შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები

0

რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?

კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობიმექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციებისსისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა დასაკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. PK

მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემებისიდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიებისპედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.

მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კიარ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.

პედაგოგებს ხშირად ებადებათკითხვა:როგორ ვისწავლოთ კვლევა?

კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ,რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.

რა თავისებურებები აქვს პედაგოგიურ კვლევებს?

გამოყენებით პედაგოგიკას, როგორც სწავლების პროცესზე ორიენტირებულ მეცნიერებას,ახასიათებსგანუმეორებლობა, ამ სიტყვის პირდაპირი და არაგადატანითი მნიშვნელობით.

საბუნებისმეტყველომეცნიერებების შემთხვევაშიმკვლევარს შეუძლია გაიმეოროს თავის მიერ მიღებული შედეგიგანმეორებითი ცდისსაფუძველზე დადააზუსტოს დაგანამტკიცოს მოპოვებული ცოდნა. მისიშედეგებისსანდოობისა და ჭეშმარიტების შემოწმება შეუძლია მისნებისმიერ კოლეგას იმავეექსპერიმენტის კორექტულიგამეორებით, იმავემეთოდით, იმავემასალაზე დაიმავე პირობებში.

მასწავლებელი-მკვლევარი ასეთ შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მოკლებულია, ვინაიდან “განმეორებითიექსპერიმენტის” ჩატარება მას უკვესხვა “მასალაზე”, ანუ სხვაინდივიდებზე/მოსწავლეებზე უწევსდა, შესაბამისად,შედეგსაც განსხვავებულსიღებს. ამასთანავე ამ “განმეორებითიექსპერიმენტის” პირობებიც სხვაადა ისსიტუაციაც,რომელშიც პედაგოგ-მკვლევარს უწევს მუშაობა. მით უმეტეს, რომხშირად ამფაქტორების ცვალებადობაექსტრაპედაგოგიური ხასიათისაა,დამოკიდებულია სოციალურ ან იდეოლოგიურ გარემოებებზე, ისტორიულკატაკლიზმებზე დაა.შ.სწორედ ამიტომაა, რომ პედაგოგიკაში არასოდეს შედგება წმინდა “განმეორებითიექსპერიმენტი”.

ზემოხსენებული მიზეზებისგათვალისწინებით, გამოყენებითი პედაგოგიკა იძულებულია, დაუშვას გარკვეული”უზუსტობის ინდექსი”. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება ანკომპენსირებადამივიღოთ სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური დასკვნები, საჭიროა, გაიზარდოს კვლევათარიცხვი დაინტენსივობა. იმსავარაუდო უზუსტობათა კორექტირება,რომლებიც მოსალოდნელია და იქნება კიდეცზემოხსენებული ტიპის კვლევებისდროს, პედაგოგიკაში მათემატიკური, კერძოდ, სტატისტიკური (resp.რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:

1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;

2.კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;

3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურისშესწავლა და ანალიზი;

4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე – საპილოტე კვლევა);

5.მონაცემთა შეგროვება;

6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;

7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება დამისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;

8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.

განვიხილოთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.

კვლევის ამოსავალი პუნქტის/საკვლევი თემის განსაზღვრა – კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი

კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი გულისხმობს კვლევის იმ ამოსავალი პუნქტის პოვნასა და ფორმულირებას, რომელიც იქნება არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.

„ჩემიპედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევა უნდადავიწყო?”; „ჩემიძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?”; „მაქვს წარმატების შანსი?” დაა.შ. – ესის კითხვებია, რომლებიც მკვლევარ-მასწავლებლებს ებადებათ კვლევის დაწყების წინ.

რამ შეიძლება მოგვცეს ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?

.საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ გაკვეთილზე დასხვა სასკოლო აქტივობებში, როგორიც არის, მაგალითად, რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.

. უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა, რაც შეიძლება იქცეს იმპულსად შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. მაგ., პედაგოგმა შეაჯამა კლასში სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგები და აღმოაჩინა, რომ პირველი ტესტირების შედეგები კარგი იყო, შემდეგ კი ისინი მკვეთრად დაეცა. ესუკუკავშირის შედეგები იქცა მასწავლებლისთვის კვლევის მიზეზად.

.სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.

. ცნობისმოყვარეობამ და”თეორიულმაინტერესებმა”. სულაც არ არის საჭირო,ახალი იდეები საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთ კოლეგების დაკვირვებებიდან, საკითხავი მასალიდან და ა.შ. მაგ., რას აკეთებს ჩემი ერთი კოლეგა, ან რა აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა, ე. ი.ინტერესი, უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები, მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად.

როგორ გადავამოწმოთ, სწორად შევარჩიეთ თუ არა კვლევის ამოსავალი პუნქტი?

ამისგადამოწმება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

.მოქმედების არეალი:

-ჩემ მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობს?

– მაქვს მე ამის განსახორციელებლად მოქმედების არეალი და შესაძლებლობები? მეტისმეტად ხომ არვარდამოკიდებული სხვა პირებსა და ინსტანციებზე?

-კოლეგები მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის?

-უკვე დროა, დავიწყო კვლევა თუ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაასაჭირო?

.მნიშვნელოვნება:

-რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?

-აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?

-მზად ვარ, გარკვეული ენერგია და დრო დავახარჯო ამ სიტუაციას?

-მაქვს ამ სიტუაციასთან მიმართებითშეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების გარკვეული სურვილი?

.დაძლევადობა:

-ნუ აირჩევთ პირველსავე ჯერზე თქვენთვის დიდ და რთულად საკვლევ საკითხებს. თუ ყოყმანობთ,შეჩერდით უფრო კონკრეტულ, შემოსაზღვრულ გეგმებზე.

.შესაბამისობა:

-შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ კვლევითი სამუშაოსთვის შერჩეული საკითხები ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას?

-შეესაბამება თუ არაისინი ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს?

-მიესადაგება თუ არა ჩემიკვლევა ჩემი გაკვეთილის მიზნებს?

-შესაძლებელია თუ არა, კვლევითი აქტივობები პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო (მაგ., ინტერვიუები, ჯგუფური საუბრები, ანკეტირება და ა.შ.)?

საკვლევად უნდა ამოვირჩიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

კვლევის დღიური – კვლევის პროცესის მეგზური

პედაგოგიური კვლევის პროცესში მასწავლებლები აწარმოებენ ე.წ. კვლევის დღიურს, რომელშიც შეაქვთ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.

კვლევის დღიური მკვლევარ-მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იგი კვლევის პროცესის თანამგზავრია, რადგან მასში აღნუსხულია პროცესის ყველა ფაზა.

კვლევის დღიური ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში, იმაში, რომ გაიგოს, სწორგზას ადგას თუ ჩიხში ექცევა.

სასურველია, საკუთარი კვლევის დღიურის ჩანაწერები მასწავლებელმა დროდადრო გადაიკითხოს შუალედური ანალიზისთვის და ხელახლა გაიაზროს თავისი თეორიული და მეთოდური ჩანიშვნები და გეგმები.

თეორიული ჩანიშვნები აზრად მოსული მრავალმხრივი იდეების დღიურში აღნუსხვა და დავიწყებისგან მათიხსნაა. გარდა ამისა, ეს არის მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა აღნუსხვაც.

მეთოდური ჩანიშვნები მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას ახდენს.

მაგ., რა პირობებში დავნერგე მე განსაზღვრული სტრატეგია? რა გამოცდილება შემძინა ამ სტრატეგიამ? რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში? – დაა.შ.

კვლევის დღიურში მასწავლებელი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს, იდეათა მოზღვავებულ ნაკადს, რომლებითაცსურს ისარგებლოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში და რომელთა განხორციელებაც სურს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის საჭირო ისეთი გეგმების დახვავება, რომელთა განხორციელება არარეალურია. დაუძლეველი გეგმები პედაგოგებში გულაცრუებას გამოიწვევს. თუმცა ყველა განუხორციელებელ იდეას ნაადრევად ნუ გამოვუტანთვერდიქტს ,,განუხორციელებულია”, რადგან იმან, რაც დღეს განუხორციელებელიგვეჩვენება, ხვალ შესაძლოა ხორცი შეისხას.

მასწავლებლის მიერ სწორად წარმოებულ დღიურში მარტო კონკრეტული სიტუაციები კი არ არის გააზრებული, არამედ დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის გეგმა _ “წერილობითი ნაფიქრალი”. კვლევის დღიურმა დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში, განსაკუთრებით- გაურკვეველ, პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას.

კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება

მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. კვლევის შედეგების სანდოობა კი უშუალოდ არისდამოკიდებული მონაცემთა შეგროვების მეთოდის სწორად შერჩევაზე.კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობასკვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.

რა არის კვლევის მეთოდი?

კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, Kკვლევის მეთოდებიეწოდება.

კვლევის მეთოდებს ორძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივიზეპირი თუ წერილობითიგამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიცგვიჩვენებს, რას წარმოადგენსესა თუ ისსაგანი. რაოდენობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობითიზომება. აქედან გამომდინარე, კვლევისთვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავსსაკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდებიადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივიგავრცელების სურათს.

მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე,ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.

კვლევისAანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესისმომდეცნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

კვლევის პროცესის უკანასკნელი ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა, რომლის შესახებაც მომდევნო წერილებში გვექნება საუბარი.

საკუთრების უფლება

0

ჩვენი საკუთრებაა პირადი სივრცე, ბავშვობის პლუშის დათუნია, ლეპტოპი, ფეისბუქის პროფილი, საყვარელი მაისური… ძველი და ახალი ემოციები თუ ოცნებებიც ჩვენია. საკმარისია, რომელიმეს შეეხონ, რომ აგრესიულებიც კი ვხდებით: რატომ უნდა გვესიამოვნოს ვიღაც “არამკითხე მოამბის” ავადმყოფური სურვილი, შეიჭრას ჩვენს პრივატულ სივრცეში ფეისბუქის გატეხვისა და პირადი საუბრების წაკითხვის საშუალებით?! ვირტუალური სამყარო დღეს ჩვენთვის ისეთივე ახლობელი და საყვარელია, როგორიც ჩვენი ძველი მეგობრის მყუდრო ოთახი, იმ განსხვავებით, რომ მეგობარს ხშირად აღარ ვსტუმრობთ ხოლმე. სოციალური ქსელების ავ- კარგის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ეს ტექსტი ისევე შორსაა ვირტუალური ცისა თუ მიწის კრიტიკისგან, როგორც ჩემი ძმა – მათემატიკისგან. სხვა ამბებზე უნდა ვილაპარაკო: კროსვორდივით დაწყებულ მოთხრობაზე, შვინდაზე, ყველას მწერალზე და იმაზეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები ხშირად გვავიწყდება.

 

ყოველთვის მიკვირდა, ჩვენი საყვარელი მწერლების სია ფოლკნერით, მარკესით, პავიჩითა თუ დოსტოევსკით რომ შემოიფარგლებოდა. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ფოლკნერი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ყველა საყვარელი სასუსნავი ერთად აღებული და ეს შედარებითი სიყვარული ხელწამოსაკრავი სულაც არაა: მე ხომ ტკბილეული საკუთარ თავს მირჩევნია. თუ ამ სიყვარულებს ისე მივუდგებით, როგორც “ზოგადი უნარ-ჩვევების” ამოცანას, დავასკვნით, რომ ფოლკნერი საკუთარ თავზე მეტად მყვარებია. ასეა თუ ისე, უცნაური არ არის, რომ საყვარელი მწერლების სიის შედგენისას ნოდარ დუმბაძე არასდროს გვახსენდება?! – ამ უცნაური ფენომენის ახსნა არც ისე უცნაურად ჟღერს: აი, მაგალითად, სამშობლოს სიყვარული იმდენად ბუნებრივია, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, რა მნიშვნელოვანია ის და არც წყლის ფასი გვესმის მოწყურებამდე, სუპერმარკეტიდან დაბრუნებულებს და სურსათით დატვირთულებს ყოველთვის გვავიწყდება ასანთი, ზღვაზე მზის ჩასვლაზე მნიშვნელოვანი მოვლენა “ჰასანას ბარში” დალევაა...

