კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

სახეში გალაწუნების საქმე

0

ისეთი დღეა, მჟავე სუნი რომ ასდის ერთნახადი არყის. სახდელი ორე. ღელე. წითელი ტალახი. წვიმა, თავის თავსაც რომ ძლივს ამჩნევს. ასეთი დღეები მე სოფელში მახსოვს. ამ სოფელს სურები ჰქვია. ოდესღაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ასწავლიდნენ.

ბაღის ასაკისა ვიყავი. პირველად იქ ვნახე, რომ მასწავლებელს შეეძლო, მოსწავლისთვის სახაზავი დაერტყა, საფეთქელთან თმა მოეწიწკნა ან ყური აეწია. შევედი ჩემს სკოლაში და იქაც – ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. რასაკვირველია, ყველა მასწავლებელი ასე არ იქცეოდა, მაგრამ ყველა მოსწავლე კი იღებდა, როგორც ბუნებრივ მოცემულობას.
ამ პატარა სტატიას იმისთვის კი არ ვწერ, რომ ვინმე გავკიცხო და სამაგალითოდ ვაქციო, ანდა მეთოდიკურ–პედაგოგიკური რჩევები მოგცეთ – ეს სხვებს უფრო ხელეწიფებათ; უბრალოდ, მინდა გავიხსენო და თქვენც გაგახსენოთ მარტივი რამ: ძალადობა შობს ძალადობას. იყო სისტემა, რომელიც თავისებურად ანაწილებდა როლებს და მისი მონაწილეებიც, ნებით თუ უნებლიეთ, ამ ადათს მისდევდნენ: მასწავლებელი – აგრესიისას, მოსწავლეები – თმენისას.
ახლა ამბობენ, საქმე ამ მხრივ უკეთააო – ვერ ვიჯიუტებ, მეგობრებს ვენდობი. მე ძველ ამბებს გიყვებით.
სახეში გაურტყამთ და გამირტყამს კიდეც – მოზარდობა და ცხოვრება, სამწუხაროდ, ამასაც გულისხმობს. გარდა ამისა, სულ სამი–ოთხი ხელი თუ მომხვედრია. ერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მე კი სულ ცოცხლად მიდგას თვალწინ, ფიზკულტურის გაკვეთილზე ჩამოგვამწკრივებდა და ვინც თვალში არ მოუვიდოდოდა, გაულაწუნებდა. მე ცრემლი მომაწვა და მთელი ღამე ვაწამებდი იმ კაცს, სადღაც ხეზე მიბმულს. სიზმარში, ცხადია. მერე, წლების მერე, მატარებლის სადგურზე შემხვდა, მოტეხილი და დაჩაჩანაკებული; არყის ფული ისე მთხოვა, თითქოს იმ გაკვეთილებისთვის ბოდიშს მიხდიდა… მივხვდი, ამ კაცს შეეძლო, სულ სხვანაირი მასწავლებელი ყოფილიყო, უფრო მეტად მომთმენი მაინც. იქნებ გამხდარიყო კიდეც ასეთი, თავის დროზე ვინმე ზემდგომს სათანადო ინსტრუქცია რომ მიეცა ან რომელიმე მოსწავლეს ცხადი და არგუმენტირებული პროტესტი გამოეხატა. იმას კი არ ვამბობ, რომ წესები ადამიანებს ცვლის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ დინებისკენ უბიძგებს, – თუ არ გინდა, ნაპირზე გახვალ. ამ კაცისთვის ვინმეს რომ ესწავლებინა ეს, სად იქნებოდა დღეს, ვერ გეტყვით, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, ასე უცნაურად არ დაასრულებდა სიცოცხლეს.
მთავარი ალბათ სხვა რამეა – როლები. მასწავლებელი უსათუოდ მსახიობიცაა. მას საკუთარი სცენა აქვს, იქ ათასგვარი იმპროვიზაცია შეუძლია, ხანდახან – ჩამოსვლა და მაყურებლებში გარევაც კი, მაგრამ როლიდან არ უნდა ამოვარდეს. ამას შესაძლოა მეორე უკიდურესობაც კი სჯობდეს – აი, ის ლეგენდა, საპირფარეშოში რომ არ დადიან და სხვანი. როლის შექმნას კი სცენარისტი სჭირდება და რეჟისორი. სხვათა შორის, ჩვენც ჩვენი ამ სტატიებით იმავეს ვცდილობთ – ცოტა რომ სიტყვა დავღვლარჭნოთ, წარეჟისორებას თუ წასცენარისტებას.
თან ისეთი დღეა, არყის გამოხდას რომ მოგაგონებს. ასეთ დღეებში ორესთან, ღელის პირიდან, რჩევების მიცემა უყვარს კაცს…

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მეორე ნაწილი)

0

განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს საჯარო განათლების სისტემის მანკიერ მხარეებს. ის გვირჩევს, დავფიქრდეთ და ვიკითხოთ, სადამდე მიიყვანს ჩვენს შვილებს ეს გიჟური, კონკურენციაზე დაფუძნებული ბრძოლა სკოლაში თუ საზოგადოებაში “წარმატებისა და სოციალური სტატუსისათვის”. დავუკვირდეთ, რა უწყობს ხელს და რა აფერხებს მათ განვითარებას. იქნებ ჩვენ უკვე ვიწვნევთ მწარე შედეგებს ძალადობის მატებით, ნარკომანიით, ინფანტილიზმით და უამრავი სხვა პრობლემით? გატო ცდილობს, დანერგოს თავის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნება, ანალიზის უნარი, თუმცა აცნობიერებს, რომ უნებურად მაინც უწევს განათლების სისტემის “ფარული მიზნების” (ფარული კურიკულუმის) გატარება.

“ფარული კურიკულუმი” განათლების სისტემის თანმხლები მოვლენაა. ეს არის ცოდნა, ღირებულებები და უნარები, რომლებსაც ბავშვებს გადავცემთ არაპირდაპირი გზით, ჩვენი მაგალითით, სკოლაში დამკვიდრებული რეალური და არა გაცხადებული ღირებულებებით. ფარულ კურიკულუმზე ლაპარაკობს ჯონ გატოც და “საგნებად” მოიხსენიებს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა უსისტემო სწავლება, დახარისხება, გულგრილობა, ემოციური დამოკიდებულება და ა.შ. (Hidden curriculum – https://en.wikipedia.org/wiki/Hidden_curriculum )

სწორედ ამ კუთხით დაგვანახვებს ის თავის მოღვაწეობას, გვიყვება, რას აკეთებს კლასში არასწორად.
“არსებობს შვიდი “საგანი”, რომლებსაც ყველა სკოლაში ასწავლიან. ეს “საგნები” უფრო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე, ვიდრე წარმოგვიდგენია, ამიტომ საჭიროა, კარგად ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს მათი არსი. საერთოდ არ მინდა ამ საკითხის ირონიზება, მაგრამ სწორედ ამ “საგნებს” ვასწავლი მე სკოლაში და სწორედ ამაში იხდიან მშობლები ფულს. თავად განსაჯეთ:
პირველი გაკვეთილი – “უსისტემობა”
პირველი, რასაც ბავშვებს ვასწავლი, არის უსისტემობა. ყველაფერი, რასაც ისინი სწავლობენ, კონტექსტის გარეშეა. მე მათ ვასწავლი ბევრ სხვადასხვა რამეს – ვუყვები პლანეტების მოძრაობაზე, დიდ რიცხვებსა და მონობაზე; ვასწავლი ძერწვას, ცეკვას, ტანვარჯიშს, სიმღერას; როგორ მოიქცნენ სტუმრებთან, უცხოებთან, რომლებსაც ალბათ არასოდეს შეხვდებიან, ხანძრის დროს; ვასწავლი კომპიუტერთან ურთიერთობას, ვაჩვევ ტესტების წერას, ვაძლევ ასაკობრივი სეგრეგაციის გამოცდილებას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან… რა კავშირი აქვს ერთს მეორესთან?

თუ დავაკვირდებით, საუკეთესო სკოლების სასწავლო პროგრამებიც კი ულოგიკოა და ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საბედნიეროდ, ბავშვები სიტყვებით ვერ გამოხატავენ იმ დაბნეულობასა და გაღიზიანებას, რომელსაც განიცდიან, როცა მათ ხარისხიანი სწავლების სახელით ურღვევენ მოვლენების ბუნებრივ განვითარებას. სასკოლო სისტემის მიზანია, მოსწავლეს მისცეს ზედაპირული ცოდნა ეკონომიკაში, სოციოლოგიაში, სხვა მეცნიერებებში და არა ხელი შეუწყოს რომელიმე მათგანით გატაცებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს ღრმა შესწავლას. ბავშვებს სკოლებში აშფოთებთ სიმრავლე უფროსებისა, რომლებიც მარტო, ერთმანეთთან კავშირის გარეშე მუშაობენ და პრეტენზია აქვთ, გადასცენ მათ თავიანთი გამოცდილება, რომელიც ხშირად თვითონაც არ გააჩნიათ.

ადამიანებს შინაარსი აინტერესებთ და არა მხოლოდ ფაქტები. განათლება მათ საშუალებას აძლევს, გადაამუშაონ ინფორმაცია და იპოვონ მასში შინაარსი. ადამიანის სწრაფვა, ყველაფერში ეძებოს შინაარსი, ძნელი შესამჩნევია სასკოლო პროგრამებისა და თვითონ სკოლის, ფაქტებისა და თეორიებისადმი აკვიატებული ლტოლვის მიღმა. მეტადრე – დაწყებით კლასებში, სადაც სასწავლო პროცესი ეფუძნება უვნებელი, მარტივი მოწოდებების – მაგ., “მოდი, გავაკეთოთ ეს”, ან “მოდი, გავაკეთოთ ის” -შესრულებას. ეს მოწოდებები გულისხმობს განსაზღვრულ შინაარსს, ხოლო თვითონ ბავშვები ჯერ ვერ ხვდებიან, რა მცირე კავშირი აქვს ამ თამაშს რეალობასთან. წარმოიდგინეთ ისეთი მოვლენები, როგორებიცაა დაბადება და ადამიანის განვითარება, მზის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გლეხების, მჭედლების, მეწაღეების საქმიანობა, საშობაო სუფრის სამზადისი – თითოეული მათგანის ესა თუ ის ეტაპი სრულ ჰარმონიაშია დანარჩენ ეტაპებთან, ამართლებს მათ, განაპირობებს კავშირს წარსულთან და განსაზღვრავს მომავალს. სკოლის თანამიმდევრობებში ასეთი ჰარმონია არ არის – არც ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში, არც მთლიანად დღის განრიგში. სასკოლო განაწესი არანორმალურია. შიდა დაკვირვების შემდეგ მიხვდები, რომ მასში არ დევს არავითარი აზრი. იშვიათად თუ რომელიმე მასწავლებელი გაბედავს სკოლის წესების გაკრიტიკებას, რადგან ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც იყო მრავალი წლის განმავლობაში.

მე ყველაფერს ვასწავლი ფრაგმენტულად, ერთმანეთისგან მოწყვეტით, რაც საპირისპიროა მთლიანისა; ის, რასაც მე ვასწავლი, სატელევიზიო არხების არჩევის პროცესს უფრო ჰგავს, როდესაც პარალელურად აყენებ უამრავ სხვადასხვა არხს, – ვიდრე ერთიან წესრიგს. სამყაროში, სადაც სახლი გადაიქცა მოჩვენებად, იმიტომ რომ ორივე მშობელი მუშაობს, ან ერთ-ერთი მათგანი ზედმეტად ამბიციურია, ანდა სულაც სხვა მიზეზით – ყველა მეტისმეტად დაბნეულია, რომ ნორმალური ოჯახური წესრიგი შეინარჩუნოს. ამ ყველაფერს ემატება სკოლა, რომელიც აჩვევს ბავშვებს, მიიღონ ქაოსი როგორც გარდაუვალი რამ, როგორც თავიანთი ბედისწერა. ეს არის პირველი გაკვეთილი, რასაც მე ვასწავლი.
 
მეორე გაკვეთილი – “დახარისხება”
მე ვასწავლი ბავშვებს, რომ ისინი უნდა დარჩნენ იმ კლასში, რომელშიც გაანაწილეს.

არ ვიცი, ვინ ანაწილებს მათ კლასებში, ეს ჩემი საქმე არაა. ისინი თითქოს დანომრილები არიან. თუ რომელიმემ გაძვრომა მოახერხა, მაშინათვე კლასში დააბრუნებენ. მრავალი წლის განმავლობაში მოსწავლეთა კატეგორიზაციის მეთოდები ისე იცვლებოდა, რომ მათთვის მიკრული იარლიყების უკან რეალური ადამიანის გარჩევა გაჭირდა. ადამიანთა კატეგორიზაცია გავრცელებული და მომგებიანი საქმეა, ოღონდ მისი აზრი მე არ მესმის. იმასაც ვერ ვხვდები, რატომ აძლევენ მშობლები სკოლას ამის ნებას.

ასეა თუ ისე, მე, სკოლის მასწავლებელს, ეს არ მეხება. ჩემი ამოცანაა, მოვიქცე ისე, რომ ბავშვებს მოსწონდეთ კლასში იმ ბავშვებთან ერთად ჩაკეტვა, რომლებიც მსგავს იარლიყებს ატარებენ, უკიდურეს შემთხვევაში, მედგრად იტანდნენ ამას. ჩემი ამოცანა შესრულებულად ჩაითვლება, თუ მათ აზრადაც არ მოუვათ, რომ ახლა სხვა კლასში ყოფნა შეუძლიათ, რადგან მე მათ ვასწავლი, შურდეთ მათზე ძლიერი მოსწავლეების და ქედმაღლურად უყურებდნენ სუსტებს. ასეთი დისციპლინის დროს მოსწავლეები თვითონ ახდენენ საკუთარი თავის გრადაციას. ამგვარად მე მათ ვასწავლი, რომ ადამიანები ჯგუფებად უნდა დაყონ. ასეთია ნებისმიერი კონკურენტული გარემოს გაკვეთილი, რომელთა რიცხვსაც, სამწუხაროდ, მიეკუთვნება სკოლა.

მიუხედავად საზოგადოდ მიღებული აზრისა, რომ მოსწავლეთა 99% უნდა დარჩეს იმ ჯგუფში, რომელშიც ისინი უფროსებმა გაანაწილეს, მე მოვუწოდებ მათ, მიაღწიონ სწავლაში უკეთეს შედეგებს და უფრო ძლიერ ჯგუფებში გადავიდნენ. მე ხშირად ვასწავლი, რომ მათი პროფესიული წარმატებები იმაზეა დამოკიდებული, რა ნიშნებს მიიღებენ სკოლაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. აშკარად არასოდეს ვიტყუები, მაგრამ გამოცდილებამ დამარწმუნა , რომ გულწრფელობა და სკოლაში სწავლება არსით შეუთავსებელია, რასაც ამტკიცებდა სოკრატე ათასი წლის წინათ.

სეპარაციის შედეგია ის, რომ ყოველი ბავშვი პირამიდაში იკავებს განსაზღვრულ ადგილს და იქიდან მხოლოდ შემთხვევით თუ ამოვარდება. სხვაგვარად ის იქვე დარჩება, სადაც გაანაწილეს.

