თავად წარმართოს
მისი სასწავლო გამოცდილება.
იმისათვის რომ ნათელი
გახდეს ტრენერის მოქმედება ასეთი სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად, გთავაზობთ ცხრილს
სადაც აღწერილია განსხვავება ტრენერის/მასწავლებლის მიერ წარმართული და თავად მოსწავლის/ტრენინგის
დამსწრის მიერ წარმართულ სასწავლო გამოცდილებას შორის.
ცხრილი 1.3.
მასწავლებლის/ტრენერისა და მოსწავლის/ზრდასრულის მიერ
წარმართული სასწავლო გამოცდილება
ტრენერის |
ზრდასრულის |
აყალიბებს კურსის სპეციფიურ მიზნებს |
ასწავლის მათ სპეციფიური მიზნები განსაზღვრონ და თვითონ |
მოსწავლეებს წარმოუდგენს კურსის შინაარსს |
ასწავლის მათ მიზნის მისაღწევად შესაბამისი გეგმა |
თავად ადგენს დავალებებს
|
დავალებების შესახებ იღებს ინფორმაციას ტრენინგის მონაწილეებისაგან და მათთან |
აფასებს ტრენინგის მონაწილეთა სამუშაოს ადეკვატურობას |
საშუალებას აძლევს ტრენინგის მონაწილეებს მოიფიქრონ |
ადაპტირებულია შემდეგი
წყაროდან: Gibbons, Maurice. The Self-Directed Learning
Handbook: Challenging Adolescent Students to Excel. San Francisco: Jossey Bass,2002.
ზრდასრულები კლასში მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით
მოდიან და მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ტრენინგის მსვლელობისას. ასევე,
ზრდასრულები სწავლისადმი განსაკუთრებულ ინტერეს იჩენენ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ
ახალი ცოდნა და უნარები, მათ დაეხმარებათ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
რა უნდა გააკეთოს ტრენერმა.
ტრენერები მაშინ
არიან წარმატებულები, როდესაც ისინი მათ გამოცდილებაზე აგებენ თავიანთ სასწავლო მასალას
და აძლევენ ზრდასრულებს საშუალებას, თავიანთ გამოცდილებაზე დააშენონ ახალი ცოდნა. ასევე,
ტრენერები უნდა აძლევდნენ ტრენინგის მონაწილეებს კონტრიბუციის საშუალებას. გამოცდილების
გაზიარების საშუალებით ზრდასრულებს თვითშეფასების ამაღლებაშიც ვუწყობთ ხელს.
მეორე მხრივ, ტრეინინგი,
რომელიც იმ სიტუაციებს და შემთხვევებს განიხილავს, რაშიც ზრდასრულები თავად მონაწილეობენ,
უფრო რელევანტურია მათთვის.იმისათვის რომ მაქსიმალურად შევძლოთ მათი გამოცდილების გაზიარება,
უნდა გაკეთდეს აქტივობები, რომლებიც გამოხატავს ტრენინგის მონაწილეთა რეალურ საქმიანობას.
ამ აქტივობებმა საშუალება უნდა მისცეს ზრდასრულს, რომ თეორიული ასპექტები მათ რეალურ
გამოცდილებას შეადარონ.
გთავაზობთ რამდენიმე
სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ ზრდასრულთა ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად ეფექტურად
გამოიყენოთ ტრენინგის მსვლელობისას.
- სთხოვეთ მონაწილეებს ტრენინგის მსვლელობისას შესაბამისი
გამოცდილება გაგიზიარონ.
- გააკეთეთ
,,რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, და რა ვისწავლე” ცხრილი, რომელსაც შეავსებენ
ტრენინგის დასსაწყისსა და დასასრულს.
- დაგეგმეთ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობა სადაც ისინი გამოცდილებას
გაუზიარებენ ერთმანეთს.
- კარგად მოამზადეთ მთავარი წამმართვლი კითხვები,
რომელიც ახალ ცოდნასაც ამოიტანს ზედაპირზე და ახალ ინფორმაციაზეც გააღვივებს ინტერეს.
