ექსპერიმენტი როგორც მედიატორი
მე ვასწავლი და ვსწავლობ
მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს – საკუთარი მოსწავლეებისგანაც.
,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, – მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების გამო არ მომეძებნა ახალი ინფორმაციები და ლიტერატურა, არ გამეხსენებინა ძველი, წლების წინ ნასწავლი და დავიწყებული, არ გადამეშალა ისტორიისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები და ა.შ.; ბოლოს და ბოლოს, არ დამეწერა სასკოლო სახელმძღვანელო.
ბევრ რამეს უშუალოდ მათგანაც ვსწავლობ: გაკვეთილი ხომ შემოქმედებითი პროცესია, როცა მასწავლებლის თავში ყველაზე საინტერესო აზრები იბადება. ამ აზრების თანაშემოქმედნი მოსწავლეები არიან. ისინი გვაიძულებენ, ნაცნობ, გათავისებულ, ზოგჯერ აქსიომად ქცეულ მოსაზრებას ახალი თვალით შევხედოთ, სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ, მათთან ერთად ახლებური დასკვნები გავაკეთოთ.
რამდენიმე დღის წინ გურამიშვილს ვკითხულობდით:
,,მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.”
მე სიტყვა ,,მწიდნავის” მნიშვნელობას ვუხსნი, მათ ის უფრო აინტერესებთ, კონკრეტულად როდის სრულყოფს მოსწავლე სწავლას და როდის მოისვენებს. მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ვიცი, ეს არ იქნება არც სკოლის დასრულების შემდეგ, არც – უმაღლესი სასწავლებლის, არც – დოქტორანტურის. იქნებ უმჯობესია, ვუთხრა ძველი და მართალი აზრი, რომ სწავლა სიბერემდეა.
ერთადერთი, რითიც შემიძლია ვანუგეშო, ისაა, რომ სწავლის პროცესი დასაწყისშია მწარე და შემდეგ ნელ-ნელა – მათთვის, ვინც გემოს გაუგებს – ,,გატკბილდების” (ოღონდ ვაზუსტებ, რომ ,,გატკბილებაც” სწავლის პროცესს უკავშირდება და არა – შედეგს).
ვერ ვიტყვი, რომ ამ ახსნა-განმარტებით დიდად არიან აღფრთოვანებულები (ზოგი პროტესტსაც კი გამოთქვამს); არადა, რა მშვენივრად გაიგეს ოთხი სტროფის წინ წაკითხული ტაეპი: ,,ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. . .” არც კითხვა დაუსვამს ვინმეს, არც უკმაყოფილება გამოუხატავს.
სასკოლო ცხოვრება თავისი გზით მიდის – თავისი წარმატებებითა და დაბრკოლებებით. ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო მიღწევა, რომელიც თანამედროვე სკოლაშია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით, ისაა, რომ მოსწავლე დადგა ლიტერატურული ტექსტის შესწავლის აუცილებლობის წინაშე და მას აღარ უწევს ტექსტის შესახებ საყოველთაოდ დაკანონებული მოსაზრებების დაზეპირება. მოსწავლე იძულებული გახდა, მიეჩვიოს თხზულების დაწერას, რადგან აღარაფერში გამოადგება ის თემების რვეული, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მშობლებიდან შვილებს, შვილებიდან – შვილიშვილებს. სკოლებში ნელ-ნელა ქრება ,,შპარგალკის” ცნება. მოსწავლემ გაიგო, რომ ქართული ენა მხოლოდ გრამატიკა არაა და რომ არსებობს ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხები. მოსწავლე მიხვდა, რომ ცოდნის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეუძლებელია. . .
მასწავლებელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ახალი მოთხოვნებია. მასაც ბევრი რამის შესწავლა სჭირდება, რათა მუდმივად ,,ფორმაში იყოს”.
პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის გაცნობა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი, ამოცანები, მიმართულებები, იმისათვის, რომ ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარიმართოს სწავლების პროცესი. მას ზუსტი ორიენტირები უნდა ჰქონდეს და საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.
არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მასწავლებელი უგულებელყოფს ენის სწავლებას, ზოგიერთი საერთოდ არ აწერინებს მოსწავლეებს თხზულებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ თავისი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ასწავლის. ამ ტიპის სწავლება მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს თანაბრად ვერ ავითარებს. მოსწავლეთა თხზულებების გასწორებისას ეროვნულ გამოცდებზე მკაფიოდ იკვეთება სწავლების პროცესის ნაკლოვანი მხარეები. ზოგჯერ გვხვდება საკმაოდ საინტერესო, ორიგინალურად დაწერილი თხზულება, რომელიც ენობრივად იმდენად ,,ხორკლიანია”, რომ ხვდები, ამ თვითნაბად აზრებს არასოდეს მიჰკარებია ენობრივი შალაშინი და მისი ავტორი არც საინტერესო მოსაზრებების არგუმენტირების უნარ-ჩვევას ფლობს. ეს უკვე სწავლების ნაკლია, რომელიც მეტწილად პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემას უკავშირდება.
მეორე, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ხვეწდეს, საგნის ცოდნაა. დამეთანხმებიან ყველაზე გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც არაერთხელ წაუკითხავთ კლასიკური ტექსტები, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას ახალი ნიუანსები, ახალი ქვეტექსტები, კონკრეტული დროისა და ეპოქის შესატყვისი ახალი ქვედინებები დაუნახავთ მათში. კლასიკური ტექსტების თანამედროვე წახნაგებით წარმოჩენა არის ის უმთავრესი გზა, რომლითაც ისინი გაკვეთილზე შეაქვს პედაგოგს, რათა მოსწავლეს მისთვის საინტერესო და ახლობელი პრობლემებიდან სხვა, ზოგჯერ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფასეულობები დაანახოს, აგრძნობინოს, რომ ეს ,,ძველი” ტექსტები მარადიულად ,,ახალია”. ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში. როგორც გურამიშვილი ამბობს:
,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო. . .”
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ლინგვისტური ცოდნის სრულყოფის საკითხი. იმედია, ამ ნაწერების ანალიზი კეთდება და გამოჩნდება ის რეალობა, რომელიც დღეს სკოლებშია და პედაგოგთა კვალიფიკაციის სტრატეგიაც შესაბამისად განისაზღვრება.
პედაგოგთა ერთ ნაწილს აღიზიანებს ახალი ავტორებისა და ახალი ნაწარმოებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რადგან მათი შესწავლა, გააზრება, პრობლემათა წარმოჩენა და მოსწავლეებამდე მიტანა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ძველი, შეჩვეული სახელმძღვანელოების ნოსტალგია ამითაც არის განპირობებული. სასურველია, პედაგოგებს დავეხმაროთ სიახლეთა დაუფლებაში. სახელმძღვანელოთა ავტორები მათ, ძირითადად, მხოლოდ ახალი წიგნების პრეზენტაციისას ხვდებიან. უნდა გავმართოთ მასწავლებელთა კონფერენციები, სადაც კოლეგებს ერთმანეთის მოსმენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ახალი ტექსტების სწავლების გამოცდილების გაცნობის საშუალება ექნებათ. პედაგოგები უნდა ხვდებოდნენ ლიტერატურათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს, უნდა ეცნობოდნენ უახლეს კრიტიკულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერულ გამოკვლევებს, სპეციალისტებისაგან რჩევა-დარიგებებს უნდა იღებდნენ.
ახალი მეცნიერული გამოკვლევების გაცნობა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატების აუცილებელი პირობაა. ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ლიტერატურათმცოდნეთა ნაშრომებიც კი (რომლებიც, გარკვეულწილად, საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიითაა დაღდასმული) სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. სიახლეებს ჩამორჩენილი პედაგოგი კი ვეღარ ახერხებს, გააცნობიერებინოს მოზარდს ეროვნული კულტურის ღირებულება, აჩვენოს მისი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან, ჩამოუყალიბოს ტექსტის შემოქმედებითად აღქმის უნარი.
რა თქმა უნდა, ყურსაც და გულსაც ცუდად ხვდება ტერმინი ,,ჩამორჩენილი პედაგოგი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს კვლევა და შეფასება სჭირდება.
თუ პედაგოგი კარგად არ ფლობს იმ მასალას, რომელიც უნდა ასწავლოს, ამაოა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოს. როგორ ასწავლო – ეს არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაუფლებოდნენ. იმედია, შედეგები არის და ამ ტრენინგებმა მაინც შეძლო იმ ხარვეზების ამოვსება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებშია მომავალი პედაგოგების სწავლების თვალსაზრისით.
ყოველთვის, როცა ახალბედა პედაგოგებთან მიწევს ურთიერთობა, ვხედავ, რომ ყველაზე მეტად მათ აშინებთ ის, შეძლებენ თუ არა გაკვეთილის ჩატარებას – მის დაგეგმვასა და წარმართვას.
მე დავესწარი რამდენიმე საჩვენებელ გაკვეთილს, რომელიც უახლესი მეთოდებით ჩაატარეს პედაგოგებმა და დავინახე ერთი საშიშროება, რომელიც ამ პროცესს ახლავს. მეთოდი არ შეიძლება იქცეს მიზნად, ის მხოლოდ საშუალებაა და ხელს უწყობს პედაგოგს, უფრო გასაგებად და სიღრმისეულად გააცნოს საკითხი მოსწავლეებს. თუ პედაგოგი მეთოდთა ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს სწავლების პროცესს დააზარალებს.