მესამე გაკვეთილი – “გულგრილობა”
მესამე, რასაც მოსწავლეებს ვასწავლი, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა. ფაქტობრივად, მე ვასწავლი მათ, არაფერი აკეთონ მთელი გულით და ამას საკმაოდ დახვეწილად ვაკეთებ. მე ვითხოვ, ისინი ბოლომდე დაიხარჯონ ჩემს გაკვეთილზე, მოუთმენლობისგან ადგილზე იხტუნონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს ჩემი ყურადღების მოპოვებაში. ამის შემხედვარე, გულს უხარია. ეს ჩემზეც კი ახდენს შთაბეჭდილებას. როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვარ, არაჩვეულებრივად ვაღწევ ენთუზიაზმის გამოვლენას. მაგრამ, როგორც კი სკოლის ზარი დაირეკება, მე ვითხოვ, შეწყვიტონ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით და სასწრაფოდ შემდეგ გაკვეთილზე გაიქცნენ. ისინი უნდა ჩაირთონ და გამოირთონ, როგორც ელექტრონული მოწყობილობები. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს პროცესი, რომელიც გაკვეთილზე ხდება, ზარი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. შედეგად, ისინი არასოდეს არაფერს შეიმეცნებენ ბოლომდე. ჭეშმარიტად, სკოლის ზარი ასწავლის, რომ არც ერთი საქმე არ ღირს იმად, ბოლომდე მიიყვანო. მაშ, რატომღა ვინერვიულოთ რამეზე? სკოლის ზარი წლების განმავლობაში აჩვევს ყველას, ძლიერთა გარდა, რომ ამქვეყნად არაფერია განრიგზე უფრო მნიშვნელოვანი. ზარი სასკოლო დროის ფარული ლოგიკის გამომხატველია. მისი ძალაუფლება სასტიკია. ზარი ანადგურებს წარსულსა და მომავალს, ისევე, როგორც რუკაზეა ერთნაირი ყველა მდინარე და მთა, თუმცა სინამდვილეში ისინი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. ზარი ყოველ წამოწყებას გულგრილობით ავსებს.

 
მეოთხე გაკვეთილი – “ემოციური დამოკიდებულება”
ვარსკვლავების, წითელი ხაზების, ღიმილების, მოწყენილი სახეების, პრიზებისა და სასჯელების საშუალებით მე ვაჩვევ ბავშვებს, თავიანთი ნება ჩემს ბრძანებას დაუმორჩილონ. სკოლაში ბავშვებს გასაჩივრება არ შეუძლიათ, რადგან ნამდვილი უფლებები აქ არ არსებობს. არც სიტყვის თავისუფლებაა სკოლაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე. როგორც მასწავლებელი, მე ვიჭრები უამრავი პირადი გადაწყვეტილების სფეროში, ვეხმარები მათ, ვინც, ჩემი აზრით, ამის ღირსია და ვადებ დისციპლინარულ სასჯელს მათ, ვინც თავისი საქციელით ძირს უთხრის ჩემს ძალაუფლებას. ბავშვები და მოზარდები გამუდმებით იჩენენ ინიციატივას, მაგრამ მე სწრაფად ვუსწორდები მათ. ინდივიდუალურობის გამოვლენა ეწინააღმდეგება დახარისხების პრინციპს და ამიტომ ნებისმიერი კლასიფიკაციური სისტემისთვის წყევლასავითაა. გავრცელებული სიტუაცია: ბავშვი გთხოვს გაკვეთილიდან გათავისუფლებას ტუალეტში გასასვლელად ან უბრალოდ წყლის დასალევად. ვიცი, რომ არც ერთი უნდა და არც მეორე, მაგრამ ვაძლევ საშუალებას, “მომატყუოს”, რადგან ამ შემთხვევაში ის დამოკიდებული ხდება ჩემს კეთილგანწყობაზე – უბრალოდ კი არ აკეთებს ამას, არამედ აკეთებს ჩემი ნებართვით. ხანდახან ბავშვები სხვისი ბრძანების გარეშე გამოხატავენ ბრაზს ან სიხარულს, მაგრამ მასწავლებელი მათ ხშირად ვერ მისცემს ამის უფლებას. ამ უფლებას ის მხოლოდ ზოგიერთს აძლევს, ისიც – გამონაკლისის სახით, და თუ მოწაფე ცუდად მოიქცა, მალევე წაართმევს”.
დასაწყისი იხ. https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=173
გაგრძელება იქნება

უკუკავშირის მეთოდები(მეორე ნაწილი)

0

წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ უკუკავშირის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა სასწავლო პროცესის/თემის საწყის ეტაპზე. ამჯერად გაგაცნობთ მეთოდებს, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია სასწავლო პროცესის/თემის მიმდინარეობისას.

განხილული მეთოდები ადაპტირებულია წიგნიდან: Bastian J., Combe A., Langer R., (2007) Feedback-Methoden, Weinheim und Basel : Beltz
პირველი მეთოდი – კლასის მიმდინარე ევალვაცია/შეფასება უკუკავშირის ჟურნალით
მეთოდის აღწერა:
მასწავლებელი თავის ჟურნალში ყოველდღიურად ინიშნავს მოსწავლეთა მხრივ როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ უკუკავშირს – სიხარულისა თუ უკმაყოფილების რეაქციებს, მღელვარებას ჯგუფში, მოსწავლეთა საუბრების/დისკუსიების მნიშვნელოვან ფრაგმენტებს და სხვ. ეს დოკუმენტაცია გვემსახურება როგორც წყარო შემდგომი საკლასო დისკუსიისა და განხილვისთვის.

ვარიანტები:

მოსწავლეები პერიოდულად (მაგ., არდადეგების წინ, თემის დამუშავების, პროექტზე მუშაობის პროცესში) იძლევიან თავისუფალ უკუკავშირს საკლასო კლიმატზე, სასწავლო წარმატებებსა თუ სირთულეებზე, მასწავლებლის მიდგომებზე, გამოყენებულ სასწავლო მეთოდებზე, მერე კი მასწავლებელთან ერთად აანალიზებენ შედეგებს და ამის საფუძველზე აყალიბებენ შემდგომ სამუშაოს.

მეთოდის უპირატესობა:

სისტემატური აღრიცხვით გვერდითი უკუკავშირებიც კი არ იკარგება და საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ, რამდენად გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში მთელი წლის განმავლობაში ანალიზის შედეგების გათვალისწინება.

საყურადღებოა:

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რა მიზანს ემსახურება ჩანიშვნები, რაში და როგორ დაეხმარება იგი მასწავლებელს თუ მოსწავლეებს.
მეორე მეთოდი – სამი ან ოთხი კუთხე

მეთოდის აღწერა:

ოთახის სამ ან ოთხ კუთხეში კიდია ფლიფჩარტები, რომლებზეც წერია შეხედულებები განსახილველი საკითხის შესახებ (თითოზე – თითო). მოსწავლეები კითხულობენ მათ და იკავებენ ადგილს რომელიმე ფლიფჩარტთან, ან ფლიფჩარტებს შორის, იმის მიხედვით, რომელ შეხედულებას/შეხედულებებს უფრო ემხრობიან. ერთმანეთთან ახლოს მდგომი მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს. თითოეული ჯგუფი მართავს დისკუსიას: “რატომ ვდგავარ მე აქ?”. შემდეგ ზედა ფლიფჩარტები იხსნება და ქვედაზე ჩნდება ასევე განსხვავებული შეხედულებები საკითხის სხვა ასპექტის შესახებ. მოსწავლეები აკეთებენ იმავეს, რასაც პირველ წრეზე გააკეთეს. რჩევა მასწავლებელს: სასურველია მაქსიმუმ სამი წრის გაკეთება. ბოლოს იმართება ერთობლივი დისკუსია თემაზე “რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ჯგუფური დისკუსიიდან, რა მომცა მე ამ სამუშაომ”. სასურველია, შემაჯამებელი/ერთობლივი დისკუსიის საკვანძო საკითხები მოდერატორის (მოდერატორი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეც) მიერ დაფაზე იყოს პროტოკოლირებული, რაც მას შემდეგ დაანახვებს, რატომ არის ესა თუ ის საკითხი მოსწავლეთათვის მისაღები თუ მიუღებელი. შედეგების ანალიზი და მათი გათვალისწინება მასწავლებელს სასწავლო პროცესის დახვეწაში დაეხმარება.

მეთოდის უპირატესობა:

მეთოდი ნათლად წარმოაჩენს ცალკეულ მოსწავლეთა შეხედულებებს საკვანძო საკითხების შესახებ. პროცესი სახალისოდ მიმდინარეობს, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. მეთოდი გამოიყენება ცალკეულ თემათა გასაღრმავებლად.

საყურადღებოა:
მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს საკუთარი შეხედულების ქონის, მისი გამოხატვისა და არგუმენტირებულად დასაბუთების უნარს. ის ტექნიკურად არცთუ იოლად შესასრულებელია, ამიტომ მასწავლებლისგან მოითხოვს წინასწარ მომზადებას და ფასილიტაციის დახვეწილ უნარებს. ეს მეთოდი გამოდგება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა “თემა გახსნან და გონება ახალი იდეებისა და შეხედულებებისთვის მოამზადონ”.
მესამე მეთოდი – გამოცდილებაზე დაფუძნებული პრობლემის ანალიზი

მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივად ამუშავებენ ხშირად წამოტივტივებულ, ტიპურ პრობლემას. ეს მეთოდი კარგია ცალკეულ თემათა გაღრმავებული დამუშავებისთვის.
მეთოდის აღწერა:

1. მოსწავლეები მცირე ჯგუფებად იყოფიან და ავსებენ დასამუშავებელ კითხვარს:
. რა არის უშუალოდ პრობლემა?
. რა მიზეზებმა/გარემოებებმა წარმოშვა იგი?
. ასეთი ქცევით ჩვენ კარგი გამოცდილება ვერ შევიძინეთ, ასეთი საქციელი პრობლემას ართულებს.
. ეს არის ჩვენი რჩევა, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.
2. ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთ პასუხებს.
3. საერთო დისკუსიის დროს მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ქმნიან აქტივობათა კატალოგს, რომელშიც აღნუსხულია, ვინ რას აკეთებს პრობლემის მოგვარებაში წვლილის შესატანად.
 

აქტივობათა კატალოგი

რა პრობლემაა

ვინ

ვისთან ერთად

შედეგი

რა ვადაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეოთხე მეთოდი – ტიპური გაკვეთილი

მეთოდის აღწერა:
1. მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად და ამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ, ტიპური გაკვეთილისთვის დამახასიათებელ სიტუაციებს

2. ჯგუფები გაითამაშებენ მათ მიერ დამუშავებულ საგაკვეთილო სიტუაციებს. ყოველი გათამაშების შემდეგ იმართება მოკლე დისკუსია, რომელიც ოთხი ძირითადი კითხვით არის სტრუქტურირებული:
. ამ სიტუაციაში მე ეს მომწონს და ამიტომ მომწონს…
. ამ სიტუაციაში მე ეს არ მომწონს და ამიტომ არ მომწონს…
. ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ…
. პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ასე მოვიქცეოდით…
ყველა გამოთქმული შეხედულება ფლიფჩარტზე/დაფაზე დახარისხდება ამ ძირითადი კითხვების მიხედვით.

3. შემაჯამებელი დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამონათქვამებს:
. ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა გაკვეთილზე კარგად ვიგრძნოთ თავი და ნაყოფიერად ვიმუშაოთ;

. ამისთვის განსახორციებელია შემდეგი აქტივობები, შესამუშავებელია შემდეგი წესები…

ერთობლივი დისკუსიის დროს ხდება შეხედულებათა შეჯერება, რომლებიც შემდეგ ფლიფჩარტზე გადაგვაქვს და საკლასო ოთახში ვკიდებთ. შეიძლება, მოსწავლეთაგან აირჩეს ე.წ. “მსაჯების” ჯგუფი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს, როგორ ასრულებენ დაგეგმილ აქტივობებს და იცავენ შემუშავებულ წესებს.
მეთოდის უპირატესობა:

ამ დროს მოსწავლეები თავად გაითამაშებენ სიტუაციას, მსჯელობენ იმის თაობაზე, რა იგრძნეს, რა იყო მათთვის მისაღები თუ მიუღებელი, განსაკუთრებით პრობლემური. ასეთი მიდგომით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, განცდები, ემოციები, რაც ზრდის მეთოდის ეფექტიანობას.
საყურადღებოა:

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე ერთობლივ დისკუსიაში აქტიურად იყოს ჩართული, გონივრულად მიიჩნევდეს განსახორციელებელ აქტივობებებს და მისდევდეს მათ.
მეხუთე მეთოდი – სურათებით საუბარი

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს საგაკვეთილო სიტუაციების ამსახველ სიმბოლოებით დატვირთულ ნახატებს ან ფოტოებს. თითოეული მოსწავლე ირჩევს ორ სურათს: ერთს ისეთს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს, ხოლო მეორეს – რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს. იმართება დისკუსია, რატომ არის თითოეულისთვის ესა თუ ის სურათი მისაღები თუ მიუღებელი. რას და როგორ შეცვლიდნენ მათთვის მიუღებელ სურათზე, მისაღები და მოსაწონი რომ გაეხადათ.

სურათები მოსწავლეთათვის შესანიშნავი სტიმულია, გამოხატონ აზრი და ჩაერთონ მსჯელობაში.
მეექვსე მეთოდი – მოსწავლეები გეგმავენ და ატარებენ გაკვეთილს

მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ირჩევს თემას, იღრმავებს ცოდნას ამ თემის ირგვლივ, გეგმავს და შემდეგ ატარებს გაკვეთილს (უმჯობესია, მისი ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 30 წუთს) ამ თემაზე. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მომზადებასა და დაგეგმვაში, თუმცა გაკვეთილის სტრუქტურირებაზე მას უშუალო გავლენა არ აქვს. მოსწავლეები თავად წყვეტენ, რომელი დიდაქტიკური ხერხებით გადასცენ მასალა თანაკლასელებს, კლასის მართვის რა სტილი აირჩიონ. როგორც მასწავლებელი, ისე დანარჩენი თანაკლასელები გამოდიან მოსწავლეების როლში. დასასრულ, თანაკლასელები და მასწავლებელი ჩატარებულ გაკვეთილზე იძლევიან უკუკავშირს. მოსწავლეთა ის ჯგუფი, რომელმაც მოამზადა გაკვეთილი, თავადაც აკეთებს თვითშეფასებას. შემაჯამებელ დისკუსიაში მთელი კლასი მასწავლებელთან ერთად აყალიბებს, რას და როგორ შეცვლიდნენ ჩატარებულ გაკვეთილში.

მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ამგვარი მიდგომით მოსწავლეები ეჩვევიან ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებას, დაგეგმვას, ეფექტურ პრეზენტაციას, გამოიმუშავებენ როგორც თვითშეფასების, ისე ურთიერთშეფასების უნარებს; მასწავლებლის უკუკუკავშირი მოსწავლეებს უკეთ დაანახვებს მის თვალთახედვას, მოსწავლეთა უკუკავშირით კი მასწავლებელი გაიგებს, როგორი გაკვეთილი მოსწონთ მათ, რასაც შემდეგ ორივე მხარე ითვალისწინებს.

მეშვიდე მეთოდი – “ძალთა ველის” ანალიზი

ძალთა ველის ანალიზის მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება პრო- და კონტრარგუმენტების ანალიზისას.
მეთოდის აღწერა:

1. მოსწავლეები კონკრეტული თემის შესწავლისას ინდივიდუალურად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორების მიმართ. მაგალითად
. რა მიწყობს ხელს სწავლაში?
. რა მიშლის ხელს სწავლაში?
. რა მიშლის ხელს გაკვეთილში აქტიურ მონაწილეობაში?
. რა არის საჭირო, გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა რომ მივიღო?
. რისი თქმა შემიძლია კიდევ?

2. შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან მცირე ჯგუფებად და ადარებენ ინდივიდუალური მუშაობის შედეგებს. აქ მათ დაეხმარება შემდეგი კითხვები:
. რა არის ჩვენს “ძალთა” შორის საერთო?
. რაშია განსხვავება?

. რა შესაძლებლობებს ვხედავთ სწავლაში სირთულეთა აღმოსაფხვრელად?
3. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს, აჯგუფებენ სასარგებლო და ხელის შემშლელ ასპექტებს, რომლებიც მასწავლებელს ფლიფჩარტზე გადააქვს.

4. დასასრულ, იმართება საერთო საკლასო დისკუსია, სადაც არკვევენ, როგორ შეიძლება სიტუაციის გაუმჯობესება, რა შეიძლება გაკეთდეს “სასარგებლო ძალების” გასაძლიერებლად და “ხელის შემშლელთა” შესასუსტებლად, რა წვლილი უნდა შეიტანონ ამაში მასწავლებელმა და მოსწავლეებმა.

მეთოდის უპირატესობა:
მოსწავლეები ხედავენ ერთმანეთის არა მხოლოდ სუსტ, არამედ ძლიერ მხარეებსაც.
გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ მისი დანერგვა უნდავოდ ღირს იმ პრობლემების წარმოსაჩენად, რომლებიც არ არის გამჭვირვალე, მაგრამ რომელთა მოგვარება უმრავლესობის ინტერესებში შედის.
მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ უკუკავშირის მეთოდებს, რომელთა გამოყენება სასარგებლოა სასწავლო პროცესის/თემის დასარულს.

მარგალიტი, ფირუზი, ქარვა ანუ ცრემლი

0

„პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია. … მას აქეთ ცოცხალმკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!”

იცანით ალბათ „შვლის ნუკრის ნაამბობია”. პირველად დედამ წამიკითხა და მახსოვს მთელი დღე ვტიროდი. მეორე დღეს წაკითხვა კვლავ ვთხოვე, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, მეორე მცდელობაზე ნუკრის ამბავი სხვანაირად დასრულდებოდა. არ გამიმართლა… ფინალი იგივე იყო. თურმე უარესად ავღრიალდი, ალბათ უფრო წყენისგან, ბოლო იმედი რომ დამემსხვრა.
გერმანელმა სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც ქალების 71% და კაცების 40% ფილმების, სპექტაკლების ყურებისას, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვისას ცრემლებს ვერ იკავებენ. მათ ნაწილს ამის აღიარების ეთაკილება.
ეტყობა, მეც იმ 71%-ის რიგებში ვარ, ოღონდ არ შემრცხვება და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეხლაც ვწერ და თვალები ცრემლით მაქვს სავსე. რა ვქნა, შვლის ნუკრი ძველებურად მიყვარს და მეცოდება.
ფოლკლორსა და ლეგენდებში ცრემლს მარგალიტებს ადარებენ. ზღაპრებში – ფირუზს, ძველ ლიტვურ სიმღერებში კი- ქარვას.
შოტლანდიის სანაპიროსთან მორუხო-მომწვანო ქვებით მოფენილი პატარა კუნძულია. ამ ქვებს „ქალ-თევზას ცრემლებს” უწოდებენ. ეს სახელი ძალიან ლამაზი VI საუკუნის ლეგენდიდან მოდის, რომელიც ქალ-თევზასა და რაინდის სიყვარულს ეხება. ისინი ერთმანეთს ყოველ დღე ხვდებოდნენ და იქვე მონასტერში ლოცულობდნენ. რაინდმა ქალ-თევზას ლოცვები ასწავლა და ისიც ღმერთს თავისი სულისთვის ევედრებოდა. რაინდი კი ღმერთს სთხოვდა, მისი რჩეულისთვის ზღვის დატოვების უფლება მიეცა. თუმცა, ზღვამ ის არ გაუშვა და სანახევროდ ქალი, სანახევროდ თევზი იძულებული გახდა სამუდამოდ მოშორებოდა სატრფოს და შოტლანდიის ნაპირებს. თუმცა, მანამდე ბევრი იტირა, რადგან წინ დიდი გზა ედო და ოდნავ მაინც სჭირდებოდა დამშვიდება, მისი ცრემლები კი ულამაზეს ქვებად გადაიქცნენ.
დაფიქრებულხართ კი, რატომ გვამშვიდებს ტირილი? აღმოჩნდა, რომ დამშვიდება ემოციურ განტვირთვას კი არ მოაქვს, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ ცრემლის ქიმიურ შემადგენლობას.
ცრემლს საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვენს თვალებს სიმშრალისგან იცავს. კონიუქტივის ზედაპირს და რქოვანას მუდმივად ასველებს და მათ ოპტიკურ ფუნქციას აუმჯობესებს. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის თანახმად, ჩვენს ცრემლს რთული შედგენილობა აქვს. მცირე რაოდენობით ლორწოს, ცილა მუცინის ფენას შეიცავს, რომელიც თავის მხრივ წყლის ფენითაა დაფარული, ყველაზე ზედა შრე კი ზეთისებრ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ლიპიდების და ცხიმების წარმოებულთა ნარევს შეადგენს.
წყლიან ფენაში მიკროელემენტებია გახსნილი- ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის იონები. სწორედ ეს აძლევს ცრემლს დამახასიათებელ მლაშე გემოს (თუმცა, მაგ. ხახვის დაჭრით გამოწვეული ცრემლები ნაკლებ მარილიანი ყოფილა). ამ ფენაშივეა ისეთი მნიშვნელოვანი ცილები, როგორიცაა ალბუმინები, ლიზოციმი, იმუნოგლობულინი A. სწორედ მათი დამსახურებაა ცრემლის ანტიმიკრობული თვისებები.
იმუნოგლობულინ A-ს შემდეგ, ყველაზე მძლავრი ანტიბაქტერიული თვისებები ცილა ლიზოციმს ახასიათებს. 5-10 წუთის განმავლობაში ბაქტერიების 95%-ს ანადგურებს. სხვათა შორის, ლიზოციმი თავის ქმედებას ცხვირხახაშიც განაგრძობს და ცრემლის იქ მოხვდრისას ბაქტერიებს სპობს. შეიძლება ამიტომაც, აღმოსავლურ ლეგენდებში აღწერილია, თუ როგორ აგროვებენ ქალები ცრემლს, შეურევენ ვარდის ფურცლებით სავსე წყალში და იყენებენ ჭრილობების სამკურნალოდ.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ოლეამიდი, რომელიც ადრე მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის უჯრედებში იყო აღმოჩენილი. ცრემლში მისი კონცენტრაცია უშუალოდ ტირილის დროს იმატებს. თუმცა, რა ფუნქციას ასრულებს მხედველობისთვის, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, მისი მეშვეობით ტირილის დროს მავნე ნივთიერებები ტოვებენ ორგანიზმს. ესენი პირველ რიგში, სტრესის ჰორმონებია.
თითოეული ფენის ე.წ. ფუნდამენტს მუცინებისგან შემდგარი ლორწოვანი ქვედა ფენა წარმოადგენს.
ნორმალური დატვირთვის შემთხვევაში ჯანმრთელ თვალს დღე-ღამეში 0,5-1მლ ცრემლი სჭირდება. რა სჭირდებათ მათ, ვის თვალებსაც არანორმალური დატვირთვა აქვს. აქ 21-ე საუკუნის ადამიანი იგულისხმება, რომელსაც კომპიუტერში ჩაურგავს თავი და ფაქტიურად საცხოვრებლადაც ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულა. მათ შეიძლება „მშრალი თვალის” სინდრომი შეიძინონ. ამ დროს, ცრემლის გამომუშავება შეფერხებულია, რამაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ისეთი, როგორიცაა რქოვანას დარბილება და ა.შ. ამიტომ, თანამედროვე ადამიანს ოფთალმოლოგები ხელოვნური ცრემლის გამოყენებას ურჩევენ, რომელიც შემადგენლობის მიხედვით ბუნებრივი ცრემლის იდენტურია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ცრემლი წამალი არ არის, მხოლოდ თვალის ფუნქციის შესანარჩუნებელი დამხმარე საშუალებაა. ზოგიერთი მათგანი მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითაც არის გამდიდრებული.
ცრემლის გამოყოფის ინტენსივობა ასაკზეც ყოფილა დამოკიდებული. 55 წლიდან მისი წარმოქმნა და გამოყოფა 20%-ით მცირდება. ასაკზე გამახსენდა, აბა თუ მიხვდებით, ვინ არის მზად იტიროს ნებისმიერ დროს? სწორი ბრძანდებით, ჩვილები. მათ ლაპარაკი არ შეუძლიათ და თავიანთ უფლებებს სწორედ ტირილით იცავენ. ოღონდ უცრემლოდ ტირიან. მათი საცრემლე ჯირკვალი იმდენად მცირე რაოდენობის ცრემლს გამოიმუშავებს, რომ ის მხოლოდ თვალის დანამვისა და ინფექციისგან დაცვისთვისაა საკმარისი.
ადამიანის ცრემლს სამ კატეგორიად ყოფენ. ბაზალური, რეფლექტორული და ემოციური. ისინი ქიმიური შემადგენლობით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბაზალური ცრემლი მუდმივად გამოიყოფა და თვალის რქოვანას დასველებას ემსახურება. ასევე თვალს მტვრისა და ბაქტერიებისგან იცავს. რეფლექტორული ცრემლი- ორგანიზმის რეაქციაა გაღიზიანებაზე, მაგ. თვალში უცხო სხეულის მოხვედრაზე, ან ხახვის დაჭრის შედეგად გაღიზიანებაზე. ემოციური ცრემლი, ემოციების დროს გამოიყოფა, როდესაც რაიმე ან გვიხარია ან გვწყინს. ზემოთ, ჩემს მიერ აღწერილი ქიმიური შედგენილობა ზუსტად ცრემლის ამ მესამე კატეგორიას შეესაბამება. აქვე ქალბატონებს ერთი გაფრთხილებაც მინდა მივცე, რადგან ტირილს ერთი უკუჩვენება აქვს. ამ პროცესში სახის 43 კუნთი მონაწილეობს, სიცილში მხოლოდ-17. გამოდის რომ, გადამეტებული ტირილი ნაოჭებს ტოვებს საჩუქრად.
ზემოთ სოციალურ გამოკითხვაზე დავწერე და კვლავ მსურს თემა გავაგრძელო. თუ იცით, რომ საფრანგეთში სრულიად უმიზეზოდ ტირის ქალების 74% და კაცების 20% (თუმცა, ეს უკანასკნელნი ამას მხოლოდ ანონიმური გამოკითხვისას აღიარებენ). ტკივილსგან ტირის ქალების 36% და კაცების 25%. სიყვარულისგან- ქალების 41% და კაცების 22%. ის რომ კაცები ნაკლებად ტირიან, ვიცი არ დამიჯერებთ, მაგრამ ქიმიაზეა დამოკიდებული, უფრო სწორედ ბიოქიმიაზე. სუსტი სქესი უფრო მტირალა სისხლში ჰორმონ პროლაქტინის შემცველობის გამო ყოფილა. კაცებს კი ცრემლების ყლაპვაში ხელს ჰორმონი ტესტოსტერონი უშლის.
ამ წერილს ვწერ და რაღაც დარდი შემომაწვა. ვდგები და „ხმელ წიფელს” ვფურცლავ. არა, არ მრცხვენია მე ჩემი ცრემლების.
განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?!
ათასს ცოცხალსა ბევრჯელა
ათჯერ ჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია,-
თითქოს დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია…
მოკლედ, ცრემლი თვალისთვის სასარგებლოა. ჩინელმა მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რომ ტირილი არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. შეიძლება ამიტომაც ქალბატონები, რომლებიც კაცებთან შედარებით ტირილს, ნებით თუ უნებლიეთ, უფრო ხშირად მიმართავენ, ცოტათი უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ეს დამტკიცებული ფაქტია.
მაშ, მოდით ვიტიროთ, ბევრი ვიტიროთ… ოღონდ სიხარულისგან…

საქართველოს მოქალაქე

0

ორი წლის წინ, ბათუმში მყოფს,მოულოდნელად მომიწია საზაფხულო არდადეგების შეწყვეტა, რათა ერთ-ერთი
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში
მიმეღო მონაწილეობა. დედაქალაქში ჩემთან ერთად წამოსვლას არავინ აპირებდა, ამიტომ ვიყიდე მატარებლის ბილეთი და თბილისისკენ მარტო
გამოვემგზავრე.

მოგეხსენებათ, საქართველოს რკინიგზა სისწრაფით მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში… ლოკოკინასა და კუს
შემდეგ. ასე რომ, წინ რამდენიმე
საათიანი
მგზავრობა მედო.

საერთო ვაგონში მრავალფეროვანი საზოგადოება შეიკრიბა:
შეყვარებული წყვილი, შეზარხოშებულ მთიულთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, პატარა ოჯახი და
ერთი წიგნებიანი კაცი, რომელსაც ცხვირზე უზარმაზარი სათვალე დაეკოსებინა.

ჩემსა და ჩემს რამდენიმე თანამგზავრს შორის მალე გაჩაღდა
ცხოველი დისკუსია. ვსაუბრობდით ზღვისპირეთის ახალ ინფრასტრუქტურასა და საამისოდ გაღებულ
ხარჯზე, ამინდსა და მის პროგნოზზე, დედაქალაქში დაბრუნების მიზეზებსა და საკურორტო
ფასებზე. შიგადაშიგ საგულდაგულოდ დამალული ტიკიდან ჩამოსხმული ღვინით გაბრუებული ხმაურიანი
მთიულები გვაწყვეტინებდნენ საუბარს. ბოლოს დისკუსიაში სათვალიანი კაციც ჩაერთო. მხოლოდ
რუსულად ლაპარაკობდა, თუმცა ძალიან მარტივად, რიგითი ადამიანებისთვის გასაგებად მოგვიყვა
ქართული და სომხური ფოლკლორის უმნიშვნელოვანესი საერთო მახასიათებლების შესახებ, რამდენიმე
სომხური იგავიც გაიხსენა, ბოლოს კი დასძინა, რომ ერევნის უნივერსიტეტის დოცენტი იყო.
ცხადია, ვერც პოლიტიკას ავუარეთ გვერდი. პატარა ოჯახის უფროსმა წევრმა სინანულით ახსენა
1921 წელს დაკარგული ლორეს რეგიონი. შეყვარებულებს მეხსიერებაში ამოუტივტივდათ ფრაზები,
რომლებიც, ალბათ, რამდენიმე წლის წინ, ისტორიის ნახევრად გადაშლილ სახელმძღვანელოში
ცალი თვალით ამოეკითხათ. მათ მოურიდებლად მოიხსენიეს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ქართული
საზოგადოების დაუძინებელ მტრად. კამათის გუნებაზე დადგნენ მოქეიფე მთიულებიც და ყველამ
ერთად უშვერი სიტყვებით დაიწყო ერევნელი ლექტორის ლანძღვა. უთანასწორო, აგრესიული დაპირისპირების
მშვიდობიანად დასრულება თითქმის წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, მაგრამ მოულოდნელად ერთი
ძალიან კეთილი და განათლებული ადამიანი დამეხმარა. წამოვდექი და ხმამამაღლა დავიწყე
თხრობა მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ.
მისმა ამბავმა ვაგონში ელვის უსწრაფესად აღადგინა მშვიდობა და ბოდიშის მოხდისკენაც
კი უბიძგა თანამგზავრთა უდიდეს უმრავლესობას.