რა
ხდება იმ შემთხვევაში როდესაც ტრენინგის მონაწილეთა წინარე გამოცდილება კონფლიქტში
მოდის ახალ შესასწავლ მასალასთან? ასეთი შემთხვევები
შეიძლება არც თუ იშვიათი იყოს და ტრენერი ამას გვერდს ვერ აუვლის. მნიშვნელოვანია,
რომ ტრენერმა შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც ტრენინგის მონაწილეს თვითშეფასებას
ზიანი არ მიადგება. ერთ ერთ სახელმძღვანელოში ტრენერებს სთავაზობენ კითხონ ტრენინგის
მონაწილეებს ,,როგორ კეთდება ეს” იმის ნაცვლად, რომ კითხონ ,,როგორ აკეთებთ თქვენ ამას?”
(Milano and
Ulius 1998). ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ზოგადად
ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე და თუ ეს გამოცდილება სრულიად ეწინააღმდეგება ახალ
შესასწავლ მასალას, თავს უხერხულად არ იგრძნობენ.
ასევე გაითვალისწინეთ,
რომ ტრენინგის ადრეულ სტადიაზე სჯობს ისეთი მასალის მიწოდება, რომელიც სწრაფად ათვისებადია,
იმისათვის, რომ მათ დაინახონ ტრენინგის მნიშვნელობა გამოყენების თვალსაზრისით.
მართალია ზრდასრულები რეაგირებენ გარეგან მოტივაციაზე,
როგორიცაა ბონუსი, დაწინაურება ან სერტიფიკატის აღება, მათთვის არა ნაკლები მნიშვნელობა
აქვს შინაგან მოტივაციას, როგორიცაა გაზრდილი თვითშეფასება, კოლეგების მხრიდან დაფასება
დ.ა.შ. ხარისხიანი ტრენინგი ახდენს
შინაგანი მოტივაციის დაკმაყოფილებას. ასეთი სწავლება ინტერესს უღვივებს ზრდასრულს, რომ თავიანთ საქმეში უფრო გაიწაფონ და მეტი ისწავლონ.
რა უნდა
გააკეთოს ტრენერმა.
შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად, ზემოთ
დასახელებული სტრატეგიების გარდა (ინტერესების გათვალისწინება, გამოცდილების გაზიარება,
ტრენინგის მნიშვნელობის ახსნა) ტრენერმა უნდა შექმნას უსაფრთხო და მზრუნველი სასწავლო გარემო. ასეთი გარემო
გულისხმობს იმას, რომ ტრენერი საშუალებას აძლევს ზრდასრულებს იყვნენ ტრენინგის აქტიური
მონაწილეები, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები, ეჭვები, დასვან კითხვები. გარდა ამისა, თითოეულ ტრენინგის მონაწილეს საკუთარი
სწავლის სტილი გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანს მიეცეს საშუალება საკუთარი
სწავლის სტილი გამოიყენოს. მაგალითად, ზოგიერთს სურვილი აქვს მაშინვე საუბარში ჩაერთოს
და საკუთარი იდეები წარმოადგინოს, სხვებს კი პირველ ეტაპზე დამკვირვებლის როლში ყოფნა
ურჩევნია. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ რადგან ტრენინგის მონაწილე ჩუმად
არის და ხმას არ იღებს ნაკლებად აინტერესებს. ამასთანავე, ზოგი ვიზუალურად უკეთ ითვისებს
მასალას, ზოგსაც მოსმენა ურჩევნია, ამიტომ ეცადეთ თქვენი გადაცემის ფორმები მრავალფეროვანი
იყოს. ეკრანზე გაუშვით პრეზენტაცია, ასევე
დაურიგეთ ამობეჭდილი მასალები დ.ა.შ.
ტრენერმა უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ იგი
ვერ გააკანტროლებს ყველა იმ ფაქტორს რაც გავლენას ახდენს მონაწილეების მოტივაციაზე.
მაგალითად თუ დამსწრეები იმიტომ ესწრებიან ტრენინგს, რომ ამას სამსახურში ავალდებულებენ,
მათი მოტივაცია თავიდანვე განსხვავებული იქნება იმ ადამიანების მოტივაციისაგან, რომელთაც
თავიანთი ნებით მოინდომეს ტრენინგის დასწრება. თუმცა
კარგ ტრენერს მიზანმიმართულად დაგეგმილი ტრენინგით შეუძლია ასეთ მონაწილეებსაც გაუღვიძოს
შინაგანი მოტივაცია.
ნეიროპედაგოგიკა სწავლების არსებული მეთოდების ვალიდაცია და ახალი მიდგომების დანერგვის პერსპექტივები
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
ისტორიული მოვლენების მოდელირება, ფორმალიზაცია და გაზომვა
პატარა მშიერი ბიჭის ცრემლიანი თვალები
სამოცდაათი
წლის წინ, 1944-ში, რაჭაში იდგა საოცრად უხვთოვლიანი ზამთარი, დედამიწაზე კი მეორე
მსოფლიო ომი მძვინვარებდა.
