…რაც ვიყავი, იგივე დავრჩი – კნუტ ჰამსუნი
ომი და მშვიდობა
სათაურმა
ალბათ ლევ ტოლსტოის ცნობილი ნაწარმოები მოგაგონათ… ეს ორი სიტყვა ჩვენს ცნობიერებაში
ისე მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე იშვიათად თუ გამოვიყენებთ. ომის
დროს მშვიდობა გვენატრება, მშვიდობაა და ომს ვერ ვივიწყებთ – უკვე გადატანილს ან მომავალს,
რომელიც შეუძლია, ძლივსძლივობით მოპოვებული მშვიდობა ერთი ხელის მოსმით წარსულის გაუმაძღარ
სტომაქში გადაუძახოს.
ომისა
და მშვიდობის მჭიდრო კავშირი კი, ჩემი აზრით, სულაც არ არის ტოლსტოის დამსახურება;
უბრალოდ, ასეა მოწყობილი ჰომო საპიენსი – მოვლენებსა და საგნებს დიამეტრულად განსხვავებული
მდგომარეობებით აფასებს: “იყო უკუნი და იქმნა ნათელი”…
მინდა,
კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ტოლსტოის რომანს. თავდაპირველად მისი სათაური იყო “Война и мiръ“,
რაც “ომი და საზოგადოებას” ნიშნავდა. ანბანიდან “i“-ს ამოღების
შემდეგ კი იგი “Война
и мир“-ად იქცა. დღევანდელ რუსულ ენაში სიტყვა
“мир“-ს
ორი მნიშვნელობა აქვს: “მსოფლიო” და “მშვიდობა”. ჩვენი დიამეტრული
ცნობიერებისთვის მეორე უფრო მისაღები აღმოჩნდა და ასე იქცა “ომი და საზოგადოება”
“ომი და მშვიდობად”. სამწუხაროდ, ასეა – ჩვენთვის “ან ომია, ან მშვიდობა,
სხვა ალტერნატივა არ არსებობს”.
რა
ხდება ამ თვალსაზრისით მოლეკულათა სამყაროში? იქაც იგივე განწყობა სუფევს. უამრავი
მაგალითის მოყვანა შეიძლება. როგორ ვწერთ ბენზოლის მოლეკულას? ნიტროჯგუფს?
თითოეული
ფორმულა ე.წ. რეზონანსული ფორმით გამოისახება, რომელიც სხვადასხვა შესაძლო სტრუქტურას
შორის ზღვრულს წარმოადგენს. დიდი მეცნიერული კირკიტის შემდეგ კი იქნა დადგენილი მათი
რეალური სახე, მაგრამ თითოეულ მათგანზე ფიქრისას თვალი უპირატესად მაინც რომელიმე რეზონანსული
სტრუქტურისკენ გაგვირბის. წერითაც მათ უფრო ხშირად ვწერთ. ქიმიურ რეაქციებში ჯერ კიდევ
დომინირებს ე.წ. კეკულეს ბენზოლი. მიუხედავად იმისა, რომ IUPAC (საერთაშორისო
კომისია, რომელიც ქიმიისა და ქიმიკოსთა ქცევისა და ეთიკის ნორმებს აწესებს) დიდი ხანია
ბენზოლის “თანამედროვე” ფორმის გამოყენებისკენ მოგვიწოდებს, ჩვენ ორგანულ
ჩვეულებას ვერ ვღალატობთ…
კიდევ
ერთი თვალსაჩინო მაგალითია ციკლოჰექსანის მოლეკულა. ბევრ სახელმძღვანელოში, არასასკოლოშიც
კი, ის წესიერი ექვსკუთხედის სახით გამოისახება. რეალურად კი ციკლოჰექსანის მოლეკულას
არაერთი ფორმა შეესაბამება. ზოგიერთი მათგანი ქვემოთ, დიაგრამაზეა წარმოდგენილი:
ციკლოჰექსანის
ყველაზე გავრცელებული ფორმები სავარძლისა და ნავის კონფორმერებია. კონფორმერია ქიმიაში
დინამიური იზომერიის სახეა. კონფორმერები, ასე ვთქვათ, მოლეკულის დროებითი შესვენების
მომენტია მუდმივად თავისთავადცვალებად მდგომარეობებს შორის. ამ მდგომარეობაში მოლეკულა
წამიერად ჩერდება, სულს ითქვამს და კვლავ აგრძელებს უფრო მოხერხებული შინაგანი ფორმის
ძიებას.
როგორც
უკვე აღვნიშნე, ყვალაზე ხშირად ციკლოჰექსანის სავარძლის ან ნავის კონფორმერებს ვახსენებთ.
