კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დისტანციური სწავლებისას

0

Covid19-ად წოდებულმა ვირუსმა სრულიად შეცვალა სასწავლო პროცესი. მასწავლებლებმა თუ მოსწავლეებმა, ლექტორებმა თუ სტუდენტებმა საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ აუდიტორიაში გადავინაცვლეთ. ეკრანის მიღმა კვლავ ორი მხარეა. სწავლა-სწავლების პროცესი კვლავ უწყვეტია. მხოლოდ მისი ფორმა შეიცვალა.

ვფიქრობ, სწავლების პირველი კვირა ყველაზე დამაბნეველი იყო. ვფიქრობდით, როგორ, რანაირად წარგვემართა გაკვეთილები. ავირჩიეთ პლატფორმა, შევქმენით ვირტუალური კლასები, მოვიწვიეთ მოსწავლეები და გაკვეთილების დაგეგმვაზე დავიწყეთ ზრუნვა.

სასკოლო ცხოვრება რამდენიმე ძირითადი რგოლისგან შედგება. მინდა, გამოვყო სამი მათგანი: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობლები. დისტანციური სწავლებაც გულისხმობს ყველა იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც აქამდე გვქონდა.

მასწავლებელი: რას აკეთებდა ის სკოლაში? გეგმავდა მომდევნო დღის გაკვეთილს, ფიქრობდა, რა მეთოდით მიეწოდებინა ახალი მასალა მოსწავლეებისათვის, როგორ განემტკიცებინა ძველი, გაკვეთილისთვის ამზადებდა რესურსებს… რას აკეთებს ახლა? – იმავეს. განსხვავება ისაა, რომ ახლა მასწავლებელს იმ ამოცანების გადაჭრაზეც უწევს ზრუნვა და ფიქრი, რომლებსაც საკლასო ოთახში არ შეჯახებია. მან ისე უნდა დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი, რომ ის ეკრანს მიღმა ყველა მოსწავლისთვის გასაგები, ადვილად აღსაქმელი და საინტერესო იყოს; შეამციროს დრო, რათა მოსწავლე დიდხანს არ დარჩეს ეკრანთან, რაც – კოლეგები დამეთანხმებიან – ძალიან რთულია; უამრავი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, გაკვეთილზე ისევ თანაბრად გაუნაწილოს ყურადღება მოსწავლეებს; გაარკვიოს მშობლები ახალ პლატფორმაზე მუშაობის თავისებურებებში, გაუწიოს მათ კონსულტაცია და უპასუხოს უამრავ კითხვას. ახლა მასწავლებელი გაცილებით მეტადაა დატვირთული, ვიდრე სკოლაში მუშაობისას.

მოსწავლეები: რას აკეთებდნენ ისინი სკოლაში? ემზადებოდნენ მომდევნო დღისთვის, ასრულებდნენ დავალებებს, ცდილობდნენ, გაკვეთილზე არ დაეგვიანათ, ყურადღებით ყოფილიყვნენ… ახლა? მოსწავლეებს ახლაც უწევთ გაკვეთილებზე დასწრება. მასწავლებლების მიერ მიცემული დავალების შესრულება, ოღონდ მათ განსხვავებული სახით აბრუნებენ.

ცხრილის მიხედვით გაკვეთილებზე დასწრება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლე სრულფასოვნად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სამწუხაროდ, მოსწავლეების ნაწილი დისტანციური სწავლების დროს ხმას უთიშავს ერთმანეთს, ცდილობს დავალებების თვითნებურად შეცვლას (ეს პრობლემა მაღალ კლასებში დგას განსაკუთრებით მწვავედ), რაც უპატივცემულობაა საკუთარი თავის, თანაკლასელების და, რა თქმა უნდა, მასწავლებლის მიმართ, მისი ძალისხმევის, მის მიერ გაწეული შრომის უგულებელყოფაა, ამიტომ მოსწავლეებს მეტი დაფიქრება მართებთ.

მშობლები: ეს მოსწავლისა და მასწავლებლის დამაკავშირებელი ძირითადი რგოლია. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა სწავლის შედეგებზე დადებით გავლენას ახდენს. რა ხდება ახლა? სწავლების ახალი ფორმა არც მშობლებისთვის აღმოჩნდა მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი მუდამ მზადაა მათ დასახმარებლად, მაინც უჭირთ მისი რეკომენდაციების შესრულება. არადა, რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ამ დროს! მათ შეუძლიათ, შვილებს შეუქმნან კომფორტული გარემო, რომელიც საკლასო ოთახს ჩაანაცვლებს. წარმოიდგინეთ, როგორ ეშლებათ ხელი მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როდესაც საკლასო ოთახში განუწყვეტლივ ისმის დერეფანში მორბენალი ბავშვების ჟრიამული. ასევე ხელისშემშლელია, როდესაც გაკვეთილის მიმდინარეობისას მეზობელი ოთახიდან ისმის ხან ტელევიზორის ხმა, ხან ოჯახის წევრების საუბარი, ხანაც სამზარეულო ელექტრომოწყობილობების ზუზუნი… ხშირად ბავშვს გაკვეთილზე მშობელიც გვერდით უზის, მასწავლებლის კითხვებზე პასუხს კარნახობს, ხან კი თავს ვერ იკავებს და ყველას გასაგონად შენიშვნას აძლევს. იქნება ასეთ პირობებში მოსწავლე მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად? გამოავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს? რა თქმა უნდა, ვერა. მესმის, რომ მშობლების ინტერესი დიდია – მათ ხომ „საკლასო ოთახში“ შეხედვის შანსი მიეცათ, მაგრამ მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი ასეთი ჩარევა ზიანს უფრო მიაყენებს სასწავლო პროცესს, ვიდრე ხელს შეუწყობს. როდესაც საქმე დისტანციურ სწავლებას ეხება, მშობლებს მეტი დაფიქრება მართებთ. მათ მხარდაჭერას შეუძლია, წინ წასწიოს საქმე, უფრო ხელშესახები გახადოს მასწავლებლის შრომის ნაყოფი.

 

ახლა ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთად ვუსვამთ ნიჩბებს და ნელ-ნელა ნაპირისკენ მივიწევთ. ნაპირს მშვიდობით რომ მივაღწიოთ, ყველას: მასწავლებელსაც, მოსწავლესაც და მშობელსაც – თანაბარი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.

მოდელირების დისტანცირება და ლიტერატურული ქრონიკები

0

იმედია, არ მეჩვენება, რომ ბოლო დროს ჩვენმა სიტყვებმა განსაკუთრებული ძალა შეიძინეს. განვითარებული მოვლენების  გამო, ბოლო დროს-მეთქი, ვწერ, თუმცა მანამდეც ყოველთვის მჯეროდა, რომ სიტყვა და თითოეული ტექსტი ცოცხალი სხეულივითაა, ნეირონული ქსოვილებით, უჯრედული განტოტვით, მფეთქავია და ქმნის საერთო მაჯისცემას, სუსტს ან – ძლიერს. ტექსტებს ამით ვგავართ, თუმცა ერთ-ერთი, რაც მათგან განგვასხვავებს, გახლავთ მოდელირება. ადამიანი არასდროს განმეორედება, იგი მხოლოდ ერთხელ იბადება და ზოგჯერ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს, მაგრამ ტექსტებში ასე არაა. ერთი სახე, დროსივრცული დისტანციების მიუხედავად, შეიძლება ასჯერ გაცოცხლდეს და ასზე მეტი მოდელითაც კი გააგრძელოს ცხოვრება, ასგვარი ან მეტი ხასიათით, ვნებით, განწყობით თუ ტემპერამენტით და სულერთია, ამას ალუზიას დავაქმევთ, რემინისცენციას, ციტატას თუ მთლიან ინტექსტებს. სახეების მსგავსად, ტექსტებში შეიძლება მოდელირდეს გრძნობები, ემოციები ან მათი გამომწვევი მოვლენებიც კი და ეს ცალკე ან ურთიერთდაფარვით მოხდეს.

დროში დისტანცირებულ მხატვრულ მოდელებს ლიტერატურულ ქრონიკებში უხვად წავაწყდებით. ალბათ, ამ ქრონოტოპული/დროსივრცული მუდმივობის ალგორითმის გამოთვლაც შესაძლებელია და მათი ფიზიკური განზომილებების, პროპორციულობისა თუ წრიულობის გაზომვაც. იქნებ რომელიმე შემთხვევას სადღაც უკვე გამოითვლიან კიდეც, მაგრამ უზუსტეს ციფრულ მონაცემებზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი მოწაფეებისთვის/სტუდენტებისთვის შესაძლოა ის შეგრძნებები აღმოჩნდეს, რაც ტექსტის ხატით და მისი შინაგანი მაჯისცემით მიიღწევა ხოლმე.

მოდელირების ნიმუში ლიტქრონიკებში

აკაკი ბაქრაძე წერილში „მარაგითზრახვა“ წერს: ჰიმნოგრაფიაში სახეების „განმეორება ბუნებრივია, რამეთუ კანონიკურია ტექსტი. უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული მოდელი და ავტორს ეკრძალება მისი დარღვევა“[1]. კრიტიკოსის ეს მიგნება ფარული მინიშნებაა იმისა, რომ არაკანონიკურ ტექსტებში კანონიკურად და სავსებით ბუნებრივად უნდა მოგვეჩვენოს ამგვარი კლიშეების არარსებობა, რამდენადაც მოდელირება სახეებიდან ვრცელდება მოვლენებსა თუ ადამიანურ გრძნობა-ემოციებზე, ტემპერამენტსა და სულიერებაზეც კი.

დავიწყოთ სახეებიდან.

ძველბერძნული მითოლოგიიდან ყველას გვახსოვს ორფეოსი, რომელსაც გათხოვილი ნიმფა ევრიდიკა შეუყვარდება. კონკურენტ არისთიოსის მეცადინეობით გველისაგან მოკლული ევრიდიკას გამოსახსნელად ორფეოსი მიწისქვეშეთში  ჰადესისა და პერსეფონას გულის მოგებას შეძლებს, მაგრამ სატრფოს კვლავ დაკარგვის შიში ჰადესისათვის მიცემულ სიტყვას დაავიწყებინებს და ევრიდიკას საბოლოოდ აკარგვინებს.

სურ.1

ახლა წავიკითხოთ ციტატა არამითოლოგიური ტექსტიდან და მის ბოლოს მონიშნულ არიასაც მოვუსმინოთ.

ორფეოსი მოხდენილად ჩიოდა, რამდენიმე ტუნიკიანი ქალი გრაციოზულად უკეთებდა კომენტარს მის უბედურებას და ასე უმღეროდნენ სიყვარულს არიებად. დარბაზმა გულთბილად, თავშეკავებით დაუკრა ტაში. თითქმის არც შეუნიშნავთ, რომ ორფეოსმა მეორე მოქმედების არიაში გაუთვალისწინებელი თრთოლა გაურია და, ცოტა არ იყოს, გადამეტებული პათეტიკით სთხოვდა სულეთის გამგებელს, გული მოლბობოდა მის ტირილზე… მაგრამ მესამე აქტში, ორფეოსისა და ევრიდიკეს დიდი დუეტი რომ დაიწყო (როცა ევრიდიკე ხელიდან ეცლება თავის მეუღლეს), დარბაზი, ცოტა არ იყოს, გაურკვევლობამ შეიპყრო“…[2]

ალბათ, ლუჩიანო პავაროტის ორფეოსმაც მოგხიბლათ და, ამავდროულად, მიხვდით, რომ ზემოთ  გიყვებოდით ცნობილ ამბებს მოდელირებული ორანისა –  ალჟირის პატარა ქალაქისა, სადაც თვეების განმავლობაში, ყოველ პარასკევს, ორფეოსის მელოდიური ჩივილი და ევრიდიკას უმწეო ძახილი ავსებდა ოპერის თეატრს  იქამდე, ვიდრე  შავი ჭირი სცენაზე არ დადგა და ორფეოსი კიდევ ერთხელ სასიკვდილოდ არ გაამეტებინა მდგომარეობას, მდგომარეობისაგან სასტიკად შეშინებულ საზოგადოებას ან ორივე მათგანის ჩვენამდე მომტან მწერალს. მაგრამ ეს – ერთი შეხედვით. სინამდვილეში ალბერტ კამიუ „შავი ჭირის“ ფურცლებზე ორფეოსის მოდელს  გაათამაშებს ისე, რომ სულაც არ ახსენებს მისთვის აპოლონისგან ნაჩუქარ ლირას, კოლხეთში მოგზაურობას ან იმ შიშს, რომელმაც ევრიდიკას თავი თრაკიელ მუსიკოსს საბოლოოდ დააკარგვინა. არც ექიმ რიესა და მისი ცოლის ისტორიას ადარებს სადმე ორფეოსისა და ევრიდიკას სიყვარულს. ეს ჩვენ, მკითხველმა უნდა ამოვიკითხოთ, მოდელირებული სიყვარულის ერთი ისტორია და მასში ჩამარხული ლამაზი გრძნობის მითოგემა სხვა რომელიმე მოდელად გავაცოცხლოთ.

 

ტექსტების აღქმის  ან შემოქმედებითი წერის სწავლების მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, დისტანციული სწავლების ეპოქაში, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, უფროსკლასელებს/სტუდენტებს შევთავაზოთ:

  1. წარმოიდგინონ თავი ამა თუ იმ პირველადი, მეორეული ან მესამეული ლიტერატურული მოდელის როლში. ამისათვის კი დასჭირდებათ:
  • დაკვირვებით მიადევნონ თვალი ყველაფერს (გარემოს, დროს, საგნებს, ადამიანებს…), რაც ტექსტის შიგნით ხდება;
  • გაითავისონ მოდელის როლი დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე (ერთი დღით/ერთი კვირით/ ერთი საათით…);
  • გულწრფელად, ღიად აღწერონ და გადმოსცენ საკუთარი შეგრძნებები, განწყობები, დამოკიდებულებები (ეს ძალიან მნიშვნელოვანია!)…
  1. ნახონ ფილმი: Orfeo Negro ‘შავი ორფეოსი’[3] .
  2. https://www.adjaranet.com/movies/6506/Black-Orpheus?lang=RUS&quality=SD
  3. თავად შექმნან ვინმეს ან რაიმეს ახალი მხატვრული მოდელი ან ამ მოდელის მიხედვით დაწერონ/დადგან რაიმე სცენარი. ამისათვის კი:
  • კარგად გაეცნონ აქამდე არსებულ მხატვრული სახის მოდელებს;
  • დაივიწყონ პირველადი, მეორეული თუ მესამეული მოდელის შეგრძნებები, განწყობები, დამოკიდებულებები…;
  • დაივიწყონ პირველადი, მეორეული თუ მესამეული მოდელის ეპოქა, თანმდევი გარემოებები, სცენები;
  • შექმნან ახალი მოდელები/სახეები/მოცემულობები ახალი გარემოებებით, სცენებით, შეგრძნებებით, დამოკიდებულებებით…;
  • აუცილებლად იპოვონ ბედნიერება.