ერთი მხრივ –
სოფელში დარჩენილი ბავშვები, დედაბრები, ბერიკაცები; მეორე მხრივ – ომში გაწვეული ახალგაზრდები…
ბერიკაცები ყოველ
ზამთარს საცალფეხო ბილიკს ჭრიან ბავშვებისთვის, სკოლამდე მისასვლელ გზას
უკვალავენ. სკოლა შორსაა, დიდი აღმართი უნდა აიარო და მერე გაივაკო.
აღმართს ყოველ
დილით ოთხი და-ძმა მიუყვება. მიაბიჯებენ სიმაღლის მიხედვით დამწკრივებულები. მათი მამა
ომშია, დედა ავადაა. მწკრივის ბოლოს მიმავალს, ყველაზე პატარას, დახეული
ქალამნიდან და წინდიდან შიშველი ქუსლი მოუჩანს. ქუსლი ჯერ წითლდება, მერე ლურჯდება,
ბოლოს შავდება.
სკოლას ათი
წუთის სავალზე რომ მიუახლოვდებიან, გზად ღობე შეხვდებათ – უნდა გადააბიჯონ. და ის,
პატარა, სწორედ იქ ატირდება. ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას – იმ ღობესთან,
სკოლიდან ათი წუთის სავალზე – დადგება და ტირის.
ამბის
მთხრობელს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ წიგნში შეიტანს თავისი ბავშვობის ამ
უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს, უკვირს პატარა ბიჭის საქციელი. ერთხელაც ვეღარ მოითმენს
და ჰკითხავს: რატომაა, რომ მაინცდამაინც აქ მორთავ ტირილსო.
– ჭადი მითავდება,
– ეს ის პასუხია, გულსაც რომ ჩაგწყვეტს და ბიჭის ცრემლებზეც დაგაფიქრებს, რომელთა მიზეზიც
თურმე სიცივე კი არა, დედის მომჭირნე ხელით მკაცრად მოზომილი მჭადის ნატეხი ყოფილა,
რომელიც გყოფნის, მაგრამ შიმშილს ვერ გიკლავს.
გეთანხმებით,
კარგად ნაცნობი და ახლობელია ეს ამბავი, ჩვენს ყოველდღიურობასთან სისხლხორცეულად
შეზრდილი, მაგრამ მაინც უცხო, ისეთი, წიგნში ამოკითხული გულს რომ გვიჩუყებს, რეალობაში
კი გამუდმებით ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. თითქოს გადამდები სენი იყოს
ან ბაბუაწვერას ყვავილი, სულის ერთი შებერვით რომ გავაქროთ, როცა მოგვინდება.
კარგად
ნაცნობი და ახლობელია ეს ამბავი… ისევე როგორც მთხრობელი ამ ამბისა. და ალბათ
ასე ჯობს – იქნებ ბაჩანა ბრეგვაძემ თავისი ბავშვობისა და მშობლიური სოფლის გახსენებით
ერთხელ კიდევ მოგვაბრუნოს ჩვენი თავისკენ, დაგვარწმუნოს, რომ პატარა მშიერი ბიჭის
ცრემლიანი თვალებიც უნდა გვაწუხებდეს და გვაღელვებდეს ამქვეყნად.
ეს ძველი
ამბავია, ერთი ბრძენკაცის ბავშვობის ამბავი. და ვიდრე ჩვენ რაჭის სოფლიდან
წამოსული იმ ბავშვის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი დიდი მოაზროვნეები – პლატონი, მარკუს
ავრელიუსი, ბლეზ პასკალი, ნეტარი ავგუსტინე, ნიკოლო მაკიაველი, ხოსე ორტეგა ი
გასეტი – გვაფორიაქებენ, ბაჩანა ბრეგვაძე 1944 წლის უხვთოვლიან ზამთარსა და სკოლისკენ
მიმავალ ბავშვებზე წერს, რომელთაგან ერთს გზად მჭადი უთავდება და ტირილს იწყებს. ყოველდღე
ერთსა და იმავე ადგილას, სკოლიდან ათი წუთის სავალზე – დადგება და ტირის.
ნეტავი რა
ბედი ეწია იმ ბავშვსო? – ჩემსავით, ალბათ, თქვენც იკითხავდით.
