მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს სკოლის დირექტორის სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა თუ კომპეტენციებს და წარმოადგენს სტანდარტის გზამკვლევს.
დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის
მწერლის შურისძიება
ავტორი: მაია ჯალიაშვილი
მეიოზის შესწავლა მცენარეებში და მისი გამოყენება კვლევითი პროექტის განხორციელებისას
მეიოზი სქესობრივი გამრავლების ციტოლოგიური საფუძველია, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს დიფერენცირებული სასქესო გამეტების ჩამოყალიბება და განაყოფიერება ზიგოტის წარმოქმნით.
მეიოზის პროცესის შესწავლა მიტოზთან შედარებით რთულია. მოსწავლეებს უჭირთ მეიოზის ფაზების ამოცნობა, განსაკუთრებით –პირველი და მეორე დაყოფის ფაზებისა, მათი თავისებურებების გარჩევა და გენეტიკური როლის დასაბუთება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე, ბიოლოგიის სწავლება მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებას ითვალისწინებს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს (ბიოლ. IX. 2) კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და შეფასება.
მეიოზის შესწავლა შეიძლება მიკროსპოროგენეზის დროს მიკროსპორის დედა უჯრედში. კვლევის ობიექტად სამტვრე პარკის გამოყენება მოხერხებულია, რადგან იგი მოიცავს მიკროსპორის ფორმირების ყველა ეტაპს. მასალის აღება უნდა მოხდეს ყოველ მე-5 დღეს ყვავილობის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღებულ მასალას ვაფიქსირებთ კარნუას მოდიფიცირებულ ფიქსატორში (რომელიც შეიცავს 2 წილი სპირტისა და 1 წილი ყინულოვანი ძმარმჟავას ნარევს), სულ მცირე, 24 საათით.
პრეპარატის მომზადების წინ დაფიქსირებულ მასალას ვრეცხავთ გამოხდილი წყალით და დასარბილებლად ვათავსებთ რკინა ამონიუმის 2%–იან შაბის ხსნარში. 3-4 საათის შემდეგ მასალა ისევ ირეცხება გამოხდილი წყლით და იღებება აცეტოკარმინის ან ჰემატოქსილენის საღებავით (სასურველია, მასალა საღებავში 3-4–დან 24 საათამდე გავაჩეროთ). მაცერაციის მიზნით საღებავში მოთავსებულ მასალას ვადუღებთ სპირტქურაზე დაახლოებით 3-5 წუთს.
1. მოსწავლე იცნობს უჯრედის აგებულებას, იცის მეიოზური გაყოფა, ამიტომ პრეპარატებზე უნდა შეძლოს მეიოზის თითოეული ფაზის ამოცნობა, პირველი და მეორე მეიოზისთვის დამახასიათებელი თავისებურებების დადგენა და მეიოზის მარტივი მოდელის შექმნა.
2. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ცდის მიზანს და უსვამს კითხვებს: სად მიმდინარეობს მეიოზი? რა ყალიბდება მეიოზური დაყოფის შედეგად? რამდენ ქრომოსომას შეიცავს გამეტა? რით განსხვავდება ერთმანეთისგან უჯრედის მიტოზური და მეიოზური დაყოფა? რა არის ბივალენტი და კროსინგოვერი? რამდენი ქრომატიდისგან შედგება ქრომოსომა პირველი და მეორე მეიოზური დაყოფის პროფაზაში, მეტაფაზასა და ანაფაზაში?
3. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჩაიხატონ რვეულში მეიოზის ფაზები და ცხრილში აღრიცხონ პირველ და მეორე ანაფაზაში ნანახი ქრომოსომული აბერაციები – ხიდაკები, ფრაგმენტები, რგოლები, ცალკეული, ჩამორჩენილი ქრომოსომები.
4. პირველი მეიოზური დაყოფის მეტაფაზაში მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს ბივალენტების, უნივალენტების (ერთეული შეუწყვილებელი ქრომოსომების) და პოლივალენტების გარჩევა.
6. მეორე მეიოზური დაყოფა მიტოზის მსგავსია, ამიტომ მოსწავლეებს ცალკეული ფაზების ამოცნობა და თითოეული მათგანის თავისებურებათა დადგენა აღარ უჭირთ.
პრეპარატის სრული დათვალიერების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ასანთის ღერებს, ძაფებს, მუყაოს ფურცლებს, პლასტილინს და სთხოვს, მეიოზის მოდელი დაამზადონ. სასურველია, მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფებად და მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. მათ უნდა შეძლონ მიტოზისა და მეიოზის ცალკეული ფაზების მსგავსება–განსხვავებათა გარჩევა. იმავდროულად, მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ანიმაციებს მეიოზის შესახებ, რაც მათ მასალის უკეთ გაგება–გააზრებაში ეხმარება, ზრდის სწავლის მოტივაციას და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.
