მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაცია სოციალური მედიის გამოყენებით. აშშ-ს გამოცდილება
ბავშვი და კომპიუტერი
რჩევები, სწავლის უნარდაქვეითებული ბავშვებისთვის
პურის კალმით ნაწერი წიგნი
მახსოვს,
სკოლაში მოსწავლეების უმეტესობას არ
გვიყვარდა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების სწავლა. პირადად მე დღემდე ვერაფრით გავუშინაურდი თუნდაც ჩემი
საყვარელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ისტორიას, რიცხვების
ჩარჩოებში უემოციო სტრიქონებად ჩაწურულ ბუმბერაზ ადამიანებს...ბიოგრაფიას მხატვრული
ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ სიმძაფრესა და დინამიკურობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ მაინც ჯიუტად
მგონია, რომ შემოქმედის ცხოვრება`დაიბადასა~ და `გარდაიცვალას~ შორის
მოკლე ანონსივით არ უნდა იწერებოდეს. ამის გამო ჩემთვის ძვირფასი მწერლების ბიოგრაფიის წასაკითხადაც აღარ
მიმიწევს გული და ვცდილობ, მათი ფიქრები, დარდი თუ სიხარული მათივე ნაწარმოებებში ამოვიკითხო.
ვერც
ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით შექმნილმა მხატვრულმა ლიტერატურამ დამაინტერესა.
ხშირადრომელიმე დიდ ხელოვანზე
შეყვარებული რიგითი მწერალი მისი ცხოვრების მეტისმეტად გაზღაპრება-შელამაზებას
გადაჰყვება და სიმართლის მარცვალს
გამონაგონისზღვაში ჩაკარგავს. ჩემი
აზრით, ყველაზე უკეთ იმ
ადამიანებს გამოსდით ბიოგრაფიის წერა, ვინც მასში უშუალოდ მონაწილეობს. მოკლედ,ავტობიოგრაფიული
პროზა ჩემთვის ყველაზე სანდო წყარო, ანუ ცოცხალი
ბიოგრაფიაა.
***
ვისაც
ერთხელ მაინც წაუკითხავს გიორგი
ლეონიძის `ნატვრის ხე~, ალბათ, ყოველ
გაზაფხულზე ახსენდება, რომ `დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდის~და ფიქრიც ძალაუნებურად
მიიწევს იმ სოფლისაკენ, სადაც ადამიანთა ოცნებებით მსხმოიარე ხე ამოვარვარებულა. ასე მგონია, ეს ამბები მწერალმა ბავშვობის
სკივრიდან ამოყარა და ობმოკიდებული პურებივით წიგნში გაამზეურა, ვერ დაიტია და
გაასხვისა. მეც, უკვე გაზრდილი და მრავალწიგნმოვლილი, ვუბრუნდები და კიდევ ერთხელ
გავდივარ ცხოვრების ვიწრო ბილიკზე დაწალიკებული ადამიან-მოთხრობების გზას.
რას
ვეძებ? – ალბათ,
ამ წიგნ-წყაროს სათავეს. მოდი, აღმა ავუყვეთ ანკარა სიტყვებს და ვნახოთ, სადაც
ამოხეთქა იების ცრემლმა.
`მშობლიურ ხეთა ჩრდილები~
გიორგი
ლეონიძის წინაპართა სოფელი, ლეონიძე,
ტაო-კლარჯეთში მდებარეობს (თურქები `ნიოლიძეთა უბანს~ეძახიან). გოგლას არასდროს
უნახავს წინაპართა მიწა,ტაო-კლარჯეთში ჩასვლა მის აუხდენელ
ოცნებად დარჩა.
მწერლის მშობლიური სოფელი პატარძეული იყო, სადაც
1899 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. გოგლას მამა სახალხო მასწავლებელი ყოფილა. ნიკოლოზ
ლეონიძის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი
წარმომადგენლები, მათ შორის – მისი
ნამოწაფარი ვაჟა-ფშაველაც.