ამ კითხვის
პასუხსაც იპოვით წიგნში „ბოლო წლების ჩანაწერები”:
„მაინც დავაჟკაცდა, პატიოსანი მუშაკაცი დადგა. დაზარდა შვილები, მოესწრო შვილიშვილებსაც. დღეს ცოცხალი აღარ არის. მე კი სამუდამოდ დამიტოვა მწუხარე მოგონება: ზამთარი, ყინვა და პატარა მშიერი ბიჭის ცრემლიანი თვალები“.
მაიკლ ფულანი – განათლების სისტემის რეფორმის მცდარი მამოძრავებელი ძალები (მე-3 ნაწილი)
კალანდა, კუკრუჭანები და ძველი სიტყვების დაუვიწყარი გემო
დეკემბრის დადგომისთანავე სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნისათვის მზადება დავიწყეთ. ჩავერთეთ სხვადასხვა საზეიმო კონკურსში, რომლის განხორციელების დროსაც ნამდვილი ზეიმი იმართებოდა კლასში. იატაკი ფერად-ფერადი ნაკუწებით იყო მოფენილი, საღებავებით აჭრელებული პატარა ცხვირ-პირის ბანაც ხშირად დამჭირდა. თუმცა ახალი წელი რის ახალი წელია, თუ ბუხართან მოსასმენი ამბები არ მოიმარაგე. მე კი, საბედნიეროდ, ჯერ არ დამვიწყებოდა ბავშვობაში დაგემოვნებული მყუდრო, ძველი სიტყვები, რომელთა კითხვაშიც ზამთრის გრძელ საღამოებს ვატარებდი. ჰოდა, ხურჯინიდან ამოვაცოცე, ყველაზე სათუთები, მაშინაც რომ მათბობდნენ, ,,როცა ქარი უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა”. ,,ზამთრის ზღაპარს” ჯერ კიდევ შეეძლო დავებრუნებინე ყველაზე ბედნიერი მოგონებების საკუჭნაოში, სადაც ჩემი მარტოხელა ოდის ფანჯარასთან მომლოდინე ბებოს თვალებს და მისი წასვლის შემდეგ ნელ-ნელა მივიწყებული სადღესასწაულო რიტუალების სევდას ვინახავდი.
ერთ დღესაც გათოვდა – არა, ეს დღე ინანიშვილის გარეშე არ ჩაივლის-მეთქი, გავიფიქრე და დღის ბოლოს, თავისუფალი დრო კითხვისთვისაც მოვიტოვე. ამოვალაგეთ პატარა ბალიშები, დავსხი ეს ჩემი აჟივილხივილებული ბარტყები, ყდამორღვეული საგანძური გადავშალე და დავიწყე:
„თათარობის წინა დღეებში ბებია გვეტყოდა: – აბა, მოიტანეთ თქვენ-თქვენი მონაგარი, კუკრუჭანებისთვის დავამტვრიოთო. გადმოიღებდა თაროდან ფილს და ფილთაქვას, ჩაჯდებოდა იატაკზე ფეხმორთხმით, გადმოაბრუნებდა ფილს და ამის სწორ ძირზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ტეხდა ყოველ კაკალს, რომ ლებნები მთელი დარჩენილიყო. ვეხმარებოდით ჩვენც, ბიჭები, ვამტვრევდით, ვარჩევდით, მთელ-მთელ ლებნებს ცალკე ვაწყობდით. მერე, დარჩევასაც რომ მოვრჩებოდით, გამოიტანდა ბებია ნემსსა და ძაფს, მოკაუჭებულ თითზე გამოგვდებდა, თუ ძალიან წმინდა იყო, ოთხკეცს დაგვაგრეხინებდა, თუ ცოტა მომსხო- ორკეცს, მოგვატოლებდა იმ დაგრეხილ ძაფს ყველას სათითაოდ და ჩვენ-ჩვენი მონაგარი ნიგვზიდან ჩვენს სიგრძე კუკრუჭანებს აგვისხამდა.”
კუკრუჭანებიო? – გემო გაუსინჭეს ძველ-ახალ სიტყვას, – ნეტა როგორიაო? მონაგარი რაღა არისო? თითები ასე ჰქონდათ მოკაუჭებულიო? ფილთაქვა გვრიტის ზღაპარში შეგვხვედრიაო. ეე, კაკლის გული როგორ არ ემტვრეოდათო, – თვალები ცნობისმოყვარეობისგან უციმციმებდა ბავშვებს, – მერე, მერეო?