პირველ მათგანში მოლეკულა ყველაზე სტაბილურია – მის ატომებს შორის დაშორება მაქსიმალურია,
შესაბამისად, ისიც მშვიდადაა. მეორე ფორმა კი ენერგეტიკულად უფრო დამუხტულია და მის
ერთგვარ ანტიპოდს წარმოადგენს. ამ ორ ფორმას შორის არსებობს უამრავი სხვა მდგომარეობა,
მაგრამ ისინი, როგორც წესი “არ გვახსოვს”. ჩვენ უკიდურესობები უფრო გვხიბლავს
და გვესმის. ამიტომ მიეცნენ დავიწყებას ცილოჰექსანის ტვისტ, ნახევარტვისტ, ნახევარსავრძლის
(ეს – რასაც მოვიცალეთ და სახელი დავარქვით) და უამრავი სხვა ფორმა, რომელშიც მოლეკულა
უფრო მეტ ხანს ატარებს და რომელზეც არის დამოკიდებული, საით წავა იგი – სავარძლის
(მშვიდი) თუ ნავის (აღგზნებული) კონფორმერისკენ…
Club 27. ჯიმ მორისონი
ჟორჟ ბიზე, მარია კალასი, სარა ბერნარი, ოსკარ უაილდი, ფრედერიკ
შოპენი, მიშელ პეტრუჩიანი, ჯოაკინო როსინი… შთამბეჭდავი
სახელებია, არა? თითოეული
მათგანით სამართლიანად ამაყობს მსოფლიო ხელოვნება. თუმცა ამ ხალხს
კიდევ ერთი რამ აერთიანებს: ისინი პარიზში, პერ ლაშეზის (Père Lachaise) სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი. პოეტები, კომპოზიტორები, მსახიობები, საზოგადო
მოღვაწეები, დიპლომატები… სწორედ
აქ ასვენია ნეშტი ბევრი გამოჩენილი ადამიანისა, რომლებმაც საფრანგეთისა და მთელი
დანარჩენი მსოფლიოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
თუმცა არის
ამ პანთეონში ერთი საფლავი, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. გრაფიტით მოხატულ
ქვებთან მცირე ზომის ბიუსტი დგას, საფლავის ქვაზე კი სახელი, გვარი, თარიღები (1943–1971)და ბერძნული
წარწერაა: ΚΑΤΑ ΤΟΝ ΔΑΙΜΟΝΑ ΕΑΥΤΟΥ. ქართულად ეს ფრაზა ასე ითარგმნება: “საკუთარი
სულის ერთგული”, ან “მართალი საკუთარ სულთან“.
ის არც დიდი
კლასიკოსია, არც იდეალური
კომპოზიტორი, არც შოპენისა თუ ბახის ეპოქაში უცხოვრია, არც დიპლომატი ყოფილა და არც მსახიობი.ის, უბრალოდ,
საკუთარი თავის ერთგული იყო – ჯეიმს დუგლას
მორისონი, ჩემთვის უბრალოდ
ჯიმი. კიდევ ერთი
ლეგენდა, რომელიც სიცოცხლეს27 წლისა გამოეთხოვა.
მისმა მუსიკალურმა
კარიერამ სულ რაღაც 5 წელიწადს გასტანა. 1965 წლის ერთ
მშვენიერ, ან არცთუ
მშვენიერ დღეს მორისონი მუსიკოს რეი მანზარეკს შეხვდა ლოს-ანჯელესის ერთ–ერთ სანაპიროზე. საუბრისას
გაუმხილა, რომ ლექსებსა და სიმღერებს წერდა და ერთ–ერთი მათგანის, MoonlightDrive-ის, პატარა მონაკვეთიც წაუმღერა:
მანზარეკი
კლავიშებზე საკმაოდ კარგად უკრავდა და მორისონს ბენდის შექმნა შესთავაზა. სახელად “TheDoors” (“კარი”,
“კარიბჭე”) შეარჩიეს. ინსპირაციის წყარო ინგლისელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის
წიგნი “აღთქმის კარიბჭე” იყო. თავის მხრივ, ჰაქსლის შთაგონება
თანამემამულის, პოეტ უილიამ ბლეიკის ფრაზა გახლდათ: “თუ აღქმის კარიბჭე გაიხსნა, ადამიანი
დაინახავს ყველაფერს ისე, როგორც არის, უსასრულოდ” (If the doors of perception were cleansed, everything would appear to manasitis, infinite).
მთარგმნელად
ალბათ არ გამოვდგები, თუმცა, ვფიქრობ, მორისონისა და მისი მეგობრების
მუსიკის ძირითადი აზრი ავად თუ კარგად მოგაწოდეთ. “TheDoors” ცდილობდა,
ყოფილიყო ჭეშმარიტების ერთგვარი კარიბჭე 1960–იან წლების
ამერიკელებისთვის, რომლებიც არაერთ ყოფით თუ იდეოლოგიურ პრობლემას აწყდებოდნენ.
