ადამიანის უფლებების სწავლება ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით
მოძალადე და მსხვერპლი სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით
Лапша, я поскользнулся…
პირველი სიტყვები რუსულად, რაც გავიგე და დავიმახსოვრე, სერჯო ლეონეს სახელგანთქმული ფილმიდან იყო, რომელსაც მაშინ ყველა „ადნაჟდი ვ ამერიკე”-ს ეძახდა. მაშინ არც მიცდია, უფრო ზუსტად, არც გამიბედავს ვინმესთვის მეკითხა, რას ნიშნავდა, ქართულად როგორ ითარგმნებოდა ეს ფრაზა – ყველა ისე მოხიბლული და აღტაცებული, აცრემლებული იყო გარშემო, მომეჩვენა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა შეკითხვის დასმა. და ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ თავმოყვარეობა მქონდა: სადმე ოდესმე უსათუოდ გავარკვევდი.
ეს „ოდესმე” ერთხელაც დადგა და ის დროც მოვიდა, როცა „ერთხელ ამერიკაში”-ს ქართული გახმოვანებით ვუყურე. ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, ქართულად გახმოვანებულ „ხიტებს” რომ ვუყურებ, მგონია, დასცინეს და გააბანძესო, კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი – ქალს, სიტყვა სიტყვას არ ემთხვევაო. მოგვიანებით ეს ბრალდება ქართულად თარგმნილი წიგნების შესახებაც მომისმენია, და ასე მგონია, ამ შეხედულებებს შუალედური ენის გამოცდილება კვებავს. თუმცა რაღა შუალედურის – გასული საუკუნის 70-იანების ბოლოს სულ ცოტა დააკლდა და კონსტიტუციით გამყარებული, დომინანტი, უპირატესი ენა იქნებოდა.
ხშირად ყოფილა, ტექსტზე მუშაობის დროს, ზოგიერთი ავტორისთვის მითხოვია, რუსულად ციტირებული ბოდლერის, სარტრის, ჰემინგუეის, აკუტაგავას და სხვათა ფრაზები როგორმე ქართულად ეთარგმნათ. „ეფექტი დაიკარგება”, – მათი არგუმენტები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, – „განა თარგმნა მიჭირს, უბრალოდ ის სიმძაფრე, მოქნილობა, დატვირთვა არ ექნება”. „რატომ?” – მიკვირდა ხოლმე, და სულ ვფიქრობდი, კონკრეტული ავტორი ქართულ ენაში ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას თუ საკუთარ თავში ვერ პოულობდა ძალას, რიგიანად ეთარგმნა ის (თუნდაც გენიალური) ფრაზა.
მერე დავრწმუნდი, რომ საჭიროდაც არ მიაჩნდა. „რად გვინდა იმის განმარტება, რაც ისედაც ყველას ესმის?” – მეტყოდნენ გაკვირვებულები. და მაშინ იძულებული ვიყავი ბავშვობიდან მყარად გამჯდარ თავმოყვარეობაზე ხელი ამეღო: „მე არ მესმის”.
ამ შემთხვევაში კინოთეატრების მესვეურთა დადანაშაულება, რბილად რომ თქვა, პრობლემის მხოლოდ ცალმხრივად შეფასება იქნებოდა. საქმეში ჩახედული ადამიანები სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, რამდენიმეს ფაქტორს ხაზგასმულად ასახელებენ:
1) მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა, რაც შეზღუდავს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული/დუბლირებული ფილმების ჩვენებას, 2) საგანმანათლებლო დაწესებულებების, კინოსტუდიების, ამ თემით დაინტერესებული საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის ხელის შეწყობა სფეროს გასავითარებლად (ფილმის დუბლირებას, პროფესიონალი მსახიობების გარდა, მინიმუმ კარგი მთარგმნელი და დუბლირების რეჟისორი სჭირდება), 3) ქართულად დუბლირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება კინოთეატრებს შორის კონკურენციის გასაძლიერებლად (ვფიქრობ, უშუალო მფლობელისაგან შეძენილ, ორიგინალიდან ნათარგმნ და დუბლირებულ ფილმებს/მულტფილმებს მეტი მაყურებელიც ეყოლება და სერიოზულ როლსაც შეასრულებს ქართული ენის განვითარებაში).
