შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

თამარ კაციტაძე – საით წავიდეთ ექსკურსიაზე

0

ზაფხულის დადგომასთან ერთად სკოლებში
ახალი საზრუნავი იწყება. სად წავიყვანოთ ბავშვები ექსკურსიაზე. პედაგოგები ძირითადად არჩევანს ისტორიულ ძეგლებზე,
გამოჩენილი ადამიანების სახლ-მუზეუმებსა და ეროვნულ ნაკრძალებზე აკეთებენ.
საქართველოში სამივე მიმართულებით საკმაოდ დიდი არჩევანია. თუმცა, ხშირად ბევრმა
ზუსტად არ იცის, რომ, ვთქვათ, ისტორიული ძეგლის მახლობლად გამოჩენილი ადამიანის
სახლ-მუზეუმიცაა. ჩვენ მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას რეგიონების მიხედვით, თუ სად და რა
უნდა ვნახოთ, რომ ექსკურსია სასიამოვნოს განწყობასთან ერთდ შემეცნებითადაც დატვირთული იყო.

კახეთი

ახმეტის რაიონი

თუ თქვენ გადაწყვეთ ექსკურსიაზე ახმეტის
რაიონში ალავერდის სანახავად წასვლას, შეგიძლიათ იქვე, ქვემო ალვანში მოინახულოთ ახმეტის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ხოლო სოფელ
ქისტაურში რაფაელ ერისთავის მუზეუმი.

ალავერდი ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე აიგოდა იგი სამების აშენებამდე ყველაზე მაღალი ტაძარი იყო საქართველოში.
თავდაპირველადალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.ალავერდი საგანმანათლებლოდა სამწიგნობროსაქმიანობისმძლავრი კერაც იყო. სხვადასხვადროს აქ მოღვაწეობდნენქართველი მწერლები და კალიგრაფები,მათ შორის ფილიპე ალავერდელი,ზებედე მთავარეპისკოპოსი,ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი),მარიამმაკრინე ბაგრატიონი,კირიონ II და სხვ.
27
სექტემბერს,ჯვართამაღლებისდღესასწაულზეიწყება ალავერდისტაძრის დღეობაალავერდობა.ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღებადაბინავებასთანაადაკავშირებულიდა ტაძრის დამაარსებლის,იოსებ ალავერდელისსახელზე იმართება.

ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმ: აქ დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთი საინტერესო რეგიონისთუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX ..-ის დასაწყისის ხალიჩაფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები.

რაფაელ ერისთავის მუზეუმიპოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი რაფაელ
ერისთავი დაიბადა და
ბავშვობა გაატარასოფელ ქისტაურში. მართალია, იგი
საქართველოს ბევრ ქალაქში მოღვაწეობდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ თავის სოფლის მიწას მიაბარეს. 1938 წელს
პოეტის ნეშტითელავის ისტორიულეთნოგრაფიულიმუზეუმის ეზოში გადმოასვენეს.

სოფელ ქისტაურში დღეს ფუნქციონირებს
რაფაელ ერისთავის მუზეუმი,
რომელიცშედგება 4 საგამოფენო დარბაზისა და სამუშაო ოთახისაგან. მუზეუმში ინახება მწერლის ცხოვრებისა დამოღვაწეობის ამსახველი 6003 სხვადასხვა სახის სამეცნიერო დადამხმარე მასალა.

ახმეტის
რაონშია თუშეთის
ეროვნულიპარკი, რომელიც დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები.

თელავის რაიონი

თელავის მთავარი
სიმდიდრეა ერეკლე
II-ის სასახლე, რომელის რამდენიმედარბაზში დღეს განთავსებულია თელავის
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სამუზეუმოკომპლექსშიბატონის ციხისსახელწოდებით შედის: “კახთა მეფეთა სასახლე” (აგებულია1884-1886წწ.),მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIII-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურსაღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფილი წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის,ქეთევან
იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა.

მეფეერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი
შუა საუკუნეების
აბჯარი,
XVII-XIX
სსის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში კი დაცულიაქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორისXIX საუკუნის ჰოლანდიური,ფრანგული, გერმანული, რუსული (. აივაზოვსკის, . კრამსკოისა დაპერედვიჟნიკებისპერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, . გუდიაშვილის, . ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

მუზეუმშიარსებობს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 5000 მეტ წიგნად ფონდს ითვლის, ფოტოფონდი (ალექსანდრე
და ვასილ როინიშვილების, დიმიტრი ერმაკოვის
,შარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვა ნამუშევრები) ქალაქ თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფაცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით.

იყალთოსამონასტრო კომპლექსი,
რომელიც მდებარეობს სოფელ იყალთოში
. იგი დააარსაერთერთმაასურელმა
მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში.
გადმოცემისთანახმად, არსენ
იყალთოელს
(XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესიაღვთაება” (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი).

თელავში ჩასულმა დამთვალიერებელმა სხვა
ღირსშესანიშნაობებთან ერთად უნდა ნახოს ასწლოვანი მუხა თავისი წყაროებით, თელავის
თეატრი და ქალაქის სიმბოლოდ ქცეული ”ნადიკვარის” პარკი.

ძველი შუამთამდებარეობსტყეში თელავიდან7 კმზე.სამონასტრო კომპლექსში შედის:მე-5 საუკუნის ბაზელიკა, მე-7 საუკუნისგუმბათოვანი ეკლესია,მცხეთის
ჯვრის ტიპის
, თუმცა უფრო პატარა და ამავე საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. მე-16 საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან მე-2-ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი.

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერიაგურით ნაგები ეკლესიაა და იგი გეგმით ჯვაროვანგუმბათოვანია, შიგნით ტაძარი მოხატულია და დრემდე
შემონახულია ფრესკები
. ეკლესია განაახლაერეკლე
მე-2-მ
. კომპლექსში შედის სამრეკლო დასხვა ნაგებობანი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სოფელ წინანდალში

მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (აგებულია 1886 წელს არქიტექტორ . ოზეროვის მიერ ), სადაც თავმოყრილია როგორც მისი ცხოვრებაშემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალებიეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი, XIX ის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), XVIII ის ხელნაწერები, . ერმაკოვის ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სსის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები.

მუზეუმი
მნიშვნელოვანია დეკორატიული
პარკის გამოც, სადაც უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი, ამერიკა, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვა). აქვეა ერთერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა (სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო).

ყვარელის რაიონი

გრემიXV-საუკუნეში
კახეთის სამეფო ქალაქი მდებარეობს ყვარლის რაიონ სოფელ გრემში. თავის დროზე
ძლევამოსილი ქალაქი გრემი 1616-წელს შაჰ-აბასმა ააოხრა და დღემდე ძველი გრემისაგან შემორჩენილი იყო მხოლოდ გალავანი, სამრეკლო-კოშკი და მთავარანგელოზის
სახელობის ტაძარი. აღსანიშნავია ტაძრის მოხატულობა, სიდანაც
ვიგებთ ლევან მეფის ვინაობას. თვით
ლევანის ფრესკა მდებარეობს ტაძრის დასავლეთ კედელზე, იგი ტაძრის მოდელით ხელში
არის გამოსახული.
2011 წლის ზაფხულში კი გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, აღდგა
მცირე ტაძრებ,
რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე იყო შემორჩენილი. საბოლოოდ ჩასულ მნახველს შეექმნება
შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.აქ ნახავთ, სავაჭრო უბანს, მათარსას ეკლესიას, აბანოს და
სხვ. ასევე ახალ მუზეუმს (სავაჭრო უბნის ტერიტორიაზე). ”გრემის ნაქალაქარი”, სადაც
ნაჩვენებია ქალაქის 150-წლიანი ისტორია. მუზეუმში
XVI საუკუნის ნივთების გვერდით გამოფენილია ძველი წელთაღრიცხვის ნიმუშები.
დამთვალიერებელი ასევე იხილავს მუზეუმისთვის საგანგებოდ მომზადებულ ფილმს გრემის
შესახებ.

ნეკრესი

ნეკრესის მონასტერი მდებარეობს სოფელ შილდაში. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იყო აგებული ერთერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ უკვე არსებობდა მნიშვნელოვანი კულტურული კერა, რაც ასურელი მამათაგანი იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელს უკავშირდება. დღეს, ეს დიდი და მნიშვნელოვანი სასულიეროსაგანმანათლებლო კერა საინტერესოა არქიტექტურული ძეგლებით, რომლებიც თარიღდება IV XVI საუკუნეებით. თუმცა, მეცნიერები
ამტკიცებენ, რომ ნეკრესის ტრიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვამდე არსებობდა
ქალაქი.

ნეკრესის მონასტერი საინტერესოა იმითაც,
რომ ეს არის საქართველოში ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია, სადაც ღორი კლავენ. ეს
ტრადიცია ლეკებზე გამარჯვებას უკავშირდება.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმისამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.

კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ყვარელში
კოტე მარჯანისვილის ქ
N 24. მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. რეჟისორის პირადი ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.

ყვარელში დამთვალიერებელს შეუძლია
ესტუმროს ”ქინძმარაულის” ღვინის ქარხანას.

