
ცეცხლოვანი ფრინველი (ნაწილი I)

მიტოზის შესწავლა და მიტოზური ინდექსის დადგენა დროებითი პრეპარატების საშუალებით
მოსწავლეებისთვის კვლევის უნარების განვითარება თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ, ბიოლოგიის სწავლებისას მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებს კვლევის უნარ-ჩვევებიც განუვითაროს. კვლევითი უნარების განვითარება შესაძლებელია როგორც ველზე, ისე სკოლის ლაბორატორიის ბაზაზეც.
გასათვალისწინებელია:
1. მიტოზის შესასწავლად საუკეთესო ობიექტია მცენარის მერისტემული უჯრედები: ფესვის აპიკალური მერისტემა, ჩანასახოვანი ლებანი, ზრდის წერტილი.
2. საკვლევ ობიექტად შეიძლება გამოვიყენოთ ბარდის, ჩაის, ხახვისა და სხვა მცენარეთა თესლი, რომელიც შეიძლება გავაღვივოთ მდინარის სილაში 24-28 გრადუს ტემპერატურაზე.
● მოსწავლეები პეტრის ჯამზე მდინარის სილაში ათავსებენ თესლს და აღივებენ. პრეპარატის მომზადების წინ დაფიქსირებულ მასალას ვრეცხავთ გამოხდილი წყალით და დასარბილებლად ვათავსებთ რკინა–ამონიუმის 2%–იან შაბის ხსნარში. 3-4 საათის შემდეგ მასალა ისევ ირეცხება გამოხდილი წყლით და იღებება აცეტოკარმინის ან ჰემატოქსილენის საღებავით. უჯრედთა მაცერაციის მიზნით საღებავში მოთავსებულ მასალას დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში ვადუღებთ სპირტქურაზე.
● შეღებილი და დარბილებული ფესვები ლანცეტის გამოყენებით გადმოგვაქვს პეტრის ჯამზე, ვაჭრით წვეროს (2-3 მმ) და ვათავსებთ კარგად გაწმენდილ სასაგნე მინაზე, ზემოდან კი ვაფარებთ საფარ მინას. ჰაერის გამოსადევნად სასურველია, საფარ მინას ფრთხილად დავაწვეთ ზემოდან. ამის შემდეგ პრეპარატი მზადაა მიკროსკოპში დასათვალიერებლად.
1. მიტოზის ფაზების ამოცნობას – პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა;
2. მიტოზის ფაზების თანმიმდევრობის ცოდნას;
3. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მეტაფაზაში ქრომოსომების დათვლა და სახეობისთვის დამახასიათებელი ქრომოსომული ნაკრების დადგენა;
4. ანაფაზაში აკვირდებიან V ფორმის ქრომოსომებს, აბერაციებს – ფრაგმენტები, ხიდაკები, რგოლები;
5. ტელოფაზაში – ციტოკინეზის პროცესს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ დროს მცენარეული და ცხოველური უჯრედების ამოცნობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის მიტოზური ინდექსის გამოთვლას.
მიტოზური ინდექსის დადგენა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ მცენარის ზრდის ინტენსივობა დღე-ღამისა და სეზონების მიხედვით. მათ უკვე იციან, რომ მიტოზი – ესაა ზრდის, განვითარების და უსქესო გამრავლების ციტოლოგიური საფუძველი.
ამ გზით მომზადებული პრეპარატები საშუალებას იძლევა, შევისწავლოთ უჯრედის ბირთვული აპარატი, მიტოზი, მისი ფაზები და ხანგრძლივობა, მიტოზის ცალკეული ფაზის თავისებურებანი, მიტოზური ინდექსი და ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრი როგორც ბუნებრივ, ისე ინდუცირებულ პირობებში. აგრეთვე თვალი ვადევნოთ მიტოზური ინდექსის ცვალებადობის თავისებურებებს დღე-ღამისა და სეზონების მიხედვით.
აღნიშნული კვლევების ჩატარება რეკომენდებულია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ციტოლოგიისა და გენეტიკის კურსი და შეუძლიათ ბირთვული აპარატის შესწავლა (კარიოტიპის დადგენა, ქრომოსომული აბერაციები). დაფიქსირებულ მასალაზე მოსწავლემ შეიძლება 5-6 თვის განმავლობაში იმუშაოს, ხოლო მიტოზური ინტენსივობის დადგენა, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება მთელ წელს გაგრძელდეს.