მეც სულ ვსაყვედურობ საკუთარ თავს, რომელიც არასდროს იხსენებს დუმბაძეს და ბავშვობას. ჩვენი მეხსიერება ხომ ისეთივე მოსაწყენი და სერიოზულია, როგორიც, საერთოდ, უფროსები. ჩვენთვის ღირსების საქმეა, ზუსტად იმდენი დარიჩინი ვუყოთ საცივს, რამდენიც “თითების ჩასაკვნეტად” და სტუმრებისგან ქების დასამსახურებლად გვჭირდება; ჩვენთვის ბუნებრივია, საკუთარ შვილებს წიგნების ნაცვლად სამეგობრო წრე შევურჩიოთ, სათანადოდ შევმოსოთ და სამაგიეროდ არასათანადოდ ვიცნობდეთ, ვერ გავიხსენოთ ძველი შეგრძნებები და მახრჩობელა გველი ერთი უბრალო ქუდი გვეგონოს – ასეთი ცუდი მხედველობის გამო პატარა უფლისწული არასდროს გვესტუმრება არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს.

ყველაფერი საკუთრებიდან დავიწყეთ. მე ახლა არც ისე დიდი ვარ, წიგნმა აღარ ამატიროს და არც ისე პატარა, ხმამაღლა და სლუკუნით, ყველას თვალწინ ავქვითინდე. დიდების ჩემეული კლასიფიკაცია ასე გამოიყურება: ძალიან დიდები, საშუალო დიდები და ისე რა (არც ისე) დიდები. არც ისე დიდებს უფლება აქვთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებმა მაინც გამოუშვან პატიმრებივით დამწყვდეული ემოციები. სწორედ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დღეს გადმოვიღე თაროდან დუმბაძის მოთხრობები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის, რაც ბავშვობაში და მოზარდობისას ყველაზე ღირებული გგონია, ფასს არც დიდობისას კარგავს და უფრო მეტიც: შენში ისევ აღვიძებს ბავშვს ბავშვის ყველაზე კარგი გაგებით – სისასტიკედაკარგულ, კეთილ ბავშვს, რომელიც აუცილებლად იტირებს თეთრ ხარზე, რომელიც არავისია და ტორეროს მიერ მოსაკლავად არის განწირული. დუმბაძის კროსვორდივით დაწყებული “კორიდას” ჩემეული ამონახსნები ისეთივე სევდიანია, როგორიც დედის მომლოდინე ბავშვი საბავშვო ბაღიდან.

ხარი რომ შინაური ცხოველია, შინაური ცხოველები კი ძალიანაც ბედნიერები არიან იმით, რომ ვინმეს საკუთრებას წარმოადგენენ, არახალია. არ არსებობს არავისი ხარი, ყველა ვიღაცისაა, გარდა სპეციალურად კორიდისთვის გამოზრდილი ხარებისა. ისინი სიკვდილისთვის იზრდებიან, თანაც – ნაადრევი სიკვდილისთვის. თორემ, რაც უნდა ვანდალური იყოს, ოდესმე “ვიღაცის” ხარებსაც კლავენ. ეს მაშინ, როცა ჩვენი შვინდები თუ ნიშები ბერდებიან და ჩვენც მთელი ცხოვრება გვემწარება ძველი, ბავშვობისდროინდელი მოგონება, როგორ დაგვიკლეს ჩვენი ერთგული მეგობარი.

მოთხრობის მთავარ პერსონაჟს უცნაურად დამთავრებული მოთხრობა ბავშვობის მთელ ოცნებებსა და ნალოლიავებ ესპანეთს უნგრევს: რა ძნელია, კეთილი ესპანეთი სერვანტესითა და ბასკებითა თუ ანდალუზიური ღამეებით უცბად წითლად შეიღებოს. ეს ძალიან ჰგავს საკუთრების უფლების შელახვას, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი სისხლიანი დეტალები ყველა ქვეყნის ისტორიაშია მახინჯი ტრადიციების სახით და შენი სიყვარულის ერთბაშად ნგრევა სხვა არაფერია, თუ არა გამოუსწორებელი შეცდომა. აბა, ვის გაუგონია, მაგალითად, ალავერდს აღარ ესტუმრო მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ზოგჯერ რელიგია ტრადიციად იქცევა და არა რწმენად, წარსულს კი პრეტენზია აქვს აწმყოზე და არ სურს, ისტორიად დარჩეს. აქ საუბარია სისხლიან წარმართულ რიტუალზე, რომელიც უფლისთვის მსხვერპლშეწირვით გამოიხატება. არადა, ბოლო ზვარაკი თავად ქრისტე გახლდათ და მას შემდეგ ეკლესია ღმერთს უსისხლო მსხვერპლს – პურსა და ღვინოს სწირავს. ზოგჯერ ტრადიცია არ აძლევს ხოლმე აწმყოს განხორციელების საშუალებას; ის ტექსტია, რომელიც გადაფარავს სინამდვილეს მაშინ, როცა რწმენა კონტექსტია, რომლის საშუალებითაც ვკითხულობთ აწმყოს”(სერგო რატიანი).

დაახლოებით ასეთივე მახინჯი ტრადიცია გახლდათ კორიდაც და ორიოდე წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მისი აკრძალვაც სავსებით გამართლებულია. თუმცაღა, ტრაგედიაა ის, რომ მის ასაკრძალავად უდანაშაულო პირუტყვის სისხლმა არ იკმარა – მაყურებლის სისხლიც გახდა საჭირო. ქართულ სინამდვილეში კი შეუძლებელია კანონის დონეზე აიკრძალოს მსხვერპლშეწირვის რიტუალი – აქ მხოლოდ საკლავის სისხლი იღვრება და ეს იმ სიბნელის მაჩვენებელია, რომელსაც განათლების არასაკმარისი დონე ჰქვია – საბოლოოდ ხომ ყოველგვარი ცუდი და მახინჯი მაინც შეზღუდულ ცნობიერებას უკავშირდება და ეს სწორიცაა, თორემ თეოლოგიაში ასე თუ ისე გარკვეული ადამიანი არასდროს შესწირავს მსხვერპლს უფალს.

მოთხრობაში დომინგინი სულაც არაა ანტიგმირი: ესპანურ ტრადიციებზე გაზრდილი ტორეროა, რომელსაც მთელი ცხოვრება მკვლელობას ასწავლიდნენ. დომინგინისთვის მკვლელობა პროფესიაა.

დღეს მსგავსი სისხლიანი პროფესიები, საბედნიეროდ, აღარ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობენ ჩვენი შვინდები, რომლებსაც ცოტა ხნით თუ მოვაშორებთ თვალს და ხშირად აღარ მოვიკითხავთ, იქნებ პაპებმა რომელიმე სალოცავსაც შესწირონ.

ეგზისტენციალური შიში

0

“ბუნება, რომლის ალერსიანი წვიმებიც ერთნაირად ნამავე მართალთ და მტყუანთ, მონახავს ჩემთვის მღვინეებს კლდეებში, სადაც დამალვას შევძლებ, და იდუმალ ველებს, სადაც შევძლებ გულამოსკვნილმა ვიტირო, ის ვარსკვლავებით მოჭედავს ღამეულ ცას, რათა შევძლო სიბნელეში დაუბრკოლებლად ხეტიალი, და ქარს წააშლევინებს ჩემს კვალს, რომ არავინ არ მნახოს და არ მაწყენინოს”.

                                                                                                                                                                       ოსკარ უაილდი
თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც კი უგრძვნია გალაკტიონის სულის შეშფოთება, ობლობა, შიში და სასოწარკვთა, გაიფიქრებს: ღმერთო, რა სიტყვასიტყვით შეეძლო გაემეორებინა მას უაილდის ეს გულსაკლავი მონოლოგი.
გალაკტიონის სულიერი აფორიაქებით შეძრული ადამიანი უთუოდ ფიქრობს იმაზეც, საიდან მოდის ეს ფორიაქი, ეს უნდობლობა ცხოვრებისადმი, ეს გამუდმებული ძრწოლა – ყოველივე, რაც შეიძლება ეგზისტენციალურ შიშად მოინათლოს, რაიც, ჩვეულებრივ, ცხოვრების ზედაპირზე მდებარე თვალშისაცემი მიზეზებით აიხსნება ხოლმე და რასაც, ვგონებ, გაცილებით უფრო ღრმა და შორეული წარმომავლობა აქვს.

ახლა კი წარმოსახვით ერთი საუკუნით უკან გადავინაცვლოთ, ტაბიძეების იმერულ ოდაში: 1892 წლის ადრიანი გაზაფხული იჟო. ოჯახის მარჩენალი – სოფლის მასწავლებელი ვასილ ტაბიძე ბავშვის დაბადებამდე გარდაცვლილიყო ფილტვების ანთებით და თავის ჩვილ “გატუნიას” დედამისი – მაკრინა ადეიშვილი ცრემლმორეული, შიშით იკრავდა გულში. იქვე მოკალათებულიყო ტებიძეების პირმშო, რომელსაც ხან აბესალომს ეძახდნენ, ხარ პროკლეს და ამ უმწეო ბავშვების შემხედვარე ოცდაათი წლის ქალს ერთი ნატვრაღა ჰქონდა – მალე დაღამებულიყო, რომ ძილში წასულს აღარ ეფიქრა, როგორ უნდა ერჩინა, ხაფითისა და სახადისათვის განერიდებინა, ფეხზე დაეყენებინა ეს ორი ობოლი ბიჭი.

გალაკტიონის მთელი არსებობა დაზაფრულია დედის მუცლიდან გამოყოლილი გამყინავი შიშით ცხოვრებისა. და კიდევ – უპასუხო, მაგრამ მტკივანი კითხვით: სასურველ თუ არასასურველ სტუმრად მოევლინა იგი ამ ქვეყანას?
ბევრი რამ გალაკტიონის ცხოვრების დრამაში – მისი მარტოსულობა, მისი ავადმყოფური უნდობლობა გარეშემოთადმი, მისი გამუდმებული მცდელობა ხელისუფალთა ერთგული გულშემატკივრის ნიღბის მორგებისა, მისი მემთვრალეობა და მთვარეული ხეტიალი, და ბოლოს, – რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, – მისი ტრაგიკული ნახტომი საავადმყოფოს ფანჯრიდან, სწორედ ბავშვობისდროინდელი შიშით აიხსნება; იმ შიშით, სისხლს რომ უყინავს ბედისწერისაგან დევნილ ადამიანს და თავის დემონთან დამალობანას თამაშით დაღლილს, თვითონვე რომ აღასრულებინებს ფატალურ განაჩენს.

ამ “მთვრალეულ ხეტიალსა” და “ფატალურ განაჩენს” შორის ფარული კავშირი გალაკტიონმა თვითონვე წარმოაჩინა, ოღონდ წარმოიდგინთ, სხვისი, ასეკვე ტრაგიკული ბიოგრაფიის თვალმიდევნებისას. აი, რას წერს გალაკტიონი თავის პატარა ლიტერატურულ ჩანახატში მამია გურიელის “მემთვრალეობაზე”: “ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალუცინაციებში შეჭრილიყო: შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა, ვინ იცის?!”

მართლაც, ვინ იცის? და ვინ იცის, მხოლოდ მამია გურიელი იგულისხმებოდა გალაკტიონის ესკიზში თუ მისივე ცხოვრების ქარგა უნებლიედ კარნახობდა პოეტს ამ ნაღვლიან სიტყვებს.

გალაკტიონის “ძვირფასი საფლავები” (მამია გურიელის ესკიზითურთ) 1919 წლითაა დათარიღებული. ერთი შეხედვით, კაცმა შეიძლება გაიფიქროს: ეს ხომ კლასიკური დეკადანსის პერიოდია. ეს “სუიციდალური აქცენტი”, ეს სიკვდილთან თამაში (“არლეკინის კომპლექსი”, როგორც ფსიქოლოგები იტყოდნენ), ეს სიკვდილთან დაწყვილებული სილამაზის კულტი – მოკლედ ყოველივე, რაც სიმბოლიზმის რეკვიზიტიდან მოდის და რაც “დეკადანტური თაობის” უცილობელი ნიშან-თვისებაა. რომ ესაა ერთგვარი დამღა იმ “დაწყევლილი პოეტებისა”, რომელთა სამაგიდო წიგნებიც ნიცშესა და შოპენჰაუერის ტომებია, და კიდევ – შპენგლერის “ევროპის დაისი”.
რაღა თქმა უნდა, ეს ყოველივე გვხვდება გალაკტიონის პოეზიაში. ის თავისი დროის შვილი იყო და ისეთივე გატაცებით კითხულობდა “ევროპის დაისს”, როგორც მისი ყაიდის თანატოლები. მაგრამ ამ თანატოლთაგან განსხვავებით, ერთხელ უკვე გადარჩენილი იყო სიკვდილს და ერთთავად იმის შიში ღრღნიდა – სასულიერო სემინარიაში მისი თვითმკვლელობის წარუმატებელი ცდის შესახებ დედამისს არ გაეგო.