გურჯაანის რაიონი

გურჯაანის ყველაწმინდა
ღვთისმშობლის მიძინებისეკლესია- VIII-IX საუკუნეებისქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ერთადერთი ორგუმბათოვანი ეკლესიაასაქართველოში. აგებულიარიყის ქვისსწორირიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილებიშირიმის თლილი კვადრებით. რთულიგეგმისნაგებობისზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებური აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული.

ქალაქ გურჯაანშია ძმები
შალიკაშვილების სახელობის ქართული მხედრული მუზეუმი, სადაც ინახება
ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები

ხოლო სოფელ ვაჩნაძიანშიაგიორგი მაისურაძის სახელობის სოფლია
ისტორიული მუზეუმი,
რომელიც
განთავსებულია ლევანჯანდიერის სასახლეში (აშენებულია 1889 წელს ლევან ჯანდიერის მიერ.). აქ დაცულია 5000 არქეოლოგიური ექსპონატი –დაწყებული ქვის ხანიდან, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ეპოქების ჩათვლით. ასევე ეთნოგრაფიული მასალები, საეკლესიო ლიტერატურა, დიდი სამამულო ომის ამსახველი ფოტოსტენდები და სხვა. მუზეუმშიინახება ერეკლე II-ის წყალობის სიგელი, რომელმაც შემოგვინახა ერეკლე მეფის ხელმოწერა.

გურჯაანის რაიონში სოფელი კარდენახშია იოსებ
ნონეშვილის
სახლ-მუზეუმი , ხოლო სოფელ
ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფელ გურჯაანში. მუზეუმში ინახება და ექსპონირებულია მსახიობისა დამისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX საუკუნეების დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატოვაჩნაძის მონაწილეობით. ასევე დაცულია კახეთისმხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა დაეთნოგრაფიისმასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილიარქეოლოგიურინივთები.

სიღნაღი

განახლებული ქალაქის
პარალელულად ”სიყვარულის ქალაქში” დამთვალიერებელს შეუძლია ესტუმროს სიღნაღის
მუზეუმს,
სადაც დაცულია
ეთნოგრაფიული,არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა. მთავარ ღირშესანიშნაობა
კი ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული
კოლექციაა.

სიღნაღშივეა ვანო სარაჯიშვილის და სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი, სოფელ
ბოდბისხევში იროდიონ ევდოშვილისსახლ-მუზეუმი, სოფელ ანაგაში სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი, სოფელ
ვაქირშია ვასო გოძიაშვილის, ალექსანდრე
გზირიშვილის და ილო მოსაშვილის
სახლ-მუზეუმები, სოფელ ჯუგაანში კი სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი.

და რა თქმა უნდა, სიღნაღის
მთავარი ხიბლი – ქალაქის გალავნიდან დანახული ალაზნის ველი და კავკასიონი.

დედოფლისწყაროს
რაიონი

დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების
ნახვის შემდეგ დამთვალიერებელი აუცილებლად
უნდა ეწვიოს სოფელ მირზაანს, სადაც ნიკო
ფიროსმანაშვილის სახემწიფო მუზეუმია
. მირზაანშია
XX საუკუნის ლეგენდარული ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის საცხოვრებელი
სახლი და მის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, პაბლო პიკასოს განთქმული
ლითოგრაფია ”ფიროსმანაშვილის პორტრეტი”, ასევე სხვა ცნობილია ქართველი მხატვრების
ნამუშევრები. მნიშვნელოვანია მუზეუმში დაცული უნიკალური ფარდაგების კოლექცია და
მდიდარი ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები.

ნაკრძალისმიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვაშემონახვა.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი კომპლექსურინაკრძალი
დედოფლისწყაროში, კერძოდ შირაქის ზეგანზე.
ნაკრძალის დიდი ტერიტორია ტყეს ეკუთვნის, თუმცა აქ
არის ველები, უდაბნო, ხევები და ალესილები.
ვაშლოვანში არსებულიბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

ლაგოდეხის რაიონი

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული და ფოტო მასალა.

თუმცა, რაიონის მთავარი სიმდიდრე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალია, 72% ტყით არის
დაფარული,
დანარჩენი კი ალპური საძოვრებია.ზღვის
დონიდან
სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, ამასთან აღრიცხულია 42 სახეობისძუძუმწოვარიცხოველი და 120 სახეობის ფრინველი.

საგარეჯოს რაიონი

დავით გარეჯი მუზეუმნაკრძალის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს (გარეჯის ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მე-6 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო). ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების სადგომის ნაშთები, ძვლისა და ქვის იარაღები, ადრე და გვიანი ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის ხანის ნამოსახლარის კომპლექსები.

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთისბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა დააქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღესწმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ – დოდოს რქა, ხოლოლუკიანემ – ნათლისმცემლი.

 

 

საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით, ადგილობრივი ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

სოფელ პატარძეულში კი მდებარეობს გიორგი ლეონიძის მუზეუმი, რომლის ექსპონატთა ძირითად ნაწილს წარმოადგენსგიორგი ლეონიძისა და მისი ოჯახის მემორიალურინივთები: ეთნოგრაფიული, გამოყენებითიხელოვნების, დოკუმენტური, სახვითი ხელოვნების მასალები.

ერთი სიტყვით, ეს კახეთის
ღირსშესანიშნაობათა მთავარი, მაგრამ არასრული ჩამონათვალია. დამთვალიერებელი თითქმის
ყველა გორაზე შენიშნავს პატარ-პატარა ეკლესიებს და ციხესიმაგრეებს, რომელიც კახეთის
დიდი და უძველესი ისტორიის ნაწილია.

სად მოვიძიოთ ფილმები საკლასო ოთახისთვის

0
წინა ბლოგში განათლების ალტერნატიულ კერებზე გესაუბრეთ, რომელთა სასწავლო პროცესში გათვალისწინება ახალ შესაძლებლობებს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც. ამჯერად განათლების ალტერნატიულ წყაროებზე გავამახვილებ ყურადღებას და შევეცდები, პასუხი გავცე კითხვას, სად შეიძლება საკლასო პროგრამებისთვის შესაბამისი ფილმების მოპოვება.

საქართველოში არც ისე ბევრი ვიდეოთეკაა და ისინიც უმთავრესად კულტურულ სექტორში არსებული დაწესებულებების ნაწილს წარმოადგენს. არც ცალკე აღებული სინემათეკა გვაქვს და არც ვიდეოგაქირავება. კინობიბლიოთეკებს ვერც სკოლებში იპოვით. მაშ, საიდან უნდა მოვიტანოთ მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ფილმები? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს:

1. დახმარებისთვის მივმართოთ კინომოყვარულ მეგობრებს;
2. დავადგეთ ფილმების არალეგალური მოპოვების გზას (https://netgazeti.ge/GE/20/culture/2214/ტექნოლოგიები-სამართალი-კულტურა-ინტერნეტი-საავტორო-უფლებები.htm);
3. დავუკავშირდეთ სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციას;
4. მივმართოთ სკოლის ადმინისტრაციას ფილმების შეძენის წინადადებით.

