სად არის ახლა ლუიზა?!
განმავითარებელი შეფასების საშუალებები
განმავითარებელი შეფასება ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი
სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების
უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
აქედან გამომდინარე განმავითარებელი შეფასების მიზნებია:
·
სწავლის
პროცესის/არსებული საჭიროებების შეფასება;
·
პროგრესის მონიტორინგი;
·
დამოუკიდებლობისა და
თანამშრომლობის ხელშეწყობა;
·
ცოდნის თვითშეფასება და
მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის
თანახმად, განმავითარებელი შეფასების
საშუალებებია: სიტყვიერი
(ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზე, სიტუაციებზე კომენტირების პროცესია. იგი ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას. ის არის ერთ–ერთი საშუალება, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიდის სწავლის პროცესი, რა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება. უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილ გარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზს, თუ რა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მასწავლებელმა
უკუკავშირის დროს, პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული, შეცდომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას კონკრეტული რეკომენდაციები, რა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი. უკუკავშირისას მოსწავლე საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს არსებულ სისუსტეებს და რეკომენდაციების საფუძველზე ცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში.
წერილობითი უკუკავშირი
წერილობითი უკუკავშირი არის
მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების
შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების,
დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოს, თუ პორტფოლიოს შეფასებისთვის.
უკუკავშირისას – მასწავლებელი
შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ აღნიშნავს
ნამუშევრის ძლიერ მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწოდებს რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიწოდებისას მასწავლებელს შეუძლია
გამოიყენოს – შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული დახმარება შეიძლება
განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის შეთავაზების ფორმით.
გთავაზობთ კონკრეტულ
მაგალითებს:
შეხსენება
·
იმისთვის,
რომ სწორად გამოთვალო მართკუთხედის პერიმეტრი, საჭიროა კიდევ ერთხელ ჩახედო წესს, სახელმძღვანელოს
მე-12 გვერდზე;
·
იმისთვის,
რომ ესეს ჰქონდეს ლოგიკური თანმიმდევრობა, ყურადღება მიაქციე კრიტერიუმებს, ის დაგეხმარება
თანმიმდევრობის შენარჩუნებაში;
თანმიმდევრული დახმარება – შეკითხვის დასმა
·
რა ფორმულა უნდა გამოვიყენოთ მანძილის გამოსათვლელად?
თანმიმდევრული დახმარება
– აღწერა
·
ჰორიზონტის
მხარეების აღნიშვნამდე კიდევ ერთხელ გაიხსენე რომელი მხარე რა ასოთი აღინიშნება.
თანმიმდევრული
დახმარება – მაგალითის შეთავაზება
სწორია ტოროლას გალობა და არა ტოროლის გალობა. სიტყვაში
– ტოროლა – ხმოვანი არ იკვეცება.
წერილობითი კომენტარი მოსწავლეს
ინფორმაციას უნდა აძლევდეს შეცდომის, მისი ტიპის, გამოსწორების გზების შესახებ (სასურველია
მოიცავდეს სახელმძღვანელოს, პარაგრაფის მითითებასა და ზუსტ ინსტრუქტაჟს). კომენტირების
შემდეგ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დავუბრუნოთ ნამუშევრები და მივცეთ დრო მათ გამოსასწორებლად.
ბოლოს კი გასწორებულ ნამუშევარს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
ზეპირი უკუკავშირი მოსწავლის
აქტივობაზე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის მიერ გამოთქმული კომენტარია. ზეპირად
მიწოდებული რეკომენდაციები შესაძლებელია როგორც ზემოთშემოთავაზებული ფორმით, ასევე,
შეგვიძლია შემდეგი ფრაზების გამოყენება:
ა) ყოჩაღ რომ, შეასრულე დავალება. შეგიძლია მითხრა, რატომ ფიქრობ
ასე?
ბ) გმადლობ, რომ მოიტანე დავალება,
მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შეხედე, ყველაფერი სწორად არის შესრულებული?