ყოველი თავმოყვარე მოწაფე, სტუდენტი კურსზე ჩატოვებას, რაღა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ სილის გაწნად აღიქვამს. ცხოვრებისაგან ამ სილის გაწნას – სემინარიის კლასში ჩატოვებას, გალაკტიონი იმწამსვე კარბოლმჟავის დალევით პასუხობს. თითქოს უნდა დაასწროს იმავ სემინარიაში იმავ კარბოლმჟავით (იმჟამინდელი თვითმკვლელობის აუცილებელი ატრიბუტი – ესეც ნიშანდობლივია!) მოწამლულ თავის კერპს – “დემონს” (სიმბოლური ფსევდონიმა) – ქუჩუ ქავთარაძეს.

ეს ჟესტი გალაკტიონისათვის მთლად სპონტანური არ იყო. მისი წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთგვარი “ფსიქოლოგიური შემზადების” პერიოდიც გაიარა: “…მე ვერ გამიგია, რას ნიშნავს ნახევარი საათი კითხვა, როცა სხვებს მხოლოდ თხუთმეტ ან ოც მინუტს კითხავდნენ, – აღუწერს გალაკტიონი დედამისს გამოცდის მსვლელობას და განაგრძობს, – ჩემთვის ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ და არც სხვებისთვის. პირველ ენკენისთვემდე ვერაფერს გაიგებო. ამგვარად არის ჩემი საქმე, თუ არ გადამიყვანეს, თავს მოვიკლავ და ის იქნება, მობეზრებული მაქვს მაინც ცხოვრება…”

თუ რა ხდება იმ ყმაწვილის გულში, რომლიც ჯერ კიდევ თვრამეტი წლისაც არ გამხდარა და რომელსაც “მობეზრებული აქვს ცხოვრება”, რამდენიმე სიტყვით აღწერს გალაკტიონისავე ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე: “დედისადმი გაგზავნილი ეს ბარათი, რომელიც 1909 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება, დაწერილია აღელვების ჟამს, დიდი განცდისას. ეს ჩანს სიტყვათა შერჩევასა და ხელწერაშიც.

წერილი კარგად ავლენს გალაკტიონის მარტოობას, სულიერ დეპრესიას. ობლობის განცდა მომაკვდინებელია.
გალაკტიონის სიტყვები ლამაზ სანტიმენტალურ ფრაზებად არ უნდა მივიღოთ.

როგორც ჩანს, ახლოვდება ტრაგიკული აქტი; ჩახმახი შემართულია” (ნ. ტაბიძე, “გალაკტიონი”, თბ., 1999 წ.).
გალაკტიონის ცხოვრების თვალმიდევნებისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ეს ჩახმახი მუდამჟამ შემართული იყო… ვიდრე 1959 წლის 17 მარტამდე. ამის მეტყველი დასტური გალაკტიონისავე დღიურის ფურცლებია: “12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინის გზისა და ბათუმიდან სოხუმამდე გემის, ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი, გადავრჩი! დღეს ისევ ტფილისში ვარ; განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა” (14 იანვარი, 1933 წელი).
ახლა ჩვენს შეწყვეტილ თხრობას დავუბრუნდეთ: გალაკტიონის ბავშვობის დღეებს, რიონის ნაპირს, საიდანაც შორეული დათოვლილი მწვერვალები მოჩანს, ტაბიძეების პატარა ოდას, რომელშიც მამა-მარჩენალის დაკარგვის პირველმა ელდამ გაიარა და გარეშემოთათვის უხილავი გახდა. ბიჭები წერა-კითხვას სწავლობენ ნაცრით დაფარულ ფიცარზე, საღამოობით კი გატრუნულები უსმენენ დედის ნაღვლიან ხმას.

გალაკტიონის ერთ-ერთი თანაკლასელი იგონებდა, რომ სიყმაწვილეში “მას უყვარდა განმარტოებით დგომა. დაახლოებული ამხანაგები, მით უმეტეს, მეგობრები ბევრი არ ჰყავდა. მეტად გულჩახვეული იყო, არ უყვარდა თავის გულისნადების გამოაშკარავება. დადიოდა ჩაფიქრებული, თითქოს რაღაც დიდად აწუხებდა. წუხილით კი, მართლაც, აწუხებდა – თავისი ობლობა”.

გალაკტიონის ეს მარტოსულობა სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. აი, რას სწერდა იგი 1912 წელს თავის ახლადშეძენილ მეგობარსა და მესაიდუმლეს – იოსებ გრიშაშვილს: “იცი, საყვარელო სოსო, ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა, და, ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელის წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს… საშინელებაა!

აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას…” – რა საოცრად ჰგავს ეს მწარე აღსარება ბარათაშვილის მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილს. მაგრამ ბარათაშვილისაგან განსხვავებით, გალაკტიონი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ის ერთი მესაიდუმლე თუ ჰყავდა სადმე, ისიც დაეკარგა და მოემდურებინა.

გალაკტიონის იმდროინდელი პორტრეტი გრიგოლ რობაქიძეს ჩაუნიშნავს: “გალაკტიონი იყო თავისებური ყოველმხრივ: – ემჩნეოდა უხერხულობა, თვითონაც ამჩნევდა ამას… მორცხვობა კიდევ უფრო ამძაფრებდა მისს უხერხულობას. შემოგეფრქვეოდა ხალისით, გადამეტებული ხალისით – “მეტი” აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის დაფარვისა”.

ახლა თვითონ გალაკტიონს მოვუსმინოთ: “არსად არ ვგრძნობ ისე ობლად და მარტო თავს, როგორც სხვასთან, თუნდ საზოგადოებაში”, – სწერდა იგი თავის სიყრმის მეგობარს მიხეილ ბოჭორიშვილს.
გალაკტიონი იწერდა ყველაფერს და წერდა ყველაფერზე – პაპიროსის კოლოფებზე, აფიშების არშიებზე, დეპეშების ბლანკებზე და კონვერტებზე, კინოთეატრის ბილეთებზე. ამასთანავე, მას, ეტყობა, ავადმყოფურად უჭირდა საერთოდ რაიმე ქაღალდის გადაგდება. ამას უკვე ვეღარ ახსნით მისი არქივის მომავალ მკვლევარებზე ზრუნვით, პირიქით, საქმე გაურთულა მათ. მეზობელს რომ დაეტოვებინა კარებში ბარათი: “სადილზე გეპატიჟებითო”, იმ ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ვერ ელეოდა.

რა შიშმა, რა ზეწოლამ უნდა აიძულოს ამგვარი ტიპის ადამიანი, რომ უკვე ოცდაათი წლისამ მთელი თავისი ახალგაზრდობისდროინდელი არქივი დაწვას? ყოველივე, ალბათ, უფრო გასაგები იქნება, თუ დავძენთ, რომ ეს 1921 წლის თებერვალში ხდება:
“დავკარგე, გავანადგურე ყველაფერი, რაც მიწერია ბაშვობიდანვე, სუყველაფერი. არასოდეს არ მიგრძვნია რაიმე მსგავსი. თითქოს მომკვდარიყო ჩემი სიყვაწვილე…”

გალაკტიონზე, გულახდილიო – არ ითქმოდა. თვითონვე აღმოხდა სიმწრით ერთ თავის ჩანაწერში: “მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი… ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს”. ჭეშმარიტად გულახდილი იგი, ეტყჟობა, მხოლოდ ქაღალდთან და კალამთან მარტოდმარტო დარჩენილი იყო. იმ ქაღალდთან, ახლა ფერფლად რომ იქცა და თებერვლის სუსხიანმა ქარმა გალაკტიონის იმედებთან ერთად რომ მიმოფანტა.

“პოეტების მეფეს” საბჭოთა საქართველოში წარსულიც რევოლუციური უნდა ჰქონოდა და, ვინ იცის, ეგებ სწორედ დამწვარი არქივი უშლიდა ხელს გალაკტიონს ამ წარსულის ხელახალ ძერწვაში. სულის სიღრმეში კი ბუდობდა გამყინავი, ბავშვობიდან გამოყოლილი არსებობის შიში, სრულ გალადხილობას ახლა უკვე ლექსებში და დღიურებშიც რომ უკრძალავდა…

თუკი “მაგნებისთვის” (როგორც იგი იტყოდა) დაწერილ ლექსებს გალაკტიონი განიხილავდა არა მარტო როგორც საარსებო წყაროს, არამედ როგორც ლოიალობის დამადასტურებელ, თავისებურ “ხელშეუხებლობის სიგელს”, მისმა ხერხმა მხოლოდ სანახევროდ გაჭრა: მისი მეუღლე – ოლია ოკუჯავა ჯერ 1929 წელს გადაასახლეს შუა აზიაში ორი წლით, მეორეჯერ და უკვე საბოლოოდ კი 1937-ში. ამავე წელს ოლიას ექვსი ძმიდან ხუთი დახვრიტეს (მათ შორის შალვა – მამა ბულატ ოკუჯავასი).

ზარდაცემული გალაკტიონი ცოლს ემშვიდობებოდა ლექსით “უკანასკნელი მატარებელი”:
 
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
 
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, –
რა საჭიროა ახლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
 
ცხოვრების მორიგი დარტყმისაგან თავის დასაცავად გალაკტიონი კვლავ სიფრიფანა ფურცლებს იფარებს – პათეტიკურ ლექსებს და პუბლიცისტურ პოემებს… ერთადერთი წერილით პასუხობს იგი ოთხი წლის განმავლობაში ბანაკიდან გამოგზავნილ ოლიას სასოწარკვეთილ წერილებს. თუმცა ფულს რეგულარულად უგზავნის. უნუგეშო სურათია…

ოლიას გადასახლებაში “გაქრობის” შემდეგ, სიკვდილი – “აღა-მაჰმად-ხანის ბოროტი თვალივით” – სულ უფრო და უფრო დაჟინებით იცქირება გალაკტიონის იმდროინდელი ჩანაწერებიდან და ჩანახატებიდან. აქ ისევ გალაკტიონის ლექსი გაგახსენდებათ:
 
როგორც თვითმკვლელი დღიურს,
შლიდა ლაჟვარდი ყანებს,
ვარდებს ეძინათ ტყიურს,
ტყესაც ეძინა მწვანეს…
 
ცხოვრების მიმწუხრს გალაკტიონი მიუახლოვდა ფიზიკურად და სულიერად მოტეხილი, გადასახლებიდან არდაბრუნებული ცოლითა და არდაბადებული შვილით, დარდის ღვინოში ჩამკვლელი, დევნის მანიით შეპყრობილი. თუ ამ თვალით შეხედავთ მის ცხოვრებას, გალაკტიონის თვითმკვლელობა 1959 წლის 17 მარტს მხოლოდღა წერტილის დასმაა ერთი ხანგრძლივი ტრაგიკული კოშმარისათვის.

ეგზისტენციალური შიში დასრულდა. შემთხვევით როდი წერს თავის ესეიში “აბსურდი და თვითმკვლელობა” ალბერ კამიუ, რომ “არსებობს ერთი, მართლაც სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა – პრობლემა თვითმკვლელობისა. გადაწყვიტო, ღირს თუ არ ღირს ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო, – ნიშნავს უპასუხო ფილოსფიის ფუნდამენტურ საკითხს”.

შიშით და იჭვით შეპყრობილი ნატურა გალაკტიონისა მთელი ცხოვრება ილტვოდა იქითკენ, რომ “ყოფნა-არყოფნის” სასწორი “არყოფნისაკენ” გადაეძალა, მაგრამ განგებამ აქეთ, მეორე მხარეს მისი უბადლო ნიჭი მოათავსა, რომელმაც გადაწონა ყველა ადამიანური სისუსტე და გალაკტიონის სათუთ, მტკივან სულს მარადიული სიცოცხლე მიანიჭა.

სოფიკო ლობჟანიძე – როლური თამაში _ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

0
რატომ არის საჭირო თანამშრომლობითი სწავლება?  
ინდივიდუალურ და კონკურენტულ სწავლებასთან თანამშრომლობითი სწავლების შედარებისას, იკვეთება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს მოსწავლეებში: უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგს; უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას ერთმანეთთან; სტრესული ფონის შემცირებას. ამ დროს მოსწავლეები მხოლოდ კოლექტივში მუშაობის წესებს კი არ სწავლობენ, არამედ ღირსების გრძნობასაც იძენენ.
 