ასე თუ არ მოხდა… ასე უნდა მოხდეს! ისიც ცხადია, რომ უფრო და უფრო მომძლავრდება ნაკითხი თუ გაუნათლებელი ნიჰილისტების ნიაღვარი, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებისა და ფილმების გამასხრებაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს ქართულ ენას – ჩვენი სახელმწიფოსა და იდენტობის ყველაზე ძლიერ საყრდენს – კიდევ უფრო გააძლიერებს.
რა ასაკიდან უნდა იწყებდეს ბავშვი უცხო ენის შესწავლას
მუსიკა ომის არომატით: ჯაზის ორმხრივი ცხოვრება და ედიტი

მართვა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სკოლაში
„ზაზუნას დღე“ მასწავლებლისათვის
ინტერაქციული ლექციის გამოყენება გაკვეთილზე
ინტერაქციულ ლექციას საფუძვლად ცოდნის ორგანიზებისშემდეგი კანონზომიერებაუდევს:
I ეტაპზეხდება გაგება(გააზრება, შემეცნება, განზოგადება), ანუ კონცეპტუალური ცოდნის მიღწევა;
IIეტაპზე – ათვისება (განმეორების სხვადასხვა ხერხის გამოყენება), ანუ ცოდნა იძენს დინამიურ ხასიათს;
IIIეტაპზე – ადგილი აქვს უნარების გამოყენება/ფორმირებას (სტანდარტული და შემოქმედებითი ფორმით), ანუ ტრანსფერული ცოდნის ჩამოყალიბებას.
მიზნის მისაღწევად და მაქსიმალური შედეგისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ
- ინტერაქციული ლექცია კარგად უნდა გაიწეროს დროში, შესაძლებელია რამდენიმე ნაწილადაც დავყოთ;
- სასურველია მოსწავლეებს ლექციის დასაწყისშივე წარვუდგინოთ მონახაზი, რითაც ისინი შეძლებენ დაინახონ ლექციის სტრუქტურული ერთეულები და საყრდენი მომენტები;
- დასაწყისშივე დავსვათ შეკითხვა, რომელიც გამოიწვევს მათ ცნობისმოყვარეობას და მივცეთ მისი შესრულებისათვის საჭირო ინსტრუქცია. ეს გაზრდის მოტივაციას, ინტერესს ლექციის მიმართ და მასალის ათვისებაც უფრო ადვილად და სწრაფად მოხდება;
- ლექციის დროს გამოვიყენოთ როგორც აუდიო, ისე ვიდეო-მასალა, ვიზუალიზაციის სხვა საშუალებები, კოგნიტური სქემები, რაც ანალიზის, სინთეზის საშუალებას მისცემს მოსწავლეს და გაუაქტიურებს წარმოსახვას;
- უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია არა გადაცემული ინფორმაციის მოცულობა, არამედ ის, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, როგორ აითვისეს ძირითადი მომენტები, შეძლეს თუ არა აზროვნების კიდევ უფრო მაღალი საფეხურების წვდომა, რისთვისაც მოსწავლე დროდადრო უნდა ჩავრთოთ საქმიანობაში და ლექციის აქტიურ ნაწილად ვაქციოთ. შესაბამისად, დავუსვათ შეკითხვები და გადავამოწმოთ ინფორმაციის წვდომის ხარისხი;
- ინტერაქტიური ლექციის მოსმენის პარალელურად მოსწავლეები ავსებენ მასწავლებლის მიცემულ კოგნიტურ სქემას (მაგ., ორგანაიზერს), რითაც განაზოგადებენ ლექციის ცალკეულ ნაწილებს და შექმნიან ერთ მთლიანს, ანუ მოახერხებენ ცოდნის სხვადასხვა საფეხურების გამოყენებას;
- მუშაობის ნაყოფიერება დადასტურდება, თუ ლექციის ბოლოს მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხრობის შედგენას (ანუცოდნის აგებას)შეძლებენ.
