ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025
4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

მეცნიერული კვლევის უნარების განვითარება ბიოლოგიის სწავლების პროცესში

0

მოგეხსენებათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, განუვითაროს მოსწავლეებს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები: დაკვირვება, აღწერა; კვლევის საგნისა და ეტაპების განსაზღვრა; კვლევის მონაცემების აღრიცხვა; კლასიფიკაცია; სიდიდეების/ცვლადების გაზომვა; მონაცემების ინტერპრეტაცია; განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა; ცდის დაგეგმვა; ცდის ჩატარება; მონაცემთა ანალიზი და შეფასება; მოდელის შექმნა და გამოყენება.

ამ უნარ-ჩვევების განსავითარებლად ყველაზე ეფექტური ხერხია ცდა/ექსპერიმენტი.
შეგახსენებთ ექსპერიმენტის ძირითად ეტაპებს:

პრეზენტაციის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0
ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის პედაგოგს საშუალება აქვს გამოიყენოს მრავალფეროვანი აქტივობები,რომელიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებში აღძრას ცნობისმოყვარეობა და გაუღვივოს ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ერთ-ერთი საინტერესო აქტივობაა ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რომელიც უფრო ნათელსა და თვალსაჩინოს ხდის საგაკვეთილო მასალას, ხელს უწყობს ცოდნის სისტემაში მოყვანას და უზრუნველყოფს ათვისების მაღალ დონეს. შემოთავაზებული პრეზენტაცია „ცენტრალური ნერვული სისტემის აგებულება და ფუნქცია” დაეხმარება პედაგოგს ახსნას გაკვეთილი ანატომიაში (განსაკუთრებით მე-9 კლასში).

შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
„2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.) ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები.”

ექსპერიმენტის მნიშვნელობა ბიოლოგიის სწავლებაში

0

ცდა, ექსპერიმენტი სწავლების ერთ-ერთი რთული და შრომატევადი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ (შევისწავლოთ) ესა თუ ის მოვლენა და დავადგინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. პრაqტიკაში ამ მეთოდის გამოყენება პედაგოგს საშუალებას აძლევს, ერთდროულად შეასრულოს რამდენიმე ამოცანა, კერძოდ:

  1. გამოიყენოს ექსპერიმენტის ფართo შესაძლებლობა მოსწავლეთა სწავლების, აღზრდისa და განვითარებისთვის, ხელი შეუწყოს მათ ცოდნის მიღებაში, გაღრმავებაში, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებასა და სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ცდის ჩატარებისა და მისი შედეგების გამოყენებისას მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და იძენენ ჩვევებს, რწმუნდებიან ბიოლოგიური მოვლენების მატერიალისტურ თვისებაში, პრაქტიკულად ამოწმებენ თეორიული ცოდნის სიზუსტეს, სწავლობენ მონაცემების გაანალიზებას, შედარებას და დასკვნების გამოტანას. ძნელი წარმოსადგენია უფრო ეფექტური მეთოდი, ხელს რომ უწყობდეს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აჩვევდეს მათ მეცნიერული სტილით აზროვნებას და საქმისადმი შემოქმედებით მიდგომას.
  2. ექსპერიმენტული სამუშაოები ააქტიურებს მოსწავლეთა შემეცნებით და შემოქმედებით აზროვნებას; მოსწავლეები უშუალოდ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
  3. ექსპერიმენტული სამუშაოები აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეები კვლევით სამუშაოებში ჩავრთოთ. კვლევით სამუშაოებს დადებითი შედეგი მაშინ მოაქვს, როდესაც ტარდება მეთოდურად სწორად და მოსწავლეები ხედავენ თავიანთი შრომის შედეგს.

ბიოლოგიური ექსპერიმენტი/ცდა აუცილებლად უნდა იყოს:

. ხელმისაწვდომი;

. თვალსაჩინო/აღქმადი;

. შემეცნებითი ღირებულების მქონე.

ექსპერიმენტის/ცდის ჩატარებამდე მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ მისი მიზანი, ვასწავლოთ ჩატარების ტექნიკა, ობიექტზე ან პროცესზე დაკვირვება, მონაცემების შეკრება და შედეგების ფორმულირება. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ცდა ხანგრძლივია და ერთი გაკვეთილის ფარგლებში არ ეტევა. მათი შესრულებისას, შედეგების განჭვრეტისა და ფორმულირებისას საჭიროა პედაგოგის დახმარება. პირველ მეცადინეობებზე, ვიდრე მოსწავლეებს არ გააჩნიათ ცდის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა, პედაგოგი ატარებს სადემონსტრაციო ცდას. ამ დროს მოსწავლეებში აქტიურდება დაკვირვებისა და კვლევის პროცესები, რაც მიმართულია ცდის არსის გააზრებისკენ, შედეგების ფორმულირებისკენ კითხვებზე პასუხის გაცემის გზით. მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად იზრდება ცდის ჩატარებისას კვლევითი და დამოუკიდებელი მუშაობის წილი.

ცდის მნიშვნელობის გასააზრებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ, ცდის მიზნისა და ჩატარების ტექნიკის განსაზღვრას, კითხვების ფორმულირებას, რაც ხელს შეუწყობს ცდის არსის გამოვლენას (გაგებას), დასკვნების ფორმულირებას. მოსწავლეები უნდა ხედავდნენ როგორც საწყის მონაცემებს, ისე ცდის საბოლოო შედეგს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სადემონსტრაციო ცდას როგორც მასწავლებლის მონათხრობის თვალსაჩინო ილუსტრაციას, ის უდიდეს ეფექტს იძლევა საუბართან ერთად, რომელიც მოსწავლეს ცდის შედეგების გააზრების საშუალებას აძლევს. განსაკუთრებული შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ცდებს, რომლებშიც მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობენ. ამ დროს მათ უვითარდებათ უნარები, რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესასწავლად უმნიშვნელოვანესია, კერძოდ:

  1. პრობლემის/საკვლევი ობიექტის განსაზღვრა;
  2. ვარაუდის/საკვლევი ობიექტის განსაზღვრა;
  3. ცდის/ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო მასალებისა და მოწყობილობების მომზადება;
  4. სამუშაო პროცედურა და მისი მსვლელობისთვის თვალყურის დევნება;
  5. მონაცემთა აღრიცხვა/ჩანიშვნა;
  6. მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  7. ვარაუდის შემოწმება და დასკვნების გამოტანა;
  8. პრაქტიკული გამოყენების/შესაძლებლობის, დანიშნულების განსაზღვრა.

ცდის მიმდინარეობასა და შედეგებს რვეულში/ჟურნალში იწერენ. ჩანაწერს შესაძლოა ჰქონდეს, მაგალითად, ცხრილის სახე:

N ცდისდასახელება ცდის დაწყებისთარიღი/დაწყებისდრო ცდის დასრულებისთარიღი/დასრულებისდრო ცდისშედეგი შენიშვნა

ცდის დასახელებაცდის დაწყების თარიღი/დაწყების დროცდის დასრულების თარიღი/დასრულების დრო ცდის შედეგიშენიშვნა

ასევე შეიძლება გაკეთდეს ჩანახატი, გადაღებულ იქნეს ფოტო ან ვიდეო, რომელიც ცდის არსს გამოხატავს.