გაკვეთილის ან პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალურად დასახოს მისაღწევი შედეგი.
როგორ ხარ?
წვიმიანი დღეა. რაღაც შემოგვეჩვია ეს წვიმა, სულ წვიმს… გაზაფხულზე წვიმს, ივნისში წვიმს, აგვისტოშიც კი წვიმს და ახლა რაღად გამკვირვებია წვიმის მოსვლა?! მე და ნალექი ერთმანეთს ვერ ვეწყობით, არც თოვლი მიყვარს და არც წვიმა. საჭიროაო, იტყვით. ჰოდა, აგერ, ბატონო, წვიმს, სულაც არ მეკითხება, რა განწყობით შევცქერი ფანჯრიდან.
სოციალურ ქსელში ვიხედები და კოლეგის სტატუსზე მეღიმება. ამ ბოლო დროსო, წერს, კითხვაზე „როგორ ხარ?” ადამიანები სულ უფრო ხშირად პასუხობენ, რა ვიცი, აბაო.
თურქულ ენაში ამ კითხვაზე პასუხის მრავალი ვარიანტიდან ერთი ასეთია: „fena değilım” – „ფენა დეილიმ”, ანუ ცუდად არ ვარო. გამოდის, ცუდად რომ არ ხარ, ეს უკვე კარგია. მაგრამ თუ ცუდად არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს კარგად ყოფნას. მოკლედ, რაღაც შუალედურ მდგომარეობაში ხარ, არც იქით და არც აქეთ.
სიკვდილზე აცრა შეუძლებელია, თუმცა სწორი რეჟიმით აცრისთვის ნიადაგის შექმნა შეიძლება. მარილი გიყვართ? მწნილი? თეფშზე ამოღებულ კერძს მარილს კიდევ ამატებთ?
დიახ, სუფრის მარილზე გეკითხებით. უძველეს დროში ალქიმიკოსები მას იდუმალ ნივთიერებას უწოდებდნენ. პარაცელსის აზრით, სწორედ მისგან შეიძლებოდა ფილოსოფიური ქვის მიღება. სპირტში თუ გახსნიდი, მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირად გარდაიქმნებოდა. ძველ ეგვიპტეში კი ბოროტი ძალების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ეგვიპტელთა აზრით, ეს იყო ნივთიერება, რომელიც ყოველივე ცოცხალს სპობდა. ის ერთადერთი მინერალია, რომელსაც საკვებში სუფთა სახით ვიყენებთ. ბევრი მარილის მირთმევით სიკვდილს ვიახლოებთ. თუმცა, მოდი, ასე ვთქვათ: მარილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ნივთიერებაა. ის სიცოცხლისთვისაც გვჭირდება. მაგრამ სად არის ის ზღვარი, რომლის იქითაც მარილი საწამლავად იქცევა?
მარილი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციობისთვის. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი იონების მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმებით ხორციელდება, რაც, მერწმუნეთ, ავიცენამ არ იცოდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ეთქვა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგანაა შექმნილიო.
მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მარილის დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის), ასევე – თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, სადაც ნატრიუმის იონი კალიუმის ან მაგნიუმის იონითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის დოზირებული მიღებაა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ნახევარი გრამი მარილია საჭირო. თუმცა ამ ნორმას, მგონი, არავინ იცავს… საშუალო იაპონელი დღეში 40 გრამ მარილს გეახლებათ, ამერიკელი – 20 გრამს, ევროპელები კი წელიწადში თურმე 5 კგ მარილს მიირთმევენ. ამ ხალხმა ასე თუ გააგრძელა, ერთ ფუთ, ანუ 16 კილოგრამ მარილს სამიოდე წელიწადში შეჭამენ და ერთმანეთსაც უკეთ გაიცნობენ.
მარილს ან ზღვის წყლის ამოშრობით მოიპოვებენ, ან ქვამარილის საბადოებიდან. ერთ-ერთ მინერალს, რომლისგანაც ასევე იღებენ მარილს, ჰალიტი ჰქვია. ის ნახევრად გამჭვირვალეა და მოვარდისფრო. მისგან ლამპრებსაც აკეთებენ. ასეთი ლამპარი მიკროკლიმატს უფრო სუფთასა და გამჭვირვალეს ხდის.