მგონი, ღირს, მათ ავუხსნათ, რომ ბედნიერება უბედურებაზე ნაკლები მოთმინებით იცდის ჩვენს ნივთებში, ოთახებში, ეზოებში, დიდ შენობებში, ნეირონებით თუ უჯრედებით დაფარულ ჩვენს სხეულებში და ერთი სული აქვს, ახალ კეთილ ძალებად უშიშრად მოდელირდეს ჩვენ მიერ ნათქვამ სიტყვებში, ფრაზებსა თუ ასობით და ათასობით მფეთქავ ტექსტებში. ისინი უჯრედული დაყოფის ენერგიით იმაზე ბევრად სწრაფად უნდა მოედონ ჩვენს ნივთებს, ოთახებს, ეზოებსა და მთელ სამყაროს, ვიდრე ამას რომელიმე უბედურება მოახერხებდა.

მოვლენების მოდელირებაზე უფრო დაწვრილებით, ალბათ, სხვა წერილში ვისაუბრებ.

 

 

 

[1] აკაკი ბაქრაძე, მითოლოგიური ენგადი, გვ. 178.

[2] ალბერტ კამიუ, შავი ჭირი, გასტონ ბუაჩიძისა და ნესტან იორდამიშვილის თარგმანი, გამომცემლობა პალიტრა L, 2013, გვ. 168.

[3] ფილმის რუსულენოვანი ვერსიის ნახვას შეძლებთ აქ: https://www.adjaranet.com/movies/6506/Black-Orpheus?lang=RUS&quality=SD

როგორ ვასწავლოთ არაქართულ სექტორზე მოსწავლეებს  ზმნისწინები თამაშით?!

0

დამეთანხმებით, რომ  გაკვეთილის დაწყებისას, რაც არ უნდა საინტერესოდ გავაცნოთ მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და მიზანი – რესურსი მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის გაღვივებაში. მით უმეტეს, თუ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი ორიგინალური ხასიათისაა, მაგალითად: დიდი მუყაოს ფორმატისგან გამოჭრილი, ადვილად აღქმადი, რომელიც სულ „ბოლო მერხთან“ მჯდომ მოსწავლესაც კი გაუღვივებს ინტერესს და აალაპარაკებს.

მოდით, ერთად გამოვჭრათ მუყაოსგან კიბეები და დავამაგროთ თითო კიბეზე თითო ჯიბე, სადაც მოსწავლე კონკრეტულ ზმნისწინს ჩასვამს.

რესურსი წარმოადგენს, ე.წ. პორტატულ, დასაკეც ბანერს, რომელიც წარმოადგენს ზმნისწინის/ზმნისწინების დამახსოვრებისა და გამოყენების თვალსაჩინოებას.

პორტატული ბანერის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მათ დაინტერესებას, ვინაიდან თითოეულ მოსწავლეს სურვილი უჩნდება, გამოვიდეს და თავად ჩადოს ცარიელ ჯიბეში ესა თუ ის ზმნისწინი. გაკვეთილი ხდება უფრო ცოცხალი ამ აქტივობის გამოყენების დროს… ბანერი კიბისებურად იშლება, მასზე დატანილი ტექსტი დაწერილია ისეთი ზომის შრიფტით, რომ მოსწავლეები ადვილად დაინახავენ და მიიღებენ მონაწილეობას ზმნისწინის ამოცნობაში.

პორტატული ბანერის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

„გამოიცანი ზმნისწინი“ მიმზიდველია მოსწავლეებისათვის, მისი გამოყენების დროს მოსწავლეთა აქტიურობა ხალისითა და ენთუზიაზმით ხდება. მისი ინსტრუქცია ძალიან მარტივია… შესაძლებელია ბანერზე დატანილი წინადადებების ხმამაღლა კითხვაც და გამოტოვებული ზმნისწინების როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობით შევსება. (ბანერი პედაგოგს ეხმარება მოსწავლის დაინტერესებაში, ზმნისწინის, როგორც დამხმარე ენობრივი საშუალების ძირითადი არსის ცხადყოფისთვის, მისი ფუნქციის სწავლებისათვის).

ბანერი მსუბუქია, კიბისებურად იშლება, დატანილია ოცამდე წინადადება, თითოეული ზმნისწინი გამოყენებულია რამდენჯერმე, საინტერესო ფორმულირებით. აქვს საკიდი, ჯიბეები, რაც მთავარია, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, თავად დაამზადოს მსგავსი სახის რესურსი, რაც უფრო მეტად დაეხმარება მათ სხვადასხვა ენობრივი საშუალების შესწავლასა თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებაში.

რესურსის გამოყენების აღწერა

„გამოიცანი ზმნისწინის“ თითოეულ კიბეზე დატანილია სხვადასხვა ემოციის, შინაარსის მატარებელი წინადადება. თითოეულ წინადადებაში ზმნებს აკლიათ ზმნისწინი. თითოეული კიბის წარმატებით დაძლევაში მოსწავლემ უნდა შეავსოს ჯიბე – ახალი ზმნისწინით.

  • მასწავლებელი დაფასთან თვალსაჩინოდ სპეციალური საკიდით ჩამოკიდებს ბანერს, საუბარს დაიწყებს ზმნისწინზე, გაახსენებს მოსწავლეებს ზმნისწინის რაობას, როგორი ზმნისწინები არსებობს, რაში ეხმარება ზმნას ზმნისწინი, რას აზუსტებს და ა.შ. შემდეგ კითხულობს პირველ კიბეზე დატანილ წინადადებას და ზმნას, რომელსაც აკლია ზმნისწინი… მოსწავლეები უმალ ხვდებიან აღნიშნული რესურსის ინსტრუქციას და მათში უფრო მეტად იღვიძებს ინტერესი, რათა გადავიდნენ მეორე კიბეზე, მეორიდან მესამეზე და ა.შ. ყველა კიბის წარმატებით დაძლევის შემდეგ მოსწავლეები ბანერზე ავსებენ თითოეულ ცარიელ ჯიბეს. (კონვერტში, სადაც სპეციალურად ჩალაგებული 16 ზმნისწინია მი, მო, ა, ჩა, და, შე, გა, გადა, წა, ამო, ჩამო, შემო, გადმო, გამო, წამო, მიმო – ცარიელი იქნება).
  • შესაძლებელია კიბიდან-კიბეზე გადასასვლელად მასწავლებელმა დააწესოს სხვადასხვა ეტაპი… მოსწავლე გადავა შემდეგ წინადადებაზე, თუ მოიფიქრებს სხვა ზმნას იმავე ზმნისწინზე, რომელიც პირველ კიბეზე გამოიყენა.
  • პედაგოგს შეუძლია ამ ზმნისწინების სასუალებით ნაწარმოები ანტონიმებიც შეახსენოს მოსწავლეს, მაგალითად: ავიდა – ჩავიდა, მოვიდა – წავიდა. ეს ყოველივე მოსწავლეებს ენობრივი ლექსიკის გახსენება-დახვეწასა თუ გამდიდრებაში დაეხმარება.
  • ბანერის დამუშავების შემდეგ შესაძლებელია, მოსწავლეებმა თავადაც დაამზადონ მსგავსი ტიპის რესურსები… მოიფიქრონ ახალი წინადადებები და ერთმანეთს გაუზიარონ. (წყვილებში, ჯგუფებში და სხვა).

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი რესურსების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს, სახალისოს, ინტერაქტიულს, – ეს ყოველივე კი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და რაც მთავარია, მაღალი აკადემიური შედეგის მიღწევას.

ონლაინ გაკვეთილის სტრუქტურა

0

ონლაინ „ლიანდაგზე“ სწავლა-სწავლების პროცესის გადაწყობის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე სწორი ემოციური განწყობის „დაჭერა“ აღმოჩნდა. ონლაინ გაკვეთილებისთვის მყისიერად ვერ განვეწყვე და რამდენიმე გაკვეთილი მოსწავლეებს დისტანციური ფორმატის პრინციპით შევთავაზე – შევქმენი ვირტუალური საკლასო ოთახი, დავიმატე კლასები, ცოტაოდენი დრო დავხარჯეთ იმის გარკვეევაში, ვის სად უნდა ენახა, აეტვირთა და გადმოეგზავნა დავალებები, როგორ უნდა გადმოეგზავნათ სწორად შესრულებული წერითი დავალებები და როგორ მიიღებდნენ უკუკავშირს ჩემგან.

შედეგად:

1.შევარჩიე გუგლის საკლასო ოთახი – მოსახერხებელი ფუნქციები აქვს. იმატებთ მოსწავლეებს, ქმნით კლასებს, არის ინფორმაციის გაცვლის გვერდი, საშინაო დავალებების ატვირთვის საშუალება, ყველა საჭირო მასალა, ინსტრუქცია, მითითება შეიძლება აიტვირთოს ცალკე „განყოფილებებში“, უფასოა, მარტივია „ნავიგაცია“, მოსახერხებელია ორივე მხარისთვის.

2.დავალებების ატვირთვა ვითხოვე დრაივზე – რედაქტირების უფლების ჩართვით, რადგან ვორდის ფაილებად გადმოგზავნილის გადმოტვირთვა, გასწორება და უკან გადაგზავნა ბევრ დროს მაკარგვინებდა. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ სამუშაო რვეულში დაწერილი დავალებას გადაუღონ სურათი და გადმომიგზავნონ, ასეთ დროს ხმოვან ფაილს ვუგზავნი პასუხად და ასევე, შეუძლიათ ვიდეოჩანაწერი გააკეთონ და გადმომიგზავნონ.

 თეორია და საჭირო ცნობები

დისტანციური გაკვეთილებისთვის მოვამზადე რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ავტვირთე იუტუბის არხზე. ვიდეოჩანაწერებით ვპასუხობ მოსწავლეების დასმულ კითხვებს ან ვაწვდი საჭირო ინფორმაციას. ფორმატი მოსახერხებელი და საინტერესოა – ტექსტს ჯერ პრეზენტაციად ვამზადებ, შემდეგ ვიდეოფაილად ვინახავ და ვტვირთავ.

 

დისტანციური „არხის“ კარგად აწყობის შემდეგ, უკვე „კარგად გახურებულმა“ „მხარეებმა“ გადავწყვიტეთ ონლაინ შეხვედრების ორგანიზება.

შევარჩიეთ პლატფორმა და ცხრილი.

პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, რომ ყველა მოსწავლე ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილს და მათთვისაც ხელმისაწვდომი რომ იყოს ონლაინ გაკვეთილზე დამუშავებული საკითხები, ვაკეთებ შემდეგს:

 

ყოველი ონლაინ შეხვედრის შემდეგ ვამზადებ პრეზენტაციას, ვაწვდი მოსწავლეებს ( ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის მეშვეობით) და ვთხოვ, კითხვებად ჩამოაყალიბონ, რა ვერ გაიგეს ან რაზე ისურვებდნენ დამატებით ინფორმაციის მიღებას. მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გასაცემად ასევე, ვიშველიებ ვიდეოჩანაწერებს.

 

 

ნიმუში:

 

რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილისთვის მომზადებას, გაკვეთილის სტრუქტურას და მიმდინარეობას.

ამ შემთხვევაში რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექი.

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საპროგრამო ტექსტების, მისაღწევი შედეგებისა და სხვა ასპექტების გაანალიზების შედეგად ონლაინ და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესით „ცოცხალის“ ჩანაცვლების ილუზია და მოლოდინი თავიდანვე უკუვაგდე. ასეთ ვითარებაში ჩემს ამოცანად დავსახე უკვე ნასწავლი მასალის განმტკიცება და რამდენიმე საგნობრივ კომპეტენციასა და სასწავლო შედეგზე ორიენტირება ( დავგეგმე კლასების მიხედვით).
  2. გარდა ზოგადი მონახაზისა, საკუთრივ ონლაინ გაკვეთილის სტრუქტურაზე ზრუნვა – როგორ უნდა გამოვიყენო ნაყოფიერეად, შედეგიანად, ეფექტიანად და ეფექტურად ონლაინ გაკვეთილისთვის გამოყოფილი დრო?

 

ონლაინ გაკვეთილი – გეგმა, პროცესი, შედეგი

 

ონლაინ შეხვედრის თავისებურებიდან გამომდინარე, პრობლემად ისახება სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყოფილი წუთების სწორად გადანაწილება.

 

რისი გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ დრო სწორად გადავანაწილო?

 

მნიშვნელოვანია:

1.წინასწარ განვსაზღვრო, რა არის ჩართვის მიზანი. მიზნად დავისახო ერთი კონკრეტული ( ან მინიმალური რაოდენობის) ამოცანა.

არსებობს გაკვეთილები, რომლებსაც კალეიდოსკოპს ან ფეიერვერკს შევადარებდი –  უამრავი  საინტერესო აქტივობით დატვირთული,  ფერადი, სახალისო, შემეცნებითი, დინამიკური, ერთი საერთო თემის ირგვლივ შეკრებილი ბევრი სავარჯიშო, რესურსი, თეორია. ეს სტილი ამ შემთხვევაში რთულად განსახორციელებელი მგონია და თუ ისევ სურათხატს მოვიშველიებ, ლუპა-გაკვეთილი უფრო მეტად შესაფერისი უნდა იყოს. ჩავუღრმავდეთ, ვიკვლიოთ, გამოწვლილვით შევისწავლოთ ერთი ცნება, ერთი ტერმინი, ერთი თემა, მაგრამ – საფუძვლიანად, ღრმად.

 

  1. მოსწავლეებს წინასწარ გავაცნო მოსალოდნელი შეხვედრის გეგმა და სტრუქტურა

ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა წინასწარ ვიცი, როდის რას გავაკეთებ უახლოესი რამდენიმე წუთის განმავლობაში, მეტად მობილიზებული და „მიმღები“ გავხდები. სტრუქტურა, ფორმა სტაბილურობის განცდას ბადებს.

ნიმუში:

3.წინასწარ მივაწოდო ცნობა – რას შეისწავლიან/გაიხსენებენ/განიმტკიცებენ, რა ახალ ცნებას შეიტყობენ

შემეცნებითი უნარების გასააქტიურებლად, მოტივაციის შესაქმნელად, სწორი განწყობის „დასაჭერად“ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას შეიტყობს, რა თეორიულ ან შინაარსობრივ ცოდნას გაითავისებს, რა იქნება ის, რასაც გაკვეთილის დრო დაეთმობა.