ყოველი ცდის, ექსპერიმენტის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა მივცეთ რჩევები, რომლებიც მათ მუშაობისას დაეხმარება.

მაგალითად: რჩევები მცენარეებზე ცდების ჩატარების დროს

. ვიდრე მცენარეებზე ცდების ჩატარებას გადაწყვეტდეთ, გახსოვდეთ, რომ მათთან მუშაობა ყურადღებასა და წესრიგს მოითხოვს.

. ცდის დაწყებამდე მოამზადეთ ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ (თესლი, მცენარე, ხელსაწყო და სხვ.). მაგიდაზე ზედმეტი არაფერი უნდა იდოს.

. იმუშავეთ აუჩქარებლად. სიჩქარესა და მოუთმენლობას ცუდი შედეგი მოაქვს.

. მცენარეს გამოზრდისას გულმოდგინედ მოუარეთ, დროულად მორწყეთ, გაუფხვიერეთ ნიადაგი, მიეცით დამატებითი საკვები. ცუდი მოვლით კარგ შედეგს ნუ ელით. ცდის დროს აუცილებლად უნდა გქონდეთ საცდელი და საკონტროლო მცენარეები, რომლებიც ერთნაირ პირობებში იზრდება.

გთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტს, რომელიც არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს და, აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომია, პედაგოგს კი საშუალებას აძლევს, ექსპერიმენტის შედეგები გამოიყენოს სხვადასხვა კუთხით თემის ან საკითხის უკეთ გასააზრებლად. მასწავლებლის შეხედულებისამებრ, შეიძლება, ამ ექსპერიმენტს მივცეთ პროექტის სახე.

ცდა: როგორ მწიფდება ხილი და ბოსტნეული?

მოსწავლეთა პროვოცირებისთვის ვიწყებთ საუბარს: ალბათ გაგიგონიათ, რომ ერთი დამპალი ვაშლი მთელ ტომარას აფუჭებს. მეორე მხრივ, მწიფე ბანანი სხვა ხილს დამწიფებაში ეხმარება. იმავეს თქმა შეიძლება ბოსტნეულზეც, მაგალითად, პომიდორზე. ამ პროცესზე დასკვირვებლად ჩავატაროთ ცდა.

ცდისთვის დაგჭირდება:

. 2 ცალი ძალიან მწიფე ბანანი;

. 3 ცალი მწვანე ბანანი;

. 2 ცალი მწვანე პომიდორი;

. 3 ცალი ქაღალდის პაკეტი;

. მარკერი;

. მწებარე ქაღალდი ან ეტიკეტი.

სამუშაოს მიმდინარეობა:

  1. მაგიდაზე დადეთ ერთი მწვანე ბანანი, მეორე კი ქაღალდის პაკეტში ჩადეთ. პაკეტში მოათავსეთ მესამე მწვანე ბანანიც ერთ ძალიან მწიფე ბანანთან ერთად. პაკეტებს გაუკეთეთ წარწერა და მოუკარით თავი.
  2. ერთი მწვანე პომიდორი დადეთ მაგიდაზე, მეორე კი დარჩენილ მწიფე ბანანთან ერთად ჩადეთ პაკეტში, მოუკარით თავი და გაუკეთეთ წარწერა.
  3. პაკეტები ხუთი დღით მოათავსეთ სიბნელეში. შემდეგ ამოალაგეთ იქიდან ბანანები და პომიდვრები და მაგიდაზე დატოვებულს შეადარეთ.

ცდის შედეგი

მაგიდაზე დატოვებულმა ბანანმა და პომიდორმა ოდნავ იცვალა ფერი და დარბილდა, პაკეტში მოთავსებული ბანანი უფრო მეტად დამწიფდა, ხოლო ძალიან დამწიფდა ბანანი, რომელიც პაკეტში მწიფე ბანანთან ერთად იდო (ორივე თითქმის გაშავდა). ასევე უკეთესად დამწიფდა მწიფე ბანანთან მოთავსებული პომიდორიც.

განმარტება

ხილი და ბოსტნეული უკეთესად მწიფდება სიბნელეში, დახურულ პაკეტში. გარდა ამისა, დამწიფებისას ხილი და ბოსტნეული გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სხვა ხილისა და ბოსტნეულის დამწიფებას. ეს ნივთიერებაა აირი ეთილენი. ამასთან, დახურულ სივრცეში ხილი და ბოსტნეული შთანთქავს მის მიერვე გამოყოფილ ეთილენს, რითაც ასევე აჩქარებს დამწიფების პროცესს.

ეთილენის (ან, როგორც მეცნიერები უწოდებენ, “დამწიფების ჰორმონის”) გამოყოფასთან ერთად დამწიფების პროცესში ნაყოფი შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ქაღალდის პაკეტები, პოლიეთილენის პაკეტისგან განსხვავებით, ატარებს იმდენ ჟანგბადს, რომ დამწიფების პროცესის მიმდინარეობა არ ფერხდება.

რჩევა ცდის შედეგების წარმოსადგენად

სამუშაოს ყოველი საფეხური გადაიღე და ფოტო/ვიდეო დაურთე ნაშრომს.

იცი თუ არა, რომ…

ზამთრობით სათბურში ხილისა და ბოსტნეულის დამწიფების დასაჩქარებლად ეთილენს იყენებენ? სწრაფი დამწიფების დროს ნაყოფში ორგანული ნივთიერებები არასრულად გარდაიქმნება, ამიტომ სათბურის ხილსა და ბოსტნეულს ისეთი გემო არ აქვს, როგორიც ბუნებრივად მოწეულს. ტროპიკული ხილი რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, გზაში, ყუთებში მწიფდება.

სამეცნიერო სტატია-რესურსი ბიოლოგიის სწავლებაში

0

ბიოლოგიის სწავლების პროცესი,მოსწავლეთა დაინტერესების და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკის განხილვის დროს, ბიოლოგიის და მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობა, საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და „ჩავითრიოთ” ისინი სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება სამეცნიერო სტატიების და საგაზეთო პუბლიკაციების გამოყენება.

გთავაზობთ რამოდენიმე სიახლეს, რომელიც მომზადებულია – Newswise, Medical News – 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.ეს სტატიები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მისი შეხედულე-ბისამებრ ანატომიის შესწავლისას,როგორც მერვე და მეათე კლასში,ასევე მეცხრე კლასში (შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს– „2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.) ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები.”)

ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია თრომბთან წარმატებული ბრძოლა

სისხლის ცირკულაციის დარღვევა,გულის ,ფილტვის და ტვინის მიმართულებით,რო-მელიც გამოწვეულია სისხლძარრვების თრომბოზით-სიკვდილის ან ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.ამ დაავადებების მკურნალობა ან პროფილაქტიკა წარმოებს ტრომბის დამშლელი( სისხლის გამათხელებელი) ძლიერმოქმედი საშუალებებით,თუმცა ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ცირკულირებენ სისხლში და თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა -სისხლდენა,რომელიც სახიფათოა ორგანიზმისათვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის(აშშ) სპეციალისტებმა შექმნეს ახალი ბიო- სტრატეგია,რომლის საშუალებით შესაძლებელია ნანოთერაპიული საშუალებები ზუსტად მიტანილი იქნას სისხლძარღვში იმ ადგილას, სადაც არის ტრომბის წარმოქმის საშიშროება ან დაშალოს წარმოქმნილი კოლტი.