გ) კარგია, რომ შეასრულე დავალება,
მაგრამ მე ვხედავ ერთ შეცდომას, კიდევ ერთხელ გადახედე ნამუშევარს.
მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს
იმგვარი კომენტარები, რომელიც შეურაცხჰყოფს მოსწავლეს. მაგ. სულელური პასუხია, ასეთი
რამ თავში როგორ მოგივიდა? და ა.შ.
ურთიერშეფასება და თვითშეფასება
შეფასების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
მიზანია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია
ურთიერთშეფასებისა და თვითშშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის
განვითარება.
საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა
განივითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა შემდეგი სამუშაოების
ჩატარება:
·
ვასწავლოთ
მოსწავლეს საკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი ტიპის
შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდე? რატომ უნდა შემეძლოს? რაში შემეშლება ხელი,
თუ არ მეცოდინება?
·
საკუთარი
საქმიანობის დაგეგმვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად? (დაწყებით
კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას პლიუსის აღმნიშვნელი
ნიშანი). რა რესურსები დამჭირდება ამისთვის (რა უნდა მოვიმზადო დავალების შესასრულებლად?
რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა დავძლიო? რა/ვინ დამეხმარება ამაში?
·
შედეგის
ანალიზი – უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: შეესაბამება თუ არა სამუშაო დასახულ მიზანს?
როგორ შემიძლია შევამოწმო შედეგი? რატომ დავუშვი შეცდომები? შემიძლია აღვნიშნო, რატომ
დავუშვი ისინი?
ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ
კითხვარები. გთავაზობთ კითხვარის გამოყენების კონკრეტულ ნიმუშს:
მასალის ახსნის, განმტკიცებისთვის
სავარჯიშოების შესრულების შემდეგ კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად. მათ უნდა შეავსონ შემდეგი
ტიპის კითხვარი:
- რა
ვისწავლეთ დღეს ახალი?
- რომელი
ინფორმაცია იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
- რა
იყო რთული?
- რა
გვიშლიდა ხელს მუშაობაში?
თითოეული მოსწავლე ჯგუფის შიგნით
მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს, ამის შემდეგ ჯგუფდებიან ბავშვები, რომელთაც ანალოგიურ
კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. ხდება პასუხების განზოგადება და წარდგენა ჯგუფის
წინაშე.
შემუშავებული რუბრიკა, და მოსწავლემ თავად აღნიშნოს, რამდენად კარგად აქვს შესრულებული
დავალება:
|
დავალება 1. |
ძალიან კარგად შევასრულე |
კარგად შევასრულე |
ნაწილობრივ შევასრულე დავალება |
მჭირდება დამატებითი მუშაობა |
|
დაასახელე წელიწადის დროები და ჩამოთვალე მათი მახასიათებლები |
ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.
შემიძლია 3 ან მეტი მახასიათებლის |
ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს.
შემიძლია 1 ან 2 მახასიათებლის, ფაქტის დასახელება. |
ჩამოვთვალე წელიწადის
|
ვერ ვასახელებ წელიწადის ოთხივე დროს. |
დაუმთავრებელი წინადადებები
თვითშეფასების უნარის განსავითარებლად
მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია ტექნიკის ,,დაუსრულებელი წინადადებების” გამოყენება.
მასწავლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეს ფურცელს, სადაც მათ უნდა დაასრულონ წინადადებები:
- თემის
ირგვლივ მე ვიცი…..
- ჩემთვის
საინტერესოა…
- მე
მინდა გავიგო მეტი…..
მასწავლებელი კრეფს ფურცლებს,
არასაგაკვეთილო დროს აანალიზებს შედეგებს და მათზე დაყრდნობით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.
თანაკლასელების შეფასება ეხმარება მოსწავლეებს,
რომ სხვათა შეფასების დროს თავადაც გაიმყარონ ცოდნა გარკვეულ საკითხებში. ურთიერთშეფასების დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ მოსწავლეები სწავლობენ სხვის ნამუშევრებში
ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას და ამით აანალიზებენ საკუთარ პროგრესსაც.