თანამშრომლობითი სწავლების ხუთი ძირითადი ელემენტი:
1.დადებითი ურთიერთგავლენა _ მოსწავლეები აცნობიერებენ  ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობას, ანუ იმას, რომ ერთის წარმატება ნიშნავს ჯგუფის სხვა წევრების წარმატებას, ხოლო ერთის დამარცხება _ დანარჩენთა დამარცხებას. აქედან გამომდინარე, დადებითი ურთიერთგავლენა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას არა მარტო პირადი წარმატებისათვის, არამედ მეგობართა წარმატებისთვისაც. 
2.ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა _ თანამშრომლობითი სწავლებისას თითოეული მოსწავლე პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ჯგუფზე და მის წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, განასხვავებენ პასუხისმგებლობის ორ დონეს: ინდივიდუალურსა და ჯგუფურს. პირველის მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში, ხოლო მეორის _ ჯგუფმა ერთობლივად იზრუნოს საერთო შედეგის მისაღწევად. 
3.მოსწავლეთა მჭიდრო ურთიერთობის სტიმულირება _ მოსწავლეები ერთად  ასრულებენ სამუშაოს, ეხმარებიან, ამხნევებენ ერთმანეთს. ერთობლივი სწავლების პროცესში უმჯობესდება არა მარტო ჯგუფის თითოეული წევრის მოსწრება, არამედ მათი განწყობაც. იზრდება სწრაფვა ცოდნისაკენ, ინტერპერსონალური ურთიერთობის მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის გრძნობა.
4.სოციალიზაციის უნარ-ჩვევების, კერძოდ, მცირე ჯგუფებში ქცევის უნარების გამომუშავება _ ჯგუფებმა, რომლებიც შექმნილია თანამშრომლობითი სწავლების მიზნით, არა მარტო უნდა გადაწყვიტონ აკადემიური ამოცანა, არამედ მისმა თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ კოლექტივის წევრია. ერთობლივი მუშაობით მხოლოდ მაშინ მიიღწევა სასურველი შედეგი, როდესაც ადამიანს აქვს სოციუმში ქცევის უნარი _ უნარი, იყოს ლიდერი, მიიღოს გადაწყვეტილებები და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. 
5.ერთობლივი მუშაობის „ტექნოლოგია” და ანალიზი _  ჯგუფში გარკვეული უნდა იყოს, მისი წევრებიდან ვინ უმკლავდება მოვალეობებს და ვინ ვერა; აუცილებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა შეცვალოს საკუთარი ქცევა. მას უნდა შეეძლოს ერთობლივი მუშაობის ანალიზი და გზების ძიება მის გასაუმჯობესებლად. 
თანამშრომლობითი სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა: 
·ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·კრეატიულობა;
·ცოდნის ტრანსფერი _ ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება;
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიზანია. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
როლური თამაში
თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი არის სიმულაცია, ანუ  როლური თამაში, რომელიც  მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და მათ მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს. 
სიმულაცია გულისხმობს ისეთი ხელოვნური სიტუაციების შექმნას, რომლებიც რეალობის მსგავსია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმულაცია არის რეალობის გათამაშება. სიმულაციას ადამიანების მონაწილეობით კი როლურ თამაშს უწოდებენ.
როლური თამაშები სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან, მათ საშუალება აქვთ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას. 
განასხვავებენ როლური თამაშის ორ ძირითად ტიპს:
·თავისუფლად ასოცირებული და სპონტანური როლური თამაშები, რომლებსაც თამაშის მონაწილეები თამაშის დროს ფანტაზიით ქმნიან და უმეტეს შემთხვევაში, ცვალებადი სცენარებით თამაშობენ.  
·რეგლამენტირებული როლური თამაში, რომელშიც მოთამაშეები მყარი ”თამაშის წესს” და სცენარს მისდევენ და თამაშის განსაზღვრულ საშუალებებს იყენებენ. ფართო გაგებით, მას მიეკუთვნება თამაშის ყველა ტიპი, რომელსაც მყარი წესების მიხედვით თამაშობენ. 
როლური თამაშის მიზანია:
·სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს;
·ემაპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება. 
გასათამაშებელი როლი ზოგჯერ  მეტად განსხვავებულია პიროვნების ხასიათისაგან, ზოგჯერ კი ძალიან ჰგავს მას. როლების გაცვლით შესაძლებელი ხდება, მოსწავლეები ჯგუფის იმ წევრების გრძნობებსა და ფიქრებს ჩასწვდნენ, რომელთა ხასიათი შეესაბამება გათამაშებულ როლს. ეს კი მათ უვითარებს ემპათიის გრძნობას. 
სწავლების პროცესში როლური თამაშის გამოყენებას აქვს როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) და ფსიქო-მოტორული მიზანი. მისი გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:
·თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას; 
·ინფორმაციისა და გამოცდილებების როლური გათამაშებით გადმოცემას; 
·შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 
·კომუნიკაციური უნარების განვითარებას; 
·შესაძლო პერსპექტივების წარმოსახვას;
·თვითრეფლექსიას; 
·თვითრეალიზებას;
·ქმედებაზე ორიენტირებული კომპეტენციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას;
·სოციალური კომპეტენციების გამომუშავებას;
·განსაზღვრული/მოცემული ქმედებების იმიტაციას და დახვეწას. 
როლური თამაში სამი ფაზისაგან შედგება:
·მომზადება;
·გათამაშება;
·განხილვა.
მომზადება
როლური თამაშისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეები.
მასწავლებელი განსაზღვრავს მიზანს;
იგი ირჩევს როლურ თამაშს და ადგენს სცენარს, როდესაც საქმე გვაქვს რეგლამენტირებულ როლურ თამაშთან, ან სცენარის მონახაზს, სპონტანური როლური თამაშისას. როლური თამაშის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო თემატიკას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, ინტერესებსა და საჭიროებებს; 
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას, სასურველია _ წერილობით. ინსტრუქცია დეტალურად უნდა აღწერდეს თამაშის მიზანს, შესრულების დროს, შესასრულებელ როლს, თამაშის წესს. იგი უნდა იყოს მარტივი ენით დაწერილი, გასაგებად ფორმულირებული და კონკრეტული;
·მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს როლური თამაშის შეფასების კრიტერიუმებს;
·თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებს  დაკვირვების და ობიექტური შეფასების უნარები განუვითაროს, სასურველია, ჯგუფის წევრებს შორის გამოყოს დამკვირვებლები, რომლებიც შეაფასებენ როლურ თამაშში მონაწილეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
გათამაშება
შემდეგი ეტაპი უშუალოდ თამაშის მსვლელობაა. 
·მოსწავლეები ასრულებენ როლებს ინსტრუქციის შესაბამისად. როლური თამაშების შედეგი პირდაპირ უკავშირდება ჯგუფის წევრების პროცესში ჩართულობასა და დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ამიტომ, ჯგუფის პასიური წევრები უნდა წავახალისოთ, რათა მონაწილეობა მიიღონ პროცესში.
განხილვა
·როლური თამაშების დასრულების შემდეგ მონაწილეები ასრულებენ მოქმედებას და გამოდიან როლიდან; ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა შეიძინეს/ ისწავლეს და გამოხატავენ ემოციებს, თუ რას გრძნობენ, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში. განხილვა უნდა შეეხებოდეს მხოლოდ შინაარსსა და პროცესს და არა მონაწილეებს.
·ამის შემდეგ დამკვირვებლები გამოთქვამენ კომენტარებს ჯგუფის
მუშაობასთან დაკავშირებით;
·ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს შედეგებს.
იმისათვის, რომ როლური თამაში იყოს ეფექტიანი, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს როლური თამაშის სამივე ფაზა. 
როგორც ყველა მეთოდს, როლურ თამაშსაც აქვს თავისი დადებითი ეფექტები და სირთულეები.
სასწავლო პროცესში როლური თამაშების გამოყენების დადებითი ეფექტებია:
·მოსწავლე ყოველთვის ხალისით ერთვება თამაშში; 
·ამჟღავნებს ინტერესსა და ენთუზიაზმს;
·მაშინვე იღებს უკუკავშირს.

როლურ თამაშს ახლავს შემდეგი სირთულეები:

·როლური  თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს წარმოსახვის კარგად განვითარებულ უნარს. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენებამდე მასწავლებელმა ისეთი შემოქმედებითი აქტივობები უნდა დაგეგმოს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ უნარების განვითარებას (მაგ., დაასრულე მოთხრობა, შეცვალე მოთხრობის ფინალი, დაწერე ესსე, შექმენი სცენარი და სხვ.). 

·როლურმა თამაშმა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული დისტანცია შეიძლება ზედმეტად დაარღვიოს, რაც მასწავლებელს შემდგომში კლასის მართვაში შეუშლის ხელს. ამ სირთულის დასაძლევად მასწავლებელი თანმიმდევრული უნდა იყოს როლური თამაშის წესების დაცვაში და მოსწავლეებსაც უნდა მოსთხოვოს მათი დაცვა.
·მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ ემოციებისა და დამოკიდებულებების სხვების თანდასწრებით თავისუფლად გამოხატვა, დისკომფორტს გრძნობენ როლური თამაშისას. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა უნდა “გახსნას” ასეთი მოსწავლე. ამისათვის ნაკლებად უნდა გამოიყენოს კრიტიკა და წაახალისოს მცირედი მცდელობისთვისაც კი.
·ჯგუფის ზოგიერთ წევრს უჭირს როლიდან გამოსვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი გაუგებრობა და ნეგატიური ურთიერთგანწყობა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს როლიდან გამოსვლაში (მაგ., სისტემატურად უნდა შეახსენოს მათ, რომ ეს თამაშია და არა რეალობა). 
·როლური თამაშების ჩატარება ძნელია დიდ ჯგუფებთან. როდესაც მასწავლებელს დიდ ჯგუფებთან უწევს მუშაობა, სჯობს, მოსწავლეთა ნაწილი დამკვირვებლის როლში ჩააყენოს.

ნინო ლაბარტყავა – როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები

0

შეფასება სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწავლების პროცესში მასწავლებლებს შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უხდებათ, მათ შორის ტესტის, რომლის შემუშავებას, გამოყენებას და შედეგების სწორ ინტერპრეტაციას გარკვეული გამოცდილება სჭირდება. სტატიაში გაგაცნობთ პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციებს.

ვრცლად 

კლასგარეშე აქტივობები და პროგრამები

0

თანამედროვე მსოფლიოს შრომითი ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნების გამო, დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე. დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. მშობლების ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლემები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას იწვევს. ამდენად, მოსაწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის ამოცანას წარმოადგენს.

 

ზემოაღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართულებით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს. კლასგარეშე პროგრამების საჭიროება და სარგებლიანობა იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ განათლების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსებაზე მოდის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაწყებითი და საშუალო განათლების საფეხურის ფედერალური დაფინანსების დაახლოებით 10% კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა.

კლასგარეშე პროგრამების შეფასებითი კვლევების დასკვნებში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ აკადემიურ შედეგებსა და სარგებლიანობას. თუმცა, დღეს, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების პიროვნული და სოციალური სარგებელი. სწავლისა და სწავლების სფეროში ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ბავშვს პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები ვასწავლოთ. კლასგარეშე პროგრამების შეფასებებში კი დასტურდება, რომ ბავშვების ჩართულობა აღნიშნულ პროგრამებში პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, მათ სტაბილურ ემოციურ მდგომარეობასა და დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, დადებით ქცევასთან.

ბავშვებისა და მოზარდების განვითარების თეორიების თანახმად კი, სწავლება მაშინ არის განსაკუთრებით ეფექტური, როცა პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. ამდენად, კლასგარეშე პროგრამების ფარგლებში, პიროვნული და სოციალური განვითარების ასპექტები ისეთი უნარ-ჩვევების სწავლებას მოიცავს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით-კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვით-ეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვით-შეფასება და ა.შ.

კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტური კლასგარეშე პროგრამები პრაქტიკულ მომზადებას ეფუძნება. ეს უკანასკნელი კი სასურველია მოიცავდეს როგორც ტრენინგის, ისე პროგრამულ კომპონენტებს. ტრენინგის კუთხით პროგრამები უნდა იყოს თანმიმდევრული და ინტერაქტიული ფორმატის, ხოლო პროგრამული თვალსაზრისით თემატურად დალაგებული და ნათლად ჩამოყალიბებული. აღნიშნული კომპონენტების მქონე პროგრამები სამი მიმართულებით გვაძლევს შედეგს: ისინი გავლენას ახდენს ბავშვების გრძნობებსა და შეხედულებებზე, განაპირობებს ქცევის დადებითად მოდიფიცირებას და აკადემიურ წარმატებას.

კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური ან შემეცნებითი მიმართულების. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები და დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ა.შ. ამავე კატეგორიას განეკუთვნება საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები, კომპიუტერული კურსები, უცხო ენის კურსები, მომზადება დასაქმებისთვის და ა.შ. სოციალური მიმართულების პროგრამებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებლი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები და ა.შ. ბავშვის ფიზიკური და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით მუშაობს ისეთი პროგრამები, როგორიცაა: დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები, კულტურული, სპორტული და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.

კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა

კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა თუ ინსტიტუციას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. სამთავრობო ინსტიტუტებისთვის კლასგარეშე პროგრამების განხორციელება და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის გაუმჯობესება სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ამაღლების გარანტიას წარმოადგენს. მშობლებისთვის კლასგარეშე პროგრამები შვილების უსაფრთხო გარემოს და მათი დროის ნაყოფიერად გატარებას უზრუნვლყოფს. საზოგადოებისთვის ახალგაზრდების კლასგარეშე პროგრამებით დაკავება დანაშაულის შემცირებას და უსაფრთხო სამეზობლოს ნიშნავს, ხოლო ბიზნესისთვის _ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების მომზადებას.

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების ყველა ზემოჩამოთვლილი სექტორი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კლასგარეშე პროგრამას. ბუნებრივია, იმისათვის, რომ პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოს, ის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქვემოთ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური კლასგარეშე პროგრამები და მივიღოთ სამთავრობო თუ ბიზნეს-სექტორის, მშობლების, თემის მხარდაჭერა.

ეფექტური კლასგარეშე პროგრამების შექმნა

აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული კლასგარეშე პროგრამების შექმნისას რეკომენდებულია რამდენიმე საერთო სტანდარტის დაცვა. ქვემოთ მოცემული მახასიათებლების გათვალისწინება სხვადასხვა საჭიროების და გამოცდილების მქონე ბავშვების სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

1. მიზნების დასახვა და ძლიერი მენეჯმენტი

კლასგარეშე პროგრამების მიზნები, საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, თემის ლიდერებისა და წევრების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. რეალისტური და რელევანტური მიზნების დასახვის შემდეგ სწორი და ძლიერი მენეჯმენტის საჭიროება ჩნდება, რათა ისინი წარმატებით შესრულდეს. კარგი კლასგარეშე პროგრამა უნარშეზღუდული ბავშების ინტეგრირებასაც უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ პროგრამების დაფინანსება, სტრუქტურა და აქტივობები, თანამშრომელთა რაოდენობა სწორედ მის მიზნებზეა დამოკიდებული.

2. კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავება

თანამშრომლების დაქირავება პროგრამის მასშტაბზე, მენეჯმენტის სტრუქტურასა და პროგრამის მიზნებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ კლასგარეშე პროგრამების განხორციელებით დაკავებული თანამშრომლები კვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული უნდა იყვნენ, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ სკოლის მასწავლებლებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია და კოორდინაცია. მათი სპეციფიკური უნარ-ჩვევები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და კულტურის ბავშვების საჭიროებების გათვალისწინების და უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. სასკოლო სასწავლო გეგმისა და შეფასების სისტემის ცოდნა მათ მოსწავლეების აკადემიური კუთხით დახმარების საშუალებას მისცემს. კლასგარეშე პროგრამებში ჩართული ბავშვების არაერთი გამოკითხვით დადასტურდა, რომ უფროსების მხრიდან მათ სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კლასგარეშე პროგრამების თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ.

3. უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო

სასურველია, კლასგარეშე პროგრამები ქალაქის ყველა რაიონში, სოფლად კი ყველა თემში ხორციელდებოდეს, რათა თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სასურველ პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებული აქტივობები მოსწავლის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და ჯანსაღი ქცევის მოტივირებას უნდა ახდენდეს. საუკეთესო კლასგარეშე პროგრამები მოსწავლეებს სოციალიზაციის მრავალფეროვან ფორმებს სთავაზობს.

4. პარტნიორობა თემთან, ორგანიზაციებთან, სამართლებრივ ორგანოებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან

კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და თემის წევრების მხარდაჭერაზე. წარმატებული პროგრამები მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს ისეთი ორგანოებიდანაც, როგორიცაა: სკოლის სამეთვალყურეო საბჭო, თემის საკრებულო, ადგილობრივი პოლიცია და ა.შ. ეფექტური პროგრამები ზემოჩამოთვლილ ერთეულებს, ახალგაზრდობასთან ერთად, აქტიურად აბამს პროგრამის დაგეგმვაში, რათა მთლიანად თემის საჭიროებების გათვალისწინება მოხდეს. წარმატებული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სკოლისა და თემის საჭიროებების და რესურსების შესწავლა-შეფასება, ლოჯისტიკური საკითხების დასმა, პროგრამის ერთობლივად დაგეგმვა და ა.შ.

5. ოჯახების ჩართულობა

ცალკე გამოვყოფთ ოჯახების როლს კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ეფექტური პროგრამები რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს, საორიენტაციო სესიებს და მშობლების მრჩეველთა საბჭოს შეკრებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, აუცილებელია დასაქმებული მშობლების საჭიროებების გათვალისწინება, მათთან რეგულარული ურთიერთობა წერილობითი ფორმით, საინფორმაციო ცენტრის ან ვებ-გვერდის გახსნა, საინფორმაციო ბროშურების შექმნა, სოციალური საღამოების მოწყობა.

5. სასწავლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნება

კლასგარეშე პროგრამებს ბავშვის აკადემიური მოსწრების, ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. ეფექტური პროგრამები მოსწავლეებს მათი ინტერესის სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებს, ეხმარება საყვარელი საქმიანობის შეძენასა და სხვადასხვა სტილით (ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური), სწავლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასგარეშე პროგრამების კურიკულუმი გარკვეული სირთულის შემცველი, თუმცა დაუძლეველი არ უნდა იყოს.

7. კავშირი სასკოლო პროგრამასთან

იმისათვის, რომ სასკოლო პროგრამასა და კლასგარეშე აქტივობებს შორის ნაყოფიერი კავშირი არსებობდეს, აუცილებელია კლასგარეშე პროგრამებში დასაქმებული მასწავლებლების მიერ სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მოსწავლეთა შეფასებების გაცვლა-გამოცვლა სხვა მასწავლებლებთან და.შ. ზოგიერთი კლასგარეშე პროგრამა წარმატებით ახორციელებს ინტერდისციპლინურ და თემატურ ჯგუფურ პროექტებს. მაგალითად, თუ მოსწავლეები მათემატიკაში გამრავლების ტაბულას სწავლობენ, აღნიშნული ცოდნის გამყარება, კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში, “ჩეჩოტკას” ტიპის ცეკვითაც კი შეიძლება; ან თუ საბუნებისმეტყველო საგნებში ღრუბლების ფორმირებას სწავლობენ, ხელოვნების კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში, მათ შეუძლიათ დახატონ წრიული, ფენა-ფენა ან აკუმულირებული ღრუბლები.

8. პროგრამის ეფექტურობის შეფასება

რადგან კლასგარეშე პროგრამები მრავალფეროვანი და კომპლექსურია, მათი შეფასების სტანდარტული ფორმის შემუშავება შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია: თითოეულმა კლასგარეშე პროგრამამ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააუმჯობესოს ხარისხი. ზოგადად, ეფექტური პროგრამები შეფასების კომპონენტსაც მოიცავს. მაგალითად, იმ პროგრამებმა, რომლებიც უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, უნდა შეაფასონ უსაფრთხოების, დანაშაულის, ნარკოტიკის გამოყენების ინდიკატორები. პროგრამები როგორც თვითშეფასებას, ისე გარე შეფასებას უნდა ახორციელებდეს და საკონტროლო ჯგუფის დაკვირვებასა და შედეგების შედარებას უნდა ახდენდეს.

დამატებითი ფაქტორები

კლასგარეშე პროგრამების შექმნისას, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა და სტანდარტების დაცვის შემთხვევაშიც კი, ხშირად თავს იჩენს ისეთი ბარიერები, რომელთა გათვალისწინება რთულია, თუმცა რეკომენდებულია პროგრამის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ზოგჯერ კლასგარეშე პროგრამები სასურველ შედეგს ვერ აღწევს ადეკვატური რესურსების ნაკლებობის გამო. ზოგჯერ პროგრამა უშედეგოა, თუ მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა მაღალია, ან მასწავლებლები ხშირად იცვლებიან, ვთქვათ, დაბალი ხელფასის გამო.

კლასგარეშე პროგრამების ზოგიერთი კვლევა კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომლის წარმატებით გადაჭრა მხოლოდ მასწავლებლებისა და მშობლების ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კვლევების შედეგები გვაჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართვა, ზოგჯერ, მის ზედმეტად დატვირთვას იწვევს და შედეგად, სწავლის ხარისხს ამცირებს, ხოლო ემოციურ მდგომარეობას დაძაბულობას მატებს. ბავშვებს თავისუფალი დრო აღარ რჩებათ და ისინი სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებას მშობლებისა და მასწავლებლების დაკვირვებული თვალი და ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. აუცილებელია, მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად განიხილონ მოსწავლის შესაძლებლობები და მიდრეკილებები, რათა სათანადო დატვირთვის გრაფიკი და აქტივობები შეარჩიონ.

დავით ნაჭყეპია – სკოლის მართვა როგორც მეცნიერება

0
წინამდებარე წერილში ყურადღებას შევაჩერებ სკოლის მართვის როგორც მეცნიერების ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა სკოლის მართვის ცნება,  სკოლის მართვის მეცნიერების შემეცნების საგანი, ობიექტი,  ადგილი მეცნიერებათა კლასიფიკაციის სისტემაში,  სკოლის მართვის მეცნიერების არქიტექტონიკა და მისი მთლიანობა.

1. სკოლის მართვის ცნება. სკოლის მართვის ცნების გაგებისათვის საჭიროა ერთი მხრივ – სკოლის,  ხოლო მეორე მხრივ მართვის ცნებათა განხილვა.
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (მუხლი 2) მიხედვით,  სკოლა (საჯარო სკოლა) სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა,  ხოლო ზოგადი განათლება – ეს არის “განათლება,  რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის” (იქვე,  “მ” პუნქტი). მაშასადამე,  სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია მოსწავლის აღზრდა და მომზადება პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.

რა შეიძლება ითქვას მართვის ცნების შესახებ?

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ სოკრატე, ანტიკური და, საზოგადოდ, დასავლური ფილოსოფიის ფუძემდებელი, მართვას მიიჩნევდა ადამიანის საქმიანობის განსაკუთრებულ სფეროდ, რომლის მთავარი მიზანია საჭირო ადამიანების საჭირო ადგილას დაყენება და მათ წინაშე დასახული ამოცანის მიღწევა (ე. ბარათაშვილი, ლ. თაკალანძე, ა. აბრალავა. მენეჯმენტი და ადმინინისტრირება. “ინოვაცია”, გვ. 37).

მართვის საკითხებს განიხილავდა ასევე გენიალური ბერძენი მოაზროვნე, სოკრატეს მოწაფე პლატონი. იგი მართვას მეცნიერებად მოიაზრებდა და მიაჩნდა, რომ იგი საყოველთაოდ გააზრებულ კანონებს უნდა ეფუძნებოდეს (იქვე, გვ. 37).

ჩვენს დროში მართვის ცნება სისტემატური კვლევის საგანი გახდა. ამ კუთხით საინტერესოა მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორების პ. დრუკერისა და მ. მესკონის დეფინიციები.

პიტერ დრუკერი მართვას განმარტავს როგორც “საქმიანობის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც არაორგანიზებულ ბრბოს აქცევს მიზანმიმართულ და მწარმოებლურ გუნდად” (იქვე, გვ. 18). პროფ. მ. მესკონი, საყოველთაოდ ცნობილი სახელმძღვანელოს “მენეჯმენტის საფუძვლების” თანაავტორი, კი ამ ცნების ასეთ განმარტებას გვთავაზობს: “მართვა – ეს არის დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციისა და კონტროლის პროცესი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ფორმულირებული და მიღწეული იქნეს ორგანიზაციის მიზნები” (იქვე, გვ. 18).
მართვის თანამედროვე სახელმძღვანელოების, მათი სტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის მისაღებია მ. მესკონის თვალსაზრისი. აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს მენეჯმენტის ოთხ ზემოაღნიშნულ ძირითად ფუნქციასთან – დაგეგმვასთან, ორგანიზებასთან, მოტივაციასა და კონტროლთან ერთად განიხილება კიდევ ორი – გადაწყვეტილება და კომუნიკაცია, რომლებიც ძირითადი ფუნქციების დამხმარედ და დამაკავშირებლად მიიჩნევა.
მართვის მეცნიერებაში დღეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორებიცაა ტაქტიკური დაგეგმვა, მართვის სტილი, ძალაუფლების ფორმები, ჯგუფური დინამიკა, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, შრომის ნაყოფიერების მართვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სკოლის მართვა გულისხმობს სკოლის როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმვას, ორგანიზაციას, მოტივაციასა და კონტროლს, აგრეთვე – მათ დამაკავშირებელ პროცესებსა და მართვის სხვა საკითხებსი, რომელთა მიზანია მოსწავლის აღზრდა და მომზადება პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
2. სკოლის მართვის მეცნიერების შესწავლის საგანი, ობიექტი, ადგილი მეცნიერებათა კლასიფიკაციის სისტემაში. სკოლის მართვა დამოუკიდებელი, სუვერენული მეცნიერებაა, რომელსაც სხვა მეცნიერებათაგან განსხვავებული შესწავლის საგანი აქვს.
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრეთ სკოლის მართვის ცნება, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სკოლის მართვის როგორც მეცნიერების შესწავლის საგანი.