მარილის დღიური ნორმა რომ ნახევარი გრამია (ჩაის კოვზის მესამედი), ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ თუ მარილზე საერთოდ უარს ვიტყვით, საიდან მივიღებთ ამ აუცილებელ ნახევარ გრამს?
აღმოჩნდა, რომ სავსებით ბუნებრივად – პურის, ბოსტნეულის, ყველის და სხვა იმ პროდუქტების მეშვეობით, რომლებსაც დღის განმავლობაში ისედაც მივირთმევთ. იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც მარილი ხელოვნურად არ შევიტანოთ რაციონში, დღიური ნორმის გარეშე არ დავრჩებით.
თუ მარილს გამუდმებით ჭარბად გამოვიყენებთ, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას და სისხლძარღვების სანათური შევიწროვდება. შედეგად არტერიული წნევა მოიმატებს. ჭარბი მარილის გამო სითხის შეკავების თანმხლები პრობლემებია ჭარბი წონა, ჭარბი შაქარი, ჭარბი ქოლესტერინი.
მარილის მოყვარული ადამიანების ენაზე მარილის აღმქმელი რეცეპტორები დომინირებს, სხვა გემოზე პასუხისმგებელი რეცეპტორების მგრძნობელობა კი სუსტდება. როგორც კი მარილს შეამცირებთ, ეს უმალვე დაიბრუნებენ აქტიურობას.
სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – ქეის-ტექნოლოგია, დებრიფინგული გაკვეთილი


შეფასების ობიექტები:

სამყარო ფაქტი არ არის, ის შესაძლებლობაა ანუ ენა საზღვრებში და საზღვრებს მიღმა
ბარტის ამ ციტატის აზრი შეგვიძლია მეტაფორულად გადმოვიტანოთ ენიდან ადამიანის ცნობიერებაზე… ცნობიერებაც (და მერე ცხოვრებაც) ხომ ერთგვარი სცენაა, წინასწარ მომზადებული სპექტაკლისთვის… ამ სპექტაკლების შემოქმედი ისევ ჩვენი ცნობიერებაა, ყველა საჭირო შემთხვევისთვის მყარ დისკზე აქვს შენახული სიუჟეტები (გაიხსენეთ ფრაზეოლოგიზმი: „რა სპექტაკლებს დგამ?”)
ემოციები, გრძნობები, განცდები მთავარი პერსონაჟები არიან… წინასწარმოცემული სცენარის განვითარება დიდ ინტერესს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ცნობიერება ახალი პერსონაჟებით ჩანაცვლებულ სპექტაკლს სიახლედ აღიქვამს… და ეს ასეცაა. ახალი პერსონაჟების თამაშში არის რაღაც მომხიბვლელი, რადგან განსხვავებული ელემენტები არიან. ერთ მშვენიერ დღეს (ან საღამოს) პერსონაჟი სცენარს (ავტორს) აღარ დაემორჩილება და იწყებს სიუჟეტის შეცვლას… აი, ეს არის საინტერესო და აქედან იწყება ბარტისეული „შესაძლებლობების დიაპაზონის” აღმოჩენაც… წინასწარმოცემულობის გადალახვა… კოლექტიური ცნობიერებიდან გასვლა, კლიშეების დაძლევა, სტერეოტიპების მსხვრევა… ეს არის მდგომარეობა, როდესაც ენა (შესაბამისად, ცნობიერება) გადის საზღვრებიდან და სრულიად განსხვავებული პარამეტრების განზომილებაში ხვდება. ეს განზომილება შეიძლება აღიწეროს, როგორც ცნობიერების კვანტურობა, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, კვანტურობის აღწერა კლასიკური მეთოდებით შეუძლებელია… მხოლოდ მეტაფორულად და არაპირდაპირ… ასე რომ, მეც მეტაფორულად გამოვიყენებ.
ვფიქრობ, გასეტი ერთგვარად განავრცობს ბარტის აზრს, როდესაც მეტყველების აქტზე საუბრობს: „ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ იმ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან, გამოთქვას რამე მთელი სიტუაციის მნიშვნელობის გაცნობიერებით…” (გასეტი, ადამიანი და ხალხი”).