ნანოთერაპიული საშუალება აქტიურდება სისხლძარღვის შიგნით,რისკის ზონაში ნანონა-წილაკები იწყებენ დაშლას,გამოყოფენ აქტიური ნივთიერებით დაფარულ ნაწილაკებს, რომლებიც შლიან წარმოქმნილ კოლტს.(იხ.სურათი)

ცდებმა აჩვენა ,რომ მეთოდიკა საშუალებას იძლევა ტრომბის დასაშლელად გამოყე-ნებული იქნას წამლის მინიმალური რაოდენობა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით იქნებოდა საკმარისი,რაც მინიმალურად ამცირებს გვერდითი მოვლენების(სისხლისდენა) საფრთხეს.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებული ჟურნალ Science-ში.დიდ გავლენას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის თრომბოემბოლიის , ინსულტების და სხვა დაავადებე-ბის მკურნალობაში,რომელებსაც შეუძლიათ უეცარი სიკვდილის გამოწვევა.

ღეროვანი უჯრედებით შეძლეს ნამგლისებური ანემიის განკურნება

ამერიკელმა ექიმებმა ილინოისის უნივერსიტეტიდან( ჩიკაგო) შეძლეს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით განეკურნათ ნამგლისებური ანემიით დაავადებული პაციენტი იუწყება საიტი Newswise.

ნამგლისებური ანემია – მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლო-ბინის აგებულების ცვლილებით. მემკვიდრული მუტაციის შედეგად,ხდება ერთი ამინომჟავის მეორით ჩანაცვლება,ჰემოგლობინი იღებს სპეციფიურ ფორმას,რის შედეგადაც ერითროციტებს აქვთ დამახასიათებელი- ნამგლისებური ფორმა.ამასთანავე დაავადებული სისხლის წითელი სხეულაკები ხდებიან მყიფე და შეიძლება დაახშონ სისხლძარღვის მცირე კაპილარები.

ნამგლისებური ანემიის სიმპტომებია: -დაღლილობა,მოვლითი ტკივილები,თითების ტკივილი და შეშუპება, ელენთის და ღვიძლის სისხლძარღვების ტრომბოზი.

დონორის (პაციენტის და) სისხლის სპეციალური მოწყობილობით დამუშავების შემდეგ შეძლეს მიეღოთ ღეროვანი უჯრედები. იმისათვის, რომ შეემცირებინათ პაციენტის ორგანიზმის უაროფითი რეაქციის რისკი(უცხო სხეულის უარყოფა), მას გარკვეული პერიოდი აძლევდნენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატს , უშალოდ პროცედურის წინ კი მოახდინეს მისი მცირე დოზით დასხივება და მხოლოდ ამის შემდგომ მახდინეს დონორის სისხლის გადასხმა.

გადანერგვიდან ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა მოახდინეს გამოჯანმრთელების ფაქტის დადასტურება, პაციენტი განიკურნა ანემიისაგან, თუმცა ის აგრძელებს პრეპარატის მიღებას რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ დონორის უჯრედების განდევნა, მაგრამ პაციენტს უკვე აღარ ესაჭიროება პერიოდულად სისხლის გადასხმა.

ნამგლისებური ანემია ვითარდება თუ ორივე მშობელი არის ჰემოგლობინის” მუტანტური” (გენმა განიცადა მუტაცია)გენის მატარებელი. დაავადების დიაგნოსტირება მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდგომაა შესაძლებელი.დაავადება უმეტესად ვლინდება : ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში,ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ახლო და შუა აღმოსავლეთში და ინდოეთში. ნამგლისებური ანემიით დაავადების ალბათობა შეადგენს -25% -ს , ხოლო ჰემო -გლობინის მუტანტური გენების მატარებლობის- 50%-ს.

მეცნიერებმა გამოარკვიეს,თუ როგორ შეუძლია ტვინს „მოიშოროს” მეტაბოლური „ნაგავი”

ერთდროულად რამოდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს ,რომ მათ შეძლეს გამოევლინათ აქამდე უცნობი მექანიზმი, თუ როგორ შეუძლია ტვინს „მოიშოროს” მეტაბოლური „ნაგავი”. ადამიანის ორგანიზმში ყოველი ორგანო მუშაობის დროს წარმოქმნის ნაგავს და ბუნებრივია არც ტვინია გამონაკლისი. ბუნებრივია ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მარტო იმ გზის შესწავლა რომლითაც ხდება საკვები ნივთიერებების ქსოვილებამდე მიტანა ,არამედ საბოლოო პროდუქტების გამოძევებაც. ცნობილია, რომ ორგანიზმს ამ ფუნქციის შესრულებაში ლიმფა ეხმარება, მაგრამ ლიმფური სისტემა ტვინზე არ ვრცელდება.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ ბიოლოგებმა გამოთქვეს მოსაზრება,რომ თავის ტვინის გასუფთავებას ახდენს ზურგის ტვინის სითხე. ეს სითხე ჯერ ტვინის ქალაში „გადაიტუმბება”და იქედან უკვე მეტაბოლიტებით „დახუნძლული”უკან გადმოედინება . ამ მოსაზრების დამტკიცება მაშინ შეუძლებელი იყო სათანადო ტექნოლოგიების არარსებობის გამო. გამოკვლევებმა რომლებშიც მონაწილეობდა ამერიკელი და შვეციელი მეცნიერები , თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლეს დაედგინათ ეს მექანიზმი. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზურგის ტვინის სითხე მოძრაობს მილისმაგვარ ცილოვან წარმონაქმნებში, რომლებიც გარს ერტყმის თავის ტვინის სისხლძარღვებს და სწორედ ამ წარმონაქმნების საშუალებით, თავის ტვინი თავისუფლდება მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი არასაჭირო ნივთიერებებიდან.

ამ მოსაზრების სისწორის დასამტკიცებლად, მეცნიერებმა საცდელ მღრღნელებს მოაშორეს მილისმაგვარი ცილოვანი სტრუქტურები , სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარების შემდგომ მეცნიერები ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ რეალური დროის განმავლობაში. დაკვირვების შედეგების გაანალიზების შემდგომ აღმოჩნდა,რომ ცილოვანი მილების ე.წ, „კანალიზაციის” გარეშე, მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიდევნებოდა 70%-ით ნაკლები რაოდენობით.

მეცნიერების ეს აღმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო თვალსაზრისით, კერძოდ ვარაუდობენ ,რომ ამ აღმოჩენით შეძლებენ ალცერმეიერის ტიპის დაავდებებთან ბრძოლას.

მომზადებულია –- Newswise, Medical News -ის მიხედვით .

გაკვეთილის დაგეგმვა ბიოლოგიაში

0

თემის და, შესაბამისად, თითოეული გაკვეთილის სწორად დაგეგმვა სასწავლო მიზნის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია – მიზნის განსაზღვრა აქტივობებისა და შეფასების სწორი ფორმების შერჩევაში გვეხმარება.