 

ჰოვანეს თუმანიანზე ვყვებოდი…

ვინ იყო ჰოვანეს თუმანიანი?

ის XIX-XX საუკუნეების
ცნობილი სომეხი პოეტი და ლიტერატორი გახლდათ, რომელიც ძირითადად თბილისში მოღვაწეობდა,
ხელმძღვანელობდა ჩვენს ქალაქში გახსნილ სომხურ გამომცემლობას, რამდენიმე კულტურულ და
შემოქმედებით ცენტრს. იგი ავტორია არაერთი ცნობილი, მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი
ლექსისა თუ პოემისა, რომლებიც სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობისა და თანამშრომლობის
თემას ეძღვნება (“საქართველოს პოეტებს”, “შერიგება”).

ცნობილია, რომ ოსმალეთთან ომის დროს, სადაც დაიღუპა
მისი უფროსი ვაჟი, ჰოვანეს თუმანიანმა შვიდი ქალიშვილი მოწყალების დებად გაგზავნა ფრონტზე,
ხოლო როცა 1918 წლის 12 დეკემბერს საქართველო-სომხეთის ომი დაიწყო, ერევანში მყოფ შვილებს უბრძანა, მონაწილეობა არ მიეღოთ სამხედრო დაპირისპირებაში, თორემ ოჯახიდან
მოიკვეთდა და დაწყევლიდა.

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თბილისის ქართული უნივერსიტეტის ყველაზე მსხვილ შემომწირველთა სიის სათავეში ამ შესანიშნავი
პოეტის გვარიც აღმოვაჩინე. ნიჭიერი ქველმოქმედის სახელს უკავშირებენ თბილისელ მოსწავლეთა
და პედაგოგთა დასახმარებლად გამართულ მრავალ საღამოსა და ღონისძიებას, რომლებშიც აქტიურად
მონაწილეობდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვა “ცისფერყანწელები”.

ჰოვანეს თუმანიანში აღმოვაჩინე საქართველოს მოქალაქეობის
ერთ-ერთი იდეალი, რომელმაც უბრალო სტუდენტს ეგზალტირებული მასის მეგობრულ საზოგადოებად
გარდაქმნაც კი შემაძლებინა.

სამწუხაროდ, ქართულ სკოლებში იოსებ გრიშაშვილის მიერ
ბრწყინვალედ თარგმნილ მის ნაწარმოებებს თითქმის არ იცნობენ. დარწმუნებული ვარ, სასწავლო
პროგრამაში აღმოჩენილი მისი ერთი ლექსიც კი სამოქალაქო თვითშეგნების კიდევ ერთ, სახასიათო
და მნიშვნელოვან მარცვალს გააღვივებდა სასკოლო საზოგადოების წევრთა შორის.

დიდი მონაცემი (Big Data)

0
რაც დრო გადის, კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. ბევრ ისეთ სამუშაოს, რომელსაც ადრე ადამიანი ასრულებდა, ახლა კომპიუტერი აკეთებს. დაახლოებით 10 წლის წინ ყველა დიდ დაწესებულებაში იყო „მბეჭდავი”, ადამიანი, რომელიც ან საბეჭდ მანქანაზე კრეფდა ტექსტს ან უკეთეს შემთხვევაში ხელნაწერი ტექსტი შეყავდა კომპიუტერში. ამკრეფის პროფესია დღეს თითქმის გამქრალია. კომპიუტერის მომხმარებლებს უკვე თავად გადაყავთ ციფრულ ფორმატში ტექსტუალური ინფორმაცია.
მათემატიკურ გამოთვლებსაც თითქმის აღარავინ აწარმოებს ხელით, თუკი საქმე რთულ გამოთვლებს ეხება მაშინ კალკულატორსაც კი თითქმის არავინ ენდობა, ასეთი სახის გამოთვლებსაც ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ.
იცვლება თავად კომპიუტერის ფორმაც. პირველი კომპიუტერები იმდენად დიდი ზომისა იყო, რომ მთელ ოთახს იკავებდა. შემდეგ კომპიუტერებმა ჩვენს საწერ მაგიდებზე გადაინაცვლეს. მერე გაჩნდა პორტატიული კომპიუტერები და შესაძლებელი გახდა მქათი თან ტარება. პლანშეტურმა კომპიუტერებმა კი ჩვენს ჯიბეებში გადაინაცვლეს. თანამედროვე პორტატული კომპიუტერები აღჭურვილია კამერებითა და მიკროფონებით. პლანშეტურ კომპიუტერს როგორც წესი გიროსკოპი, კომპასი ორი კამერა და კიდევ უამრავი სხვა მოწყობოლობა აქვს ჩამონტაჟებული. თავის მხრივ თანამედროვე მობილურ ტელეფონებს იმდენი შესაძლებლობა გააჩნია რომ უკვე ძნელი სათქმელია რა მოწყობილობაა ეს, ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები, კომპიუტერი თუ ტელეფონი. ყველა ეს მოწყობილობა უამრავ, სხვადასხვა სახის ციფრულ მონაცემს აგენერირებს. მონაცემების დიდ ნაწილს ჩვენ, ამ მოწყობილობების მფლობელები ვქმნით როდესაც ვიღებთ ფოტოს, ვტოვებთ კომენტარებს სოციალურ ქსელებში, ვქმნით ონლაინ ფოტოალბომს, ვარეგისტრირებთ ბლოგებს ან საკუთარ პროფილებს სხვადახვა ონლაინ სერვისებში. ციფრული მონაცემები მაშნაც გენერირდება როდესაც უბრალოდ ვეძებთ რაიმეს ინტერნეტში. ციფრული მონაცემების ნაწილს მსგავსი მოწყობილობები ჩვენგან დამოუკიდებლად აგენერირებენ როდსაც ესა თუ ის ჩვენს მიერ დაინსტალირებული სერვისები აგზავნიან ცენტრალურ სერვერზე ინფორმაციას ჩვენი აქტივობის შესახებ.

ბევრი მონაცემი

 

დღეს, როდესაც თითოეულ ჩვენგანს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციასთან გვაქვს შეხება გაჩნდა ახალი ტერმინი – big data (დიდი მონაცემი). ტერმინი big data ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გამოიყენება და გულისხმობს დიდი რაოდენობის რთულად სტრუქტრურირებულ მონაცემებთან მუშაობას, რომელთა დამუშავება შეუძლებელია ძველი მეთოდებით. ასეთი რაოდენობის ინფორმაციასთან მუშაობა, დამუშავება, ძიება, გავრცელება და ანალიზი სპეციალური პროგრამების გარეშე შეუძლებელია. თავის მხრივ იმ კომპიუტერულ პროგრამებს რომლებსაც დიდი ოდენობით ინფორმაციასთან შეუძლია მუშაობა უამრავი, ხვადახვა სახის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება შეუძლია. ამის მაგალითად შეგვიძლია Ggoogle-ის ექსპერიმეტი გავიხსენოთ რომელიც 2004 – 2009 წლებში ხორციელდებოდა.
ამ ექსპერიმენტს გუგლმა გრიპის ტენდენციები (Flu Trends) დაარქვა. ექსპერიმენტის მიზანი იმის გარკვევა იყო შესაძლებელია თუ არა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც მომხმარებლებს საძიებო ველში შეყავთ იმის დადგენა თუ რამდენი ადამიანია ავად გრიპით. ერთი შეხედვით გრიპსა და საძიებო სისტემას, გუგლს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მეორე მხრივ კი გუგლი უამრავ სხვადახვა სახის ინფორმაცას იღებს მომხმარებლებისაგან, ამ ინფორმაციის გაფილტვრით სხვადახვა სახის სტატისტიკური მონაცემების დაგენერირებაა შესაძლებელი.
ექსპერიმენტის განსახორციელებლად გუგლმა ისეთი ქვეყნები შეარჩია, რომლებშიც გრიპის ოფიციალური სტატიკა არსებობს რათა გუგლის მონაცემების ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარების შესაძლებლობა ყოფილიყო.
გუგლის თანამშრომლებმა შექმნეს ალგორითმი რომელიც გაფილტრავდა გრიპის შესახებ აკრეფილ ყველა საძიები სიტყვას და გამოთვლიდა დაავადების გავრცელების ტენდენციას.

დიაგრამაზე მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მონაცემები გრიპით დაავადებულთა შესახებ (ნარინჯისფერი) და გუგლის ექსპერიმენტის შედეგები (ლურჯი)
პროექტი რამდენიმე წელი გრძელდებოდა და საბოლოოდ გუგლისა და ოფიციალურ სტატისტიკას შორის განსხვავება სულ მცირე აღმოჩნდა. თან გუგლს სრული სურათი ყოველი დღის ბოლოს ხელთ ქონდა,  ხოლო იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც გრიპით დაავადებულთა რაოდენობას იკვლევენ სამედიცინო დაწესებულებებისაგან შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად და დასამუშავებლად დრო სჭირდებოდათ. შესაბამისად, გუგლის სტატისტიკა უფრო ოპერატიული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სიზუსტეზე. ექსპირემენტმა აჩვენა, რომ გუგლის საშუალებით შესაძლებელია ისეთი, ერთი შეხედვით საძიებო სისტემისაგან შორს მდგომი საკითხის კვლევა, როგორიცაა გრიპის სტატისტიკა. დამატებითი ინფორმაცია ამ ექსპერიმენტის შესახებ შეგიძლიათ ამ ვებგვერდზე იხილოთ: https://www.google.org/flutrends/

ინგლისის პრემიერ მინისტრის ინიციატივა

 

რამდენიმე თვის წინ ინგლისის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ინგლისის მინისტრთა კაბინეტისათვის შეიქმნება სპეციალური iPad აპლიკაცია, რომელიც მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში დაეხმარებათ. საუბარი იყო კომპიუტერულ პროგრამაზე, რომელიც სხვადახვა სახის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მინისტრთა კაბინეტის თანამშრომლებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გააცნობს. ამ აპლიკაციის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყანაში უმუშევრობის დონის ალტერნატიული კვლევა იქნება. მაგალითად ეს აპლიკაცია, მოახდენს იმ ონლაინ რესურსების ანალიზს, რომლებზეც ინგლისში არსებული ვაკანსიები არის განთავსებული. გაანალიზებს, რომელ პროფესიებზე გაიზარდა ან დაიკლო მოთხოვნამ. რა არის გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო ხელფასი. გაიზარდა თუ მოიკლო საშუალო ხელფასმა და ა. შ. https://www.bbc.co.uk/news/technology-20240874
„თუ გინდა რომ მინისტრებისა და სახელმწიფო მოხელეების მუშაობის შედეგებს გაეცნო მაშინ სამთავრობო მონაცემბს უნდა გადაავლოთ თვალი მაგრამ ასევე სასურველია შეხედო იმ მონაცემებს რომლებსაც რეალური ცხოვრება აგენერირებს” – განაცხადა კემერონმა.

ისტორიული კვლევის მნიშვნელობა ისტორიის გაკვეთილებზე

0

ისტორიული კვლევა (I ეტაპი)

 

არავისთვის იქნება სიახლერომ მოსწავლეებს
გასაძლიერებელი აქვთ წერითი
უნარ-ჩვევები ისტორიაში, რათა უკეთ წერონ ისტორიული ესეები, კითხვებზე
ვრცელი,
არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხებიგასცენ, წინასწარ მოემზადონ იმისთვის, რაც
X კლასში
მინიპროექტის ისტორიული გამოკვლევის სახით უნდა წარმოადგინონ.

თავისთავად
ის ფაქტი, რომ მოსწავლე X კლასში წერს ისტორიულ გამოკვლევას, კამათსა და დისკუსიას
მოითხოვს. ვფიქრობ, X კლასში ეს ცოტა ნაადრევია – საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო
პროგრამაში ისტორიულ გამოკვლევას ეთმობა XI კლასის II სემესტრი და XII კლასის I სემესტრი,
მაგრამ ეს შემდგომი დისკუსიისა და განხილვის თემაა. ამჯერად ყურადღებას იმაზე შევაჩერებ,
რა პრობლემებია ისტორიული კვლევის მხრივ ჩვენს სკოლებში და როგორ უნდა დაიწეროს ისტორიული
გამოკვლევა.

 

კვლევა
გრძელვადიანი პროცესია და შეუძლებელია, მოსწავლემ მას რამდენიმე თვეში გაართვას თავი.
იგი რამდენიმე ძირეულ ეტაპს მოიცავს და მთელი წლის (წლების) განმავლობაში მასწავლებლის
მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს – აქციოს მოსწავლე მოაზროვნედ, მკვლევარად, რომელიც შექმნის
საკუთარ პროდუქტს და მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის ამოღებასა თუ ზედაპირულ პრეზენტაციებს
არ დასჯერდება. ისტორიული ესეს წერა თავისთავად სიღრმისეული პროცესია, რაც ზედაპირულობას
გამორიცხავს. მასწავლებლის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის – განუვითაროს მოსწავლეებს
სიღრმისეული კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.

მასწავლებელთა
უმრავლესობა რატომღაც სათანადოდ არ აფასებს ისტორიული კვლევის მნიშვნელობას. მაშასადამე,
არ აქვს შინაგანი მოტივაცია. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, სკოლამ, განათლების სამინისტრომ,
ეროვნულმა სასწავლო ცენტრმა იზრუნონ გარეგან მოტივაციაზე. მაგალითად, საერთაშორისო
ბაკალავრიატის მიხედვით, მასწავლებლები ჯერ თავად აფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს, მერე
კი თავიანთი კომენტარებითა და შეფასებებითურთ უგზავნიან მოდერატორებს, რომლებიც დაეთანხმებიან
ან არ დაეთანხმებიან მათ შეფასებას. საბოლოო ნიშანიც ორივე (მასწავლებლისა და გარე
ექსპერტის) ქულიდან გამომდინარეობს, ხოლო თავად ნამუშევარს მოსწავლის საგნის საბოლოო
შეფასებაში 20-25% უჭირავს.

 

ისტორიულ
კვლევას და მის ეტაპებს ჩვენ სახელმძღვანელოში (დიოგენე, X კლასი, ავტორები: ნატა ახმეტელი,
ნათია ფირცხალავა), როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის წიგნებში, ბევრი დრო და საკმაო
რაოდენობის საათი დავუთმეთ, თუმცაღა მასწავლებლები კვლევის საჭიროებას იშვიათად ხედავენ
და კიდევ უფრო იშვიათად ახორციელებენ მას X კლასში.

თავად
ის ფაქტი, რომ ესეს აფასებს მასწავლებელი და ამოწმებს მოდერატორიც, მეტ ობიექტურობასა
და მნიშვნელობას სძენს ნაშრომს. ჩვენს სკოლებში გამსწორებელი მხოლოდ მასწავლებელია.
არავინ კითხულობს, დაწერეს მოსწავლეებმა ეს გამოკვლევა თუ არა, იმუშავა მასწავლებელმა
მათთან ამ მეთოდით თუ არა. არ ხდება მონიტორინგი. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, სკოლებს
ნამუშევრები შესაფასებლად ერთმანეთისთვის გაეცვალათ. საქმეს ისიც ართულებს, რომ არ
არსებობს ნამუშევრის შეფასების ერთი კონკრეტული სქემა.