ერთსა და იმავე მასალასაც კი გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით არ გადასცემს მოსწავლეებს, რადგან მეთოდის შერჩევა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული – კლასში მოსწავლეების მომზადების დონესთან, მათ რაოდენობასთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და ა.შ. პედაგოგს მეთოდთა მრავალფეროვანი არსენალიდან ზუსტად იმის გამოყენება უნდა შეეძლოს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილზე, კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ადეკვატური გამოყენება ის უმთავრესი პირობაა, რომელიც გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად აქცევს და არა დაშტამპულ, კალკირებულ ასლად. პროფესიონალი პედაგოგი ორ, ზუსტად ერთნაირ გაკვეთილს ვერასოდეს ჩაატარებს ისევე, როგორც ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს (თუ აკვირდებოდეს), მოსწავლეებთან ურთიერთობაა. სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს.
სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება – ეს იყო გრძელი სიის სათავეში დაწერილი სურვილები (თუ მოთხოვნები), რომლებიც 3 წლის წინ ჩამოგვიწერეს დაფაზე დღევანდელმა მეთერთმეტეკლასელებმა, როცა ერთ-ერთ პედაგოგთან დაპირისპირება მოუხდათ. ცოდნა და ინტელექტი სიის ბოლოში იყო. ისინი ასე ალაგებდნენ პრიორიტეტებს სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მათ, რათა თანამშრომლობის შედეგი ეფექტური იყოს.
გონივრული დათმობა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება მათ იმის სურვილს უჩენს, რომ თავისუფლად იაზროვნონ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ისწავლონ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. ამ ურთიერთობის დირიჟორი მასწავლებელია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყოველწლიურად ,,სწავლობს” პედაგოგი, ახალი სახელმძღვანელოებია. მათი გაცნობისა და შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია. ბაზარზე არსებული უამრავი სახელმძღვანელოს შესწავლა თითქმის შეუძლებელია, მასწავლებელს კი ხელი არ მიუწვდება ყველა სახელმძღვანელოზე, რომ მათი შედარება-შეპირისპირება ან სტანდარტებსა და პროგრამებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გაანალიზება შესძლოს. მოსწავლეები ერთი და იმავე კლასის ალტერნატიული სახელმძღვანელოებით განსხვავებულ ცოდნას იღებენ.
სახელმძღვანელოთა ნაწილი, ,,სტანდარტთან შესაბამისობის” თვალსაზრისით, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგჯერ ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას; ზოგჯერ სავარჯიშოები და კითხვები მეთოდიკური თვალსაზრისით გაუმართავია; ზოგ შემთხვევაში კი არ არის გათვალისწინებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: მოსწავლეთა ინიციატივა, ახალი მასალის ახსნის პროცესში მისი ჩართვა, შეფასებისა და თვითშეფასების კომპონენტები.
დრომ ბევრი სტერეოტიპი შეცვალა, თუნდაც – მასწავლებლისა. ჩემს ცნობიერებაში იგი ქალბატონ ჟენია გელოვანთანაა დაკავშირებული – მაღალი, ელეგანტური, ჭაღარა, მუდამ თეთრი მაქმანის საყელოთი. ჩემი მეგობრის შვილიშვილი, ბექა მეორე კლასშია. რამდენიმე დღის წინ ნახატი მაჩვენა. თავისი მასწავლებელი დაუხატავს – ისიც მაღალი იყო, ვიწრო შარვლითა და გაშლილი თმებით; ხელში, რატომღაც, დიდი თეთრი ბუშტი ეჭირა.
დარწმუნებული ვარ, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ჩემი და ბექას მასწავლებლები მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს უყვარს თავისი საგანი, თავისი მოსწავლეები, თავისი პროფესია. ისინი ყოველდღე სწავლობენ, რათა ასწავლონ, რადგან იციან, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
ჩარლი ჩაპლინი – რაც საკუთარი თავი შევიყვარე
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე” ჰქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას” ვარქმევ ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა” დავარქვი ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას” ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას” ვეძახი.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული” ვუწოდე ამ ყოველივეს.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება” ჰქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას” ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს” ვუწოდებ.
არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემის შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ “ეს – ცხოვრებაა”.
”საკუთარი თავის უნდა გწამდეს–ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.”
ჩარლი ჩაპლინი – წერილი ჯერალდინას
ჩემო გოგონა
«ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე…მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი.»
სტივ ჯობსი – დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია.
დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია.
– ჩვენდა მოულოდნელად ბიჭი გაჩნდა. კვლავ გსურთ, რომ იშვილოთ? და მათ უპასუხეს:
მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი კომპანია NeXT –ში და ასევე კომპანია Pixar–ში და ამ პერიოდში გავიცანი ქალი, რომელიც შემიყვარდა და ჩემი მეუღლე გახდა. სტუდია Pixar–ში, შევქმენით პირველი კომპიუტერულად ანიმირებული მულტფილმი “სათამაშოების ისტორია” და ახლა Pixar– ი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა…
იმის გახსენება, რომ მალე გარდავიცვლები ძალიან მეხმარება, რომ მივიღო დიდი გადაწყვეტილებები. იმიტომ, რომ ყველაფერი: ყველა მოლოდინი, ყველა სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება – ეს ყველაფერი უკან იხევს სიკვდილის წინაშე და რჩება მხოლოდ ის რაც ნამდვილად ღირებულია. და შენ უკვე თავისუფალი ხარ და აღარ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ არ მისდიო შენი გულს , შენს ინტუიციას…
უმბერტო ეკო – როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი
I. რატომ წერენ სადიპლომო შრომას და რას წარმოადგენს იგი
სადიპლომო შრომა წარმოადგენს ასიდან ოთხას გვერდამდე დაწერილ ტექსტს, რომელშიც სტუდენტი იკვლევს თავისი სპეციალობიდან შერჩეულ რომელიმე პრობლემას. კანონით სადიპლომო შრომა აუცილებელია უმაღლესი განათლების მოწმობის მისაღებად. სავალდებულო გამოცდების ჩაბარების შემდეგ სტუდენტი წერს სადიპლომო შრომას და წარადგენს მას სადიპლომო კომისიის წინაშე. კომისია ისმენს დიპლომანტის ხელმძღვანელის აზრსა და ოპონენტების გამოხმაურებებს. ოპონენტები შეკითხვებს უსვამენ დიპლომანტს. განხილვის დაცვის დროს თავიანთ აზრს გამოთქვამენ კომისიის წევრებიც, ხელმძღვანელი და ოპონენტები აფიქსირებენ წარმოდგენილი შრომის დადებით (და უარყოფით) მხარეებს. კომისიას კი შეფასება იმისდა მიხედვით გამოაქვს თუ რამდენად წარმატებით შეძლებს დიპლომანტი თავისი ტექსტის დაცვას. კომისია ითვალისწინებს აგრეთვე დიპლომანტის მიერ მანამდე ჩაბარებული გამოცდების შედეგებს და წყვეტს საკითხს შეაფასოს თუ არა დიპლომი ,,წარჩინებით” და მისცეს თუ არა რეკომენდაცია ,,დასაბეჭდად” ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჰუმანიტარულ უმაღლეს სასწავლებელში.ჩვეულებრივ სადიპლომო ნაშრომს წერენ ოცდაოთხი წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტების სტუდენტებს გამოსაშვები გამოცდების პერიოდი უდგათ. ნაშრომი არ წარმოადგენს ხანგრძლივი გონებრივი შრომის ნაყოფს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საუკეთესო სტუდენტის ნაშრომი დისერტაციას არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ როგორც წესი, სადიპლომო ნამუშევარს დიდ მოთხოვნებს არ უყენებენ. უნივერსიტეტი არ ითხოვს რაღაც განსაკუთრებულ ნოვატორობას, მას დიპლომი – კომპილაციაც სავსებით აკმაყოფილებს. კომპილაციური სადიპლოო შრომით სტუდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია არჩეულ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის, სტატიებისა და წიგნების კრიტიკული დამუშავება, წაკითხულის გადმოცემა, სხვადასხვა თვალსაზრისის შეჯერება და მიმოხილვა იმ დონეზე, რომ გარკვეულ წილად დააინტერესოს სერიოზული სპეციალისტები, რომლებსაც ეს საკითხი საგანგებოდ არ უკვლევიათ.
აქედან გამომდინარეობს პირველი რჩევა: წინასწარ განსაზღვრეთ, რა ტიპის შრომის დაწერას აპირებთ – კომპილაციურის თუ კვლევითის. კვლევითი შრომა საკმაოდ ხანგრლივი და შრომატევადია, ნაკლებ ოფლისღვრას არც კომპილაციური შრომა მოითხოვს (არსებობს კომპილაციები, წლების განმავლობაში რომ იწერებოდა)მაგრამ, ჩვეულებრივ, ამ ტიპის ნაშრომი დიდი ჭაპანწევისა და რისკის გარეშე იწერება.
თუ სტუდენტი დიპლომ – კომპილაციას ირჩევს ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი მეცნიერებისკენ მიმავალ ყველა გზას იჭრის, შეიძლება კომპილაცია ახალგაზრდა მეცნიერ – მუშაკის განსაკუთრებული სერიოზულობის გამოვლინებადაც კი იქცეს, თუკი ის მასალას დოკუმენტებზე დაყრდნობით, ბეჯითად და გამოწვილვით შეისწავლის.
საპირისპიო ტიპს წარმოადგენს გამოკვლევის პრეტენზიით დაწერილი ნაშრომი, რომლის ნაჩქარევი დასკვნები არც ავტორს მატებს რაიმეს და მკითხველსაც გვარიანად აღიზიანებს.
როგორ შევარჩიოთ თემა?
ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ოთხი უმარტივესი პირობის დაცვა:
1) თემა უნდა უპასუხებდეს კონკრეტული სტუდენტის მისწრაფებებს (ან უნდა უახლოვდებოდეს მის მიერ ჩაბარებული გამოცდებისა და წაკითხული წიგნების თემატიკას, მის პოლიტიკურ, იდეურ, სულიერ კულტურას)
2) ძირითადი ტექსტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს (ანუ კონკრეტულ სტუდენტს არ უნდა გაუჭირდეს მათი მოძიება)
3) ძირითადი ტექსტები გასაგები უნდა იყოს (ანუ უნდა შესაბამებოდესკონკრეტული სტუდენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს)
4) არჩეული მეთოდოლოგია, რეალურად უნდა შეესატყვისებოდესკონკრეტული სტუდენტის შესაძლბელობებს.