გაკვეთილის ძირითადი პარამეტრების დაგეგმვის შემდეგმნიშვნელოვანია დაზუსტდეს საგაკვეთილო მიზანი და კონკრეტული თემა,შეირჩეს კლასში მუშაობის შესაფერისი ფორმა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს, სამფაზიანი გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობები და გაითვალოს სავარაუდო დრო.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს ეგრეთ წოდებულიძირითადი კითხვები – მათზე პასუხები გვაჩვენებს,როგორ გაიაზრა, გაიგო მოსწავლემ თემა. კითხვები და პასუხებიგაკვეთილის შედეგიანობის ეფექტური ინდიკატორებია.

საშინაო დავალება საგაკვეთილო პროცესის ლოგიკურ გაგარძელებას და განვითარებას წარმოადგენს. ის ქმნის მოტივაციასაც მომდევნო გაკვეთილისთვის.

წარმოგიდგენთ გაკვეთილის ერთ-ერთ სცენარს, რომელიც გათვლილია მე-7 კლასისთვის და უპასუხებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, კერძოდ:

ბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება,გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფისმსგავსება-განსხვავებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

*წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზასთავისივე შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით, ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას;

*ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;

*მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებადდამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი – მცენარეთა სამეფო, შესაბამისად, შიშველან ფარულთესლოვანი);

* ბუნების წიაღში ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო ლიტერატურის დახმარებით;

* მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს,ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს მას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი).

გაკვეთილის მიზანი

* სოკოთა სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გარკვევა;

* ქუდიანი სოკოების კვებისა და აგებულების თავისებურების შესწავლა;

* ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაში სოკოების მნიშვნელობის გააზრება;

* ანალიზის, სისტემატიზაციისა და შეჯამების უნარების განვითარება.

გაკვეთილზე გამოყენებულია ელექტრონული პრეზენტაცია.

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად გაკვეთილს ვიწყებთ საუბრით: ბუნება უამრავ საკვირველ გამოცანას გვთავაზობს. ერთ-ერთ მათგანს დღეს გავეცნობით. ამიტომ გთავაზობთ შემდეგ დავალებას: წაიკითხეთ სიტყვები, იპოვეთ ზედმეტი და მოფიქრეთ, რატომ არიან ისინი ზედმეტი:

წყალი ნაძვი

ხე მელა

კოდალა არყისძირა

კალია ბაყაყი

იასამანი ხვლიკი

ზამბახი ქვიშა

– ზედმეტია “წყალი” და “ქვიშა”, იმიტომ რომ ეს ორი ცნება არაცოცხალი ბუნების აღმნიშვნელია.

დანარჩენი სიტყვები როგორ სხეულებს აღნიშნავს?

– ისინი ცოცხალ ბუნებას მიეკუთვნება.

დაასახელეთ ცოცხალის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

– ცოცხალის ნიშანია: სუნთქვა, კვება, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა, სიკვდილი. ყველა ცოცხალს აქვს უჯრედული აგებულება.

დააჯგუფეთ დანარჩენი სიტყვები

– მცენარეები, ცხოველები, სოკოები.

ჩვენ უკვე შევისწავლეთ მცენარეები და ცხოველები, ესე იგი დღეს სოკოებზე ვისაუბრებთ და ეს იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა.

ეს აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ფორმას – მიზნების ერთობლივად დასახვას.

აქტივობა – ახალი მასალის შესწავლა

სოკოები ცოცხალი ორგანიზმების თავისებური ჯგუფია. დღესდღეობით ცნობილია მათი 100 ათასზე მეტი სახეობა (სლაიდი). ზოგიერთი მათგანის არსებობას მხოლოდ მათი ქმედების შედეგად ვიგებთ.

მრავალუჯრედიან სოკოებს შორის განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს ქუდიანი სოკოები. მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ იმის შესახებ, რა იყო სოკო – მცენარე? ცხოველი? საბოლოოდ სოკოები ცალკე სამეფოდ გამოიყო.

როგორ ფიქრობთ, რა ნიშნების საფუძველზე გამოყვეს სოკოები ცალკე სამეფოდ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ მცენარეებისა და ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა მცენარეები (სლაიდი).

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან ცხოველები (სლაიდი).

აქტივობა – ინფორმაციის გააზრება და დახარისხება

დავალება: მოსწავლეებს ვურიგებთ ბარათებს, საინფორმაციო ტექსტით (შეიძლება სახელმძღვანელოს გამოყენებაც) და ვთხოვთ, ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერონ სამეფოსთვის დამახასიათებელი ნიშან- თვისებები:

მცენარეები სოკოები ცხოველები

შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხებით: “იპოვეთ მსგავსება მცენარეებსა და ცხოველებთან? რომელთან უფრო მეტი მსგავსებაა? როგორ ფიქრობთ, რატომ?”

მოსაზრებების მოსმენის შემდეგ დაისმის ახალი კითხვები: “გინახავთ ვინმეს სოკოები ტყეში? თუ დაკვირვებიხართ, უმეტესად სად გვხვდება ისინი? როგორ ფიქრობთ, რატომ?”

სოკოები ხშირად გვხვდება ხეების ძირას, თანაც გარკვეული სახეობები – გარკვეული ხეების ძირას. მაგალითად, არყა – არყის ძირას:

იხილეთ პრეზენტაცია
რას ეფუძნება ხისა და სოკოს ეს “კეთილმეზობლური ურთიერთობა”?

სოკოს ჰიფები გარს ერტყმის ხის ფესვებს. სოკო ხისგან იღებს ორგანულ ნივთიერებას, რომლის დასინთეზება, წარმოქმნა, თვითონ არ შეუძლია ქლოროფილის უქონლობის გამო, თვითონ კი მცენარეს წყალსა და მინერალურ მარილებს აწვდის. ესე იგი რა ეწოდება მოცემულ თანაცხოვრებას?

დავალება: ჩამოთვლილი ტერმინებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ამ ურთიერთობას გამოხატავს.

ციტოპლაზმა: “ციტოს” – ჭურჭელი, “პლაზმა” -წარმონაქმნი

ქლოროფილი: “ქლოროს” – მწვანე, “ფილონ” – ფოთოლი

ფოტოსინთეზი: “ფოტონ” – სინათლე, “სინთეზი” – შექმნა

სიმბიოზი: ლათ. simbiosis – ერთად ცხოვრება, თანაცხოვრება

შემაჯამებელი შეკითხვა: რა ძირითადი ნიშან-თვისებებია დამახასიათებელი სოკოებისთვის?

სოკოს მნიშვნელოვანი ნაწილია ნაყოფსხეული, ობობასქსელისმაგვარი ძაფების გროვა კი მიწაშია ჩამალული. ნაყოფსხეული ფეხისა და ქუდისგან შედგება. სოკოს აქვს უჯრედული აგებულება. მის უჯრედებში არ არის ქლოროფილი. უჯრედის გარსში გვხვდება განსაკუთრებული ნივთიერება – ქიტინი, ხოლო სამარაგო ნივთიერების სახით – გლიკოგენი. სოკოები უძრავია და შეუზღუდავად იზრდება.

როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის გაკვეთილის ერთ-ერთი სავარაუდო მონახაზი, რომელშიც დაგეგმილი აქტივობები აკმაყოფილებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. გაუჩნდეს ინტერესი გარე სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
  2. განუვითარდეს ბუნებისმეტყველისთვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები;
  3. გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა.