4.მივაწოდო ინფორმაცია იმაზე, რატომაა მნიშვნელოვანი/საინტერესო/სავალდებულო იმის ცოდნა, რასაც მივაწვდი

ჩვენ გვჭრდება იმის გაცნობიერება, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ან სასარგებლო გარკვეული ძალისხმევის გაღება. თუ მეცოდინება, რას მივიღებ სანაცვლოდ, რატომ უნდა შევიმეცნო, მეტი ყურადღებითაც მოვისმენ/შევასრულებ/გავითავისებ.

 

პროცესის დაგეგმვა ისეა სასურველი, რომ ცოდნის სამი კატეგორიიდან(დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) გამომდინარე კითხვებს მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს დამოუკიდებლად უპასუხოს.

ეს კითხვებია – რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

 

ამისთვის თვითრეფლექსიის ტექნიკა და სავარჯიშოები შეიძლება მივცეთ საშინაო დავალებად.

 

 

 

 

 

 

 სწავლა-სწავლება პანდემიის დროს

0

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემია არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს დროებით უარის თქმა უწევთ ცხოვრების ჩვეულ სტილსა და რიტმზე. მაგალითად, შავი ჭირის აფეთქების დროს სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის წესები ისააკ ნიუტონმაც დაიცვა და, როგორც ამბობენ, ყოველდღიური საზრუნავის არარსებობის გამო, მისმა კრეატიულობამ საგრძნობლად იმატა. ზუსტად მაშინ აღმოუჩენია ნიუტონს მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ანუ… ზოგი ჭირი რომ მარგებელია, ამაში ბატონი ისააკის მაგალითმა ერთხელ კიდევ დამარწმუნა. ამიტომ, ჩემი კრეატიულობა სახალისო დავალებების მოფიქრებისკენ მივმართე ამ კარანტინში. ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგის მოტივაცია და კრეატიულობაც ასევე ამაღლებულია. ხოდა, სანამ ხის სახლს ავაშენებთ, სამოვარს შევიძენთ, ჩაის დავლევთ და ხელოვნებაზე ვილაპარაკებთ,  მინდა აქვე გაგაცნოთ დავალებები სწავლების სხვადასხვა საფეხურისთვის.

დავალება 
„ვეფხისტყაოსანში“ ვკითხულობთ:

  • „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.“

  • „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?’- ეს ის ფრაზაა, რომელიც, ალბათ, ხშრად მოგვისმენია უფროსებისგან. ამგვარი წარმოდგენა ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში და მას სტერეოტიპული აზროვნება ჰქვია.

 

გთხოვ, დაფიქრდე და მიპასუხო:

1.აქვს თუ არა მნიშვნელობა გრძნობების გამოხატვისას გოგო ხარ თუ ბიჭი?

2.სტერეოტიპული აზროვნების სხვა რა მაგალითები შეგიძლია დაასახელო?

3.რა უარყოფითი შედეგები შეიძლება განაპირობოს ამგვარმა აზროვნებამ?

 

დავალება N1

შექმენი მოთხრობა ანდაზის მიხედვით:

 

 

 

 

გაითვალისწინე შემდეგი მითითებები:

ა)კარგად მოიფიქრე ამბავი, რომელიც უნდა განვითარდეს; შეადგინე სიუჟეტის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელსაც გაჰყვები წერის პროცესში;

ბ)დააკონკრეტე სივრცე და დრო (სად და როდის ვითარდება მოვლენები);

გ)შეარჩიე პერსონაჟები (მთავარი და მეორეხარისხოვანი).
დავალება N

ვუყურებთ ფილმს „სუფთა  დაფა“

დისკუსიის თემა:

“ჩვენმა ამხანაგმა რაღაც დააშავა; უნდა დავასახელოთ თუ არა დამნაშავე?”

 

სადისკუსიო ცხრილი

 

დიახ, იმიტომ რომ… არა, იმიტომ რომ…
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N

ვუყურებთ ფილმს „ზღარბი“

დისკუსიის თემა:

მოქმბს თუ არა უარყოფითად მოზარდის თვითშფასბაზ მისთვის მტსახლის შრქმვა?

 

 

სადისკუსიო ცხრილი

 

დიახ, იმიტომ რომ… არა, იმიტომ რომ…
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N

დაასათაურე კორონა ვირუსის პანდემიის თემაზე შექმნილი ნახატები:

 

 

დავალბა N

არჩი საოჯახო ალბომში რთი ძვლი ფოტო (სასურვლია, შავ-თთრი) და გადმოცი მასთან დაკავშირბული ამბავი:

1.ვინ არიან ფოტოზე გამოსახული ადამიანები?

2.რა იცი მათ შესახებ?

3.რას გრძნობ, რა გაკავშირებს მათთან?

4.სად და როდისაა გადაღებული ფოტო?

5.და სხვ.

 

დავალება N

„ზოგი ჭირი მარგებელიაქართული მხატვრული ფილმია. ეკრანებზე გამოვიდა 1984 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი – პავლე ჩარკვიანი. დამდგმელი ოპერატორები – ვიქტორ ანდრიევსკი და ედუარდ გრიგორიანი. კომპოზიტორი – იაკობ ბობოხიძე. მთავარ როლებში: თემურ ქამხაძე, ანა ნიჟარაძე, ლაურა რეხვიაშვილი, ლეო ფილფანი, ვარლამ ნიკოლაძე, კოტე თოლორაია, თამარ სხირტლაძე, რეზო ესაძე, ბორის წიფურია, ბერტა ხაფავა, მანანა ცხოვრებოვა.

დაუკავშირ ფილმი დღს მსოფლიოში არსბულ რალობას და ჩაწე ვიდეომონოლოგი ან ჩამოაყალიბრილობით, როგორ იქცვიან ადამიანბი კრიტიკულ სიტუაციაში.

დავალება N4

რას გვირჩევდა რომელიმე ქართველი კლასიკოსი მწერალი (შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა…),Covid-19-ის ეპოქაში რომ ეცხოვრა?

დავალება შეგიძილიათ წამოადგინოთ ნებისმიერი ფორმით, მაგალითად:

1.ესე;

2.სლაიდები;

3.ნახატები…

ნიმუში:

https://www.facebook.com/radiotavisupleba/photos/pcb.10158300496252360/10158300469332360/?type=3&theater

https://www.facebook.com/radiotavisupleba/photos/pcb.10158300496252360/10158300494187360/?type=3&theater

https://www.facebook.com/radiotavisupleba/photos/pcb.10158300496252360/10158300468762360/?type=3&theater

https://www.facebook.com/radiotavisupleba/photos/pcb.10158300496252360/10158300527057360/?type=3&theater

შეფასების კრიტერიუმები:

  1. დანახულია მწერლის სტილი;
  2. რჩევა სასარგელო და სიტუაციის შესაბამისია.

 

დავალბა  N
ამ
სახალისო მოთხრობის ავტორი, არც _ მტი, არც _ ნაკლბი, თავად გალაკტიონია. ყურადღბით წაიკითხქსტი და შასრულ დავალბა:

  • რომლი ანდაზა გაგახსნდა? რატომ?
  • ჩამოაყალიბნი პიროვნული დამოკიდბულბა მოცმულ ტქსტში წამოჭრილი პრობლბისადმი.

 

* * * შარშან თურმე

შარშან თურმე ერთი მეტად საინტერესო ამბავი მომხდარა სამეგრელოში. ახალგაზრდა თავმომწონე მეგრელს განუძრახავს შორეულ სოფლიდან ლამაზი ქალის მოტაცება. წაიყვანა თურმე თავისი ძმად ნაფიცი კაცი, შესხდენ ცხენებზე და გასწიეს. მოიტაცეს ქალი და იმავე გზით გამობრუნდენ. ასაღამოვდა. დაღლილნი ერთ დიდი ტყეში ჩამოსხდნენ. თავი შეაფარეს მუხას. გაშალეს სუფრა და ძალიან დათვრნენ – ორივენი, გარდა ქალისა. სასიძო ეუბნება მეგობარს: „შენ, აი, რა გითხრა, შეჯექი ცხენზე და გასწი მამაჩემთან, ახარე, რომ ულამაზესი ქალი მოგვყავს“. შეჯდა მთვრალი მეგობარი ცხენზე და გასწია ბინისკენ – სამახარობლოდ. ღვინისაგან გონება-დაბნეული სასიძოც რაღაცაიზე შეჯდა ცხენზე და მასვე გამოუდგა. დარჩა ქალი მარტოდმარტო ტყეში. უკვე ღამეა, ქალმა გაიფიქრა: სად უნდა წავიდე? მივუშვებ ცხენს სადავეს და სადაც მიმიყვანს, ალბად, ჩემი მომტაცებელი ვაჟის სახლიც ის იქნებაო. ცხენი თავის სახლს როგორ ვერ მიაგნებსო. ასეც მოიქცა. ცხენი გაუდგა გზას და ცოტა ხნის შემდეგ მიადგა ერთ კარგად მოწყობილ კარმიდამოს – დიდის ქართულის ჭიშკრით.. დაარახუნა კარებზე. დაიძახა: „მაინძელო!“
– ვინ ხართ? – მოისმა ხმა.
– აქეთ მოგვხედე ელანძე, – უპასუხა ქალმა. მოვიდა ჭაღარით შემოსილი დარბაისელი კაცი.
– ვინა ხართ? – კიდევ დაიძახა მან.
– ქალი ვარ, – უპასუხა მან, – გზა ამერია, დავიბენიო… და თან ყველაფერი დაწვრილებით უამბო; თუ ეს ის ოჯახია, რომლისკენაც წამოვედი, ხომ კარგი, თუ არა და ღამეს გამათევინებთ, იმედი მაქვსო.
– მობრძანდი, ბატონოო, – შეუძღვა სახლში ქალს. თავის ცოლს უთხრა – აბა, პატივი ეცით [ამ ქალს] მანდილოსანს, [გზა] მხარი აქცევია, გზა არევიაო. მე კი მის ცხენს მოვუვლიო.
წაიყვანა ცხენი საჯინიბოში. აანთო სანთელი და რას ჰხედავს, ეს სწორედ ის ცხენია – შარშან რომ [სწორედ] მოჰპარეს! მისი საკუთარი ცხენი – კარზე მიუვიდა! დაბრუნებისას ქალს კიდევ გამოჰკითხა ამბავი. დაფიქრდა მოხუცი და აი, რა უთხრა:
– შვილო, დამიგდე ყური. ეს ცხენი ჩემი ცხენია – შარშან მომპარეს, ჩუმად წაიყვანეს სწორედ აი, ამ საჯინიბოდანაო. ეხლა ეს ცხენი თვითონ მოვიდა ჩემთან, და თითქოს რაღაც წერა იყოს, შენც თან მოგიყვანაო.. ამეღამ თქვენ აქ მოისვენებთ. მე მყავს ვაჟიშვილი, რომელსაც მეტს არაფერს ვუნატრებდი, გარდა თქვენისთანა მშვენიერი, ლამაზი ქალის ცოლად ყოლასო. დაათვალიერეთ ხვალ ჩემი ოჯახიც, ხვალვე ჩემი შვილიც აქ იქნებაო. იმედი მაქვს, მოგეწონებათ ჩემი ვაჟიც, ჩემი ოჯახიცო.
მართლაც, ყველაფერი ასე მოხდა. ეს ნამდვილი ამბავია და არა მოგონილიო, დაამატა მაიამ.
დავალბა N1

„როცა აყვავდა ნუში“ ლანა ღოღობერიძის ცნობილი ფილმია. კინოეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. მთავარ როლს ახალგაზრდა ზურა ყიფშიძე ასრულებს, მუსიკალური გაფორმება გია ყანჩელს ეკუთვნის, რამაც ფილმს განსაკუთრებული ღირებულება მიანიჭა. ფილმში გამოყენებული მელოდია დღევანდელ ახალგაზრდებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ფილმი მეათეკლასელების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.თქვენ ნახავთ,როგორ იქცევა და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება  ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გავლენიანი მამა ჰყავს. როგორები არიან ახალგაზრდები?.. როგორ იქცევიან?.. რას ფიქრობენ?.. რა აწუხებთ?_ ეს ის მარადიული კითხვებია, რითიც ინტერესდება ფილმის რეჟისორი.

https://www.youtube.com/watch?v=q52U_AyiDYU

ფილმის ნახვის შმდგ გთავაზობთ შასრულოთ ქვმოთ მოცმულ დავალბათაგან რთ-რთი:

ა)ჩაწერეთ ვიდეომონოლოგი ან ჩამოაყალიბეთ წერილობით თქვენი აზრი ფილმში დასმულ მორალურ-ზნეობრივ საკითხებზე.

შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი კითხვებით:

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია შვილების მიმართ მშობლის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ფილმშია ნაჩვენები? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მშობლის ასეთ ქმედებას?
    • რა გრძნობა გიჩნდებათ მთავარი გმირის, ზურას, მიმართ?
    • რას იტყვით ზურას მეგობრებზე? როგორია მათი პოზიცია შექმნილი სიტუაციის მიმართ?
    • თქვენს თანამედროვე რეალობაში რამდენად გხვდებათ მსგავსი პრობლემები?

ბ)დაწერეთ რეცენზია ფილმზე `როცა აყვავდა ნუში”.
წერის დროს აუცილებელია განიხილოთ მთავარი გმირისა და მისი მეგობრების თვისებები, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. აღწერეთ გარემო, მამა და მისი მეგობრები, ისაუბრეთ მამა-შვილის ურთიერთობაზე. ყურადღება გაამახვილეთ ფილმის მხატვრულ თავისებურებებზე და გამოყენებულ მუსიკაზე, რომელიც ფილმის ემოციურ ფონს მეტად ამძაფრებს.
რეკომენდაცია:
იმისათვის, რომ უკეთესად გაეცნოთ ლანა ღოღობერიძის ხელწერას, აუცილებლად ნახეთ მისი სხვა ფილმები: `მე ვხედავ მზეს”, `ერთი ცის ქვეშ”, `რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”.

 

დავალბა N

ერთი  წინადადებით გამიზიარეთ თქვენი აზრი სათქმელზე, რომელიც ნახატების საშუალებითაა მოტანილი ჩვენამდე?

 

 

 

დავალება N

ეს მშვენიერი ბანოვანი ნინო ჭავჭავაძეა, გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეების შთამომავალი, გრიბოედოვის ქვრივი, პოეტების მუზა და ტრფობის საგანი. “მურილიოს მადონა” (როგორც სიყვარულით მიმართავდა მეუღლე), ქოლერის პანდემიას ემსხვერპლა.