სკოლის მართვის მეცნიერების შესწავლის საგანია სკოლის როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი, აგრეთვე  – დამხმარე ფუქციები: გადაწყვეტილება და კომუნიკაცია – და მათთან დაკავშირებული საკითხები.
სკოლის მართვის შესწავლის ობიექტია ადამიანი, ვინაიდან სკოლა როგორც ორგანიზაცია ანთროპოგენური ინსტიტუტია.

ცნობილია მეცნიერებათა დაყოფა სამ დიდ სფეროდ: საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივ და ტექნიკურ მეცნიერებებად. სკოლის მართვა საზოგადოებრივი მეცნიერებაა, რადგან მისი შესწავლის ობიექტია ადამიანი.
3. სკოლის მართვის მეცნიერების არქიტექტონიკა. რაკი გავარკვიეთ, რა არის სკოლის მართვის შესწავლის საგანი, შეიძლება განვსაზღვროთ სკოლის მართვის არქიტექტონიკაც.
სკოლის მართვის არქიტექტონიკა არის სკოლის მართვის საკითხების თანამიმდევრობა, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნის.

სკოლის მართვის საკითხები ასეთი თანამიმდევრობით შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა – მისია, მიზნები, SWOT-ანალიზი, სტრატეგიული ზრდა, სტრატეგიული გეგმის შეფასება და ა.შ.
2. ორგანიზაცია-დეპარტამენტიზაცია, ანუ სკოლის მართვის სტრუქტურის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად. ესენია: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, კათედრები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი და სხვ. ორგანიზაცია გულისხმობს აგრეთვე მართვის სტრუქტურის ელემენტებს შორის ფუნქციების განაწილებას.
3. მოტივაცია – მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის სტიმულირება სკოლის საქმიანობის შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. კონტროლი – სწავლის, სწავლებისა და არასასწავლო პროცესების მონიტორინგი, შეფასება, დადებითი მხარეების განმტკიცებისა და ხარვეზების აღმოფხვრის დაგეგმვა და განხორციელება.
5. გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება – ეს ალტერნატივის არჩევაა. სკოლის მენეჯერს ყოველდღიურად მრავალი ინტუიციური თუ დისკურსიული (რაციონალური, ლოგიკური) გადაწყვეტილების მიღება უწევს. სწორი გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ როლს ასრულებს ორგანიზაციის წარმატებაში.
6. კომუნიკაცია – ეს არის ინფორმაციის გაცვლის პროცესი, რომლის შედეგად მენეჯერი იღებს სწორი გადაწყვეტილების შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციას და მიღებული გადაწყვეტილება შემსრულებლებამდე დაჰყავს.
7. მართვის სტილი. ეფექტურია დემოკრატიული მართვის სტილისა და სიტუაციური მიდგომის მოდელების გამოყენება.
8. დირექტორის ძალაუფლების ფორმები. ყველაზე ეფექტურია მონაწილეობითი ძალაუფლება და არა მბრძანებლობა, იძულებაზე დამყარებული თუ ძალაუფლების სხვა არაჰუმანური და უეფექტო ფორმების გამოყენება.
9. ჯგუფური დინამიკა – განსაზღვრა იმისა, რა სახის ჯგუფები თუ კომიტეტები შეიძლება არსებობდეს სკოლაში და რა არის საჭირო მათი ეფექტური მუშაობისთვის.
10. სტრესებისა და კონფლიქტების პრევენცია და მართვა. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მასწავლებელთა და სკოლის სხვა პერსონალის შრომის ნაყოფიერების ამაღლებას. 
11. ტაქტიკური და მიმდინარე დაგეგმვა. თუ სტრატეგიული დაგეგმვა სკოლის გრძელვადიანი  განვითარების გეგმაა, ტაქტიკური დაგეგმვა ერთწლიან პერიოდს მოიცავს და სკოლის მისიისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ემსახურება. ტაქტიკური გეგმა ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა “რა უნდა გაკეთდეს”, “როგორ უნდა გაკეთდეს”, “ვინ უნდა გააკეთოს” და “რა ვადაში უნდა გაკეთდეს”. მიმდინარე გეგმა კი ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმების რეალიზებამდე მივყავართ. მიმდინარე გეგმაც იმავე კითხვებს ითვალისწინებს, რასაც ტაქტიკური.
12. სკოლის დირექტორის პიროვნება და ხალხთან ურთიერთობა. სკოლის დირექტორს პროაქტიულობა მოეთხოვება. ურთიერთობათა წარმმართველი მისთვის ზნეობრივი მოტივები – სინდისი, მოყვასის სიყვარული, ემპათია – უნდა იყოს. სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობათა ზნეობრივი რეგულირების მდიდარი ცოდნა (ანუ ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ცოდნა, რასაც შეგნება ეწოდება) და ნებისყოფა.
4. სკოლის მართვის საკითხების მთლიანობისთვის. სკოლის მართვის საკითხები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, ერთმანეთიდან უნდა გამომდინარეობდეს და ერთ მთლიანობას ქმნიდეს.
სკოლის მართვა უნდა დაიწყოს სტრატეგიული დაგეგმვით, რომლის პირველი საფეხური მისიის განსაზღვრაა. მისია იმის მიხედვით ყალიბდება, რა საგნებსა და საკითხებს ვასწავლით, აგრეთვე – ქცევის როგორი სტანდარტია ჩამოყალიბებული სკოლაში.

მისიის საფუძველზე იქმნება სტრატეგიული მიზნები. მიზნები მისიის განხორციელების გზებია. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სასწავლო და არასასწავლო სტრატეგიული მიზნები. რა შეიძლება იყოს სასწავლო მიზნები? ჩემი აზრით, სასწავლო მიზნები შეიძლება იყოს სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები. ამის შესახებ ყველაზე საინტერესო ნაშრომებად მიმაჩნია მარზანოს, ნორფორდისა და არკანჯელოს “რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას”, შენონისა და ბილსმას “წარმატებული სკოლის 9 მახასიათებელი” და საერთაშორისო კვლევა TIMSS 2007-ის მიხედვით – “ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკის სწავლასა და სწავლებაზე”. მათი სინთეზის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს სტრატეგიული მიზნები.

არასასწავლო მიზნებია ფინანსები, სახელმწიფო შესყიდვები, სამეურნეო საკითხები, სანიტარიულ-ჰიგიენური სფერო.

მიზნებთან მიმართებით საჭიროა SWOT-ანალიზი. ეს ნიშნავს სტრატეგიული მიზნების შეფასებას – იმის გარკვევას, რომელი მიზნის მხრივ არის სკოლაში დადებითი ვითარება და რომლის მხრივ – უარყოფითი. SWOT-ანალიზი ითვალისწინებს იმასაც, რომელი სკოლისგარე ფაქტორები უქმნის სტრატეგიულ მიზნებს საფრთხეს და რომელი ხელს უწყობს მათ განხორციელებას.

SWOT-ანალიზიდან და სკოლის ადამიანური თუ მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, ვადგენთ, ზრდის როგორი ტემპის დასახვა შეუძლია სკოლას მიზნად. ვგულისხმობთ მოსწავლეთა აკადემიურ ზრდას – მეტი მოსწავლის მეტ განათლებას.

სტრატეგიული მიზნების განხორციელება სკოლის მართვის სტრუქტურის სრულყოფილ გააზრებას მოითხოვს. საჭიროა სკოლის მართვის სტრუქტურული ელემენტების (სამეურვეო საბჭო, დირექტორი, პედსაბჭო, შესყიდვების, სწავლების, ფინანსების, კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები) ისე განსაზღვრა, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიული მიზნების შესრულება. ამიტომ მართებულია მართვის მეცნიერებაში ცნობილი გამოთქმა: სტრატეგია განსაზღვრავს სტრუქტურას (ალფრედ ჩენდლერი). სტრუქტურის ელემენტების შესაბამისად უნდა განაწილდეს უფლებამოსილებები და მოვალეობები მათ შორის.

სტრატეგიული მიზნებისა და მისიის რეალიზების კუთხით მართვის სტრუქტურის თითოეული ელემენტის ძალისხმევისთვის საჭიროა პერსონალის მოტივაციის პროგრესული და რეალისტური კონცეფციის შექმნა.
საჭიროა მონიტორინგი იმისა, როგორ მიმდინარეობს მისიისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელება. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები, ხოლო დადებითი მხარეების ანალიზის შემდეგ მოხდეს ამ უკანასკნელთა განმტკიცება-განვითარება.
როგორც აღვნიშნეთ, სკოლის მართვის ოთხი ფუნდამენტური ფუნქციის: სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციისა და მონიტორინგის – დამაკავშირებელი და დამხმარე ფუნქციებია გადაწყვეტილება და კომუნიკაცია.

ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას სკოლის განვითარების ერთწლიანი დეტალური გეგმა, ანუ ტაქტიკური გეგმა, რომელიც საბოლოოდ სტრატეგიული გეგმის – მისიისა და მიზნების განხორციელებამდე მიგვიყვანს.
სკოლის მართვის მეცნიერება, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიცავს კიდევ რამდენიმე საკითხს (ამის შესახებ ითქვა მე-3 პარაგრაფში), რომელთა გათვალისწინება აუცილებელია და სკოლის ეფექტიან მართვას განაპირობებს.

აგური კონფორმიზმის კედელში

0

“პინკ ფლოიდის” “კედელი” ხომ ყველას გახსოვთ? ცნობილი “Another brick in the wall” მაინც გეხსომებათ. სიმღერის ტექსტიც და ვიზუალური ნაწილიც ძალიან ექსპრესიული და მეტყველია და განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას არ მოითხოვს; როჯერ უოტერსი მხოლოდ ბრიტანულ სკოლებს კი არ აქილიკებს, არამედ აპროტესტებს, რომ მასწავლებლები ხელს უშლიან მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას, დასცინიან პოეზიითა და მუსიკით გატაცებას და მხოლოდ მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების სწავლას მოითხოვენ, რადგან საზოგადოებაში მოთხოვნა სწორედ ასეთ ადამიანებზეა.

 

წარმომიდგენია, “კედელის” გახსენებისას როგორ წარიმართება სკოლის როგორც არასრულყოფილი ინსტიტუტის კრიტიკოსთა დისკუსია მოსწავლეებში კრეატიულობის ჩახშობის შესახებ – რა ცოდოები არიან ბავშვები, რომლებსაც სტანდარტიზებული ტესტების დაზუთხვა უწევთ, ამ დროს რა მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისა და შემოქმედებითობის ხელშეწყობა, რა ცუდია, რომ სკოლა შემოქმედებითობას კლავს და საერთოდ, მართალი იყო ილიჩი (ვლადიმირ ილიჩი კი არა, ივან ილიჩი) – სკოლა როგორც ინსტიტუტი უსარგებლო, მოძველებული და მოსაშლელია.

მე კი გიგანტურ ხორცსაკეპ მანქანაში მორჩილად ჩაცვენილი ბავშვების დანახვაზე შემოქმედებითობა არ მახსენდება. სავსებით შესაძლებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ გასცენ სტანდარტიზებულ ტესტებს ყველასათვის მისაღები და სწორი პასუხი ისე, რომ მათი კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარი არ დაითრგუნოს. ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

უფრო ძნელია, მოსწავლეებს თავს არ მოვახვიოთ ის, რისიც გვწამს და, ამასთან, გვჯერა, რომ ჩვენი რწმენა ერთადერთი და ჭეშმარიტია.

* * *

იმიტომ არა, რომ საკუთარი ცხოვრებით აღფრთოვანებული ვარ, არც იმიტომ, რომ მაგარი ტიპი მგონია თავი და მიმაჩნია, რომ სწორად ვცხოვრობ – ბანალურ კითხვაზე: “რომ შემეძლოს, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში?” – მკაფიო პასუხი მაქვს: ძალიან ცოტას. ზუსტად ვიცი, რომ მაშინ, როდესაც პირველად აღმოვჩნდი სრულ უმცირესობაში, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი საკუთარი არჩევანის სისწორეში, ბოლომდე დავიცავდი ჩემს პოზიციას. ეს ამბავი სკოლაში გადამხდა თავს. დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ მის მოყოლას ახლა არ ვაპირებ. რომც მოვყვე, ჩემი მაშინდელი კომპრომისი ბევრს გააცინებდა. არადა, თითქოს წვრილმანია… თანაც, დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ამბავი აღარავის ახსოვს.

მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რამდენად დიდი ზიანი მოაქვს შენს გადაწყვეტილებას, არამედ ის, რამდენად მტკიცეა იგი. ჩემი არასწორი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, სრული სიცხადით ვხედავდი, რა დიდ შეცდომას ვუშვებდი და ვაცნობიერებდი, როგორ დამტანჯავდა ეს შეცდომა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სწორედ სკოლაში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში კონფორმიზმი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, დიდი ხნით დამკვიდრდა. კონფორმისტული გადაწყვეტილება მას შემდეგაც ბევრჯერ მიმიღია და ყველაფერს ჩემს პირველ მარცხს ვაბრალებდი.

ბევრჯერ გამიგონია, რომ კონფორმიზმი საშინელებაა, სპობს და შლის პიროვნების ინდივიდუალობას, თუმცა შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც, თავიანთი პრინციპებისა და ღირებულებების მიუხედავად, უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ავტორიტეტების, მშობლების, მეგობრების, მეზობლების, მასწავლებლების, ნაცნობებისა და უცნობების ნებას.

კონფორმიზმი სპეციფიკური სტანდარტის, საზოგადოების, თემის, ავტორიტეტებისადმი საკუთარი ქცევის, რწმენისა და მოქმედებების დამორჩილებასა და მორგებას გულისხმობს. ადამიანები კონფორმისტები ხდებიან, რათა შეესაბამებოდნენ დაწესებულ ნორმებს და თავი აარიდონ სოციალურ გარიყვას.

კონფორმიზმი ყველაზე ხშირად ჩვენს ყოველდღიურ ქმედებაში ვლინდება, როდესაც ვიცვამთ და ვსაუბრობთ ერთნაირად, ვუსმენთ ერთნაირ მუსიკას და თაყვანს ვცემთ საერთო ავტორიტეტებს. ცნების ასეთი მშრალი დეფინიციიდანაც ჩანს, რომ სკოლა კონფორმისტების სამოთხეა.

ამაზე ფსიქოლოგებიც თანხმდებიან. სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით – დამამთავრებელ კლასებში, ე. წ. კონფორმიზმის პერიოდს გადიან. ფსიქოლოგებისავე შეფასებით, ამ ეტაპზე რჩება უკვე ზრდასრული ადამიანების დიდი უმრავლესობა. კონფორმისტისთვის მნიშვნელოვანია, რომელიმე ჯგუფს, სოციუმს ეკუთვნოდეს და აღიარება მათგან მოიპოვოს. ქმედებებსა და ადამიანებს სტერეოტიპების- პირობითი განზოგადებების მიხედვით განსჯიან. ინდივიდი საკუთარ თავს მხოლოდ ამ ჯგუფში, კონკრეტულ საზოგადოებაში ხედავს. სამყაროც ნელ-ნელა ლაგდება მის გარშემო: რაც ჯგუფს სწორად მიაჩნია, სწორია და პირიქით; ყოველგვარი სიტუაციისთვის არსებობს უნივერსალური წესი და მორალი; ყველა, ვინც ჯგუფის დადგენილ წესს გადაუხვევს, სასტიკი სასჯელისთვის – სირცხვილისთვისაა განწირული, ამიტომ სირცხვილი ჯგუფისთვის მანიპულირების საშუალებადაც შეიძლება იქცეს… რაც უნდა სასტიკად და უტრირებულად ჟღერდეს ეს აღწერა, სკოლის რეალობა ხშირად სწორედ ასეთია. ასე ხედავენ მოსწავლეები სამყაროს და ეს ჩვეულებრივი რამაა. გაგიკვირდებათ და, ეს ნამდვილად არ არის მასწავლებლების ბრალი. სკოლის სოციალურ წესებს მეტწილად მოსწავლეები ამკვიდრებენ. მაგრამ მასწავლებლებს ნამდვილად შეუძლიათ მოსწავლების დახმარება, რათა ისინი ამ კომფორტული კონფორმული ზონიდან გამოვიდნენ და კმაყოფილება საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნებაში ეძებონ. თუმცა ეს მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და დაკვირვებულობას მოითხოვს. მორცხვი, ადვილად სამართავი, პროგნოზირებადი ყოფაქცევის, საშუალოზე დაბალი თვითშეფასების მქონე, ბეჯითი, მაგრამ უამბიციო მოსწავლე მასწავლებლის ოცნებაა, ჩვენ კი მასწავლებლებს ამ ოცნების დათმობას და მოსწავლეებში მეამბოხე სულის გაღვივებას ვთხოვთ!

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, რა აუცილებელია, მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებელმა შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი როლი, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა კონფორმიზმთან შეუგუებლობა სკოლაში? რით არის ეს მნიშვნელოვანი? რას სძენს კონფორმიზმთან შეუგუებლობა ადამიანს და რას სძენს ასეთი ადამიანი საზოგადოებას?

უამრავი არგუმენტი არსებობს. ეს არგუმენტები სამყაროსავით ხანდაზმული და ღრმა მორალური ხასიათისაა. ამიტომ ყველაზე მარტივით შემოვიფარგლები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, “სასკოლოგანათლებამუნდაგანუვითაროსმოზარდსპირად, ოჯახურდასაზოგადოებრივცხოვრებაშიდამოუკიდებელგადაწყვეტილებათამიღებისუნარ-ჩვევები“, ისევე, როგორც უნდა “მისცესმასსასიკეთოგადაწყვეტილებათამიღებისადააქტიურიმოქმედებისშესაძლებლობა“.

მაშ, როგორ უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა კონფორმიზმის დაძლევა? პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პიროვნების ჩამოყალიბება დეტალებით იწყება. მაგალითად, დღეს კლასის მართვა, იგივე კლასის მენეჯმენტი ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. შეუძლებელია კლასი ისე მართო, რომ მოსწავლემ გადაწყვეტილების მიღებისას სრული დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. მაგრამ თუ მოსწავლე გაიგებს, რატომ არის აუცილებელი კლასში დისციპლინის არსებობა და დაინახავს საკუთარ როლს მის დაცვაში, თავად გადაწყვეტს, წესრიგზე პასუხისმგებელი გახდეს. პასუხისმგებლობის აღიარება კი არჩევანის გაკეთებასაც გულისხმობს. მოსწავლეს აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმ გარემოს შესახებ, სადაც სწავლობს და აღარ უჩნდება პროტესტი იმის გამო, რომ ყოველთვის უპირობოდ უნდა დაემორჩილოს პედაგოგის როგორც ავტორიტეტის ნებას.

მეორე მიზეზი, რაც მოსწავლეებს კონფორმისტებად აქცევს, უშუალოდ სწავლისა და სწავლების პროცესია, სადაც კითხვების უმრავლესობას მასწავლებელი სვამს. ხშირად ამ კითხვებზე ისევ მასწავლებლები იძლევიან პასუხს, რადგან გაკვეთილზე არ არის საკმარისი დრო, მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ, როგორ უპასუხონ დასმულ შეკითხვებს – მასწავლებელმა ხომ უნდა “დაფაროს” ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული პროგრამა, ამოწუროს ყველა საკითხი, რაც კი მოსწავლეს ტესტირებასა თუ გამოცდაზე შეიძლება შეხვდეს; მოსწავლისთვისაც უფრო მოხერხებულია, მიიღონ მზა პასუხი, რომლის დუბლირება და გამეორება მას მასწავლებლის, საზოგადოდ, სოციუმის აღიარებას მოუტანს. იოლი მისახვედრია, რამდენად მარტივი, მაგრამ მავნეა ასეთი მიდგომა.

სასურველია, მასწავლებლებმა ჩართონ მოსწავლეები დიალოგში, ექსპერიმენტებსა და კვლევებში, სადაც გარემო უბიძგებს მათ, ისაუბრონ და დასვან შეკითხვები, არ ჩაიხშონ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და არ შემოსაზღვრონ სწორი პასუხების არეალი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, მასწავლებელი მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში დაეხმაროს, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მცდარმა არჩევანმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მაგივრად.

სიმბოლო პოეზიის სიდიადისა – ტომას სტერნზ ელიოტი

0

როდესაც ვფიქრობდი იმაზე, რას გეტყოდით ამ საღამოს, გადავწყვიტე უბრალოდ გამომეხატა მადლიერება იმ უმაღლესი ჯილდოსათვის, რომლის ღირსადაც გამხადა შვედეთის აკადემიამ. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა არც ისე მარტივი აღმოჩნდა: ჩემი საქმიანობა სიტყვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამჯერად მათ უარი მითხრეს დამმორჩილებოდნენ, ხოლო უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ შეგნებული მაქვს, რომ მივიღე უმაღლესი საერთაშორისო პრემია, რაზეც ყოველი მწერალი ოცნებობს, ნიშნავდა იმის თქმას, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის. იმის გამოცხადება, რომ ამ პრემიის ღირსი არ ვარ, – ნიშნავს, ეჭვი შევიტანო აკადემიის კომპეტენტურობაში; რომ შევაქო აკადემია – ნიშნავს, რომ მე, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, ვეთანხმები ჩემთვის, როგორც პოეტისავის, ამ პრემიის მინიჭების ფაქტს. ამიტომაც, ნება მომეცით დაგარწმუნოთ იმაში, რომ როგორც კი გავიგე, რომ მომენიჭა ნობელის პრემია, განვიცადე სიხარულისა და სიამაყის შერეული გრძნობა, რომელიც ასეთ მომენტში სავსებით ბუნებრივია და უხერ­ხულობა იმის გამო, რომ უეცრად საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ნობელის პრემია რომ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა პრემიები, ოღონდ გაცილებით მაღალი დონის, შეიძლება მადლიერების გამოსახატავად კიდევ მეცადა საჭირო სიტყვების მოძიება, მაგრამ რადგანაც ის სხვა ჯილდოებისაგან სწორედ საკუთარი არსით განსხვავდება, ჩემი გრძნობების გამოსახატავად საჭირო რესურსები არ მეგულება ენაში.

ამდენად, ვალდებული ვარ ეს გრძნობები არაპირდაპირი გზით გამოვხატო და საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგთავაზოთ ლიტე­რატურის დარგში ნობელის პრემიის მნიშვნელობა. თუკი ეს იქნებოდა უბრალოდ აღიარება მწერლის დამსახურებისა, იმ ფაქტისა, რომ ავტორის რეპუტაციამ გადალახა მშობლიური ქვეყნისა და მშობლიური ენის საზღვრები, მაშინ შეგვეძლო გვემტკიცებინა, რომ საეჭვოა, ვინმე იყოს ჩვენს შორის ამ პრემიის ღირსი უფრო მეტად, ვიდრე სხვები. მაგრამ მე, ნობელის პრემიაში ვხედავ რაღაც უფრო მეტს, განსხვავებულს, ვიდრე ასეთი აღიარებაა. ის მე მაგონებს ერთი კაცის არჩევნებს, რომელიც დროდადრო, თითქოს განგების ძალით, ხან ერთი ერიდან ირჩევა, ხანაც მეორედან, რათა შეასრულოს განსაკუთრებული როლი და იქცეს განსაკუთრებულ სიმბოლოდ. ტარდება ცერემონიალი, რომლითაც ადამიანს მოულოდნელად ეკისრება მოვალეობები, რომლებსაც ადრე არ ასრულებდა. ამიტომ საქმე სულაც არ არის იმაში, იგი ღირსეული რჩეულია თუ არა, არამედ იმაში, შეუძლია თუ არა თავი გაართვას მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, შეუძლია თუ არა გახდეს წარმომადგენელი – რა თქმა უნდა, ადამიანური ძალების შესაბამისად – რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, ვიდრე მისი საკუთარი შემოქმედებაა.

ტრადიციულად, პოეზია ითვლება ხელოვნების ყველაზე “რეგიონალურ” სახედ. მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტურით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის ენა, – სულ სხვა შემთხვევაა. შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს, რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერთიანებს. მეორე მხრივ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ენა წარმოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწობს ხელს ამ ბარიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენაზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღწევთ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ევროპული პოეზიის ისტორიაზე და გავიხსენოთ ის უზარმაზარი გავლენა, რომელსაც პოეზია, დაწერილი ერთ ენაზე, ახდენდა სხვა ენებზე, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ნებისმიერ დიდ პოეტს აქვს უცხოენოვანი პოეტების გადაუხდელი ვალი; იმის მტკი­ცებაც კი შეიძლება, რომ ნებისმიერი ქვეყნის პოეზია შეიძლება დაკნინდეს და დაიღუპოს, რომ არ საზრდოობდეს სხვა ქვეყნების პოეზიით. როდესაც პოეტი ესაუბრება საკუთრ ხალხს, მის ხმაში ჟღერს იმ უცხოენოვანი პოეტების ხმები, რომლებმაც მოახდინეს მასზე გავლება. ამავე დროს, თავად ის ესაუბრება სხვა ქვეყნების ახალგაზრდა პოეტებს, რომლებიც თავის ერს ცხოვრებაზე მისი შეხედულებიდან და მისი ერის სულისკვეთებიდან რაღაც ნაწილს გადასცემენ. ერთი მხრივ, მისი გავლენით სხვა პოეტებზე, მეორე მხრივ – თარგმანით, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტორის თანა­შემოქმედებას უნდა წარმოადგენდეს და ნაწილობრივ საკუთარი ქვეყნის მკითხველებით, რომლებიც არ არიან პოეტები, პოეტი ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.