ურთიერთშეფასებისთვის შესაძლებელია
შემდეგი ტექნიკების გამოყენება:
·
ნამუშევრების
გაცვლა/შეფასება;
·
ურთიერთგამოკითხვა
გეგმის მიხედვით;
·
კომენტარების
დართვა.
გთავაზობთ კონკრეტულ
ნიმუშებს:
შინაგანი და გარეგანი წრე
საგანი: მათემატიკა
მიზანი: მოსწავლეები ერთნიშნა რიცხვებს ამრავლებენ
6 -ზე;
მოსწავლეები ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნისას იყენებენ
წინარე ცოდნას.
მიმდინარეობა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს
წებოვან ქაღალდებს, რომლებზეც წერია – რიცხვი 1 ან 2; თითოეული მოსწავლე აწერს თავის
სახელს ფურცელზე და იმაგრებს მას. მაგ.,
მოსწავლეები, რომელთაც ერგოთ პირველი ნომერი,
ქმნიან ერთ ჯგუფს, ხოლო ორი ნომრები – მეორე ჯგუფს. პირველნომრიანები ქმნიან შიდა წრეს,
სხვები – გარეთა წრეს. ისინი დგებიან ერთმანეთის პირისპირ. მეორე ნომრები იღებენ დავალებებს გამრავლებაზე,
პირველები – გაყოფაზე. (ფურცლის უკანა მხარეს ჩაწერილია პასუხები, მოსწავლეებმა შეიძლება
ეს თავიდან არც კი იცოდნენ).
ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ მდგომი მოსწავლეები
ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. თუ მათ პასუხი სწორად გაეცა, გულზე მიმაგრებულ ბარათზე
წერენ დავალების ნომერს. ამის შემდეგ გარეთა წრის მონაწილეები გადადიან ერთი ნაბიჯით
მარცხნივ (შიდა წრის მოსწავლეები უცვლელად ინარჩუნებენ ადგილს). იქმნება ახალი წყვილი,
რომლებიც იმეორებენ ამ პროცესს. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები არ დაუბრუნდებიან
საკუთარ ადგილებს. მოსწავლეები სხდებიან ადგილზე და ითვლიან, რამდენ დავალებაზე აქვთ
სწორი პასუხი.
მასწავლებელი იწყებს მუშაობას შეცდომების გასწორებაზე.
ის ასახელებს ამოცანის ნომერს, მოსწავლეები წევენ ხელს, თუ ვერ იპოვეს ნომერი საკუთარ
ბარათზე. განიხილავს მაგალითს მთელ კლასთან ერთად.
ორი ვარსკვლავი
და სურვილი
აღნიშნული ტექნიკის გამოყენება სასურველია ესეების
შემოწმებისას. მასწავლებელი აწყვილებს მონაწილეებს და სთხოვს ერთმანეთის დავალებების
გასწორებას. პრინციპი არის შემდეგი: მოსწავლეები დავალებაში პოულობენ ორ დადებით მხარეს,
და ერთ სურვილს, თუ რა არის გასაუმჯობესებელი. (მოსწავლეთა კომენტარები შეიძლება იყოს
როგორც ზეპირი, ისე წერილობითი). მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო ,,სურვილების”
გასარჩევად და ნამუშევრების შესასწორებლად.
ზემოთ შემოთავაზებული საშუალებები
პედაგოგისთვის არ უნდა იქცეს თვითმიზნად. ეს არის ინფორმაციის მოპოვების ხერხები –
როგორ უნდა გაგრძელდეს მომდევნო მეცადინეობები. შეფასების შედეგების ანალიზით მასწავლებელი
ავლენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებმა განსაკუთრებით კარგად აითვისეს, იმ უნარებს,
რომლებიც მოსწავლეებს უკვე აქვთ განვითარებული და იმ საკითხებს, რომელსაც სჭირდება
დამატებითი მუშაობა, აგრეთვე უნარებს, რომელთა ფორმირებაც ჯერ არ მომხდარა. საჭიროა
სწავლის პროცესის და მისი შედეგების ანალიზი არამხოლოდ მასწავლებლის, არამედ შემსწავლელთა
მხრიდანაც. ვინაიდან მოსწავლე, რომელიც ცდილობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერი და სუსტი
მხარეების გამოვლენას, მეტ ძალისხმევას გაიღებს მათ გასავითარებლად.