გაეცანი მის ტრაგიკულ ისტორიას , მატვრულად ასახულს ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებში:

https://www.renomecenter.com/ka/stories/59/

https://www.aura.ge/101-poezia/1306-giorgi-leonidze–nino-tchavtchavadzes.html

ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება შენთვის.შთაბეჭდილება გამიზიარე.

 

 

დავალება N

გაეცანი სტატიას. აქ ენ წაიკითხავ თანამედროვე ამერიკელ მწერალ ნიკ ფარიელას რილს, რომლიც 13 მარტს გამოქვეყნდა იუმორისტულ საიტ McSweeney’s Internet Tendency-ზე.

სცადე ბედი მწერლობაში! მისწერე მეგობარს წერილი, აღწერე, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები დღეს პანდემიის პირობებში.

tps://www.radiotavisupleba.ge/a/ფრენსის-სკოტ-ფიცჯერალდის-წერილი-კარანტინიდან/30502677.html

 

დავალება N

აირჩიე კორონა ვირუსის პანდემიის დროს გადაღებული სურათებიდან ერთ_ერთი და მოცემულ თემაზე შექმენი პატარა ამბავი.

 

 

 

დავალბა N

გაცანი ქართვლი მწრლის პირად წრილბს და შასრულმდგი დავალბა:

  • გამოიცანი ადრსატი და ადრსანტი;
  • ქმნი წრილბის ავტორის ფსიქოლოგიური პორტრტი?
  • ნთვის მნიშვნლოვანი და საჭირო რომლი ცხოვრბისული დასკვნის გამოტანაში დაგხმარა წაკითხული?

1.

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცალიერემ მოიცვა მთელი ჩემი არსება.. სიცალიერემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი. როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლო ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ. ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არა-სასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა ან და კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას.. მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა მეთქი.
მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც შენა ხარ ქუთაისში.. როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან.. თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არა გვაქვს….

როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულათ მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა.. მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?
………………………………
დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. საწყალი დედა! იგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო… რამდენი ხანია, კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან.. თითქმის ოთხ წელიწად-ნახევარია.
ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონია მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. ეგ კი არ იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდისმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელი ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა..
რა უნდა ვქნა ეხლა?
სადაა საშველი გზა?
………………………………
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი? მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და

რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით,
სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?

ასეა საქმეები, ჩემო…

იყავი კარგათ..
მშვიდობით!

მარადის შენი…

 [6 იანვარი, 1914]

  1. გამარჯვება!
    შენი წერილი მივიღე – და ძალიან ვხარობ. ჩემო …. , რა საჭიროა დარდი და წუხილი, რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში. უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებათ წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხან-მოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა – აი, თავი და თავი მიზანი ბედნიერების.
    ნუ გეწყინება, … და მე პირდაპირ გეტყვი: შენ სრულიადაც არა ხარ უბედური ადამიანი, ან და თუ ხარ, იმდენათ, რამდენათაც ყოველი ჩვენგანი. მაშ, რატომ უნდა ემდუროდე შენ ბედს? შენ უყვარხართ და შენ გიყვარს!
    მაშ, რატომ ხარ უბედური?
    ამბობ, რომ ავადა ვარო – მაგრამ მცირე ექიმობა და შენც თავისუფალი იქნები. თუ იმდენათ სულელია ადამიანი, რომ ექიმთან მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია – იმისი ხომ არაფერი ღირს!

თუ სწუხხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს –  დაივიწყე!
არაფერი იმაზე სამწუხარო არა-არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთად ერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჟე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.
ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით – ჩვენ გვამახინჯებს.. საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებათ გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია „ტანჯვა“, „გამოუთქმელი მწუხარება“, „სულის სიცალიერე“ და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ „სიცოცხლე“, „სიხალისე“, „ბედნიერება“-თქო.
თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება! გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი. თუ სიყმაწვილეშიაც უბედურათ წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?
არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება!
Жизнь на радость нам дана!…
მაშ…
იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.

1914 წ., 18 თებერვალი, საღამო

3.

მე თანდათან ვრწმუნდები, რომ სრულიათაც არ ცდებოდენ ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსები, არც გერაკლიტე ცდებოდა, როცა ამბობდა: „ადამიანის ბედნიერება თვითონ მასზეა დამოკიდებულიო“. ეს ნების თავისუფლებაზეა ნათქვამი, მართალია! ისიც მართალია, რომ ადამიანი თავისუფალია თავის სიცოცხლეში, და არავითარი ხელის შემშლელი პირობები არ არსებობს თუ არსებობს – შეგნება. თვითვე შეჰქმენი პირობები, თვითვე გამოსჭედე ბედი! მე ვცდილობ, მოვაწყო ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მე მსურს. და თუ ეს არ მოხერხდება, დავარწმუნებ ჩემს თავს იმაში, რომ ბედნიერი ვარ. მე ვიცი, რომ არაფერი ისეთი არ გადამხდება თავს, რაც სხვას არ გადახდია. მე ვიცი, რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს, რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული. მაშ, რატომ უნდა შევიგნო მწუხარებისა და დარდის  აუცილებლობა? შენ მწერ: ამ ქვეყანაში მუდამ მხიარულება მხოლოდ სულელს შეუძლიაო, რომელიც ბრმაც არის და ყრუც. შენ სწერ ამ სიტყვებს ისეთი ტონით, თითქო დასცინი იმ ბრმა და ყრუ ადამიანს, რომელიც მუდამ მხიარულობს… მაგრამ შენ სცდები! მე უბედნიერეს ადამიანათ მიმაჩნია მხიარული ბრმა და ყრუ.
არ არის ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელსაც თავისი მწუხარება არ ჰქონდეს, მაგრამ სწორედ სულელია ის ადამიანი, რომელიც თავის მწუხარების გარეშე ვერაფერს ვერ ხედავს…
მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ მეტის მეტი მწუხარება და სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო მწუხარება – ადამიანის დამახინჯებაა-მეთქი. მეთანხმები, არა? მწუხარება, სერიოზული მიზეზებით გამოწვეული, ღრმა, ადამიანებისთვის ყოველთვის დაფარული და მიუწვდომელია. გაიგე? მე ვიცი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ჩუმათ, უსიტყვოთ. არავის არ ესმის მათი მწუხარება, რადგან ისინი არავის არ უზიარებენ თავიანთ ფიქრებს.. მე მიყვარს ასეთი მწუხარება. სიტყვით ნათქვამი – ყველასთვის გასაგონი მწუხარება – ყალბიცაა და დამახინჯებულიც!
აქ ისეთი ბოროტი ადამიანები არიან! ისეთი ბოროტები, ისეთი ბოროტები!
ხელოვნება? – სისულელეა!
მშვიდობით ….  !

მარადის შენი  ……


[1914 წლის 28 თებერვალი]

  1. როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას.. ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს.. იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს.. მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არას დროს არ შემიცოდავს…

    მარადის შენი …..
  2. მე ყველაფერს გეტყოდი, რომ რამე იყვეს. რაღაც გამოურკვეველი მწუხარება გამეფდა ჩემს გულში, როცა შენი უკანასკნელი წერილი წავიკითხე. რაშია საქმე? ვინაა ის ვაჟბატონი, რომელიც ასე ურცხვათ ტალახში სვრის ჩემს სახელს, ჩემს სიყვარულს? ან რა საქმე აქვს მას ჩვენთან? გამაგებინე – ვინაა იგი!
    მე არ გამკვირვებია ეგ ჭორი: ეს ხომ პირველი არ არის.. არც უკანასკნელია! მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შენამდისაც მოაღწია ამ ქუჩაში შეთითხნილმა ამბავმა. არ ვიცი, რათაა ასე: ბავშვობიდანვე ჩემს ირგვლივ ჭორები ტრიალებენ, ბავშვობიდანვე რაღაც უჩვეულო ხმებს ავრცელებდენ ჩემზე. მე მაშინ უძლური ვიყავ, პასუხის გაცემა არ შემეძლო, მაგრამ სულ სხვაა დღეს: დღეს მე არავის ნებას არ მივცემ, რომ ცუდი რამ სთქვას ჩემზე ისეთი, რაც არ ყოფილა და მსგავსი რამეც არ მომხდარა.. ან რას გავს ეს უკანასკნელი ჭორი? მე მინდა, უსათუოთ სიმართლე გამოირკვეს, ამისთვის შემატყობინე, ვინ ბრძანდება ის ჭორიკანა.. . შემატყობინე კიდევ ერთი რამ: ღირს თუ არა ის ვაჟბატონი იმათ, რომ პასუხი მოეთხოვოს ჩემგან? ღირს?
    ქუთაისში სიწყნარეა.. მოწყენილობაა.. მომაბეზრებელი ერთფეროვანი ცხოვრება თითქო შემოდგომის ნისლიანი დღეების გაგრძელებაა და უკუღმა – შემოდგომის დღეები საშინლად ჰგავს ამ ერთფეროვან ცხოვრებას… ოჰ, რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი! ღმერთს გეფიცები, ვისმეს თავს შევაკლავ, თუ ასე გაგრძელდა.. საშინლად მომწყინდა ყველაფერი…დიდი ხნიდან დავეძებ მე ამ სიკვდილს.. მაგრამ არ მოდის იგი.. თავის მოკვლა არ მსურს, მაგრამ სხვა არავინა მკლავს.. ბევრჯერ მივეცი სხვებს შემთხვევა, მაგრამ მათ.. ხომ იცი, სიკვდილის ყველას ეშინია.. რომ იცოდე, რა მოსაწყენია ყველა ეს ინტრიგები, დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა, ჭორები.. თავის თავად იბადება სურვილი, რომ გაშორდე ყველა ამას – რადგან ამის მეტი ცხოვრებაში არა-არის-რა.

    [1914 წელი]

6.

დგება გაზაფხული! რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას. მგონია, თითქო არასდროს ამისთანა გაზაფხული არ ყოფილა; ჩემთვის, რასაკვირველია, არც გაზაფხულია ნამდვილათ ახალი და მოულოდნელი.. გაზაფხული ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ.. იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა ან უნდა მოხდეს… ველი… ნუ თუ ამ გაზაფხულთან ერთად იწყება ჩემი სიცოცხლის ვრცელი, უსაზღვრო და დაუმონებელი გაზაფხული? ნუ თუ იგი ახალსა და სასიამოვნო ნუგეშს მომიტანს? მაშ, რათაა, რომ ასე ხალისიანათ ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს.. დღეს ჩემს თვალში არ არსებობს არავისი დანაშაული და უბედურება. მე დღეს ბედნიერი ვარ!
ნუ თუ დღეს შენ არა ხარ ბედნიერი, ….. ?
მართლა, …..    ! რას ნიშნავს სიტყვები – „страшно ты мои переживания затрагивал, много плохого приписал – …и дальше я не могла с тобою искренно говорить  боясь, чтобы мои чувства и помыслы не были задеты“ და სხვა ასეთები? რას ნიშნავს, ჰო? მაპატივე, ოლია, მე ვთქვი რაღაცეები, მეც არ მახსოვს.. მე მინდოდა, მეთქვა, რომ.. მაგრამ სრულიადაც მიზნათ არ მქონია შეურაცხყოფა ან ასეთი რამე. ნუ თუ შენ ასე გესმის ადამიანის გულწრფელი სიტყვები? მაგრამ არა, ჩემი სიტყვები.. მე არ მჯერა, რომ ჩემი სიტყვები შენ გაწყენინებდენ..
……..და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები: მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი და წერილის მიწერა.. ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს. მინდა, ვთქვა და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და გამოდის სრულიად სხვა. ვამბობ და ვწერ იმას, რაც არავის არ ესიამოვნება, ეწყინება. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მაგალითი, რომ ჩემი ტკბილი გამარჯვება კაცს დაცინვათ მიუღია.. ვერ გაიგებენ..
აი, ასეთი ცუდი კაცი ვარ მე, ….    !
მე კიდევ არ ვიცი, უკანასკნელ წერილებს გულწრფელადა ვწერ თუ სიყალბე შემაქვს შიგ.. აი, თუნდაც ეს წერილი… ვერას გზით ვერ გავიგე, რა მინდა ვთქვა და რასა ვსწერ.. ღმერთმანი, ასე არის.. იმნაირათ ვწერ. [შენ ამ სიტყვებზე ერთს ძალიან ახტები ზევით, …..     , მარა… შენც ჩაიხედე გულში…]. იმნაირათ გიგზავნი წერილებს, მინდა, რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს და უეცრად… შენ ყოველთვის – პასუხათ საომარ წერილებს გამოგზავნი.. ბრძოლის გუნებაზე დადგები, რაღა! კარგია, შენმა მზემ..

გ. ტაბიძე

[1914 წელი}

7.

რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ეხლა გაზაფხულია, სითბოა.. როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს… რა ბედნიერი ვარ! რომ იცოდე…
დასწყევლოს ღმერთმა მოსკოვი! მე მალე ჩამოვალ, ალბად, მაგრამ რა ეშველება სიცივეს, რომელიც მაქ არის? აქ ეხლა გაზაფხულია… ნეტავი ჩამოხვიდოდე! როგორ გამოცოცხლდებოდი, ვერ წარმოიდგენ. შენ ახლა მანდ გძინავს – მზე გჭირია!
აქ ვგრძნობ მხოლოდ, რომ ღმერთი ვარ!

…….   , იცოცხლე ისე, როგორც შეშვენის ქალს, რომელიც [მგოსანმა ამოირჩია].
თქვენებთან ჯერ არ ვყოფილვარ..
შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! დავლევ უკანასკნელ წვეთს, დავწერ ამ წერილის უკანასკნელ სტრიქონებს და მივქრივარ თქვენებთან ეტლით.

……..    , იყავი, როგორც პრინცესსა!

შენი
………
29 ნოემბერი,  დილა [1916]

8.

…..    , შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: …….    შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!
მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ, რა იქნება! ვნახოთ!
ამ წერილს „კაფეში“ ვწერ. შემოვიდა გრ. ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს. ვნახოთ.. ვნახოთ.. ვნახოთ.
მეორე დღეა ქუთაისში ვარ და არავინ არ მინახავს… ვნახოთ… ვნახოთ…

…….    , ძვირფასო ………  ! რატომ მაწვალებ ასე? რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?
მშვიდობით, …….   !
……………….
30 ნოემბერი, 1916

9.