მაგალითად, ისტორიის VII კლასის კურსში, როდესაც მოსწავლე ეცნობა დიდ ბრიტანეთს და ნორმანთა დაპყრობების შედეგებს ინგლისში,ვიზუალური საყრდენისთვის მასწავლებელს შეუძლია ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს რუკის გამოყენება;ხოლო ლექციის მსვლელობის და მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ მას შეუძლია მოსწავლეებს დაავალოს კოგნიტური სქემის შევსება (ნახ.1):
ლექციის მეორე ნაწილში მოსწავლეები უკვე მეორე სქემაზე იმუშავებენ – ქვეყნის მოსახელობის შემადგენლობასა და მნიშვნელოვან მოვლენებზე (ნახ.2):
გაკვეთილის ბოლოს კი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგენენ მოთხრობას დიდ ბრიტანეთსადა ინგლისში ნორმანთა დაპყრობების შედეგებზე, რაც მოწმობს, რომ ინტერაქციული ლექციის მეშვეობით ინფორმაციის შინაარსი მათთვის გაცილებით მისაღები, ადვილად დასამახსოვრებელი და გამოსაყენებელი გახდა.
რაც შეეხება რეფლექსიას, ამ დროს მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები შეაფასოს სასიგნალო ბარათებით (ნახ. 3):
საბოლოო ჯამში აღნიშნულ თემაზე 1 საგაკვეთილო ინტერაქციული ლექციის ფორმატი ასეთი იქნება (ნახ. 4):
კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ინტერაქციული ლექციის მაგალითი XI კლასის მსოფლიო ისტორიის კურსიდან:
თემა – „ფეოდალიზმი ევროპაში. რომის კათოლიკური ეკლესია. ჯვაროსნული ლაშქრობები XI-XIII სს”.
ინდიკატორები და შედეგები – ისტ. XI.1; 2; 4; 5; 6; 7.
შინაარსი – ფეოდალიზმი ევროპაში; პაპიზმი; ეკლესია და ბრძოლა ლეგიტიმაციისათვის; ბრძოლა გავლენისთვის შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში; ჯვაროსნული ეპოქა; რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია.
საყრდენი ტექსტი: შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება სამი წოდებისგან შედგებოდა, რაც მის განსაკუთრებულ თავისებურებას უსვამდა ხაზს; ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა; ისინი იბრძოდნენ გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, რაც საზოგადოებაში მრავალ წინააღმდეგობას და ცვლილებას იწვევდა, მათ შორის მსოფლიო ასპარეზზეც.
ლექციის მოსმენის პარალელურადმოსწავლეები შეავსებენკოგნიტურ სქემას – ლოგიკურ ჯაჭვს, სადაც ნახსენები იქნება ყველა ახალი ცნება და ტერმინი, ნაჩვენები იქნება ორ ფენას შორის – სასულიერო და საერო წოდებას შორის არსებული წინააღმდეგობები და ხაზგასმული იქნება სოციალური და ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირი (ნახ.5):
ნახ.5
ლექციის მოსალოდნელი შედეგები შემოთავაზებული ცხრილის (ნახ.4) მიხედვით:
N1 – მოტივაცია/განწყობისთვის – შეკითხვა: რა კავშირია ფეოდალურ ევროპას, რომის კათოლიკური ეკლესიასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებს შორის XI-XIII სს-ში? (მიადევნეთ თვალ-ყური კოგნიტურ სქმას);
N2 – წოდებები – „ვინც იბრძვის, ვინც ლოცულობს და ვინც მუშაობს”;
N3 – ერთი წოდებიდან მეორეზე გადასვლა შეუძლებელია;
N4 – ახალი მასალი გამტკიცება:
ა) მსოფლიო ბატონობისკენ კათოლიკური ეკლესიის და ფეოდალების მისწრაფების შედეგები იყო:
·
ვაჭრობის განვითარება;
·
ბიზანტიის იმპერიის დაცემა;
·
აღმოსავლური კულტურის გაცნობა;
·
ტექნიკური გამოგონებები.