უკანასკნელი გზა კომპლექსურია და ისეთ ძირეულ საკითხთან მივყავართ, როგორიცაა სკოლებში კინოგანათლების ადმინისტრაციულ დონეზე დანერგვის პოლიტიკა, რაც, თავისთავად, მოითხოვს როგორც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სკოლაში ფილმების საჩვენებლად, ასევე განათლების სისტემაში ცვლილებებს და მზაობას საკითხის განსახილველად.
რაც შეეხება იმ კულტურული დაწესებულებების მოძიებას, რომლებმაც შეიძლება სკოლები ფილმებით მოამარაგონ: თბილისში არსებობს მედიათეკები, ბიბლიოთეკები და სხვა ინსტიტუციები, რომლებიც თავიანთ მულტიპროფილურ საქმიანობაში ფილმებსაც უთმობენ ადგილს. სასკოლო პროგრამაში კინოფილმების ჩართვით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ეს დაწესებულებები უთუოდ ძვირფასი წყაროა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელსაც მდიდარი მედიათეკა აქვს, არის ფრანგული ინსტიტუტის (https://www.institutfrancais.ge/) ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი. თავის მედიათეკაში, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მედიუმს (მუსიკას, მულტიმედიას, წიგნებს, ალბომებს, კინოს) სთავაზობს, ამ დაწესებულებამ რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ძალიან საინტერესო კინოკოლექციას მოუყარა თავი. მის კატალოგში შეგხვდებათ მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, უმეტესად – ფრანგული კინოპროდუქცია, თუმცა ისეთიც, რომელიც თემატურად ეხმიანება საფრანგეთს.
ფილმების კიდევ ერთი დეპო ბრიტანეთის საბჭოს ბიბლიოთეკაა (https://www.britishcouncil.org/geo/ge.htm). აქ მეტწილად ბრიტანული კინოს ნიმუშებს მოიძიებთ. ბრიტანელების კოლექცია ფრანგულ ინსტიტუტთან შედარებით მწირია, მაგრამ საინტერესო.
გერმანელებს თბილისში ორი კულტურული ცენტრი აქვთ, სადაც სკოლებისთვის ფილმების მოპოვებაა შესაძლებელი. ერთია საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განლაგებული ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ბიბლიოთეკა (https://www.goethe.de/ins/prj/les/ruindex.htm), ხოლო მეორე – თბილისის გოეთეს ინსტიტუტი (https://www.goethe.de/ins/ge/tif/wis/bib/kaindex.htm). გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა გერმანული ენითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, რომელიც მათ განათლების მიღების შესანიშნავ საშუალებას აძლევს. აქ არსებული აუდიოვიზუალური მასალების გამოყენება შეიძლება ადგილზეც და ბიბლიოთეკიდან უფასოდ გატანითაც. მასალებს გოეთეს ინსტიტუტის ონლაინკატალოგში (https://swb.bsz-bw.de/DB=2.308/START_WELCOME/ADI_BIB=m%20504181/?COOKIE=U998,Pbszgast,I17,B0728+,SY,NRecherche-DB,D2.308,E2682073d-101,A,H,R95.137.232.49,FY) დაათვალიერებთ.
ამერიკული კულტურის გაცნობისა და შესწავლის საშუალებას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში არსებული ამერიკული კუთხე მოგცემთ (https://youthpalace.ge/?page=pages&id=24&lang=geo – amerikuli kutxe. tbilisi), სადაც პერიოდულად კინოჩვენებებიც იმართება. ამერიკული კუთხეები ასევე არსებობს ქუთაისსა და ზუგდიდში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა). ამერიკული ფილმების მოძიებას მოახერხებთ ინფორმაციული რესურსების ამერიკულ ცენტრშიც (ACIR) https://georgia.usembassy.gov/irc-.html, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში მდებარეობს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებისა, არსებობს სკანდინავისტიკის ცენტრიც (https://swedishintbilisi.blogspot.com/view/classic). ყველა დასახელებული ინსტიტუტი უცხო ენის მასწავლებლებს არა მხოლოდ დარგობრივ ლიტერატურას, არამედ სხვა საჭირო, მათ შორის – აუდიოვიზუალურ მასალასაც სთავაზობს.
უფრო რთულადაა საქმე პერიფერიებში: ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. თუმცა, თბილისის სკოლებში კინოპროგრამების შემოღებისა და განხორციელების პრეცედენტი დედაქალაქის გარეთ ამავე ტიპის საქმიანობის წამოწყებას წაახალისებს და, საზოგადოდ, ამგვარი კულტურის პოპულარიზაციას მოახდენს.
მეორე არსებითი საკითხი, რომელიც უცხოენოვანი კინობიბლიოთეკებიდან ფილმებით სკოლის მომარაგებას უკავშირდება, ამ ფილმების მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნაა. ვინაიდან ამჟამად სკოლებს არ აქვთ გათვლილი კინოჩვენებების ორგანიზება, სათარგმნელად საჭირო ფინანსების მოზიდვა იოლი საქმე არ იქნება. თუმცა შეიძლება, ფილმების თარგმნა სასწავლო პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად იქცეს და ამ პროცესში თავად მოსწავლეებიც ჩაერთონ, რომლებიც ენის მიხედვით გაინაწილებენ საქმეს. უცხო ენის სასწავლო პროგრამაში ფილმების თარგმნის ჩასმით ერთდროულად ორი ამოცანა გადაიჭრება. გარდა ამისა, ეს შეიძლება კარგად აისახოს მოსწავლეების პროდუქტიულობაზე და მათ ერთგვარი სტიმულიც კი მისცეს სასწავლო პროცესით უფრო მეტი დაინტერესებისთვის.
საინტერესო შედეგი შეიძლება გამოიღოს მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული გაკვეთილების შეთავაზებამ. მაგალითად, ბიოლოგიის შესახებ უცხოენოვანი ფილმის ჩვენება ორ სხვადასხვა დისციპლინას გააერთიანებს. ასევე შეიძლება მოხდეს ისტორიის, ლიტერატურისა და სხვა საგნების უცხო ენასთან შეჯერება. თუმცა ყოველივე ეს მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომაზე, მოსწავლეების ჩართულობასა და სკოლის ადმინისტრაციის მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული.

სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები

0

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იან ამოს კომენიუსი (კომენსკი) დიდაქტიკის პირველ და უკანასკნელ მიზნად მიიჩნევდა, ეპოვა და მასწავლებლამდე მიეტანა სწავლების ისეთი ხერხები/მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე მასწავლებლის ნაკლები ჩარევით მეტს ისწავლიდა და სკოლაც უწინდებურად მოსაწყენი აღარ მოეჩვენებოდა. ამის მისაღწევად კომენიუსი მოითხოვდა დიდაქტიკური აზროვნების შეცვლას, რაც იმას გულისხმობდა, რომ მხოლოდ სწავლების შინაარსი კი არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლის ყურადღების ცენტრში, არამედ იმ ხერხების/მეთოდების ძიება და პოვნაც, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ადვილად და მეტი ხალისით აითვისებდნენ შინაარსს.

მას შემდეგ, რაც კომენიუსმა ეს დიდაქტიკური პრინციპი გამოთქვა, სამ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა, გამოიცადა და პრაქტიკაში დაინერგა უამრავი სასწავლო მეთოდი. ამ მეთოდების ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურად შევარჩევთ მათ.

რა არის სწავლების მეთოდი და როგორ შევარჩიოთ იგი?
ცნება “მეთოდი” სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში გულისხმობს მიზნის მისაღწევ გზებს.
სწავლების მეთოდი არის მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედება მოსწავლეებში შესაბამისი კომპეტენციის განსავითარებლად.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი – რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება შეძლოს.

სწორედ შედეგზეა დამოკიდებული როგორც კურსის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდებიც.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
. დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული შედეგის მიღწევაში;
. შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას;
. შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;
. ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები; გვეყოფა თუ არა დრო’ შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება).

ხშირად მასწავლებლებს უჭირთ აქტივობისა და მეთოდის ერთმანეთისგან გარჩევა. აქტივობას დაესმის კითხვა: რას ვაკეთებ? მაგალითად, მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს. ხოლო ის, რასაც დაესმის კითხვა: როგორ ვაკეთებ? (ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას?) – მეთოდია. მაგალითად, მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს “აპოლო ტექნიკით” ან “გონებრივი იერიშით”.
სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას ადეკვატურად შერჩეული სწავლების მეთოდები დაეხმარება.

საგანმანათლებლო ლიტერატურაში სწავლების მეთოდების სხვადასხვა კლასიფიკაციას შეხვდებით. ერთ-ერთი კლასიფიკაციით, ისინი ორ ჯგუფად იყოფა: მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას და მეთოდები, რომლებიც ავითარებს ზოგად/ტრანსფერულ უნარებს, – თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან მეთოდთა უმრავლესობა მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ზოგადი კომპეტენციის განვითარებაშიც ეხმარება.
მრავალი სასწავლო მეთოდი (მაგალითად, პროექტმეთოდი, ჯიგსოუ, კვირის გეგმა, აპოლო ტექნიკა და სხვა) ისწრაფის, განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მომდევნო წერილებში ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ სასწავლო მეთოდებს, ვისაუბრებთ იმაზე, ადეკვატურად როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის მეთოდი მასწავლებელმა, რა წინაპირობა უნდა გაითვალისწინოს მან თითოეული მათგანის გამოყენებისას, მოსწავლეებში რა კომპეტენციის განვითარებას უწყობს ესა თუ ის მეთოდი ხელს, რა არის თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარე. ამჯერად კი სწავლის სტრატეგიებზე საუბარს გავაგრძელებთ.
იმისთვის, რომ მოსწავლემ ეფექტიანად გამოიყენოს სწავლების მეთოდები, იგი სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს უნდა ფლობდეს.

რა არის სწავლის სტრატეგიები?
სწავლის სტრატეგია გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლის დროს. იგი აიოლებს ახალმიღებული ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლის ეფექტური სტრატეგიები, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი, სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს (ტრანსფერის უნარს, ანალიტიკურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას) უვითარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეები უმეტესად სწავლის ისეთ პრიმიტიულ და ნაკლებეფექტურ სტრატეგიას იყენებენ, როგორიცაა მასალის გამეორება.

სწავლის რომელი სტრატეგიაა მნიშვნელოვანი?
1. სწავლის სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს კოგნიტურ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ცოდნას მოიპოვებს, გადაამუშავებს, გააანალიზებს, კრიტიკულად შეაფასებს, გონებაში ჩაიბეჭდავს, საჭიროების შემთხვევაში გამოიხმობს და სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებს.
2. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი გულისხმობს მოსწავლის აქტიურ ჩართვას საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვაში, მართვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. მოსწავლის უნარი, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, რა და როგორ ისწავლა და დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარება, მეტაკოგნიტური სტრატეგიაა. რაც უფრო მაღალია მოსწავლის მეტაკოგნიტური აზროვნება, მით უფრო ადეკვატურად იყენებს იგი სწავლის ეფექტიან სტრატეგიებს.
3. ეფექტიანი სწავლა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწავლის ემოციურ-მოტივაციურ სტრატეგიებზეც, რომლებიც სწავლის პროცესს მუხტსა და ენერგიას აძლევს (Deci/Ryan 1993; Kuhl 1987) და მოსწავლეს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის.
4. ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტერაქციის გზით მიიღწევა. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება, მაგალითად, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, ურთიერთსწავლება და სხვ.
5. რესურსების მოხმარება – რესურსებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს მიეკუთვნება სამუშაო კუთხე, მულტიმედიური, ქსელური სასწავლო საშუალებები, მაგალითად, ბიბლიოთეკები, ინტერნეტი და სხვ. მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სასწავლო დროც, რომლის სწორად გამოყენება ეფექტიანი სწავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ძნელი სათქმელია, ჩამოთვლილ სტრატეგიათაგან (კოგნიტური, მეტაკოგნიტური, ემოციურ-მოტივაციური, სოციალური, რესურსებზე დაფუძნებული) რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტიანი სწავლისთვის, რადგან მათ მეტწილად კომპლექსურად იყენებენ (Weinert 1997). შესაძლოა, სწავლის პროცესში შეინიშნებოდეს სწავლის რომელიმე სტრატეგიის დეფიციტი, მაგრამ მისი კომპენსირება მოხერხდება, თუ სხვა სტრატეგიები მაღალ დონეზე იქნება განვითარებული. თუმცა არსებობს ისეთი რთული და კომპლექსური დავალებები, რომელთა შესასრულებლად სწავლის ყველა სტრატეგიის ცოდნა და გამოყენებაა აუცილებელი და საკმარისია, ერთ-ერთი მათგანი გამოაკლდეს, რომ მარცხი გარდაუვალია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთი მედლის ორი მხარეა. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა.