ვიყავი თქვენსას. ვიგრძენი ნამდვილი ბედნიერება. ყველაფერს მოგიყვები, როდესაც ჩამოვალ (ჩამოვალ კი?). ალბად, გაუკვირდათ თქვენებს: დილას რომ დავწევი, შუაღამემდე არ გამომღვიძებია. ვიგრძენი, რომ დედაშენს ძალიან ვუყვარვარ (ასე მოსწერე წერილი). შენი „პაპა“ შემხვდა გზაში. ვიგრძენი, რომ ძალიან კარგი კაცია! სახლში დამხვდა ნინა, რომელიც მალე წავიდა. შემდეგ მოვიდა მანია. ვიგრძენი, რომ მანია შესანიშნავი [გოგონაა]. დამახვედრა კალამი.. ყველა თქვენები მიყვარს. მაპატივე ეს სიტყვები. მე, „ქუჩის ბავში“, ღირსი არ ვარ ეს სიტყვები ვთქვა; შალიკო, ვასია, ყველა კარგებია! შენც კარგი ხარ, ჩემო ძვირფასო   ………   ! შენისთანა არავინ არ არის!
მე ვარ მხოლოდ უბედური და დაწყევლილი, უსახლკარო, უბინაო.. მე მართლა, შენი არ იყოს, „ქუჩის ბიჭი“ ვარ!
……………….
30 ნოემბერი,  1916

10.

მხურვალე სალამი,  ….      შენ მშვენიერად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემს გვერდით სცხოვრობენ კრილოვის ქუჩაზე. როდესაც შენ ამბობდი, ჩემი წასვლის შემდეგ თავზე დაგაჯდებიანო, მართალი იყავი თურმე: 1. ის დამტვრეული მაგიდა ჩემს ფანჯარას მიადგეს. 2. თავიანთი დამტვრეული კრატი ზედ ჩემს კარებს მოაყენეს. 3. მთხოვეს იატაკის გასაწმენდი ტილო და აღარ მიბრუნებენ, ოთხი დღეა. 4. ჩემს კარებთან ყრია პაპიროსის ნამწვავები იმდენი, რამდენიც ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. 5. შეღამებიდან გათენებამდე სწორედ ჩემს კარებთან განუწყვეტელი რომანული ჟღურტულია, რომელმაც ლამის თავი მომაკვლევინოს. 6. შემდეგ ეს ყველა დემეტრაძეები აწარმოებენ პროპაგანდას ჩემს წინააღმდეგ თავიანთ პარტიულ ორგანიზაციებში. 7. როდესაც მე მკითხეს,   ……    სად არისო, მე ვუთხარი, რომ იგი ლენინგრადშია. მათ ეს ძლიერ გაუხარდათ და სწორედ ერთი საათის შემდეგ დაიწყეს „რეფორმები“. 8. გუშინ დავბრუნდი ღამით: სანავთე ბოთლები აივანზე ყველა წაქცეულიყო და ნავთის სუნის გამო ვეღარ გაჩერდებოდი. 9. მოიგონეს რაღაც „სუხარები“, პურს სჭრიან და ახმობენ ჩემს ფანჯარასთან. 10. როდესაც მე მძინავს, დადგებიან ჩემს პირდაპირ დიდი შიშველი ბარძაყებით, გადაჰყურებენ ქვევით და ალბათ, ფიქრობენ, რომ მე [შემიძლია] ისინი მაინტერესებენ. ისინი მხოლოდ შურს ძიობენ იმის გამო, რომ მე მათ არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ, როგორც ქალებს, მე ისინი მიმაჩნიან მხოლოდ ბოზებად. ამიტომ ძალიან არიან გაბრაზებულნი. მე ძლიერ მიხარია, რომ ისინი გაბრაზებულნი არიან. მე არავისში არ გავცვლი ერთს ძვირფასს, ყველაზე უფრო საყვარელ ადამიანს.
…………….
[1929 წლის აგვისტო]

11.

……..    როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ. აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს… ტანისამოსი გინდა შენ, დედოფალო! არ ვიცი, შეიძლება თუ არა იანვრიდან შანიავსკის უნივერსიტეტში ჩაწერა? ეს აუცილებლად საჭიროა სტიპენდიისთვის. მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე. განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ… მე ამისი იმედი მაქვს. Будем жить при певаючи. ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება. ცხოვრებას ჭკვიანად უნდა [გამო] მობყრობა. ცხოვრება მიდის.

და ბოლოს, ჩემს მეგობარს, მაია მენაბდეს, დავესესხები და ვიტყვი:

მართლაც, ბავშვისთვის დიდი სტრსია დახურულ კარს მიღმა ცხოვრება, ამიტომ, ვეცადოთ და გავუმარტივოთ სწავლა-სწავლება.

 

 

აუცილებელი სავარჯიშო google search-ის გამოყენებით

0

კორონავრუსი და რასისტული განწყობები

მაშინ, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯერ კიდევ არცერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული, სკოლებში ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდებოდა და ეს მზაკვარი ინფექცია მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ჩინეთის, მართალია, დიდი, ცამეტმილიონიანი, მაგრამ მაინც ერთი ქალაქის პრობლემა ეგონა, ბავშვებს საძიებო სისტემების დახმარებით კონკრეტული პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების რეკონსტრუქციის გზებზე ველაპარაკებოდი. საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ თქვენც მოგიყვებით.

საქმე ის არის, რომ Google-ი, 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის ბოლოს ამზადებს ორწუთიან შემაჯამებელ ვიდეოს, რომელიც გვაჩვენებს, რა მოხდა მნიშვნელოვანი იმ წელს: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, მიგრანტების კრიზისი, ოლიმპიური თამაშები, ნასას ექსპედიციები, ომები, საპროტესტო გამოსვლები, ბრიტანეთის სამეფო კარის ამბები, ბუნებრივი კატაკლიზმები, „ოსკარით“ დაჯილდოებისას წარმოთქმული სიტყვები თუ პოპულარული იუთუბერები – ეს ყველაფერი შეიძლება ნახო ამ მოკლე ვიდეოებში და, რაც მთავარია, გაიხსენო, რომელ წელს რა აღელვებდა და ახარებდა მსოფლიოს დიდ ნაწილს, რა ყოფდა და რა აერთიანებდა, რას გაუმკლავდა და რასთან დამარცხდა. ეს ვიდეოები ახალმა ვირუსმა გამახსენა, რომელიც, მაშინ უკვე ცხადი იყო, მოვლენების მთავარ გმირად იქცეოდა და აუცილებლად შევიდოდა ამ წლის ვიდეოში.

რაც შეეხება გუგლის საძიებო სისტემით დროის კონკრეტული მონაკვეთის რეკონსტრუქციას, ამისთვის არაერთი გზა არსებობს. ყველაზე მარტივი და ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი Google trends-ია, რომელშიც 2001 წლიდან დღემდე პოპულარული საძიებო ცნებები, მოვლენები, ადამიანები ქვეყნებისა და თემების მიხედვით შეიძლება გაფილტრო, თუ დროში მოგზაურობას გადაწყვეტ, იმას კი, სად რაზე ფიქრობენ ახლა, რეალურ დროში უყურო დღის განმავლობაში მოძიებული „ტრენდული“ ფრაზების მიხედვით.

ალბათ იცით, რომ Google-მა ჩვენზე ყველაფერი იცის და ყველაფერს, რაც იცის, უზარმაზარ მონაცემთა ბაზებში ორგანიზებულად ინახავს. ის არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების, არამედ ჩვენი შიშების, სტერეოტიპების, სიყვარულებისა და სიძულვილების, ოცნებებისა და სასწორკვეთილი ამოძახილების მცოდნეა და როცა რამის მოძებნას სთხოვ, გეუბნება, რას ეძებდნენ სხვები ამ თემაზე. ეს ერთი შეხედვით არაფრისმომცემი ინფორმაცია კარგად ასახავს სხვადასხვა საზოგადოებაში არსებულ სექსისტურ, რასისტულ, ანტილიბერალურ განწყობებს. არაერთი კვლევა, სტატია და წიგნი არსებობს იმის შესახებ, ერთი მხრივ, როგორ იკვებება Google-ის ალგორითმი ამგვარი განწყობებით, მეორე მხრივ კი თვითონვე როგორ ავრცელებს ამ სტერეოტიპებს, როცა, მაგალითად, “აზიელი გოგოს” ძებნისას მკვეთრად სექსუალიზებულ იმიჯებს გვთავაზობს, “ხელმძღვანელის” ძებნისას – საშუალო ასაკის და სოლიდური გარეგნობის თეთრკანიან მამაკაცს, ხოლო კლიმატის ცვლილებაზე გვეუბნება, რომ მითია. მათი გაცნობა უდავოდ საინტერესოა.

რაც შეეხება მთავარ ამბავს – კორონავირუსს და რასისტულ განწყობებს: ვირუსმა, რომელსაც ჩინეთი რამდენიმე ხანს, დიდი ალბათობით, მალავდა, გამოჩენიდან სულ მალე ააგორა ჩინელების მიმართ რასისტული განწყობების, ინტერნეტმემების და აზიელების მიმართ სიძულვილის ტალღა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველა “წვრილთვალებიანს”, მაგალითად, ვიეტნამელებსა და იაპონელებს, უწევდა იმის ახსნა, რომ ჩინელები არ იყვნენ, ჩინელები კი იძულებულები გახდნენ აეხსნათ, რომ საშიშები იყვნენ არა თვითონ, არამედ ვირუსი, რომელიც მათ გარშემო მძვინვარებდა. და თუ ბავშვებს სთხოვთ, მოძებნონ იმიჯები რასისტული განწყობების საილუსტრაციოდ, ნიუსები იმის შესახებ, როგორ გართულდა ჩინელების (და აზიის სხვა ქვეყნებიდან წამოსული ადამიანების) ცხოვრება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ისინი ბევრ რამეს იპოვიან.

ვირუსი კარგი კატალიზატორი აღმოჩნდა იმაზე დასაკვირვებლადაც, რომელი ქვეყანა როგორ იბრძვის საინფორმაციო ომში. გემახსოვრებათ, როგორ აშენდა ვუჰანში რამდენიმე დღეში სასტუმრო დაავადებულებისთვის. ეს ყველას დაამახსოვრდა. შემთხვევითი შემხვედრები მეუბნებოდნენ, ნახე, რა ყოჩაღები არიან, ჩვენ გზა ვერ დაგვიგია კარგადო. მერე ასევე სწრაფად ნაშენები ჰოსპიტლები დაინგრა და ხალხი მოიყოლა, მაგრამ ეს უკვე ცოტამ ნახა – შრომისმოყვარე და ყოვლისშემძლე ჩინეთის მითში ეს პასაჟი სათანადოდ ვერ ეწერებოდა. ჩინეთს უნდა, ამ ამბიდან ყოჩაღის სტატუსით გამოვიდეს და არავინ იცის, თავისუფლების როგორი შეზღუდვის ფასად დაუჯდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ვირუსის გავრცელების შეჩერება. მედია წერს იმაზე, როგორ ქრებიან ექიმები, რომლებიც ამ საფრთხეზე ლაპარაკობდნენ, ვიცით, რომ ყველა ინფორმაციას, რაც ჩინეთში ვრცელდება, ხელისუფლება აკონტროლებს. დასავლეთში გვიან იგრძნეს, რომ ამ ვირუსს მართლა არ ჰქონდა ეროვნება და არც სახუმარო რამ იყო. ახლა უკვე საველე ჰოსპიტლებს აშენებენ და გარდაცვლილებს სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით ვითვლით.

უცნაურია და ცოტა სასტიკიც, უთხრა ბავშვებს, რომ უბედურების დროს რასიზმი ყვავის, პროპაგანდისტული მანქანა თავდაუზოგავად მუშაობს და ხალხი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ ალბათ ჯობია, იცოდნენ ასეთი ამბებიც, რომ ამ ვერაგი ვირუსის დამარცხების შემდეგ უფრო მეგობრულები, ტოლერანტულები და გახსნილები გავხდეთ, უკეთ ვიგრძნოთ, რომ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი, დავინახოთ, რა მყიფეა საზღვრები და რა ხანმოკლე – ადამიანის სიცოცხლე. იქნებ შევძლოთ, უკეთ ვიცხოვროთ.

კორონავირუსს ახლა უკვე საქართველოშიც ახლოს ვეცნობით და გვიწევს, ვირუსთან ერთად თვალებში ჩავხედოთ ჩვენში არსებულ არატოლერანტულ დამოკიდებულებებს, არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებს თუნდაც ჩვენი მეგობარი და მეზობელი ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ამ ვირუსმა ბევრ უბედურებასთან ერთად თუ რამ სიკეთე მოიტანა, ალბათ ესაა: დავინახოთ, რა პირობითია საზღვრები და რა უნივერსალური – ადამიანის სისუსტეები და ამ ბრძოლიდან უფრო ყოჩაღები, მეგობრულები, ჰუმანურები გამოვიდეთ.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს

0

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ძალადობაზე, დანაშაულსა და ომზე

გრაფიკული გამოსახულებების, შემაშფოთებელი ინფორმაციისა და საზარელი სათაურების სიმრავლეს ბავშვის კეთილდღეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

მასობრივი სროლები; ბირთვული იარაღი; ყაჩაღობა თქვენს მეზობლად მდებარე მაღაზიაში – საიდან დავიწყოთ ამის ახსნა ჩვენი შვილებისთვის? დღესდღეობით, ძალადობით, დანაშაულითა და ომითაა გაჯერებული პოპულარული შოუები, ვიდეოთამაშები, წიგნები, ახალი ამბები და ეს ყველაფერი ყველაზე პატარებამდეც აღწევს. თქვენ შესაძლოა, მოგიწიოთ თქვენს ბავშვთან ყველაზე უარესზე საუბარიც კი და ამისათვის უნდა შეარჩიოთ ასაკის შესაბამისი გზები, რათა ბავშვს ამის გაგებაში დავეხმაროთ და თან ზიანიც არ მივაყენოთ.

 

ცნობილია, რომ ძალადობის თემაზე შექმნილმა თამაშებმა და ფილმებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე. ასევე ცნობილია, რომ ბავშვებს ეშინიათ, ბრაზობენ ან დეპრესიაში ვარდებიან ახალი ამბების გამო. მაგრამ ბოლო წლებში, მსოფლიოში გაზრდილი ტერორისტული აქტების გამო, მკვლევრები იკვლევენ ნამდვილი ძალადობრივი მოვლენების „შორიდან დასწრების“ ეფექტებს. შორიდან დასწრებას ხდება მაშინ, როცა ბავშვს ესმის, რომ რაღაც შემაშფოთებელი მოხდა, მაგრამ უშუალოდ არ გამოუცდია ეს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი გრძელვადიანი შედეგია – მწუხარება, ტრავმა, შიში და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბავშვებზე შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ომისაგან დანგრეული ქალაქების, დასისხლიანებული ლტოლვილი ბავშვების, საერთო სასაფლაოების ნახვამ და დამატებითი დახმარება სჭირდებათ ამასთან გასამკლავებლად.