მეიოზის შესწავლის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს პროექტი, რომელიც მაღალი (მე-10, მე–11, მე–12) კლასის მოსწავლეებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო. კვლევა შეიძლება წარიმართოს, მაგალითად, ყვავილობის პერიოდში მეიოზის ინტენსივობის (ან ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრის) შესწავლის კუთხით.
აქტივობა 1. ლიტერატურის შეგროვება მეიოზის მნიშვნელობაზე სელექციასა და ფორმათწარმომქმნელ პროცესებში (დრო – ერთი თვე)
აქტივობა 2. ცდის ობიექტის შერჩევა (მასწავლებლისა და მოსწავლის სურვილის მიხედვით)
აქტივობა 3. მასალის სწორად აღება და დაფიქსირება (დრო – ერთი თვე; მასობრივი ყვავილობის პერიოდი)
აქტივობა 4. პრეპარატების მომზადება და დათვალიერება მიკროსკოპით, თითოეული ფაზის თავისებურებათა აღწერა (დრო – ფიქსირებულ პრეპარატებზე მოსწავლემ შეიძლება იმუშაოს 5-6 თვე)
ა) მეტაფაზაში უნივალენტების აღრიცხვა, რადგან მათი უთანაბრო განაწილება პოლუსებზე სხვადასხვა ქრომოსომული შემადგენლობის გამეტების წარმოქმნას განაპირობებს, რაც საბოლოოდ ანეუპლოიდი ფორმების ჩამოყალიბებას იწვევს;
ბ) ანაფაზაში ქრომოსომული აბერაციების აღრიცხვა (ხიდაკები, ფრაგმენტები, რგოლები, ცალკეული ჩამორჩენილი ქრომოსომები). ეს საინტერესოა სელექციური თვალსაზრისით (საკითხის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სელექციისა და ფორმათწარმომქმნელი პროცესების გასაანალიზებლად);
გ) აღნიშნული გამოკვლევები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ მეიოზის ინტენსივობა მასობრივი ყვავილობის პერიოდში და კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდნენ მუტაციების როლს მცენარეთა სელექციასა და ფორმათწარმომქმნელ პროცესებში.
ამგვარი კვლევები მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორც პროექტგაკვეთილის, ისე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და საკონფერენციო ნაშრომისთვის.
კვლევითი სახის დავალებები და პროექტები მოსწავლეებს საკითხის ერთიანობაში განხილვის და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის საშუალებას აძლევს. მათ უყალიბდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა კვლევის საგნისა და ეტაპების განსაზღვრა, ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება, მონაცემების ინტერპრეტაცია.
tpdc.ge – კატალოგი
- ეფექტური სწავლება სკოლაში – რ. მარზანო;
- პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი – ჯ. თერნბული;
- ინტერკულტურული განათლება;
- მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
- ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო;
- რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას (ფილმი და სახელმძღვანელო);
- კლასის მართვა (ფილმი და სახელმძღვანელო);
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
- ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მასწავლებლებისთვის
- სტატიები განათლების საკითხებზე
- ”კითხვის ეფექტური მეთოდები”გზამკვლევი
სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი
სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი შეიქმნა სკოლის დირექტორების დასახმარებლად, რათა დირექტორმა მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად შეძლოს, სკოლა წარმატებული გახადოს. სახელმძღვანელოში განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. დირექტორებს ვთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისათვის, როგორ გახდეს სკოლა სწავლისა და მუშაობისათვის უსაფრთხო. სახელმძღვანელოში სკოლის დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში გაეცნობით ასევე რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად.
კითხვის ეფექტური მეთოდები 2 (სასწავლო-მეთოდური ფილმი და მისი გზამკვლევი)
”კითხვის ეფექტური მეთოდები 2” (ფილმი და მისი გზამკვლევი) აერთიანებს კითხვის უნარების განმავითარებელ 4 მეთოდს და ერთ აქტივობას/მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შემოქმედებითად ორგანიზებას. ფილმში წარმოდგენილია ე.წ. მუშა, სამუშაო გაკვეთილები, რომელიც ნათლად აჩვენებს მეთოდის სტრუქტურას და განხორციელების საფეხურებს, ხოლო გზამკვლევში მოცემული თეორიული მასალა წარმოდგენს ამა თუ იმ მეთოდის კონცეფციას.
ფილმი და გზამკვლევი დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაში. მოცემული რესურსის გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ასევე, იგი წარმოადგენს ეფექტურ სატრენინგო მასალას.

