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

0

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით”, „მეფე ლირით” ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით” და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…
მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის,
ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.
პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად.
ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.
ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერიa კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.
1905 წ.

მხოლოდ სიყვარულის შესახებ

0

მაინც როგორი? ვამბობთ, ვფიქრობთ, ვკამათობთ.
–  მაინც როგორი.

რა თვისება, როგორი განათლება, რანაირი დიქცია, რამდენგვარი
ვარიანტი?

რომელი მეთოდი, რა სახელმძღვანელო, რა ფერის ცარცი?

როგორ უნდა იცვამდეს, როგორ უნდა ლაპარაკობდეს, როგორ
უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს?

რა უნდა თქვას და რა არ უნდა თქვას, რა უნდა გააკეთოს
და რა არ უნდა გააკეთოს?

მაინც როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი – უდავო და ცალსახაა
– ბავშვები უნდა უყვარდეს, უყვარდეს ძალიან და თავგანწირვით, ეს არის მთავარი.

 . . .

            იანუშ
კორჩაკი წარმოშობით ებრაელი იყო, ვარშავაში დაიბადა. შესანიშნავმა ექიმმა, პედაგოგმა
და მწერალმა სულ მალე მოიპოვა ხალხის სიყვარული.  გამოცდილი და მზრუნველი ექიმი სრულიად უსასყიდლოდ კურნავდა ვარშავის ღარიბ უბნებში
მცხოვრებ ბავშვებს, ათასგვარ გასართობს იგონებდა მათთვის, ასწავლიდა, უვლიდა, ეთამაშებოდა
და წერდა მათთვის.    მთელი ცხოვრება მოანდომა  ობოლი ბავშვებისათვის ისეთი დაწესებულების შექმნას,
რომელიც მხოლოდ ცივი კედლებით კი არ დაიცავდა ბავშვებს  და ცხელი წვნიანით კი არ გაათბობდა, არამედ ჩვეულებრივ,
ადამიანურ ურთიერთობებსა და სიყვარულს მისცემდა – ისეთს, როგორიც ყველა ბავშვს რძესა
და პურზე მეტად სჭირდება – უკლებლივ ყველა ბავშვს.

ბოლოს, როგორც იქნა მისივე პროექტით აშენდა „ ობოლთა
სახლი”, იქ ბავშვებს ხელოსნობის დაუფლებაც შეეძლოთ და ჩვეულებრივი განათლების მიღებაც,
ამ სახლს თვითონ ბავშვები განაგებდნენ.

 . . .

„ ერთი მითხარით, ყველა ბავშვი ჩემსავით ჯანმრთელია?
– იკითხა მათიუშმა.


–        

არა
მათიუშ – ძალიან ბევრი ბავშვი სუსტი და ავადმყოფია. უამრავი ყმაწვილი ცხოვრობს უვარგის,
ნესტიან ბინაში. სოფელშიც ვერ მიდიან რომ ჰაერი გამოიცვალონ. საჭმელი იმათ არა აქვთ
და სასმელი, ნახევარჯერ მშივრები არიან. დაავადმყოფდებიან , აბა რა დაემართებათ!~

მათიუშმა უკვე კარგად იცოდა, რა იყო ბნელი და ჩახუთული,
უჰაერო ბინები. იცოდა, რა იყო შიმშილიც, გაახსენდა, ხანდახან გარეთ, ცივ მიწაზე ძილს
რომ ამჯობინებდა ხოლმე გლეხის  ჰაერდახუთულ
ქოხში ღამის გათევას. ისიც გაახსენდა, გაფითრებული, ფეხებდაბრეცილი ბავშვები რომ მოდიოდნენ
მათ ბანაკში და ცოტაოდენ წვნიანს თხოულობდნენ. თვალწინ დაუდგა, რა ხარბად ხვრეპდნენ
ის გაცრეცილი ბავშვები ჯარისკაცულ წვნიანს. მაშინ ფიქრობდა, ყველაფერი ომის ბრალიაო.
ახლა კი გაიგო, რომ თურმე მშვიდობიან დროსაც ბავშვებს ისევ ისე სცივათ და ისევ ისე შიათ”. ( მეფე მათიუშ პირველი, იანუშ
კორჩაკი)

 . ..

      თავის მიერ დაარსებული „ობოლთა სახლის” უკეთ მოსავლელად
და სამართავად, იანუშ კორჩაკმა საექიმო პრაქტიკა მიატოვა. ამ პერიოდში, მან დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი „როგორ გვიყვარდეს
ბავშვები” და მრავალი წერილი და სტატია პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის შესახებ.

როდესაც ვარშავაში ფაშისტები შევიდნენ, იანუშ კორჩაკი თავის აღსაზრდელებთან ერთად წავიდა ჯერ ვარშავის გეტოში, მერე ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში.

საკონცენტრაციო ბანაკში
წასვლის დღეს, მან მხიარულად მოამზადა ბავშვები, უთხრა, რომ სოფელში მიდიოდნენ დასასვენებლად,
ხელი ჩაჰკიდა მათ, უარი თქვა უკანასკნელ წუთს შემოთავაზებულ თავისუფლებაზე და მხიარული
ნაბიჯებით შეუძღვა მათ გაზის კამერაში, თან გზა და გზა ჯადოსნურ ზღაპრებს უყვებოდა
. . .

 

 

 . . .

 

„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ” – ანტუან დე სენტ
ეგზიუპერიმ თქვა, შესანიშნავმა ფრანგმა მწერალმა, პატარა უფლისწულის დედამიწელმა მეგობარმა
. . . მე ამ წინადადებას ცოტათი შევცვლი და ვიტყვი , რომ ჩვენ ყველანი ჩვენს ბავშვობაში
წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ,  ჩვენი ბავშვობის
მწერლებს მოვყავართ ხელჩაკიდებულები, როგორც პირველი კლასის მოსწავლეები, ისე დაბნეულები
და შეშინებულები და მაინც, მასწავლებლის თბილ ხელს მონდობილები, როგორც ებრაელი ბავშვები
გაზის კამერაში შესვლის წინ.

 

ხოდა, პედაგოგი შეიძლება ათასნაირი იყოს, ათასნაირად
კარგი და სხვადასხვანაირი, მაგრამ ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები.

მუსიკა და ქიმია

0

ადამიანის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობები უცვლელი რჩება, არადა 21-ე საუკუნეში, ზღვა ინფორმაციის ხანაში, გაცილებით მეტის ათვისება და დამახსოვრებაა საჭირო, ვიდრე წინათ. 

მუსიკა ფენომენალური მოვლენაა; საოცარია ადამიანთან მისი ურთიერთობა. მელოდიური ბგერები საოცრებებს ახდენენ – ადამიანის სული იღვიძებს, გარდაიქმნება, იცვლება მისი მდგომარეობა და განწყობა. მუსიკა ჩვენს ემოციებზე მეფობს. ემოციებზე კი ჩვენი ქმედება და შესაძლებლობაა დამოკიდებული.

ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადი მდგომარეობა მისი ნერვული სისტემის ემოციური ცენტრიდან მოდის. ქაოსი ჩვენს შიგნითაა და არა სამყაროში. სწორედ მუსიკა ამარცხებს ამ ქაოსს ემოციური სფეროს ჰარმონიული შერწყმით. 

ძველი ბრძენები გვასწავლიან, რომ მუსიკის პირველი ბგერა სამყაროსთან ერთად წარმოიშვა. პითაგორა მუსიკას ეგვიპტეში სწავლობდა, იტალიაში კი მუსიკა მეცნიერების შესწავლის საგნად აქცია. მისი აზრით, მუსიკა ზუსტ მეცნიერებებს მიეკუთვნებოდა. ცნობილია, რომ მისი მიმდევრები მრისხანების წინააღმდეგ სპეციალურ ბგერებს იყენებდნენ. მათემატიკის გაკვეთილებსაც კი მუსიკის თანხლებით წარმართავდნენ, რადგან შეამჩნიეს მუსიკის დადებითი გავლენა ინტელექტზე. 

ძველ ტრაქტატებში ამტკიცებენ, რომ სამყარო ჟღერს, მაგრამ ადამიანის სმენით აპარატს არ შეუძლია ციური ჟღერადობის აღქმა. სამაგიეროდ, ამ ციურ ბგერებს მუსიკა ასახავს, რომელიც კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებაა. ადამიანი კი, როგორც სამყაროს ნაწილი, მუსიკის მეშვეობით კოსმოსის ჰარმონიულ ჟღერადობას ეზიარება და მისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ძლიერდება. 

