ბედი მასწავლებლისა
ფოლკლორის ინტერპრეტაცია
საქმე არის ასე:
სხვაგან წავიდეთ:
ეგებ ის სცენა, არაერთ ზღაპარში, ქალი დევის სულის საამებლად ბოძს რომ ყვავილებით რთავს და მერე ცეკვავს – ეროვნული სტრიპტიზის ჩანასახია? – ახლა არ მითხრათ, ეს მეოცე საუკუნის პროდუქტიაო, ახლა არა – მერე მითხარით.
მოკლედ, ზომის გაღმა ვიმკრეხელე, ცამდე ვაწვდენდი ხელებს, ღრუბლებამდე ავედი და ბოლოს ძილში დავეცი. ახლა მიწაზე ვარ. აქ. თქვენთან. მაგრამ სხვაგვარად მაინც არ ძალმიძს.
უნდა განვაცხადო: ქართული ლიტერატურა, მიუხედავად არნახული მასალისა, ფოლკლორის ინტერეპრეტაციას კეთროვანივით გაურბის. ერთი-ორ გამონაკლისზე ნუ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ხელოვნების ფრაგმენტულობას ადასტურებს. ხანდახან ჩვენებური ავტორები სიუზან ზონტაგთან (ეს მართლაც რომ საინტერესო ქალი, ინტერპრეტაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა ახალგაზრდობაში) შეთქმულები მგონია. დაუსწრებლად შეთქმულები, თორემ იმსიგრძე ესეს მაგათ რა წააკითხებდა. აბა, რას უნდა მივაწეროთ, სამონასტრო კედლებზე ამონაკაწრი უნებლიე შედევრი – „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის… რა ლამაზი იყავი ბიჭო” – ინტერპრეტაციის თავბრუდამხვევ შესაძლებლობას რომ იძლევა – აქამდე ერთი ავტორის ერთ ნელ-თბილ ლექსს გამორჩა.
ვიღაცას ინტერპრეტაცია მაინცდამაინც ეპატაჟური ტექსტები ჰგონია (იხილეთ მეოცეს მიწურული და აგერ ჩვენი ოცდამეერთე), ზოგს ლექსებში ასფურცელას და ცისკარას ხსენება (გაეცანით ქართული პოეზიის ანთოლოგიებს, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან). მოკლედ…
გია დვალი – ჩვენ ვემსახურებით ცოდნის გადაცემას
ცნობილი ფიზიკოსი გიორგი დვალი,რომელიც ლუდვიგ მაქსიმილიანის, მაქს პლანკისა და ნიუ–იორკის უნივერსიტეტებსა და CERN-ში მოღვაწეობს, ჩვენი სტუმარია.
ნატო ინგოროყვა
ჩვენ ვემსახურებით ცოდნის გადაცემას
ცნობილი ფიზიკოსი გიორგი დვალი, რომელიც ლუდვიგ მაქსიმილიანის, მაქსპლანკისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებსა და CERN- ში მოღვაწეობს, ჩვენი სტუმარია.
ბატონო გია, ბავშვობიდან დავიწყოთ: სად სწავლობდით? რომელი სკოლა დაამთავრეთ? თქვენი პროფესიის არჩევაში სკოლისა და მასწავლებლის მნიშვნელობაზეც გვითხარით.
თბილისის 55-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. არაჩვეულებრივი მასწავლებლები მასწავლიდნენ. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ვინმე რომ არ გამომრჩეს. განსაკუთრებით კარგი მასწავლებლები მყავდა საბუნებისმეტყველო საგნებში და, ბუნებრივია, მათმა საინტერესო გაკვეთილებმა ინტერესი გამიღრმავა. ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, გავიმეორებ, რომ სკოლასა და მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ პროფესიის არჩევისას. მასწავლებელს შეუძლია დაგაინტერესოს თავისი საგნით და შეგაყვაროს ის.
მოზარდებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლის დაბალი მოტივაცია აქვთ. დღეს, ცოტა არ იყოს, განელებულია. რა გზით შეიძლება მასწავლებელმა მოზარდს ამ საგნებისადმი ინტერესი გაუღვივოს?
აუცილებელია საგნების სწავლებისადმი კომპლექსური და სტანდარტიზებული მიდგომა. არ შეიძლება, სასწავლო პროცესი მთლიანად და მხოლოდ მასწავლებელზე იყოს მინდობილი. პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად მნიშვნელოვანია საინტერესო და თანამედროვე სახელმძღვანელო. როცა საგნის სწავლება კომპლექსურად მიმდინარეობს, ანუ არსებობს სტანდარტი, გვაქვს კარგი სახელმძღვანელო და გვყავს პროფესიონალი მასწავლებელი, შედეგი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, არიან გამონაკლისები – მასწავლებლები, ყველანაირ პირობებში რომ ახერხებენ შედეგის მიღებას, მაგრამ სისტემას გამონაკლისებზე ვერ გავთვლით. მასწავლებელი უნდა იცნობდეს სტანდარტს და იცოდეს, რა მოეთხოვება მას, რას მოელიან მისგან.