II.სადიპლომო თემა
მონოგრაფიული თუ მიმოხილვითი?
ნებიისმიერი სტუდენტის სურვილია დაწეროს ისეთი სადიპლომო ნაშრომი, რომელშიც ერთბაშად მრავალ საკითხზე იქნება მსჯელობა.
ასეთი მიდგომა დამღუპველია. ფართო მასშტაბები გამოცდილ მეცნიერებსაც კი აშინებს. ოცი წლის ახალგაზრდა კაცი ამ საჯილდაო ქვას ვერ მოერევა, ამაოდ დაშვრება: შეადგენს სახელთა ბანალურ სიას და დაურთავს საყველპურო ციტატების გროვას ან წამოისვრის რამე ნოვატორულს და პასუხად მოიმკის კომისიის წევრთა საყვედურებს მიუტევებელი ხარვეზების გამო.
გლობალური გაქანების დიპლომისტები ყოველთვის ემდურიან კომისიას, რომელსაც თურმე არაფერი ესმის მაგრამ მთელი უბედურებაც ისარის, რომ კომისია მართლაც ვერაფერს გაუგებდა მათ ამბიციურ მიმოხილვებს. რა უნდა იყოს მიმოხილვითი დიპლომი თუ არა ამპარტავნობის დემონსტრაცია? თუმცა რას ვერჩით, ინტელექტუალური ამპარტავნობა, დიპლომთან მიმართებით არავის აუკრძალავს. დაამტკიცეთ რომ დანტე ცუდი პოეტია. მაგრამ ინებეთ და გააკეთეთ ეს დანტეს ტექსტის სამასგვერდიანი განხილვის საშალებით. სამწუხაროდ ასეთი განხილვები მიმოხილვითი ნაშრომის ჩარჩოებში ვერ ეტევა, აი რატომ არის სასურველი, რომ სტუდენტმა ,,ომისშემდგომი პერიოდის იტალიური ლიტერატურის ნაცვლად” გაცილებით ვიწრო თემას მოკიდოს ხელი.
შემიძლია პირდაპირ გითხრათ თუ რა მიმაჩნია იდეალურ ვარიანტად. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის ,,მორავიას მოთხრობებიც” კი მიუღებელია ვამჯობინებ ასეთ რამეს: ,,რომაული მოთხრობების” რამდენიმე რედაქციის შედარებითი ანალიზი. მოსაწყენია? მოიწყინეთ, მე კი ამ თემაში საკმაო აზარტს ვხედავ.
აბა მითხარით ვინ დაუშლის ოპონენტებს ან საბჭოს რიგით წევრებს იმის დემონსტრირებას, რომ მათ იციან ბევრი ის სახელი, რომელიც სამწუხაროდ სტუდენტს გამორჩენია? გადაშლიან შრომას და ოთხიდან სამ შემთხვევაში გამოტოვებულ პერსონალიას დაგისახელებენ. ამის შემდეგ გამანადგურებელ კრიტიკას წინ რაღა დაუდგება, ყველაფერს შეცდომად ჩაგითვლიან, ყველაფერს გაგინიორწყლებენ.
პირიქით, თუ დიპლომანტი სერიოზულად დაამუშავებს ვიწრო თემას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თითქმის მთელი კომისია არაკომპეტენტურიაღმოჩნდება მოცემულ საკითხში. იაფასიანი ტრიუკი გგონიათ? დიახ, ეს ტრიუკია, ოღონდ არაიაფასიანი, ღირს თავის შეწუხება. წინდაწინვე მომგებიან პოზიციაში დგები, დარწმუნებული ხარ რომ დაცვაზე ეს საკითხი შენზე უკეთ არავის ეცოდინება. რა არის ამაში ცუდი, თუ საკუთარი ოფლის ფასად გაინაღდებ გამარჯვებას?
მას ასე, დავიმახსოვროთძირითადი წესი: რაც უფრო კონკრეტულია თემა, მით უფრო ადვილია მუშაობა და წარმატების მიღწევაც. მონოგრაფიული თემა გერჩივნოთ მიმოხილვითს. უმჯობესია სადიპლომო სტატიას ჰგავდეს და არა სახელმძღვანელოსან ლექსიკონს.
ისტორიული თუ თეორიული? ეს დილემა ყველა დისციპლინისთვის არ არის აქტუალური. მაგალითად მათემატიკის, რომანული ენების ან გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან აღებული თემები მხოლოდ ისტორიული იქნება. ხოლო ისეთ სპეციალობებში როგორებიცაა არქიტექტურის კომპოზიცია, ბირთვული რეაქტორების ფიზიკა ან შედარებითი ანატომია, თეორიულ (ანუ ექსპერიმენტულ) შრომას ვერსად გაექცევი, მაგრამ არსებობს სპეციალობები – მაგალითად, თეორიული ფილოსოფია, სოციოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ესტეთიკა, სამართლის ფილოსოფია, პედაგოგიკა და საერთაშორისო სამართალი, – სადაც შეიძლება დაიწეროს, როგორც თეორიული ისე ისტორიული შინაარსის შრომები.
მასალა – თანამედროვე თუ კლასიკური? ეს შეკითხვა მახსენებს დრომოჭმულ კამათს ,,ძველებსა და ახლებზე”… ბევრი დისციპლინა თავისუფალია ამ დილემისაგან, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა, ვთქვათ, ლათინური ლიტერატურის ისტორიის სპეციალობაში იძლევიან თემებს, როგორც ჰორაციუსზე ისე ბოლო ოცწლეულის ევროპული და ამერიკული ჰორაციოლოგიის შესახებ. რა თქმა უნდა, ისიც სათქმელია რომ თანამედროვე მშობლიური სიტყვიერების დარგისთვის ,,კლასიკური ალტერნატივები არ არსებობს”.
საკმარისია პროფესორმა თემად დაასახელოს ,,მეთექვსმეტე საუკუნის პეტრარკისტები” ან ,,ლიტერატორი კლასიცისტი”, რომ სტუდენტმა მაშინვე მოითხოვოს გარსია მარკესი და გრემ გრინი. შეიძლება ამ არჩევანს გულწრფელი სიყვარული კარნახობდეს, სიყვარულს წინ რა დაუდგება, მაგრამ ხშირად თანამედროვეობისკენ სწრაფვას, საფუძვლად უდევს ილუზია, თითქოსდა თანამედროვე ავტორი უფრო ადვილი და საინტერესოა, ვიდრე კლასიკოსი.
დაიმახსოვრეთ, თანამედროვე საგნის შესწავლა უფრო ძნელია, ვიდრე კლასიკურის. მიმდინარე პროცესების შესახებ არსებული ლიტერატურის სია მოკლეა, სამაგიეროდ ტექსტების უმრავლესობა იოლი მოსაძებნია, შეგიძლიათ შესწავლის პირველი ეტაპი ბიბლიოთეკაში კი არა პლიაჟზე შეყვარებულთან ერთად გაატაროთ. მაგრამ სადიპლომოს რაც შეეხება… ან ყბედელოგიაში გადავარდებით და თუთიყუშივით გაიმეროებთ იმას რაც საგაზეთო კრიტიკოსებს უთქვამთ, და ამ შემთხვევაში ჩვენი საუბარი დასრულებულად ჩაითვლება (მხედველობაში იქონიეთ, რომ ყბედოლოგიაში შეიძლება პეტრარკისტებიდანაც გადავარდეთ) ან ახალი სიტყვის თქმა მოისურვეთ და დაინახავთ რომ ძველი ავტორები მყარ საინტერპრეტაციოსქემებში არიან მოქცეულნი, ახლებზე კი კრიტიკოსებს ჯერ ვერაფერი გაურკვევიათ, ყველაფერ ბუნდოვანი და ამორფულია, ვერც საკუთარ შესაძლებლობებსენდობი და იძულებული ხდები, აღიარო რომ დასკვნების გამოტანა ჯოჯოხეთური საქმეა.
რასაკვირველია, ძველი ავტორი მძიმედ იკითხებაა, მაგრამ ბიბლიოგრაფიასრაც შეეხება, შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ და ისარგებლოთ მზამზარეული ნუსხებით.
ამასთანვე თუ სადიპლომოს განვიხილავთ, როგორც სამეცნიერო შრომისთვის მოსამზადებელ ეტაპს, მაშინ ძველი მასალა საუკეთესო საწვრთნელ საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. დიპლომისტი თუ მომავალში თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკოსობას აპირებს, მაშინ შეიძლება სადიპლომო მისთვის იქცეს ძველ ლიტერატურასთან შეხების უკანასკნელ შესაძლებლობად, რაც საშუალებას მისცემდა გამოემუშავებინა გემოვნება და ანალიტიკური მიდგომის ჩვევები. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თანამედროვე ყველაზე ავანგარდული მწერლების უმრავლესობას სადიპლომოები დაცული აქვთ არა ჯოისის ანდა პაუნდის, არამედ დანტესა და შექსპირის შემოქმედებაზე. რამდენი ხანი სჭირდება სადიპლომოს დაწერას? პირდაპირ ვიტყვი: არაუმეტეს სამი წლისა – ვინაიდან, თუ ამ დროის განმავლობაში თემა ვერ დაძლიეთ და ვერ შეკრიბეთ მასალები ეს იმას ნიშნავს, რომ:
1) თემა თქვენს ძალებს აღემატება
ან
2) შეპყრობილი ხართ სრულყოფილებისიდეით, ცდილობთ ნაშრომში ყველაფერი ჩადოთ. თუ ასე განაგრძეთ, ოცი წელიწადიც არ გეყოფათ. მარჯვე მეცნიერს არ უნდა გაუჭირდეს თავისი თუნდაც მოკრძალებული შესაძლებლობების განსაზღვრა და ამ ფარგლებში რაღაც დასრულებული კონსტრუქციის აგება.