ასეთ გარემოში აღზრდილ გოგლას, რა გასაკვირია, რომ ბავშვობიდანვე `გულში
სჭირდა~ სამშობლოსა და წიგნის სიყვარული, რაშიც
მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მისი მთავარი წიგნი
მაინც პატარძეული იყო – სამშობლო
სამშობლოში: რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო, – ამბობდა პოეტი და ღიმილით იგონებდა, როგორ
უკითხავდა პირველ ლექსებს ივრის წნორებს.
ამიტომაა,
რომ გიორგი ლეონიძის სიტყვა მზეზე გარუჯულ გულმართალ გლეხს ჰგავს, სულ დასვენება
სწყურია, მაგრამ ბევრი სიმართლის ყანა აქვს დასათესი, მოსამკალი და ასაღები,
მხოლოდ წამით თუ შეისვენებს. მისი სიტყვები წისქვილივით ფქვავენ ცისას და მიწისას,
ადამიანთა სევდასა და სახარულს.
`სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.
სთქვი, ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ…
დარიალიდან გადავარდნილი,
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო~.
1907
წელს ლაღი ბავშვობის ხანა დამთავრდა. გოგლა თბილისში ჩამოიყვანეს და სასულიერო
სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგაც სასულიერო სემინარიაში
გააგრძელა სწავლა. ამ გზაზე თითქოს განგებამ შეახვედრა ვასილ ბარნოვს, კორნელი
კეკელიძეს და სხვებს. სწორედ ამ ადამიანებმა განუმტკიცეს ლიტერატურის სიყვარული და
მის მიერ არჩეულ გზაზე დახმარების ხელი გაუწოდეს.
გიორგი
ლეონიძემ საკმაოდ დიდი შრომა
გასწია ლიტერატურათმცოდნეობაში. იგი იკვლევდა ძველ ქართულ მწერლობას, მთელი
ცხოვრება ეძებდა ძველ ხელნაწერებს და შეისწავლიდა მათ. სწორედ მისი თაოსნობით
დაარსდა ქართული ლიტერატურის მუზეუმი (ამჟამად – გ. ლეონიძის სახელობისა), რომელსაც
წლების განმავლობაში დირექტორობდა. დიდი
წვლილი მიუძღვის საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაარსებაშიც.
როგორც
ჩანს, გიორგი ლეონიძე მმართველის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა
კავშირს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. იყო მეცნიერებათა აკადემიისა და მშვიდობის
დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი, რომლის სახელითაც ბუქარესტში წასული მწერლის მოხსენებამ ანთიმოზ ივერიელის შესახებ რუმინელები ისე დააინტერესა, რომ მისი
მოღვაწეობის ამსახველი მასალები რუმინეთის სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი შეიტანეს.
`ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი –მელნად, ვარსკვლავები
გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და
თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმიო~,_ უთქვამს სამადლობელ სიტყვაში გიორგი ლიონიძეს, როცა ის
სახალხო პოეტად აღიარეს. მაგრამ სწორედ სიტყვებმა უკვდავყო გოგლას
უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი. 1966
წლის 14 აგვისტოს პოეტის ომახიანი
ხმით გაცოცხლებულმა ლექსებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს თავიანთი შემოქმედი.
ჩემი`ნატვრის ხე~
ალბათ,
ყველას გვიყვარს უდარდელი ბავშვობის გახსენება. სევდანარევი ღიმილით ვიძირებით
წარსულში და შევნატრით ჩვენივე თავს, რომელიც ფეხშიშველა დატანტალებს სოფლის
შარაზე. ხანდახან მგონია, რომ სოფელი მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოთხეა,
რადგან მათ წილ სახნავ-სათესს ჯერ სხვა გამრჯე ხელები პატრონობენ და შენატრიან
შვილების გაოცებულ თვალებს `ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის
დღეებში~.