ბ)ბლოკსქემასთან დაბრუნება (ნახ.5), ახალ ტერმინებზე და ცნებებზე აქცენტირება;
N5 – ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობის შედეგების შემოწმებისთვის:
ა)დაასახელეთ, რომელი ცნება შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას –
„განსაკუთრებული მოსაკრებელი” ესაა:
·
საეკლესიო კრება;
·
საეკლესიო გასახადი.
ბ) იპოვეთ შესატყვისობა მოცემულ განსაზღვრებებს შორის – „ინკვიზიცია” ესაა:
·
განსაკუთრებული საეკლესიო ტრიბუნალი, რომელიც ერეტიკოსების წინააღმდეგ საბრძოლველად დაარსდა;
·
აღსარება;
·
განდიდების აკრძალვა.
გ) რა ეწოდება სიგელს, რომლითაც ხდებოდა
„დამნაშავის” გათავისუფლება/შეწყალება:
·
მონანიება;
·
ინდულგენცია.
დ) იპოვეთ ზედმეტი: ისტორიკოსები თვლიან, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების
მიზეზი იყო:
·
ევროპის მოსახლეობის ზრდა;
·
რელიგიური მოტივი – ქრისტეს საფლავის გათავისუფლება;
·
ნორმანების თავდასხმები ევროპის სამხრეთში;
·
პაპების მისწრაფება ძალაუფლების გაზრდისკენ;
·
სხვადასხვა წოდების გამდიდრების, ნადავლის სურვილი.
ე)ვის შეუძლია მოგვითხროს, ევროპის ფეოდალური საზოგადოება როგორ აღმოჩნდა ჩაბმულიჯვაროსნულ ლაშქრობებში?
N6 – რეფლექსია და შედეგების შემოწმება (მოსწავლეები აჩვენებენ სასიგნალო ბარათებს):
·
„ვინ რომელი აირჩიეთ”?
·
დასვენებაზე ის მოვიდეს, ვინც „ვერ გაიგო”.
ინტერაქციული ლექციის დინამიკურობა და მაღალი მოტივაცია მოსწავლეთა რეალური წარმატების საფუძველია, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და აუცილებელია.
შიში, რომელიც მაღვიძებს
ხანდახან ვფიქრობ, თუკი ოდესმე ჩვენს შვილებს წარმატების გზაზე რაიმე შეაფერხებს – ეს იქნება ჩვენი დაუოკებელი მოლოდინი სწრაფად შევქმნათ მათგან პატარა გენიოსები, ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული და საუკეთესო ბავშვები დანარჩენ სხვა ბავშვებს შორის.
და ასე, ნელ-ნელა იწყება ახალ-ახალი შეჯიბრებები, პატარა ცხოვრებისეული გამოცდები და ამ პერიოდის დადგომას მშობლები უფრო მეტად განვიცდით და ვნერვიულობთ, ვიდრე თავად ისინი – ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები, რომლებიც ამ ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც სახალისო თავგადასავალს და ჩვენს დაჟინებულ ყიჟინასაც არად აგდებენ, როდესაც ვასწავლით ჭკუას, ხიფათის თავიდან არიდების ყველაზე გამოცდილ ხერხებს, ვუსახავთ ოპტიმალურ მარშრუტს, თავს დავტრიალებთ, ვასწავლით როგორ ითამაშოს, როგორ მიესალმოს მეზობელს, როგორ გადაიხადოს მადლობა, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, როგორ მოითმინოს, როგორ იბრძოლოს, როგორ აჯობოს სხვებს, როგორ გახდეს მამაცი, ყველასგან გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი, როგორ გახდეს ნამდვილი სუპერგმირი, რომელიც ყველა მაყურებლის იმედს ამართლებს.