 

ეს რჩევები და მაგალითები შესაძლოა, დაგეხმაროთ სხვადასხვა ასაკის ბავშვეთან ყველაზე მძიმე თემებზე სასაუბროდ. მიიღეთ მეტი რჩევა შემაშფოთებელ ახალ ამბებზე, რთულ თემებსა და სექსუალურ ძალადობაზე სასაუბროდ (ან – ამ ყველაფრის ასახსნელად).

 

რჩევები ბავშვებთან ძალადობაზე, დანაშაულსა და ომზე სასაუბროდ

 

2–6 წელი

 

ერიდეთ საშინელი ამბების განხილვას ან ნახვას. მაქსიმალურად ეცადეთ, დაელოდოთ ბავშვის დაძინებას, ვიდრე ახალ ამბებს უყურებდეთ ან ისეთი საზარელი ამბების განხილვას დაიწყებდეთ, როგორიც, მაგ. ჩარლზ მენსონის მკვლელობებია.

 

ნუ წამოჭრით მსგავს საკითხებს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბავშვმა რაღაც იცის. არანაირი აუცილებლობა არ არის ბავშვებთან სკოლაში სროლებზე, ტერორისტულ აქტებზე, ომის საფრთხეებსა და სხვა მსგავს საკითხებზე საუბრისა. თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს ასეთი სცენები უნახავს – მაგ. ყური მოჰკარით, როგორ საუბრობდა თამაშის დროს – შეგიძლიათ ჰკითხოთ და გაარკვიოთ, საჭიროა თუ არა რაიმეზე დამატებით საუბარი.

 

დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდაა. როცა შემაშფოთებელი ამბის გამო აღელვებული ხართ – მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ის და მისი ოჯახი უსაფრთხოდაა, და ვიღაც ზრუნავს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩახუტებასაც კი საოცრების მოხდენა შეუძლია ხოლმე.

 

გაამარტივეთ რთული იდეები. აბსტრაქტულ იდეებს საქმის გართულება და ბავშვის შეშინებაც კი შეუძლია. გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინები და თქვენი შვილისათვის გასაგები მაგალითები, ზედმეტი (ახსნა) არ მოგივიდეთ. მასობრივი სროლების შესახებ შეგიძლიათ უთხრათ, რომ „ადამიანმა, რომელიც ძალიან დაბნეული და გაბრაზებული იყო, აიღო იარაღი და ადამიანებს ესროლა. პოლიცია მუშაობს, რათა ადამიანების უსაფრთხოებაში დარწმუნდეს”.

 

განასხვავეთ „ნამდვილი” და „ვითომ”. პატარებს მდიდარი ფანტაზია აქვთ და გამონაგონსა და რეალობას ურევენ ხოლმე. შესაძლოა გკითხონ, ეს საშიში ამბავი სიმართლეა თუ არა. იყავით გულწრფელი, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

 

7–12 წელი

 

დაელოდეთ. სანამ ამ საკითხზე შეკითხვას დაგისვამენ, ნუ იფიქრებთ, რომ ვალდებული ხართ, მათ საშინელ ამბებზე ესაუბროთ ან აუხსნათ საზარელი დანაშაულები, როგორიცაა გაუპატიურება, თავის მოკვეთა, დასახიჩრება და ნარკოტიკებით წაქეზებული თავაშვებულობა (განსაკუთრებით ამ ასაკობრივი კატეგორიის ქვედა ზღვარზე მყოფ ან მგრძნობიარე ბავშვებთან). თუკი ბავშვები ავლენენ დისტრესის ნიშნებს მშფოთვარე ქცევით, რეგრესით, ან სხვაგვარად გაგრძნობინებენ, რომ რაღაც არ არის კარგად – მაგ. კარგავენ სკოლაში წასვლის ხალისს – მიდით და შესთავაზეთ საუბარი.

 

ესაუბრეთ და მოუსმინეთ. ამ ასაკობრივი კატეგორიის ზედა ზღვარზე მყოფნი ძალადობასთან, დანაშაულთან და ომთან დაკავშირებულ ამბებს სოციალური მედიის, იუთუბის, ტელევიზიისა და ფილმების საშუალებით ეცნობიან, რაც ინფორმაციის არცთუ ისე სანდო წყაროა ხოლმე. გაიგეთ, რა იცის თქვენმა შვილმა, ვიდრე ახსნას დაუწყებდეთ, თუკი არ გსურთ კიდევ მეტად „დასტრესოთ” ან ახალი პრობლემა შექმნათ. გამოკითხეთ შემდეგნაირად: „რა მოისმინე?”, „სად მოისმინე ეს?”, „რა იცი ამის შესახებ?”, „რას ფიქრობ ამაზე?”.

 

იყავით გულწრფელი და პირდაპირი. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა წყაროს მიმართონ რაღაცის გასაგებად, თქვენ კი გსურთ სიმართლე თქვენგან მოდიოდეს. არ არის საჭირო, დეტალებს ჩავუღრმავდეთ. ოჯახის შესახებ, რომელსაც თავისივე შვილები მძევლად ჰყავდა, შეგიძლიათ უთხრათ – „ბავშვები მრავალგვარ ძალადობას განიცდიდნენ. მაგრამ ისინი გადაარჩინეს, მშობლები კი დააპატიმრეს. ბავშვებზე ძალადობისას ხშირ შემთხვევაში მშობლები ხშირად გონებრივად ან სხვა დაავადებით არიან ავად”.

 

განიხილეთ სენსაციურობა ახალ ამბებსა და მედიაში. აუხსენით ბავშვებს, როგორ იყენებს სხვადასხვა მედია (ახალი ამბების სააგენტოები, სატელევიზიო შოუები, კინოკომპანიები და თამაშების შემქმნელები) ექსტრემალურ თემებს ყურადღების მისაქცევად. გაიხსენეთ გამოთქმა „რაც მეტი სისხლია, მეტია პოპულარობაც“ და ესაუბრეთ, რატომ შეიძლება მიგვიზიდოს ადამიანის აღმაშფოთებელმა საქციელმა. ეს დაეხმარება ბავშვს, კრიტიკულად იფიქროს იმ საკითხების, სიტყვებისა და გამოსახულებების შეფარდებით მნიშვნელობაზე, რომლებიც აუდიტორიის მისაზიდად გამოიყენება, ასევე მედიაზე, რომელსაც ირჩევენ.

 

აუხსენით კონტექსტი და შესთავაზეთ პერსპექტივა. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ცოდნა და სიბრძნე შესაძლებლობას გაძლევთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი გარემოება ახსნათ. ეს არის პროცესი, რომელიც საგნებს მნიშვნელობასა და სიცხადეს აძლევს – და ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, შეძლონ აზრის გამოტანა უარყოფითი და უსიამოვნო ამბებიდანაც. იმ მძლავრ ემოციებთან გასამკლავებლად, რომელთა გამოწვევაც ცემის, სისხლის და ადამიანთა ტანჯვის გამოსახულებებს შეუძლიათ, ბავშვებმა უნდა ისწავლონ მსგავსი საშინელი მოვლენებისაგან დისტანცირება, ძირითადი მიზეზების გაგება, და, სასურველია, ჩაერთონ მოვლენათა გაუმჯობესების მნიშვნელოვან გზებში, როგორიცაა დიპლომატია და განათლება.

 

„თინეიჯერები”

 

ივარაუდეთ, რომ იციან, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მათი ცოდნა სრულია. თინეიჯერები ბევრ ინფორმაციას იღებენ ონლაინრესურსებიდან, როგორიცაა, სოციალური მედია ან იუთუბი, რაც შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი ან ყალბი. მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ მათ ცოდნას და სიახლეების დამოუკიდებლად შესწავლის სასარგებლო უნარს, მაგრამ თქვენ მაინც დაგჭირდებათ „სიცარიელეების” ამოვსება და თქვენი ცოდნის გაზიარება.

 

ალაპარაკეთ ისინი. დამამთავრებელ კლასებში თინეიჯერები ხშირად მშობლებს უპირისპირდებიან, უპირატესობას მეგობრების აზრებს ანიჭებენ და ცდილობენ საკუთარი ხმის ჩამოყალიბებას. ეს „განხეთქილება” შეიძლება განსაკუთრებით გამძაფრდეს, როდესაც რაიმე შემაშფოთებელი ხდება. თუ გსურთ, ისე ესაუბროთ, როგორც უფრო პატარა ასაკში ესაუბრებოდით და, ამასთან, შეინარჩუნოთ კავშირი და დარჩეთ რელევანტური, თავი შეიკავეთ დამოძღვრისგან და ამის ნაცვლად ჰკითხეთ აზრი. წაახალისეთ, რომ განამტკიცონ თავიანთი იდეები ლეგიტიმური ახალი წყაროებით და არ გაიმეორონ მხოლოდ ის, რასაც სხვები ამბობენ. უთხარით, რომ შესაძლოა ყოველთვის არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ გაინტერესებთ, რა აქვს სათქმელი.

 

მიიღეთ მათი წყაროები, მაგრამ გააფართოვეთ მათი ჰორიზონტები. ასწავლეთ, კრიტიკულად შეაფასონ ინფორმაცია, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვები: „ვინ გააკეთა ეს?”, „რატომ გააკეთეს?”, „რა ინფორმაცია არის გამოტოვებული?” და „რას იფიქრებდნენ ჩემი მეგობრები ამაზე?”. მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ეს შეკითხვები დაეხმარება თინეიჯერებს ინფორმაციის შეფასებასა და საკითხის ღრმად შესწავლაში.

 

მიეცით იმედი. ამ წლებში ბავშვებს განწყობის ცვალებადობა ახასიათებთ. მაგრამ სევდიანმა და დამთრგუნველმა ახალმა ამბებმა, ისევე როგორც ძალადობის, დანაშაულისა და ომის სცენებმა სოციალურ მედიაში, ვიდეოთამაშებსა და ფილმებში, შეიძლება ის ცხოვრებით გადაღალოს. ნუ იქნებით უიმედო, თორემ ბავშვები შეამჩნევენ ამას, მაგრამ ესაუბრეთ გზებზე, რომლითაც უფრო დიდ სიკეთეს შეიძლება ემსახურონ.

 

წყარო: https://www.commonsensemedia.org/blog/how-to-talk-to-kids-about-violence-crime-and-war?j=7617317&sfmc_sub=171275250&l=2048712_HTML&u=140624683&mid=6409703&jb=262&utm_source=media_nl_20200117&utm_medium=email&fbclid=IwAR2X3CsqSy0GjL0CslOByIG7ge05yAYfCgUxFEhoWlvKxxc4mTWqhTaAP38

გაკვეთილის თემა დისტანციურ სკოლაში

0

საშინაო სკოლა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უკვე ერთი თვეა, რაც დისტანციურ ფორმატში ვასწავლი. ვატარებ ონლაინ შეხვედრებს, ვაგზავნი და ვიღებ დავალებებს, რომლებზეც შემდეგ უკუკავშირს ვაგზავნი. როგორც აღმოჩნდა, დისტანციური სკოლის მასწავლებლობა ბევრად რთულია. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლა, ასე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმია და მეტწილად მოსწავლე-მასწავლებელს შორის სისტემატურ კომუნიკაციას ეყრდნობა. ამას გარდა, სასწავლო რესურსების „გაციფრულებას“ და სახეცვლილ სასწავლო მიდგომებზე მორგებას დიდი დრო მიაქვს. თან ამ რესურსებს მთელი გაკვეთილის სამყოფი ხმა უნდა გააყოლო, თითოეულ მოსწავლეს სახლიდან მისწვდე და სამუშაოს შესრულების პროცესში მაშველ რგოლად მოევლინო. მოსწავლეთა სიმრავლის გამო, ყოველდღიური ჩართვების ორგანიზება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დისტანციური დავალებები შედგება მკაფიო ნაბიჯებად გაწერილი საგაკვეთილო ფაზებისგან, რომლებიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა გაიაროს. ამისათვის ვიყენებ ყველა ტექნიკურ საშუალებას, რომელზეც ხელი მიმიწვდება: ვიდეო მიმართვებში ვცდილობ სწორი აქცენტების დასმას, თან დავალების ნიმუშებს ვაჩვენებ; ასევე ვახმოვანებ საკითხავ მასალას და განვმარტავ ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება ჩემმა სამიზნე ჯგუფმა არ იცოდეს. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეები თითქმის მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ და თუ ისეთ ტექსტს ვკითხულობთ, რომელიც სახელმძღვანელოში არ არის მოცემული, ვთხოვ, მოთხრობის ჩანაწერს მოუსმინონ. ინსტრუქციის დეტალურ ნაბიჯებად გაწერა და ნიმუშების შექმნა კიდევ იმისთვისაა საჭირო, რომ მოსწავლეს თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დავეხმაროთ – შრომის სწორად განაწილება შეძლოს ან რომელიმე დეტალი არ გამორჩეს.

ჩემი აზრით, შინ სწავლის პირობებში ფრთხილად  უნდა შევარჩიოთ გაკვეთილის თემაც. ქართულის სახელმძღვანელოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მასში ბევრი ისეთი ტექსტი მოიძებნება, რომელთაც საკლასო დისკუსიის და სწორი აქცენტების დასმის გარეშე სათანადოდ ვერ მიიტან პატარა მსმენელამდე. ჩემი აზრით, სჯობს მსგავსი სასწავლო მასალა სხვა დამხმარე რესურსით ჩავანაცვლოთ და თემებიც მოსწავლეთა ყოველდღიურ ყოფას, ინტერესებს თუ საჭიროებებს მოვარგოთ. მაგალითისთვის გაგიზიარებთ ერთ-ერთ თემატურ კვირეულს, რომელიც შეგიძლიათ მესამე-მეოთხე კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებად გამოიყენოთ.

დღეს სმარტფონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია სახლში. მათი მეშვეობით ვეკონტაქტებით გარესამყაროს, ხან ,,პოსტებით“ ვსაუბრობთ, ხან კი – ფოტოებით. ოჯახური ფოტოალბომების დათვალიერების ტრადიციამ ციფრულ ეპოქაში გადაინაცვლა. ალბათ ამიტომაც დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება თემამ „ფოტოგრაფია“, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დისტანციური სკოლის ერთ-ერთ კვირეულზე შევთავაზე.

ფოტოგრაფიის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ხათუნა კალატოზიშვილის მოთხრობა „ფოტოაპარატი“, რომელიც ორ ნაწილად გავყავი. პირველი დავალება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა – მათ უნდა აერჩიათ ქვემოთ მოცემული ფოტოებიდან ერთ-ერთი და ესაუბრათ თავიანთი არჩევანის მიზეზებზე.