სწავლისთვის წახალისების მეთოდები
ქართული „ბესტსელერი“

ავტორი სულაც არ აპირებს, ფეხაკრეფით იაროს საკუთარ წიგნში, რადგან ეს მისი წიგნია. და რადგან მისი წიგნია, ხანდახან ფეხების ტყაპუნითაც დადის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემოს მომქანცველ და მოსაბეზრებელ აღწერას მიადგება. სამაგიეროდ, მონდომებით გვიხატავს რუკას, თავსატეხებსა თუ რებუსებს.
ვიზუალიზაციის როლი ისტორიული შემეცნების ფორმირებაში და სემიოტიკური მიდგომები – I ნაწილი
ძლიერი მასწავლებლები პატარა ევროპული საზოგადოებიდან
ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით კვიპროსის რესპუბლიკაში გახლდით. ჩემი სასწავლო ვიზიტის მიზანი კუნძულის ორ რეგიონს შორის არსებული კონფლიქტის შესწავლა იყო. ერთი კვირის განმავლობაში თხუთმეტ მოხსენებას მოვუსმინეთ. ჩემდა გასაოცრად, შიდა პოლიტიკის თემებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სემინარზე მასწავლებლებისა და მათი პროფკავშირის შესახებ მოგვიწია საუბარი. ხმელთაშუა ზღვის პატარა სახელმწიფოში მასწავლებლები პოლიტიკური პროცესების უძლიერესი და ძალიან გავლენიანი მონაწილენი ყოფილან. კვიპროსის ისტორიის რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში პედაგოგებმა საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იტვირთეს. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასწავლებელთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი როლის შესახებ თუ მოგიყვებით.
კვიპროსის ისტორიაში ადამიანი უამრავ უცნაურ თავგადასავალსა და საშინელ ქარტეხილს გადააწყდება. ქვეყნის წარსული რაღაცით ნამდვილად ჰგავს საქართველოს პოლიტიკურ გამოცდილებას. საუკუნეთა განმავლობაში კუნძულს ელინისტური კულტურის წარმომადგენლების გარდა სპარსები, არაბები, ბიზანტიელები, ვენეციელები, ქრისტიანულ ორდენთა წარმომადგენლები, ოტომანები და ბრიტანელები მართავდნენ. ბუნებრივია, რომ თითოეულმა ჰეგემონმა საკუთარი კვალი დააჩნია პატარა საზოგადოების განვითარების გზას. შედეგად, დღეს კვიპროსში ორი მრავალრიცხოვანი, ბერძნული და თურქული კომუნების გარდა სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ათასობით ადამიანი ცხოვრობს.
კუნძულის ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იდგა. 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სახელმწიფოს ერთიანობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ბერძნულმა და თურქულმა ნაციონალიზმმა, დიდი მეზობლების რეგიონალურმა იმპერიალიზმმა მალევე ჩაუყარა საფუძველი ეთნიკურ შუღლს ორ უდიდეს კვიპროსულ სოციალურ ჯგუფს შორის. ფაქტობრივად, 1963 წლიდან ერთმანეთისაგან გაიმიჯნნენ ბერძნული და თურქული პოლიტიკური ერთეულები. 1974 წლის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, თურქული ჯარების დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოსვლამ კი საბოლოოდ ჩატეხა ხიდი კუნძულის ორ მხარეს შორის. მაშასადამე, დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის განვითარება წლების განმავლობაში გადაულახავ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული. ხშირ შემთხვევებში მხარეებს შორის ურთიერთობათა შეუფერხებელი წარმოება დღემდე სირთულეს წარმოადგენს.