მოსწავლეებს
კვლევის პროცესს გავუადვილებთ, თუ შევთავაზებთ ისტორიული ესეს ეტაპებს. თითოეული აქტოვობა
ხანმოკლეა, არ გეგონოთ, რომ მას მთელი გაკვეთილი უნდა დაუთმოთ. ისიც გასათვალისწინებელია,
რომ ჩვენ მოსწავლეებისგან არ მოვითხოვთ მეცნიერულ სამუშაოს – ისინი მხოლოდ სკოლის მოსწავლეები
არიან და ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ, ამავე დროს, რაც უფრო მაღალ სტანდარტს დავუწესებთ
მათ, მით უკეთესი იქნება შედეგი (მასალაში გამოყენებულია მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც
სწავლობენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე საერთაშორისო ბაკალავრიატში ინგლისურ
ენაზე).

 

ისტორიული კვლევის ეტაპები

 

I ეტაპი: თემის არჩევა

ეს
ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია. მოსწავლემ უნდა აირჩიოს საკვლევი თემა. თუ
მას თემა არ მოსწონს, დიდია შანსი, კვლევის წარმოება გაუჭირდეს ან მოტივაცია დაბალი
ჰქონდეს. ამისთვის მასწავლებელმა უნდა დათქვას სათაურის შეთანხმების ბოლო დღე (სავარაუდოდ,
ნოემბრის დასაწყისში), მანამდე კი მოსწავლეებთან შესაბამისი აქტივობები ჩაატაროს.

 

პირველი აქტივობა

მოსწავლეებს
უნდა გააცნოთ, რას ნიშნავს ისტორიული კვლევა. გაცნობას არ უნდა ჰქონდეს ლექციური სახე.
გაცილებით ეფექტური იქნება, თუ მოსწავლეებს დაუდებთ (ან აჩვენებთ) ერთ (ან რამდენიმე)
წარსულ ნამუშევარს და მის შესახებ დაუსვამთ კითხვებს: რა მოეწონათ? რატომ? რა – ნაკლებად?
რა – მეტად? – ანუ გამართავთ დისკუსიას. მხოლოდ ასეთი დისკუსიის შემდეგ არის სასურველი
გადახვიდეთ მიზანზე – აუხსნათ მოსწავლეებს, რა სახით უნდა წარმოადგინონ ისტორიული კვლევა.

 

მეორე აქტივობა

ამჯერად
სასურველია, მოსწავლეებს გაესაუბროთ საერთო დისკუსიის საშუალებით და გამოყოთ მათი ინტერესების
სფერო – ვის რა საკითხის გარშემო სურს კვლევის წარმოება, ესეს დაწერა. თუ დაინახეთ,
რომ ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს თემის დამოუკიდებლად შერჩევა, სათითაოდ შეხვდით მათ და
ინტერესების გამოკვეთაში დაეხმარეთ.

 

თემის ტიპები

აუხსენით
მოსწავლეებს, რომ რაც უფრო ვიწროა საკვლევი თემა, მით უფრო წარმატებული იქნება კვლევა.

ვთქვათ,
მოსწავლემ აირჩია:

 

მაგალითი:

რელიგიური
დევნა საბჭოთა საქართველოში.

თავისთავად
თემა საინტერესოა, მაგრამ შეუძლებელია, მოსწავლემ იგი 2000 სიტყვაში ჩაატიოს, რადგან
ეს უფრო მეცნიერული ნამუშევარია. მაშ, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი? ერთმა მოსწავლემ
იგივე თემა ასე დაავიწროვა: “რელიგიური დევნა საქართველოში. მიზეზები და შედეგები.
1924 წელი”. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სხვა პერიოდის ამსახველი
წყაროებიც, მაგრამ მხოლოდ შეფასებისთვის, თავად პროცესის აღსაწერად კი მან 1924 წლის
მოვლენები უნდა შეისწავლოს.

 

მაგალითი:

ერთა
ლიგა და საქართველო.

თემა,
თავისთავად, მოცულობითია, ამიტომ გარანტია იმისა, რომ მოსწავლე წარმატებით გაართმევს
მას თავს, ნაკლებია. მოსწავლემ იგი ასე დაავიწროვა: “რა მიზეზებმა და წინა პირობებმა
განაპირობა ერთა ლიგის მიერ საქართველოს დე-იურე აღიარებაზე უარის თქმა 1921 წელს?”
თემა საკმაოდ კონკრეტულია. მართალია, იგი ანალიზისა და შეფასებითვის მოითხოვს ისტორიული
წინა პირობების გამოკვლევას, მაგრამ მხოლოდ ერთი მიზნით – გაეცეს პასუხი მოცემულ შეკითხვას.

 

მაგალითი :

თემა:
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები XX საუკუნეში

კითხვა:რა შემთხვევაში
იყო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება საქართველოსთვის წარმატებული?

 

საკვლევი თემა თავისთავად
საინტერესოა და დავიწროებული.
კითხვის დასმა ასეთი ფორმულირებით კარგია და
ეფექტური, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ
უნდა განიხილოს არა მხოლოდ
წარმატებული, არამედ წარუმატებელი ფაქტორები
და შესაბამისი დასკვნა/დასკვნებიგამოიტანოს.

 

მაშასადამე, კვლევის I ეტაპიზოგადი თემის არჩევა.

 

როგორ ფიქრობთ, საინტერესო
იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის იმის კვლევა,
რატომ აფინანსებდა კოკა-კოლაჰიტლერს? ან
რატომ/როგორ ეხმარებოდა
ჰუგო ბოსი ნაცისტურ გერმანიას? ან როდის გაჩნდა საქართველოში
პირველი ქარხანა ეროვნული წარმოებით და რა მნიშნელობა ჰქონდა მას?
ისტორიმხოლოდ ფეოდალური ხან
ხომ
რ არის; პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ინფორმაცია სახელმძღვანელოებში
(
მაგალითად, XIX-XX საუკუნეებისსაქართველოსძალიან მცირე ადგილი ეთმობა ისტორიის გაკვეთილებზე, კურიკულუმსა
და სახელმძღვანელოებში)
, მით უფრო მნიშვნელოვანიასაკითხზე ყურადღების გამახვილება.
ეს
უფრო დიდი გამოწვევაა მოსწავლისთვის, რაც თავისთავად კარგია.

 

სთხოვეთ მოსწავლეებს, თავი
არიდონ
ისეთ ზოგად თემებს, როგორიცაა,
მაგალითად,
ალექსანდრე მაკედონელის
როლი ისტორიაში
, მაგრამრა მიზეზებმა
განაპირობა მაკედონელისა და არისტოტელეს შორის უთანხმოება და რა შედეგი
გამოიღო ამან? ეს უკვე საინტერესოა.

 

მაგალითი :დ

მოსწავლემ აირჩია თემა – ჰემინგუეი და ორელი ესპანეთის სამოქალაქო
ომის შესახებ
.თემათავისთავად ძალიან
საინტერესოა, მაგრამ
მოსწავლე ნაშრომში მხოლოდ ორ ლიტერატურულ წყაროს ეყრდნობა. ამასთან,ესისტორიული მოვლენისშესახებ ლიტერატურული ნაწარმოებებისშედარებაუფროა, ვიდრე ისტორიულ კვლევა.

 

მაგალითი: ე

მოსწავლემაირჩიათემა –საბჭოთა საქართველოს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 9 აპრილი

საკვლევი კითხვა:უნდოდა თუ არა
გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დაშლა და რამდენად შეუწო ხელი 9 აპრილის ტრაგედიამ ხელი
ამ მოვლენას?

ზოგადი თემა გასაგებია, მაგრამ საკვლევი კითხვა ძალიან ბუნდოვანია. უნდოდა თუ არა გორბაჩოვს საბჭოთა
კავშირის დაშლა?
თავისთავად ეს თემაც ძალიან
საინტერესოა,
მაგრამ მოსწავლეს ვურჩევდი,თუ მხოლოდ ამას
დატოვებს, უმჯობესი
ა, ან საშინაო, ან საგარეო ფაქტორებამდე დაავიწროოს, ანუ გახადოს ძალიან კონკრეტული
და შეცვალოს კითხვის ფორმულირება. მეორე კითხვა: რამდენად შეუწყო ხელი 9 აპრილის ტრაგედიამ
საბჭთა კავშირის დაშლას?
მოსწავლე ცდილობს, კავშირი დაამყაროს ამ მოვლენებს შორის, მაგრამ ეს კავშირი
ბუნდოვანია, შესაბამისად
, ბუნდოვანიაკითხვის და კვლევის არსიც. მოსწავლეს გაუჭირდება, პასუხი გასცეს თავისვე შეკითხვას, ამიტომ მთელი გამოკვლევაცისეთივე ბუნდოვანიიქნება,როგორიც საკვლევი
კითხვაა.

ხაზგასასმელია,
რომ საკვლევი თემა არ უნდა მოიცავდეს ბოლო 10 წლის მოვლენებს – ეს ის პერიოდია, როდესაც
ჯერ კიდევ ჭარბობს ემოციები და ნაკლებია საღი აზრი, ემოციურ ფონზე გაკეთებული შეფასება
კი მიუკერძოებელი და სანდო ვერ იქნება.

 

დასკვნისათვის

 

კიდევ
ერთხელ კარგად გავიაზროთ ზემოთქმული სქემის სახით:

I

ეტაპი

მოსწავლეებისთვის
საკვლევი ზოგადი თემების განსაზღვრა (დაეხმარეთ მოსწავლეებს
, გაითვალისწინონ
საკუთარი ინტერესები, გაიაზრონ, რომ ეს არის ისტორიული კვლევა და თემა აირჩიონ მხოლოდ
ისტორიულ ჭრილში, არ მოახდინონ ინტეგრირება სხვა საგანთან)

II

ეტაპი

საკვლევი
თემის განსაზღვრა
, საკვლევი კითხვის დასმა

ურჩიეთ მოსწავლეებს,
საკვლევი თემის დასმა მოხდეს შეკითხვის სახით. შეკითხვა მათ კვლევის
უკეთ სტრუქტურირებაში დაეხმარება, რადგან მთელი
კვ
ლევის მიზანი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც უკვე კარგია.

III ეტაპი

წყაროების
შეგროვება
,
მოძიება, წაკითხვა,
დამუშავება, ინფორმაციის მოკრება. ხშირად წყაროების წაკითხვის შემდეგ მოსწავლემ ზუსტად
ან უკეთ იცის
, კონკრეტულად რა საკითხზე უნდა დაავიწროვოს თემა. მდენად, თუ მან სათაურის გამოცხადებიდან ორ კვირაში თემის შეცვლა მოისურვა,  მიეცით ამის საშუალება.

უმჯობესია,
ჯერ მ
ოსწავლეებმა აირჩიონ ზოგადი საკვლევი თემა და მესამე ეტაპზე გადავიდნენ-წყაროების
შეგროვება-დამუშავება
ზე. მოსწავლეებმა კვლევისთვის
უნდა გამოიყენონ 6-7 წყარო.
ქედან, აუცილებელია 3-4 წიგნი,
დანარჩენი კი განსხვავებული ტიპის წყაროები-
ვიზუალური, დოკუმენტალური,
აუდიო-ვიდეო თუ სხვა. კვლევის შემდგომ ეტაპებ
აღწერას შემდეგში შემოგთავაზებთ.

 
 

შეფასება

აღწერა

  0

საკვლევი
შეკითხვა არ არის დასმული, ან საკვლევი კითხვა არ მოიცავს ისტორიულ კვლევას.

1   

საკვლევი
შეკითხვა დასმულია შესავალში, მოცემულია თემის დასაწყისში, მაგრამ არის ბუნდოვანი,
ან არის ძალიან მოცულობითი/ ზოგადი.

2   

საკვლევი
შეკითხვა მკაფიოა. Mმოსწავლეს იგი გამოყენებული აქვს არა მხოლოდ პირველ გვერდზე,
არამედ ახსნილი აქვს შესავალში. შეკითხვა კონკრეტული და მკაფიოა და ნათლად გამოხატავს
კვლევის არსს.

 

მალევიჩის კვადრატული ღმერთი

0

მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისთვისაც სკოლაში ხელოვნება არასდროს უსწავლებიათ. მე უფრო რელიგიური ფანატიზმის მსხვერპლი ვარ, რომლისთვისაც არაესთეტიკური ხელოვნება მწვალებლობაა და მხოლოდ ჩახუჭუჭებულ ჩუქურთმებს, ბიბლიურ სცენებსა თუ წმინდანთა ფრესკებს აღიარებს. იმ დროს გულშიც არ გამივლია სლოგანი “ნაკლები რელიგია, მეტი ხელოვნება” და ყელზე საბელმობმულ ბოჩოლასავით მორჩილად ვიზეპირებდი იმას, რასაც დროთა განმავლობაში ისედაც გავიგებდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომელიმე მოძღვრის დახმარებით (უარეს შემთხვევაში – არაარგუმენტირებული ქადაგებით). თანაც არავინ იწუხებდა თავს, ჩვენთვის მსოფლიო რელიგიები ესწავლებინა: რელიგია იყო ერთადერთი და ის გახლდათ ჩვენი კულტურაც და თვითგამოხატვის საშუალებაც (“რელიგია და კულტურა”). იმხანად, სრულიად ნორჩს, ძალიან მეშინოდა ადამიანების, რომლებიც ასეთ ფრაზებს წარმოთქვამდნენ და სულაც არ რცხვენოდათ ამის. მე ისინი მიმაჩნდა ურწმუნოებად და ურჯულოებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ჩემზე უფრო მორწმუნეც გახლდათ. სასოწარკვეთილი ვცდილობდი, დამერწმუნებინა ეს უღვთოები, ფართოდ გაეხილათ თვალები და ფართოდვე გაეღოთ გულის კარი ღმერთისათვის. ერთი რამ დღემდე არ შეცვლილა – მე მათი გულები ისევ მგონია ტაჯ მაჰალი, თუმცა ახლა თავად მავზოლეუმმა დაკარგა მნიშვნელობა. იმხანად ასეთი რამ რომ გამეგონა, ყურებში თითებდაცობილი უმისამართოდ გავიქცეოდი, როგორც ნოე გაურბის წარღვნას; მე, თანამედროვე ნოეს, ეს სიტყვები უფრო შემაძრწუნებდა, ვიდრე რომელიმე მომავალი ბიბლიური ინცესტი:

“ნამდვილად წმინდა ფერწერის ნაწარმოებს დავინახავთ მაშინ, როცა სურათებში გაქრება ბუნების კუთხეების, მადონების და ურცხვი ვენერების დანახვის ჩვევა. მე გარდავიქმენი ფორმათა ნულში და საკუთარი თავი ამოვიყვანე აკადემიური ხელოვნების ნაგვიდან. მე მოვსპე ჰორიზონტის წრე და გამოვედი საგანთა წრიდან, რომელშიც დამწყვდეულია მხატვარი და ნატურის ფორმები. ეს წყეული წრე აღმოაჩენს სულ ახალს და ახალს და მას მხატვარი მიზნიდან დაღუპვისკენ მიჰყავს. ტყუილს ჰყვება მხოლოდ მხატვრის ლაჩრული ცნობიერება და შემოქმედებითი ძალების ნაკლებობა და ისინი ადგენენ თავის ხელოვნებას ნატურის ფორმებზე. მათ ეშინიათ დაკარგვა საფუძვლისა, რომელზეც დაამყარეს თავისი ხელოვნება ველურმა და აკადემიამ. მხატვარი შემოქმედია მხოლოდ მაშინ, როდესაც მის სურათებს არაფერი აქვს საერთო ნატურასთან.