,,ეს კუკრუჭანები ჯერ ისე, ნიგვზად ხმებოდა მზეზე, მერე, თათარას რომ მოადუღებდნენ, პირველ რიგში იმათ ამოგვივლებდნენ, მძიმე-მძიმედ, დიდი ამბით ამოჰქონდათ თათარის ქვაბიდან, ციმციმ მიჰქონდათ და სხვა ჩურჩხელებისგან გამოცალკევებით ჰკიდებდნენ თითო-თითოს ბოძებზე დასობილ მსხვილ ლურსმნებზე. ეკიდა იმ ბოძებზე ჩურჩხელებთან შედარებით დიდხანს, თითქმის მთელ თვეს, გახმებოდა, როგორც იტყვიან „ზომაზე”, ჩამოხსნიდნენ, გაახვევდნენ სუფთა პურის ტილოში და ჩააწყობდნენ კამოდის უჯრაში. ჩვენ, ბიჭებს, მშობლების ნებადაურთველად ხშირად წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი ჩურჩხელებზე, კუკურუჭანებს კი ამას ვერ გავუბედავდით, ისინი თითქოს შელოცვილები თუ ტაბუდადებულები იყო, ხელის ხლება მარტო ბებიას შეეძლო, ისიც ბედნიერ დღეებში – ახალ წელს, ჩვენი დაბადების დღეს, ან პირველ მაისს. იმ დღეებში ყველანი ერთად ვიყავით -ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც. გაშლილი იყო საბედნიერო სუფრა, პურობდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ. და, აი, აქ, ყველაზე უფრო საზეიმო წუთებში, წამოდგებოდა ბებია, სადღაც გრძელი კაბის ბოლოზე დაკერებული ჯიბიდან ამოიღებდა გასაღებს, გააღებდა კამოდის უჯრას და ხელისგულებზე დასვენებულს მოგვართმევდა ჩვენს კუკრუჭანებს – ასე მთლად და ტკბილად დაესწარით, შვილებო, მრავალ ამ დღესო. ჩვენი კუკრუჭანები სულ თეთრად იყო დაშაქრული, თითის დაკარებაც კი გვენანებოდა, მაგრამ წესი ასეთი იყო, და ჩვენც დავამტვრევდით და ყველას ჩამოვურიგებდით.”
მთავარი სათქმელის გამოყოფა არ გასჭირვებიათ; კუკრუჭანები სიმთელის, გაუტეხლობის სიმბოლოსთან ადვილად დააკავშირეს, – იმიტომ არ შეიძლებოდა მათი ახალ წლამდე დამტვრევა, რომ მთელად უნდა დასწრებოდნენ ახალ წელსო, ერთად ყოფნა უნდა დაბედებოდათო. რამდენიმემ სულხან-საბას იგავი ,,ძალა ერთობაშიაც” გაიხსენა.
,,ყოველნაირი ჩურჩხელა გემრიელია ამ ქვეყანაზე, გამორჩევით _ ნიგვზისა, მაგრამ კუკრუჭანებს -მთელლებნიან შენსიგრძე ჩურჩხელებს -მაინც ვერაფერი შეედრება. ვერაფერი შეედრება შენი ნაშრომის გემოს, რომელსაც ემატება ვიღაც უჩინარი წინაპრების, ბებიებისა და დედების ლოცვის გემოც.”
აქ კი მოგონებებს დავუთმეთ გზა. გავიხსენეთ ბებია-ბაბუები და ყველაზე დაუვიწყარი ახალი წლის ღამეები. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან, სულ რაღაც ორიოდე ახალი წელი თუ ახსოვთ კარგად და არც წინაპრების დანაოჭებული სიტყვის სიღრმეს ჩასწვდომიან სათანადოდ, ამიტომ ბევრი არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი. ჩემი ბავშვობის ამბებით კი ძალიან დაინტერესდნენ და ორიოდე წუთში რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმიდან ჩემი ბავშვობის ორღობეში ამოვყავით თავი.
გურიაში შობა და კალანდა გამორჩეულად უყვართ. ბებო ნახევარმთვარის ფორმის ღვეზლებს აცხობდა (კეცზე მრგვალ ღვეზლებს აკრავდნენ). სახლში, ახალი წლის სამზადისისგან განსხვავებით, სიჩუმე იდგა. ბებო ჩურჩულით ლოცულობდა და ისე აცხობდა, ამოყელყელავებულ ცომს ღვეზლებისთვის გადანახული ყვითელგულა კვერცხის ნაჭრებით გამოტენიდა და ღუმელში შედგმის შემდეგაც არ ტოვებდა, დარაჯობდა, ზედმეტად არ გამომიშრესო.
შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ყველაზე კოხტას, ჩემს სახელზე გამომცხვარ ღვეზელს (ოჯახის ყველაზე პატარა წევრის სახელზე გამომცხვარი ღვეზლით ერთგვარი ,,დამწყალობება” ხდებოდა) ანთებულ სანთელს ჩაარჭობდა და ლოცვით გარს შემომივლიდა. მერე შუბლზე მაკოცებდა, ღვეზელს გაჭრიდა და ჩამოგვირიგებდა. ასე იწყებოდა საშობაო ლხინი. სანამ პატარა ვიყავი, ალილოზეც დავდიოდი. ახლაც სახლში მაქვს ის ბავშვობის დროინდელი პატარა კალათი, რომელიც შობის ღამეს ძალიან მალე ივსებოდა, ,,ოცდახუთსა დეკემბერსა-ს” მომღერალი ,,საპატიო სტუმრების” მოსვლით გახარებული გულუხვი მეზობლების წყალობით. ერთხელ სოფლის ბოლოში ასვლაც გავბედეთ (დღემდე საიდუმლოდ ვინახავ). იმ ოჯახში ბევრი ბავშვი იზრდებოდა (ერთმანეთში მერეოდნენ, ვერაფრით დავთვალე ზუსტად რამდენი იყვნენ და უთვალავები არიან-მეთქი, ვიფიცებოდი), ყველას გაცრეცილი, მეზობლებისა და ნათესავების ნაწყალობევი ტანსაცმელი ეცვა და რაღაცნაირი, ძნელად თვალის გასასწორებელი მზერა ჰქონდათ. სულ გავურბოდით მათთან შეხვედრას.
იმ წელს ყველა კალათა ამ ოჯახში დავცალეთ და უსიტყვოდ ჩამოვიარეთ ის ჩაბნელებული, მოჩვენებებით სავსე აღმართი.
ამ პატარა მოგონებამ ისევ ინანიშვილის სამყაროში დამაბრუნა, თან ქარმაც დაუბერა, თოვლის ფიფქებმაც იმატა და გემრიელ კუკრუჭანებს ერთი ტკბილ-მწარე ობლების ამბავიც მივაყოლე. აუჰ, როგორ იდარდეს… მაგრამ მერე თავისი და-ძმები გაიხსენეს და მიხვდნენ, ღმერთს საბოლოოდ არ გაუწირავს ქარსა და ყინვაში უპატრონოდ დარჩენილი პატარა ობლები. მერე დიდხანს და სულმოუთქმელად ყვებოდნენ და-ძმაზე, ერთმანეთს არ აცლიდნენ. ამ საუბარში, ზოგს ისე მოენატრა დედმამიშვილი, ვეღარ მოითმინა და ამავე სკოლის მოსწავლე დისა თუ ძმის კამფეტებით დასაჩუქრება გადაწყვიტა.
მგონი, საუცხოო საახალწლო განწყობის შექმნა გამოგვივიდა მე და სკვინჩების, შვლის ნუკრების, ბავშვთა გულების საუკეთესო მომთვინიერებელს – რევაზ ინანიშვილს.
მერე დაიწყო ზამთრის არდადეგები. ფაციფუცში გართულ ოჯახის წევრებს ახალმა წელმა მაგიდასთან დაჯდომა დაგვასწრო. სამაგიეროდ კალანდას შევხვდით მშვიდად, სტუმრობა-გასტუმრებით გადაღლილები, ზეიმმოყირჭებულები. არ უთოვია, არც სანადირო თოფების ქუხილს აუფორიაქებია უბნის ძაღლები. ჩემი ფანჯრიდან სახლების ტყეს და ფეიერვერკების თოვას ვუყურებდი და თვალწინ თანდათან მიცოცხლდებოდა ,,ჩახლართული ღობეები”, ,,ალაგეზე” მაჭახელას ბათქა-ბუთქით გადაცოცებული მეკვლე-ბაბუაჩემი, ხილის სიმძიმით გვერდზე გადახრილი ჩიჩილაკები და ასე ნელ-ნელა, სიმშვიდით სავსე, შემოდიოდა ჩემში კალანდა.
