დიაგნოსტიკური მიდგომა |
გამოყენება სწავლებისთვის |
შინაარსის საფუძველი |
ქულებით შეფასების |
კლასიფიკაცია |
კოგნიტური დიაგნოსტიკური |
მოსწავლის მიერ მცდარად გაგებული ცნებების იდენტიფიკაცია მასწავლებლის |
კოგნიტური პროცესების |
ცოდნის მდგომარეობა |
მრავალგანზომილებიანი
|
უნარ-ჩვევების |
მოსწავლეების უნარ-ჩვევებში ხარვეზების იდენტიფიკაცია, მათი |
სასწავლო გეგმის |
უნარებით აღჭურვა |
ერთგანზომილებიან |
შეცდომების ანალიზი |
კონკრეტული ამოცანების |
სასწავლო გეგმის |
დისტრაქტორების |
შეცდომებისთვის |
მოსწავლეთა მზაობის დიაგნოსტიკის მეთოდები
ჯერომ ბრუნერი და აღმოჩენებით სწავლის თეორიის მნიშვნელოვანი კონცეპტები
კოდირების სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია ასეთია:

დიდი რაგბის დასაწყისი
სასტიკი სტატისტიკა
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის როლი მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში
სასწავლო პროექტების მრავალფეროვნება
უკვე ას წელზე მეტია რაც პოპულარულია პედაგოგიურ პრაქტიკაში სასწავლო პროექტების გამოყენება. ამ მეთოდის წინ წამოწევა ჯ. დიუის სახელს უკავშირდება. იგი მიიჩნევდა, რომ „ბავშვობა ” მოზრდილობისთვის მოსამზადებელი პერიოდი როდია და რომ განათლებამ არამარტო ცოდნა უნდა მისცეს მოზარდს (რომელიც მას მოზრდილობაში დას ჭირდება), არამედ ის უნარებიც, რომელიც დღეს დაეხმარება მისი ასაკის პრობლემების გადაჭრაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლა – ეს ის ადგილია, სადაც მოზარდი რთულ გარემომცველ სამყაროში ცხოვრებას, სხვა ადამიანებთან მუშაობას, ურთიერთობებს სწავლობს და ამავდროულად ცოდნასაც შეიძენს. ამის მისაღწევად სასწავლო პროცესის ორიენტირი მოსწავლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულიინ ტერესების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა იყოს .
დღეისათვის მთელ მსოფლიოში განათლების ძირითად ამოცანას გარემომცველი სამყაროს კვლევა წარმოადგენს, რის მიხედვითაც აწყობენ სასწავლო გეგმებს. რადგან მოსწავლე და მასწავლებელი ამ გზას ერთად გადიან, აუცილებელია ამ გეგმების ისე შედგენა, რომ სასწავლო პროგრამებმა და მეთოდებმა მათი ენთუზიაზმი და ინტერესი გაზარდოს, მათ გულამდე მივიდეს და სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. ამ მიმართულებით დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ ინერგება პროექტული მეთოდით სწავლა.
ბუნებრივია, პროექტები რეალურ პრაქტიკულ საქმიანობას, ცხოვრებას უკავშირდება და მოსწავლეებს წინასწარვე ცხადად ესმით მუშაობის მიზანი. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი განახორციელებენ დაშეასრულებენ ინდივიდუალურად, ჯგუფში, მასწავლებლის თუ სხვა ადამიანების მხარდაჭერით, მათ მიერვე დამოუკიდებლად დაიგეგმება, შესრულდება, გაანალიზდება და შეფასდება. იდეალური პროექტი ისაა, რომლის შესრულებაც მრავალმხრივ ცოდნას და პრობლემების მთელი კომპლექსის გადაწყვეტას მოითხოვს. შედეგად მიიღება სინთეზური (და არა დისკრეტული)ცოდნა ( როგორც რეალურ ცხოვრებაში), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისთვის .
ჩვენს რეალობაში დღეისათვის პროექტებს ძირითადად ვიყენებთ როგორც განათლების დამატებით საშუალებას, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი მისი შეხამება აქტიურ საგაკვეთილო პროცესთან? აქ პრობლემების მთელი წყება წარმოჩინდება, როგორც სუფთა პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე საკითხები : მაგალითად, პროექტული სწავლების შეთანხმება საკლასო სამუშაოების განრიგთან და ა. შ; და ასევე თეორიული საკითხებიც – მეთოდის შესაბამისობა სასწავლო სტანდარტთან და სკოლის მატერიალურ ბაზასთან.
და მაინც, როგორიაპროექტული სწავლის პროცესი?
ზოგადად პროექტებზე მუშაობის ეტაპებიასეთი ხასიათისაა:
- მოსამზადებელი ეტაპი;
- დაგეგმვა;
- დანერგვა/ კვლევა;
- შედეგების და დასკვნების ფორმულირების ეტაპი ;
- პროექტის შედეგების მიმოხილვა და პრეზენტაცია ;
- შედეგებისადა პროექტული საქმიანობის პროცესის შეფასება.
ძირითადი აქცენტები სკოლაში სასწავლო პროექტებზე კეთდება, რომლებიც შემოქმედებითი ხასიათისაა. ხშირია ინტეგრირებული პროექტებიც (ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა, სამოქალაქო განათლება და სხვ.მსგავსი საგნების ერთობლიობა პროექტების განხორციელებისას); პროექტებს საფუძვლად უდევს რაიმე პრობლემა, რომლიდანაც გამომდინარეობს პროექტის მიზანიც და ამოცანებიც: პროექტის მიზანია პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა, ამოცანა კი მდგომარეობს მიზნის მიღწევაში. მთავარიის არის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ ფაქტებს, ააგებენ ახალ ცოდნას, და არ მიიღებენ მას მზა ფორმით მასწავლებლის მონათხრობიდან ან სახელმძღვანელოდან.ასე ხდებიან ისინი ხელახლა ცოდნის „აღმომჩენები”.
სასკოლო პროექტის მაგალითებია:
საგანი |
კლასი |
სავარაუდო თემატიკა |
ავტორი |
პროექტი |
ხელმძღვანელი/ტიუტორი |
ისტორია |
7 |
ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები. ძველი საბერძნეთის კულტურა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფის წევრები (მაგალითად, ლ .სისაური, თ. ანთიძე და ა.შ. ) |
სასწავლო პროექტი” ძველი ბერ(სახელი , გვარი) |
|
ისტორია |
7 |
შუა საუკუნეების ქალაქი და მისი მაცხოვრებლები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “ქალაქი შუა საუკუნეებში” |
(სახელი , გვარი) |
ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა |
9 |
ძველი ქართული სამართალი . „ძეგლისდება” როგორც სამართლის წყარო |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “ქართული სამართლის ისტორია”(სახელი , გვარი) |
|
ისტორია |
8 |
საზოგადოებრივი მოძრაობა XIXსაუკუნის საქართველოში |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “არ მოიძებნება წინასწარმეტყველი საკუთარ ქვეყანაში”(სახელი , გვარი) |
|
ლიტერატურა |
9 |
ილია ჭავჭავაძის შემოქმედება |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “2013წლის ლიტერატურული იუბილეები” (სახელი , გვარი) |
|
ლიტერატურა |
10-11 |
Aაკაკი წერეთლის შემოქმედება |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
პროექტის პორტფოლიო |
(სახელი , გვარი) |
ინგლისური ენა |
5 |
ხალხური შემოქმედება |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “ქართული ფოლკლორის თვითმყოფადობა და სიმდიდრე” |
(სახელი , გვარი) |
ინფორმატიკა |
11 |
სისტემები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი „გარე სამყარო – რთული სისტემების სამყარო” |
(სახელი , გვარი) |
ინფორმატიკა |
6 |
ლოგიკის საფუძვლები |
(გვარი , სახელი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “აზროვნების ანატომია” |
(გვარი, სახელი ) |
ინფორმატიკა |
10 |
მონაცემების ბაზა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
პროექტის პორტფოლიო “მონაცემების ანთოლოგია” |
(სახელი , გვარი) |
ინფორმატიკა |
10-11 |
ინფორმაციის როლი თანამედროვე საზოგადოებაში |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “ინფორმაციის როლი თანამედროვე საზოგადოებაში” |
(სახელი , გვარი) |
მათემატიკა |
7 |
პროცენტები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი “პროცენტები: მარტივად, რთულად, საინტერესოდ” |