 

“რთული წინათგრძნობა”

 

ხელოვნება არის წონის, მოძრაობის სიჩქარის და მიმართულებიდან გამომდინარე კონსტრუქციის და არა ფორმისა და ფერის თანაფარდობიდან და სილამაზის ესთეტიკური გემოვნებიდან გამომდინარე კომპოზიციის შექმნა. ფორმებს უნდა მივცეთ სიცოცხლე და ინდივიდუალურად არსებობის უფლება. მხოლოდ აბსოლუტურ შემოქმედებაში მოიპოვებს მხატვარი თავის უფლებას. ეს კი შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენს ხელოვნებებს მოვაშორებთ მეშჩანურ აზრს – სიუჟეტს და ბუნებაში დავინახავთ არა რეალურ საგნებს და ფორმებს, არამედ მასალას, მასებს, რომლებისგანაც უნდა გავაკეთოთ ნატურისგან სრულებით განსხვავებული ფორმები.
ფერწერაში მნიშვნელოვანია ფერი და ფაქტურა – ფერწერის ამ არსს ყოველთვის კლავდა სიუჟეტი. აღორძინების ხანის ოსტატებს რომ მოენახათ ფერწერული სიბრტყე, ის ბევრად უფრო მაღალი და ღირებული იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი მადონა და ჯოკონდა. და ყოველი გამოკვეთილი ხუთკუთხედი ან ექვსკუთხედი ქანდაკების უფრო დიდი ნაწარმოები იქნებოდა, ვიდრე ვენერა მილოსელი და დავითი. ველური ბაძავდა ბუნებას და ჩვენ, ცივილიზებულებმა, ბუნებას წიხლი უნდა ვკრათ”.

მალევიჩის პირველ მანიფესტში მართლაც არაფერია ღვთიური. მისი შავი კვადრატი კი, ეს საიდუმლოებით მოცული შავი ხვრელი, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და იდუმალი ნახატია. მისი იდუმალება კი ამ კითხვით გამოიხატება: შავი კვადრატი მართლაც ხელოვნების ნიმუშია თუ უბრალო ავანტიურა?


“შავი კვადრატი”

სანამ უკრაინელი კაზიმირი ფუტურისტული ოპერისთვის ამ შავ დეკორაციას შექმნიდა და მთელ მსოფლიოს აალაპარაკებდა, მას ჰქონდა მშობლების მიერ შექმნილი, ბოშური ბავშვობა: მათი უკრაინული “კარავი” ცას არა, მაგრამ სულ სხვადასხვა სოფელს მიემგზავრებოდა. ამ “კარვის მამამთავარი”, კაზიმირის მამა, შაქრის ჭარხლის ქარხნის დირექტორი იყო და ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი ოდესმე არა შაქარივით ტკბილ ნამუშევრებს შექმნიდა.
მოსკოვში გადასული კაზიმირი ივიწყებს კიევურ სამხატვრო განათლებას და მოსკოვურ ცხოვრებაში ძალიან არაორდინარულად ერთვება: კვლავაც ბევრს სწავლობს და პარალელურად სრულიად ახალ მიმდინარეობასა თუ მოძრაობას, სუპრემატიზმს, უყრის საფუძველს. ეს არის გეომეტრიული, მჭლე, ერთგანზომილებიანი ფიგურების მოძრაობა. ეს არის გულგრილობა გაძევებული ბუნებისადმი, ბუნების ერთ-ერთი მთავარი თვისება კი სისავსეა. ეს არის ხორცის როგორც ფორმის უარყოფა და მისდამი თითქმის ვეგეტარიანული სიძულვილი. ეს არის იდეის მხატვრობა და სიუჟეტის საპყრობილისგან ფერების გამოხსნა. ეს არის ხელოვნება, რომელმაც, შესაძლოა, დაკარგოს ესთეტიზმი და მასთან ერთად ღმერთიც მაგრამ იქცეს სრულიად ახალ ხელოვნებად. ერთი სიტყვით, კაზიმირი თითქმის ახალ მესიად გვევლინება, რომლის მისიაც ძველი ხელოვნების, როგორც არასაჭირო მავზოლეუმის, დაფერფვლა და ახალი სივრცის აღმოჩენაა.
რაც ყველაზე საინტერესოა, თუ ხშირად შავი ფერი კლავს სივრცეს, მალევიჩის ცნობილმა კვადრატმა, წრემ და ჯვარმა შესაძლოა სული შეგიხუთოთ, მაგრამ არა სივრცის ნაკლებობის გამო. რაც უფრო მეტხანს აკვირდები თითოეულს, მით უფრო შორს მიდიხარ, თუმცა იქიდან დაბრუნებული უფრო სევდიანი ხარ, ვიდრე იყავი. რა თქმა უნდა, იგივე შეგრძნება დაგეუფლება, როცა დიდხანს უყურებ შავ კედელს, მაგრამ ეს კედელი მალევიჩმა ჩარჩოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩასვა და გვითხრა, რომ კვადრატის იდეალური ზომების იქით ვერ გაიქცევი, რომ ეს არის შენი მინისამყარო, რომ, თუნდაც საკუთარ თავსაც გადაახტე და პლანეტარულ სივრცეში ჩაყვინთო, შენი ტვინი ერთ ჩვეულებრივ, შავ ხვრელად დარჩება, რომელშიც რაც არ უნდა ღრმად ჩაყო ხელი, რაც არ უნდა ბევრი “ახალი იდეა” ამოყარო ზედაპირზე, ერთი რიგითი მკერავი ხარ, რომელიც ძირითადად კაბების გადაკეთებაზე მუშაობს; რომ თუ გინდა გაუთანაბრდე ღვთიურს, სწორედ ეს “ნაპერწკალი” უნდა გაანადგურო შენში, რადგან ამ “ნაპერწკლის გამღვივებელი” (ღმერთი) თუ თავის დროზე გიმალავს ცოდნას, მაშინ ის ჩვეულებრივი მატყუარაა. მალევიჩის “ღმერთის სახე და ხატი კი შავი კვადრატია”.
ეს კაზიმირის ახალი, ექსპერიმენტული მომავალია, რომელიც მზის დამარცხებით, არსებულის განადგურებით მიიღწევა. მოგვიანებით უკვე ჩარჩოში ჩასმული ეს ახალი რეალობა სტალინისტური რეჟიმის დროს ხელოვნების მოყვარულთათვის აკრძალულ ხილად იქცევა, თავად მალევიჩი კი, ადამიანი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებასაც კი საგონებელში ჩააგდებს, – საზოგადოებას, რომელიც მიჩვეული იქნება ეპატაჟებს და ფეკალიების ღმერთად გამოცხადებას, – 1935 წელს სიღარიბეში გარდაიცვლება სანკტ-პეტერბურგში.

მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სხვადასხვა ფერის კვადრატები, წრეები თუ ჯვრები (ეს სამი ფორმა, დადებული ერთმანეთზე, საბოლოოდ ქმნის კვადრატში ჩასმულ წრეს, როგორც სუპრემატიზმის საფუძველს და როგორც სამყაროს არსებობის სქემატურ პირველსაწყისს სხვადასხვა უძველეს კულტურაში). მე რომ მკითხოთ, კაზიმირის უსახო ადამიანები, რომელთა მკვეთრი და ხასხასა ფერებიც ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად სჭრით თვალს, უფრო მეტია, ვიდრე ვან ეიკის მინიმალურ სარკეში მიკროსკოპით დანახული უფაქიზესი და უმცირესი ფიგურები.

“პეიზაჟი ყვითელი სახლით”

საკლასო ოთახის ფიზიკური გარემოს გეოგრაფია

0

ახდენს თუ არა გავლენას მერხის ადგილმდებარეობა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მის ადგილზე კლასის სოციალურ იერარქიაში?

გამოცდილ პედაგოგებს არ გამოეპარებათ: საკმარისია, მოსწავლე სხვაგან გადავსვათ, რომ მისი ქცევა და ზოგჯერ აკადემიური მოსწრებაც კი იცვლება. ამ ხერხს ხშირად მივმართავთ სასწავლო პრაქტიკაში, მაგრამ უმთავრესად – საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. საინტერესოა, როგორ შეიძლება განსხვავებული საკლასო გარემოს გამოყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად, ამა თუ იმ უნარის განსავითარებლად.

ჩატარდა გამოკვლევა – მოსწავლეებს ადგილს უცვლიდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა: 1) სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა; 2) თანაკლასელებთან თანამშრომლობის ხასიათი; 3) სასწავლო წარმატებები. კვლევის მეთოდებად გამოყენებული იყო დაკვირვება, მოსწავლეთა შემოქმედების შესწავლა, სოციომეტრია (იგი ამოწმებს კლასის შეკრულობას, თითოეული მოსწავლის სტატუსს ჯგუფში, მის მიღებას კლასის მიერ, “ვარსკვლავების” ან “გარიყული” წევრების არსებობას).

მოგეხსენებათ, საგაკვეთილო პროცესი როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს. თანამშრომლობითი სწავლების დროს ჯგუფი გაერთიანებულია ერთი მიზნის მისაღწევად. დადგენილია, რომ სხვადასხვა ადამიანის გვერდით საქმიანობისას შედეგი სხვადასხვაა. ამ დროს ინდივიდუალური საქმიანობაც განიხილება როგორც ერთობლივი და სოციალური ფასილიტაცია ეწოდება.

სოციალური ფასილიტაცია – შედეგი, რომელიც სხვა ადამიანების არსებობით არის გამოწვეული.
ზემოთ ნახსენებ კვლევაში დაკვირვება ხორციელდებოდა განსხვავებულ საკლასო გარემოში სწორედ სოციალურ ფასილიტაციაზე. გარემოს ცვლილებამ ძალზე საინტერესო სურათი აჩვენა.
სქემა 1. “ტრადიციული საკლასო გარემო”

უპირველესად, შევეხებით საკლასო გარემოს მეტად გავრცელებულ განლაგებას. ამ დროს ურთიერთობა მხოლოდ პედაგოგთან არის მოხერხებული, მხოლოდ მასთან არის შესაძლებელი სრულფასოვანი ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის დამყარება. მართალია, ამგვარი გარემო არ გამორიცხავს სოციალურ ფასილიტაციას, მაგრამ ართულებს ბავშვების ერთმანეთთან თანამშრომლობას. საკლასო გარემოს ამგვარ განაწილებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და დაკავშირებულია სწავლების დირექტიულ მიდგომასთან, სადაც ყურადღების ცენტრშია მასწავლებელი და თითოეული მოსწავლის ყურადღებაც მხოლოდ მისკენაა მიმართული. მიიჩნევა, რომ ამგვარად განლაგებულ საკლასო გარემოში მერხის ადგილმდებარეობა გავლენას ახდენს კლასში ბავშვის სოციალურ რანგზე. კვლევებით დადგენილია, რომ პედაგოგები ახლოს მსხდომი მოსწავლეების მიმართ მეტად პოზიტიურად არიან განწყობილნი და ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ მათ. ამგვარ გარემოში მოსწავლეები მხოლოდ ერთმანეთის კეფას ხედავენ, ამიტომ შეფერხებულია მათი დიალოგი. მოსაზრებებსაც მხოლოდ მასწავლებლის მიმართულებით გამოთქვამენ და არა თანაკლასელებისა.

ამგვარი განაწილება არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც არის დამახასიათებელი.

არსებობს მერხების განლაგების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც დასაბამს უმაღლესი სასწავლებლების სასემინარო მეცადინეობებიდან იღებს. ის მე-2 სქემაზეა წარმოდგენილი. ეს ხერხი ძალზე მოხერხებულია, როდესაც მიმდინარეობს მოსწავლეთა გამოკითხვა, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე.

სქემა 2.

საუნივერსიტეტო სემინარები დისპუტის (მსჯელობა, კამათი) ფორმით მიმდინარეობს. სტუდენტებს წინასწარ აქვთ მომზადებული მასალა და მისგან გამომდინარე გამოთქვამენ მოსაზრებებს.

ორგანიზების ეს ფორმა ძალზე ეფექტიანია სასკოლო გარემოშიც. ბავშვები უკეთ ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. გარემო მეტად დემოკრატულია და სოციალური ფასილიტაციაც აქ ძალზე ინტენსიურია. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, პასუხისას მიმართოს არა მხოლოდ პედაგოგს, არამედ თანაკლასელებსაც. მოსწავლეებიც მეტი ყურადღებით მოისმენენ მის პასუხს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც თანაკლასელის მხოლოდ კეფას ხედავენ. მაგრამ ალბათ სქემიდანაც ჩანს, რომ მასწავლებლის როლი აქაც დომინანტურია.

ამგვარად ორგანიზებულ გარემოში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მსჯელობაში. უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ეფექტი თვალში საცემი იყო ბუნებისმეტყველებისა და მშობლიური ენის გაკვეთილებზე, შედარებით ნაკლები – მათემატიკისაზე. აქ წარმოიქმნა მიკროჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და სწყდებოდნენ სასწავლო პროცესს. თუმცა მერხების ამგვარი განაწილება შესაძლებლობას იძლევა, მასწავლებელმა მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის გამომუშავებაზე იზრუნოს.

მე-3 სქემაზე გამოსახულია მსგავსი, მაგრამ არაიდენტური განლაგება.

სქემა 3
აქ სოციალური ფასილიტაციაც განსხვავებულია. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ მასწავლებლის როლი აღარ არის დომინანტური. ამგვარი განაწილება აადვილებს მოსწავლეთა თანამშრომლობის პროცესს. გარკვეულ საკითხზე მსჯელობისთვის შექმნილია საუკეთესო გარემო. მოსწავლეებიც მუდამ ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას. აქ ბავშვს არ უჩნდება ფსევდოდაცულობის განცდა იმის გამო, რომ სხვების უკან ან გვერდით ზის და მის მოქმედებას ყველა ვერ დაინახავს.

თითქმის ყველა გაკვეთილზე მოსწავლეები მხოლოდ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს კი არ პასუხობდნენ, არამედ თავადაც მიმართავდნენ კითხვებით მასწავლებელსა და თანაკლასელებს, ადგილიდან პასუხის შემთხვევაში კი თვალს ავლებდნენ მთელ აუდიტორიას.

არსებობს ისეთი განლაგებაც, როდესაც შესაძლებელია წყვილებში მუშაობა.

ამგვარი განლაგება წარმოდგენილია მე-4 სქემაზე:

სქემა 4
ასეთი განლაგებისას ბავშვებში იზრდება კონკურენცია, ასე რომ, თუ სასწავლო ამოცანა თანამშრომლობას მოითხოვს, უმჯობესია მოსწავლეთა დასმა ერთმანეთის გვერდით და არა პირისპირ. მაგრამ ეს ფორმა სავსებით ბუნებრივია, მაგალითად, ჭადრაკის თამაშის დროს, ასე რომ, გარემოს ორგანიზების ფორმაც გაკვეთილის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს.