ცნობილია სხვადასხვა ტიპის მუსიკის დიდი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე: რელიგიური მუსიკა ანალგეტიკის როლს ასრულებს, ფოლკლორი ინტელექტზე მოქმედებს, მოცარტის მუსიკას კი ერთნაირი წარმატებით იყენებენ ყველა სფეროში. სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს – “მოცარტის ეფექტი”. ისიც დამტკიცებულია, რომ კლასიკური მუსიკის ფონზე მეხსიერება ვითარდება და ტვინი უკეთ “ინახავს” მიღებულ ინფორმაციას.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მუსიკა აძლიერებს ან, პირიქით, ასუსტებს კუნთთა ტონუსს; გარდა ამისა, ასტიმულირებს: 

  • ემოციის წარმოქმნას;
  • ვერბალურ უნარსა და ლოგიკურ აზროვნებას;
  • აღქმისა და დამახსოვრების პროცესებს;
  • შემოქმედებით აზროვნებას.

 

მუსიკის ეს შესაძლებლობა ქიმიის სწავლების დროსაც შეიძლება გამოვიყენოთ. 

საქართველოში ქიმიის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი არც ისე დიდია (გამონაკლისები, რა თქმა უნდა არსებობს). სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იგივე ვითარებაა გერმანიაში, საფრანგეთში. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეები ქიმიას “მოსაწყენ” საგანთა კატეგორიას მიაკუთვნებენ, რადგან, მათი აზრით, ის მხოლოდ მოსწაყენ ფორმულებსა და კანონებს შეიცავს. არადა, ქვეყანა ქიმიის გარეშე ვერ განვითარდება და ცუდია, რომ ხვალინდელი საზოგადოების წევრებს (ანუ მოსწავლეებს) ასეთი განწყობა აქვთ მის მიმართ. 

ქიმიისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ავტორთა ერთმა ჯგუფმა (ქ. კუპატაძის ხელმძღვანელობით) შექმნა ქიმიის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქიმიის გაკვეთილი პატარა დღესასწაულად ექცია. აქ კი მუსიკის ჯადოსნურ როლს გვერდს ვერ ავუვლიდით. 

ჩვენი პროგრამის პირველივე ნაწილში, სადაც მოსწავლე ქიმიურ ელემენტს ეცნობა, ქიმიის წიგნი მას “ქიმიურ თეატრში” ეპატიჟება, სადაც ანშლაგია და ქიმიური ელემენტები მოცარტის მუსიკის თანხლებით მარშირებენ. ისინი თითო-თითოდ ეცნობიან მოსწავლეს და თავიანთ შესახებ სახალისო და, ამავე დროს, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. 

მომდევნო თემა წყალი და მისი ქიმიური ბიოგრაფიაა. თუმცა, სანამ მის დახასიათებაზე გადავალთ, შეგვიძლია წყლის სურათების ულამაზესი სლაიდშოუთი დავტკბეთ, – რა თქმა უნდა, მუსიკალური ფონის თანხლებით. ფონად კი ქართული ხალხური სიმღერა “წინწყარო” გვაქვს აღებული, რომელსაც ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი შემსრულებელი ჰამლეტ გონაშვილი ასრულებს. სხვათა შორის, კვლევებმა დაადასტურა, რომ მის ხმას მოცარტის მუსიკის მსგავსი ეფექტი აქვს. 

თემა “ხსნარები” მოსწავლეებისთვის საკმაოდ მოსაწყენ თემატიკას შეიცავს, ამიტომ განწყობის შესაქმნელად მათ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას ვაწვდით. მაგალითად, რატომ მიაკუთვნებენ ზღვას, ტბასა და მდინარეებს ხსნარებს, რატომ არ იყინება ზღვის წყალი ნულ გრადუსზე; მინერალური წყალი, კოკა-კოლა, პეპსი ხსნარებია – რატომ? და თურმე ღვინოც ხსნარი ყოფილა. ამ რუბრიკას ასრულებს სახელგანთქმული ქართული ღვინოების სლაიდშოუ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისის” მუსიკალური ფრაგმენტით.

წარმოდგენილ პროგრამაში მუსიკას მოსწავლეებისთვის მოსაწყენი საკითხების შესწავლისას ვუხმობთ მხსნელად. 

პროგრამა “ქიმიური ელემენტი, სიმბოლო, ქიმიური ფორმულა” სხვა ისეთ საკითხებთან ერთად განიხილება, როგორებიცაა ვალენტობა, ქიმიური ფორმულის სწორად დაწერა, ქიმიური რეაქციის ტოლობის ჩაწერა და მისი გათანაბრება, სტოქიომეტრული კანონები. ამრიგად, ამ პროგრამის დასრულებისას მოსწავლემ უნდა იცოდეს ქიმიური ფორმულის დაწერა ვალენტობის გათვალისწინებით, ქიმიური რეაქციის ტოლობის ჩაწერა და მისი გათანაბრება სწორად შერჩეული კოეფიციენტებით. ამავე დროს, აქვეა რეალური და ვირტუალური კლიპებით წარმოდგენილი რამდენიმე ქიმიური რეაქცია, მათ შორის – მაგნიუმის ლენტის წვა, რკინისა და გოგირდის შეერთების რეაქცია. რატომ არ შეიძლება ამ რთული საკითხების შემდეგ მოსწავლე ოდნავ გაერთოს? – ვიფიქრეთ ჩვენ და შევთავაზეთ მათთვის უკვე ნაცნობი ქიმიური რეაქციები, ოღონდ ეს რეაქციები ცეკვით მიმდინარეობს – ქიმიური ელემენტები ცეკვა “ქართულით” შედიან ერთმანეთთან რეაქციაში, სადაც დაცულია ყველა ზემოთ აღნიშნული წესი და კანონი. ცეკვა კი ოპერა “დაისის” უმშვენიერეს ჰანგებზე მიმდინარეობს. 

მენდელეევის პერიოდული სისტემა, ალბათ, ყველას გინახავთ. აქ ელემენტები პერიოდებსა და რიგებში განსაზღვრული კანონზომიერებით არიან განლაგებულნი. თითოეული მათგანის შესახებ მოკლე ცნობებია მოცემული. მაგრამ თუ შემოგთავაზებენ სხვა, გასართობ პერიოდულ სისტემას, სადაც თუ თაგვს ოქროზე ან ნახშირბადზე დააწკაპუნებთ, უმშვენიერესი ქართული ქორწილის მოწმენი გახდებით, ჩვეულებრივი სისტემაც უფრო სახალისო მოგეჩვენებათ.

რატომ ქორწილი? 

ოქროსგან რომ სამკაულებს აკეთებენ, ცნობილია. ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული სახესხვაობა, ალმასი, ბრილიანტის მისაღებადაა საჭირო. ამრიგად, ამ ორი ელემენტის დახმარებით შეიძლება მშვენიერი ბეჭედი შევქმნათ და ქორწილიც გადავიხადოთ. 

თუ სპილენძზე დავაწკაპუნებთ, ეკრანზე ყურძნის მტევნები დამწიფდება ძველი ქართული საეკლესიო საგალობლის “შენ ხარ ვენახი” თანხლებით.

პროგრამა ორ საქმეს აკეთებს: ქიმიის სწავლების პროცესს უფრო სახალისოს ხდის და მოსწავლეს მსოფლიო და ქართულ კლასიკას, ფოლკლორსა და საეკლესიო მუსიკას აზიარებს. 

მეცნიერები და კომპოზიტორები გაცილებით შორს წავიდნენ და თითოეულ ამინმჟავას მუსიკალური ნოტი მიუსადაგეს. შედეგად კი შესაძლებელი გახდა თითოეული ცილის აჟღერება. საკმარისია ცილის შემადგენელი ამინმჟავების თანამიმდევრობის ცოდნა მის პირველად სტრუქტურაში და ამ ცილის ჟღერადობას მოვისმენთ.

მოსწავლეებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება იმ ცილის შესწავლა, რომლის ჟღერადობაც უკვე მოისმინეს. 

ამ პროგრამას წარმატებით იყენებენ საქართველოს მრავალ სკოლაში და შესაბამისი შედეგებიც აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე პედაგოგისა და მოსწავლის შთაბეჭდილებას: 

“მუსიკის გამოყენება ქიმიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეცნიერებისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი მოსწავლეებს ეხმარება, გარემომცველი სამყარო მთლიანობაში აღიქვან, ჩამოუყალიბდეთ აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის შესწავლის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მოსწავლეს ეს-ესაა უყალიბდება განწყობა აღნიშნული საგნის მიმართ”. 

“ფაქტია, რომ მუსიკა კურნავს სხეულს და სულს. მოსაზრებამ, რომ მუსიკით ვასწავლოთ სხვა საგანი, შესაძლოა მავანთა ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ უდავოა, რომ მუსიკა ადამიანებს ბედნიერ განწყობას სჩუქნის, ასეთი განწყობა კი ერთ-ერთი უმთავრესია ფაქტორია სასწავლო პროცესში”.

უცხო ენის სწავლების კომპეტენციები

0

როგორია დღევანდელი კომუნიკაცია? უახლესი ტექნოლოგიების წყალობით დღეს ნებისმიერ ჩვენგანს აქვს საშუალება, კომპიუტერის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მიაკვლიოს მსოფლიოს ნებისმიერ ენასა თუ კულტურასთან დაკავშირებულ უამრავ ინფორმაციას. ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტისა თუ მესინჯერის მეშვეობით კომუნიკაცია პრაქტიკულად უფასო, ხელსაყრელი და, რაც მთავარია, უსწრაფესი გახდა. სულ უფრო მეტი ცალკეული ადამიანი თუ კომპანია აწარმოებს ბიზნესს საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამის კვალობაზე, დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი, ვისაც უცხო ენისა და კულტურის შესწავლა სჭირდება, რათა მეტი წარმატებით ეწეოდეს საქმიანობას; იზრდება უცხო ენების შემსწავლელთა რიცხვი, რომლებიც არა მარტო შინ, არამედ საზღვარგარეთაც ეუფლებიან ცოდნას. ყოველივე ეს გლობალიზაციის ერთ-ერთ გამოვლინებადაა მიჩნეული და ეხება როგორც განვითარებულ ქვეყნებს, ისე განვითარებად სახელმწიფოებსაც.

გლობალიზაციის კვალი განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში. პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარება სულ უფრო მეტ კომუნიკაციასა და კონტაქტს უქადის ევროპელებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში საერთაშორისო საკომუნიკაციო ენად ინგლისურია მიჩნეული, ევროპა თავისი მოქალაქეების მრავალენობრივ განათლებაზე ზრუნავს. ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ენობრივი პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ავალებს, მოსწავლეებს ერთზე მეტი უცხო ენა შეასწავლონ. თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტია უცხო ენების სწავლების გაღრმავება ჯერ დაწყებითი სკოლის საფეხურზე, ხოლო შემდგომ – სკოლამდელ ასაკშიც კი.
თვალი გადავავლოთ უცხო ენების სწავლების ისტორიას: ანტიკურ ეპოქაში უცხო ენისა და იმავდროულად უცხო კულტურის შესწავლა ხშირად სამიზნე ქვეყანაში ხდებოდა. იმ ეპოქის ადამიანებს ესმოდათ, რომ ენა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალება როდია; მისი მეშვეობით ადამიანები შეიცნობენ სამყაროს. ენა ერთი თაობის მიერ დაგროვილი ინფორმაციისა და კულტურული ღირებულებების მეორისთვის გადაცემის საშუალებაა.
შუა საუკუნეების ევროპაში, ჯვაროსნული ომებისა და სხვა ინტერკულტურული მოვლენების წყალობით, ადამიანებმა საკმაოდ ბევრი ენა იცოდნენ. იმხანად წიგნიერების საზომად და ინტელექტუალური ინფორმაციის გადაცემის საშუალებად ლათინური ენა მიიჩნეოდა, რომელსაც ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სკოლაში ასწავლიდნენ მოსწავლე-შეგირდებს.
XVII-XVIII საუკუნეებში ევროპელ წარჩინებულთა ოჯახებში ძალზე პოპულარული იყო გუვერნანტის ინსტიტუტი. გუვერნანტები ბავშვებს სიყრმიდანვე ასწავლიდნენ იმხანად პოპულარულ ფრანგულ ან რომელიმე სხვა ენას. უცხო ენასა და კულტურასთან ზიარება განათლებული ადამიანის პრივილეგიად მიიჩნეოდა, ისევე როგორც უცხო ქვეყანაში მოგზაურობა და ცხოვრება – ფუფუნების აუცილებელ ნიშნად.
მეოცე საუკუნის ორმოცდათიან წლებამდე უცხო ენების ცოდნა შეძლებულთა პრივილეგიად რჩებოდა, თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმავლობის ჟამს, მათი შესწავლა უფრო და უფრო აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში. ეკონომიკურმა და კულტურულმა წინსვლამ და ამასთან ერთად გლობალიზაციის მომძლავრებამ უცხო ენების სწავლება ცივილიზებული სამყაროს საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცია.
თანამედროვე ევროპული საზოგადოების მთავარი მახასიათებელი ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნებაა. ევროპა დიდი ხანია იქცა ხალხების, ენებისა და კულტურათა ურთიერთობის კერად. თანამედროვე ევროპელისთვის მნიშვნელოვანია სხვა კულტურისა და ენის მატარებელ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი.
უცხო ენების კონკრეტული სოციალური კონტექსტისა და ვითარების მიხედვით გამოყენებისა და ვარირების უნარს ევროპაში კონკრეტული დეფინიციები მოუძებნეს: ევროსაბჭოს ლინგვისტური პოლიტიკის დეპარტამენტის დასკვნით, ენობრივი მრავალსახეობა ორ განსხვავებულ ფენომენს – მულტილინგვიზმსა და პლურილინგვიზმს – მოიცავს; მულტილინგვიზმი გეოგრაფიულ ფენომენად მოიაზრება – მოვლენად, როდესაც ერთ გეოგრაფიულ ზონაში ერთზე მეტი სალაპარაკო ენა ან დიალექტი ფუნქციონირებს, პლურილინგვიზმი კი ისეთ მოვლენას ეწოდება, როდესაც ადამიანები მშობლიურთან ერთად ერთ ან მეტ უცხო ენასაც ფლობენ. პლურილინგვიზმი სოციალურ მახასიათებელად მიიჩნევა. ის საფუძვლად უდევს უცხო ენების სწავლების არაერთი ქვეყნის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და კურიკულუმს. ის სასწავლო გეგმაში ენობრივთან ერთად კულტურული მრავალფეროვნების ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.
პლურილინგვიზმთან ერთად “ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი” განმარტავს ისეთ ცნებასაც, როგორიცაა პლურიკულტურული კომპეტენცია: “პლურილინგვური და პლურიკულტურული კომპეტენცია უკავშირდება კომუნიკაციის მიზნით ენის გამოყენების უნარს… აგრეთვე – ინტერკულტურულ კომუნიკაციაში მონაწილეობის უნარს, სადაც ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვა ენის ფლობის განსხვავებული კომპეტენციის დონეს აღწევს… პლურილინგვისტური და პლურიკულტურული კომპეტენცია რეალიზდება კომუნიკაციისა და ინტერაქციის უნარის დონეზე როგორც ცალკეული ადამიანის მიერ ენის ფლობის უნარი და უშუალო კავშირშია ადამიანის მიერ ენის შესწავლის პროცესთან”.
ბოლოდროინდელ დიდაქტიკურ ნაშრომებში სულ უფრო მეტად იკვეთება პლურილინგვისტური და პლურიკულტურული კომპეტენციების ადრეულ ასაკში განვითარების შესაძლებლობის ტენდენცია. თუ აქამდე, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებისა და კოგნიტური სიმწიფის გათვალისწინებით, უცხო ენების ინტენსიური სწავლება საბაზო საფეხურის (დაახლოებით 12-13 წლიდან) პრიორიტეტად მიიჩნეოდა, ამიერიდან სულ უფრო აქტუალური ხდება ადრეული, მათ შორის – სკოლამდელი ასაკის მოსწავლეთათვის უცხო ენების სწავლებისადმი უახლესი მიდგომები. დიდაქტიკოსები ვარაუდობენ და გამოკვლევებიც აჩვენებს, რომ ადრეული ასაკის მოსწავლეებისთვის პლურილინგვისტური კომპეტენციის განვითარება მათი კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

ქეთევან ოსიაშვილი – სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

0

სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

ემოციური მდგრადობადა სტაბილურობა ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების უმნიშვნელოვანესწინაპირობას წარმოადგენს. ემოციურ წონასწორობასა და სულიერი კომფორტის განცდას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო პერიოდში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლის ქცევითი და სასწავლო პრობლემების ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად მის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები იქცევა ხოლმე.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ბავშვის ემოციური არამდგრადობისა და არასტაბილურობის სხვადასხვა ფორმას გამოყოფენ. ბავშვის განცდები და შიშები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ძალიან ინტენსიური და მდგრადი გახდეს. ასეთ ემოციურ დარღვევებს სპეციალისტები სხვადასხვანაირად იხსენიებენ.

ტერმინი “სასკოლო ნევროზი” გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება “უმიზეზო” პირღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლისა და თავის ტკივილები და, ამასთან, ეს ყველაფერი – დილაობით, როცა ბავშვის სკოლაში წასვლის დრო ახლოვდება. არდადეგების პერიოდში და უქმე დღეებში ეს სიმპტომები რატომღაც ქრება.

სასკოლო ფობია აღნიშნავს სკოლასთან დაკავშირებული შიშის უკიდურეს ფორმას. მას შესაძლოა არც კი ახლდეს სხეულებრივი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე მისგან გათავისუფლება ძნელია.

ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს სასკოლო შფოთიანობა.

სასკოლო შფოთიანობა – ეს არის ემოციური არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის წინათგრძნობასთან.

შფოთვა და მღელვარება ამა თუ იმ დოზით მუდამ თან სდევს ბავშვის სასწავლო საქმიანობას ნებისმიერ, თვით საუკეთესო სკოლაშიც კი. უფრო მეტიც – ადამიანის აქტიური შემეცნებითი საქმიანობა ყოველთვის ერთგვარი მღელვარებისა და შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია. ბავშვში შფოთვის, მღელვარების სრული არარსებობა სიგნალი უნდა იყოს პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სასწავლო საქმიანობაში ყოველგვარ შფოთვას და მღელვარებას მოკლებულნი არიან უზრუნველი, დაუდევარი და ინფანტილური ბავშვები, რომლებსაც სასწავლო მოტივაცია არ გააჩნიათ.