შემდეგი ორი დავალება მთავარ სასწავლო მასალას უკავშირდებოდა. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ან მოესმინათ ჩემ მიერ გახმოვანებული მოთხრობის ეპიზოდი, შემდეგ კი ხმოვანი შეტყობინებით ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებზე ეპასუხათ. მათ ასევე უნდა განემარტათ სიტყვები: ჩვეულებრივი, განსაკუთრებული, შეუმჩნეველი, ანუ შეექმნათ „სიტყვის სკივრი“.

ეპიზოდი სრულდებოდა მოთხრობის მესამე გვერდზე დასმულ კითხვასთან – „როგორ უნდა შევამჩნიო შეუმჩნეველი?“. აღნიშნული კითხვა ფიქრისა და ვარაუდების გამოთქმისკენ უბიძგებდა მოსწავლეს და, ბუნებრივია, შემდეგი დავალებაც მისგან გამომდინარეობდა:

როგორც ხედავთ, მოსწავლეს დისტანციური დავალების შესრულების ფორმის არჩევა შეუძლია. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში არჩევანის შეთავაზება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგს ბეჭდვა უყვარს, ზოგი კი კლავიატურაზე უკეთ კალმით წერის ტექნიკას ფლობს. ვისთვისაც არც ერთი ფორმა არ აღმოჩნდება ხელსაყრელი, შეუძლია კითხვებს ზეპირად უპასუხოს და აზრის თანმიმდევრულად და გამართულად ჩამოყალიბების ტექნიკას ამ გზით დაეუფლოს.

მეორე დღეს მოთხრობის კითხვა დავასრულეთ. თემატური კითხვები დავსვი და პასუხებიც სხვადასხვა ფორმით მივიღე. შემდეგ კი მოსწავლეებს „შეუმჩნევლის შემჩნევაში“ გავარჯიშება შევთავაზე. ეს სქემა მოსწავლეებმა საკუთარი სახლისა თუ ეზოს „დაკვირვებული თვალით“ შემოვლის შემდეგ შეავსეს:

ბუნებრივია, აქაც ჰქონდათ არჩევანის საშუალება. შეეძლოთ, თავიანთი აღმოჩენები სქემაში ჩაებეჭდათ, ხმოვანი ჩანაწერი გამოეგზავნათ ან რვეულში შესრულებული დავალების ფოტო აეტვირთათ.

შემდეგ გაკვეთილზე ჩემმა მოსწავლეებმა მოთხრობის მთავარი გმირის – ახალბედა ფოტოგრაფის ბედი გაიზიარეს. ონლაინ ჩართვის დროს ვისაუბრეთ ფოტოების მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, რომელთა ამოკითხვაც ფოტოზე დაკვირვებით შეგვიძლია და ერთი ძველი ფოტოც „წავიკითხეთ“. დავალებად კი ასეთი გამოწვევა შევთავაზე: ბავშვებს თავიანთი სმარტფონებისა თუ პლანშეტების დახმარებით საკუთარ სახლსა თუ ეზოში „აღმოჩენილი“, მათი აზრით, განსაკუთრებული ნივთის ან ცოცხალი არსებისთვის ფოტო უნდა გადაეღოთ და შეედგინათ მოკლე ისტორია, რომლის დახმარებითაც თავიანთი არჩევანის განსაკუთრებულობას დაამტკიცებდნენ.  დეტალურ ინსტრუქციასთან ერთად ჩემს მოსწავლეებს აი, ასეთი ნიმუში შევთავაზე:

როგორც ხედავთ, დეტალური ინსტრუქციის გარდა, უშუალოდ დავალებასთანაც მივამაგრე ე.წ. შუქნიშნები, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი იშვიათად ბრუნდება დავალების სრულ აღწერასთან. ნაბიჯებად დაშლილი ინსტრუქციები კი მას დავალების ტექნიკური კუთხით გამართვას უადვილებს.

შენიშვნა: მოთხრობას „ფოტოაპარატი“ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/fotoaparati.pdf

კვირის ბოლო შეხვედრა ფოტოგრაფიას დაეთმო. სპეციალურად მათთვის მოვამზადე საინფორმაციო ტექსტი, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მისაღები ლექსიკისა და მოცულობის გათვალისწინებით შევადგინე. მოვუყევი ძველ ფოტოაპარატზე, რომლებიც სპეციალურ სამფეხა სადგამზე მაგრდებოდა და თავზე ნაჭერგადაფარებულ ფოტოგრაფებზე, რომლებიც დიდხანს ასწორებდნენ კადრს და ბევრს ფიქრობდნენ, სანამ  „ყუთიდან ჩიტს გამოაფრენდნენ“. მოსწავლეები ცოტა ხნით ფოტოგრაფთა „ბნელ ოთახშიც“ შევახედე:

შემდეგ ბოლო დავალების განხილვის დროც დადგა. ბავშვობა გავიხსენე და მოსწავლეებს სტუმრის გასართობ ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებაზე – საოჯახო ალბომზე მოვუყევი. დღეს სუფრის გაშლის მოლოდინში დრო თანამედროვე გასართობებით გაგვყავს. ადრე კი ძნელად იპოვიდით ოჯახს, სადაც საოჯახო ფოტოალბომი არ მოიძებნებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ აგორებენ კამათელს და თამაშით დაღლილები სპეციალურად მათთვის თაროდან გადმოლაგებულ ალბომებს ფურცლავენ. ჩემს მოსწავლეებს ისიც მოვუყევი, ადრე რომ საკუთარი ფოტოპორტრეტის ჩუქება ჩვეულებრივი მოვლენა, მეტიც, სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინება იყო. ალბათ ამიტომაც ალბომებში ხშირად ისეთი ადამიანების ფოტოებს ვპოულობდით, ოჯახის უხუცესი წევრიც რომ ვერ ცნობდა (ვინ იცის, ვისმა ახალგაზრდა მეგობარმა დატოვა თავისი კვალი საოჯახო ალბომის ისტორიაში). ასეთი ფოტოების შესწავლა და კვლევა-ძიება სტუმრებთან ერთად ოჯახის წევრებსაც ძალიან ართობდა, ამასობაში კი სუფრაც იშლებოდა. ბავშვები ძალიან გაახალისა ჩემმა მოგონებამ, დავალებითაც დაინტერესდნენ. მათ უნდა მოეძებნათ სახლში ძველი ფოტოალბომი (მოსწავლეების უმეტესობა თვითიზოლაციის პერიოდს ბებიებისა და ბაბუების სახლში ატარებს და ფოტოალბომიც აღმოაჩინეს), ოჯახის წევრებთან ერთად დაეთვალიერებინათ (წარმომიდგენია, რამდენ უცხო ადამიანს და საინტერესო ისტორიას მოისმენდნენ), შემდეგ კი აერჩიათ ერთ-ერთი ფოტო, რომელსაც „გააციფრულებდნენ“ და ფოტოისტორიასაც მასზე დაყრდნობით შეადგენდნენ. მათ ამ დავალების ნიმუშიც გავუგზავნე:

კვირის ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებს თავიანთი დავალებების ერთმანეთისთვის გაზიარებისა და რეფლექსიის საშუალება მიეცათ. ამ შეხვედრამ ცხადად აჩვენა, რომ კვირეულს ფუჭად არ ჩაუვლია. მოსწავლეებს საკუთარი ადგილსამყოფელის დატოვება არც დასჭირვებიათ, ისე აღმოაჩინეს, რომ გარშემო ყველაფერი განსაკუთრებულია, მთავარია, ფიქრისა და დაკვირვებისთვის მოიცალო.

კარგი მშობლის რაობა

0

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩემს წინ მიმავალი დედა-შვილის უცნაური დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „შენ მწარედ ინანებ დედასთან ასეთი ტონით ლაპარაკის გამო!“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი. „კი მაგრამ, რა ვთქვი ასეთი, რამ გაგაბრაზა, მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე“, – საოცარი სიმშვიდით ცდილობდა „თავის დაცვას“ 13-14 წლის გოგონა. დედა-შვილის ასეთი საუბარი ჩემთვის უჩვეულო იყო იმდენად, რამდენადაც მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, მოზარდებს უჭირთ საკუთარი ემოციების კონტროლი მათ ემოციურ განვითარებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების გამო. საინტერესოა, მაინც როგორ, რა საშუალებით აპირებდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი მის დასჯას, ალბათ იმით, რომ აღარ უყიდიდა მისთვის საოცნებო და სასურველ რაიმე ნივთს, არ გაუშვებდა მეგობრის დაბადების დღეზე ან ექსკურსიაზე თანაკლასელებთან ერთად. და, ალბათ კიდევ უამრავი სხვა აკრძალვა შეიძლება დაუწესოს დედამ შვილს, რომლის საქციელითაც უკმაყოფილოა.

რა თქმა უნდა, მშობლობა რთულია, ნამდვილად არ არის ადვილი და კიდევ უფრო რთულია იყო კარგი მშობელი, მით უმეტეს დღეს, როდესაც მშობლების მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ როგორმე შეძლონ ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – გამოკვებონ, უზრუნველყონ ტანსაცმლით, ნორმალური განათლებითა და აუცილებელი სასწავლო ნივთებით. ასეთ პირობებში დიდი უსამართლობა იქნება განვიკითხოთ მშობელი და ვუსაყვედუროთ მას შვილთან არასწორი მიდგომების გამო მით უმეტეს, რომ შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეცდომა თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემის წინაშე მაშინ ვდგებით, როდესაც ბავშვის ქცევაში ჩვენთვის მიუღებელი ცვლილებების დაფიქსირებისას ვიხსნით პასუხისმგებლობას და ცვლილებების მიზეზებს მხოლოდ ჩვენს გარეთ ვეძებთ  –  „საზოგადოება და ცხოვრებაა დამნაშავე, ჩემი შვილი ასეთი რომ არის“; „სკოლა თავის სიმაღლეზე არ დგას“;  „კომპიუტერმა და ტელევიზიამ გააფუჭა დღევანდელი ბავშვები“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოვისმინოთ საკუთარ შვილებზე განაწყენებული მშობლებისგან. რასაკვირველია საზოგადოებას, სკოლას, ტელევიზიას გარკვეული და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვს მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ, ოჯახისა და მშობლის როლი განუზომელი და შეუდარებელია, როცა საქმე ბავშვის აღზრდას ეხება.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მშობლის სურვილია, რომ ის კარგი მშობლის სტატუსს ატარებდეს. ამდენად, ვფიქრობ საინტერესო იქნება იმ ქცევითი მახასიათებლების გაცნობა, რომლებიც ასეთ მშობელს სხვა მშობლებისგან გამოარჩევს და ნებისმიერი ბავშვის სანატრელ და საოცნებო მშობლად აქცევს:

  • კარგი მშობელი ბავშვს იღებს ისეთს, როგორიც არის, ყველა თავისი ღირსებით და ნაკლოვანებით, უყვარს უპირობოდ. ბავშვები, რომლებიც მშობლებისგან სიყვარულს გარკვეული პირობით იღებენ („თუ მაღალ ქულებს მიიღებ, თუ კარგად ისწავლი, თუ კარგად მოიქცევი, იმ შემთხვევაში მეყვარები“), იზრდებიან ისეთ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ თავს სათანადოთ ვერ აფასებენ და მუდმივად თვითკრიტიკით არიან დაკავებული. და, პირიქით, ის ბავშვები, რომლებსაც უპირობოდ იღებენ მშობლები და მათ მიმართ სიყვარულს უპირობოდ ამჟღავნებენ, უფრო ჰარმონიულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად იზრდებიან;
  • კარგ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ მიუხედავად უზომო სიყვარულისა, ბავშვი არ არის მისი საკუთრება, არ უყურებს მას როგორც ნივთს. კარგად ესმის, რომ ის სხვა პიროვნებაა, აქვს ოცნებები, ინტერესები, რასაც მშობლის მხრიდან გაგება, გაზიარება, პატივისცემა და მხარდაჭერა სჭირდება;
  • კარგ მშობელს არ უჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვისთვის ბოდიშის მოხდაც, რადგან იცის, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, არც შეცდომის აღიარებაა სისუსტის ნიშანი და ასეთი ქცევა მას სრულიადაც არ უკარგავს ავტორიტეტს შვილის თვალში, პირიქით ეხმარება მის სწორად აღზრდაში. ასეთ დროს ბავშვი თავადაც სწავლობს თვითკრიტიკას. მშობლის გულწრფელობა და უშუალობა პატარას შთააგონებს, იყოს „ნამდვილი“, გულწრფელი, მოკლებული სიყალბეს, გამოიჩინოს თანაგრძნობა, იყოს შემწყნარებელი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების მიმართ;
  • კარგ მშობელს არ უყვარს ნოტაციების კითხვა და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებითი საუბრები შვილთან. საჭიროების შემთხვევაში ის შემოიფარგლება ლაკონური, მოკლე, ნათელი, ცხადი, ადვილად გასაგები რეკომენდაციების მიწოდებით იმისათვის, რომ პატარას ყურადღება არ გაეფანტოს, შეძლოს მისი მოსმენა, გადაცემული ინფორმაციის აღქმა და ცხოვრებაში გამოყენება;
  • კარგი მშობელი არ ცდილობს თავად შეურჩიოს შვილს მეგობრები, რადგანაც იცის, რომ ის ვერ მიუთითებს და ვერ უბრძანებს ბავშვს, ვისთან იმეგობროს. ამასთან ერთად, ის არ აკრიტიკებს შვილის მეგობრებს, რადგანაც არ უნდა ბავშვმა იფიქროს, რომ ისინი მას არ მოსწონს და არ უყვარს. ასეთი მშობელი ყოველთვის ღია, გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილია იმათ მიმართ, ვისთანაც მისი შვილი მეგობრობს;
  • კარგი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისაბაძი მაგალითი იყოს შვილისთვის, რადგანაც კარგად იცის, რომ გამართლებული არ იქნება მოვითხოვოთ ბავშვისგან ისეთი ქცევა, რომელიც თავად მშობლისთვის არ არის დამახასიათებელი. თუ მშობელს ბავშვში კარგი თვისებების აღზრდა სურს, თავად უნდა უჩვენოს მაგალითი – თუ მშობელი პატივს სცემს მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვიც ისწავლის მათ პატივისცემას მშობლის ქცევაზე დაკვირვებით;
  • კარგი მშობელი, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ყველანაირად ცდილობს, გამონახოს თუნდაც მცირე დრო შვილთან ურთიერთობისათვის, მის მოსასმენად, რადგანაც კარგად იცის ბავშვმა რომ მოუსმინოს, ის თავად უნდა უსმენდეს მას. ამასთან, ძიძების და სმარტფონების ამარა მიტოვებული ბავშვისთვის მშობელი მეგობარი ვერ იქნება. მშობლის ყურადღებას ალტერნატივა არა აქვს. თუ მას არ შეუძლია გახდეს შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ბავშვი მოძებნის სხვას, ვინც მოუსმენს, გაუგებს, უთანაგრძნობს;
  • კარგი მშობელი ყოველთვის ცდილობს იყოს თანმიმდევრული თავის მოქმედებაში. ის თავისი გუნება-განწყობიდან გამომდინარე არ არღვევს ბავშვთან შეთანხმებულ და დაგენილ წესებს, რადგანაც იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს წესები არც ისე მნიშვნელოვანია და თავადაც არასერიოზულად მიუდგება მათ. ამასთან ერთად, ასეთი მშობელი გარკვეული წესების უსიტყვოდ შესრულებას კი არ მოითხოვს ბავშვისგან, არამედ უხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ წესის დაცვა. ეს ბევრად ამცირებს მისი დარღვევის ალბათობას;
  • კარგი მშობელი „ფრთებს არ უკვეცავს“ შვილს, ყოველთვის ანიჭებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გარკვეულ ფარგლებში. ამასთან,  დამოუკიდებლად მოქმედების უნარს ის მას პატარობიდანვე უვითარებს, რადგანაც კარგად იცის, რომ ზედმეტი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა მშობელზე ხელს უშლის მის ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ის საშუალებას აძლევს ბავშვს თავად გაართვას თავი დავალებებს და მაშინაც კი, თუ რაიმე არ გამოუვა, ის ისწავლის თავის შეცდომებზე და წარუმატებლობაზე, დღევანდელი გაკვეთილი მას მომავალში საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად გამოადგება;
  • კარგი მშობელი არასოდეს ადარებს ბავშვს არც საკუთარ და-ძმებს და არც მეგობრების, მეზობლების ბავშვებს. მით უმეტეს არ მოითხოვს, რომ მიბაძოს მათ, რადგან იცის, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური, განუმეორებელია და იმსახურებს, რომ სწორედ ამ უნიკალურობის გამო აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ. ასეთი მშობელი არ იშურებს საქებარ სიტყვებს შვილისთვის სხვების თანდასწრებით ყოველი წარმატებული მოქმედების გამო, საყვედურებს და შენიშვნებს კი აუცილებლად ცალკე, ერთი-ერთზე საუბრისას ეუბნება. ამგვარი დამოკიდებულებით ის ადვილად ახერხებს ბავშვის პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას;
  • კარგი მშობელი საოცარი მოთმინების უნარით გამოირჩევა; მას კარგად ესმის, რომ მოთმინებას ალტერნატივა არა აქვს. ის რჩება მშვიდი ნებისმიერ დამღლელ სიტუაციაში, რადგანაც იცის, რომ მშვიდი ატმოსფერო სახლში ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებად.