ან და:
3) სადიპლომო ნევროზი გჭირთ. წაიმუშავებთ, გაჩერდებით… წაიმუშავებთ, გაჩერდებით. დამარცხების გრძნობა მტანჯველია, დაფანტული ხართ. სადიპლომოს მეტი აღარაფერი გახსოვთ. ასე ვერასოდეს დაიცავთ.
დაგჭირდებათ არანაკლებ ექვსი თვისა, ვინაიდან იმისათვის, რათა დაახლოებით სამოც გვერდიანი საჟურნალო სტატია მაინც გამოგივიეთ, ექვსი თვე დაგჭირდებათ მასალის შეწავლის, ბიბლიოგრაფიის შედგენის, კონსპექტის დამუშავებისა დატექსტის დაწერისათვის. ცხადია, გამოცდილ მეცნიერს ანალოგიურ საქმეზე გაცილებით ნაკლები დრო დაეხარჯება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ,რომ მეცნიერს ათწლეულების გამოცდილება აქვს დაგროვებული, ამდენი უკითხავს, ამდენი უწერია, ამდენი კონსპექტი თუ ბარათი შეუდგენია, დიპლომანტი კი ნულიდან იწყებს.
როცა ლაპარაკია ,,სამ წელიწადზე” ან ,,ექვს თვეზე”, რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება წერის დრო. შეიძლება სადიპლომო ერთ თვეშიც დაიწეროს და ორ – სამ კვირაშიც, გააჩნია რა მეთოდით ვმუშაობთ. ვგულისხმობ მთლიან პერიოდს – ნაშრომის იდეის მონიშვნიდან აკინძული ტექსტის დეკანატში ჩაბარებამდე. შესაბამისად კურსადმთავრებულს შეუძლია ტექსტზე წელიწადის განმავლობაშიც იმუშვოს, ოღონდ უნდა გამოიყენოს ის ცოდნა და იდეები რაც წინა ორი გამოსვლისას დაუგროვებია. ჩემი აზრით იდეალური ვარიანტი იქნებოდა თუკი სტუდენტი თემის მოფიქრებას (და სამეცნიერო ხელმძღანელის მოძიებას მეორე კურსის დასრულებამდე მოახერხებდა). საჭიროა თუ არა უცხო ენების ცოდნა?
უნდა მოგახსენოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის იმ სტუდენტებზე, რომლებიც უცხო ენებსა და უცხოურ ლიტერატურაში სპეციალიზირდებიან, საუბარია იმათზე რომლებიც ფილოსოფიის, სოციოლოგიის, იურისპრუდენციის, პოლიტოლოგიის, ისტორიისა თუ საბუნებისმეტყველოსპეციალობებს ეუფლებიან. დღის წესრიგში ყოველთვის დგას უცხო ენაზე დაწერილი წიგნის გამოყენების აუცილებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამამულო მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემაზე მუშაობ: ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები გერმანელებშიც მოიძებნებიან და ინგლისელებშიც.
თუ ხელთ ჩაგივარდათ არჩეულ თემასთან დაკავშირებით ერთი გერმანული წიგნი და ეს ენა არ იცით, შეგიძლიათ ნაცნობს ათარგმნინოთ თით – ოროლა ფრაგმენტი. იმედია გეყოფათ სინდისი და არ მოყვებით ამ წიგნის დემონსტრაციულციტირებას, თუმცა სრული უფლება გაქვთ იგი ბიბლიოგრაფიაში შეიტანოთ.
მაგრამ ყველაფერი ეს წვრილმაანებია.მთავარი ის გახლავთ, რომ ხელი არ უნდა მოჰკიდოთ თემას, რომელიც თქვენთვის უცნობი ენის ცოდნას მოითხოვს. ხშირად სტუდენტები არ ითვალისწინებენ არჩეულ თემასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორებს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ ჩამოგითვალოთ ზოგიერთი სახელმძღვანელო კანონი.
1) არ აიღოთ თემა უცხოელი ავტორის შესახებ, თუ არ შეგიძლიათ მისი წაკითხვა დედანში.
2) ახლოს არ გაიკაროთ თემა, რომლის შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურა თქვენთვის უცნობ ენაზეა დაწერილი.
3) არცერთ ავტორსა და არცერთ თემაზე ნორმალური სადიპლომო შრომა არ გამოგივათ, თუ მარტო იმ წიგნებს გაითვალისწინებთ,რომლებიც შენთვის ხელმისაწვდომ ენებზეა დაწერილი.
და ბოლოს, რჩევა: სანამ თემას დასამტკიცებლადწარადგენდე, მანამ ყურადღებით გადახედე ბიბლიოგრაფიას, რათა თავიდან აიცილო გაუთვალიწინებელი ლინგვისტური ბარიერები. რა გმართებს იმისათვის, რომ სამეცნიერო ხელმძღვანელი კისერზე არ დავისვათ? მომავალი დიპლომანტი ან თვითონ არჩევს თემას, ან ამ საქმეს პროფესორს ანდობს. პროფესორი კი როცა სტუდენტს თემას სთავაზობს ორიდან ერთ კრიტერიუმს იყენებს. ან საკუთარი რეპერტუარიდან იღებს რაიმეს, რაც საშუალებას მისცემს დაუძაბველად გასწიოს კურატორობა, ან არჩევს ისეთ თემას, რომელსაც კარგად არ იცნობს და სტუდენტთან ერთად შეისწავლოს იგი.
პიდაპირ ვიტყვი, მიუხედავდ ყველაფრისა, მეორე ვარიანტი უფრო პატიოსან და კეთილშობილურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მასწავლებელს სურს, დიპლომზე მუშაობის პროცესში გაიფართოვოს ჰორიზონტი და სტუდენტს მისცეს პატიოსანი ჩევები – ერთდროულად კიდეც ეხმარება და სწავლობს კიდეც. ამ ვარიანტს ხელმძღვანელი მაშინ ირჩევს, როცა ბოლომდე დარწმუნებულიადიპლომანტის შესაძლებლობებში. არსებობს შემთხვევა, როცა ხელმძღვანელს ჩაფიქრებული აქვს რაღაც მასშტაბური სამუშაო, ამისთვის ეძებს საჭირო ინფორმაციას დაცდილობს გამოიყენოს დიპლომისტები, როგორც ერთგვარი საძიებო ჯგუფი. ასეთი მიდგომა სამართლიანიც არის და სასარგებლოც.
მაგრამ შეიძლება, საქმემ არასწორი გაგრძელება მიიღოს, თუ:
1. მასწავლებელი ისეა მოჯადოებული თავისი თემით, რომ უნებლიედ ჩაგრავს დიპლომანტს, რომელსაც არ სურდა ამ თემაზე მუშაობა.
2. მასწავლებელი უწესო ადამიანია და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს სტუდენტებს.
როგორ ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები? სწავლის პერიოდში სტუდენტი თვალყურს ადევნებს კათედრის ამა თუ იმ თანამშრომელს, კითხულობს მათ სტატიებსა და წიგნებს, იცის ვინ რას წარმოადგენს, ამიტომ არ უნდა გაუჭირდეს მოუხელთებელი ფაქტორების – ნდობისა და მეგობრულ გრძნობათა გარჩევა.
ყველა შემთხვევაში უნდა გაარკვიოთ, ხომ არ შედის თქვენი თემატიკა ვისიმე კოლექტიურ გეგმებში; თუ შედის, მაშინ იმაზეც იფიქრეთ, თქვენთვის ეს რამდენად მისაღები იქნება.
III. მასალის შეკრება
რას წარმოადგენს სამეცნიერო შრომის წყარო?
სადიპლომო შრომის მიზანია შეისწავლოს საგანი იარაღის მეშვეობით. ბევრ შემთხვევაში საგანს წარმოადგენს წიგნი. იარაღებს – სხვა წიგნი. მაგალითად, ასეთი თემა, ,,ადამ სმიტის ეკონოიკური განაზრებანი” გულისხმობს, რომ საგანი არის ადამ სმიტის წიგნები, იარაღები – წიგნები ადამ სმიტის შესახებ. აქედან გამომდინარე, ადამ სმიტის წიგნებს შეიძლება ვუწოდოთ პირველადი წყაროები, ხოლო ადამ სმიტის შესახებ დაწერილ წიგნებს – მეორადი წყაროები, ანუ კრიტიკული ლიტერატურა.
მუდამ გახსოვდეთ, თუ რა განსხვავება არსებობს წყაროებსა და კრიტიკულ ლიტერატურას შორის. მხედველობაში იქონიეთ: მართალია, გამოკვლევებში ძალზე ხშირად შეხვდებით წყაროებიდან ამოღებულ ნაწყვეტებს, მაგრამ თქვენთვის ეს უკვე მეორადი წყაროებია.
პირველადი და მეორადი წყაროები
წიგნებზე მუშაობისას პირველწყაროდ ითვლება ტექსტის პირველი ან აკადემიური გამოცემა. თარგმანი წყაროდ არ გამოდგება, რადგან თარგმანი იგივეა, რაც პროტეზი, ჩასადგმელი ყბა ან სათვალეები, ის არის მიზნის მიღწევის უკანასკნელი საშუალება.
ვერც ანთოლოგიას მივიჩნევთ წყაროდ. ანთოლოგია არის წყაროებისგან შემზადებული ვინეგრეტი, რომელიც მხოლოდ იმისთვის თუ გამოგვადგება, რომ საგანთან პირველი მიახლოვება დავაფიქსიროთ. წყაროდ არ ითვლება სხვა ავტორების მიერ დაწერილი გარდათქმანი თუნდაც გრძელ – გრძელი ციტატებით დამშვენებული. უკეთეს შემთხვევაში მათი გამოყენება შეიძლება მეორად წყაროებად.