ამ შემთხვევაში გასეტი საუბრობს ზეპირ მეტყველებაზე და იმაზე, როგორ შემოდის მეტყველების პროცესში მთელი გარემო, ის კონტექსტი, რომელშიც მეტყველება მიმდინარეობს. მათ შორის: მსმენელები, საგნები, მოვლენები… ყველაფერი, რაც „იქ და მაშინ” ხდება. ამდენად, ასეთი უბნობა უნიკალურია და მისი განმეორება შეუძლებელი. გასეტი ასეთ კომუნიკაციაში გულისხმობს ნებისმიერ დეტალს, მაგალითად, საუბრობ და გარეთ თოვა იწყება… ყველაფერი ჩართულია აზრის ამ უნიკალურ ინტერპრეტაციაში, არა მარტო ენა… „ენა” ხდება ყველაფერი, რაც გარშემოა და ატარებს გარკვეულ და შემავსებელ მნიშვნელობას მთლიანი აზრის გადმოსაცემად…. ამიტომ ის გასულია ჩვეულებრივი საზღვრებიდან და ტრანსპერსონალურია.
პოეზიის ენის კვანტურობას კი კარგად ხსნის ოქტავიო პასი: „პოეზია, გარდა იმისა, რომ მეტყველების ფაქტად რჩება, იგი, ამავე დროს, მის საზღვრებს გარეთაც იჭრება… ენის სტიქიის მოძრაობაში ჩაფლული, მისი ნაწილაკების გადაადგილებით გართული პოეტი ან თვითონ ირჩევს სიტყვებს, ან სიტყვები ირჩევენ პოეტს…”
როგორია საზღვრებს გარეთ „გაჭრილი” ენა…? ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტი და ობიექტი დაკარგულია, როდესაც შინაგანი და გარეგანი გახსნილია ერთმანეთში, როცა შინ და გარეთ აღარ არსებობს… პოეტი, რომელსაც ჰგონია, რომ სიტყვებს არჩევს აზრის გადმოსაცემად, სხვა ფოკუსიდან ისე ჩანს: რომ სიტყვები არჩევენ მას… აქ ისევ ბარტის პოსტმოდერნული მეტაფორა გამოგვადგება „ავტორის სიკვდილის” შესახებ. პოეტი -მედიუმია… ის, უბრალოდ, გამტარია… რომელი განზომილების აზრის გამტარი…? ამაზე ღირს ფიქრი, რადგან პოეზია (ისევე, როგორც მთლიანად, ლიტერატირა) შეუძლებელია ყოველთვის „ღვთაებრივი” აზრის მიმღები იყოს…
ცნობიერების ტრანსპერსონალურ მდგომარეობაში პოეტის პიროვნული „მე” იშლება, იფანტება… ხან სუბიექტი ობიექტად იქცევა… ხან – ყველად და ყველაფრად… „მე შენ ვარ” – ამბობს ნოვალისი. მე – ეს სხვაა (ლაკანი), მე – ასეთი სიტყვა არ არსებობს (პრიგოვი)…
თვლას – მითუმეტეს….”
პოეტი იმ განზომილებიდან გველაპარაკება, სადაც სიმყარე არ არის და ამიტომ უფრთხის სიტყვებს, როგორც მნიშვნელობის და ფორმის მქონე ელემენტებს, რომლებიც მას სადღაც კვანტურ და ტალღურ განზომილებაში „სივრცის სიმყარეს” ახსენებს… ამგვარ სუპერპოზიციაში მყოფი კი ერთდროულად არის: პოეტი, მეძავი, პატრიაქი, ტერორისტი, ლიბერალი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ….
თამბაქო და მოზარდი
აუცილებელია იმის ცოდნა – როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი, რა შემთხვევაშია ორგანიზმის სისტემა ჯანმრთელი. უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის უნარის გამომუშავება. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავებული დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს თანამოაზრეებად მიიჩნევს.
ჩვენ თუ მოსწავლეებს ლექციის სახით გავესაუბრებით, უნდა მოვიწვიოთ ექიმები, ფსიქოლოგები. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თვალსაჩინოება. სადემონსტრაციო მასალა წინასწარ უნდა მოვამზადოთ და ჩვენების შემდეგ გავმართოთ დისკუსია და კამათი. მასწავლებელი ამ დროს მაკოორდინებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. თვალსაჩინოების მასალად შეიძლება გამოვიყენოთ პლაკატები, ფილმები, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოსწავლეებსაც დავამზადებინოთ.
თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული მავნე შედეგების შესახებ მშობლების სრულყოფილი ინფორმირება აუცილებელი მომენტია, რომელიც კრავს ოჯახს მოზარდსა და სკოლას.
რატომ იწყებენ მოზარდები სიგარეტის მოწევას? იმიტომ, რომ ეწევიან მათი მეგობრები, მშობლები, უფროსი და-ძმები. ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელზეც ისინი არასდროს დაფიქრებულან.
მშობელი ვალდებულია, დააინტერესოს ბავშვი მისი გარეგნობით. უნდა აუხსნას, იფიქროს, როგორი დამოკიდებულება ექნება მის მიმართ მეგობრებს, თუ მისი პირიდან და თმებიდან, ტანსაცმლიდან თამბაქოს კვამლის უსიამოვნო სუნს იგრძნობენ. ადამიანი, რომელიც არჩევანს სიგარეტის სასარგებლოდ გააკეთებს, კონტროლს კარგავს ცხოვრებაზე.
ბიოლოგიის მასწავლებელი კი ვალდებულია პრაქტიკულად თუ თეორიულად დაანახოს ბავშვს თამბაქოს წევის პლიუსები თუ მინუსები. ამისათვის ვიხილავ თემას: ,,თამბაქოს მოწევის გავლენა ორგანიზმზე” თამბაქოს მოხმარების მოკლე და გრძელვადიანი შედეგები.
გაკვეთილის მიზანი:
ბიოლ.VIII9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
ბიოლ.VIII.9.5. მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე.
ბიოლ.VIII.9.6. გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ,,თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”) ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.
გაკვეთილის შინაარსი
გაკვეთილის მსვლელობაში გამოვიყენებ თამაშს ,,პლიუსები და მინუსები”. ბავშვებს ვესაუბრები იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე.
1)ხშირდება გულისცემა, იზრდება არტერიული წნევა. ხდება ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირგაზის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. აგრეთვე იწვევს სხვა უარყოფით შედეგებსაც: მშრალი ხველა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილებზე ყვითელი ნადების წარმოქმნა, მეხსიერებისა და მხედველობის დაქვეითება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. თამბაქოს გრძელვადიანი მოხმარების უარყოფითი შედეგებია: ავთვისებიანი სიმსივნე, ფილტვების, ბრონქების, პირის ღრუს, ენის, საყლაპავი მილის დაავადებები. აგრეთვე სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, არტერიული ჰიპერტენზია, პნევმონია, გრიპი, ტუბერკულიოზი, ჰეპატიტი, კოლიტი და სხვა. იმისთვის რომ მოვაწყო თამაში „პლიუსები და მინუსები” კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფი ირჩევს ლიდერს. იგი წარმართავს მსვლელობას და ქაღალდზე იწერს პასუხებს.
სიგარეტის წევის მოკლევადიანი დადებითი შედეგების ჩამოთვლა.
პასუხისთვის გამოყოფილია 3 წუთი. პასუხი ცხადდება ლიდერის მიერ. თითოეულმა ჯგუფმა პასუხი უნდა გასცეს ოთხივე საკითხს. სწორ პასუხზე – 3 ქულა, არასრულყოფილ პასუხზე – 1 ქულა, არასწორ პასუხზე – 0 ქულა.
შემდეგ ვუსვამ კითხვებს:
პასუხი: მწეველის სიცოცხლე 7 წუთით მცირდება.
კლასს ვუხსნი, რომ ვინც სიგარეტის მოწევას გადაწყვეტს, სულ სხვა ადამიანად ყალიბდება. ამისთვის ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ ნახატს, რომელზეც ნაჩვენებია ჩაყვითლებული კბილები, ან კოჭლობით მიმავალი ადამიანი და სხვა.
ვუხსნი, რომ უნდა ჩავატაროთ სიგარეტის წევასთან დაკავშირებული ანკეტირება. ბავშვებმა პასუხი უნდა მიიღონ. მათ კითხვები უნდა დაუსვან ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, შემდეგ მიღებული პასუხები გავარჩიოთ და გავმართოთ დისკუსია. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ სიგარეტის წევა თანატოლების ძალდატანებით, სხვას რომ არ დაეცინა, იმის გამო დაიწყო. ახლა ძალიან წუხს, რომ სიგარეტს ეწევა.