რასაკვირველია, კარგი მშობლის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები ამომწურავი არ არის და ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც  კიდევ  ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კარგი მშობლობა საკმაოდ რთულია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მშობლობის სურვილი და მცდელობა მოიპოვოს კარგი მშობლის სტატუსი, ნებისმიერ მშობელს აუცილებლად მოუტანს წარმატებას. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს ყველაზე მეტად მშობელთან ემოციური კონტაქტი სჭირდება. ვერანაირი ძვირადღირებული ნივთი ვერ შეუცვლის მას იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც მშობლისგან ელის. როგორც ერთმა მეექვსეკლასელმა გოგონამ, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდნენ და თითქოს სანატრელიც კი აღარაფერი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ არა მშობლების მუდმივი დაკავებულობა და მოუცლელობა შვილთან ურთიერთობისათვის, ჩვენთან საუბარში თავისი გულისტკივილი ასეთი ფრაზით გამოხატა – „მე რომ დედა ვიყო ჩემ შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“.

თვითიზოლაცია, როგორც ერთი დიდი გაკვეთილი 

0

ექსპერტები გვირჩევენ საიზოლაციო სტრესული ყოფის ჩვენსა და ბავშვების სასარგებლოდ ამუშავებას.

ძირითადი ფიზიოლოგიური საჭიროებანი

რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს შეუძლიათ დამოუკიდებლად კვება, ჩაცმა, კბილების გახეხვა, მაგრამ ეს კომპეტენციები საკმარისი როდია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. რა შეგვიძლია ვასწავლოთ ისეთი, რის კეთებაც მერე გამოადგებათ?

  • გავაცნოთ ძირითადი და პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ფასი;
  • ვასწავლოთ საოჯახო საყიდლების სიის შედგენა;
  • უმარტივესი კერძების მომზადება (კვერცხის შეწვა, ფაფის მომზადება, სალათის დაჭრა, მაკარონის მოხარშვა);
  • ჩაის დაყენება, წყლის სმა საკმარისი რაოდენობით შეხსენების გარეშე;
  • დროულად სადილი;
  • ოთახში სისუფთავის შენარჩუნება;
  • დილის ვარჯიში;
  • სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარჩევა – სუფთა დაკეცონ და შეინახონ, ჭუჭყიანი განათავსონ სამრეცხაო კალთაში;
  • ზრუნვა საკუთარ გარდერობზე.

გამოცდილება ადასტურებს, რომ თვითიზოლაცია რეჟიმში ცხოვრება  ერთმანეთთან თანხვედრაშია. დილაობით საწოლის ალაგება, თმის დავარცხნა, წესრიგის შენარჩუნება, მორიგეობა სამზარეულოში, სისუფთავის დაცვა აბაზანაში – ეს ყველაფერი ფარავს ჩვენს საბაზისო საჭიროებებს და გვეხმარება ჩვეული ფორმის შენარჩუნებაში.

უსაფრთხოების საჭიროება

ჩვენ კარგი მშობლები ვართ და შვილებზე ვზრუნავთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვაც არ უნდა დავივიწყოთ. ამისათვის ხშირად უნდა ვიმეოროთ მშვიდობიანი ცხოვრების დროს მოქმედი უსაფრთხოების წესები და ახალიც დავუმატოთ. მუდმივად შევახსენოთ ბავშვებს:

ხომ არ დაავაწყდათ კარის ჩაკეტვა? ახსოვთ ვის და როდის უნდა გაუღონ? რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, თუ კარი მოულოდნელად ჩაიკეტა ან სახლში ვინმე შემოიჭრა? ხელი თუ დაიწვა? თავი თუ დაარტყა? როგორ გამოვიძახოთ სასწრაფო? რა აბი უნდა დალიოს მუცლისა და თავის ტკივილის დროს? რომელი აბი არ უნდა დალიოს არასოდეს თქვენ გარეშე?

ხშირად ჰკითხეთ: რა ხდება სახლში? რატომ არ შეიძლება სათამაშოების ყველგან დაყრა, როდესაც იატაკი ახალი მოწმენდილია? თქვენს თავსაც შეეკითხეთ – იქნებ ღირს საყოფაცხოვრებო ქიმიის უფრო საიმედო ადგილზე გადანახვა ან დანების სხვა უჯრაში ჩადება?

რაც შეეხება ვირუსის წინააღმდეგ დამცავ ზომებს – როგორ უნდა დაიბანოს ბავშვმა ხელები? როდის უნდა ატაროს ნიღაბი? რატომ არ შეუძლიათ საერთო ჭიქიდან წყლის სმა და საზიარო ჭურჭლის ხმარება? ამის გამეორება არ უნდა გვბეზრდებოდეს.

შესთავაზეთ ბავშვებს, იფიქრონ სახლის ერგონომიკაზე. იზოლაციის პირობებში სახლი ყველასთვის მოსახერხებელი სივრცედ უნდა აქციოთ. დაალაგეთ თაროები და ხშირად გამოსაყენებელი წიგნები ქვედა თაროებზე განათავსეთ. მიეცით უფლება ბავშვებს თვითონ  გადაწყვიტონ, სად უნდა იყოს შენახული მარცვლეული და მაკარონი ისე, რომ არ მოუწიოთ სიმაღლეზე აძრომა.

სიყვარულისა და მიმღებლობის საჭიროება

რადგან კარგი მშობლები ვართ, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სახლში უპირობოდ კარგი ატმოსფერო შევქმნათ. ბავშვები უნდა გრძნობდნენ – ისინი უყვართ, უსმენენ, აინტერესებთ მათი აზრი და ის, რას აკეთებენ, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ შეასრულეს საშინაო დავალება მათემატიკაში.

შეთანხმდით წესებზე: როდესაც დედა მუშაობს, მას არ შეუძლია ბავშვთან თამაში. როდესაც მამა ჯდება კომპიუტერთან, არ ურთავთ მაღალ ხმაზე მულტფილმებს. როდესაც ხელში ცხელი ტაფა გიჭირავთ, ბავშვი არ უნდა გეხუმრებოდეთ, არ აკეთებდეს უეცარ მოძრაობებს.

დააკვირდით ერთმანეთს. ეცადეთ დღეში მინიმუმ ხუთი დადებითი რამ შეამჩნიოთ, რაც ჩვენს საყვარელ ადამიანებში გულწრფელად აღფრთოვანებას იწვევს: მათი უნარები, ნიჭიერება, ხუმრობა ან ჟესტი. ისაუბრეთ ამ ყველაფერზე, შეაქეთ ერთმანეთი, არ დაიშუროთ კომპლიმენტები.

იფიქრეთ იმაზე, როგორ არ გააღიზიანოთ ერთმანეთი. თუ ოჯახში ვიღაცას სიმღერა უყვარს, ისე იმღეროს, რომ სხვას არ შეუშალოს ხელი.

შეგიძლიათ სახლში ერთი ოთახი გამოყოთ სამარტოო საქმეებისთვის და შეადგინოთ საათობრივი გრაფიკი, რათა ოჯახის ყველა წევრმა საჭიროებისამებრ შეძლოს განმარტოვება დღეში მინიმუმ ორი საათით.

პატივისცემისა და კომუნიკაციის საჭიროება

ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ გარე კომუნიკაციისთვის თავიანთი „ჯგუფების“ შერჩევა. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირიანი შიდაპატიმრობა 21-ე საუკუნეში არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა მხოლოდ მამასთან, დედასთან და და-ძმასთან გვაქვს.

გადავამოწმოთ, რა შეუძლია გააკეთოს ბავშვმა ინფორმაციის მისაღებად, საუბრისა და მოსმენის ძირითადი საჭიროების მოთხოვნით:

*მას შეუძლია გახდეს გუგლერი. სთხოვეთ მოიძიოს რამე ინფორმაცია თქვენთვის, მაგალითად, ნამცხვრის რეცეპტი, ამინდის პროგნოზი, ის, თუ რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს. ბავშვი იგრძნობს თავის საჭიროებას.

*მას შეუძლია სრულყოფილად დაეუფლოს მესინჯერს და წარმატებით დაგაკავშიროთ ხოლმე ონლაინ ბებიებთან და ბაბუებთან. ასევე, მოიწვიოს მეგობრები ონლაინწვეულებაზე.

ამ ყველაფრის ორგანიზება ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი არ შეეშალოს მთელ ოჯახს: იხმარეთ  ყურსასმენი, გადით სხვა ოთახში, შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო თქვენი კომუნიკაციისთვის, მჭიდროდ მიიკეტეთ ოთახის კარი. ამ მარტივი წესების გარეშე პატივისცემა და კომუნიკაცია შეუძლებელია.

ცოდნის საჭიროება

ვთქვათ, ბავშვმა უკვე ისწავლა ფაფის მომზადება, დაზარალებულისთვის მარტივი დახმარების აღმოჩენა, გაერკვა თანაცხოვრების წესებში, ახლა შეგიძლიათ ესაუბროთ იმაზე, რატომ ესწრება ის ონლაინგაკვეთილს უხალისოდ.

აქ, სავარაუდოდ, თქვენ გარეშე ვერაფერი გაკეთდება: გაატარეთ რამდენიმე საათი ან თუნდაც რამდენიმე დღე ბავშვთან ერთად გაკვეთილზე, დაადგინეთ რომელ საგნებში მოიკოჭლებს. სცადეთ რამდენიმე ხერხი მის „ამოსაქაჩად“.

მაგალითად, შეადგინეთ სასკოლო საგნების რეიტინგი. თითოეულ საგანში მიღწეული წარმატებისთვის დააწინაურეთ თქვენს რეიტინგში ესა თუ ის საგანი. მხარი დაუჭირეთ „ჩამორჩენილ“ საგნებს და უგულშემატკივრეთ დაწინაურებულ „ფავორიტს“.

შეეცადეთ გასცდეთ სასწავლო გეგმას და თქვენს შვილს სხვა სიმაღლეების გადალახვისკენ უბიძგოთ. გამოკვეთეთ რაიმე თემა, ჩაატარეთ მისი კვლევა, ორივემ იპოვეთ მასში ინსპირაციის წყარო.

სასკოლო საგანი ბავშვისთვის არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული და რეალობისგან მოწყვეტილი. მაგალითად, გაიღრმავეთ ქიმიის ცოდნა სამზარეულოში საჭმელის მომზადების დროს, აბაზანაში, როდესაც ტანსაცმელს ლაქებს მოაშორებთ. დაიხმარეთ გეოგრაფია კორონასშემდგომი მოგზაურობის დაგეგმვაში, მათემატიკა – ოჯახის ბიუჯეტის გაწერის დროს.

სილამაზის საჭიროება

კრეატიულობა – ტვინის განსაკუთრებული ფუნქციური მდგომარეობაა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჰარმონიული განვითარება. ჩვენ ყველას გვიყვარს ნაჩვევი სივრცის გარდაქმნა,  გაუმჯობესება, გალამაზება. მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ აქტიურად იმოქმედონ.

დაე, ბავშვმა შეცვალოს თავისი სამეცადინო სივრცე. გადააადგილოს ავეჯი, მორთოს კედლები დეკორატიული სტიკერებით, დაამზადოს ინტერიერის აქსესუარები. წინასწარ შეთანხმდით იმაზე, რისი გაკეთება შეუძლია და რისი – არა. ერთად შექმენით. ბავშვთან ერთად კერეთ, ხატეთ, ქსოვეთ.

თვითრეალიზება

და, აი, მივადექით პირამიდის მწვერვალს. თვითიზოლაციის დროს შეგვიძლია უკეთ შევამჩნიოთ შვილების ნიჭი. მშვიდობიან დროში, შვილების გასაყოჩაღებლად ჩვენ მათ ორკვირიან მოგზაურობაში ვაგზავნით, სადაც ისინი კარვებში ცხოვრობენ და საჭმელს კოცონზე იმზადებენ, მაგრამ ახლა მათში მსგავსი უნარების გამომუშავება საკუთარ ბინაში შეიძლება. გისურვებთ წარმატებებს!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...