ნებისმიერი პოეტის შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი რამ უნდა იყოს, რაც განსაკუთრებით მათდამია მიმართული, ვინც ცხოვრობს მის ირგვლივ და საუბრობს მის ენაზე, მიუხედავად ამისა, უსაფუძვლოდ არ წარმოგვიდგება გაგება “ევროპული პოეზია” და თვით “პოეზიაც” კი. მე მეჩვენება, რომ პოეზიის წყალობით ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ – თუნდაც ნებისმიერ ქვეყანაში ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ – იძენენ ურთიერთგაგებას, რომელიც რამდენადაც ცალმხრივი არ უნდა იყოს, ძალზე მნიშვნელოვანია. პრემიას ლიტერატურის დარგში, რომელსაც ანიჭებენ პოეტს, მივიჩნევ პირველ რიგში დადასტურებად თეზისისა პოეზიის ზენაციონალური ღირებულების შესახებ. ამ თეზისის მხარდასაჭერად სხვადასხვა ადამიანებს შორის დროდადრო აუცილებელია პოეტის გამოყოფა – და აი, მე ვდგავარ თქვენს წინაშე, მაგრამ არა საკუთარი დამსახურებების გამო, არამედ როგორც სიმბოლო – რა თქმა უნდა, დროებითი, – პოეზიის სიდიადისა.

ინგლისურიდან თარგმნა

პასუხი ყველა კითხვაზე

0

ქართულ ენაში ბევრ სხვა ახალ სიტყვასთან ერთად გაჩნდა კიდევ ერთი – დაგუგლე”, რომელიც უნივერსალური პასუხია ყველა კითხვაზე.

 

როდესაც ინტერნეტში არაფერი იდო

 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამიყო დრო, როდესაც ინტერნეტსაძიებო სისტემები უბრალოდ არარსებობდ. არ არსებობდიმიტომ, რომ საჭირო არ იყო.

 

ამ ლინკს თუ გაჰყვებით:   

http://www.w3.org/history/19921103-hypertext/hypertext/Datasources/www/servers.html – მოხვდებით ვებგვრდზე, რომლსაც  წინ საინტერესო განმარტება უძღვის. განმარტებაში წერია, რომეს გვერდი 1992 წლიდან არ შეცვლილა დარომ მას ისტორიული ღირებულება აქვს: იგი ოდესღაც საძიებო სისტემის დანიშნულებას ასრულებდა,რადგან შეიცავს ყველაფრის ჩამონათვალს,რაც იმ დროს ინტერნეტში იყო განთავსებული.

არც ისე შორეულ1992 წელს ინტერნეტი კი იყო, მაგრამ ინტერნეტში თითქმის არაფერი იდო, რადგან მას მხოლოდ საკომუნიკაციო არხად მოიაზრებდნენ. ტიმ ბერნერს ლის(Sir Timothy
John «Tim» Berners Lee)
გამოგონებამვებგვერდმაშესაძლებელი გახადა ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება. სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის ივნისში ინტერნეტში უკვე 346.004.403 ვებგვერდი იყო.

როდესაც ადამიანს შინ წიგნების ერთი კარადა აქვსმას არჭირდება კარტოთეკა
სასურველი
წიგნისმოსაძებნად. ბიბლიოთეკაში კი კარტოთეკის გარეშე წიგნის მოძიება შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ 1992 წელს ინტერნეტი წიგნის ერთ თაროს ჰგავდა – ყველაფერი, რაც იქ იყო განთავსებულიერთ ვებგვერდზე ეტეოდა; დღეს კი აბლაბუდაში სასურველი ინფორმაციის მოძიება სპეციალური პროგრამების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

პირველი საძიებო სისტემები

 

პირველი ინტერნეტსაძიებო სისტემის დასახელება ძნელია. პირველი საძიებო სისტემების პროტოტიპები ამერიკის უნივერსიტეტების სტუდენტებმა შექმნეს, ერთერთი პირველი კომერციული საძიებო სისტემის Yahoo-სავტორები კი სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრანტები ჯერი იანგი (Jerry
Yang
)
და დევიდ ფილო (David Filo) იყვნენ. თავდაპირველად
მათ
ინტერნეტრესურსს ჯერისა და დევიდის მსოფლიო აბლაბუდის გზამკვლევი”  (Jerry
and David’s Guide to the World Wide Web)
 ერქვა. 1994 წელს მათ თავიანთ ქმნილებასიაჰუ” – Yahoo – დაარქვეს, რაც, ერთი მხრივ, აღტაცებულ შეძახილს აღნიშნავს, მეორე მხრივ კი აბრევიატურაა: Yet Another Hierarchical OfficiousOracle”.

იმხანად საძიებო სისტემები ერთგვარ დირექტორიებს წარმოადგენდა, რომლებშიც ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით იყო დახარისხებული. მაგალითად, რომელიმე ფეხბურთის გუნდს თუ ეძებდი, შეგეძლო შესულიყავი კატეგორიაშისპორტი, მერექვეკატეგორიაშიფეხბურთიდა სასურველი ფეხბურთის გუნდი მოგეძებნა.

ამ დირექტორიებსიაჰუს” თანამშრომლები ქმნიდნენ. მათი მოვალეობა ინტერნეტში ვებგვერდების მოძიება და მათთვის კატეგორიის მინიჭება იყო. ამრიგად, “იაჰუსთანამშრომლები იმ ადამიანებსგავდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკის კატალოგს ქმნიან.

დღეს ინტერნეტი უკვე იმდენად დიდია, რომ მასში არსებული ინფორმაციის მოწესრიგება ადამიანებს აღარ ძალუძთ. დღეს საძიებო სისტემებს სპეციალური პროგრამებიქრაულერები (crawler)  ემსახურება. ამ პროგრამებს ობობებსაც (spider)  უწოდებენ, ვინაიდან ისინი, როგორც ობობა თავის ქსელში, ისე გადადგილდებიან ერთი ვებსაიტიდიან მეორეზე და ინტერნეტში არსებული ყველა ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საძიებო სისტემის მონაცემთა ბაზაში აფიქსირებენ.


საძიებო შედეგის ფილტრაცია


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც გუგლის საშუალებით რაიმეს ვეძებთ, ინტერნეტში კი არ ვეძებთ, არამედ გუგლის მონაცემთა ბაზაში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ინტერნეტძიება სწრაფი და მოხერხებული იყოს (საძიებო სისტემას რომ ჩვენი მოთხოვნისთანავე მთელს ინტერნეტში დაეწყო ძიება, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა).

ცნობილია, რომგუგლი” ჩინეთის მთავრობასთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩინელი მომხმარებლისთვის საძიებო შედეგს ფილტრავდა. ჩინეთში გუგლის საშუალებით ტიანანმინის (Tiananmenმოედანი რომ მოგეძებნათ, საძიებო შედეგში მხოლოდ ტურისტული ფოტოები გამოჩნდებოდა, ხოლო მსოფლიოს რომელიმე სხვა წერტილში რომ ჩაწეროთ ამ მოედნის სახელი, ტურისტულთან ერთად საპროტესტო გამოსვლების ფოტოებსაც იხილავთ.

2010 წელს, ჩინეთის მთავრობასთან უთანხმოების შემდეგ, “გუგლმაგანაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე საძიებო რეზულტატს აღარ გაფილტრავდა. ამან ჩინეთშიგუგლის” სერვისების შეფერხება გამოიწვია.

დღესდღეობით ჩინეთის ტერიტორიაზე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა ადგილობრივი ბაიდუ (www.baidu.com). როგორც ამბობენ, ამ სისტემის მონაცემთა ბაზიდან ყველა ის საიტია ამოშლილი, რომელიც ჩინეთის მთავრობისთვის მიუღებელია.


საძიებო სისტემამ ჩვენ შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცის


საძიებო სისტემებმა ჩვენზე უამრავი რამ იციან. აბა, თავად დაფიქრდით: ჩვენ ხომ ყოველდღიურავატყობინებთ მათ ჩვენი ინტერესების შესახებ; იმის გაანალიზებით კი, რას ეძებს ადამიანი, შესაძლბელია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა. უფრო მეტიცშესაძლებელია არა მარტო ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი ქალაქის ან სახელმწიფოს ფსიქოლოგიური პორტრეის შედგენაც.

2004 წელს გუგლმაამბიციური ექსპერიმენტი წამოიწყო, რომელსაც გრიპის ტენდენციები(Flu Trends) დაარქვა. ექსპერიმენტის მიზანი იყო გრიპით დაავადებულთა რაოდენობის დადგენა იმ სიტყვებსა თუ ფრაზებზე დაყრდნობით, რომელთაც გუგლისმომხმარებლები საძიებო სისტემის ფანჯარაში კრეფენ. ექსპერიმენტისთვის გუგლმაისეთი ქვეყნები შეარჩია, სადაც გრიპის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, რათა საკუთარი მონაცემების ოფიციალურთან შედარების შესაძლებლობა ჰქონოდა.

გუგლისთანამშრომლებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც გაფილტრავდა გრიპის შესახებ აკრეფილ ყველა ძიებას და გამოსახავდა დაავადების გავრცელების ტენდენციას.

პროექტი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. საბოლოდგუგლისადა ოფიციალურ სტატისტიკასშორის განსხვავება ძალზე მცირე აღმოჩნდა. თანაც გუგლსსრული სურათი ხელთქონდა ყოველიდღის ბოლოს,  ხოლოიმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც გრიპით დაავადებულთა რაოდენობას აღრიცხავენ, სამედიცინო დაწესებულებებისგან შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად და დასამუშავებლად გარკვეულიდროჭირდებოდათ. ამრიგად, “გუგლისსტატისტიკა უფრო ოპერატიული იყორომ აღარაფერი ვთქვათ გასაოცარ სიზუსტეზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომგუგლისსაშუალებით შესაძლებელია საძიებო სისტემისგან ერთი შეხედვით შორს მდგომიისეთი საკითხის კვლევაც, როგორიც გრიპის სტატისტიკაა. დამატებითი ინფორმაცია ამ ექსპერიმენტის შესახებშეგიძლიათ ამ ვებგვერდზე იხილოთ:http://www.google.org/flutrends/

 

 

ეფექტური ძიება

 

გუგლის საშუალებით ეფექტურიძიების განსახორციელებლად შეიძლება სპეციალური სიმბოლოების გამოყენება.

მაგალითად,თუ საძიებო სიტყვებს ბრჭყალებში ჩასვამთ, ამით გუგლს მინიშნებთრომ თქვენ იმ ვებგვერდებს ეძებთ,სადაც თქვენ მიერ  მითითებული სიტყვათა წყობაა ნახსენები. მაგალითად, თუ საძიებო სისტემის ფანჯარაში ჩაწერთ სიტყვათა წყობას ალექსანდრე ჭავჭავაძე, გუგლი მილიონზე მეტ ვებგვერდს მოიძიებს, ხოლო თუ ამ სიტყვათა წყობას ბრჭყალებში ჩასვამთ (“ალექსანდრე ჭავჭავაძე), შედეგი რამდენიმე ასეულათას
იქნება
.

თუ ინფორმაციის ძიებისას სიტყვას წინ მინუსს დაუწერთამით გუგლს მიანიშნებთ, რომ ეძებთ ვებსაიტსსადაც ეს სიტყვა არ არის მოხსენიებულიმაგალითად, თუ ეძებთ საქართველოს დროშის გამოსახულებას და გუგლში ჩაწერთ flag georgiaგუგლი ისეთ საიტებსაც იპოვისრომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატის, ჯორჯიის (Georgia)დროშაც იქნება მოხსენიებულიხოლო თუ აკრეფთ სიტყვებს flag georgia -usa -stateამით საძიებო სისტემას მიანიშნებთ, რომ ეძებთ საიტებს, რომლებზეც მოხსენიებულია flag georgia, მაგრამ მავდროულად არ არის ნახსენები არც usa და არც state.

 

გუგლის სხვა საძიებო კრიტერიუმებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტზე:

http://www.africapresse.com/googlebasicsearchhelp/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...