შფოთვა სასწავლო პროცესში წარმატების აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენს. თუმცა, არცთუ იშვიათად, საქმე გვაქვს შფოთვის დესტრუქციულ გამოვლენასთან. ეს მაშინ, როცა შფოთვა დეზორგანიზებას უწევს ბავშვის საქმიანობას და სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროს ბავშვს ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინი უჩნდება. შფოთიანი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან წარუმატებლობის მიმართ და მწვავედ რეაგირებენ მასზე. ავადმყოფურად ეშინიათ მარცხის და ხშირად უარს ამბობენ იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებისას სირთულეებს განიცდიან – ამით ისინი მარცხის თავიდან აცილებას ცდილობენ.

სასკოლო შფოთიანობის უარყოფითი შედეგები ხშირად იმითაც ვლინდება, რომ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზემოქმედებით არასასურველ გავლენას ახდენს დივერგენტულ (კრეატიულ, შემოქმედებით) აზროვნებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა გამბედაობა, სითამამე, შიშის უქონლობა სიახლეებთან შეხვედრისას.

შფოთიან ბავშვებს აქვთ მავნე, ნევროზული ხასიათის ჩვევებისადმი (ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, თმების წიწკვნა-ამოგლეჯა, ონანიზმი) მიდრეკილება. საკუთარი სხეულით მანიპულირება ამცირებს ასეთი ბავშვების ემოციურ დაძაბულობას და ამშვიდებს მათ.

მართალია, სასკოლო შფოთიანობა ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქი ფორმაა, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო რთულ ფორმებში და ნევროზის ერთ-ერთ წინაპირობადაც იქცეს. ამდენად, აუცილებელია მუშაობა მის დასაძლევად.

საკორექციო მუშაობის წარმატებით ჩასატარებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს შფოთიანობის მიზეზი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

სასკოლო შფოთიანობის მიზეზებია:

 

  • ბავშვის თანდაყოლილი, ნერვულ-ფსიქიკური ორგანიზაციის ბუნება;
  • მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და ზედმეტი სიმკაცრე (“ყველაფერი უნდა გაკეთდეს საუკეთესოდ”; “კარგად სწავლა მხოლოდ უმაღლესი ქულების მიღებას ნიშნავს”);
  • სწავლების სისტემისა და მასწავლებლის დამოკიდებულების თავისებურებანი;
  • მუდმივი სტრესი და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებიდან მიღებული ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის უარყოფითი ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე;
  • მშობლების ჰიპერმზრუნველობა, ზედმეტი მღელვარება და შიში, რაიმე არ დაემართოს მათ შვილს;
  • სკოლის ხშირი ცვლა და ახალ პირობებსა და თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია. სოციალური დამოკიდებულებების ცვლილება ბავშვისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს;
  • სასკოლო ცხოვრების დასაწყისში სკოლაში სწავლისთვის მზაობის არასათანადო დონე;
  • სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური ბაზის დეფიციტი;
  • ოჯახური პრობლემები;
  • აღზრდის მოუქნელი, დოგმატური სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს, უნარებსა და მიდრეკილებებს;
  • ბავშვის იძულებითი, ძალდატანებითი მონაწილეობა ისეთ საქმეებში, რომლებიც არ აინტერესებს;
  • ორიენტაცია ნიშანზე და არა შემეცნების პროცესზე;
  • ოჯახისადა სკოლის მიერ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინაღმდეგობრივი ხასიათი და შეუთავსებლობა;
  • წინააღმდეგობა მშობლების პრეტენზიების მაღალ დონესა და ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს შორის;
  • პატივისცემის, ყურადღების, აღიარებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა;
  • მუდმივი ცვლილებები გარე სამყაროში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა;
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი, მოთხოვნებისა და შეფასებების არათანამიმდევრულობა;
  • დიდი მოცულობის დავალებები და ბავშვის შიში, რომ თავს ვერ გაართმევს მათ;
  • დროის მცირე მონაკვეთში განმეორებადი შეფასებით-საგამოცდო სიტუაციები. 

ევროპული სკოლის IV-IX კლასებში ბავშვთა ემოციური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევაში 216-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კვლევა ტარდებოდა ფილიპსის სასკოლო შფოთიანობის კითხვარით, რომელიც სტანდარტიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდიკას წარმოადგენს და საშუალებას იძლევა, შევაფასოთ სასკოლო შფოთიანობის არა მხოლოდ დონე, არამედ სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული შფოთვის განცდების თავისებურებანი, გამოვყოთ ფაქტორები, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ბავშვში ემოციური არამდგრადობის აღმოცენებაში.

სასკოლო შფოთიანობის ძირითადი ფაქტორების შინაარსობრივი დახასიათება: 

  1. ზოგადი შფოთიანობა სკოლაში – ბავშვის ზოგადი ემოციური მდგომარეობა, დაკავშირებული სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართულობის სხვადასხვა ფორმასთან;
  2. სოციალური სტრესის განცდა – ბავშვის ემოციური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ვითარდება მისი სოციალური კონტაქტები (პირველ რიგში, თანატოლებთან);
  3. წარმატების მოთხოვნილების ფრუსტრაცია – არახელსაყრელი ფსიქიკური ფონი, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბავშვს, დაიკმაყოფილოს წარმატების მოთხოვნილება მაღალი შედეგების მიღწევით და ა.შ.
  4. თვითგამოხატვის შიში – უარყოფითი ემოციური განცდები ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭიროა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა;
  5. ცოდნის შემოწმების შიში – ნეგატიური დამოკიდებულება და შიშის განცდა სიტუაციებში, სადაც მოწმდება ბავშვის ცოდნა, მიღწევები, შესაძლებლობები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საჯაროდ ხდება);
  6. შიში, რომ ვერ გაამართლებს გარშემო მყოფთა მოლოდინს, ორიენტაცია სხვათა შეხედულებებსა და აზრებზე საკუთარი შედეგების, ქცევებისა და აზრების შეფასების დროს, შფოთვა იმ შეფასებების გამო, რომელსაც სხვებისგან იღებს, რადგანაც მუდმივად უარყოფითი შეფასების მოლოდინშია;
  7. დაბალი ფიზიოლოგიური მდგრადობა სტრესის მიმართ – ფსიქოფიზიოლოგიური ორგანიზაციის თავისებურება, რომელიც ხელს უშლის ბავშვს, შეეგუოს სტრესოგენული ხასიათის სიტუაციებს და ზრდის არაადეკვატური, დესტრუქციული რეაგირების ალბათობას შფოთვის შემცველ გარემო ფაქტორებზე;
  8. მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – სკოლაში უფროსებთან ურთიერთობისას საერთო ნეგატიური ფონის არსებობა, რაც აქვეითებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას. 

კვლევის შედეგად მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდა როგორც ცალკეული მოსწავლეების შფოთიანობის დონე, ასევე კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფებში არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება სკოლის საერთო მაჩვენებელს, ის ქვემოთ დიაგრამის სახით არის წარმოდგენილი:

დიაგრამა

გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა

სულ 216 მოსწავლე (120 ბიჭი და 96 გოგო)


როგორც დიაგრამიდან ჩანს, რვა ფაქტორიდან არც ერთის მიხედვით არ აჭარბებს სასკოლო შფოთიანობის მაღალი და მომატებული დონე ნორმალურს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო შფოთიანობის მაღალი დონის მქონე თუნდაც ერთმა ბავშვმა შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს ფსიქოლოგიური კლიმატი კლასში და სასწავლო-საგაკვეთილო პროცესს სერიოზული პრობლემებიც კი შეუქმნას, აუცილებლად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებზე, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ცალკეულ მოსწავლეებში შფოთიანობის დონის მომატებაში. როგორც გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ჩვენს მოსწავლეებში შფოთიანობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დომინანტურია: მეოთხე (ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში), მეხუთე (თვითგამოხატვის შიში) და მერვე (მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები) ფაქტორი (იხ. დიაგრამა).

ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში – ის მოსწავლეებს, რომელთა შფოთიანობასაც აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს (მომატებული დონე – 26%-თან, მაღალი დონე – 11%-თან), მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები მათ ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რის შედეგადაც შესაძლოა უარყოფითად შეაფასონ ისინი. ნეგატიური შეფასებები კი, თავის მხრივ, ძალიან მტკივნეულია მოზარდებისთვის და საფრთხეს უქმნის მათ მდგომარეობას თანატოლთა შორის, მათ თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ამ მოსწავლეებს იმდენად აკლიათ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნისა და ძალების რწმენა, რომ მხოლოდ მოლოდინიც კი ცოდნის შეფასებისა მათში მღელვარებას და შფოთვას იწვევს. მასწავლებელთან ურთიერთობა ასეთი ბავშვებისათვის მხოლოდ ნეგატიური ემოციებით არის დატვირთული.