უმთავრესი პრობლემა კი თავისუფლების არასათანადო ხარისხი იყო. თითქმის ყველა
კონცერტს გასდევდა ჯიმის საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლები, ლექსები, რომლებშიც
მსმენელს მოუწოდებდა, ბოლომდე ეგრძნოთ თავისუფლება. პუბლიკის აყოლიება მორისონს არ
უჭირდა. 1967 წელს მაიამიში პოლიციამ
პირდაპირ სცენაზეც კი დააკავა. მიზეზი – ამბოხის ხელშეწყობა.
წმინდა ტექნიკური
თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ჯიმი არასოდეს ყოფილა ბენდის მუსიკალური ლიდერი. თითქმის არასოდეს
გამოჩენილა მაყურებლის წინაშე რომელიმე ინსტრუმენტით. ძირითადად ლირიკის წერით იყო დაკავებული. მიუხედავად
ამისა, ჯიმის გარეშე
ჯგუფის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. მორისონის გარდაცვალების შემდეგDoors-მა სცადა
მოღვაწეობის გაგრძელება, თუმცა ორ წელიწადში ამოწურა თავი. უნიკალური
ტემბრის, შინაარსიანი
ტექსტებისა და ქარიზმის წყალობით ჯიმი ახერხებდა, ნამდვილი ლიდერი ყოფილიყო სცენაზე. ამიტომაც მსოფლიო მუსიკის
ისტორიაში ის ჯიმ მორისონად, “თავისი სულის ერთგულ” პიროვნებად
დარჩა და არა TheDoors–ის უბრალო ვოკალისტად.
მეტი რა უნდოდა ამერიკელ მსმენელს – მის წინაშე ძალიან სიმპათიური, ენერგიით სავსე ახალგაზრდა იდგა, რომელიც მზად იყო, თითოეული
მათგანისთვის გაეზიარებინა უკიდეგანო მუსიკა. ფანებიც, თავის მხრივ, თანახმა იყვნენ, ყველაფერი გაეღოთ მორისონისთვის. ქალები ჯიმის ნამდვილად
არ აკლდა. არსებობს ცნობა, რომ მას ჯენის ჯოპლინთანაც კი ჰქონდა ხანმოკლე
ურთიერთობა. მიუხედავად ყველაფრისა, მის ცხოვრებაში იყო ერთი ქალი, რომელიც, ალბათ, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე უყვარდა – პემ კარსონი, მუზა, ურომლისოდაც ბევრი კომპოზიცია ალბათ არ დაიწერებოდა…
ვინარის ჩემთვის მორისონი? ძალიან კარგი ამერიკელი პოეტი, მეამბოხე, რომელსაც მასების აყოლიება შეუძლია. ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ბევრი როკ-ენ-როლი და უკვდავი ჯგუფი The Doors – აი, ეს არის
ჯიმი. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის ესაუბრება: გენიალურ ენდი უორჰოლს, რომელიმე რიგით თაყვანისმცემელს თუ პოლიციის ოფიცერს, რომელსაც მისი დაპატიმრება სურს. ის ყველასთან
ერთი და იგივე ადამიანია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია, თქვენი
მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალოს.
სიცოცხლის
ბოლო დღეები მორისონმა პარიზში გაატარა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მის ნაადრევ სიკვდილს ჰეროინის ზედმეტ დოზას უკავშირებენ. ცხედარი პემ
კარსონმა აღმოაჩინა სააბაზანოში. საინტერესოა, რომ დაახლოებით 3 წლის შემდეგ პემიც იმავე მიზეზით გარდაიცვალა. ისიც, მორისონის
მსგავსად, 27 წლისიყო.
აი, ასეთი
გახლდათ ჯიმ მორისონი – არეული, თავისუფალი, ინდივიდუალური, ხშირად ზედმეტადაც
კი. იყო თუ არა
მისაბაძი, ამაზე კამათი
შეიძლება, მაგრამ
ფაქტია – დღეს მისი ცხედარი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანების გვერდით
განისვენებს.
პოსტი უცნაური
და აბდაუბდა გამომივიდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის, ეს ჯიმის
სტილია..
მისთვის ხომ
ხალხიც უცნაური იყო 🙂
განმავითარებელი შეფასების გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე-კონცეფციასა და თვითშეფასებაზე
შავი ოქრო
“შავი ოქრო”
– რა ასოციაცია გიჩნდებათ ამ სიტყვების წაკითხვისას?
რა არის ისეთი, რაც ოქროსავით ზეაღმატებულ მეტალს შეიძლება შევადაროთ? მართალი ბრძანდებით, ეს ნავთობია. სწორედ ის ნავთობი,
რომელიც არცთუ მცირე საფრთხეს უქმნის ჩვენს გარემოს, მაგრამ ამავე დროს ძალიან გვჭირდება.