რესურსი ბიოლოგიის სწავლებაში

0

ბიოლოგიის სწავლების პროცესი მოსწავლეთა დაინტერესებისა და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის ფართო შესაძლებლობას იძლევა. საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკის განხილვის დროს ბიოლოგიისა და მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობა საშუალებას გვაძლევს, გავუმძაფროთ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა და ჩავითრიოთ ისინი სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება სამეცნიერო სტატიებისა და საგაზეთო პუბლიკაციების გამოყენება.

გთავაზობთ დაიჯესტს, რომელიც მომზადებულია Newswise, Medical News-ის 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელს შეუძლია, ეს სტატიები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ანატომიის სწავლებისას როგორც მერვე და მეათე კლასებში, ასევე მეცხრეშიც (შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: “2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.). ამისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები”).

ნანოტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია, თრომბებს წარმატებით ვებრძოლოთ

 

გულის, ფილტვისა და ტვინისკენ სისხლის ცირკულაციის დარღვევა, რაც სისხლძარღვების თრომბოზით არის გამოწვეული, სიკვდილისა და ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამ დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა თრომბის დამშლელი (სისხლის გამათხელებელი) ძლიერმოქმედი საშუალებებით ხორციელდება, თუმცა ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ცირკულირებს სისხლში და თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა – სისხლდენა, რომელიც სახიფათოა ორგანიზმისთვის.

ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი ბიოსტრატეგია, რომლის საშუალებით შესაძლებელია, ნანოთერაპიული საშუალებები სისხლძარღვში მიტანილ იქნეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც თრომბის წარმოქმის საშიშროებაა ან დაშალოს წარმოქმნილი კოლტი.

ნანოთერაპიული საშუალება სისხლძარღვის შიგნით აქტიურდება. რისკის ზონაში იწყებს დაშლას და გამოყოფს აქტიური ნივთიერებით დაფარულ ნაწილაკებს, რომლებიც შლიან წარმოქმნილ კოლტს (იხ. სურათი).

ცდებმა აჩვენა, რომ მეთოდიკა საშუალებას იძლევა, თრომბის დასაშლელად გამოყენებულ იქნეს წამლის გაცილებით ნაკლები ოდენობა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით იქნებოდა საკმარისი, რაც მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი მოვლენების (სისხლდენის) საფრთხეს.

კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, დიდ გავლენას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის თრომბოემბოლიის, ინსულტისა და სხვა ისეთი დაავადებების მკურნალობაზე, რომლებიც უეცარ სიკვდილს იწვევს.

 

ღეროვანი უჯრედებით ნამგლისებური ანემიის განკურნება მოხერხდა

ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) ექიმებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით განკურნეს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადებული პაციენტი.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ჰემოგლობინის აგებულების ცვლილებით გამოწვეული მემკვიდრეობითი დაავადებაა. მემკვიდრეობითი მუტაციის შედეგად ერთ ამინმჟავას მეორე ენაცვლება და ჰემოგლობინი იღებს სპეციფიკურ ფორმას, რის შედეგადაც ერითროციტებს დამახასიათებელი ნამგლისებრი ფორმა ეძლევა. დაავადებული სისხლის წითელი სხეულაკები მყიფე ხდება და შესაძლოა, მცირე კაპილარები დაახშოს.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სიმპტომებია: დაღლილობა, მოვლითი ტკივილები, თითების ტკივილი და შეშუპება, ელენთისა და ღვიძლის სისხლძარღვების თრომბოზი.

დონორის – პაციენტის დის – სისხლისგან სპეციალური დამუშავების შემდეგ ექიმებმა ღეროვანი უჯრედები მიიღეს. ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის – უცხო სხეულის მოცილების – რისკის შესამცირებლად პაციენტს ერთხანს აძლევდნენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატს, უშუალოდ პროცედურის წინ კი მოახდინეს მისი დასხივება მცირე დოზით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუსხეს დონორის სისხლი.

გადანერგვიდან ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა გამოჯანმრთელების ფაქტი დაადასტურეს. პაციენტი ანემიისგან განიკურნა. ის ჯერ კიდევ იღებს პრეპარატს დონორის უჯრედების განდევნისგან თავის დასაზღვევად, მაგრამ პერიოდულად სისხლის გადასხმა უკვე აღარ სჭირდება.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია კლინიკურად ვლინდება მაშინ, როდესაც ორივე მშობელი ჰემოგლობინის მუტანტური გენის მატარებელია. დიაგნოსტირება მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ არის შესაძლებელი. დაავადება უმეტესად გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ახლო და შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთში. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადების ალბათობა 25%-ს უტოლდება, ხოლო ჰემოგლობინის მუტანტური გენების მატარებლობისა – 50%-ს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ იშორებს ტვინი მეტაბოლურ ნაგავს

ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მექანიზმი, როგორ იშორებს ტვინი მეტაბოლურ ნაგავს.

ადამიანის ყოველი ორგანო მუშაობისას წარმოქმნის ნაგავს. ბუნებრივია, არც ტვინია გამონაკლისი. მეტაბოლური პროცესების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მარტო იმ გზის შესწავლა, რომლითაც საკვები ნივთიერებები ქსოვილებამდე მიდის, არამედ იმისაც, რომლითაც ხდება ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოძევება. ცნობილია, რომ ორგანიზმს ამაში ლიმფა ეხმარება, მაგრამ ლიმფური სისტემა ტვინზე არ ვრცელდება.

ბიოლოგებმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოთქვეს მოსაზრება, რომ თავის ტვინს ზურგის ტვინის სითხე ასუფთავებს. ეს სითხე ჯერ თავის ქალაში “გადაიტუმბება”, იქიდან კი უკვე მეტაბოლიტებით “დახუნძლული” გადმოედინება უკან.

სათანადო ტექნოლოგიების არარსებობის გამო ამ მოსაზრების დამტკიცება მაშინ შეუძლებელი აღმოჩნდა, ახლა კი ამერიკელმა და შვედმა მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაადგინეს ეს მექანიზმი. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზურგის ტვინის სითხე მოძრაობს მილისმაგვარ ცილოვან წარმონაქმნებში, რომლებიც გარს ეკვრის თავის ტვინის სისხლძარღვებს და თავის ტვინი სწორედ ამ წარმონაქმნების საშუალებით თავისუფლდება მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი უსარგებლო ნივთიერებებისგან.

ამ მოსაზრების მართებულობის დასამტკიცებლად მეცნიერებმა საცდელ მღრღნელებს მილისმაგვარი ცილოვანი სტრუქტურები მოაშორეს, დააკვირდნენ და შედეგები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ცილოვანი მილების გარეშე ორგანიზმიდან 70%-ით ნაკლები მეტაბოლიტი გამოიდევნებოდა.

სამედიცინო თვალსაზრისით ეს აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია – ვარაუდობენ, რომ ის გააადვილებს ალცჰაიმერის ტიპის დაავდებებთან ბრძოლას.

მომზადებულია Newswise, Medical News, 2012.06.08 მიხედვით

მეცნიერებმა კანის უჯრედების ნერვულ უჯრედებად ტრანსფორმირება შეძლეს

0
სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმატებული ექსპერიმენტის საშუალებით შეძლეს კუნთის უჯრედების ტრანსფორმირება ნერვული უჯრედების ასტროციტებად და ოლიგოდენდროციტებად.