ეთნიკური ჯგუფების მორიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მონაწილეობით საერთაშორისო საზოგადოებამ კვიპროსის გაერთიანების გეგმა შეიმუშავა. დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების საკითხიც. აუცილებელი გახდა თურქულ მხარეს ევროპული არჩევანისა და ანანის გეგმის მხარდამჭერი კამპანიის ორგანიზება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მონდომებით ეწინააღმდეგებოდა კონფლიქტის გადაწყვეტის ამგვარ პერსპექტივას. ჩრდილოეთ კვიპროსში მდებარე თურქეთის საელჩოც არ თმობდა პოზიციებს და ყველანაირად ცდილობდა არსებული, მისთვის ხელსაყრელი „სტატუს კვოს” შენარჩუნებას. თავდაპირველად, დაწინაურებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაბედეს მთავრობასთან დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, 2001 და 2002 წლებში კუნძულს მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. ვინ იყო ამ აქციების ორგანიზატორი? ვინ მოახერხა რეგიონის ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება? ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის დაცვის მიზნითა და კუნძულის გაერთიანების იდეით, თურქეთზე ფინანსურად დამოკიდებული საზოგადოების მობილიზება ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის მასწავლებელთა პროფკავშირებმა მოახერხა. დემონსტრაციების შემდგომ, რეფერენდუმზე თურქ კვიპროსელთა 73%-მა მხარი სახელმწიფოს გაერთიანებას დაუჭირა. მართალია, პროცესის დასასრულს კონფლიქტი ვერ გადაწყდა (ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა გაერთიანებაზე), მაგრამ დღეს ჩრდილოელთა უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირის პასპორტის ფლობის შესაძლებლობა აქვს. ინდივიდუალურ დონეზე კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა 2004 წლიდან აღარ არსებობს. ამ საქმეში კი უდავოდ დიდია კვიპროსელ პედაგოგთა როლი.
რეფერენდუმის უშედეგოდ დასრულება სერიოზული საზოგადოებრივი იმედგაცრუების მიზეზი გახდა კუნძულის ორივე მხარეს. ბერძნულ და თურქულ კომუნებში კვლავ ნაციონალისტური განწყობების მქონე ძალები გააქტიურდნენ. დაყოფის მომხრეებმა, კონფლიქტის გადაწყვეტის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი მოქმედებების მთავარ სტრატეგიად ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის პოლიტიკა აირჩიეს. მაშასადამე, მათ პრიორიტეტულად მიიჩნიეს ისტორიის სახელმძღვანელოების გამოყენებით მოსწავლეებში ფსევდოპატრიოტული გრძნობების გაღვივება. სასკოლო წიგნებში წარმოჩენილი, ე.წ. „პატრიოტიზმი” წლების განმავლობაში ურთიერთსიძულვილის, უნდობლობისა და შეურიგებლობის კულტივირების წინაპირობად იქცა. უკვე დიდი ხანია უმძიმესი შედეგების მომტან განათლების პოლიტიკას ყველაზე აქტიურად მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან. მასწავლებელთა პროფკავშირები კვიპროსში სპეციალური პროგრამების (“Peace education”) დანერგვისთვის იბრძვიან და კონფლიქტის გადაწყვეტის საქმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაწილეებად მიიჩნევიან. შესაბამისად, საერთაშორისო თუ ადგილობრივი საზოგადოება ყოველთვის ითვალისწინებს ან პატივს სცემს პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების ინტერესებს.
ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ
მეუბნებოდნენ, რომ ქალაქს შეჩვეულს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გამიჭირდებოდა სოფელში ცხოვრება, მომენატრებოდა ახლობლები და ა.შ. მე კი მაინც ვოცნებობდი, ვსწავლობდი და კონკურსის გამოცხადებას ველოდებოდი. ვფიქრობდი, რომ საქართველოს რომელიმე მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად წასვლა გამოწვევა იქნებოდა, რომელიც უდიდეს გამოცდილებას შემძენდა და თან საკუთარი თავის გამოცდა მომინდა, ვფიქრობდი, რომ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდი, რომ ჩემი პირადი მაგალითი სოფლის მკვიდრთათვის იმედის მომცემი იქნებოდა. იქნებ სხვაც დაფიქრდეს იმაზე, რომ ქალაქში ცხოვრება, „ქალაქელობა” პრესტიჟი არ არის. შეიძლება, დედაქალაქს გასცდე და მაინც ბედნიერი იყო. უდიდესმა სურვილმა და მონდომებამ ჩემი უახლოესი ადამიანები მალე ერთგულ გულშემატკივრებად მიქცია. ასე აღმოვჩნდი მაღალმთიანი რაჭის ულამაზეს სოფელ უწერაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
ნებისმიერ გამოწვევას, სიახლეს ხალისით ხვდებიან. ყველაზე მეტად მახარებს წიგნით მათი დაინტერესება. პირველივე დღეებში მივაკითხეთ სკოლის ბიბლიოთეკის საბავშვო თაროს, თუმცა იმედგაცრუებულები დავრჩით. ძველ, გაყვითლებულ, ყდაშემოფლეთილ წიგნებს შორის ძლივს ამოვარჩიეთ ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოცემა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების კრებულისა. ყოველ დღე დაატარებენ ამ ლურჯყდიან წიგნს და კითხულობენ გაკვეთილებს შორის, ავტობუსში, სახლში. მერე მიყვებიან წაკითხულ ზღაპრებს და ანთებული თვალებით მიზიარებენ შთაბეჭდილებებს.

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის დროს
|
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამარტივებული ფორმა სკოლა__________________ მოსწავლე___________________________________________________________ დაბადების მშობელი/მეურვე_______________________________________________________ მისამართი/ტელეფონი__________________________________________________ შეხვედრის თარიღი____________________________________________________ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა___________დან ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ) საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება
მონაწილეები:
|
მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ქალური საკითხავი ანუ რჩევები ლიდერი ქალის აღსაზრდელად (პირველი ნაწილი)
ამის
წინათ ვენაში გახლდით სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში ქალთა მდგომარეობის
საკითხს ეძღვნებოდა. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ორმოცამდე დელეგატი საკმაოდ მძიმე ამბებს ყვებოდა: მაგალითად, იცოდით,
რომ კენიაში, მასაების ტომში, კაცებს ცოლის მკვლელობისთვის არ სჯიან, ვინაიდან ,,შეუძლებელია
თვითმკვლელობისთვის დასაჯო ადამიანი”?! მაშინ, როდესაც ინდოეთში ქალები სპეციალური
ჯოხებით დადიან, რათა მოძალადეებს ახლოს მისვლის საშუალება არ მისცენ, ბრაზილიაში შავკანიან
ქალთა მხოლოდ ათი პროცენტისთვისაა ხელმისაწვდომი მამოგრაფია და საშვილოსნოს სკრინინგი,
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალებს ოჯახის მამრობითი წევრების
წერილობითი ნებართვა სჭირდებათ, რომ იმუშაონ, ხოლო მეზობელ თურქეთში ყოველდღე საშუალოდ
სამ ქალს კლავენ ოჯახური ძალადობის შედეგად, საქართველოში ქალთა მდგომარეობა, ერთი
შეხედვით, შეიძლება ისე სავალალოდაც არ გამოიყურებოდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ ამ თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ ვართ და უამრავი რამ უნდა ვისწავლოთ
ჩვენ თვითონაც და ვასწავლოთ მომავალ თაობებსაც იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობა
ქალის როლის შესახებ თუნდაც ჩვენსავე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს გაუთანაბრდეს.