ბიბლიოგრაფიის შედგენა.
საორიენტაციო ბიბლიოგრაფიული სია ბიბლიოთეკაში უნდა შევადგინოთ. თუ უკვე იცით, რომელი ავტორები გჭირდებათ, მიადგებით ბიბლიოთეკის კატალოგებს და იქ ნახავთ, თუ ამ ავტორების რა წიგნებია საცავში, შემდეგ წახვალთ მეორე ბიბლიოთეკაში, შემდეგ მესამეში და ა.შ. სანამ არ შეავსებთ საორიენტაციო ნუსხას.
თუ წიგნებს ეძებთ პრინციპით ,,ის – არ ვიცი, რა” პირველად სისტემატურ კატალოგს უნდა მიაკითხოთ. ანბანური კატალოგი ესაჭიროება იმას, ვინც იცის, რა უნდა. ნორმალური ბიბლიოთეკის სისტემატურ კატალოგში უცებ მოიძებნება თქვენთვის საჭირო ლიტერატურის ძირითადი ნაწილი.
მაგრამ კატალოგები მაშინვე არ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას ამიტომ აუცილებელი ხდება პრიმიტიული ნაბიჯების გადადგმა. ყველა ბიბლიოთეკას აქვს განყოფილება ან დარბაზი, რომელსაც ,,საცნობაროს” უწოდებენ. აქ აწყვია ენციკლოპედიები, ლექსიკონები და ბიბლიოგრაფიები.თქვენთვის საინტერესო თემას მოძებნით ენციკლოპედიაში, ამოიწერთ შესაბამისი სტატიის ბოლოში დაბეჭდილ ბიბლიოგრაფიას, დაბრუნდებით საკატალოგო განყოფილებაში და ამ ავტორებს მოძებნით ანბანურ ბარათებში.
ბიბლიოგრაფიის შედგენაში დაგეხმარებათ ელექტრონული კონსულტაციები, კომპიუტერული კატალოგები და ბიბლიოთეკათშორისიგაცვლა. ბიბლიოთეკები აქვეყნებენ ახლად მიღებული წიგნების ჩამონათვალს. ზოგიერთი სპეციალიზებული ბიბლიოთეკა კომიუტერული ქსელის მეშვეობით უკავშირდება ცენტრალურ მეხსიერებას და შეუძლია თვალის დახამხამებაში მოგაწოდოთ ინფორმაცია.
IV. სამუშაო გეგმა, მონიშვნები და კონსპექტირება
სადიპლომოზე მუშაობას რომ დაიწყებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ჩამოწეროთ: 1) სათაური. 2) შესავალი. 3) შინაარსი… დასახეთ სამუშაო გეგმა, რომელსაც საცნობარო საძიებლის ფორმას მისცემთ. კარგად მიგნებული სათაური საქმის ნახევარია, მასში შეიძლება მთელი კონცეფცია ჩაეტიოს. მხედველობაში მაქვს არა ის სათაური, რომელიც დეკანატში იგზავნება დაცვამდე რამდენიმე თვით ადრე, არამედ ჭეშმარიტი სათაური, რომელიც როგორც წესი ქვესათაურად გადის ხოლმე.
პრობლემური გეგმა შემდეგი რეცეპტით უნდა აიგოს:
1. საკითხის დაყენება.
2. წინამორბედთა გამოცდილება.
3. ჩვენი ჰიპოთეზა.
4. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები.
5. ამ მონაცემების ანალიზი.
6. ჰიპოთეზის დამტკიცება.
7. დასკვნები. გამოვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივები. მუშაობის დროს დაგჭირდებათ მცირე კარტოთეკის შედგენა. კარტოტეკაში შეიტანთ სხვადასხვა სახის ჩანაწერებს:
ა) ბარათები წიგნებისა და სტატიების შინაარსებით.
ბ) თემატური ბარათები.
გ) სახელობითი ბარათები.
დ) ბარათები ციტატებისთვის.
ე) სამუშაო ბარათები.
აუცილებელი არ არის მთელი ამ მაკულატურის დახვავება, წყაროთა შინაარსების პატარა კარტოთეკითაც იოლად გახვალთ, დანარჩენს კი საერთო რვეულში შეიტანთ, ერთადერთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია,
– კარტოთეკა უნდა იყოს უნიფიცირებულიდა სრული. ერიდეთ ქსეოკოპირების სინდრომს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ წყაროების კონსპექტირებას.
V. როგორ იწერება ტექსტი
ვის მიემართება თქვენი ტექსტი?
ხელმძღვანელს, მეცნიერებს, რიგით მოუმზადებელ მკითხველს, ფართო აუდიტორიას თუ სამეცნიერო საბჭოს წევრებს?
ამ შეკითვების სერიოზული გააზრება დაგეხმარებათ თხრობის ფორმისა და ლოგიკური გამოსახულების მოძებნაში.
სადიპლომო არის თხზულება, რომელიც თავისი სტატუსით მიმართულია ხელმძღვანელისა და ოპონენტისადმი,მაგრამ ამავე დროს, შეიძლება მან სხვა მკითხველებიც დააინტერესოს, მათ შორის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებიც.ამიტომ აუცილებელი არ არის ფილოსოფიის საკითხებზე დაწერილი ნაშრომი იწყებოდეს იმის ახსნით თუ რა არის ფილოსოფია. ასევე ვულკანოლოგიურ შრომაში ზედმეტია ვულკანის განმარტება. მაგრამ სხვა დონეებს რაც შეეხება ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
ინტონაცია.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, თუ ვის მიმართავ (არამარტო ოპონენტს არამედ მთელს კაცობრიობას!), მოძებენ ინტონაცია. თუმცა ეს ძალიან დელიკატური საქმეა. ქვეყანაზე უნივერსალური კანონები რომ არსებობდეს, ყველა მწერალი გენიოსი იქნებოდა. შემიძლია მხოლოდ ის გირჩიოთ, რომ რამდენიმეჯერ გადაწეროთ სადიპლომო ან შრომის დაწყებამდე წერაში წაივარჯიშოთ.
ნუ დაიწყებთ პრუსტის მიბაძვას. თუ ფრაზები მეტისმეტად გრძელი გამოგდით, არაუშავს, დაწერეთ, როგორც გეწერებათ, ოღონდ მერე დაანაწევრეთ. ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ ქვემდებარის ორჯერ გამეორებას. ერიდეთ ნაცვალსახელებსა და დამოკიდებულ წინადადებებს.
ხშირად გამოიყენეთ აბზაცი, დაიწყეთ აბზაცით წინადადება, როცა იცვლება თემა, როცა იცვლება რითმი და საერთოდ რაც შეიძლება ხშირად…
დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ოღონდ – შავ ხელნაწერში. საშიში არაფერია, შემდეგ გამოხშირავთ, ამოიღებთ გადახვევებს, ფრჩხილებში მოთავსებულ პასაჟებს, ზოგიერთ რამეს მითითებებსა და დამატებებში გადაიტანთ, დიპლომის მიზანია წინასიტყვაობაშიწამოყენებული ჰიპოთეზის დამტკიცება და არა იმის ჩვენება. რომ ამ ქვეყნად ყველაფერი იცი.
VI. დასკვნები
დავასრულოთ ჩვენი საუბარი ორი მთავარი დასკვნით:
1) დიპლომი უნდა ვწეროთ სიამოვნებით და 2) დიპლომი როგორც გამოშიგნული ღორი ნარჩენებს არ უნდა ტოვებდეს.
იმუშავეთ ხალისით. თუ მიაგენით თქვენთვის საინტერესო თემას, თუ გადაწყვიტეთ სადიპლომოს დაუთმოთ გარკვეული დრო (როგორც გახსოვთ, ჩვენი გამოთვლებით, მინიმალური პერიოდი ნახევარ წელიწადს არ აღემატება) უმალ იგრძნობთ, რომ თქვენი შრომა იქცევა სანაძლეოს ან საგანძურის მაძიებელთა თამაშის მსგავს სახალისო კონსტრუირებად.
არის რაღაც სპორტული აზარტი მოუხელთებელი ტექსტების ძიებაში, არის კროსვორდის ამოხსნის სიხარული, როცა ხანგრძლივი გონებრივი წვალების შემდეგ იპოვი პასუხს შეკითხვაზე, რომელიც თავიდან ურთულეს გამოცანად გეჩვენებოდა.
ვიმეორებ: დიპლომი არის სანაძლეო, ნიძლავი დადებული საკუთარ თავთან, თუ სპორტულ აზარტს ავყვებით სადიპლომო კარგი გამოგვივა, ხოლო თუ შრომას რიტუალურ მოქმედებად ვაქცევთ, ჩათვალეთ პარტია წაგებულია. ტყუილად რაღაზე უნდა დაკარგოთ დრო, ადექით და დიპლომი იყიდეთ ან მოიპარეთ, ნუ მოიწამლავთ სიცოცხლეს და ნურც იმ ადამიანებს გააწვალებთ ვისაც თქვენი დახმარება და წაკითხვა ევალებათ.
რა ადგილიც არ უნდა ეკავოს ძიებებს თქვენს ცხოვრებაში, აღმოაჩენთ რომ კეთილსინდისიერადდაწერილი დიპლომი სასარგებლოა უკანასკნელ ხრტილამდე. მისგან შეიძლება ერთი ან რამდენიმე სამეცნიერო სტატია და სულაც წიგნი (თუ რა თქმა უნდა გააფართოვებთ) გამოიჭრას.
დანარჩენი ნაჭრები კი საჭმელში წავა: დროდადრო მიუბრუნდებით ციტატებს, გადაიკითხავთ კონსპექტებს და ამოიღებთ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ შესულა შრომის საბოლოო ტექსტში.