შემდეგ კლასს ვუსვამ შეკითხვას: როგორი ბავშვი ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ?
პასუხი: რომელსაც არა აქვს მტკიცე ხასიათი, რომელსაც აკლია თვითდაჯერება. იმისთვის რომ, თვალნათლივ დავანახო რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე სიგარეტის მოწევა, ვატარებ ცდას. ცდის ჩატარებისთვის საჭიროა:
6.ასანთი.
ბოთლის საცობზე უნდა ამოიჭრას რეზინის მილის დიამეტრის ხვრელი, რეზინის მილი მოთავსდება ხვრელში. გარშემო შემოვავლოთ პლასტილინი. მანამდე ბოთლის ფსკერზე მოვათავსოთ ბამბის მცირე ბურთულები ისე, რომ ფსკერი დაიფაროს. ხელის მოჭერით გამოვდევნოთ ბოთლიდან ჰაერი, მოვუკიდოთ სიგარეტს ცეცხლი და მოვათავსოთ იგი რეზინის მილში მოკიდებული ხელით გარეთ, რასაც ბოთლში ჰაერთან ერთად თამბაქოს კვამლის მოხვედრაც მოჰყვება (ბოთლზე ხელის გაშვება უნდა მოხდეს ნელა და თანაბრად) შევხედავთ ბოთლს და გავაკეთებთ დასკვნას
1.როგორ გამოიყურება ბამბის ბურთულები?
2.რას ფიქრობთ როგორ გამოიყურება მწეველის ზემო სასუნთქი გზები და ფილტვები თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას? რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან?
შემდეგ ამოვიღოთ ბამბა ბოთლიდან და წავუსვათ იგი ცოცხალი მცენარის ფოთოლს. დავაკვირდეთ რა მოუვა მცენარეს. შემდეგ ბავშვებს მივცემ დავალებას, მოიფიქრონ და დაახასიათონ სიგარეტისგან გამოწვეული თითო დაავადება.
შემდეგ კი ბავშვებს ავუხსნი, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ძლიერდება თამბაქოს წევის საწინააღმდეგო გამოსვლები. დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს წევა გუშინდელი დღის მოდად ითვლება, ხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესი დღევანდელ და ხვალინდელ მოდად. ამერიკაში სიგარეტის წევა ცოდვად ითვლება და ასეთ ადამიანს გაუნათლებელს უწოდებენ. მან არ იცის, რომ ის მარტო საკუთარ ჯანმრთელობას კი არ სპობს, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების და გარს მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასაც აზიანებს.
1.ნ.ზაალიშვილი , ნ.იოსებაშვილი ბიოლოგიაVIII-X კლასი
2.თერაპიული ცნობარი -ავტორი ვ.ალადაშვილი, გ.ბახტაძე, ო,ბათიაშვილი…….
3.ჟურნალი მკურნალი N-20 -2013წ
„კი“ და „არა“ მოზარდების მშობლებისათვის
მშობლებსა და მოზარდებს შორის დაძაბული ურთიერთობის ეტაპი ბევრს გაუვლია, ბევრს კი გასავლელი აქვს. რა გზით იმართება კრიზისი, როგორ ხერხდება დაძაბულობის განმუხტვა, დროულ დათმობაზე წასვლა, რომ ორი მოსიყვარულე მხარე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს არ დარჩეს? მშობელმა დროებით მაინც უნდა შეწყვიტოს ზემზრუნველობა და მოზარდის კონტროლი თუ პირიქით, უმჯობესია, რომ მეტი სიმკაცრით მოექცეს? პედაგოგიკის დოქტორმა და 18-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელმა რებეკა დერლეინიმ ამ თემაზე დიდხანს იმუშავა და გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა:
„საშინაო დავალება მშობლებისთვის განკუთვნილი არ არის – ეს ყველას უნდა გვახსოვდეს! რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩაეწეროთ იმ მოხალისე უფროსების სიაში, რომლებიც შვილების ნაცვლად წერენ საშინაო დავალებებს. ასეთი ქცევა თანაბრად აზარალებს ყველას, გამონაკლისის გარეშე. თავად განსაჯეთ:
შვილების მაგივრად საშინაო დავალების შესრულებით თქვენ აღიარებთ, რომ: ა). ბავშვი უმწეო და არცთუ ჭკვიანია – ნორმალურად დავალებასაც კი ვერ ართმევს თავს; ბ). მასწავლებელი უმეცარია – ვერ განუსხვავებია ერთმანეთისგან მეცხრეკლასელის მიერ შესრულებულ დავალება და რთული პროექტი, რომელსაც ის მშობელთან ერთად ამზადებს; გ). შეურაცხყოფთ სკოლის კოლექტივს, რადგან ზოგადად პატივს არ სცემთ მის საქმიანობას. მისი ორიენტირი კი თქვენი შვილის განათლებაა; დ). საშინაო დავალების მიხედვით მასწავლებელი ადგენს, როგორ აითვისა კლასმა თემა და არის თუ არა მზად ახლის ასათვისებლად. „გამრჯე” მშობელი ხელს უშლის ამ პროცესის განვითარებას და შეცდომაში შეჰყავს მასწავლებელი/ სკოლა; ე). თქვენ ღიად აჩვენებთ შვილს, რომ კარგი ნიშნისთვის ტყუილის თქმა შეიძლება.
ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოზარდი ჯერ ისევ გაკვეთილებზეა, სკოლიდან არ დაბრუნებულა, მშობელი კი საქმის გარჩევას ცდილობს. მშობელმა საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს ბავშვის ადგილას. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მოზარდი და გრძნობთ მშობლების ინტენსიურ ყურადღებას, თითქოს მუდმივად ლუპის ქვეშ იმყოფებოდეთ. მოგეწონებოდათ მუდმივი კონტროლი? განმარტებების მიცემა დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით? პირადად, ალბათ სირცხვილისგან მოვკვდებოდი ჩემს მშობლებს რომ გაეგოთ, რა ნიშნებს ვიღებდი მაღალ კლასებში. მაგრამ მაშინ არ არსებობდა ელექტრონული დღიურები და თუ დაბალ ნიშანს მივიღებდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ მანამდე უნდა გამომესწორებინა, ვიდრე მასწავლებელი ჩემს ქულებს შეაჯამებდა. ჩემს თავს ხელში ავიყვანდი ხოლმე და გიჟივით ვიწყებდი მეცადინეობას. საბოლოოდ, იმ შედეგს ვაჩვენებდი, რაც ჩემს შესაძლებლობებს შეესაბამებოდა და მშობლებიც ამას ნორმალურად აღიქვამდნენ.
მიეცით შვილებს იმის უფლება, რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე, იბორძიკონ და ზოგჯერ წაიქცნენ კიდეც, მერე კი თავად გამოასწორონ შეცდომები. თუ ამის საშუალებას არ მისცემთ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაუკონტროლებთ, დიდ ზიანს მიაყენებთ.
მოზარდი და სკოლა: როდის უნდა ჩაერიოს მშობელი – არსებობს მომენტი, როდესაც მშობლის ჩარევა აუცილებელია. თუკი მოზარდის ნიშნები სტაბილურად იკლებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსწავლის თავს რაღაც ხდება. აუცილებელია მასთან საუბარი, მიზეზის გარკვევა. ბავშვთან საუბრის მერე, კარგი იქნებოდა მასწავლებელსაც გასაუბრებოდით, მოგესმინათ მისი მოსაზრებები. თუკი გაარკვევთ, რომ მიზეზი სიზარმაცეა, დაუწესეთ მას გარკვეული შეზღუდვები. „პრივილეგიების” აღდგენა ნიშნების გამოსწორების პარალელურად ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილის სწავლა-განათლებისა და მისი სულიერი წონასწორობის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ შექმნათ სიტუაცია, როდესაც ყველა გარკვეულ ძალ-ღონეს ხმარობს სიტუაციის გამოსასწორებლად, მოზარდის გარდა.
გამოიყენეთ სახლში წამახალისებელი სტიმულების სისტემა. ოჯახის წრეში აღნიშნეთ მოზარდის წარმატება.