განათლების სამინისტროს განსაკუთრებული როლი აკისრია ამ სტანდარტების განსაზღვრასა და განვითარებაში. მასწავლებელს რაც შეიძლება მეტი დამხმარე სახელმძღვანელო უნდა ჰქონდეს და აგრეთვე შესაძლებლობა, რეგულარულად აიმაღლოს კვალიფიკაცია, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბავშვებს ინტერესს უღვივებს კლასგარეშე აქტივობები: ექსკურსიები მუზეუმებში, ლაბორატორიებში, გასვლითი გაკვეთილები, კარგია მეცნიერთა და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა და ხშირი შეხვედრები. ამ პროცესში მასწავლებელი წამყვანი ფიგურაა. მისი ენთუზიაზმი და ცოდნის განახლების სურვილი მოსწავლეებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.
თქვენ ხშირად მოგზაურობთ, რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობთ, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კუთხით. აქვე გკითხავთ: როგორც მშობელი, რამდენად ხართ ჩართული თქვენი შვილების სასკოლო ცხოვრებაში?
სკოლებთან ურთიერთობის არც
ისე მდიდარი გამოცდილება მაქვს – უნივერსიტეტებში ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან და ზოგადი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, მაქვს. როგორც მშობელს, მინდა მჯეროდეს, რომ სკოლაში ჩემი შვილი სათანადო განათლებას იღებს. მშობელი შვილის განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის სწორი გეზის მიმცემია. ჩემი შვილების სკოლაშიც წამიკითხავს ლექცია ბავშვებისთვის. არა მხოლოდ მე – სხვა მშობლებიც მონაწილეობენ ასეთ აქტივობებში და ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვები უკეთ ეცნობიან მშობლების საქმიანობას.
თქვენ სემინარების ციკლი ჩაატარეთ ქართველი პედაგოგებისთვის. მიგვაჩნია, რომ ფიზიკის მასწავლებლებისთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა ასეთი შეხვედრები?
ჩვენ მეცნიერების პოპულარიზაციას ვეწევით. დამეთანხმებით, რომ მეცნიერული მიღწევების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. ის, რასაც დღეს ვიღებთ როგორც მოცემულობას, მეცნიერთა დიდი შრომის, ღვაწლისა და გამოცდილების შედეგია.
ფუნდამენტური მეცნიერება ცალკე ვერ იარსებებს. მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მეცნიერების გავრცელება აუცილებელია– ამით მეცნიერება საკუთარ თავსაც უჭერს მხარს. ჩვენ ხომ ცოდნის გადაცემას ვემსახურებით. ეს ჯაჭვი: მოსწავლე–მასწავლებელი–მეცნიერი – არ უნდა გაწყდეს. ის ცოდნა,რაც გამოცდილების შედეგად დაგროვდა, უნდა გადავცეთ და იდეალურ შემთხვევაში განვავითაროთ კიდეც.
ფიზიკა ისეთი საგანია, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს ადამიანს, ეხმარება მას მიზეზშედეგობრივი კავშირების განსაზღვრაში. ნებისმიერ ადამიანს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, ეს უნარები სჭირდება და გამოადგება.
ჩემი დღევანდელი ლექციის თემა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია იყო. შევეცადე, ამეხსნა მასწავლებლებისთვის, როგორ შეიძლება სასკოლო პირობებში, იმ ინსტრუმენტებით, რაც ნებისმიერ მასწავლებელს აქვს, ვთქვათ, ნიუტონისეული მექანიკით, გააგებინონ და აუხსნან მოსწავლეებს კოსმოგოლოგიის რაობა.
საინტერესო იქნებოდა ჩვენი მასწავლებლებისთვის თქვენგან დატოვებული გზავნილი...
მასწავლებლის პროფესია იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ძნელია ერთი ძირითადი გზავნილის დატოვება. რა თქმაუნდა, მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ცოდნის მიცემა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივება. მთავარია, მასწავლებლებმა ენთუზიაზმი შეინარჩუნონ და თვითგანვითარებაზე იზრუნონ.
თეორიები სააზროვნო-შემეცნებითი პროცესების შესახებ
ვითვალისწინებთ მკითხველის ინტერესს და გთავაზობთ წერილს სააზროვნო-შემეცნებითი (კოგნიტური) პროცესების შესახებ არსებულ თეორიებზე
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს ყურადღებიანი
პირველ რიგში, ყურადღების მრავალი განმარტებიდან ერთ–ერთს შემოგთავაზებთ: გონების რაღაცისადმი მიმართვის აქტი ან მდგომარეობა.
სპორტი, შეზღუდული შესაძლებლობები და მისი მომავალი საქართველოში
წიგნები და გემოები
დაუდუმებელი ხმა: ფოლკნერიდან ალექსიევიჩამდე
– ასე მგონია, მე კი არა, ჩემს შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა.

მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები
მშობლებისა და შვილებისათვის
მშობლებისა და შვილების ურთიერთობები ამოუწურავი თემაა. ერთმანეთისაგან ყველა განვსხვავდებით, ყველა ოჯახს ურთიერობების თავისი წესები აქვს და ძალიან ძნელია ზოგადი (ყველაზე მორგებული) რჩევების შეთავაზება. თუმცა არსებობს რაღაც საერთო, რაც დაგაფიქრებს და მშობლობის ტვირთს შეგიმსუბუქებს. ხვდები, რომ მარტო არ ხარ – სხვა მშობლებიც შენსავით წვალობენ და კითხვებზე პასუხს ეძებენ.