ოქროს რატომ ადარებენ? ძველთაგანვე
ოქრო იყო აღმატებული მეტალი და ალბათ ამიტომ. სწორედ ოქროს მიღების სურვილით გახლდათ
დაბინდული ალქიმიკოსების გონება. ოქრო იყო შუღლის მთავარი მიზეზი. ეგვიპტელი ქემეიას
მიმდევრებისგან ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლოს გაგების სურვილმა აიძულა არაბები, ეგვიპტეში
შეჭრილიყვნენ და წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია არაბულად ეთარგმნათ. თუმცა
თავიანთი ნამოქმედარი ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან – თავადაც იგივე დაემართათ, რაც
ეგვიპტელებს დამართეს: ჯვაროსნული ომების დროს ევროპელებმა არაბულ ენაზე ჩაწერილი მთელი
ცოდნა ცეცხლითა და მახვილით მიითვისეს და ლათინურად თარგმნეს.
“სკვითების ოქრო” ხომ გახსოვთ,
მეოცე საუკუნის არქეოლოგიური სენსაცია? ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ბევრს აღელვებდა
სკვითიის (დღევანდელი უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის ტერიტორია) მეფეთა საგანძურის საიდუმლო.
ყორღანები სავსე აღმოჩნდა ოქროს მასიური ნაკეთობებით. სწორედ მათ გამო გამართულა არაერთი
ბრძოლა…
განვლილ წლებს გადავავლოთ თვალი,
აქვე, ჩვენ თვალწინ რომ გაირბინეს. ეკრანებთან მსხდომნი, მსოფლიოში მომხდარი მრავალი
სისასტიკის მოწმენი არ გავხდით? და განა მათი აშკარა თუ ფარული მიზეზი სწორედ ნავთობი
არ იყო? საუკუნეები გავიდა, მაგრამ ადამიანი არ შეცვლილა, კვლავ სიხარბე ამოძრავებს,
შუღლის მიზეზიც კვლავ ოქროა, ამჯერად – “შავი” ოქრო.
ნავთობი მორუხო-მოშავო ფერის, დამახასიათებელსუნიანი
სითხეა. ის 1000-მდე ცალკეული ნივთიერების ნარევია, ძირითადად კი ნაჯერი, არომატული
და ციკლური ნახშირწყალბადებისგან შედგება (C5-იდან C70-მდე).
გარდა თხევადისა, ნავთობი მასში გახსნილ აირად და მყარ ნახშირწყალბადებსაც შეიცავს.
მის შემადგენლობაში შედის ცოტაოდენი აზოტის, ჟანგბადისა და გოგირდის შემცველი ორგანული
ნაერთებიც.
ვარაუდობენ, რომ ნავთობი ზღვის ფსკერზე
ან დედამიწის წიაღში მოხვედრილ მცენარეთა და ცხოველთა ნაშთების ხრწნა-დაშლის შედეგად
წარმოიქმნება.
ნავთობის საბადოები მიწის სიღრმეში
მდებარეობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჭაბურღილის გათხრისას აირების (ძირითადად მეთანის)
წნევის გამო მიწიდან ნავთობის შადრევანი ამოხეთქავს ხოლმე. თუ გაზების წნევა საკმარისი
არ აღმოჩნდა, ნავთობს ამოტუმბავენ.
ნავთობის უდიდესი საბადოები მდებარეობს
საუდის არაბეთში, ერაყში, ირანში, კუვეიტში, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში, სამხრეთ უკრაინაში,
შუა აზიაში, სამხრეთ ურალში, ვოლგისპირეთში და სახალინზე.
საქართველოში აღსანიშნავია სამგორ-პატარძეულის,
მირზაანის, შირაქის, ნორიოს, საცხენისის, სუფსის, ჭალადიდის, ტარიბანის, შრომისუბან-წყალწმინდისა
და თელეთის საბადოები.
ნავთობის გადამუშავება ფრაქციული
გამოხდით მიმდინარეობს, ეს კი ნავთობის სხვადასხვა ფრაქციის დუღილის განსხვავებულ ტემპერატურას
ეფუძნება. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გამოხდას სარექტიფიკაციო სვეტებში აწარმოებენ,
ლაბორატორიაში – სპეციალურად აწყობილ ხელსაწყოში. 3000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
გამოხდით ნავთობის პროდუქტები იშლება, ამიტომ ამ პროცესს შემცირებული წნევის პირობებში
აწარმოებენ. ასეთი გამოხდით მაზუთისგან სხვა პროდუქტებთან ერთად მიიღება ვაზელინი -მყარი
და თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი – და პარაფინი – მყარი ნახშირწყალბადების ნარევი.
მაზუთიდან ყველა ზემოხსენებული პროდუქტის
გამოხდის შემდეგ რჩება გუდრონი, რომელიც ჰაერზე დაჟანგვის შედეგად ასფალტად გადაიქცევა.
ხშირად დედამიწის წიაღში გვხვდება მზა, ბუნებრივი ასფალტი, რომელიც ალბათ ნავთობის
გამოშრობის შედეგად წარმოიქმნება.