(სახელი , გვარი) |
მათემატიკა |
6 |
ნატურალური რიცხვები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
მათემატიკა |
11 |
ალგორითმები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
პროექტის პორტფოლიო “მათემატიკა ჩვენ გარშემო” |
(სახელი , გვარი) |
მათემატიკა |
7 |
ტექსტური პრობლემების გადაწყვეტა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(გვარი, სახელი ) |
|
ფიზიკა |
9 |
ერთეულების სისტემა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
ფიზიკა |
11 |
ელექტრომაგნიტური მოვლენა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი რა(სახელი , გვარი) |
|
ბიოლოგია |
9-10 |
გენეტიკის საფუძველები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
ბიოლოგია |
8 |
სისხლის მიმოქცევის სისტემა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
გეოგრაფია |
9 |
ეკოლოგიური პრობლემები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
გეოგრაფია |
9-10 |
კლიმატური ცვლილებები. როგორ წყალს ვსვამთ? |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
უცხო ენა |
11 |
ოჯახი |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი“You, I, We – Are all happy Family” |
(სახელი , გვარი) |
უცხო ენა |
6 |
მოგზაურობის სამყაროში |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
ქიმია |
8 |
არაორგანული ქიმიის ძირითადი მახასიათებლები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
|
|||||
ქიმია |
9 |
აზოტი და მისი ნაერთები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
სასწავლო პროექტი ” პროდუქტები და კვება(სახელი , გვარი) |
|
მუსიკა |
5 |
ხალხური საკრავები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
დაწყებითი საფეხური |
4 |
გვაქვს უთვალავი ფერითა |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
დაწყებითი საფეხური |
3 |
გარესამყაროს პრობლემები |
(სახელი , გვარი) /ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
|
დაწყებითი საფეხური |
4 |
მზე და ვარსკვლავები. მზის სისტემა |
(სახელი , გვარი)/ ჯგუფი |
(სახელი , გვარი) |
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები:
პროექტი I
მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთი თვის განმავლობაში სამი პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა:
1. პროექტი„თეატრი ” – მისი შინაარსი მარტივია -მოსწავლეებმა უნდა დადგან სპექტაკლი, რომელიმე ავტორის პიესა;
2. პროექტი „მუზეუმი” – სადაც გამოიფინება ექსპოზიციები„წინა სპექტაკლიდან”;
3. პროექტი- ჟურნალის გამოშვება .
მუშაობის დასაწყისში მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას : „რა არის ჩემთვის საინტერსო : სპექტაკლში მონაწილეობა, სამუზეუმე ექსპონატებზე მუშაობა, თუ ჟურნალის შექმნა?”
არჩევნის გაკეთების შემდეგმოსწავლემიდის თეატრში და ხელმძღვანელი სთავაზობს სპექტაკლზე მუშაობის დაწყებას. რა ქნას მოსწავლემ? დას თანხმდეს? ამისთვის მან რამდენიმე პიესა უნდა წაიკითხოს, შემდეგ წაკითხული უნდა განიხილოს, იკამათოს, გაეცნოს ისტორიულ გარემოს, იმ ეპოქის ფსიქოლოგიას, გაიგოს სპეციალისტების აზრი, ჩას წვდეს რეჟისორულ ჩანაფიქრს, დაეუფლოს მსახიობის ოსტატობას (მინიმალური დოზით მაინც), ისწავლოს როლი, იაროს რეპეტიციებზე,შეიკეროს კოსტიუმი, დაამზადოს აფიშები, გაასაღოს ბილეთები, მოიწვიოს სტუმრები…და ა.შ. საქმე თანდათან იზრდება და დასასრული აღარ უჩანს. სამაგიეროდ მათი გადაწყვეტისას მოსწავლეს უფართოვდება ცოდნა,ღრმად ეცნობა ისტორიას, ლიტერატურას, ფსიქოლოგიას, სამსახიობო ხელოვნებას, მხატვრობას, რეკლამირებას,მარკეტინგის წესებს და ა.შ. ცხადია, შეიძლებოდა, რომ პროექტი შეცვლილიყო ცალკეული გაკვეთილებით: ისტორიის გაკვეთილზე შეესწავლათშესაბამისი ეპოქის ისტორია, ლიტერატურის გაკვეთილზე – განეხილათ პიესა, ხატვის გაკვეთილზე – დაეხატათ აფიშები და ა.შ. მაგრამ მას არ ექნებოდა ის, რის გამოც მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობა ძალიან ნაყოფიერი, სასიამოვნო და პროდუქტული იქნებოდა.