არასწორია, როდესაც სხვა ადამიანებს ჭკუას ასწავლით, როგორ უნდა აკეთონ თავიანთი საქმე. თქვენთვის რამდენიც გინდათ იმდენი იფიქრეთ, რომ შეგიძლიათ მასწავლებელზე უკეთ ასწავლოთ ან მწვრთნელზე უკეთ ავარჯიშოთ, მაგრამ ნამდვილად ზედმეტია ამის შესახებ პროფესიონალ მასწავლებლებთან საუბარი და მათთვის შენიშვნების მიცემა.
არასწორია, როდესაც ყოველდღიურად ახსენებთ მოზარდს სად და როდის უნდა წავიდეს – ვარჯიშზე, წრეზე. ისინი ვერასდროს შეძლებენ დაგეგმონ ან მიჰყვნენ გასაკეთებელი საქმეების გეგმას თუ მათ ცხოვრებაში მარადიული მაღვიძარას როლს შეასრულებთ.
არასწორია, როდესაც მასწავლებლებს ურეკავთ და იგებთ მოზარდის დავალებას. თუ თქვენი შვილები გაკვეთილს არ უსმენდნენ, ისინი თვითონ უნდა მივიდნენ მასწავლებელთან ან ინფორმაციის მოპოვების სხვა გზა გამონახონ. მოზარდის ნაცვლად ამის კეთებით ხელს უწყობთ მათ გაზარმაცებას.
არასწორია, როდესაც მასწავლებლებს საშინაო დავალების გადავადებას, შეცდომების პატიებას, თქვენი შვილებისთვის გამონაკლისის დაშვებას თხოვთ. მოზარდებმა თვითონ უნდა აგონ პასუხი საკუთარ სიზარმაცესა თუ უყურადღებობაზე. თუ თქვენ მათ ახლა დაიცავთ, სამომავლოდ თავიანთი სისუსტეებისთვის პასუხი მაინც მათ მოეკითხებად.
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები
2012 წელს 100 000 ამერიკელ მოსწავლეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მცდარი დიაგნოზი დაუდგინდა. ქართულ სკოლებშიც სულ უფრო ხშირად ისმის ეს ტერმინი. ამ სინდრომის მაჩვენებლებიდან რამდენიმე – პრობლემები დავალებებზე კონცენტრირებისას, ყურადღების გაფანტვა, მოუსვენრობა – ერთობლიობაში აგრეთვე მოწყენილობის სიმპტომებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუკი მას საათობით მისთვის უინტერესო, გაუგებარ, უმიზნო საკითხებზე ყოველგვარი თვალსაჩინოების, ყურადღების გადართვის საშუალების გარეშე, მონოტონურად ესაუბრებიან. ჩვენი მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი ხშირად სწორედ ასე გამოიყურება, რადგან მათ გააჩნიათ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების უწყვეტი და მრავალფეროვანი წყაროები, ცხოვრობენ მოულოდნელობით აღსავსე კონკურენტულ გარემოში, რომელიც კონკრეტული საკითხების ცოდნასთან ერთად (და ზოგჯერ მეტადაც) მოითხოვს კარგად განვითარებულ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა დროის მართვა, მოქნილობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა, ლიდერობისა და ამავდროულად გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ. ჩვენი მოსწავლეები შესანიშნავად გრძნობენ სამყაროს მოთხოვნებს და იმას, რომ ხშირად საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი არანაირ შესაბამისობაში არ მოდის მათთან.
განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაციას – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
ნებისმიერი პედაგოგისათვის გასაგებია, რომ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მუდმივი რეფლექსია და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ, როცა ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო ვარიანტში სესიათა ერთობლიობას) და ძირითადად მიმართულია მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისაგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
დაკვირვებებზე და რეფლექსიაზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევიან და მის ეფექტიანობას განაპირობებენ.
ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არაა უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ საჭიროა სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესება. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერ მოხერხდება მასშტაბური ცვლილებების განხორციელება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, თუმცა, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდის არსებობაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებების საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშომლობითი გარემოს განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია:
– სამუშაო ჯგუფში ლიდერის არსებობა – ავტორიტეტული კოლეგის, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, ახარებს კოლეგათა მცირე წარმატებები და ეხმარება სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში;

გამოყენებული ლიტერატურა და დამხმარე რესურსები:
ბიოტერორი – ახალი საფრთხე
პრობლემური კითხვების გამოყენება ადამიანის ანატომიის სწავლების დროს
|