ექსპერიმენტი უნიკალურია, ვინაიდან ბიოლოგებმა უჯრედების ტრანსფორმირების პროცესში მოახერხეს, გვერდი აევლოთ შუალედური სტადიისთვის – ღეროვანი უჯრედების მონაწილეობისთვის. როგორც ცნობილია სწორედ ღეროვანი უჯრედები წარმოადგენს უნივერსალურ წყაროს ნებისმიერი ქსოვილის მისაღებად.

ექსპერიმენტის დასაწყისში მეცნიერებმა ინ ვიტრო (სინჯარაში) შეძლეს თაგვის ჩანასახოვანი უჯრედების გენეტიკურად მოდიფიცირება, მერე კი ვირუსის გამოყენებით უჯრედებში შეიყვანეს ერთბაშად სამი ტრანსკრიფციული ფაქტორი, რომელიც ნერვული ქსოვილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ მანიპულაციების შედეგად მოხდა ქსოვილების განმსაზღვრელი (კერძოდ, ნეირონების წინამორბედი) გენების აქტივაცია. აქტივაციის შემდგომ უჯრედებმა დაიწყეს დიფერენცირება ასტროციტებად და ოლიგოდენდროციტებად.

ექსპერიმენტის მომდევნო ეტაპზე ტრანსფორმირებული უჯრედები შეიყვანეს იმ ახალშობილი თაგვების თავის ტვინში, რომლებსაც მიელინის შრე არ უვითარდებოდათ (მიელინის შრე გარსია, რომელსაც ნერვული უჯრედების დაცვა ეკისრება). გადანერგვიდან ათი კვირის შემდეგ შეამჩნიეს, რომ ახალმა უჯრედებმა განიცადა ტრანსფორმირება ოლიგოდენდროციტებად და სწორედ მათი დამსახურებით დაიწყო წარმოქმნა მიელინის შრემ, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.

აღნიშნული ექსპერიმენტის საფუძველზე მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ფიბრობლასტებისგან წარმოქმნილი ნერვული უჯრედები წარმატებით შეიძლება ჩაინერგოს თავის ტვინში და წარმოქმნას ცილა, რომლის მეშვეობით ნეირონებს ელექტრული იმპულსები გადაეცემა. ამ ექსპერიმენტის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგან თაგვებს იყენებენ როგორც მოდელს ადამიანის თავის ტვინის დაავადებათა შესასწავლად.

ენერგიის წყაროდ ვირუსების გამოყენება შესაძლებელია

ბაქტერიოფაგი M13

ამერიკელმა მეცნიერებმა შემოგვთავაზეს ენერგიის წარმოების ახალი მეთოდი – წარმოება პიეზოელექტრული ეფექტის საშუალებით. წყაროდ აღებულ იქნა ადამიანისთვის უწყინარი ვირუსი – ბაქტერიოფაგი M13.
პირდაპირი პიეზოელექტრული ეფექტი (არსებობს შექცევადიც, როდესაც ნივთიერება დეფორმირდება ელექტრული ველის ზემოქმედების შედეგად) წარმოადგენს მექანიკური ზემოქმედების შედეგად დიელექტრიკში წარმოქმნილ ელექტრულ პოლარიზაციას. ეს მოვლენა გამოიყენება, მაგალითად, გაზქურების ავტომატური სანთებლების დასამზადებლად.

მეცნიერთა აზრით, ნედლეული, რომელიც ავლენს პიეზოელექტრულ ეფექტს, საკმაოდ რთული საწარმოებელია, რადგან მოითხოვს მაღალ ტემპერატურას, ტოქსიკურ ნივთიერებებს და რთულ ტექნოლოგიურ პროცესს.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს ბიოლოგიური მასალა. ცნობილია, რომ პეპტიდური ნანომილაკები, ძვლები და კოლაგენის ბოჭკოები პიეზოელექტრულ ეფექტს ავლენს. ვირუსი-ბაქტერიოფაგის შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ცილოვან გარსთან, რადგან სწორედ ის წარმოადგენს პოლარიზაციის წყაროს.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ M13-ის გარსი შეიძლება ელექტროენერგიის წყაროდ იქნეს გამოყენებული. ასეთი გენერატორის მეშვეობით მათ მცირე ზომის თხევადკრისტალური ეკრანიც კი აამუშავეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მსგავსი ელემენტის ფეხსაცმელში ან ტანსაცმელში ინტეგრირებას მოვახდენთ, სიარულის დროს გამომუშავდება გარკვეული რაოდენობის ენერგია, რომელიც შეიძლება მობილური ტექნიკის დასამუხტავად გამოვიყენოთ.

აღმოჩენილია გაუმაძღრობის გენი

ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს აქვს გაუმაძღრობის გენი. იგი მაშინაც კი გვაიძულებს ჭამას, როცა კუჭი საკვებით არის გადავსებული. თუ გენის მოქმედებას გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ის ბლოკავს ტვინისთვის დანაყრების სიგნალის გადაცემას.

მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ლაბორატორიული ცდების მეშვეობით აღმოაჩინეს Bdnf გენის მუტაცია, რომელიც ხელს უშლის ტვინისა და სხეულის კავშირს. ჭარბი წონის გამო პასუხისმგებლობა სწორედ ამ გენს ეკისრება.

როდესაც ადამიანი ჭამს, ნორმალური გენი თავის ტვინის უჯრედებს სიგნალს გადასცემს. როდესაც ეს სიგნალი ჰიპოთალამუსს მიაღწევს, მადა ითრგუნება. თუ ეს არ მოხდა, ე.ი. გენმა გაიარა მუტაციის რამდენიმე სტადია და ჰიპოთალამუსი დანაყრების სიგნალზე აღარ რეაგირებს.

ცდებმა აჩვენა, რომ გენის მუტაციის დროს ინსულინისა და ლეპტინის მოლეკულები მიზანს ვერ აღწევდა, რის გამოც ცხოველები უფრო მეტს ჭამდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა დიდ დახმარებას გაუწევს მედიკოსებს ჭარბწონიანობის მკურნალობაში.

გაირკვა ისიც, რომ ემბრიონული განვითარების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს Bdnf გენის ორი ვერსია – გრძელი და მოკლე. ადამიანებს რომლებსაც ამ გენის გრძელი ვერსია აქვთ, მოკლე ვერსიის მატარებლებისგან განსხვავებით, ჭარბი წონის პრობლემა არ აწუხებთ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოკლე ხანში ამ გენის კონტროლის მექანიზმსაც გაშიფრავენ, რითაც დიდ სამსახურს გაუწევენ უამრავ ხალხს მთელ მსოფლიოში.
სიმინდის “ეშმაკობა”

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმინდი ნიადაგში გამოყოფს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც მავნებლებთან მებრძოლ ბაქტერიებს იზიდავს.

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ზოგიერთი მცენარის ფესვთა სისტემა გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებს იზიდავს. ამ მცენარეების გარშემო ბაქტერიების “დასახლების” სიმჭიდროვე ასჯერ აღემატება მათ რაოდენობას ამ მცენარეებისგნ თავისუფალ ნიადაგში.