–მიდი, საჭე კარგად დაატრიალე და მანქანაც დაიძვრება!
–ეცადე სხვებს არ დაეჯახო. თავისუფალ წრეზე იარე!
–მიდი, მიდი ძალიან მაგარი ხარ, ახლა კარგად დაატრიალე საჭე მარჯვნივ და პედალიდან ფეხი არ აიღო!
ეს პატარა წარმოდგენაა ჩვენი შვილების მონაწილეობით. მათთვის ეს მხიარული თავგადასავალია, რომელიც ძალიან უნდათ დიდხანს გაგრძელდეს. ზოგიერთი ახანგრძლივებს ამ თავგადასავალს, მანქანიდან არ გადმოდის და საჭეს მოხერხებულად ატრიალებს. მშობლების დაჟინებული, აღგზნებულ ხმიანი ქორო კი ატრაქციონების ხმაურში იკარგება. ისინი, ტელეფონებით აღჭურვილები, ცდილობენ ნათლად აღბეჭდონ თავიანთი შვილების გმირობები ეკრანზე და, ამავდროულად, შვილებსაც ამხნევებენ ხმამაღალი შეძახილებით.
– ყოჩაღ, ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ! – ისმის ხმამაღალი შეძახილები ტაშის თანხლებით. ეს პატარები კი იქამდე დააქროლებენ ამ თავიანთ საოცნებო მანქანებს , სანამ ზარის წკარუნი ამ მხიარულ ქროლვას არ შეაწყვეტინებს. მშობლები კი ნერვიულობენ და შფოთავენ, ოხრავენ ბავშვების მანქანების ყოველ შეჯახებაზე. განერვიულებული ხმით ასწავლიან, როგორ გამოძვრნენ რთული სიტუაციიდან. ზოგიერთი, პირველად დაჯდა ამ ფერად მანქანაზე და უფრო მეტი ალბათობაა, რომ სუპერგმირი ვერ გახდეს. მეც ავნერვიულდი, მეც მინდა ჩემი შვილი სუპერგმირი იყოს, მანქანას გამოცდილი ავტომრბოლელივით დააქროლებდეს, ყველა შექმნილი ჩიხიდან უპრობლემოდ გამოძვრეს, საერთოდ პრობლემები არ შეხვდეს, სულ თავისუფალ წრეზე იაროს და წინ არაფერი გადაეღობოს, რაც ხელს შეუშლის ამ ელექტროავტომობილის თავისუფლად მართვაში. დაძაბული ვუყურებ, მეც გადმომედო სხვა მშობლების შფოთვა. შეცდომაა – თითქოს, თავში ვიღაც მისიგნალებს. ვხვდები, რომ ამ პატარა განგაშის ზარმა უნდა გამომარკვიოს და საკუთარი შფოთვები გარედან დამანახოს. “მერე რა, საერთოდ თუ ვერ დაძრავს მანქანას, მერე რა, თუ ისე გაეჩხირება მანქანებს შორის , რომ ზარის დაწკარუნებამდეც ვერ შეძლებს ჩიხიდან თავის დაღწევას, მიდი გაუღიმე”, – ისევ მესმის ხმა შიგნიდან. ვუჯერებ შინაგან ხმას. მოვეშვი, შვებით ამოვისუნთქე და ჩემი სუპერგმირი შვილის მორიგი ჩამოქროლებისას თავისუფლად ვიღიმი და არც ხმამაღალ მითითებს ვაძლევ, რომელსაც მაინც ვერ გაიგონებს. უბრალოდ ვუღიმი. ისიც იღიმის და საჭეს მარდად ატრიალებს.