იცით, რომ ასფალტს ჯერ კიდევ ძველ
ბაბილონში იყენებდნენ გზების დასაგებად? ბუნებაში ასფალტი მზა სახითაც გვხვდება. კუნძულ
ტრინიდადზე (კარიბის ზღვაში) მდებარეობს “ტბა”, რომელიც 15 მილიონი ტონა
ასფალტით არის ამოვსებული. ოდესაღაც იქ ალბათ ნავთობის საბადო იყო, რომელიც განსაკუთრებული
გეოლოგიური პროცესების გამო მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ნავთობის
თხევადი კომპონენტები აორთქლდა და დარჩა მხოლოდ ასფალტი.
ნავთობის
გადამუშავების პროდუქტებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა ბენზინზეა. ნავთობის პირდაპირი
გამოხდით დაახლოებით 15-20% ბენზინი მიიღება, რაც, ცხადია, ვერ აკმაყოფილებს მისი გამოყენების
მასშტაბს, ამიტომ ქიმიკოსებმა შეიმუშავეს ნავთობის გადამუშავების მეთოდები, რომლებიც
80%-მდე ბენზინის მიღების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი მათგანი ნავთობის კრეკინგია.
ამ პროცესში C10-C20 ნახშირწყალბადები C5-C10ნახშირწყალბადებად იხლიჩება.
“კრეკინგი”
ინგლისური სიტყვაა და მსხვრევას, გახლეჩას ნიშნავს. ბენზინი C10-C20ნახშირწყალბადების ნარევია, ნავთი და მაზუთი კი C10 და უფრო მაღალი
რიგის ნახშირწყალბადებისა. მათი გახლეჩით მიიღება უფრო დაბალი რიგის ნახშირწყალბადები,
ანუ ბენზინის ფრაქცია. მაგალითად, ნავთის ფრაქციის C10-C16 კრეკინგით
მივიღებთ ბენზინის ფრაქციას.
არსებობს
კრეკინგის ორი ძირითადი სახეობა: თერმული, რომელიც მაღალი ტემპერატურისა (400-6000C)
და წნევის (15-60 ატმ) პირობებში მიმდინარეობს და კატალიზური, რომელიც ხორციელდება
კატალიზატორების (AlCl3, ალუმინსილიკატები) გამოყენებით შედარებით დაბალ
ტემპერატურაზე (30-4000C). კატალიზური კრეკინგი თერმულზე სწრაფად მიმდინარეობს
და უკეთესი ხარისხის ბენზინსაც იძლევა.
ბენზინის
ოქტანური რიცხვის, ანტიდეტონატორებისა და გარემოზე მათი გავლენის შესახებ სხვა სტატიაში
(“გვჭირდება თუ არა მწვანე ქიმია”) გესაუბრეთ, მაგრამ ის თუ იცით, რომ სპეციალური
მიკრობების საშუალებით ნავთობისგან შესაძლებელია ხელოვნური საკვების (ხორცის, ხიზილალის)
მიღება?
იცით,
რომ ერთ ავტომანქანას ყოველ 1000 კილომეტრზე იმდენი ჟანგბადი სჭირდება, რაც ადამიანს
მთელი წელი ეყოფოდა?
ნავთობის
თანმხლები გაზი მეთანია. ის იმ აირების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სათბურის ეფექტს
იწვევს. სათბურის ეფექტი ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტემპერატურის მომატებაა, რაც “სათბურის
აირებითაა” გამოწვეული.
არქტიკასა
და ანტარქტიკაში მუდმივი ყინული სწრაფად დნება, რის შედეგადაც მსოფლიო ოკეანის დონე
მცირდება, დედამიწის ტემპერატურული ბალანსი ირღვევა. ბოლო 20 წლის განმავლობაში არქტიკული
“მშვიდი ყინული” 40%-ით შეთხელდა. წყალსა და ატმოსფეროში ენერგია გროვდება,
რასაც კლიმატის შეცვლა და კატასტროფები მოჰყვება – წყალდიდობა, ტაიფუნი, მიწისძვრა,
გვალვა…
მიზეზი?
სათბურის
აირები ატმოსფეროში გროვდება და მასზე ე.წ. “ბუმბულის საფარს” წარმოქმნის.
ასეთი “საფარი” მზის სხივებს ატარებს, სითბოს კი არა. მზის სითბო უკან, კოსმოსში,
ვეღარ ბრუნდება. მომწამლავი სათბურის აირები ხელს უშლის სივრცეში სითბოს გაფანტვას,
შედეგად კი აირებისა და წყლის ორთქლის ფენები სქელდება და შეუმჩნევლად დგება გლობალური
დათბობა.
ოღონდ
მავანთ და მავანთ ეს არ ანაღვლებთ. ალბათ ჰგონიათ, რომ ეკოლოგიური პრობლემა მხოლოდ
უბრალო მოკვდავთ შეეხება… ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სიძვირე თუ სიიაფე კვლავ ერთი
ბარელი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც ადრე ვწერდი, დადგება დრო და ერთი
ტონა მარცვლეულის ფასი დაგვაინტერესებს. ოღონდ ეს მერე იქნება. მანამდე კი… მანამდე
ყველაზე ძვირფასი ვალუტა კვლავ “შავი” ოქროა – გარემოსთვის სახიფათო, მაგრამ
ცხოვრებისთვის ასე აუცილებელი.