ბაქტერიებს, წესისამებრ, იზიდავს მარტივი ნივთიერებები, მაგალითად, ორგანული მჟავები, შაქრები, რადგან ეს ნივთიერებებია, რომლებიც ამ ორგანიზმებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროს წარმოადგენს. უკანასკნელ დრომდე მიიჩნეოდა, რომ უფრო რთული ნაერთები ბაქტერიის განვითარებას ხელს უშლიდა.

ამერიკელმა პროფესორმა ნილმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს სიმინდის მიერ გამოყოფილი ნივთიერება და სახტად დარჩნენ: ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ერთად მასში აღმოაჩინეს ბენზოქსაზინოიდების კლასის ნივთიერება – რთული ორგანული ნაერთი, რომლის სტრუქტურაში შედის ბენზოლის რამდენიმე რგოლი, რომელთა ჯაჭვებში აზოტისა და ჟანგბადის ატომებია.

ამ ტპის ნაერთებს ნიადაგის ზედაპირის დასმუშავებლად იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ბაქტერიებს მისი ტოქსიკური თვისებები არ ვნებდა – პირიქით, იზიდავდა კიდეც.

ბუნებრივია, ამ აღმოჩენამ მეცნიერთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მათ შეისწავლეს ერთ-ერთი გრამუარყოფითი ბაქტერიის, Pseudomonas putida-ს, გენეტიკური მასალა. გაირკვა, რომ ეს ორგანიზმი შეუვალია სხვადასხვა ტოქსინის მიმართ. და მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, ეს ბაქტერია ჩამდინარე წყლების გასაწმენდად იქნეს გამოყენებული.
ნათება – გამრავლებისთვის

ზოგიერთი სახეობის ბაქტერია ანათებს და ასე იზიდავს მტაცებლებს. დიახ, მას ერთი სული აქვს, როდის შეჭამენ, რომ ახალ ადგილას აღმოჩნდეს და საქმიანობა დაიწყოს.

მეცნიერები დიდხანს იტეხდნენ თავს იმის თაობაზე, რატომ ანათებენ ბაქტერიები. გამოითქვა უამრავი ჰიპოთეზა, მაგრამ ექსპერიმენტულად მხოლოდ ერთი დადასტურდა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ბაქტერიები ანათებენ, რათა მტაცებლებს თავი “შეაჭმევინონ” და ამ გზით საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ.

ებრაელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მანათობელი ბაქტერია Photobacteriumleiognathi ჭურჭელში მოათავსეს, ხოლო ჭურჭელი ჩაუშვეს აკვარიუმში, რომელშიც ბაქტერიამჭამელი მოლუსკები ცხოვრობდნენ. ბაქტერიების ნაწილი გენმოდიფიცირებული იყო და არ ანათებდა. მანათობელი და არამანათობელი ბაქტერიები აკვარიუმის სხვადასხვა ნაწილში მოათავსეს. მეცნიერებმა აღნუსხეს საინტერესო რამ: ბაქტერიებიც და მოლუსკებიც ცდილობდნენ, მოხვედრილიყვნენ აკვარიუმის იმ მხარეს, საიდანაც ნათება მოდიოდა. რამდენიმე საათის შემდეგ მოლუსკები იწყებდნენ ნათებას, რაც იმის დასტური იყო, რომ მათ მანათობელი ბაქტერიები შეჭამეს. ამის შემდეგ მანათობელ და ჩვეულებრივ მოლუსკებს თევზებიან აკვარიუმში ათავსებდნენ და თევზებიც, თავის მხრივ, მანათობელ საკვებს ამჯობინებდნენ.

ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერებმა თევზების ექსკრემენტები შეისწავლეს და მათში უცვლელი ბაქტერია Photobacteriumleiognathi აღმოაჩინეს.

ექსპერიმენტის შედეგების გაანალიზებისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ნათების უნარი უწყობს ხელს ბაქტერიის გავრცელებას: ისინი მარტო თვითონ კი არ გამოსცემენ ნათებას, არამედ ანათებენ მათაც, ვინც ისინი “მიირთვა”, რითაც სხვა მტაცებლებსაც იზიდავენ და ამის წყალობით საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილებას ახერხებენ.

საჰაერო ბურთები & დირიჟაბლე

0

ვრცლად

რატომ უფერულდება მარჯნის რიფები

0

მარჯნის რიფებს – პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საოცარ ეკოსისტემას – გადაშენება ემუქრება. ამ საფრთხის მაუწყებელი პირველი სიგნალია მარჯნების გაუფერულება (ინგლ. bleaching), რაც პოლიპის მიერ მისი სიმბიონანტი ერთუჯრედიანი წყალმცენარის (Symbiodinium) “განდევნით” არის გამოწვეული. როგორც ცნობილია, ეს წყალმცენარე პოლიპის უჯრედებში ცხოვრობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის კვებაში – ზოგიერთი მონაცემით, მარჯნების საკვების 90%-ს სწორედ ის ორგანული ნივთიერება შეადგენს, რომელიც სიმბიონანტი წყალმცენარის ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება. პოლიპი, თავის მხრივ, თავშესაფარს აძლევს წყალმცენარეს და ამარაგებს მას დეფიციტური ბიოგენური ელემენტებით (აზოტით, ფოსფორით, ნახშირორჟანგით).

საფრთხე წარმოშვა გლობალური დათბობის ფონზე სანაპირო წყლებში ტემპერატურის მომატებამ, რაც, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს სიმბიოზურ კავშირზე და პოლიპს ჯანმრთელი მაფოტოსინთეზებელი წყალმცენარის განდევნას აიძულებს. შეძლებენ თუ არა პოლიპი და მისი სიმბიონანტი წყალმცენარე შეცვლილ პირობებთან ადაპტაციას, ჯერჯერობით უცნობია.

თუ მარჯნების გაუფერულების მთავარი მიზეზი სანაპირო წყლების დათბობაა, მაშინ, მიმდინარე გლობალური დათბობის ფონზე, 25-50 წლის შემდეგ მარჯნის რიფები, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ავსტრალიელი მეცნიერი, ტაუნსვილის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მარჯნების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომელი ენდრიუ ბეირდი (Andrew H. Baird). მან ავსტრალიის რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კვლევების საფუძველზე განაცხადა, რომ მარჯნების მომავალზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან თითქმის შეუსწავლელია პოლიპებისა და მათი სიმბიონანტი წყალმცენარის ურთიერთობის ფიზიოლოგიური მექანიზმი.

ჟურნალ Trends in Ecology and Evolution-ში ბრეიდმა და მისმა თანაავტორებმა ამ გამოკვლევის მიმოხილვა გამოაქვეყნეს. მათი აზრით, გაუფერულების მიზეზი შეიძლება იყოს წყალმცენარის მაფოტოსინთეზებელი სისტემის, კერძოდ, ფოტოსისტემა II-ის, ულტრაიისფერი სხივებით ინჰიბირება. განათების კრიტიკული ზღვარი, რომელმაც შეიძლება ფოტოსისტემის ინჰიბირება გამოიწვიოს, სხვადასხვა წყალმცენარეს სხვადასხვა აქვს, სტრესულ მდგომარეობაში კი ეცვლება. სტრესული მდგომარეობა გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ საპასუხო რეაქციას გარეგან გამღიზიანებელზე, მათ შორის – ტემპერატურის მომატებაზეც.