გთავაზობთ
კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის, ისრაელის თელ აის კოლეჯის გენდერის სწავლების პროგრამის
ხელმძღვანელის, ავიგაილ მურის, კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა 20 ისრაელელი წარმატებული
ლიდერი ქალის (პარლამეტის წევრების, მსხვილი კორპორაციების დირექტორებისა და დირექტორების
მოადგილეების, უნივერსიტეტების რექტორების,
მოსამართლეების) ინტერვიუების ანალიზის შედეგად იმ ზოგადი მახასიათებლების დადგენას,
რომელიც თანამედროვე სამყაროში ქალის წინსვლას განაპირობებს. აღნიშნული მასალის ანალიზის
საფუძველზე მეცნიერმა შემოგვთავაზა რამდენიმე რეკომენდაციაც იმის შესახებ, თუ როგორ
უნდა აღვზარდოთ გოგონები ლიდერ ქალებად, რომლებიც მაღალ სოციალურ საფეხურზე ასვლას
მოახერხებენ.
ლიდერი ქალების პიროვნული მახასიათებლები
1.
მოტივაცია
ერთ-ერთი
ყველაზე საინტერესო და განზოგადებული აღმოჩენა იყო ის, რომ ცდისპირი ქალების უმეტესობას
არასოდეს უცდია პირამიდის წვეროზე მოქცეულიყო და მაღალი თანამდებობის დასაკავებლად
განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაუხარჯავს. მათი თქმით, თანამდებობრივი წინსვლა და წარმატება
მოულოდნელად ეწვიათ, ყოველგვარი დაგეგმვისა და მიზანსწრაფულობის გარეშე.
,,ჩემი თავისთვის არასოდეს მიბრძანებია,
აქ მოვხვედრილიყო, ცხოვრებამ მოიტანა ასე, გამიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას
აღმოვჩნდი.”
მათი
მოტივაციის წინაპირობა არ ყოფილა ამბიცია, ძალაუფლებისა ან სხვების კონტროლის სურვილი:
,,არასოდეს მინატრია ყოველივე ამას
სათავეში მოვქცეოდი… ამხელა ძალაუფლება მქონოდა.”
ქალების
უმეტესობა თვლის, რომ მათი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა მათმავე პერფექციონიზმმა,
ჩვევამ, რომ ნებისმიერი საქმე უნაკლოდ შეესრულებინათ:
,,ჩემი მოტივაცია ყოველთვის იქნება
დავიპყრო მწვერვალი, ოღონდ ჩემი საკუთარი მწვერვალი _ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი…”
,,ჩემი საიდუმლო ისაა, რომ ყოველთვის
ვავლენდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ცოტა უფრო მეტსაც.”
კიდევ
ერთი მოტივაცია წინსვლისთვის არის ღირებულებებისა და იდეალების დაცვა:
,,ჩემს თავს აღვიქვამ ქალად, რომელსაც
სამყაროს შეცვლა უნდა.”
2.
ორგანიზაციის წვლილი
ქალების
უმეტესობა თვლის, რომ მისი წარმატება განაპირობა არა იმდენად იმ ორგანიზაციამ, რომელშიც
მუშაობს, არამედ თავად მისმა პიროვნულმა ფაქტორებმა, ოჯახმა და გარემოცვამ, თუმცა ზოგი
რესპოდენტი აღიარებს ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხარდაჭერის როლს მის წარმატებაში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეს
დამრიგებელი. .. რომელიც მზადაა დაგეხმაროს, არ მალავს, რომ დაინტერესებულია შენით,
გეხმარება საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში და გულწრფელად ზრუნავს შენზე.”
3.
,,ბიჭური წესებით” თამაში
კიდევ
ერთი ფაქტორი, რამაც კვლევის ცდისპირი ქალბატონების
წარმატება განაპირობა, არის მამაკაცების სამსახურეობრივი კულტურის ნორმების ცოდნა:
,,მივხვდი, რომ თუ მინდოდა დავწინაურებულიყავი,
ბიჭების წესებით უნდა მეთამაშა.”
,,ფულის სწორად განკარგვა და მოგების
გაზრდა ბიჭების თამაშის წესია.”
თუმცაღა,
რამდენიმე მათგანმა დაამატა, რომ მათ მუშაობის მანერა განსხვავებულ, მამაკაცებისათვის
ნაკლებ დამახასიათებელ ღირებულებებს ეფუძნებოდა:
,,ვფიქრობ, მართვის ჩემეული სტილი
ნაკლებად ხისტია, ლმობიერებასა და თანამშრომლებზე ზრუნვას ითვალისწინებს.”