საბოლოო ჯამში მოსწავლეები მოამზადებენ სპექტაკლს და ამავე დროს სპექტაკლისრეკვიზიტებისგან მიიღებენ სამუზეუმე ექსპონატებსდა ამ ყველაფრის შესახებდაწერენ სასკოლო ჟურნალში.ასე რომ პროექტის მიზანი საკმაოდ პრაგმატულიც გამოვიდა,განათლებახომ იმდენადაა სასარგებლო, რამდენადაც მისი საშუალებით შეგვიძლია ამა თუ იმ ცხოვრებისეული(ან უბრალოდ – საინტერესო) ამოცანის გადაწყვეტა (მართალია, ზოგადად განათლება დამოუკიდებელი ღირებულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ეს ის სიმაღლეა, რომელზედაც ნაბიჯ -ნაბიჯ ადიან).
პროექტების მეთოდიჰუმანიტარული საგნების გარდა სხვა სასწავლო დისციპლინებისთვისაც ხელსაყრელია( მათემატიკის, ფიზიკის, გეომეტრიის და სხვა საგნებისთვის). მაგალითად,ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მათემატიკის ამოცანების ამოხსნა ბავშვებსთავიდან ეხალისებათ,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბეზრდებათ და უხალისოდ მუშაობენ.ამ დროს მასწავლებელს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს შემდეგი პროექტი:
პროექტი II – „შეადგინე ამოცანა”:
ამ პროექტის პირველი ნაწილისიდეაა,რომ მოსწავლეებმა თავად შეადგინონ ამოცანები, სავარჯიშოები,რითაც გაიღრმავებენ და შეამოწმებენ თავიანთ ცოდნას, ამოარჩევენ საუკეთესო სავარჯიშოებს,ამოხსნიან მათ, განსაზღვრავენ ამოცანის სირთულის დონეს, მოამზადებენ ილუსტრაციებს,გამოსცემენ კრებულს ან წიგნს და ა.შ .იდეის მეორე ნაწილი კიდევუფრო პრაგმატულია -ის, რაც მოსაწყენი იყო ბავშვებისთვის ,ახლა, შემოქმედებითი საქმიანობის წყალობით, სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო პროცესში გადაიზარდა.
პროექტი III -„დიდი რბოლა”:
მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს მიკროავტობუსის მოდელი, რომლითაც მთელი კლასი აღფრთოვანებულია. მასწავლებელი სთავაზობთ : „მე ყველას ვასწავლი ასეთი მოდელების გაკეთებას. როდესაც ის თქვენი გემოვნებითდამზადდება,მოვაწყოთ „დიდი რბოლა”. მაგრამ სანამ მოდელს დაამზადებდეთ,უნდა ისწავლოთ ხაზვა…” მალემთელი კლასი ჩაერთვება საქმიანობაში, ანუ გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიაში, ხაზვაში, ხატვაში, მათემატიკურ კომპოზიციებში და ა. შ.