და
მაინც, არ ღირს ბატონებო, არანაირი ოქროს გულისთვის არ ღირს ადამიანის სახის დაკარგვა,
რადგან, ერთი ქართული ლექსისა არ იყოს:
ბინდისფერია
სოფელი,
თანდათან
უფრო ბინდდება.
რა
არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით
გაგვიფრინდება.
ჩვენს
ნასახლარზე ოდესმე
ბალახი
აბიბინდება.
იმასაც
მოკლედ უვლია,
ვინც
გრძლად გვეგონა იარა;
თოფს
ჟანგი შესჭამს, ჟანგს – მიწა,
კაცის
გულს – დარდის იარა;
მოვა
სიკვდილი უჩინო,
ერთ
წამში აგვყრის იარაღს.
ჩვენ
რას წავიღებთ იმ ქვეყნად,
სხვას
არა წაუღია რა!
ჰოდა,
სანამ “იარაღს აგვყრიან”, ვიცხოვროთ ღირსეულად…
რევაზ ინანიშვილი და ჯანი როდარი
სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – შემთხვევის ანალიზი
მეთოდის ისტორიული განვითარება
მეთოდის |
პრობლემა |
ინფორმაცია |
პრობლემის |
გადაწყვეტილების |
Case-Stady |
ძირითადი |
საჭირო ინფორმაცია მოცემულია |
მოცემული ინფორმაციის დახმარებით განისაზღვრება პრობლემის |
მოსწავლეების მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზების |
Case-Problem |
სიტუაციაში პრობლემები პირდაპირ არის დასახელებული |
საჭირო ინფორმაცია მოცემულია |
ძირითადი |
მოსწავლეების მიერ შერჩეული პრობლემის გადაჭრის გზების |
Case-Incident |
შემთხვევა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი |
ძირითადი |
|
|
Stated-Problem |
პრობლემები მოცემულია |
საჭირო ინფორმაცია მოცემულია |
პრობლემის გადაჭრის გზები და მათი მართებულობის დასაბუთება |
ძირითადი |
ფაზები |
ქმედება/აქტივობა |
მიზანი |
კონფრონტაცია შემთხვევასთან |
შემთხვევის გაცნობა |
მოსწავლეები ჩასწვდნენ აღწერილ სიტუაციას და მასში |
მუშაობა ინფორმაციაზე |
სიტუაციის გაანალიზება და/ან დამატებითი ინფორმაციის |
მოსწავლეები აანალიზებენ და აფასებენ მოცემულ ინფორმაციას |
დისკუსია ჯგუფის შიგნით |
პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შემუშავება, |
მოსწავლეებს უვითარდებათ დივერგენტული აზროვნება |
შეთანხმება ჯგუფის შიგნით |
ჯგუფში დისკუსიის შემდეგ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან |
მოსწავლეებს უვითარდებათ კამათისა და შეფასების უნარი |
დისპუტი მთელი კლასის მონაწილეობით |
ჯგუფებში მიღებული გადაწყვეტილების კლასისთვის გაცნობა, |
მოსწავლეებს უვითარდებათ არგუმენტირებულად დასაბუთების |
შედარება |
ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედარება |
მოსწავლეებს უვითარდებათ რეფლექსიისა და ტრანსფერის |
კითხვები დავიდ პერკინსის განათლების თეორიაზე
მანანა ბოჭორიშვილი
ამერიკელი მეცნიერს, განათლების სპეციალისტს და კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელს დევიდ პერკინსს 1970 წელს სადოქტორო ხარისხი მიენიჭა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ამჟამად ის ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორია.
პერკინსის თეორია საოცრად აქტუალურია, ის ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს. მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ თეორიის მიხედვით რა არის მასწავლებლის მთავარი ამოცანა?
|
დევიდ პერკინსი ავტორია თეორიისა “სწავლება გაგებისათვის”. ამ თეორიის მიხედვით, რომელიც ,,თეორია ერთის” სახელითაა ცნობილი, სწავლა ჩაღრმავებული აზროვნების, გაგების შედეგია.