ჩვენ – მშობლები, ვჭედავთ ამ მოლოდინების ხატს ჩვენი შვილების მომავლის სახით. გვსურს ეს ხატი ბრწყინვალე და თვალსაჩინო იყოს ყველასთვის. ვცდილობთ, ნაადრევად ავკიდოთ ეს მოლოდინები მათ სუსტ მხრებზე და ვურჩევთ წინასწარ წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი ისეთი, რომლითაც იქნებიან კმაყოფილი. რომლითაც, ჩვენც ვიქნებით კმაყოფილი. ვცდილობთ დავგეგმოთ მათი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეხვდეთ, ნაკლები განსაცდელი, ნაკლები თავსატეხი და საორჭოფო საქმე. თუ შეგვეძლება, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ყველაფერი, მივცეთ ყველაფერი მზამზარეული. სამაგიეროდ მოვაკლოთ ის უნარები, რომლითაც დაიცავენ საკუთარ სურვილებსა და საკუთარ შეხედულებებს. ჩვენ ვემსგავსებით თვითმფრინავ დედებს, რომლებიც თავიანთი ჰიპერმზრუნველობით თავს დაზუზუნებენ შვილებს და არ აცლიან დატოვონ ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების პირისპირ; არ აცლიან მათ პრობლემებთან გამკლავებას, წამოდგომას, როცა წაიქცევიან; არ აცლიან, თავად შექმნან მათთვის სასურველი პირადი სივრცე. ალბათ, რთულია მშობლისთვისაც იოლად დათმოს შვილისთვის თავისუფლების ნამცეცები. თავისუფლების ცნება ხომ ყველასთვის ინდივიდუალურად ითარგმნება.
ისე მოხდა, რომ ამ წერილის დაწერამდე ცოტა ხნით ადრე ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომის” კითხვა დავასრულე. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომლის პირველი თავი ასე იწყება : “წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი , რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა : დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ ნამცხვარს მიდგამდა”.
ბავშვობის მოგონებებით და იქიდან წამოღებული უამრავი კომპლექსებით არის დატვირთული რომანი სიუჟეტი. ფსიქოთერაპევტის სკამზე განრთხმული ალექს პორტნოი კი სულაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, მას თავისი ებრაული გრძელი ცხვირი გამოარჩევს სხვა თანატოლებისგან და ასევე დედა, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს კონტროლი ვაჟიშვილზე, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ეს დაძაბული ბრძოლაა დედასა და შვილს შორის და ამ ბრძოლის მსხვერპლი ეს გრძელცხვირა ალექსია, რომელიც გამალებული ცდილობს დედის ზრუნვის მარწუხებისგან თავის დახსნას. ხან გამოსდის და ხან არა.
ფსიქოთერაპევტის ერთ სეანსში ჩატეული თავგადასავალის სიუჟეტი ბევრისთვის შეიძლება იყოს ნაცნობი. განსაკუთრებით კი მშობლებისთვის, რომლებიც გამუდმებით ვცდილობთ, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია მივცეთ ჩვენს შვილებს და გავხადოთ ისინი უფრო ბედნიერები, ვიდრე თავად ვიყავით ისე, რომ არ წავართვათ თავისუფლების შეგრძნება და ის თავისუფალი სივრცე, რომელიც მათთვის ძალიან საჭიროა.
მე კი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მაღვიძებს იმაზე შიში, როგორ მიყვარდეს, ვზრუნავდე, ვასწავლიდე, ვიცავდე ისე, რომ არ წავართვა თავისუფლების განცდა.
პოეტი და ზღვა. აკაკი წერეთლის ერთი მეტაფორა
„…და მინიშნებანი ოდითგან