თუ კონკურენტული გარემოს შექმნა გსურთ, შეიძლება კლასის ორად გაყოფა და ამ ორი ჯგუფის ერთმანეთის პირისპირ განთავსება. ეს ფორმა ეფექტიანია მაშინ, როდესაც თითოეულ მონაწილეს აზრი აქვს გამოსათქმელი. ცნობილია, რომ კონკურენტული სწავლებისთვის შექმნილია ცალკეული მეთოდოლოგიური ტექნოლოგიები. მაგალითად, დებატები, რომლის არსი ასეთია: მონაწილეები შეისწავლიან ამა თუ იმ საკითხს, აანალიზებენ მას და უყალიბდებათ მისდამი გარკვეული პოზიცია. შემდეგ კლასი ორ ჯგუფად იყოფა; ერთი იცავს გარკვეულ მოსაზრებას, მეორე კი კონტრარგუმენტებით უპირისპირდება მას. ეს მეთოდი ხელს უწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, სოციალური კომპეტენციის გავითარებას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სწავლების კონკურენტული მეთოდების მეტისმეტად ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა მოსწავლეთა ერთმანეთით გაღიზიანებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში. ამიტომ თუ კლასი დიდად მეგობრული არ არის, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გამოყენება ჯობს.

საკლასო გარემოს ორგანიზება ჯგუფური მუშაობის დროს

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბავშვების თანამშრომლობითი მუშაობა მცირე ჯგუფებში:
1. კლასი იყოფა 5-6-კაციან ჯგუფებად;
2. ჯგუფის ყველა წევრი სწავლობს თანაბარი ოდენობის მასალას, ოღონდ თითოეული მათგანი – მასალის გარკვეულ ნაწილს (შეიძლება, ამას ჰქონდეს საშინაო დავალების სახეც).
3. გაკვეთილზე ჯგუფი ერთი მაგიდის გარშემოა განლაგებული (იხ. სქემა 5 და 6).
სქემა 5

სქემა 6.

4. მოსწავლე უზიარებს ცოდნას ჯგუფის სხვა წევრებს. იმისთვის, რომ სრულად აითვისონ მასალა, მოსწავლეებმა უნდა მოუსმინონ ჯგუფის წევრებს.
5. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს;
6. მოსწავლეთა შეფასება შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის საერთო შედეგიდან გამომდინარე.
გართულებული ვარიანტი

ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს თითოეული ჯგუფის “ექსპერტების” შეხვედრა. “ექსპერტები” არიან ის მონაწილეები, რომელთაც თემის ერთი და იგივე საკითხი შეხვდათ. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან დააზუსტონ, რამდენად კარგად გაიგეს ესა თუ ის საკითხი.
ჯგუფებს შორის თანამშრომლობა შესაძლებელია საკლასო გარემოს სხვაგვარი განაწილების დროსაც. მოსწავლეთა განლაგება წარმოდგენილია მე-7 და მე-8 სქემებზე.
სქემა 7

სქემა 8.

გარემოს ორგანიზების ზემოთ ნაჩვენები ფორმების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა კოოპერაციის განსხვავებული ვარიანტები.

ერთობლივ-ინდივიდუალური კოოპერაცია. თავდაპირველად ჯგუფის წევრები მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ კი თითოეულის ნამუშევარი საბოლოო პროდუქტის ნაწილი ხდება. ასე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გეგმის არსებობა. გეგმა შესაძლოა თავად მოსწავლეებმა შეადგინონ ან პედაგოგმა გაანაწილოს, რას გააკეთებს ჯგუფის ესა თუ ის წევრი საერთო დავალების ფარგლებში.

ერთობლივ-თანმიმდევრული კოოპერაცია. ასე მუშაობის დროს თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული შედეგი საფუძვლად ედება მომდევნო მოსწავლის საქმიანობას და ამგვარი პრინციპით ერთვება მუშაობაში თითოეული წევრი. მაგალითად, ერთი მოსწავლე იწყებს ამბის თხრობას და მომდევნო აგრძელებს.

გთავაზობთ მაგალითს:

1. კლასი იყოფა 5-6-კაციან ჯგუფებად;
2. რომელიმე მონაწილე იღებს ბარათს, რომელზეც წერია კითხვა (ისევე, როგორც გამოცდაზე). სასურველია, კითხვა იყოს ღია და ნაკლებად კონკრეტული;
3. მოსწავლე პასუხობს;
4. შემდეგ მის პასუხს განავრცობს სხვა მონაწილე;
5. საბოლოოდ ჯგუფი აჯერებს პასუხს.

ერთობლივ-თანამშრომლობითი კოოპერაცია მოიაზრებს ჯგუფის ერთობლივ მუშაობას ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან დასრულებამდე და საბოლოო შეფასებამდე.
თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს:

* წყვილებში;
* მცირე ჯგუფებში (3-4 მოსწავლე);
* 5-6 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში;
* შედარებით დიდ ჯგუფში (მთელი კლასი).

გარემოს ორგანიზების ფორმების გამოყენებით შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნება. სწავლება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების თანამშრომლობის პოტენციალს, ძალზე ეფექტიანია. სოციალური ფასილიტაციის გამოყენება მხოლოდ მასალის უკეთ ათვისებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ისეთი ძალზე ღირებული უნარების გავითარებასაც, როგორებიცაა პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა, ურთიერთდახმარება.
როგორც საერთო, ისე თითოეული ინდივიდის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორზე. გარკვეულ როლს ასრულებს ბავშვების ტერიტორიული ქცევის თავისებურებები. ბავშვი სივრცეში შემთხვევით არ ირჩევს ადგილს, თანაც არ არის გულგრილი სამუშაო ადგილის ცვლილების მიმართ. კლასის ორგანიზების ფორმების ცვლილება გავლენას ახდენს სამუშაოს ეფექტიანობაზე და მისი შერჩევაც სასწავლო მიზნების შესაბამისად უნდა მოხდეს.

როზალინ იალოუ – პირველი ამერიკელი ქალი ნობელიანტი

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ნობელის  პრემიის ლაურეატი როზალინ იალოუ დიდი ხანია ამერიკის
ფარგლებს გარეთაც კარგადაა ცნობილი. ის უკვე მრავალი წელია მუშაობს ბრონქსში. მისი
 ნახვა მხოლოდ აქ შეიძლება, ვეტერანთა  ჰოსპიტალში, სადაც  მან თავისი 37 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე არა  მარტო  უმნიშვნელოვანესი
გამოკვლევები ჩაატარა, არამედ მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერმა პირადად შეუწყო ხელი
ათასობით მოხუცებული ადამიანის – ომისა და შრომის ვეტერანის გამოჯანმრთელებას.

ჰოსპიტალთან მიახლოებისას
გრძნობ ამ  მხცოვანთა სავანის განცალკევებულობას
ბუნებაში, რომელიც აქ არც ისე  ფუშფუშაა, თუმცა
ნიუ-იორკიდან საკმაო მოშორებით მდებარეობს – აქამდე საათზე მეტი გზაა სამგზავრო. უღიმღამო შენობა, საავადმყოფოს ფართო დერეფნები, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შესვლის
საკმაოდ რთული პროცედურა გარკვეულ დაძაბულობას იწვევს, მაგრამ აი მე უკვე როზალინ იალოუს
კაბინეტში ვარ,  რომელიც სავსეა ქაღალდებით,
წიგნებით. აქ სტუმრები  გაჭირვებით თავსდებიან.  ჩაუხედავისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ სწორედ
ასეთ ვითარებაში მოხდა ამ  ქალის იშვიათი ნიჭის  რეალიზება, ქალისა, რომელმაც გაიყო მედიცინისა და
ფიზიოლოგიის ნობელის პრემია საუკუნის ერთ
ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენისათვის  – ანტისხეულთა აღმოჩენისათვის, რომლებიც ხელს უშლიან
დიაბეტიან ავადმყოფებში  ინსულინის გამომუშავებას.
ალბათ, მე  ზუსტად არ შემიძლია გავერკვიო მისის  იალოუს მეცნიერული აღმოჩენის სპეციფიკაში, მაგრამ
ვიცი, რომ  მის მიერ  აღმოჩენილია მოქმედების მექანიზმი, რომლის შედეგადაც
ვითარდება ეს ინსულინური უკმარისობა, კუ- ჭუკანა ჯირკვლის ჰორმონალური შიმშილი.

 ინტუიცია მკარნახობს,
რომ  როზალინ იალოუსთან, რომელიც ჩაღრმავებულია
კვლევებში, ექსპერიმენტებში, რომელიც მუდმივად დაკავშირებულია  ჰოსპიტლის  პაციენტებთან, არ ღირს ემანსიპაციის პრობლემებზე  საუბრის
წამოწყება, მაგრამ ამჯერად წინათგრძნობა  მღალატობს.  – ქალთა თანასწორუფლებიანობა,

– მაშინვე მაწყვეტინებს
ჩემს მობოდიშებას მეცნიერი, როდესაც ნახულობს ჩვენს დასაჯდომ ადგილს, – თანასწორუფლებიანობა…
იწყება სავსე მაცივრით და საყინულით. ჩემთვის ემანსიპაცია – ეს შესაძლებლობათა თანასწორობაა.  მეთანხმებით? – რა თქმა უნდა. ეს ძირითადი პოსტულატია
ჩემს მუშაობაში. – მოხარული ვარ  ამის მოსმენით.
თუ ქალი მეურნეობასა და სხვა საზრუნავზე მინიმალურ დროს ხარჯავს და შეუძლია იფიქროს
სხვა, მისთვის მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ იმდენივე,  რამდენიც მამაკაცს  – ეს ყველაზე უფრო ახლოა სრულუფლებიანობის ცნებასთან.
რამდენადაც ვიცი, საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი ექიმია, ვიდრე ჩვენთან, – აგრძელებს იგი, – მაგრამ საავადმოყოფოში უამრავი
დრო იკარგება ცუდი მომსახურეობის გამო. ამასთან ერთად, არ არის ერთჯერადი შპრიცები
და სხვა ელემენტარული ხელსაწყოები. აი  ქალების
რა- ოდენობა კი მედიცინაში თქვენთან მართლაც გაოცებას იწვევს. პირადად თქვენ რითი ხსნით
ცუდ მომსახურებას? – შემომხედა მან.  თვალები
ჭკვიანური, გამჭრიახი, მუქი აქვს. გარეგნობაში – კეთილმოსურნეობა, უფაციფუცობა, გამოხედვაში
– სიმძაფრე, უკომპრომისობა იგრძნობა

პასუხად ვუყვები  ჩემი წიგნის “ახლობლების” ერთ-ერთი გმირის – ნატურიდან გადმოხატული პროფესორის,  განყოფილების გამგის,  მონოლოგს. ძველ პროფესიონალს, რომელიც სისხლძარღვთა
ქირურგიის განყოფილებას განაგებს, მიაჩნია, რომ ამაში ბევრადაა დამნაშავე ის, რომ ჩვენი
მედიცინა უფასოა. არ შეიძლება ჯანმრთელობა უფასო იყოს, თვლის იგი და მასთან ერთად მეც.
როდესაც პაციენტს მედიცინა არაფერი უღირს, იგი არ უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას,
ვერ  ხედავს თავის თავზე  ზრუნვის მიზეზს.  და, თუ ავად ხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმზე გადააქვს… პროფესორი თვლის: საჭიროა  წამლები, მოვლა და კვება საავადმყოფოებში იყოს უფრო იაფი, მკურნალობა კი – უფრო ძვირი.

 – ახლა ჩვენთანაც
არსებობენ
  ფასიანი პოლიკლინიკები.  იქ საქმე გაცილებით უკეთესადაა.

– მაგრამ პოლიტბიუროს
ყოველთვის ჰქონდა კარგი და უფასო მომსახურება – მეუბნება იგი, მაწყვეტინებს რა ჩემს
ტირადას – მათ სულ სხვა დონის მკურნალობას უტარებენ არა?…

ერთხელ ჩვენი შესანიშნავი
პროფესორი – კარდიოლოგი ვოვსი ეკითხება  მსახიობ
არკადი რაიკინს, როდესაც მას ინფარქტი შეემთხვა: “როგორ გნებავთ, არკადი ისააკის-ძევ, ვიმკურნალოთ თუ  არა  ტელევიზორით?” უნდა  იცნობდეთ ჩვენს სინამდვილეს, რომ  მიხვდეთ ვოვსის სარკაზმს.  ტელევიზორები  მაშინ  მხოლოდ
დიდი უფროსების საავადმყოფოებში იყო, სადაც კადრებს ანკეტური მონაცემების მიხედვით
ირჩევდნენ…

– რა გამოყენება პოვა
როზალინ იალოუს აღმოჩენამ პრაქტიკულ მედიცინაში?

– ჩვენ შეგვიძლია
შევამოწმოთ ჰორმონები შინაგანი სეკრეციის ყველა ჯირკვალში და არა  მარტო კუჭუკანა ჯირკვალში, – მეუბნება იგი.  მაგალითად, ამჟამად უმოწმებენ ფარისებურ ჯირკვალს
ახალდაბადებულ ბავშვებს. ირკვევა, რომ ყოველ ოთხ ათასში ერთ ბავშვს აქვს ფარისებური ჯირკვლის უკმარისობა. თუ  დროზე არ შევუყვანეთ შესაბამისი ნივთიერებები ძალიან
ადრინდელ ასაკში, შემდგომში  ბავშვს შეიძლება  განუვითარდეს გონებანაკლულობა. იმისათვის, რომ  ერის კვლავწარმოება ჯანმრთელად მიმდინარე- ობდეს,
საჭიროა ყველა ახალშობილის შემოწმება და არასრულ- ფასოვნების მაშინვე მკურნალობა. ჩემთან  აქ სწავლობდა ერთი ინდოელი, იქამდე ის  ჰიმალაებში მუშაობდა. როდესაც იგი შინ დაბრუნდა,
შეამოწმა ბავშვები ჩვენი მეთოდიკით. აღმოჩნდა, რომ ბევრ  მათგანს აქვს ბაზედოვის  ავადმყოფობა. ადრე  თუ  გვიან
ისინი  გონებანაკლულნი გახდებიან.  ამიტომ, ვიმეორებ, სიცოცხ- ლის პირველ სამ  კვირაში
აუცილებელია შევუყვანოთ  შესაბამისი ჰორმონალური  პრეპარატები. სხვათა შორის,  ოდესღაც, ადრე მე ამის შესახებ მისაუბრია კავშირში.
ტელევიზიისათვის ინტერვიუც მივეცი, არ ვიცი მხოლოდ, ტრანსლირებული იყო თუ არა. ვფიქრობ,
რომ არა, და კორესპონდენტს მოხვდა კიდეც იმის გამო, რომ მაშინ მე ლენინგრადში შევეცადე
დავხმარებოდი ებრაელებს, რომლებსაც არ უშვებდნენ საბჭოთა კავშირიდან, ვხვდებოდი მათ,
ვთხოვდი მათ შესახებ.  ამისთვის  ძალიან გამიბრაზდნენ.  ახლა მაინც რაიმე შეიცვალა? შეიძლება ყველაფერზე
ლაპარაკი? შეხვდე, ვისაც გინდა? მომიყევით ცოტაოდენი მაინც.

– დიახ,  ამ მხრივ შეზღუდვები თითქმის აღარ დარჩა და კორესპონდენტებიც
ხვდებიან  ბევრ  ისეთ ადამიანს, ვისთანაც ადრე ახლოს არ გააკარებდნენ.
მაგრამ პრობლემები საკმარისია. განსაკუთრებით ეროვნებათშორისი კონფლიქტები, მათ გადალახვას
სულ უფრო მეტი  ძალისხმევა სჭირდება  და არავინ იცის დარეგულირების მექანიზმი. შემდეგ
კატასტროფა ჩერნობილში. ეს უბედურებაა, რომლის ზუსტი საზღვრები ცნობილი არაა არც სივრცეში
და არც დროში. როდესაც ეს მოხდა, თქვენ, ალბათ, გაგიგონიათ, ჩვენთან ჩამოვიდა ამერიკელი
ექიმი გეილი. იგი მონაწილეობდა ავადმყოფთა გადარჩენის  კამპანიაში, ხელმძღვანელობდა
ძვლის ტვინის გადანერგვებს…

– არა,  არავინ გადარჩენილა.