პერკინსის თეორიის მიხედვით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას. მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანია კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება.აღსანიშნავია, რომ პერკინსის თეორიის ცენტრალური ცნებებია “გაგება” და “გენერაციული” ანუ პროდუქტული ცოდნა.
|
პერკინსის აზრით, ცოდნა და უნარები თავისთავად არ განაპირობებს გაგებას. ადამიანმა შეიძლება დააგროვოს ცოდნა და განივითაროს უნარები მიღებული ინფორმაციის ღრმა გააზრების გარეშეც. გაგება, პერკინსის მიხედვით, მხოლოდ შინაარსის გაგებას არ გულისხმობს, გაგებაში “მოქმედების პერსპექტივაც” იგულისხმება. კერძოდ, მოახერხებს თუ არა ადამიანი მისთვის ახალ სიტუაციაში კონკრეტული ცოდნის გახსენებასა და გამოყენებას. რაიმეს გაგება ნიშნავს არა მხოლოდ თემის შინაარსის გააზრებას, არამედ ამ თემასთან დაკავშირებით მაღალი დონის სააზროვნო პროცესების განხორციელებასაც, როგორიცაა ახსნა, მაგალითების მოყვანა, განზოგადება, ანალოგიის მიხედვით დასკვნის გამოტანა, ცნებების სხვა კონტექსტში გამოყენება და ა.შ. ამრიგად, გაგება ისეთ პროცესებს მოიცავს, რომლებიც მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეს. პერკინსი მათ “გაგების მოქმედებებს” უწოდებს. კონკრეტული საკითხის გაგება ნიშნავს ამ “გაგების მოქმედებების” განხორციელებას საკითხის გარშემო.
მაგ.: ასეთი “გაგების მოქმედებებია” კონკრეტული საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვა, კატეგორიების გამოყოფა, კითხვების დასმა, ამ კითხვებზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, წინააღმდეგობრივი ფაქტებისა და დებულებების გამოყოფა, კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა არსებული ინფორმაციის საუფძველზე და ა. შ.
|
პროდუქტული ცოდნა სამი ძირითადი მოქმედების შედეგია:
1. ცოდნის შენახვა ხანგრძლივ მეხსიერებაში;
2. მიღებული ცოდნის გაგება;
3. ცოდნის აქტიური გამოყენება სკოლის გარეთ.
პერკინსი მიიჩნევს, რომ ეს სამი აქტივობა განათლების სისტემის ძირითადი მიზანი უნდა იყოს. პერკინსის თეორიის მიხედვით, სწავლების სტრატეგია, უნდა იყოს ყურადღების გამახვილება არა სასწავლო საგნის შინაარსზე, არამედ მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის ღრმა გააზრებაზე, მის კავშირზე მოსწავლის გამოცდილებასთან და სხვა სასწავლო საგნებში მიღებულ ცოდნასთან.
|
პერკინსის უპირატესი სწავლების მეთოდია:
1. საკითხის გარშემო კავშირებისა და მიმართებების დამყარება, რასაც პერკინსი “დაკავშირებას” უწოდებს და
2. პრობლემური სიტუაციის შექმნა, როდესაც მოსწავლეს მზა ცოდნა კი არა აქვს, არამედ პრობლემური სიტუაციის წვდომის პროცესში იძენს ამ ცოდნას. მას პერკინსი “გზის მიყოლას” უწოდებს.
ამ მეთოდით შეძენილი ცოდნა უფრო მოქნილი და უკეთ ორგანიზებულია მოსწავლის მეხსიერებაში. მომავალში მოსწავლე ადვილად შეძლებს მის გამოყენებას მისთვის უცნობ სიტუაციაში.
რას გვეუბნება პერკინსის თეორია – როგორ შეიძლება მოსწავლეებს ვასწავლოთ გაგება, ანუ როგორ მივცეთ მოსწავლეებს პროდუქტიული ცოდნაანუ რა არის აუცილებელი გაგების წარმატებული სწავლებისათვის?
|
პერკინსმა თავის თეორიაში გამოყო ექვსი კომპონენტი, რომლებიც აუცილებელია გაგების წარმატებული სწავლებისათვის.
1.
სწავლება, როგორც აზროვნებაზე ფოკუსირებული ხანგრძლივი პროცესი. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სასწავლო სიტუაცია, სადაც მოსწავლეები საკითხზე იფიქრებენ და კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებიან მას სხვადასხვა სიტუაციაში.
2.
მიმდინარე შეფასების აუცილებლობა. მოსწავლეებს სჭირდებათ უკუკავშირი და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეაფასებენ, თუ როგორ არიან დაუფლებულნი გაგების მოქმედებებს, რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ კარგად გაიგონ საკითხი.
3.
განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება. მასალის მიწოდებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი სირთულე ბავშვის ფსიქიკური განვითარების დონესთან მიმართებაში. გაგების მოქმედებების განხორციელება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია და, შესაბამისად, განსხვავებული სწავლების მეთოდებს მოითხოვს.
4.
სწავლის უზრუნველყოფა ინფორმაციას ისე წარმოდგენით, რაც ხელს შეუწყობს გაგების პროცესების აღძვრას. ინფორმაციის სტრუქტურირებისა და წარმოდგენის წესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიღებული ინფორმაციის გაგებაზე. კერძოდ, დიაგრამები, სქემები ხელს უწყობს ცნებებისა თუ საკითხის ღრმა გაგებას.
5.