4.
პიროვნული მახასიათებლები
გამოკითხული
ქალები ყველაზე მეტად ახასიათებენ საკუთარ თავს ორივე, როგორც ქალური, ასევე მამაკაცური
ხასიათის შტრიხების, ანდროგროგენული
თვისებების, მქონეებს. ,,სქესისთვის შესაფერის” თვისებებად მიიჩნევენ მართვის
,,მგრძნობიარე” სტილსა და ურთიერთობას, რომელიც დიალოგსა და სხვების მოსმენის
უნარზეა აგებული:
,,მე მგონი, მნიშვნელოვანია განვითარებული
ემოციური ინტელექტი და უნარი, ადამიანები მართო ისე, რომ მათი სიმპათია დაიმსახურო,
ეს საშუალებას გაძლევს მაქსიმუმი მიიღო მათგან.”
მეორე
მხრივ, ისინი ფლობენ საპირისპირო სქესისთვის ,,მიკუთვნებულ” თვისებებს: პრინციპულობას,
თავდაჯერებულობას, ამბიციურობას, სიმამაცეს, საკუთარი ძალების რწმენასა და თავგანწირული
შრომის უნარს:
,,მე ძალიან მიზანდასახული და შეუპოვარი
ვარ, დამოუკიდებელი, ჯიუტი…მოსაზრებული, ლოგიკურად ვაზროვნებ, შემიძლია დინების საწინააღმდეგოდ
ცურვა.”
გარდა
იმისა, რომ გენდერულად დაბალანსებულისა, ბევრი ამ ლიდერ ქალთაგან საკუთარ თავს ფემინისტად
თვლის:
,,რასაკვირველია, ფემინისტი ვარ და
ძალიანაც ვამაყობ ამით, ვინაიდან ფემინიზმი ჩემთვის თანასწორობას ნიშნავს, ფემინისტი რომ არ ვყოფილიყავი,
რა მეშველებოდა მთელი ეს წლები.”
5. ოჯახი და წარმომავლობა
ოჯახური
ცხოვრება როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი, გვევლინება უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორად უმაღლესი საფეხურისაკენ მიმავალ გზაზე;
მრავალი
მონაწილე ოჯახსა და ფესვებს მიიჩნევს იმ საძირკვლად, რომელზეც ამოიზარდა მათი თვითრწმენა
და მაღალი თვითშეფასება, ისევე, როგორც მათი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.
წარმატებული
ქალების უმეტესობა გამოსულია ოჯახებიდან, რომლებშიც ისინი უყურებდნენ თანასწორუფლებიან
მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, შრომის ტვირთს
რომ იყოფდნენ:
''მე მუდამ ვხედავდი, როგორ გეგმავდნენ
ჩემი მშობლები საოჯახო საქმეებს ერთად და მაშინ
შევიგნე, რომ ქალის სტატუსი ოჯახში ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც _ კაცის. იმავეს
თქმა შემიძლია ჩემს ბებია-ბაბუებზეც.”
თუნდაც
დიასახლისი, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე დედა საუკეთესო მაგალითია
ქალიშვილისთვის:
,,დედაჩემიც ძალიან დამოუკიდებელი,
თავდაჯერებული ქალი იყო, თანაც ძალიან განათლებული.”
დედა
ასევე იყო ამხნევებდა და აქეზებდა მათ:
,,დედისთვის მე პლანეტის დედოფალი
ვიყავი”.
მამაც
არანაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალიშვილისათვის თვითრწმენის ამაღლების საქმეში:
,,მე გავიზარდე სახლში, სადაც მამა
გახსნილი, პროგრესული ადამიანი იყო და ყოველგვარი წინააღმდეგობის გადალახვას მასწავლიდა…
ის ძალიან ამაყობდა ჩემით.”
(გაგრძელება იქნება)
ინგლისურიდან თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ანი კოპალიანმა
დარჩი „აუტსაიდერად“!