ფოტოინჰიბირების პირველი ეტაპია ჟანგვითი სტრესი – სიმბიონანტის უჯრედებში დაგროვებას იწყებს ჟანგბადის რეაქტიული ფორმა (reactive oxygen species, ROS), რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეაფერხოს უჯრედების მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლად უჯრედები სპეციალური ანტიოქსიდანტების სისტემით არის აღჭურვილი. ვიდრე ის ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას, უჯრედებში ჟანგბადი არ გროვდება. თუ დამცავი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და დაზიანება მაინც მოხდა, საქმეში ერთვება რეპარაციის (“შეკეთების”) სისტემა, რომელიც ცილის დაზიანებულ მოლეკულებს ახლებით ცვლის. ცხადია, თუ მარჯნის პოლიპები სიმბიონანტს ძლიერი სინათლისგან იცავენ, მაშინ მათ ფოტოინჰიბირებით გამოწვეული გაუფერულების შეფერხებაც ძალუძს, რადგან პოლიპს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ფლუორესცენციული პიგმენტი, რომელიც შთანთქავს ხილულ სხივებს და შემდეგ ასხივებს მათ ნათების სახით. ასეთ პიგმენტებს შეიცავს წყალმარჩხი რიფების 97%. მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ პოლიპები, რომლებიც მცირე რაოდენობის ფლუროსცენციულ პიგმენტს შეიცავს, ხშირად ექვემდებარება გაუფერულებას, თუმცა გასარკვევია, რამდენად ეწინააღმდეგება პიგმენტები საკუთარ სითბურ და არა სინათლის ზემოქმედებას.

ცნობილია ისიც, რომ სიმბიონანტსა და მასპინძელს იცავს მიკოსპორინის მსგავსი ამინმჟავები (Mycosporine-like amino-acids), რომლებიც შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და შემდეგ სითბოს სახით ასხივებს. ცნობილია, რომ მარჯნის პოლიპებს თავად არ შეუძლიათ ამ ამინმჟავის გამომუშავება – მას სიმბიონანტისგან ან მოპოვებული საკვებისგან იღებენ. მარჯნის პოლიპებს აქვთ ანტიოქსიდანტური სისტემა და სითბური შოკის ცილები, რომლებიც მომატებული ტემპერატურის პირობებში უჯრედების ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს. მარჯნები, რომლებიც ამ ცილებით მდიდარია, ნაკლებად ექვემდებარება გაუფერულებას.

მიუხედავად იმისა, რომ მარჯნები საჭირო საკვებს ავტოტროფული სიმბიონანტებისგან იღებენ, მრავალი მათგანი ინარჩუნებს უნარს, საკვები ელემენტები სხვა ნაწლავღრუიანების მსგავსად “გადაყლაპოს”. ასეთი “მტაცებლები” უკეთ იტანენ გაუფერულებას. ამასთან, როდესაც პოლიპი კვების ამ ტიპზე გადადის, სიმბიონანტს საშუალება ეძლევა, ნაკლებად იყოს დამოკიდებული მასპინძელზე და უკეთ დაიცვას თავი რეაქტიული ჟანგბადის მოქმედებისგან, შეამციროს დაზიანება.

მარჯნის პოლიპების გაუფერულების მიზეზთა შესწავლაში პროგრესის მიუხედავად, მრავალი საკითხი გაურკვეველია. კერძოდ, გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ სიმბიონანტების “გამოძევება” იწყება ტემპერატურაზე, რომელიც 1-2°C-ით მეტია ზაფხულის ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმზე. სიმბიონანტებზე დამოკიდებული მრავალი ორგანიზმი (პოლიპები, აქტინიები, ღრუბლები) 29-32°C-ზე იღუპება, ეს ტემპერატურა კი ტროპიკებისთვის ნამდვილად არ არის მაღალი. 35°C-ს კარგად იტანენ დიდი წყალმცენარეები, ხოლო ტროპიკული თევზებისთვის კრიტიკული ტემპერატურა 34,7-40°C-ია. გამორიცხული არ არის, ტემპერატურის მომატებისას ნამდვილად სიმბიოზური ურთიერთობები ირღვეოდეს.

ნორმალურ პირობებში სიმბიონანტები გამოსცემენ სიგნალებს, რომლებიც მასპინძლის მიერ წარმოქმნილ მემბრანაზე ხვდება. მემბრანა სიგნალების გადაცემაში მედიატორის როლს ასრულებს. თუ სიმბიონანტი სტრესულ მდგომარეობაშია, მასპინძელთან კავშირი შესაძლოა დაირღვეს და მასპინძელმა წყალმცენარე “გამოაძევოს”, ანდა გაანადგუროს უჯრედები, სადაც სიმბიონანტები სახლობენ.

მეორე შესაძლო ვარიანტია თავად მარჯნის პოლიპის სტრესი, რომლის შედეგადაც ის ვეღარ აკონტროლებს სიმბიონანტი წყალმცენარის რაოდენობას. ნორმალურ პირობებში წყალმცენარის პოპულაცია პოლიპის შიგნით სტაბილურია და არც ისე დიდი, თუმცა მისი უჯრედების დაყოფა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე პოლიპისა. ცნობილია, რომ ნორმალურ პირობებში პოლიპის მიერ გამოძევებული წყალმცენარის უჯრედები დაშლილია, ე. ი. ფოტოსინთეზის წარმოება აღარ ძალუძს, მაშინ როდესაც მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გაუფერულების დროს გამოძევებული წყალმცენარის უჯრედები დაუზიანებელია და ფოტოსინთეზის წარმოების უნარი შესწევს. ამის კვალობაზე, ჩნდება მოსაზრება, რომ სტრესის პირობებში მარჯნის პოლიპები კარგავენ სიმბიონანტის ჯანმრთელი და დაზიანებული უჯრედების გარჩევის უნარს. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარჯნები უფერულდება, რადგან წყალმცენარისა “აღარ ესმის”.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ მარჯნების გაუფერულების ფიზიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური ასპექტების შესწავლა არ გვაძლევს საშუალებას, ცვალებადი კლიმატის პირობებში მარჯნების პოპულაციური დინამიკა ვივარაუდოთ.
წყარო: Andrew H. Baird, Ranjeet Bhagooli, Peter J. Ralph, Shunichi Takahashi. Coral bleaching: the role of the host // Trends in Ecology and Evolution. 2009, V, 24. № 1. P. 16-20

ბესიკის ბაღში გადარგული ფრანგული სიმბოლიზმი

0
“ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს
და რაც შემხვდება, შემაჩერებს შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს და დაიჩრდილებს”
თამამად შეიძლება, ტიციან ტაბიძის ეს სიტყვები ქართველ სიმბოლისტთა, უფრო მეტიც _ ქართული ლიტერატურული გეზის სავიზიტო ბარათად მივიჩნიოთ. IV-V საუკუნეებიდან, ანუ იმ დროიდან მოყოლებული, სადაც ქართული მწერლობის ისტორია იღებს სათავეს, ჩვენი ლიტერატურა არ მოსწყვეტია მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ერთიან ხაზს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ამიტომ, როცა ქართული ლიტერატურის სწავლებაზე მიდგება საქმე, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...