მოსწავლეთათვის სასწავლო საგნის გაცნობა. შესასწავლი საგნის საკითხების გაგება შეუძლებელია მეცნიერების ამ დარგის შესახებ ზოგადი წარმოდგენის გარეშე. ცნებისა და პრინციპის გაგება აუცილებლად გულისხმობს იმას, თუ რა ადგილი უკავია და როგორ ფუნქციონირებს ის შესასწავლ დისციპლინაში. კონკრეტული საგნის მასწავლებელი ვალდებულია, გააცნოს მოსწავლეებს ამ სასწავლო დისციპლინის სტრუქტურა და ლოგიკა.
6.
სწავლება ტრანსფერისთვის (გადატანისთვის). მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეებს უჭირთ ერთ კონტექსტში ათვისებული პრინციპებისა და შესწავლილი ფაქტების სხვა სიტუაციაში გამოყენება. მაგ. ის, რაც აითვისეს მათემატიკაში, ვერ გადააქვთ საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთ საგანში ათვისებული ცოდნის სხვა კონტექსტში, სხვა დისციპლინაში გამოყენება, მათ უნდა ისწავლონ კავშირების დამყარება – “დაკავშირება”. ეს კი გაგების აუცილებელი საფუძველია.
|
განათლების მთავარი მიზნები პერკინსის აზრით შემდეგია:
1.
მიღებული ცოდნის შენარჩუნება
2.
გაგება-გააზრება
3.
ცოდნის აქტიური გამოყენება
|
1.
რისი სწავლა ღირს?
რისი სწავლაა მნიშვნელოვანი, ცოდნის შეძენით რაში ვხდებით უკეთესები?
2.
რატომ არის რთული ამის სწავლა?
როგორ ავარიდოთ თავი ზედაპირული ცოდნის მიღებას? რა არის პრობლემური?
3.
ყველაზე კარგად როგორ შეიძლება რომ ეს ვისწავლოთ?
მიწოდებული მასალის როლი და მოსწავლის როლი.
4.
როგორ მიდის სწავლის პროცესი?
რამდენად შეუძლია მოსწავლეს არამარტო მასწავლებლისგან, არამედ თანატოლებისგან მიღებული შეფასებით და რეაგირებით (კომენტარები, რჩევები) გააკონტროლოს და გააუმჯობესოს სწავლების
პროცესი.
ყველა მასწავლებლის და განათლების სპეციალისტის საზრუნავია ისე წარმართოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ… ჩავიხედოთ პერკინსის თეორიაში; პერკინსის მიხედვით რა არის საჭირო რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ?
|
პერკინსი მიიჩნევს, იმისათვის რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ საჭიროა:
–
მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად
–
გავაკეთებინოთ სავარჯიშოები რომლებიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გააზრების საშუალებას მისცემს.
–
რჩევებით და კომენტარებით ვაძლევთ ინფორმაციულ შეფასებას.
–
ვზრუნავთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე
პერკინსი მიიჩნევს რო მიწოდებულ ცოდნას კონკრეტული მიზანი უნდა დავუსახოთ. შეიძლება ცოდნა ორ ადამიანს მივაწოდოთ თანაბრად, მაგრამ მთავარია ამ ცოდნის გამოყენება.
ოქროს გასაღები კარგია, მაგრამ მთავარია მისი დახმარებით საკლასო ოთახის კარი გავაღოთ.. სწავლების მეთოდები ის კარია, რომელიც მოსწავლის განათლებისკენ მიიყვანს მასწავლებელს… ჩავიხედოთ პერკინსის თეორიაში – სწავლების რა მეთოდებს განიხილავს პერკინსი?
|
პერკინსი განიხილავს ადლერის მიერ შემოთავაზებული სწავლების სამ სხვადასხვა მეთოდს:
დიდაქტიკური |
წვრთნა |
სოკრატული სწავლება |
მოსწავლე გვაძლევს პასუხს კითხვებზე: რა?სად?რატომ? 1. მიზნის განსაზღვრა მოსწავლეებისათვის (რაში გამოიყენონ შესწავლის ობიექტი) 2. მინიშნება პროგრესის შესახებ (აღინიშნება მოსწავლეთა მიგნებები) 3. სხვადასხვა მაგალითის მოყვანა. მაგალითებით ახალი მასალების გათავისება. 4. დემონსტრაცია. შესწავლილი მასალის რეპრეზენტაცია. (მაგალითად ფილმით) 5. ახალი მასალის გაკავშირება ძველ და უკვე კარგად ნაცნობ მასალასთან. 6. ახალი მასალის ლეგიტიმაცია. მოსწავლეს ვარწმუნებთ მასალის შესწავლის |
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს და აძლევს |
ასეთი სწავლების დროს მასწავლებლებს არააქვთ მზა პასუხები. მასწავლებელი რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია თქვენი პოზიცია?
მასწავლებელი ფიქრობს თვითონ მიიყვანოს ბავშვი პრობლემის გადაწყვეტამდე.
|