პროექტების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ბევრად უადვილდებათ იმ პრობლემების გადაწყვეტა, რასაც ჩვეულებრივ საგაკვეთილო საქმიანობაში აწყდებიან (უპირველესად უმაღლდებათმოტივაცია) და ესაა პროექტული სწავლების „ გამარჯვებაც” – იგი ხელს უწყობს საგანმანათლებლო კულტურის ზრდას, აერთიანებს ცოდნას და პრაქტიკას, ხელს უწყობს იდეების დაბადებას და რეალიზაციას და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფას .
მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება
მეკობრე თუ ნამდვილი მანდილოსანი?
ძველი, გვერდებგაყვითლებული
წიგნი, რომელიც მუხლებზე მიდევს და ფრთხილად ვფურცლავ, ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია.
„პეპი გრძელიწინდა”, რომელიც ასტრიდ ლინდგრენმა თავისი 7 წლის გოგონას, კარინის შესაქცევად
შეთხზა, უკვე მრავალი წელია, უამრავი ბავშვის ფანტაზიებსა და ცხოვრებას ცვლის მთელ
მსოფლიოში.
ყველაზე გამბედავი, მამაცი
და ძლიერი პატარა გოგოს ისტორია სინამდვილეში გაცილებით სევდიანია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ.
ლინდგრენი ახერხებს, არ შეგვაცოდოს დედ-მამის გარეშე დარჩენილი პეპი, რომელსაც მაიმუნისა
და ცხენის გარდა არავინ გააჩნია. „უწინ პეპის მამა ჰყავდა და ძალიანაც უყვარდა. ოდესღაც
დედაც ჰყოლია, მაგრამ სულ აღარ ახსოვს… პეპი დარწმუნებულია, რომ დედამისი ცაში ცხოვრობს
და ჭუჭრუტანიდან დასცქერის თავის გოგოს, ამიტომ ხშირად იხედება მაღლა, ხელს უქნევს
დედას და ამშვიდებს:
– ნუ გეშინია, დედა,
მე არ დავიკარგები!”
„მე არ დავიკარგები”
– ჩემთვის ეს სიტყვები მთელი წიგნის გასაღებია. მეტი რა უნდა თქვას პატარა გოგომ, რომელიც
საკუთარი თავის იმედად ცხოვრობს, ან რა შეიძლება იყოს საკუთარი და მშობლების სახელით
ამ დანაპირების შესრულებაზე უფრო დიდი გამბედაობა?
ბავშვობაში მე ყოველთვის
ანიკა ვიყავი, ჭრელი, ლამაზი კაბებით, დამჯერი და მოწესრიგებული. ოღონდ მე დედისერთა
ანიკა გახლდით, რომელსაც მეზობელ ბავშვებთან თამაში მაინცდამაინც არ ჰყვარებია. ყოველთვის,
როცა „პეპი გრძელიწინდას” ვკითხულობდი, ვნატრობდი, ერთ დღეს ჩვენს სიახლოვესაც გადმოსახლებულიყო
უცნაური, წითელთმიანი გოგო.
მაშინ წარმოდგენა არ
მქონდა, რა არის ფემინიზმი. მოგვიანებითაც, როცა ამ სიტყვის მნიშვნელობა გავიგე, პეპი
ნამდვილად არ ყოფილა პირველი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გამახსენდა. დღეს, მრავალი
წლის შემდეგ, როცა გაყვითლებულ, დროისგან ფურცლებდამდნარ წიგნს ვშლი, სულ სხვა ტექსტს
ვკითხულობ, სულ სხვა ამბებით, უამრავი დეტალით, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და გაცილებით
დიდი იდეებით, ვიდრე ადრეულ ასაკში წარმომედგინა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო
საბავშვო მწერალი თავის წიგნში სრულიად არასაბავშვო კითხვებსაც სვამს, კითხვებს, რომლებიც
შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, დროდადრო გვახსენებს თავს.
„- …ნუთუ არ გინდა,
გახდე ნამდვილი მანდილოსანი?
– ფრეკენ, მე ხომ უკვე
გადავწყვიტე, მეკობრე ვიქნები-მეთქი, – პეპი ჩაფიქრდა, – როგორ გგონიათ, ფრეკენ, შემიძლია,
ერთდროულად მეკობრეც ვიყო და ნამდვილი მანდილოსანიც?