შეიძლება დიპლომი ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგაც გამოგადგეთ იმიტომ, რომ პირველი სიყვარული არ ხუნდება, როგორც მოგეხსენებათ.
უმბერტო ეკო – ინტერნეტიდან გუტენბერგამდე
თარგმნა მარინე ხუციშვილმა
პლატონს, “ფედროსის” დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: “ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა”. ფარაონი უკმაყოფილოა: “მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა.შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ – გარეგანი საშუალებებით”.
ამაში დავეთანხმოთ ფარაონს. როგორც ყველა ახალი ტექნიკური მხარდაჭერა, წერაც ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.
მაგრამ ჩვენს დროში დამწერლობის არსებობას ასე არ განიცდიან. ჯერ ერთი, ვიცით, რომ წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების მწარმოებელი მანქანაა. მხოლოდ დამწერლობის გამოგონების წყალობით შევინარჩუნეთ ისეთი შედევრი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსტის “დაკარგული დროის ძიებაში”; მეორეც, თუ ოდესღაც გონებას წვრთნიდნენ, ფაქტები რომ არ დაეკარგათ, დამწერლობის გამოგონების შემდეგ მეხსიერების ვარჯიში ამ ფაქტების წიგნში შესანარჩუნებლად დასჭირდათ. წიგნები ძილს კი არ ჰგვრიან გონებას, აკაჟებენ.
ფარაონი გამოხატავდა უძველეს შიშს, შიშს იმისას, რომ ახალი ტექნიკა რაღაც კარგს, დიდად ფასეულს, სულიერს შეცვლიდა ან მოსპობდა. ფარაონმა თითქოს ჯერ ნაწერზე მიუთითა, შემდეგ – ადამიანის მეხსიერების სიმბოლოზე და თქვა: ეს (ანუ დამწერლობა) მოკლავს იმას (ანუ მეხსიერებას).
აქ უადგილო არ იქნება ვ.ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან” ციტირება. სწორედ ამ წიგნში აბატი კლოდ ფროლო მიუთითებს ჯერ წიგნზე (იმ დროს მხოლოდ იწყებოდა წიგნების ბეჭდვა), შემდეგ თავის ტაძარზე და ამბობს: “ეს მოკლავს მას”.XVსაუკუნეში ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო. მანამდე ხელნაწერები მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტისთვის იყო განკუთვნილი, ფართო მასების განსწავლა კი ტაძრის ფრესკებსა და სკულპტურულ ფიგურებს ევალებოდა. შუასაუკუნეების ტაძარი თითქოს მუდმივი, შეცვლელი ტელეპროგრამა იყო, რაც ადამიანებს სიცოცხლისათვის აუცილებელს აძლევდა. წიგნები ხომ მოსწყვეტდნენ საბაზო ფასეულობებს, ხელს შეუწყობდნენ ზედმეტ ინფორმირებულობას, წმინდა წერილის თავისუფალ განმარტებასა და არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას.
მარშალ მაკ-ლიუენის წიგნის, “გუტენბერგის გალაქტიკის” თანახმად, ბეჭდვის გამოგონებიდან თანამედროვე ავტორებამდე გადაილახა აზროვნების სწორხაზოვნება, ხოლო 1960-იანი წლებიდან მას ცვლის უფრო გლობალური აღქმა: ჯერ ტელეგამოსახულებების, შემდეგ კი სხვა ელექტრონული საშუალებების სახით.თვითონ მაკ-ლიუენი თუ არა, მისი მკითხველები თითქოს თითს იშვერდნენ ჯერ მანჰეტენის დისკოთეკისკენ, შემდეგ კი წიგნისკენ – სიტყვებით: “ეს მოკლავს მას”.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს იდეა, რომ ჩვენი ცივილიზაცია ორიენტირებული ხდება გამოსახულებებზე, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების დონეს დასცემს. ახლა ეს ისეთი ტრუიზმია, რასაც ჟურნალის სტატიების უმეტესობაში შეხვდებით. მართლაც სასაცილოა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ სიტყვიერების დაცემაზე, როცა მსოფლიოს სცენაზე კომპიუტერი გამოჩნდა.
უდავოა, კომპიუტერი იარაღია გამოსახულების წარმოება-გადამუშავებისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ძველი კომპიუტერები საწერი საშუალება იყო და არა – სანახაობითი: ეკრანზე მიცოცავდნენ სიტყვები და სტრიქონები, მომხმარებელს კი უნდა წაეკითხა. იმ კომპიუტერების თაობის ბავშვებმა ველური სისწრაფით ისწავლეს კითხვა და ახლა ისინი გაცილებით სწრაფად კითხულობენ, ვიდრე წიგნებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის პროფესორები. მოზარდები, თუ ისინი პროგრამირებაზე მუშაობენ, უნდა გამოიცნონ ლოგიკური პროცედურები, ალგორითმები და სწრაფად ბეჭდონ სიტყვები და ციფრები. ამ თვალსაზრისით კომპიუტერი ადამიანებს გუტენბერგის გალაქტიკაში აბრუნებს. ის, ვინც ღამღამობით განუწყვეტლივ დაძვრება ინტერნეტში, იარაღად სიტყვას იყენებს. თუ ტელეხედვა სახეებით წარმოდგენილი სამყაროა, დისპლეი უნივერსალური წიგნია, სადაც სამყარო სიტყვებითაა წარმოდგენილი და გვერდებადაა დაყოფილი.
პირველი კომპიუტერები (წარმოშობით დინოზავრები) ურთიერთობდნენ ნაწერი სტრიქონების საშუალებით. ეს იყო, თუ გნებავთ, მორბენალი წიგნი. თანამედროვე კომპიუტერებში გამოჩნდა ჰიპერტექსტები. ახლა წიგნი მარცხნიდან – მარჯვნივ, მარჯვნიდან – მარცხნივ ან ზემოდან ქვემოთ იკითხება (გააჩნია წერის შერჩეულ ხერხს). ჰიპერტექსტი მრავალგანზომილებიანი ქსელია, რომელშიც თითოეული წერტილი თუ კვანძი დამოუკიდებლად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უკავშირდება ტექსტის ნებისმიერ წერტილსა თუ კვანძს.
ახლა ვუახლოვდებით მკვლელობათა ისტორიის დასასრულს, ანუ რა მოკლავს რას. გვარწმუნებენ, რომCDავიწროებს წიგნებს. ეს რეალობაა თუ მეცნიერული ფანტასტიკა?
თვით ბეჭდვის გამოგონების შემდეგაც კი წიგნის გარდა ინფორმაციის ბევრი მატარებელი ასრებობდა. ესაა ფერწერაც, ხალხური გრავიურებიცა და ზეპირი სწავლებაც, მაგრამ წიგნი რჩებოდა სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ბაზად. წიგნივე იყო დიდაქტიკისთვის ოპტიმალური მასალა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულყოფასთან ერთად რაღაც შეიცვალა. არცთუ დიდი ხნის წინ ენების შესწავლის ერთადერთი საშუალება (მოგზაურობის გარდა) იყო სახელმძღვანელო, ახლა ხომ სწავლობენ ბავშვები ფირფიტებით, ფილმებით, არჩევენ წარწერებს საფუთავებზე. შესაძლებელია, არაჩვეულებრივად შეისწავლო ფილმებით ძველი რომის ისტორია. ოღონდ სინამდვილის ამსახველი ფილმების შერჩევაა საჭირო. ჰოლივუდის შეცდომა ის კი არაა, ტაციტუსისა და ე.გიბონის ნაცვლად ფილმებს რომ გვჩრის, არამედ ის, რომ იგი ამ ისტორიკოსთა სიამაყით აღსავსე, ან ყოყოჩა და დათაფლული ვერსიებია. კარგი სამეცნიერო-პოპულარული ფილმით, რომ აღარაფერი ვთქვა კარგCD-ზე, გენეტიკას სახელმძღვანელოზე უკეთესად ასწავლი. დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება კულტურულ მუშაობაშიც მონაწილეობს, კულტურამაც ხომ უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. აუცილებელია მხოლოდ გულმოდგინედ მოფიქრებული საგანმანათლებლო მიდგომა. ენების შესასწავლად ფირი სახელმძღვანელოზე უკეთესია. აზრიანად შერჩეული კომენტარების საშუალებით კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი შოპენით უკეთესად შეიძლება გაერკვე მუსიკაში, ვიდრე კომპოზიტორის მრავლისმომცველი ბიოგრაფიით. ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდეს ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები (მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ), უნდა სრულიყოს ერთიცა და მეორეც.
შუა საუკუნეებში ხალხისთვის ვიზუალური კომუნიკაცია ნაწერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.შარტრის ტაძრის ვიზუალური “სახელმძღვანელო” არაფრით ჩამოუვარდება ონორე ოტონსკის “სამყაროს სახეს”.
გამომსახველობას პლატონური ძალა აქვს, იგი ცალკეულ იდეას საყოველთაოდ გარდასახავს. ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებით ადვილია დარწმუნების სტრატეგიის შემუშავება. როდესაც გაზეთში წავიკითხავ, რომ მისტერ იგრეკმა იქსი პრეზიდენტად წამოაყენა, ვიცი, რომ გადმოცემულია მისტერ იგრეკის აზრი. მაგრამ თუ ტელევიზორში ჩემთვის სრულიად უცნობი პირი (არადა, სხვა კი არავინ, თუ არა მისტერ იგრეკი) აგიტაციას უწევს იქსის პრეზიდენტობას, მაშინ ინდივიდუუმის აზრი აღიქმება, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულება.
ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიხლიჩება (ან უკვე გაიხლიჩა) ორ კლასად. ერთი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, ანუ მხოლოდ მზა სახეებსა და სამყაროს შესახებ მზა განსჯას ღებულობს და მეორე, რომელიც კომპიუტერის ეკრანს უყურებს, ანუ შეუძლია შეარჩიოს და გადაამუშაოს ინფორმაცია.
თემა სამეცნიერო ფანტასტიკისათვის: მომავალი, სადაც უმრავლესობა მხოლოდ ვიზუალური ტელეკომუნიკაციებით სარგებლობს. ეს კომუნიკაცია კი კომპიუტერული და ლიტერატურული ელიტის მიერ იგეგმება.
დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: გაანადგურებს თუ არა კომპუტერი წიგნს? არის ორი კატეგორიის წიგნი: ერთი – საკითხავი, მეორე – ცნობარები და საკონსულტაციო წიგნები. პირველი იმ პრინციპით იკითხება, რასაც მე ვუწოდებ “დეტექტიურ ისტორიას”. იგი იწყება იმით, რომ პირველ გვერდზე ხდება მკვლელობა, რომელსაც მთელი წიგნის მანძილზე იძიებენ, რათა ბოლო გვერდზე აღმოჩნდეს, რომ, როგორც ყოველთვის, მკვლელი სახლმმართველია. ავტორს სურს, კითხვა პირველი გვერდიდან დაიწყოთ, წაიკითხოთ მის მიერ შემოთავაზებული გამოძიების შესახებ და შემდგომ დასკვნასაც თვითონვე მოგართმევთ. ერთადერთნი, არანორმალურები, ვინც ასე არ კითხულობს მსგავს წიგნებს, უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ისინი ციებიანივით ახტებიან გვერდებს, ეძებენ რა მინიშნებებსა და ანალოგიებს პირველსა და ბოლო თავს შორის. მათი საუკეთესო საქმიანობაა, გამოიკვლიონ ბიბლიასთან კავშირი და ა.შ. მაგრამ კითხვის ეს ხერხები არასპეციალისტს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად მოეჩვენება.
არსებობს წიგნების მეორე კატეგორიაც: წიგნები კონსულტაციისთვის, ცნობარები, ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები. ბუნებრივია, რომ სკოლაში წიგნს თავიდან ბოლომდე კითხულობ. პრინციპში, ასეთი წიგნების ერთიანად წაკითხვა არაა აუცილებელი და საკითხავი თემის შერჩევა შეგიძლია. ვთქვათ, როცა გინდა ლოგარითმის განმარტება, პოულობ ამა და ამ გვერდზე. ასეთი წიგნი თაროზე ინახება არა იმისთვის, რომ ძილის მოსაგვრელად წაიკითხო, არამედ ათ წელიწადში ერთხელ რომ გადაშალო. ასეთი წიგნები სპორადული დანიშნულებისაა და არასოდეს იკითხება სიტყვასიტყვით. ისტორია ისეთი ადამიანისა, ენციკლოპედიას თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხავს, ფსიქიატრებისთვის მზა დიაგნოზია. ნორმალური ადამიანები ამ წიგნს გადაშლიან, რათა გაიგონ, როდის მოკვდა ნაპოლეონი ან როგორია გოგირდმჟავას ფორმულა. უნივერსიტეტის პროფესორები ხომ ენციკლოპედიას გამოძრომის განსაკუთრებულ ხერხად ხმარობენ. ნორმალური საკითხავი წიგნის კითხვა მათ არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, განსაკუთრებულად მკაცრი სისტემით ხელმძღვანელობენ ენციკლოპედიაში ჩახედვისას.
დავუშვათ, მინდა ვნახო, შეეძლო თუ არა ნაპოლეონს, კანტს შეხვედროდა. რასაკვირველია შემიძლია ჩავძვრე ნაპოლეონის ან კანტის ბიოგრაფიებში, უფრო კი კანტისაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს შეხვედრია ნაპოლეონი. აი, კანტის ბიოგრაფიაში კი ნაპოლეონთან შეხვედრას მოიხსენიებენ. ამ ცნობის მოსაპოვებლად მე მომიწევს თაროებზე ძრომიალი, დამქანცველი, ბინძური ფიზიკური სამუშაოს შესრულება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ ხომ არ გამოიყურებიან უნივერსიტეტის პროფესორები ასე ღონემიხდილნი და დამტვერილნი?
ჰიპერტექსტში კი, როგორც თევზმა წყალში, შემიძლია ვიცურაო სხვადასხვა აზრობრივ ფენებში. განსხვავებით ენციკლოპედიისგან, სადაც ჩემთვის საჭირო ცნობები გაფანტულია, ჰიპერტექსტი მომცემს ყველა სიტყვის ჩამონათვალს ასო ა-ზე, ყველა იმ შემთხვევას გამოვავლენ, როცა ნაპოლეონის სახელი ემთხვევა კანტისას, შევადარებ ბევრი ადამიანის ბიოგრაფიულ თარიღებს. მოკლედ, იმ ყველაზე მტვრიან, ბინძურ და მომქანცველ ფიზიკურ სამუშაოს რამდენიმე წუთში ვასრულებ.
ადამიანს, შესაძლოა, უბრალოდ არ ჰყოფნის ფული “ბრიტანიკის” შესაძენად, მაგრამ რომც ეყოს, ეს ფული მაინც არასაკმარისი აღმოჩნდება შესაფერისი ბინის დასქირავებლად, ეს ფოლიანტები რომ დაეტიოს. შეეცადეთ, იაპონელს აჩუქოთ “ბრიტანიკა” და ნახავთ, სად ააკოკოლავებს ამ წიგნებს.
ჰიპერტექსტი უსარგებლოდ აქცევს ლექსიკონებსა და ცნობარებს. მაგრამ შეუძლია თუ არა კომპიუტერს საკითხავი წიგნის შევიწროება? – აი, ესაა საკითხავი. ასევე, შეუძლია თუ არაCD–ROM-ს შეცვალოს საკითხავად განკუთვნილი ნაწარმოების ბუნება?
როდესაც თორმეტ საათს კომპიუტერთან გავატარებ და თვალები ჩოგბურთის ბურთივით გამიხდება, საარსებო მოთხოვნილებას ვგრძნობ, ჩავეგდო ნებისმიერ სავარძელში და ჩავეფლო გაზეთში ან საყვარელ ლექსებში. ვიტყვი ასე: კომპიუტერები წიგნიერების ახალ ფორმას ავრცელებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ინტელექტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რასაც თვითონვე აძლევენ სტიმულს.
წიგნის მომავლის შესახებ სან-მარინოში გამართულ სიმპოზიუმზე რეჟი დერბე ამბობდა, რომ ძველებრაული კულტურა წიგნს ეყრდნობოდა, რადგან ძველი ებრაელები მომთაბარეობდნენ. ეს მეტად მნიშვნელოვანი დაკვირვებაა. ეგვიპტელები თავს უფლებას აძლევდნენ, თავიანთი ისტორია ობელისკებზე ამოეკვეთათ, მაგრამ მოსეს არ შეეძლო. ვისაც წითელი ზღვით უნდა სიარული, თავისი სიბრძნე მხოლოდ გრაგნილის ფორმით შეუძლია თან წაიღოს და არავითარ შემთხვევაში – ობელისკის სახით. სხვათა შორის, მეორე მომთაბარე ცივილიზაცია – არაბებისა, ასევე ეყრდნობოდა წიგნს და უპირატესობას ანიჭებდა დაწერილ ნახატს.
წიგნებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ: თვით თანამედროვე დაჟანგულ ქაღალდზე დაბეჭდილიც კი, რომელიც ცოცხლობს არაუმეტეს 70 წლისა, უფრო გამძლეა და დღეგრძელი, ვიდრე მაგნიტური ჩანაწერი.
ჰიპერტექსტუალურ ფორმაში დეტექტივს შეუძლია, მკითხველს ამოარჩევინოს მოვლენათა განვითარების სასურველი შესაძლებლობა და საკუთარი სიუჟეტი შექმნას. მისი გადასაწყვეტია, მკვლელი სახლმმართველი იქნება, ვინმე სხვა, თუ სულაც – გამომძიებელი.
ეს იდეა ახალი არაა. კომპიუტერის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე მწერლები ოცნებობდნენ ბოლომდე ღია ტექსტზე, რისი უთვალავი სახით გადაწერა მკითხველს საკუთარი სურვილისამებრ შეეძლებოდა. ასეთი იყო სტეფან მალარმეს “წიგნის” იდეა.
ესაა ფიზიკური დეფორმაციისთვის მზადმყოფი ტექსტის იდეა, რაც მკითხველს სრული თავისუფლების შთაბეჭდილებას უქმნის. მაგრამ ეს თავისუფლების ილუზიაა. ერთადერთი მანქანა, რომელიც უთვალავი წიგნის წარმოშობას ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს, ათასწლეულების წინაა გამოგონილი. ესაა ანბანი. საბოლოო ჯამში ასოები შობს მილიარდ ტექსტს და ეს ასეა ჰომეროსიდან დღემდე. ამ თვალსაზრისით, ყველა კარგი წიგნის ამოსავალი ლექსიკონები და გრამატიკაა. უებსტერის ლექსიკონის სწორად გამოყენების შემთხვევაში სრული შესაძლებლობა გაქვთ,, დაწეროთ “დაკარგული სამოთხე”.
ჰიპერტექსტუალური რომანი შემოქმედების ყურადსაღებ გაკვეთილს გვაძლევს, მაგრამ წერილობით “ომსა და მშვიდობას” მივყავართ არა უსაზღვრო თავისუფლებამდე, არამედ გარდუვალობის მკაცრ კანონამდე. თავისუფლებისათვის სიცოცხლისა და სიკვდილის ეს გაკვეთილი უნდა გავიაროთ და მხოლოდ წიგნებს შეუძლიათ გადმოგვცენ ჩვენ ეს ცოდნა.