თვითგამოხატვის შიში – კვლევის შედეგებში ეს ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი (მომატებული დონე აღირიცხა გამოკითხული მოსწავლეების 26%-თან, მაღალი დონე – 10%-თან). ის ბავშვები, რომელთათვისაც შფოთიანობის მიზეზი თვითგამოხატვის შიშია, უარყოფით ემოციებს განიცდიან ისეთ სიტუაციებში, სადაც თავი სხვებს უნდა წარუდგინონ. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ისინი საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ საკუთარ თავს, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად ეგოცენტრულები არიან და თავი “სამყაროს ცენტრად” მიაჩნიათ. თვითაღქმის ეს წინააღმდეგობრიობა საშუალებას არ აძლევს მათ, ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი თავი და სათანადოდ წარდგნენ გარშემო მყოფთა წინაშე. მეორე მხრივ, ამ ასაკში ბავშვი ხშირად განიცდის ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც არ ესმის და რცხვენია, ამიტომ უჩნდება მისწრაფება, ჩაიკეტოს, დაუმალოს თავისი შინაგანი სამყარო გარშემო მყოფებს.

მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 4%-თან სასკოლო შფოთიანობის დონეს მაღლა სწევს მასწავლებლებთან ურთიერთობა – მათ მიერ ბავშვის ცოდნის შემოწმება, კომენტარები და ქულებით გამოხატული შეფასებები. როგორც დიაგრამიდან ჩანს, მომატებული დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36% – სწორედ აღნიშნულ ფაქტორთან ფიქსირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა და მისი შეფასებების მოსმენა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ ურთიერთობაში არსებული პრობლემები საკმაოდ მაღლა სწევს სასკოლო შფოთიანობის დონეს. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 60%-ს მასწავლებლებთან ურთიერთობაში არავითარი განსაკუთრებული პრობლემა და შიში არ აქვს, მათთვის ეს ურთიერთობა საკმაოდ იოლად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ საკორექციო პროგრამა ცალკეულ ბავშვებთან შფოთიანობის დონის შესამცირებლად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ საკორექციო მუშაობას თან უნდა ახლდეს სერიოზული ცვლილებები ბავშვის პედაგოგებთან, მშობლებსა და თანატოლებთან ურთიერთობაში. ამ მიზნით მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება პედაგოგებისა და მშობლების მიერ საგრძნობლად შეამცირებს შფოთიანობის დონეს ცალკეულ ბავშვებში. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების გამოყენება მუშაობის პროცესში პროფილაქტიკის კუთხითაც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის შესამცირებლად 

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ის უნდა გრძნობდეს, რომ მას იღებენ და აფასებენ იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქცევა და როგორ სწავლობს. ბავშვის უპირობო მიღება შფოთიანობის შემცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
  • შევუქმნათ ბავშვს სათანადო პირობები და დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში, გავუჩინოთ წარმატებულობის განცდა.
  • მოვერიდოთ ბავშვის სასწავლო შედეგების შედარებას წარმატებულ თანაკლასელთა მიღწევებთან. თითოეული მოსწავლის სასწავლო შედეგები უნდა შევადაროთ მხოლოდ მის ადრინდელ შედეგებს და შევაქოთ იმის გამო, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად შეასრულა სამუშაო.
  • ნამუშევრების შეფასების დროს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგად არის გაკეთებული, მერე კი გამოვთქვათ კონკრეტული მითითებები იმის თაობაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ მოსწავლეების ძლიერ მხარეებს.
  • ნუ დავუშვებთ, რომ ბავშვი საკუთარ წარუმატებლობაში ჩაიკეტოს. მას აუცილებლად სჭირდება ისეთი არასასწავლო საქმიანობა, რომელშიც თვითდამკვიდრებას შეძლებს, ეს კი მოგვიანებით მის სასკოლო საქმიანობაზეც პოვებს ასახვას. რაც უფრო მეტად არის მიჯაჭვული ბავშვი სკოლას, მით უფრო მეტად უჭირს სასკოლო წარმატებების მიღწევა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენთვის მისი მიღწევები და წარმატებები საკმაოდ მაღალი ღირებულების მატარებელია.
  • ბავშვს, რომელიც გამუდმებით განიცდის მარცხს, უბრალოდ ხშირი შექება და ნაკლები საყვედური კი არ სჭირდება, არამედ შექება სწორედ მაშინ, როცა რაღაცას გააკეთებს (და არა მაშინ, როცა პასიურად ზის და ხელს არავის უშლის).
  • ხანდახან უმჯობესია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ბავშვს დავალებები სრულყოფილად არ აქვს შესრულებული, თუ ვიცით, რომ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთესად შესრულება არ შეეძლო.
  • მოვერიდოთ მოსწავლის მუშაობის ტემპის, პიროვნული თვისებების, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის თავისებურებების, მოქმედების ტემპის შეფასებას.
  • ვერიდოთ შფოთიანი ბავშვების გამოკითხვას გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს.
  • არა უფრო მეტი, არამედ უფრო ეფექტიანად. დამატებითი დავალებების რაოდენობა ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუკი არ დავუკვირდებით, რა უჭირს თითოეულ ბავშვს და არ მივცემთ მას ისეთ დავალებებს, რომლებიც ეფექტიანად დაეხმარება მას ამ სირთულეთა დაძლევაში.
  • ნუ დავაჩქარებთ ასეთ ბავშვებს დავალების შესრულების დროს. დაჩქარების გარეშე შესრულებული დავალება, განურჩევლად იმისა, გამოუვა თუ არა, მას შფოთიანობისთვის თავის გართმევაში დაეხმარება.
  • მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები შფოთიან ბავშვებთან ურთიერთობისას, ვინაიდან ბავშვის შფოთიანობა ბევრად არის დამოკიდებული გარშემო მყოფი ადამიანების შფოთიანობის დონეზე.
  • დავეხმაროთ შფოთიან ბავშვს, გადალახოს დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. ამ კუთხით კარგ სამსახურს გაგვიწევს გულწრფელი შექება. ამასთან, ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის შეაქეს. სურვილის შემთხვევაში შექების მიზეზი ყველაზე სუსტ მოსწავლესთანაც კი შეიძლება მოიძებნოს.
  • დავეხმაროთ ბავშვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჯგუფში.
  • განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ სკოლაში ახალგადმოსულ ბავშვებს, რათა უცხოდ არ იგრძნონ თავი და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამ კუთხით კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დასაწყისშივე ამ ბავშვების თანატოლებისთვის წარდგენის რაიმე განსაკუთრებულ ფორმას გამოვიყენებთ.
  • სასურველია შევამციროთ ნიშნის (და არა ცოდნის) ღირებულება ბავშვის თვალში.
  • მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ბავშვის თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმატება. 

P. S. სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი ფსიქოლოგიური პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან ფსიქიკურ და პიროვნულ გავითარებას. პიროვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანუ სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. თუ ადამიანი დისკომფორტს განიცდის, პირველ რიგში, ფრუსტრაცია ემუქრება ემოციურ სფეროს, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება შფოთიანობა როგორც საპასუხო რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე.

სკოლა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. მრავალი მისი ძირითადი თვისება და პიროვნული მახასიათებელი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება ისინი, ბევრად არის დამოკიდებული მთელი მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომ პიროვნების ფორმირება სკოლისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს და სასწავლო პროცესიც ისე დაიგეგმოს, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში სერიოზულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ამისთვის გასაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთობებს. როგორც ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის სწავლა პირველადი არ არის და ვერც იქნება; მოზარდებისთვის პირველადი ურთიერთობებია. გასულ წლებში ევროპულ სკოლაში სასკოლო მოტივაციის კვლევამ გვიჩვენა, რომ სასწავლო მოტივებს შორის დომინანტურია აღიარების, პატივისცემის, ყურადღების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლაზე იფიქროს და კარგადაც ისწავლოს, უპირველეს ყოვლისა, ეს მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამჯერად ჩატარებული კვლევის მიხედვითაც სასკოლო შფოთიანობის ყველაზე მაღალი დონე ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. ამდენად, აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასწავლო მოტივაციასაც გააძლიერებს და სწავლების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს.

როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის

0

რა არის პრეზენტაცია?

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენაუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის – მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის – წინაშე.

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას

პრეზენტაციის დაგეგმვა

სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

აუდიტორია

მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია?

თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს.

პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი.

პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.

პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი

პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი.

შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:

  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.

პრეზენტაციის ხანგრძლივობა

რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს.

სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.

+ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.

მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება

დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს.

დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება.

უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს.

შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო

კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება.

პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული:

1. შესავალი

  • მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
  • საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;
  • საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.

2. ძირითადი ნაწილი

  • ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება.

3. დასკვნა.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;
  • პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა;
  • აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;

მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა.

აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული.

მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.

მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში.

მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.

შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი.

პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა

პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს.

გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი.

მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ.

რესურსებისგონივრული გამოყენება

რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.

ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც – არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს.

მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის.

ისევე, როგორც სახლისთვის – სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა.

ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება

წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება – გამართული და მშვიდი, წინადადებები – მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას – ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს.

როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?

პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება.

გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას:

პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი

კრიტერიუმები შეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას,ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.) ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს არადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტივერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს. სრულიად არადამაკმაყოფილებელი

მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?

  • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა – რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
  • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა – როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?
  • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება – როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა?
  • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება – როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...