ჩემი
აზრით,ქართული პურის მადლითა და
სიმართლით გაჯერებული ეს
პატარაწიგნი სწორედ ასეთ,
ბავშვობადაკარგულ გამრჯე ხელებს ეძღვნება. მათი მოგონებების თონეში გამომცხვარ და ქაღალდის სინზე გასაგრილებლად ამოყრილ ამბებს
ცრემლის გემო დაჰკრავთ, ამიტომ ნელ-ნელა, დაგემოვნებით კითხვას გირჩევდით.
როცა
ეს წიგნი პირველად წავიკითხე, ჩემს სოფელშიც აღმოვაჩინე ციციკორეები, თაღრიები,
ჩირიკები და ჩიკოტელები, ფუფალებს რა დალევს, ყველგან არიან, და, რაც მთავარია, მარიტები, – მათ გარეშე ხომ ვერც სიყვარულს ისწავლი და
ვერც უსამართლობის მკვახე ნაყოფს იგემებ.
ყოველთვის
მაინტერესებდა, რატომ დაიწყო მწერალმა წიგნი ელიოზით – სიკვდილის სიახლოვის გამყინავი შეგრძნებით, რომელიც დასასრულს მოასწავებს.იქნებ ეს არის მთავარი ამბავი–გასაღები, ოცნებების ქვეყანაში მოსახვედრად
რომ გვჭირდება.
იქ,
სადაც სიყვარულსა და რწმენას უმწეობის შიში ჯაბნის, არც ერთ თავისუფალ სულს არ გაახარებს სოფლის მსაჯული. სოფელსაც ის
სჯერა, რასაც თავისი
მსაჯული ჩასძახებს. მის ძლიერ ხელებში
საზოგადოება დაბრმავებულ ბრბოდ, დამსჯელ რაზმად ქცეულა და სინათლეს სიბნელისკენ
მიერეკება, სიკეთეზე მეოცნებეს გულგრილობის სუსხით აქვავებს, სიყვარულს სიძულვილის მორევში ახრჩობს.
მწერლის აზრით, სწორედ ამიტომ
სჯის ქართველებს მშობლიური მიწა (`ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა!
რძეც წასდის და თაფლიც! მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?~).იქნებ ზოგიერთი მათგანი
მიხვდეს კიდეც, საით მიაქანებს
ადიდებული ტალახის მდინარე, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ სიარულიც აღარ შეუძლია,
მეტიც, ძლიერის მიერ გაკვალური გზით სიარული ერთად ცხოვრების მთავარიკანონი ჰგონია და მის ყველა
დამრღვევს მკაცრად აფრთხილებს: `მოიცა, შენც ნელ-ნელა შეგიწოვს ტვინის
გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა მოიცადე, ჯერ ახალი ხილი ხარ~.
მაინც
რით დაიმსახურა ციციკორემ წინამძღოლობა? – სოფლის ტკივილთან გათენებული ღამეებით, სხვისი შიშის საკუთარ მხრებზე მოგდებით
თუ სხვის ნაცვლად ფიქრით?! გასამრჯელოდ
კი ყველაზე ძვირფასს – სიყვარულის უფლებას, სიყვარულისთვის სიკვდილს ითხოვს. სამწყსოს მხოლოდ
თავისი ფიქრის თონეში გამომცხვარი სამართლით
ასაზრდოებს. დაპურებულ კაცსკი დამპურებლისა სჯერა.
ციციკორესნაირი
ადამიანები არასდროსდაუშვებენ, წლების განმავლობაში აგურ-აგურ ნაშენი ძალაუფლება თავზე
ჩამოექცეთ… ვინ ააყენებს
დაცემულ სახელს?!
თუ
გავიხსენებთ, როგორი მნიშვნელოვანია სოფლისათვის ,,სახელის მილოცვა~,
არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველაზე მეტად სახელის მოსახვეჭად იბრძვის ადამიანთა მოდგმა.
რა თქმა უნდა,
„ნატვრის ხე~ გაცილებით მეტია, ვიდრე ბიოგრაფია, მაგრამ პირადად
მე ყველაზე უკეთ სწორედ ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გავიცანი გოგლა.
სამწუხაროდ, ამ წიგნის დაწერის შემდეგ ჩვენს სამშობლოში ბევრი არაფერი შეცვლილა,
ამიტომ, რა გასაკვირია, თუ კითხვებზე პასუხს ისევ ნატვრის ხესთან ვეძებთ, თან მთელი გულით გვჯერა, რომ სოფელი აუცილებლად მოეგება გონს და ერთ დღესაც ნუშებივით აყვავდებიან ადამიანები.
საუკეთესო დრო სიყვარულისთვის
საბერძნეთი, ალბათ, ბევრი რამის გამო უნდა გიყვარდეს,
მაგრამ ყველა სხვა მსხვილ- მსხვილ და ბრტყელ- ბრტყელ მიზეზს რომ თავი დავანებოთ, მე
ის ზეთისხილის და ჯერალდ დარელის გამო მიყვარს. ზეთისხილი ჩემმა ენის რეცეპტორებმა
ხანგრძლივი გაურკვევლობების შემდეგ შეიყვარა, დარელის შემთხვევაში კი ერთი წაკითხვით შეყვარება დამემართა.
ამ კეთილმა ნატურალისტმა ყველა ბავშვის, მოზარდისა თუ უფროსის საბედნიეროდ, ერთხელაც,
სრულიად შემთხვევით წერა დაიწყო. შემთხვევით, შესაძლოა, გასაუბრებაზე შენს დაქალს გაყოლილი
სამსახურში აგიყვანონ ან მაცივარში რძის ნაცვლად ფეხსაცმელი შეინახო, მაგრამ წერას
უფრო ხშირად გამიზნულად იწყებენ. წიგნები არც რძეა, არც ფეხსაცმელი და არც შენი უცნაური
უფროსები, რომლებიც შენთვის უცნობი კრიტერიუმებით არჩევენ სასურველ კადრებს.
ასე იყო თუ ისე, ჯერალდ მალკოლმ დარელმა წერა დაიწყო.
სწორედ ამის დამსახურებაა ჩემი და ალბათ, კიდევ მილიონობით
ბავშვის სიყვარული ცხოველებისადმი. აი, მაგალითად, საკმაოდ თავისებური ხასიათის მქონე მორიელი, განთქმული
სასიკვდილო შხამით, შეგიძლია, კი არ შეიძულო, შორიდან, მზეზე გახედო, როგორ ლამაზად
ლაპლაპებს და არც კი ეცადო მის განაწყენებას.
„ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” ყველაზე კეთილი წიგნია
მსოფლიოს კეთილ წიგნებს შორის. ეს არის ბიოგრაფიული ტექსტი მწერლის ბავშვობის შესახებ.
ბავშვობის, რომელიც ზუსტად ისეთივე სიცოცხლით სავსე და ხმაურიანია, როგორიც თავად კუნძული
კორფუ და დარელის ოჯახი. ოჯახის წევრები ძალიან ადამიანურები, კომიკურები და ხანდახან
ექსცენტრულებიც არიან. ლესლის შეუძლია, თოფით ისე დააფრთხოს ქურდები, რომ გარშემომყოფები
მოსალოდნელი არეულობის შესახებ არც კი გააფრთხილოს. ლარი ხანდახან რამდენიმე ათეულ
მეგობარს ერთად პატიჟებს სახლში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე დიდია. დედას
შეუძლია, მხოლოდ ამ მიზეზის გამო დიდი სახლის ყიდვა გადაწყვიტოს. მარგოს საქმე ფერიმჭამელებთან
ბრძოლა, გარუჯვა და სასიყვარულო თავგადასავლებია. პატარა ჯერის კი სახლში ხან კუ- აქილევსი
მოჰყავს, ხან კაჭკაჭები, ხან მორიელები და ხანაც თოლია- ალეკო.
იმ პერიოდში ჩემი და „თეიქ ზეთის” მაიკზე იყო შეყვარებული
და ამერიკაში წასვლაზე ოცნებობდა. ჩემი ძმა კურტ კობეინს ბაძავდა, თმას იზრდიდა და
სევდიან სიმღერებს მღეროდა. მე სახლში ყველა ჯურის ცხოველი მომყავდა. დედა კი პლაკატების
ჩამოხევითა და ცხოველებთან ბრძოლით იყო დაკავებული. მამა მუშაობდა და საღამოს, როცა
შუქი არავის ჰქონდა, სახლში დაბრუნებული ჩვენს კორპუსამდე „ლევ” ხაზებს ჭიმავდა. ერთი
სიტყვით, ჩვენი თბილისური ყოფა არაფრით ჰგავდა კორფუულ ბედნიერ ცხოვრებას. ეს ის დროა,
როცა „ვაისროი” ახალი და პოპულარული სიგარეტია და ყველა „ვიკეროის” უწოდებს, როცა
„ნუთელას” მაგივრობას შოკოლადის კარაქი ან
ბაყაყებით მოხატულ შუშის ჭიქაში დაფასოებული ნივთიერება წევს, ლამპებს ნავთის
სუნი უდის და პატრუქს პინცეტით ვასწორებთ, რუსთაველი მანიაკის შიშით ვძრწით და სკოლამდე
მშობლები გვაცილებენ. სკოლაში კი ხან ბაკანდაზიანებულ კუს ვხედავ, ხან კუდმოჭრილ კატას,
ხანაც თვალდათხრილ ბუს. მე კი ხელში დარელი მიჭირავს და მთელ ლექციას ვკითხულობ ბუნებისა
და ცხოველების სიყვარულის შესახებ.
საზაფხულო არდადაგები ცხოველების შეყვარებისთვის ზუსტად
შესაფერისი დროა. დარელის კითხვის პარალელურად, შეგიძლიათ, საათობით იწვეთ სოფელში,
ბალახზე და მწერების მინისამყაროს უთვალთვალოთ. დაასკვნათ, რომ ჭიანჭველებს საკმაოდ
პრაქტიკული ტვინი აქვთ, ხვლიკები კი ძალიან ახირებული არსებები არიან: ხელი რომ შეახოთ,
ტყვეობის შიშით თავს გაწირავენ- კუდს ისე მარტივად მოიწყვეტენ, თითქოს სხეული კი არა,
მინდვრის გვირილა იყოს.
ჯერალდ დარელს კი, ზუსტად ასევე, ძალიან მარტივად შეეძლო,
მამის დანატოვარი მემკვიდრეობით წარუმატებელი ექსპედიცია მოეწყო კამერუნსა და გაიანაში,
საბოლოოდ, კი მშრალზე დარჩენილიყო. ზოოპარკებს კი
სინდისის ძარღვი გასწყვეტოდათ და უფულოდ დარჩენილი ნატურალისტისთვის სამუშაო
ადგილი არ აღმოჩენოდათ. მათ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ერთხელაც, ერთი პატარა
გოგო, შეიარაღებული დარელის წიგნით, ვრცელ,
გულისამაჩუყებელ ლექციას წაიკითხავდა იმის შესახებ, რომ სიყვარული და სიკეთე მხოლოდ
ღრუბლებში ნავარდი, მეზობლის წამოქცეული ღობის გასწორება და ქუჩის მეორე მხარეს მოხუცის
გადაყვანა არ არის.
ჩოგბურთის სათავეებთან
წვიმაში დაკარგულები
დასწავლის კანონები და ედვარდ ლი თორნდაიკის თეორია
ედვარდ ლი თორნდაიკი 1899 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლეჯის ფსიქოლოგიის ლექტორი. 1912 წელს ის აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოცოაციის პრეზიდენტად. თორნდაიკის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებული 50 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი ბიბლიოგრაფია ითვლის 507 დასახელებას და ამასთან, მრავალი ამ წიგნებიდან საკმაოდ სქელტანიანია.
სასკოლო განათლება გერმანიაში
რელიგიის წარმოშობის თეორიები – პირველი ნაწილი
.