ვუდი ალენი – მივმართავ სკოლადამთავრებულებს
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა ასეთ საგონებელში. ერთ გზას სასოწარკვეთისა და სრული უიმედობისკენ მივყავართ. მეორეს – საბოლოო გადაშენებისკენ. ვილოცოთ, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისი სიბრძნე აღმოგვაჩნდეს.
სხვათა შორის, ამ ყველაფერზე ამქვეყნიური ამაოების შეგრძნებით კი არა, ყოფიერების აბსოლუტურ უაზრობაში კოშმარული დარწმუნებულობით ვსაუბრობ, რაც შეიძლება, შეცდომით, ვინმემ პესიმიზმად აღიქვას.
არა, ეს არ არის პესიმიზმი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა თანამედროვე ადამიანის ტრაგედიისადმი. (“თანამედროვე ადამიანში” იგულისხმება ნებისმიერი, დაბადებული ნიცშეს განცხადების – “ღმერთი მოკვდა” – შემდეგ და ჰიტ “მინდა, ხელს ხელზე გიჭერდე”- ს ჩაწერამდე). ეს ტრაგედია ორნაირად შეიძლება აღიწეროს, თუმცა ლინგვისტ-ფილოსოფოსებს ურჩევნიათ, მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანონ იგი – ადვილი ამოსახსნელიც იქნება და საფულეში ჩადებულს თან იოლად ატარებ.
ყველაზე მარტივი სახით პრობლემა ასე წარმოგვიდგება: შესაძლებელია თუ არა ცხოვრების აზრის წვდომა, ჩემი შარვლის ზომისა და წელის გარშემოწერილობის გათვალისწინებით?
ეს ძალიან რთული კითხვაა და ვხვდებით, რომ მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება. ნამდვილი პრობლემები ხომ უცვლელია.
ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის სული მიკროსკოპით დავინახოთ? ალბათ კი – მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, ორი ოკულარული მილით. ვიცით, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერის ტვინიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც მწერების. ჰო, ეს ზოგიერთ ჩვენს ახლობელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ მათ ხომ მხოლოდ ქორწილებზე და მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხვდებით.
მეცნიერება ისეთი რამ არის, რაზეც მუდმივად ვართ დამოკიდებულნი. მკერდის არეში ტკივილს თუ ვიგრძნობ, მაშინვე რენტგენზე გავლა მომიწევს. ნეტა დასხივებისგან უფრო დიდი პრობლემები ხომ არ გამიჩნდება? სანამ ამას შევიტყობდე, ქირურგიულ განყოფილებაში მაწვენენ. ბუნებრივია, როცა ჟანგბადის ბალიშს მაძლევენ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს სტაჟიორი, რომ სიგარეტს მოუკიდოს. ამის შემდეგ კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს პიჟამაში გამოწყობილი გადავუფრენ. ეს არის მეცნიერება?
რა თქმა უნდა, მეცნიერებამ ყველის პასტერიზება გვასწავლა. რა გვეთქმის – მთვრალ კომპანიაში ყველი თავშესაქცევი რამ არის. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წყალბადის ბომბზე. გინახავთ ვინმეს, რა ხდება, თუ მაგიდიდან შემთხვევით გადმოგორდა?
განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით? თუ ამ უკანასკნელმა მისცა დასაბამი, ნუთუ არ შეეძლო უფალს, ორი კვირით ადრე წარმოეთქვა იგი, სანამ უფრო თბილი ამინდი იყო? კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ “ადამიანი მოკვდავია”? ცხადია, ეს კომპლიმენტი არ არის.
სამწუხაროდ, რელიგიაც ვეღარ ზემოქმედებს განწყობაზე. მიგელ დე უნამუნო კი წერს აღფრთოვანებით “გონის მარადიულ ურყევობაზე”, მაგრამ ამაზე ხომ ყველას არ მიუწვდება ხელი. განსაკუთრებით, თეკერეის კითხვისას. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი საამური იყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, ყოვლისშემძლე, კეთილი შემოქმედის რომ სჯეროდა. წარმომიდგენია ამ კაცის იმედგაცრუება, როცა შეამჩნია, როგორ გასუქდა მისი ცოლი.
თანამედროვე ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთი სულიერი სიმშვიდე არა აქვს. ის ურწმუნოების უფსკრულშია გადაჩეხილი. მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, “გაუცხოებულია”. მას ომის საშინელებები უნახავს, საკუთარ თავზე გამოუცდია სტიქიური უბედურებები და მარტოხელათა ბარებშია ნამყოფი.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ჟაკ მონო ხშირად საუბრობს ხოლმე სამყაროს ქაოსურობის შესახებ. მას სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა, გარდა მისი საუზმისა, რომელიც – არა, ამაში ეჭვი არ ეპარება – დიასახლისმა მოუმზადა.
რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ჩანაფიქრის რწმენა სიმშვიდით გვავსებს, თუმცა ადამიანური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. განა ჩემი მოყვასის დარაჯი არა ვარ? ვარ. თუ გაინტერესებთ, პირადად მე ამ პატივს და ღირსებას ქალაქის ზოოპარკის მცველებთან ვიყოფ.
ღმერთის გარეშე თავს მიუსაფრად ვგრძნობთ, რის გამოც ტექნიკური პროგრესი გავაღმერთეთ. როგორ ახსნის ტექნოლოგია იმას, რომ ახლათახალი “ბიუიკი”, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატ ზიპსკი მართავდა, პირდაპირ რესტორან “ფრინველთა ნეტარების” ვიტრინას შეაფრინდა და ასობით მოსადილე აქეთ-იქით მიმოფანტა?
ოთხი წლის განმავლობაში ჩემს ტოსტერს ერთხელაც არ უმუშავია ისე, როგორც საჭიროა. ინსტრუქციის მიხედვით, ჭრილში პურის ორ ნაჭერს ვდებ და რამდენიმე წამში მათ შაშხანასავით გაისვრის ხოლმე. ადრე ცხვირიც კი გაუტეხა ჩემს საყვარელ ქალს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ქანჩები, ჭანჭიკები და ელექტროობა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის?
ჰო, ტელეფონი კარგი რამ არის – მაცივარიც – კონდიციონერიც. მაგრამ არა ყველა კონდიციონერი. მაგალითად, ჩემი დის, ჰენის. მისი საშინლად ხმაურობს და არ აგრილებს. ხელოსანი გამოიძახეს, რის შემდეგაც უარესი დაემართა. “მეტი რა გზაა, ახალი უნდა შეიძინოთ”, – უთხრა მან. ჩემმა დამ დაიჩივლა, მაგრამ ხელოსანმა სთხოვა, აღარ შემაწუხოთო. ნამდვილად გაუცხოებული იყო ეს კაცი. არადა, სულ იღიმებოდა.
უბედურება ის არის, რომ ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არ მოგვამზადეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ან არაკომპეტენტურები არიან, ან კორუმპირებულები. ხან ერთიცა და მეორეც. მთავრობა პატარა ადამიანის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებს. საღამოს შვიდის ხუთ წუთზე შენს კონგრესმენთან დარეკვას უკვე აზრი აღარა აქვს. არ უარვყოფ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ მართვის საუკეთესო ფორმაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ადამიანის უფლებებს მაინც იცავენ. არცერთი მოქალაქის წამება ან უსაფუძვლოდ დაპატიმრება არ შეიძლება, არც ბროდვეის ზოგიერთი შოუს ძალდატანებით ჩვენება.
რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც საბჭოთა კავშირში ხდება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი, მხოლოდ სტვენის გამო, შეიძლება ოცდაათი წლით მოხვდეს შრომა-გამასწორებელ კოლონიაში. ხოლო თუ თხუთმეტი წლის შემდეგ სტვენას კიდევ არ შეწყვეტს, მას აუცილებლად დახვრეტენ.
ამ მხეცურ ფაშიზმთან ერთად მისი მეწყვილე – ტერორიზმიც დააბიჯებს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი შიშით არასოდეს დაუჭრია ხბოს კატლეტი – უცებ რომ აფეთქდეს?! ძალადობა ძალადობას შობს, 1990 წლისთვის კი, სავარაუდოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ერთმანეთის გატაცება იქნება.
მოსახლეობის სიჭარბე პრობლემებს უკიდურესად გაამწვავებს. ციფრები გვეუბნება, რომ დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველაზე მძიმე როიალის გადასაადგილებლად არის საჭირო. თუ ხალხს გამრავლების შეწყვეტისკენ არ მოვუწოდებთ, 2000 წლისთვის სასადილო ოთახიც აღარ შეგვრჩება და მოგვიწევს, მაგიდა უცნობებს დავადგათ თავზე. ისინიც მთელი ერთი საათი გაუნძრევლად უნდა ისხდნენ, სანამ სადილობას დავასრულებთ. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისიც იქნება და ავტომფლობელებს ზუსტად იმდენ ბენზინს ჩაუსხამენ, მანქანების ნახევარი მეტრით უკან დაწევა რომ შეძლონ.
ამ გამოწვევის მიღების ნაცვლად, ნარკოტიკებითა და სექსით თავშექცევას გადავყევით. ჩვენ დაუშვებლად, ზედმეტად ლიბერალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. არასდროს ასე არ აყვავებულა პორნოგრაფია. თან ეს ფილმებიც რა უხარისხოა, დეტალებს ვერაფრით გაარჩევს კაცი!
ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არა აქვს. ჩვენ არასოდეს გვისწავლია სიყვარული. ჩვენ ლიდერების და თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობას განვიცდით. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საბედნიეროდ, ზომიერების გრძნობა არ გვღალატობს.
ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ მომავალი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა მახეც ბევრგან არის დაგებული. როგორღაც უნდა მოვახერხოთ ხაფანგებს შორის გაძრომა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და საღამოს ექვსი საათისთვის შინ დაბრუნებაც.
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