– შეიძლება მე  ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაშინ დაიღუპა 32 კაცი ავარიის
შედეგად, ისინი კი,  ვისთანაც გეილი მუშაობდა,
მგონი, უმრავლესობა გადარჩა. თუმცა, შემდეგ შეიძლება ისიც მოხდა, რაც მე არ ვიცი და,
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით რიცხვი ყველა იმ დაღუპულისა, რომლებიც შემდეგ გარდაიცვალნენ
რადიაციული დაზიანების შედეგად. და თქვენ გაქვთ რაიმე მეთოდი, რომ  უმკურნალოთ ამგვარი ავარიის შემდეგ ან რაიმე  “ტექნოლოგია” ორგანიზმში რადიაციის დოზის
ნეიტრალიზაციისა?

– დიახ, მე  ამის შესახებაც ვწერდი, მაგრამ  რაიმე  რეცეპტი
არ  არსებობს. საბჭოთა ექიმები  მართლაც კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის რადიაციის
ზღვრული დოზა, მალე გაცილებით მეტი გვეცოდინება. მაგალითად, ბევრი მეცნიერი თვლის,
რომ არის განსხვავება თანდათანობითი და ერთდროული დოზების მიღებებს შორის. მეორენი  არ ეთანხმებიან ამას, ისინი თვლიან, რომ ორგანიზმში
ხდება რადიაციის დაგროვება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დოზები  თანდათანობითია, შედეგები
გარკვეული დროის შემდეგ ერთი და იგივეა. მაგრამ ყველას ესმის, რომ დიდი განსხვავებაა
მათ შორის, რაც მოხდა
იროიმასა და ნაგასაკში და ჩერნობილის ზონაში. არ
ვიცი, შეიძლება თუ არა ვიქონიოთ იმედი იმისა, რომ თქვენთან არ იქნება ისეთი შემზარავი
ბიოლოგიური მოქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა იქ. ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი-შვიდი
წლის შემდეგ ჩვენ გაცილებით მეტი გვეცოდინება ამის შესახებ. ალბათ, ახლა ნებისმიერი
მკურნალობა უეფექტო იქნება, რადგან ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რადიაციის მოქმედების მექანიზმი.
აგრეთვე გაირკვა, რომ ძალიან მავნებელია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ნახშირთან,
მაგრამ ამგვარი  შედეგების  კვლევა შედარებით გვიან დაიწყო და ჯერ კიდევ გაურკვეველია,
რა ხდება წლების მანძილზე ადამიანთა ორგანიზმებში, რომელთაგან ყოველს თავისი ინდივიდუალური
ბიოლოგიური კოდი აქვს.

ვერ  ვუძლებ ცდუნებას,  შევეკითხო მისის  იალოუს:

– არასდროს გქონიათ  სურვილი ყოფილიყავით მამაკაცი და გემოქმედათ ერთ-ერთ
ყველაზე “მამაკაცურ” დარგში ადამიანის მოღვაწეობისა?

– ვარჩევდი თუ  არა  დავბადებულიყავი
ქალად ან მამაკაცად, არჩევანის  საშუალება  რომ  მქონოდა?  ვფიქრობ, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც არის, თუმცა იმ წლებში, როდესაც ფიზიკაში
დავიწყე მეცადინეობა, მე გამონაკლისს წარმოვადგენდი. ახლა კი მე არ ვაკეთებ ქალის ან
მამაკაცის საქმეს, ვაკეთებს ჩემს საქმეს,
რომლისადმი
მოწოდებას ვგრძნობ.

– გაინტერესებთ თუ  არა  პოლიტიკა?

– იცით, ჩვენთან არის
ასეთი დაუწერელი წესი: თუ  თქვენ სახელმწიფოს  ემსახურებით, თქვენ  არ ღებულობთ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში. მე  მთელი ცხოვრება ვმუშაობ აქ, ამ ჰოსპიტალში, თუმცა
მაქვს საშუალება  მივიღო ნებისმიერი სუბსი-
დიები გამოკვლევებისათვის ბევრი  კერძო ფირმისაგან.  რატომ  არ
ვსარგებლობ ამით? იმიტომ, რომ მე ვხედავ კვლევებში ჩემს უანგარო მოთხოვნილებას. არ
მინდა ეს დავუკავშირო ფულს. ვეტერანთა ჰოსპიტალში მაქვს  ყველაფერი, რაც  მჭირდება სამუშაოსათვის. მომაქვს უშუალო სარგებლობა ავადმყოფებისათვის და ხელფასიც მაკმაყოფილებს.
წინააღმდეგი ვარ ზედმეტი შეწუხებისა ფულის დაბანდებით სხვადასხვა სფეროში, ფირმებში,
მთელი ჩემი ინტერესები თავმოყრილია ერთი მიმართულებით, მე  დაკავებული ვარ  ჩემთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი საკითხებით.
სხვანაირადაც ვიტყვი: სხვა არაფერი მომიტანდა ბედნიერებას, ამიტომ, ვუბრუნდები რა პასუხს თქვენს შეკითხვაზე,  დავამატებ: სახელმწიფო მოსამსახურეები ხმას აძლევენ  მას, ვისაც სურთ, მაგრამ არ  მონაწილეობენ წინასაარჩევნო ბრძოლაში, პოლიტიკურ
კამპანიებში ამა  თუ  იმ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად.  წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი ლაბორატორიის უფროსი
იყოს რესპუბლიკელი და სამუშაოდ ღებულობდეს მხოლოდ რესპუბლიკელებს. ამით გამოკვ- ლევები
დაზარალდებოდა.

– როგორია როზალინ
იალოუს აღმოჩენების ანაზღაურება. მაგალითად, იზოტოპებით მკურნალობისა. იგი ხომ დაპატენტებულია?!

– შემეძლო  ვყოფილიყავი ძალიან  მდიდარი,  – იღიმება იგი, – მქონდა ძალიან  მნიშვნელოვანი პატენტი ჯერ კიდევ 47 წლი-სას ხედავთ, რა ბებერი ვარ?  მაგრამ   მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც თვლიდა, რომ მუშაობს
ხალხისთვის, იდეისთვის. შემეძლო ვყოფილიყავი მდიდარი იმიტომაც, რომ ბევრი კომპანია
მეპატიჟებოდა საკონსულტაციოდ, ეს კი ძალიან კარგ ანაზღაურებას იძლევა. დღეს მეცნიერი
მუშაკის ანაზღაურების ზედა ზღვარი 72 ათასი დოლარია წელიწადში. მე ეს სრულიად მაკმაყოფილებს.
გარდა ამისა, მახარებს, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალში ტრადიციულად პატივისცემით ეპყრობიან
ქალ-სპეციალისტებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ბევრი ქალი, რომელიც კონსულტაციებს აძლევს
სხვა ადგილებში, ღებულობს გაცილებით მეტს, ვიდრე 72 ათასი  დოლარია, მაგრამ, ვიმეორებ, მყოფნის ის, რასაც ვღებულობ.

– მსმენია თქვენი
რელიგიურობის შესახებ.

– არა,  ეს შეცდომაა. მწამს,  მაგრამ რელიგიური არ ვარ.  ჩემი ქმარიც მეცნიერია, მაგრამ ის უფრო რელიგიურია.
ჩემი რწმენა ისაა, რომ მე კარგი მეუღლე, კარგი დედა ვარ,  პატიოსნად ვაკეთებ იმას, რაც მაკისრია. შვილები?
ვაჟიშვილს მაღალი ადგილი უკავია, იგი ნიუ-იორკის სათავე ინსტიტუტშია, ქალიშვილი მეცნიერებათა
დოქტორია ფსიქოლოგიის დარგში. ახლა ქალიშვილი ბიზნესმენია და შვილს ელოდება. როგორ
ასწრებს ყველაფერს? არ ვიცი. დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ  კარგი ოჯახი გვაქვს. ვაჟიშვილი ჯერჯერობით ჩვენთან
ცხოვრობს, ჩვენ დიდი სახლი გვაქვს, ქალიშვილი – კალიფორნიაშია,  მაგრამ რეგულარულად ჩამოდის ჩვენთან.
 

– ახლო ურთიერთობა
გაქვთ შვილებთან? თუ მათ რაიმე ცუდი
შეემთხვათ,
გიზიარებენ თავიანთ დარდს?

– ასეთი  სიტუაცია ჯერ არ ყოფილა.

– მაგრამ, თუ…

– ისინი ძალიან დამოუკიდებელი
არიან. ჩემი ფილოსოფია ასეთია: ბავშვები, რომლებიც მე გავზარდე, დამოუკიდებელი უნდა
იყვნენ. უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა. მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი ჩემი
ოჯახისაგან და მინდა, რომ  ყველამ  შეძლოს ეს, მაგრამ თუ  მათ ვჭირდები, ბუნებრივია, ვერთვები.

– და მოთხოვნილება
ერთმანეთის უბრალოდ ნახვისა? ერთ- მანეთთან დარეკვისა? მე,  მაგალითად, დედაჩემთან დღეში რამდენიმეჯერ ვრეკავ.
უსაქმოდ, რომ გავიგო  მისი გუნება-განწყობილება,  ვკითხო რა მოხდა დღის განმავლობაში.  ჩემი თანატოლებისათვის
ურთიერთობა  ძალიან  მნიშვნელოვანია, უბრალოდ მოვუსმინო სხვას და მოვუყვე
მას  რაიმეს,  გავუგო ან ვურჩიო.

– თუ ხდება რაიმე
მნიშვნელოვანი, ყველა ახლობელი მე მთხოვს რჩევას. როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ,
დედაჩემი, მათი ბებია, ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან.

– და  თქვენი სამეცნიერო გამოცდილება?  როგორ აპირებთ
მის გადაცემას? დაწერთ  წიგნებს თუ  გადასცემთ მოწაფეებს ზეპირად?

– ჩვენ ვიკრიბებით  წელიწადში ერთხელ, მედიკოსი თანამოაზრენი, ვუზიარებთ ერთმანეთს  მიღწევებს ჩვენს დარგში. რაც შეეხება წიგნებს, მე
ხშირად მომმართავენ თხოვნით დავწერო ჩემი ცხოვრების შესახებ ან მიღწევების შესახებ
მეცნიერებაში,  მაგრამ ეს ზედმეტად მიმაჩნია.
პირველი ქალი ვარ  ამერიკაში,  რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, და ამის შესახებ
ბევრს წერენ სხვები. დაე, მომავალშიც  მე ნუ
გავაკეთებ ამას.

არავითარი პოზა, მოჩვენებით
თავმდაბლობა. ეს დიდი ქალი თავს აძლევს უფლებას, იყოს ის, რაც არის, არ ფიქრობს გარშემომყოფთა
რეაქციაზე.

– რა მოვლენას  თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად თქვენს ცხოვრებაში?

– როდესაც 41 წელს
შევედი ასპირანტურაში, მანდეს მასწავლე- ბლობა, დამიშვეს მაშინ გამოკვლევების ძალიან
მნიშვნელოვან პროგრამასთან, რამაც გადაწყვიტა ჩემი შემდგომი ბედი. ამ ჰოსპიტალში მოსვლისას
უკვე იმდენი  ვიცოდი, რომ  შემეძლო გამომეყენებინა ჩემს  გამოკვლევებში
მთელი აპარატურა, მქონდა სრული თავისუფლება სამეცნიერო ექსპერიმენტების დაყენებაში.
ახლა თვით განსაჯეთ. ის, რომ  მოვხვდი  კარგ  უნივერსიტეტში,
ეს, შეიძლება ითქვას,  იღბალი იყო. ის კი, რომ
მოვხვდი  ვეტერანთა ჰოსპიტალში,

– ამას სიტუაციას
უნდა ვუმადლოდე. 41 წელს, მართალია, არც ისე ბევრი კაცი იბრძოდა ჩვენგან, თქვენ მართალი
ხართ, მაგრამ ისინი უბრალოდ საჭირო იყვნენ სხვა საქმეებისათვის. ქალები აჰყავდათ ისეთ
თანამდებობებზე, როგორიც ჩემია. პირადი მეგობრები? დიახ, არის სამი წყვილი, რომელთანაც
ჩვენს ოჯახს უყვარს შეხვედრა. ფიზიკოსის, კრიტიკოსის და ქიმიკოსის ოჯახები. მე და ჩემი
ქმარი ვიცნობდით ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში.  ისე ჩემი თაობის ქალების უმრავლესობა დაუბრუნდნენ
დიასახლისების როლს ომისდროინდელი  იძულებითი  მუშაობის შემდეგ,  მათთან ჩვენი კავშირები რაღაცნაირად
გაწყდა.

– არის თუ  არა  შტატებში
დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნის მიხედვით – სამუშაოზე აყვანისას, ყოფა-ცხოვრებაში? თქვენ
თქვით, რომ  ეხმარებოდით ებრაელებს  საბჭოთა კავშირიდან გასვლაში, თვითონ კი თავს მხოლოდ ამერიკელად გრძნობთ?

– დიახ, ამერიკელად,
მაგრამ ყოველთვის ებრაელ ამერიკელად. რატომ? იმიტომ, რომ  დედამიწაზე იყო ჰიტლერი და არიან ადამიანები, რომლებიც
ანადგურებენ  არა  მარტო ებრაელებს, არამედ მათთვის  არასასურველ უმცირესობებს, სულერთია, რომლებს, მაგრამ
თქვენს ქვეყანაშიც დიდ როლს ასრულებდნენ ებრაელები რევოლუციაში, ანტისემიტიზმი კი მაინც
გრძელდებოდა… ხომ ასეა, როგორ ფიქრობთ?

– როდესაც დაიწყო  საჯაროობა, ბევრი საიდუმლო გახდა ცხადი. ვფიქრობ,  რომ  ჩვენთან
არ არის სახელმწიფოებრივი ანტისემიტიზმი, მაგრამ არის პროვოცირებული ან მოგონილი რაღაც
მიზნებისათვის, როგორც ნებისმიერი ეროვნული კონფლიქტი. მათ შორის  არიან, მაგალითად, ჯგუფები, რომლებიც მოუწოდებენ
ებრაელთა დევნისაკენ სწორედ იმიტომ, რომ მათ
შეასრულეს
უმნიშვნელოვანესი როლი რევოლუციაში. ჩამოდით ჩვენთან კიდევ  ერთხელ, შესაძლოა ბევრი რამ თქვენთვის  უფრო ნათელი გახდეს.

– დიახ, ჩემთვის ძნელია
გარკვევა ყველაფერ იმაში, რაც თქვენთან ხდება. მით უმეტეს, რომ ხალხი ამდენი წელია
“ასწორებს” წარსულს. არა მარტო თქვენთან, ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში,
არის ტენდენცია  დაამახინჯონ ისტორია. ალბათ,
თქვენ მართალი ხართ, უნდა ჩამოვიდე კიდევ ერთხელ. აი, იქნება რაიმე  კონგრესი პრობლემების ირგვლივ, ვნახოთ, შევძლებ
თუ არა მოვწყდე ყოველდღიურ სამუშაოს… იმედი ვიქონიოთ,  რომ  დროს
უკეთესისაკენ მივყავართ…   – მათვალიერებს
მძაფრი, გამჭრიახი მზერა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...