მასწავლებელი, რა თქმა
უნდა, ფიქრობდა, არაო.
– რომელი ავირჩიო, აღარ
ვიცი, მეკობრეობა ჯობია თუ ნამდვილი მანდილოსნობა, – აწუწუნდა ნაღვლიანი პეპი”.
რას ვაკეთებთ უფროსები,
როცა შვილებს და მოსწავლეებს მოვუწოდებთ, იყონ პრინცესები, დედოფლები, ნამდვილი მანდილოსნები?
არის თუ არა ეს მხოლოდ ბიძგი იმისა, რომ კარგად მოიქცნენ, ზრდილობიანად მოეპყრონ გარშემო
მყოფებს, თავისუფლებასა და თავხედობას შორის ზღვარი არ დაკარგონ? ვფიქრობ, არა. ჩვენი
მოწოდებებით და მითითებებით მათ ცხოვრების გარკვეული წესისადმი ლტოლვას ვუნერგავთ,
ვასწავლით, სტერეოტიპებს დაემორჩილონ, გააკეთონ ის, რასაც მათგან საზოგადოება მოელის.
ან რა არის საგანგაშო იმაში, რომ გოგონა ოცნებობდეს მეკობრეობაზე, ზღვაზე მოგზაურობაზე,
განძის პოვნასა და სიმდიდრის სხვებისთვის განაწილებაზე, თუ ოჯახური სადილები და ჩაის
ცერემონიალები არ იზიდავს?
და სანამ ჩვენ ბავშვების
აზროვნების დავარცხნითა და დალაგებით ვართ დაკავებული, ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად
კითხულობენ ლინდგრენს, კითხულობენ ისტორიებს წითელთმიან გოგოზე, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა,
არც პოლიციელებს დააჩაგვრინოს თავი და არც ქურდებს, უბნის აბეზარი ბიჭებისგან სხვაც
დაიცვას და საკუთარი თავიც, საკუთარ დაბადების დღეზე დაუნანებლად დაარიგოს საჩუქრები,
ტკბილეულით გაუმასპინძლდეს თანატოლებს, რომლებიც საკონდიტროს ფანჯრებს გაფართოებული
თვალებით შესცქერიან, გოგოზე, რომელიც არ გამოირჩევა საუკეთესო მანერებით, მაგრამ,
სამაგიეროდ, სიკეთის კეთების იშვიათი უნარი აქვს.
„ – სწორედ ამისთვის
მოვედით ამქვეყნად, – განაგრძობდა მასწავლებელი, – ადამიანები, რომ ერთმანეთს კეთილი
საქმით დავეხმაროთ.
პეპიმ ყირა გაჭიმა ცხენის
ზურგზე, ფეხები ჰაერში ააფართხალა.
– მე მხოლოდ მაგისთვის
ვცოცხლობ! – დაიძახა პეპიმ, – მაგრამ სხვები, საინტერესოა, სხვები რისთვის ცხოვრობენ?”
პეპი იმ ძალის განსახიერებაა,
რომელიც ქალის ბუნებაში ბავშვობიდანვე არსებობს, განურჩევლად იმისა, უნდათ თუ არა ადამიანებს
ამის დაჯერება. ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიო თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შლის ზღვარს
მამაკაცურ და ქალურ ცხოვრების წესს, პროფესიებს, უფლებებსა და მოვალეობებს შორის და
ამაში ალოგიკური არაფერია. ცივილიზებულ საზოგადოებაში აღარავის სჭირდება მტკიცება,
რომ გამბედაობა, წინსვლის სურვილი, ძალა, წარმატება, არათუ აკნინებს ქალს, არამედ პირიქით.
დრო გავა და ერთ დღეს
ალბათ მეც მოვისმენ კითხვას ჩემი შვილისგან, შეიძლება თუ არა, ერთდროულად იყო მეკობრე
და ნამდვილი მანდილოსანი. პასუხი მზად მაქვს: დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება!